შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვის გული


7-04-2018, 11:32
ნანახია 1 274

შემოფეთება...
გოდერძის შუა ქუჩაში შემოეფეთა თავისი დაუვიწყარი გრძნობის ნაყოფი.
ელდა ეცა.
მიხვდა რომ ის იყო, დიდი ხნის უნახავი სანუკვარი არსება, შავით მოსილი.
იფიქრა გულნატკენმა, გზას ავუქცევო, მოვერიდeბიო, მაგრამ ფეხი ვერ მოიცვალა ვერ შეძლო ქუჩა გადაეკვეთა.
მანაც შამჩნია ელდანაკრავი მამაკაცი და შეჩერდა.
ირგვლივ ზღვა ხალხი ირეოდა, მაგრამ გოდერძის წარმოსახვაში თითქოს ყველაფერი გაჩერდა. თითქოს დედამიწამაც შეწყვიტა ბრუნვა.
სინამდვილეში კი ქუჩაში ზღვა ხალხი ირეოდა და ცხოვრება ჩვეულებრივად დუღდა...

ქალწულებრივი კოცნა.
საოცარი შეგრძნება, აგვისტოს თაფლის გემო რომ დაჰკრავს, გამოუცდელ ტუჩებზე დაცხრომას.
ამ მოგონებამ გოდერძის არსებაში გამოიღვიძა და გამოფხიზლდა თითქოს.
იქ, დიდ მწვანე მინდორში, სადაც ნაირფერი ყვავილებისგან ბუნებას მშვენიერი ხალიჩა მოქარგა, ისინი ერთად იყვნენ, მზე პირმოცინარი კი მათი სიყვარულის უშუალო მოწმე.
და აქ იყო ის პირველი კოცნა გოგონას უმანკო ტუჩებზე და რატომღაც გოდერძიმ ამ ამბორში აგვისტოს თაფლის გემო ამოიცნო.
ხშირ, შავ თმაში გვირილები ჩაუწნა.
ისიც განაბულიყო და ესმოდა გოდერძის მისი გულის ხმა.
მზე თავისი ოქროსფერი სხივებით გოგონას ახლად აკვირტულ მკერდში უძვრებოდა..
.... და იმ დიდ მწვანე მინდორში ერთად იყვნენ ის, გოდერძი და კეკლუცი მზე...

ალბათ გინახავთ პატარა ბავშვი ზღვის პირას, ქვიშისგან რომ ოცნების კოშკებს აგებს.
წარმოიდგინეთ, ზღვა წყნარია, ტალღები ნაპირს არ აწყდებიან.
ბავშვიც დიდი მონდომებით აგებს ოცნების ციხე კოშკს, აი ქონგურებამდის ადის და უცებ ზღვა შმაგდება, ტალღები ნაპირს აწყდებიან და ოცნების კოშკს, ასე რუდუნებით აშენებულს, აღგვის პირისგან მიწისა...
ცხოვრებაც ზღვას გავს, ისიც ზღვასავით უსასრულოა და დაუნდობელი...

იმ წვიმიან დღეს გოდერძიმ გაიგო რომ ის წავიდა, წავიდა მისგან.
არ უტირია, რა ვაჟკაცის საქმეაო ცრემლთაფრქვევა.
მან რა იცოდა ის სულაც არ იყო დამნაშავე, რომ წავიდა, მათ შორის ვიღაც მურმანის ეკალივით ჩამდგარიყო და ოცნების კოშკიც მასვე დაენგია და არა იმას, ვისაც გვირილებს უწნავდა თმაში და რომლის ტუჩებსაც აგვისტოს თაფლის ტკბილი გემო დაჰკრავდა.
ბრაზობდა რომ ამ ტუჩების გემო ვიღაც სხვამ, სრულიად უცხომ, გადამთიელმა გაიზიარა.
მისი თმის სურნელებამ სხვა გათანგა, სხვას დახვია თავბრუ, გოდერძი კი სრულიად მარტო დარჩენილი მოგონებების ამარა დარჩენილიყო.

ზღვის ბობოქარმა ტალღებმა უსასრულობაში ჩაიტანეს ბედნიერება, ნაოცნებარი.
იმ ფერადი ყვავილებით გაფერადებულ მინდორში კი მზე ჩვეულებისამებრ აღარ ციაგებდა, მტრედისფერ ცას ლეგა ღრუბელი დაჰპატრონებოდა და მზეც იმ ღრუბლებში ჩამალულიყო. გოდერძი ამ გაუფერულებულ მდელოზე წამოწოლილი, მიშტერებოდა ცას, მოქუფრული სახით რომ უმზერდა ყმაწვილს. სევდანაკრავსა ჰგავდა ცა უსასრულო, თითქოს იყო გოდერძის ჭირისუფალი. ჭაბუკის ტანჯვა გაითავისა ცამ და მან, ვითარცა სუსტმა არსებამ იტირა და წვიმის წვეთები ცრემლად დააფრქვია ჭაბუკს გულმკერდზე...

ეს იყო დიდი ხნის წინ.
ახლა ქუჩაში ერთმანეთს შეხვედროდა ორი არსება, ოდეს ერთმანეთისკენ სიყვარულით მომზირალნი, ახლა თვალს არიდებდნენ ერთურთს და წინ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდნენ..
აფსვალტის და შინაგანი მხურვალება ერთმანეთს შეერწყა და ასე ეგონა გოდერძის, ფერფლად ვიქცევიო ალბათ.
შავ სამოსელში გახვეული ქალი იდგა და გოდერძი თვალს ვერ უჯერებდა, ნუთუ ის არის, ის ცის გამოც ლამის ასკეტი გახდა...
დიახ, ის არის.
შავოსანია, მაგრამ მიწიერი სილამაზე ძაძებსაც ვერ დაეჩრდილა.
თავსაბურავიდან კულული ჩამოვარდნოდდა და შუბლს დაფენოდა.
ისეთივე ტანკენარი იყო, მაგრამ ცისკრის მსგავსი თვალები მილეულიყო მხოლოდ, ტუჩებსაც შეჰპარვოდა შემოდგომის ფითრი. ალბათ აღარაა აგვისტოს თაფლივით ტკბილი, იფიქრა ვაჟმა.


_ ანა!!!
იყვირა გოდერძიმ და გამვლელ-გამომვლელის ყურადღება მიიპყრო, უნებლიედ.
_ ანა!!!
ისევ იყვირა ვით შმაგმა ლომმა და...

ქალი გარბის, ვაჟი კი თავქუდმოგლეჯილი მისდევს.
ქალი ცდილობს გადაკვეთოს ქუჩა და ლამის ავტოს ჩაუვარდა, ლამის გაიტანა ვიღაცამ.
ვაჟი უმალ გაჩნდა მასთან.
ხელში აიტაცა აფსვალტზე დაცემული ქალი, რომელიც როგორღაც მიენდო და მამაკაცის სხეულს ჩაეკრა და გაინაბა.
_ ანა, ჩემო სიხარულო, ნუ გეშინია, შენთანა ვარ, შენთან...
_ გამიშვი, გამიშვი გოდერძი, დამსვი, - გამოფხიზლდა ქალი.
_ ეს რა მოგსვლია, რა დაგმართნია ჩემო სიხარულო, _ აღელვებას ვერ მალავდა ვაჟი...

ომი...
სამკვდროდ გადაკიდებული მოძმენი.
ქუჩებში ბარიკადები, სისხლი, ცხედრები.
იარაღის ჟღარუნი.
მოროდიორობა, ქურდობა და ბაცაცობა, უნამუსობა და უღირსთა ზეობა.
დაკარგული თაობა, განწირული დასაღუპავად; ამოღამებული თვალები და გოდება დედების;
უბედურება და უბედურება.
ომი...
სამკვდროდ გადაკიდებული მოძმენი...

ჭრილობა გადახსნია ბიჭს, სადღაც უსიერ ადგილას დაგდებულა სიკვდილთან მებრძოლი. ირგვლივ არავინაა. წიფლის ხეები გოროზად დასჩერებიან სულთან მებრძოლს, სადღაც ნაკადულის რაკრაკი ისმის, ეყურება დაჭრილს.
პირი გამშრალა. წყალი სწყურია, მიჩოჩავს იქითკენ სადაც ნაკადულის ხმა ისმის. თითქოს სადღაც აქვეა, მაგრამ უსასრულობად ეჩვენება დაჭრილს ეს მანძილი...
ძალა ეცლება.
ბინდი დგება თვალებში.
სუნთქვა უჭირს. გულიც ნებდება სიკვდილს.
_ დე... და...
უკანასკნელი სიტყვები ამოთქვა და მარადისობაში გადაბარგდა....

თითქოს ერთმანეთს ვერ გაუგეს, სულ ჩხუბობდნენ, ჰოდა საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, დაასკვნა ქალმა და გაეცალა ოჯახს. დატოვა დედა და მეუღლე, რომელსაც შვილი ვერ გაეჩინა მისთვის.
იარაღი აიღო ხელში და...
... მოძმის სისხლში გაისვარა ხელი. ხოცავდა და ხოცავდა თანამოძმეთ, სანამ თვითონაც არ მიეწია ტყვია...

მურმანი მომკვდარიყო, აბესალომს კი მურმანის ეკალი ჩვეულებისამებრ აღარ ჩხვლეტდა, ეთერი მასთან იყო და თავს ბედნიერად გრძნობდა...
_ ძაძები გაიხადე, შენს სხეულს თეთრი კაბა დამშვენდება ანა
ეუბნება გოდერძი ქალს, ის კი უარზეა.
_თეთრი კაბა ქალწულებს შვენის, ბედნიერების მომლოდინეთ.
ამბობს ანა დანანებით და თვაელბიდან ცრემლი სდის, რომელიც სადღაც ნიკაპთან ინასკვება.
ახსოვს გოდერძის გოგონას გაბრწყინებული თვალები. ეს თვალები ახლა აღარ ელვარებენ, მწუხრი გადაჰფენია, მშვენიერებაშეულახავ პირისახეს. გაცრეცილ ტუჩებს დააცხრება გოდერძი და გრძნობს რომ მთლად ტკბილი არა, მაგრამ ოდნავ მოტკბო გემო მაინც დაკრავს მაგ ტუჩებს.
ქალი არ ეწინააღმდეგება, ნებდება ნელნელა, რადგან მის ტანჯულ სულსაც შენივთებია წარსული, როგორც ტკბილი მოგონება, ეს კოცნა კი ამ მოგონების ნაწილია და არა რეალობა, რომელიც მათ უნებურად შემოეფეთა.
წარსულის მოგონება ხშირად სიზმარში ცოცხლდება.
ანას სწორედ ამ სიზმარს აგონებდა საყვარელი ადამიანის ამბორი...

სადღაც ყურთან ახლოს გაიზუზუნა რევოლვერის ტყვიამ და ანას ძალიან შეეშინდა.
იარაღიანებმა სტაცეს ხელი და მანქანაში ჩატენეს.
მერე სადღაც მთაში ამოყვეს თავი.
მხეცები ღრეობდნენ, ის კი კარგავდა უმანკოებას სადღაც მიწურში...
...და ეს წუთები სულაც არ ყოფილა სიყვარულთან შენივთებული, ემიტომაც ბევრი იტირა, იტირა ცხარე ცრემლებით ანამ.
მთელი სხეული ტკიოდა, სულიც...
არავინ გამოექომაგა. აზიურ ღირსებას შეეწირა მისი მომავალი
არც მამა, არც დედა გამოესარჩლა „შერცხვენილ“ შვილს.

გოდერძი მიხვდა რომ ის კვლავაც უყვარდა.
სახლში აზიატი დედა კი ღირსებას უფრთხილდებოდა და ცოფებსა ყრიდა.
ქალბატონი ანიკო, მაშინ, იმ ლამაზ წუთებს შვილს უწონებდა, მაგრამ ცხოვრების ჩარხის უკუღმა ტრიალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
არადა დრო გადიოდა.
ანამ კი იგრძნო რომ მის სხეულში ახალმა სიცოცხლემ დაივანა.
გოდერძი კი დედასა და საყვარელ ქალს შორის არჩევანს ვერ აკეთებდა.
ისევ დედამ გაიმარჯვა.
საყვარელ ქალს ეს არ სწყენია.
ცხოვრებამ მოთმინების უნარი გამოუმუშავა.
ისევ მარტო დარჩენილიყო და დღედღეზე ელოდა შვილის გაჩენას.

ყოველი ახალი დღე ასე იწყებოდა გოდერძისთვის:
_ არა!
დედა არ აპირებდა ვიღაცის ქვრივს შერიგებოდა...

და დედა რჩება მარტო.
სულ მარტო.
ანამ მოილოგინა. მძიმე მშობიარობა ქონდა. გოდერძიმ კი გადაწყვიტა რომ საყვარელი ქალის გვერდით ყოფილიყო, დედამ კვლავინდებურად დაუშალა, მაგრამ ვაჟმა გიჟივით გააქროლა საკუთარი ავტო სოფლის თემშარაზე და ქალაქისკენ აიღო გეზი, სადაც მას ანა ელოდებოდა.

მიქრის ჯაბახანა ავტო ორმოებიან ტრასაზე.
გოდერძის გულმა ცუდი უგრძნო და სიცოცხლესაც არ ზოგავდა.
უპატრონო ქალს ექიმები უდიერად ექცევიან.
ანას გამნმკითხავი არავინაა. მშობლებმა ხომ ის საბოლოოდ გამოიგლოვეს, მას შემდეგ რაც ქმრის ოჯახი დატოვა და...
მამამისს შავები ეცვა, აქოდა შვილი მომიკვდაო, დედა კი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ძუ მგელს არ ჩამოჰგავდა.
ანა, ამქვეყნისა აღარ იყო.
მიტოვებული, სვეუბედური ქალის სხეულს სული გამოეყო და ეთერს შეერწყა.

მანქანა ხიდიდან გადავარდნილიყო, შემთხვევის ადგილზე ხალხი ბლომად შეყრილიყო, მძღოლი გადმოეყვანათ და ნაპირზე დაეწვინათ სისხლით მოთხვრილი...

ქალბატონ ანიკოს, გოდერძის დედას, ერთადერთ ნუგეშად პატარა შვილიშვილი დარჩენოდა.
ხშირად სოფლის სასაფლაოს გზაზე ბებია და შვილიშვილი, შემოგეყრებოდა ხოლმე მგზავრს, ეს ქალბატონი ანიკო მილასლასებდა გოდერძის და ანას საფლავისკენ.
სიცოცხლეში დაუფასებელ ახალგაზრდებს ძვირფასი ქვა დაადგა საფლავზე. იმ ქვას გულის ფორმა ქონდა და ზედ რომელიღაც პოეტის სასიყვარულო ლექსი ამოეტვიფრათ.
ამ ქვეყნად მარტო დარჩენილ ქალბატონ ანიკოს;
აქ ყოველ მოსვლაზე ანასა და გოდერძის გაყინული ღიმილი ხვდებოდა.
დანაშაულის გრძნობა იმდენად გათავისებოდა უბედურ მოხუცს, რომ მას, მათი გაყინული ღიმილისაც კი ერიდებოდა...


მაცი ჯალაღონია



№1  offline მოდერი N1penguin

რა იყო ეს? open_mouth open_mouth ისე ჩამწვდა სულში და აღმაშფოთა disappointed_relieved disappointed_relieved როგორი დიდი ტკივილი და გრძნობა ჩანს ამ ნაწერში scream

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent