მე შენამდე (თავი-1)
იმისთვის რომ გახდე ჭკვიანი ადამიანი,უნდა იყო მეომარი,და არა მტირალა ბავშვი.იბრძოლო და არ დანებდე არ იწუწუნო არ დაიხიო უკან,იქამდე სანამ არ დაინახავ.ყველაფერი ეს იმისთვის რომ გაიგო,სამყაროში არ არსებობს არაფერი,რასაც ექნებოდა მნიშვნელობა' მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს დავფიქრებულვარ სერიოზულ ურთიერობებზე,მხოლოდ ჩემს სამსახურზე,კარიერაზე ვფიქრობდი სულ მინდოდა რომ წარმატებული ფსიქოლოგი გავმხდარიყავი,და ასე თუ ისე ჩემს ჩანაფიქრს თუ ოცნებას მივაღწიე. დავიწყე ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში მუშაობა,გავხდი წარმატებული ფსიქოლოგი და თვეში რამოდენიმეჯერ მიწევს საზღვარ გარეთ წასვლა.ძალიან ბევრს ვმოგზაურობ... -ქალბატონო ევა შეიძლება? კაბინეტში ნიკა შემოვიდა.ნიკუშა ჩემი ბავშვობის მეგობარია საუკეთესო მეგობრები ვართ,ძმასავით მყავს და ერთად ვმუშაობთ. -ჰმმმმ როდის მორჩები მაგ ირონიულად საუბარს? გამეღიმა და სავარძელიდან ავდექი,გადავკოცნე და მაგიდას მივეყრდენი. -ევაჩკა ახალი ამბავი მაქვს! -ახლა ევაჩკა იქნება თუ გწვდი მაგ თმებში!რამდენჯერ გითხარი ევაჩკას ნუ მეძახი თქო! -იცი მგონი შენ გჭირდება ფსიქოლოგი. -საყვარელო ფსიქოლოგი ყველას სჭირდება!ჰოკაი მითხარი რაამბავი გაქვს. გაიღიმა და საუბარი გააგრძელა. -სამ დღეში რუსეთში უნდა წავიდეთ სიტყვები ერთმანეთს მიაყარა,თვალები დახუჭა და დაიჯღანა. -რაააააა?! წამოვიკივლე და ჩემი ხმის მეც კი შემეშინდა. -სერიოზულაად?!რა სამი დღე სამი დღე არმეყოფა,სანამ მე ბარგს ჩავალაგებ,სანამ ამას თიკას ვეტყვი...ეუუუუფ. შევიცხადე და ხელები სახეში დავირტყი. -აუუუჩ მეტკინა. -ევა!არვიცი რამენაირად უნდა მოასწრო ამ სამ დღეში ყელაფერი თორემ შოთიკო მოგკლავს. შოთა ჩვენი 'ბოსია' ნიკა ვერიტანს,ნუ ამ კომპანიაში უმრავლესობას ნამდვილად არეხატება გულზე 'შოთიკო' -ჰოკაი ჯანდაბას. -კარგი წავედი მე. ნიკა კაბინეტიდან გავიდა.ამოვიხვნეშე,ტყავის ქურთუკი მოვიცვი,მობილურს და ჩანთას ხელი დავავლე და კაბინეტიდან გავედი. - ევა! გავრჩერდი ამოვიხვნეშე და შევტრიალდი. -გისმენთ ბატონო შოთა! -ალბათ მოგახსენა ნიკამ შენი და მისი გამგზავრების ამბავი... -დიახ და იცით საკმაოდ უკმაყოფილო დავრჩი...სამ დღეში როგორ მოვასწროთ? -ევა!ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული,რუსეთში უნდა შეხვდე აი ამ ყველაფრის შემქმნელს.ხელები მაღლა აღმართა და კომპანიაზე მიმითითა. -მე ვიცნობ? -ევა საყვარელო!საქმეც მაგაშია რომ არიცნობ,მას შენი გაცნობა უნდა რუსეთში ჩააღწია შენმა წარმატებულმა სახელმაასერომ ყველა რომ გაქებს შენი ნახვა მოინდომა,ოღონდ იცოდე რომ ძალიან მალე ბრაზდება. -ღმერთო ჩემო ჩავიბურტყუნე შოთას დავემშვიდობე და როგორციქნა კომპანიიდან გამოვედი. ავტომობილში ჩავჯექი,და გაღიზიანებული მოვწყდი კომპანიის ადგილს. მობილური აწკრიალდა,ცალი ყურსასმენი მოვირგე და ვუპასუხე. -ევა გცალია? -საერთოდაც რომ არა! -რაგჭირს გოგო? -აუ რავიი მერე მოგიყვები თიკა გთხოვ საჭესთან ვზივარ ახლა. -მოვიდე შენთან? -აუკიი რააა. -რაწამოგიღო? -არაფერი არმინდა ოღოდაც შენმოდი. მობილური გავთიშე და ავტომობილი მარკეტთან გავაჩერე.მარკეტში შევედი სვათაშორის ბევრი არ მიხეტიალია, მეც მიკვირდა. -ლუდი,მიწის თხილი,მზესუმზირა და თეთრი შოკოლადი.სულ ეს არის ქალბატონო? -დიახ! ვუპასუხე მოლარეს, გოგონამ კი თბილად გამიღიმა,სასუსნავები 'პოლიეთილენის პარკში' ჩამიწყო,ფული გადავიხადე და გზას გავუდექი. ძლივს მივაღწიე სახლამდე ისე დაღლილი ვიყავი,მაგრამ ვიცოდი რომ თიკა გამომაფხიზლებდა და დღეს სავარაუდოდ დაძინების საშუალებასაც არ მომცემდა. ბინის კარები ღია დამხვდა ცოტა არიყოს შემეშინდა... ცელოფნები კარებთან დავაწყვე და ქოლგა მოვიმარჯვე ისე თითქოს იარაღი ყოფილიყო. ნელი ნაბიჯებით ვუახლობდებოდი იმ ადგილს საიდანაც ხმაური გამოდიოდა,ეს სამზარეულო იყო. იქ 'მიფოფხილს' სასწაული სანახაობა დამხვდა... -სერიოზულად?!მაცივარი თუგინდა სულ გადაყლაპე მაგრამ მაგ სალათს თავი დაანებე ხოიცირო მარტო მაგასვჭამ გემრიელად!არა ისე მაინც რამდენს ჭამ და არსუქდები 50კილო ძლივს იქნები! -სხვათაშორის შეგასენებ რო 48კილო თავად ხარ! -ოხხხ თიკა ოოოოხ! -მოიცა!მოიცა!შენ ქურდი გეგონე და მაგ ქოლგით აპირებდი ჩემს დაზიანებას? -'შენს'კიარა ქურდის დაზიანებას. ტუჩები სპეციალურად მოვღრიც ეგ მისი სუსტი წერტილი იყო. -აუ ევააა!25წლის ხარ ადამიანო რაღადროს შენი გაბუტვებია!ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვართ და ეგ ხრიკი რაც გიცნობ სულ მოქმედებს! -ჰოვიცი. დავეჯღანე და კარებთან წავედი სასუსნავების ცელოფანი რო ამეღო. -მოდი რა და მომიყევი რამოხდა დღეს. -ჰოჰოკაი მოვდივარ. სასუსნავები მივიტანე ლუდი დავასხი და მოყოლას შევუდექი. -მოკლედ ჩემო ძვირფასო საუკეთესო მეგობარო,დად ნაფიცო 3დღეში რუსეთში მივდივარ. ბოლო სიტყვები ერთმანეთს მივაყარე ზუსტად ისე როგორც ნიკამ ...უი დამავიწყდა რომ მეთქვა ნიკა თიკასთანაც კარგად არის ,სამივე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და და-ძმა სავით ვიქცევი. -არარსებობს! -აჰამ არსებობს თიკა არსებობს! -არა! -ჰო -3დღში რაუნდა მოასწრო ან მაგას რო თავი დავანებოთ მერე მე და ნიკა? -ისა რაქვია... ნიკაც მოდის! -არარსებობს -რა ერთიდაიგივეს იმეორებ უუუფ. დავიღალე თიკასთან ბუზღუნით და ლუდი მოვსვი,ჩემდა ბედად თიკა ისეთი თვალებით მიყურებდა რომ გადამცდა...ხველება ამიტყდა -თიკა ნუ მიყურებ მასე -თეთრი შოკოლადი მომეცი და შეგირიგდები ცოტახნით მაგრამ ამთემას ისევ დავუბრუნდებით. -აუუუ ხოიცირო მე არმიყვარს შავი შოკოლადი თეთრს ვჭამ მართო და შავი ჭამე რა შენ -კარგიკარგი თიკამ ლექციები ჩამიტარა რაუნდა გამეკეთებინა რუსეთშიდა რა არა,ისე იქცეოდა თითქოსპირველად მივდიოდი საზღვარგარეთ. რუსეთში წასაღები ბარგიც ჩავალაგეთ,და დაღლილები საწოლს მივებჯინეთ.თიკამ აიტეხა გინდათუარა ფილმს ვუყუროთო.ფილმი უკვე დავმთხავრდა თიკას კიდე ჩასძინებოდა...მე ვერ ვიძინებდი.ყავა მოვიდუღე,აივანზე გავედი პლედი მოვიხურე და სავარძელში მოვკალათდი.ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი ჩემი ერთი ოცნება ავიხდინე გავხდი წარმატრბული ფსიქოლოგი თუმცა ჩემი მეორე ოცნებაა რომ საყვაელ ადამიანთან ერთად ვიყო ბედნიერი...თიკა ხშირად მეუბნება შენ იმდენად დიდ ხანს ატარებ სამსახურში რომ იქ თუ შემოგიგდებენ ვინმე ბიჭსო.მართალიცარის ახლა საერთოდ არმცალია ურთიერობებისთვის ალბათ მალე მაგის დროც მოვა... -ევა!ევა!ევა!გაიღვიძე დაგაგვიანდება ევა!არდგები ჰო?!კარგი კარგი! ბუნდოვნად ჩამესმოდა თიკას დამაყრუებელი კივილი,მე კი განძრევითაც არ ვიწუხებდი თავს...თუმცა ზოგადად ყოველთვის ადრე მე ვდგები და თიკას გაღვიძებაც მე მხვდება წილად.მაგრამ როგორც ჩანს აივანზე საკმაოდ დიდი დრო გავატარე. -აი ასე მოგიხდება შენ! მომაძახა თიკამ და ცივი წყალი გადამასხა.მეკი დაფეთებული წამოხტი საწოლიდან და თიკას გავეკიდე ბალიშით ხელში... -როგორ შეიძლება ასე ადამიანის გაღვიძება არ შეგეძლო უფრო თბილი გზა აგერჩია?ხომ შეგეძლო ცივი წყლის დახმარების გარეშე გაგეღვიძებინე?! -აუუუ გთხოვ რაა ნუ მიტარებ ფსიქოლოგიურ ლექციებს რვა საათი დაიწყო ასერომ დროზე გამასწარი აქედან შხაპი მიიღე და სამსახურში წაეთრიე! -რააააა?აქამდე რატო არ გამავიძეე? ჩემი სახის დანახვისას ქალბატონს სიცილი აუტყდა და საპასუხოდ ბალიშიც მიიღო სიფათში. როგორც იქნა შხაპი მივიღე და ახლა ტანსაცმლის არჩევას შევუდექი თუმცა ვინ დაგაცდის მაშინვე ტელეფონი აწკრიალდა. -გისმენთ! -ქალბატონი ევა ბრძანდებით? ტელეფონის იქით მომესმა საკმაოდ ბოხი და სასიამოვნო ბარიტონი. -დიახ! -გამარჯობათ მე დამიანე ავალიანი გახლავართ...რუსეთში თქვენ და ნიკა მამაჩემს უნდა გაესაუბროთ და მინდა გითხრათ რომ თქვენი ბილეთები დაჯავშნილია. -გამარჯობათ...ბატონო დამიანე არიყო საჭირო ჩვენითაც ვიყიდდით. -ქალბატონო იცით ჩვენ გვინდათ რომ ჩვენით გამოწვეული ხარჯები რაც აქ ჩამოსვლას უკავშირდება ავანაზღაუროთ! ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც დამიყოლია,ძალიან თავდაჯერებული და ცოტა უხეში პიროვნება გახლდათ ეს დამიანე. კომპანიაში მივაღწიე თუარა მაშინვე შოთა შემოვიდა კაბინეტში. -ევა მისმინე...ამ კომპანიის მფლობელი 60-63წლის იქნება..მას უნდა რომ კომპანია თავის შვილს გადასცეს ბატონ დამიანე ავალიანს...ამასთან ერთად დამიანესთვის ასისტენტს ეძებს და სავარაუდოდ შენ დაგადგა თვალი.ასისტენტიც იქნები და ფსიქოლოგადაც იმუშავებ ორივე ერთად არც მეტი არც ნაკლები დიდი დატვირთვა არ გექნება დანარჩენს ბატონი ირაკლი აგიხსნის. -ბატონი ირაკლი? -კომპანიის მფლობელი ევა! -მოიცა...ანუ მე ვიქნები იმ უხეში ბიჭის ასისტენტი? -სავარაუდოდ კი!უხეში? -ნუჰო. -ევა ის ხალხი საკმაოდ სერიოზულები არიან ზედმეტი არაფერი მოიმოქმედო! -აი ახლა ბატონო შოთა თქვენ რო კარგად მიცნობდეთ მაგას ნამდვილად არ იტყოდით. -კარგი კარგი საქმეს შეუდექი. ეს დღეც სასწაულად 'მძიმედ'გავიდა ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა კონცენტრილებული მთლიანად სამუშაოზე ვიყავი. როდესაც სახლში მივედი თიკა არ დამხვდა თუმცა არ გამკვირვებია ყოველთვის ასე იქცევა...ჩაი მოვადუღე და წიგნის კითხვას შევუდექი რომელსაც'დელირიუმი'ერქვა საკმაოდ საინტერესო იყო და 'ჩამითრია'მაგრამ მალე კარზე ზარი გაისმა და კარის გასაღებად წავედი. -გამარჯობა ქალბატონო. -გამარჯობა... -ფოსტა მოგიტანეთ -აჰჰ დიახ ბიჭმა კონვერტი გადმომცა. -ხელი აქ მოაწერეთ თუ შეიძლება. -დიახ...გმადლობთ -ნახამდის. მდივანზე მოვკალათდი და კონვერტი გავხსენი.იქ კი რუსეთის მიმართულებით დაჯავშნილი ბილეთი დამხვდა... -ღმერთო ახლა როგორ მოვიქცე?დავურეკო დამიანეს?მადლობა აუცილებლად უნდა გადავუხადო მაგრამ მერე რომ თავისი უხეშობა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნოს?აუუუ რავქნა ახლამე? -გამარჯობა ბატონო დამიანე. -გამარჯობა ქალბატონო ევა.რამ შეგაწუხათ - მინდა მადლობა გადაგიხადოთ. -არაფერს...მამაჩემისთვის დიდი პატივია თქვენი რუსეთში ჩამობრძანება.როგორც გავიგე თქვენ 25წლის ბრძანდებით დედისერთა. -დიახ მაგრამ მე ისეთი სამეგბრო მყავს რომ თავი მარტოსული არასდროს მიგრძვნია ჯანდაბა იმედია დამიანემ არიცის რომ დედ-მამა მომიკლეს...დიახ!მომიკლეს ავტომობილით მგზავრობდნენ და მოულოდნელად ავარიაში მოყვნენ აღმოჩნდა რომ ეს უბედური შემთხვევა არიყო და ვიღაცამ განძრახ გააკეთა...ეს4წლის წინ მოხდა პოლიციამ ვერავის მიაგნო და თქვეს რომ ეს უბედური შემთხვევა იყო...მაგრამ მე ვიცირომ ეს ვიღაცამ განგებ მოიმოქმედა აუცილებლად ვიპოვნი მაგ ადამიანს და მთელი ცხოვრება ციხეში ამოვალპობბბ. -თქვენი ასაკი საკმაოდ პატარაა თქვენისთანა პროფესიისათვის.ვფიქობ რომ მანდ ბავშვების ადილი არ არის! ფიქრებიდან დამიანეს ხმამ გამომაფხიზლა და მაშინვე'წამოვენთე' -იცით თქვენი რეპუტაცია არგაძლევთ სხვების გაკიცხვის უფლებას თქვენ ახლახანს შეურაცყოფა მომაყენეთ და საეროდაც იმაზე ფიქრიც კი მზარავს როგორი ბრძანდებით! -დიახ ასეც უნდა იყოს! ხმა ვეღარამოვიღე დამიანემ მაშინვე გამითიშა უზრდელი,კრეტინი. ძალიან მალე გავიდა 2დღე...რუსეთში გამგზავრების დროც დადგა.მე და ნიკა აეროპორტში ვიყავით და ვუყურებდით როგორ ქვითინებდა თიკა. -კი მაგრამ თიკა კარგი რაა 2წლით ხოარ მივდივართ 2კვირით გვიშვებენ2კვირით -აუუუ ევა რა უგულო ხაარ! -თიკა რახან არვტირი ეს იმას არნიშნავს რომ უგულო ვარ. გადავეხვია დაქალს და ნიკაც მალეე შემოგვაფრინდა. -ევა უნდა წავიდეთ. -ჰოჰო რათქმაუნდა. თიკას მოვცილდი ჩავკოცნე და ექსკალატორზე ავედით. თვითმფრინავში საკუთარი ადგილი დავიკავე,მობილური ავიღე ყურსასმენები შევუერთე თან მუსიკებს ვუსმენდი და თან 'დელირიუმს'ვკითხულობდი. ვერც კი გავიგე როდის ჩეძინა თუმცა აღარც წიგნი მეჭირა ხელში და აღარც ყურსასმენები მეკეთა სავარაუდოდ ნიკამ წამართვა. -მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე? -აჰამ -რუსეთში ვართ უკვე ვეშვებით. -ჰოომ.... -რაიყო?არგიხარია?ყველთვის გიხაროდა საზღვარ გარეთ წასვლა და ახლა რა გეტაკა -საზღვარ გარეთ წასვლა და ჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრა მიხაროდა და არა უჟმურებთან.ეს დამიანეც კარგი ვიღაც ყოფილა .ჩავიბუტბუტე ისე რო ნიკას ვერგაეგო და საბედნიეროდ მართლაც ვერ გაიგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.