შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [1]


12-04-2018, 19:45
ნანახია 2 073

*** სკოლა "მდიდრების სკოლაა". აქ არავის აინტერესებს სწავლა. მთავარია ფული და კარგი სამეგობრო წრე (უფრო სწორად გაჩითული სასტავი). ამ სკოლაში ყველაზე პოპულარული მეგობრები არიან 11-1 კლასის მოსწავლეები: მარი, სანდრო, კატო და ლუკა.

ახლა მათზე მოკლე დახასიათებას შემოგთავაზებთ:

მარიამ ამაშუკელს, ისევე როგორც მის დაქალს-კატოს, სამომავლოდ იურისტობა აქვს გადაწყვეტილი. ლამაზი, მწვანე თვალებით კი ნებისმიერის დატყვევება შეუძლია. გრძელი, ყავისფერი თმა კი მუდამ მხრებზე აქვს გადმოფენილი. ეს ულამაზესი გოგონა ყავისფერ სათვალესაც ატარებს. ბევრს სათვალის ტარება ნაკლად მიაჩნია, თუმცა ჩვენს მთვარა გმირს ეს სულაც არ აწუხებს, პირიქით, ძალიანაც მოსწონს საკუთარი ატრიბუტი.

კატო დანელიაც არ ჩამოუვარდება მარიამს სილამაზით! საშუალო სიგრძის, ქერა თმა და ყავისფერი თვალები აქვს.

[ორივე მათგანი საოცარი ტანის მფლობელია.]

ოოო....აი, ბიჭები კი....!

ალექსანდრე დადიანს შავი თმა და ზღვასავით ლურჯი თვალები აქვს.

ლუკა ჯაფარიძეს კი ქერა თმა და თაფლისფერი თვალები.

ნუ, რა თქმა უნდა, ორივე ძალიან სიმპატიური და ნავარჯიშებია.

მათი გარეგნობისა და მეგობრობის გამო არიან ისინი მთელს სკოლაში პოპულარულები. ბავშვობიდან ერთად მოდიან და კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ამიტომ ცდილობს თითოეული მოსწავლე, რომ მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ (ანუ შეეტენონ).

მარის POV

~სკოლა~დასვენება~

-აუ მაგარი იდეა მაქვს!-წამოვიძახე.

-გამოუშვი.-თქვა სანდრომ.

-შენ ისეთი იდეები გაწუხებს, დარწმუნებული ვარ რაღაც სასწაულს იტყვი.-დაამატა ლუკამ და ბიჭებმა ფხუკუნი დაიწყეს.

გაბუსხულმა, ის იყო თქმა გადავიფიქრე, რომ კატომ ბიჭები დააშოშმინა. ამიტომ კვლავ უდარდელი იერი დავიბრუნე, მერხს ხელისგულებით დავეყრდენი და თვალებშიჭინკებათამაშებულმა ვთქვი:

-მოდი, სკოლის საიტი შევქმნათ!

-რაა?-ერთხმად შეიცხადეს ჩემმა მეგობრებმა.

-ჰო, რა! მხოლოდ მოსწავლეებისთვის იქნება და ცოტას გავერთობით..!-უცებვე დავამატე.

რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ სანდრომ თქვა:

-თანახმა ვარ, ოღონდ ჯერ კარგად ჩამოვაყალიბოთ რას ვაკეთებთ.

-ჩვენც გვაწყობს.-კატოს მაგივრად თქვა ლუკამ.

-კარგი. ახლა მისმინეთ! რადგან ლუკა კომპიუტერებში სპეცია, და სანდროს მაგარი გემოვნება აქვს, ორივეს შეგიძლიათ მაგარი საიტის შექმნა, სადაც მხოლოდ ამ სკოლის და მხოლოდ მოსწავლეები დარეგისტრირდებიან. ყველას ანონიმური ნიკნეიმი ექნება და ყოველდღიურ სიახლეებს უფრო ადვილად გავიგებთ. ადვილია და საინტერესო!-აღტაცებული უკვე ადგილზე ვერ ვჩერდებოდი.

-ჰმ...ვფიქრობ ამაში საზიანო არაფერია. ვერც დირექცია გაიგებს, და თან გავაკონტროლებთ რამე ზედმეტი რომ არ დაიდოს.-თქვა კატომ.

ლუკამ ჩანთიდან ლეპტოპი ამოაძვრინა და სანდროსთან ერთად შიგნით ქექვა დაიწყო.

კატომ კი დრო იხელთა, წამოხტა და კლასიდან გამათრია.

-წამო, რა, დავბრუნდეთ.-შევევედრე დაქალს. რადგან უკვე მესამედ შემოვიარეთ ორი სართული და თან ძალიან სწრაფად დავდიოდით.

-კარგი, ჰო. რა გღლის ვერ ვხვდები...-აბუზღუნდა კატო.

კლასისკენ მივდიოდით, როცა დაფეთებულმა, დაქალი შემოვატრიალე და ჩურჩულით ვუთხარი:

-გიორგი მოდის! მე სხვა გზით წავალ, შენ კიდევ უთხარი, რომ ვითომ დღეს არ ვარ.-კატომ უცებვე თავი დამიქნიადა მეც დერეფნის მეორე ბოლოსკენ გავექანე და გოგონების საპირფარეშოში შევვარდი.

გიორგი კეკელიძე. ეს ის მომაბეზრებელი ადამიანია, რომელმაც სიტყვა "არას" მნიშვნელობა არ იცის. უკვე კარგა ხანია მაწუხებს. მართალია, სულ ჩემს ძბნაში არ ატარებს დროს, მაგრამ სადაც დამინახავს, მაშინვე მომვარდება და აღარ ახსენდება სად ვართ, მეჩქარება თუ არა, ან რა დროა. ბიჭებს არაფერს ვეუბნები, ვამჯობინებ უბრალოდ მოვერიდო. რადგან ასეც ადვილად სრულდება ყველაფერი.

ზარი დაირეკა. რამდენიმე წუთში, როცა თავი სამშვიდობოს ვიგრძენი, სწრაფად დავტოვე საპირფარეშო. მაგრამ გამოსვლისთანავე ვირაცას ცხვირით შევასკდი.წონასწორობა დავკარგე და ინერციით ძირს უნდა გავშხლართულიყავი, როცა იმ ბიჭმა, ვისაც დავეჯახე, მკლავზე ხელი წამავლო და წამომაყენა.

-წინ იყურე!-ცივად მითხრა ბიჭმა.

-ჰმ...ეტყობა თავად ვერ დამინახე და კინაღამ სათვალეც გამიტეხე..!-სათვალის წმენდით ჩავიბუტბუტე. სათვალის გაკეთებისთანავე კი ბიჭი ავათვალიერე. შავგვრემანი და მწვანეთვალება იყო. ჩემზე ბევრად მაღალიც და საკმაოდ ათლეტური. ცოტა არ იყოს, ვინანე ჩემი უხეში სიტყვები.

-რამე მითხარი?-წარბები შეკრა ბიჭმა.

-ააარა...არაფერი-წავილუღლუღე და მალევე გავეცალე იაქურობას. თან გულში უცნობს ვლანძღავდი. აშკარად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.

კლასში შევედი. ბიჭებს ლეპტოპი მერხის ქვეშ შეემალათ და მე და კატოს გვანიშნეს ყველაფერი 100%-ზე შევასრულეთო. მეც კმაყოფილი გავემართე საკუთარი ადგილისკენ, კატოს გვერდით. აქ ჯდომა ყოველთვის მიყვარდა. სულ უკან ვიჯექით და თან ჩემს მარცხნივ, შემდეგ რიგში, ადგილი თავისუფალი იყო.

როდესაც გაკვეთილი დასასრულს მიუახლოვდა, კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა ოთახში.

-ბავშვებო! ახალი მოსწავლე გვყავს!-თქვა მასწავლებელმა. მე წიგნში მქონდა თავი ჩარგული და ახალი მოსწავლის ვინაობა არ მაინტერესებდა.

-დემეტრე მაისურაძე. სასიამოვნოა.-ამ ნაცნობი ხმის გაგონებაზე დენდარტყმულივით ავწიე თავი და ბიჭის მწვანე თვალებს უკვე მეორედ შევეფეთე. ეს ის ბიჭი იყო, რომელსაც საპირფარეშოსთან დავეჯახე.

დემეტრე გვერდით უდარდელად მომიჯდა და ირონიულამ გამიღიმა.

-ამას ვის ვხედავ!

-აი, ნახე! ღიმილიც შეგძლებია! გუდიანივით სიარულს ისევ ეს ირონიული სახე გქონდეს, ჯობია! ხალხს მაინც არ შეაშინებ.-არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ადამიანის მიმართ საოცარ აგრესიას ვგრძნობდი. მინდოდა რაღაც მწარე მეთქვა და ამისთვის თავს არ დავზოგავდი.

-შენნაირი ალქაჯი ამას არ უნდა ამბობდეს. ისეთი ძალით დამეჯახე, რომ კინაღამ საკუთარი თავი დააზიანე.-ირონიას ინარჩუნებდა დემეტრე.

-ამას ამბობს ხისთავიანი არსება, რომელმაც გოგოსთან მოქცევა არ იცის!-უკვე გაბრაზება მეტყობოდა, თუმცა ამის დაფარვას არც ვცდილობდი.

-გოგო? მე აქ გოგოს ვერ ვხედავ!-დემეტრეს ხმაშიც შევატყვე სიბრაზის ნოტები.

ზარის დარეკვაზე ბიჭი კლასიდან ისე გავარდა, რომ შეპასუხება ვერ მოვასწარი. ამოვიხვნეშე, ვიფიქრე "ამას მაინც არაფერი ეშველებათქო" და კატოს მივუბრუნდი, რომელსაც გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ჩვენი "საუბრით" კარგად გაერთო.

-ოჰო.... პირველად ვხედავ, ბიჭს ასე გამოეყვანე წყობილებიდან! თან შეხვედრის პირველივე წუთებში.

საპასუხოდ პირი გავაღე თუ არა, კლასში ვიღაც ბიჭი შემოვიდა. გავხედე და მივხვდი, რომ პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა.დავიძაბე. აშკარად რაღაც რიგზე არ იყო.



№1 სტუმარი სტუმარი Lika

Dade ra shemdegitavi cota didi

 


№2  offline მოდერი N1penguin

საინტერესოა, გააგრძელე ❤❤

 


N1penguin
საინტერესოა, გააგრძელე ❤❤

მადლობაა <3

სტუმარი Lika
Dade ra shemdegitavi cota didi

ჰოო, ეს ჩემი პირველი მოთხრობაა და ნელ-ნელა თავებსაც გავზრდი და დავხვეწავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent