შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Après nous le déluge à venir - ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა. თავი 2


25-03-2018, 18:44
ავტორი annalisa
ნანახია 1 301

ნოემბრის მიწურულს, საღამოს 10 საათისთვის, როდესაც გარეთ იმდენად ცივა ერთი-ორი ადამიანი თუ გამოჩნდება, ისიც თავიდან-ფეხებამდე შეფუთნული, ქუჩაში მოსეირნობს ბიჭი მხოლოდ და მხოლოდ გრძელმკლავიანი მაისურითა და ჟაკეტით შემოსილი. ყურსასმენებიდან წამოსული მუსიკა და თავში დაწყობილი გეგმები უგულებელყოფენ გარეთ სიცივეს. წამებში წამოსულმა წვიმის წვეთებმა ბოლომდე დაასველა მისი მუქი ჩალისფერი, ოდნავ ხუჭუჭა თმა. წვიმის გამო ის ორი ადამიანიც აღარ ჩანს, აქამდე კომპანიონობას რომ უწევდნენ.. უკვე სულ მარტო დარჩენილი ბიჭი ფიქრობს ყველაფერზე და არაფერზე ერთად. იგი ფიქრობს დედაზე რომელიც სახლში ელოდება, ახალ სამსახურზე, პროდუქტებზე რომელსიც ყიდვაც მარკეტში არ უნდა დაავიწყდეს, ამასთან ერთად ითვლის დროს რომელიც შეუძლია გამოიყენოს ძილისთვის სანამ მეორე სამუშაოზე წავა, იმ გოგოზე ფიქრი კი ვისი სახლიდანაც მოდის, ამ მნიშნელოვან ფიქრებს შორის შემოიპარება. მაგრამ გონება ჩუმად ჩქმალავს და ისევ სერიოზულ საკითხზე აგრძელებინებს ფიქრს. არა ნამდვილად არ აქვს სანდროს დრო იფიქროს გოგოზე რომელიც ასეთი ჩვეულებრივი და თან ძალიან უცნაურია. იმდენად დატვირთულია მისი გონება მოწოლილი აზრებით, გაუზრებლად დგას სახლის კართან პარკებით ხელში. შეძენილი პროდუქტი ერთ ხელში გადააქვს, მეორეთი კი ხის კარზე აკაკუნებს. მის დაკაკუნებას საკეტის გადატრიალების ხმა და კარებში 50 წელს გადაცილებული ქალის გამოჩენა მოჰყვა, რომელსაც ზუსტად ბიჭის მსგავსი თმა აქვს. დედა შვილს თბილად უღიმის და პარკებს ართმევს.

-- დედა მითხარი რო საჭმელი მზა... -- წინადადება უწყდება როდესაც სამზარეულოს პატრა მაგიდაზე გაწყობილ ვახშამს ხედავს -- საუკეთესო ხარ -- ჩუმად ეუბნება და ლოყაზე კოცნის ქალს, რომელიც მოტანილ პროდუქტებს მაცივარში და თაროებზე ანაწილებს. ბიჭი უხმოდ ჯდება და თითქმის მთელი დღის მშიერი გემრიელად მიირთმევს საყვარელ კერძს.

-- როგორი იყო პირველი სამუშაო დღე ? -- წყნარი ხმით ეკითხება მარია სანდროს და ონკანიდან წყალს ავსებს.

-- ჩვეულებრივი. ძაან კაი გარემოა და თან კარგად იხდიან -- რაც მისთვის მთავარი იყო ის თქვა და ჭამა გააგრძელა. ქალმა წყლით სავსე ჭიქა დაუდგა ბიჭს და მის წინ ჩამოჯდა.

-- ალექსანდრე რაღაც უნდა გითხრა -- სანდრომ ზუსტად იცოდა: როდესაც დედა ამ სახელით მიმართავს, ესეიგი სერიოზულ თემაზე უნდა ილაპარაკონ და ერთმანეთს არ შეაწყვეტინონ. ლაპარაკის დაწყების ნებართვა ოდნავ თავის დაქნებით მისცა. ცარიელი თეფში პატარა ბიძგით გაწია და მოემზადა მოსასმენად.

-- გამოცდები უნდა ჩააბარო და სწავლას დაუბრუნდე. 25 ხდები ერთ კვირაში და არაფერი შეცვლილა.... ჩვენ თითქმის დავფარეთ ყველა სესხი.. არ შეიძლება ესე სანდრო.. -- სახელის წარმოთქმისას ხმა ოდნავ შეერყა მაგრამ დროულად მოთოკა ემოციები -- უნდა იფიქრო შენ მომავალზე... ეხლა შეიძლება არა მაგრამ 2-3 წელიწადში ოჯახის შექმნაზეც უნდა დაიწყო ფიქრი... მთელი ცხოვრება ერთი სამუშაოდან მეორეზე ვერ ირბენ... უნდა აკეთო ის რაც გიყვარს. ამიტომ გამოცდები უნდა ჩააბარო და სწავლას დაუბრუნდე -- მარიამმა მონოლოგი ოდნავ მბრძანებლური ტონით დაასრულა და მუშტები მაგიდაზე დააწყო. თითქოს ამ მუშტებში ქონდა მთელი გრძნობები მოქცეული და გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა. ბიჭმა დედის სახე

ხელებში მოიქცია და ხმა შემდეგ ამოიღო.

-- მთელ შენ სიტყვით გამოსვლაში მთავარი სიტყვა იყო: თითქმის. ჩვენ თითქმის გადავიხადეთ ყველა ვალი. აი როცა ეს თითქმისიც აღარ იქნება მერე ვიფიქროთ ჩემი სწავლის გაგრძელებაზე კარგი ? -- ყველაზე თბილი ღიმილით გაუღიმა და ხელზე ეამბორა -- ოჯახის შექმნაზე ფიქრიც არ ღირს... თანაც მთელი ჩემი შექმნილი და შეუქმნელი ოჯახიც შენ ხარ -- ამ სიტყვებზე მარიამს გული უფრო აუჩუყდა და შვილს მოეხვია. სანდროს მაიკასაც ერთადერთი ცრემლი დაეცა, სამაგიეროდ ის იტევდა იმედს, სიყვარულს, სინანულს, სიამაყეს და სხვა ათასობით განცდას.-- დე დავწექი მე თორე ხო იცი როგორ მიჭირს გამოუძინებელზე მუშაობა -- ფეხზე ამდგარმა დედას თვალები დაუკოცნა და საძინებელში შევიდა. უკვე ლოგინზე გაწოლილმა აკრიფა გიორგის ნომერი და თვალებდაუხუჭულმა დაუწყო ლოდინი ყურმილის აღებას.

-- ბატონ ალექსანდრეს ვახლავარ -- მხიარული ხმა გაისმა -- როგორ მიკადრე ვაჟბატონო ? რა მოხდა ?

-- შენც კარგი აფერისტი ხარ.. რა გიკადრე გუშინ საღამოს არ გნახე.. -- სიცილით პასუხობს სანდრო -- მოკლედ რაზე გირეკავ. დღეს ხო მოდიხარ ? შენთან ერთად ვარ დღეს..

-- ხო მოვიდვარ.. და თუ გინდა გამოგივლი..

-- აუ მაგარი ხარ რა.. ჰო პირველზე უნდა შევეცვალოთ იმათ და პირველის ნახევრისთვის მზად ვიქნები ხო ?

--ხო ხო მიდი და გნახავ.. წადი დაიძინე თორე მთელი ღამე შენ უჟმურ სიფათს ვერ გავუძლებ... -- ამ წინადადებას ორივეს სიცილი მოყვა, შემდეგ იყო დამშვიდობება და მორფეოსის სამყაროში გადაშვება სულ რაღაც 2 საათით.

***

ბარში მუშაობის დასრულებისას, დილის ექვსი საათისთვის, 2 სასტიკად დაღლილი ახალგაზრდა ბიჭი, სადარბაზოს წინ ზის მანქანაში და ვერცერთი ვერ იღებს ხმას. ბოლოს საჭესთან მჯდომს ეძინება და მისი თავის დადება სიგნალის ღილაკზე, მათთვის გამაყრუებელ ხმაურს იწვევს. წამებში ორივე ფხიზლდება და აცნბიერებს სად არის.

-- წავედი მე... -- ძლივს იღებს სანდრო ხმას და ნახევრად ღია თვალებით უყურებს მეგობარს. -- აუ არა ძაან გეძინება, ესე ვეღარ გაგიშვებ სახლში.. წამო ჩემთან.

გიორგის იმდენად ეძინებოდა შეწინააღმდეგების თავიც არ ჰქონდა. ამიტომ თავი ოდნავ დაუქნია და ორივე მანქანიდან გადავიდა. ლიფტში შესულები ერთმანეთს ეყრდნობოდნენ თავის შესაკავებლად. კარებში ძლივს მორგებული გასაღებისა და გზაში გახდილი ფეხსაცმლის მერე, ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ საწოლზე და როგორც მკვდრებს ისე ეძინათ დარჩენილი დრო გათენებმდე...

***

ცხრა იყო დაწყებული მარიამ ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი. სანდროსა და გიორგის დანახვისას გული საშინლად გაუთბა. ყველაფრის მიუხედავად ძალიან ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მის შვილს ასეთი კარგი მეგობარი და საყრდენი ყავდა გიორგის სახით. ეს ბიჭი მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო და ყოველთვის მხარში ედგა სანდროს. ძალიან არ უნდოდა ასე ტკბილად მძინარე შვილის გაღვიძება მაგრამ სამსახურში უნდა ყოფილიყო 9 საათისთვის. თვითონაც მიდიოდა და მერე ვერ გააღვიძებდა.

-- სანდრო.. გაიღვიძე.. ალექსანდრე გთხოვ.. -- ნელა დაადო ხელი ფეხზე და ოდნავ შეანჯღრია. ალაბთ ყველაზე საშინელი გაღვიძების მომენტი იყო ბიჭის ცხოვრებაში... ის დრო როცა აცნობიერებდა რომ ლოგინს უნდა მოწყვეტოდა.. დილით ყოველთვის საშინელ განწყობაზე იყო მაგრამ დედის თბილმა ხმამ აიძულა თვალები გაეხილა. ნელა, ღიმილით წამოდგა საწოლიდან. დედას მიესალმა, ყავის გაკეთება სთხოვა და სააბაზონოში შევიდა. 15 წუთი სარკეში იყურებოდა და თითქოს მზერით აიძულებდა საკუთარ თავს გამოფხიზლებას და დაღლილობის მოხსნას. ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა სახეზე და ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში გავიდა ოთახში. სამზარეულოში მაგიდასთან მჯდომი გიორგი და მარიამი დახვდნენ რომლებიც რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. მის ძმაკაცსაც აშკარად ეტყობოდა გამოუძინებლობა თვალების ქვეშ გაჩენილ სიშავეებზე. მაგრამ ის გიორგი იყო. არასდროს განახებდა საკუთარ პრობლემას თუ ძალიან არ უჭირს.

-- დე ყავაა... --უკვე მაგიდასთან მჯდომი ეუბნება დედამისს და თავს ხელებში დებს. მარიამ სწრაფად მიუტანა უკვე გაკეთებული ყავა და ოდნავ თანაგრძნობით შეხედა ბიჭებს.

--სანდრო მე უნდა წავიდე და შაბათ-კვირას არ ვიქნები. ნინოს ბავშვები 2 დღით მიყავს კახეთში და ჩემს გარეშე ვერ გაუმკლავდება. თან დამატებით გადაიხდის. ცოტა საჭმელი გავაკეთე.. თუ არ გეყოფა შენთვითონ შეჭამ რამეს.. დღეს პროცენტია გადასახდელი არ დაგავიწყდეს.. ვსო ბიჭებო წავედი და აბა თქვენ იცით. -- ქალი ორივეს გადაეხვია, წარმატებები უსურვა და პატარა ზურგჩანთით დატოვა სახლი.

--მე გაგიყვან სამსახურსი და იქიდან წავალ უნივრსიტეტში.. --გიორგიმ უთხრა სანდროს და ყავის ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩადო.

-- აუუ ეხლა არ გინდა რა... აქ დაეტიე და დაიძინე სანამ ლექციაზე წახვალ... იმ დღეს რო დატოვე ის ტანსაცმელი კარადაში დევს... მე მეთვითონ წასვლა მირჩევნია ვიდრე ხეზე შესკდომა... -- სიცილით უთხრა ეს ყველაფერი სანდრომ და მხარზე ხელი დაარტყა. -- ხო და გასვლის წინ კარების დაკეტვა არ დაგავიწყდეს.. იმედია არ დაგიკარგია ისევ გასაღები -- ესე. მხიარულ ნოტაზე გაიხურა კერები და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი.

***

სამსახურში უკვე დროულად მისულმა, კიდევ ერთი ჭიქა ყავა დალია და სალაროსთან დაიკავა საკუთარი ადგილი. როდესაც 10 ის ნახევარს გადაცდა, უკვე ყოველ წამს უყურებდა ხან საათს ხან კარებს. მაგრამ ისე შეუმჩნევლად ნიცაც რომ ვერ ხედავდა. თავს არ ისულელებდა.. აშკარად

ხვდებოდა იმ გოგოს ელოდებოდა გუშინ ეს უცნობი ბიჭი სახლში, რომ დაპატიჟა. მთელი დღე ყურადღებთ იყო კარებთან. მთელი დღე ბრაზობდა საკუთარ თავზე ამხელა ყურადღებას, რომ უთმობდა ამ გოგოს. მაგრამ რას ვიზამთ ყველას უჭირს გულისა და ფიქრების კონტროლი. და მაინც რაღაცნაირად ფანტავდა მოწოლილ აზრებს, კლიენტებზე კონცენტრაციით. სანამ კაფის დახურვამდე 1 საათით ადრე, კარების გაღებისას მოკისკისე გოგოების გუნდი არ შეომოიჭრა ოთახში და გამოაცოცხლა იქაურობა. სწორედ ამ გოგოებს შორის ამოიცნო ანნა რომელმაც მისი გონება დაიპყრო. თვითონ ალბათ ვერც კი ამჩნევდა, ყოველშემთხვევაში სანდროს ასე ეგონა. მაგრამ აი რომ ძალიან კარგადაც შეამჩნია. მეტიც ამ კაფეს მისი ხათრით ესტუმრნენ, რადგან მასაც ქონდა ბიჭის ნახვის იმედი. ინიციატივის გამოჩენისა და ფულის შეკრების შემდეგ, თვითონ მივიდა სალაროსთან შეკვეთის მისაცემად.

--გამარჯობა რას მიირთმევთ ? --წინა შემთხვევსთან შედარებით, ეხლა ჩვეულებრივ კლიენტზე ოდნავ უფრო თბილად უღიმის.

--გამარჯობა -- აი ანნა კი ნამდვილად ზედმეტ გრძნობებს ამჟღავნებს თავისი ღიმილით -- 3 ფორთოხლის და 2 ალუბლის წვენი მინდა. ხო კიდე 4 შოკოლადის და 1 ალუბლის ჯემიანი ნამცხვარი . -- ამ ყველაფრის თქმისას იმ ღიმილის არ იშორებს. როგორვ წინა შეკვეთისას, ახლაც ზუსტად მიაწოდა თანხა. ბიჭს გაეცინა მის ასეთ სიზუსტის სიყვარულზე და სიცილითვე გაუწოდა ჩეკი.

--მარცხნივ დამელოდეთ --წყნარად უთხრა და შეკვეთის გასაკეთებლად გატრიალდა. მთელი ეს დრო სანამ სანდრო ხან წვენებს გააკეთებდა ხან ნამცხვარს გამოიტანდა ანნა აკვირდებოდა. გოგო აშკარად ხვდებოდა ეს ბიჭი გუშინ სახლში რომ მიიპატიჟა მოსწონდა. ბოლოს და ბოლოს უკვე 28 წლის არის და თინეჯერი გოგოსავით არ გაურბის გრძნობებს. მაგიდასთან მსხდომი გოგოებიც ამჩნევდნენ დაქალის ამ ინტერესს მაგრამ არ ეკითხებოდნენ ელოდებოდნენ სანამ ანნა თვითონ ეტყოდა..

-- აი გამომართვით თქვენი შეკვეთა -- ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა რომელიც ლანგარს აწვდიდა.

-- დიდი მადლობა -- ისევ უღიმის ბიჭს და საკუთარი მაგიდისკენ იძრება. უკვე გემრიელად შეექცევიან წვენს, როცა სადაქალო ატყობს ანნა არ აპირებს არაფრის თქმას თვითონ იწყებენ ინფორმაციის მოპოვებას.

-- ისე რა სიმპატიური მომუშავე პერსონალი ყავთ რა... -- ნინა ამბობს და დანარჩენებს ანიშნებს დაეთანხმონ..

-- ძალიან.. ნუ არა განსაკუთრებით ის ბიჭი სალაროსთან რო დგას.. -- ელენე მხარს უბავს მეგობარს და დაქალის რეაქციას აკვირდება. რომელიც ჩუმად მიირთმევს თავის წვენს და უფრო ჩუმად აკვირდება ალექსანდრეს. -- ხო გვეთანხმები ანნა ?

-- ხო გეთანხმებით საშინლად სიმპატიურია -- გაუცნობიერებულად პასუხობს და მათზე გადააქვს ყურადღება -- მართლა კარგი ბიჭია.. და მომწონს არაა ესეთი თვალებით ყურება საჭირო -- მეგობრების გამომეტყველებაზე ეცინება. ამას რამდენიმე რეპლიკა მოყვა და მეტჯერ

ეს თემა ამ საღამოს აღარ განხილულა. მათ კომპანიას მოგვიანებით ნიცაც შეურთდა და ბოლოს მხოლოდ ის და ანნა დარჩნენ.

--ნიიიც ქეთიმ მომწერაა რადგად შაბათია და ისვენებ კლუბში წავიდეთო და წამოხვალ ? -- თან ტელეფონსი იყურებოდა და ქეთის პასუხობდა თან ნიცას ელაპარაკებოდა.

-- ვაიმეე ეგ თუ გამიხარდებოდა ეხლაა და მეტი არაფერი.. ეხლავეე ცოტა ადრე დავხურავ კაფეს და წავიდეთ. -- ნიცა ფეხზე ადგა სანდროსთან უნდა მისულიყო და ადრე გაენთავისუფლებინა როცა ანნამ შეაწყვეტინა.

-- ისაა ნიიც... ერთი წუთი მე მივაალ რა ხო შეიძლება ? --ეშმაკურად გაუღიმა და პასუხს დაელოდა.

-- მიდიი ჰა რას იზაამ ერთი ვნახოთ.. -- ნიცას წინასწარ ეცინებოდა შექმნილ სიტუაციაზე. ანნამ მადლობის ნიშნად გაუღიმა და სალაროსკენ დაიძრა.

-- სანდრო ნიცაა დღეს ადრე განთავისუფლებს... კლუბში მივდივართ და ამიტომ.. -- ეს კი უთხრა მაგრამ რისთვისაც მოვიდა იმის თქმას ცდილობდა -- და ისაა თუ გინდა შენც წამოდი -- როგორც კი უთხრა დაფქირდა როგორ შეიძლება მიეღო ეს ბიჭს.. არა იმაზე არ ნერვიულობდა თუ ამ შემოთავაზებას ფლირტში ჩაუთვლიდა... უფრო იმაზე ნერვიულობდა რაიმე უხერხულობა არ შეექმნა ბიჭისთვის როგორც მაშინ ტაქსის წამოძახებისას -- რადგან დღეს შაბათია მე ვპატიჟებ ყველას -- ამ წინადადებით ცადა მოსალოდნელი უსიამოვნო სიტუაცია აერიდებინა. სანდრო მიხვდა გოგონამ როგორ პრაქტიკულად შეცვალა ყველაფერი თავის სასარგებლოდ.

--იცი რა დიდი სიამონებით მაგრამ 3 საათში სხვა სამსახურში ვარ წასასვლელი და ვერ მოვასწრებ -- გოგონას გული დასწყდა რომ მანც ვერ დაითანხმა ბიჭი. მაგრამ უარის მიუხედავად ცდილობდა დიალოგი რაც შეეძლო გაეწელა.

-- და თუ საიდუმლოო არაა სად მუშაობს სანდრო ღამე ?-- ოდნავ შეცლილი ხმით კითხა და ცალი ხელით დახლს დაეყრდნო.

--სანდრო ღამე ბარმენად მუშაობს -- ბიჭმა უპასუხა გადაწმენდა გააგრძელა. გოგოს ამაზე მეტად დღეს არაფერი არ გახარებია მემგონი.. პატარა გეგმა დააწყო თავში და ლაპარაკი გააგრძელა.

-- ხოდა ძალიან კარგი.. თუ თანხმა იქნები ცოტა ხანი ჩემთან ამოდი მე და ნიცა გამოვიცვლით და ყველა შენთან წავიდეთ ბარში... ვნახოთ როგორი ხარ ბარმენის ამპლუაში.. -- ყველა კბილი გამოაჩინა ღიმილისას, იმის იმედით რომ თანხმობას მიიღებდა. სანდროს დიდხანს არც უფიქრია. ან რა იყო აქ საფიქრალი. ვერსად გაექცეოდა იმ ფაქტს ეს გოგო რომ მოსწონდა ამიტომ არჩია დინებას მიყვებს და ნახოს რა იქნება..

-- კარგი.. დავამთავრებ და წავიდეთ -- მიღებული პასუხით ბედნიერი, გოგონა გატრიალდა და დაქალს ხელით ანიშნა ყველაფერი კარგად არისო.

***

1 საათის შემდეგ უკვე ანნას მანქანაში ისხდნენ. ნიცა უკან დაჯდა იმის იმედით, რომ მთელი დღე ფეხზე დგომისგან დაღლილი ცოტას დაისვენებდა და ფეხებსაც გაშლიდა. ამიტომ სანდროს წინ მოუწია დაჯდომა. ბიჭს უკვე ნათქამი ქონდა ბარის მისამართი და გოგოებთანა შეთანხმებული იყვნენ იქ შეხვედრას. გზაში მძღოლმა მუსიკები ჩართო რომლის ტექსტებიც ორივე გოგომ და ბიჭმაც ზეპირად იცოდნენ. ჩუმად აყოლებდნენ მელოდიას ტუჩებს. ერთნაირი მუსიკა რომ მოსწონდათ ეს დეტალი ორივემ შეამჩნია და ორივესაც უფრო გამოუკეთდა ხასიათი. დანიშნულების ადგილას მისულებს ქეთი ბარის შესასლელთან დახვდათ და უკვე აცეკვებული, ამით აშკარა იყო როგორ ეჩქარებოდა შიგნით შესვლა. ანნასთან და ნიცასთან ერთად მომავალი ბიჭი რომ შეამჩნია ცალი წარბი აწია და დაქალას ყველაფრის მთქმელი ღიმილი აჩუქა. ქეთი იყო ანნას ყევლაფერი. პოზიტივი რომლის გარეშე ერთი დღეც კი წარმოუდგენელია. ერთი შეხედვით რომ ხვდებიან რაზე ეცინებათ და რაზე ანიშნებენ აი ეგეთი მეგობრები იყვნენ. როდესაც გოგოები ერთმანეთს მიესალმნენ ქეთის და სანდროს გაცნობის ჯერიც დადგა.

-- სანდრო გაიცანი ეს ქეთია ჩემი უახლოესი მეგობარი... ქეთი ეს სანდროა.. -- ბოლოში სახელის წარმოთქმისას ოდნავ გაიპარა რაღაცა გრძნობა ოღონდ მხოლოდ ისე ქეთიმ რომ შეამჩნია

-- სასიამოვნოა.. -- გოგომ მრავლის მთქმელი ინტონაციით წარმორთქვა და ხელი გაუწოდა.

-- ჩემთვისას -- პასუხს ღიმილი დააყოლა ბიჭმა და ბოდიშის მოხდით ბარში შევიდა. წესიერად გასულიც არ იყო ქეთი რო აყვირდა.

-- ვააა იი მეე.... ეს ბუნჩულა ბიჭი მოგეწონებოდა აბა რა იქნებოდა... მოკლედ რა დამადნოო ღიმილით.... რა ბიჭიი გიპოვიაა რა პირდაპირ ბოომბა... -- სიცილ-კისკისით ეუბნებოდა ანნას და თან ბარში შედიოდა. ანნამ უპასუხოთ დატოვა ეს ქეთის ემოციები მაგრამ იმდენი იცინა უკვე მუცელი სტკიოდათ. მაგრამ უფრო ასტკივდა ბარის მეორე მხარეს მდგომის ალექსანდრე რომ დაინახა, რომელიც რაღაც კოკტეილს მთელი ყურადღებით აკეთებდა.

-- ნუ მოკლეედ რაა რა არ ეხერეხება ამ შენ ბიჭს... დედაა შეხედეე რა მზერაა აქ პირდაპიირ ჰოთ ეს ჰეეელ. -- ყურში ჩაყვირის ქეთი მუსიკის ხმა რო გადაფაროს. ანნას უფრო მეტად ეცინება და ბართან მიდიან სასმლის შესაკვეთად. ანნა ყველანაირად მიმართავს ბარმენს რომელიც ზურგით დგას და სხვა კლიენტს ელაპარაკება. ბოლოს როდესაც არაფერი ჭრის სახელით ეძახის და ბარის მაგიდაზე ოდნავ გადაწეული ზურგზე ხელს ახებს. მისი ეს ჟესტი ჭრის და სანდროც ტრიალდება.

-- 1 მოხიტო 3 არაყი და 2 ჯინტონიკი მინდა -- ქეთის რაღაც ხუმრობაზე გაცინებული, სიცილითვე ეუბნება შეკვეთას. სანდრო ღიმილს ვერ იშორებეს ესეთ ლაღს და ბედნიერს რომ ხედავს. საერთოდ ეს გოგო რაც ნახა იმის მერე უღიმის.

-- აი აიღე შენი შეკვეთა -- წინ უწყობს სასმლით სავსე ჭიქებს. ანნა შეკვეთას იღებს მის მაგივრად ფულს ტოვებს და გოგოების ჯგუფისკენ მიდის რომელსაც ნინა, ელენე და მარიამი დაემატათ.

მთელი ღამე ცეკვაში გაატარეს. გოგოებმა ბევრი დალიეს მაგრამ ანნას ორი ჭიქის მეტი არაფერი მიუღია ალკოჰოლური. თვითონ უნდა დაერიგებინა სახლებში ამიტომ.... ყოველ ჯერზე თვითონ მიდიოდა ბართან სასმლის ასაღებად. ბოლოს იქამდე დარჩნენ სანამ სანდრომაც არ დაამთავრა დილის 6 საათზე თავისი სმენა. ამის შემდეგ ანნამ ყველა ჩასვა მანქანაში და ბიჭსაც შესთავაზა სახლში გაყვანა. სანდროც დათანხმდა რადგან ძალიან ძნელი იყო ამ დროს ტრანსპორტის პოვნა. გოგომ ყველა დაქალი სახლში აიყვანა დააბინავა და ბოლოსთვის გადაწყვიტა სანდროს მიცილება. ქეთის კორპუსიდან გამოსულს, კი მანქანაში უკვე დაძინებული ბიჭი დახვდა. რომელსაც ზუსტად იმ პოზაში ეძინა როგორ მდგომარეობაშიც იჯდა მანამდე. ოდნავადაც არ ეტყობოდა მოდუნება მაგრამ მის სუნთქვაზე იყო აშკარა მეცხრე სიზმარს ნახულობდა. გოგო ჩუმად დაჯდა საჭესთან და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. სახლის მისამართი არ იცოდა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიყვანდა. მაგრამ ამის გამო იმდენად ენანებოდა ასე ტკბილად მძინარე ბიჭის გაღვიძება მისმა გონებამ წამებში დააწყო გეგმა და საკუთარი სახლის გზას დაადგა. სადარბოს წინ როგორც კი გააჩერა მანქანა კიდევ ერთხელ დაფიქრდა თავის გადაწყვეტილებაზე. მაგრამ როცა სხვა გამოსავალი ვერ ნახა ჩუმად გადმოვიდა სახლსიკენ წავიდა. ავიდა თუ არა სიმბას აჭამა, ტანზე კაბის მაგივრად სპორტულები ჩაიცვა, 2 პლედი აიღო და ისევ მანქანაში დაბრუნდა. სავარძელი უკან გადაწია, ერთი პლედი სანდროს დააფარა მეორე კი თვითონ დაიფარა. გამათბობლის ჩართვისა და კომფორტულად მოთავსების შემდეგ, გოგონაც შეურთდა ბიჭს და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.



№1  offline წევრი LaLiDze

როგორ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ნეტავ შენ იცოდე.
იმისდამიუხედავად რომ სანდრო ანნაზე პატარაა, მაინც მომწონს ჩემ გონებაში აღქმული მათი წყვილი.
მომწონს ძალიან!

 


№2  offline წევრი annalisa

LaLiDze
როგორ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი ნეტავ შენ იცოდე.
იმისდამიუხედავად რომ სანდრო ანნაზე პატარაა, მაინც მომწონს ჩემ გონებაში აღქმული მათი წყვილი.
მომწონს ძალიან!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent