შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი (საცდელი)


31-03-2018, 21:19
ავტორი Melancholic
ნანახია 1 728

ნელი ნაბიჯებით მიიწევდა, წვიმისაგან გაჟღენთილ ქუჩებში. პირს შავი პირბადე უფარავდა, სველი შავი თმა გვერდებზე ჩაეწნა და მხრებზე გადმოეყარა, შუბლზე ჩამოყრილი ჩოლკა უფრო კარგად გამოკვეთდა მის ცისფერ თვალებს. კურნოსა ცხვირი პირბადეში ჩაემალა. დიდი ზომის შავი დუტი ეცვა და კაპიშონი ეხურა. არც რაიმე დაავადება სჭირდა, არც ალერგიული იყო, და არც ვირუსების ეშინოდა. თავისი მიზეზი ჰქონდა. პირბადეს არსად იხსნიდა, ახლაც სამუშაოდან მიიწევდა დაღლილი სახლში. არავინ ჰყავდა, არც ნათესავები არც მშობლები, მხოლოდ ერთი მეგობარი ნია, რომელიც მისი კარის მეზობელი იყო.
ჩაბნელებულ სადარბაზოში როგორცკი შედგა ფეხი მაშინვე ვიღაცას შეასკდა. სახიდან პირბადე ჩამოსძვრა და მაშინვე სახეზე აიფარა ხელები, თვალებით კი პირბადეს ეძებდა.
- კარგად ხართ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ახალგაზრდამ.
- ჩემი ნიღაბი. - წაიჩურჩულა გოგონამ. ბიჭმა ძირს დაგდებული ნიღაბი აიღო და მიაწოდა. გოგონამ სწრაფად გამოართვა და საპირისპირო მხარეს შებრუნდა.
- უკაცრავად. - უთხრა და ლიფტისკენ წავიდა.
13 ღილაკს დააჭირა და დაელოდა.
სახლში შესვლის თანავე აივნის კარები და ფანჯრები დახსნა, კლაუსტროფობების ჩვევა. სულ ეშინოდა რომ გაიგუდებოდა.

* * *

აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა, ღამე იყო და ვერავინ დაინახავდა, სრულ სიბნელეში. საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, საერთოდაც მხოლოდ სამსახურზე და პაციენტებზე ფიქრობდა და სხვა არაფერზე. 27 წლის მარტოსული გოგონა რომელიც მხოლოდ სამსახურზე ფიქრობდა, საკუთარ მშობლებს ფიქრის ღირსადაც კი არ თვლიდა. სიგარეტის ნამწვავი მოიშორა პირბადე გაიკეთა და სახლში შებრუნდა როცა კარზე ზარის ხმა გაიგო, იცოდა რომ ნია იქნებოდა, რადგან მის გარდა 8 წელია ამ სახლში არავის დაუდგამს ფეხი. კარი გამოაღო და სრულიად უცხო შერჩა ხელში, ისიც კი გაიფიქრა კიდევ კარგი ნიღაბი მეკეთაო.
- გამარჯობა!? - წარმოთქვა დაბნეულმა ბიჭმა, გოგონამ იცნო ბიჭი რომელსაც წინა ღამით სადარბაზოში დაეჯახა.
- გამარჯობა.
- მე... გიო ბაბლუანი აქ ცხოვრობს?. - გოგონამ ხელით ანიშნა ნიას გვერდითა ბინაზე.
- მგონი აქ უნდა ცხოვრობდეს ზუსტად არვიცი. - წარმოთქვა გოგონამ და ზუსტად მაშინ გამოვიდა ნიაც სახლიდან.
- რენე!? ეს ვინარის?
- გიორგი ბაბლუანს ეძებს. - მოუჭრა მოკლედ და ბიჭი აათვალიერა. ლამაზი შავი თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა, გრძელი თმა, და თხელი წითელი ტუჩები. ნიამ ხელით იგივე კარზე ანიშნა რომელზეც წამის წინ რენემ უთხრა. ბიჭმაც მადლობა მოიხადა და კარზე ზარი დარეკა.
ნია და რენე დიდხანს საუბრობდნენ. ეს ორი ყველაზე კარგად უგებდნენ ერთმანეთს, ნია რენეზე 4 წლით უმცროსი იყო ამიტომ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა. უნდოდა რომ რენესავით კარგი ქირურგი დამდგარიყო.

* * *

ღამის 3 საათი იყო მობილურზე რომ დაურეკეს და სასწრაფოდ სთხოვეს საავადმყოფოში მისვლა. უცებ გაემზადა ნიღაბი გაიკეთა და სახლიდან გავიდა. ტაქსი ძლივს იპოვა რომ იქამდე მისულიყო. საავადმყოფოში შესულს სამი ექთანი დახვდა, სასწრაფოდ გაამზადეს და საოპერაციო ოთახში შეიყვანეს. რენემ ყველაფერი გამოჰკითხა პაციენტზე. გიორგი ბაბლუანი 27 წლის, მაშინვე მიხვდა ვინც იყო. გულს რამდენიმე მილიმეტრში იყო აცდენილი ტყვია. ძლივს გადაარჩინა, ასეთი ბევრი გადაურჩენია მაგრამ ტყვია გულთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, 12 საათი იყო ოპერაციაზე. წარმოგიდგენიათ რამდენ რამეს აკეთებენ ექიმები ვიღაცის უბადრუკი სულის გადასარჩენად!? და რამდენ ადამიანს სძულს ისინი.
პალატიდან დაქანცული გამოვიდა, ფეხზე ძლივს იდგა, ძალიან დასუსტებული იყო, ცისფერი თვალები ჩასწითლებოდა და უპეები ჩაშავებოდა. რომარა ამდენიხნით ოპერაციაზე ნამყოფი და უძილო, ადამიანს ნარკომანი ეგონებოდა. დერეფანში რამდენიმე ბიჭი დახვდა რომლებმაც კითხვები მიაყარეს ექიმს. ხელით თავის დამხმარეს ანიშნა, გოგონაც უხმოდ მივიდა ბიჭებთან და მდგომარეობა აუხსნა.
ერთ ერთ თავისუფალ პალატაში შევიდა და დაწოლის თანავე გაითიშა.

* * *

დილის 5 საათზე გაეღვიძა. თავი საშინლად სტკიოდა, თავის კაბინეტში შევიდა და წამალს ეძებდა როცა კარზე მიუკაკუნეს.
- შემოდით. - არც კი მიუხედავს ისე განაგრძო წამლის ძებნა.
- გამარჯობა. - მოესმა ნაცნობი ხმა და უკან მიბრუნდა.
- თქვენ...!?
- თქვენ...!? - ორივემ ერთდროულად წარმოთქვა და გაკვირვებულებმა შეხედეს ერთმანეთს.
- მე აქ ვმუშაობ.
- მე თქვენთან გამომგზავნეს გვინდა რომ გიორგი ბაბლუანი გაწეროთ, შეგიძლიათ? კარგად მოვუვლით. - გოგო ფანჯრისკენ შებრუნდა უჯრა გამოხსნა და სხვა პირბადე ამოიღო.
- დამცინით ხო? 12 საათი ვუკეთებდი ოპერაციას, ჯერ მხოლოდ 1 დღე გავიდა და როგორცკი გაიღვიძა უნდა წაიყვანოთ? - გოგომ პირბადე მოიხსნა და ამოისუნთქა. -დაფიქრდით რას მთხოვთ! ჩემს პაციენტს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. უნდა დაისვენოს, და ამ საკითხზე კიდევ თუ შემაწუხებთ ნახვის უფლებასაც კი აღარ მოგცემთ. - გოგონას ხმაში სიბრაზე იგრძნობოდა, ვერ იტანდა ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს. სახეზე სუფთა პირბადე მოირგო და ბიჭისკენ შებრუნდა რომელიც გაკვირვებული უყურებდა.
- კიდევ გაქვთ რამე სათქმელი?
- ნიღაბი... - თითი გაიშვირა ბიჭმა გოგოს სახისკენ. - რატომ ატარებთ ნიღაბს? ვინმეს ემალებით?
- მიკეთია ანუ მიზეზი მაქვს და იმიტომ, მაგრამ მიზეზი უკვე აღარაა თქვენი საქმე. - მკაცრად უთხრა გოგონამ, საბუთებს ხელი მოკიდა და პაციენტების გასასინჯად გავიდა. რამდენიმე პაციენტის შემდეგ, გიორგი ბაბლუანის პალატასაც მიადგა. შიგნით შესულს უცნობი დახვდა. პაციენტი უკვე კარგად იყო იმაზე კარგადაც კი ვიდრე უნდა ყოფილიყო, მიხვდა რაშიც იყო საქმე.
- ანუ არგტკივათ? - ჰკითხა და ხელი ჭრილობისკენ წაიღო.
- არა არა აღარ. - უცებ მიაყარა ანერვიულებულმა ბიჭმა.
- მომისმინე ახლა რეალურად მოიქცე ჯობია და კარგად მყოფის როლს ნუ თამაშობ, ასე ვერ გაგსინჯავ, და შესაბამისად ვერ ნორმალურად შევავსებ ანკეტას, იმედია გაითვალისწინებ ჩემს რჩევას, არმინდა ჭრილობა ხელახლა გავხსნა. - ბიჭი სახეზე წამოწითლდა. მერე მოეშვა და ყველაფერი უთხრა რასტკიოდა რააწუხებდა და ა.შ

* * *

საავადმყოფოსთან იდგა და ტაქსის გაჩერებას ცდილობდა, ფეხებთან მანქანა რო გაუჩერდა.
მანქანიდან თავი უცნობმა გადმოყო.
- წაგიყვანთ ექიმო, მაინც ერთი გზა გვაქვს.
- არაა საჭირო.
- ჩათვალეთ რომ ჩემი მეგობრის გადარჩენისთვის გიხდით მადლობას.
- სისულელეებს რატომ ლაპარაკობ!?. - შეუბღვირა გოგომ
- გთხოვთ. - გაუღიმა ბიჭმა, გოგომაც თავი გააქნია და მანქანაში ჩაჯდა.
- დიტო დადეშქელიანი. - გაუღიმა ბიჭმა და ხელი გაუწოდა.
- რენე ბოლქვაძე.
- რამდენი წლის ხარ, არა არუნდა გეკითხებოდე მაგრამ. მაგარი ექიმი ხარ.
- 27
- 27? ღადაობ? რაპატარა ხარ? - სიტყვა გაწელა ბიჭმა.
- პატარა არასდროს ვყოფილვარ. მითუმეტეს ახლა. - სევდიანად წარმოთქვა გოგონამ, ხელი პირბადეზე გადაისვა და ღრმად ამოიხრა. - რა პროფესიის ხარ? - უცებ შეცვალა თემა გოგომ.
- ლექტორი ვარ - გადახედა თვითკმაყოფილი სახით.
- აჰამ და რამდენი წლის. - მის სახეზე გაეცინა გოგონას.
- 32... სასწაულია შენ იცინი. არ მეტყვი ნიღაბი რატომ გიკეთია?
- არა. - მოკლედ მოუჭრა გოგომ და ბიჭის პროფილს. დააკვირდა ისეთი სწორი წარბები ჰქონდა გვერდიდან გოგოს ჰგავდა.
- ასე რატომ მიყურებ?
- ასე როგორ?
- აი ისე თითქოს ჩემს დახატვას აპირებ და კარგად მსწავლობ. - ჩაიცინა ბიჭმა.
- უბრალოდ ლამაზი პროფილი გაქვს.
- მეც გეტყოდი ლამაზი პროფილი გაქვს თუ არა მაგრამ ნიღაბს არ იხსნი. - ჩაიბუტბუტა გაბუტულმა ბიჭმა.
- კარგი მოვიხსნი, ოღონთ ერთი პირობით.
- რა პირობით? - სადარბაზოში შესული უცებ გაჩერდა ბიჭი.
- მარცხენა მხარეს არშემომხედო. - გოგოს თვალები აუწყლიანდა. ბიჭმა გაუღიმა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ამას რატომ ვაკეთებ? თავის თავს უსვამდა ათას კითხვას მაგრამ პასუხი არცერთზე არ ჰქონდა. გოგონამ პირბადე ნელი მოძრაობით მოიხსნა და მარცხენა მხარეს ხელი აიფარა. ისეთი ლამაზი იყო ბიჭს ვერც წარმოედგინა ისეთი რამ რაც მის სილამაზეს გადაფარავდა. დიდი და ლამაზი გამობურცული ტუჩემი და ძალიან საყვარელი პატარა ცხვირი ჰქონდა, ვერავინ იტყოდა რომ 27 წლის იყო. 15 წლის გოგონას ჰგავდა. ბიჭის თვალებიდან წამომავალი სითბო გოგოსაც ათბობდა.
ბიჭმა ხელი გოგოს მარცხენა ხელისკენ წაიღო, მაგრამ უკან დააბრუნა, ვერ ბედავდა შეხებას, ასეთი წმინდა არსებაზე, ეგონა რომ ეშმაკი ეხებოდა ანგელოზს.
- რაცარუნდა იყოს ანგელოზს ჰგავხარ. - წარმოთქვა ბიჭმა. გოგოს სახე უცინოდა, ეს სიცილიც კი ისეთი ლამაზი ჰქონდა რომ, ბიჭს გული უჩქარდებოდა მის ღიმილზე.

* * *

თითქმის ერთი თვე გავიდა მასმერე რაც დიტო გაიცნო, დაახლოვდნენ როცა რენეს თავისუფალი დრო ჰქონდა სულ აკითხავდა.
ერთ დღესაც დაღლილი სახლში მიდიოდა. ჩაბნელებულ ქუჩებს აქაიქ ლამპიონები ანათებდა, გოგონა საშინლად დაღლილი იყო, ტაქსიც ვერ გააჩერა დიტოსაც არ გახსენებია, 6 საათი აკეთებდა ოპერაციას, ბავშვი ძლივს გადაარჩინა. უკვე თავის ქუჩას უახლოვდებოდა ქუჩის კუთხეში მთვრალი კაცების ხარხარი რომ მოესმა და ნაბიჯს აუჩქარა. კაცები გოგოს მიუახლოვდნენ და გარს შემოეხვივნენ.
- უკაცრავად რამე გინდათ? - უშფოთველად მიუგო გოგონამ
- კი შენი ნიღაბი. - სიცილით უთხრა ერთმა და დანარჩენებიც აყვნენ.
- მე უფრო მჭირდება ვიდრე თქვენ თორემ მოგცემდით.
- მთლიანად შენზე რას იტყოდი? არმოგვცემ? - თმაზე ჩამოუსვა გოგოს ხელი ერთერთმა, გოგომ ხელი უხეშად მოაშორებინა. ბიჭები ამაზე გაბრაზდნენ და კედელთან მიიმწყვდიეს 3 ბიჭს ნამდვილად ვერ მოერეოდა. ნიღაბი მოაძრო ერთ ერთმა და შეათვალიერა.
- მშვენიერი შრამია. ხომ არ დაგვემატებინა ბიჭებო? - გოგოს სახეზე ფერები გადაუვიდა ისე შეეშინდა.
- არა გთხოვთ გაჩერდით რასაკეთებთ. - შეშინებულ გოგოს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ბიჭის ხელში ათამაშებულ დანას შიშით გახედა.
ბიჭმა გოგოს თავში ჩაარტყა. რენეს თავბრუ დაეხვა და ძირს დაეცა, ცხადად ვერაფერს ხედავდა, სადღაც მიათრევდნენ მაგრამ გაჩერდნენ. გასროლის ხმაც გაიგო და ისიც როგორ დაეცა ორივე ძირს, შემდეგ ნაცნობი სურნელი ახსოვს, ვიღაცამ ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.

* * *

დილით თავის ტკივილმა გააღვიძა, რომ გაანალიზა რომ გვერდზე დიტო ეწვა და უყურებდა მაშინვე აიფარა სახეზე ხელები და საწოლიდან წამოხტა, კართან მისულს თავბრუ დაეხვა და რომ არა ბიჭის ძლიერი მკლავები დაეცემოდა. სახიდან ხელს არაფრის დიდებით არ იღებდა, რათქმაუნდა დიტოს უკვე ნანახი ჰქონდა მისი შრამი მაგრამ მაინც არ იღებდა ხელს.
ბიჭმა ხელი ნელი მოძრაობით მოაშორებინა, გოგოს თვალები აემღვრა და ლოყაზე ცრებლი ჩამოუგორდა. ბიჭმა ცრემლი მოაშორა და შრაბზე გადაუსვა ხელი. ტუჩის კუთხიდან, ნიკაპის გავლით და შემდეგ ყურამდე ჰქონდა საშინელი შრამი.
- გტკივა? - ჰკითხა სევდანარევი ხმით ბიჭმა. - ისე როგორც არასდროს. - აქვითინდა გოგო, ბიჭმა ხელები მოხვია და გულში მაგრას ჩაიკრა.
- მომიყევი. - დიდი ყოყმანის შემდეგ გოგონამ მოყოლა დაიწყო.
- ერთ დღეს როცა მამა სახლიდან გავიდა რომ, ჩემთვის დაბადების დღის საჩუქარი ეყიდა... დედას დაურეკეს და უთხრეს რომ... ის მოკვდა - უფრო უმატა გოგომ ტირილს. - დედაჩემი არც მანამდე მექცეოდა კარგად, ტელეფონი დაამტვრია სახლიდან გავიდა და სახლში საშინლად მთვრალი დაბრუნდა, 13 წლის ვიყავი. საჭმლის გაკეთება მთხოვა. თითი გავიჭერი, გაბრაზდა მომიახლოვდა და დანა სახეზე მომიქნია. - სიმწრით უჭერდა ბიჭს მხრებზე ხელებს და სხეულზა ეკვროდა. რატის თვალები აუწყლიანდა და გოგო უფრო მაგრად ჩაიკრა გულში.

გავაგრძელო?



№1 სტუმარი manana

აუცილებლად გააგრძელე, კარგია ....

 


№2  offline წევრი Melancholic

err
meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო

Didi madloba❤

manana
აუცილებლად გააგრძელე, კარგია ....

Aucileblad. Didi madloba❤

 


№3 სტუმარი kusa13

მმომეწონაძალიან ❤ შინაარსიც კარგია, უბრალოც თითქოს მოვლენები სწრაფად ვითარდება, თუმცა აუცილებლად გააგრძელე ❤❤

 


№4  offline წევრი Melancholic

kusa13
მმომეწონაძალიან ❤ შინაარსიც კარგია, უბრალოც თითქოს მოვლენები სწრაფად ვითარდება, თუმცა აუცილებლად გააგრძელე ❤❤

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent