შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ჩვენს ქუჩაზეც მოდის (თავი მესამე)


1-04-2018, 22:39
ავტორი aleqsandra martishvili
ნანახია 1 214

ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება რაღაც საინტერესო მელის , დროა გადავაფასო აზრები და იდეები ჯერ კიდევ გუშინ ვამბობდი სიყვარულისთვის დრო არ მაქვს მეთქი. დღეს კი უკვე მზად ვარ ხელებგაშლილი შევეგებო ცვლილებებს. ასეთ კარგ განწყობაზე რამდენი ხანია არ ვყოფილვარ, თითქოს ფრთები გამომესხა და საცაა გავფრინდები. თან ვღელავ, სანდრომ მომწერა უნდა გამოგიაროო და ველოდები. ჯერ სულ ახლახან მივიღე მისგან შეტყობინება და უკვე ვეღარ ვითმენ, ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ მას.
რაღაც დროის შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე მისგან, მწერდა რომ გარეთ მელოდა, მეც ხელი დავავლე ჩანთას და სწრაფად გავქანდი გარეთ. ლიფტში ჩემს გარდა არავინ იყო და სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე, გარეთ გასულმა სანდრო დავინახე, მიღიმოდა და ჩემზე არანაკლებ ბედნიერი თვალებით მიცქერდა. ერთმანეთს რომ მივუახლოვდით მაკოცა მე უკან გავიხედე თითქოს მეშინოდა ვინმეს არ დავენახეთ შემდეგ მან მანქანის კარები გამიღო და წავედით. მეგონა უნივერსიტეტში მივდიოდით მან კი გზას გადაუხვია.
-საით?
-სიურპრიზია, გპირდები მოგეწონება, წინასწარ გთხოვ არ დაიწყო ახლა როდის მოვალთ, სად მივდივართ , სახლში რომ არიციან და ასეთები. ნუ ინერვიულებ ისეთს არაფერს ვიზამ შენ მშობლებს პოლიციის გამოძახება რომ მოუწიოთ ან სახლში, რომ აღარ შეგიშვან ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იქნება დამიჯერე.
-მე შენი მჯერა , შენც ხომ იცი სხვაგვარად რომ იყოს არც გამოგყვებოდი, ან აქვე გადავხტებოდი მანქანიდან , ბოლომდე მოგენდობი სან...
სანდრომ ხელი ჩამკიდა და გამიღიმა, საფირმო ღიმილით , რომელიც ასე მიყვარდა მასში.
-სანდრა შენზე თითქმის არაფერი ვიცი, მომიყევი რა რამე.
-როგორი ვარ ეს უკვე ისედაც იცი კალანდარიშვილების მთელ ოჯახზე გინდა გიამბო?
-მამაშენს კოტე ქვია ხო, კოტე კალანდარიშვილი
-ხო, აი გცოდნია კიდევაც
- მსმენია საიდანღაც , მაგრამ საიდან არ მახსენდება.
-არც მე ვიცი ბევრი რამ შენზე.
-მე აქ დედ-მამა მყავს, რომლებსაც მალე შენც გაიცნობ ,მათ შენს შესახებ ვუამბე და ძალიან უნდათ შენი გაცნობა, უნივერსიტეტთან ერთად ახლა მამას ვეხმარები კომპანიის საქმეებში, ოსლოდან სწორედ მაგიტომ დავბრუნდი, მამა გაკვირვებულია, არ ეგონა საქმეების გაძღოლას კარგად თუ მოვახერხებდი მე იმედები სასიამოვნოდ გავუცრუე, მათ ჩემი გართობისადმი სიყვარული ატყუებდათ.
-ჩემები კი მეხვეწებიან რამეთი გაერთე თორემ მოკვდები ისე დაკავებული ხარო, იქნებ ვეცოდები კიდევაც ამ ჩემი ზედმეტი დაკავებულობის გამო, მაგრამ რა იციან რომ მე ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. დღეს რომ ბედნიერი ვარ , ასე კი მართალია ჯერ არასდროს ვყოფილვარ , მადლობას იმსახურებ.
- მე სიყვარულის არ მჯეროდა მითუმეტეს ერთი ნახვით შეყვარების მაგრამ თავად დამემართა ასეთი რამ, შენი სახით , რომ გიყურებ ყველაზე ბედნიერი ვარ შენგანაც , რომ იმავეს ვგრძნობ ამას სულ მეცხრე ცაზე ავყავარ. მადლობა რომ არსებობ.
გზა ლაპარაკში ისე გაილია ვერც შევამჩნიეთ , უცებ აღმოვჩნდით პატარა სახლთან რომელიც შუაგულ ტყეში იყო დადგმული. ნაძვებში გახვეული ეს სახლი საოცრად მყუდროდ გამოიყურებოდა, ჰაერი არაჩვეულებრივად სუფთა იყო, ცა კი კამკამა ცისფერი, თითქოს უცებ ზღაპარში აღმოვჩნდით.
-საოცარია ადგილია , ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს.
-მე კიდე ასეთი სილამაზე არ მინახავს ჯერ
მითხრა მან და თვალებში ჩამხედა. შემდეგ სახლისაკენ გამიძღვა საოცარია სახლი გარედან რა პატარა ჩანდა და შიგნიდან რამხელა იყო ადამიანის გულივით.
-ბუხარს ახლავე დავანთებ , ცივა აქ.
-ისეთი ბედნიერი ვარ შენთან, რომ სიცივესაც კი ვერ ვგრაძნობ
სანდრომ ბუხარი დაანთო და ოთახი მალევე გათბა , შემდეგ ალბომი გამოიტანა , რომელშიც მისი ბავშვობის სურათები იყო. ზოგ სურათზე ძალიან ბევრი ვიცინეთ სანდრო მიყვებოდა თავისი ბავშვობის ცელქობებზე , რომლებიც თავის დროზე მისი მშობლებისათვის ნამდვილად არ იქნებოდა სასაცილო. ერთხელ მაგალითად სახლიდან გაპარულა და მთელი ერთი საათი ძებნა იყო მასზე გამოცხადებული, პატრულიც ჩარეულა და მთელი სანათესაო , ის კი თურმე პარკში ყოფილა და იქ მობინადრე ძაღლს ეთამაშებოდა. ალბომის თვალიერება კარგი იყო, მაგრამ იმ დროს სანდროს მობილურმა დარეკა, აიღო თუ არა ყურმილი ღიმილიანი სახე მალე შეეცვალა.
-სანდრა უნდა წავიდეთ. ანერვიულებული ხმით მითხრა სანდრომ.
-რა ხდება, ნუ მანერვიულებ
-სანდრა ჩქარა დედაჩემია ცუდად, მანქანა დაჯახებია.
-წავიდეთ ჩქარა ოღონდ საჭესთან მე დავჯდები შენ ახლა ძალიან ღელავ, არ შემეწინააღმდეგო.
- კარგი ოღონდ ჩქარა ატარე, დროზე მივიდეთ.
-კაი ვუთხარი მე და მანქანაში სწრაფად ჩავჯექით
-რომელ საავადმყოფოშია?
-ცენტრალ კლინიკში, ქალაქის ცენტრში , ხო იცი სადაცაა?
- კი, ვიცი.
სანდრო საშინლად ღელავდა, ამაში გასაკვირი არც არაფერია ყველა შვილი ღელავს მშობელზე. გზა საცობებისგან გადატვირთული იყო, როცა საავადმყოფოში მივედით იქ მამამისი დაგვხვდა.
-მამა როგორაა დედა?
- ნუ ღელავ შვილო ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ ფეხი აქვს მოტეხილი მალე გაგვწერენ კიდევაც.
-შევალ ვნახავ
-ჯერ ძინავს რომ გაიღვიძებს გვეტყვიან და ნახავ
-მამა გაიცანი ეს სანდრაა ,სანდრა ეს მამაჩემია-გიორგი
სანდროს მამამ დამინახა თუარა სახე უცნაურად გაეყინა, ვერაფერს მივხვდი და მაშინ მისი ეს საქციელი ნერვიულობას მივაწერე.
-გამარჯობა ძია გიორგი.
-გამარჯობა შვილო, სანდრა. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემთვისაც.
ამ დროს ექთანი მოვიდა და თქვა, რომ პაციენტს გაეღვიძებინა.
მე სანდროს და მამამისს ოთახში შევყევი.
სანდროს დედა ჯერ სანდროს და მამამისს გადაეხვია შემდეგ მე შემომხედა და უცებ გაფითრდა
-ლილიანა?
-არა მე ლილიანა არ ვარ, ლილი დედაჩემია
-შენ.. შენ ლილიანა ხარ წადი, მომშორდი, გაეთრიე, გინდა ყველაფერი წამართვა არა და აქვითინდა.
ოთახიდან გამოვედი, არც მე და არც სანდრომ არაფერი ვიცდით. სანდრო ბოდიშს მიხდიდა. მე ვუთხარი რომ ბოდიში არ იყო საჭირო, კლინიკიდან მარტო წამოვედი, თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა საიდან იცნობს ის ქალი დედაჩემს, რა აკავშირებს მასთან, ან რა დაუშავა დედამ.



№1  offline წევრი aleqsandra martishvili

meocnebe avadmyopi
ვაუ ეს რა იყო რა კარგად აეწყო და ამ შტერმა ქალმა არები იტიტინა
ძაან კაი თავი იყო

მადლობა <3

 


№2 სტუმარი ani

ვაიმეეეეე როგორ მომეწონააა წარმტებები ველი ახალ თავს მიყვარს უკვე ეს ისტორიააა !!!!!!!!!!!!

 


№3  offline წევრი aleqsandra martishvili

ani
ვაიმეეეეე როგორ მომეწონააა წარმტებები ველი ახალ თავს მიყვარს უკვე ეს ისტორიააა !!!!!!!!!!!!

მადლობა, ძალიან დიდი. მაბედნიერებს შენნაირი ერთგული მკითხველი <3

a.bochorishvili
აუუუ, რა ჯიგარი ხააარ, მიდი მალე დადე შემდეგჯ თავი იიიი

უმაგრესი ადამიანი ხარ, ვეცდები, რომ მალე დავდო<3

 


№4 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

აუუუ, მალე დადე შემდეგი თავი თორე გავაფრეეენ, ძაან მაგარი იყოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent