შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /3/


5-04-2018, 17:32
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 5 285

-შენი გაოცებული სახე , შენელებული გულისცემა და მეოთხე შემთხვევითი შეხვედრა
-ნამდვილად?
-მგონი ვინმე სხვას უნდა დავურეკო, შოთიკოს ვეტყვი ,რომ მიკერძოებული ვიქნები და დედოფლის მეგობარ ჟღალს კამერის ობიექტივიდან ვერ გავაქრობ - ისევ ისე მონუსხული უყურებდა და უღიმოდა. ვერავინ ამჩნევდა მათ დიალოგს,ყველა დაკავებული იყო და ხესაც არავინ უშლიდა
-შენ ხარ მეჯვარის მეგობრის ფავორიტი ფოტოგრაფი?
-ხომ გითხარი მეოთხე შეხვედრისას გეტყვი-თქო...თქმაც არ დამჭირდა- თითები ლოყაზე შეახო, წამით და ისევ მის თვალებში ჩაიძირა- უღმერთოდ მშვენიერი ხარ
-დამპირდი რომ მხოლოდ ჩემი ფოტოები არ იქნება მანდ-კამერაზე ანიშნა და გაუღიმა
-არ ვიცი,ვერ დაგპირდები ...დღემდე ვნანობ პირველი დანახვისას რომ ვერ გადაგიღე ფოტო, ისე გავითიშე მობილურის არსებობაც კი დამავიწყდა ახლა შანსს ვერ გავუშვებ
-დღეს მათი დღეა, ყველა ფოტოზე ისინი უნდა იყვნენ !
-ავღელდი, რომ არ მოგეწონოს ფოტოები მერე რა გავაკეთო?
-სიმპატიურო ყმაწვილო კამერით ... ფოტოგრაფი თუ ბრძანდებით იქნებ გადაგვიღოთ სანამ ცრემლები დამახრჩობს?- გვანცა იყო რა თქმა უნდა .რომ მიკაკუნდა და წყვილს შეხედა უცებ გაჩუმდა- ეშმაკმაც დალახვროს ,მართლა ნაცრისფერია - ისე წავალი თითები ნიკაპზე და თავი დააწევინა ნორმალურის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა- სულ ეს ფერია თუ ქამელეონი ხარ კოსტია? - არც უკითხავს, არც უფიქრია გაჩუმება თითები გაუშვა და გაკვირვებულ ბიჭს კითხვები მიაყარა
-სულ ასეთია...როგორც ჩანს ჩემზე გიამო ჟღალმა,მაგრამ მე არ ვიცი რა გქვია
-აბა საიდან გეცოდინება, ჩემი და შენი სტატუსი ჩეეემი ყვავილის ცხოვრებაში არც კი შეედრება - უცებ გაკაპასდა ,პატარა ბავშვს ჰგავდა და კონსტანტინეს ღიმილი არც დაუმალავს
-კონსტანტინეს საქმე აქვს...ნუ მოვაცდენთ გვანცა, სხვა დროს გაესაუბრო იქნებ
-კარგი ხო, ნაცრისფერთვალებას სხვა დროს მივხედავ ათასი საქმე მაქვს სხვათაშორის შენც და გამომყევი
ასე წაიყვანა ლილია, როგორღაც გამოფხიზლდა და შემდეგ უბრალოდ საქმეებს მიხედა. ძალიან კი უნდოდა ლილიას ყოველი მოძრაობა დაეფიქსირებინა,მაგრამ მეგობარს დაჰპირდა და თანაც პასუხისმგებლობა ჰქონდა.ყოველ ჯერზე როდესაც მომენტი გამოუჩნდებოდა ლილიას უყურებდა. გიჟდებოდა მის ღიმილზე, ახლა როცა მის ობიექტივში მოხვდა გოგონა ,ასე ახლოს იყო თან ამდენი ხნით . ხედავდა მის დამოკიდებულებას მეგობრებისა და ნაცნობების მიმართ, მათ გაბრწყინებულ სახესაც აფიქსირებდა გოგონასთან საუბრის დროს. ბევრი ბიჭის მზერაც არ გამოჰპარვია და ცხოვრებაში პირველად შეიპყრო სულელურმა ეჭვინობამ
-ახლა ვხვდები რას გულისხმობდი საყვარელ ,მაგრამ ზოგჯერ დამღლელ საქმეში- ლილია გვერდით დაუდგა და საუბარი წამოიწყო
-ამ ამპლუაში მეორედ ვარ...ძალიან მთხოვეს თორემ ქორწილში გართობა მირჩევნია ,თუმცა არც ესაა ცუდი შეგრძნება როდესაც ნამდვილ ემოციებს აფიქსირებ და ბედნიერი წყვილის სამახსოვრო ფოტოებს ქმნი , თუ ცუდად გამოგივა წლების შემდეგ შვილებს სიტყვებით ვერ აუხსნიან როგორი კარგი იყო მათი ქორწილი
-ყველაფერს აქვს თავისი დადებითი ემოციური მხარე,მაგრამ გააჩნია შემთხვევას
-შენ თუ იქნები,თანახმა ვარ ქორწილების ფოტოგრაფად ვიქცე
-და სინამდვილეში ვის აფიქსირებ შენი კამერით?
-გააჩნია კონტრაქტს, ძირითადად მოდელეს...კომპანიაში ვმუშაობ
-საიდან გაიგე ჩემი ნომერი, ჩემი სახელი და როდის მნახე პირველად - თვალებში უყურებდა და მზერას არ აშორებდა
-მეხუთე შეხვედრისას გეტყვი,ნუ ჩქარობ
-შენ ხარ ხომ ის ფოტოგრაფი ასე ძალიან რომ სჭირდებოდა ჩემი სხეული იმ რაღაც პროექტისთვის- აშკარა ბრაზი ჩანდა მის თვალებში და სრულიად სხვა იყო იმ დროს
-მოდელებს მე არ ვარჩევ , თუმცა კი შენი ერთი ფოტო სადაც მხოლოდ პროფილია ჩემს მაგიდაზე იდო. გოგონა მჭირდებოდა თოვლივით თეთრი კანით რადგან თოვლში მინდოდა გადაღებები , შენი ფოტო მომიტანა სოსომ...რატომ მიბრაზდები ვერ ვხვდები, მე მართლა არ ვიცოდი,რომ მცოდნოდა შენ იყავი არც კი ვეცდებოდი გადაღებაზე დამეთანხმებინე ,იმისთვის ზედმეტად ეგოისტი ვარ შენი მშვენიერებით სხვის თვალებს მივცე ტკბობის საშუალება. შენ არ ხარ ფოტომოდელი, ვერასდროს იქნები ზედმეტად ბუნებრივი ხარ იმისთვის რომ ხელოვნურად შექმნილ გარემოს მოერგო
-იმედია ასეა და ყველა ჩვენი შეხვერა ნამდვილად დამთხვევა იყო
-ხომ ხედავ,შენ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მოსულიყავი ჩემთან ...გამექეცი ჩემგან დამოუკიდებლად,ახლა სულ სხვა მდგომარეობაა და გთხოვ ჩემში ეჭვი არ შეიტანო ,ყოველი სიტყვა სიმართლეა რაც მითქვამს და რასაც მომავალში გეტყვი
-რაც უფრო მალე ვისაუბრებთ და მივალთ ნაცნობიბის რაღაც დონემდე მით უფრო მარტივი იქნება ნდობა,დაჯერება და უსიტყვოდ გაგება!
ისე წავიდა კოსტამ ზუსტად ვერ გაიგო ისევ გაბრაზებული იყო თუ დაუჯერა. უყურებდა ისევ ისეთს და გონება ერეოდა,კონცენტრირება ძლივს მოახერხა.
-ქორწილების დიზაინერი ვიქნები თუ მოსამართლე ვერ გავხდი
-ნამდვილად საოცრება ჩაატარეთ ამ მცირე დროში...ჩვენ ვერაფერს მოვახერხებდით მარტო,საოცრება ხარ გვანც
-ანუშკებიი თქვენთვის ,მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის
-ისე მომეწონა ქორწილი შეიძლება მეორედაც მომინდეს
-დიდი დიდი ქორწინების წლისთავები მოვაწყოთ მე და შენ-ანამ გაუღიმა და აკოცა-მეტზე არც იფიქრო
-რა თქმა უნდა ჩემო ანიკო
-მოკლედ რა ისე იქცევიან ვითომ ამაღამ არ აცდება დედოფალს ...პირველად
-გვანცაააა
-ღმერთო როგორ არ მაცლით მხიარულებას, ცეკვა მინდა ...აბა ვინ მეცეკვება?- წამოდგა და ბიჭებს გადახედა კარგით ახლა ასეც ნუ წამოვარდებით ,უცხო დიდძუძუებიანი გოგო რომ ვიყო ხო დაიგლეჯდით ცხვირ-პირს
-შენ მხოლდ პროფესიონალ მოცეკვავესთან გეკადრება ცეკვა ჩემო გვანციკო
-თეძოს გარხევას რად უნდა პროფესიონალი მოცეკვავე ... ფოტოგრაფი ვისი მეგობარია? მეჯვარევ შოთა რომელია? - გიორგის მეჯვარეს შეხედა და მერე ბიჭებს გადახედა
-მე ვარ ... არ მითხრა რომ ფოტო არ გადაგიღო გვანცა
-ანუ შენი მეგობარია...როგორი მეგობარია ბავშვობის უნივერსიტეტის,სკოლის...უბრალოდ ნაცნობი? ვინაა საერთოდ
-გამომძიებელო რამე დავაშავე?- ბიჭის ხმა რომ გაიგო უცებ დაიბნა ,მაგრამ არ გატყდა
-ვნახოთ,ვნახოთ უშეცდომო არავინაა
-გეთანხმები ... -კამერა თვალთან მიიტანა და ფოტო გადაუღო -კარგია
-კარგი რაა ასე ახლოდან ცხვირი ცუდად გამომიჩდება
-ჩემ საქმეს ბოროტად არ ვიყენებ ასე რომ ცილს ნუ დამწამებ - ფოტო აჩვენა და გვანცაც წამსვე აღფრთოვანდა
-შენ მგონი ნიჭი გაქვს, ხედავ საოცარ კარს და წამსვე აფიქსირებ...ეს ფოტო პირადად მე მინდა ,ლილიკოს გაუგზავნე რომ შეძლებ...აიი ჩემი ყვავილიც შეგიძლია დატკბე - დაინახა როგორ იწყებდნენ ცეკვას გიგი და ლილია. გიგი თითქმის პროფესიონალი მოცეკვავე იყო და ლილიამაც შესანიშნავად იცოდა ცეკვა. ამჯერად ქართულის მელოდია ისმოდა და ლილიაც სრულიად დამატყვევებელი იყო. გიგის და მისი დუეტი ყველას აოცებდა, გარინდულები უცქერდნენ . გვანცას ათასჯერ ჰქონდა ეს სცენა ნანახი, ზოგადად ყოველ ჯერზე უცქერდა ახლა კი კოსტას უყურებდა და იღიმოდა... ვერ მოახერხა გონს მოსვლა, ტვინარეული ბიჭი რომ შეეჩერებინა, დიაანხა როგორ მიაჩეჩა კამერა ხელში ვიღაც ბიჭს და მამა-შვილს შორის აღმოჩნდა.
ლილიას დამფრთხალი მზერა შეამჩნია,მაგრამ იმდენად ჰქონდა მასთან ახლოს ყოფნის სურვილი რომ მკლავებგაშლილი არწივივით დასცქეროდა თავს. ლილიას მუქი თვალები გაფართოებული ჰქონა, სწრაფად აქცია ზურგი და გააფთრებული გიგისკენ დაიძრა,მაგრამ მამამ უკან დაიხია და ამიტომ მოედანზე ბიჭთან ერთად დარჩა
-არც კი იცი რას სჩადი
-ვცეკვავ...- ლილია ისევ მოშორდა დატრიალდა და ცეკვაც დასრულდა. შემდეგ გაიცინა აპლოდისმენტებს თავის დაკვრით შეეგება.შემდეგ კი კონსტანტინეს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა- გაიცანი , ის წარბშეკრული კაცი რომელსაც ჩემთან ცეკვა არ დააცადე გიგი ჩიქოვანია ,მამაჩემი
-მა-მა ? - ჯერ კი ტკბებოდა ლილიას სიახლოვით,მაგრამ მამაო რომ გაიგო და თან კაცის სახეც დაინახა ხველა აუტყდა- ჯანდაბა!
-ზუსტად ...შეგიძლია ესაუბრო
-მოიცა მტოვებ? რომ ვუთხრა შეყვარებული ვარ-თქო?
-თუ გინდა საქმრო უთხარი მთავარია მე რას ვეტყვი
-ლილია ნუ ერთობი ჩემი შეცომით
-სახალისოა - აკისკისდდა და თვალი ჩაუკრა -ნუ ღელავ ბრაზიანი მამიკო არ მყავს
-ხო ეტყობა ... ისეთი მშვიდი მზერა აქვს აშკარად ფიქრობს მე იდოტს რა მიყოს. პირდაპირ რომ ვუთხრა იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებით ვიეჭვიანე-თქო?
-ეჭვიანობა ცუდი სენია, სჯობს თავიდანვე ებრძოლო
-გმადლობთ რჩევისთვის , ახლა იქნებ დამეხმაროთ პირველი განსაცდელისას
-გინდა რომ ასე სულ შენ დააშავო და მე გამოვასწორო?
-ლილია!
-აი უკვე ბრაზდები კიდეც, სულ ასეთი ფიცხი ხარ? იმპულსური და ემოციური?
-კიდევ განაგრძობ ჩემს დაცინვას და მართლა ვეტყვი რომ საცოლე ხარ ,გიყვარვარ და ხვალვე მინდა ხელის სათხოვნელად მოსვლა
-მზად ხარ ასე სპონტანურად შემირთო ცოლად მიუხედავად იმისა რომ არავითარი გრძნობა არ მაქვს?
-რატომ უნდა დავხარჯოთ დრო ჟღალო?
-მგონი ზედმეტად მოსაწყენი ხარ, როგორ შეიძლება პირდაპირ დაქორწინება
-მუღამი არ ექნება? აბა მე მკითხე ?
-ვგრძნობ რომ შენ შენ არ ხარ, მგონი გადაიღალე . მე წავალ გაგეცლები ცოტა დამშვიდდი და მოიკრიბე გონება - თვალებში ისევ ჭინკები უხტოდნენ, იღიმოდა და ისე საუბრობდა
-არ შეიძლება ასე ...ერთ დღეს რომ დამინახავს ასე იტყვის შენ ის გიჟი ბიჭი არ ხარ ჩემ გოგოსთან ცეკვა რომ არ დამაცადეო?
-ფაქტს ვერაფერს მოუხერხებ უკვე მოხდა...დამშვიდდი გთხოვ ,ზედმეტი ღელვა დაგაბერებს და მერე იტყვიან პედოფილი ყოფლა რა პატარა ცოლი ჰყავსო,როგორ მოატყუა ეს გოგოო აი მაშინ 10 წლის შემდეგ
-შენთან საუბარი უფრო მახვევს თავბრუს და აშკარად შორიდან ცქერა სჯობდა
-უნდა შეეჩვიო სხვა გზა არაა ან უნდა დამივიწყო
ამჯერად წავიდა, მაგიდასთან მჯდომ მამას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. კაცმა ხელის ზურგზე მიაწება ტუჩები და ქვემოდან ახედა
-რაღაც ძალიან შეშინებული არ ჩანდა და ზედმეტად თავხედია თუ მე ვერ მივიღე შესაბამისი გამომეტყველება
-მაა ,უბრალოდ არ იცოდა ვინ იყავი ...აპატიე ამ ერთხელ
-ჰმ, მნიშვნელობა აქვს ჩემ აზრს ამ ბიჭზე?
-შეიძლება ჰქონდეს, წინასწარ ხომ არაფერი ვიცით მა,ასე არ ამბობ ხოლმე?
-უკვე ვიძაბები და ხომ არ გავიხსენო ახალგაზრდობის წლები? რაღაც ზედმეტად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს ახლა არავინაა და უკვე ცეკვისას მართმევს შენ თავს და მერე რას იზამს?
-მამა ,გთხოვ ნუ აჭარბებ .შევეშვათ ამ ამბავს ..უნდა გიხაროდეს ისე კარგად გამოიყურები რომ იეჭვიანა ბიჭმა
-იდიოტია? პირდაპირ მითხარი ,მზად რო ვიყო
-მამაა!
-კარგი ხო... მეტი არ მინდა ჩემი ფოტოები არ იყოს და ცუდად ვჩანდე
-გისმენთ,გისმენთ და რომელს გისაყვედუროთ ვეღარ გავიგე,მაგრამ ახლა უკვე ვიცი რომ შენი მხიარულება მაგჟებს გიგი- გვერდით მჯდომი იაკო გიგის ყურთან ჩურცულებდა, აქამდე უსმენდა მათ დიალოგს ისე რომ ცალი ყურით მეგობრისკენ იყო .
-ჩემო ლურჯთვალა შენ ჩემზე გიჟები უკვე წლებია...არ დამვიწყნია პატარავ რა საჭირო იყო შეხსენება?- უცებ სრულიად შეეცვალა გამომეტყველება,პპატარა თინეიჯერს დაემსგავსა და ცოლს ისეთი თვალებით შეხედა სიტყვის თქმა ვეღარ მოხერხა
-შენ...შენ არც კი ვიცი რა გითხრა.სახლში რომ მივალთ მერე დაგელაპარაკებით ორვეს
-მე და შენ ვილაპარაკებთ აუცლებლად,ჩვენთან საძინებელში და ჟღალს ხვალ გაესაუბრე გთხოვ
ლილიას არც უცდია მათი დიალოგის მოსმენა ,დატოვა წყვილი და ისევ მეგობრებთან გადაინაცვლა.
დილის ხუთამდე ნამდვილად არ გაგრძელებულა გართობა, ლუკა და ანა რომ წავიდნენ მალე დაიცალა დარბაზიც. ილია მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭებთან ერთად იყო, საკმაოზე მეტად მთვრალი და ჩვეულებრივზე მეტად მდუმარე.
მანქანისკენ მიდიოდა კონსტანტინემ რომ შეაჩერა და წამსვე წინ გადაეღობა
-დაუმშვიდობებლად ვერ გაგიშვებ- სხვა არაფერი იყო საჭირო, დაიხარა ლოყაზე აკოცა და წავიდა. ლილიამ კი მეტად ამაღლებული განწყობით განაგრძო გზა.
გიგი და იაკო რა თქმა უნდა პირველები დაიძრნენ საძინებლისკენ. ლილია კი ილიკოს გვრდით მიაბიჯებდა კიბეზე
-დამღლელი დღე იყო, ახლა ვიგრძენი კუნთების ტკივილი აქამდე თითქოს ენერგია მამოძრავებდა და ახლა სვლა რომ შევწყვიტე ერთად დამატყდა ყველაფერი თავს
-ფოტოგრაფი კოსტაც მათ შორის თუ ისიც შენი ტრფობის ალით დამწვარი რაინდია
-კონსტანტინეს ნუ შეეხები გთხოვ,წინასწარ გაფრთხილებ და დაიმახსოვრო რომ არც გაბედო ჩვენ ურთიერთობაში ჩარევა. ჯერ არაფერი ხდება , შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს ,მაგრამ გაითვალისწინე რომ ჩემთვის სხვა ყველაზე მაღლა დგას ....ძილინებისა ილიკო- უკვე საძინებლისკენ გადაუხვია ძმას დაემშვიდობა და მშვიდად შევიდა ოთახში. უკვე გამოცვლას იწყებდა,შხაპის მისაღებად უნდა გასულიყო ილიკო რომ შევიდა
-რომ ჩავერიო რას გააკეთებ...რატომ დგას მაღალ საფეხურზე ვითომ რით განსხვავდება სხვებისგან
-დარწმუნებული ვარ ბიჭებს უკვე გამოსტყუე ინფორმაცია, საძმოს საერთო აზრი მოისმინე შენებური ეშმაკური ხერხებით და როგორც ყველა სხვა ისიც არ მოგწონს ... მთავარი ისაა რომ შენ არ უნდა მოგწონდეს და გთხოვ კიდევ ერთხელ გთხოვ დამშვიდდი ,ნუ შფოთავ წინასწარ
-ყველა შენნაირი ანგელოზი ნუ გგონია
-არა ეს შენ არ უნდა გეგონო ანგელოზი , უნდა მიხვდე რომ შენი უფროსი და უფრთო ანგელოზი არ არის - მისი სახე ხელებში მოიქცია და გაუღიმა- ასე ნუ მიყურებ...ნუ მეტყვი მასზე რამეს, მინდა მისგან გავიგო ყველაფრი როცა ეს მომინდება , არ მინდა ვინმე ან რაიმე ჩაეიროს ჩვენ ორ შორის ...დაიძინე თორემ ხვალ ცუდად იქნები
......................
ქორწილის შემდეგ ლილიამ და კონსტანტინემ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს. კოსტა დაკავებული იყო , სამსახური,სახლი, ოჯახი და უამრავი სხვა საქმე ჰქონდა. ლილია კი მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ატარებდა ზაფხულს. ბოლო ერთი კვირა სწავლის დაწყებამდე გვანცასთან ერთად გაატარა ,ქალბატონმა ანტალიის საგზური ჩაიგდო ხელთ და ლილიაც თან წაიყვანა.მართალია ლილია რუჯის მიღებას ვერ ახერხებდა და დამწვრობის ასარიდებლად ათას საშუალებას იყენებდა,მაგრამ გვანცასთან გატარებული ერთი კვირა იმ მშვენიერ ადგილას ნამდვილი რელაქსაცია იყო .
ყველაფრისგან შორს ყოფნა საყვარელ ადამაინებს გახსენებს, დღის ბოლოს სიზმრების სამყაროში გადასვლამდე ლილია ფოტოგრაფზე ფიქრობდა ,გვანცა კი მიშოს მზერას ვერ იგდებდა თავიდან. არ აღიარებდა ,მაგრამ რაღაც განსხვავებულს გრძNობდა მისი დანახვისას,თითქმის თვე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს შეხვდა,მაგრამ მაინც ახსოვდა მისი მზერით გამოწვეული სიმხურვალე.
სექტემბრის თვე აკარგვინებდა გვანცას, ახლა უკვე ილიკოსაც და მხოლოდ ყვავილები რჩებოდა,ბაღი და წიგნები. გვანცა უკვე ხვდებოდა კურსელებს, ლექტორებს და წიგნებს ეძებდა . მეოთხე კურსზე იყო და ეს წელი მისთვის გადამწყვეტი იყო, იურიდულზე ჩაბარებამდე თქვა რომ წითელ დიპლომზე დაამთავრებდა და სიტყვა უნდა შეესრულებინა მშობლების ჯიბრით აკეთებდა,მაგრამ მაინც აზარტში იყო ,ბუნებრივ აზარტში და სწავლის დროს ლილიას გარდა მართლა არავის ეკონტაქტებოდა. მხოლოდ კვირა დღეს იცლიდა სხვებისთვის და ჩვეულებისამებრ გიჟ გვანცაცოს აბრუნებდა.
მარტო დარჩენილმა ლილიამ ბიბლიოთეკის განახლება გადაწყვიტა ,რადგან ხელთ არსებული ყველა წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა და რაიმე ახალი სჭირდებოდა.
წიგნების მაღაზიაში იყო,თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს ათვალიერებდა და სასურველ მათგანს ეძებდა.რამდენიმე რჩეული წიგნი უკვე ხელთ ჰქონდა ნაცნობი ხმა რომ გაიგო.წინა რიგში ზურგით მდგომი მაღალი სილუეტი დაინახა და გაეღიმა“მეოთხე შემთხვევითი შეხვედრა“ ჰქონდა.
-საქმე მაქვს ბიძი და მალე მოვალ ხო? კაი ტოოო მამიკო როგორ გაბრაზებს ...მერე შენც გააბრაზე ბიძი - გაიცინა და თაროდან წიგნი აიღო - საღამოს მოვალ კარგი? არ გამებუტო გთხოვ ,შევთანხმდით? - ისეთი მშვიდი იყო,იმდენი სიყვარული და სითბო ჩანდა მის ხმაში რომ ლილია ღიმილს ვერ იშორებდა. მის უკან იდგა და ელოდა როდის დაასრულებდა საუბარს. მობილური როგორც კი ჩააცურა ჯიბეში მაშინვე მიუახლოვდა და წვერმოზრდილ ლოყაზე აკოცა ,იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა ბიჭს და მისი სხეულიდან საკუთარზე შეიგრძნო ბუსუსების კვალი
-უკვე მეხუთეა და პირველის გახსენების დროა
-ლილია-ისეთი ხმა ჰქონდა გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა,მისი მზერა, სიტყვები,შეცვლილი გამომეტყველება და ხელში გაშეშებული წიგნი
-ვისთვის ეძებ წიგნს? გოგონაა თუ ვაჟი? რამდენი წლისაა?
-ჩემი ძმისშვილისთვის და დისთვის .... ძმისშვილს ლექსების კრებული მინდა ვუყიდო ან ზღაპრების 5 წლისაა ახლა სწავლობს კითხვას .... დას რაიმე უფრო საინტერესო და აზრზე არ ვარ რომელს რა ვუყიდო - უყურებდა ლაპარაკობდა და გრძელ თითებს თმაში დააცურებდა,თითქოს ეს მოიყვანდა გონს
-ძმა გყავს ,რომელსაც ცოლი და შვილი ჰყავს ....ასევე და რომელიც ჯერ კიდევ სკოლაშია?
-უკვე რამდენ ინფორმაციას ფლობ ხედავ?
-შენი დედაჩემიც ,მამაჩემიც და ჩემი ძმაც დააფიქსირე კამერით...მამაჩემთან ცეკვაც კი შემაწყვეტინე და აშკარად მეტ ინფორმაციას ფლობ
-ცეკვის ამბავს ალბათ სულ შემახსენებ ... შემიძლია დღესვე გაგაცნო ყველა თუ შენ მოინდომებ
-და შემთხვევითი შეხვედრები მეოთხეზე შევწყვიტოთ?
-მეხუთეზე ...
-პირველზე მომიყევი და შემდეგ დავფიქრდები - თვალებში ჭინკები უხტოდნენ,ერთობოდა სიტუაციით და თავად განცდილი ემოციებისგან სიამოვნებასაც იღებდა.საოცარი წუთები იყო,თითქოს დრო ისევ შეზღუდული ჰქონდა და რაღაც საოცარ უცნაურ ადრენალინის გამომუშავებას გრძნობდა
-წიგნების კითხვა შენც გიყვარს? აღარ მეგონა მკითხველები თუ კიდევ შემორჩნენ ჩემი ჩემი და ერთადერთი მეგონა
-შენ არ გიყვარს?
-სიმართლე გითხრა სქელი წიგნები სულ საშიში ჩანდა ჩემთვის... არ შემიძლია დრო დავუთმო ამ უზარმაზარ წიგნებს , რომ მქონდეს ალბათ სიამოვნებას მივიღებდი კითხვით ახლა მხოლოდ ძილის წინ თუ წავიკითხავ ისიც იმიტომ რომ მშვიდად დამეძინოს
-ამას არ უნდა მეუბნებოდე, მე ხომ აშკარად ვგიჟდები კითხვაზე და წიგნის გმირებთან ერთად მოგზაურობაზე
-ჩემი აზრით სხვის სამყაროში გადანაცვლება ხშირად არ უნდა გსურდეს,იმდენად მრავალფეროვანი უნდა იყოს შენი ცხოვრება...განა მოსაწყენი არ არის სხვისი განცდებისა და ემოციების მიტაცება? როდესაც კითხულობ სხვა ,არარეალურ გმირს ართმევ გრძნობებს, სიყვარულს ,ტკივილს ამას არ სჯობს თავად განიცადო? შენი საკუთარი სიხარული, ბედნიერება და თუნდაც ტკივილი ის ხომ არავის დაემსგავსება
-სიმართლე გითხრა მსგავსი აზრი არასდროს მომისმენია ... ვერ გეტყვი რომ დამაფიქრე ,მაგრამ ნაწილობრივ მართალიც ხარ იმას თუ არ ჩავთვლით რომ შეუძლებელია ამდენი ემოცია განიცადო ცხოვრების განმავლობაში მით უმეტეს ისეთმა ადამიანმა როგორიც მე ვარ,სურვილიც არ მაქვს ....მე და შენ ძლიერ განვსხვავდებით
-ეს წიგნი მცენარეებზეა?- ყდაზე გამოსახულ ყვავილებს დააკვირდა და შემდეგ სათაური ამოიკითხა- ამ ყვითელ ყვავილზე ალერგია მაქვს ... ცემინება მეწყება და ვერ ვჩერდები -ეს ისეთი სახით თქვა ლილიამ ისევ სიცილი დაიწყო,მოერიდა როდესაც გაახსენდა სად იმყოფებოდნენ -რა გაცინებს? იცი რა ცუდად ვხდები? ერთხელ გადაღებისას დამეწყო თურმე სადღაც ხე ყოფილა ამ მიმოზის თუ რაღაც უბედურების და ცემინებისგან გავწითლდი, ლამის დავიხრჩე...არცერთი ფოტო გამოვიდა კარგი და ლამის მოვჭერი ის ხე
-აი ეს ზღაპრების წიგნი შენი ძმისშვილისთვის.... აიი ეს რომანი კი შენი დისთვის - თაროებიდან წიგნები აიღო და წარბებშეჭმუხნულ კოსტას ხელში მიაჩეჩა -იმედია ენდობი ჩემს არჩევანს
-შენ უკვე აარჩიე ყველა?
-დღეისთვის კმარა ...- სალაროსაკენ დაიძრნენ ლილიასთან კონსულტანტი ბიჭი რომ მივიდა
-ლილია , აი ეს წიგნი მინდოდა მეჩვენებინა შენთვის...ვფიქრობ მოგეწონება
-იპოვნე? მეგონა აღარ იყო
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი- ისე უღიმოდა ბიჭი ლილიას და ისიც ისეთი ბედნიერი იყო წიგნის გამო .კონსტანტინე თან ბრაზობდა ბიჭის მზერაში კარგი კონსულტანტის აზრების გარდა სხვა ბევრ რამესაც რომ ხედავდა და თან გონება ეთიშებოდა ლილიას ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა. ველური რომ არ გამოჩენილიყო თავი უნდა შეეკავებინა,თაროებს მოავლო მზერა და ნაცნობი წიგნის ყდა რომ დაინახა გაეცინა. ზუსტად ის იყო რაც სჭირდებოდა ,თაროდან სამი წიგნი აიღო საუბარში გართული ლილიას წიგნების ტანხაც გადაიხადა და შემდეგ კარი გააღო
-წავედით?
-არ მიყვარს როდესაც ჩემს ნაცვლად იხდიან
-ერთ დღეს ხომ გაჩუქებდი წიგნებს იმის გამო რომ ვიცი კითხვა გიყვარს ,უნდა ამერჩია რამე მე კი არ მიყვარს ეს პროცესი და საქმე გავიიოლე
-შენი მახვილი გონება მაოცებს
-ამდენი წიგნი რომ არ ამირჩევია?
-მეც მქონდა წინასწარ გადაწყვეტილი რას ვუყიდდი თათას... იმედია ჩემთვის დრო გაქვს-იქვე დაპარკინგებული მანქანისკენ დაიძრა და კარი გაუღო გოგონას
-დრო თავზესაყრელად მაქვს ,არავის სცალია ჩემთვის ...მეტყვი რა შეარჩიე შენი დისთვის?
-ვერ დავიჯერებ რომ ვინმემ მიგატოვა ... რომ მივალთ გეტყვი
-ისე ნუ მიყურებ როგორც მიუსაფარ კნუტს
-კატებსაც ვერ ვიტან
-კიდევ რას ვერ იტან?
-ყვავილებს ...ხომ გითხარი ალერგია მაქვს-სახე ისე დამანჭა ლილიამ ძლივს შეიკავა ენის წვერზე მომდგარი სიტყვები ,როგორ უნდოდა ყვავილების სიძლვილისთვის გაეკიცხა,მაგრამ ეს სრული სიქაჯე იქნებოდა და დადუმდა.
რამდენიმე წამს მანქანაში ისხდნენ, არც კი ფიქრობდ აიმაზე რომ ამ ცოტათი შეშლილ,ექსცენტრიულ ბიჭს შეიძლება სადღაც გადაკარგულში წაეყვანა . ჩანთა მუხლებზე ედო და იქედანაც კი გრძNობდა ახალი წიგნებსი საოცარ სურნელს, ამ დროს ყოველთვის ემოციების ზენიტში იყო . ახლა ალბათ მეტროში იქნებოდა, წიგნით ხელში ,არავისზე და არაფერზე იფიქრებდა,მაგრამ კონსტანტინეს დაუთმო ის დრო რომელიც თავისი საყავრელი წიგნებისთვის ჰქონდა განკუთვნილი. მანქანა კაფესთან გააჩერა და როგორც ჯელტმენებს შეეფერებათ ლილიას თავად გაუღო კარი.
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ,თვალები განსაკუთრებულად უბრჭყვიალებდა ორივეს . ლილია ცქმუტავდა, მოეწონა ხედი და ეზოში განთავსებულ ყვავილებს უყურებდა, მინის კედლიდან რომ ჩანდა
-აკი ყვავილებს ვერ ვიტანო?
-აქ სურნელი არ აღწევს...აი იქ რომ ვისხდეთ სულ სხვა იქნებოდა ,თანაც შენთან იმდენი ყვავილია ვხვდები რომ მოგწონს მსგავსი ხედები
-მე ორი არასულიერი რამ მიყვარს ყველაზე მეტად ...
-არ მითხრა რომ მათ შორის წიგნებთან ერთად ყვავილებიცაა ,გთხოოვ
-ყვავილები პირველ ადგილზეა, ბოტანიკოსი ვარ და ყვავილები ზოგადად მცენარეები უბრალოდ ჩემი სულისა და ცხოვრების ნაწილი არიან. არ ვიცი შენ იქნები თუ არა 10 წლის შემდეგ,მაგრამ მცენარეები სულ ჩემს ცხოვრეაში იქნებიან ასე რომ აქედანვე გაითვალისწინე ეს ფაქტი
-იმედია ის მიმოზები არ გიყვარს გამორჩეულად
-არა...მიმოზის ხე არ მაქვს , არ ვიცი რატომ ალბათ ვგრძNობდი რომ ალერგია გექნებოდა
-უკვე შევთანხმდით ხედავ? არა მიმოზა და ყველაფერი რიგზე იქნება ... ბოტანიკოსობა როგორ გადაწყვიტე
-ხომ გითხარი ავირჩიე ის პროფესია რომელიც მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა, იგი არასდროს მომბეზრდება და სიამოვნების გარდა არავითარ ემოციას გამოიწვევს მათ შორის არც დაღლას
-თბილისში როგორ ახერხებ ყვავილებთან კონტაქტს?
-საკუთარი ორანჟერეა მაქვს თბილისთან ახლოს ... იქ არიან ჩემი ყვავილები
-ადგილი რომელიც გიყვარს ხომ?
-დიახ ...
-რას წარმოვიდგენდი თუ ყვავილების გარემოცვაში მომიხდებოდა ყოფნა, თავად გთხოვდი რომ გეჩვენებინა ჩემთვის ადგილი სადაც ირგვლივ ათასი ყვავილის ბუჩქი იქნება
-ასეთი გამომეტყველებით ნუ საუბრობ ყვავილებზე...ისინი ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან ბუნებაში
-კატებიც გიყვარს? ახლავე მიტხარი თუ იმ ორანჟერეაში კატები დარბიან და ბეწვებს ყრიან
-არადა ფოტოგრაფებს სილამაზის აღქმა საოცარი გაქვთ ...როგორ არ გიყვარს ყვავილები და ცხოველები
-როდესაც კამერით ვაფიქსირებ უნდა შევარჩიო გარემო დიდი ძიების შემდეგ სადაც ჩემთვის საჭირო მცენარეები იქნება,ხედი რომელიც დამჭირდება...ზოგჯერ მირჩევნია ფოტოშოპი გამოვიყენო ვიდრე ტყე -ღრე ვიხეტიალო ჩემი კამერებითა და მოდელებით
-არ მეგონა ამდენად ხელოვნური თუ იყო შენი პროფესია...ჩემთვის ფოტოგრაფებიც ხელოვნები არიან ისევე როგორც მხატვრები
-მაშინ როდესაც გადაღება ჩემთვის ჰობია...როდესაც სამსახურის ნაწილი ხდება რთულია ბუნებრიობის დაცვა სიამოვნებასა და სიძულვილს შორის ვიხლიჩები ამ დროს ...ზოგჯერ მინდება კამერა ვესროლო მოდელს რომელიც ორი საათი აკვირდება საკუთარ სახეს რათა ტუჩის კუთხეში პომადის კვალი არ ჰქონდეს...სიტყვებით ვერ აღვწერ ჩემი და კამერის ურთიერთობას ,ამას უნდა ხედავდე რომ ხვდებოდე
-მე და მცენარეებიც ასე ვართ... მესმის შენი
-მიხარია,რადგან არავინ იცის ამის შესახებ
-იმიტომ რომ არ გიყვარს საკუთარ საქმეზე საუბარი ...არც იმაზე რაც გიყვარს და რისგანაც სიამოვნებას იღებ
-ნამდვილად ასეა
-იმედია ჩვენ პირველ შეხვედრას გაიხსენებ და საიდუმლოდ არ დაიტოვებ
-არ მინდა გიამბო ...
-რატომ?
-მეექვსე შეხვედრისთვის არაფერი დაგვიგეგმავს ... რომ გიამბო და შემდეგ გაგიქრეს მომდევნო შეხვედრის მოლოდინი ?
-გეშინია?
-ზედმეტად მხდალი ვჩანვარ ,რომ მგონია ვერ დაგაინტერესე? ის კონსულტანტი ბიჭი აშკარად კარგად იცნობს შენს გემოვნებას
-თითქმის ყოველთვის ამ მაღაზიაში ვყიდულობ წიგნებს და იმიტომ დაიმახსოვრა... შენც მშვენივრად ისარგებლე დროით და ოთხი წიგნი ისე აიღე თაროდან ვერაფერი დავინახე...არადა ამბობდი არ მიყვარს წიგნის არჩევის პროცესიო
-შენ დამეხმარე არჩევაში
-მე როგორ?
-ოთხიდან პირველი იყო „ სხვა უდაბნოს საიდუმლო“ წიგნი რომელიც სულ ახლახანს დაიბეჭდა და მინდოდა დამესწრო სანამ თავად იყიდდა თათა...თანაც მისი ელ ვერსია გადავიკითხე და ურიგო არ იქნება თუ წაიკითხავს ...ვინ იცის მომავალში ვინ შეუყვარდება . ჩემი დის მოსანახულებლად უდაბნოს გადალახვა არ მინდა,მაგრამ ჩემი სიძეც თუ მთავარი გმირის მსგავსად მამაცი კაცი იქნება და ასე ძლიერ ეყვარება, ბედნიერი ვიქნები
-მე უკვე წავიკითხე ...ანტალიაში ყოფნის დროს დაემთხვა და გაორმაგებული სიამოვნება მივიღე უზრიულ ღაზალში მოგზაურობისას. დანარჩენ სამ წიგნზე რას მეტყვი?
-შენ დამეხმარე-თქო ხომ გითხარი...რომ დავინახე გამახსენდა წიგნი ,რომელმაც შენი აღმოჩენის საშუალება მომცა . გიკვირს ხომ? როგორ შეიძლება წიგნის საშუალებით აღმომეჩინე, გიკვირს რადგან არ იცი რა საოცარი საცქერია როდესაც კითხულობ, წიგნის გმირებთან ერთად ხარ და ვერ აღიქვამ ირგვლივ რა ხდება. არამიწიერ ქმნილებას ჰგავდი , ბრბოში ჩაკარგული,ხმაურში შთანთქმული წითური ,რომელიც პატარა ბავშვს ჰგავდა ჭრელი კაბითა და ჰაერში მოთამაშე ფეხით...ვიცოდი რომ ცოტა დრო მქონდა , ვიცოდი და ყველგან ვაცეცებდი თვალებს მინდოდა ბოლომდე შემესწავლა შენი საოცარი მოძრაობები, მიმიკბი რომელსაც იმ წამს იღებდა შენი ლამაზი სახე. ისიც მაინტერესებდა რამდენი პაწია ჭორფლი იყოს შენს ღაწვებზე ,მაგრამ ყველაზე მეტად შენი თვალების დანახვას ველოდი , რომელსაც ფურცლებზე დატანილი სიტყვები მართმევდა...როგორ მინდოდა შენც შეგემჩნიე ,იმ წამს ვერაფერს დიანახავდი ჩემში ისეთს რაც მეორედ შეხვედრის სურვილს აღგიძრავდა ,მაგრამ შენს თვალებთან გადაყრა მინდოდა ... ტუჩზე იკბინე და შემდეგ მივხვდი რომ კარგად ვერ ვსუნთქავდი,წამით დავხუჭე თვალები და უკვე მიდიოდი. კაბის ბოლოები ფრიალებდნენ, მიდიოდი და მოგყვებოდი ,არ ვიცოდი სად წახვიდოდი თუნდაც ჯოჯოხეთის კარამდე გამოგყვებოდი...დაგკარგე, თვალი მოგაშორე და ვეღარ დაგინახე,არსად იყავი იმ წამს ეშმაკსაც მივყიდდი სულს ოღონდ გამეგო რომ ისევ გნახავდი. წახვედი,არ ვიცი სად ,მაგრამ დამემალე და ასე დასრულდა ჩვენი პირველი შეხვედრა მეტროს სადგურიდან ხმაურიან ქალაქში ...
-„გრეის 50 ელფერი“ წიგნი რომლის დამსახურებითაც გამიცანი ?!
-ღმერთო ჩემო მე რომ ეს შემემჩნია ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...რომ მცოდნოდა გრეისთან ერთად იყავი შუა მატარებელში, მეტროს ხმაურში და ასე მიმზიდველად იღიმოდი ... გრეის გამო იკვნეტდდი ტუჩებს? ვეჭვიანობ - უცებ „დასერიოზულდა“ და წარბები შეკრა
-ვერასდროს ვიფიქრებდი ,რომ კითხვის დროს დამინახე და მოგეწონე
-ცდები!
-როგორ თუ ვცდები... მაშ კიდევ რა- ამჯერად ლილია იყო გაოცებული, სუნთქვაშეკრული უყურებდა კონსტანტინეს, თვალს ვერ აშორებდა უნდოდა მისი თითოეული ამოსუნთქვა შეეგრძნო, მის ნაცრისფერებში ჩაძირულიყო
-მომეწონე როდესაც შენი ფოტო დავინახე , შენი პროფილი მომეწონა ...როდესაც პირველად ვნახე როგორ კითხულობდი მას შემდეგ მოჯადოებული ვარ ...უკვე დიდი ხანია აღარ მომწონხარ . მე შენით შეპყრობილი ვარ,ლილია!
ლილიას სიტყვები ისევ არ ჰქონდა , გაყინულ თითებზე მხურვალე შეხება იგრძნო ტუჩებიდან წამოსული ცხელი ტალღები მთელს სხეულს მოიცავდა ,იმ წამს ისიც შეპყრობილი იყო არა თავად ბიჭით არამედ ამ გრძნობით რომელსაც განიცდიდა.
ეს იყო არა მატი მეოთხე ,არამედ მეხუთე შეხვედრა და ყოველი მომდევნოს ათვლა ამ დღიდან დაიწყებოდა , აღარ იქნებოდა შემთხვევითი შეხვედრები მხოლოდ წამიერ სურვილს აყოლილი .......
.....................
გვანცა კურსელებთან ერთად იყო რესტორანში, სწავლის დაწყების წინ ყველანი ერთად შეიკრიბნენ .წინ ისეთი წელი ჰქონდათ,რომ ნამდვილად არ აწყენდათ კარგი განწყობით დაწყება. რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი, ცეკვა, ხმამაღალი სიმღერა და განათება რომელიც გონებას ურევდა. ეს შეგრძნება კი ყოველთვის შველოდა, ის დღეც არ იყო გამონაკლისი. მშობლები დაბრუნდნენ, მათთან იკამათა , ბინის ყიდვაზე უარს აცხადებდნენ და ბარათზე თანხაც აღარ ჰქონდა, მუშაობა უნდა დაეწყო ყველაფერი აირეოდა და ვერ ხვდებოდა წინ რა ელოდა. ახლა კი ცეკვავდა , ზურგს უკან უცნობი ბიჭი იდგა , მუცელზე ხელებს ხვევდა და კოცნას ცდილობდა ხელიდან რომ დაუსხლტა. ჭიქა დაცალა, ჩანთა აიღო და წავიდა. იქ სადაც ყველაფრისგან შორს იქნებოდა, გრილმა ჰაერმა გამოაფხიზლა და ყვავილებიანი სახლის დანავხამდე უკვე მშვიდად იყო. ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და ჭიშკრის წინ გაჩერდა. ფეხსაცმელი ცუდად ხდიდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტერფებში ლურსმნებს არჭობდნენ,ყოველთვის ასე იყო და ახლა მხოლოდ სახლამე მისვლა სურდა. ძლიერი ქარი ქროდა და ყვავილების სურნელი მიჰქონდა. ღრმად ჩაისუნთქა, კარი გახსნა და ეზოში შევიდა. მიაბიჯებდა და კლაჩს ხელში ათამაშებდა,ღიღინი დაიწყო შემდეგ ხმამაღლა მღეროდა , მარტო ყოფნა და სიმღერა წამალივით იმოქმედებდა რომ არა სიბნელეში გამოჩენილი სილუეტი . უცებ დაიყვირა ,დეზორიენტირებულს კლაჩიც დაუვარდა, უკვე გახდილი ცალი ფეხსაცმელიც და აყირავდა კიდეც. მთელი ძალით დაეჯახა უკან მდგომს და მასთან ერთად დაეცა მინდორზე .თვალები რომ გაახილა და მიხვდა რომ მის ქვეშ მიშო იწვა, მისი მკლავები ეხვეოდნენ სხეულზე სუნთქვაც შეეკრა
-კარგად ხარ?- თითები სახეზე შეეხო, ცხელი იყო იმდენად რომ ქარისგან გაყინულ კანს უთბობდა .თმა ყურს უკან გადაუწია და მეორე ხელის თითები ხერხემალზე ააყოლა,შემდეგ გაიაზრა რომ გიპიურის ნაჭერი ზედმეტად თხელი იყო მისი სიმხურვალის შესაჩერებლად, წელთან შეგროვდა ჟრუანტელის ნაკადი და შემდეგ მთელი სხეული მოიარა- ამ დროს აქ რა გინდა ,ვიფიქრე რომ სხვა შემოიპარა
-მე...მძიმე ვარ ,უნდა წამოვდგე
-თუ გეტყვი რომ მსუბუქი ხარ ასე დარჩები?- აშკარა იყო მიშოსთვის გვანცას მდგომარეობა და აშკარად დასცინოდა. გაბრუებული გოგონა კი გაანჩხლდა
-რადგან გაირკვა რომ არავინ შემოპარულა შეგიძლია წახვიდე- მიწას დააბჯინა ხელები , წამოდგა და კაბაც სწრაფად გაისწორა. ფეხსაცმელი და კლაჩიც იპოვნა მკერდზე მიიკრა და ცალი ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა გაისწორა- კარგად იყავი... გმადლობ ყურადღებისთვის - ზურგი აქცია და სასწრაფოდ სცადა მისგან თავის დახსნა,მაგრამ არ გამოუვიდა. კართან მისულმა გაიაზრა რომ მიშო უკან მიჰყვებოდა. გასაღები რომ ვერ მოარგო კარს და ნერვები მოეშალა მისი თითები უკვე მტევანზე შემოეხვია , გასაღები გამოართვა და თავად მოარგო კარს
-ნუ ღელავ...აი უკვე ღიაა ,შეგიძლია შეხვიდე
-არ წახვედი? მომყვებოდი? - უკან სწრაფად შებრუნდა და ცხვირით მკერდზე შეასკდა ბიჭს,თავი უკან გადასწია და ქვემოდან ახედა-რატომ არ მიდიხარ?
-ნოზის ხმა მომესმა, მერე შენ გიპოვნე და ახლა ვეღარ გშორდები...მგონი მზად ვარ ყველა შენი სურვილი შევასრულო- ზემოდან დაჰყურებდა გოგონას და უკვე კედელთან მიმწყვდეულს წასვლის საშუალებას აღარ უტოვებდა
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ჩემი სიმთვრალით ისარგებლებ - გვანცა ის გოგო არ იყო ასე მარტივად რომ მოინუსხებოდა,რამდენადაც მოსწონდა იმდენად ფხიზლობდა
-მთვრალი ხარ? რაღაც მეეჭვება ალკოჰოლმა შენს გონებაზე იმოქმედოს
-ჰმ, გგონია ალკოჰოლზე ძლიერი ხარ და შენ იმოქმედებ ჩემ გონებაზე ?
-მხოლოდ გონებაზე ? მე უფრო დიდი მიზნები მაქვს - ცხვირის წვერით შეეხო ყელზე და შემდეგ ლოყისკენ გადაინაცვლა - მათრობელა სურნელი გაქვს , შეუძლებელია შენზე მსუბუქმა იმოქმედოს ,შენზე ძლიერი უნდა იყოს
-გგონია ჩემზე უფრო მათრობელა ხარ?
-ვგიჟდები ამ პატარა გოგოს საიდან გაქვს ამხელა ძალა
-იქნებ უბრალოდ არ მიზიდავ , ვერ მირევ გონებას - თითები ლოყაზე შეახო და თვალი თვალში გაუყარა- იქნებ მე ვარ შენზე მეტად მათრობელა
-უნდა გასინჯო რომ გაიგო გათრობს თუ არა
-შენგან განსხვავებით არ მჭირდება ცდის ჩატარება, კარგად ვიცი ჩვენ შორის ვინ უფრო მათრობელაა ...ვინ დაბორიალებს შუაღამით სხვის ეზოში, ვინ მიჰყვება უკან სიმღერის ხმას და ვერ ხვდება რომ სახლში წასვლის დროა - ხელები მოაშორა და კედელზე გაშალა ,თავი გვერდით გადასწია და გაიცინა, ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და მიშოს ღიმილიც გააფართოვა .ბიჭმა უკან დაიხია ხელები მაღლა აღმართა დანებების ნიშნად და ისევ კარისკენ ანიშნა
-სახლში შესვლის დროა
-რა თქმა უნდა ,დროა- ზღურბლზე გადააბიჯა და ისე დაიძრა საძინებლისკენ ,რომ უკან არც მიუხედავს. ისევ ისე იყო ,სულ დამძიმებული მიაბიჯებდა და ხვდებოდა რომ შვება ვერსად ჰპოვა,მარტო იყო,სრულიად მარტო საკუთარ პრობლემებთან . ლილიაც კი ვერ იაზრებდა მის ტკივილს სრულად , ძნელი იყო გვანცას ტყავში თავის წარმოდგენა ლილიას მსგავსი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა რომ სულ მის გვერდით იყო,მაინც მარტოობას გრძნობდა გვანცა.
ჩაბნელებულ დერეფანში იდგა, მთვარის შუქი ფანჯრიდან აღწევდა და მხოლოდ სახის გარჩევა შეეძლო გოგონას. სხვა დანარჩენი ზეპირად იცოდა, ყველა ნივთი ხომ მისთვის ნაცნობი იყო. თვალები დახუჭა , ხელები გაითავისუფლა ,თმებში შეიცურა თითები და სარჭი მოიშორა შემდეგ სწრაფად შებრუნდა და სადღაც ახლოს მდგომ სილუეტამდე მიაღწია, ხელები ყელზე შემოხვია .წამსვე გაისმა კაცის გახშირებული სუნთქვა სახლში,ყველა ოთახს მოედო და გვანცას ღიმილიც უკან გაჰყვა
-და მაინც თრობის სიმძიმე უნდა დაადგინო ...ასე არ არის?
-გვანცა , ამ ღამით არა ...- ხედავდა კაცის თვალებში მოცეკვავე ჭინკებს და კარგად იცოდა რა ხდებოდა მის მთელს სხეულში . ისიც ციოდა რა სურდა თავად ... დიდხანს არ შეუყოვნებია მიშოს სიტყვებს ,თმებში შეუცურა თითები თავისკენ მიიზიდა ტუჩებზე ტუჩებით შეეხო ,ფრთხილად თითქოს ამოწმებდა შემდეგაც იგივე სურვილი ექნებოდა თუ ყველაფერი შეიცვლებოდა , როგორც ვარაუდობდა არაფერი შეცვლილა...


მესამე თავი ახალი წყვილით, მინდა რომ შემიფასოთ ჩემი მიშიკო და გვანცაცო
ადრე დავდე რადგან დიდხანს გალოდინეთ .. იმედია მოგეწონებათ და ლოდინად ღირდა



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ასეც ვფიქრობდი რომ ამათგან წყივილი შედგებოდა.საინტერესო იყო და ძალიან კარგი:-*

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ასეც ვფიქრობდი რომ ამათგან წყივილი შედგებოდა.საინტერესო იყო და ძალიან კარგი:-*

კარგია რომ გამართლდა შენი აზრი...მადლობა დიდი kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი crazy girl sofi

როგორ მიყვარს ეს ფერადი და ხელოვანი წყვილიიი heart_eyes როგორ მომწონს ფოტოგრაფი ბიჭები და ადამიანები რომლებსაც წიგნების კითხვა უყვართ heart_eyes ასევე მომწონს ახალი წყვილი და ვფიქრობ ერთ-ერთი ფავორიტიც იქნება გადარეული გვანცა რომლის გრძნობებსაც ბოლომდე ვერავინ იაზრებს თვით ლილიაც კი ვფიქრობ მიშო უშველის მას heart_eyes მარიამოო შენ არვიცი რა გითხრა ჩემი ტკბილი heart_eyes თბილი heart_eyes საოცარი გოგო ხარ.. ალბათ ვერასოდეს გადმოვცემ იმას თუ რას ვგრძნობ შენი ისტორიების კითხვისას heart_eyes უამრავი გრძნობით ყველაფერი საოცარი იყო blush ყოველ წინადადებაში და სიტყვაში რამხელა გრძნობა არის ჩადებული ვხვდები და ამიტომ ხარ საოცრება heart_eyes ძალიან ბევრია ისეთი რომელსაც უბრალოდ უნდა რომ დაწეროს და ამიტომ ხარ შენ ჩემი საოცრება გოგო რომ არ გინდა უბრალოდ წერა, წერის დროს გინდა რომ ყველა ემოცია ჩანდეს და მკითხველამდე ბოლომდე მიიტანო შენი ყველა გრძნობა და ემოცია heart_eyes kissing_heart გყვარობ მე შენ ჩემო ტკბილო მარიამო heart_eyes blush

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
როგორ მიყვარს ეს ფერადი და ხელოვანი წყვილიიი heart_eyes როგორ მომწონს ფოტოგრაფი ბიჭები და ადამიანები რომლებსაც წიგნების კითხვა უყვართ heart_eyes ასევე მომწონს ახალი წყვილი და ვფიქრობ ერთ-ერთი ფავორიტიც იქნება გადარეული გვანცა რომლის გრძნობებსაც ბოლომდე ვერავინ იაზრებს თვით ლილიაც კი ვფიქრობ მიშო უშველის მას heart_eyes მარიამოო შენ არვიცი რა გითხრა ჩემი ტკბილი heart_eyes თბილი heart_eyes საოცარი გოგო ხარ.. ალბათ ვერასოდეს გადმოვცემ იმას თუ რას ვგრძნობ შენი ისტორიების კითხვისას heart_eyes უამრავი გრძნობით ყველაფერი საოცარი იყო blush ყოველ წინადადებაში და სიტყვაში რამხელა გრძნობა არის ჩადებული ვხვდები და ამიტომ ხარ საოცრება heart_eyes ძალიან ბევრია ისეთი რომელსაც უბრალოდ უნდა რომ დაწეროს და ამიტომ ხარ შენ ჩემი საოცრება გოგო რომ არ გინდა უბრალოდ წერა, წერის დროს გინდა რომ ყველა ემოცია ჩანდეს და მკითხველამდე ბოლომდე მიიტანო შენი ყველა გრძნობა და ემოცია heart_eyes kissing_heart გყვარობ მე შენ ჩემო ტკბილო მარიამო heart_eyes blush


ძალიან გამახარე <3 სოფო მეც გყვარობ შენ და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ასეთი დმაოკიდებულება გაქვს ჩემი ისტორიებისმმართ

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime rasayvarlebi ariann, lilia yvelasgan gansxvavebuli da bednierebis simboloaa. Ai pozitiuria shensavit, sxvas arc velodii, shesanishnavi gogo xarr, bednier agdgomas gisurvebbbb

 


№6  offline წევრი თ. ა.

პერსონაჟების ასე აღწერა, შემდეგ გრძნობების, მოქმედების, სიტუაციის და ზოგადად ყველაფრის ასე მხოლოდ შენ შეგიძლია. ვერ დავიჯერებ არ შემიძლია, უბრალოდ ის ფაქტო რომ შენ ჩვეულებრივი გოგო ხარ უბრალოდ ეს დაუჯერებელია შენი ისტორიებიდან.
შენ ხარ არაჩვეულებრივი შენივე პერსონაჟებთან ერთად.
ეს ახალი წყვილი ის წყვილია, რომელიც ამ ისტორიას ჭირდებოდა და მე მჭირდებოდა ეს ისტორია იმისთვის, რომ განმეცადა კიდევ ერთხელ კითხვის სიამოვნება. <3

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Vaime rasayvarlebi ariann, lilia yvelasgan gansxvavebuli da bednierebis simboloaa. Ai pozitiuria shensavit, sxvas arc velodii, shesanishnavi gogo xarr, bednier agdgomas gisurvebbbb

დიდი მადლობა<3 გვიხარია მეც და ჩემ არ არსებულ ლილიასაც kissing_heart kissing_heart

ლილიკო
პერსონაჟების ასე აღწერა, შემდეგ გრძნობების, მოქმედების, სიტუაციის და ზოგადად ყველაფრის ასე მხოლოდ შენ შეგიძლია. ვერ დავიჯერებ არ შემიძლია, უბრალოდ ის ფაქტო რომ შენ ჩვეულებრივი გოგო ხარ უბრალოდ ეს დაუჯერებელია შენი ისტორიებიდან.
შენ ხარ არაჩვეულებრივი შენივე პერსონაჟებთან ერთად.
ეს ახალი წყვილი ის წყვილია, რომელიც ამ ისტორიას ჭირდებოდა და მე მჭირდებოდა ეს ისტორია იმისთვის, რომ განმეცადა კიდევ ერთხელ კითხვის სიამოვნება. <3

გავიბადრე და გავბედნიერდი
გული მიჩერდება ასეთ რამეს რომ მეუბნებიან heart_eyes heart_eyes heart_eyes
ჩვეულებრივი არ ვარ მაგრამ კარგი მხრივ არა-ჩვეულებრივი არ ვარ ისე როგორც სულ'არეული

 


№8  offline წევრი Indigo

გაიგებს მიშო?
გვანცას ტკივილის გაიგებს?
უნდა გაიგოს!
მჯერა გაიგებს!
სწორედ იმიტომ რომ უნდა გაუგოს...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
გაიგებს მიშო?
გვანცას ტკივილის გაიგებს?
უნდა გაიგოს!
მჯერა გაიგებს!
სწორედ იმიტომ რომ უნდა გაუგოს...

არ ვიცი ვნახოთ...ჯერ უბრალოდ "დაამშვიდებს" და პრობლემას შემდეგ განიხილავენ smile

 


№10 სტუმარი Dreamer Maryam

მარიამ ჩემო კერპო! რომ იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთვის????ყველა ისტორია წაკითხული მაქვს მაგრამ ეს.... ეს საოცრებაა????კოტანტინეე.... კოსწია????საყვარელი სახელია ჩემი????და არც იმედებს მიცრუებს...????ბევრს ნიშნავ ჩემტვის მარიამ????რადგან როდესაც შენს ისტორიებს ვკიტხულობ, ამ სამყაროს ვეთიშები ???? ყველა პრობლემა ქრება და მხოლოდ რჩები შენ,ისტორია, და წყვილები????მინდა იცოდე რომ ძალლიან მიყვარხარ და იმედია ყველვის ჩვენ გვერდით იქბები????????მეც ვწერ ისტორიებს????მაგრამ მერე შენსას ვკითხულობ და ჩემსას ვშლი????გასოცარი ხარრ!!! ჩემი კერპი ხარ და იცოდე რომ მე ყოველთვის აქ ვარ და შენს ისტორიებს ყოველთვის ვკითხულობ! ???????? ვაბოდებბბ ჩემიი კოსწიააა და ჩემი ლილიაააა????????????????

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Dreamer Maryam
მარიამ ჩემო კერპო! რომ იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთვის????ყველა ისტორია წაკითხული მაქვს მაგრამ ეს.... ეს საოცრებაა????კოტანტინეე.... კოსწია????საყვარელი სახელია ჩემი????და არც იმედებს მიცრუებს...????ბევრს ნიშნავ ჩემტვის მარიამ????რადგან როდესაც შენს ისტორიებს ვკიტხულობ, ამ სამყაროს ვეთიშები ???? ყველა პრობლემა ქრება და მხოლოდ რჩები შენ,ისტორია, და წყვილები????მინდა იცოდე რომ ძალლიან მიყვარხარ და იმედია ყველვის ჩვენ გვერდით იქბები????????მეც ვწერ ისტორიებს????მაგრამ მერე შენსას ვკითხულობ და ჩემსას ვშლი????გასოცარი ხარრ!!! ჩემი კერპი ხარ და იცოდე რომ მე ყოველთვის აქ ვარ და შენს ისტორიებს ყოველთვის ვკითხულობ! ???????? ვაბოდებბბ ჩემიი კოსწიააა და ჩემი ლილიაააა????????????????

ვაიმეე დავიწყე თავიდან გაბადრულმა ,მერე კოსწიას და ლილიას ნაცვლადაც გამიხარდა და ბოლოს გავბრაზდი რას ნიშნავს წერ და მერე შლი? როგორ შეიძლება ჩემი ისტორია წაიკითხო და მერე შენი წაშალო კარგი რა მასე რომ მეფიქრა იმდენი წიგნი მქონდა წაკითხული საერთოდ არაფერი უნდა დამეწერა და კარგი იქნებოდა რო არ ვწერდე? აუცილებლად წერე და მიიღე ამით სიამოვნება, ისტორიას ვერ წაშლი თუ ის გიყვარს და მისი წერის დროს განტვირტვას ახერხებ არ აქვს მნიშვნელობა დადებ თუ არ დადებ უბრალოდ არასდროს წაშალო ის რასაც დაწერ

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

გვანცა სუპერ გოგო რომაა ისედაც ვიცით და მიშო რომ ცუდი არ გეყოლება ეგეც.ყოველთვის როგორ შეგიძლია შენი ისტორიებით ასეთი სიამოვნება და განტვირთვა მიაღებინო ადამიანს?აი მე როცა რამეზე ან ვინმეზე გაბრაზებული ვარ,ან ხასიათზე არ ვარ შენი ისტორიები არის ჩემი წამალი.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ❣❣
--------------------
ლანა

 


№13 სტუმარი სტუმარი დი კო

კონსტანტინესი არ ვიცი და მე შენით ვარ შეპყრობილიიიიი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
გვანცა სუპერ გოგო რომაა ისედაც ვიცით და მიშო რომ ცუდი არ გეყოლება ეგეც.ყოველთვის როგორ შეგიძლია შენი ისტორიებით ასეთი სიამოვნება და განტვირთვა მიაღებინო ადამიანს?აი მე როცა რამეზე ან ვინმეზე გაბრაზებული ვარ,ან ხასიათზე არ ვარ შენი ისტორიები არის ჩემი წამალი.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ❣❣

მადლობა ლან heart_eyes heart_eyes

სტუმარი დი კო
კონსტანტინესი არ ვიცი და მე შენით ვარ შეპყრობილიიიიი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ვაიმეე laughing laughing laughing გავწითლდი

 


№15 სტუმარი სტუმარი გვანციი

მალე დადებ?

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გვანციი
მალე დადებ?

რამდენიმე საათში smile

 


№17  offline წევრი tatiko.1995

chemi bedniereba xar mariam

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

tatiko.1995
chemi bedniereba xar mariam

ვაიმე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№19  offline წევრი sofi_sofi

ნუ მე რადგან არც ისე დიდი ხანა მაქვს გვერდი ახლახანს წავიკითხე ეს და მინდა გითხრა რომ საოცარი ხარ მე ვკითხულობ ყვრლაფერს რაც შენ დაწერე და მაქვს დასკვნა რომ წიგნი უნდა დაწერო heart_eyes აგრეთვე ჩემი ფავორიტია " სხვა უდაბნოს საიდუმლო"იუსუფი მიყვარს თამთაც რა თქმა უნდა და თუ არ წაგიკითხავს გირჩევ წაიკითხო "აღიარება ხელისგულზე" heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent