შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [7]


18-04-2018, 13:23
ნანახია 1 539

იმ ინციდენტის შემდეგ მთელი დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში დემეტრესთვის ერთხელაც არ შემიხედავს, თუმცა ამის საჭიროება მაინც არ ყოფილა. ლანჩიდან 1 საათში ტყეში წაგვიყვანეს.დღეისთვის მხოლოდ ორი კლასი აარჩიეს. მე-11 და მე-12. ორივე კლასი ა) და ბ) ჯგუფებად დაყვეს და ერთმანეთს შეაერთეს. ისე გამოვიდა, რომ დემეტრე, ნია და ელენე სხვა ჯგუფში მოხვდნენ, მე და გიგა კი-სხვაში. მართალია ცალკე ჯგუფებში ვიყავით, მაგრამ არც ისე დიდი ტყე ყოფილა, როგორც მახსოვდა. ამიტომ შორიდან მაინც შეგვეძლო მოწინააღმდეგე ჯგუფის დანახვა. მე და გიგამ კარგად ვიხალისეთ. ჯგუფს ჩამოვრჩებოდით ხოლმე და უკეთეს ადგილას გადავუხვევდით. დღე იყო, ამიტომ არც დაკარგვის გვეშინოდა და არც ცხოველების. ერთი პატარა წყარო ვიპოვეთ და ელენესაც მივწერე რომ ჯგუფს გამოყოფოდა. როცა შევამჩნიე, რომ ეგრეც მოიქცა მე და გიგამ დავუძახეთ და ხელი დავუქნიეთ, მანაც დაგვინახა და ჩვენკენ წამოვიდა. დარჩენილი დრო ერთად მივზოზინებდით ორივე ჯგუფის უკან. ერთი-ორჯერ დემეტრე შევამჩნიე ზუსტად მაშინ, როცა თვითონაც მიყურებდა მაგრამ სრულიად დავაიგნორე. ნიასაც ძალიან უნდოდა ჩვენთან ერთად სიარული, მაგრამ ვიღაც გოგო აკიდებოდა და გაუჩერებლად ელაქლაქებოდა.

საღამო.
სიარულისგან დაღლილები ჩვენ-ჩვენ ნომრებში წავჩანჩალდით. მე მაშინვე "ყველა ნათელ ადგილს" ვტაცე ხელი. დემეტრე კი 10 წუთში მოვიდა და თავის საწოლზე გადაწვა.
-ჰეი...-ჩემკენ გადმოხარა თავი და დაელოდა, როდის გავხედავდი. თუმცა კვლავ დავაიგნორე. ნამდვილად არ შემეძლო იმის მერე მასთან ნორმალურად მოქცევა. შეხედვაც კი უხერხული მეჩვენებოდა. ამიტომ თავი მოვაჩვენე, ვითომ ისევ ვკითხულობდი. არადა, სინამდვილეში მის მზერას ვგრძნობდი და აზრი მეფანტებოდა.
-არ მელაპარაკები?
ამოვიხვნეშე. დაძაბულმა ვცადე აზრების დალაგება და წიგნში ჩართვა.ერთი და იგივე აბცაზი მესამედ რომ ჩავიკითხე, მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი.
-რა იყო, პირველი ჰომ არ ყოფილა....არა?-ისეთი ტონი ჰქონდა, რომ თავადაც მიხვდა.
პასუხი არ გავეცი და ისევ წიგნში ვიყურებოდი, მაგრამ ვიგრძენი, სახე როგორ ამიხურდა.
-აუ არა..! სერიოზულად?
თვალები გადავატრიალე.
-ჰო, მერე რა?
-მისმინე....შეგიძლია დაივიწყო. ვითომ არც მომხდარა...ბევრს არაფერს ნიშნავს.
ოოო არა! ეს არ უნდა ეთქვა! ...იდიოტი ვარ! რა სიყვარული, რის სიყვარული....ახლა ყველაფერი გასაგებია! ვერ ვიტან საკუთარ თავს ასეთი აზრებისთვის და იმ სულელური უხერხულობისთვის, რომელსაც თურმე მარტო მე ვგრძნობდი. "არაფერს ნიშნავს!"
სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დავაჭირე. მე ის შემიყვარდა და მისმა სიტყვებმა გული მატკინა. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო და რეაქციაც შესაბამისი მქონდა. იმედგაცრუებულს თვალები ამიცრემლიანდა. ვცადე ღრმად მესუნთქა, მაგრამ არ გამომივიდა. ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა, რომლის ხელით შემშრალებაც სწრაფად და შეუმჩნევლად ვცადე, თუმცა დემეტრემ დაინახა და შეშფოთებული წამში წამოჯდა. მე კი მაშინვე სახე გავატრიალე.
-აუ! აუ! არ იტირო რა! ბოდიში!!
ვცადე ჰაერი ღრმად ჩამეყლაპა. ნამდვილად არ მინდოდა ამის გამო მეტირა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. დემეტრე სრულ შოკში იყო.
-მაპატიე!-კიდევ ერთხელ მითხრა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. ის იყო, ჩახუტებას აპირებდა, რომ წამოვდექი. "არ მინდა მისი სიბრალული! საერთოდ არ უნდა დამეწყო ტირილი!" გავიფიქრე და ვთქვი:
-არაუშავს. არაფერია...-მინდოდა მტკიცე ხმით მეთქვა, მაგრამ ბოლო სიტყვისას თითქოს ხმა ჩამიწყდა. ღრმად ჩავისუნთქე, დემეტრეს შეძრულ სახეს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და ცოტა ხნით სააბაზანოში შევიკეტე. სახეზე წყალი შევისხი, გამომეტყველებაც დავილაგე. საძინებელში გავედი, კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე და სააბაზანოში გრილი წყლის გადასავლებად შევბრუნდი. აშკარად მიშველა. ჩაწითლებული თვალებიც ოდნავ ჩააცხრო და მეც დაძაბულობა მომეხსნა.
ოთახში შესვლისთანავე მოვკარი დემეტრეს თვალი, რომელიც ისევ ჩემს საწოლზე და ზუსტად იგივე ადგილას იჯდა.
-ძალიან. ძალიან. ძალიან ვწუხვარ. ყველაფერი უხეშად გამომივიდა. უბრალოდ არ მინდოდა კოცნის გამო თავი ცუდად გეგრძნო და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მე შენ მართლა მომწონხარ და ტყუილად არ მიკოცნია შენთვის. ჰომ იცი, რომ არ ვარ ეგეთი.
-კარგი, კარგი, არაუშავს. მეც ზედმეტად ემოციურად მივუდექი ყველაფერს... მოდი დავივიწყოთ ეს და ჩვეულებრივად ვიმეგობროთ, რას იტყვი?-გულახდილად გავუღიმე. "სულაც არაა საჭირო მას ვუყვარდე. მეგობრობაც დამაკმაყოფილებს. ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ."
-მშვენიერია.-სუსტად გამიღიმა დემემ და ცოტა ხნით გულში ჩამიკრა, მერე კი ოთახში შუქი ჩავაქრეთ და ჩვენ-ჩვენ საწოლებში დავწექით.

ღამე უცნაურმა ფხაჭუნმა გამაღვიძა. ალბათ რამე ცხოველი ცდილობდა საძინებლის ფანჯარაში შემოსვლას.
-დემეტრე...-უდარდელად მძინარეს ჩურჩულით გადავძახე.
სიჩუმე.
-დემე...!-ოდნავ ხმას ავუწიე.
-...ჰო
-შენც გესმის?
-რა?
-ფანჯარასთან რაღაც არის...-შეშინებულს განძრევაც არ მინდოდა.
დემე ნელა წამოიზლაზნა, ტელეფონს ხელი დაავლო, ფანჯარასთან მივიდა და ფანარი გაანათა. სინათლის მინათებაზე იმ რაღაცამ ფხაჭუნი შეწყვიტა და ბუჩქების შარიშურმა მამცნო, რომ გაგვეცალა.
-ეგ რა იყო?-ხმადაბლა ვკითხე ბოქსერების ამარა მდგარ დემეტრეს.
-არ ვიცი. მაგრამ საშიში არაფერია.
-ჰომ...-ყალბად დავეთანხმე და საბანი გადავიფარე. ზაფხულში შორტის და ბრეტელებიანი მაისურის გარდა ვერაფერს ვიცვამდი, ახლა კი ამ ღამის პაპანაქებაში საბანგადაფარებული მოვიკუნტე.
-გინდა ჩემთან გადმოწვე?-ოდნავი ღიმილი მომესმა მის ხმაში.
საბნიდან თავი გამოვყავი და იმედიანად გავხედე.
-შეიძლება?
-კი, მოდი. ჩვენ ჰომ მეგობრები ვართ, არა?-ისევ ღიმილით მითხრა. სიტყვა "მეგობრები" ცოტა უცნაური ტონით თქვა და ეს სიტყვა არც მე მეხატებოდა გულზე, მაგრამ ახლა მაგ არ მადარდებდა. მაშინვე წამოვხტი და ორ წამში მის საწოლზე დავხტი.
-მადლობა!-თვალები მივნაბე და ვიწრო საწოლზე დემეტრესთან ერთად ჩამეძინა.

იდეალურად მეძინა. სრულ სიმშვიდეში გავიღვიძე და დავინახე, დემეს გულზე მიკრული ვყავდი. ორივე ხელი ჩემთვის მჭიდროდ შემოეხვია და ოდნავ გატოკებასაც ვერ ვახერხებდი. გავწითლდი.ცოტა ხანი მძინარე დემეს მშვიდი, სიმპატიური სახის თვალიერებაში გავატარე. მერე კი მივხვდი, რომ ადგომის დრო იყო. დემეს მკლავებიდან თავის დაძვრენა ვცადე, მაგრამ ჩემს მოძრაობაზე შეიშმუშნა და უფრო მაგრად მიმიკრა.
-დემე... ვეღარ ვსუნთქავ.-ამოვიწრიპინე.
არანაირი რეაქცია.
-დემეტრეე...
ისევ არაფერი.
ახლა უკვე ნერვები მომეშალა და ყურში ჩავყვირე.
-გაიღვიძეეეე!!
-მმმ....-ამოიზმუვლა დემემ და ცალი თვალით ჩამომხედა.-კაი რა.
-აუ არა რა!-შევაჯანჯღარე.
-10 წუთი.
-არა!
უცებ დემე წამოხტა. ასე უცებ როგორ გამოფხიზლდა? ამას ნამდვილად არ ველოდი. წამებში მხარზე გამიდო და სადღაც წამიღო. წივილი დავიწყე და გავიბრძოლე.
-დამსვიი...საით?
უცბად აბაზანის კარები ვიცანი და უარესად ავფართხალდი. ზურგზე მუშტებიც კი დავუშინე მაგრამ ყურიც არ შეუბერტყია.საშხაპეში შემაგდო.
-არა, არა, არა გთხოოვ!! აააა!-სიცილით წამოვიწივლე, რადგან დემემ წყლის ცივი ჭავლი მომიშვირა. სულ გავილუმპე და მართალია ზაფხული იყო და ცხელოდა, მაგრამ მაინც ავკანკალდი.
-რატომ ხარ ასეთი ბოროტი?-კბილების ძაგძაგით ვუთხარი. ვიგრძენი, სიცივსგან როგორ გამილურჯდა ტუჩები და დემესაც შევეცოდე. ასაყენებლად ხელი გამომიწოდა. მეც მის ხელს მოვეჭიდე და ეშმაკური ღიმილით ჩემკენ გამოვქაჩე, რის შედეგადაც დემე ჩემს გვერდით, გაყინულ წყალში ჩაეტყეპა. დემემ სიცივისგან გოგოსავით წამოიყვირა. მე კი გულიანად ავხარხარდი. ორ წამში დემეც ამყვა. თან ხელით ცივი წყალი შემომასხა. არც მე ჩამოვრჩი. ბოლოს ისევ ხელში ამიტაცა და საძინებელში გამიყვანა.
-რას..?-დასრულება ვერ მოვასწარი, რომ ჩემიანა ზურგით დაემხო ჩემივე საწოლზე.-ააა! აუუუ!!!-ისედაც გალუმპულებმა ახლა ჩემი თეთრეულიც გავლუმპეთ.-დამპალო!-ძლივს შეკავებული ღიმილით იდაყვი გავკარი და ამოვიოხრე. წამოდგომას ვაპირებდი, როცა ორივე მკლავი წელზე შემომაჭდო და ისე საწოლზე დამახეთქა.
-ახლა მაინც გაჩერდი. უბრალოდ, ცოტა ხანს ასე დავრჩეთ...-ჩემზე ჩახუტებულმა, წყნარად თქვა.
-ეს...რას ნიშნავს?-ამ უაზრო კითხვის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-შენი აზრით?-დემეს ნაცნობმა ირონიულმა ტონმა გული ამიჩქარა.-მისმინე...არა მგონია, რომ მხოლოდ მეგობრებად დავრჩეთ...ვიცი, რომ ერთმანეთს ორივე სხვანაირად ვუყურებთ.-უსაყვარლესი ღიმილით გამომხედა დემეტრემ. მოვდუნდი. მეც გამეღიმა. დემეს ხელი ჯერ კიდევ ჩემზე ჰქონდა შემოხვეული და ამით ვისარგებლე. მივეხუტე და სულელური ღიმილით ვუპასუხე,
-ჰო...მართალია.

რა კარგი იქნებოდა, რომ ეს მშვიდი და ბედნიერი წამები დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა...
კარებზე კაკუნი გაისმა. თან ეს ვიღაც არანორმალურად დიდხანს აკაკუნებდა.
-დემიკოოო!!-ახლა ვიცანი ვინც იყო. თვალები გადავატრიალე. ნუცა.-წამო გავერთოთ რა!
მე იდაყვებს დავეყრდენი და დემეს თავით ვანიშნე, კარი გაეღო. დემემ ჩუმად შეიგინა და კარი გააღო. სველი, თეთრი მაიკა ტანზე მიმკრობოდა, იგივე მდგომარეობაში იყო შავი შორტებიც. არც ის დავივიწყოთ, რომ დემეტრე ბოქსერების ამარა იყო. ჩემსავით გალუმპული. კარებისკენ გავაპარე თვალი და შევხტი. ეს უზრდელი არსება პირდაპირ საძინებელში შემოკაკუნებულა შესამოწმებლად. ჯერ მე შემომხედა, მერე დემეს და გაპარჭყულმა, ამრეზით იკითხა:
-ეს რა არის? რას აკეთებდით?
ნერვები მომეშალა, მაგრამ დამცინავი ღიმილით ვუპასუხე:
-ცოტა გავერთეთ. რა შენი საქმეა?
ამაზე რიჟიკამ თვალები გადმოკარკლა და წრიპინი დაიწყო.
-დემეეე!! შენ რა..? ამ ძუკნასთან იწექი?
-სიტყვები შეარჩიე!-პირველად ვნახე, დემეტრეს დაეყვიროს. მე და ნუცა ერთდროულად შევხტით.
-წადი!-დაამატა მკაცრად დემემ.-ახლავე!
მეც და ნუცაც ორიოდე წამი პირდაღებულები ვიყავით. მერე კი ნუცა გამოერკვა და ქედმაღლურად გადაიქნია თმები.
-გამომყევი და წავალ.-ხელები გულზე დაიკრიფა. არ ვიცი, ამდენი სიჯიუტე, სინაგლე და უარყოფითი თვისებები როგორ მოგროვდნენ ამ ადამიანში... დემეტრემ ხვნეშით აწია ხელები და რიჟას კარებამდე გაყვა. ნუცა საკოცნელად შემოუბრუნდა, ამან კი ცხვირწინ მიუჯახუნა კარები. პირდაღებული და ნასიამოვნები ვუყურებდი ოთახში დაბრუნებულ დემეტრეს, რომელიც კვლავ ჩემს გვერდით დაემხო. ორი წუთი ისევ ბრახუნი და ნუცას წივილი ისმოდა. მერე კი ძლივს, თავი დაგვანება.
-ერთხელაც ჭკუიდან გადამიყვანს!-ბალიშიდან დემეს მოგუდული ხმა გავიგე.
-დაივიწყე.-ვუთხარი.-ყველაფერს საწოლს უკავშირებს. აზრზე ხარ? ოთახში შემოსვლისას პირველივე რა გაიფიქრა.
-რა, არ გვეძინა ერთად თუ?-დემემ თავი აწია და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-იდიოტო!-სიცილით ვუჯიკე.
დემესაც გაეცინა, მაგრამ შემდეგ დასერიოზულდა.
-ახლა, ერთი რამის დაზუსტება მინდა.
-რისი?
-მიყვარხარ! და ვიცი, შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ. იქნები ჩემი შეყვარებული?
მისი პირველივე სიტყვით გაბედნიერებულმა თავი დავუქნიე, კისერზე ხელები შემოვხვიე და ტუჩებზე დავეწაფე.



№1 სტუმარი ნნნ

Dzalian kargiaa momwons malmale rom deb da ese gaagrdzele istorias rac sheexeba umagresiaaa yochagg warmatebebii

 


ნნნ
Dzalian kargiaa momwons malmale rom deb da ese gaagrdzele istorias rac sheexeba umagresiaaa yochagg warmatebebii

ვაიმე დიდი მადლობაა <3

 


№3  offline წევრი Avrora-Gallagher

ძალიან კარგია მალე დადე მიმდევნოო ❤️❤️❤️სასწაულიხარ✌️✌️❤️❤️

 


Avrora-Gallagher
ძალიან კარგია მალე დადე მიმდევნოო ❤️❤️❤️სასწაულიხარ✌️✌️❤️❤️

მადლობაა <3 <3

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან მომწოონს საყვარელი წყვილიაა❤❤❤

 


№6  offline წევრი Tushma19

Ra banaluria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent