შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დვალი და დადიანი? არ მჯერა?! (თავი 4)


29-03-2018, 20:44
ავტორი Ana1233
ნანახია 3 731

************************
-ბიჭო გაიგეთ? დადიანი და დვალი ერთად არიან და მალე ქორწინდებიან!
-აუ, ღადაობ ეგ გოგო ჩემთვის მინდოდა.


**********************
ამ და კიდევ სხვა სიტყვებით აცნობებდნენერთმანეთს თბილისში უკვე ზე-წყვილის არსებობას... ზოგს შურდა, ზოგს უხაროდა და რას შვებოდა ალექსანდრე და ელენე??
ოოოო, მათ უკვე ერთამანეთი 1 კვირაა არ ენახათ. სულ ფიქრებით ერთმანეთთან იყვნენ მაგრამ ორი ყველაზე ჯიუტი არსება დედამიწაზე საკუთარ თავებსაც არ უტყდებოდა ამის შესახებ. რას გრძნობდა ალექსანდრე? ალექსანდრე გრძნობდა რომ ელენე მალე თავისი ცოლი იქნებოდა და ნელ-ნელა იმ ჯიუტ რქებსაც მოატეხავდა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო ალექსანდრე როდესაც ელენე გაახსენდა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ფიქრებიდან კი კაცის ხმამ გამოიყვანა.
-ბატონო ალექსანდრე, ბატონო ალექსანდრე კარგად ხართ?-თქვა კაცმა აღელვებულმა და უცებ ალექსიც გამოფხიზლდა.
-ააა, დიახ, დიახ განვაგრძოთ თუ შეიძლება.-თქვა ალექსანდრემ და სახე დაასერიოზულა. რას მიშვება ეს გოგო? გაიფიქრა თავისთვის და საკუთარ თავს ელენეზე ფიქრი აუკრძალა. შეხვედრა როდესაც დასრულდა ჟურნალისტების მთელი "ამალა" დაატყდა თავს ალექსს.
-ბატონო ალექსანდრე! ბატონო ალექსანდრე მართალია რომ ქალბატონი ელენე დვალი თქვენი შეყვარებულია?-იკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამას მოყვა მეორე ჟურნალისტის კიტხვა, მესამეს და ასე გაგრძელდებოდა რომ არა ალექსანდრე.
-მეგობრებო! მეგობრებო! დამშვიდდით, ელენე ჩემი შეყვარებული არა ის ჩემი საცოლეა. რომელიც დღე-დღეზე ჩემი ცოლი გახდება. - მძღოლი გაუშვა და თვითონ დაჯდა საჭესთან. სად მიდიოდა? ბედს ენდობოდა, გულს ენდობოდა საითკენაც ის წაიყვანდა იქით მიდიოდა ისიც, მისი სულიც და გულიც. საით მიდიოდა გული? გული რათქმაუნდა ელენესთან მიდიოდა. თავის დედოფალთან მიდიოდა. ალექსმა მანქანა გააქროლა და 15 წუთში ელენეს სახლთან იყო. გადმოვიდა მანქანიდან. დიდი ეზო გაიარა და მთავარ კარზე დააკაკუნა. კარის გაღებამაც არ დააყოვნა მოახლემ ალექსი სახლში შეიპატიჟა და დიდ მისაღებ ოთახში დასვა სადაც ლაშა და ირაკლი იმყოფებოდნენ.
-ვაა, ალექს არ მეგონა თუ მოხვიდოდი.-უთხრა ირაკლიმ შვილს.
-რატომ? ეს ხომ ჩემი ქორწილია და მეც უნდა მივიღო მონაწილეობა სამზადისში.-მტკიცედ განაცხადა ალექსმა.
-არ მეგონა ასეთი თუ იყავი. ვიცოდი რომ ძალიან ჯიუტი ადამიანი ხარ.-თქვა ლაშამ.
-როცა საქმეს სჭირდება ჯიუტზე მეტიც კი ვარ.-თქვა ალექსმა მტკიცედ და იქით-აქეთ მიმოიხედა ელენე ხომ არ არისო.
-და...ელენე სად არის?-ვითომ უინტერესოდ იკითხა ალექსმა.
-ელენე თავის ოთახშია ზემოთ.-უტხრა ლაშამ და ისევ განაგრძეს ქორწილის საქმეების მოგვარება.
-კარგი, წავალ ელენეს ვნახავ.-თქვა ალექსმა და კიბეებს აუყვა.

კარზე დააკაკუნა და მალე ელენემაც გააღო კარები მოკლე ვარდისფერი ატლასის საღამური ეცვა, რომელიც საჯდომს მძლივს უფარავდა. ელენემ კარებთან მდგომი ალექსი რომ შენიშნა გაუკვირდა და კითხა:
-აქ რა გინდა?- კითხა ელენემ ალექსანდრეს მკაცრად.
-საცოლის სანახავად მოვედი და კიდევ...-თქვა ირონიულად ალექსმა.
-რა კიდევ?-ჰკითხა ელენემ წარბების მაღლა აწევით.
-და კიდევ ჩემი საცოლის ტუჩებიც მომენატრა...-თქვა ალექსანდრემ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ამის თქმა და ელენეს ორივე ხელის ტუჩებზე აფარება ერთი იყო. ელენეს ამ საქციელზე ალექსანდრემ გულიანად გადაიხარხარა.
-მოიცა როგორ იყო?! ხო, გამახსენდა. ოცნება უფასო გაქვს ბაბნიკოო ხო?-ტუჩის კუთხეში ჩაიცინა ალექსანდრემ და საუბარი განაგრძო- ერთ რამეს გეტყვი ქალღმერთო. მე ოცნებები არ მაქვს, იმიტომ, რომ რაც მინდა და მინდოდა ყველაფერი მაქვს! ერთის გარდა და ისიც მალე მეყოლება.-თქვა ალექსანდრემ და ირონიულად გაიცინა.

ელენე: როდესაც ალექსანდრემ მითხრა "ერთი რამ მინდა და ისიც მალე მეყოლება"-ო ძალიან გავბრაზდი, ვიეჭვიანე მაგრამ არვიცი რატომ. იმის წარმოდგენა რომ ალექსანდრეს სხვა უყვარს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის....
-------------------------------------------------------
ისევ და ისევ ლამაზი დილა გათენდა ელენემ თავისი ატლასის გრძელი ფრიალა ხალათი ჩაიცვა და ქვემოთ ჩასვლას აპირებდა როდესაც დაინახა, ნიკას ოთახის კარი ღია იყო, ნიკა კი ჰალსტუხის შეკვრას ცდილობდა. ელენემ კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ნიკაც უცებ შემოტრიალდა. ელენე რომ დაინახა გაუკვირდა და კითხა:
-რაიმე მოხდა?-ჰკითხა ნიკამ თბილი ხმით.
-მგონი გეჩქარება და მოდი ჰალსტუხის შეკვრაში დაგეხმარები.-თქვა ელენემ და ნიკასკენ დაიძრა. ჰალსტუხი მალევე შუკრა და თბილად გაუღიმა ელენემ ძმას. ნიკა კი დაიხარა და თავზე აკოცა. ელენეს ცოტა გაუკვირდა ძმის ეს ჟესტი მაგრამ ძალიან ესიამოვნა. ელენემ თბილდ გაუღიმა ნიკას და ოთახიდან ბედნიერი გავიდა, ნიკა კი თავის ოთახში ყურებამდე იღიმოდა და ლამის ცეკვას დაიწყებდა ისეთი ბედნიერი იყო.
ქორწილის დღე ნელ- ნელა ახლოვდებოდა დღეს ელენეს პირველი დღე იყო უნივერსიტეტში. ზუსტად იმავე უნივერსიტეტში მოხვდა რომელშიც ალექსანდრე სწავობს. დილით ადრე ადგა მოემზადა: შინდისფერი სვიტერი ზემოდან კლეჩატი პერანგი, პერანგის ზევით კი თეთრი ფუმფულა ჟაკეტი ჩაიცვა. ქვემოთ კი შავი ტყავის შარვალი. ძალიან მოდურად გამოიყურებოდა. შემდეგ თავის მანქანაში ჩახტა და "ჯავახიშვილის" უნივერსიტეტისკენ გაემართა. მანქანის გამოჩენა და ყველა მისკენ იყურებოდა. ალექსანდრე კი იქვე იდგა თავის სასტავთან ერთად სადაც გოგოები და ბიჭები შეგროვილიყვნენ. ალექსანდრე ინტერესით აკვირდებოდა მანქანის დაბურულ მინებს და როდესაც მანქანის კარი გაიღო და ელენე დაინახა გაუკვირდა არ იცოდა ისიც ამ უნივერსიტეტში თუ დადიოდა. ელენე ისე ლამაზად და მოხდენილად გადმოვიდა მანქანიდან რომ ყველა ბიჭის ყურადღებ დაიმსახურა. რაც, ალექსანდრეს საშინლად აცოფებდა. საერთოდ არავისთვის მიუქცევია ყურადღება ელენეს და თავისი აუდიტორიის ძებნა დაიწყო. ელენე ბიზნესზე აბარებდა ისევე როგორც ალექსანდრე. ამიტომაც ერთ აუდიტორიაში ჰქონდათ ლექცია. ელენე მარტო იჯდა როდესაც მის, გვერდით სიმპატიურმა ბიჭმა დაიკავა ადგილი.
-გამარჯობა! მე ლუკა ვარ.- თქვა ბიჭმა და ელენეს ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა, ლუკა! მე ელენე ვარ.-უთხრა ელენემ და ლუკას გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. ელენემ უკნიდან ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო და თავი უკან შეატრიალა იქ კი სიბრაზისგან აწითლებული ალექსანდრე დაინახა. ვიღაც ბ***-ის გვერდით იჯდა და ის გოგო ისე ეხვეოდა როგორც, ელენე შოკოლადს. (ძალიან უყვარს შოკოლადი ელენეს :D) თავი ისე შეატრიალა თითქოს იქ თავისი მომავალი ქმარი კი არა ვიღაც სრულიად უცხო ადამიანი ყოფილიყო. ამაზე ალექსანდრე სულ გადაირია, ფეხზე კი არ წამოდგა წამოფრინდა ელენეს ხელი მაჯაში ჩაავლო და ფეხზე ისე ააყენა ელენემ აზრზე მოსვლაც ვერ მოახერხა. ეზოში მიდიოდნენ როდესაც ელენე გაიაზრა რა ხდებოდა და ალექსანდრეს გაუძალიანდა.
-ურჩხულო,გამიშვი! რას აკეთებ?-მკლავზე ურტყავდა ელენე ალექსანდრესს.
-გაჩერდი თორემ სხვა ხერხებით წაგიყვან მანქანამდე!-მკაცრად უთხრა ალექსანდრემ.
-სად წამიყვან?! ხომ არ გადარეულხარ ეს ჩემი პირველი დღეა უნივერსიტეტში.-უკიოდა ელენე და ყველა მათ უყურებდა.
-ოხხ, ჩათვალე შენ მაიძულე!- ამის თქმა და ელენეს მხარზე გადაკიდება ერთი იყო. ყველა ვიდეოებს უღებდა, იცინოდნენ. ალექსანდრეს ორი საუკეთესო ძმაკაცები კი გაქვავებულები იდგნენ ისე უხდებოდა ეს ორი გიჟი ერთმანეთს...



№1  offline მოდერი Mathew

რა კარგი იყო,აშკარად გამოგივიდა ჩემო გახალისება)) ძალიან მომეწონა,გამოგდის და ეს მისაომვენს კიდეც.ყოჩაღ,ასე გააგრძელე))

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

უმაგრესი გოგო ხარრ

 


№3 სტუმარი სტუმარი nina

male dade raa dzalian magaria

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

სასწაული ხარრ რააა

 


№5 სტუმარი Mariami

სად წახვედი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent