იისფერი სიყვარული 18+ #2
კესოს საერთოდ არ უნდოდა დილით გაღვიძება, თუმცა მისი ტელეფონი მონოტონურად აგრძელებდა არა სასიამოვნო მელოდიას, ბოლოს როგორც იქნა იკადრა, ჯერ ცალი თვალი გაახილა, ერთი ამოიზმუვლა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადაწვდა. ეკრანზე მეგობრის სახელის წაკითხვამ გაახალისა და საწოლზე წამოჯდა - კესო, რას შვრები ამდენი ხანი, რომ გირეკავ? - უკმაყოფილო ტონი ჭარბობდა მის ხმაში - მეძინა ლილე, ხომ იცი როგორი ძილის მონა ვარ?! - გაიცინა და ფეხები ორად მოკეცა - კარგი, შენთან მოვდივარ უკვე, გზაში ვარ რა წამოგიღო? - არაფერი არ მინდა, შენ თუ გინდა რამე ის წამოიღე, რამდენ ხანში მოხვალ? - ასე 10-15 წუთში მანდ ვიქნები - მხიარულად ჩასძახა და გაუთიშა. მეგობრის ნახვის სურვილმა უფრო აიტანა და ბედნიერმა გაიღიმა, წამოდგა დაკეცილი ტანსაცმელი მოათვალიარა, ჩაიცვა და საწოლი აალაგა. რატომღაც ისევ დემეტრეზე ფიქრებმა წაიღეს, დღეს საერთოდ არ დაურეკია. სავარაუდოდ სძინავს... არადა თვითონ უნდა დარეკვა მაგრამ თან რაღაც აკავებს. ლილესთან საუბარი ყოველთვის შველოდა, ახლაც დაელაპარაკება, ლილემ ძალიან კარგად იცის მისი პირადი ასე თუ ისე, ყოველთვის სწორ რჩევებს აძლევს და იმედი აქვს ახლაც დაეხმარება. თუმცა გულმა მაინც წასძლია და დემეტრესთან დარეკა, რამდენიმე გამოტოვებული ზარის შემდეგ მობილური ისევ ტუმბოზე დააბრუნა და სამზარეულოში გავიდა. ლილეს წკაპუნების ხმა სადარბაზოდანვე გაისმა, კარები გააღო და მეგობრის ამოწკაპუნებას დაელოდა. სანამ ერთმანეთი გვარიანად არ ჩაკოცნეს და მამაპაპურად არ მოიკითხეს ოთახში არ შესულან, რამდენიმე წუთში კი ცხელი ყავით ხელში გამოვიდა კესო და ჟურნალების მაგიდაზე დადო. - რაღაც მაქვს სათქმელი და შენი რჩევა მჭირდება, ოღონდ ისედაც ნუ დამიმატებ რა ძალიან გთხოვ - ნაღვლიანად ამოიოხრა და ბალიშიდან გამოშვერილ ერთ ღერ ძაფს გაეთამაშა - ისევ დემეტრეს ეხება არა? - მობეზრებულად ჩაილაპარაკა ლილემ - ხო და აღარ ვიცი რა ვთქვა, რა ვიფიქრო, გუშინ ვუთხარი რომ ასეთი ურთიერთობები მღლიდა, რომ მინდოდა მასთან ერთად სეირნობა და ასე შემდეგ. მე მეგონა ჩხუბით დამიწყებდა ლაპარაკს ან რამე მაგრამ პირიქით, ძალიან მშვიდად ამიხსნა ყველაფერი, იცი თითქოს რაღაც მომენტში დამარწმუნა კიდევაც რომ ვუყვარვარ, თუმცა არ უთქვამს პირდაპირ - აბა ისევ ირიბად გადაგიკრა? - ირონია გაურია ლილემ და თვალები გადაატრიალა - არა უბრალოდ მითხრა რომ არ არის აუცილებელი სიყვარულის ძახილი და მისი ქცევებიდან უნდა მივხვდე ყველაფერს, გეფიცები ლილე ხანდახან იმდენად მაგიჟებს მისი სიახლოვე, მჯერა რასაც ამბობს ყველაფრის მაგრამ ხანდახან ისე იქცევა, ვფიქრობ რომ უბრალოდ მისი სექსის ობიექტი ვარ - როდემდე უნდა იტანჯო მერე თავი? მოგწონს ეს ურთიერთობა და მიგაჩნია რომ ჯანსაღია? დაანებე მაგ ტიპს კესო თავი, დაანებე! ეგ არ არის ნორმალური, მაგ ადამიანთან შენ მომავალი არ გაქვს და დროს ტყუილად ფლანგავ, გაიხედე რამდენი კარგი ბიჭია, სულ სახლში ჩაჯექი და მხოლოდ იმას ფიქრობ დემეტრე როდის დაგირეკავს, დემეტრე როდის მოვა. უნდა გამოფხიზლდე და მიხვდე რომ შენი ცხოვრება დემეტრეთი არც დაწყებულა და არც მთავრდება, შენ თუ მისთვის მართლა რამეს ნიშნავ ის ამდენს არ განერვიულებს. - გულწრფელად აუხსნა ყველაფერი ლილე, იცოდა რომ კესოსთვის ამ ყველაფრის თქმას დიდად აზრი არ ჰქონდა თუმცა, მაინც კიდევ ერთხელ უმეორებდა - ვფიქრობდი საერთოდ არ დავეკონტაქტები თქო, მაგრამ ამით ის რომ დავკარგო? მიღირს ეს მის დაკარგვად? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა - ღმერთო დიდებულო! იმან უნდა იდარდოს შენ თუ დაგკარგავს, აი შენ თავში დარწმუნდი, დაანებე ცოტახნით თავი, არ დაურეკო, არ აიღო როცა დაგირეკავს, საერთოდ არ ნახო და არ დაეკონტაქტო, დარწმუნდი მართლა გიყვარს თუ არა, ან იმას უყვარხარ თუ არა. რა მოხდება 2-3 დღე უბრალოდ დემეტრეს თუ ამოიგდებ და რეალური ცხოვრებით დაკავდები? წადი უნივერსიტეტში, გაერთე მეგობრებთან ერთად, რაღაც გააკეთე ისეთი, რომ ყურადღება გადაიტანო. გთხოვ კესო დამიჯერე ამ ერთხელ, მხოლოდ 3 დღე და მერე ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ ის არ იფიქრო აი 3 დღე როდის გავაო, რეალური ცხოვრებით იცხოვრე - მკაცრად ჩაილაპარაკა ლილემ და თითი ისე დაუკაკუნა მაგიდაზე, თითქოს რომელიმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიეღო - მართალი ხარ, დემეტრეს ჩემს სიახლოვეს აღარ მოვუშვებ, მიჭირს მაგრამ მირჩევნია ასე ორივე გავერკვეთ. - ხოდა ძალიან კარგი, რომელ საათზე გაქვს დღეს ლექციები? - დღეს არ ვაპირებდი წასვლას - რატომ? - რავიცი უბრალოდ - ახლა გაჩერდი, წახვალ და დაიბრუნებ შენს ძველ დიდებას - ფეხზე წამოდგა და ჭიქები გაიტანა - ხო და რომელ საათზე გაქვს? - 6 ზე, 9 ზე მიმთავრდება. - გოგმანით ჩაილაპარაკა - ძალიან კარგი, წახვალ და საერთოდ დაიკიდებ მაგ დემეტრე თავაღებულს! - უცბად შეცვალა წოდება და თვითონვე გაეცინა. ცოტახანი კიდევ იჭორავეს, შემდეგ ლილე წავიდა და ისევ მარტო დარჩა კესო. საკუთარ თავში აღმოაჩინა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ტელეფონი არ შეუმოწმებია, ბედნიერი და იმედით აღსავსე გავიდა საძინებელში, ტუმბოზე დატოვებულ ტელეფონს, მხოლოდ ერთი და ისიც შუაში ამშვენებდა ღილაკი, აცახცახებულმა დააჭირა და სიახლის მსგავსი არაფერი დახვდა. იმდენად ეტკინა მართლა გადაწყვიტა გეგმის სისრულეში მოყვანა. გაზაფხულის მიწურული იყო, საკმაოდ შილიფად ჩაიცვა, რამდენიმე დღეში ფინალურები ეწყებოდა და დიდად გადაღლა ლექციებზე აღარ იყო, ერთ გაჩერებასთან დადგა და ლოდინი რომ დაეზარა, მეორე გაჩერებამდე ფეხით იარა. გზაში საკმაოდ ბევრი წყვილი შეათვალიერა, ასეთ დროს და თან გაზაფხულზე ქვეყანა სიყვარულით ივსება. გულში ფიქრობდა იმაზე, თუ მოუწევდა თვითონაც ასე ყოფნა ოდესმე, რატომ არ შეიძლება ახლა ამ წყვილებს შორის ერთ-ერთი თვითნ იყოს? რატომ არ შეიძლება დემეტრესთან ერთად სეირნობდეს და მისით ტკბებოდეს. ავტობუსმა ყველა ფიქრი გაუფანტა, საბედნიეროდ ბევრი ხალხი არ იყო და უკანა მხარეს დაჯდა. ყველაზე მეტად უყვარდა ყოველთვის გაზაფხული, თვითონ ხომ ისედაც გაზაფხულის გოგონაა და ისედაც რა ბედნიერება და სილაღე მოაქვს მისთვის ამ სეზონს წარმოუდგენელია. ეზოში შესვლისთანავე მიეგება ერეკლე, ჭორები ყოველთვის დადიოდა რომ ერეკლეს მოსწონდა, ნუ ყოველშემთხვევაში მის ყურამდე ასე მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერეკლეს მთელი მეოთხე წელი იცნობდა, მისგან ზედმეტი არასდროს უგრძვნია არაფერი. იყო პერიოდი როდესაც ურთიერთობაზე ფიქრიც შეიძლებოდა, თუმცა სწორედ მაშინ გამოჩნდა დემეტრეც. დემეტრეს გამოჩენამ ყველაფერი გადაავიწყა და სამუდამოდ დაავიწყა სხვა ბიჭების არსებობა, განსაკუთრებით ერეკლესი.. - როგორ ხარ კესო? - უშუალოდ მოიკითხა, გადაკოცნა და ჩაეხუტა - კარგად შენ როგორ ხარ? დღეს ლექციები გვემთხვევა? - კი, გაგვიცდა ჩვენ წინაზე ნუგზარის ლექცია და დღეს თქვენთან ერთად გვიტარდება - აუხსნა და ხელ გადახვეულებმა ჩაიარეს ეზო, სადაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქციეს - რა ხდება ახალი ერეკლე, როგორ მიდის საქმეები? - გააჩნია შენ რომელი საქმე გაინტერესებს - ჩაიცინა და თავი გადაატრიალა - რავიცი, შენ ისე იკარგები და მერე ისე ჩნდები, სიახლეების მეტი რა გექნება - კესოსაც ჩაეცინა და ეჭვნარევი მზერით ახედა - დღეს რომელზე ამთავრებ ლექციებს? - თითქოს არაფრად ჩააგდო კითხვა - 9 ზე - ხოდა 9 სთვის გამოგივლი და სახლამდე გაგაცილებ, თან როგორც იტყვი ხოლმე შენ წავიჭორავებთ - ჩაეცინა და მის წინ დადგა - ნოუ ფრობლემ მეფე ერეკლე. ჩაო 9 ზე აქ დაგელოდები - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ლექციებზე შევიდა. ყველაფერთან ერთად აღმოაჩინა, რომ ტელეფონი სახლში დარჩენია. გულში ხითხითებდა და აი თუ ბედი არ არისო იძახდა. ლექციების შემდეგ მართლაც შეხვდა ერეკლე და ხელმკლავით გაუყვნენ გზას - რას აპირებ როცა დავამთავრებთ? ბოლოს და ბოლოს მეოთხე კურსია - ჩაეკითხა კესოს - არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია. მაგისტრს გადავავადებ და ერთი წელი ალბათ ვიმუშავებ, შენ რას აპირებ? - ალბათ ჩემ ძმასთან დავიწყებ მეც მუშაობას, რავი ჯერ არ მომიფიქრებია არც მე. უნდა შევირგო ეს ზაფხული და ცოტახანი დავივიწყებ მეც სწავლას - ჩაეცინა - ისედაც არ დადიხარ და დასვენებული არ ხარ? - აუ ძაან დავიღალე უკვე, ეს ბოლო თვეები გადავიტვირთე მაგრად. ოპერაციის მერე ძირითადა მერჩივნა სახლში ამენაზღაურებინა გაცდენილები - გულწრფელად აუხსნა მიზეზები - ხოო შენ წელს მაგრად გადარჩი, თან კიდე კაი სადიპლომოს არ ვიცავთ და საგანი დავიმატეთ - ისე შენ და დემეტრე რას შვრებით, კიდე ერთად ხართ? - რაღაც ორაზროვნად გამოუვიდა კითხვა. - მე და დემეტრე? - გულწრფელად გაუკვირდა კესოს - მე და დემეტრე ერთად არც არასდროს არ ვყოფილვართ - ოჰ კაი ახლა, ყველა თქვენზე ლაპარაკობს - არ დაიჯერა ერეკლემ - ჩვენზე? ვინ რას ლაპარაკობს? - გაეცინა კესოს - დემეტრე ჩვენთან არც სწავლობს, ან საიდან რა მოიტანეს? - რავი ხო იცი რა პოპულარული ხარ, შენზე ყოველთვის იქნება ლაპარაკი - ერეკლეს სიტყვებში სიმართლის მარცვლის პოვნა შეიძლებოდა, კესო ძალიან ლამაზი იყო და მუდამ შურიანი გოგოების და დორბლებ წამოსული ბიჭების განხილვის თემა იყო. რეალურად ვერავინ ამბობდა დაზუსტებით მათი რომანის შესახებ თუმცა ჭორები მართლა დადიოდა - არა ერეკლე, მე და დემეტრე არ ვართ ერთად. - კაია მერე ხო იცი მე შენ არ მემეტები ასე პაჭა პუჭა ხალხისთვის - ინტრიგნულად ჩაილაპარაკა, რაზეც კესომ გულიანაც გადაიკისკისა - ოჰ, აბა ვისთვის გემეტები? - რავიცი, კარგ ბიჭებს რა დალევს - ერეკლესაც გაეცინა. კესოსს სახლს მიუახლოვდნენ, ერთმანეთს დაემშვიდობნენ, წამოსვლის წინ ერეკლემ ჰკითხა, თუ ეცლებოდა ამ დღეებში რომ სადმე წასულიყვნენ, თითქოს დემეტრესთან არ ყოფნის პასუხით შეგულიანდა და კესოს თანხმობამაც უფრო გაახარა. კორპუსთან იდგა სანამ კესო არ გაუჩინარდა, შემდეგ თავის გზას დაადგა ერეკლეც. სახლში მისულმა ტელეფონი შეამოწმა, უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დახვდა დემეტრესგან, ისე წაშალა არც გაუხსნია. ბოლოს ტელეფონი საერთოდ გამორთა. ნამდვილად აღარ უნდა ამდენი ტყუილის მოსმენა და ასე უაზროდ ყოფნა, ყოველშემთხვევაში დროებით მაინც. სანამ საკუთარ თავში არ დალაგდება. გვიანობამდე იმეცადინა, უკვე ყველაფერი გადაზეპირებული აქვს თუმცა მაინც ცდილობს, ბოლო წვეთამდე დაიზუთხოს, მერე გემრიელად ჭამა და მისთვის საყვარელ მელოდრამას ჩაუჯდა. ისე შემოაღამდა ვერც მიხვდა, ძილი მოერია და დასაწოლად მოემზადა. ლეპტოპი გადახსნა და დღევანდელზე ლილეს მოუყვა ყველაფერი, ლილეც აღფრთოვანებული გაიძახოდა, ხომ გეუბნებოდიო. მოკლედ დღით კმაყოფილმა ლეპტოპიც დახურა და საბოლოოდ შეეცადა ძილისთვის მიეცა თავი. ზუსტად როდის ჩაეძინა არ ახსოვს, თუმცა ფიქრობდა მომავალზე, რა იქნებოდა უნივერსიტეტის შემდეგ. იქნებ სულაც მშობლებთან წასულიყო უცხოეთში? თუმცა არც ის უნდოდა სულ გაუცხოვებულიყო. პატრიტული სულისკვეთება და საქართველოსადმი სიყვარული ძარღვებში ისე მიედინებოდა, თითქოს სისხლი ეშთანთქა და მამოძრავებელი ძალა გამხდარიყო. არა გამორიცხულია, აქ უნდა დარჩეს, საქართველოში! იმდენად არის შეყვარებული აქაურობაზე, საკუთარი თავი სხვაგან არც წარმოუდგენია. სიზმარში იყო თუ ცხადში ვერ გაერკვია, თუმცა როდესაც ბრახუნის ხმა იზრდებოდა, გამოერკვა და მიხვდა რომ ნამდვილად ცხადში იყო. შეშინებული რამდენიმე წამში გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა და ხალათი მოიცვა. შიშმა აიტანა, ვიღაც გამწარებული აბრახუნებდა კარებზე. საერთოდ არ უნდოდა პასუხის გაცემა, გაიხედა თუმცა ვერავინ დაინახა ისეთი სიბნელე იყო, თითქოს წყვდიადი ჩამოწოლილიყო. საბოლოოდ გარისკა და როდესაც ხმა აღარ გაჩერდა იკითხა - ვინ არის? - გააღე კარები თორე წიხლით შემოვანგრევ - გაფოცებული ღრიალებდა კარს იქით მდგომი დემეტრე. ერთიანად გაშრა და ხმა წაერთვა. კარები შეშინებულმა გააღო და სიბნელის მიუხედავად, კარგად გაარჩია დემეტრეს თვალებიდან გადმომავალი ცეცხლოვანი ლავა. - სულ გააფრინე? - უღრიალა და რკინის კარი ხმაურიანად დახურა - სად ხარ მთელი დღე რომ გირეკავ? გინდა რომ ჭკუიდან შევიშალო? - გაცხარებული ჩხუბობდა, კესოს არაფერი უთქვამს, შეტრიალდა და ჩამრთველს ხელი მიაჭირა. სინათლეში უფრო კარგად გამოჩნდა დემეტრეს შეშლილი და არა ადამიანური სახე. - რა გინდა დემეტრე? ვინ მოგცა უფლება რომ ასე მიყვირო და შემომივარდე? - ახლა უკვე კესო გაბრაზდა და შეუტია - რა მინდა კი არა, ცოცხალი რომ ხარ და არ გკლავ მადლობა უნდა თქვა! მთელი დღეა ადამიანს არ ვგავარ, გირეკავ არ მპასუხობ, გწერ არ მწერ, მერე კიდე საერთოდ თიშავ ტელეფონს. ასჯერ ამოვედი სახლში და არცერთხელ არ დამხვდი, სულ გააფრინე? ერთი რომ დაგერეკა არ შეგეძლო? თუ ფეხებზე დაიკიდე რომ მეც ვარსებობ? - ბოლო სიტყვები ზიზღით ჩაილაპარაკა და მთელი სიბრაზე ამოაყოლა - ფეხებზე შენ გკიდივარ ეს ერთი და მერე მეორეც საერთოდ რატომ ღელავ ჩემზე? ხომ ხედავ ძალიან კარგად ვარ, ეს სპექტაკლები და დრამები საჭირო არ არის, თუ რამისთვის მოხვედი დროზე მოიმთავრე საქმე და წადი, როგორც გჩვევია ხოლმე - მთელი დაგროვილი ენერგიით წამოიყვირა და ბოლომდე დაცლილი გახშირებული სუნთქავდა - რაო? - ხმა ჩაუწყდა დემეტრეს - საქმე მოვიმთავრო? - თითქოს აგონიაში ჩავარდა - რას ბოდავ საერთოდ აზრზე თუ ხარ? - თვალებდაწვრილებული, ხმაში სევდა, ზიზღი და ბრაზი გარეოდა - ძალიან კარგად ვარ და ძალიან კარგ აზრზე ვარ, რა ტყუილს ვამბობ რამეს? რისთვის მოხვედი? გრძნობები აგეშალა და მოაკითხე შენთვის გასართობ სექს თოჯინას? - აღარც კესო აპირებდა დანებებას, თან შეატყო დემეტრეს გაოცება - კესო რეებს ლაპარაკობ სულ გააფრინე? - მთელი ხმით ყვიროდა ისიც, თუმცა ბოლოს ხმა შეირბილა - რა სექს თოჯინა, ვინ გამოგიტენა თავი ამ #ლეობებით? ეს დედა მოტ@@ული - დაიჭექა, მერე უცბად მიტრიალდა, ისევ შემოტრიალდა კესო აათვალიერა, თავი გააქნია და ჩილააპრაკა, უფრო თავისთვის მაგრამ კესომ მაინც გაიგო - სულ ტყუილად ავაგე ოცნების ხუხულა. საბოლოოდ კი სივრცეში გაუჩინარდა, კესო კი დარჩა გახევებული, ცრემლებს ერთიანად დაეფარა მისი სახე. კარების დაკეტვა ძლივს მოახერხა და იქვე დაჯდა, ხელები სახეზე აიფარა და გულამოსკვნილი ატირდა. ____________________ მინდა რომ შეაფასოთ და დაწეროთ თქვენი მოლოდინები ისტორიასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ ეს ჩემთვის სტიმული იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.