შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოურჯულებელი თავი 12


19-04-2018, 00:27
ავტორი abezara98
ნანახია 3 313

აგვისტოს ბოლო დღეები იწურებოდა. ქალაქში ბუღი იდგა და ყველა სიცხისგან შეწუხებული ჩრდილს აფარებდა თავს ან სახლში კონდიციონერის წინ იჯდა და ასე გრილდებოდა. კესო დოლიძე, 24 წლის ახალგაზრდა ქალი, ვაშინგტონის ქუჩებს მიუყვებოდა და სამსახურისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა. თითქმის 9 წელი იწურებოდა მას შემდეგ, რაც სამშობლო დატოვა და მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ვაშინგტონში გადმოვიდა. კესომ თავისი სურვილი აისრულა, ექიმი გახდა და ახლა მედსტარის საავადმყოფოში მთავარ ქირურგად მუშაობს. მისი მშობლები კი ისევ საქართველოში დაბრუნდნენ.
ქალმა მოზომილი ნაბიჯებით გადაჭრა გზა და ყველა გამვლელის მზერა თან გაიყოლა. მისი წითელი თმები მზეზე ბრწყინავდნენ და ქალს საოცარ მომხიბვლელობას მატებდნენ. როგორღაც მიაღწია საავადმყოფომდეც და ამოისუნთქა, როცა ნაცნობი წამლების და სისუფთავის სურნელი იგრძნო. მაშინვე გადახედა დღის განრიგსა და დაგეგმილ ოპერაციებს. მიყოლებით რამდენიმე უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებდა. თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ყველაფერს აკეთებდა. ბევრჯერ გადაურჩენია მომაკვდავი პაციენტი და ახლაც არ აპირებდა მათი სიკვდილისთვის დათმობას.
გოგომ სწრაფად გამოიცვალა, ლურჯი სამოსი მოირგო და თითქმის ერთი კვირის აკვიატებულ გრძნობას ისევ არ მიაქცია ყურადღება. პირველი 2 ოპერაცია ყველანაირი გართულების გარეშე ჩაატარა და ცოტა ხანს დასასვენებლად ჩამოჯდა, როცა ჩოჩქოლი ატყდა, ამას კი ჯერ მედდების, შემდეგ - ექიმების სირბილი მოჰყვა. ყველანი რატომღაც კომაში მყოფი პაციენტების სართულისკენ გარბოდნენ. „ალბათ, რომელიმე პაციენტი გარდაიცვალა“, გაიფიქრა ნაღვლიანად ქალმა და თავი კედელს მიაყრდნო.
-კესო, - დაუძახა ერთ-ერთმა მედდამ, - წამოდი, ეს უნდა ნახო.
-რა ხდება, კარლა?
-შენმა პაციენტმა გაიღვიძა, - ახარა შუა ხნის ასაკის პუტკუნა ქალმა და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
კარლასთან ერთად აირბინა კიბეები და ერთ-ერთ პალატასთან შეჩერდა. შიგნით ტევა აღარ იყო. ყველა ახლადგამოღვიძებულ პაციენტს დაჰფოფინებდა თავს, რადგან კაცმა მთელი ამდენხნიანი კომის შემდეგ გამოიღვიძა. კარლამ კი კესოს პაციენტი იმიტომ უწოდა, რომ ეს ბიჭი იყო პირველი ვისაც კესომ ამ საავადმყოფოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარა, თანაც წარმატებით და მას შემდეგ ხშირად დადიოდა მის მოსანახულებლად-ხოლმე. ბიჭი კესოს მოსვლამდეც დიდი ხნით ადრე დაეწვინათ საავადმყოფოში, მაგრამ მისი არც სახელი იცოდნენ, არც ასაკი და არც მნახველები ჰყავდა. ამიტომ ჯონ დოუს სახელით გაატარეს და იცდიდნენ. მისი მკურნალობის ფული კი ჩვეულებრივ ირიცხებოდა. ოღონდ არავინ იცოდა, ვინ და რატომ აკეთებდა ამას.
კესო კარის ჩარჩოს მიეყრდნო და იქიდან ადევნებდა თვალს. კაცის ყურადღება კი მაშინვე მიიპყრო წითელთმიანმა ქალმა და თავიდან ფეხებამდე ძალიან ნელა და დაკვირვებით შეათვალიერა, შემდეგ ტუჩებზე ღიმილისმაგვარმა ემოციამ გადაურბინა და მალევე გახედა სხვა ექიმებს. ქალი კი მთლიანად ააფორიაქა მისმა ერთმა შეხედვამაც კი. შორიდან ვერ გაარჩია ბიჭის თვალების ფერი და მოურიდებლად მიაშტერდა. ბიჭმა კიდევ რამდენჯერმე გამოხედა ისევ იმ ღიმილნარევი მზერით, მერე კი ექიმების კითხვებზე დაიწყო პასუხების გაცემა.
-ინგლისურად საუბრობთ? - ჰკითხა ერთ-ერთმა კაცმა და ოთახში პირველად გაიჟღერა პაციენტის ხმამ.
-რა თქმა უნდა, - უაქცენტოდ თქვა ბიჭმა და თვალის კუთხითაც კი დააფიქსირა, როგორ დაუარა კესოს ჟრუანტელმა მისი ბოხი ხმის გაგონებისას, - ვსაუბრობ როგორც ინგლისურ, ასევე გერმანულ, არაბულ და ქართულ ენებზე.
გოგო გაკვირვებული შეაცქერდა, როცა კაცმა ქართული ახსენა.
-თქვენი სახელი? - კითხვა ისევ იმ ექიმმა დაუსვა.
კაცის სახელის გაგონებაზე ხომ საერთოდ გაოცდა. თითქმის პირღია შეჰყურებდა საწოლში წამომჯდარ კაცს და ურცხვად არ სწყვეტდა მზერას.
-შეუძლებელია შენ იყო, - მხოლოდ ეს ამოიჩურჩულა ქართულად კესომ და პალატას ზურგი აქცია.
ამ სახელის და გვარის მქონე მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა, იმასაც ძალიან დიდი ხნის წინ. ამ ყველაფერმა თითქოს მივიწყებული გრძნობები წამოუშალეს და გული თავიდან აუფართხალდა. ფიქრობდა, რომ დაავიწყდა, ბავშვურ გატაცებად მიაჩნდა, მაგრამ ახლა ისევ რატომ გაახსენდა თავისი პირველი სიყვარული და მისგან მოპარული პირველი კოცნა? ქალმა ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და პირდაპირ საოპერაციოში შევიდა.
კესომ მორიგეობა ღამის ცვლაშიც გააგრძელა და გაოგნებული დარჩა, როცა მასთან კარლა მივიდა და ახლადგამოღვიძებული პაციენტის დანაბარები გადმოსცა. კაცს მისი ნახვა სურდა.
-უთხარი, რომ არ მცალია და ვერ ვნახავ. მოიფიქრე რამე, ვითომ გადაუდებელი ოპერაციები მაქვს, ახლა არ შემიძლია მასთან შეხვედრა, - სთხოვა ქალს და თავის კაბინეტში შევიდა.
მთელი ღამე თეთრად გაათენა. ყოველ საათში გადიოდა შემოვლაზე და როცა კაცის პალატაში უწევდა შესვლა, ხან ვის შეაგზავნიდა და ხან ვის. ამ ყველაფერს კი სულელური მიზეზებით ხსნიდა. ბოლოს კარლამ ვეღარ მოითმინა და კაბინეტში შეაკითხა.
-რა ხდება, კესო? - მზრუნველი ხმით ჰკითხა ქალს და თბილი თაფლისფერი თვალებით შეხედა, - ასეთ აფორიაქებულს პირველად გხედავ.
-ნეტავ, თავად ვიცოდე, რა ხდება ჩემს თავს, - ამოიოხრა გოგომ და დივანზე ჩამომჯდარ ქალს თავი კალთაში ჩაუდო.
ქალმა ნაზად გადაუსვა თავზე ხელი და ჭინკებათამაშებული თვალებით დახედა კესოს.
-იცი, მგონი მაგ შენს „არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს“ იმ ბიჭის სახელი ჰქვია.
-საერთოდაც არა, - გველნაკბენივით წამოვარდა ფეხზე ქალი და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-კი, კი, მასეა, - ღიმილით უთხრა კარლამ, - მეც მასე მემართებოდა, პირველად რომ შევხვდი პედროს.
-შენს ქმარს? - თვალები შუბლზე აუვიდა კესოს.
-ზუსტად.
-და ამით რისი თქმა გინდა? - გულისცემამ ლამის ორასს მიაღწია.
-არაფრის, საერთოდ არაფრის, - ისევ გაიღიმა ქალმა და წამოდგა, - მიდი და ნახე ის ბიჭი, არ იკბინება. თან ძალიან სიმპათიურია. პედრო რომ არ მყავდეს, ანა და მიგელი, ამასთანავე ერთი 25 წლით ახალგაზრდაც რომ ვიყო, ხელიდან არ გავუშვებდი, ისეთია, - ქალი ოცნებაში წავიდა და ტუჩი მოიკვნიტა.
-ოოო, კარლა, კარგი რაა, - ამოიბუზღუნა გოგომ, - ეგ მინდოდა კიდე მე?
-წადი და ნახე, იქნებ რა უნდა გითხრას, - გაუღიმა ქალმა და გასვლისას თავისთვის ჩაილაპარაკა, - და დაგაყენოს საშველი.
მთელი ნახევარი საათი დააბოტებდა კესო აქეთ-იქით და ვერ გადაეწყვიტა ასულიყო თუ არა მის სანახავად. მერე შემოვლაზე წავიდა და გზაში გადაწყვეტილებაც მიიღო. ბიჭის პალატა ბოლოსთვის შემოიტოვა და როცა ბოლო პაციენტიც ნახა, მუხლებისკანკალით წავიდა 415-ე პალატისკენ. დერეფანში გაუხვია და თვალები გაუფართოვდა, როცა წვეთოვანით მდგომ ბიჭს ლამის შეასკდა.
-აქ რას აკეთებთ? რატომ ადექით? - მასში ექიმი ჩაირთო და არც კი დაჰკვირვებია იმ ფაქტს, რომ ქართულად უყვიროდა.
ბიჭმა მხოლოდ ჩაიცინა და გაბრაზებული გოგო თავიდან ბოლომდე კარგად აათვალიერა.
-თქვენ გეძებდით, - ისევ ის ბოხი ხმა და უკვე მთელს ტანში მოსიარულე ჭიანჭველების არმია, - ხომ გაგიგონია ანდაზა, თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთანო? - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა.
-დამეყრდენით, სწრაფად! - მკაცრად უთხრა კესომ და როცა კაცის ხელი მხარზე მოეხვია მთელს სხეულში ჯერ ჟრუანტელმა დაუარა, მერე ეკლებმა დააყარა, გააცია, გააცხელა, მოკლედ ყველაფერი დაემართა რაც კი შეიძლება მოსვლოდა, - თქვენი დიდხანს ფეხზე დგომა ჯერ არ შეიძლება!
-მოსულიყავი ჩემს სანახავად და ფეხზეც არ ავდგებოდი, - ისევ მხიარულ ნოტაზე აგრძელებდა ბიჭი და ქალს გონებას უარესად ურევდა.
როგორღაც მიაღწიეს პალატამდე. კესომ სწრაფად დააწვინა საწოლზე და პლედი გადააფარა, შემდეგ იქვე მგომ კარადასთან მივიდა, ერთ-ერთი უჯრიდან ნემსით წამალი ამოიღო და სწრაფად შეიყვანა წვეთოვანში.
-რას აკეთებ? - გაიკვირვა ბიჭმა და თვალები მიელულა, - კი, მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვილაპარაკია?
-ახლა თქვენს ორგანიზმს დასვენება უფრო სჭირდება, ვიდრე ჩემთან საუბარი!
-მასე არ ვფიქრობ, კესო, - ბოლო სიტყვები ლამის ჩურჩულით ამოთქვა და ძილმა წაიღო.
მისი ნათქვამი „კესო“ თითქოს სულ სხვანაირად მოხვდა ქალის ყურს და მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელის სახით გავრცელდა. ცოტა ხანს უყურებდა მძინარე კაცს და შემდეგ კი იმ ფაქტს დაუფიქრდა, რომ ასე ახლოს იყო მასთან და მისი თვალების ფერი ჯერაც ვერ გაარკვია, რადგან თვალების გარდა ყველგან უყურებდა. ინსტიქტურად გადაისვა თითები ტუჩებზე და ახლაღა მიხვდა, რომ ბიჭმა მას სახელით მიმართა. კესო დაეჭვებული უყურებდა და მის ამოცნობას ცდილობდა, მაგრამ მოგონებები თითქმის გაცრეცილიყვნენ. თანაც ბიჭი ახლა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იყო. კომას მისი სხეული გაელია და იმდენად იყო გამხდარი, რომ მის თითოეულ ძვალს ადვილად დაითვლიდით, მაგრამ ტუჩები იმდენად მიმზიდველი და წითელი იყო, კესომ ძლივს გადააგორა ნერწყვი. გოგომ მისკენ ხელი გასწია და სულ ოდნავ შეეხო ხელზე, შემდეგ კი თითები ბიჭის თლილ თითებში ახლართა და ისეთმა მუხტმა დაუარა მთელს სხეულში, გეგონებოდათ დენის წყაროს მიუერთესო. კესო დამდუღრულივით გახტა უკან და მთელი სისწრაფით დატოვა ჯერ პალატა, შემდეგ კი საერთოდ საავადმყოფო, რადგან მისი ცვლა დასრულდა.
სახლში მისულმა ხელის კანკალით ძლივს შეაღო კარი, საწოლზე მუცლით დაეცა ვარსკვლავის ფორმაში და თავი ბალიშებში ჩარგო. სიზმარშიც რომ არ მოასვენა? დაფეთებულმა ჭყიტა თვალები და აჩქარებული გულისცემის დარეგულირება სცადა.
-რას მერჩი? ვერ ვიყავი მშვიდად ჩემთვის? - ამოიკნავლა საცოდავად და საათს შეხედა.
შემდეგ შხაპი მიიღო, ისადილა და ისევ დასაძინებლად წავიდა. მეორე დღემდე, უფრო სწორად ღამემდე, მორიგე არ იყო და კარგად გამოძინებას აპირებდა, მაგრამ რად გინდა? კაცმა სიზმარში ისევ მიაკითხა და არ მოასვენა. კესომ კვლავ დაფეთებულმა გაიღვიძა და მთლიანად ოფლში მოცურავემ გვერდი იცვალა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - ყვიროდა გოგო და უშედეგოდ ცდილობდა ძილის შებრუნებას, - მივსულიყავი, იქნებ რა უნდოდა ეთქვა? იდიოტი რომ იქნები ადამიანი! სიზმარში მაინც მომასვენოს! არა, მოდის აქაც და იმ თავის საოცარ ღიმილს მანათებს, მერე კი იმ მოსაჭმელი ტუჩებით მკოცნის! აააააააა! გავგიჟდები ახლა! არა, მაინც არ მოვალ შენ სანახავად, ვაჟბატონო!
გოგომ კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა საწოლში, მერე კი ტუმბოდან დამამშვიდებელი ამოიღო და სწრაფად გადაყლაპა. შემდეგ კი დილამდე უსიზმროდ ეძინა.
************
სამსახურში საღამოს 9 საათზე მივიდა და ისევ ოპერაციების განრიგს უყურებდა, როცა კარლას ხმა მოესმა.
-იმედგაცრუებული ვარ შენით, კესო!
-რაა, რამე დავაშავე? - შეიცხადა ქალმა და მომზადება დაიწყო.
-ისე გაწერეს ბიჭი, შენ ერთხელაც კი არ ნახე! არადა, როგორც კი გამოფხიზლდა, მაშინვე შენ გიკითხა!
-არაუშავს, გადაიტანს როგორმე, - უდარდელად აიჩეჩა მხრები, - და როდის გაწერეს?
-ოჰ, დავინტერესდით? - გაიოცა ქალმა, - რა საჭიროა იცოდე?
-კარგი რაა, კარლა! მითხარი, გთხოვ.
-დღეს დილით, - ამოიოხრა ქალმა, - უნდა გენახა როგორი დანაღვლიანებული გადიოდა აქედან. მასეთებს მხოლოდ ბედნიერება და ღიმილი უხდებათ და არა სევდა!
-რა დარწმუნებული ხარ, რომ ვინმე მკვლელი ან ნარკომანი არ არის?
-ინტუიციით ვგრძნობ. იცინე, ხო, იცინე და ჩემს ინტუიციას ჯერ არ უმტყუნია. შენ კი, ქალბატონო, გეუბნები, შეიძლება შენი ბედი გაუშვი ხელიდან!
-ჩემი ბედი არა, ის! - ხელი აიქნია ქალმა და საოპერაციოში შევიდა.
რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ ქანცგაწყვეტილი გამოვიდა, როცა კარლამ მოირბინა მასთან.
-კესო, ჩქარა, სასწრაფომ შემოიყვანა ახლახან. დაჭრილია, სისხლდენას ვერ ვუჩერებთ, - უყვიროდა ქალი, თან სასწრაფოს განყოფილებისკენ მიარბენინებდა.
-ვინ, კარლა, ვინაა დაჭრილი? რა ხდება?
-შენი პაციენტი, ისაა დაჭრილი, - მიახალა ქალმა და კმაყოფილმა ჩაიცინა, როცა დაინახა, როგორ ეცვალა ფერები კესოს სახეზე და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
-აბა, ჩემი ინტუიცია არასდროს ცდებაო? დაჭრილია ე.ი. არაა მთლად სუფთა სინდისის მქონე!
-მე მასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი, - უთხრა ქალმა და კესო ერთ-ერთი ჩამოფარებული ფარდის შიგნით შეაგდო, - აქაა და მიხედე.
გოგომ სწრაფად მოავლო მზერა ოთახს და როცა საწოლზე მშვიდად გაწოლილ ბიჭს შეხედა, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი სჭირდა, ამოისუნთქა. აი, მერე კი წამოენთო და ბიჭს ჩხუბი დაუწყო.
-რა გინდა? რას გადამეკიდე? არ შემეშვები? რა საჭირო იყო ამ ფარსის მოწყობა?
-რატომ ფარსის? - გაიოცა ბიჭმა და გაჭრილი თითი დაანახა, რომლიდანაც წვეთ-წვეთად სდიოდა სისხლი, - ვერ ხედავ ჩემს ჭრილობას?
-ამას ექიმი, მითუმეტეს ქირურგი არ სჭირდება! მედდაც მშვენივრად მიხედავს, - შეეცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ მხრების ცახცახით მიახვედრა ბიჭი, რომ ისევ გაბრაზებული იყო.
-ჭრილობასაც არ გადამიხვევ? - კნუტის თვალებით ახედა ბიჭმა და კესომ ახლა ნამდვილად შეძლო მისი თვალების ფერის გარჩევა.
-არა, ეს შეუძლებელია, - თავი გააქნია ქალმა, - ის ვერ იქნები! აქ მაინც დამასვენე! - აღმოხდა ბოლოს სასოწარკვეთილს.
-აქ? რას გულისხმობ, ვერ ვხვდები. კიდევ სადმე გაწუხებ? - გაიოცა ბიჭმა და ისე გაუღიმა, გოგო ლამის იქვე ჩამოიღვენთა და დადნა.
-ჯანდაბა. მაჩვენე ხელი, დაგიმუშავებ ჭრილობას და მერე გაქრი აქედან!
-ცოტა ფრთხილად, მეწვის, სხვათა შორის, - უთხრა ბიჭმა და სპირტიანი ბამბის გადასმისას შეკრთა.
-ასე გაჭრა როგორ მოახერხე? მოიცადე! შემთხვევით ძალით ხომ არ გადაისვი დანა? შენ რა მაზოხისტი ხარ?
-საჭმლის მომზადებისას გადავისერე. არც ისეთი კარგი მზარეული ვარ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა, - და კი, მაზოხისტი ვარ, ოღონდ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც შენ გგონია.
-მზადაა, შეგიძლია წახვიდე, - კესო წამოდგა და გასასვლელად მოემზადა, როცა ბიჭმა მაჯაზე დაქაჩა და თავისკენ შეაბრუნა.
გოგო მთელი სხეულით აეკრა კაცს და თავის შესაკავებლად მკლავებზე ჩაებღაუჭა. იმას აღარ ვიტყვი, რომ ორივეს ჟრუანტელი უვლიდათ ამ მცირეოდენი შეხებისგანაც კი და არც ერთი არ აპირებდა გაწევას.
-მოიცადე, არ გაინტერესებს, იქნებ რა მქონდა სათქმელი, ასე უცებ რომ გარბიხარ?
პირდაპირ ყურთან უჩურჩულა ბიჭმა და გოგოს ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ყელში. კესოს ოფლმა დაასხა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ისევ კაცი მოვიდა გონს, გოგოსგან 2 ნაბიჯით უკან დაიწია და ქალს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
-სწრაფად მითხარი, საქმეები მაქვს, - გამტყდარი ხმით ამოთქვა კესომ და ბიჭს გახედა.
-მინდა, რომ სარეაბილიტაციო კურსი შენ გამატარო, - ძალიან წყნარად უთხრა ბიჭმა და ქალის პასუხს დაელოდა.
-მე? - თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს, - მე რა შუაში ვარ? თანაც მშვენიერი ექიმები გვყვანან მაგისთვის.
-მე მინდა, რომ შენ იყო ჩემი ექიმი, - უკან არ იხევდა ბიჭი.
-მაპატიე, მაგრამ, არა! - მოუჭრა გოგომ და მაშინვე გავარდა.
-ოხ, კესო, კესო, - სიცილით თქვა ბიჭმა და ისიც გამოვიდა, - საერთოდ არ შეცვლილხარ. ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, როგორიც ადრე იყავი. მაინც დაგითანხმებ, აი, ნახავ!
მთელი 2 კვირა კუდში დაჰყვებოდა, ეხვეწებოდა, ხანაც კარლას მიუგზავნიდა ხოლმე, მაგრამ კესო არ ტყდებოდა, ხოლო ბიჭი ამაზე უფრო ხალისობდა. მერე კი მთელი 2 კვირა აღარ გამოჩენილა და კესომ თითქოს ამოისუნთქა. სექტემბერი იწურებოდა. ამინდიც აირია. ახლა თითქმის ყოველ დღე წვიმდა და ძვლების გამყინავი ქარი ქროდა. კესომ ცვლა დაამთავრა და სახლში ბრუნდებოდა, როცა თავისი კორპუსის წინ ჩაკეცილი კაცი დაინახა. მაშინვე მივარდა და როცა მასში საკუთარი მოუშორებელი ჭირი ამოიცნო, ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი როცა კარგად დააკვირდა და იმასაც მიხვდა, რომ კაცი ცუდად იყო, როგორღაც ბინამდე აათრია. ბიჭს მაღალი სიცხე ჰქონდა და აბოდებდა. ყოველ მეორე წუთს კესოს სახელს იძახდა და დარჩენას სთხოვდა. გოგომ თავის საწოლში ჩააწვინა, სწრაფად მოაშორა სველი ტანსაცმელი და აი, მანდ დასცხა. ამ ერთი თვის მანძილზე კაცი საკმაოდ მოკეთებულიყო და ისეთი გამხდარიც აღარ იყო. ნავარჯიშები სხეული, დაძარღვული ხელები, პრესზე გამოკვეთილი კუბიკები, განიერი მხრები და ყელზე გამოკვეთილი ადამის ვაშლი პირდაპირ სთხოვდნენ ქალს, რომ ეკოცნა და აღარასდროს მოშორებოდა. კესოს ლამის სულმა სძლია და მართლა არ დააკვდა კაცის ყელს, მერე კი გაახსენდა, რომ ცუდად იყო და მაშინვე გადააფარა საბანი, ისე რომ ბიჭს მხოლოდ თავიღა მოუჩანდა. მთელი ღამე არ დაუძინია. ყოველ საათში უმოწმებდა სიცხეს და ცივ კომპრესებს ადებდა. გამთენიისას დამშვიდდა კაცი, კესომაც ამოისუნთქა და რადგან იმდენად გადაღლილი იყო, რომ უბრალოდ დივნამდე მიღწევის თავიც არ ჰქონდა, თანაც ბიჭზე ნერვიულობას ძალა სულ გამოეცალა, უბრალოდ მიუწვა გვერდით და ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩასთვლიმა. აზრზე სახეზე ჩამოსმულმა ხელმა მოიყვანა, რომელმაც მთელს სხეულს სითბო გაუგზავნა და ახალი ენერგიით დამუხტა. ზანტად გაახილა თვალები და მასზე მოშტერებულ თვალებში ჩაიკარგა.
-დილამშვიდობისა, - გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
გოგოს გააჟრჟოლა, იმდენად, რომ ეს კაცმაც კარგად შენიშნა და თავისთვის ეშმაკურად ჩაიცინა. კესოს რამდენიმე წუთი დასჭირდა გამოსაფხიზლებლად, მერე კი გველნაკბენივით წამოფრინდა საწოლიდან და ახლაღა დააკვირდა ბიჭის სილუეტს, რომელსაც საბანი მუცლამდე ეფარა და ლოყები სიცხისგან ასწითლებოდა.
-რას აკეთებ? არ შეიძლება ასე წოლა, - მაშინვე მივარდა და საბანი გადააფარა.
-ვისთვის არ შეიძლება, ჩემთვის თუ შენთვის? - ჩაიცინა ბიჭმა და ჭინკებათამაშებული თვალებით ახედა ქალს.
-რა თქმა უნდა, შენთვის, - გაბზარული ხმით უთხრა კესომ და სახეზე აწითლდა, - საერთოდ, იცი, რომ წუხელ ლამის სიცხემ შეგიწირა? ძლივს დაგიგდე!
-ძალიან დიდი მადლობა, გარეთ რომ არ დამაგდე და მიპატრონე, - საწოლიდან წამოიწია ბიჭი და თავისი ტანსაცმლისკენ გაიწია.
-რას აკეთებ? - გაოცდა ქალი.
-ისედაც ძალიან შეგაწუხე. სახლში მივდივარ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მაისური გადაიცვა.
-ჯანდაბა, - ამოიოხრა კესო, - ვერსადაც ვერ წახვალ, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები. ან საერთოდ რატომ მოგინდა შუაღამისას ჩემი კორპუსის წინ წვიმაში ბოდიალი? არ იცი, რომ კომიდან ახალი გამოსული ხარ და ჯერ კიდევ სუსტი იმუნიტეტი გაქვს?
-არაუშავს, როგორმე გადავიტან.
-მანდ გაჩერდი და ფეხი არ გადაადგა, - მიაძახა უკვე კართან მდგარ ბიჭს და თვითონაც სწრაფად მოიცვა ქურთუკი, - როგორ ვერ გიტან. მაშინაც ასეთი დეგენერატი იყავი და ჩემს ნერვებზე თამაში კარგად გამოგდიოდა, - თავისთვის ბურდღუნებდა გოგო და სწრაფად ალაგებდა ჩანთაში საჭირო ნივთებს.
-უკაცრავად, რამე მითხარი? - თითქოს ვერაფერი გაიგო, ისე შეხედა ქალს, მისი თვალები კი საპირისპიროს გამოხატავდნენ.
-არაფერი, - მიახალა გოგომ და ჩანთა შეკრა, - ახლა შეგვიძლია წავიდეთ.
-თ? სადმე დაგპატიჟე და არ მახსოვს?
-ღმერთო, ვითომ ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევა იქნება ერთ სულიერს თუ შემთხვევით დავაგორებ კიბეებიდან და მოვკლავ? - ზემოთ აიხედა ქალმა და ჩაიბუზღუნა.
-მოიცა, - უცებ გაუნათდა გონება ბიჭს, - რა გინდა, თქვა, რომ თანახმა ხარ?
-არ მეგონა კომის შემდგომ პერიოდში გონებასუსტები თუ ხდებოდნენ, ამის შემდეგ გავითვალისწინებ.
ბიჭი გახარებული გადაეხვია კესოს და მთელი სახე დაუკოცნა. ქალი ამ დროს რას გრძნობდა? მისი გონება სრულიად გასულიყო არა მარტო მომსახურების ზონიდან, არამედ ამ პლანეტიდანაც და მხოლოდ მუცელში აცეკვებულ პეპლებსღა გრძნობდა. კაცმა სწრაფად გააჩერა ტაქსი, ჯერ კესოს მიეშველა ჩაჯდომაში, შემდეგ კი თვითონაც მიუჯდა გვერდით და მძღოლს მისამართი უკარნახა.
სამმა თვემ თითქმის თვალის დახამხამებასავით ჩაირბინა. კესო ყველაფერს აკეთებდა, რაც მასზე იყო დამოკიდებული. ექიმობასთან ერთად კი მზარეულობაც შეითვისა, რადგან ბიჭი საშინელი მზარეული აღმოჩნდა. პურის დაჭრაც კი არ შეეძლო ისე, რომ ხელი არ გაეჭრა. გოგო ამაზე თითქმის სულ დასცინოდა, მერე კი კაცის დაბღვერილ სახეზე კვდებოდა სიცილით, რომელიც შეკრული წარბებით და გულზე დაკრეფილი გადაჯვერედინებული ხელებით საყვარლად ბუზღუნებდა. ბიჭი ამ სამი თვის განმავლობაში ისეთ ფორმაში ჩადგა, კესოს უბრალოდ სუნთქვაც კი ეკვროდა მისი დანახვისას. ერთხელ, შემთხვევით მის ოთახში იმ დროს შევიდა, როცა კაცი პირასხოცშემოხვეული გამოდიოდა სააბაზანოდან და, აი, მანდ ლამის სული განუტევა. მთელი დღე გათიშული დაიარებოდა და ბიჭი მის დაბნეულობაზე ხალისობდა. ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ თეფში ხელიდან გაუვარდა და ნამსხვრევების აკრეფისას თითები დაისერა.
-კესო, კესო, ხომ კარგად ხარ? - ხმაურზე შემოვარდა დაფეთებული ბიჭი და როცა ქალის სახეზე ჩამოგორებული ცრემლები დაინახა, მაშინვე გულში ჩაიკრა, - ჩუუ, არაფერია. შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ, უბრალო ნაკაწრის გამო არ უნდა ტიროდე, - ეჩურჩულებოდა და პერიოდულად თავზე უსვამდა ხელს.
მერე როგორღაც დაამშვიდა, თეფშის ნამსხვრევები თავად მოხვეტა, გოგოს ჭრილობებიც დაუმუშავა და ერთად დასხდნენ ფილმის საყურებლად. ფილმის ნახევარიც კი არ იყო გასული, როცა გოგოს ჩამოეძინა და ბიჭის მხარზე ჩამოდო თავი. კაცმა ფრთხილად გამორთო ტელევიზორი, კესო გულზე მიიკრა და ხელში აყვანილმა შეიყვანა საძინებელში. ისე ფრთხილად და ჩუმად აკეთებდა ყველაფერს, რომ ქალს არ გაღვიძებოდა. მერე კი მთელი ღამე უყურებდა მძინარეს და ხანდახან ხელის გულებზე ჰკოცნოდა. მისი ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა შეატყო, რომ ქალი იღვიძებდა.
************
-აი, გამომართვი, - გაუწოდა კესომ კიდევ ერთი წამალი და კაცის დამანჭულ სახეზე გაიცინა, - ეს ბოლოა. ამით შენი სარეაბილიტაციო კურსი დასრულებულია.
ბიჭმა უხმოდ გამოართვა აბი, ასევე უხმოდ დალია და ნაღვლიანი მზერა გააყოლა ქალს, რომელსაც ჩალაგება უკვე დაეწყო.
-რამე გინდოდა? - შეეცადა გაეღიმა, მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოუვიდა.
-არ მინდა, რომ წახვიდე, - უკვე კართან იდგნენ და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ.
-ხომ იცი, რომ დარჩენა არ შემიძლია?
-რატომ, კესო, რატომ? - აღმოხდა ბიჭს და ქალისკენ გადაიხარა.
-არ შემიძლია და მორჩა, - ხმა გაიმკაცრა ქალმა, არადა შინაგანად ყველაფერი ეწვოდა და მალე ალბათ ცრემლებადაც დაიღვრებოდა.
-კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გსურს. ამჯერად მხოლოდ, - საყვარლად გაუღიმა კაცმა და ტუჩის კუთხეში აკოცა, ისე, რომ ოდნავ ტუჩსაც შეეხო, - ამჯერად გამექეცი, მაგრამ მალე ასე აღარ იქნება, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ფანჯრიდან მანამ უცქირა ქალს, სანამ კესო ტაქსიში არ ჩაჯდა და მანქანა თვალს არ მიეფარა.



№1  offline მოდერი N1penguin

ამას ჰქვია ინტრიგანი გამიზრდიაო joy joy თან სახელიც რო არ ახსენე, შემთხვევითაც კი არ წამოგცდენია scream რა იყო ახლა ეს? ინტრიგანო, დაიჯერო მარტო მე ვერ ვხვდები ვინაა? დააბრუნე ანასტასია და რეზი laughing

 


№2  offline მოდერი ენემი

ანდრეა? ანდრეა ცოცხალია? heart_eyes აუუ თუ ასეა რა მაგარი იქნებააა heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime es tu andreaa axlos rom iyo gakocebdiii, saocreba iyooo, velodebi moutmenlad momdevnosssss, vaime guli

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძააან მააგაარიაა შეემდეეგ თაავს როოდიის დაადეებბ?

 


№5  offline მოდერი abezara98

N1penguin
ამას ჰქვია ინტრიგანი გამიზრდიაო joy joy თან სახელიც რო არ ახსენე, შემთხვევითაც კი არ წამოგცდენია scream რა იყო ახლა ეს? ინტრიგანო, დაიჯერო მარტო მე ვერ ვხვდები ვინაა? დააბრუნე ანასტასია და რეზი laughing

ანასტასია შემდეგ თავში დაგვიბრუნდება, რასაც რეზიზე ვერ ვიტყვით. დამშვიდდეს ჯერ და მერე დავაბრუნებ, თორემ ცოდოა გაგიჟებული ტასოსთვის ჩემი რეზიკო smile და, დიახ, შემთხვევითაც არ წამომცდენია joy

ენემი
ანდრეა? ანდრეა ცოცხალია? heart_eyes აუუ თუ ასეა რა მაგარი იქნებააა heart_eyes heart_eyes

ამ კითხვაზე პასუხს გავიგებთ რეკლამის შემდგებ smile

meocnebe avadmyopi
ვაი რა არის რა ხდება მიშველეთ რა ეს რა იყო გული გასკდომაზე მაქ,ვინ კესო,რა კომა ვინაა ის ბიჭი რეზი ან ანდრეა რომ იყოს და ის გოგო ტასო ასე მშვიდად არ შეხვდებოდა,.ანდრიას თავსაც არ აარიდებდა,მაგრამ კომაზე ცოტა გავჭედე შეიძლება ეგ იყოსო,მაგრამეს გოგო ცხრა წლის წინ თუ წამოვიდა საქართველოდან და ახლაა 24 წლის ტასო არ უნდა იყოს რადგან ტასო ხო 15 წლის არ იყო სანამ საქართველოდან წამოვიდოდა?

რა გინდოდა საერთოს?რა ჯანდაბაა,ხედავ რა აზრები მაწუხებს მიდი და ირტყი თავში აგურები?საიდან მივხვდე მე რა ხდება ააააააააა?

არ გვინდა რა ეს ორი აგური, შემდეგ თავში ყველაფერი გაირკვევა და თუ რამე, მერე მე გამომიქანე joy heart_eyes

Qeti qimucadze
Vaime es tu andreaa axlos rom iyo gakocebdiii, saocreba iyooo, velodebi moutmenlad momdevnosssss, vaime guli

ისე არ ვიმსახურებ კოცნას? smile heart_eyes

სტუმარი მარიამი
ძააან მააგაარიაა შეემდეეგ თაავს როოდიის დაადეებბ?

შემდეგი თავს ხვალ უნდა ელოდო blush რა ვქნა, 24 სთ-ში ერთ სიახლეს მატვირთვინებს მხოლოდ confused

ლიდია
გული...
გ უ ლ ი!
ძალიან დიდი ყურადღებით ვკითხულობ ამ ისტორიას და ძალიან მომწონს!
ეს რა იყო ჰა?! ახლა მე მთელი ღამე ამაზე უნდა ვიფიქრო...
ანდრეა მგონიაა და მომკალით <3

ვალიდოლი ან კაპლი ხომ არ შემოგაშველო? smile smile heart_eyes

a.bochorishvili
ვაიმე დედიკო დედააა მალე დადე შემდეგიი

შემდეგი თავი ხვალ, ან დღეს 12-ის შემდეგ smile მაინც ხვალინდელი დღე გამოდის joy

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ანდრეა ცოცხალია და ამაში ამ თავმა დამარწმუნა,თავიდან ტასოს შეგრძნებამ დამაფიქრა.მიხარია ეს ბიჭი ცოცხალი რომ აღმოჩნდა.ასევე მგონია სტატიის საქმე სპეციალური გათამაშება არის და რაღაც გეგმა აქვთ.დღეს წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა.კარგად დაიწყე ყოჩაღ
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი abezara98

La-Na
ანდრეა ცოცხალია და ამაში ამ თავმა დამარწმუნა,თავიდან ტასოს შეგრძნებამ დამაფიქრა.მიხარია ეს ბიჭი ცოცხალი რომ აღმოჩნდა.ასევე მგონია სტატიის საქმე სპეციალური გათამაშება არის და რაღაც გეგმა აქვთ.დღეს წავიკითხე ყველა თავი და მომეწონა.კარგად დაიწყე ყოჩაღ

მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes

 


№8  offline წევრი matrakoca

აიი შე ინტრიგანოო smiley smiley სიტყვებით ვერ ავღწერ იმდენად მომწონს ეს იტორია heart_eyes heart_eyes

 


№9  offline მოდერი abezara98

matrakoca
აიი შე ინტრიგანოო smiley smiley სიტყვებით ვერ ავღწერ იმდენად მომწონს ეს იტორია heart_eyes heart_eyes

შენ ხომ არ იცი, რამდენად მახარებს ასეთი თბილი კომენტარები <3 და, კი, გეთანხმები, ინტრიგანი ვარ joy heart_eyes

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს რო ამნდრეა იყოოოოოს ეს რო ანდრეა იყოოოოოს მე გავაფრეეეეეენ ღმერთოოოოოოოოოოოოო ცუდად გავხდებიიიიიი მაგრამ ოღონდ ანდრეა იყოს და გადავიტან :დ აუ იყოს რა... კი მაგრამ რა მაინტერესებს ახლა უცებ: საქართველოში მის დასთან რატო არ დაბრუნდა

 


№11  offline მოდერი abezara98

ანი ანი
ეს რო ამნდრეა იყოოოოოს ეს რო ანდრეა იყოოოოოს მე გავაფრეეეეეენ ღმერთოოოოოოოოოოოოო ცუდად გავხდებიიიიიი მაგრამ ოღონდ ანდრეა იყოს და გადავიტან :დ აუ იყოს რა... კი მაგრამ რა მაინტერესებს ახლა უცებ: საქართველოში მის დასთან რატო არ დაბრუნდა

ჯერ გავარკვიოთ ანდრეაა ეს პერსონაჟი თუ არა და დანარჩენი მერე smile smile

 


№12  offline წევრი blondeangel631

ანდრეას აცოცხლებ ??? ძალიან მომწონს და შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№13  offline მოდერი abezara98

blondeangel631
ანდრეას აცოცხლებ ??? ძალიან მომწონს და შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

ატვირთულია უკვე შემდეგი თავი და შენს შეფასებას ელოდება heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent