შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /2/


3-04-2018, 19:26
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 690

სწრაფად მიაბიჯებდა კაფისაკენ, სესვლამდე დაინახა მაგიდასთან მჯდომი გვანცა, ცხოვრებაში პირველად მივიდა დროულად და ახლა ლილიას ელოდა. მაგიდას რომ მიუახლოვდა გვანცა მაშინვე აბობოქრდა
-რა ხდება? გზაში მიწა გასკდა, წყლის მილი, კანალიზაციის ჭა გაიხსნა, საცობი იყო ... რა მოხდა ასეთი რომ დაიგვიანე და თან ასე ანათებ, რა გაცინებს ლილია? კარგად ხარ ყვავილო?
-არა,არავარ კარგად გასაოცრად ვარ
-როგორ?
-გა-საოცრად
-შენმაა ყვავილებმა რამე ალერგია მოგცეს? რა ხდება ...
-ჩემი ნაყინი მინდა, შემდეგ ტორტი უნდა შევუკვეთოთ და მოგიყვები,არ ვიცი რა უნდა მოგიყვე ,მაგრამ მაინც
ნაყინს მიირთმევდა და ღიღინებდა, გვანცა კი გაოცებული უყურებდა ...ელოდა,ელოდა ელოდა და ბოლოს ამოიფრქვა
-ტორტი შევუკვეთეთ,ყველაფერი გავაკეთეთ ახლა მარტო ვართ და იქნებ მოყვე რა ხდება შენს თავს...შეეშვი მაგ ყვავილს და მე მელაპარაკე
-რა გაცხარებული ხარ
-ლილია!
-რესტორანში ერთ ბიჭს შევეჯახე, მობილური გაუტყდა...ამას რა მნიშვნელობაა აქ მოკლედ ეს ბიჭი დღესაც შემხვდა და მე მგონი ჩემ გულამდე მისასვლელი გზა გაიხსნა
-ორჯერ დაეჯახე და მეუბნები რომ გიყვარს?
-არა არ მიყვარს...ეს რაღაც მეტია .თითქოს ასე უბრალოდ მესმს, ვუგებ, გულახდილი ვარ და ვენდობი ,არა-ნორმალური ურთიერთობა გვაქ...მისი სახელიც კი არ ვიცოდი და შუა ქუჩაში ვეძახდი რომ სახელი ეთქვა. სახელიც კი ჩემი საყვარელი მწერლის აქვს
-უკაცრავად? შეიძლება ეს გოგონა გაიწიოს და ჩემი ლილია დამენახო?
-კონ-სტან-ტი-ნე ...ის ისე იღიმის მინდება რომ ამ ღიმილში ჩავიკარგო
-შეიშალა,ღმერთო ღიმილში როგორ უნდა ჩაიკარგო? სულ რომანტიკოსი იყავი ეს წიგნები,ეს ყვავილები,ფერები, სინათლე ,სისათუთე და სისაყვარლე ,მაგრამ ასე როგორ დაგაბოლა...იქნებ ლამაზმანებზე მონადირე მანიაკია
-თუ ღმერთი გწამს მორჩი ეჭვიანობას, ხომ იცი შენ ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ და სუულ ყოველთვის მექნება შენთვის დრო
-მეორედ შეხვდი და დაიგვაინე ჩემთან არ მოხვედ, რომ არ წასულიყო არც მოხვიდოდი ხო?
-გვანცა ნუ ტირიხარ...გვანცააა
-მაკოცე - ლოყა მიუშვირა და ტუჩები დაბრიცა- იცოდე ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკლავ სენს კოსტაიას და მერე ვისში გამცვლი ვნახოთ
-ჯერ არაფერია გარკვეული, კაცმა არ იცის კიდევ როდის შევხვდებით...
-როგორ პაემანი არ დაგინიშნა? არც ნომერი გამოგართვა ან
-ისევ შევხვდებით,ვიცი რომ მიპოვნის როცა მოუნდება ჩემი ნახვა და ვეჭვობ დიდხანს ვერ გაუძლებს
-საკუთარ თავში დარწმუნებული ლამაზმანი
-მხოლოდ იმასი ვარ დარწმუნებული რომ მას მხოლოდ ჩემი სხეული არ ხიბლავს...ისე როგორც მე
-სიმპათიურია? ძალიან ?
-საოცარი ღიმილი და ნაცრისფერი თვალები აქვს
-ნაცრისფერი თვალები და ქართველი ერთად არ მინახავს...იქნებ ღია მწვანეა
-არ ვიცი ,ჩემთვის ნაცრისფერია
-რა ჯანდაბაა მგონი უფრო გალამაზდი,მეც არ მომინდეს ახლა სიყვარული არ გავგიჟდე
-დამშვიდდი გვანციკო თავის დროზე მოვა,მოვა მოგხვევს მკლავებს ყველგან მტელს სხეულზე სუროსავით მოგეხვევა და თავს ვერ დაიხსნი
-შენ და შენი მცენარეები..ავიღებ დიდ მაკრატელს და დავჭრი მაგ სუროს
-ცუდო
-მე რომ შევიყვარო ჯერ უნდ აგამაგიჟოს,ცეცხლი უნდა იყოს, არვირახსნილი,გიჟი, ნამდვილი ვულკანი რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შემში გადმოიფრქვევა
-შენ სიყვარული კი არა საყვარელი გჭირდება და მაგ ორს შორის დიდი განსხვავებაა
-რომ ვერ ვიპოვე ვერც ეგ საყვარელი და ვერც სიყვარული ეგაა საქმე,თუმცა ჯერ ადრეა სად მეცქარება ვივლი ასე გამწარებული მარტოხელა, სისხლადუღებული ტემპერამენტიანი ქერა ქალი
-ქერას არცერტ სტერეოტიპს შეესაბამები ,ბავშვობიდან რომ არ გიცნობდე ვიფიქრები რომ არაბუნებრივი ქერა ხარ
-ამ რასისტულ რაღაცებზე ნუ იცინი ხოლმე...რა მნიშვნელობა აქ თმისფერს ,კანის და საერთოდ ფერს .ქერა რომ ვარ იმიტომ ვარ ასეთი საკვარელიიი
-ნუ იცინი ასეთ ხმაზე, ვინმეს შეაშინებ
-ცუდოოო მე ხომ სულ ვკისკისებ...ის არსება ვინ არის? -უცებ დადო ჭიქა ,ფეხები მაგიდიდან ჩამოსწია და ეზოში შესულ სილუეტს თვალი ააყოლა-შიშველია თუ მე მეჩვენება ? მგონი ჩემს წუწუნს ღმერთი უსმენდა და პირდაპირ შიშველი კაცი დამაბერტყა ...რაღა შორს დააგდო ბარემ აქვე დაესვა .სანამ აქამდე მოვა ხომ გავლიე სული
-ვინ ბიჭი..რას ამბობ- ქოთანის მოხატვას შეეშვა, ფუნჯი დადო ,გაიმართა და მატკენ მიმავალ წელს ზემოთ შიშველ ბიჭს შეხედა
-დამცხა...არადა მეგონა დღეს იწვიმებდა
-ნუ იქცევი ასე,გეყოფა ხუმრობა
-მართლა მცხელა,კარგი ხო ვიხუმრე რა იყო
-გამარჯობა, მე თქვები ახალი მეზობელი ვარ ... აქ არავინც ხოვრობს და ვიფიქრე რომ შანსი გამომეყენებინა
-არ ვიცოდი ის სახლი თუ გაიყიდა...მე ლილია მქვია ,მას გვანცა
-მე მიშო,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ამ ეზომ ჩემი ყურადღება მიიქცია,მინდოდა შემოსვლა,მაგრამ შემოპარვა გამიტყდა
-დაჯექი , ყავას ან ცივ წვენს ხომ არ დალევ?
-კი , გმადლობ თუ არ შეგაწუხებ
-ახლავე მოგიტან-ლილია წავიდა გვანცამ კი ბიჭს გაუღიმა
-სახლის მოწესრიგება მარტომ გადაწყვიტე?
-ხო და აშკარად ძნელი აღმოჩნდა...სჯობს ხელოსნები მოვიყვანო
-მეგობრებთან ერთად სულ სხვა მუხტი აქვს...რამენიმე წლის წინ ეს ეზო და სახლიც არაფრით გამოირჩეოდა
-თქვენ გააკეთეთ?
-დიახ, შემოქმედები ვართ ამ სამოთხის
-ხშირად მოხვალთ ხოლმე? მე აქ ცხოვრებას ვაპირებ და გესტუმრუმრებით
-მოიცა აქ ცხოვრებას აპირებ?
-ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნა მჭირდება...
ბიჭმა ისე თქვა გვანცა მიხვდა რომ მეტი კითხვა აღარ უდნა დაესვა . ლილიაც გამოჩნდა წვენთან ერთა ტკბილეულიც მოიტანა,ნაყინიც და გვანცას გევრდით ჩამოჯდა
-შეგაწუხეთ,მაგრამ ძალიან დავიღალე და მოვიწყინე
-აქ ცხოვრებას აპირებს...
-მართლა? ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა,მეც რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გადმოვცხოვრდებოდი ,მაგრამ ჯერ-ჯერობით არ შემიძლია
-სხვა სახლები სულ ცარიელია თუ ამოდიან სხვებიც
-ნუ ღელავ სულ მარტოც არ იქნები,ჩვენ ხშირად ვართ აქ.ფაქტობრივად ცხოვრობს ლილია...სანამ არდადეგები გვაქვს შეგვიძლია დაგეხმაროთ თუ რა თქმა უნდა გჭირდება
-ჩემ ბიჭებს დავურეკავ ამ საღამოს ... თქვენც თუ დამეხმრებით გამიხარდება
-ამ ღამით აქ ვრჩებით და ხვალაც არ წავალთ მაშინ...
-ეს ქოთნები მომეწონა ძალიან...რო რამე ყვავილებს არ მაჩუქებ? ან მომყიდი
-თუ დამპირდები რომ მოუვლი მაშინ გაჩუქებ
-პირობას ვდებ...ახლა წავალ ხვალ შეგხვდებით
-ხვალამდე
ლილია ქოთანს მიუბრუნდა, გვანცა კი ისევ ბიჭს უყურებდა
-იქნებ და ვინაა...რატომ უნდა მარტო ცხოვრება ამ ადგილას, იქნებ ვინმეს ემალება
-გვანცა ზოგჯერ მაოცებ - ლილი აკისკისდდა გვანცა კი ისევ ისეთი სახით იჯდა
-ხო რა არ შეიძლება?
-დამშვიდდი და მომეხმარე ...იმ ძველ ქვაბში მინდა ყვავილები ჩავრგო და მომიტანე რა
-ხო ახლავე ... ესენი ძალიან ლამაზებია, უცხო ფერია
-ხო ასეთი გამოვიდა ...კიდევ ვცდი და სხვა ფერს გამოვიყვან
-ნეტავ მეც რამე ისეთი ამერჩია რაც გამაბენიერებდა, შენ რომ სწავლობ სიამოვნებას იღებ და მე ? ბოლო კურსზე ვარ და წიგნებს ვასხამ ტვინს ... მერე მაგისტრატურა, დისერტაცია ჯანდაბა რამე ნიჭი მაინც მქონდეს
-შესანიშნავად მღერი ,მაგრამ მუსიკალურში არც კი სცადე სწავლა
-კარგი რა...დედაჩემმა გახსოვს პიანინოზე დაკვრა რომ მასწავლა? ნერვებს მაწყვეტდა ის ქალი მთელი 6 წელი რისთვის ვიარე არ ვიცი... ცეკვა აშკარად უკეთ გამომდიოდა
-გვანცა ლამის ყველა საკრავზე უკრავ ისეთის მენა გაქვს , თუმცა ტყუილად ვლაპააკობთ შენ ახლა იტყვი შემთხვევით გამომივიდაო მერე ისევ გავბრაზდები იმიტომ რომ საკუთარ ნიჭს არ იყენებ და ერთხელაც გული გამისკდება ...რომ მიხვდები რამდენ დროს კარგავ მერე გვიანი იქნება
-შენ მე ისე გიყვარვარ თვალები გაქვს დაბინდული,ყურები დახშული, მე მხოლოდ სააბაზანოში ვმღერი
-ერთხელაც ამომივა ყელში და მაგ სააბაზანოში გადაგიღებ ვიდეოს და ვაყურებინებ მთელ ქვეყანას
-არ იზამ მაგას
-კი როგორ არა, ჯერ კიდევ გელოდები ,მერე სულ ძალით მიგიყვან ვოკალის პედაგოგთან
-არ შემიძლია ეს კლასიკოსი მომღერლები ჯდომა და სიმღერა , აქ რა უდნა გავაკეთო სიმღერით მირჩევნია ისევ ჩემ საქმეს მივხედო ,ბოლოს და ბოლოს ვამთავრებ
ლილია არ აჭარბებდა, გვანცას ნამდვილი ტალანტი ჰქონდა ,მაგრამ ვერ აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და ამ ნიჭს შესაბამისად არ აფასებდა. ბევრმა არც იცოდა ამის შესახებ, ლილიას კი ხშირად უმღეროდა . ლილია თუ ყვავილებს უნაწილებდა ემოციებს და ამით ახდენდა განტვირთვას გვანცა სიმღერას უსმენდა ან თავად ღიღინებდა. სულ ერთად იყვნენ და ლილიაც მისი პირველი მსმენელი იყო .
საღამოს სახლში გადაინაცვლეს, ლილია ყვავილებს შეეშვა და პეროგის მომზადებას შეუდგა.გვანცა ნაყინს აკეთებდა თავისი რეცეპტით და ბოლოს გემრიელად მიირთმევდა. ტელევიზორის წინ ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ
-რა ქვია იმ ბიჭს?
-კონსტანტინე
-რამხელა სახელია რა არი ... მფლობელზე გრძელია ნეტავ თუ
-შენი ირნოია შენთვის შეინახე
-გამებუტე? აუუ ახლა მართლა შემთხვევითობას ელოდები?
-მერამდენედ მეკითხები მადროვე ვუყურებ
-არ მინდა ეს სიყვარულობები ...შენი მობილური ღიღინებს და სიმღერას ვუსმენთ თუ კინოს ვუყურებთ
ლილიას მობილური ეზოში მაგიდაზე იდო , უცხო ნომერი იყო და წამსვე უპასუხა
-გისმენთ
-უკვე ვფიქრობდი რომ მობილურის ნომერი შეცდომით მითხრეს
-კონსტანტინე -გაეღიმა და მაშინვე ჩამოჯდა- რა ხდება?
-ვფიქრობ მთელი დღეა და მივხვდი რომ შემთხვევით შეხვედრამე ზედმეტად მომენატრები
-რას მთავაზობ?
-სად ხარ მითხარი და მოვალ , მაქსიმალურად სწრაფად
-არ ვარ თბილისში
-რამდენად შორს ხარ
-მე მინდა რომ შემთხვევას დაველოდოთ
-კარგი, მაშინ დაგირეკავ ხოლმე შენი ხმა მაინც გავიგო
-ნომერი საიდან გაიგე?
-რომ შევხვდებით მერე გეტყვი
-კარგი,იცოდე აუცილებლად გკითხავ
-და მაინც სად ხარ ახლა ლილია?
-იქ სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს
-მაჩვენებ ოდესმე მაგ ადგილს?
-შეიძლება ,შეიძლება არა
-მაწვალებ,თან უარსად არ მეუბნები რატომ იქცევი ასე ლილია?
-სხვებისგან განსხვავებით შენ მხოლოდ ჩემი სხეული არ მოგწონს, მთლიანად მე გაინტერესებ ამიტომ საკუთარ თავს ვაძლევ შანსს
-მიუხედავად ამისა ჩემი ნახვა არ გინდა
-მინდა,მაგრამ მაინტერესებს კიდევ გაგრძედებოდა თუ არა ეს დამთხვევები
-რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?
-ნუთუ ახლა ფიქრობ როგორ მოაწყო ჩვენი ვითომ შემთხვევითი შეხვედრა
-ყალბი არაფერი მიყვარს,სპექტაკლის ცქერა მომწონს და არა დადგმა.მე არც რეჟისორი ვარ და არც მსახიობი
-ნუ მიბრაზდები, მე ხომ შენ არ გიცნობ
-არც მე გიცნობ,მაგრამ ვგრძნობ
-მე თუ ვერ ვგრძნობ ?
-გრძნობ, როგორ თუ ვერ გრძნობ ...ასე უბრალოდ ,კთხვების გარეშე რომ მესაუბრები აბა რა არის თუ არა გრძნობა .ჩვენ ყველას გვაქვს წინათგრძნობა ზოგჯერ გვაფრთხილებს საშისროების მოახლოებისას,მთავარია უნდა ხვდებოდე
-მართალია,იმედია მეც ვისწავლი ამ გრძნობის სწორად გაგებას...გავიგე რომ რეჟისორი არ ხარ,არც მსახიობი მაშ ვინ ხარ ?
-კონსტანტინე
-ამ კითხვაზეც შეხვედრისას რომ მიპასუხო?
-მერე მომდევნო შეხვედრაზე როგორ დაგითანხმო?
-მე ხომ პასუხებისთვის არ შეგხვდები
-ანუ მეხუთე შეხვედრაც შემთხვევითი იქნება?
-მეხუთე არა მეოთხე
-ნწ , მეხუთე
-ერთხელ რესტორანში, ერთიც ქუჩაში ...მომდევნო ორი გაურკვეველია
-ჩემამდე სამჯერ მოხვედი
-უკვე დავინტრიგდი... ე.ი შეჯხებამდე მიცნობდი
-მეექვსედ რომ შევხვდებით მოგიყვები
-ახლა გაგებუტები
-არ გინდა,გთხოვ ... ვერ გხედავ და ჩემი თვალებისგან შორს არ შეიძლება - ხმა შეეცვალა,იმდენად რომ ლილიამაც კი იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა ,თითქოს ხედავდა მის დაჭიმულ კუნთებსა და ყელზე გამობერილ ძარღვებს
-ჩემ ყველა ემოციას ხომ ვერ დაინახავ
-იცოდე რომ ყველა შენ ემოციას დავიმახსოვრებ არა თუ დავინახავ
-ძალიან ხომ არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული
-ზოგგადად საკუთარ თავს ვენდობი , მჯერა და ვერ ვიტყვი რომ თავდაჯერებული არ ვარ,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მე,არაფერ შუაშია უბრალოდ ასე გადაწყდა იქ ,მაღლა ზეცაში
-და მაინც დარწმუნებული ხარ, ეჭვი არ გეპარება? იქნებ უბრალოდ შთაბეჭდილების ქვეშ ხარ
-არ არის საჭირო ამაზე საუბარი, დრო ყველაფერს გვიჩვენებს ასე რომ განსახილველი არაფერია
-და მაინც რას გვიჩვენებს დრო, მინდა ვიცოდე ... რა იქნებ ათი წლის შემდეგ
-არც წინასწარმეტყველი ვარ,გაითვალისწინე ესეც-სიცილის ხმა რომ გაიგო ლილიამ მაშინვე მოდუნდა, თითქოს აქამდე ეკლებზე იჯდა. თავადაც გაეღიმა და უფრო კომფორტულად მოკალათდდა
-სულ ვერაფერს ხედავ? აბა როგორ მივხვდე რომ მართალი იყავი
-ათი წლის შემდეგ? ათი წლის შემდეგ მე ყველა შენი ემოცია დამახსოვრებული მექნება, მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი და თავად შევქმნი შენში ბევრ ,ძალიან ბევრ შენსავით ფერად გრძნობას ... მიხვდები რომ სრულიად სხვა ფერთა გამა არსებობს ,რომელიც მხოლოდ მე შემიძლია შევქმნა
-მიყვარს ფერები ,მაგრამ განსხვებული ემოციები არა
-მეც არ მიყვარს ბეჭდები მაგრამ არათითზე მორგებულ ქორწინების ბეჭედს არ ვიშორებ, სავარაუდოდ არ მოგეწონება რომ ვერ დაინახავ თორემ მე რაც დაგინახე მას მერე მგონია რომ უკვე დაკავებული კაცი ვარ...
-გამოდის რომ ათი წლის შემდეგ ჩემი ქმარი ხარ?
-ათი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე და შვილის ან შვილების დედა ხარ...ზუსტად ვერ გეტყვი რამდენი არიან, ან როგორები იქნებიან შენ უნდა ატარო ცხრა თვე მუცლით,შენ უნდა მაჩვენო ჩემი სემოქმედების ნაყოფები და როგორც გადაწყვეტ ისე იქნება
-არ მეგონა ოცნება ასე ძალიან თუ გიყვარდა-სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გული უკვე ისე ჰქონდა აჩქარებული ლამის თავადაც ხედავდა რამდენიმე ბავშვს.
-მომავალზე არასდროს ვფიქრობდი ხოლმე, მხოლოდ გეგმებს ვაწყობდი რომელიც ჩემ პროფესიასთან და სწავლასთან იყო დაკავშირებული ,ყველაფერი შენი ბრალია ...დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და ათი წლის შემდეგ რომ შეგახსენებ მერე არ მითხრა ასე არ გითქვამსო ...
-და ათი წლის შემდეგ თუ წარსულში დარჩენილი მოგონება ვიქნები?
-შენ ჩემი წარსულიც ხარ,აწმყოც და მომავალიც !
-ამას ნამდვილად დრო გვიჩვენებს
-მგონი მივედით საერთო დასკვნამდე...ახლა კი მითხარი როგორ ჩაიარა დღემ
-როგორც ყოველთვის,კარგად
-დავიჯერო შენი ყოველი დღე ასეთი კარგია?
-კარი და არა შესანიშნავი, იშვიათად ცუდი ,მაგრამ თუ რაიმე უბედურება არ მოხდება ვფიქრობ ყოველ დღეს აქვს შანსი რომ გაალამაზო
-გეთანხმები,მაგრამ ძნელია ხოლმე რთული დღეების გალამაზება. როდესაც უამრავი ვალდებულება გაქვს უბრალოდ დრო არ გრჩება საკუთარი თავისთვის
-მე საბედნიეროდ არ მაქვს რთული ცხოვრება, მეტიც ის იდეალურთან მიახლოებულიც კი არის ჩემი გარემოცვის დამსახურებით...წინასწარ გავთვალე და პროფესიად ის საქმე ავირჩიე რომელიც ძალას შემმატებდა,გამაბედნიერებდა
-მეც ის პროფესიები ავირჩიე რომელიც მომწონდა ,ის საქმე რაც მხიბლავდა,მაგრამ ზოგჯერ ძალიან ვიღლები და მინდება საწოლში დავრჩე მთელი დღით .სწავლაც დავიკიდო და სამსახურიც
-არასდროს მქონია ამის სურვილი, პირიქით ყოველთვის მინდა რომ მზის სხივებს მივყვე და ყოველი წამი გამოვიყენო
-ამ განსხვავებას გავაქრობ, საწოლშიც დავრჩებით და ყოველ წამსაც სასიამოვნოდ გავიყვანთ, პირობას გაძლევ
-გამოდის რომ ღამით ჩემი ენერგიის სრულ შეწოვას ვერ მოახერხებ?- იღიმოდა ეშმაკურად და ქვედა ტუჩს კბილებს უჭერდა რომ ხმამაღლა არ გაეცინა,თვალებში ჭნკები უხტოდნენ.ბიჭი დადუმდა, ზუსტად იცოდა ლილიამ რომ გააოცა და ახლა მისი სუნთქვის მოსმენით იყო დაკავებული- კონსტანტინე აქ ხარ?
-არ ველოდი უბრალოდ...ახლა ვფიქრობ თემა შევცვალო თუ ტრაბახი უნდა დავიწყო ჩემი შესაძლებლობებით
-იქნებ უბრალოდ შეეშვა მომავალზე ფიქრს და მითხრა შენმა დღემ როგორ ჩაიარა
-გაინტერესებს?
-ხომ არ გკითხავდი
-ცუდად, შენ რომ შეგხვდი მას შემდეგ გათიშული დავბოდიალებ. საქმეც ვერ დავასრულე და გათენება მომიწევს,იმიტომ რომ ვერ ვიტან გადადებულ საქმეებს
-ახლა იმის ნაცვლად რომ ჩემთან ისაუბრო არ სჯობს საქმეს მიხედო?
-გგონია შევძლებ?
-რაც უფრო დიდხანს მესაუბრები მით უფრო გაგიჭირდება
-მიხარია რომ ჩემი გესმის
-ვერ ვიტყოდი,რომ მესმის უბრალოდ ვვარაუდობ
-მაინც არ გინდა რომ ჩემი ერთი დღე გაალამაზო?
-დღეს ხომ შევხვდით ,საკმარისი არ იყო?
-არ გინდა ,ასე ნუ იქცევი
-საქმე გაქვს, სჯობს მიხედო...გვიანია უკვე
-მალე დაიძინებ?
-ძილისთვის ადრეა
-მაშინ ვილაპარაკოთ
-მეგობარი მელოდება,რომელიც მალე თავს დამაცხრება
-ბოლოს მასთან იქნები და მე კიდევ ერთი ღამე უნდა გავატარო ასე შენზე ფიქრებში .საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო ქალის სურვილებს რომ ემორჩილები...დავფიქრები ცოტას
-გადაწყვიტე ჩემი გაბრაზება სჯობს თუ ჩემზე ფიქრით დროის გაყვანა...ნახვამდის
-მაინც მტოვებ?
-თვალები დახუჭე ...
-რატომ
-დახუჭე და გეტყვი
-დავხუჭე
-ნუ მატყუებ
-მართლა დავხუჭე
-მხედავ?
-წესით თვითკმაყოფილი ხმა უნდა გქონდეს...გხედავ ხო
-შენკენ მოვდივარ,უკვე შენს წინ ვდგავარ,გიღიმი
-ლილია- ხმა ჩაუწყდა და დაუბოხდა
-ფეხის წვერებზე ვიწევი რომ მოგწვდე, შემდეგ ლოყაზე გკოცნი ,ხომ გრძნობ ტუჩების შეხებას...ისევ გიღიმი , საქმეს მიხედე და უშფოთველად დაიძინე- მისი ტკბილი ხმა ბიჭს გონებას ურევდა, ლილიამ რომ დაასრულა ზარი კიდევ ვერ მოვიდა გონს. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. ბოლოს გამოფხიზლდა და სიცილი დაიწყო
-შენ მე ჭკუიდან მშლი ,ჟღალო
ლილია სახლში დაბრუნდა, გვანცას დივანზე ჩასძინებოდა. ისე საყვარლად ეძინა გაღვიძება არც უცდია,პლედი დააფარა და შუქი ჩააქრო. დიდი დრო არ დასჭირვებია, თვალების დახუჭვამდე ბიჭის ხმა ჩაესმოდა და სიზმრების სამყაროშიც მასთან ერთად გადაინაცვლა.
დილით გვანცა შეკუსკუსდა, ნახევრად მძინარე მიუწვა გვერდით და ჩაეხუტა.
-გვანციკო არ გაიღვიძებ?- უყურებდა და იცინოდა
-ნწ ნწ ნწ - აბურდული თავი ბალიშში ჰონდა ჩარგული და ისე კრუტუნებდა
-მეზობელთან უნდა გადავიდეთ დაგავიწყდა?
-მახსოვს, წუხელ დამესიზმრა მიხეილი
-რაო რას გეუბნებოდა
-შენი შეღებილი კედელი არ მომწონსო მეჩხუბა...
-ცუდი ეგ
-ნუ დამცინი,მართლა მე ვღებავდი ის კიდე მოვიდა და მითხრა ეს რა არისო
-მერე ვერ ეჩხუბე>?
-ვეცადე ,მაგრამ არ მომისმინა
-მერე?
-გამეღვიძა და შენთან მოვედი...არ წავალ,იცოდე არაფერს შევღებავ
-უკვე ორი საათია იცი?
-მართლა?
-დიახ...საუზმე გაგმზადე.რამდენად ჰქვია საუზმე არ ვიცი,მაგრამ ბლნები მაგიდაზეა
-ბლინებიიი?-უცებ წამოვარდა და სააბაზანოსკენ გაიქცა,მალევე გამოვარდა და სამზარეულოსკენ გაიქცა. თმებს იკრავდა და ისედაც მოკლე პიჟამას ზედა უფრო მაღლა იწეოდა. კოპლებიანი შორტი და ტოპი ეცვა ,თმები ჩეჩილი ჰქონდა და ლოყები აწითლებული. ასე გაშეშებული ,თავზე ხელებსემოწყობილი და ტუჩებშორის თმის სამაგრით იდგა და უყურებდა კართან მდგომ მეზობელს
-დილამშვიდობისა გვანაცა- ბიჭმა ისე გაუღიმა თითქოს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო ნახევრად შიშველი გვანცას ცქერა
-დილა...დილა არაა ახლა
-შენ ხომ ახლა გაიღვიძე და მაგიტომ გითხარი ...ლილია სად არის?
-ოთახშია...ახლავე დავუძახებ- გასაქცევი მიზეზი ნახა და უცებ გავარდა-ყვავილოოო...ყვავილო შეეშვი მაგ საწოლს .ისაა აქ
-ვინ ის ...ილიკო?
-არა ის...აი ის წინა მეზობელი ამჯერად მაისურით და შორტითაა ...მე ასე დამინახა და ლილია სად არისო
-დამშვიდდი...რა მოხდა მერე
-როგორ ვარ ვერ მხედავ? სახე სულა ჭრელებული მაქვს თავი ქათმის ბუდეს მიგავს და ყველაფერი მიჩანს
-ჩაიცვი და ისე გამოდი...
-სირცხვილი და თავის მოჭრა
-შიშველი ხომ არ იყავი და საყვარელთან ხომ არ წაგასწრო...სირცხვილი რა არის. სახლში პიჟამათი რომ გაიარე? ნუ პანიკობ გთხოვ -ლილია ოთახიდან გავიდა,თვითონ საწოლზე დაეცა და სანამ კარის ხმა არ გაიგო მანამ არ გასულა გარეთ.
-რა უნდოდა?
-ნიჩაბი ... დახმარება ჯერ-ჯერობით არ მჭირდება საღამოს მესტუმრეთო
-შენ გადადი მე არ მინდა
-როგორი მორცხვი ხარ ხოლმე გვანცაცო- გაუცინა და ლოყაზე აკოცა
-ბიჭი რომ მოგეწონება და ასე დახვდები გაგიტყდება შენც
-მეეჭვება კონსტანტინე მესამედ თუ მეოთხედ ასე შემხვდეს
-რა იცი ,იქნებ და ნაცნობი აღმოჩნდეს...თბილისი პატარაა ყველა ყველას იცნობს
-მეეჭვება საერთო სამეგობრო გვყავდეს ...აქამდე გავიცნობდი ან გაგონილი მაინც მექნებოდა
-გვარი არ იცი და კონსტანტინე მარტო მას ხომ არ ჰქვია
-არ შეჭამ? გაცივდა
-მერე რა მე მაინც გრილი მიყვარს...ბანანთან ერთად შევჭამ და მერე ანას დავურეკავ
-დილას მელაპარაკა...ტოქსიკოზი აქვს,ვერაფერს ვჭამო
-ექიმმა რა უთხრა
-წამლები დაუნიშნა,მაგრამ ჩვეულებრივი მომენტიაო ზოგს ასეთი რთული ტოქსიკოზი აქვს ზოგიც საერთოდ ვერ იგებს პირველ ტრიმესტსო
-აუუ ორი თვე კიდე ასე უნდა იყოს? ქორწილამდე ხომ გამოიფიტება
-ტრაგედიად ნუ აქცევ ტოქსიკოზის გამო ფეხმძიმობას
-აბა წარმოიდგინე ახლა რომ ყოველ წამს უნიტაზს ეყუდები . ფერდაკარგული დადიხარ და ძალა აღარ გაქვს ,გავგიჟდებოდი
-ანა არა და ლუკა ნამდვილად გაგიჟებულია, ისე ნერვიულობდა ძლივს დავამშვიდე.ჩამოვალთ-თქო ვუთხარი და არ გინდაო სჯობს მარტო ვიყოთო
-იმედია მალე გადაუვლის
-იმედია...
-ნეტავ მე როგორი ფეხმძიმე ვიქნები?-რამდენიმე წამში დაიწყო ფიქრი რაზეც ლილიას სიცილი აუტყდა- რა იყო შენ არ გაინტერესებს??
-ათასი ვარიანტი არსებობს მარჩიელობას მირჩევნია უბრალოდ არ ვფიქრო,როცა ვიქნები მაშინ გავიგებ
-ვაიმე როგორი ხარ რააა არაფერი არ გიშლის ნერვებს, ზოგჯერ რკინის მგონიხარ ნერვები სულ არ გაქვს?
-წინასწარ ვიდარდო მოსალოდნელ ტოქსიკოზზე და სხვა ფეხმძიმობის თანმდევ მოვლენებზე ? ვერ ვხვდები აზრს... იმაზე უნდ აიფიქრო რომ ზოგ ქალს საერთოდ არ შეუძლია დაფეხმძიმება და დამიჯერე მათ მთელი 9 თვე ტოქსიკოზი გააბედნიერებთ თუნდაც ერთხელ მაინც რომ შეძლონ შვილის გაჩენა
-ადამიანები ხომ იმაზე ვდარდობთ რაც თავად გვაწუხებს ....უბრალოდ ადამიანური მომენტია თორემ ტკივილს ვერ გააქრობს იმაზე ფიქრი რომ ვიღაც უარესად იტანჯება
საღამოს მეზობელთან გადავიდნენ, რამდენიმე ბიჭი და გოგო იყვნენ მიშოსთან. ყველანი გაიცნეს და ცოტა ხნით დარჩნენ. ღამით თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ...
-ლამაზი პიჟამა გეცვა ...ჩემ სალიოს აქვს ზუსტად ეგეთი - ეზოში იყვნენ, მიშო ეწეოდა და არც უყურებდა გვანცას. ჩაიცინა და შემდეგ გახედა აწითლებულ გოგოს
-შენს სალიოსაც უყვარს კოპლიანი ტანსაცმელი?
-ყველაფერი უყვარს რაც მოსწონს...რატომ მიდიხართ ასე მალე? მეგონა კიდევ რჩებოდით აქ
-მეგობრის ქორწილია მალე და ბევრი საქმეა...კიდევ ამოვალთ . შენი მეგობრები არ რჩებიან?
-არა , მხოლოდ სახლის სანახავად ამოვიდნენ...ხვალიდან გადმოვცხოვრდები
-კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი
-სულ ცოტა დარჩა...ოთახები მზადაა ,სისუფთავეცაა და ეზოს მერე მივხედავ
-შენი გადასაწყვეტია... აი ლილიაც მოდის , მომავალ შეხვედრამდე- ლილიას უყურებდა და უკან იხევდა, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო .ბიჭმა ხელი მოხვია და ლოყაზე მიაწება ტუჩები. სიგარეტისა და სუნამოს სურნელი ერთმანეთს ერეოდა .გვანცა კი თვალების ცეცებით უყურებდა ბიჭს
-შეეცადე მალე მესტუმრო
-ნახვამდის...- ლილია დაემშვიდობა . გვანცამ ვერაფერი თქვა ,მიჰყვებოდა მეგობარს და გრძნობდა ბიჭის დაჟინებულ მზერას. გასვლამდე კიდევ ერთხელ გახედა და მის მზერას წააწყდა
-მალე გავგიჟდები... ის,ნამდვილი ეშმაკია ისე მიყურებს გონებას მირევს. შენც ამჩნევ რო ნორმალური მზერა არ აქვს?
-იურიდიულზე სწავლობ,მაგრამ ყველგან ჩახლართული ამბების ძიება არ გინდა... შენები როდის ჩამოვლენ?
-არ ვიცი ...ორი დღის წინ დამირეკა დედაჩემმა შეხვედრები გვაქვს და თუ მოვასწრებთ ჩამოვალთ ქორწილისთვისო
-ნუ მოიწყენ,ხომ იცი რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ
-ყელში მაქვს უკვე მააგთი არ შემიძლია...არასროს არაფერი შეუძლიათ.სკოლაშიც კი ვერ წამიყვანა მამამ... დედაც სასწაულებრივად აღმოჩნდა სახლში.არასდროს ყოფილან ჩემთან , შენი მშობლები უფრო ზრუნავენ ჩემზ ევიდრე ისინი
- ჰგონიათ რომ შენთვის აკეთებენ ამ ყველაფერს...გთხოვ ნუ მოიწყენ მე უბრალოდ მაინტერესებდა
-ტაქსი მოვიდა...არ მინდა მათზე საუბარი რომ ჩამოვლენ ვეტყვი რომ ცალკე გადავდივარ
-თანახმა რომ არ არიან?
-სისულელეა იმის თქმა რომ საფრთხე მემუქრება მარტოს...საერთოდ არ იციან სად ვარ და იმ სახლში ბანდიტების შევარდნის დიდი საფრთხეა . არ შემიძლია იმ მუზეუმში ყოფნა
-ვიცი რომ არ შეგიძლია,მაგრამ მათ როგორ დაარწმუნებ
-არ დავარწმუნებ უბრალოდ გადავალ...
-გვანცა კარგად დაფიქრდი ?
-ჩემთვის მინდა ცხოვრება ,მშვიდად და წყნარად
ლილია არ ეკამათებოდა, კარგად იცოდა მისი მდგომარეობა,განცდები და ემოციები. ცდილობდა მისი მსობლების გამართლებას, რომ გვანცა დაემშვიდებინა ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,თავად ვერ ხედავდა მათი დაცვისთვის მიზეზს. უყვარდათ,რა თქმა უნდა უყვარდათ გვანცა,მაგრამ არასდროს იყვნენ მასთან .ცხოვრების ყველა ეტაპი იაკოს და გიგის თვალწინ გაიარა. სკოლის შესვლიდან უნივერსიტეტის ბოლო კურსამდე ისინი უფრო ხსირად იყვნენ მის გვერდით ვიდრე ნამდვილი მშობლები. თითქოს სამი შვილი ჰყავდათ და სამივეს მოიკითხავდნენ.ხშირად იყო შემთხვევა როდესაც იაკო ურეკავდა და ეკითხებოდა სახლში იყო თუ არა, რომელსაათზე მივიდოდა და თუ შეზლებდა რომ დაერეკა რადგან ღელავდა. ერთხელ როდესაც გვანცას საშინელი ვირუსი ჰქონდა მოსამსახურეების გარემოცვაში იყო მხოლოდ, სიცხისგან ბოდავდა და გამოფხიზლებულს დივანზე მძინარე იაკო დახვდა. შეუჩერებლად ტიროდა, ისე რომ ვერავნ დაამშვიდა. ლილია ვერ მივიდა რადგან ისიც ცუდად იყო,არა იმდენად რამდენადაც გვანცა ,მაგრამ მაინც ვერ მივიდოდა. იაკოს თვალწინ არჩევდნენ საბანკეტოდ კაბებს, იაკო გულშემატკივრობდა ორივეს გამოცდების დროს და ბოლო ხმაზე კიოდა ქულების გაგებისას. მათთან ერთად აღნიშნა სრული დაფინანსებით მოპოვებული გრანტი. მშობლებმა საკრედიტო ბარათზე რამდენიმე ათასი დოლარი ჩაურიცხეს და საჩუქრის არჩევაც კი გვანცას დაავალეს“რამე შენ რაც გინდა“ არადა ერჩივნა სრულიად უაზრო საჩუქარი მიეღო ,მაგრამ არაფერი იცვლებოდა,მხოლოდ გვანცას დამოკიდებულება მათ მიმართ. ადრე თუ ელოდა მათ დაბრუნებას ახლა უბრალოდ იცოდა რომ ისინი მისთვის მნიშვნელოვან მომენტში იქ არ იქნებოდნენ. დედისერთა იყო,მაგრამ ილიკოს გამოჩენა მისთვის პატარა ძმის დაბადებას გავდა,მართალია უკვე ორი წლის იყო,მაგრამ მის თვალწინ გაიზარდა. ლილიას ნაცვლად აჯავრებდა, ეჩხუბებოდა და ჭკუასაც კი არიგებდა ხოლმე. ასეთი იყო, ასე მოექცეოდა საკუთარ ძმასაც. ილიკოსაც ყოველთვის ეგონა რომ ორი და ჰყავდა, ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ პირდაპირ ამბობდა რომ ჰყავდა უფროსი დები ლილია და გვანცა. ზოგ შორეულ ნათესავს გვანცა გიგის უკანონო შვილიც კი ეგონა და ამაზე ხშირად ხალისობდნენ.
სახლში მივიდა,მაგრამ ეზიზღებოდა იქაურობა. პირდაპირ საძინებელს შეაფარა თავი.გამოიცვალა და დაიძინა. ძილი ყოველთვის კარგი გამოსავალი იყო... დილა კი ისევ მეგობრებთან ერთა დაიწყებოდა,სახლიდან გავიდოდა და უკან საღამომდე აღარ დაბრუნდებოდა,უკეთეს შემთხვევაში ლილიასთან რჩებოდა.
ქორწილის წინა ღამეს ყველანი ერთად იყვნენ და გეგმებს კიდევ ერთხელ ამოწმებდნენ. ბოლოს რომ მიხვდნენ ყველაფერი მზად იყო მოდუნდნენ და უბრალოდ ჩვეული საუბარი დაიწყეს.
-მშია...
-მართლა? - ლუკა ისე უცებ გახალისდა თითქოს საოცრებას ამბობდა- რა მოგიტანო?
-ჩვენ გვითხარი და მოვამზადებთ
-ძეხვი მინდა...დაბრაწული აი სუნს ვგრძნობ . ძეხვი მინდა!
-არ გვაქ,მაგრამ მოგიტან ახლავე თუ გადაიფიქრებ და სხვა რამეც მოგინდება დამირეკე დრო რო არ დავკარგო კარგი?- შუბლზე აკოცა და გავარდა. ისხდნენ და თითქოს ვერ ცნობდნენ წყვილს. მათი სურვილით რამდენიმე დღე მარტონი დარჩნენ ახლა კი სრულიად სხვა სიტუაცია იყო
-როდის უნდა მიხვიდე ექიმთან?
-სამ კვირაში...ჯერ წამლებს ვსვამ. ბავშვი კარგადაა ნუ ემობრიონი ,ნელ-ნელა ყველა ანალიზს გავიკეთებ. ექიმმა თქვა რომ ბავშვი კარგად იქნება,უბრალოდ მე მექნება ბევრი დისკომფორტი,წონაში მომატების ნაცვლად ვიკლებ...სამი კილო დავიკელი შეგიძლიათ მითხრათ რომ მხოლოდ ცხვირი დავრჩი
-ნუ აწარბებ... ასე ხდება ხოლმე,წავიკითხე რომ მეორე ტრიმესტში ყველაფერი შეიზლება შეიცვალოს და სულ რაღაცის ჭამა მოგინდეს. ნორმალურად კვებას შეძლებ და გაფუმფულდები,ან საერთოდ რა საჭიროა მომატება მთავარია ბავშვი გაიზარდოს
-ასე თუ ვიკვებები ბავშვიც წამლების დამსახურებით გაიზრდება ,რაც არც თუ ისე კარგია
-მეჩვენება თუ პესიმისტურ განწყობაზე ხარ...ასე როგორ შეიძლება ანუშკი?
-რომ გავიგე სიხარულისგან დავფრინავდი,ახლა აღარ ვიცი რა ხდება ჩემს თავს მხოლოდ შიმშილის გრძნობა, საჭმლის დანახვისას გულისრევის შეგრძნება, თუ შევჭამ უკვე სააბაზანოში მიწევს გადანაცვლება და რამდენიმე საშინელი წამალი რომლის გადაყლაპვაც კი დიდი პრობლემაა
-დარწმუნებული ვარ პირველად რომ იგრძნობ მის მოძრაობას ყველაფერი დაგავიწყდება, წამალიც კი გემრიელი იქნება
-მეც სწორედ ამ მომენტს ველოდები...იმედია მალე იქნება და დინჯი არ იქნება
-მოვედი ...აი მოვიტანე .სხვადასხვანაირია და რომელიც გინდა იმას შევწვავ ან ცოტ-ცოტას ყველას - ძლივს სუნთქავდა, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა . ანაც გაჰყვა
-მე შევწვავ დაისვენე შენ - ლილია შევიდა,მაგრამ იქ მზარეულების ნაცვლად ჩახუტებული წყვილი დახვდა.ანა ტიროდა ,ლუკას დაღლილი სახე ჰქონდა .თავზე ეფერებოდა ,მაგრამ არაფერს ეუბნებოდა.ისევ უკან გავიდა და სხვებთან ერთად დატოვა სახლი
-ვაშლიც არ გინდა? ან ტისტი,ყველიანი შენ ხო გიყვარს ანიკო
-პურს შევჭამ ,ყველი არ მინდა
-მარტო პურს?
-ხო მარტო პურს...ღუმელში შედე სუხარს რომდ აემსგავსოს
-გვაქ და ბარემ ...
-არა მე პური მინდა დაბრაწული
-კარგი ახლავე ...
-შევჭამ,მაგას მართლა შევჭამ ნუ გაქვს ასეთი სახე გთხოვ - თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა- რვა თვე და მერე ორი შევჭამთ ცალ-ცალკე ... მე და ჩვენი ბიჭი
-გოგო რომ იყოს წარმოიდგინე როგორი იქნება...წინასწარ იცოდე რო ვერ გავათხოვებთ- ხუმრობა სცადა, ორივეს გაეცინა. ჯერ ტუჩებში აკოცა ,შემდეგ მთელი სახე დაუკოცნა .ამ მცირე დროში ისე შეიცვალა,რომ თითქოს სრულიად სხვა ქალს ეხებოდა,თან ზუსტად იგივე შეგრძნება ჰქონდა,გული ისევ ისე უცემდა ორივეს. - დავბრაწოთ პური ....
შეიძლება პურიც ვერ ეჭამა,უეცრად რაიმე სურნელი აღმოეჩინა,მაგრამ მაინც არ დაზარდა ლუკა. ყოველ ჯერზე როცა ყვირილი უნდა დაეწყო სიმშიდის წერტილს პოულობდა, აკოცებდა ანას და მიდიოდა .
ქორწილის დღეს ყველა მათ ირგვლივ ტრიალება და იმხელა მუხტი მოდიოდა უბრალოდ ცუდად ყოფნისთვის დრო არ ჰქონდა, არც ფიქრისთვის,მხოლოდ დადებითი ემოციები სიხარული და ერთი გაფერადებული დღე ამდენი ხნის შემდეგ. დღე რომელიც თავიდან ბოლომდე ერთი დიდი ჯაჭვი იყო...საყვარელი ადამიანი გვერდით, ირგვლივ მეგობრები,ნათესავები, საყავრელი მელოდიები და მას აყოლილი სხეული.
ლილია დილიდან მათთან იყო, გვანცაც არ შორდებოდა. დედოფალს უყურებდნენ ფოტოგრაფი მოვიდაო რომ გაიგონეს,ლილიას არც გაუხედავს ანას ფატას უსწორებდა. ფოტოაპარატისგან წამოსული სინათლე რომ დაინახა თავი შეაბრუნა და იმავე პოზაში გაშეშდა,კიდევ ერთხელ გადაუღეს ფოტო შემდეგ ბიჭმა ხელი გაუშვა კამერას , გაუღიმა ,ლოყაზე აკოცა ,სურნელიც მომენტალურად შეიგრძნო


ესეც მეორე თავი
იმედია მოგეწონებათ
წინა თავზე შეფასებებმა ძალიან გამახარა . ყოველ დღე ვერ დავდებ მაგრამ ყოველმეორე დღეს აუცილებლად დავდებ



№1 სტუმარი სტუმარი shalo

damexmaret...

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

აი როგორ ველოდებოდი ჩემო კარგო.ჩავუჯდები წავიკიტხავ.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი shalo
damexmaret...

შენ უკვე ჩვენ ვეღარ გიშველით ჩემო კარგო ვინმე კვალიფიციური ნერვოპათოლოგი იპოვნე და დაგეხმარება თუ არადა ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ჩაერევიან

 


№4 სტუმარი ჯუჯღუნა

აუ არ მეყო, უკვე ლომკა მაქვს , კიდევვ მინდაააა.
ხვალ ვერანაირად ვერ დადებ?

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
აი როგორ ველოდებოდი ჩემო კარგო.ჩავუჯდები წავიკიტხავ.

heart_eyes heart_eyes იმედია მოგეწონა

ჯუჯღუნა
აუ არ მეყო, უკვე ლომკა მაქვს , კიდევვ მინდაააა.
ხვალ ვერანაირად ვერ დადებ?

სამწუხაროდ უფრო დიდის დადებას ვერ ვახერხებ , ხვალ დატვირტული დღე მაქვს ხუთშაბათს დავდებ აუცილებლად heart_eyes

 


№6  offline მოდერი Mathew

შენი ისტორიის კითხვის დროს სიტყვის მარაგი იწურება.არ ვიცი რომელი სიტყვებით შეგამკო.ვგიჟდები შენზე და თითოეულ პერსონაშზე.
სასწაულად გადმოცემ გრძნობებს,არ ვიცი როგორ გითხრა.
ვკითხულობ და სხვა სამყაროში ვვარდები.იმიტომ,რომ შენ გაქვს ამის ნიჭი და ეს ყველაფერი მახარებს ))

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
შენი ისტორიის კითხვის დროს სიტყვის მარაგი იწურება.არ ვიცი რომელი სიტყვებით შეგამკო.ვგიჟდები შენზე და თითოეულ პერსონაშზე.
სასწაულად გადმოცემ გრძნობებს,არ ვიცი როგორ გითხრა.
ვკითხულობ და სხვა სამყაროში ვვარდები.იმიტომ,რომ შენ გაქვს ამის ნიჭი და ეს ყველაფერი მახარებს ))

ვაიმეე საყვარელოო როგორ გამახარე გავიბადრე აი მართლა უზომოდ მიხარია უსაზღვროდ რომ ის ემოცია რასაც ვდებ მოდის ბოლომდე და მხოლოდ ჩემი წარმოსახვა არაა heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი Indigo

ვაიმე, მარიამო...
ეს რა იყო?
ესენი ვინ არიან?
ვინ კუ არა რა არსებები არიან?
ვგიჟდები ნელ-ნელა.
არ შეიძლება ესე...
ესე არ უნდა მოქმედებდე
ჭკუიდან ვიშლები მგონი უკვე
ძაან მაგიჟებ
საოცრება...
მეტი რა გითხრა ან როგორ?
ვცდილობ ეს ყველაფერი სიტყვებში ჩავაქსოვო, დაგანახო და გაგრძნობინო, მაგრამ ვერაფერს ვამბობ.
მართლა...
მიყვარს მე შენი ნიკის დანახვა
ეს საოცარი გრძნობა მიყვარს, კითხვის დროს რომ განვიცდი.
არ შემიძლიხარ, შენ თავს ვფიცავარ.
ვეღარ გიძლებ, ვეღარ გიტევ, მინდა გავვარდე გარეთ და მთელი ხმით ვიყვირო.
ან ესენი რა არსებები არიან, ან - შენ?
ბოლოს, იმდენს იზამ, გამაგიჟებ მართლა და მოიავენებ.


უბრალოდ, ძაან ვგიჟდები მე შენზე, მარიამო!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
ვაიმე, მარიამო...
ეს რა იყო?
ესენი ვინ არიან?
ვინ კუ არა რა არსებები არიან?
ვგიჟდები ნელ-ნელა.
არ შეიძლება ესე...
ესე არ უნდა მოქმედებდე
ჭკუიდან ვიშლები მგონი უკვე
ძაან მაგიჟებ
საოცრება...
მეტი რა გითხრა ან როგორ?
ვცდილობ ეს ყველაფერი სიტყვებში ჩავაქსოვო, დაგანახო და გაგრძნობინო, მაგრამ ვერაფერს ვამბობ.
მართლა...
მიყვარს მე შენი ნიკის დანახვა
ეს საოცარი გრძნობა მიყვარს, კითხვის დროს რომ განვიცდი.
არ შემიძლიხარ, შენ თავს ვფიცავარ.
ვეღარ გიძლებ, ვეღარ გიტევ, მინდა გავვარდე გარეთ და მთელი ხმით ვიყვირო.
ან ესენი რა არსებები არიან, ან - შენ?
ბოლოს, იმდენს იზამ, გამაგიჟებ მართლა და მოიავენებ.


უბრალოდ, ძაან ვგიჟდები მე შენზე, მარიამო!


როგორც ყოველთვის გამახარე
არ ვიცი რა ვთქვა ეს ისტორია ძალიან მომწონს უკვე ავღნიშნე და მეშინოდა რომ ცალმხრივი ქინებოდა და შეიძლებოდა სულ სხვანაირად ვგრძნობდი მე და თქვენამდე სხვაგვარად მოსულიყო .ახლა როცა ვხედავ რომ თქვენთან ზუსტად იზე მოდის როგორც მინდოდა ვბედნიერდები

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

რათქმაუნდა მომეწონა ძალიან კარგი იყო და ველოდები შემდეგს მოუთმენლად

 


№11  offline წევრი Indigo

ვერ აფასებ საკუთარ თავს სათანადოდ, მარიამო. თითოეულ სიტყვაში, თითოეულ წინადადებაში იკითხება გრძნობა, არ ვაჭარბებ, მართლა.
კონსტანტინეს და ლილიას დიალოგებში ხო საერთოდ...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შენი ისტორიებისგან სრულიად განსხვავებულია <3 თავისუფალი ლაღი ფერადი მარტივი ლამაზი თბილი და კიდევ უამრავი სხვა <3 ვთბები ლილის და კონსტანტინეს დიალოგებს რომ ვკითხულობ <3 იმხელა სითბო მოდის ამ ისტორიიდან რომ ვერ ვიტევ <3 ველი ახალ თავს თბილს ლაღს და ლამაზს როგორც ყოველთვის ^_^ <3

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
რათქმაუნდა მომეწონა ძალიან კარგი იყო და ველოდები შემდეგს მოუთმენლად

მადლობა რო მითხარი <3 heart_eyes heart_eyes ძალიან მიხარია რო მოგწონთ აი მართლა

ანი ანი
შენი ისტორიებისგან სრულიად განსხვავებულია <3 თავისუფალი ლაღი ფერადი მარტივი ლამაზი თბილი და კიდევ უამრავი სხვა <3 ვთბები ლილის და კონსტანტინეს დიალოგებს რომ ვკითხულობ <3 იმხელა სითბო მოდის ამ ისტორიიდან რომ ვერ ვიტევ <3 ველი ახალ თავს თბილს ლაღს და ლამაზს როგორც ყოველთვის ^_^ <3

რამდენიმე წყვილი მეყოლება მე ხომ იცით არ მიყვარს მთელი ისტორია ერთი ემოციის მატარებელი რომ არის ამიტომ მმდევნო თავები სხვა მუხტსაც შემოიტანს და იმედია მერეც მოგეწონებათ

Indigo
ვერ აფასებ საკუთარ თავს სათანადოდ, მარიამო. თითოეულ სიტყვაში, თითოეულ წინადადებაში იკითხება გრძნობა, არ ვაჭარბებ, მართლა.
კონსტანტინეს და ლილიას დიალოგებში ხო საერთოდ...

ხო ნუ ლილია და კონსტანტინეა მაინც მთავარი გმირები მიუხედავად იმისა რომ ისტორიის საბოლოო ემოციური ფონი სხვა გმირებზეც მაქვს დამყარებული იმედია მერეც კარგი იქნება

 


№14 სტუმარი kati

mgoni adrec davwere da axlac gavimeoreb,rom damamunje Mariam da komentars vegar vwer.yvela sheni istoria utvalavjer maqvs wakitxuli da meti AR vici Ra davwero...

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

kati
mgoni adrec davwere da axlac gavimeoreb,rom damamunje Mariam da komentars vegar vwer.yvela sheni istoria utvalavjer maqvs wakitxuli da meti AR vici Ra davwero...

აიი ეგ "დამამუნჯე" მიხარია ყველაზე მეტად უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№16  offline წევრი FLAWless

ნუ აი რა უნდა ვთქვა შენს ქებაში მალე ლექსიკონი შემომელევა! საუკეთესო ისტორიების საუკეთესო ავტორი ხარ შენ! უბრალოდ ვერ ვწყდები შენს ისტორიებს.
ყოჩაღ მარიამოო ძალიან მომწონს. ველოდები შემდგე თავს

 


№17 სტუმარი Ucnobi

მართლა მაგარი გოგო ხარ, შენი ისტორიები ისეთი სასიამოვნო წასაკითხია რომ არ შეიძლება ვინმემ გვერდი აუაროს ან გულგრილად წაიკითხოს, მადლობა შენ რომ არსებობ შენი ლამაზი ისტორიებით, ასევე საოცრებაა ეს ისტორიაც, ყოჩაღ!

 


№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესამე მოულოდნელი შეხვედრაც შედგა.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის და არ ვიცი რა ვთქვა.საოცრება და უნიჭიერესი ხარ
--------------------
ლანა

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

FLAWless
ნუ აი რა უნდა ვთქვა შენს ქებაში მალე ლექსიკონი შემომელევა! საუკეთესო ისტორიების საუკეთესო ავტორი ხარ შენ! უბრალოდ ვერ ვწყდები შენს ისტორიებს.
ყოჩაღ მარიამოო ძალიან მომწონს. ველოდები შემდგე თავს

უღრმესი მადლობა უზომოდ მახარებთ და მიფერადებთ დღეს heart_eyes heart_eyes

Ucnobi
მართლა მაგარი გოგო ხარ, შენი ისტორიები ისეთი სასიამოვნო წასაკითხია რომ არ შეიძლება ვინმემ გვერდი აუაროს ან გულგრილად წაიკითხოს, მადლობა შენ რომ არსებობ შენი ლამაზი ისტორიებით, ასევე საოცრებაა ეს ისტორიაც, ყოჩაღ!

ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის რომ მეუბნებიან ემოციური და სასიამოვნოაო სწორედ ეს მინდა ყველაზე მეტად და დიდი მადლობა kissing_heart heart_eyes

La-Na
აი მესამე მოულოდნელი შეხვედრაც შედგა.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის და არ ვიცი რა ვთქვა.საოცრება და უნიჭიერესი ხარ

ლანააა საყვარელო დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№20 სტუმარი სტუმარი ტასო

დიდი ხანი არ არის რაც ამ საიტის შესახებ გავიგე მაგრამ მრავალი ისტორია წავიკითხე. სულ რამდენიმე ადამიანის დაწერილ ისტორიებს ვკითხულობ და ერთ-ერთი ხარ შენ. ძალიან ბუნებრივად და კარგად წერ, მომწონს შენი წერის სტილი. ასე გააგრძელე რაც შეიძლება ბევრი წერე და გაგვახარე ჩვენ :* რაც შეეხება ამ ისტორიას ძალიან მომეწონა და დავინტერესდი, ველოდები შემდეგ თავებს <3

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ტასო
დიდი ხანი არ არის რაც ამ საიტის შესახებ გავიგე მაგრამ მრავალი ისტორია წავიკითხე. სულ რამდენიმე ადამიანის დაწერილ ისტორიებს ვკითხულობ და ერთ-ერთი ხარ შენ. ძალიან ბუნებრივად და კარგად წერ, მომწონს შენი წერის სტილი. ასე გააგრძელე რაც შეიძლება ბევრი წერე და გაგვახარე ჩვენ :* რაც შეეხება ამ ისტორიას ძალიან მომეწონა და დავინტერესდი, ველოდები შემდეგ თავებს <3

მართლა ძალიან მიხარია რომ ერთ=ერთი მწერალი ვარ ვის ისტორიებსაც კითხულობ ,მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№22 სტუმარი ტატუკა20

აუუ რა კარგ დროს გაწყვიგე მარიაამ.რა მოიცდის ხვალამდეე:(((((

 


№23 სტუმარი ana

ვაიმეეეეე <3 აი რაგაც სასწაულია ვგიჯდები მე შენს ყველა პერსონაჟზე <3 <3 <3 ძალიან მომწონს მთავარი გმირები,მაგრამ სხვა წყვილებზეც დაწერე ხოლმე რა გთხოვ <3

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

ტატუკა20
აუუ რა კარგ დროს გაწყვიგე მარიაამ.რა მოიცდის ხვალამდეე:(((((

ხვალ და ზეგ დავდებ დღეს ვერა
disappointed_relieved

ana
ვაიმეეეეე <3 აი რაგაც სასწაულია ვგიჯდები მე შენს ყველა პერსონაჟზე <3 <3 <3 ძალიან მომწონს მთავარი გმირები,მაგრამ სხვა წყვილებზეც დაწერე ხოლმე რა გთხოვ <3

სხვებზეც დავწერ აუცილებლად ,ისინიც მთავარი გმირები არიან ჩემ ისტორიაში უბრალოდ ეტაპობრივად შმეოვლენ ...
დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent