შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახე .1.


7-04-2018, 09:49
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 705

......

-აბა როგორია?- ჰკითხა ელენემ მომავალ სადედამთილოს და საპატარძლო კაბა მკერდთან, კიდევ ერთხელ, შეისწორა..
- ულამაზესი ხარ შვილო - გოგონას ეუცხოვა მარინას მიერ ნათქვამი "შვილო"
- იცით, მეგონა წინააღმდეგი იყავით ჩვენი ქორწინების.. ასე უცებ აზრი რატომ შეიცვალეთ?
- გაიზრდები და მიხვდები.. - გაიღიმა ქალმა.. - მაგრამ რაღაც აკლია?
- მაინც რა?
- აი ეს - ძველი ყუთი გახსნა , იქიდან ლამაზი თმისსამაგრი და ყელსაბამი ამოიღო- ეს აკლია.. მე ჩემმა დედმთილმა გადმომცა და დროა მე შენ გადმოგცე
-ძალიან დიდი მადლობა.. მე.. - სიტყვა ვერ დაამთავრა ელენემ, როცა კარზე ზარი გაისმა..
- აი, ნიკაც მოვიდა. სწრაფად გამოიცვალე.. ამ კაბაში არ დაგინახოს, ცუდი ნიშანია.
- კარგი - ელენე გამოსაცვლელად ღიმილით გაემართა..
. ..
-აუცილებელია ნორმალური პერსონალს დაქირავება დედა.. ამ დეგენერატებს მეათედ დავურეკე, მათ კი მაინც შეეშალათ მისამართი- გაბრაზებული ნიკა ასაწყობი საწოლის დეტალებს მოათრევდა..
- ნუ ბრაზდები შვილო..
- გამარჯობა დედა - გაიღიმა მამაკაცმა, დეტალები იატაკზე დადო და დედას მოეხვია.. ამ დროს ელენეც, გამოვიდა მას უკვე მოესწრო გამოცვლა.. საქმროს მიესალმა და აკოცა.. სამივემ ერთად გაიტაეს საწოლის დეტალები ოთახში.. მარინამ წყვილი მარტო დატოვა...

........

- ეს რა ინსტრუქციაა - არაფერში გამოდგება.. - ელენემ გადაიკისკისა - გეცინება - ცუდ ხადიათზე ჩანდა ნიკა..
- ძალიან - სოცილს ისევ არ წყვეტდა - ორ ადამიანს, ტექნკური განათლებით, არ შეუძლიათ საწოლის აწყობა.. - უცებ დასრიოზულდა - სახრახნისი და ჭანჭიკები მომაწოდე.. გაბეულად - გოგონამ პირველივე ცდით მოარგო ჭანჭიკი და დაუჭირა...
-კარგი.. ჩვენს ოჯახში ჭანჭიკებს შენ დაუჭერ ხოლმე - ირონიით უთხრა ნიკამ..
-კარგი.. შენ კი ინსტრუქციებს დაწერ - არ დაუთმო ელენემ..
- იცი, ელენე ძალიან რთული დღე მქონდა.. არ მეგონა, რომ სახლშიც..
- რა სახლშიც -გაცხარდა ელენე.. ნიკამ ქურთუკი აიღო და კარი ხმაურით გაიხურა..

......

- პატარა კამათზე სახლიდან გავარდნა რა წესია? ამბობდა მარინა და ხორცსაკეპში ხორცს ყრიდა...
- მე რატომ მეუბნებით.. მითუმეტეს მე აქ ვარ.. - მხრები აიჩეჩა ელენემ..
- იცით თქვენს ცხოვრებაში ბევრი ასეთი საწოლი იქნება...შენც არ უნდა გესაუბრა მასე.. - ელენემ ხმის ამოღება გადაწყვიტა თუ არა ქალმა ხორცსაკები ჩართო და იქაურობა გააყრუა..
- ჩემი ბრალი არაა.. თანაც ახლ ნიკა უეჭველად ყვავილებს ყიდულობს და, ალბათ, ათჯერ მაინც დარეკა ბოდიშის მოსახდელად..
- რაღაც მობილურის ზარი არ ისმის ..
- იმიტომ, რომ ხორცსაკეპს არახრახებთ - თქვა ელენემ სიცილით.. ამ დროს კი სახლის ტელეფონის ზარიც გაისმა.. - აი... ალოოუ - მაიმუნობის ხასიათზე იყო მაინც - დიახ, მე ვარ.. რა? საავადმყოფოდან? - ფერი გადაუვიდა ელენეს, მარინა კი განერვიულებული დაეცა სკამზე..

......

- ყველაფერი ვიღონეთ რაც შეგვეძლო, ვიზიარებ - მიუსამძიმრა ექიმმა.. ამ ამბავმა ქალებს თავზარი დასცა..
- სწრაფად, ექიმი - მარინას თვალთ დაუბნელდა და გოგონა მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა.. მარინა პალატაში შეიყვანეს.. მას ისედაც ავადმყოფი გული ჰქონდა და საყურადღებო იყო მისი მდგომარეობა.. ელენე კარს მიღმა დარჩა..
გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.. კიბეები ჩაიარა და სასწრაფოს ბრიგადა შენიშნა..
- მითხრეს, რომ თქვენ მოიყვანეთ აქამდე.. რა მოხდა იქ?
- ქალბატონო ეს არ გვეხება ჩვენ.. ეს პოლიციის საქმეა.. - გულგრილად უპასუხა მამაკაცმა და გაიარა.. ელენე წასვლას აპირებდა
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- საცოლე - ხმა აუკანკალდა გოგონას..
- ვაიჰ.. დაღუპეს საწყალი ბიჭი... - გულწრფელად ამოიოხრა სასწრაფოს ეკიპაჟის წევრმა.. - თქვენს საქმროს სწაფად მომავალი მანქანა დაეჯახა.. ის კი უბრალოდ იდგა.. პარკინგის ადგილზე.. მძღოლი ვიღაც ბიზნესმენის შვილი იყო, მთვრალი..
გოგონას მეტი არაფერი უკითხავს.. ცოცხალ-მკვდარივით შევიდა საავადმყოფოში და მარინას ამბავი იკითხა....

.......
სასამართლოს შენობასთან მედიის წარმომადგენლებს მოეყარათ თავი და ყველაფერს აშუქებდნენ.. მარინა და ელენე ძლივს გაერიდნენ მათ და შენობაში შევიდნენ..
ცოტა ხანში სასამართლოს შენობასთან შავი მანქანა გაჩერდა.. იქიდან ხუთი ადამიანი გადმოვიდა.. ამ ხუთიდან კი მხოლოდ ერთი მალავდა თვალებს შავ სათვალეში..
....
- სასამართლო მობრძანდება.. - ყველა ფეხზე ადგა
- თომა - იდაყვი მიარტყა ადვოკატმა ბრალდებულს.. მან, როგორც იქნა, იკადრა ტელეფონიდან თავის აწევა და ადგა....
....

სასამართლომ თომა ელიავა უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მარინა შეშლილს გავდა ელენეს კი უსამართლობია გრძნობა ახრჩობდა..
..
- შენ, შენ არამზადავ.. ახლა თვალებს მალავ, მაგრამ ღმერთს ვერ დაემალები... ჩემი შვილის სიკვდილისთვის ღმერთი დაგსჯის.. არ გაიხარებ -გამწარებული ეცა მარინა თომას და გულ-მკერდზე მუშტებს სცემდა.. თომა ძმამ და ადვოკატმა "გამოსტაცეს" და წაიყვანეს.. მარინამ უცებ გულზე წაივლო ხელი და სკამზე დაეცა.. ერთ-ერთმა თომას თანმხლებმა მას წყალი მიაწოდა.. ელენემ კი წამალი.. გოგონა უნდობლად უყურებდა თმაში ჭაღარაშერეულ მამაკაცს..
-ნება მომეცით გაგაცილოთ - თავაზიანობა გამოიჩინა კაცმა..
- არაა საჭირო - მოკლედ მოუჭრა გოგონამ..
- საჭიროა... - დაიჟინა კაცმა და მიზანს მაინც მიაღწია...

...
- იქნებ პირდაპირ მითხრათ რაშია საქმე? - ელენეს პირფერობა არ უყვარდა..
- მე დიდი ხანია თამაზისთან, თომას მამასთან ერთად ვმუშაობ.. ჩემი სახელია ნოდარი.. მე ვარ თამაზის კომპანიის დირექტორი.. მალე ჩემი მეგობარი წავა ბიზნესიდან და თომას გადაულოცავს ყველაფერს.. ალბათ ხვდები, რომ მე ეს ბიჭი არ მომწონს და არ მინდა მეგობრის ბიზნესი ამ ლოთ, უპასუხისმგებლო და უდარდელა კაცს გადაბარდეს..
- მე რა შუაში ვარ, მე?- უკმაყოფილება ვერ დამალა ელენემ..
- თუ დაგეხმარები მის დაჭერაში, უფრო სწორად, თუ ერთმანეთს დავეხმარებით, მიზანს ადვილად მივაღწევთ..
- რას მთავაზობ?
- იმისთვის, რომ თომა მკვლელობისთვის დაიჭირონ, მან უნდა ჩაიდინოს ეს მკვლელობა
- რა? ვინ უნდა მოკლას? - დაიბნა გოგონა..
- მე - ნიშნის მოგებით უპასუა კაცმა.. ელენეს სახეზე შიში, გაოცება და გაბრაზება ერთნაირად დაეტყო - არა ის არ მომკლავს, დამშვიდდი.. ის შეეცდება მკვლელობას..
- რა მიზეზით, მართალა უნდა შენი მოკვლა?
- არა და სწორედ ამაში მჭირდება დახმარება.. რომ შევქმნათ მოტივი.. შენ ხომ პროგრამისტი ხარ და ადვილი იქნება შენთვის..
- არა. ეს უკანონოა..
- უდანაშაულო კაცის მოკვლა და მშრალად გამოსვლა კანონიერია? არა და შეგძლია ჩასვა..
- შემიძლია.. კანონიერად..
- კანონიერად ვერ ჩასვამ.. - მამაკაცმა მაგიდაზე სავიზიტო ბარათი დატოვა და წავიდა.
ელენემ დიდ ხანს ვერ მოისვენა ...

.....
სიბნელეში ქალმა ხელით მოძებნა საჭირო წამალი.. მის სახეზე გარკვეული კვალი დაეტოვებინა ტრაგედიას.. თვალები ჩასიებოდა და ლოყები ჩასცვენოდა.... ბანცალით გაიარა დერეფანი.. სავარძელზე დაჯდა.. რანდენიმე სიტყვა დაწერა ქაღალდზე და წამლები მუჭში ჩაიცალა..
ის ის იყო უნდა დაელია, რომ საიდანღაც ელენე გამოჩნდა და მუჭიდან ხელის დარტმით წამლები დააყრევინა...
- რაა აკეთებთ?
- ეს რატომ გააკეთე ელენე? - თითოს კითხვა ვერ გაიგო ქალმა - ის ჩემი შვილი იყო.. აღარ არის.. მას ვეღარ ვნახავთ .. მისი მკვლელი კი ისევ ივლის ცოცხალიქ.. ისევ შეაწუხებს დედამიწას.. მე კი არაფერი შემიძლია.. აპელაცია არ გაამართლებს ელენე.. მამამისის ფულებით ისევ გამოძვრება.. სიცოცხლე აღარ მინდა..
- თვითმკვლელობით ვერაფერს უშველით.. გპირდებით.. ნიკას სულს გეფიცებით, მისი მკვლელი დაისჯება..
. .
ელენე ოთახში შევიდა.. საწოლზე დავარდა.. მცირე ხნიანი პაუზის მერე წამოდგა, პარატა კომოდის უჯრა გამოხსნა, ქაღლდის ნაგლეჯი გამოიღო და ყოყმანით აკრიფა ნომერი..
- თანახმა ვარ.. - აღელვებით თქვა და მოპსუხის მოლოდინში გაჩუმდა...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დავინტერესდი, იმედია გააგრძელებ და არ შეწყვეტ. თომასნაირი ნაძირლებით სავსეა სამყარო, რომელთაც შუბლის ძარღევი გაწყვეტილი აქვთ და არც არასოდეს ეცდებიან გამოსწორებას, სამწუხაროდ.

 


№2  offline მოდერი N1penguin

საინტერესო სიუჟეტია, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ ნათქვამს დააკვირდე. თუკი გაგრძელებას აპირებ, პირდაპირ მიუწერე. მგონია, რომ სხვა ამბობს, როცა სინამდვილეში იგივე პერსონაჟია. წარმატებები kissing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent