შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს წერილებს გიტოვებ სამახსოვროდ (2)


8-04-2018, 22:52
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 1 302

„ყველაფერი რაც იყო, კარგი იყო და ნამდვილი, მართლა მეგონა რომ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით რადგან ვერ წარმომედგინა ის მომენტი, როცა შენ ვინმეში გამცვლიდი, მაგრამ არასდროს თქვა არასდროსო, ნუ ამაყობ იმით რომ „დამშორდი“ და ნუ გგონია რომ შენ დამშორდი, შენ კი არა, მე დაგშორდი. როცა უკვე აუტანელი გაგიხდა საქციელები და არასდროს თავს არ გრძნობდი დამნაშვედ. ძალიან კარგია თუ დისკომფორტი შემიქმნია ოდესმე შენთვის, ეგ იმიტომ რომ არ მოგასვენებს არასდროს ის პერიოდი. შენს თავში კი დარწმუნებული ხარ რომ არ გახსოვს, მაგრამ სხვებში როცა ვერ მხედავ (გაურკვეველი წინადადება). წარმატებებს გისურვებ შენც და იმ „ბედიანსაც“ რომ გამოჩნდება მომავალში შენთვის და იმედი მაქვს მართლა დააჯერებ თავს რომ ოდესღაც დაივიწყებ ყველაფერს :* “
სამყაროც რომ ჩამოქცეულიყო წარბს არ შევხრიდი. მის გვერდით, ბალახზე წოლა უსაზღვროდ ძლიერს მხდიდა და ასე მეგონა, თვალდაუხუჭავად, მთების გადადგმა შემეძლო. როდესაც გიყვარს, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობ, იმიტომ, რომ სიყვარული შობს ყველა გრძნობას. სიძულვილსაც კი. სად გავექცევით.
თავი მის მკლავზე მიდევს. მკერდზე ვეფერები და გულის ძგერას ვგრძნობ. სწრაფად უცემს. მგონია რომ ეს ყველაფერი იმის გამოა, რასაც იგი ჩემს მიმართ გრძნობს. სულ მიკვირდა, როგორ ამბობენ „გადამიყვარდა“. სიყვარული მარტივად მოდის, მაგრამ იმ წამიდან, რა წამსაც გულში იბუდებს, გარეთ აღარასოდეს ბრუნდება. იმ ადგილას აღარ მიდის, საიდანაც პირველად აიღე. უბრალოდ, მერე ეს სიყვარული, ტკენაში გადაიზრდება ხოლმე და ის მსუბუქი შეგრძნება გულში - დიდ ტვირთად, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებ, სანამ ამ ტკენას სხვისი სიყვარული არ გადაფარავს. მეორე სიყვარულის პოვნა პირველი ტკენის შემდეგ კი, საერთოდ არ არის მარტივი.
ზემოთ ვიწევი. მის თავს ხელებით ვიჭერ და ტუჩებში ვკოცნი სანამ ჰაერის უკმარისობა ლამის გულს გამიჩერებდეს. შემდეგ მიწაზე ისეთი არაქათ გამოცლილი ვეცემი, თავში ყველაფერი მიტრიალებს.
„ასეთია სიყვარული? ასეთია? მაგარია!“ - საკუთარ თავს ველაპარაკები და მგონია, გაფიქრებაც კი არ შემიძლია ისე, რომ ვერ მიხვდეს რაზე ვფიქრობ, ბოლო დროს ისე დავვახლოვდით.
თმებში თითებს მიცურებს და დიდი თვალებით თვალებში მიყურებს. ვწითლდები. მის მზერას რომ ვაწყდები, მინდება ყინულიანი წყალი გადავივლო, თორემ მგონია სადაცაა ცეცხლი წამეკიდება! რომ მეფერება, მგონია ყველა ჩვენ გვიყურებს. იმ სახლების ფანჯრებიდან, რომელიც ზემოდან მოჩანს, მგონია რომ ყველა ჩვენკენ იცქირება. ვთამამდები. მინდა დაინახონ, როგორ მიყვარს. ასე გამეტებით იშვიათად უყვართ ხოლმე. მის ქმედებებს თამამად ვყვები. მაისურს მიცურებს და შიშველ მუცელზე ნაზად მეფერება. სიამოვნებისგან ვკრთები და შეშინებული მიყურებს. მეცინება. ვკოცნი და გავრბივარ. ფეხით ვთელავ ბალახებსა და მინდვრის ყვავილებს. გრძელი თმები ქარის ტალღებს ეთამაშება. ქვას მწარედ ვაბიჯებ, ფეხი მიბრუნდება და ვეცემი. ზემოდან მახტება. ხელებს განზე მაწევინებს და საკუთარი ხელებით მიჭერს მაგრად.
- ვერასოდეს გამექცევი. ამიტომ, გირჩევნია ამაზე არც ფიქრობდე, - ეშმაკურად იღიმის.
- შენ რა, ჩემს ფიქრებს მართლა კითხულობ? - ვეკითხები ხუმრობით. ვცდილობ სერიოზული სახე მქონდეს.
- აბა რა. ყოველთვის ყურში ჩამესმის შენი ფიქრები.
- თუ ასეა, მითხარი ახლა რაზე ვფიქრობ, - კითხვას ვუბრუნებ.
- ჩემზე. ახლა კი არა, სულ ჩემზე ფიქრობ. ყოველთვის, თუ გინდა რომ სიმართლე იცოდე, - მეუბნება და უხეშად მეხუტება.
ჩემს სისუსტეს გემო გაუსინჯა. ვფიქრობდი, რომ ოდესღაც ისარგებლებდა ამით, მაგრამ ეს იმდენად არ მინდოდა, საკუთარ თავს ვაჯერებდი, არასოდეს მოხდება ასე-თქო, თუმცა რა იცი, ცხოვრება რას გიმზადებს.
- ჯობია წავიდეთ, - ვეუბნები და მისი მკლავებისგან ვთავისუფლდები. ხასიეთი წამიხდა.
- რა დაგემართა, ახლა არ მოვედით?
- კი, ახლა. ზუსტად ერთი საათია.
დრო ისე გადიოდა, ვერც ამჩნევდა. ხშირად ვერც მე. მიხაროდა კიდეც, ასე რომ იყო. ალბათ იმდენად მოსაბეზრებელიც არ ვყოფილვარ, მას დრო გაწელვოდა.
ლინამ კი არა, ჩვენზე მთელმა ქალაქმა იცოდა. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. ასეთ ხუმრობასაც ამბობდნენ ხოლმე, სანამ შენ გაიგებ საკუთარ თავზე რაღაცას, სხვები ჭორაობას იწყებენო. ასეა. ხშირად ჩემ თავზე სხვისგან გამიგია რაღაც. გაიცინეთ. ახლა ბედნიერი ვარ, ამას როცა ვწერ. მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა ეს ამბავი ჩემ თავს ხდებოდა. გაიღიმეთ მაინც, თორემ ბოღმა დამახრჩობს, ყელში მაგრად რომ მებჯინება.
არდადეგების დაწყების გამო, ქეიფი გადავწყვიტეთ. კლასთან არ მიქეიფია. ცალკე „სასტავად“ მას მერე ჩამოვყალიბდით, რაც გიორგისთან ურთიერთობა დავიჭირე. ალბათ ათი ბავშვი თუ მოვგროვდებოდით. სრულებით საკმარია. ხალხმრავლობა მეზიზღებოდა ყოველთვის. სულ ჩვენ ორნიც რომ ვყოფილიყავით არ იქნებოდა პრობლემა. ანუ, ხომ გესმით.
საღამოს შვიდ საათზე შევიკრიბეთ. მე და „ის“ ერთად იშვიათად დავდივართ. დაიგვიანა. რვის ნახევარი მაინც იქნებოდა, თაზოს სახლში რომ მოვიდა. ლინა მის დანახვაზე მაშინვე ადგა და სხვა ადგილას საკუთარი თეფშითა და დანა-ჩანგლით გადაჯდა. მე და გიორგი გვერდიგვერდ ვისხედით. ძლივს სუნთქავდა, დაძაბული იყო. ისე შემეშინდა პასუხის, ვერც ის ვკითხე, ყველაფერი რიგზე თუ იყო. მის გვერდით დაშვებული მაჯა მის მაჯას შეხვდა. ხელჩამოშვებულებს, ერთმანეთის ხელები გვეჭირა. ხელისგულზე საჩვენებელი თითით მეფერებოდა. რაღაცაზე ნერვიულობდა, აქვე გეუბნებით. მზერით, იმავე მზერით უყურებდა ბავშვებს როგორც მაშინ, როცა პირველად ვნახე ის. არაფერი უჭამია მხოლოდ სვამდა.
- მალე მოგეკიდება ასე სასმელი, მიაყოლე რამე, - ვცდილობდი შეუმჩნევლად მეთქვა. თვალი სუფრას მივავლე.
- დაიკიდე, რა, - მიპასუხა.
არ მესიამოვნა. ბავშვებს გავუღიმე და ავდექი. ალბათ ხუთი წუთი მაინც გავჩერდი აივანზე. წარმოდგენა არ მაქვს, ნუთუ ვერ ხვდებოდა, მისგან რომ მეწყინა რამე? ან იქნებ, მხარდაჭერას ჩემგან ელოდებოდა. ნეტავ ყველაფრის ახლიდან დაწყება შემეძლოს. უფრო მეტად, ჩვენი ურთიერთობის, ალბათ.
- რა გჭირს? - წასვლის წინ გარეთ რომ გამოვიშალეთ დავეწიე და ვკითხე.
ჩემკენ რომ შემობრუნდა ძლივს ვიცანი. ისეთი მთვრალი იყო, ენას პირში ძლივს აბრუნებდა. ლამის ცრემლებმა შემჭამეს. ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა. თაზოს მივუბრუნდი, წამაყვანინე-მეთქი. ჩემთან წავიყვანე, ოღონდაც. მისი მშობლების რეაქციის მეთვითონ შემეშინდა.
- თუ გამოგეხმაურნენ გიოს მშობლები, იცოდნენ რომ შენთანაა და ან სძინავს, ან კიდევ, რა ვიცი... - ვუთხარი თაზოს გადმოსვლისას.
ხელდახელ მიმყავდა. ვარაუდით დადიოდა სულ. სახლში უკანა კარიდან შევიყვანე. ფეთიანივით ვიხედებოდი და ვიქცეოდი ჩემებს რომ არ გაღვიძებოდათ. არადა, დედაჩემი იქამდე მელოდება, სანამ სახლში არ მივალ ხოლმე. ვივარაუდე რომ მასაც ჩაეძინა, ისეთი სიწყნარე იყო.
ჩემს საწოლზე დაგდებულ გიორგის ისე დაეძინა, დილამდე ადგილი არ უცვლია, მე მის ფეხებში ვიწექი.
- წყალი გადაივლე. ჩემები უკვე დიდი ხნის წასულები არიან, - ისე ვეუბნები თვალს არ ვაცილებ ფანჯარას. სინამდვილეში მის მზერას გავურბი.
- აქ რას ვაკეთებ? - თვალების ფშვნეტით მეკითხება.
- მადლობას მაგით მიხდი რომ ქუჩაში არ დაგაგდე? - ძალას ვიკრებ და მისკენ ვტრიალდები.
- ეი, ნინა, მოდი ჩემთან, - მეუბნება და საწოლზე მითითებს.
ვყოყმანობ მაგრამ მის გვერდით ადგილს მაინც ვიკავებ.
- ჩემზე გაბრაზებული ხარ? - მეკითხება.
- საშინლად! - თავს გვერდით ვაბრუნებ.
ხელს ნიკაპზე მადებს და სახეს ისე მაბრუნებინებს რომ თვალებში მიყუროს. თვალებს დაბლა ვხრი. მკოცნის და თვალებს საერთოდ ვხუჭავ.
სისუსტე და გემო...
ვლბები, ხასიეთზეც მოვდივარ, მაგრამ შინაგანად თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.
წყლის გადავლებას რომ მორჩა პირსახოცი შევაწოდე. შიშველი არასოდეს მენახა. აქამდე ასე ძლიერ არ გამჩენია სურვილი რომ მას დავვუფლებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. არ მინდოდა, რომ ცდუნებას ავყოლოდი, მითუმეტეს მაშინ, რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს მისი გუშინდელი საქციელის გამო, რომელსაც ალბათ არც დაჯდებოდა და არ მომიყვებოდა.
რომ გამოვიდა, ტანზე წვეთებად მაინც ჰქონდა დარჩენილი წყალი. სიარულისას პირსახოცი დაბლა და დაბლა ექაჩებოდა. თვალები ძალაუნებურად გამირბოდა მისკენ.
- სწრაფად ჩაიცვი, - ვეუბნები, - ასეთს ვერ გიყურებ.
იცინის. გამოფხიზლებულია. შხაპმა უშველა.
- ე.ი ვერ მიყურებ, არა? - ხელებს მხრებზე მკიდებს და მისკენ მატრიალებს. შუბლს შუბლზე მადებს, რომ თვალებში მიყუროს, - მე კიდევ პირიქით, დიდი სიამოვნებით გიყურებდი ასეთს, - მითხრა და მაისურის მაღლა აქაჩვა დამიწყო. უცბად გადამაძრო თავიდან, ზურგით დამაყენა მისკენ, ძლიერად მიმიკრო და ბიუსტჰალტერის გაუხსნელად მკერდზე მეფერებოდა. კისერში მკოცნა სანამ თავს მისკენ შევაბრუნებდი და მის ტკბილ ტუჩებს დავეწაფებოდი.
პირსახოცი ნელ-ნელა ჩაუცურდა და დაბლა დავარდა. შემრცხვა შეხედვის, ვგრძნობდი რომ ლოყები ვარდისფრად შემეფაკლა. სიმორცხვის დამალვა ისევ მის კოცნაში ვცადე და იმდენად გახვეული ვიყავი მისი სურვილის მორევში, ვერც კი გავიგე შიშველმა საწოლზე როგორ გადამაწვინა. მთელს სხეულს მიკოცნიდა და დიდი მონდომებით მიხსნიდა შარვლის ღილს.
- ხომ იცი, შეგვიძლია ეს არ გავაკეთოთ, - მეუბნება, - არ მინდა იფიქრო, რომ შენგან მხოლოდ ამას მოველი, - იმ წამს არა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან სწორედ ეგ შთაბეჭდილება დამრჩა მე. უარის თქმის სანაცვლოდ ფეხები უფრო მეტად გავწიე განზე და ნება მივეცი, ჩემთვის ის გაეკეთებინა, რაც სურდა, რადგან იმ წამს იმდენად მინდოდა იგი, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი რომ ეს გრძნობა როგორმე მასშიც ჩამეხშო და ჩემშიც.
მიყვარდა და თან იმდენად, ამ წამს, მის მკლავებში რომ გამომტეხოდა საერთოდ არ გრძნობდა იგივეს, უფრო მაგრად ჩავეჭიდებოდი და სიამოვნებით ავიტანდი მისივე ყოველ ბიძგს. არასოდეს, არავისთვის არ დავთმობდი თუნდაც ამ დღის სიამოვნების გამო მას.



№1  offline მოდერი N1penguin

ისე იყო აღწერილი ნინას გრძნობები, მეგონა უშუალოდ ამ ისტორიის მონაწილე ვიყავი. ისე კი ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა და ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ გაგრძელებას kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 


№2  offline წევრი nqv

sauketeso xar vaxo, sauketesoo

 


№3  offline წევრი Vakhelsmn

N1penguin
ისე იყო აღწერილი ნინას გრძნობები, მეგონა უშუალოდ ამ ისტორიის მონაწილე ვიყავი. ისე კი ძალიან ბევრი კითხვა გამიჩინა და ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ გაგრძელებას kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

მიხარია რომ აგრძელებთ კითხვას <3

nqv
sauketeso xar vaxo, sauketesoo

უდიდესი მადლობა! :დ <3

 


№4 სტუმარი მყყყ

ვაიი მე,განააგრძეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent