შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძლიერი (თავი 1-5)


30-03-2018, 13:14
ავტორი ნინი ნინა
ნანახია 2 213

გამარჯობა, მე ვარ ქეთი დევდარიანი 17 წლის. მყავს ძმა ბექა 21 წლის. 7 წლის ვიყავი, როდესაც მშობლები დავკარგეთ და მამიდამ წაგვიყვანა თავისთან. მყავს საუკეთესო მეგობარი ნინი ისიც 17 წლის.
სულ რაღაც ერთი კვირა რაც მე და ბექა დამოუკიდებლად გადავედით საცხოვრებლად.
-ქეთი ადექი გაგვიანდება... დილით ბექას ყვირილი მესმის და ბალიშს თავზე ვიფარებ.
კარები იღება და ბექა შემოდის
-ქეთი გაგვიანდება მეთქი(ბექა) ვითომ გაბრაზებული ხმით მეუბნება და თან სიცილი ეპარება ტუჩის კუთხეში.
-კარგი ვდგები.. ყავა გამიკეთე, მე მოვემზადები და ჩამოვალ.
-კარგი... იცოდე სწრაფად
ყველაზე მეტად დილით გაღვიძება მეზიზღება მითუმეტეს თუ სკოლაში უნდა წავიდე.
კარადასთან მივედი.. შავი მაღალ წელიანი შარვალი, შავი ტოპი და შავი ოლ სთარები გადმოვიღე. უცებ გავემზადე და დაბლა ჩავედი.
ნინი და ბექა არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდით მიდგანან. ზუსტად ვიცი, რომ ერთმანეთი მოსწონთ, მაგრამ ჯერ ვერც ერთი ვერ გამოვტეხე. ისე უყურებენ ხოლმე ერთმანეთს და ისე იბნევიან როცა ერთმანეათს ელაპარაკებიან, რომ ამას ბავშვიც კი შეამჩნევს.
-ქეთი სწრაფად დაგაგვიანდა.. ბექას ხმა მაბრუნებს უკან ფიქრებში გართულს.
-კარგი წავიდეთ, ოღონდ ნინის გავუაროთ რა... თვალები გაუბრწყინდა.
-კარგი წავიდეთ, მაგრამ ორი წუთით დამელოდე... მაღლა ავიდა, უკან დაბრუნებულს კი სინამო ესხა. ამაზე ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-მორჩი და წავედით.
მთელი გზა ვერ ისვენებდა. ნინის სახლთან გააჩერა მანქანა და მის გამოსვლას ველოდებოდით.
გამოვიდა და პირ დაღებულები ვუყურებდით. მანქანაში ჩაჯდომა არ ვაცადე
-რა ჯანდაბა უყავი თმებს(ქეთი) ჯერ კიდევ გაკვირვებული ვაკვირდებოდი მის თმის ფერს.
-შევიღებე(ნინი)
-მერე ცისარტყელად?(ქეთი) სიცილს ძლივს ვიკავებდი ბექას სახეზე.
-ბექუშ ხო მიხდება?(ნინი)
-გაგვიანდება ხო მგონი(ბექა) არ გამოუვიდა თემის გადატანა, ნინი მაინც მიუხვდა. ახლა ვნახოთ როგორ შემოირიგებს.
-ფეხით მირჩევნია წასვლა(ნინი) არაფრის თქმა არ გვაცადა ისე გადახტა მანქანიდან.
-წადი შენ სამსახურში, ამას გავყვები მე(ქეთი) თან ბექას სახეზე მეცინებოდა, ზუსტად ვიცი უკვე შემორიგების ხერხებზე ფიქრობდა.
-ხო და სალონშიც შეიარეთ(ბექა)
-კარგი სიცილით ვუთხარი და მანქანიდან გადავედი
-ნინი.. მოიცადე(ქეთი) სიცილით წავედი მისკენ.
-სალონში შევიაროთ(ნინი)
-ეს გამოხედვა... არა არა მაგას არ იზამ წავედით ეხლა სკოლაში.(ქეთი) ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი ძმა უფრო უნდა გაებრაზებინა.
-აი სალონი წავედით(ნინი) არაფრის თქმა არ დამაცადა ისე შევარდა შიგნით. შიგნით შესულს უკვე დამჯდარი დამხვდა სკამზე და ფერებს არჩევდა.
სალონიდან გამოსულს კიდევ რამდენიმე ფერი ჰქონდა დამატებული და თან ქიმიურად დახვეული. ბექას უბრალოდ სძულს ასეთი თმა.
-წავალ ეხლა მე სახლში და საღამოს გამოვალ შენთან(ნინი)
-იცოდე რასაც მე ვფიქრობ არ გაიკეთო(ქეთი) ეჭვნარევი ხმით ვუთხარი
-არა, უბრალოდ ცოტა უნდა ვაწვალო(ნინი) ყოველთვის ცდილობს ვინმემ ნერვები მოუშალოს.
-კარგი, მაგრამ ძაანაც არ გინდა(ქეთი)
-კაი წავედი და საღამოს შენთან ვარ(ნინი)
-ხო და ბექას ძმაკაცები მოვლენ და ცოტა თავი შეიკავე იცოდე(ქეთი) სიცილით ვუთხარი, მაგრამ ხომ ვიცოდი მაინც ისეთ რაღაცას გააკეთებდა ნერვებს მოუშლიდა
-კარგი, კარგი(ნინი)
სახლში მისულმა ყავა გავიკეთე და რაღაცეების მომზადება დავიწყე საღამოსთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის თუ საბა მოვა გადაჭამს ყველაფერს და სხვებსაც ხო უნდა დარჩეს.
საღამოც მოვიდა, ყველამ ნელ-ნელა დაიწყო შეკრება. ჯერ კარში არ იყო შემოსული საბა
-ქეთუშ აუ მაჭამე რა რამე(საბა) თან სასაცილოდ დამეჯღანა
-კაი კაი მოდი(ქეთი) სიცილით ვუთხარი და სამზარეულოში შევედით.
არც დამაცადე რამე მეთქვა ისე ეცა მაცივარს და რაც მოეწონა ყველაფერი გადმოიღო.
-აუ შენ ისევ ჭამ?(დემე) სიცილით შემოვიდა სამზარეულოში დემე და მომეხვია.
-აუ ბიჭო მშია და რა ვქნა(საბა) საყვარლად გაიკრიჭა და ჭამა განაგრძო.
ყველა მოვიდა:საბა, დემე, მაგრამ ერთს არ ვიცნობდი. არადა ყველა ბექას ძმაკაცს ვიცნობ.
-ქეთუ მოვიდა ვინ გაჩვენო(ბექა)
-ვინ?(ქეთი) კითხვანარევი თვალებით შევხედე
-ეეე ვეღარ მცნობ უკვე?(უცნობი)
-და უნდა გიცნობდე?(ქეთი) ცოტა უხეშად მომივიდა, მაგრამ არაუშავს გადაიტანს.
-მთელი ბავშვობა გამიმწარე და ეხლა ვეღარ მცნობ ხო(უცნობი)
-ეეე ანდრიუშ(ქეთი) დავიძახე და მონატრებულ სხეულს ჩავეხუტე. ჩახუტებით გული, რომ ვიჯერე მერეღა გამახსენდა რაც მითხრა.
-მოიცა მე გიშლიდი ნერვებს თუ პირიქით?(ქეთი) მკაცრი სახით შევხედე
-საერთოდ არ შეცვლილხარ შენ, ერთი სიტყვა არ შემარჩინო(ანდრეა) სიცილნარევი ხმით მითხრა
-როგორ გეკადრება(ქეთი) სიცილით ვუთხრი და კარის გასაღებად წავედი. გავშეშდი
-რა არი გოგო ეს(ქეთი) გაკვირვებულმა ვერც მივხვდი თუ როგორ ხმამაღლა მომივიდა. უკან რომ გავიხედე ოთხი წყვილი თვალი ჩვენ მოგვშტერებოდა.
-რა უყავი გოგო თმებს ან ეს ტატუ ან პირსინგები რა უბედურებაა(ბექა) მკაცრი ხმით უთხრა და სახლში შემოიყვანა.
-რა შენი საქმეა მე რას გავაკეთებ(ნინი) გაღიზიანებული ტონით უთხრა და სამზარეულოში გავიდა. რა თქმა უნდა მეც გავყევი
-რა არი გოგო რეები გაგიკეთებია(ქეთი) ჯერ კიდე გაკვირვებული ვუყურებდი
-არაფერი არ გამიკეთებია. ეს პირსინგები ნამდვილი არ არის ხელოვნურია ცხვირზეც და ლავიწებზეც. არც ტატუა ნამდვილი.(ნინი)
-აბა რაში დაგჭირდა ეს მსახიობობა. (ქეთი) მეც ვკითხე რა, ვითომ არ ვიცოდი
-გგონია საბას დილანდელს შევარჩენ?(ნინი) ეშმაკურად გაიღიმა და ისევ მისაღებში გავიდა.
-ღმერთო შენ დააჭკვიანე, თორე მეც გადამიყვანა ჭკუიდან.
მეც სიცილით გავყევი უკან. ნინი უკვე მშვენივრად საუბრობდა დანარჩენებთან და ბექას გაბრაზებულ მზერას ყურადღებას არ აქცევდა.

აგრძელებს ავტორი
ბექას იგნორს ისევ განაგრძობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ სადაც იყო იფეთქებდა. მასაც ეს უნდოდა სწორედ.
-არ გტკივა ცხვირი?( ბექა) გაღიზიანებულმა კითხა.
-თუ ძაან გაინტერესებს შეგიძლია შენც გაიკეთო(ნინი) გულში ეცინებოდა მის სახეზე. ჯერ გაუკვირდა, შემდეგ ფეხზე წამოხტა და სავარძლიდან ააგდო რასაც ჰქვია.
-ეხლა მომისმინე, ხვალვე წახვალ სალონში და ყველაფერს მოიშორებ გასაგებია? (ბექა) იმდენად გაბრაზებული იყო ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ეყვირა.
-შენი საქმე არ არის მე რას ვიზამ და სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფ(ნინი) სრულიად მშვიდად უთხრა.
-ხვალვე წახვალმეთქი, აღარ გავიმეორებ( ბექა) უკვე მოთმინებას კარგავდა
-კარგი წავალ, ეხლავე წავალ და ერთ საათში აქ ვარ(ნინი)
-კარგი, საბა გაიყვანე რა თუ ძმა ხარ(ბექა) საბას გახედა
-რა პრობლემაა, წავედით(საბა)
თქვენ გგონიათ მართლა დაუჯერა. სურპრიზი ჯერ კიდევ წინ ელის.
-აბა რომელ სალონში მივდივართ(საბა) ნინის გადახედა.
-***** აქ(ნინი) მანაც წყნარად უპასუხა და გეგმების დაწყობას შეუდგა.
ათ წუთში სალონთან იყვნენ უკვე.
-მიდი და აქ დაგელოდები მე(საბა)
-წადი და მე თვითონ გამოვალ.
აუ ან კიდე წამო და ტატუ გაიკეთე შენც არ გინდა?(ნინი) გიჟია ეს გოგო და ბექასაც გააგიჟებს ალბათ.
-აა კაი წამო(საბა) ესეც არ არის ნინიზე ნაკლები.
ერთ საათში ორივე ბექას კარებთან იდგნენ და მისი სახის წარმოდგენაზე სიცილს ვერ იკავებდნენ.
სახლის კარი რასაც ქვია შეგლიჯეს. ყველა გაოცებული უყურებდა ჯერ ნინის კიდევ უფრო მეტად აჭრებულ თმას და საბას შეხვეულ ყელს, რომელზეც ტატუ იყო.
-რა არი ეს? რა გითხარი გადაიღებეთქო ვერ გაიგე? თუ უნდა დამეწერე და გამეტანებინა სტილისტთან(ბექა) ზედმეტად გაბრაზებული იყო.
-გადავიღებე, ოღონდ დავამატე რამდენიმე ფერი(ნინი) საყვარლად გაიკრიჭა, აი ბექას რომ უყვარდა ისე.
-ან შენ რას მიკეთებდი, მარა გავატანე რა მეც ჭკვიანს(ბექა)
-აუ კაი რა ნუ დაიწყე(საბა)
-მოიცა, მოიცა შენც ტატუ გაიკეთე?(ბექა) გაოცებულმა კითხა
-ვალერიანს მოგიტან თუ გინდა(ნინი) ეს ამბავი კარგად არ დასრულდება.
-ვალერიანს კი არა ხვალ მე თვითონ წაგიყვან სალონში და დაიბრუნებ ისევ ბუნებრივ ფერს. საბა შენ კიდე მერე მოგხედავ.(ბექა)
-კაი წავიდეთ(ნინი) ღმერთმა იცის რა აზრი მოუვიდა თავში
-ძალიან კარგი(ბექა)
-კიდევ მინდა რაღაცის დამატება და(ნინი)
-რა თქვი? მომესმა?
-ღმერთო ეს ცოტა პოზიტიური გახადე რა(ნინი)
-ტვინი სთხოვე ჯობია(ბექა)
-შენთვის ხო(ნინი) ისევ მისთვის ჩვეული მშვიდი ტონით უთხრა
ხმა აღარ ამოუღია. სამზარეულოში გავიდა და დემეს მიწერა შესულიყო.
-რა ხდება?(დემე)
-მარიამს მიწერე და უთხარი რომ ამოვიდეს, მაგრამ ისე მოიქცეს რომ ნინიმ იეჭვიანოს(ბექა) არც ეს ჩამორჩებოდა ნინის
-კარგი, წამო გავიდეთ და მივწერ
იქ გასულებს ნინი აღარ დახვდათ
-ქეთუს სად არის შენი გადარეული დაქალი(დემე)
-ოთახშია ემზადება(ქეთი)
-რისთვის( ბექა) დაძაბულმა იკითხა
-მეგობარი უნდა ვნახო(ნინი) კიბეზე ჩამომავალმა ნინიმ უთხრა
-ვინ მეგობარი(ბექა) ხელები მომუშტა
-არ იცნობ(ნინი)
-ვერ წახვალ(ბექა) მკაცრი ხმით უთხრა
-აუ ქეთუს სუნამო ჩამომიტანე რა დამავიწყდა დასხმა(ნინი) ვითომ ვერც ამჩნევდა ბექას
-ვერ წახვალთქო(ბექა) უკვე სიბრაზისგან ხელები უკანკალებდა
-და ქურთუკიც რა(ნინი) ბექამ ისეთი თვალებით შეხედე. ეხლა ჩემი ჯერიაო გაიფიქრა
-აუ ქეთი მარი მოდის და ჩადი რა საკონდიტროში და შოკოლადის ნამცხვარი ამოიტანე, ხო იცი როგორ უყვარს.(ბექა) ქეთი გავიდა თუ არა ნინიმ იკითხა:
-მარი ვინ არის?(ნინი) მოჭუტული თვალებით გახედა.
-ჩემი საცოლე(ბექა) ბიჭებმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მაგრამ მიხვდნენ ყველაფერს. ნინიმ კი ფერი დაკარგა.
-არ გაგვიანდება მეგობართან(ბექა)
-არა, მომაკითხავს ეხლა ცოტახანში თვითონ(ნინი) ბექა ამაზე უარესად გაბრაზდა.
კარი შემოაღო ქეთიმ და უკან ორი ადამიანი შემოყვა.
-ნახეთ ვინ მოვიყვანე, დაბლა იდგნენ შეყვარებული წყვილი(ქეთი) ნინიმ და ბექამ ისე დაუბრიალეს თვალები, რომ მიხვდა არ უნდა ეთქვა.
შეყვარებული წყვილი იყვნენ მარი და გოგა. მარი ვითომადა ბექას საცოლე და ლუკა ვითომდა ნინის შეყვარებული.
ორივეს გეგმები წყალში ჩაეყარათ.
-ნინი აღარ მიდიხარ მეგობართან(ქეთი) ისევ ქეთიმ სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ უარესი გააკეთა.
-მე უნდა ვენახე და ბარემ აქ ვარ(გოგა) ნინი უკვე გეგმებს აწყობდა როგორ მოეკლა თითოეული მათგანი.
-აუ მშია და მაჭამეთ რამე(საბა) საყვარლად გაიკრიჭა. ამანაც დროულად იცის ხოლმე რა.
-კაი წამო ვჭამოთ რა ჩვენც გვშია(ბექა)
ქეთი ჩამოდის კიბეებზე
-აუ ნინი ააფეთქა ტელეფონი ვიღაც ვახომ(ქეთი)
-ეეე ვახუნხულ მომენატრე(ნინი) ამ დროს ბექას სახე უნდა დაგენახათ.
-კი კი გნახავ(ნინი) ამაზე უარესად დაებერა ძარღვები.
-კაი გელოდები გამომიარე, ამ მისამართზე *****(ნინი)
-ვინ არის ვახუნხულა(ქეთი) სიცილით კითხა როცა მისი გაბრწყინებული თვალები დაინახა.
-წინაზე რომ გიყვებოდი ისაა(ნინი) თან ფეხზე წამოდგა, ისე უნდოდა მისი ნახვა ვერ ჩერდებოდა.
-არ წახვალ მაგ ტიპთან ერთად არსად(ბექა) იმდენი რაღაც იგრძნობოდა მის ხმაში: ბრაზი, სიძულვილი უკვე ვახოს მიმართ, ირონია და კიდევ ბევრი სხვა გრძნობა.
-შენთვის არ მიკითხავს მემგონი(ნინი) ისევ ისეთი მშვიდი ხმა
-არ წახვალმეთქი( ბექა) იმხელა ხმაზე იღრიალა ნინი შეხტა
-ოეეე რა გაყვირებს, ან ვინ მოგცა უფლება რამე ამიკრძალო(ნინი) ისევ და ისევ მშვიდი ხმა.
-არ წახვალ და მორჩა(ბექა) ძალიან წყნარი ხმით წარმოთქვა, ბიჭებიც კი გაკვირვებულები უყურებდნენ.
ნინის არაფერი უთქვამს მაღლა ავიდა და უკან დაბრუნებულს თვალს ვერ მოწყვეტდი ისეთი ლამაზი იყო.
-ვაუ ნინ ძაან ლამაზი ხარ(ქეთი) ბექა ჯერ კიდევ დებილივით უყურებდა. ამ დროს ტელეფონის ხმაც გაისმა.
-გისმენ ვახუნხულ(ნინი)
-კი კი გამოვდივარ(ნინი) ბექამ ხელები მომუშტა.
-ვერსადაც ვერ გაადგამ ფეხს(ბექა) უკვე ყვიროდა.
-ქეთუს წავედი მე(ნინი) გაიკრიჭა და კარისკენ წავიდა
-გაჩერდი... ფეხს ვერ გაადგამ ვერსად(ბექა) წინ დაუდგა
-შენთვის არ მიკითხავს არაფერი(ნინი) ისევ ისეთი მშვიდი ხმა
-სადარი ეხლა ის ვახუნხულა(ბექა) ირონიიით წარმოთქვა.
კარზე ზარია. გააღო ბექამ და ნინი ისე ჩაეხუტა მონატრებულ სხეულს ძლივს მოაშოარა ბექამ და სახლში შემოუშვა.
-ნინი არსად არ მოდის დღეს(ბექა)
-და შენ ვინ გეკითხება საერთოდ(ვახო) ისიც უკვე ბრაზდებოდა
-ეგ შენი საქმე არ არის და შეგიძლია წახვიდე(ბექა)
-ნინი წავედით(ვახო) უკან მიტრიალდა მაგრამ სად არის ნინი.
-სად წავიდა(ბექა)
-სახლიდან გავიდა და საბა გაყვა უკან(დემე)
საბამ კარები შემოხსნა
-ბიჭო სად არი ნინი(ბექა)
-ტაქსში ჩაჯდა და ვეღარ დავეწიე(საბა)
-ქეთი დაურეკე დროზე მოვიდეს(ბექა) უკვე ნერვებმა უმტყუნა.
-არ იღებს, მე ვიცი სადაც წავიდოდა, წავალ და დაველაპარაკები(ქეთი)
-სად არის მითხარი და მე წავალ(ბექა)
-***** აქ. ოღონდ არ ეჩხუბო ისევ(ქეთი)
ბექას აღარც მოუსმენია ისე გავარდა სახლიდან. ადგილზე მისულმა მისი ფერადი თმები შეაჩნია გორაკზე.
-ნინი(ბექა) თითქოს დანაშაულის შეგრძნება არ ასვენებდა.
-აქ რას აკეთებ(ნინი) მისთვის უჩველო სევდით წარმოსთქვა.
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი, ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ არ შემიძლია გიყურო, როგორ მიდიხარ სხვასთან ერთად.(ბექა) ვერ გადაეწყვიტა გამოსტყდომოდა თუ არა სიყვარულში.
-რატომ? რატომ არ შეგიძლია დამაცადო ცხოვრება. რატომ ერევი ყოველთვის ჩემს საქმეში. რატომ არ მაქვს უფლება ვაკეთო ის რაც მინდა და ვიაროთ მასთან ერთად ვინც მე მომწონს(ნინი) კითხვები, რომლებიც გულს უღრნიდა.
-უბრალოდ შენს დაცვას ვცდილობ(ბექა) დამნაშავესავით ამოიჩურჩულა.
-ვისგან მიცავ, ჩემი ბავშვობის მეგობრისგან, რომელმაც ძმის მაგივრობა გამიწია და ყველაზე რთულ სიტუაციაში გვერდით დამიდგა?(ნინი) ახლა უფრო დამნაშავედ იგრძნო თავი.
-მე არ ვიცოდი, ბოდიში(ბექა) პირველად იხდიდა ბოდიშს მთელი ცხოვრების მანძილზე.
-ბოდიშით ყველაფერს ვერ გამოასწორებ და მათ შორის ვერც ტყუილს(ნინი) ნაწყენი ხმით ამოილაპარაკა.
-რა ტყუილს ნინი?(ბექა) ვერ მიხვდა რაზე ესაუბრებოდა.
-მარიამი შენი საცოლე იყო ხო?(ნინი) ახლაღა გაახსენდა, რომ ნინი ტყუილს ვერ იტანს და მას არასოდეს პატიობს არავის.
-მე უბრალოდ გეხუმრე... არ მეგონა თუ სერიოზულად მიიღებდი(ბექა) იცოდა როგორი ნაწყენი იყო ამ მომენტში ეს პატარა გოგონა.
-ხუმრობის და ტყუილის გარჩევა უნდა შეგეძლოს(ნინი)
-მე მართლა არ ვიცოდი თუ ასე გეწყინებოდა(ბექა) თავს ყველაზე საზიზღარ ადამიანად გრძნობდა.
-ამას აღარ აქვს მნიშვნელობა და არც შენ ხარ ვალდებული ანგარიშები ჩამაბარო რას რატომ აკეთებ და არც მე(ნინი) ვერწარმოიდგენთ, როგორ გაუჭირდა ამის თქმა.
-ვალდებული ვარ გესმის? ვალდებული ვარ შენ დაგიცვა და გაგიფრთხილდე. ვალდებული ვარ დაგიცვა ისეთი ხალხისგან ვინც გულს გატკენს და გაწყენინებს. ახლა უკვე ჩემი თავისგანაც.(ბექა)
-არანაირად არ ხარ ვალდებული რაიმე გააკეთო ჩემთვის მითუმეტეს მე შენთვის არავინ არ ვარ(ნინი) ამ სიტყვებზე უარყოფით პასუხს ელოდა.
-ხო მართალი ხარ... წავიდეთ სახლში?(ბექა) ორივეს უჭირდათ. ბექას იმის თქმის რაც თქვა და ნინის ბექას ნათქვამის გააზრება.
ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ვერ აღიარებენ. არ ვიცი ეს სიჯიუტეს დავაბრალო თუ გაუბედავობა, მაგრამ ფაქტია, რომ შეიძლება სამუდამოდ დაკარგონ ერთმანეთი. ყველაფერი იმიტომ, რომ ზედმეტად პრინციპულები ვართ. არ შეგვიძლია საყვარელი ადამიანის გამო რაიმეს დათმობა, არ შეგვიძლია მისი გულისთვის ჩვენს თავს შევეწინააღმდეგოთ.
-ნინი მოიცადე(ბექა)
-რა(ნინი) გაკვირვებულმა შეხედა.
-იცი რა?....
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლოს და ბოლოს აღიარებენ რომ ერთმანეთი უყვართ თუ ისევ ისე განაგრძობენ ერთმანეთის წვალებას.
-იცი რა? არ მაინტერესებს რას იფიქრებს სხვა. ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერი. არ მინდა გხედავდე, როგორ მიდიხარ სხვასთან ერთად ან თუნდაც ეხვევი. არ მინდა ისევ სულ ვკამათობდეთ და ერთმანეთის წვალებით ვერთობოდეთ. მინდა მე და შენ ვიყოთ ჩვენ. შენთან ერთად მინდა ცხოვრების გაგრძელება და არა შენს გარეშე. მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ ბედნიერები. რატომ არ მინდა, რომ სხვასთან იყო? იმიტომ, რომ მიყვარხარ. გესმის? მიყვარხარ.... ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.(ბექა)
როგორც იქნა ნინი ხმას ვერ იღებდა. ჯერ კიდევ შოკში იყო, უბრალოდ ჩაეხუტა. ჩახუტებაში უფრო დიდი სიყვარული ჩანდა, ვიდრე გაცრეცილ სიტყვებში. თითქოს მათი გულები შეერთდა და ერთი მთლიანი გახდა, რომელსაც სიცოცხლისთვის ორივე სხეული სჭირდება ერთად.
უბრალოდ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ხმას არ იღებდნენ.
-ბექუშ(ნინი) საყვარელი ხმით ამოილაპარაკა და გაიკრიჭა.
-გისმენ(ბექა) თვალებში უყურებდა და ტკბებოდა მისი სულის მშვენიერებით, რომელიც შესანიშნავად ჩანდა მათში.
-ხვალ წავალ სალონში და გადავიღებავ თმას თუ ასე ძალიან არ მოგწონს.(ნინი) გიკვირთ არა? მეც ძალიან.
-არა გქონდეს, მე ესეთი გიჟი შემიყვარდი და არ მინდა რომ ოდესმე შეიცვალო(ბექა) ღიმილით უთხრა.
ადამიანები ყოველთვის ამბობენ, რომ სიყვარული ცვლისო. ბექა და ნინი ნამდვილად შეცვალა სულ ოდნავ, მაგრამ ესეც საკმარისია.
-აუ ბექუშ წამო რა ტატუ გავიკეთოთ(ნინი)
-რა ტატუ გოგო(ბექა)
-აუ კაი მაშინ წავიდეთ სახლში(ნინი)
-რას მებუტები ამხელა გოგო ხარ უკვე(ბექა)
-ეხლა გავხდი ხო დიდი. აქამდე სუ იმას მეუბნებოდი პატარა ხარო(ნინი)
-აი ისევ პატარა ბავშვივით დაიწყე(ბექა) ამათ რომ არ იჩხუბონ ხომ არ შეუძლიათ. ნინი უკვე გეგმებს აწყობდა რას გააკეთებდა.
ვნახოთ რა საშინელება მოიფიქრა კიდე.
-არა მართლა წამო თორე ინერვიულებენ და თან მეძინება(ნინი)
-მაშინ სახლში მიგიყვან(ბექა)
-ქეთუსამ მთხოვა ჩემთან დარჩიო და თქვენთან ვრჩები დღეს(ნინი) განა მართლა ქეთიმ სთხოვა, არა უბრალოდ ვექას გაბრაზების გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა და მის განხორციელებას შეუდგა.
-ააა კაი მაშინ წავედით და ავღნიშნავთ დღეს(ბექა) თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა.
თხუთმეტ წუთში სახლის კარებთან იდგნენ და ხელ ჩაკიდებულები შევიდნენ სახლში.
-ვაიმეე გეღირსათ, არა რა საბა თქვი ჯერ როდის ვიძახდი ამათ ერთმანეთი უყვართმეთქი. როგორ აუხსენით ერთმანეთს სიყვარული? სად იყავით ამდენი ხანი? არ უნდა ავღნიშნოთ? როდის ქორწინდებით? ჯვრისწერა როდის არის? მე ვარ ხომ მეჯვარე?(ქეთი)
-აუ გოგო ამოისუნთქე რა(საბა) ყველა სიცილით იგუდებოდა ქეთის სახეზე.
-ჰა ეხლა არ უნდა ავღნიშნოთ? რახან თქვენ საშველი დააყენეთ ამის მერე რაღა გვიჭირს(დემე)
-მე კი დავაყენე საშველი, მაგრამ როდის უნდა გამოუტყდე შენ ნანკას რომ გიყვარს?(ბექა) ნიშნის მოგებით გადახედა. ქეთიმ დოინჯი შემოირტყა და თვალებ მოჭუტული დადგა.
-რა? შენ ვინმე გიყვარს და მე არ ვიცი? კარგი გოგოა? რამდენი წლისაა? სად სწავლობს? ლამაზია? სად ცხოვრობს? როდის უნდა აუხსნა სიყვარული? (ქეთი)
-აუ ამას ვინმემ დამაწყნარებელი დაალევინეთ თორე გარეკა უკვე.(ანდრეა)
-შენ ვისზე რას იძახი, შენნაირად ბეყესავით მაინც არ ვზივარ(ქეთი) არც ამას აქვს ნაკლებად მწარე ენა.
-ცოტა ტკბილი ჭამე იქნებ ოდნავ მაინც დაგიტკბეს ენა და ყოველ ჯერზე არ იგესლებოდე(ანდრეა)
-აუ გეყოთ რა ეხლა. აუ ბიჭო ელენეს ამოვიყვან და თან გაგაცნობთ(საბა) ქეთი უკვე მოემზადა კითხების დასასმელად მაგრამ საბამ დაასწრო.
-კი კარგი გოგოა და ლამაზიც. ამოვიყვან და გაგაცნობ ოღონდ ეხლა არ დაიწყო(საბა) სიცილით უთხრა.
-კაი მაშინ მე ნანკას დავურეკავ და ამოვა.(დემე)
-ეეე მე კიდე მაშინ ანის ამოვიყვან(ანდრეა)
-ეეე კაი მიდით მარა დროზე(ბექა)
-მე კიდე მაშინ გეგას დავპატიჟებ(ქეთი)
-ვინ არი გოგო გეგა? რატო უნდა დაპატიჟო შენს სახლში? (ანდრეა)
-დამამშვიდებელს მოგიტან(ქეთი)
ბექამ იცოდა, რომ ანდრეას და ქეთის ბავშვობიდან ერთმანეთის წვალება უყვარდათ, ამიტომ არ ერეოდა მათ კამთში.
-მე კი მომიტანე დამამშვიდებელი, მაგრამ შენთვის ტვინის მკვებავი გამოაყოლე(ანდრეა)
ქეთის აღარაფერი უთქვამს. გოგონებიც ამოვიდნენ. ერთმანეთს ძალიან მაგრად გაუგეს. თორმეტი საათისათვი ყველა უკვე ძალიან მთვრალი იყო ქეთის გარდა. ქეთი ადგა და შეუმჩნევლად გავიდა.
ღამის სიჩუმეში სეირნობა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. დღე, როდესაც მშობლები დაკარგა. დღე, როდესაც შვიდი წლის გოგონას გამოუცხადეს, რომ მისი მშობლები ანგელოზები გახდნენ. დღე, როდესაც ქეთი თვრამეტის ხდება, მაგრამ ვერასოდეს ვერ იტანს ამ დღეს. დღე, როდესაც უბრალოდ არავისთან ურთიერთობა არ უნდა.
ოც წუთში მშობლების საფლავთან იჯდა უკვე.
-დე, მა ნახეთ ისევ მოვედი. 18ის გავხდი დღეს და თქვენ ჩემს გვერდით ისევ არ ხართ. იცი როგორ მენატრებით ორივე? მა იცი როგორ მენატრება შენი ჩახუტება? დე იცი როგორ მენატრება შენი ხმა? ყველაზე მეტად მენატრებით. სულის ნაწილად მაკლიხართ. დავიღაკე უკვე უთქვენოდ ყოფნით, დავიღალე უკვე ბედნიერი გოგოს ნიღბის მორგებით. ძალიან დავიღალე.
ძალიან დიდი ხანი იჯდა საფლავთან. ასე უბრალოდ იჯდა და თითქოს ამ სიჩუმეში მათი ხმის გაგონებას ცდილობდა.
ნელ-ნელა დაიწყო სვლა თავისი საყვარელი ადგილისკენ, თან წვიმდა. თითქოს ამინდიც კი გრძნობდა მის სულში არსებულ ტკივილს და გვერდში ამოდგომას ცდილობდა. ღამის სამი საათია, გზაზე არავინ არ არის საერთოდ. ყოველთვის შუა გზაზე უყვარდა სიარული და ახლაც არ დაარღვია ჩვეულება.
უბრალოდ მიდის, ცრემლებმა თვალები დაუბინდეს. გულზე ხელებს იჭერდა, თითქოს უნდოდა ამოეგლიჯა გული, რომელიც ამხელა ტკივილს აყენებდა. მთელი მისი არსება კიოდა. კიოდა ვერ გამოუთქმელი ტკივილის გამო.
შემზარავი სიგნალის ხმა და...
რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა? ქეთი კარგად არის? ისმის პასუხს გაუცემელი კითხვები.
უკვე დილაა, მაგრამ ქეთი არ ჩანს. ყველაზე ძალიან ნერვიულობს.
-კიდევ ერთხელ დაურეკე იქნებ აიღოს(ანდრეა)
-არ მპასუხობს(ნინი)
-ცუდ ამბავს მალე გავიგებდით(ნანკა) დაწყნარებას შეეცედა.
-ბექა ხომ იცი მარტო უყვარს ამ დღეს ყოფნა(ნინი)
-მარტო უყვარს ყოფნა, მაგრამ არასოდეს არ წასულა ისე რომ არ უთქვამს.(ბექა)
-ბექა უპასუხე სწრაფად(ნინი) პირველივე ზარზე უთხრა
-ქეთი სად ხარ?(ბექა) ნერვიული ხმით კითხა. გამომეტყველება შეეცვალა.
-რა? რომელ საავადმყოფოში.(ბექა) ქეთის გარდა სხვა ვერავისზე ფიქრობდა ეხლა. ისე გავარდა სახლიდან არავისთვი არაფერი არ უთქვამს.
-გადარეკეთ ქეთის ტელეფონზე გაიგეთ, რომელ საავადმყოფოშია(ანდრეა)
ერთს საათში უკვე ყველა საავადმყოფოს დერეფანში ისდნენ და ელოდებოდნენ რა განაჩენს გამოუტანდა ცხოვრება მათ.
ყველანი ერთად კარგავდნენ დას. ადამიანს, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში გაეხიარულებინა ისინი. გოგონას, რომელიც საკმარისზე მეტად დაიტანჯა და ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ძალიან ლამაზი დღეები. არ შეიძლება ასე უბრალოდ დანებდეს და დატოვოს საყვარელი ადამიანები. არ შეიძლება ისეთმა მებრძოლმა ადამიანმა, როგორიც ქეთია ასე უბრალოდ ბრძოლის გარეშე, ბედნიერების მოპოვების გარეშე დატოვოს ეს სამყარო და გადაინაცვლოს მარადისობაში.
საოპერაციოდან ექთანი გამორბის
-სასწრაფოდ პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი გვჭირდება(ექთანი)
-მე.. მე მაქვს.. ჩემი გადაუსხით(ბექა) ძლივს მოაბა სათქმელს თავი
-წამოდით სწრაფად(ექთანი)
ბექას სისხლს უღებდნენ
-როგორ არის?(ბექა) შეშინებული ხმით იკითხა
-მე ვერაფერს ვერ გეტყვით(ექთანი) სევდიანი თვალებით გახედა
-გთხოვთ(ბექა) მის თვალებში ძალიან დიდ ტკივილს დაინახვდით
-ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, ძალიან რთული ოპერაციაა... სხვა ვერაფერს გეტყვით(ექთანი)
უკვე ცხრა საათია რაც საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი, მაგრამ არაფერია ახალი.
ყველა ძალიან ცუდადაა. ნინი და ბექა დაბლა სხედან და ხელი აქვთ ჩაკიდებული, თითქოს ამით ცდილობენ ერთმანეთის დამშვიდებას.
თორმეტი საათი გავიდა და საოპერაციოს კარი იღება. ექიმი გამოდის თან სევდიანი და თან გახარებული სახით.
-ექიმო როგორ არის(ბექა) ნერვიულობა პიკს აღწევდა.
-ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ხერხემალი აქვს დაზიანებული... ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით შეძლებს თუ არა სიარულს.(ექიმი) ეს უთხრა და გაეცალა.
უბრალოდ ყველა გაშეშდა. ხმას ვერავინ ვეღარ იღებდა.
ერთ საათში ქეთიმაც გაიღვიძა და ექიმი დანარჩენებს შეუძღვა პალატაში.
-როგორ ხარ?(ექიმი)
-შესანიშნავად. როდის გამწერთ?(ქეთი)
-ჯერ ერთი ტესტი უნდა ჩაგიტარო, ამაში შენი დახმარება მჭირდება და მერე ვისაუბროთ მაგაზე(ექიმი)
-კარგით(ქეთი)
გადასაფარებელი ფეხებზე გადახადა
-ამას გრძნობ?(ექიმი)
-რას(ქეთი) გაკვირვებულმა კითხა
-არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ პარალიზებული ხარ(ექიმი) სევდიანი თვალებით შეხედა
-ხომ არის შანსი, რომ ისევ გავიარო?(ქეთი) დადებითი პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-კი, მაგრამ ძალიან მცირე(ექიმი)
-ჩემთვის არ არსებობს დიდი და პატარა შანსები, აუცილებლად დავდგები ფეხზე(ქეთი) ექიმი გაკვირვებული უყურებდა.
-ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ(ანდრეა) მივიდა და მოეხვია.
-მაშინ შემიძლია საუკეთესო სპეციალისტი გირჩიოთ(ექიმი)
-სწორედ მაგაზე მინდოდა თქვენთან საუბარი(ბექა)
-ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ(ექიმი) ბექამ და ექიმმა პალატა დატოვეს.
-ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ(საბა) მივიდა და თავზე აკოცა.
ნინი გვერდით მიუწვა და უბრალოდ ჩაეხუტა. თითქოს დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი სითბო აღარ უგრძვნია. ერთი ჩახუტებით თითქოს გულის ერთი ნაწილი უკან დაბრუნდა, რომელიც აქამდე ეკლდა.
-ეეე კაი რა ნინი კი არ მოვკვდი რა იყო(ქეთი) სიცილით უთხრა. ნინიმ უბრალოდ სევდიანად გაუღიმა.
თქვენ გგონიათ მართლა ასე უდარდელად შეხვდა თავის ამბავს? არა რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდოდა მისი დარდი ვინმესათვის დაენახებინა.
ამ დროს ოთახში ბექა შემოვიდა.
-ჩემო პატარა ერთ კვირაში გაგწერენ და მეორე დღეს დაიწყებ მკურნალობას(ბექა)
-ერთი კვირა? კარგი რა აქ რა უნდა ვაკეთო ერთი კვირა(ქეთი)
-ოოო ნუ დაიწყე რა ეხლა. აქ ვიქნები მეც და არ მოგაწყენ ხო იცი(ნინი) საწოლიდან წამოხტა და გაეკრიჭა.
-აუ ბექა კარგი რა(ქეთი) სასაცილოდ დაემანჭა, როგორც ბავშვობაში
-ძალიან კი მიყვარხარ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს(ბექა) ბექამაც იგივე ჟესტი გაიმეორა.
-ბექუშ(ნინი)
-ხო ნინი(ბექა)
-იცი რა საყვარელი ხარ მასე, რომ იმანჭები(ნინი) და მანაც დააჯავრა.
-შენც ჩემო სიცოცხლე(ბექა)
-აუ ბიჭო წამო რა ვჭამოთ თორე მოვკვდი(საბა) გაიკრიჭა
-აუ ეს ვინაა ტო, ბიჭო ერთხელ მაინც შეარჩიე სწორად სიტუაცია მაგის სათქმელად(დემე)
-ოოო მშია და რა ვქნა(საბა)
-აუ მეც მშია რა(ქეთი)
-შენ ეხლა ცოტახანში ქათმის ბულიონს მოგიტანენ(ანდრეა) იცოდა, რომ ქეთი ბულიონს ვერ იტანდა.
-აუ კაი რა ბულიონი, აღარ მშია(ქეთი)
კარები იღება და ექთანი შემოდის საჭმლით ხელში და უკვე უნდა დაედგა ქეთის ხმა რომ გაიგო.
-არა, არ დადგათ. არ მშია, თუ შეიძლება უკან წაიღეთ(ქეთი) ბექამ კი დაუბრიალა ერთი თვალები, მაგრამ არ შეიჩნია.
-აუცილებელია, რომ ჭამოთ(ექთანი)
-დატოვეთ და შეჭამს(ანდრეა)
ექთანი გავიდა
-ერთი რამე შემისრულე და შევჭამ(ქეთი) საყვარლად გაუღიმა ანდრეას
-კარგი მითხარი რაც გინდა(ანდრეა)
-ჯერ დამპირდი(ქეთი)
-გპირდები(ანდრეა)
-ჩენთან ერთად შენც შეჭამ ამ ბულიონს(ქეთი) ნიშნის მოგებით გადახედა.
-აუ ოღონდ ეგ არა რა და რაც გინდა ის მთხოვე(ანდრეა) საწყალი თვალებით გადახედა
-არა, არა შენ უკვე დამპირდი(ქეთი) ვითომ მკაცრი ხმით უთხრა, მაგრამ ღიმილმა მაინც გასცა.
-აუ გთხოვ რა(ანდრეა) არაფერი აღარ უშველიდა.
-კარგი, მაგრამ ცოტა ძალიან(ანდრეა) ბოლოს დანებდა იცოდა, რომ მაინც არაფერი უშველიდა.
-მოდი, მოდი გავიყოფთ ნუ ღელავ(ქეთი) სიცილით უთხრა
-კარგო ხო(ანდრეა)
-ერთით ნული ანდრიუშ(ქეთი) კმაყოფილი სახით გახედა



№1 სტუმარი Lmaoo

არ ვიცი რბილად როგორ გითხრამაგრამ არც ის მიყვარს სათქმელს პირდაპირ რო არ ვამბობ ამიტომ შეიძლება უხეშად გამომივიდეს.
უაზრობაა.
ბოლომდე არ წამიკითხავს.
სადღაც შუაში გავწყვიე.
ჯერ დასაწყისიც რაღაც საშინელება იყო... მერეკიდე არაა საჭირო ფრჩხილებში ჩაწერო იმათ სახელი ვოისავ რაღაცებს ათქმეინებ ხოლმე. თუ ემოციის გამოხატვა გინდა გამოყავი დეფისით დიალოგის შემდეგ.
ამ ბექაზე მაგრად ამეშალა ნერვები. თუ უყვარს უთხრას თორე ისე მართლა რა მაგის საქმეა ნინი რას იზამს. მაგის ადგილზე ზედაც არ შევხედავდი.
ეს ანდრეა კიდე.. მივხდი უკვე რო ეგ და ქეთა ერთად უნდა დარჩნენ ბოლოს ან თუ დრამატულად დასრულება გინდა მოკლავ რომელიმეს და ვსო.
ვიცი შეიძლება ეს შენი პირველი ისტორიაა მაგრამ იმას ვერ გეტვო პირველისთვის კარგა მეთქი.
თუ სიუჟეტს საინტერესოდ წაიყვან,
გაითვალისწინებ რაც გითხარი და
გრამატიკულ შეცდომებსაც გაითვალისწინებ, შეიძლება რაღაც გამოვიდეს.
იმედი მაქვს არ გეწყინება უბრალოდ მე პირადად პირდაპირობა მირჩევნია, თან შენც უფრო გამოგადგება.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

მე ძალიან მომეწონა ველოდები გაგრძელებას heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი ნინი ნინა

Lmaoo
არ ვიცი რბილად როგორ გითხრამაგრამ არც ის მიყვარს სათქმელს პირდაპირ რო არ ვამბობ ამიტომ შეიძლება უხეშად გამომივიდეს.
უაზრობაა.
ბოლომდე არ წამიკითხავს.
სადღაც შუაში გავწყვიე.
ჯერ დასაწყისიც რაღაც საშინელება იყო... მერეკიდე არაა საჭირო ფრჩხილებში ჩაწერო იმათ სახელი ვოისავ რაღაცებს ათქმეინებ ხოლმე. თუ ემოციის გამოხატვა გინდა გამოყავი დეფისით დიალოგის შემდეგ.
ამ ბექაზე მაგრად ამეშალა ნერვები. თუ უყვარს უთხრას თორე ისე მართლა რა მაგის საქმეა ნინი რას იზამს. მაგის ადგილზე ზედაც არ შევხედავდი.
ეს ანდრეა კიდე.. მივხდი უკვე რო ეგ და ქეთა ერთად უნდა დარჩნენ ბოლოს ან თუ დრამატულად დასრულება გინდა მოკლავ რომელიმეს და ვსო.
ვიცი შეიძლება ეს შენი პირველი ისტორიაა მაგრამ იმას ვერ გეტვო პირველისთვის კარგა მეთქი.
თუ სიუჟეტს საინტერესოდ წაიყვან,
გაითვალისწინებ რაც გითხარი და
გრამატიკულ შეცდომებსაც გაითვალისწინებ, შეიძლება რაღაც გამოვიდეს.
იმედი მაქვს არ გეწყინება უბრალოდ მე პირადად პირდაპირობა მირჩევნია, თან შენც უფრო გამოგადგება.

ეს ისტორია დასრულებული მაქვს. ანდრეა და ქეთი ერთად არ რჩებიან და არც ვინმეს მოკვალს ვაპირებ. ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა ეს ისტორია და მეორე ნაწილის დაწერაც მთხოვეს. არ მწიყინს, რა თქმა უნდა ყველას ვერ მოეწონება და ვეცდები გავითვალისწინო შენი რჩევა. თუმცა გეტყვი, რომ ეს არის ჩემი სტილი, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს.

სტუმარი ქეთი
მე ძალიან მომეწონა ველოდები გაგრძელებას heart_eyes heart_eyes

მადლობა❤❤
--------------------
ნ.ჯიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent