შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაბამიდან უსასრულობამდე ( ნაწილი 1)


10-04-2018, 00:05
ავტორი judi N
ნანახია 1 145

ცარიელ კედლებს, სიცარიელის სუნით გაჟღენთილს ბევრი უნახავს. ცრემლები,სიყვარული, ჩხუბი, ისტერია და გაგიკვირდებათ სიმშვიდეც, თუმცა ეს უკანსაკმნელი იშვიათობაა ქაოსურ სიცარიელეში.. როცა ვერ გამჩნევენ ადვილია შენ შეამჩნიო ყველაფერი.. ყველა-ფერი...
აქა-იქ მიყრილი დამტვერილი წიგნი, რომელიც სულაც არ შექმნილა ამ მიზნით.. გაჩერებული საათი და ერთი ბოთლი წითელი ღვინო ალბათ უკვე კარგად დაძველებული. ოთახს ფანჯარა არ აქვს, მხოლოდ სანთელი დევს შუაში იმ იმედით , რომ გაანათებს კომფორტულად მოწყობილ სიბნელეს. ჭიქა ღვინოზე უარს არ ვიტყოდი, დროა დაძველება შეწყვიტოს და ვალი მოიხადოს გავიმართლე თავი..
-გელოდებოდი.. სიზმარში გნახე და ისე ცხადად აშკარა იყო ამიხდებოდა.. როგორც ჩვევია გაიღიმა, თვალები ამარიდა..დალევ?
- ცრურწმენების როდიდან გჯერა? რომელს თეთრს თუ წითელს?
- ადამიანებს ავიწყდებათ დეტალები.. იქნებ არც არასდროს გიცდია დაგემახსოვრებინა, რომ მხოოლოდ წითელ ღვინოს ვსვავ, ისიც ცოტას ყოველი გასინჯვისას თავიდან, რომ შევიცნო და შევიყვარო... ადამიანსაც ხომ ყოველინახვისას თავიდან, უფრო ძლიერად ვიყვარებ..სხვანაირად არშემიძლია უსიყვარულოდ ცოდოა ადამიანი, განწირულია..
- სიყვარულის მათხოვრად ყოფნას არჩევ.. ყველაფერი ზედმეტი გიყვარს. უმნიშვნელო ნივთებით გაქვს სახლი და თავი გამოჭედილი ამიტომაც გეძახიან გიჟს.
-ჩუმად მოუსმინე!
ერთხანს გაჩუმებული იყო, მერე სიცილი დაიწყო, გულიანად გადაიხარხარა, ღვინო გამოცალა , თვალებში შემომხედა.. გაიგე?
- რა უნდა გამეგო დამცინი ?! არავინაა, არც არაფერი ისმის.
-საქმეც მაგაშია აქ ჩვენ ორნი ვართ, მაგრამ როგორც ყოველთვის შენ არაფერი გესმის. შენ არასდროს გესმოდა ჩემი. ჩაკეტილი ხარ, მარტო , უემოციოდ და ნელ-ნელა კვდები.. სული გიკვდება.შენი თვალები სარკედ აქციე საკუთარ თავსაც ვერ ვხედავ მასში.. ატირდა, სიგარეტს მოუკიდა ,არეწეოდა , ჩააქრო და მოისროლა..
-შენ ლაქა ხარ ჩემი ცხოვრების.. არცხოვრობ,არარსებობ მარტო დადიხარ და დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებ.. შენში სიყალბე შენზე მეტია..მარიონეტად ქცეულს მხოლოდ სახელი შეგრჩა.. ასოთა კომბინაცია, რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს ჩემთვის..სახელი მიკერებული იარლიყია.. მალე თაროზე შემოგდებენ, კოდს მოგაკერებენ და უყურებენ როგორ გშთანთქავს მტვერი.. გაქრები უკვალოდ.არ შეგეშინდეს სახელს საფლავის ქვა შეგინახავს ცოტახნით მაინც....
-გჯერა წმინდანების არსებობის ადამიანებს შორის.. ხშირად ვერვიგებ ზედმეტი სიგიჟით მოგდის ეს თუ მართლა ესეთი უცოდველი ხარ.. ჩემში თუ ეშმაკს უპოვია თავის ადგილი მაშინ შენში ანგელოზი უნდა სახლობდეს...
იმდენად ბოროტულად გაიცინა შემაშინა.. მანამდეც ხშირად მეშინოდა მისი სახის.მისი მკაცრი ნაკვთების. ყოველთვის შეჭმუხნული წარბების და შავი ცარიელი თვალების, მაგრამ ახლა უკვე სულსაც მოედო ხავსად სიბნელე..
-შენი ცინიზმი მარტივი და ზედაპირულია, შენ გგავს.
ახლა უკვე მესამე ჭიქა გამოცალა და თითქოს არც ეს ეყო, რაღაც მეტი უნდოდა..
-არადა შენ თქვი ცოტას ვსვავო, იქნებ შეხედულებები შეგეცვლა? და შენ სიტყვებშიც სიყალბის სუნი მიმოიფანტა
-ეჰ ჩემო კარგო.. შენ რაიცი სიყალბის სუნი.. ადამიანი ხომ იმდენად ეჩვევა საკუთარ სუნს, რომ ვეღარ გრძნობს.. რაც შეეხება ღვინოს, ზოგჯერ ის მოსაუბრეზე საინტერესო და ღრმაა, ალბათ ეს სწორედ ის შემთხვევაა და მეც მასთან გამოვნახე საერთო ენა..
- რატომ ხდებიან ჩემნაირები წარმატებულნი და შენნაირები საგიჟეთში გამომწყვდეულნი ? ! იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ რელაობას აღვიქვამთ და თქვენ არარეალურ ფანტაზიაში ჩაიკარგეთ. დრო კიდევ არის, იქნებ გადარჩე.. მე ყველა მიცნობს, რაში გჭირდება ეს ყველაფერი ან სად არიან ის ადამიანები ვინც გეთანხმებოდნენ.. ვისაც როგორც შენ ამბობ ადამიანები ერქვათ? !
- შენ ხომ აქ ხარ.. გახსოვს ბავშვობაში როგორი იყავი? მე მავიწყდება.. იმ პატარა ბიჭისგან აღარაფერი დარჩა... იქნებ ის მაშინ მოკვდა ქალაქიდან, რომ წავიდა... მაშინ შენ ვინ ხარ? მე შენ არ გიცნობ, არც შენი სახე მეუბნება ბევრს არაფერს, შენს სახელზე რომ აღარაფერი ვთქვა. ოცნენები პატარა მყუდრო სახლზე, ბავშვებზე და ოჯახურ ჰარმონიაზე შენს მდიდრულ სახლში ჩაატიე ? ! თუ სხვენში კუთხეში მიაგდე გამოუსადეგარ ნივთებთან ერთად? !
-ამ ემოციური მოგონებებით გგონია გულს ამიჩუყებ? მე გავიზარდე და ვისწავლე, რომ მარტო ოცნება ბევრი არაფერია..ცხოვრებას უნდა აუწყო ფეხი.. ბუნების კანონია დიდი პატარას ჩაგრავს.. ძლიერი-სუსტს..შენ რა გგონია ასე დიდხანს გაძლებ? შენც გაგტეხენ. ბევრი მინახავს შენნაირად მოლაპარაკე და ბოლოს მათგან რა დარჩა?!
-ვერაფერიც ვერ გისწავლია... ა დ ა მ ი ა ნ ი რვა ასოსგან შემდგარი უსასრულობაა. უსასრულობას კი არც ბოლო აქვს და არც დასაწყისი.. ჩვენ ვიბადებით მაგრამ არ ვიწყებით დაბადებით.. მანამდეც ხომ არის რაღაც რაც არავინ იცის .. ჩვენ ვკვდებით მაგრამ არც ესაა ბოლო იმის იქითაც ხომ არის რაღაც რაც არავინ ვიცით...მაშასადამე რა ყოფილა უსასრულობა? მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი..
-ადამიანზე შენი ეს მოხსენება საინტერესოა, მაგრამ არა ღირებული...
-სამაგიეროდ შენ ხომ ხარ ღირებული.. რამდენს გიხდიან სამი ნულით თუ მეტით ? რამდენად ფასობ?! მაშინ როდესაც შეგიძლია იყო შეუფასებელი.. იცი როცა აქ მომიყვანეს ვთხოვე ფანჯრები არ დაებნელებინათ.. მიეცათ სინათლისთვის აქ შემოღწევის უფლება..მათ კი ფანჯრები ამომიქოლეს.. ქვებით გინდათ ადამიანებში სინათლის გაქრობა? თვალებს რას უზავთ ? როცა ვიღვიძებ ყოველ დილით და თვალებს ვახელ, ჩემში იბადება სინათლე.. თვალებს ამომთხრით ? მაშინ გონებას რაღას უზავთ. ფიქრებს, ოცნებებს სინათლეზე? მომკლავთ ? ! არ გამოგივათ.. თუ მოვკვდები მაშინ ხომ სამუდამო სინათლის ნაწილად ვიქცევი.. ყველგან ვიქნები.. თვალებს დახუჭავ და მოგელანდები.. დაძინებას ინატრებ და იქაც მე ვიქნები.. ღამის მარგალიტიც კი ნათელია.. ჩემი სახელიც ნათია ნათელს ნიშნავს.. შენი?! შენი აღარაფერს...
-სიკვდილის მაინც არ გეშინია?!
- სიკვდილის მეშინია, ოღონდ უმიზეზო,ნაადრევი,უაზრო სიკვდილის.. იცი სიკვდილი ჩემ ფიქრებში ვარდისფერია.. მოდის და მეუბნება - დროა..შენ უკვე დაიმსახურე გასამგზავრებელი ბილეთი..იღიმის და მამშვიდებს- არინერვიულო, არაფერი გეტკინება, ვერაფერს გაიგებ.. სიკვდილის ანგელოზს მივყავარ და არა ეშმაკს.მე კი ანგელოზების არ მეშინია.. არაფერ იმის არ მეშინია რაც ღმერთისგან მოდის.. უსასრულობა ღმერთიდან მოდის და ღმერთამდე მიდის..
-ღმერთი საიდან მოდის ? რატომ არ არის ის ჩემთან? რატომ ვერ ვგრძნობ მას ?!
- ის ჩვენი გულიდან მოდის.. ყველგან და ყველაფერშია.. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით მისი მოსმენა..ვეძებთ და ამ ძებნაში ვკარგავთ.. ის შენთან არის მაგრამ შენ ხარ მასთან ?!
- და ეს ცრემლები რა საჭიროა ?!
-განა შეიძლება არ ტიროდე მაშინ როდესაც ამხელა ბედნიერებაზე ლაპარაკობ.. როცა თავს უფლებას აძლევ სიყვარული აღწერო..როცა ცდილობ მოინანიო.. და მონანიება იავნანას გავს , გამშვიდებს, გამსუბუქებს.. გაპატარავებს მაშინ როცა სულიერად იზრდები ...
პირველად შევხედე მას თვალებში... მისი დიდი, ღრმა თვალები სავსე იყო სინათლით.. ყველას სიყვარულით.. სინანულით.. ის მზად იყო თავი გაეწირა ჩემთვის.. ჩემნაირი უღმერთოსთვის, რომელმაც სახელის ძებნაში თავი დაკარგა..იქცა უგულო.დაუნდობელ მხეცად.. ადამიანობა დაკარგულ ადამიანად.. როგორ აღმოვჩნდი უფსკრულის პირას.. ყველა ბატონს მეძახდა, მაგრამ მხოლოდ ის ხვდებოდა ბატო-ნის მნიშვნელობას...
- ახლა ვხვდები, რომ არავინ მომისმენს..მხოლოდ ისღა დამრჩენია გთხოვო როდესმე ღმერთთან მიშუამდგომლო..ვიცი მაპატიებ, მაგრამ რა ვუყო იმას, რომ მე ვერ ვაპატიებ ჩემთავს.. ისედაც მკვდარი ყველა შენი გახსენებისას თავიდან დავიმარხები..
- ღმერთი არგაწირავს ადამიანს.. სულს მეტად ნუღარ დაიტანჯავ.. მონანიებაც საკმარისია.. ისინი მე გიჟს მეძახიან.. გიჟი თავისუფალია. შენი სახელი ღვთის კაცს ნიშნას გაბრიელ! დროა იცოდე..
ვეღარ გავუძელი და ოთახიდან დამძიმებული ნაბიჯებით ძლივს გამოვედი.. ჰაერის ჩასუნთქვით სული მეტად მეხუთებოდა.. თავში უამრავი მოხეტიალე ფიქრი ერთმანეთში იხლართებოდა.. მიყვარდა ტკივილამდე, სიკვდილამდე და დასაბამიდან უსასრულობადე ქალი, რომელიც საგიჟეთის ოთხ კედელში მოამწყვდიეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალს ეძებდა ყველასთან, მაღალ ჩინოსანთან თუ მათხოვართან, ქვეყნის მმართველთან თუ ბაზრის ვაჭართან.. ღმერთთან თუ ადამიანებთან..მიყვადა ქალი, რომლის ღირსებაც ჯერ ფეხქვეშ გათელეს, დასვარეს, აატალახეს და შემდეგ ღორებივით ამ ტალახში იკოტრიალეს.. მიყვადა შერრცხვენილი და ცამდე აყვანილი, გარედან გასვრილი და შინაგანად განწმენდილი..
ადამიანები უადამიანოდ ვართ დარჩენილნი დედამიწის პატარა ნატეხში..


----------------
გამიზიარეთ თქვენი აზრი და შეხედულებები.. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია <3



№1 სტუმარი სტუმარი ნატალია

არადა არ იყო ცუდი... ისე კარგად დაიწყე.. გააგრძელე რაა.

 


№2  offline წევრი judi N

სტუმარი ნატალია
არადა არ იყო ცუდი... ისე კარგად დაიწყე.. გააგრძელე რაა.

ჰო, მაგრამ საერთოდ რომ არ ჰქონდა გამოხმაურება გაგრძელების სურვილი ჩამეფუშა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent