დროებითი ლექტორი #4
° ძალიან დიდი ბოდიში იმათ ვინც კითხულობდით, ისტორიაში რაღაცეებს შევცვლი თუნდაც ლექტორს დემიენის ნაცვლად დემეტრე ერქმევა. და კიდევ დემეტრე ანუ ჩვენი ლექტორი ტრამვატოლოგის ნაცვლად ქირურგი იქნება. ძალიან დიდი ბოდიში რომ აღარ ვწერდი, უბრალიდ ჩემს ადგილზე თქვენც ასე მოიქცეოდით, )) ნუ მიწყენთ, გავაგრძელე წერა იმედია ძალიან არ გავწელავ, ცოტა სულელურიც იქნება იმიტო რო დიდი ხანი დავაგვიანე და ესე "ზერელედ" ვწერ. პალატაში შევდივარ და მძინარე ბაბის გვერდით ვიკავებ ადგილს, ცოტახანში მახსენდება მისი მეგობრები და მათ სანახავად გავდივარ. °°° - ნია? კიდევ ვინ არიან?- ვეკითხე ბაბის კლასელს - სანდრო და რატი. რატი ძალიან ცუდადაა. ბევრი მოტეხილობა აქვს. შეგიძლია ნახო? - კარგი. მშობლებმა იციან? - ხო მოვლენ მალე. - კარგი. ° ° ° - რატი?! როგორ ხარ? - ყველაფერი მტკივა. - კრუსუნებს რატი - მთვრალს საჭესთან რაგინდოდა?! რამე რო მოგსვლოდათ მერე? კიდევ კარგი მხოლოდ მოტეხილობები გაქვთ. აი შენ კი დალეწილი ხარ მთლიანად. როგორ მოახერხეთ. - არიყო ჩვენი ბრალი რაა. - კაი მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. გავალ მე ბაბისთან. - რენე, მოიცა. როგორაა ბარბარე? - არც ისე კარგად, შენ და ბაბი ხართ ცოტა მძიმედ. - თავი სუსტად დამიქნია. მისი პალატიდან პირდაპირ ბაბის პალატისკენ დავიძარი. რომ შევედი ეძინა, ფრთხილად დავიკავე ადგილი მის გვერდით. ის ყველაზე ძვირფასი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, შემეძლო მისი ბედნიერებისთვის, ყველაფერზე წავსულიყავი. ქეთიმ და ზურა (დედ-მამა) რომ წავიდნენ, მის გარდა არავინ მყავდა მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მაშინ 15 წლის იყო მე კი 20, ქეთიმ და ზურამ ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა დაგვიტოვეს, და ათასში ერთხელ გვკითხოლებენ ხოლმე. მამაჩემი, ერთერთი ყველაზე წარმატებული სამშენებლო კომპანიის მმართველი და მფლობელი იყო. წლები შეალია მის აღორძინებას, ერთ დღეს ჩვენთან სახლში სამი შავ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი კაცი მოვიდა. როგორც გავიგე მამაჩემი ამის გარდა სხვა მრავალ ბინძურ საქმეში იყო გარეული, აგრეთვე დედაჩემიც. იარაღის შეტანა რუსეთში, ნარკოტიკები, შავი ბაზარი. მერე იძულებულები გახდნენ რომ ქვეყანა დაეტოვებინათ, მამაჩემის კომპანია მის მეგობარს და მეწყვილეს გიორგი დადიანს მიანდო. მე და ბაბის ძალიან გაგვიჭირდა, მშობლებს მას მერე არ ველაპარაკები, მათაც საფრთხე რომ არ შეგვიქმნან იშვიათად რეკავენ, თორემ გამორიცხული არაა რომ მათმა მტრებმა ჩვენს შესახებაც გაიგონ. °დილით სახეზე ხელის შეხებას ვგრძნობ და მეღვიძება მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელ, სახეზე ვიღაც მეფერება, ბაბია... არა. ბაბის ასეთი უხეში ხელები არაქვს. ოდნავ ვირხევი და უცნობიც მაშორებს ხელს, თვალებს ვახელ და რამდენჯერმე ვახამხამებ, პალატიდან ვიღაც გადის მაგრამ ვერ ვხედავ ვინ. ° 1 კვირა ისე გავიდა დემეტრესთვის თვალი არ მომიკრავს, ჩემი დაც გამოწერეს საავადმყოფოდან. მალევე ჩავდექი კალაპოტში სწავლა და სახლი, იმდენი მქონდა სასწავლი რომ კლუბები და ბარები დავივიწყე, აღარანაირი გართობა, მხოლოდ გამოცდებზე ვიყავი გადართული, საკუთარ თავს აღარ ვგავდი, 5 კილოც კი დავიკელი, რაზეც საშინლად გავბრაზდი და ხან რას ვჭამდი ხან რას, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ძალიან გამხდარ, ძვალ და ტყავ ხალხს. თითქმის 5 თვე გავიდა მას მერე, ამ დროში ახალი ტატუს გაკეთებაც მოვასწარი, ზურგზე პეპელა და ხელზე წითელი ვარდი დავიხატე, არ ვიცი რატომ მაგრამ არ ვნანობდი, სინამდვილეში პეპელოფობია მჭირს, ანუ პეპლების მეშინია (არ ვიცი არსებობს თუ არა ეს სიტყვა), და წითელ ვარდებს ვერ ვიტან. ადრე რომ გეკითხათ ტატუს არ გავიკეთებდი მაგრამ ახლა ისე შემეცვალა გემოვნება სულ მინდ რომ ტატუებს ვიკეთებდე, პირველად ფენიქსი დავიხატე რომელიც ცეცხლოვანს ნიშნავს, მაგრამ სრულად არავის უნახავს რადგან მარცხენა გვერდზე მკერდიდან თითქმის მუხლამდე მაქვს: დრო ისე მალე გავიდა რომ 1 კვირაში ანის და მარის ქორწილიც იყო რომელსაც ერთად იხდიდნენ, არვიცი წესებს ვარღვევდით თუ არა მაგრამ ვერ გამიყვეს და ორივეს მეჯვარე მე ვიყავი. ხო მართლა ბატონი დემეტრე ჩვენი ჯგუფის ლექტორი აღარ იყო, ახალი ლექტორი მოვიდა, ახალგაზრდა ასე 30 წლის. გული დამწყდა მაგრამ მე რას შევცვლიდი. ქორწილის დღეც დადგა, მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი, ჩემი კაბა არავის არ ვაჩვენე, თავიდან ორივემ აიტეხა რომ მეც თეთრი კაბა მცმოდა, იმის მიუხედავად რომ ჩემი საყვარელი ფერი თეთრია, მაინც სასტიკი უარი განვაცხადე. დილით სალონში წავედი, ულამაზესი მაკიაჟი გამიკეთეს, თმა მხოლოდ დავისწორე და გავიშალე. ატმისფერი ზურგზე ოდნავ ამოღებული, წინ მთლიანად დახურული, მთლიანად გაშლილი და მაქმანებიანი კაბა მოვირგე: ჩემს შავ რაშში ჩავჯექი და გოგონებთან წავედი. ° ჯვრის წერიდან პირდაპირ რესტორანში გადაინაცვლეს, მაგრამ მე სახლში წავედი ბაბის წამოსაყვანად, ამიტომ თითქმის 1 საათის დაგვიანებიდ შევედი დარბაზში, ხალხი ისე მომაშტერდა თითქოს დამეშავებინოს რამე, ყველა მზერა დავაიგნორე და ჩემი ადგილი დავიკავე ანისთან და მარისთან. მალე მაგიდასთან ჩვენი გიზიკის ლექტორი მოვიდა და გოგონებს დაემშვიდობა. - თქვენ რა... ლექტორებიც დაპატიჟეთ? - ხო აბაა!? - ჰოო კაია. - აურეენ. - რა. - აუუ ისე გიხდება ის პეპელა ზურგზე რო ვგიჟდები. - მადლობ მარუსიი. - ორივეს გადავეხვიე და მაგრად ჩავკოცნე, დარბაზში ჩემი ერთერთი საყვარელი სიმღერა. Forever for now გაისმა. ხალხი წამოიშალა და ნელი რხევით დაიწყეს ცეკვა. ჩემი გოგოებიც წამოდგნენ და მათ უკვე ქმრებთან ერთად დაიწყეს ცეკვა. ბაბის მოვკარი თვალი რომელიც რატის ეცეკვებოდა ისეთი საყვარელი წყვილი იყო, ორივეს თვალები უბრწყინავდათ, შეხედვის თანავე მიხვდებოდი როგორ უყვართ ერთმანეთი. - ვიცეკვოთ? - თავზე დამადგა ვიღაც და ხელი გამომიწოდა, მეც უარი არ ვუთხარი და გავყევი. არმომწონდა ის რომ ეს ბიჭი ხელებს მიფათურებდა, ხან წელზე ხან მენჯზე ხანაც ფეხისკენ ასრიალებდა ხელს. ხალხმა მეწყვილეები გაცვალა და მეც ამოვისუნთქე. - კიდევ კარგი. - ისე ვთქვი ჩემი ახალი მეწყვილისთვის არც კი შემიხედავს. ახალმა მეწყვილებ უფრო ახლოს მიმიზიდა, თავი ჩემს ყურთან დახარა, მისი სუნთქვა ლოყაზე მეფრქვეოდა, შემდეგ ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა. ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში. ის იყო... ჩემი ლექტორი. - ისევ ისეთი სურნელი გაქვს რენე... - ჩამჩურჩულა და იქვე მაკოცა ლოყაზე ყურთან ახლოს. - შენ?! - ხმა აღარ ამოუღია. იმდენად მსიამოვნებდა ეს სიტუაცია არ მინდოდა ოდესმე დასრულებულიყო. დარბაზში ისმოდა სასიამოვნო მელოდია. Hush, hush Don't say a word The faint cries can hardly be heard A storm lies beyond the horizon, დარბაზი დაბნელდა, მაგრამ ხალხი ცეკვას არ წყვეტდა, ჩამუქებულ დარბაზში მხოლოდ სიმღერის და მისი გულის ხმა მესმოდა, Don’t stop Sweep through the days Like children that can’t stay awake Stay here untainted and say... არ შეეფერებოდა სიმღერა ამ სიტუAციას მაგრამ ყველა წყნარად ცეკვავდა. Stay while the melody’s sung Break like a wave on the run I do be sure I can’t say anymore I just know that it won’t last forever პირველად მივაბრუნე სახე მისკენ და მის მწვანე თვალებში ჩავიკარგე, თვალს არ მაშორებდა, მიყურებდა თვალისდაუხამხამებლად, ისეთი ახლოს ვიყავით ერთმანეთთან რომ ჩვენი სუნთქვა ერთმანეთს ეფრქვეოდა სახეში. Stars are born and then die, but carefree A small clock that ticks without time And watched by an ocean of eyes Ending, ascending and then... - ოკეანისფერი თვალები გაქვს.... რენე სიმღერ დასასრულს უახლოვდებოდა, I just know that it won’t last forever I just know that it won’t last forever... ჩემსკენ გადმოიხარა, ტუჩის კუთხეში მაკოცა და დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. ვიდექი ასე გაშეშებული შუა დარბაზში, გული გაორმაგებულად მიცემდა, ფრთხილად მივიდე გულზე ხელი, თითქოს ასე დავიწყნარებდი. უცებ ვიღაც ჩამეხუტა, ვიღაც კი არა ნიკუშა, ისე მაგრად მიჭერდა ხელებს ცოტაც და ძვლებში დამამტვრევდა, - ვაიმე რეენეე ვინიყო ის ბიჭი, გვეშველა? აი 'პერფექტო' - ნიკაა მოვკვდი. ნუ გამჭყლიტე. - ნიკა მომშორდა შუბლზე მაკოცა და ვიღაც გოგოსთან გაიქცა. მალევე მე და ბაბი ჩავსხედით მანქანაში და სახლისკენ ავიღე გეზი. - გიყვარს? - ვკითხე გაბადრულ ბაბის. - რენე... იცი როგორ მიყვარს? აი სიტყვებით ვერ აგიღწერ.... საერთოდ.... ალბათ რომ შემეძლოს ამის აღწერა ღმერთი უნდა ვიყო. - და ღმერთი რომ იყო როგორ აღწერდი. - ვკითხე და პასუხს დაველოდე. - რატი.... ის. . ის ჩემი სამოთხეა. მის გარეშე ვერ გავძლებ, მის გარეშე მოვკვდები გესმის? იმდენად მიყვარს რომ ვერასოდეს ვერ დავთმობ.- გულში სითბო ჩამეღვარა, ისე მიხაროდა ჩემი დის ბედნიერება რომ მთელი გზა გაბადრული გავყურებდი გზას. აი სახლში მოსვლისას კი დიდი სიურპრიზი დაგვხვდა მე და ბაბის. სახლში სინათლე ენთო, მისაღებში კი ქეთი და ზურა ისხდნენ, გავქვავდი ისინი რომ დავინახე, ჩემგან განსხვავებით ბაბის გაუხარდა და მათ მოეხვია. - თქვენ!? აქ რა გინდათ? - ჩვენ აქ საქმისთვის ჩამოვედით რენე. ჩვენ ბარბარეს დახმარება გვჭირდება, მას ჩვენ ვუყვარვართ და ის შენსავით არ გვექცევა. ბარბარე ჩვენს გადაწყვეტილებას რომც არ დათანხმდეს ვერაფერს იზამს, რადგან ის ჯერ სრულწლოვანი არაა და ჩვენ რასაც ვეტყვით იმას იზამს. - ბოლო ბოლო თქვით რა გინდათ. - ვუყვირე მათ, ისე გავბრაზდი ბარბარეს გამოყენება რომ უნდოდათ, ბაბის სახეზე ფერი აღარ ედო. - ბარბარე უნდა გათხოვდეს! - ბაბი მოწყვეტით ჩაეშვ სავარძელში და სახეზე ხელები აიფარა. - არა! - კატეგორიულად განვუცხადე, ბარბარესთან ჩავიმუხლე, ხელები მოვხვიე ისიც ჩამეხუტა და კისერი მისმა ცრემლებმა დამისველა. - დაწყნარდი ბაბი, რაც არ უნდა მოხვდეს, სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ ვერაფერს გაიძულებს, არ გათხოვდები არავიზე, მხოლოდ რატიზე, თქვენ ერთმანეთი გიყვართ და ერთად იქნებით. არ მივცემ უფლებას რომ ცხოვრება დაგინგრიონ ისე როგორც მე. - ჩუმად ვეჩურჩულები ბაბის. - შენ არავინ გეკითხება რენე, ის გათხოვდება და ჩვენც გავთავისუფლდებით. - არა მეთქი, არ მოგცემთ იმის უფლებას რომ ჩემს დას ცხოვრება დაენგრეს თქვენს გამო - უკვე გითხარით რომ შენ არავინ გეკითხება. მორჩა გადაწყვეტილია. - ბაბი მუხლებ ეცემა და ქვითინებს ხელებს ყფრო მაგრად ვხვევ და გულში ვიკრავ. - ნუ ტირი რა ბაბი, ხოიცი რომ არ მივცემ ამის უფლებას. - ვეჩურჩულები და ცრემლიან ლოყაზე ვკოცნი, მის ასეთ მდგომარეობაზე გული მიჩუყდება და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. - გთხოვ რე.. რამე ქენი... არ მინდა... გთხოვ. - ცრემლების ახალი ნაკადი მოდის ბაბის თვალებიდან და თავს მხარზე მადებს. - მე გავყვები. - ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. ბაბი უცებ წყვეტს ტირილს, თვალებს ვახელ და მას ვუყურებ. - სანამ მე ცოცხალი ვარ, შენ ვერავინ.... ვერავინ ვერ გატკენს გულს. სევდიანად ვუღიმი და ვეხუტები. ქეთის და ზურას უფლება არ მივეცი რომ ჩვენს სახლში დარჩენილიყვნენ. ღამით ბაბი შემოვიდა ჩემს ოთახში და გვერდით მომიწვა. - რენე... - არაფერი თქვა ბაბი, და თავი არ დაიდანაშაულო, ასე გადავწყვიტე. შენ და რატი ბედნიერები იქნებით... მე ხომ ვიცი როგორ გიყვართ ერთმანეთი... უერთმანეთოდ ვერ გაძლებთ. არ ინერვიულო, იმ ბიჭს ცხოვრებას გავუმწარებ და დამშორდება აი ნახავ. - ვხუმრობ და ბაბიც იცინის. - რენ... შენ არ გიყვარს არავინ? - ტანში ჟრუანტელი მივლის და მაშინვე დემეტრე მახსენდება, მიყვარს? ხო მიყვარს. მაგრამ ის ლექტორია, და მას არ ვუყვარვარ. - მიყვარს... მაგრამ მას არა.... დავიძინოთ რა. ° დილით როგორც ყოველთვის ბაბი მაღვიძებს. ვემზადები და უნივერსიტეტში მივდივარ. იქ ანი და მარიამი მხვდებიან. - რენე რაგჭირს? - რენე რა ფერი გადევს? - იტირე? თვალები გაქ ჩაწითლებული. - ვაიმე რენე შავი თვალები გაქვს... - რა მოხვდა ასეთი ამოღერღე - გასკდა გოგო გული. - მომაყარეს კითხვები - ქეთი და ზურა ჩამოვიდნენ. - რაააა? - იკივლეს ხმამაღლა. - ასე თქვეს რომ ბაბის გათხოვება უნდოდათ. - არაააა არა გაგიჟდნენ? - რო ვერაფერს გავხდი... ვუთხარი რომ მე გავყვებოდი. - არააა!? - თვალები აუწყლიანდათ გოგოებს და გადამეხვივნენ. ლექციები 2ზე დაგვიმთავრდა უკანა ეზოში გავედი, იქ სულ ხეები იდგა, ერთერთ ხესთან დავჯექი და ზურგით მივეყრდენი, ჩანთიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოვაძვრინე, სანთებელაც მოვძებნე და მოვუკიდე. ღრმა ნაპასი დავარტყი თავი უკან გადავწიე და ხეს მივეყრდენი. თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა, ლოყაზე გზა გაიკვლია და მერე უკვალოდ გაქრა, - რა დავაშავე ასეთი. - ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მდიოდა, არ აფერხებდათ დახუჭული თვალები. სახეზე ხელის შეხება ვიგრძენი, ცრემლები შემიმშრალა და გულში ჩამიკრა, მივხვდი... ის იყო. - რატომ ტირი რენე?. - უბრალოდ - უბრალოდ ტირიხარ? - და ან ძმა გყავს? - კი და მყავს პატარა. შენ ხელა, 19 წლის. - 22 ვარ მე. შენი დისთვის ყველაფერს იზამდი? - რა კითხვა? რათქმაუნდა, მისგამო ყველაფერს გავაკეთებ. - იცი ჩემ დას ერთი ბიჭი უყვარს, ისე როგორც არასდროს. ისე უყვარს... რომ მოუსმინო როგორ ამბობს მიყვარსო ან ყვება მასზე, არცერთი პროცენტით არ შეგეპარება ეჭვი რომტყუის ისე უყვარს, ხანდახან მგონია რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლია. - ამ ბიჭმა გული ატკინა თუ რა გატირებს!? - ჩემს მშობლებს... მისი გათხოვება უნდოდათ. - ისევ ავქვითინდი. ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ხელები ჩემს წელზე. - ვეჩხუბე... ვუყვირე... მაგრამ ის 17 წლის არის, ჯერ არასრულწლოვანია... არ მივცემდი უფლებას რომ მისთვის ცხოვრება დაენგრიათ. - ტირილს ვუმატებ, მას კი სუნთქვა უხშირდება, ნელა მშორდება, ნიკაპ ქვეშ ხელს მდებს და თავს მაწეინებს. - რენე... - მის მაგივრად მე უნდა გავთხოვდე. - სახეზე ხელებს ვიფარებ და ვქვითინებ. - ვერ მივცემდი უფლებას რომ ბაბის ცხოვრებაც ისე გაეუფერულებინათ როგორც ჩემი. - ფეხზე წამოდგა, ცოტახანს ასე იყო მერე, წამომაყენა და ჩამეხუტა, ვერ ავღწერ იმ დროს რა ვიგრძენი. ტკივილი... შიში... სიყვარული... ნიკაპ ქვეშ ორი თითი ამომდო და თავი ამაწევინა. ხელებით ცრემლები შემიმშრალა, ჩემსკენ დაიხარა და თვალებში ჩამხედა. - შავი თვალები გაქვს... რენე. - სახე ახლოს მომიტანა და ტუჩებზე შემეხო, ისე ნაზად როგორც შეიძლება აკოცოს კაცმა ქალს. ატომური ტრაექტორიით დაიწყო მოძრაობა სისხლმა ძარღვებში. ერთი ხელი კისერში შემიცურა, მეორე კი წელზე შემომხვია. ჯერჯერით მიკოცნიდა ჯერ ზედა შემდეგ ქვედა ტუჩებს. შემდეგ ტუჩები ყურთან მომიტანა. - ამ წუთამდე ვერც კი ვხვდებოდი, თუ რა მტკივნეული ყოფილა დამეკარგა ის,ვინც ჩემი არასოდეს ყოფილა - მითხრა იქვე მაკოცა და გაუჩინარდა. ძალიან პატარაა მაგრამ ვეცდები შემდეგი თავი ცოტა გავზარდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.