შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი საყელო (სრულად)


13-04-2018, 21:30
ავტორი tasusuna
ნანახია 6 191

ყველაფერი ჩემს საძინებელში იწყება..
წარმოიდგინეთ სურათი:
ორი გოგო ზის ხალიჩაზე და გამწარებული ჭამენ შოკოლადს.
ერთი მე ვარ და მეორე,ჩემი ცხოვრების მეგზური და მრავალ ჭირვარამგამოვლილი დაქალი,თათული ედიშერაშვილი..
ისეთი გამწარებულია ,დანა პირს არ უხსნის და,შოკოლადს ატანს ბოღმას..
ასე უგემურად და ამ ოდენობით,ჯერ არსად
არავის
არ უჭამია.
თუ ვერ დაწყნარდება,
ჩათვალეთ, დიაბეტი უკვე გვაქვს და სხვა დანარჩენიც,
ალბათ,გზადაგზა მოგვეწევა.
-არა,ამას ვერასდროს წარმოვიდგენი...-ბოლოსდაბოლოს ხმას იღებს თათული და,ხალიჩიდან ფრინდება..
-ვინ ვინ,
მაგრამ,
სალომე ლომთაძე თუ დამასწრებდა თეთრი კაბის ჩაცმას,ამას ვიფიქრებდი??
-აი,დედას გეფიცებიი?-ბგერებს მაქსიმალურად წელავს და,თითს ჩემკენ იშვერს,
დავიფიცებ,ესეთი გაბრაზებული მაშინაც არ ყოფილა,ზემოთხსენებულმა დედოფალმა ზუსტად მისნაირი კაბა რომ იყიდა ბანკეტზე..-ეგ არის სამყაროში ყველაზე დიდი უტოპია და,საერთოდ,აქ ჯადოს აქვს ადგილი თორე,ვერანაირი ბუნებრივი თუ ღვთიური ძალები ვერ გაათხოვებდა ამ იმბეცილს ჯერ საერთოდ და მითუმეტეს,ჩემზე ადრე..-თავის სიტყვებში დარწმუმებულმა ღრმად ამოისუნთქა და რა წუთსაც ვიფიქრე,მეშველა და ეს კრიზისიც დავძლიეთთქო,იმ წუთას ისევ ფეთქდება და,მის კივილთან ერთად ჩემი ხმმამაღალი ხვნეშაც ისმის.
-არა,გჯერაა??რანაირად დამასწრო,ან როდის ყავდა საერთოდ შეყვარებული?-წინდა უკან სიარულა მოყვა და კითხვით სავზსეზერა მომაბყრო..
-რატო ვერ დაგასწრებდა,შენიჭირიმე,ბიჭი ვერ მოგკარებია შიშით და..-აქ მე კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი და,იმის მაგივრად,რომ გაეცინა,კიდევ უფრო აწითლდა,
გადაიდია
და ლამის მეც სამუდამოდ დამკარგა..
-აბა ამიხსენი ერთი-თავზე დამადგა და ზემოდან დამაჩერდა დოინჯშემორტყმულმა..-ვინ ვერ მივიკარე და მომეკარა?
-აი,მაგალითად ლაშა..-უცებ მახსენდება მისი ერთერთი თაყვანისმცემელი..
-ვაიმე,ჯვარი მწერია,თეძომდე ძლივსწვდებოდა.-შეშფოთებულმა გამომხედა.
-მაშინ დათო-არ დავნებდი მე.
-ეგ ნახევრად რუსი უყო და ვერაფერს მაგებინებდაა. -არც მან დაყარა ფარხმალი.-და საერთოდ,ვის რას ეუბნები? შენი შეგნებული ცხოვრება მარტოდმარტო გალიე..
-21 წელი სულაც არაა საგანგაშო თარიღი,თან ნუ გავიწყდება,რომ ერთი ასაკის ვართ და სახარბიელო მდგომარეობა არცერთს არგვაქ .-სიცილით გავხედე,წამოვდექი და ძირს დაყრილ ათობით შოკოლადის ქაღალდს ნაგავში გადავუძახე.
-და თან ვის გაყვა?-ისევ თავიდან დაიწყო თათულიმ და აქ უკვე,მოთმინება გამომელია..
-თათული-მკაცრად გავხედე და ტონსაც ოდნავ ავუმაღლე..-დავიღალე!
გაოცებულმა და ოდნავ ჩაფიქრებულმა გამომხედა,მაგრამ,მალევე დაულაგდა სახე,ალბათ მიხვდა,ზედმეტი რომ მოსფიოდა და მისი ღელვა სულ ტყუილი რომ იყო..
საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ,ნაღვლიანად ამომხედა..
-რა ჩავიცვათ?
აი ახლა კი,ყურებხე ხელები აიფარეთ,რადგან ბოლო ხმაზე ვკივი და ,ოთახიდან გავრბივარ..
_____
ქორწილი 23 ში იყო ,
ზემოთ მოყვანილი დიალოგი 15 ში გაიმართა და,
გეფიცებით,
22 მარტის საღამოს შვიდ საათამდე თათულის წყალობით,მთელი ერთი კვირა მოლსა და სილამაზის სალონებში გავატარეთ.
ეს იყო მტანჯველი შვიდი დღე,რადგან,მგონი,ერთადერთი გოგო ვარ,ვინც რუჯს,მანიკურსა და მასაჟს ვერ იტანს.
დღემდე ვერ ვხვდები,რა საჭირო იყო სამ საათიანი სარელაქსაციო მასაჟი და,მითუმეტეს რუჯი თათულისთვის,რომელიც ისედაც მუქი შაქრისფერია.
მაგრამ,რომ დაიჯინებს,სულ რომ ინგლისის დედოფალი იყო,მის სიტყვას ვერ აჯობებ..
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ,ის,რაც 22 ში შვიდ საათამდე მოხდა,ალბათ ერთადერთი ფაქტორი იყო,რისთვისაც სალომეს ქორწილის სამზადისმა შედარებით სასიამოვნო ელფერი მიიღო.
ამ ელფერს კი მამაკაცის საოცრად სასიამოვნო სუნამოს სუნი ჰქონდა..
___
-აი გეფიცები,ბოლო მაღაზიაა,აქაც თუ ვერაფერი ავარჩიე,ჯინსითა და კედებით მოვდივარ-გადაღლილი გავყურებ თათულის,რომელსაც სულაც არ ეტყობა დაღლა.
ალბათ გაგიკვირდათ,და თათულისგან მოელოდით მერყევ ხასიათს,მაგრამ,არა!
დედაბუნებამ მხოლოდ მე დამაჯილდოვა არამყარი ხასიათით და ამის წყალობით,ერთი კვირის თავს,უკაბოდ ვიყავი,
ჩემი დაქალი კი,პირველივე დღეს "შეხვდა" მისი "ოცნების" კაბას..
მაღაზია საკმაოდ "საინტერესოდ"
გამოიყურებოდა,საკმაოდ დიდ სივრცეს შუაში თხელი მინა ჰყოფდა.
მარჯვნივ მამაკაცების განყოფილება იყო,მარცხნივ კი,ქალთა.
სანამ მე ინტერიერს ვათვალიერებდი,თათული უკვე ტანსაცმელებს მისდგომოდა და მონდომებით ესაუბრებოდა კონსულტანტს.
ერთი სუსტი წერტილი მქონდა სულ და,ეს მაღაზიაშიც გამოვავლინე..
თათულის არც გაჰკვირვებია,გოგონა მიყურებდა მხოლოდ გაფართოებული თვალებით,როცა მამაკაცის განყოფილებაში შევედი და,მიჯრით მიწყობილ თეთრ პერანგებს თვალი გადავავლე.
დიახ,ვიცი,რომ ეს სამყაროში ყველაზე უცნაური ჩვევა იყო,მაგრამ,რა ვქნა,ვერასდროს ვერ ვუძლებდი ცდუნებას..
თეთრი პერანგი ყოველთვის ელეგანტურობისა დდა სისუფთავის განცდას მიტოვებდა..
ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ადამიანისთვის,რომელიც მოხდენილად ატარებს პერანგსა და პიჯაკს,ერთი დიდი პლუსი სწორედ ესაა.
ამიტომ,მეც ღიმილით ვათვალიერებდი მამაკაცის ტანისამოსს,რომესად გასახდელს დავუპირისპირდი და,ჩემი უყურადღებობის გამო იქიდან გამოსულ ადამიანს პირდაპირ შევეჯახე.
რა წამს ვიფიქრე,წავიქეცი,თავი დავარტყი და,საავადმყოფომდე სულიც არ დამყვა მეთქი,იმ წამს ვიგრძენი ძლიერი მკლავი წელზე..
ფრთხილად,მაგრამ,მძლავრად ვეჭირე..
ისე ვიყავი დაბნეული და შეშინებული,ჯერ მხოლოდ მის ტანს ვხედავდი,შავ შარვალსა და პიკაკში რო იყო გამოწყობილი და მხოლოდ მაშინ ავხედე,როცა იატაკზე მყარად დავდექი .
აქ დააპაუზეთ და,წინ აღნიშნული გაიხსენეთ,სიტყვაზე მენდეთ,მას ძალიან,ძალიან დიდი პლუსი ეწერა,რადგან,უღმერთოდ უხდებოდა სოლიდური ტანისამოსი.და ,ალბათ,არც გაგიკვირდათ,თუ წუთით მასზე გამიშტერდა მზერა.
-ღმერთკაცი-ეს ის ეპითეტი იყო,რომლითად,დარწმუნებული ვარ თათული შეამკობდა და არც გაემტყუნება,
წინ უსიმპატიურესი,
ძალიან მომხიბვლელი და,
ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცი მედგა,რომელიც საოცარი ღიმილით მიყურებდა.
-კარგად ხართ?რამე ხომ არ დაგიშავდათ?-ოდნავ ეჭვნარევი მზერით მიყურებს მაგრამ,ვგრძნობ,ღიმილსაც ვერ იკავებს..
ჯანდაბა,ალბათ რა სასაცილოდ გამოვიყურები,-საკუთარი თავი შემეცოდა და,საწყალი თვალებით ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ სილუეტს.
-არა,გმადლობთ,კარგად ვარ.-ძლივს ამოვილუღლუღე.
ეს საცოდავი კნავილი ჩემი ყელიდან ამოვიდა?-საშინლად გავბრაზდი შესამჩნევ უსუსურობაზე.
რამ დაგაბნია მარიამ!გამოფხიზლდი!-საკუთარ თავს შევუძახე და კიდევ ერთხელ ავხედე.
-დიდი მადლობა დახმარებისთვის.-მივაყარე და,ჩქარი ნაბიჯით დავტოვე განყოფილება ,პირდაღებული თათულისკენ წავედი,რომელიც მკვლელი თვალებით მიყურებდა..
როგორც კი მივუახლოვდი,ეპითეტმაც არ დააყოვნა.
-ღმერთკაცი.-ყურში ხმადაბლა მითხრა,ალბათ გავიცინებდი,მაგრამ,ჯერ კიდევ ეიფორიაში ვიყავი.
-სულელი ხარ რა,მარიამ!,რას გამოვარდი გველნაკბენივით,თვით ზევზი ჩამოვიდა,მისი ძლიერი მკლავებით გიხსნა და შენ,უმადურად მიუგდე მადლობა და,მორჩა..
არაფერი,არც ნომერი,არც სახელი,არც..-განაგრძობდა დაუსრულებლად ჩემს კიცხვას და,ალბათ,არც დაასრულებდა,მაგრამ,არ ვუსმენდი,ფიქრებით ისევ იქ,გასახდელის წინ ვიყავი და,მას ვუყურებდი.
გეფიცებით,ჯერ კიდევ ვგრძნობდი საოცარ სუნამოს არომატსა და,თვალწინ ისევ მისი ელეგანტური გამოსახულება მედგა.
-პრაქტიკა გაკლია და ჩემი რჩევა-დარიგება.-როგრც იქნა ასრულებს თათული დამეც ფიქრებიდან გამოვყავარ,ხელში საკიდს მაწვდის და,გასასინჯისკენ მიბიძგებს..
-ეგ ბოლოა,თუარ მოგეწონება,ჯინსითა დაკედებით მოდიხარ-ჩემივე ფრაზას მადევნებს გზაში..
კაბას არაუშავს,ღია ატმისფერია,მუხლს ოდნავ აცდენილი და,გაშლილი,
თავისუფალი და,ჰაეროვანი.
თითქოს მიხდება და მომწონს,
მაგრამ , ალბათ არ ვიყიდი,მოკლე კაბა ჩემი სტილი არ არის! -მყარი გადაწყვეტილებით გამოვდივარ და , თათულის გაოცებული მზერად ეგრევე მაწყდება.
-ეგ არის რა!-ტაშს ჰკრავს და გახარებული მოდის ჩემკენ-როგორც იქნა გამოამზიურე ფეხები და ტანი,დაილოცოს ღმერთო შენი განგება-ცაში თეატრარულად იხედება და,სარკისკენ მაბრუნებს.-ძალიან გიხდება,მართლა..-ღიმილით მიყურებს და,ჩემგანაც დადებით პასუხს ელის..
არ ვიცი
რა ბედმა ან რა ძალამ მიმაბრუნა იმ წამს ვიტრინისკენ,
მინის იქით თვით ღმერთკაციიდგა და ღიმილნარევი,კმაყოფილი სახით მიყურებდა.
პიჯაკი და პერანგი გაეხადა და ჯინსსა და შავ მაისურში იყო,მაგრამ,ის სისუფთავე,რატომღაც,მაინც მოდიოდა მისგან.
-ძალიან გიხდება-ტუჩების ნელი მოძრაობით ხმადაბლა ამბობს ჩემი მიმართულებით და მიდის.
სანამ შებრუნდება,წამიერად თვალს მიკრავს და,ცერა თითს მოწონების ნიშნად მიწევს.
ესეც ასე,მარიამ!ყოჩაღ,ათიანი გაქვავებაში!-შინაგანი მე მასწავლებლის როლს ირგებს და,კმაყოფილი მიყურება.-დაჯექი!-ასრულებს წარმოდგენას და ტაშს მიკრავს.
-ალო,გამოფხიზლდი,დაეშვი.-ხელებს სახის წინ მიფრიალებს თათული.
-ვყიდულობ!-მოკლედ ვჭრი და ხუთ წუთში უკვე ტაქსიში ვსხედვართ და ჩემთან მივდივართ.
____
პირველად რომ მამაჩემს ვუნახივარ,სახეშეცვლილი შეუცხადებია,"ამას რა გაათხოვებს"-ო,
სიმართლე გითხრათ,არც გაემტყუნებოდა,
ხუთ წლამდე მთელ სამეზობლო-სანათესაოს ბიჭი ვეგონე.
მერე ალბათ,ღმერთმა იფიქრა,ცოდვააო და,ცოტა სილამაზე მეც მომანიჭა.
ახლა,მორთულ-მოკაზმული რომ მამაჩემმა დამინახოს,ალბათ,მოვეწონებოდი ,მაგრამ,ეს შანსი ხელიდან 5 წლის წინ გაუშვა,როცა სახლიდან წავიდა და,ჩვენ მეზობელ,თინასთან ერთად საზღვარგარეთ "მოხია"..
თათულის დაჟინებული რუჯის და ცოტა მაკიაჟის წყალობით მართლა ლამაზად გამოვიყურებოდი.
დედაჩემმა სიამაყისგან ცრემლების ზღვა დამიყენა ოთახში..
დიდი ლოცვა კურთხევით გამომაცილა და თათულის მამის მანქანაშიც ამაღლებული განწყობით ჩავჯექი.
თათული საჭესთან-ეს ცხოვრების იმ გამოწვევთაგანია,რომელსაც არასდროს მივიღებდი,მაგრამ,გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ამ დათმობაზეც წავედი.
-თეთრი შური ადამიანის ის " აგრეგატული" მდგომარეობაა,როცა შენი დაქალი ძაან ბომბაა და შენ გშურს,ოღონდ იმ შურით,თან რო ამაყობ-სიტყვით გამოდის ჩემი თათული და თვალს მიკრავს,თან სასწაულ მანევრს აკეთებს და ორ მანქანას შორის მილიმეტრებით ვძვრებით.
ესეც ასე,200 ლარიანი ჯარიმა უკვე ჩვენია,ორმაგი ღერძულაც გადაკვეთილია-გახარებული მიყურებს.
მგონი შექებას ელოდება,მე კი ამ დროს ფერი არ მადევს სახეზე და სიმწრის ოფლი მასხამს.
-ხვდები ახლა რა გააკეთე?-აკანკალებული ხმით ვეუბნები.
-შუმახერი დვა-გვერდულად მიცინის-დღეიდან არ დაგავიწყდეს..-ენას მიყოფს და,დარბაზშიც ერთი საათის დაგვიანებით შევდივართ.
__
შოკი!
პიკი!
პანიკა!
ზუსტად 250 კაცის წყვილი თვალი ჩვენკენაა მომართული,მე კი მხოლოდ მასზე მაქ მიყინული მზერა,
სცენისგან გამოყოფილ ადგილას,სიძის გვერდით,თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში რომაა გამოწყობილი..
ბედის ირონია!-მომენტი,როცა ღმერთი ზის და ბოლო ხმაზე დაგცინის!
ვინ,ვინ?!
მაგრამ,ჩემი ღამის სიზმარი,ჩემი მოკლე თავგადასავლის მთავარი პერსონაჟი და ჩემი არითმიის ერთადერთი გამომწვევი ადამიანი თუ სალომეს ქმრის მეჯვარე იქნებოდა,ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი!
თათული გვერდიდან ისეთ მუჯლუგუნს მთავაზობს,რომ სიტუაციიდან უცებ ვერკვევი და ჩვენკენ წამოსულ მოცინარ დედოფალს ღიმილით ვეგებები.
ხვევნა,კოცნა,მმტლაშა-მტლუში რამოდენიმე წუთს გრძელდება,შემდეგ ჩვენ კუთნილ ადგილამდე გვაცილებს და ორივე სკამებზე ვეშვებით.
წამით მის მზერას ვიჭერ,თვალს ალმაცერად მიკრავს და ოდნაც შესამჩნევად მიღიმის..
თათულის ეს წამიერი კავშირი არ რჩება მხედველობიდან და ჩუმად მეუბნება.
-ახლა კი ნამდვილად შავი შურით მშურს შენი!
___
გაიცანით ყველა სიმპათიური ბიჭის მაგნიტი-თათული ედიშერაშვილი.
ყოველთვის მიკვირდა ამ ფაქტის გათვალისწინებით მისი მარტოსულობა.
დასხდომიდან ნახევარ საათში ჩვენს მაგიდასთან მყოფი სიძის საძმაკაცო საკმაოდ "მოიშინაურა" თათულიმ და 40 წუთში უკვე გაცნობის და მომავალი ურთიერთობების ვსვამდით..
სადედოფლო კუთხისგან ზურგშექცევით ვიჯექი,ამიტომ,მთელი ეს დრო ისე მიხურდა მხრები,რომ მოსვენებას ვკარგავდი.
ამას გრადუსიც ემატებოდა და უკვე ადგილზე ვცმუკავდი.
თათული და ბიჭები რაღაცაზე იცინოდნენ მე კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ უკან იჯდა ადამიანი,რომელიც დაჟინებით მიყურებდა.
რამოდენიმეჯერ მალულად გავაპარე მზერა,მაგრამ,
ვერ გავბედე მისთვის შემეხედა.
-ამ ჭიქით ყველა'ს ღმერთკაცს გაუმარჯოს-ფიქრებიდან თათულის აღფრთოვანებული ხმას გამოვყავარ და უკვე ვხვები,რომ მის გვერდით მჯდომი ალექსი გამოიჭირა..
მეღიმება მის სადღეგრძელოზე და უთქმელად ვსვამ.
რამოდენიმე წუთში კი ის ხდება,რაც ალბათ,ყველაზე მეტად და ამავდროულად,ყველაზე ნაკლებად მინდა.
უკნიდან ნაცნობი სუნამოს სუნს ვგრძნობ და,ხმაც წამებში ისმის.
ხავერდოვანი და ჩუმი.
ჩემკენაა დახრილი და ხმადაბლა მეუბნება.
-ქალაქში ყველაზე ლამაზ ქალბატონს საცეკვაოდ ვიწვევ,თუ რა თქმა უნდა თანახმაა-მეუბნება და ხელს მიწვდენს.
გილოცავ- წლის გალანტურობის პრიზი გადმოგეცემა შენ-მეორე მე სცენაზე ადის და ტაშისკვრით ეგებება ნაცნობს..
ალბათ პაუზა დიდხანს გაგრძელდა და მაგიტომ მიქაჩავს თათული თვალებს,თორემ მოუთმენლობას ვერ ვატყობ მას..
-გთხოვთ!-კიდევ ერთხელ მესმის მისი ხმა და,მეც,დაპროგრამებულივით,ფრთხილად ვდებ მის გამოწვდილ ხელში მტევანს და ნელი მუსიკის ფონზე საცეკვაო მოედნისაკენ გავდივართ.
ჟრუანტელს,რომელიც მისი შეხებისას მივლის,მთელ ტანში ვგრძნობ.
ნაზად მხვევს წელზე ხელს და,ჩემს ხელს მისაში იქცევს..
დაბნეული და გაბრუებული ვარ..
მუსიკის რითმს ნაზად ვყვებით და ვგრძნობ,როგორ ვეთიშები ნელნელა გარემოს.
მხოლოდ მისი სუნამოს სუნი..
არც ცივი და არც ტკბილი-გრილი!
გრილ სურნელში ვიკარგები..
წამების სვლას ალბათ ვერც ვგრძნობ,
ვერც ის მივხვდი
როდის დამადო მეორე ხელიც წელზე და,
ინსტიქტურად,როგორ მივეკარი მის გულმკერდს.
-საოცრად ლამაზი ხარ,მარიამ..-ისევ ჩუმი ხმით მეუბნება და მზერას მისწორებს..
მუქი,მეტყველი თვალები აქვს..
მშვიდი მზერა და,ლამაზი ღიმილი..
მის მომხიბვლელობაში ვიძირები და ჩმდაუნებურად კვლავ ვეყრდნობი გულმკერდზე.
ჩემია თუ მისი,არ ვიცი,იქნებ ორივესი,მაგრამ,საიდანღაც ჩქარი გულის ცემა რომ მესმის, ეს ცხადზე ცხადია..
აქამდე არ მჯეროდა,მაგრამ,ახლა,დარწმუნებით შემიძლია ავხსნა რას ნიშნავს,როცა მუცელში პეპლების ძალიან დიდ არმიას გრძნობ..
ეს არის აღფრთოვანების,სიამოვნების,განცდებისა და ბედნიერების გამომხატველი ეპითეტი,რომელიც,ალბათ,ყველაზე მეტად შეეფერება ამ მდგომარეობას..
–იცი,რომელია სამყაროში ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება??–ბურუსიდან ისევ მის ხმას გამოვყავარ..
თავი ფრთხილად მოვაშორე მის აჩქარებულ მკერდს და პირდაპირ მის მზერას შევეჩეხე..
თბილად მიმზერდა და,ისე..
რაღაცნაირად..
აუხსნელი გრძნობით..
–როცა ადამიანს არ იცნობ,მაგრამ,გრძნობ,რომ მთლიანად შენი ნაწილია...–სიტყვებს მის ღიმილსაც აყოლებს და კვლავინდებურად მართმევს ძალას რომ პასუხი დავუბრუნო.
__
თავბრუსხვევა–მდგომარეობა,როცა იმდენი რამე გიტრიალებს გონებაში,რომ კონცენტრირებას ვერაფერზე ახერხებ და ასე,დამუნჯებული ხარ მილურსმული სკამს.
თათული თავზე დამტრიალებს და ათას კითხვას მისვამს,მაგრამ,როცა ხვდება,რომ სრულიად უუნარო ვარ,თავს მანებებს და ალექსთან აგრძელებს საუბარს.
ამ მდგომარეობაში იქიდან ვარ,რა წამსაც მან მომაცილა სუფრასთან და,ბოდიშის მოხდით ისევ მის ადგილს დაუბრუნდა.
მისი ბოლო თხოვნაც გავითვალისწინე და,ჩემს წინ მჯდომ დავითს ადგილის გაცვლა ვთხოვე.
ახლა უკვე პირისირ ვსხედვართ და,წამდაწუმ მის დჟაჟინებულ მზერას ვგრძნობ.
ცხელს და ინტერესიანს.
მანძილის მიუხედავად მოურიდებლად მაკვირდება და ,ეს კიდევ უფრო მაკომპლექსებს,მაგრამ,სასიამოვნოდ.
ფიქრებში ალბათ,კიდევ დიდხანს ვიქნებოდი,ალექსს რომ არ მოემართა ჩემთვის.
–მარიამ,შენ და ლუკა ერთმანეთს იცნობთ?–ინტერესიანი მზერით მიბრუნდება და ,რატომღაც,დანარჩენი ბიჭებიც პასუხის მოლოდინში ირინდებიან..
ლუკა...–სახელზე ჩამეღიმა და თათულის ღიმილით გავხედე..
–ეს გრძელი ისტორია.–მოკლედ ვპასუხობ და,კითხვებისგან თავდასაღწევად აივნისკენ მივდივარ.
სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე და სიოს ღიმილიანი სახე შესაგებე..
ლუკა..
ლუკა...
გონებაში ამჯერად მხოლოდ მისი სახელი მიტრიალებდა და,სხეულში ისევ პეპლებს ვგრძნობდი..
წუთის მერე,გუმანით ვგრძნობ,რომ აივანზე მარტო აღარ ვარ..
ჰაერი ნელნელა სუნამოს საოცარი სურნელით ივსება და ვხვდები
,იქ
,უკან..
ლუკაა და,ალბათ,ისევ ღიმილნარევი სახით მაკვირდება..
რატომღაც არ ვბრუნდები და არც ის იწევს ჩემკენ..
არადა,სუნამოსთან ერთად თამბაქოს სუნიც მოდის და უკვე ძალიან ახლოს ვგრძნობ მის სუნთქვას.
ტანზე ეკლები მაყრის,როცა კისერში ცხელი სუნთქვა მეფრქვევა და,ვგრძნობ,როგორ მათრობს მისი გვერდით ყოფნა..
დიდხანს ვიქნებოდი ასე,მდუმარედ,რომ არა ცხელი ტუჩები ჩემს კისერზე და,
უკითხავად მოპარული ამბორი..
აღმაფრენა–ეს ზუსტად ის სიტყვაა,რაც ჩემს იმწამის მყოფადობას შეეფერება.
აღფრთოვანება და სურვილი,რომ ისევ გაიმეოროს.
ამას ალბათ თვითონაც გრძნობს ან,თავადაც უნდა ამიტომ,სწრაფად მატრიალებს და ამჯერად,
ტუჩის კუთხეში მკოცნის ძალიან,ძალიან ნაზად.
ეს იმაზე მეტად საფრთხილოა ჩემთვის,ვიდრე ვნებიანი ამბორიი..
ალბათ,ამიტომ მივენდე მას სულ თავიდან..
ნდობა კი ის ერთდერთი დამაკავშირებელი ძაფია ადამიანთა შორის,რომელიც საუკუნეები გრძელდება და,ყველანაირ ზეწოლას უძლებს..
–თუ შესაძლებელია,ადამიანი წამში დაიჩემო,მაშინ,დავიფიცებ,ის ერთადერთი მე ვარ და,არ გაგიკვირდეს,მგონი,დაგიჩემე..–ტკბილად მეუბნება და,ოდნავ მცილდება..
მინდა გავაპროტესტო დისტანცია,მაგრამ..
მხოლოდ არეული ვუმზერ.
სიჩუმე ისადგურებს,მარამ არა უხერხული,არამედ,ყველაფრის მთქმელი.
ათას მოწოლილ გრძნობასა და ფიქრებს გონებიდან ვფანტავ და,ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ იმას,რასაც გული მკარნახობს.
ნელ,მოკლე ნაბიჯს ვდგამ წინ და,მილიმეტრის დაშორებით ვუსწორდები.
გაღიმებული მიცქერს და მომლოდინებ მიყურებს,თითქოს იცის,რისი გაკეთება მინდა და,წამებს ზომავს.
მეღიმება,ფრთხილად ვადებ გამოკვეთილ მხარზე მტევანს და,თეთრ საყელოსა და,კისერს შორის მოშინდისფრო ტუჩის ნაკვალებს ვუტოვებ.
მანამ,სანა მოვცილდები, ცხადად ვგრძნობ მის ელვა დავლილ კანს და,უკანმოუხედავად ვტოვებ იქაურობას..
__
ერთი,
ორი,
სამი..
მეოთხე ზარის შემდეგ თავს ძლივს ვწევ და,ხალათშემოფარებული გავდივარ კარის გასაღებად.
სილუეტის მაგივრად იქ თეთრი ყუთი მხვდება და მანამ,სანამ გავხსნი,უკვე ვხვდები,თუ ვისგანაა და მეღიმება..
იქ,სადაც ვფიქრობდი,რომ დასრუდებოდა,შევმცდარვარ..
არაფერი არ სრულდება ერთი კოცნით და ..
არაფერი არ ეცემა დავიწყებას,როცა თხემით ტერფამდე განიცდი ამას..
ყუთს გაღიმებული ვხსნი თავსახურს და,გაოცებული დავყურებ მამაკაცის პერანგს.
გაურკვევლობიდან უცებ გამოვდივარ და ბედნიერებისგან ფართედ მეღიმება,შემდეგ კი,გულღიად მეცინება..
–სიგიჟეა,ეს სრული სიგიჟეა– გაოცებული ვიძახი და,ფრთხილად ამომაქ..
თეთრ საყელოზე ისევ ეტყობოდა კოცნის კვალი..
–*იმდღეს მივხვდი,რომ მამაკაცის პერანგებზე გიჟდები...
იცი?როცა ეგოისტი ვარ და,მირჩევნია,ჩემზე გიჟდებოდე,მაგრამ,ამასაც ავიტან,თუ დამპირდები,რომ მხოლოდ ჩემს საყელოზე იქნება შენი ტუჩის კვალი..
მარიამ!


___
ძალიან,ძალიან..
მთელი გულით ველი თქვენს შეფასებებს..
თქვენი:ანასტასია!



№1 სტუმარი სტუმარი shalo

polis mowmendis axali xerxi

 


№2 სტუმარი სტუმარი ბაბი

შეიძლება ბევრისთვის არაფრის მთქმელი ცარელა ტექსტი მაგრამ ჩემთვის რაღაც საოხრებ ...ბეცრი მოთხორობა წამიკითხავს ვკითხულობ მაგრამ ეს ზუსტად ის არის რასაც ვეძებდი მართალც საოცარი ნაწერია და მიხარია რომ გიპოვე ...ჩემი პირველი კომენტარი ამ საიტზე ❤❤❤❤

 


№3  offline მოდერი N1penguin

OMG... scream რაღაც საოცრებაა ეს scream სასწაული წერის სტილი გაქვს, ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი heart_eyes heart_eyes დიდი იმედი მაქვს, კიდევ ვიხილავ შენს ისტორიებს blush blush

 


№4 ახალბედა მწერალი tasusuna

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი თიკა

ლამაზი,სახალისო,სასიამოვნო ისტორიაა <3
ღიმილით დავიწყე და ჩავამთავრე.
მადლობაა შენ

 


№6  offline წევრი LaLiDze

ტკბილი ისტორია იყო <3

 


№7 ახალბედა მწერალი tasusuna

madloba ❤❤❤❤

 


№8 სტუმარი Kusa13

ძალიან საყვარელი იატორია იყო ❤❤არვიცი რა მაგრამ თითქოს ყველაფერი დაიტია ❤❤

 


№9  offline წევრი tatiko.1995

gamatbo dzalian kargi iyoo

 


№10  offline მოდერი abezara98

ძალიან, ძალიან კარგი იყო და გაგრძელება დაწერე რაა აუცილებლად heart_eyes blush

 


№11 სტუმარი სტუმარი რუსკა

პატარაა მაგრამ მრავლისმთქმელიაა.მომეწონაა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent