ჩემი დემონი (2 თავი)
ის დაბრუნდა, მაგრამ სხვანაირი, გარეგნობით და ქცევებით. უფრო მაღალი და გამხდარი მეჩვენა, თვალების გარშემო ჩაშავებოდა, აი ისე უძილობის გამო რომ გვემართება, მაგრამ ეს მას რის გამო ქონდა დაზუსტებით ვერ გეტყვით. უკვე საღამო ხანი იყო, ჩემი ყვავილები უფრო იდგამდნენ ფესვებს, ის კი უკვე დამვიწყებოდა, აღარც კი მახსოვდა იდუმალი პიროვნება, რომელიც სახლში შემომეჭრა და დამპირდა რომ დაბრუნდებოდა, ალბათ თავის შეხსენება უნდოდა. ამჯერად ის პირდაპირ კარებთან მოვიდა და დამიკაკუნა, გამიკვირდა ამ დროს ვინ უნდა მოსულიყო, უკვე კარგა ხანია დაბნელებულიყო და ზოგადადაც არავინ მოდიოდა აქ, ამიტომ კარებთან მივედი და ვიკითხე - ვინ არის? - არავინ მიპასუხა, სიჩუმემ უფრო მეტად შემაშინა - ვინ არის? - გავიმეორე ისევ და წასვლას ვაპირებდი, როცა ხმა გავიგე - მე ვარ ხმაც შეცვლოდა და ვერ ვიცანი - ვინ შენ ? - ის ვინც დაბრუნდებას დაგპირდა მაშინ მივხვდი ვინც იყო, მისი მეშინოდა, მაგრამ კარი მაინც გავაღე. რომ დავინახე და შევადარე იმას ვინც რამოდენიმე დღის წინ ვნახე, გამიკვირდა როგორ შეიძლება ასე ძალიან შეცვლილიყო ადამიანი. - როგორი სხვანაირი ხარ - არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავისით ამოვიდა ჩემი პირიდან ბგერები, მას არც გაკვირვებია - მხოლოდ გარეგნულად მარტო ეს მითხრა, გვერდზე გამწია და სახლში შემოვიდა. - უკაცრავად ვერ შემოგიშვებ - რატომ - ეს... ეს მე არ... არ მინდა - უკვე მეორედ დამება ენა მის კითხვზე, თავს უხერხულად ვგრძნობდი, მიუხედაცად იმისა რომ უხერხულობას დიდი ხანია უკვე შეჩვეული ვიყავი, ჩემი საქციელების გამო. - როგორც მახსოვს არ მიკითხავს რა გინდოდა - ჩემი ზედმეტად შეშინებული სახე რომ დაინახა მითხრა - არ მინდოდა უხეშად გამომსხვლოდა, უბრალოდ ჩემი ნებაა და ვთხოვ არ შემეწინააღმდეგო, არ მინდა დღეს გავბრაზდე რამეზე. - გთხოვთ უკვე ისე მეშინოდა, კანკალს ძლივს ვიკავებდი, რომ არ შეემჩნია, მაგრამ უკანასკსნლი სიტყვა მაინც დაჭრილი ცხოველის ამოღმუვლებას გავდა, რომელშიც ძალიან პატარა იმედი მაინც არსებობს, როცა ყველა დარწმუნებულია რომ ის განწირულია გაიღიმა, ირონიულად, მგონი მოსწონდა მისი რომ შემეშინდა, - ქალის შიშს, სულ სხვანაირი სუნი აქვს, - ამ სიტყვებზე მომიახლოვდა და დასუნვა დამიწყო, იმდენად ნელა მოძრაობდა, განძრევას ვერ ვახერხებდი, თავი მაღლა ავწიე და ვცდილობდი ემოციები აღარ შემტყობოდა და შიში დამეძლია, მაგრამ არ გამომდიოდა - მინდა გაგაფრთხილო თქვენობით ნუ მომმართავ, არ ვარ საშიში,ყოველ შემთხვევაში დღეს, ყველანაირად ვცდილობ არ ვიყო, უბრალოდ აქ ახლის საძებნელად მოვედი ხმას არ ვიღებდი, უკვე მეგონა რომ სახლში მანიაკი შემომივარდა, და ცოტა ვერ იყო, უცებ თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო მითხრა - მანიაკი არ ვარ, ეს ყველაზე სასაცილო რამაა, რაც კი შეიძლება მე მიწოდო, მე მისგან შორს ვარ, ძალიან შორს, - არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს დავუჯერე, მაგრამ ისევ კარებში ვიდექი, არც ვლაპარაკობდი და არც ვინძრეოდი, ის აღარ მსუნავდა, კარებში გავიდა და სახლის მოაჯირს დაეყრდნო, - შეხედე მთვარეს, მე მხოლოდ ის მიყვარს, ნახე რა ლამაზია, მე მას სულ ვტკენ, ის კი მაინც ჩემთანაა, რა უცნაურია არაა? - შემომხედა და გაიღიმა, უფრო სწორედ რომ ვთქვათ მისი ღიმილი ისეთი იყო, როგორიც ნებისმიერი გიჭის, მაგრამ უფრო ბევრის მთქმელი, ???? მეც გადავწყვიტე მეპასუხა - არაა უჩვეულო, ის ხომ უსულო სხეულია, მაგრამ ასე თუ ვიფიქრებთ, მზეც არ გვტოვევს მზის გაგონებაზე სახე დაემანჭა და თქვა - მზე ჩემთვის არაა, ის შენნაირებისთვისაა, მან თქვენ გდიოთ, თქვენ უყვარდეთ, თქვენ აგიტანოთ, მე მხოლოდ მთვარეს ვუყვარვარ და მეც მიყვარს, - უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს - გაინტერესებს გიჟი ვარ თუ არა? გამოიცნო, მეც თავი დავიქნიე, მან კი მიპასუხა - არა, გიჟი არ ვარ, ჩემი დიაგნოზი ბევრად მტკივნეულია, ჩემთვისაც კი, - და რა არის ეს? - მე არ მაქვს არჩევანის უფლება, შენ შეგიძლია იყო კეთილი, ბოროტი, იცხოვრო ქუჩაში, ან ასეთ სახლში, მე კი არა, სამაგიეროდ მე მაქვს ძალაუფლება სხვებზე, მაგრამ ჯობდა ჩემს თავზე მქონოდა ხმა აღარ გამიცია, უცნაურად ლაპარაკობდა და ვერ ვიგებდი რას გულისხმობდა. შიში გაქრა, მისდამი შიში, ზედმეტი წვალების და მცდელობების გარეშე წავიდა, ახლა ის ჩემს წინ ჩემი სახლის მოაჯირთან იდგა და იმ ერთადერთს შესცქეროდა რაც უყვარდა - ვინ ხარ? - არავინ - ცივად მიპასუხა - არავინ დაგიძახო? გამიღიმა, ამჯერად არა ცინიკურად, ვერ გავარკვიე როგორ, რაღაც მაგიურად, ამავდროულად ბოროტულად და დაცემულად, მაინც ვერ მივხვდი რითი იყო მისი ღიმილი გამოწვეული. მერე დაფიქრდა ცოტა და ბოლოს მიპასუხა - ეუსი დამიძახე - ეუსი? ასეთი სახელი პირველად მესმის - მეც, ახლა მოვიფიქრე, მაგრამ შენ ეგ დამიძახე, მომწონს, რაც მინდა ის მერქმევა, არავინ მზღუდავს, შენ ელენე ჰომ - ისევ გაიღიმა, ამჯერად ბედნიერების ნიშნად, მაგრამ მალევე შეეცვალა სახე - ელენა. მერე გადახტა ღობეზე და გაიქცა, მეტი აღარაფერი უთქვამს. მეც წავედი და მშვიდად მეძინა, იმ ღამეს არაფერი მადარდებდა, მაგრამ რომ გავიღვიძე გამიკვირდა, რატომ ველაპარაკე მას საერთოდ, როგორ არ მეშინდოდა არსების რომელიც ღამის 11 საათზე სახლში შემომეჭრა, მსუნავდა და გიჟივით ლაპარაკობდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ ვცადე სხვა რაღაცაზე მეფიქრა ამოტომ გადავწყვიტე წიგნის კითხვა განმეგრძო, რის ნახევარის მაშინ წავიკითხე სანამ აქ გადმოვიდოდი. ყავა გავიკეთე და დავჯექი წასაკითხად, 12 საათიდან 2მდე კვითხულობდი, მერე ავდექი და გარეთ გავედი ყვავილების სანახავად, როგორც კი დავინახე გავოგნდი, ქრიზამთემა მთლიანად დამჭკნარიყო, აღარაფერი ეშველებოდა, ვარდი კი უფრო გაზრდილიყო და პირველი კოკორიც გაეკეთებინა, მივედი და მოვრწყი, ულამაზესი იყო, მე კი მაინც მეფიქრებოდა ქრიზანთემაზე, ის ხომ მე ვიყავი, ავდექი და ისიც მოვრწყე, ვიცოდი არაფერი ეშველებოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა დანებება, ის ხომ ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, იმ ვარდზე მეტად მეკუთვნოდა მე და ჩემს ნაწილად აღვიაქვამდი, არ ვიცი ასე რატომ მოხდა, თითქოს მინიშნება იყო, რომ დროა შევცვლილიყავი. ასეც მოხდა, ოღონდ ჩემი ნებით არა, როგორც ჩემი სურვილის გარეშე დაჭკნა ქრიზანთემები ისე შევიცვალე მეც. იმ საღამოს ღრუბლიანი ცა იყო, არც ვარსკვლავები და არც მთვალე არ ჩანდა, მაგრამ იყო ნიავი, ვგიჟდები ნიავზე, ქარზეც, ვფიქრობ ამ დროს სუნთქვის საშუალება მეძლევა და ხარბად ვეწაფებიჰაერს, მგონია რომ მალე მთელ ჰაერის მარაგს შევისუნთქავ და აღარავის დარჩება, უცებ ეუსზე ფიქრმა გამიტაცა, გამახსენდა რომ ბოლო მოსვლის დროს არ უთქვამს დავბრუნდებიო, ნუთუ აღარ აპირებდა დაბრუნებას, ან აქამდე რატომ მოვიდა ჩემთან .ან რატომ იყო ასეთი უცნაური, რატომ იყო საშიში, რატომ რატომ, რატომ, იმდენი რატომ მიტრიალებდა თავში ვერაფერი გამეგო, მხოლოდ ეს საშინლად საშიში და იდუმალი პიროვნება, რატომ ეძახდა თავის თავს ეუსს და რატომ არ მითხრა ნამდვილი სახელი, უცებ მომინდა აღარასდროს მენახა, გულმა მიგრძნო რომ ეს აჯობებდა, მინდოდა გადაკარგულიყო, რაც შეიძლება შორს, დამევიწყებინა, არასდროს გავხსენებოდი, პირველ რიგში მას და მერე მეც, ჩემი გონება და სული მაიძულებდა მისგან შორს დამეჭირა თავი, ცნობისმოყვარეობა კი პირიქით მაახლოებდა მასთანაც და იმ ფსიქიკური აშლილობის ქალთანაც ქუჩიდან, როგორც კი ის გამახსენდა ეგრევე ავიღე ტელეფონი და ნაოშნიკები და გარეთ გავედი, სურვილი მკლავდა, კიდევ მენახა, ეთქვა რამე ჩემთვის, თუნდაც ისეთი რაც შემაშინებდა, დამაფრთხობდა, მოგვიანებით კი შევეგუებოდი და დავფიქრდებოდი, უკვე გვიანი იყო, ქუჩა დაბნელებულიყო და მე გარეთ ვიყავი, უცებ მივხვდი რომ უკან დაბრუნება ჯობდა, არ მიყვარდა ქუჩები ღამით, ლამპიონები და უცნაური სიჩუმე, მაშინაც კი როცა ბევრი ხალხი იყო. სახლში დავბრუნდი და ჩაი გავიკეთე. დედა გამახსენდა, ჩაი როცა მიკეთებდა, ის შესანიშნავი ქალი იყო, ის მე მაკლდა, ძალიან მაკლდა, ჩაით ხელში ჩემს ოთახში ავედი და კარადა გამოვაღე სადაც სადა მაიკები და კომბინიზონი შარვლები იყო, მხოლოდ სადღაც უკან პარკში ჩადებული კაბა გადმოვიღე, კაბა მთლიანი იყო, ღია ცისფერი, თითქმის თეთრში გადადიოდა, მუხლებამდე და მოკლემკლავიანი, გულთან წარწერა ქონდა : don't forget my smile დედას შეკერილი კაბა იყო, ჩემი 23 წლის დაბადებისდღისთვის, არ ჩამიცვამს, არასდროს, რადგან 1 დღით ადრე ავტოავარიაში დედა და მამა მოყვნენ, ვერავინ გადარჩა ჩემი 28 წლის ძმის გარდა. კაბებს არც იქამდე ვიცვამდი, ვფიქრობდი რომ ჩემთვის არ იყო, მაშინ დედას ხათრით გადავწყვიტე მეცადა, მაგრამ მას მერე არ მცმია, ვინახავ, მაგრამ არ ვიცი რისთვის კაბა ისევ დავკეცე, პარკში ჩავდე და თავის ადგილას დავაბრუნე, მერე ცრემლები მოვიწმინდე, ჩემს თავს სარკეში გავუღიმე და ჩემი ჩაით ისევ გარეთ გავედი. შორიდან გავყურებდი ჩემს ვარდებს, თეთრი ვარდები იყო და სიბნელეში თითქოს ანათებდა, მიხაროდა თუ როგორი ლამაზი გახდა ამ მოკლე ხანში, მაგრამ ასევე მიკვირდა. იმ ღამეს ეუსი აღარ მოსულა, თითქოს გულზე მომეშვა, მისი მეშინოდა, ზედმეტად უცნაური იყო, გავედი გარეთ და ეზოს კარები შევამოწმე, ჩაკეტილი იყო, მშვიდად შევბრუნდი უკან, სახლის კარებიც კარგად ჩავკეტე, მეორე საერთულზე აივნისაც და ფანჯრებიც ყველა შევამოწმე, მერე დავწექი დასაძინებლად და მშვიდად მეძინა, აღარ მეშინოდა, მეგონა რომ მისგან დამიცავდა ეს ყველაფერი, მაშინ არ ვიცოდი, მისი შესაძლებლობები, ჯერ კიდევ ვერ ვაფასებდი სათანადოდ. მისი იმიტომ მეშინოდა რომ გიჟი მეგინა, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ არც მე ვარ დალაგებული. -------------------------- ესეც მეორე თავი, აბა რას ფიქრობთ ამ მოთხრობაზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.