შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს წერილებს გიტოვებ სამახსოვროდ (3)


13-04-2018, 22:29
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 1 171

სანაგვე ყუთში ჩამწვარი ფურცლის გადარჩენილ ნაწილს ვიღებ. დარჩენილ ასოებს, წინადადებებს ვაკვირდები. როგორც ეს ამბავი განახევრდა, თავს დაახლოებით ახლა ასე ვგრძნობ.
„ ... არც გახსოვარ და ბოლოს შენ! შენ სულ განსხვავებული ხარ არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ აი ძაან დიდი მეგობრობა, სიყვარული მაკავშირებს და ყველაფერი მაკავშირებს შენთან!“
საწოლზე გულამოვარდნილები ვემხობით. ლაპარაკის თავი არცერთს არ გვაქვს. გიორგი ისე ხმამაღლა სუნთქავს, მგონია მალე ჩემს სუნთქვასაც თან გაიყოლებს. სუნთქვა მებოჭება.
დგება, აქეთ-იქით მიყრილ საცვლებს აგროვებს, იცვამს და საწოლის კიდეზე რბილად ეშვება.
- რამეს მალავ? - მეკითხება.
რას უნდა ვმალავდე? წინ ვიწევი:
- რას გულისხმობ? - ვერ გამეგო რისი თქმა სურდა.
- რამეს მალავ-მეთქი? გეკითხები! - ხმა ოდნავ უმკაცრდება.
- ამ ყველაფრის გარკვევა ჩემთან სექსის მერე მოგინდა? - ვბრაზდები.
- რომ გავარკვევთ, არამგონია მერე მაგის საშუალებაღა გვქონდეს. - უდარდელად ამბობს და ცინიკურად მიყურებს, - აბა, რას მალავ?
- გაეთრიე! - ბოლო ხმაზე ვუყვირი, - გააჯვი ჩემი სახლიდან. აქ მოთრეული აღარ დაგინახო! - ჩემმა რეაქციამ აშკარად შეაშინა, მაგრამ თან ჩემი საქციელით იმასაც გავუსვი ხაზი, რომ მართლა რაღაცას ვმალავდი, - არ გესმის? გადი-მეთქი! - ვეუბნები გაშეშებულად მდგომ გიორგის. უსიტყვოდ მიდის. არც კარს იჯახუნებს. ბიძგს ვეძებდი რომ ფეხები მომკვეთოდა და ძირს დავცემულიყავი. ბოლოს, ფეხები მაინც მომეკეცა და დაბლა დავეცი. საწოლის მატრასს ვეჭიდებოდი, სისხლიან თეთრეულს აქეთ-იქით ვყრიდი. რთული ყოფილა აიტანო ის, რომ გამოგიყენეს.
„არამგონია მერე მაგის საშუალება გვქონდეს“ ჩამესმის მისი სიტყვები ყურში და სმენა ისე მიგუბდება, მგონია თავი გამისკდება. ფეხებშუა ტკივილს ვგრძნობ. პარკში ვაგროვებ თეთრეულს და გარეთ გადასაყრელად გამაქვს, შემდეგ ლეიბს ვხეხავ გულმოდგინებით რომ სიწითლე გავუყვანო და რომ ფერმკრთალდება, უკუღმა პირით ვაბრუნებ საწოლზე. ამ ყველაფრის კეთებამ ბრაზი ოდნავ მომანელებინა.
შემოდგომის მიწურულს, გიორგის დედა ელენას მამასთან ერთად, კაფეში დავლანდე, მას შემდეგ, რაც საკუთარ ცვლას ვამთავრებდი კაფის სამზარეულოში. მაშინ, არ მეგონა თუ ვინმემ შემამჩნია, რომ მე ის დავინახე. რეალურად, ყველა იქ მომუშავე ადამიანმა ნახა ეს ყველაფერი. იმ სამუშაოს თავი მალევე დავანებე. მართალია ამის გამო, ბიძაჩემი გამინაწყენდა, რადგან დიდხანს დარბოდა ჩემთვის ამ სამუშაოს მოძებნისთვის, მაგრამ დაღლილ-დაქანცული ვეღარაფერს ვასწრებდი რომ მეკეთებინა.
ის დღე როგორ გაილია წარმოდგენა არ მაქვს. არც საუკუნოდ ქცეულა და არც წამის მეასედად. უბრალოდ გაილია ისე, რომ დროზე არ მიფიქრია. როგორც ეს გიორგისთან ყოფნისას ხდებოდა ხოლმე. იქნებ, ამ დროსაც სწორედ ეგ განცდა მქონდა, რომ გიორგი გვერდიდან არ მშორდებოდა.
მიზნებს ტყუილად არასოდეს ვისახავდი. ამ დღის მიწურულს კი, საკუთარ თავს პირობა დავუდე, რომ ამ ბიჭს გავანადგურებდი, სწორედ იმის გამო, რომ მომკლა.
აქ, ბარემ იმისი თქმაც აუცილებელია, რომ ზოგჯერ ჯობია, აიღონ თოფი და თავში დაგახალონ, ვიდრე სულიერად მოგკლან და ზომბად გაქციონ. მაგრამ თოფის სროლა ერთჯერადი სიამოვნებაა, უყურებდე ადამიანს, რომელიც შენს გამო ყოველდღე ერთნაირად იტანჯება კი - მრავალჯერადი.
რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ვინც მართლა გიყვარს, ბოლომდე ვერ გააქრობ გრძნობებს და ვერ დაივიწყებ.
რა დროც არ უნდა გავიდეს და მის მერე ვისაც არ უნდა შეხვდე, ბოლო გზა მაინც იმასთან გაქვს, ვისთანაც მართლა ბედნიერი იყავი. ყველანაირი მიზეზის გარეშე ბედნიერი ვარ რომ ჩემ ცხოვრებაში იყო და უბედური ვარ იმიტომ რომ აღარ არის. ვინც გამანადგურა, მხოლოდ მასვე შეუძლია ჩემი გაბედნიერება.
მას ვიმსახურებდი
და თვითონაც მიმსახურებდა
რადგან ვავსებდით ერთმანეთს
როგორც სულიერად, ისე ხორციელად.
არავის არ ვყვარებივარ მასე, როგორც მას.
დღემდე ასე მეგონა და თავს ბედნეირად ვგრძნობდი, ვიღაცას ვუყვარვარ-მეთქი. სულ ისეთ ადამიანზეც რომ იცოდე, შენი სიყვარულით იწვება, რომელსაც არ იცნობ, თამაშობ თითქოს გკიდია, მაგრამ გულის სიღრმეში გიხარია, რომ ვიღაც შენზე ფიქრობს.
ლინასთან ორდღიანი კალთაში თავის დებისა და ტირილის მერე, წელში გავიმართე, მაგრამ უცბად, ზურგში რაღაც დამკრავს ხოლმე. სევდა, ტკივილი, აღწერაც შეუძლებელია. ხოდა ეს დარტყმა, ხან იმდენად ძლიერია ორად მკეცავს და მაშინ მართლა უმართავი ვარ. ერთი რამ კი ასეთმა მდგომარეობამ მასწავლა. როგორ ვითამაშო ისევ იმ უდარდელა გოგონას როლი, რომელიც მის შეყვარებამდე და მას მერეც ვიყავი. ახლა ხალხს ჰგონია, თითქოს მიხარია კიდეც, მე და გიორგი რომ დავშორდით. მიხარია? ლამის თავი მომეკლა იმ წუთებში. თუმცა ნაგავი მანამ უნდა მოიშორო, სანამ აყროლდება. კარგია რომ ადრე და არა გვიან. თორემ გვიან აღმოჩენა მისი ნამდვილი სახის, კარგი ნამდვილად ვერაფრით იქნებოდა. რაღაცებს თავისი დადებითი ყოველთვის აქვს.
- მართლა აღარ გაინტერესებს? - მეკითხება ელენე.
არა-მეთქი, მეორედ ვპასუხობ და ვგრძნობ, რომ მასთან ლაპარაკმა უკვე ძალიან დამღალა.
- ესე იგი, არც გიყვარდა?
- მიყვარდა ისე ძლიერ, რა ძლიერაც ახლა მძულს, - ისეთი მზერით ვუყურებ, თითქოს ველოდები როდის დამისვამს მომდევნო შეკითხვას. რამის კითხვის ნაცვლად, თითქოს იმის ნიშნად, რომ ჩემს მდგომარეობას განიცდის, მხარზე ხელს მითათუნებს და ფეხზე დგება. ხუთი წუთი ზურგზე ვწევარ მისი წასვლის შემდეგ და წელს ცივ ასფალტს ვუხახუნებ. არავის თანადგომა არ მჭირდება. ხალხის სიმრავლეს მხოლოდ მასთან ურთიერთობისას ვგრძნობდი, თორემ მანამდე როგორღაც ლინასთან ერთადაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. უმეგობრობა არ მაწუხებს.
ავტოფარეხის სახურავიდან ვხტები, თავს ვიმაგრებ და მიკვირს, დაბლა რომ არ ვეცემი. გამართულად ვდგები და სახლში მივდივარ. უბანი ხშირად ვიკრიბებით ხოლმე გარეთ, როდესაც კარგი ამინდია. ხშირად, გვიანობამდე და ვმღერით, ვთამაშობთ, ვცეკვავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერთობით, მაგრამ დღეს არცერთი არ გაგვიკეთებია.
სახლში მისულმა ნიკასთან მიწერა განვიზრახე. არასოდეს არ დავინტერესებულვარ ამ ბიჭით. ჩემთვის ისეთ ადამიანთან ასოცირდებოდა, რომელიც ყოველ მეორე გოგოს ვწერ. ვინც ჩემს წარსულში, ჩემს წერილებში იხედება, მიხვდება რომ ასეთი ბიჭები არ მომწონს, მაგრამ რატომღაც, ახლა იმის კეთება თუ დამამშვიდებდა, რაც საერთოდაც არ მომწონს. რამე უარყოფითის.
***
ამბობენ ამას სიამოვნების გამო აკეთებენო, მაგრამ პირველად ეს რატომაც გავაკეთე, ოჯახში შექმნილი უსამოვნება იყო. ტკივილის ამის მეშვეობით ვიყუჩებდი. მხოლოდ ამის მეშვეობით ვანეიტრალებდი. შემდეგ, როცა ჩემს ხელებზე ჭრილობებმა იმრავლა და სანამ ძველი შეხორცდებოდა, ახლები ჩნდებოდა, გადავწვიტე საკუთარი თავისთვის მეშველა და ამის კეთება შემეწყვიტა. ასეც გავაკეთე, მაგრამ სამაგიეროდ სიგარეტის მოწევა დავიწყე და ღამეებიც თეთრად თენდებოდა თავისით. დილით ვდგებოდი, ჭრილობებზე ფერად ნაჭრებს ვიხვევდი. მეგობრებმა რომლებმაც ჩემი ქმედებების შესახებ არ იცოდნენ, ახალ სტილს მიქებდნენ. ვამჩნევდი რომ სკოლაშიც ბევრმა დაიწყეს ხელზე ნაჭრების კეთება. ჩვეულებრივ მიწევდა ცხოვრება. სკოლა, სახლი და ყოველთვის იგივე. არავინ იცოდა რა ხდებოდა ჩემს გულში. ვერც ვერავინ გაიგებდა, რადგან გასაჯაროება არ მინდოდა. საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი რა ხდებოდა ჩემში. სხვას რომ ახსნა მოეთხოვა არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. შეიძლება გავქცეულიყავი, გავცლოდი მათ. ან ისეთი რამ მეთქვა, გიჟიაო ეფიქრათ და სამუდამოდ გავერიყე მეგობრების რიგებიდან. იქნებ ასეც მერჩივნა. მალე დამანებებდნენ თავს. მიზეზიც მექნებოდა თავის მოკვლის და არცერთი ჭრილობის მერე სინდისიც აღარ შემაწუხებდა. თვალებს დავხუჭავდი და წავიდოდი. გავფრინდებოდი როცა ჩემი სული ხორცს დატოვებდა. განცალკევდებოდა და მთლიანი ნაწილი ორ სხვა ნაწილად იქცეოდა. ხორცი გაქრებოდა. ადრე თუ გვიან ჩემი სახელიც. ისინი მხოლოდ ჩემიანების გულში დარჩებოდა. ან იქნებ არ… ვინ იცის, ან ვინ შემედავება. მაგრამ მაინც, სიკვდილი არასოდეს ყოფილა გამოსავალი. მიუხედავად ჩემი სისუსტეებისა, სიძნელეებთან შეჭიდება და მათი შეძლებისდაგვარად გადალახვა მიყვარდა. შემდეგ ისე დავსუსტდი, მარტივ საქმეებსაც ვანებებდი თავს და ოთახში ვიკეტებოდი. სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი. ჩაცვენილ, ჩამუქებულ, ჩასისხლულ თვალებს, რომლებიც პირვანდელზე დიდები გამხდარა. შესიებულა. ვეცადე პირველად მაკიაჟით დამეფარა ეს სიმახინჯეები, მაგრამ ვერ გამომივიდა. თავი დავანებე და ოთახში დავრჩი იმის იმედად, რომ ოდესმე გამივლიდა. ეს არ მომხდარა. ჩემს სახეზე ცხოვრების ნაკვალევი სამუდამოდ აღიბეჭდა როგორც წამის რაღაც მეასედი ფოტოზე.
სააბაზანოში ონკანი მოვუშვი რომლიდანაც ცხელი წყალი იღვრებოდა და ოთახს ორთქლით გუდავდა. სუნთქვა გაჭირდა და კარები შევაღე. ჰაერი რომ გაიწმინდა, ისევ დავკეტე და ტანსაცმელი გავიხადე. ცხელ წყალში, რომელიც ნაპირებზე ტივტივებდა, ფეხი ჩავდგი. პირველად ცხელ წყალთან შეხებამ უსიამოვნო შეგრძნება მომგვარდა და დამწვა. კანი ამიწითლა, მაგრამ შემდეგ შევატყე რომ უსიამოვნო სასიამოვნოდ იქცა და მთლიანად ჩავწექი. თმები გარეთ გადავიყარე. ფიქრებმა წამიღო. სიამოვნებისგან ამაკანკალა.



№1 სტუმარი Mkm

საინტერესოაა განაგრძეე, შენი რომ ვიყოო წიგნზე ვიფიქრებდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent