დვალი და დადიანი? არ მჯერა?!
გამარჯობათ სანამ მოთხრობის კითხვას დაიწყებთ მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი პირველი მოთხრობაა... არვიცი მოგეწონებათ თუ არა ბევრი ვიფიქრე როგორ დამეწყო მოთხრობა და მოდით ასე დავიწყებ ამ ორი ადამიანის სიყვარულის ისტორიას რომელიც არა და არ მთავრდება...:) ----------------------------------------------------------------------------------- თბილისში უამრავი გავლენიანი პიროვნება ცხოვრობს, მაგრამ აქედან ყველაზე გამორჩეული იყო მხოლოდ ორი ოჯახი. დვალი და დადიანი... ეს ოჯახები, ვერ გეტყვით რომ ერთმანეთზე გადამტერებულები იყვნენ. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობაც კი ჰქონდათ. ორივე ოჯახში ცხოვრობდა ოთხ-ოთხი პიროვნება. დადიანების აღწერა: დადიანებიდან გამორჩეული და ბაბნიკი 20 წლის ალექსანდრე არის, ამის გამო სულ ჩხუბი უწევს მამამისთან.ის ყოველთვის ჟურნალისტების გარემოცვაშია! ირაკლი დადიანი ცნობილი მიზნესმენი იყო. ამის გამო კი ალექსანდრეს მუდამ თავში ჰქონდა ავარდნილი. ნიტა დადიანი (და) 3 წლის არის,საყვარელი და ძალიან ლამაზი ბავშვი. დიდი ცისფერი თვალები და წაბლის ფერი თმები აქვს.მაკა გელოვანი (დედა)ულამაზესი ქალია და ძალიან კეთილიც. ალექსანდრეს გარეგნობას რაც შეეხება მხოლოდ ერთი სიტყვით თუ აგიღწერთ,ის ზე-სიმპატიური ბიჭია. მთელი თბილისი იცნობს ალექსანდრეს როგორც ყველაზე ჯიუტ ადამიანს მთელს მსოფლიოში. დვალების აღწერა: დვალების ოჯახს რაც შეეხება...ოოო აქ ცოტა მეტი საუბარი მოგვიწევს. აქ მცხოვრები გოგონას სილამაზის შესახებ მთელ თბილისში ლეგენდები დადის. ლაშა დადიანს (მამა) ორი შვილი ჰყავს, ელენე და ნიკა. ელენე 18 წლისაა, ნიკა კი ოცის. ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ელეენეს და ნიკას არასდროს ჰქონიათ. ალბათ გიკვირთ და-ძმას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა როგორ შეიძლება არ ჰქონდეთო?! მაგრამ, აი ასე. უბრალოდ ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. ელენეს მართლაც რომ არ ნახული სილამაზე ჰქონდა, შავი თმით, დიდი ცისფერი თვალებით, გამოყვანილი ტუჩებითა და ტანით. არცერთ ბიჭს ელენე გულგრილს არ ტოვებდა, უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა თუმცა სხვა გოგოებივით თავში ავარდნილი არასდროს ყოფილა პირიქით ის უფრო და უფრო ჩაკეტილს ხდიდა. ბატონი ლაშა ელენეზე ყოველთვის ნერვიულობდა, ელენე ყოველთვის მარტო იყო, ნიკა კი ყოველთვის ხალხის და მეგობრების გარემოცვაში იყო. ნიკას ელენესგან განსხვავენით ყავდა "სასტავი" სადაც მთელ დროს იქ ატარებდა, სასტავში იყვნენ გოგოებიც, ბიჭებიც მაგრამ ელენესავით სუფთა სულის პატორნს იქ ვერ ნახავდი. ბიჭები სასტავში ძალიან საყვარლები და სიმპატიურები იყვნენ ისევე როგორც ნიკა. გოგოები კი სასტავში ძირითადად სწერვები და ბ****ი არიან. ნიკა სულ მათ აქცევს ყურადღებას. სასტავი ელენეს შორიდან იცნობს ხშირად იკრიბებიან ნიკასთან მაგრამ ელენეს ხმაური არ უყვარს და ძირითადად თავის ოთახში არის ჩაკეტილი. ელენემ და ნიკამ დედა მისაბაძი ადამიანი და მშობელი დაკარგეს რაც ორივემ ცუდად განიცადა და ერთმანეთს უფრო და უფრო ჩამოშორდნენ. -------------------------------------------------------------------------------------- თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ არაჩვეულებრივი დილა გათენდა დვალებისა და დადიანების ოჯახში. ელენეს ოთახშიც შემოიჭყიტა მზის სხივები და ელენეს ლამაზი სახის ნაკვთები გაანათეს. ელენეს გაღვიძებამაც არ დააყოვნა ტუჩის კუთხეში ჩაიცინა, გაიზმორა და სააბაზანოსკენ გაეშურა: იბანავა, მოწესრიგდა და სუსტ წელზე დიდი ფარფატა ქამრის ზოლი მოიჭირა და უზარმაზარი კიბეები ჩაიარა და დიდ მაგიდას შემოუჯდა სადაც ბატონი ლაშა (მამა) და ნიკა იჯდნენ. ელენემ ნიკას ყურადღება არ მიაქცია ლაშას ლოყაზე აკოცა და: -დილა მშვიდობისა მამიკო- გაიცინა ელენემ და კიდევ ერთხელ აკოცა ხანში შესულ კაცს ლოყაზე. -დილამშვიდობის პრინცესა!- ჩაიცინა კაცმა და ელენეს სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა. -ვაიმე ეხლა ვიტირებ.-ცინიკურად ჩაილაპარაკა ნიკამ და თვალები გადაატრიალა, მაგრამ ელენემ ყურადღება არ მიაქცია და საუზმობა განაგრძო. - მოკლედ დღეს ბიზნესმენების წვეულებაა და ყველა შვილებთან ერთადაა მიწვეული ანუ უნდა წარვადგინოთ ვინ გააგრძელებს ჩვენს ბიზნესს.-თქვა ლაშამ სერიოზული სახით. -აუ მა არ შეიძლება მე რომ არ წამოვიდე? ხომ იცი არ მიყვარს მსგავსი წვეულებები!-თქვა ელენემ მოწყენილმა/ -და შენ ვინ გეუბნება წამოდიო? მამის გვარის გამგრძელებელი მე ვარ!-ცინიკურად განაცხადა ნიკამ. ელენეს კი ამ სიტყვების გაგებაზე გული მოუკვდა და თვალებზე ცრემლები მოადგა. არ უნდოდა ცრემლი ეტირა მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ერთი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან. ნიკამ ეს რომ დაინახა გული მოუკვდა თითქოს გული ამოაგლიჟესო. ხომ შეეძლო ელენეს უბრალოდ პასუხი გაეცა ეჩხუბა, ეყვირა მაგრამ ის ხომ სუფთა სულის პატრონი იყო. უბრალოდ ადგა მსუბულად გაიცინა და თავისი ფარფატა ატლასის ხალათითა და სუსტი ლამაზი ფეხებითაირბინა უზარმაზარი კიბეები. -ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც გაუცინო, გაუღიმო და ტკბილად უთხრა რაიმე მაგრამ არა შენ ხარ ცხოველი.-უყვირა ლაშამ ნიკას. -ამ ბავშვის გამო ნუ მიყვირი გაფრთხილებ.- საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ნიკამაც იყვირა. -ეს ბავშვი შენი დაა შენი სისხლი და ხორცი. ჩემი და დედაშენის სიყვარულის ნაყოფი და გონს მოეგე სანამ გვიანი არ არის.- იყვირა ლაშამ და ისიც აუყვა კიბეებს.თან ჩამოსძახა: -რვა საათზე მზად იყავი! ელენეს მონაყოლით: როდესაც ნიკამ ეს მითხრა გული გამებზარა საკუთარი ძმა რომ ამას გეტყვის ძნელია ცრემლების შეკავება. კიბეები ავირბინე კარები ჩავკეტე და იქვე ჩავიკეცე. მუხლები მოვხარე და თავით მუხლებს დავეყრდენი. მალევე ჩემი ოთახის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა მეც ცრემლები შევიმშრალე და კარი გავაღე კარებთან ნიკა იდგა: -მაპატიე ცუდად გამომივიდა მამამ 8 საათზე მზად იყავითო.-თქვა ნიკამ -კარგი.-ვუთხარი ცივად და კარები ცხვირ წინ მივუხურე. ------------------------------------------------------------------------ 8 საათი როდესაც გახდა უკვე მზად ვიყავი ლამაზი ტანზე გამოყვანილი თეთრი ფარფატა კაბა მეცვა ფეხზე მაღალქუსლიანი გახსნილი ფეხსაცმელი მაკიჟი არ გამიკეთებია და პირდაპირ ჩავიარე კიბეები. მამაჩემი და ნიკა უკვე იქ იყვნენ და მე მელოდებოდნენ ჩავედი მამამ თბილად გამიღიმა წელზე ხელი მომხვია და მითხრა: -ულამაზესი ქალიშვილი მყავს! -გმადლობ მა.-ვუთხარი მე და ნაზად გავუღიმე. ------------------------------------------------------ წვეულებაზე ცოტათი დაგვაგვიანდა. ყველა მისული იყო. ყველა ბიზნესმენს მოეყვანა თავისი ბიზნესის გამგრძელებლები. უმეტესობა ბიჭები იყვნენ. ყველამ კიბისკენ გაიხედა და დაინახეს კიბეებზე მდგარი ნამდვილი ქალღმერთი ნელ-ნელა ჩამოდიოდა ელენე კიბეებზე და ხალხის დაჟინებული მზერის დაიგნორებას ცდილობდა. ბიჭები ეხლა დარწმუნებულები იქყვნენ რომ აქ სადღაც თბილისში დვალების ერთ დიდ რეზიდენციაში ცხოვრობდა ქალღმერთი რომელსაც ელენე ერქვა... (ეხლა კი გადავიდეთ და დავიწყოთ ამხელა შესავლის მერე ეს დიდი სიყვვარულის ისტორიაც) ამ დროს რას შვებოდა მდიდარი და უსიმპატიურესი ალექსანდრე დვალი? ისიც აქ იყო და ერთ-ერთ ბიზნესმენის ვაჟს ესუბრებოდა როდესაც შემჩნია რომ ეს ბიჭი საერთოდ არ უსმენდა და ყველას თვალი კიბეებზე ჩამოსულ ელენეს აკვირდებოდა. ისიც ნელ-ნელა შეტრიალდა და დაინახა, დაინახა სრულყოფილება, ქალი, ქალღმერთი გულმა ძალიან სწრაფად დაუწყო ძგერა და რამოდენიმე წამში ორივეს თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და ერთმანეთის ზღვისფერ თვალებში ჩაიკარგნენ. რა იგრძნო ელენემ?? ოოოო, ელენემაც იგივე იგრძნო რაც ალექსანდრემ ზუსტად იგივე... გამარჯობათ, ეს ჩემი პირველი ისტორიაა. გთხოვთ! დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში. გავაგრძელო? ღირს გაგრძელებად? მინდოდა ერთი თავი უბრალოდ დახასიათებაზე და ოჯახის ურთიერთობაზე მესაუბრა დანარჩენ თავებს კი თუ მოგეწონებათ ისტორია ჩვენს ლამაზ "წყვილს" მივუძღვნი...შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით!;) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.