შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოურჯულებელი თავი 1


8-04-2018, 11:04
ავტორი abezara98
ნანახია 4 607

ეს ზაფხული ანასტასიასთვის უცნაურად დაიწყო. მშობლებმა ჯერ სახლიდან გასვლა აუკრძალეს 23 წლის გოგოს საღამოს 9-ის მერე, შემდეგ კი საერთოდ ხევსურეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში გაუშვეს ბებიასთან. მართალია, ანა ბებიამისზე გიჟდება ისე უყვარს, მაგრამ მშობლებისგან მსგავსი საქციელი მაინც ძალიან უცნაური იყო. მთელი თვე ისე გავიდა, რომ თბილისში არ ჩასულა. მხოლოდ ბებიას ეგზავნებოდა იქვე მდებარე რაიონში პროდუქტებზე, მშობლებს და დას ელაპარაკებოდა სკაიპით, ხოლო მეგობრებს - მობილურით. დაიწყო ივლისი. ანა იმ დღეს მოუსვენრად იყო. მთელი 3 წლის მანძილზე თუ არ ჯდებოდა ცხენზე, მას შემდეგ, რაც ის ამბავი გადახდა, ახლა ერთიანად შემოუტია სურვილმა და იქვე მომუშავე ერთ-ერთ ბიჭს სთხოვა იმ წელს ჩამოყვანილი, ჯერ კიდევ გაუხედნავი ცხენის შეკაზმვა. ბიჭს გაუკვირდა, ანა გააფრთხილა, რომ ცხოველი გაუხედნავი იყო, მაგრამ ვერაფრით გადაათქმევინა.
ცხენი მთლიანად შავი იყო, თუ არ ჩავთვლით მის შუბლზე არსებულ ერთადერთ თეთრ ლაქას. ანას ბავშობიდანვე ძალიან უყვარდა ცხენები და იმ ზამთარს, როგორც კი ეს ცხენი დაინახა, მამამისს მაშინვე აყიდინა. თვითონვე სურდა მისი დამორჩილება და გახედვნა. ანაც ხომ ბუნებით დაუმორჩილებელი პიროვნება იყო. მოკლედ, ბიჭმა გამოუყვანა შეკაზმული ცხენი, რომელსაც ძლივს აკავებდა და ანას წინ დაუდგა. გოგოს უკვე მოესწრო გამოცვლა და ჯირითისთვის შესაფერისი სამოსი მოერგო ტანზე. ამხედრდა თუ არა ცხენზე, ცხოველი მაშინვე ყალყზე შედგა და ანას ჩამოგდება მოისურვა, მაგრამ გოგო პირველად არ ხედნიდა ცხენს და თავის შემაგრებაც მოახერხა. დაცვა უკვე ჭიშკარს უღებდა, როცა სახლიდან ოდნავ წელში მოხრილი, მთლიანად თმაგაჭაღარავებული ქალი გამოვიდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, როცა ანა ცხენზე შემჯდარი დაინახა, მაგრამ გულში პირიქით უხაროდა.
-ანა, ჩემო ლამაზო, - დაუძახა ქალმა და ანამაც უკან მიიხედა.
-რა მოხდა, ბებო? - ჰკითხა და გაუღიმა.
-მამაშენმა დარეკა. გთხოვა, რომ სახლიდან დიდი ხნით არ გასულიყავი. დღეს მისი მეგობრის შვილი ჩამოვა ჩვენთან სტუმრად.
-და რა უნდა?
-არ ვიცი, ბებო, ეგ აღარ უთქვამს. მხოლოდ მთხოვა, ეცადეთ არ გააგიჟოთო.
-ეგ შენ დაგიბარა თუ მე? - სიცილით ჰკითხა გოგომ და მოუსვენარ ცხენს ფაფარზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.
-აბა, თუ გამოიცნობ, - მხიარულად უპასუხა ქალმა და გაიცინა, - ბებო, მალე დაბრუნდი, კარგი?
-ნუ ნერვიულობ, თამრო, - გაეკრიჭა ანა და სადავეები მოუშვა. ცხენსაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე ადგილს მოსწყდა.
ანა ნელ-ნელა ეზიდებოდა აღვირს და ცხოველს მორჩილებას აჩვევდა, მაგრამ, აი, მაშინ კი ვეღარ შეაკავა, როცა იქვე, მათ სახლს უკან მდებარე ტყესთან ახლოს ჩაიქროლეს და იქ კი ვიღაცამ თოფი გაისროლა. ამ ხმაზე ცხენი დაფრთხა, უფრო გახელდა და პირდაპირ სამანქანო გზისკენ გაჭენდა. გადაკვეთა თუ არა გზა და კინაღამ მანქანას შეუვარდა, მაშინვე მეორე მხარეს მდებარე მინდვრისკენ გაქანდა. ანას გულში კი ეშინოდა, მაგრამ მშველელს არ ეძახდა. ცდილობდა, თვითონ დაემორჩილებინა. აღვირს ექაჩებოდა, მაგრამ უშედეგოდ.
უეცრად ცხოველს წინ არსაიდან სწორედ ის მანქანა გადაეღობა, რომელსაც კინაღამ ფეხქვეშ შეუვარდა. ცხენი ისევ ყალყზე შედგა და გაჩერდა. ანა ამას არ მოელოდა, ვეღარც ვერაფერს მოეჭიდა და ცხენიდან გადმოვარდა. ცხოველმა კი, ვითომ არაფერი დაეშავებინოს, იქვე მშვიდად დაიწყო ბალახის ძოვა.
მანქანის კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და ანასთან სწრაფად მივიდა.
-კარგად ხართ? ხომ არაფერი დაგშავებიათ? - ბოხი ხმით ჰკითხა გოგოს და მასთან ჩაიმუხლა, რომ წამოდგომაში მიხმარებოდა.
გოგოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგარამ ყურადღება არ მიაქცია, ახლა მხოლოდ მთელს სხეულში გავრცელებულ ტკივილზე იყო კონცეტრირებული. განსაკუთრებით კი მარცხენა ფეხი აწუხებდა, რომელიც დაცემისას ცუდად მოჰყვა სხეულის ქვეშ. ანამ თვალები გაახილა და მზერის დასაწმენდად რამდენჯერმე დაახამხამა. ხელში კი თავზე დამდგარი, ჩამუხლული ღმერთკაცი შერჩა. გოგომ ნელა აატარა მზერა სხეულზე და ბოლოს სახეში შეხედა. აი, აქ კი გაოცდა. ბიჭს ზუსტად ისეთი ზღვისფერი თვალები ჰქონდა, როგორიც მის ძმას. ანას გული შეეკუმშა, თითქოს ძლივს მოშუშებული ჭრილობა ხელახლა გაეხსნა.
-გოგონა, რამე იტკინეთ? - ისევ იკითხა ბიჭმა და გოგონას დასახმარებლად ხელი გაიშვირა, მაგრამ ანა მაშინვე ფეხზე წამოვარდა, ყურადღება არ მიაქცია მტკივან ტერფს და ბიჭს შეუყვირა:
-რა უფლებით გადამიდექი წინ და კინაღამ მეც და ჩემი ცხენიც მოგვკალი?
ბიჭი გაოცებული უყურებდა მასზე ერთი თავით დაბალ გოგონას, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მადლობა ეთქვა გადარჩენისთვის, უყვიროდა და ლანძღავდა. შემდეგ კი ვერც მან მოითმინა და თვითონაც ყვირილით უთხრა:
-უკაცრავად? მადლობა მითხარი, რომ გზაზე დროზე დავამუხრუჭე და არ გაგიტანე. მერე კი, ცხენის გაჩერებაში მოგეხმარე. თუ ჯირითი არ იცი, ცხენზეც არ უნდა დაჯდე.
ანამ ეს რომ გაიგო, თაფლისფერი თვალები იმხელაზე გაუფართოვდა, ბიჭს კინაღამ სიცილი წასკდა. გოგო გაცოფდა, მაგრამ ბიჭს არაფერი უთხრა. მამაკაცს ზურგი აქცია და კოჭლობით თავისი ცხენისკენ გაემართა. ბიჭი იდგა და უყურებდა, როგორ იწვალა გოგონამ ცხენზე შეჯდომისას, შემდეგ კი ისე რომ, მისკენ არც გამოუხედავს, ცხოველს დეზები შემოჰკრა და გაჭენდა. ამჯერად ცხენი აღარ ეურჩებოდა. ბიჭმა მანამ უყურა ცხენზე ამხედრებულ ქალბატონს, სანამ თვალს არ მოეფარა, შემდეგ კი თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ, მაგრამ გაღიმებული ჩაჯდა მანქანაში და გზა გააგრძელა. მთელი დარჩენილი გზა იმ პატარა, მყვირალა გოგოზე ფიქრობდა. ცხენზე მჯდარი ნამდვილ ამორძალს რომ ჰგავდა წელამდე ცხენის კუდად შეკრული ყავისფერი თმით, მკაცრი იერით, თაფლისფერი თვალებით და მარწყვივით ტუჩებით, რომლთა დანახვაზეც ბიჭს მაშინვე მათი კოცნა მოუნდა. მოიცადეთ, კოცნა?! ბიჭმა თავი გააქნია აზრების გასაფანტავად და მანქანა ერთ-ერთი სახლის ეზოში გააჩერა.
ანასტასიას არ ახსოვდა, სახლამდე როგორ მივიდა. მხოლოდ ბიჭის თვალებზე ფიქრობდა, რომლებიც ასე საოცრად ჰგავდნენ მისი ძმის, ანდროს თვალებს. არა, ეს შეუძლებელი იყო. ანდრო ერთადერთი და განუმეორებელი იყო ოჯახში, რომელსაც დედისგან ზღვისფერი თვალები დაჰყვა.
ეზოში შესულს ისევ ბებია გამოეგება და როცა შეამჩნია, რომ გოგო კოჭლობდა, მაშინვე მოჰყვა ქოთქოთს.
-რა არის ახლა ბებო ეს? არა, ხომ გითხრეს გაუხედნავიაო, რატომ არასდროს არავის უსმენ? ანასტასია შენ გელაპარაკები, - ელაპარაკებოდა თამრო თან ტასოს ოთახში შესული, გოგოს ტანსაცმლის გახდაში ეხმარებოდა.
-კარგი რა, ბებო. არაფერი მოხდებოდა, ვიღაც იდიოტი რომ არ გადამდგომოდა წინ მანქანით.
-და, როგორც შენ ამბობ, იმ ვიღაც იდიოტმა, ჩამოგაგდო ცხენიდან? - ჰკითხა ქალმა და გოგონას დაშავებულ ფეხს დახედა. ანასტასიას ფეხის გადატყავებასა და დასისხლიანებასთან ერთად მისი ღრძობაც მოეხერხებინა.
-დიახაც, მისი ბრალია. რას მიხტებოდა წინ მანქანით? - თავისას არ ეშვებოდა ტასო.
-შენი გამოსწორება არ იქნება, - ჩაილაპარაკა ქალმა და სააბაზანოდან გამოტანილი წამლების ყუთი ანასტასიას საწოლზე დადო, - მიდი, წამოწექი, მე კი შენს ფეხს მივხედავ, - დაუყვავა ბოლოს და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.
ანაც დაემორჩილა. მართალია, სპირტიანმა ბამბამ ჭრილობა ასწვა, მაგრამ სახის შეჭმუხვნის მეტი, არაფრით შეუმჩნევია ეს. თამრომ გადატყავებული მუხლი ბინტით გადაუხვია, შემდეგ კი არაყი მოიტანა, ნაღრძობი ფეხი კარგად დაუზილა და მაგრად შეუხვია.
-მორჩა, შეგიძლია ჩაიცვა, - ფეხზე წამოდგა ქალი და იქაურობის მილაგებას შეუდგა, - ოღონდ დიდხანს ფეხზე არ იდგე და ხშირად არ იმოძრავო. ისე, საერთოდაც თუ იწვები, კარგი იქნება.
-აუ, კარგი რა თამროო, მასე როგორ შეიძლება? მაგრამ, მადლობა, საუკეთესო ხარ, ბებო, - უთხრა გოგონამ და ქალს ორივე ლოყაზე აკოცა.
-გადი იქით, შე მაიმუნო! - ვითომ გაუბრაზდა შვილიშვილს და სააბაზონოში ტანსაცმლით შესულ გოგონას უთხრა:
-ასე ნაღრძობი ფეხით უნდა დახვდე იმ ბიჭს?
-ხო, რა მოხდა, მერე? აღარ მოვეწონები თუ რა?
-ქაჯი ყოველთვის ქაჯად დარჩება, - თამრომ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა.
სწორედ ამ დროს გაჩერდა ავალიანების ეზოში მანქანა და იქიდან ანასტასიასთვის ნაცნობი ბიჭი გადმოვიდა. მამაკაცმა ინტერესით მოავლო მზერა ეზოს გარშემო მოსიარულე დაცვას, იქვე მოფუსფუსე რამდენიმე ბიჭს, შემდეგ კი 3 სართულიან სახლს ახედა. ერთ-ერთ ფანჯარაში გოგოს სილუეტი გამოჩნდა, მაგრამ მაშინვე გაქრა და ბიჭმა ვერ მოახერხა მისი დანახვა.
მამაკაცი სახლისკენ წავიდა და კარზე უნდა დაეკაკუნებინა, როცა იგი გაიხსნა და სახლიდან გაღიმებული მოხუცი ქალი გამოვიდა.
-თამრიკო ბებო, როგორ ხართ? - გაუღიმა ბიჭმა და გადაეხვია.
-ვაიმე, რეზი, შენ? - გაუკვირდა ქალს და ბიჭი გულში ჩაიკრა, - როცა ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობრის შვილი აპირებდა ჩამოსვლას, არ უთქვამს, რომ ის შენ იქნებოდი. როგორ გამახარე, შენ ხომ არ იცი, - უცებ მიაყარა ქალმა და ბიჭს ორივე ლოყაზე აკოცა.
-შემოდი, შვილო სახლში, გარეთ რას უდგეხარ.
ქალმა გაღიმებული ბიჭი დივანზე ჩამოსვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და კითხვების მთელი კორიანტელი დააყარა:
-რეზი, ბებო, როგორ ხარ? როგორ მიდის შენი ამბები? ცოლი ხომ არ მოგიყვანია?
რეზიც გაღიმებული უსმენდა ალაპარაკებულ ქალს და ყველა კითხვაზე ღიმილით პასუხობდა:
-კარგად ვარ, თამრიკო ბებო, კარგად. ბიზნესის ამბებსაც არა უშავს რა, ჯერ-ჯერობით კარგად მიდის. ნუ ბოლო დროინდელ მოვლენებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც მალე გამოსწორდება, - ამ სიტყვებზე მოიღუშა, მერე კი ისევ გაუცინა ქალს და უთხრა, - არც ცოლი მომიყვანია, მაგ ამბავს გამოგაპარებდით?! თქვენ უნდა გაგულავოთ ჩემს ქორწილში, პირველ რიგში!
-ჩემი გულავი არ გაიშვა არსად, ბებო, - გაიცინა თამრომ და კიბეებზე კოჭლობით ჩამომავალ შვილიშვილს გახედა.
-მოდი, ანასტასია, ნახე ვინ უნდა გაგაცნო, ბე, - უთხრა ქალმა და დივნიდან წამოდგა.
რეზიც ადგა და რადგან ზურგით იდგა კიბეებისკენ, შებრუნება მოუხდა. ხელში კი წეღანდელი ინციდენტის ის მყვირალა გოგო შერჩა, რომელსაც ახლა ხელი მოაჯირისთვის ეკიდა და მშვიდად ჩამოდიოდა, თან იატაკს უყურებდა, რომ ფეხი არ დასცდენოდა. როგორც იქნა ბოლო კიბეც ჩამოიარა და მათკენ გახედვაც ინება ქალბატონმა. თქვენ ანასტასიას სახე უნდა გენახათ, როცა ბებიამისის გვერდით მდგარი ორმეტრიანი ბიჭი დაინახა და მასში ის ზღვისფერთვალება ბიჭი ამოიცნო. ტასო დაიბნა, გაბრაზდა და ბრაზისგან სახე მთლიანად გაუწითლდა და პომიდვრისფერი გაუხდა.
-ტასო, ბებო, ხომ კარგად ხარ? - მის გაწითლებულ სახეს შეხედა ქალმა და მაშინვე მისკენ წავიდა.
-კი, ბებო, არაფერი მიჭირს, - უპასუხა გოგომ და უკვე მის გვერდით მდგარ ქალს გაუღიმა, - უბრალოდ ფეხი მტკივა.
-კარგი, ჩემო სიცოცხლე, წამოდი დაჯექი, - ქალმა ხელი მოჰკიდა და დივნისკენ წაიყვანა.
-მართლა, ბებო, - დაიწყო ქალმა, როცა ანასტასია კომფორტულად მოთავსდა და და ფეხები დივანზე შემოალაგა, - გაიცანი, ეს რეზი ლიპარტელიანია, დილით რომ გითხარი, ჩვენთან დარჩება-მეთქი.
-გასაგებია, - ჩაილაპარაკა ტასომ და მერე მეორე დივანზე დამჯდარ ბიჭს გახედა, - გეტყოდი სასიამოვნოა შენი გაცნობა-მეთქი, მაგრამ მოგატყუებდი. მე კი ტყუილები არ მიყვარს.
-ანასტასია, რა ზრდილობაა ეს? - თვალები დაუბრიალა ქალმა.
-ბები, ეს ის იდიოტია...
ქალმა სიტყვის თქმაც აღარ დააცადა, მაშინვე მკაცრად უთხრა:
-სიტყვები ანასტასია ავალიანო! შეურაცხყოფას ნუ აყენებ ჩვენს სტუმარს!
-კარგი, ხო, ბოდიში, - ხელები დანებების ნიშნად ასწია ტასომ და მის ამ საქციელზე რეზის გაეცინა, ანასტასია კი მოიღუშა.
-მოკლედ, ეს ის პატივცემული ბატონია, ვის გამოც ახლა ამ დღეში ვარ, - თქვა ამრეზით გოგომ და მკვლელი მზერით გახედა ბიჭს.
-მთლად შენი მოსისხლე მტერიც რომ იყოს, გიკრძალავ ამ სახლში მსგავსი სიტყვებით საუბარს! - ქალმა თითი დაუქნია და ანასტასიას დასჯილი ბავშვის სახეზე ახარხარებულ ბიჭს მიუბრუნდა, - მის ნაცვალდ ბოდიშს მე გიხდი.
-არა, რა ბოდიში, თამრიკო ბებო, გეკადრებათ? - უთხრა ბიჭმა და ქალს ჩაეხუტა, - ხომ იცით, პატარა გაბუტული ბავშვის სიტყვები არ მწყინს მე, - თქვა და ბავშვზე ანასტასიას გახედა.
ტასოს ვეღარ გაეგო, იმან უფრო გააბრაზა, ბებიამისმა რეზის მხარე რომ დაიჭირა თუ ის, რომ ამ ვაჟბატონმა პატარა ბავშვი უწოდა.
-ბებო, შეგიძლია წყალი მომიტანო? - საწყალი თვალებით გახედა ანამ ქალს და თამროც წამოდგა.
-წამალსაც წამოგიღებ, გინდა?
-კარგი იქნება. მადლობა, ბე, - გასძახა სამზარეულოსკენ მიმავალ ქალს და როცა ის თვალს მიეფარა, ჯერ კიდევ მოღიმარ რეზის მიუბრუნდა და ძალიან ხმადაბლა უთხრა, - მისმინე, გორილა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მამაჩემმა გამოგგზავნა აქ თუ თვით ღმერთმა, მაგრამ, გაფრთხილებ, გზაზე კიდევ ერთხელ გადამიდგები და მაგ ორმეტრიან ხელებს დაგამტვრევ.
რეზის მის სიტყვებზე გულში ეცინებოდა, სახეზე კი სერიოზულობის ნიღაბი აიფარა და ტუჩზე კბენაც კი მოუხდა სიცილის შესაკავებლად, როცა ეს გამხდარი გოგო ხელების დამტვრევით დაემუქრა. საუბრის დროს კი მართლა ამორძალს დაემსგავსა.
-ახლა შენ მისმინე, პატარა ქალბატონო, - მეტი ეფექტის მოსახდენად ანასტასიასკენ გადაიხარა და პირდაპირ თვალებში შეხედა, - აქ ჩემი ნებით ჩამოვედი და კიდევ იმიტომ, რომ ირაკლი ბიძიას დიდ პატივს ვცემ და მისი თხოვნა გავითვალისწინე. სულ არ მაინტერესებს შენი მოთხოვნები. გავაკეთებ ჩემს საქმეს და წავალ. და თუ შენ არ გადამეღობები წინ, ჩემი საქმის კეთებისას, კარგს იზამ.
-დაიწყეთ ლაპარაკი? - წყლიანი ჭიქითა და წამლით ხელში შემოვიდა თამრო და ორივე მათგანმა მზერა ქალზე გადაიტანა, - აი, ბებო, გამომართვი.
ანასტასიამ წამალი დალია და ნელა წამოდგომა დაიწყო.
-ბე, მე ავალ ჩემს ოთახში, დავისვენებ, როგორც შენ მითხარი და თვალში ზედმეტად არ შევეჩხირები ვიღაც-ვიღაცეებს.
-ანასტასია, რა გითხარი წეღან? - იწყინა ქალმა და გოგონას წამოდგომაში მიეხმარა.
-ხანდახან თავს ვერ ვიკავებ, ხო იცი არა? - საწყლად შეხედა ქალს.
-ვაიმეე, ანასტასია ავალიანო, შენ ვინც არ გიცნობს, ვაიმეე... - გაეცინა ქალს და რეზის მოუბრუნდა, - რეზი, შვილო, არ მინდა, შეგაწუხო, მაგრამ... - ქალი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჭინკებათამაშებული თვალებით ჯერ თავის გვერდით მდგარ შვილიშვილს შეხედა, შემდეგ კი უკვე ფეხზე წამომდგარ რეზის და თქვა, - შეგიძლია, ანასტასიას თავის ოთახში ასვლაში დაეხმარო? თან შენს ოთახსაც გიჩვენებ გზაში.
-რაა? - ანსტასიას თვალები მაშინდელივით გაუდიდდა, - არა! - წამოიძახა მაშინვე.
-რა პრობლემაა, - თქვა ბიჭმა და ანასტასიასკენ დაიძრა.
-არ მომიახლოვდე! მოკარება არც კი გაბედო! - ხმამაღლა თქვა ტასომ, მაგრამ ტყუილად. ეს სიფრიფანა გოგო გაუწევდა წინააღმდეგობას ახლა ამხელა ორმეტრიან ახმახს?!
ბიჭმა 2 წამში მოიქცია ხელებში გოგონას სხეული და გულზე მიიკრა. არც ერთმა მათგანმა არ შეიმჩნია ტანზე დაყრილი ეკლები, თამრიკომ კი თავისთვის ჩაიცინა და კიბეებისკენ წავიდა.
-ნუ ხვანცალებ, თორე გამივარდები, - შეუბღვირა რეზიმ და თამროს უკან მიჰყვა.
-ხოდა, დამსვი, მაშინ! - არც ანასტასიას დაუკლია ბღვერა.
-ჯადოსნური სიტყვა მითხარი და დაგსვამ, - თითქოს პატარა ბავშვს ელაპარაკებოდეს, ისე უთხრა.
-ჰაჰ, იოცნებე, - უთხრა გოგომ და გაბუტულმა გულზე გადაჯვარედინებული ხელები დაიკრიფა, - მომინდომა ჯადოსნური სიტყვა. მე შენთვის ვიძახდი. არ გინდა, ნუ გინდა. ხოდა, იწყვიტე ახლა წელი ჩემი ტარებით.
-შენც არ მყავდე ახლა სუმოისტის წონის, - შეეპასუხა რეზი და სიტყვა აღარ ათქმევინა გოგოს.
ამასობაში კი ავიდნენ ტასოს ოთახში. ბიჭმა ფრთხილად დააწვინა საწოლზე.
-წამოდი, რეზი, ახლა შენს ოთახს გაჩვენებ. ანასტასიას ოთახის გვერდითაა, - თქვა ქალმა და იქვე მდებარი ოთახის კარი გააღო, - შენი ბარგიც აქაა. იმედია, მოგეწონება.
-მადლობა, თამრიკო ბებო, - თბილად გაუღიმა ბიჭმა და ოთახის კარი მიხურა.
-შენ კი ქალბატონო, - მიუბრუნდა ანასტასიას, - ჩუმად იყავი და რეზი არ შეაწუხო!
-რეზი არ შეაწუხო, - გაჯავრებით გაიმეორა ბებიის სიტყვები და უკვე დახურულ კარს ენა გამოუყო, - ვინ ჯანდაბაა ასეთი, რომ არ უნდა შევაწუხო! თან მე მეუბნებიან ამას. ამ ვაჟბატონსაც, რომ ყველაფერზე აქვს პასუხი! მე შენ გაჩვენებ სტუმრობას, რეზიკო! ანასტასია ავალიანი არ უნდა გადაგემტერებინა! - ჩაილაპარაკა და ბოროტულად გაიცინა.
მის სიცილს კი გვერდითა ოთახიდან კედელზე კაკუნი მოჰყვა, თან მოგუდული ხმაც გაიგო:
-ქალბატონო ანასტასია, გააჩუმეთ ენა და მაცადეთ ძილი, თორემ მოვალ და შენთვის არ ვიცი რამდენად სასიამოვნო, მაგრამ ჩემთვის კი ნამდვილად სასიამოვნო ხერხით დაგადუმებ!
ანასტასია გაბრაზდა, თან როგორ, წითელ წიწაკას დაემსგავსა. რეზი ხვდებოდა ამ ყველაფერს და გოგოს წითელი სახის წარმოდგენისას სიცილ-სიცილში ჩაეძინა. რა იცოდა, წინ რა ელოდა!

***************
გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის blush



№1  offline მოდერი N1penguin

"ქაჯი ყოველთვის ქაჯად დარჩება" ეს ნაწილი ძალიან მომეწონა satisfied satisfied ისე ეს ბებო კაი მაჭანკალი დადგება laughing laughing ეს რეზიც რა საყვარელია relieved relieved როგორ უშლის ანასტასიას ნერვებს smiley smile ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Kalina

23 წლის გოგოს მშობლები სახლიდან გასვლას რომ აგიკრძალავენ:)))
ამ ასაკში ასეთი სიცანცარე რაღაც არაბუნებრივად მეჩვენება:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი სტუმარი nona

kargi wasakitxia ,magram cota bavshvuria

 


№4 სტუმარი Hfheydhj

Kargia magram winaswar gtxov dagvianebebs ar vart da cota Didi tavebic minda <3

 


№5  offline მოდერი abezara98

Hfheydhj
Kargia magram winaswar gtxov dagvianebebs ar vart da cota Didi tavebic minda <3

გპირდები, რომ არ დავაგვიანებ blush მადლობა, ასეთი კარგი კომენტარისთვის. უკვე მთლიანად მაქვს დაწერილი და თავებს ვარედაქტირებ. ვეცდები ყოველ დღე ავტვირთო-ხოლმე heart_eyes

N1penguin
"ქაჯი ყოველთვის ქაჯად დარჩება" ეს ნაწილი ძალიან მომეწონა satisfied satisfied ისე ეს ბებო კაი მაჭანკალი დადგება laughing laughing ეს რეზიც რა საყვარელია relieved relieved როგორ უშლის ანასტასიას ნერვებს smiley smile ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

შენ რომ არ მყავდე, ალბათ შუა გზაშივე მივატოვებდი წერას და აქ ატვირთვასაც ვერ გავბედავდი grimacing მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ heart_eyes kissing_heart

სტუმარი nona
kargi wasakitxia ,magram cota bavshvuria

ვეცდები, გამოვასწორო wink

მარიკუნაა♥️
23 წლის გოგოს მშობლები სახლიდან გასვლას რომ აგიკრძალავენ:)))
ამ ასაკში ასეთი სიცანცარე რაღაც არაბუნებრივად მეჩვენება:)

ვეცდები გამოვასწორო, პირველად ვწერ და მინდა, რომ კარგი იყოს wink

 


№6 სტუმარი mariami

auu ra magaria anac da rezic ra sayvarlebi arian <3 dzaan damwyda guli roca martoo erti tavi vnaxe dadebuli da gtxov ra male dade da ar gamawamo :D

 


№7  offline მოდერი abezara98

mariami
auu ra magaria anac da rezic ra sayvarlebi arian <3 dzaan damwyda guli roca martoo erti tavi vnaxe dadebuli da gtxov ra male dade da ar gamawamo :D

გპირდები, რომ არ გაგაწვალებ და მალ-მალე დავდებ თავებს heart_eyes მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის kissing_heart ვეცადე კარგი გამოსულიყო და ორივე პერსონაჟი საყვარლები, ცოტა ჯიუტები და მაინც კარგები kissing_heart

 


№8 სტუმარი მკითხველი

საინტერესოდ დაიწყო blush blush იმედია მალ-მალე დადებ და არ გვალოდინებ ბევრს kissing_heart kissing_heart

 


№9  offline მოდერი abezara98

მკითხველი
საინტერესოდ დაიწყო blush blush იმედია მალ-მალე დადებ და არ გვალოდინებ ბევრს kissing_heart kissing_heart

ვეცდები, რომ არ გალოდინოთ blush მადლობა, რომ კითხულობ და ვიმედოვნებ, რომ ინტერესი ბოლომდე გაგყვება heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent