შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები


4-04-2018, 23:52
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 1 923

ვინუჟდენში დაქორწინებულები

ის მოკვდა. ასე უბრალოდ მოკვდა. დამტოვა მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა? როგორ შეეძლო მარტო დავეტოვე ამ მახინჯ სამყაროში?! ახლა როცა წესით სევდას უნდა ვგრძნობდე, ბრაზით ვარ სავსე. მან მიმატოვა, სამუდამოდ მიმატოვა და მე მასზე საშინლად ვბრაზობ. ყველა დანარჩენი ემოციისგან დაცლილს, მხოლოდ ესღა შემრჩენია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ერთადერთი კაცი იყო, რომელიც მიყვარდა. უზომოდ მიყვარდა და მიყვარს. ის ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე, ნამდვილი მეგობარი იყო. ჩვენი ურთიერთობა სულ არ ჰგავდა მამა-შვილისას. დედასაც კი ვერ ვუგებდი ასე კარგად. არც დედას ესმოდა ჩემი მამასავით. მამას დანარჩენი სამყაროსგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, ჩემსავით, ამიტომ ყოველთვის მიგებდა და იდეალურ რჩევებს მაძლევდა. მე და მამა დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ... ის ყოველთვის ყველასგან მიცავდა, დედასგანაც კი. ის ჩემი გმირი იყო. და ახლა ის აღარ არის. ახლა მარტო ვარ მთელი სამყაროს წინააღმდეგ.
მენატრება, უზომოდ მენატრება... ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ... მალე 18-ის გავხდები. რა უნდა ვქნა მის გარეშე? ნუთუ შევძლებ მის გარეშე ცხოვრებას...? არ ვიცი, არ ვიცი... ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია ბოლომდე, რომ ვეღარასდროს გავიგონებ მის თბილ ხმას, აღარავინ მაკოცებს ძილის წინ შუბლზე, ვერავინ გამიკეთებს ,,საიდუმლო რეცეპტის ომლეტს''. ვინ მატარებს უკვე უნივერსიტეტში? ახლა უკვე უნივერსიტეტიც აღარ მადარდებს. ყველაფერმა აზრი დაკარგა, მათ შორის ჩემმა მომავალმაც.
საფეხურები უემოციოდ ავიარე. დერეფანს თვალი მოვავლე და კიდევ ერთხელ მომეწურა გული. აქაურობა მამას გარეშე ჩამკვდარიყო. შემაძრწუნებელ სიჩუმეს მხოლოდ ერთ-ერთი, ოდნავ შეღებული კარიდან გამომავალი მოგუდული ტირილის ხმა არღვევდა. ფრთხილად მივედი კართან და ჩუმად შევაღე. დედა საწოლზე იჯდა. ხელში მამას პერანგი ჩაებღუჭა და სასოწარკვეთილი დასტიროდა. შემეძლო შევსულიყავი, ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა, თუმცა ეს არ გამიკეთებია. ისევ უჩუმრად მოვიხურე კარი და იქაურობა უჩუმრად გავეცალე. როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა ამის მეთვითონ არ მწამდა?!
ჩემს ოთახში შევედი და კარები ჩავკეტე. მაინც არავინ არ შემოვიდოდა, მაგრამ თავს ვიზღვევდი. უზარმაზარი, თინეიჯერულად მოწყობილი ოთახი მქონდა. როცა მამა ცოცხალი იყო ძალიან მომწონდა, ახლა კი თითქოს ფერები დაკარგა. ჩემს ოთახში ყველაფერი მაღიზიანებდა. არ მომწონდა ეს ცისფერ-ვარდისფერი კედლები, ტუალეტის მდიდრული მაგიდა და უზარმაზარი სარკე. არ მომწონდა უამრავი ერთ დროს საყვარელი ნივთი. მაღიზიანებდა ეს იდეალური წესრიგი, რომელიც ჩვენი მოსამსახურეების დამსახურება გახლდათ. მინდოდა ყველაფერი დამელეწა. მინდოდა ჩემს გარშემო ყველაფერი ისე გამენადგურებინა, როგორც მე ვიყავი განადგურებული შინაგანად. მინდოდა მოვშორებოდი ამ მდიდრულ ნაგვობებს და ცოტა ხანი საზოგადოებისგან თავი შორს დაეჭირა. საზოგადოებისგან, რომელიც ჩემს გადათელვას ლამობდა.
შავი კაბა კარებთანვე გავიხადე და იქვე დავაგდე. არ მიყვარდა კაბები, თუმცა მაღალ საზოგადოებაში ასე იყო საჭირო. ღმერთო როგორ ვერ ვიტანდი ამ გატუტუცებულ მდიდრებს. მამასაც დიდად არ უყვარდა ეს საზოგადოება, ამიტომ მუდამ ცდილობდა ჩვეულებრივად გავეზარდე და ამ სოციუმისგან დავეცავი, დედასგან განსხვავებით. დედას მოსწონდა ეს ყველაფერი-პოპულარობა, სიმდიდრე, ყურადღების ცენტრში ყოფნა. მისი არასდროს არ მესმოდა.
საწოლში საცვლების ამარა შევძვერი. მუხლები მკერდთან მივიტანე, ხელები შემოვხვიე და უხმოდ ავტირდი. ტირილში ჩამეძინა.

**
გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და თითქოს დროს ტკივილიც მიჰქონდა. ისე ძალიან აღარ მტკიოდა, შევეგუე. დეპრესიას თავი მაინც ვერ ავარიდე. კვირები ვიყავი ჩაკეტილი ჩემს ოთახში და გარე სამყაროსთან კონტაქტი საერთოდ არ მქონდა, თუ მოსამსახურეს არ ჩავთვლით რომელსაც საჭმელი ამოჰქონდა ყოველდღე ჩემთვის. არავის არ ვეკონტაქრებოდი, არც დედას, არც მეგობრებს. ისინიც არ იჩენდნენ დიდ ინიციატივას.
საბოლოოდ ჩემი ოთახიდან გამოვედი, თუმცა სახლის ტერიტორიას არ ვცდებოდი. თავდაპირველად გაზეთები სულ მამას გარდაცვალებაზე წერდნენ, მერე მათაც დავავიწყდით. ერთ ,,მშვენიერ'' დღესაც შევამჩნიე, რომ ჩვენი მოსამსახურე გაქრა. ვიფიქრე რამდენიმე დღით ისვენებს-მეთქი, მაგრამ გადიოდა დღეები და ის აღარ ჩანდა. ხოდა ერთ დღესაც ამაზე დედას ვკითხე:
-ჩვენი მოსამსახურე სად გაქრა?
დედამ ისე შემომხედა, თითქოს ჩემი ხმა დავიწყებოდა, შემდეგ კი მიპასუხა:
-დავითხოვე.
-რატომ?-გამიკვირდა
დედამ ამოიხვნეშა.
-ანა დაჯექი. უნდა ვილაპარაკოთ.
მისმა რადიკალურმა, მკაცრმა ტონმა ცოტა შემაშინა.
-რა ხდება დედა?-ვკითხე მომთხოვნად და იქვე ჩამოვჯექი.
თეა შეყოვნდა, როგორც ჩანს სათქმელს ალაგებდა.
-მას შემდეგ რაც მამაშენი...გარდაიცვალა, კომპანიაში ნამდვილი ქაოსი დაიწყო. ვცადე ყველაფერი მომეგვარებინა, მაგრამ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. როგორც გაირკვა უპატრონოდ დარჩენილი კომპანიიდან ბევრი ცდილობს სარგებელის მიღებას. დიდი რაოდენობით ქრება ფული და კომპანია ნელ-ნელა კოტრდება.ვკოტრდებით ანა. ეს კომპანია წესით მომავალში შენ უნდა გადმოგცემოდა, როგორც ერთადერთ შვილს, მაგრამ შენ ჯერ ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნია, ჯერ სრულწლოვანიც კი არ ხარ...
-იმდენად გავკოტრდით, რომ ერთი მოსამსახურის ყოლაც არ შეგვიძლია?-ვიკითხე გაოცებულმა
თეამ უხმოდ დამიქნია თავი.
-ანუ რა გამოდის, მამაჩემის ამდენი წლის ნაწვალები, ძლივს აშენებული იმპერია ასე მარტივად უნდა დაინგრეს? არაფრისთვის იშრომა მთელი ცხოვრება? ყველაფერი რისთვისაც მთელი სიცოცხლე მუშაობდა და თავს არ ზოგავდა ერთი ხელის მოსმით უნდა დაინგრეს?-სიბრაზისგან სახეზე ალმური მომედო
-ასე გამოდის-ამოიოხრა დედამ, შემდეგ კი გაუბედავად დაიწყო-მაგრამ არის ერთი გამოსავალი...
მის ტონზე მივხვდი, რომ ეს გამოსავალი არ მომეწონებოდა.
- რა თქმა უნდა ამას არავინ არ გაძალებს. მე მხოლოდ შემოგთავაზებ და დანარჩენს შენთვითონ გადაწყვეტ...
-მეტყვი თუ არა?-მოთმინება მელეოდა.
-მამაშენს ერთი ბიზნეს პარტნიორი ჰყავდა, რომელთანაც ბავშვობიდან მეგობრობდა. მისი ბიზნესი ჩვენსაზე გაცილებით წარმატებულია. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მთელს ქვეყანაში. მოკლედ ბატონმა გეგამ დახმარება შემოგვთავაზა.
- მგონი მასზე მამასთან მსმენია-ჩაფიქრებულმა მივუგე-რა გვარია?
-ლომიძე.-მიპასუხა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
-გეგა ლომიძე? როგორ არ მსმენია! ტელევიზორში სულ მაგას არ აჩვენებენ? არ ვიცოდი თუ ეგ და მამა მეგობრობდნენ-დავამატე ტკივილნარევი ხმით.
-არც მე-დედასაც გაუტყდა ხმა. სასწრაფოდ შევცვალე თემა.
-რაო, რას გვთავაზობს ბატონი გეგა?
-ის...-შევამჩნიე როგორ ნერვიულად უსმევდა დედა გაოფლიანებულ ხელებს ერთმანეთს. სახეზე თითქოს არანაირი ემოცია არ ეტყობოდა, მაგრამ მისი სხეული პირდაპირ გასცემდა მის ნერვიულობას. აშკარად ჩემი რეაქცია აშინებდა და ამან უფრო გამიღრმავა რაღაც ცუდის მოლოდინი.
-დედა, რაც არ უნდა იყოს როგორღაც გადავიტან-შევაგულიანე და ფირუზისფერ თვალებში ჩავხედე. ულამაზესი თვალები ჰქონდა, ისევე როგორც დანარჩენი ყველაფერი. მე მას საერთოდ არ ვგავარ. მამასავით შოკოლადისფერი თვალები და ყავისფერი თმა მაქვს. არც განსაკუთრებულად ლამაზი ვარ და არც დიდად მომხიბვლელი, მაგრამ ჩემთვის უდიდეს ბედნიერებას წარმოადგენდა ის, რომ მამას დავემსგავსე.
-ანა ეს არ მოგეწონება.- ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო-მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ჩემზე იფიქრე. მამაშენზე იფიქრე... ის მთელი თავისი ცხოვრება ამისთვის შრომობდა.-ღრმად ჩაისუნთქა-ბატონმა გეგამ დახმარება შემომთავაზა იმის სანაცვლოდ თუ საქმიან კავშირს უფრო სანდო კავშირით განვამტკიცებთ.
-რას გულისხმობ?-ვკითხე უნდობლად.
-ქორწინებას-მიპასუხა და ჩემი აფეთქების მოლოდინში, შიშჩამდგარი თვალებით მომაჩერდა.
რამდენიმე წუთი დამჭირდა მისი სიტყვების გასააზრებლად.
-შენ რა მასზე გათხოვებას აპირებს?-ტონს ავუწიე
-მე? ღმერთო არა! მე... შენ გგულისხმობდი.-ხმა აუკანკალდა
უკვე მეორედ მივიღე შოკი. ხმას ვეღარ ვიღებდი. ერთ ადგილას გავშეშდი.
-გინდა, რომ მამაჩემისხელა კაცზე გამათხოვო 17 წლის ასაკში?-ამის გააზრებაზე ისევ სისხლი მომაწვა სახეზე.
-მე არაფერი არ მინდა! ყველაფერი არასწორად გაიგე! ბატონ გეგაზე არ გათხოვდები, არამედ მის შვილზე. ეს უბრალო ფიქტიური ქორწინება იქნება, ერთ ოთახშიც კი არ გეძინებათ. ეს სპეკტაკლი მხოლოდ იქამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია ამ გაჭირვებიდან არ ამოვა, შემდეგ კი გაშორდებით და თქვენ-თქვენ გზაზე წახვალთ. მაგამდე სწავლას დაამთავრებ და კომპანიას სათავეში ჩაუდგები.
-კი მაგრამ გეგას ეს რაში აწყობს?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-გარდა იმისა, რომ ჩვენი კომპანიების თუმდაც დროებითი გაერთიანება ორმაგად მომგებიანი იქნება და ორივე მხარეს ხელს გვაძლევს, როგორც ბატონი გეგა იძახის, არსებობს კიდევ რაღაც მიზეზები, რომელიც ჩვენ არანაირად არ გვეხება, ამიტომ მეც აღარ ჩავაცივდი.
-მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვარ.-ისე ვუთხარი, თითქოს თვითონ არ იცოდა.
-რამდენიმე თვეში ცხრამეტის ხდები, მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდებით.
თეა ისე ლაპარაკობდა თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, არადა თვითონ არ მითხრა შენზეა დამოკიდებულიო?! იცოდა თუ გავჯიუტდებოდი, აზრი აღარ ჰქონდა ჩემთან ლაპარაკს. ბოლოს მაინც ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მოვინდომებდი. სიჯიუტეც მამისგან გამომყვა. ისიც ჩემნაირი მეამბოხე იყო.
-ბატონ გეგას პირადად უნდა დაველაპარაკო და ყველაფერი ზუსტად გავარკვიო.-ვუთხარი ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ.
დედა გაოცებული შემომცქეროდა. საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა. ალბათ ყველაფერს მოელოდა ამის გარდა. ალბათ ისტერიკებს, ყვირილს და თინეიჯერულ გამოხტომას ელოდა. ძველი ანა მართლაც ასე მოიქცეოდა, მაგრამ მე არა. მე ახალი ანა ვიყავი.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი lia

kargi istoriis dasawkisi hans .

gaagrzele,magram tavebi gazarde pataraa.

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

მოიცა ეს ხომ შენი პირველი ისტორიის პიველი თავია რომლის მეხუთე თავის დადებას დიდი ხანია ვუცდი
ანუ სხვა სახელით აგრძელებ?ძალაიან გამიხარდა რადგან ძალიან მომწონს ეს ისტორია

 



№3  offline წევრი ubraloooo tipi

meocnebe avadmyopi
მოიცა ეს ხომ შენი პირველი ისტორიის პიველი თავია რომლის მეხუთე თავის დადებას დიდი ხანია ვუცდი
ანუ სხვა სახელით აგრძელებ?ძალაიან გამიხარდა რადგან ძალიან მომწონს ეს ისტორია

რომ იცოდე როგორ გამახარე <3 არ მეგონა ვინმე თუ ელოდებოდა ამ ისტორიას <3 ამ სახელით გავაგრძელებ <3

სტუმარი lia
kargi istoriis dasawkisi hans .

gaagrzele,magram tavebi gazarde pataraa.

მადლობა <3 გავითვალისწინებ <3

 



№4  offline წევრი Gimilis gogo

დამაინტერესა და გააგეძელე. ხშირად დადე ხოლმე რა

 



№5  offline წევრი ubraloooo tipi

Gimilis gogo
დამაინტერესა და გააგეძელე. ხშირად დადე ხოლმე რა

მადლობა შევეცდები <3

 



№6 სტუმარი სტუმარი მაკო

ეს წაკითხული მაქვს და გაგრძელებას ველოდები კარგა ხანია ძალიან კარგი ისტორიაა თუ ბოლომდე მიიყვან კაი იქნება

 



№7 სტუმარი Tikoliko

Aghar shewyvito gaagrdzele wera????????????

 



№8  offline წევრი LaLiDze

მხოლოდ 17 წლის ვარო და არაუშავს რამდენიმე თვეში 19 - ის გახდებიო? ;დ

გააგრძელე <3

 



№9 სტუმარი ია

სათაურმა ,,დამცა" დდდდ

 



№10  offline წევრი ubraloooo tipi

ია
სათაურმა ,,დამცა" დდდდ

არადა სათაურის გამო მიიქცია ყურადღება :დდდ

LaLiDze
მხოლოდ 17 წლის ვარო და არაუშავს რამდენიმე თვეში 19 - ის გახდებიო? ;დ

გააგრძელე <3

გვიან შევამჩნიე :დდდ გავაგრძელებ <3

Tikoliko
Aghar shewyvito gaagrdzele wera????????????

გავაგრძელებ <3

სტუმარი მაკო
ეს წაკითხული მაქვს და გაგრძელებას ველოდები კარგა ხანია ძალიან კარგი ისტორიაა თუ ბოლომდე მიიყვან კაი იქნება

მადლობა <3 აღარ შევწყვეტ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent