მოურჯულებელი თავი 10
დილით ქეთას კივილმა შეძრა მთელი სახლი და ყველა დააფეთიანა. -რა ხდება? - ჩამოვიდა ხალათმოცმული ანასტასია, რომელიც თვალებს ძლივს ახელდა. -ააააააააააააააა, - ბოლო ხმაზე კიოდა ქეთი და ღრმად სუნთქვას ცდილობდა, - დამეწყოოო! -ვაიმეე, - უცებ მოვიდა გონს ანასტასიაც, - ლაშაა, სწრაფად საავადმყოფოში! ჩემი ნათლული იბადება! -შენი ნათლული თუა, ჩემი შვილია, - გაუცინა ქალს, მერე კი ტკივილისგან წელში მოხრილი ცოლი აიყვანა ხელში და მანქანისკენ გაიქცა, - შენთან ვარ, ქეთი. სანერვიულო არაფერია! მალე მივალთ. -ვაიმეეე, ლაშაააა, - კივილს არ წყვეტდა ქალი, - სწრაფააააად. ქეთი მაშინვე სამშობიარო ბლოკში გააქანეს. 10 წუთიც არ იყო გასული, როცა საავადმყოფოში უკვე მოწესრიგებული ანასტასია, რეზი, დათი, ნიკა, გვანცა და სანდრო ხელში აყვანილი ნინითი შემოლაგდნენ. სულ მალე კი დაქანცული ლაშა გამოვიდა დერეფანში და მომლოდინე მეგობრებს ჩაეხუტა. თან სიხარულის ცრემლებს იწმენდდა. -ჰეე, ამოღერღე ბიჭო! - შეუძახა სანდრომ და ხელი მხარზე დაჰკრა. -ბიჭის მამა ვარ, ბიჭის! - დაიყვირა ბოლო ხმაზე. -გილოცავ, შე ჩემა, - გადაეხვია რეზი. -დედიკოს და ჩემი ნათლულის ნახვას როდის შევძლებთ? - მაშინვე იკითხა ტასომ. -დღეს მხოლოდ მე მაქვს მაგის უფლება, - სახეზე ხელი ჩამოისვა ლაშამ, - დანარჩენები ხვალ ნახავთ ჩემს ვაჟკაცს. -ამ ამბავს დასველება არ უნდა? - უცებ წამოყო თავი ნიკამ, რომელიც გვანცას ეხვეოდა. -გეკადრება? - შეიცხადა დათომ, - სხვაგვარად როგორ შეიძლება? როგორც კი გამოწერენ ბავშვს და შენს ცოლს, ეგრევე ვქეიფობთ! მეორე დღეს ანასტასია არავის დალოდებია. დილაადრიან გავარდა და თავზე დაადგა წყვილს. ქეთას ხელში ეჭირა პატარა არსება, რომელიც საყვარლად ღუღუნებდა და ხელებს ამოძრავებდა. ლაშა კი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა მათ. გოგო კართან შეჩერდა და ბედნიერი აკვირდებოდა ოჯახს. -ნახე, პატარავ, შენი ნათლია მოვიდა, - ღიმილით უთხრა ქეთიმ ბავშვს და ღინღლიან თავზე აკოცა, - შემოდი, ანასტასია. არ გინდა, გაიცნო? გოგომ გაუბედავად გადადგა ნაბიჯი მათკენ და ბავშვს უფრო ახლოდან დააკვირდა. -აშკარად ქეთის ჰგავს, მაგრამ თვალები შენი აქვს, - გაიღიმა და ზურგსუკან დამალული ფუმფულა დათუჩა გამოაძვრინა, - ესეც პირველი საჩუქარი ნათლიისგან. შეიძლება დავიჭირო? -რა თქმა უნდა, - გაუღიმა ქეთიმ და ბავშვი ანასტასიას გადაუწვინა მკლავებში. -ეეე, ასე როგორ შეიძლება? - წამოიძახა ლაშამ, - ჯერ მეც კი არ მჭერია ხელში! -შენ გეხვეწე წეღან, მაგრამ მეშინია არაფერი ვატკინოო და არ დაიჭირე. ხოდა, იყავი ახლა მასე, - გაუჯავრდა ქეთი და გაღიმებულ ანასტასიას შეხედა. ტასომ ხელშიდაჭერისთანავე ღრმად შეისუნთქა ბავშის სურნელი და გაღიმებულმა აკოცა პაწაწო ხელებზე. აქეთ-იქით დადიოდა ბავშვთან ერთად, თან მშობლებს ელაპარაკებოდა, როცა პალატაში დანარჩენები შემოლაგდნენ. -შე უნამუსო ქალო, - მაშინვე დაიწყო ქოთქოთი ნინიმ, - არა, უჩვენოდ როგორ წამოხვედი? -ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, შენ კი არა, ეს გორილაც კი ვერ გამიფუჭებს ხასიათს, - გაღიმებულმა მიუთითა რეზიზე და ისევ ბავშვს დახედა, - პატარა, ნახე ნინი ბებია და სანდრო პაპა მოვიდნენ. ყველას სიცილი აუტყდა. ნინი და სანდრო კი გაბრაზებულები უყურებდნენ ტასოს. -ბავშვი არ გეჭიროს ხელში, გაჩვენებდი ვინ არის ბებია, - კბილებში გამოსცრა გოგომ, მერე კი ყვავილების თაიგული იქვე ტუმბოზე დადო, - მე არ მომიყვან? -მოიცათ, ახლა, რა ყველამ სათითაოდ უნდა დაიჭიროთ ხელში? - აღშფოთდა ლაშა, - ბავშვია, თოჯინა კი არა! -ოჰ, გაიღვიძა მამობრივმა ინსტინქტმა შენში? - გაიცინა ნიკამ. -მგონი, აჯობებს დედიკოს დავუბრუნო და იქნებ სახელიც გვითხრათ? წყვილმა ერთმანეთს გადახედა, როცა ტასომ ქეთის ჩაუწვინა ბავშვი ხელებში. -მე ვუთხრა თუ შენ ეტყვი? - დაიმორცხვა ქეთიმ. -მითხარით, რომ ჩემს ნათლულს სერაპიონს არ არქმევთ და მეტი არაფერი მინდა! -სერაპიონს არა, ბეჟანის ვარქმევთ, - სერიოზულად თქვა ლაშამ. -მართლა? არ ხუმრობთ? - შეიცხადა ნინიმ, - ვაიმე, საწყალო ჩემო ბიჭო, არ ჰყვარებიხარ მშობლებს, ბეჟანობისთვის რომ გაგიმეტეს! -გოგო! - გააჩუმა ტასომ, - ხუმრობს, მართლა ბეჟანს კი არ არქმევს. -მაშინ ამოღერღეთ! - გაბრაზდა დათო. -მოკლედ... - დაიწყო ლაშამ, - მზად ხართ? -ლაშა, ახლა მოგკლავ და ერთი დღის ბავშვს დაგიობლებ, - სრული სერიოზულობით უთხრა ნინიმ. -მე და ჩემმა საყვარელმა მეუღლემ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შვილს და ანასტასიას ნათლულს ვარქმევთ... -ანდრეას, - დააბოლოვა ქმრის სიტყვები და ანასტასიას სევდიან და ამასთანავე ბედნიერ თვალებს შეხედა. -საუკეთესოები ხართ, მართლა და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი შვილის ნათლია ვიქნები, - აწყლიანებული თვალებით შეხედა წყვილს, ჯერ ლაშას გადაეხვია მაგრად, შემდეგ ქეთი ჩაიკრა გულში ფრთხილად, პატარა ანდრეას აკოცა და პალატა დატოვა. რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდნენ და სულ სხვა რეჟიმზე გადაერთნენ. ბავშვი ხან ვის ეწვინა მკლავებში და ხან ვის. მერე კი კარგად იქეიფეს, ანდრიას დაბადება და გვანცასა და ნიკას წყვილი დალოცეს და მეორე დღეს თბილისს დაუბრუნდნენ. თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ანასტასია ნინის მის ბინაში დაადგა თავს და ეშმაკური ღიმილით შევიდა მისაღებში. -ასე რატომ მიცინი? - მაშინვე ჰკითხა დაეჭვებულმა ნინიმ და დას უკან მიჰყვა. -გინდა დავნიძლავდეთ? მიდი, ყავა მომიდუღე და გეტყვი. ნინიმ როგორც კი მოისმინა ყველაფერი, მაშინვე უარზე დადგა. შემდეგ კი ანასტასიამ მაინც მოახერხა მისი დაყოლიება. მასაც სხვა რა გზა ჰქონდა? ანასტასიას დაენიძლავა და თან დაჰპირდა, ნახე თუ არ მოგიგოო. -მერე, მეც ეგ მინდა, - გაუცინა დას და თვალი ჩაუკრა. ნინიმ მაშინვე დაურეკა სანდროს და თავისთან მისვლა სთხოვა. ბიჭი გაკვირვებული იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაოცდა, როცა ნინიმ მობილურზე მისწერა. „სანდროო, ვარდები გამომიყოლე. სიყვარული უნდა ამიხსნა“, ბიჭმა მაშინვე გააჩერა მანქანა და მონაწერს დააკვირდა. „სულ გაგიჟდი? მორჩა, დამსახურში ვბრუნდები! მეც არ ვთქვი, რა სასწაული მოხდა ამისთანა, ჩემი ნახვა, რომ მოუნდა-მეთქი?“ - მიწერა და მანქანა მოაბრუნა. „სანდრო, მანქანა მოაბრუნე და 5 წუთში ჩემთან გაჩნდი, თორემ სამსახურში დაგადგები და შენი თანამშრომლების თვალწინ აგახსნევინებ სიყვარულს!“ სანდრომ უნებურად უკან გაიხედა, მანქანაში ხომ არ ზის ნინიო და მისგან კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა: „არ მინდოდა, სიურპრიზი გამემხილა, მაგრამ, მაიძულე. თუ მოხვალ და სიყვარულს ამიხსნი, ანასტასია 1 კვირით ეგვიპტეში გაგვიშვებს. მე კი ძალიან მინდა, ჩემი ერთ-ერთი საოცნებო ქვეყნის ნახვა. წარმოიდგინე პირამიდები, ნილოსი... თუ 5 წთ-ში აქ არ გაჩნდები, მოგკლავ. აბა, გკოცნი, საყვარელო “. სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა ამ ესემესის წაკითხვისას. ცოტა ხანს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, მერე კი მართლა ნინის სახლში წავიდა. ანასტასია, რა თქმა უნდა, არსად წასულა. როგორ დამიმტკიცებ, სანდრიკომ ნამდვილად აგიხსნა სიყვარული თუ არა, ჩემი თვალით თუ არ ვნახეო. სამზარეულოდან შოკოლადები და წვენი გამოიტანა თავისთვის და სეირის საყურებლად მოემზადა. ისიც შეამჩნია, როგორ ემესიჯებოდა ნინი სანდროს და ეშმაკურად ჩაიცინა. -მგონი, შენი უფლისწული მოსვლას არ აპირებს, - გამომწვევად თქვა ტასომ და წამოდგა. -კარგი, რა ანასტასია, ჯერ მხოლოდ ნახევარი საათი გავიდა, რაც დავირეკე. არ იცი, ქალაქში როგორი საცობებია? - ნინის უკვე თვითონაც ეპარებოდა ეჭვი, რომ სანდრო მოვიდოდა, მაგრამ უცებ ზარის ხმა გაიგო და კარის გასაღებად სიხარულით გავარდა, თან ანასტასიას უყვიროდა, ხომ გეუბნებოდიო. ტასო გულში იცინოდა ნინის ფორიაქზე, სახეზე კი მხოლოდ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ნინიმ ლამის გამოგლიჯა კარი და გაღიმებული სანდროს დანახვისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ნინიმ თვალი მოჰკრა ჰოლში გამომავალ დას და სანდროს მაშინვე ღიმილით ჩაეხუტა. -მმმ, ვარდებზე მერე დაგელაპარაკები! თამაშში ამყევი! - ყურთან უჩურჩულა და სველი კოცნის კვალი იქვე დაუტოვა. ანასტასიას გასაგონად კი ხმამაღლა უთხრა: -შემოდი, სანდრო. -ჰმ, სანდრო, შენ ხარ? - ჰკითხა ტასომ და ისევ მისაღებში დაბრუნდა. ორივენი უკან მიჰყვნენ და ერთად ჩამოსხდნენ დივანზე. -აბა, გისმენთ, - დაიწყო ტასომ, - ნინიმ მითხრა, რომ ჩემთვის რაღაც გქონდათ სათქმელი. -მართალია, - თქვა ნინიმ და მორცხვად გახედა ბიჭს (არა, ისე ამ გოგოს ოსკარი ეკუთვნის რა ასეთ თამაშში), - იცი, მე და სანდრო... -ანასტასია, მე ნინი მიყვარს, უბრალოდ მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება და სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა შენთვის, - ისე გულწრფელად თქვა ბიჭმა, რომ ნინის გული გაუთბა და ბიჭის თითებში ახლართა თავისი თლილი თითები. -კაი, კაცო?! - გაიკვირვა გოგომ, - მართლა? არ მატყუებთ? მეგონა, რაიმე ახალს მეტყოდით. ერთმანეთი რომ გიყვართ, ეგ დიდი ხანია ვიცი. ნინი გაშრა და საცოდავად გახედა სანდროს. სანდრომაც სიტუაციით მეც ხომ უნდა ვისარგებლოო და ანასტასიას უთხრა: -მართალი ხარ, მაგრამ, მე მხოლოდ ამის თქმას არ ვაპირებდი. -არა? - ნინიმ შეხედა და თვალები დაუბრიალა. -ნინი, მე და შენ ხომ დიდი ხანია ვგეგმავდით ამას. ვიცი, რომ ანასტასიასი გერიდება და ამიტომ მე ვეტყვი, - ბიჭმა მომაკვდინებლად გაიღიმა, - ანასტასია, ჩვენ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და მინდა, რომ ნინი ხვალვე გადმოვიდეს ჩემთან. მის გარეშე თითქოს სახლი ცარიელია. ნინი გამწვანდა, გალურჯდა, გაწითლდა და ყველანაირი ფერი მიიღო რაც კი შეიძლებოდა. ანასტასია და სანდრო კი ამაზე ხალისობდნენ. -ვაიმე, როგორ გამახარეთ, თქვენ ხომ არ იცით, - გაიღიმა ტასომ და ჯერ ნინის გადაეხვია, მერე კი სანდროს. -ანასტასია როგორც კი წავა, ჩემი ხელით დაგახრჩობ, - ღიმილით უთხრა ნინიმ სანდროს და მერე ტასოს გახედა. -აბა, ჩემო ძვირფასო დაიკო, გინდა დაგეხმარო ტანსაცმლის ჩალაგებაში? - ჰკითხა ტასომ და უდარდელად დაუბრუნდა თავის ადგილს. -რა ტანსაცმლის? - გაოცდა ნინი. -სანდრო, შენთვის არ მითქვამს, ხო? - ყურადღება არ მიაქცია დას და პიდაპირ სიძეს ახედა, - ორივეს ეგვიპტეში გიშვებთ ერთი კვირით. ხვალ მიემგზავრებით. -კი, მაგრამ... - დაიწყო ნინიმ. -მართლა? საუკეთესო ცოლის და ხარ! -დამშვიდდი ნინი, ჩამოსულს შენი ბარგი უკვე სანდროსთან დაგხვდება, თუ მაგაზე ღელავ. იმედი მაქვს, საჩუქარს ჩამომიტანთ, - საყვარლად გაუღიმა ორივეს. -კი, აუცილებლად, ამის მუმიას, - მშვიდად თქვა ნინიმ და ხელით სანდროზე ანიშნა. ანასტასიამ დის კომენტარს წაუყრუა და წამოდგა. -ჩემი ნუ გრცხვენიათ, შეგიძლია ერთმანეთს აკოცოთ. ოღონდ მალე. მერე ეს ბიჭი გაუშვი, მასაც აქვს ბარგი შესაკრავი. -და შენ უნდა გვიყურო? - გაიკვირვა ნინიმ. -პირველი იქნება თუ უკანასკნელი? - გაიღიმა გოგომ და სანდროს ხელით უბიძგა ნინისკენ. ბიჭმა ძალიან ფრთხილად შეახო ტუჩები ნინის ტუჩებს, გოგოც აჰყვა. მალე კი ერთმანეთს ველურებივით ჰკოცნიდნენ. ნინი მალევე გამოერკვა, ბიჭის ქვედა ტუჩს კბილები ჩაასო და მანამ არ გაუშვა, სანამ სისხლის გემო არ იგრძნო. ბიჭს გაუღიმა და წამოდგა. -აბა, სანდრიკო, დღეისთვის გეყოფა. იმედია, ხვალ არ ჩაგეძინება ან რაიმე არ მოხდება, რომ შემთხვევით ფრენაზე არ დააგვიანო. ბიჭმა ენისწვერი გადაისვა ტუჩებზე და გოგოს გვერდულად გაუღიმა. -დამშვიდდი, ჩემო სიცოცხლე, მაღვიძარას დავაყენებ, თუ არა და ანასტასია ჩემ გარეშე მაინც არ გაგიშვებს. ასე არაა, ანა? -ანასტასია, მართალია რასაც ეს არსება ამბობს? -ისე ეგ აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, - ამოილაპარაკა ტასომ და დას გაუღიმა, - მართალია. -მე მიკეთებ ამას? - ჰკითხა უკვე აშკარად გაცხარებულმა, - შენს საკუთარ დას? -ნუ გახდები ახლა დრამის დედოფალი, შენი ჭირი მე, რაა. -შენ საერთოდ ხმა არ ამოგეღება. არა, როგორ მიშვებს შენთან ერთად? ისა და ანასტასია, - დაიწყო ცოტა ფიქრის შემდეგ, - და რამე მოხდება, ამის გარეშე რომ ჩამოვიდე, ან შემთვევით აეროპორტში დამრჩეს? -ნინი, გირჩევნია ბარგს მიხედო და ნუ აცდენ ამ ბიჭსაც, - მშვიდად უპასუხა დას და ნინის ოთახში შევიდა, - ჩემოდანი სად გაქვს? - გამოსძახა ოთახიდან. -ოოოო, ჯანდაბას თქვენი თავი. ეგვიპტის ნახვისთვის რას არ ჩაიდენს კაცი. **************** აეროპორტში მათი რეისიც გამოაცხადეს და რახან ანასტასია დას დიდად არ ენდობოდა, სტამბულამდე ლაშაც გააყოლა. (ნუ, ლაშას საქმე ჰქონდა და მაინც მიდიოდა). -ლაშა, აბა, შენ იცი, - არიგებდა ასვლამდე ტასო, - სიძეს მიმიხედე. მე იმას არ ვენდობი, - და თითით ექსკავატორზე მდგომი ნინი დაანახა, - სადმე არ დამიტოვოს. შეეცადე, დარწმუნდე, რომ თვითმფრინავში ორივე იჯდება. თორემ ჩემი დის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება აეროპორტში დატოვოს ან შუა ფრენისას გადმოაგდოს უპარაშუტოდ. შენ ცოლ-შვილზე მე ვიზრუნებ. -და კაიროში რომ ჩავლენ, იქ რაღას იზამ? იქაც მე ხომ არ გეყოლები? -ეჰ, ლაშა, ლაშა, ამდენი ხანია მიცნობ და კიდე ვერ გამიცანი კარგად? - დანანებით ჩაილაპარაკა ტასომ და თავი გადააქნია, - შენ მთავარია სტამბულამდე მიადევნე ყურადღება და მერე კაიროში საკუთარ თავს თვითონ მიხედავენ, - უთხრა და ეშმაკურად ჩაიცინა. -მართლა? - გაუკვირდა ბიჭს. -რა თქმა უნდა, არა! შენი აზრით ნინის ვენდობი? შენ შენს საქმეს მიხედე. კაირო უკვე ჩემი პრობლემაა. აბა, ახლა წადი, თორემ გაგასწრო თვითმფრინავმა და როგორც კი ჩახვალთ, გამაგებინეთ! ანასტასიამ ლაშაც გააცილა, რომ დარწმუნდა თვითმფრინავიდან ვერავინ ჩამოვიდოდა, ტაქსი გააჩერა და ნინის ბინაში წავიდა. იქ მალევე მორჩა დის ნივთების ჩალაგებას, ბარგი ისევ ტაქსიში ჩადო, კარი გამოიკეტა და ახლა სანდროსთან სახლში წავიდა. ნინის ნივთები ბიჭის ოთახში შეიტანა, ამოალაგა და მხოლოდ ამის შემდეგ კმაყოფილი ღიმილით წავიდა დედამისთან. -დედაა, - დაიძახა ეზოში შესულმა და ქალმაც სამზარეულოდან გამოყო თავი. -რამე მოხდა, ანასტასია? -ზუსტად 10 დღე გაქვს ქორწილის დასაგეგმად და გასამზადებლად, შეძლებ? - პირდაპირ კითხა ქალს და გაუღიმა. -მასეთები მომისწრია? - გაუღმა ქალმაც და მხოლოდ მერე კითხა, - ვისი ქორწილია? -ნინისი, - დედამისის რეაქციას დაელოდა და როცა ქალი მოსასულიერებელი არ გაუხდა, უთხრა, - სიურპრიზს ვუწყობთ მე და სანდრო. სიძემ მთელი გულით გთხოვა, რომ ამ საქმეს ხელი შენ მოკიდო. მე რაშიც დაგჭირდები, ყველაფერს შეგისრულებ. სიძის კოსტიუმიც და საპატარძლო კაბაც ჩემზე იყოს. -არ მეგონა ნინიზე გადარეული შვილი თუ მყავდა, მაგრამ, აი, - თავი გადააქნია ქალმა, - ჯერ ეგვიპტეში გაუშვი ორივე და ახლა უწყობ ქორწილს? ნორმალური თუ ხარ, შენ? -ნიძლავი მქონდა წაგებული და მაგის გამო გავუშვი ეგვიპტეში. აი, საქორწინო საჩუქრად უფრო მაგარი რამ მაქვს დაგეგმილი. -რა? მადონას სერვიზს აჩუქებ, წარწერით დედამთილს ამ მზითევით უფრო მოეწონებიო? -კარგი, რა, დედა. რაღა დროს მადონას სერვიზია. დაბადების დღე ხომ არ აქვს? ახლა უფრო პამპერსების შეკვრაზე ვფიქრობ. -რაააა? - ქალს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. -დამშვიდდი, ჯერ არ არის ორსულად, მაგრამ ხომ იქნება, არა? -მასე, ღმერთმა დაგვიფაროს, ოდესმე ხომ მოვკვდებით და ბარემ პირდაპირ კუბო ვაჩუქოთ, არ გინდა? -და მერე იკითხავ, ვის ჰგავს ნინი, ასეთი გიჟიო. ************ -შენი აზრით, ანასტასიამ დაიჯერა ის ფარსი? - ჰკითხა სანდრომ, როცა სტამბულიდან აფრინდნენ. -არამგონია, მაგრამ ახლა ეგ ფაქტი სულ არ მაინტერესებს. მთავარია, ჩემს საოცნებო ქვეყანაში მივდივარ. -და არც კი გაინტერესებს, რა შეიძლება ჰგონდეს მომზადებული ჩვენთვის შენს დას? -კარგი რა, სანდრო. ანასტასია საქართველოშია, ჩვენ კი მალე ეგვიპტეში ვიქნებით. არა, მითხარი, რა შეიძლება მოახერხოს იმ სიშორიდან? -მართალი ხარ, - უთხრა გოგონას, მაგრამ გულში სულაც არ სჯეროდა თავისი ნათქვამის. ნინიმ საძილე აბი დალია და დარჩენილი გზა სანდროს მხარზე თავჩამოდებულმა გაატარა. თითქოს რეფლექსებში ჰქონდა გამჯდარი, ბიჭის სურნელს ხანდახან ღრმად ისუნთქავდა და კანზე ცხვირს უხახუნებდა. სანდროს კი ამ დროს თავისი ემართებოდა. თითქოს სხეულში ათასობით ჭიანჭველა იწყებდა მარშით სიარულს და გაჩერება არ სურდათ. ნინიმ ტრაპზე ფეხი დადგა თუ არა, ღრმად ჩაისუნთქა ეგვიპტის ჰაერი და გაიღიმა. ყველანაირი პროცედურის გავლის შემდეგ, როგორც იქნა ტაქსიში ჩასხდნენ და ანასტასიას მიერ ნათქვამ სასტუმროშიც მივიდნენ. სასტუმროს ძველეგვიპტური სასახლის ფორმა ჰქონდა, ხოლო ბოძებად ანტიკური ღმერთების გამოსახულებები ეყენა. გოგონა აღტაცებული შესცქეროდა ქანდაკებებს და სანდროს, რომელიც ტაქსისტთან ერთად ბარგს მოათრევდა, თითოეული მათგანის სახელს ეუბნებოდა: -შეხედე, აი, ოსი, მის გვერდით ისიდა, ჰორუსი, ბასტეტი, ანუბისი, ნახე, სანდრო, სეთიც კი გამოუსახავთ. გოგონა მთელი ემოციით ლაპარაკობდა თითოეულზე და სანდროს ერთი სული ჰქონდა ეკოცნა. ნინი, როგორც იქნა, მორჩა ლაპარაკს და ჰოლშიც შევიდნენ. სასტუმროს იატაკი მთლიანად მარმარილოს ფილებს დაეფარა, რომელზეც ძველეგვიპრუტი იეროგლოფები და სხვადასვა სცენები იყო გამოსახული. ნინი ძლივს მოსწყდა მათ თვალიერებას და ალბათ არც მორჩებოდა, სანდროს მისთვის ხელი რომ არ ჩაევლო და სარეგისტრაციო მაგიდასთან არ მიეყვანა. -მოგესალმებით სასტუმრო მემფისი. რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ჰკითხა ძველებურ სამოსში გამოწყობილმა ბიჭმა და წყვილს გადახედა. -ჩვენს სახელზე ნომრები უნდა იყოს დაჯავშნილი. -თქვენი პასპორტები თუ შეიძლება, - ბიჭმა სწრაფად შეიყვანა სახელები და შემდეგ გაღიმებულმა მიაწოდა ნომრის გასაღები, - აი, ინებეთ თქვენი ნომრის გასაღები და გილოცავთ. -რას? - ორივემ ერთდროულად შეიცხადა და გაკვირვებულებმა გახედეს რეგისტრატორს. -დაქორწინებას. თქვენი ნომერი ახლად დაქორწინებულთა ლუქსია. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ. -უკაცრავად, რა თქვით? - უკვე ბრაზის გადმოსანთხევად ემზადებოდა ნინი. -რა ასე არ არის? - საწყლად იკითხა ბიჭმა. სანამ ნინი რამეს იტყოდა, სანდრომ იკითხა: -ერთი თავისუფალი ოთახის ქირაობა გვინდა კიდევ. ბიჭმა რაღაც აკრიფა, შემდეგ კი შეწუხებულმა გახედა წყვილს და უთხრათ: -ახლა ტურისტული სეზონია გახსნილი და სამწუხაროდ ყველა სხვა ნომერი დაჯავშნილია. -ანუ მე და ამას ერთ ოთახში მოგვიწევს ძილი? - შეიცხადა ნინიმ და მკვლელი მზერით გახედა რეგისტრატორს. -პირველი იქნება თუ რა, - ჩაიალაპარაკა ქართულად სანდრომ და მერე რეგისტრატორს მიუბრუნდა, - იმედია, დივანი მაინც დგას ჩვენს ოთახში. -რა თქმა უნდა, - მხიარულად დაუქნია თავი და ერთ-ერთი მოსამსახურე ბიჭი იხმო თავისთან, - ჰასანი მიგაცილებთ თქვენს ოთახამდე და ბარგის წამოღებაშიც დაგეხმარებათ. სადღაც 20 წლის ბიჭმა მკვირცხლად მოჰკიდა ხელი 2 ჩემოდანს და წყვილს კიბეებისკენ გაუძღვა. რახან სასტუმრო სულ 3 სართულისგან შედგებოდა, ლიფტიც არ ჰქონდათ, კიბეებით მოუხდათ ბოლო სართულზე ასვლა. ბიჭმა ჩემოდნები ოთახის შუაგულში დატოვა, სტუმრებს თავი დაუქნია და ხმისამოუღებლად წავიდა. სანდრო და ნინი კი ვარდის ფურცლებით მორთულ ოთახში მარტო დარჩნენ. ვარდისავე ფურცლებით გამოეყვანათ გული საწოლზე, ხოლო მაგიდაზე ხილი და ყინულში ჩადებული შამპანიური იწონებდა თავს. ოთახის ერთი მხარე, რომელიც აივანზე გადიოდა, მთლიანად მინის იყო და თეთრი გამჭვირვალე ფარდები ფარავდა. ხედი კი ნამდვილად საოცრება იყო. ხელის გულივით მოჩანდა გიზას პირამიდები, ხოლო ცოტა აქეთ, ნილოსი მიედინებოდა თავისთვის ძალიან მშვიდად. ნინიმ სწრაფად გამოხსნა აივნის კარი და გარეთ გავიდა. აივანიც კი ძველებური სტილის იყო. გოგო მოაჯირს დაეყრდნო და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა. -რაო, რას მეუბნებოდი, ანასტასია თბილისშია და ვერანაირ სიურპრიზს ვერ მოგვიწყობსო? - აივანზე გამოვიდა წელსზემოთ შიშველი სანდრო და გოგოს გვერდით მოაჯირს ზურგით მიეყრდნო. ნინის ხმაც არ გაუცია, სწრაფად გადაიტანა ყურადღება ისევ პირამიდებზე და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. -მე აუზზე ვიქნები, - სწრაფად მოშორდა გოგოს და თავისი ბარგისკენ დაიძრა. სანდრომ სააბაზანოში სწრაფად გამოიცვალა, პირსაწმენდი მხარზე გადაიკიდა, ტელეფონი და სათვალე აიღო და უხმოდ დატოვა ოთახი. ნინიმ მხოლოდ სანდროს გასვლის შემდეგ ამოისუნთქა. თითქოს აქამდე სუნთქვაშეკრული იდგა ან ჰაერი არ ჰყოფნიდაო. თავისი ტანსაცმელი სწრაფად ამოალაგა, საცურაო კოსტიუმიზე გამჭვირვალე სარაფანი გადაიცვა, ქუდი და მზის სათვალე მოირგო, მობილური მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ჩააგდო პირსახოცსა და კრემებთან ერთად, დამლაგებელს ოთახის ვარდის ფურცლებისგან გათავისუფლება სთხოვა და თვითონაც აუზზე ჩავიდა. ცარიელ შეზლონგზე პირსახოცი გაშალა, სარაფანი გადაიძრო და წამოწილილი ეგვიპტის მზეს მიეფიცხა. სანდრო კი ამ დროს აუზში იყო და ცურავდა. ნინი რომ დაინახა, თანაც ისეთ საცურაო კოსტიუმში, რომელიც ყველა მის ღირსებას თითქმის ვერ ფარავდა და ძალიან სექსუალურად წარმოაჩენდა, კინაღამ ნერწყვების ყლაპვით დაიხრჩო. მერე კი თვალი მოჰკრა ერთ-ერთ მზისგან გარუჯულ კაცს, რომელსაც უკვე მოესწრო ნინის მეზობელ შეზლონგზე წამოწოლა და გოგონასთან საუბრის გაბმა. ბიჭი ნერვებმა აიტანა და ლამის მაშინვე მიეჭრა წყვილს. აი, პიკი მაშინ იყო, როცა გოგო მუცელზე დაწვა და იმ კაცს მზისგან დამცავი კრემი მიაწოდა. კაცმაც დიდი სიამოვნებით გამოართვა, ცოტაოდენი ხელებზე დაისხა და გოგონას ბეჭებს ნაზად შეეხო. სანდრო მაშინვე ამოვიდა აუზიდან და მკვლელი მზერით დაადგა მოსაუბრე წყვილს. ნინი მისგან ზურგით იყო შებრუნებული და ვერც კი შეამჩნია ბიჭის მისვლა. ის გარუჯული ტიპი თან კრემს უსვამდა ზურგზე და თან რაღაცას ელაპარაკებოდა, ნინი კი ამაზე იცინოდა. ნინიმ მხოლოდ მაშინღა ამოიხედა, როცა თავზე ჩრდილი დაადგა და კაცის ხელები მისთვის კარგად ნაცნობმა ხელებმა ჩაანაცვლა. -ხელები მომაშორე და აუზს დაუბრუნდი, - უხეშად მიმართა ბიჭს ქართულად, არადა სულ სხვა რამეს ფიქრობდა და გრძნობდა. სანდრომ არაფერი უპასუხა, კრემის წასმა დაამთავრა, გახურებული ტუჩებით უცებ აკოცა მხარზე და თავისი შეზლონგისკენ გაემართა. ნინის თითქოს გული დასწყდა, ბიჭმა რომ არაფერი უთხრა, არ ეჩხუბა და ასე დატოვა. გოგოს ჯერ კიდევ ეწვოდა და უხურდა ის ადგილი, სადაც სანდრომ აკოცა. მერე კი დაინახა, რომ ბიჭმა თავისი ნივთები აიღო და ნინის გვეედით მდგომ შეზლონგზე გადმოალაგა. -ის ვინ იყო? - ჰკითხა ბიჭმა მკაცრად და სათვალე მოირგო. ნინიმ თვალი ააყოლა სანდროს ნავარჯიშებ სხეულს, რომელზეც წყლის წვეთები დასრიალებდნენ და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში. -ვინ ის? - არაფერი შეიმჩნია გოგომ და შეზლონგზე უკეთესად მოთავსდა. -ნინი, გეკითხები და მიპასუხე, ვინ ჯანდაბა იყო ის ს**ი, ხელებს რომ გიფათურებდა? -ააა, ალიზე მეკითხები? - ვითომ ახლა გაახსენდა, სათვალე ოდნავ ჩამოიცურა ცხვირზე და ისე შეხედა ბიჭს, - ისეთი არავინ. უბრალოდ არაბი შეიხია, დუბაიში ფლობს რამდენიმე კუნძულს, აი, ხომ იცი, პალმის ფორმა რომ აქვს და კიდევ ნავთობმაგნატია. და, ხო, ხელებს არ მიფათურებდა, ადამიანურად დამეხმარა ზურგზე კრემის წასმაში. -სხვა ვერავინ ნახე, არა? -მაინც ვინ უნდა მენახა? - გაიოცა გოგომ და ბიჭის გაბრაზებულ სახეს მზერა მოაშორა, - გეყოფა რა, სანდრო. მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი და არა შენთან საჩხუბრად. -ხოდა, ნუ მომიშლი ნერვებს და არც გეჩხუბები! -აჰა, ისევ აგრძელებ! - თვალები აატრიალა გოგომ და სათვალე გაისწორა ცხვირზე, - გარუჯვის სურვილიც კი აღარ მაქვს, - წამოვარდა ფეხზე, სწრაფად აიღო თავისი ნივთები და სასტუმროსკენ წავიდა. მთელი დღე ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ღამითაც სანდრომ დივანზე დაიძინა, ხოლო ნინიმ იმხელა საწოლში. მეორე დღეს კი ქარავნით უნდა წასულიყვნენ გიზის პირამიდების მოსანახულებლად. დილით პირველმა ნინიმ გაიღვიძა და დივანზე მოკუნტულ ბიჭს რომ გახედა, გულში თავისი თავი კარგად გამოლანძღა გუშინდელისთვის. მერე სწრაფად მოწესრიგდა, საუზმე ოთახში შეუკვეთა და სანდროც გააღვიძა. როგორღაც მშვიდად ისაუზმეს, შემდეგ კი სასტუმროდან გავიდნენ და ერთ-ერთ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც აქლემები იდგნენ და წყნარად იღეჭებოდნენ. -თუ ყველანი აქ ვართ, - დაიწყო სახედაფარულმა კაცმა აქცენტიანი ინგლისურით და ეს ხმა ნინის საიდანღაც ეცნო, - შეგვიძლია წავიდეთ. მამაკაცმა აქლემები დააჩოქა და ყველა ტურისტს მიეხმარა დაჯდომაში. როცა საქმე ნინისა და სანდროზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 1 აქლემიღა იყო დარჩენილი. -კი, მაგრამ, ასე როგორ შეიძლება? - აღშფოთდა ნინი. -თქვენთვის ადგილი სასტუმროდან დაჯავშნეს და რადგან ცოლ-ქმარი ხართ, არამგონია, პრობლემა იყოს ერთ აქლემზე დაჯდომა, - უპასუხა ისევ იმ სახეახვეულმა კაცმა, რომელმაც არაბ ბედუინს ნინის ნათქვამი უთარგმა, შემდეგ კი იმ კაცის ნათქვამიც გადმოუთარგმნა წყვილს. -აი, ის აქლემი ხომ თავისუფალია? - ხელი გაიშვირა ერთ-ერთი აქლემისკენ. -მასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგსვამთ თუ ბატონი ალი არ მოვა, - გაეპასუხა კაცი. ბატონი ალი მალევე გამოჩნდა და ნინის გაუღიმა. გოგომაც ღიმილით უპასუხა და კაცის შეთავაზებას, მასთან ერთად დამჯდარიყო აქლემზე, დასთანხმდა. სანდრო საშინლად გაბრაზდა, ნინის ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა, მაგრამ გოგომ მაშინვე გამოსტაცა ხელი და ალისთან ერთად წავიდა აქლემისკენ. გაავებული სანდრო სულ ცოფებს ყრიდა და ისე შეჯდა აქლემზე. ცხოველი წამოდგომას აპირებდა, როცა მასთან ნინიმ მიირბინა, სწრაფად ჩაუჯდა კალთაში, ხელები წელზე შემოხვია, თავი მის ყელში ჩარგო და ტუჩები მფეთქავ არტერიაზე მიაკრო. -ოჰ, დაბრუნდით? რაო ალიმ, არ მიგიღო? - ჰკითხა და გოგოს შეუბღვირა. -კარგი, რაა, სანდრო, - ამოიბუზღუნა გოგომ და კნუტის თვალებით ახედა ბიჭს, - იმ დეგენერატმა ხელების ფათური დამიწყო. მეც მაშინვე ვუთხარი, რომ შენი ცოლი ვარ და მხოლოდ გაეჭვიანებდი. ახლა იქნებ მაკოცო, რომ დარწმუნდეს, მართლა გიყვარვარ? -მეტი საქმე არ მაქვს. წადი და იმ შენს შეიხს აკოცე! -ბოდიში რომ მოგიხადო? - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ჰკითხა კაცს. -რაც გინდა ის ქენი! -კარგი, ანუ ის ვქნა, რაც მინდა, ხომ? - ჰკითხა ბიჭს და გაუცინა. -ხომ გითხარი, უკვ.... ნინიმ სიტყვის თქმაც არ დააცადა, ტუჩებზე ეცა და ვნებიანად აკოცა. -აი, ასე, ის გავაკეთე, რაც მინდოდა, - კმაყოფილმა მოხვია ხელები კისერზე და თავი მხარზე ჩამოადო. -ოხ, ნინი. ოხ, ნინი! - ამოიოხრა ბიჭმა, ქალი უკეთესად მოიქცია მკლავებში და გზას გახედა. როგორც იქნა პირამიდებამდეც მიაღწიეს. ნინი აჟიტირებული ჩამოხტა სანდროს მუხლებიდან და გიდს არც კი დალოდებია, მაშინვე ნაგებობებისკენ გაიქცა. -დამელოდე, გოგო, - გამოუდგა უკან ქალს და გიდის ხმაც მოესმა, რომელმაც მათ უფლება მისცათ თვითონ დაეთვალიერებინათ ღისშესანიშნაობა და 3 საათში აქვე შეკრებილიყვნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. ნინი ისევ ჩაირთო და აღარც გაჩუმდა. ყველაფერი მოუყვა ბიჭს, რაც კი გიზის პირამიდებზე და სფინქზე გაეგო. -იცი, რატომ არ აქვს სფინქსს ცხვირი? - უცებ მიუბრუნდა ბიჭს და ლამის შეასკდა. სანდრომ ხელი შეაშველა და თავი უარის ნიშნად გადააქნია. -იმიტომ, რომ სტა პრაცენტი სომეხი იყო. ბიჭს ამაზე სიცილი წასკდა და იქამდე იცინოდა, სანამ ნინიმ ერთ-ერთ პატარა პირამიდასთან არ მიიყვანა, შემდეგ სადღაც შეძვრა და სანდროც თან გაიყოლა. -ნინი, - ამოილაპარაკა დახშული ხმით, - რას აკეთებ? - ვიწრო კედლებს მზერა მოავლო და ცივმა ოფლმა დაასხა. -პირამიდების შიგნიდან ნახვას ვაპირებ. ცოტა ხანს იარეს, მერე კი ეგვიპტური იეროგლიფებით მოხატულ ოთახში აღმოჩნდნენ. ქალში ისევ არქეოლოგმა გაიღვიძა. სანდრო მაშინვე დაავიწყდა და სივრცეს ხარბად აკვირდებოდა. თითქმის ყველა კედელი დეტალურად დაათვალიერა, თან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცებს. ამ დროს კი სანდრო ძლივს იდგა ფეხზე. -ნინი... - ბიჭმა ჰაერი სტვენით ჩაისუნთქა და მთლიანად გაფითრებულმა და გაოფლილმა შეხედა ქალს. -ვაიმე, სანდრო, - მაშინვე დაავიწყდა ეგვიპტეც, გიზაც და საერთოდ ყველაფერი. მხოლოდ ცუდად მყოფი სანდრო დარჩა მისთვის, - რა გჭირს, სანდრო? - გოგოს ხმაში სინანული გაისმა, - ხმა გამეცი, ნუ მაშინებ, რაა. -მე... - ძლივს ამოთქვა ბიჭმა და ოთახს მოავლო მზერა. -ოო, არა, შენ ხომ კლაუსტოფობია გჭირს! - თქვა თავისთვის, ბიჭს მიეჭრა და სახეზე ჩამოუსვა თავისი თლილი თითები, - სანდრო, სანდრო, შემომხედე. მე მიყურე, გთხოვ. გოგომ სასოწარკვეთილმა დაიწყო ფიქრი, მერე კი ერთი აზრი მოუვიდა. ბიჭის ხელები წელზე მოიხვია, თვითონ ფეხისწვერებზე აიწია და სანდროს ტუჩებს ჯერ ნაზად, შემდეგ კი ვნიბიანად წაეტანა. ნინი აკვირდებოდა კაცის ცვლილებებს და ნელ-ნელა უკან ახევინებდა. -სან, - დაიჩურჩულა სუნთქვაგახშირებულმა, - თვალები დახუჭე და უკან გამომყევი, კარგი? სანდრო დაემორჩილა გოგოს სიტყვებს, ზურგს უკან დაუდგა, ხელები მუცელზე მოხვია, თვალები დახუჭა და ნინის მიენდო. გოგომ სანდროს ხელებს თავისი ხელები მოხვია და გასასვლელისკენ წავიდა. -შეგიძლია თვალები გაახილო, - დაიჩურჩულა კაცის ყურთან და მისკენ შებრუნდა, - მოვედით. კაცმა ნელა გაახილა თვალები, ფრთხილი მზერა მოავლო მზისგან განათებულ უდაბნოს და შემდეგ თავის მკლავებში მოქცეულ ქალს დახედა, რომელიც შეწუხებული თვალებით უცქერდა. ბიჭი ნინისკენ მიიწია და ტუჩებში აკოცა. -მადლობა, - ამოიჩურჩულა მის ბაგეებზე მიწებებულმა. -რატომ მაკოცე? - გაიოცა ნინიმ, როცა მოშორდა. -ალი დავინახე და, - მხრები აიჩეჩა სანდრომ და ორი ნაბიჯით მოშორდა. გოგომ გაიცინა კაცის საქციელზე და გვერდიდან აეკრა. როცა ბიჭმა კითხვისნიშნებიანი მზერა ესროლა, მანაც მხრები აიჩეჩა და უთხრა: -მეც ალი დავინახე. ************* რამდენიმე დღე ისევ კინკლავსა და კამათში გაატარეს, თან კაიროს და საერთოდ მის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. რატომღაც ამ გასეირნებებსა და ექსკურსიებზე ძალიან ხშირად ჩნდებოდა ალი და ნინის გვერდიდან არ სცილდებოდა. მერე კი სანდრო ამაზე ეჩხუბებოდა ქალს. ნინიც წამოენთებოდა-ხოლმე და იწყებდნენ გაუთავებელ კამათს. უკან დაბრუნებამდე 2 დღეღა იყო დარჩენილი, როცა საღამოს სანდრო გამოეწყო და კლუბში წავიდა. ნინი კაიროს მუზეუმიდან დაბრუნდა და როცა ოთახში არავინ დახვდა, რეგისტრატურაში დარეკა და ყველაფერი გაარკვია. -ე.ი. ჩემ გარეშე აპირებდი გართობას, არა? - ხმამაღლა ლაპარაკობდა და თან საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა სარკეში, - ვაა, რა გოგო ვარ! მე შენ გაჩვენებ სეირებს! მართლა ძალიან ლამაზი იყო. ლამაზი და ამავე დროს სექსუალურიც. თან ეს შავი კაბა ყველა მის ღირსებას კარგად გამოჰკვეთდა. მართლა აასრულა გვანცასთვის მიცემული სიტყვა. ისეთი კაბა იპოვა, რომლითაც სანდროს თავბრუს დაახვევდა და გააგიჟებდა. კაბა მთლიანად შავი და მუხლს კარგად აცდენილი იყო. წინ დახურული, ზურგზე კი საშუალო ზომის ჭრილი ჰქონდა. გრძელ მკლავებსა და გვერდებზე არსებულ ჭრილებზე აღარაფერს ვამბობ. თმა მაღლა აიწია, მსუბუქი მაკიაჟი და საშუალო ზომის მაღლები მოირგო და მართლა ქალღმერთივით გამოიყურებოდა. მობილური პატარა ხელჩანთაში ჩააგდო და თვითონაც იმ კლუბისკენ გაეშურა, სადაც მისი ქმარუკა იმყოფებოდა. შესვლისთანავე მოათვალიერა იქაურობა და როცა სანდრო ერთ-ერთ მაგიდასთან მარტო მჯდომი დაინახა, დამშვიდდა. სწრაფად გადაკვეთა მანძილი ბარამდე და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. მაშინვე შეუკვეთა კოქტეილი და დალევა ახალი დაწყებული ჰქონდა, ალიმ რომ დაიკავა მის გვერდით ადგილი. კაცმა მაცდურად გაუღიმა ნინის და მანაც მოსვა სასმელი. -აქ მარტო ხარ? - მაშინვე ჰკითხა კაცმა და როცა სასურველი პასუხი მიიღო, გოგოს შებმა გააგრძელა, - მე რომ შენი ქმრის ადგილას ვიყო მარტო არსად გაგიშვებდი. -მენდობა და ჩემი სჯერა, - ყალბად გაუღიმა კაცს და კიდევ ერთი ყლუპი გადაუშვა ყელში. -ვიცეკვოთ? - ხელი გაუწოდა და ხარბი მზერა ააყოლა მთელს სხეულზე. -რატომაც არა, - გაუღიმა ნინიმაც და მას შემდეგ წამოდგა, როცა სასმელი ბოლომდე დაცალა. საცეკვაო მოედნისკენ მიმავალი წამით გადააწყდა სანდროს დაბღვერილ მზერას, ოდნავ გაუღიმა და ალისთან ერთად დაიწყო ცეკვა. გოგო ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, მარტო სანდროსი კი არა, მგონი ყველა იქ მყოფის ყურადღება მიიქცია. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად შურით უყურებდნენ, აი, კაცები კი თვალებით სჭამდნენ. ნინიმ ყურადღება არავის მიაქცია და სექსუალურად ცეკვა განაგრძო. ალისაც უფრო მეტის იმედი მიეცა და მაშინვე აასრიალა ხელები ქალის მოშიშვლებულ ზურგზე. ნინის უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და მაშინვე მოსცილდა. -ბოდიში, 2 წუთით დაგტოვებ, - უთხრა სახეზე აკრული ყალბი ღიმილით და გარეთ გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. სანდრომ მზერა გააყოლა ჯერ გარეთ გასულ ნინის, შემდეგ კი ისიც კარგად დაინახა, როგორ გავიდა ალი. ბიჭი ამაზე უფრო მეტად დაიძაბა, სწრაფად დალია ბოლო ყლუპიც და თავადაც მათ მიჰყვა. გარეთ გასული კი ისეთ სცენას შეესწრო, ლამის იქვე მოკლა კაცი. -ვიცი, ვიცი, რომ ჩემთან გინდა, - ეუბნებოდა ალი და თან ძალით ეხვეოდა ქალს, ნინი კი საწყლად ფართხალებდა, - ყველაფერს მოგცემ, კუნძულს გაჩუქებ, მხოლოდ 1 ღამით გახდი ჩემი. -ხელი გამიშვი და მომწყდი თავიდან! - დაუყვირა გოგომ და კიდევ ერთხელ სცადა კაცის ხელებიდან თავის დახსნა, მაგრამ უშედეგოდ. -კარგი, რაა. ისე იქცევი, თითქოს არ გინდივარ, - გაიცინა კაცმა და როცა აფართხალებული გოგო ვერ გააჩერა, სახეში გაარტყა, - არც ახლა მოისვენებ? სწორედ ამ დროს გამოვიდა გარეთ სანდრო და როცა ეს დაინახა, მაშინვე მივარდა კაცს, ნინი ხელებიდან გამოჰგლიჯა, ზურგს უკან ამოიყენა და ისეთი გაატყა სახეში, კაცს თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდა. ალიმ მთვრალი სიცილი შეაგება და სანდრო კიდევ უფრო გაახელა. -მაგარი ცოლი გყოლია. შენ რომ არ გამოსულიყავი, საწოლშიც კი ჩავიწვენდი. სანდრომ ვეღარ მოითმინა და იქამდე ურტყა, სანამ გონება არ დაკარგა კაცმა. მერე კი მობუზულ ნინის შეხედა, ხელი მოხვია და სულ სირბილით მიიყვანა სასტუმრომდე. კარი დახურა თუ არა, კაცმა მაშინვე უშვა ხელი და კედელს მთელი ძალით მიარტყა მუშტი. -რამდენჯერ გაგაფრთხილე, ნინი, რამდენჯერ? - ყვიროდა და აქეთ-იქით დადიოდა, - ხომ გითხარი, არ გაეკარო-მეთქი? დამიჯერა ვინმემ? -სანდრო, მე... - დაიწყო გოგომ, მაგრამ მიხვდა, რომ დამნაშავე იყო და თავჩაღუნული ჩამოჯდა საწოლზე. -რა შენ, რა შენ, ჰა? მიპასუხე! ახლა აღარ გსურს ლაპარაკი თუ რა ხდება? საერთოდ რატომ დავთანხმდი ამ სულელურ შემოთავაზებას? ოხ, ანასტასია! ნინის თვალები აუწყლიანდა და დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა. მერე კი თვალი მოჰკრა სანდრო დასისხლიანებულ ხელს და მაშინვე ფეხზე წამოხტა, კაცთან მიიჭრა და თავის პატარა ხელებში ფრთხილად მოიქცია სანდროს ტორი. -ახლა რაღა ჯანდაბა გინდა, ნინი? - მჯაცრად ჰკითხა კაცმა და გაბრაზებულმა დახედა, - არ გეყო, რაც გამამწარე? -შენს ხელს მივხედავ და მერე რამდენიც გინდა, იმდენი მეჩხუბე, - მშვიდად უთხრა გოგომ და სააბაზანოში მიიმალა. უკან წამლების ყუთით დაბრუნდა, სანდრო სავარძელში ძალით ჩასვა, თვითონ მის წინ მუხლებზე დაეშვა და ძალიან ფრთხილად დაუწყო ხელის დამუშავება. სპირტით წმენდის დროს სულს უბერავდა, რომ ძალიან არ ასწვოდა კაცს. მერე მალამო მოუსვა და ბინტით ფრთხილად გადაუხვია. მერე სწრაფად მიალაგა იქაურობა და დასჯილი ბავშვივით, ისევ თავდახრილი ჩამოჯდა საწოლზე. ბიჭმა სწრაფად აქცია ზურგი და სააბაზანოში შეიკეტა. ნინი არც განძრეულა, ასე იჯდა და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს იმშრალებდა. ბოლოს, გადაწყვეტილება მიიღო. მაშინვე წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ გაეშურა. კარზე უნდა დაეკაკუნებინა, როცა ოთახიდან ნახევრადშიშველი სანდრო გამოვიდა და პირდაპირ ცხვირით შეასკდა მკერდზე. დაბნეულმა ახედა კაცს და სხეულში დავლილი ჟრუანტელის უგულვებელყოფა უშედეგოდ სცადა. მერე კი ფეხისწვერებზე აიწია და კაცის ტუჩებს თავისი ტუჩები მიაკრა. სანდრო გაშეშდა და აზრზეც ვერ მოსულიყო. წამის წინ თუ ქალზე გაბრაზება ახრჩობდა, ახლა მხოლოდ მისი მოფერება სურდა, მაგრამ როგორღაც მოიკრიბა ძალა, გოგო უკან გასწია და მკაცრად ჰკითხა: -რას აკეთებ, ნინი? -იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, - მის ყურთან დაიჩურჩულა გოგომ და ჯერ ყურის ბიბილოზე უკბინა, მერე კი გამობერილ ძარღვზე მიაკრა რბილი ტუჩები და კოცნით გაიკვლია გზა ნიკაპისკენ. -ნინი, გაჩერდი, - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და მძიმედ ამოიოხრა, როცა ნიკაპზე ჯერ კბენა, შემდეგ კი სველი კოცნა იგრძნო. -ვიცი, დებილი ვარ, სულელი და ნამდვილი იდიოტი, - ვნებამორეული ხმით ეჩურჩულებოდა გოგო და ხელებს ბიჭის ზურგსა და გამოკვეთილ პრესზე ასრიალებდა, - არც იმ ნაბ****თან უნდა დამეჭირა საქმე, მაგრამ ამას მხოლოდ შენს საეჭვიანოდ ვაკეთებდი. მინდოდა, მიმხვდარიყავი, რამდენად გიყვარვარ და პირველს გეღიარებინა, მაგრამ ძალიან შორს შევტოპე და ისე გაგაბრაზე, აღარ მგონია ჩემთან რაიმენაირი ურთიერთობის სურვილიღა გქონდეს, - ამოიჩურჩულა აწყლიანებული თვალებით და თავად მოშორდა ბიჭს, - მართლა ნამდვილი იდიოტივით ვიქცეოდი და ბოდიში, მაგრამ სანდრო, მე შენს გარეშე არაფერი ვარ. შენ გარეშე უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ. მიყვარხარ სიგიჟემდე და ახლა თუ არ ჩამეხუტები მაინც, ალბათ მოვკვდები. კნუტის თვალებით ახედა ბიჭს, რომელიც გაშეშებული ადგილიდან ვერ იძვროდა და ისევ თავად მოეხვია. სასიამოვნო ჟრუანტელი და სხეულში ლავის ჩაღვრა იგრძნო, როცა ბიჭმაც მოხვია ხელები და გულში მაგრად ჩაიკრა. -ანუ ჩემს საეჭვიანოდ იქცეოდი ასე და ძალიან გიყვარვარ, არა? - დაიჩურჩულა გოგოს ტუჩებთან და განაბულ ნინის გონება თითქმის სულ დააკარგვინა. ნინის ტუჩები დაებურცა და კოცნის მოლოდინში თვალები მინაბა, მაგრამ სანდრო ასე მარტივად აპატიებდა? ტუჩების გარდა ყველგან კოცნიდა. სახეზე ერთი ადგილიც კი არ გამორჩენია. ბოლოს ისევ ნინიმ ვერ მოითმინა და ველურივით ეძგერა ბიჭს. ლამის ტუჩები დააჭამა ისე ჰკოცნიდა. ბიჭმა მაშინვე ააკრა კედელზე და ხელები თეძოებზე მოუჭირა. გოგომ წამოიკვნესა და ბიჭს ქვედა ტუჩზე უკბინა. -ველურო, - გაიცინა სანდრომ და გოგოს ყელის დალაშქვრას შეუდგა, თან ხელებს არ აჩერებდა და უკვე კაბის შიგნით დაასრიალებდა, - ეს კაბა აღარასდროს ჩაიცვა, - ამოიჩურჩულა გოგოს ტუჩებთან, - მხოლოდ ჩემთვის შეიძლება, მაგრამ გარეთ - აღარასდროს! -კარგი, - ამოიკვნესა გოგომ და ფრჩხილებით მთელი ზურგი დაუკაწრა ბიჭს. -ნამდვილი ველური ხარ, - გაუმეორა ბიჭმა და კაბის ნელ-ნელა გახდას შეუდგა, - რომ გამომეცხადე ამ კაბით და გადამრიე, პირველ რიგში მაგიტო ხარ მოსაკლავი, - უკვე მუცლამდე ჰქონდა აკეცილი კაბა და ისე ეჩურჩულებოდა, - მეორე მიზეზად კი ის შემიძლია გითხრა, რომ ამ კაბის შიგნით მხოლოდ ქვედა საცვალი გეცვა და მთელი საღამო მოშიშვლებული მკერდით დატანტალებდი! გოგომ ხმა აღარ ამოაღებინა, ტუჩებზე დააცხრა და მას შემდეგ ამოიღო ხმა, როცა ერთმანეთს ჟანგბადის მარაგის შესავსებად მოსწყდნენ. -მოშიშვლებული მკერდით არა, ის! უბრალოდ ბიუსჰალტერი არ მეცვა, - ჩავარდნილი ხმით თქვა და კვნესა ვეღარ შეიკავა, როცა სანდრომ ერთი ხელის მოძრაობით მოაშორა კაბა და შიშველ მკერდზე ტუჩები დააკრო. კაცმა მუცელზე შეისვა და საწოლზე ისე დაეშვნენ, კოცნაც კი არ შეუწყვეტიათ. მერე კი თვითონაც მოიშორა ყველანაირი საფარი და ქალის სხეულის დეტალურად შესწავლას შეუდგა. ************** დილით პირველს სანდროს გამოეღვიძა და მაშინვე იგრძნო თბილი ჰაერის შემოფრქვევა ყელში. ნინის მასზე აკრულს ეძინა და გაღვიძებას არ აპირებდა. ბიჭმა ცოტა ხანს უყურა, მერე კი ვეღარ მოითმინა და წუხანდელი ღამის შემდეგ, დასიებულ და დაწითლებულ ტუჩებზე ჯერ ფრთხილად, შემდეგ კი მთელი ვნებით აკოცა. ნინის მაშინვე გამოეღვიძა და კოცნაში ისიც აჰყვა, მერე კი მთლიანად შიშველი მოექცა კაცს ზემოდან და მანამ არ მოშორდა, სანამ სრულიად არ გამოაცალა ძალა. -ღმერთო, რას მიშვრები? - ძლივს ამოთქვა გოგომ და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირება სცადა, - შხაპის მიღების თავიც კი არ მაქვს. მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა და შენით ვერ ვძღები, - ეუბნებოდა და თან სველი კოცნის ნაკვალევს უტოვებდა ყელზე, მერე კი იქვე უკბინა და უკვე მასზე მოქცეულ კაცს ღიმილით ახედა. -ნაკვალევი დამრჩება, - გაიცინა სანდრომ და გამობურცულ ტუჩებზე წაეტანა. -არაუშავს, დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ხარ და სხვა ვერავინ შეგეხება, - თან ელაპარაკებოდა და თან ეფერებოდა ნინი. როცა ისევ მოსწყდა ქალის დაცვარულ სხეულს მზე უკვე ზენიტში იყო და გარესამყაროს სწვავდა. ნინი ძლივს წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ წავიდა. -მიდი, შენ საუზმე შეუკვეთე, მე კი წყალს გადავივლებ, - გამოსძახა უკვე ოთახთან მდგომმა და კედელს მიეყრდნო, - ნუ, სადილი უფრო გამოდის, მაგრამ მაინც, - გაიცინა და კარი გამოაღო, - რა გამიკეთე, სანდრო? ფეხზე ვეღარ ვდგავარ! უკან მალევე გამოვიდა და კარადიდან გამოღებული სანდროს პერანგი მოიცვა შიშველ სხეულზე. კაცმა მაშინვე მოავლო ხელი და მუხლებზე დაისვა. -ჭამე! - უბრძანა და თავადაც დაიწყო საჭმლის დაგემოვნება. ზოგჯერ თავის მუხლებზე დამჯდარ ქალბატონსაც გადახედავდა ხოლმე, რომელიც მშვიდად მიირთმევდა და სითბო ეღვრებოდა გულში. ბოლოს, როგორც იქნა დაასრულეს და სანდრომ მაშინვე აკოცა. -მოდი დღეს საერთოდ არ გავიდეთ არსად, რაა, - მაშინვე შესთავაზა გოგომ, როცა პერანგის ქვეშ ასრიალებული ხელები იგრძნო და თანხმობის კოცნაც მიიღო, - სან, ორი წამით, მოიცადეეეე, აჰჰ, გაჩერდი! -რა ხდება, ნინი? - გაუკვირდა ბიჭს და სულ რამდენიმე მილიმეტრით მოშორდა ქალის სხეულს. -რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. გითხრა რაა, გაგახსენო. -მართლა? - ჩაიცინა ბიჭმა და ყელის დალაშქვრა განაგრძო, - შემთხვევით, ის ხომ არა, ჩემი ცოლი რომ ხარ უკვე წელიწადნახევარია და ამას მიმალავდი? -რააააა? - გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს და მაშინვე მოშორდა. -სად გამექეცი? -შენ... შენ... შენ გახსოვდა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით და არაფერს მეუბნებოდი? -შენგან განსხვავებით, მთვრალსაც კარგად მახსოვს სად რას ვაკეთებ. -შე უნამუსო, დეგენერატო, დამპალო! - ბალიშს ხელი წამოავლო და ბიჭს დაარტყა. -მაგ ბალიშის ნაცვლად, შეგიძლია შენი ბურთები მირტყა, - სიცილით უთხრა გოგოს და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, - უფრო სასიამოვნო სასჯელი იქნება ორივესთვის! -შე უზრდელო! - სერიოზული ხმით დაუყვირა გოგომ, მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში, - რაებს მიბედავ? სულ გამითამამდი. ასე, გაგიცინებთ ერთს კაცი, გაკოცებთ და მაშინვე თავზე გვასხდებით! -რაებს გიბედავ, ვითომ წეღან თვითონ არ მაკვნესებდი, - აჰყვა სანდროც და აწითლებული ლოყები დაუკოცნა. -ვგიჟდები შენზე, სანდროო, - ამოიჩურჩულა ვნებისგან ათრთოლებული ხმით ქალმა და კაცის სხეულს აეკრო. -მეც მიყვარხარ, ნინი, - გაეპასუხა ბიჭიც და ისევ მისი სხეულის შესწავლა დაიწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.