შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭების სასტავი (თავი მეორე)


17-04-2018, 09:23
ავტორი Mariami 1408
ნანახია 4 237

ეს რომ არ მოეყვანა რა იქნებოდა-გადავუჩურჩულე გვანცას
-რა ვიცი მე რა ჩემი ბარლია-თქვა და ვაჩეს დაუჯდა მაგიდასთან. მე რაღა დამრჩენოდა მივუჯექი იმ ვაჟბატონს წინ. ისეთი სახით მიყურებდა გეგონება რამე დამეშავებინოს ხანდახან ტუჩის კუთხესაც ჩატეხავდა ხოლმე. ღმერთო ეხლა იმდენი მოთმინება მომეცი რომ ამას არ ვეცე და სხვას არაფერს გთხოვ
-მე დემეტრე ვარ-როგორც იქნა ამოიღო ხმა
-ვიცი შენი სახელი, ყველა გოგოს ეგ აწერია პირზე-ვუთხარი ირონიული ღიმილით
-რა თქმა უნდა მე ხომ სკოლის სახე ვარ, ყველას მოვწონვარ-თქვა და გაიცინა-მაგრამ შენზე არც ერთი ბიჭისგან გამიგია რამე ალბათ არავის მოწონხარ
ეხლა მართლა მივახრჩობ
-და შენთვის არავის უთქვამს რომ თავდაჯერებული იდიოტი ხარ?
-კომპლიმენტად მივიღებ-თქვა და მისი სიმპატიური სახე მთლიანად ჩემსკენ გამოაბრუნა. ერთი ამოვისუნთქე და წყვილს გავხედე, ისე ჭუკჭუკებდნენ გვანცა და ვაჩე ჩვენი არსებობა სულ დავიწყებოდათ. ესეიგი რა ეს გოგო ჩემთან არ ლაპარაკობს ამდენს და იმასთან რა ალაპარაკებს
-ოხ ეს ეჭვიანობია წიკები-ხმამაღლა ვთქვი ჩემი ფიქრები და დემეტრეს ირონიულ სახესაც გადავაწყდი
-ოხ ეს ეჭვიანი გოგოები-თქვა დემეტრემ. პასუხის გაცემას ვაპირებდი როდესაც ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, ჩემი მამიდაშვილი თოკა იყო
-გისმენ თოკა
-ანი სად ხარ საყვარელო, შენთან ვარ სახლში
-სიხარულო გვანცასთან ერთად ვარ გარეთ არადა როგორ მომენატ....-სიტყვის დასრულება არ მაცადა დემეტრემ ისე გამომგლიჯა ტელეფონი ხელიდან
-მომისმინე შე ს*ირო ამ გოგოს ტელეფონზე თუ კიდე დარეკავ თავპირს გაგიერთიანებ-იღრიალა ბოლო ხმაზე და ტელეფონი გაუთიშა
-ვინ მოგცა იმის უფლება რომ ჩემი ტელეფონი აიღო-წამოვვარდი ეხლა მე ფეხზე
-ასე დალაპარაკება არავის არსდროს არ შეუძლია შენთან ჩემს გარდა
-მე წავედი-ვუთხარი გვანცას და კაფედან გამოვვარდი. იდიოტი, დეგენერატი რა გააკეთა ნორმალური თუა. მოიცა რა თქვა? ჩემს გარდა ასე ვერავინ დაგელაპარაკებაო? ანუ...ანუ...მან... ანი ნუ ფიქრობ სისულელეებს დაივიწყე-ვუთხარი ჩემს თავს და სახლის კარებიდ შევაღე. ცალკე ამბავი კიდე აქ მელოდა თოკასგან. ფეხაკრებით შევედი მისაღებში და ჩანთა იქვე დავდე, კიდევ კარგი თოკას გარდა არავინ იყო სახლში, დედა და მამა ალბათ ბიცოლასთან არიან. სავარძელში მჯდომ გაცეცხლებულ თოკას რომ შევხედე სახე დავმანჭე
-თოკა ყველაფერს აგიხსნი
-რას ამიხსნი გოგო? ვიღაცა ბიჭი მირეკავს და მეუბნება რომ ჩემი ბიძაშვილის ტელეფონზე მეორეჯე აღარ დავრეკო თან ს*რს მიწოდებს შენი აზრით ამას რამე ახსნა აქვს?-დაიღრიალა ბოლო ხმაზე
-გვანცას მეგობარი იყო...ანუ...ეგონა რომ მაწუხებდი-ავბლუყუნდი ჩემებურად
-მეორეჯერ ეგეთი რამე განმეორდება და გპირდები იმას ხომ ცემით მოვკლავ და შენ გარეთ ფეხს ვერ გაადგამ
-კაი რა ხოიცი როგორ მიყვარხარ-ვუთხარი და გვერდით მივუჯექი
-აფერისტი ნომერი პირველი-თქვა და გაიცინა-მომენატრე ჩემო დებილო
-მეც ჩემო სულელო-ვთქვი და გავიცინე. შემდეგ სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ მე და თოკამ და უკვე გვიან თოკა გავაცილე. დავრჩი მე მარტო. დედამ და მამამ დარეკეს რომ ბიცოლასთან დარჩებოდნენ. ჩემი საღამური ჩავიცვი და ცოტახანი ოთახში მდგარი სარკის წინ დავდექი.
შევხედე ჩემს ყავისფერ თმას შემდეგ დიდ მწვანე თვალებს, კოპწია ცხვირს და სასვსე ტუჩებს. გამეღიმა...გამეღიმა იმიტომ რომ დემეტრე გამახსენდა.
უცბად გამოვფიხზილდი შუქი ჩავაქვრე და ლოგინში დავწექი...
მეორე დილით უნივერსიტეტში წასვლისას გადავწყვიტე ცოტა გამომწვევად ჩამეცვა, კარადიდან ის კაბა გამოვიღე რომელიც ცხოვრებაში არასდროს ჩამიცვია, ტანზე ზედმეტად მომჯდარი და ამოღებული. თმა დავისწორე და ჩამოვიშალე. საბოლოოდ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში და კმაყოფილი გაამოვედი სახლიდან. ისეთი სისწრაფით წავედი უნივერსიტეტში, 10 წუთში უკვე იქ ვიყავი. ისეთი სისწრაფით შევაღე კარი ვიღაცას შევეჯახე და რომ არა მისი ძლიერი მკლავები ძირს გავიშხლართებოდი. უცნობს ავხედე თუმცა რა უცნობი წინ დემეტრე მედგა. ჯერ სახეზე შემომხედა შემდეგ კი თვალი ოდნავ ქვემოთ მკერდისკენ გააპარა, რომელსაც ჩემი კაბა მშვენივრად კვეთდა
-შენ-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
-ხო მე-თქვ და გაიცინა. მხოლოდ ეხლა დავინახე რომ თვალი ჩალურჯებული ქონდა. უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და პირველ ლექციაზე შევედი. როგორ შეიძლება მუდამ ვინმესთან ჩხუბობდე მუდამ ვინმესთან გქონდეს პრობლემა..
ლექცია უაზროდ მიდიოდა რა თქმა უნდა მე ხომ გვანცა არ მყავს რომ ვეტლიკინო, ნეტა სად აგდია? არც მე არვიცი...
მშვენიერი ხედი მქონდა წინ გაიხედავდი მარჯვნივ დაინახავდი როგორ კერავდნენ ნიკა, გეგა და ბექა გოგოებს, გაიხედავდი მარცხნივ დაინახავდი სკოლის ძუკნები როგორ კერავდნენ დემეტრეს. მოიცა რააა??? დემეტრეს კერავდნენ??? სისხლი მომაწვა თავში და მთლიანად გავწითლდი, არა გაცლურჯდი. ეჭვიანობა დავიწყე, დიახ ეჭვიანობა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ლექტორის დაუკითხავად გავედი გარეთ. გოგოების საპირფარეშოში შევედი და ტირილი დავიწყე, ასე მემართება ხოლმე ალბათ მიხვდით რომ ძალიან ემოციური და მესაკუთრე ვარ.
თავის დაწყნარებას ვცდილობდი როდესაც გოგოების საპირფარეშოში დემეტრე შემოვარდა და მისკენ გამაბრუნა
-დემეტრე აქ რა გინდა?-ვუთხარი დაბნეულმა, ეს სიტუაცია რომ არ ყოფილიყო რაც ეხლა არის შექმნილი კარგად ვიხარხარებდი მაგრამ ეხლა მაგის დრო არ არის
-კარგად ხარ? რომ გამოხვედი შემეშინდა
-კარგად ვარ არ არის საჭირო შენი გამოყოლა და საერთოდ რატომ მოატოვე შენი გოგოები?
-ეჭვიანობ-თქვა და გაიცინა
-არ ვეჭვიანობ-ვუთხარი ჩამწყდარი ხმით
-სახეზე გეტყობა რომ ეჭვიანობ-თქვა და სიცილი დაიწყო
-ზოგზოგიერთივით გოგოებს კიარ ვუვარდები საპირფარეშოში
-ანუ აღიარებ რო ეჭვიანობ
-ეს აღიარება არ იყო
-კარგი მასე იყოს პატარა-თქვა და გარეთ გავიდა მე კი დამტოვე გაშეშებული. ერთი ამოვისუნთქე და ლექციაზე სწრაფი ნაბიჯებით დავბრუნდი...
პს. წავიკითხე წინა თავზე კომენატარები და ძალიან ვისიამოვნე
შევეცდები თავები გავზარდო და უფრო მალე დავდო
იმედი მაქვს ისიამოვმებთ...



№1 სტუმარი სტუმარი Barbare

Auu ramagariaaa ❤❤❤???? cota gazarde tavebi da gtxov male dade shemdegi ❤❤????

 


№2 სტუმარი მწვანე

ძალიიან მალე ანვითარებ მოვლენებს და იმედია გამოასწორებ მაგას.

 


№3 სტუმარი gggg

Wina istorias agar agrdzelebe?
Es ostoriac dzaan momwons magram erekles echvianoba mettii

 


№4  offline მოდერი N1penguin

მომეჩვენა თუ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები? მეტი ჩხუბი და წვალება მინდა, მეტი laughing laughing

 


№5 სტუმარი mariana lorenko

arshewyvito dade male magariaa❤️❤️????

 


№6  offline მოდერი ენემი

სიყვარულობაა heart_eyes თუმცა უფრო დიდი მინდა და გაწელე ცოტა რა kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გამომწვევად ჩაცმა რა საჭირო იყო?! ეგრევე მოწონება რაარის რა.. არ მიყვარს უხერხული მომენტები :/ იმედია შემდეგი თავი უკეთესი იქნება იმიტომ რომ პირველი თავი მართლაც კარგი იყო <3

 


№8 სტუმარი სტუმარი Lika

Au argewyinos da idiotobat chavtavle ase uceb ro gamoglija cota mainc gasuliyo dro dagenaxebia demetres siyavruli tips mixaroda da gamoglija es ar gamogivida da ro gayva sapirfareshoshi ar gewyinos sayvarelo momdevno tavebi ar minaxavs tavidan metqi agar wavikitxavtqo magram damainteresaa esec kaia ro damainteresaa ise kargia ase uceb ar momewona is saqcieliii

 


№9  offline წევრი mariam m.k

Vahhh wow baby. Kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent