"დიდებული იყო ის ზაფხული..."
დადგა ნანატრი ზაფხული,უნივერსიტეტი დამთავრდა და ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა,ეს ის სეზონია რომელიც, სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერი საინტერესო ყოველთვის ამ სეზონზე ხდება. ჰოდა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სოფელში დაგვესვენა. იმის გამო რომ ბევრნი ვართ და ბარგი ჩვენს რაოდენობას აღემატება, მოგვიწია რამდენიმე მანქანაში გადავნაწილებულიყავით. ჩემი ბავშვობის მეგობარი, თავისი შეყვარებული და მისი ძმაკაცი მამამისის ავტომობილში მოთავსდნენ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი დედაჩემის ავტომობილით წავედით და კიდე ჩემი სამეგობროს რამოდენიმე წევრი ერთად წამოვიდნენ. როგორც იქნა ჩავალაგეთ ბარგი და გზას გავუდექით.მხიარულად, სულ ცეკვით და სიმღერით (ყროყინით) ვიარეთ როგორც იქნა ჩავაღწიეთ დანისნულების ადგილას. -დედა)ამოალაგეთ ბარგი, და მეორე სართულზე აიტანეთ.. მოგვმართა თავისი ჰარმონიულო ხმით. -მე)კარგი დედიკო..ოთახში ჩვენით გადავნაწილდებით. -დედა)ეხლა უნდა წავიდე და ხშირად გესტუმრებით ხოლმე. ასევე მოიქცნენ ჩემი მეგობრის მშობლებიც.ბარგის შეტანაში დაგვეხმარნენ და წავიდნენ. -მე)ბავშვებო! მაღლა წითელი ოთახი გოგოებისაა, დაბლა ოთახები კი ბიჭებმა გაინაწილეთ.(წითელი ოთახი მიტომ რომ ყველაფერი წითელია ამ ოთახში) ცოტა ხნის შემდეგ, ყველაფერი დავალაგეთ და დაღლილები აივანზე დასასვენებლად ჩამოვსხედით. სულ დამავიწყდა თქვენთვის თავის გაცნობა. მე მაშა მქვია, ვარ 21 წლის, საშუალო სიმაღლის ნავარჯიშები ტანით. არც გარეგნობას ვუჩივი, მაქვს რუსის იერი და გრძელი წაბლისფერი თმა. ჩემი საუკეთესო მეგობარი ნია 19 წლისაა მან სკოლა ახლა დაამთავრა რადგან გვიან შეიყვანეს.ჩემზე ოდნავ მაღალი და გამხდარია, რომ შეხედავ სახეზე ისეთი ბავშვური და საყვარელია,სულ მისი მოფერების სურვილი გიჩნდება.ჩემი მეორე დაქალი მარიამი არის ჩემი ასაკის და საკმაოდ კარგად გამოიყურება. ჩემი ასევე ძალიან ახლო მეგობარი ანასტასია რომელიც არის 22 წლის,არის მაღალი და აქვს ძალიან ლამაზი ქამელეონის თვალები. ნუ სანდრო, მარიამის შეყვარებული 25 წლისაა. მისი ძმაკაცები:ანდრო, ნიკოლაი, ირაკლი, ვაკო..ყველა თითქმის ერთი ასაკისაა. -სანდრო)მაშო ჩემი ძმაკაცი უნდა ამოვიდეს და პრობლემა ხომ არ იქნება? -მე)არანაირი.. ჩვენთან ერთად რატომ არ წამოვიდა? -სანდრო) საქმე ჰქონდა და მოგვარება ვერ მოასწრო.. -მე)კაი ბავშვებო რამე ვჭამოთ თორე მოვკვდი მშიერი. -ანასტასია)შენ როდის არ გშია? მერე როგორც ყოველთვის მოჰყვა უადგილო ხუმრობა და ბევრი სიცილი.როცა სიცილით გული ვიჯერეთ, გოგოებმა რაღაცები გავამზადეთ და ყველამ ერთად ვისადილეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ,ეზოში კოცონი აგვენთო და ისტორიები მოგვეყოლა, თან სანდრო კარგად უკრავს გიტარაზე, ანასტასია კი მღერის. ამიტომ ცუდი საღამო ნამდვილად არ გველოდა.ამ ფიქრებიდან სანდროს ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. -სანდრო)გისმენ.. ჰო ბიჭო... კი მანდ ვართ ჰო მიდი გამოვდივარ. -ანდრია)ბიჭო ჩამოვიდა? -სანდრო)კი გავალ და მალე შემოვალთ, თითქმის აქ არის. სამზარეულოში მე და ნია. -ნია)გოგო პასუხების ძალიან მეშინია, გამოცდა ეხლაც არვიცი როგორ დავწერე ისე ვნერვიულობდი. -მე)კაი გოგო რა, ნუ ნერვიულობ მაგაზე. ჩააბარებ აბა რას იზამ. -ნია)ხო მაგრამ მაინც ვნერვიულობ.. -მე)კარგი განიტვირთე ცოტა, გასართობად ჩამოვედით და გავიდეთ ეხლა ბავშვებთან. -ნია)კარგი წამოდი. ამ დროს ბიჭების ალიაქოთის ხმა ისმის, გამიკვირდა და აივნიდან გადავიხედე წინა ეზოში, რომ დამენახა რა ხდებოდა. უკვე კარგად ჩამოწოლილიყო სიბნელე. კარგად ვერ გავარჩიე რა ხდებოდა, მერე სანდროს ბარიტონი გავიგონე. მარიამს რომ ეძახდა,მე და ნიაც გავყევით. სავარაუდოდ ანასტასია უკვე ღრმა ძილს მიცემოდა რადგან დღეს გადაიღალა. -მარიამი)ვა დემე როგორ ხარ? -უცნობი)კარგად რძალო შენ? ამ ბიჭის ხმა რომ გავიგე, ასგილზე გავშრი და ჩემს თავს შეკითხვების კორიანტელი დავაყარე.. შეიძლება ის იყოს? არა გამორიცხულია!მაგრამ მისი ხმა? ის ხომ ასე ჰგავს?არა! ალბათ მომეჩვენა, ან უბრალოდ დამთხვევაა.ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და ვცადე, უსიამოვნო ფიქრების გაფანტვა თავის გაქნევით.. -სანდრო)კარგი გეყოფათ ეხლა, ამ სიბნელეში რომ ჩამოგვაყენეთ, შევიდეთ სახლში და დანარჩენებს იქ გაგაცნობ. სახლში შევედით თუ არა დავინახე მისი სახე დაჩემთვის შოკი იყო. არ მეგონა თავის შეკავებას თუ შევძლებდი და ძილს მოცელილი არ დავეცემოდი. ნიამაც დაინახა "ის" და მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა, როგორც დამინახა ხელზე დამეჭიდა, რომ არ წავქცეულიყავი. ვერავის და ვერაფერს ვეღარ ვარჩევდი, ჩემთვის ფიქრებში ჩავიკარგე. ნუთუ ის არის? სანდროსთან როგორ აღმოჩნდა? ან როგორ უნდა ვიყოთ ამდენი ხანი ერთ სახლში? ღმერთო არმჯერა. დემეტრე ახლა ჩემს წინ დგას და ჩემზე არანაკლებ გაკვირვებულია.ვეღარ გავჩერდებოდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა და სასწრაფოდ გარეთ გასვლა მჭირდებოდა.ტელეფონიც არ ავიღე ბოდიში მოვიხადე, და გარეთ გამოვვარდი. არ ვიცი სად მივდიოდი,მაგრამ შორს უნდა წავსულიყავი და მეფიქრა. მოშორებით დიდი ბაღია, სადაც სულ ხეებია და აქაიქ სხვადასხვა, ლამაზი ყვავილი ყვავის.დავჯექი ბაღის გრძელ სკამზე. ვერაფერზე ვეღარ ვახერხებდი მობილიზებას, გარდა დემეტრეს და ამდენი წლის განშორებაზე,უპასუხო კითხვები მღრღნიდა, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ამდროს რაღაც ხმამ გამომაბხიზლა და დავინახე ჩემს წინ ატუზული ნია. -ნია)ყველა შენ გეძებს გოგო.. რამის გავაფრინე რომ ვერ გპოულობდი. იცი რამდენი ხანია რაც აქ ხარ? -მე)ნია.. ის მართლა დემეტრეა? არ მომეჩვენა? საიდან მოვიდა.. ან აქ რა ესაქმება? -ნიაიცი როგორ შეეშინდა რომ ადექი და წამოხვედი? ადგილს ვერ პოულობდა. -მე)ხომ იცოდა რომ მეც მნახავდა აქ? რატომ მოვიდა? რის მიღწევას ცდილობს? -ნია)კარგი ეხლა, წავიდეთ და დაისვენე მერე მოვიფიქროთ რას მოვიმოქმედებთ.. ესე დამიყოლია ნიამ, სახლში წასვლაზე. ყველა შეშინებული მომვარდა და უაზრო შეკითხვებს მისვამდნენ, მოპირდაპირე კედელთან კი დემეტრე იდგა და შეშინებული მიყურებდა.ნიამ ყველასგან მიხსნა, და თქვა რომ დამირეკეს, ამის გამო გავედი რადგან მშვიდად მესაუბრა. ბავშვებმა დაიჯერეს მაგრამ აი დემეტრემ რამდენად დაიჯერა ვერ გეტტვით. იმ ღამეს ნიასთან ჩახუტებული გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.