სულის გავლით #1 (საცდელი)
როგორ შეიძლება ერთმა დღემ შენს ცხოვრებაში ყველაფერი არიოს? როგორ შეიძლება ერთმა დღემ ცხოვრება სამუდამოდ დაგინგრიოს? მამაჩემმა დამირეკა და თავისთან დამიბარა სამსახურში, მეც მივედი, რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა. - პირდაპირ მითხარი - არვიცი ამის თქმის შემდეგ თვალებში როგორ შემოგხედო ევა. მოკლედ ჩემს კომპანიას ორი მეწყვილე ჰყავდა, მაგრამ ერთ ერთი კომპანია ცუდ საქმეში იყო გახვეული და ჩვენც ჩაგვითრია, შენ თუ მის ვაჟს არ გაყვები ცოლად ჩვენს საბუთებსაც აჩვენებენ და ციხეში მომიწევს ჩაჯდომა. შენ გადაწყვიტე. - მამა ხვდები მაინც რასამბობ? მაგასაც რომ თავი დავანებოთ ჯერ 20 წლის ვარ. უნივერსიტეტში ახლახან დავიწყე სიარული. კიდევ უსიყვარულოდ გათხოვება? საშინელებაა მაგრამ შენ!? რაგავაკეთო!? ციხეში ვერ გაგიშვებ. ამიტომ სხვა გზა არაა... გავყვები. . . . . იმ დღეს დაინგრა ჩემი ცხოვრება საბოლოოდ. გავიგე რომ ვიღაც კაილ როკFელერს უნდა გავყოლოდი ცოლად, 25 წლის იყო. ფოტოებზე მხოლოდ მისი თეთრად შეღებილი თმა ჩანდა. მთელი დღე ჩემს ოთახში გავატარე და იქიდან ფეხი არ გამიდგამს. დილით დედაჩემმა გამაფრთხილა ლამაზად ჩაიცვი ამ საღამოს წვეულებაზე უნდა გამოაცხადონ თქვენი ნიშნობაო. მეც ჩვეულებისამებრ დავემორჩილე, წითელი კაბა ჩავიცვი, წელამდე ამოღებული, კისერთან შეკრული, თითქმის ნახევარი მკერდი მიჩანდა, ფეხზე ბოლომდე შეხსნილი. რაიქნება მამაჩემო დღეს რო არ გაგაბრაზო? ვერასოდეს იტანდა ასე ძალიან გამომწვევად რომ მეცვა. ჩემი წითელი თმა და წითელი კაბა ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. . . . . შესვლის თანავე დავიმსახურე ხალხის ყურადღებას, დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, თმა ზურგს უკან გადავიყარე და პირდაპირ მამაჩემისკენ გავემართე, შევამჩნიე როგორ დაებერა ძარღვები და გაცეცხლებული თვალებით მიყურებდა. - რა არის ეს რაგაცვია. - ტანსაცმელი, კონკრეტულად კი ძალიან ლამაზი წითელი კაბა რომელიც ჩემს თმებს ამშვენებს.- რაღაცის თქმას აპირებდა როცა მაგიდას ვიღაც კაცი და კიდე თეთრთმიანი მოუხლოვდა. ტანში უცნაურად გამცრა, ხო რათქმაუნდა, მეხო მას ცოლად მივყვებოდი ბიზნესის გამო. - გაიცანით ჩემი ქალიშვილი ევა. - ევა - ისე გავიშვირე მთკენ ხელი ზედაც კი არ შემიხედავს. ბატონმა უილიამმა ხელი თავაზიანად ჩამომართვა მაგრამ აი კაილზე იგივეს ვერ ვიტყოდი, ისე საშინლად მომიჭირა ხელი მეგონა მომტეხდა. მკვლელი თვალებით რომ შევხედე გამოფხიზლდა, ამრეზით ამათვალიერა და წარბები ზემოთ აზიდა. შემდეგ ვიღაც შავთმიან გოგოს ეცეკვებოდა, როგორც გავიგე სოფია კლეინი ყოფილა, მისი შეყვარებული. . . . . მალევე ქორწილიც იყო. მაგარია არა? ჩემი 'ქმარი' მთელი დღით სოფიას ეცეკვებოდა. სახლში რომ მივედით დავწექი და დავიძინე. დილით ვიღაცის ხმა მაღვიძებს. - კაილ მოვედი საყვარელო. - ისმის საშინლად ამაზრზენი ხმა, ახლა რაღა დამაძინებს. ფეხზე ვდგები და ქვემოთ ჩავდივარ მისაღებში სოფია ზის და კევს "აღლაჭუნებს" პირდაპირი გაგებით. - ჩემოდნები გარეთ ალაგია კარებთან შეგიძლია შემოიტანო. - უკაცრავად? - ისე მომეშალა ნერვები კინაღამ კედელზე ავაკარი შპალერის მაგივრად. - რა და რაც გაიგე. - კარგი რა პრობლემა. - მხრები ავიჩეჩე ვითომც არაფერი. სახლის კართან კოხტად დალაგებული ძვირფასი ჩემოდნები სახლში შემოვყარე რამდენიმე გატყდა. - უფსსსს ძალით არმინდოდა. - ეე რასაკეთებ გუჩია ეს იცი? - აა და ეგ კოკო დო შანელი? - ისე შევიცხადე თავი მსახიობი მეგონა. ამის თავი სად მქონდა გეზი პირდაპირ სამზარეულოსგენ ავიღე. მაცივრიდან 2 ცალი მარწყვის იოგურტი და ერთი პლიტკა თეთრი შოკოლადი გამოვიღე. მადუღარა ჩავრთე წყლის გასაცხელებლად და მანამდე გადავწყვიტე ჩემი, წითელი თმისთვის მიმეხედა. მისაღებში სოფია არ დამხვდა. დივანზე მივწექი, თავი სახელურზე გადავწიე და თმა უკან გადავიყარე. ჩემთვის ვიყავი წყნარად და back to me'ს ვღიღინებდი, თვალები დავხუჭე, თმაში თითები შევიცურე და ცოტა ჩამოვისწორე, მერე მთლიანი ერთად დავახვიე და კოსად გავიკითე. ის-ისაა უნდა წამოვწეულიყავი თვალები რომ გავახილე და პირდაპირ კაილის შავ თვალებს შევეჯახე, ისე ახლოს ქონდა სახე მოტანილი ვერ ვსუნთქავდი. - გული გამიხეთქე იდიოტო გაიწიე. - ვუყვირე და ხელი ვკარი. - რასაკეთებ? - მიღრიალა და უფრო მომიახლოვდა, ამ დროს ოთახში სოფია შემოვიდა. - აქ რა ხდება? - ბოდიშით ქალბატონო სოფია თქვენს საყვარელს ზრდილობა ასწავლეთ, კლუბში მივდივარ მე პაკაა. - რა ზრდილობა გოგო ხომ არ შეიშალე. - აწიკვინდა სოფია. - საერთოდ არა - სახე დავპრანჭე და მხრები ავიჩეჩე. - თვალებთან ნაოჭები გაქვთ. - ისე შევიცხადე მართლა დაიჯერა და წივილით გაიქცა სარკისაკენ. იმხელა ხმაზე ვხარხარებდი კინაღამ ცა ჩამოიქცა. - წითელთავიანო, ახლავე მორჩი ჩემს დაცინვას და გაეთრუე აქედან. - უკაცრავად? წითელთავიანი? თუ წითური? ჰოო მესმის თქვენი (( უკვე ასაკში ხართ და გეშლებათ ხოო. - ვაგრძელებდი ნერვებზე დაკვრას და სოფიას წიკვინზე მუცლის ატკიებამდე ვიცინოდი. მერე დაქალმა დამირეკა და ზემოთ ავედი გამოსაცვლელად. მშვენიერ ხასიათზე დამაყენა სოფიამ, ამიტომ სულ ღიღინ ღიღინით გავემზადე. თეთრი მოკლე კაბა და მაღალქუსლიანები, თმა კოსად შევიკარი. ქვემოთ რომ ჩავდიოდი, სოფია და კაილი ჩხუბობდნენ. ჩემი დანახვის თანავე გაჩუმდნენ და მე მომაჩერდნენ. - სად მიდიხარ? - მკითხა კაილმა. - სხვაგან. - თვალი ჩავუკარი და გარეთ გავედი. კლუბთან მისულმა მძღოლს დალოდება ვთხოვე. . . . . - ევააა, ჩემი მზე მოვიდა.- გახარებული გამოიქცა ჩემსკენ ლილიენი, ჩემი საუკეთესო მეგობარი. იმ ღამეს ძალიან მაგრად გავერთე, ვსვამდით ვცეკვავდით, მოკლედ რას აღარ ვაკეთებდით. ღამის 3 საათი იყო რომ დავიშაალეთ, მძღოლი წასული დამხვდა და საშინლად გავბრაზდი. ქუჩას გავუყევი ბარბაცით და ტაქსი გავაჩერე. სახლში შევედი თუ არა რაღაცას დავეჯახე და გავტეხე. მერე ძლივს ავანთე სინათლე და ქუსლიანებზე კიდევ თითის წვერებზე ვიწეოდი. ისე საშინლად ვიყავი მთვრალი ესეც კიდევ არაფერი იყო. კიბეზე ძლივს ავაღწიე, შემდეგ საძინებელსაც მივაგენი. შევედი თუ არა კაბა გადავიძრე და ფეხსაცმელი დავიხადე, სინათლე არც კი ამინთია. სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე. პირსაწმენდ შემოხვეული გავედი საძინებელში. საწოლისკენ რომ მივდიოდი ფეხი ამიცდა და იატაკზე "დავენარცხე" - ჯანდააბააა. - იმხელა ხმაზე ვიღრიალე მგონი მთელს ქალაქს ესმოდა. ოთახში სინათლე აინთო არადა კარი არც კი გაღებულა. კაილი რომ დავინახე ხელი გავშალე და მისკენ გავიშვირე. - არაააა არშემომხედო, შებრუნდიი. - პირსაწმენდი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე სხეულზე. - არც ისეთი კარგი სხეული გაქვს. - სიცილით მითხრა და ხელში ამიყვანა. - რააა? ანუ ცუდი სხეული მაქვს? ღმერთო ჩემო ამას ეს ბებერი მეუბნება? - პატარა მკერდი გაქვს.- გაკვირვებულმა წავივლე მკერდზე ხელები. მერე ახარხარებულ კაილს რომ შევხედე, ბოლო წვეთი იყო. კისერზე ისე მწარედ ვუკბინე კინაღამ ხელიდან ჩავუვარდი. - გაგიჟდი გოგო? - დამსვი ახლავე. - შევუღრინე და მანაც იატაკზე 'დამანარცხა'. - აააა ხელიი, იდიოტო მტკივააა. - სიმწრისგან თვალები ამიწყლიანდა. - ექიმს დავურეკავ. . . . . ხელი თაბაშირში ჩამისვეს დაახლოებით, 1 კვირა ასე მეQნებოდა. - მადლობა ექიმო. - თავს გაუფრთხილდით. - შენი ბრალია. - შევუბღვირე როცა ექიმი გავიდა. - რა არის ჩემი ბრალი სულელი რომ ხარ? - ჰმჰჰ სულელი სულელისგან განსხვავდება. - ჩავიბურტყუნე. - რა? - რაც გაიგე. - ვერ გავიგე. - ეგ უკვე ჩემი პრობლემა აღარაა. - ვუთხარი და ენა გამოვუყავი. - ნამდვილი ბავშვი ხარ რა. - ჰო ბავშვი მოიყვანე ცოლად. - რაღაც ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გავიდა მე კი ბალიშზე დავდე თუ არა თავი მაშინვე მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. შუა ღამეს ხმაურმა გამომაღვიძა, წამოვდექი და ხალათი მოვიცვი, მოტეხილი ხელი ისე მეტკინა ხმამაღლა წამოვიკვნესე. ოთახის კარი ფრთხილად გავაღე და ყური დავუგდე მისაღებიდან ამომავალ ხმას. - როგორ შეგეძლო. - დაიღრიალა ბოლო ხმაზე კაილმა. - ისე როგორც შენ, გგონია ვერ ვხვდები რომ ამ ლაპურწაკთან გაქვს რომანი? - გოგო შენ ხოარ გაგიჟდი, რა რომანი. ნორმალურად არც კი ვიცნობ. - ისევ უღრიალა კაილმა. - სასიამოვნოა როცა ვხედავ ვიღაცის მკლავებში გორაობ? საკუთარ თავზე მეტად მე მამცირებ. ახლა კი გაეთრიე და აქ მოსულიც აღარ დაგინახო. - ახლა მაგდებ ხო? ჩემს თავს ის ბავშვი გირჩევნია არა? - საერთოდ რა პირით ადარებ იმ გოგოს თავს? ჯერ შენს თავს შეხედე და მერე მას. შენთან შედარებით ანგელოზია. იცოდე მეტი აღარ მათქმევინო. დილით რომ გავიღვიძებ შენი ბინძური სუნიც კი აღარ ტრიალებდეს ამ სახლში. - შეიკურთხა კაილმა და კიბისკენ წამოვიდა, უცებ შევყავი თავი ოთახში და კარი მივხურე, სულ არ მაინტერესებდა მათი კამათის მიზეზი და არც ის თუ მე რატომ მახსენებდნენ. . . . . . . . . . . . . დილით გვიან გამეღვიძა, ძლივს მოვიწესრიგე სააბაზანოში თავი, შარვალიც ძლივს ჩავიცვი. - ახლა რავქნა. - ამოვიკრუსუნე და ტუჩებ დაპრანჭული, შევყურებდი შარვლის ღილს და ელვას. - ოხ ტანჯულო ევა. - ამოვთქვი და თეთრი მაისურის გადაცმა დავიწყე მაგრამ შიგ გავიჭედე. - help me ეს დასასრულია, აპოკალიფსიი. - ამოვიკვნესე. უეცრად ჩემი ოთახის კარი გაიღო და კაილი შემოვიდა. სახეზე ფერები გადამივიდა, მისგან ზურგით შევბრუნდი და ვუყრვირე. - ახლავე გადი აქედან. - დაგეხმარები. - ჩემითაც შევძლებ. - შენს წუწუნს რო ვუსმენდი იმიტომ შემოვედი, სხვათაშორის ხმა გამოდის ამ ოთახიდა. - იდიოტო ნუ მიყურებ. - გამოვცერი კბილებში. - არ შეგჭამ მოდი დაგეხმარო. - ჩემთან მოვიდა და მაისურში გაჭედილი თაბაშირიანი ხელი გამინთავისუფლა. უცებ ჩამიცურა მუცელზე თითი და შარვლის ელვაც შემიკრა. ლოყები ამიწითლდა და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - თავი ბავშვი მგონია. - ტუჩები მართლაც ბავშვივით დავპრანჭე. კაილს ჩემს სახეზე ჩაეცინა მე კი თავი ჩავხარე. საწოლზე მიგდებულ ქურთუკი გავუწოდე და კატის თვალებით ავხედე საკმაოდ მაღალ კაილს. კაილმა გადაიხარხარა, ქურთუკი გამომართვა და ჩაცმაში დამეხმარა. - მადლობა და კარგად.- ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებს ჩავუყევი. - მადლობა ღმერთო რომ მარჯვენა ხელი მომტეხე. კიდევ კაი ცაცია ვარ. - ცას ავხედე და მთელი სერიოზულობით ვთქვი. დაცვას ჩემი თეთრი 'ბი'ემ'დაბლიუ' გამოვაყვანინე და მძღოლის ადგილი დავიკავე. ერთი ხელით ტარება საერთოდ არ გამჭირვებია. ჰარვარდის უნივერსიტეტთან დავაპარკინგე მანქანა და გადავედი. ღირს გაგრძელებად? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.