შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროა გაიღვიძო (სრულად)


18-04-2018, 01:22
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 4 543

"დროა გაიღვიძო"

- მღვიძავს
გონება არ დაძაბო,მკითხველო.
ბევრი არ იფიქრო.
არც არის საფიქრალი.
უბრალოდ..
დადუმდი.
ყური უგდე..
მოდი,მომისმინე.
დღეს 15 მარტია - მე ისევ ქაოსში ვარ.
დღეს 23 მარტია - მე მიჭირს.
დღეს 27 მარტია - მე მტკივა.
დღეს 4 აპრილია - მე მცივა - ქაოსიდან გამოსვლას ვიწყებ.
დღეს 11 აპრილია - მე,ვიწვი - ზღურბლთან ვდგავარ.
დღეს 15 აპრილია - ანუ,გამოვედი.
15 აპრილს გავაცნობიერე ყველაფერი.
გავაცნობიერე
და....მივხვდი.
ყველაფერი,სიზმარი იყო.
სამი თვე კომაში ვიყავი.
ექიმს რომელიც მმკურნალობდა,სწორი დასკვნა გამოუტანია....სამ თვეში გაიღვიძებსო.
მე..თურმე, მართლა გამიღვიძია.
არ დაგავიწყდეს მკითხველო,დღეს 15 აპრილია.
ჰოდა გამიღვიძია.
სამ თვიანი,ჩემი ცხოვრება მიმიტოვებია.
ჩემი ლევა მიმიტოვებია,ლევა და არა ლევანი...არა,ლეო.
მხოლოდ ლევა.
ნუ,ყოველიშემთხვევისთვის მე ასე მახსოვს.
ანასტასია მერქვა იქამდე,სანამ 4love - ს,ჩემი მეგობარი არ ეწვია,მერე მისი აზრი,რომ ტასოს ტაისია ჯობდა უფრო განუმტკიცებია და სულ ძალით წამაკითხა ისტორიები,სადაც პერსონაჟებში ტაისია მრავლად იყო,მაგრამ..
მე მომეწონა ტაისა.
ლევასაც მოსწონდა ტაისა.
მოსწონდა და არა, მოსწონს.
დღეს,აქ,თქვენს წინაშე,ტაისა არაბული დგას!
ცოცხალ-მკვდარი,არაბული.
უნდა გამეღვიძა? - ალბათ.
***
12 იანვარს,სკვერში,მეგობართან ერთად, გამალებით ვაწყობდი ერთ კვირიანი შვებულების დღეებს,ცივი ამინდი იყო, ზამთრისათვის დამახასიათებელი ცივი ამინდი,მე და ნიტას გვიყვარდა ამ დროს სეირნობა,თანაც,მთაწმინდაზე.
- ტასი,ხანდახან არ ფიქრობ ხოლმე რომ სიზმარში ხარ?
- კი ნიტუ, ოღონდ,მხოლოდ მაშინ,როცა თვალს დიდიხნით გავუშტერებ რამეს.
- ხო,მეც მასე,ახლაც აი იქეთ მჯდარ ორ ქალს რომ დავაკვირდი,მერე გარშემო მიმოვიხედე და მეგონა სიზმარში ვიყავი.
- ანუ,უცბად რომ გავიღვიძოთ და სულ სხვა ცხოვრება გვქონდესს? ერთმანეთი არ გვყავდეს? - ცრემლშეპარული ხმით ამოვიხრიალე მე.
- ნუ სულელობ,ისე ვთქვი,უბრალოდ...მართლა მასე კი არ მოხდება გოგო - მსუბუქად გამკრა მხარზე ხელი და ლოყაზე მომითათუნა,სულ ასეთი ვიყავი,ზედმეტად მგრძნობიარე. ამ საუბრიდან სადღაც ორ საათში მომივიდა ავარია....სატვირთომ გადამიარა. ნიტა გაგიჟებულა,ცოტახნისწინ ვნახეო,რას მატყუებთო,როგორ მოუვიდოდა ტაისას ავარიაო. 12 იანვარს კი,მე...ახალი ცხოვრება დავიწყე.ახალი სამეგობროთი და...მეორე ნახევრით.
13 იანვარს,ჩვეულებრივად გავიღვიძე,ისევ ანასტასია არაბულის სახელით,იგივე სახლში მცხოვრები,იგივე პროფესიაზე მყოფი ადამიანის სახელით,გარდა სამეგობროსა და....უკვე ვთქვი? მეორე ნახევრით.
მაშინ ვერ ვხვდებოდი...სანამ,ისევ დაძინება და შემდეგ უკვე,გაღვიძება არ მომთხოვეს.
მეორე ნახევარს და შემდეგში უკვე ქმრად წოდებულს,ლევანი ერქვა,ლევა მენაბდე.
ახლა ვიხსენებ და გვარი ალბათ "მეჯვარეებიდან" ჩამყვა.
მაგ ისტორიის დასრულება,არ დამცალდა...რა ვქნათ აბა,სატვირთომ გამიტანა და..
ხო,მოკლედ გათენდა 13 იანვრის დილა.
- გოგო,დღეს გეცლება? საყიდლებზე გამომყვე მინდა,ლევამ ტენდერი მოვიგეთო და წვეულებას მართავენ. - "გოგოს"ლალა ერქვა,ლალა გელაშვილი.
- თორნიკესთან ვიჩხუბე,ახლა არ მინდა რა,ნანას გადაურეკე,ეცლება მაგას.
- იჩხუბეთ? კაი ვიყიდით და ამოგივლი მაშინ ხო?
- ზეთისხილი ამომიყოლეთ რა - ამოისრუტუნა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
- კაი ჩემო ცისფერთვალება - კოცნის იმიტაცია გააკეთა და გათიშული მობილური ლოგინზე მიაგდო.
***
- მწვანე კაბის ყიდვას,ბორდოსფერი გეყიდა არ ჯობდა?
- შენ ჭამე ეგ ზეთისხილი და მოყევი დროზე,რა ჯობდა და რა არა, მერე იყოს. - ადგილზე ცქმუტავდა ნანა.
- ააა,ისეთი არაფერი,მაგასთან მინდოდა დარჩენა,პირველად ვუთხარი ჩემი ინიციატივით და ღამით მორიგე ვარო.
- მაგის გამო ეჩხუბე? - ყბა ჩამოვაგდე მე.
- შეეძლო მორიგეობის გაცვლა,არ გაცვალა და იყოს მასე! ერთი კვირა მაგის მიმკარებელი მე არ ვარ. - ცხვირი აიბზუა დაქალმა.
- შენ სულ გააფრინე მგონი. - დასკვნა "დადო" ნანამ.
***
- ცოტაც და წასვლას გადავიფიქრებდი,ხომ შეუძლია ჩემ ტკბილ ცოლს ერთხელ მაინც მიპასუხოს ტელეფონზე? - შესასვლელშივე შემომეგება ლევა.
- აპატიებთ თქვენს მეუღლეს ასეთ უყურადღებობას?
- სანაცვლოდ რას მივიღებ? - მაცდურად შეათამაშა წარბები.
- აი,ამას - ფეხისწვერებზე აწეულმა ნაზად მივაკარი ლოყაზე ტუჩები და სასწრაფოდ მოვკურცხლე იქედან.
- ხომ იცი რომ ეს არ შეგრჩება ძვირფასო? - საძინებელში შესულს, ყრუდ, მაგრამ მაინც მისწვდა სმენას ლევას ხმა.
ლევა უნივერსიტეტში გამიცვნია,როგორც ნახევარი თბილისის გოგონები,მაშინ მეც შლაქსებით დავდიოდი და ჩემივე შარვლის ბოლოებს ფეხი გულმოდგინედ დავადგი,პირდაპირ გამოსასვლელ კიბეებზე მოვადინე ზღართანი.როგორც ისტორიებშია,მისი მსხვილი ტორები შემომხვიაო და ათასი ბლა,ბლა,ბლა,მასე არ ყოფილა,საკმაოდ შორს იდგა,ჩემ გვერდით თურმე მისი ძმაკაცი მდგარა და იმას შეუშველებია ხელი,ლევასაც თვალთახედვიდან დაკარგული თორნიკე რომ შეუმჩნევია (დიახ,ჩემი დაქალი ქმრის ძმაკაცის შეყვარებულია) აქეთ-იქეთ დაუწყვია თვალების ცეცება და ჩემთან ჩამუხლულიც აღმოუჩენია,ლალა კიდევ განგმირავი კივილით მოიწევდა ჩემკენ და ვერც ამჩნევდა დასხმარებლად გამზადებულ,მომავალ,მეორე ნახევარს.
ასე შეერთებულა ორი წყვილის გული.
***
- მომიყევი რა ტაისა,მომიშვი შენამდე,რამ შეგცვალა ასე... - არეული ხმით მედუდუნება და საწოლის ბოლოში თავსდება.
- ნიტუ..ხომ გიყვები,ხომ გიამბე ყველაფერი,სამეგობრო თუ არა,ლევა მაინც...ჯანდაბა! იცი რას ნიშნავს ადამიანთან მიკედლება და შემდეგ უცაბედად მოწყვეტა?
- სიზმარი იყო ტასი,სიზმარი! გამოფხიზლდი რა!
- ნანას გავხარ!
- ნანა ვინღაა - მომაბეზრებლად ატრიალებს თვალებს.
- ჩემი მეგობარი!
- ღმერთო ჩემო ტასია,ღმერთო ჩემო! სულ გაგიჟდი?!
- ვერ მიგებ.
- არ მინდა გაგიგო,რადგან თუ მეც მხარი აგიბი,ეს უფრო გააშმაგებს მაგ გრძნობებს,მერე? რას იზავ? სიკვდილამდე იმ შენი ლევანის ერთგული დარჩები?
- ლევა-მეთქი!ლევა გოგო!
- ჯანდაბამდეც გზა ჰქონია მაგ ლევას! გამოფხიზლდი ანასტასია! დროა გაიღვიძო!
- დროა გაიღვიძო! დროა გაიღვიძო! გავიღვიძე და მერე? რა მოხდა? რა მომიტანა კარგი მაგ გაღვიძებამ?
- შენ ჩვენზე მეტად იქაურები შეგიყვარდა მგონი! - დანანანებით აქნევს თავს და ალმაცერად მიყურებს.
- მენატრება ნიტუ!...რა ვქნა?
***
ლაღიძის ქუჩას ალბათ მეასედ მაინც ავუარ-ჩამოვუარე.როგორც მახსოვს 14 ნომერში ვცხოვრობდით.იქაც ვიყავი,ვიღაც ხნიერმა ქალბატონმა გამიღო კარი და როგორც შემიპატიჟა სახლში ისევე გამომიპატიჟა,ლევა მენაბდე ვინ არის საერთოდო,რას მიედ-მოედები,საუკუნეა აქ ვცხოვრობო! რა ვიცი აბა? ერთი თვისწინ მაგ აივნიდან მე-კი ვიმზირებოდი და..
***
ოთხი წელი გავიდა იმ კატასტროფიდან,მე ქორწილი მაქვს,საბა ტატიშვილს მივყვები,მეგობრის წვეულებაზე გაცნობილ ტატიშვილს!ლევას არ მივყვები მკითხველო! ლევას ვერ მივყვები! არ გგონია რომ დიდხანს ველოდე? ოთხი წელი სახუმარო არ არის! იმ 22 წლის გოგონასგან არაფერი დარჩენილა,გაქრა ყველაფერი,ახლო წარსულში მოვიტოვე და გაცრეცილი ფურცლებიდან ერთ-ერთზე,ახლიდან ვიწყე წერა!
***
იმ ღამეს საშინლად წვიმდა,იმ ღამეს მე კომაში მყოფმა,ჩემი და ლევას უფლის წინაშე შეუღლება რომ შევქმენი,იმ ღამესაც წვიმდა მე ლევას მიტოვება რომ შევძელი! გულ-მკერდის არეში საშინელი წვა ვიგრძენი და რეალობას დავუბრუნდი,ოთახში ამაზრზენად წიკვინებდა აპარატი! დაბრუნდაო გარშემომყოფთ აცნობდა!
- ქალი ყველაზე ლამაზი მაშინ არის! როდესაც ორ-სულიაო! გაგიგია ტაისა?
- ბავშვისთვის ზედმეტად ახალგაზრდები ვართო! გსმენია ლევა?
- ასე მოკლედ მოჭრა ცუდი საქციელია! და მე მინდა შვილი! - უაზროდ კრავს კოპებს და ჯიუტად მაშტერდებდა.
- მერე, შვილი რომ გვეყოლება ასე კი ვეღარ დავტკბებით - ეშმაკურად შევყურებ და ჩემი თავით კმაყოფილი ცხვირს ვიბზუებ.
- შენ ტკბობაში მამა ზეციერიც ვერ შემიშლის ხელს!
- მასე ნუ ამბობ - მისი ნათქვამით გაღიზიანებული ზანტად ვმანჭავ სახეს და ვეჭყანები - არავინ ვიცით ხვალ რა მოხდება!
- მასე თუა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მალე უნდა გაჩნდეს,აი,მანდ - თითით წრიულად ავლებს ხაზს მუცელზე.
- აუ ლევაა,სულ მაქეთ ნუ მიგყავს რა საუბარი,მოესწრება,მოესწრება!
- კაი ჰო! - ბუზღუნებს და თავს კალთაზე მადებს - მეთამაშე რა - გარინდული სასიამოვნოდ ბუტბუტებს და მეც ნაზად ვხლართავ ფაფუკ თმებში ხელს.
***
ქორწილი ჩაიშალა მკითხველო!
ამბობდნენ პატარძალს,ლაღიძის ქუჩაზე გული წასვლიაო,იქვე მდგომ უცნობს ქალი,იმავე ქუჩის 14 ნომერში შეუყვანია,იტალიური ეზოს ერთი ბოლოდან გაჭაღარავებული მოხუცი თავს იწყევლიდა! ის ახმახი როგორ ვერ გავიხსენეო!
- ლენა დეიდა,სასწრაფოს გამოუძახეთ,რას უდგახართ!
- ეგ შვილო,გაახელს ახლა თვალებს!მთლად ფეხები კი არ გაუფჩეხია,ერთი ნიშადური და ვსო! ჰა შენ კიდევ,დროა გაიღვიძო შვილო! ვის აქვს შენი თავი - ბამბას უნიავებდა ცხვირთან და ლოყებზე უტყაპუნებდა ხელებს - ეხ ლევა! ყველა გიჟი შენ როგორ უნდა აიკიდო ჰა? ამასწინათ იყო მოსული,სულ კისრისტეხვით გავაგდე,ლევა მენაბდეო,მე ხო იცი გაქანებული სკლეროზიანი ვარ,ან რას ვერ მიხვდა მე ახლა სწორის მთქმელი ვიყავი?
- რა ლევა მენაბდეო ლენა დეიდა,რას ფრუტუნებთ! ახლა მაგის დროა?
- მე გითხარი და შენი საქმისა შენ იცი! მოიშორე ეს გოგო! ამნაირი ჭირი ჩემ ეზოში არ გაშვანშვალდება!
- იღვიძებს მგონი - ნელა დაიხარა და კისერზე შეუცურა ხელი.
- ლევა... - ჩუმად ბურტყუნებდა ქალი.
- ლევაა...გულ..ი წამივიდა? - წამოჯდომას შეეცადა.
- ვიღაცას ესაუბრებოდით,აი მობილურიც,ალბათ რაიმე ცუდი შეიტყვეთ და..- ჯერ კიდევ გაუგებრობის ქვეშ მყოფი ძლივს ბლუყუნებდა,საიდან იცოდა ქალმა მისი სახელი?
- ქორწილი მაქვს ხვალ... - უცბად წამოროშა
- მერე? - უარესად დაიბნა ლევა.
- დავქორწინდე?
- უკაცრავად?
- არ უნდა დავქორწინდე.
- ქალბატონო,ჯობია ახლობლებს დავუკავშირდე
- ხო,ქმართან დარეკე,უთხარი საჭირო ნივთები გამომიგზავნონ,იპოვნაო გადაეცი. - უკვე მდგარი და აქეთ-იქით მოსიარულე,ინტერესით ათვალიერებდა გარემოს - რაღაცები შეგიცვლია.
- მე..მგონი ჯობია დაბრძანდეთ
- ლევა..მენაბდე,ადრე უფრო თავისუფალი და მხიარული იყავი.
- გიცნობ? - აგონიაში ჩავარდა მენაბდე.
- წესით! აბა უცხოებს ცოლად კი არ მივყვები.
***
უნდა გამეღვიძა? - ალბათ.
აბა? - დრო იყო გაღვიძების.
დროა გაიღვიძო - მღვიძავს.

"ეს ეძღვნება მათ,ვინც ჯერ კიდევ ილუზიაში ამჯობინებს ცხოვრებას"

თვითონაც არ ვიცი რა დავწერე.
ჩემი პირველი სრული და პატარა ისტორიაა საიტზე და ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნება ასეთი მოპუსკული რაღაცის შექმნა,ვითომ ხომ არაფერი მაგრამ ყველაზე მეტად ასეთი ნაშრომები ასახავს ავტორის მაშინდელ მდგომარეობას.
აქაც ნათლად არის მგონი ასახული.
ეს კი კარგია,პატარა და საყვარელი მაგრამ შეეშვით ილუზიებს,ცუდის მეტი არაფერი მოაქვთ მათ,უბრალოდ იყავით რეალისტები და რაღა თქმა უნდა მეოცნებეებიც!
მიყვარხართ და ველი შეფასებებს!
ჯორდიანს და ამაღლობელს რაც შეეხება მალე შემოგთავაზებთ ახალ და ცხელ-ცხელ თავს.
მიყვარხააააართ!



№1  offline წევრი ჟიზელი

ჰეი,სიყვარულო.
დაბრუნებულხარ და არ ვიცოდი.
მე მომეწონა.
არა...ძალიან მომეწონა!
და წამით გამიხარდა,რომ ილუზიებში არასდროს მიცხოვრია. გყვარობ ცისფერ(რაღაცნაირ) თვალებავ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent