შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე ძვირფასი(თავი 1)


8-04-2018, 21:00
ავტორი ლალისა
ნანახია 1 605

თვითმფრინავი საქართველოში დაეშვა, მძინარე მარიტაც გამოფხიზლდა და პატარა ერეკლეს გადახედა ,რომელიც ხედით ტკბებოდა.5 წლის შემდეგ ბრუნდებოდნენ მშობლიურ ქვეყანაში,მაგრამ ეს ხუთი წელი მარიტას ცხოვრებაში გარდამავალი აღმოჩნდა. თანდათან თითქოს დალაგდა ყველაფერი და ახალი ცხოვრების დაწყებას სუფთა ფურცლიდან სწორად სამშობლოში აპირებდა. გამოუვა კი? თუ მოინდომებს იქნებ შეძლოს, ვინ იცის...
ტაქსი შენიშნა რომელიც მათ ელოდებოდათ და ბავშვი მალევე ჩასვა.15 წუთში უკვე ორსართულიანი,დიდი, ულამაზესი სახლის წინ იდგნენ.
-დეე დაიანა სადაა?
ვეღარ მოისვენა ერეკლემ და სახლში შევარდა
-ნელა დე! ზემოთაა ალბათ, წამოდი ვნახოთ
ხელი ჩაკიდა შვილს და მეორე სართულისაკენ წავიდნენ. დაიანა ლოგინზე იყო წამოწოლილი და წიგნს კითხულობდა,კარის ხმაზე გამოიხედა

-ვაიმეეე ძლივს ჩამოხვედით! ერთი კვირის წინ მარტო რო გამომიშვით რა წესი იყო მისჯილი გაქ 25 წლის ქალს სამსახური?

აქაქანდა ეგრევე და მარიტასაც გაეცინა,ერეკლე მაშინვე დაახტა თავზე

-მშია მე! შენც ხო გშია ნათლი

აწიკვინდა პატარა და დაიანას გადახედა

-მოკლედ რა შენი ნათლული ჭამაში ნამდვილად შენ გგავს დაიანუსიი! ხელები დაიბანეთ ორივემ, გიორგის დავუძახებ დაბლა ჩამოგიყვანოთ,მერე სახლი დავათვალიეროთ მე და შენ დე, ერთ კვირაში სამსახურში უნდა მივიდე

გააფრთხილა ორივე და თავის ოთახში შევიდა. ბარგის ამოლაგების თავი არ ჰქონდა, უბრალოდ გამოსაცვლელი ტანსაცმლის ამოღება უნდოდა,ჩანთა აიღო და უცებ ფოტო დავარდა მის წინ, სევდიანად დახედა მამაკაცის სურათს,აკოცა და უკან დააბრუნა,თვითონ კი დაბლა ჩავიდა .




***
დილა ანაბელის ყვირილით დაიწყო.სამზარეულოში იდგა ოცი წლის ჩამოყალიბებული ქალი და ქვაბებს ერთმანეთს ურახუნებდა
-ადგა ჯარიიი!
ყვიროდა და იცინოდა. რიგრიგობით შეცვივდნენ ოთახში ბიჭები.ჯერ ბატონ ანდრეა მახალდიანს გაუღვიძია, მწვანე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, უკან მოყვა ბექა გოგელია გადახოტრილ თავზე ისვამდა ხელს და ბუზღუნებდა, ბექას შემდეგ გიგა შემოიზლაზნა ოთახში,წყლის ბოთლს დასწვდა თვალების ფშვნეტითდა სავარძელში ჩაესვენა აბულაძეების ბატონი,ბოლოს შემოვარდა ნიკა ყიფიანი,ერთი გადახედა ჩაბჟირებულ დას და ისიც დივანზე მიწვა ბიჭებთან
-რისთვის გაგაღვიძეთ ვერგავიგე აქ რო კიდე დაიძინოთ?
წარბი შეკრა ქალბატონმა და ბიჭებს დაახტა ზემოდან
-აუ ბელს კაი რა! გუშინ რო მახვეტინეთ სახლი ძილის საშუალება მაინც მომეცით!
აწუწუნდა ბექა და თავი დაადო მხარზე
-ჩემი ბექულიუსი დაღლილიაოო,მაგრამ რო დამპირდით აგარაკზე ავიდეთო სულ რო კვდებოდეთ მაინც წავალთ!
-მართალია ისე ბელსი! ჯერ აგარაკზე ავიდეთ მერე ბათუმში, აბა დავიწვით თბილისში!
მაცივრიდან გამოსძახათ გიგამ
-ვსო გადაწყდა ვალაგებთ ბარგს და მივდივართ!ოღონდ ხუთი წუთი გამოფხიზლება მაცადე
-სანამ მოწესრიგდები გამოფხიზლდები კიდევაც, აბა ჰე! არავითარი ხუთი წუთი!
ტაში შემოკრა ანაბელმა და წამოაგდო ბიჭები.
***
ანაბელ ყიფიანი ოცი წლისაა, ჟღალთმიანი და ლურჯთვალება,სიგიჟის განსახიერებაა ძმისგან განსხვავებით, ნიკა ყიფიანი 23 წლისაა, მასაც დასავით ჟღალი თმა და ლურჯი თვალები აქვს. ანდრეა მახალდიანი 25 წლისაა, ქერა თმიანი და მწვანეთვალება ,თუმცა წარსულის გამო მხოლოდ მეგობრებთანაა ლაღი და თავისუფალი, ბექა გოგელია 20 წლისაა, მუდამ გადახოტრილი თმით და მოწითალო თვალებით, ბექა და გიგა ერთნაირი მასხარები არიან, გიგა აბულაშვილი 21 წლისაა,ყავისფერი თმითა და იგივე ფერის თვალებით.
არ არსებობს დღე, რომელიც უერთმანეთოდ აქვთ გატარებული,ბავშვობიდან ერთად მოდიან და ანაბელიც მათი გაზრდილია, 15 წლის გადარეულმა გოგონამ ამერიკაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და 19 წლის ასაკში ძლივს ჩამოიყვანეს ბიჭებმა,ოღონდ უფრო გიჟი.
წარსულმა დიდი დაღი დაასვა თითოეულის ცხოვრებას, რა არ გადაიტანეს,ვინ არ დაკარგეს და ერთმანეთიღა შემორჩათ. ახალი ფურცლიდან დაწყებული ცხოვრება უფრო მარტივი ჩანს, თუმცა კალეგრაფიას ვერ შევცვლით! თითქმის დავიწყებული წარსული მაინც გვახსენებს თავს და მალევე აღმოჩნდება რომ უკვე ბედნიერებს წინ ყველაზე საშინელი ელოდებათ...
ორი მანქანით მიდიოდნენ, ერთში ანდრეა ჩაჯდა, წყნარად ვიმგზავრებ ჩემთვისო,ბარგიც ანდრეას შეუყარეს, მეორეში ბექა,ნიკა და გიგა მოთავსდნენ, ანაბელიც მათთან ჩაჯდა და მთელი გზა გულისწამღები ხროტინის და სიცილის ხმა არ შეწყვეტილა მათი მანქანიდან, ბოლოს ისე გადარიეს ნიკა რო მანქანა გააჩერებინათ და ანდრეასთან შეხტა თავატკიებული.
საღამოს მიაღწიეს აგარაკამდე. პირველი ანაბელი გადმოხტა მანქანიდან და გარემოს თვალი მოავლო
-როგორ მომენატრა აქაურობაა!
სიხარულით შესძახა და ორსართულიანი სახლისკენ გაიქცა
-ვერ გამოგგლიჯეთ ამერიკას გენაცვალე, თორე ჩვენ თვეში ერთხელ კი ამოვდიოდით აქ
გიგამ მიაძახა სახლში შესულს
-აუ რა ბუნებაა! აი ვგიჟდები რა! რა ჯობია სვანეთს!
აღტაცებული ბექა იყურებოდა ირგვლივ
-ის გოგოები ჯობია თბილისში რო მელოდებიან, მაგრამ რას ვიზამთ
სინანულით ჩაილაპარაკა გიგამ და არარსებული ცრემლი შეიმშრალა
-შენ მოგიკვდი გიგლა! ვიცოდი რო დიდხანს ვერ გაძლებდი ეგრე და ერთი ორი გოგო ჩაგიგდე საბარგულში
ნიკამ გაიცინა და მხარზე დაკრა ძმაკაცს ხელი
-საბარგულზე გამახსენდა, ბარგის სახლში შეტანა ვინმეს თუ გინდათ მითხარით, არ მოგერიდოთ
ბოხი ბარიტონი გაისმა და ყველამ ჩემოდნებაკიდებულ ანდრეას გახედა სიცილით
-შენ ძაან მოწადინებული ხარ მაგ საქმეში და ხელს არ შეგიშლით ანდრიკო
გადაიხარხარეს სახლში შევარდნამდე, ანდრეამ ღიმილით გააქნია თავი და ისიც მიჰყვა ბიჭებს.
დასალაგებელია სახლიო დაიწუწუნა ანაბელმა და ყველას მისცა დანიშნულება რაუნდა გაეკეთებინათ, ასე რომ ნახევარ საათში სახლი კრიალებდა, თვითონ კი სადილის მზადებასაც მორჩა და სუფრას აწყობდა უკვე.
-აუუ სასწაული სურნელი გამოდის სამზარეულოდან
-დასხედით მერე რას ელოდები ნიკუშ მე გაჭამოთ?
-რაიყო გოგო ძმას შენი ხელით რო აჭამო არ შეიძლება?
-კი როგორ არა, დათუნებიან წინსაფარს მოგიტან ეხლავე!
ირონიულად გაუღიმა ქალბატონმა ძმას და სკამი გამოსწია დასაჯდომად
-დათუნებიანი პიჟამა რო გქონდა ვიცოდი და წინსაფარიც გაქვს დაჟე?
გადაიხარხარა ნიკამ და იმხელა ხმაზე აყვნენ, ანაბელს ცოტა აკლდა ყურების დახშობამდე.
როგორც იქნა მშვიდად ისადილეს, ნუ მთლად მშვიდად არა, მაგრამ ისადილეს. ერთად აალაგეს სუფრა და ტელევიზორს მიუსხდნენ.
-აუუ რამე კომედია ჩავრთოთ რა!
ყელი დაიგრძელა ბექამ
-ოო არა საშინელება ჯობია
სავარძელზე გადაწვა ნიკა ბუზღუნით
-სერიოზული ფილმი ვიცი მიმიშვით!
გაიჭიმა გიგა და მისი არჩეული ფილმის ჩართვიდან ხუთ წუთში ბიჭები დაბლა მიწვნენ სიცილით, ანაბელი კი ტელევიზორს ეცა და გამორთო
-ეე რატო გამომირთე ტოო ვუყურებდი
ნაწყენი გამომეტყველება მიიღო გიგამ
-ეროტიკა და ქალები თუ გინდოდა გდებულიყავი თბილისში! ძალით ჩაგტენეს მანქანაში?
ბალიში გაუქანა გოგომ და ხელები გადააჯვარედინა გაბრაზების ნიშნად
-კაი ეხლა არ დაიწყოთ რა, ყველანი წავიდეთ მდინაარეზე, ცოტა გავგრილდეთ და ტელევიზორი არსად გაიქცევა, არც ქალები გაგექცევიან გიგუშ არ ინერვიულო
გაუღიმა ნიკამ
-რო გამექცნენ შენ დააკავებ?
-გაგექცნენ მერე მე აქ არ ვარ გეჟო? თან ეს ჰაერი ძაან მოგვიხდება მე და შენ, ძალას შეგვმატებს უფრო
თვალი ჩაუკრა ბექამ და გიგას ნასროლი ბალიში აიცილა.
ასე სიცილ-კისკისით ორი საათი იყვნენ მდინარეზე. ანდრეა ნაპირზე იჯდა და გიჟთა კოლონას უყურებდა. ახსენდებოდა ის დრო როცა საყვარელი ადამიანიც გვერდით ყავდა ხუთი წლის წინ ზუსტად ამ ადგილას, და ყველანი ერთად მხიარულობდნენ, თვითონაც ლაღი და თავისუფალი იყო, მაგრამ წარსულში დატოვა ის დრო, გადარეული და მხიარული ანდრეაც მოკვდა საყვარელი ქალის დაკარგვის შემდეგ. ხუთი წელია არ უნახავს და ნახავს კი ოდესმე?
სახლში დაბრუნდნენ თუარა დაღლილებს ჩაეძინათ. ანაბელმა ძილში ხმაური გაიგო, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და ძილი შეიბრუნა. ნახევარ საათში მაინც გაეღვიძა, მთელი სახლი შემოიარა და ვერავინ ნახა
-შეტყობინება მაინც დაეტოვებინათ რო დაკრეს ფეხი და წავიდნენ სადღაც!
ნერვებმოშლილმა სარაფანზე თხელი ჟაკეტი მოიცვა, ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა. ცოტახანს მისეირნობდა ბუნებაში, ამ ადგილებში ხშირად დადიოდა ბავშვობაში, მაგრამ დიდი ხანია აქ არ ყოფილა და თითქმის დავიწყებული ჰქონდა. ძველ დროს იხსენებდა. მოულოდნელად ფიქრები იარაღის სროლის ხმამ გაუფანტა...



№1  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს და ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი Td tdtdtd

Momewona dasawyisi da velidebi rac sheizleba male axal tavs

 


№3  offline წევრი ლალისა

[quote=mia15]საინტერესო ჩანს და ველი შემდეგ თავს[/quo[quote=mia15]საინტერესო ჩანს და ველი შემდეგ თავს[/quote]


მადლობა რომ კითხულობთ <3

Td tdtdtd
Momewona dasawyisi da velidebi rac sheizleba male axal tavs

მადლობა <3 დღეს დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent