მატარებელი
გათენდა ჩემი ჩვეულებრივი რუტინული დღე: ავდექი, მოვწესრიგდი და წავედი სკოლაში. სკოლა ჩემი წამების ერთ-ერთი მოქმედი ხერხია, რადგან მათემმატიკა-ფიზიკაზე ალერგია მაქვს.ეს დღე ყველაზე ცუდია სასკოლო დღეებს შორის იმიტომ რომ ორივე საგანი მაქვს. კარგი სკოლას დავანებოთ თავი რადგან ყველას გვესმის სკოლის ტანჯვა. 6 საათის სასკოლო წამების შემდეგ ვბრუნდები სახლში, სადაც ჩემი მხსნელი მელოდება. ალბათ ბევრი ვერ გამოიცნობს ჩემს მხსნელს, მაგრამ ფიქრს მოასწრებთ, მანამდე კი თხრობას გავაგრძელებ. წავიხემსე, ნივთებით სავსე ჩანთა მოვიკიდე და წავედი რკინიგზაზე. აქამდე მატარებლით მხოლოდ რამოდენიმეჯერ მემგზავრა და აღარ მახსოვდ, მაგრამ ყოველთვის რომანტიულად და სასიამოვნოდ მიმაჩნდა, რაშიც არც შევმცდარვარ მატარებელში შესვლამდე შოკოლადის დიდი პაკეტი მქონდა ნაყიდი და ვაგონში შესვლისას ყავის აპარატი აღმოვაჩინე, რამაც გამახარა. კომფორტულად მოვკალათდი და ჩავფიქრდი, გავაანალიზე რომ პირველად ვმგზავრობდი მარტო მატარებლით, არადა ტრანსპორტით ხშირ შემთხვევაში მარტო ვმგზავრობდი.ტელეფონი, ყურსასმენები და წიგნი ამოვიღე.ეს სამი ნივთი იყო და არის ჩემი გადამრჩენელი მაგრამ განსაკუთრებით წიგნი. დარწმუნებული ვარ 98%-ით რომ ტელეფონი იფიქრეთ, მაგრამ არაუშავს გამოცნობთ.იმ დღეს პუნქტუალური ვიყავი რაც იშვიათად ხდებოდა, ასე რომ საკმაოდ გახარებული გახლდით. ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემი თანამგზავრი ანუ გვერდზე მჯდომი ვინ იქნებოდა.გამოაცხადეს რომ მატარებელი 2-3 წუთში გავიდოდა. კომფორტულად მოვკალათდი და ფიქრებში გავერთე. როცა მოძრაობა ვიგრძენი გამოვფხიზლდი და მიმოვიხედე. გვერდით არავინ მეჯდა. ამოვიღე წიგნი და კითხვა უნდა დამეწყო რომ ვიღაცა შემოვარდა მატარებელში, თან ისეთი სიჩქარით რომ ვაგონი შეინძრა.თავი ავწიე და დავინახე მაღალი ბიჭი, ლურჯ მაისურსა და ჯინსის შარვალში. მწვანე თვალები ჰქონდა, და მუქი თმა. თვალის დახამხამებაში ჩემს გვერდით აღმოჩნდა. -გამარჯობა-მომმართა მე ღიმილიანი და ამავდროულად დაქანცული სახით . -სალამი...-დავიბენი და ისე მივმართე. წიგნში უნდა ჩამეხედა მაგრამ მოასწრო და მკითხა: -ყავა სად იყიდე? -ვაგონის შესასვლელში აპარატია-ვუპასუხე -მადლობა-მითხრა და წავიდა. მალევე დაბრუნდა და დაესვენა სავარძელში. -შოკოლადი გინდა?- ვკითხე -სიამოვნებით- მიპასუხა და რამოდენიმე ცალი ამოიღო. -რა გქვია? -ევა, შენ?-გაბრიელი. -სასიამოვნოა შენი გაცნობა-ვუთხარი -ჩემთვისაც- მითხრა და მწვანე თვალებით შემომხედა. ცოტახნით ჩუმად ვიყავით, შემდეგ კი ვუთხარი: -ბათუმში მიდიხარ? -კი, შენ? -მეც. -მარტო რატომ მგზავრობ?-მკითხა -საქმე იმაშია, რომ კონფერენციაზე მივდივარ სკოლის სახელით და რადგან პატარა არ ვარ მშობლის წამოყოლის აუცილებლობა არ ყოფილა, და თან მარტო მგზავრობა მიყვარს, შენ რატომ ხარ მარტო? -ბათუმში ბებიაჩემია, რომელიც ცუდად არის. ჩემი მშობლები დილით წავიდნენ და მე სკოლიდან არ გამომიშვეს, ამიტომაც ახლა მივდივარ მათთან... რაც არ უნდა იყოს, არ მოველოდი ასეთ ვითარებაში თუ ვიმგზავრებდი პირველად მატარებლით.- თქვა და გაეღიმა. -ბევრჯერ არც მე ვარ მატარებელში ნამყოფი, ასე რომ ბარი ბარში ვართ.-ვთქვი და ისე სულელურად გავიღიმე თითქოს ვიჭყანებოდი. კარგი ვაღიარებ რომ ვარ ზოგჯერ მოუხერხებელი და დაბნეული, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ვხდები სუპერ დაბნეული და ზოგჯერ თავსაც ვირცხვენ. ამის ბევრი მაგალითი დამიგროვდა 16 წლის განმავლობაში. ერთ ერთი კი ასე ჟღერს: ერთ ჩემს დაქალს ვთხოვე არ შეიძლება ვინმე გამაცნო მეც-თქო. სიამოვნებით დამთანხმდა და ერთხელ სეირნობისას გამაცნო. სიმპათიური ბიჭი იყო და თან ჭკვიანი. ცოტა ვისაუბრეთ და ცოტახნით გავედი დაქალთან. ამ „ცოტა საუბარსაც“ ძლივს მოვაბი თავი, რადგან ძაალიან დავიბენი. ცოტა რომ დავმშვიდდი წავედი რომ საუბარი გამეგრძელებინა და თან რაღაცას ვაკვირდებოდი შეტრიალებული, ამ დროს კი ვიღაცას მთელი ძალით მივეჯახე უკანალით... ალბათ მიხვდებოდით ვინ იყო უკან როცა შევტრიალდი... ასე რომ ხვდებით რამდენად კურიოზულ პიროვნებასთან გაქვთ საქმე. მოდი გავაგრძლოთ თხრობა ძირითადი ამბისა თავგზა რომ არ აგებნათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.