შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1999 #დასასრული


21-04-2018, 00:41
ავტორი Kalina
ნანახია 1 218

ბუბა გახევებული ფურცლავდა დღიურს.

"დღეს მინდოდა, გამეხარებინა. მის სკოლასთან მივედი. ვიფიქრე, ყვავილებს ვაჩუქებდი, სახლამდე მივაცილებდი, იქნებ მანამდე მისთვის ხელიც ჩამეკიდა. სასაცილოა ჩემი ლაპარაკი. რადგან, როცა მე საცოდავ ოცნებებში მასზე ხელი მაქვს ჩაჭიდებული, ამ დროს მის თავს დაუფარავად მართმევენ. დავინახე.
ჩემი თვალებით დავინახე, როგორ კოცნიდა იმ არამზადას. მეზიზღება ორივე ამისთვის. ის უფრო.
ხომ იცის, რომ მიყვარს...
დედა მოვ**ან ამ ცხოვრების.
არ არსებობს სამართალი სამყაროში, სანამ მას ჩემით არ შევქმნი.
ასეც ვიზამ. და წინ ვერავინ გადამეღობება. "

აცაბაცა ნაწერს ეტყობოდა, როგორ უმძიმდა დამწერს ამის წერა. ასჯერ გადახაზული სიტყვები, ჩაზნექილი ფურცლები, რამდენიმე ადგილზე მელნის წვეთებიც იპოვა.
გამწარებულს რამდენიმე კალამი შემოტყდომოდა.

***
ანასტასია თავჩახრილი მიყვებოდა ნიკუშას ქუჩაში.
ნიკუშა ნელა მოტრიალდა მისკენ და ანასტასიამაც დარცხვენილმა ჩახარა თავი და საპირისპირო მხარეს გაატრიალა.
ნიკუშა სწრაფი ნაბიჯით დაიძრა... და ანასტასიას გაშორდა.
სწრაფი ნაბიჯებით მიაპობდა ქუჩებს და გრძნობდა, როგორ უცრემლდებოდა თვალები. მაშინვე ინანა, მაგრამ ეს საჭირო იყო.
საიდანღაც უნდა დაეწყოთ ცვლილება.
ნაბიჯს შეუნელა და ნელა გაიხედა იმ ადგილზე სადაც ანასტასია დატოვა.
ისევ იქ იდგა.
იმ განსხვავებით, რომ ადგილზე ჩაკეცილიყო და მკლავები მუხლებზე შემოეხვია.

***

"დღეს ჩაკვეტაძესთან ვიყავი. აზრზე არ ვარ საიდან გაიგო ჩემი გეგმების შესახებ. ბუბას არ იცნობს. ვითომ დამინახა სკოლის წინ იმ დღეს? ვარიანტი არაა, ბუბა არაფერს ეტყოდა. ბუბას გარდა ჩემს გეგმებს არავის ვუყვები. მე რა ვიცი ვინ როდის გამყიდის. ბუბა ერთგულია.
ჩემი მოწამვლა უნდოდა. და იმ გოგომ გადამარჩინა. ყაზბეგის გოგომ. თეზი თავის შვილობას რო აბრალებს. ჭიქები გადააყრევინა მიმტანს. ამ ამბავს არ დავივიწყებ. არც ერთს და არც მეორეს. "

***
ნიკო ანამარიასთან მივიდა. ტიროდა.
ანამარია გამოშტერდა.
-ნიკ...
-დედა მოვ**ან ამ ცხოვრების!
ანამარია გადაირია.
-სად დაეთრევი?! ანასტასია სად არის?! შენთან ერთად არ იყო?!
ნიკომ თავზე ხელები აიფარა.
-გთხოვ... ანა, ნუ ყვირი, გთხოვ...
ალექსანდრე ზღურბლზე გამოჩნდა.
-ნიკო... მთვრალი ხარ? ანასტასია სადაა.
ნიკომ ამოიღრიალა.
-აღარ ვართ მე და ანასტასია!
ალექსანდრემ შუბლზე ხელი მიირტყა. ანამარიას მიუბრუნდა.
-მიდი რა, მიხედე ამას. მე ანასტასიას მოვძებნი. სად დატოვე ეგ მაინც გახსოვს?
ნიკომ ბურტყუნით გამოსძახა რაღაც.
ვერაფერი გაარჩია. ერთი გასძახა "შენ მოგი**ანო" და კარი გამოიჯახუნა.


მაგრამ, ვერსად წასვლა ვერ მოასწრო.
კარი ჩოლოყაშვილებმა შემოაღეს. გაგის გონდაკარგული ანასტასია გულზე ჰყავდა მიკრული და შემოსასვლელში გახევებული იდგა.
ანამარიამ გაოცებისგან სამედიცინო ჩანთა იატაკზე დააგდო.
გაუაზრებლად აკივლდა:
-რა უქენით! მომიყვანე აქ! რა გაუკეთეთ!
გიგამ ხელი აიქნია:
-შენ გოგო იდიოტები ხომ არ გგონივართ?! რამე რომ დაგვეშავებინა, აქ რატომ მოვიყვანდით? გულწასული ვიპოვეთ ქუჩაში და წამოვიყვანეთ. სადაა ნიკო. ამის სახელს ბურტყუნებდა მთელი გზა.
ნიკო დაბნეული იყურებოდა.
-თქვენ იპოვეთ?
გიგამ თავი დაუქნია.
გაგიმ ანასტასია უახლოეს სავარძელში ჩააწვინა.
უკმაყოფილოდ აღნიშნა:
-ეს არის მიყვარსო? სიცხე აქვს. მიხედე წესიერად, ასე ხომ შეიძლება ხელში ჩაგაკვდეს.
ნიკომ ჩუმად ამოილუღლუღა:
-მადლობა.
ალექსანდრემ გიგას მხარზე ხელი დაარტყა და ჩუმად გადაუხადა მადლობა:
-ახლა ვაპირებდი მოსაძებნად წასვლას. ამათმა იჩხუბეს ალბათ. ეს გათიშული მოვიდა 5 წუთია.
გაგიმ თავი დაუქნია.
ალექსანდრემ ბიჭები გააცილა და ნიკოს მოუტრიალდა.
-ს*რი ხარ, ნიკო! რაებს აკეთებ უკვირდები?! რამ დაგატოვებინა ისედაც დასუსტებული გოგო ქუჩაში! ავადმყოფი ხარ, რა!
ანამარიამ გავარვარებული გოგონა ზევით აიყვანა. ტანსაცმელი გამოუცვალა და საწოლში ჩააწვინა.
მთელი ღამე თავთან ეჯდა.
არაფრით მიაკარა ნიკუშა.

ალექსანდრე მძიმედ ჩამოჯდა სკამზე. ბევრი ფიქრის შემდეგ, მიხვდა მიზეზს.
-ვიცი, ეს რატომაც გააკეთე, ნიკო. მესმის შენი. მაგრამ, ცოდოა. სხვა გზაც შეიძლებოდა, გამოგენახა ან გამოგენახათ.
-არა, ალექს. არ მინდა. არ მინდა, რომ ჩემს დანახვაზე თავს ხრიდეს. რაღაცის სრცხვენია. მირჩევნია, მე ვუხადო ბოდიშები. მისი აცრემლებული თვალების დანახვა გულს მიკლავს, ალექს. გეფიცები. მირჩევნია, გამიბრაზდეს, გამარტყას, მეჩხუბოს... ვიდრე ასეთი თვალებით მიყუროს.
თან არც მიყურებს! თვალებში ვერაფრით ჩავხედე, ალექს...
ალექსანდრე სკამზე გასწორდა.
-მისმინე, მეგობარო. ადი ახლა, ანამარიას მე მივხედავ. დაილაპარაკეთ. თუ უყვარხარ, თუ გიყვარს, აღარ დარჩა დასაშორებელი მიზეზი თქვენივე თავების გარდა. გაერკვიეთ, თორემ ამ გაურკვევლობაში ჩაგაკვდება ეს გოგო ხელში ან ვიღაც სხვა დაიკავებს შენ ადგილს. შენს გარდა არავინ არ ჰყავს და მიხედე, რა.
ალექსანდრე ნელა დაიძრა ოთახისკენ და ნიკოს ანიშნა ყველაფერი კარგადააო. ჩაძინებული ანამარია ხელში აყვანილი გამოიყვანა იქედან და თავით ანიშნა, შედიო.
ნიკო ნელა წამოდგა სკამიდან. ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით გაემართა კიბისკენ. ყოველი კიბის ავლისას თავდაჯერებულობა აკლდებოდა და კართან გაჩერდა.

გაახსენდა, როგორ წარმოიქმნა მათ შორის ერთგვარი ბარიკადი საავადმყოფოშიც და როგორ ეშინოდა შიგნით შესვლა.

ნელა გააღო კარი და შიგნით შევიდა.
მძინარე ანასტასიას თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
"რაღაც აწუხებს."
სწრაფად გაემართა მისკენ და მისი ხელი თავისაში ნაზად მოიქცია. ოდნავ დაიხარა და თბილი კოცნები დაუტოვა ხელის მთელ ზედაპირზე.
-არ იტირო... არა... მე აქ ვარ.
ანასტასია ჩუმად სლუკუნებდა ძილში.
ამაზე უარესი მხოლოდ სიკვდილი არსებობდა ნიკუშასთვის. იქნებ, ეს მისთვის სიკვდილზე უარესიც კი იყო...
-ნუ ტირი, გემუდარები... გთხოვ.
ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოუსვა და თმაზე მიეფერა. გათვლილი ჰქონდა თითქოს ყველა მოძრაობა, ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.
ანასტასია თითქოს დამშვიდდა. სლუკუნი შეწყვიტა.
ნიკუშა აუჩქარებლად აშორებდა თვალებიდან დადენილ ცრემლებს.
დიდხანს ეფერა ძილში. ძალიან დიდხანს. მანამდე, სანამ გათენება არ დაიწყო ღამემ.
მერე ჩაეძინა.
ანასტასიას, ცხადია მასზე ადრე გაეღვიძა.
მის საწოლთან მოკუნტული ნიკუშას დანახვაზე გული მოეკუმშა. დიდხანს უყურა მის გამოუძინებელ სახეს.
როგორ უყვარდა.
სიგიჟემდე.
ალბათ გოგონას დაჟინებული მზერა იგრძნო და თვალები ნიკუშამაც გაახილა.
ვერაფერს ეუბნებოდა.
ისხდნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ.
ვერცერთი ბედავდა სიტყვის თქმას.
ბოლოს ანასტასიას სიცხემ შეახსენა თავი და თავბრუს ხვევამ აიძულა მოცელილივით დავარდნილიყო ბალიშზე. ოდნავ დაიწკმუტუნა.
ნიკუშა შეშფოთდა:
-ტასო, რამე ხომ არ...
-არაფერი არ მინდა.
ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოიხრიალა ანასტასიამ და გვერდი იცვალა.

***
ბუბამ დღიურის კითხვა დაასრულა.
უფრო სწორად, ორი გვერდიღა რჩებოდა.
და წააწყდა იმას, რამაც გაოცების ყვირილი გამოიწვია.

გეგეს ანდერძი.
მარგიანი თითქმის ყველაფერს ბუბას უტოვებდა. აქციებით დაწყებული, სახლებით დამთავრებული.
კონვერტში ჩადებულ ანდერძს მისი ხელმოწერაც ახლდა თან.
ბუბა გეგეს ქონების 80%-ის მფლობელი ხდებოდა.
დანარჩენი 20%...
ანასტასიასი იყო.
ყველა უფლებითა და ვალდებულებით.

წერილის ბოლოს გაკრული ხელით მიეწერა ფანქრით:
"ყველა იმ საშინელებისთვის, რაც ჩემ გამო მოხდა."

ფაქტია, გეგემ იცოდა.
იცოდა, როდის მოკვდებოდა.

ანასტასია კი...
ორი სიტყვით,
მილიონერი ხდებოდა.
***
მძიმე ნაბიჯებით მიემართებოდა ბუბა კარიაული ანამარიას სახლისკენ.
დააკაკუნა და კარის გაღებას არ დაელოდა, კონვერტი ზღურბლთან დააგდო.

წასვლა ვერ მოასწრო. ანამარიამ კარი გააღო.
-ბუბა?
ბუბამ ნელა ახედა კარში გახევებულ ანამარიას და თავი დაუკრა.
-რაღაცის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ ვატყობ, ანასტასიასთვის ამის გადაცემა პირადად მომიწევს.
ანამარიას წარბი არ შეხრია.
-ანასტასია არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შენი ნახვა შეძლოს.
-ისევ ცუდადაა? ანა, ჩემზე ცუდად ვერ იქნება. გთხოვ, მასთან დალაპარაკების საშუალება მომეცი.
ანამარია ნელა გაიწია კარიდან, თან ეჭვის თვალით უყურებდა მოულოდნელ სტუმარს.
სასტუმრო ოთახში მჯდარი ნიკუშა და ალექსანდრე ფეხზე წამოვარდნენ.
-ბუბა...
ჩუმად ჩაილაპარაკეს და ხელი ჩამოართვეს.

იყო ბუბაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებდა მისთვის პატივი გეცა, თუნდაც არ გცოდნოდა ვინ იყო, თუნდაც მისი სახელიც არ გცოდნოდა. თითქოს სახეზე ეწერა ყველა ის გაჭირვება და ტანჯვა, რაც გეგესთან ერთად გამოიარა.

ბუბა მძიმედ დაეშვა სავარძელზე.
კონვერტი ნელა დადო მაგიდაზე და უკან გადაიწია.
ალექსანდრე ეჭვის თვალით უყურებდა ბუბასაც და კონვერტსაც.
ნიკუშამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გახსნა კონვერტი და დოკუმენტი წაიკითხა.
-ეს... როდის...
ბუბამ თავი გააქნია.
-ფაქტი ფაქტია, ნიკოლოზ. ფაქტია, რომ მან იცოდა მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ. გეგე არ იყო ჯანმრთელად. ხშირად კრუნჩხვებში ვარდებოდა, გულის უკმარისობა ჰქონდა. წამლებს სვამდა, მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა. ამ ამბებმა გადაიყოლეს. ექიმები რაღაც უაზრო ტერმინებით გველაპარაკებოდნენ. ნახევარი მათი ნალაპარაკევიდან არ მესმოდა. გეგე ყველაფერს მშვიდად ხვდებოდა. იცოდა, რაც სჭირდა და ყველა შედეგისთვის მზად იყო.
პირველად შეტევა იმ წყეულ დღეს დაემართა. სკოლის წინ რომ მოვიდა.
ჩემი შეცდომა იყო, უნდა გამოვყოლოდი, საღ აზრზე უნდა მომეყვანა.
სახლში რომ მოვიდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მეგონა, ვინმე თავს დაესხა, მაგრამ დაუდევრად მომიშორა და ოთახში შევარდა. დღიურს წერდა, ნიკოლოზ. ყველა განცდა აქვს აღწერილი. ყველა ის ქმედება, რასაც სჩადიოდა და რისი გაკეთებაც სურდა.
იმ ღამით, როცა ჯაფარიძეების სიკვდილის შემდეგ ანასტასიას ბინასთან გაათენა, საავადმყოფოში დავაწვინეთ. მზად ვიყავი, ანასტასია მომეტაცებინა და მასთან მიმეყვანა. თვითონ გამაჩერა, ნიკოლოზ. ხომ იცი, რომ გამომივიდოდა. საბოლოოდ ჩამოგაშორებდი მისი ცხოვრებიდან, გეგეს ჩემთვის უფლება რომ მოეცა. არასდროს შემშლია ხელი. მაგრამ ღრიალი დაიწყო, მე გავაუბედურე, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებო. ვერც აპატია ბოლო წამამდე.
აქ... 20%-ია მისი ქონების. ეს... დიდი თანხაა. შეუძლია ნებისმიერ რამეში გამოიყენოს. გეგეს სურდა, ბედნიერი ყოფილიყო. ღვთის წყალობით, ალბათ იქნება კიდეც.
ოთახში სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ვერავინ ვერაფერს ამბობდა. ანასტასიას ნაცვლად ვერავინ ილაპარაკებდა. ალექსანდრე დაეჭვებული შეჰყურებდა ნიკოს. კარში გახევებული ანამარია პირდაღებული მიჩერებოდა დანარჩენ სამს.
-გეგეს ფული არაფერში მჭირდება.
მკაცრი ხმა გაისმა კიბის თავიდან და სასტუმრო ოთახში მყოფნი გაოგნებულები მიაჩერდნენ ანასტასიას. სახე ასწითლებოდა. ოდნავადაც კი არ აწყლიანებია თვალები.
-შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ, ბუბა. მოკიდე ამ ფულს ხელი და ქველმოქმედებას შეწირე, გადაყარე, რაც გინდა ის უქენი. გეგესი არაფერი მჭირდება. არ მინდა, რამემ მისი თავი გამახსენოს. გთხოვ.
ბუბა გაშტერებული შეჰყურებდა მთასავით მყარად მდგარ ანასტასიას.
-ანასტასია, ეს მე... ჩემს ძალებს აღემატება. მას სურდა, რომ ეს ნაწილი შენი ყოფილიყო. სრული უფლება გაქვს ამ ქონებაზე და რაც გინდა ის უქენი. მე აქ უძლური ვარ. მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რაც ვთქვი. გამოჯანმრთელებას გისურვებ. ნახვამდის.
ბიჭებს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევიათ. მის გასაცილებლად გაყოლილ ანამარიას მოუტრიალდა და ჩუმად უთხრა:
-ბოლო წამამდე მადლიერი იყო იმის, რაც გააკეთე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იმსახურებდა.
ოდნავ გაუღიმა და ხელზე ხელით ნაზად შეეხო:
-ნახვამდის, ანა.
გაშტერებული ანამარია კარს მიღმა დარჩა.

***
ანასტასია ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდა კიბეზე და გაიღიმა.
მაგიდაზე დადებულ კონვერტს დასწვდა და მარტივი მოძრაობით გადახია შუაზე.
-დედას არ მოეწონებოდა, ეს რომ ამეღო.
ნიკუშას გვერდით მიუჯდა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
გაოცებულ ნიკუშას რაღაც ბგერები აღმოხდა. მასზე მოხვეულ ანასტასიას მთელი ძალით ჩაეხუტა და პირველად გაეცინა მთელი ამ დროის მანძილზე.
ანასტასიაც იცინოდა.
ნიკუშა მთელ სახეს უკოცნიდა და თან იცინოდა, თან აბეზარი ცრემლები უსველებდნენ სახეს.
ბოლოს მოახერხა რამდენიმე სიტყვის ამოთქმა:
-ტასო... სიცხე გაქვს. სად გამოვარდი, დაწექი...
ანასტასია აკაშკაშებული თვალებით მისჩერებოდა ნიკუშას. ისე, როგორც ადრე.
გაეღიმა ნიკუშას.
ღრმად ამოისუნთქა და ისევ გულზე მიიხუტა ანასტასია.
როგორც კი ოდნავ მოდუნდა გოგონა, მიხვდა რომ ჩაეძინა.
ნელა აიყვანა ხელში და მისი ფეხები წელზე შემოიხვია.
ოთახში შეიყვანა, ნაზად დააწვინა და საბანი გაუსწორა.
-ჩემი ფერია... ჩემი ციმციმა... პატარა ანგელოზი.

***
-მოდი ჩემთან.
ანამარიამ თვალები გადაატრიალა და ალექსანდრესთან მისვლის ნაცვლად, სამზარეულოში გავიდა.
ნაბიჯების ხმაც გაიგონა და ორ წამში წელზე ხელების მოხვევაც იგრძნო.
-შენზე ჯიუტი არსებობს ვინმე?
ანამარიას გაეცინა.
ალექსანდრესაც და თავისი ცხელი სუნთქვა მოაფრქვია გოგონას კისერზე.
ანამარია უხერხულად შეიშმუშნა.
-რაო... ასე არავის უქნია შენთან? მითხარი, ანამარია. ფრანგებს ასე შეუძლიათ?
ალექსანდრემ აბეზარი ტუჩები ლავიწებთან შეახო და ჩაეხუტა.
ანამარიას გაეცინა.
-ფრანგებს? ოჰ, ფრანგებს ყველაფერი შეუძლიათ.
ალექსანდრეს ჩაეცინა.
-დარწმუნებული ხარ?
ვამპირივით დაასო კბილები გოგონას ყელს და ანამარიამ ტკივილისგან წამოიკივლა.
ალექსანდრე ოდნავ მოშორდა აკანკალებულ სხეულს და ანამარიას აცრემლებული თვალების დანახვაზე გაეღიმა.
ანამარია სულ მთლად ახურდა სახეზე და ხელები მომუშტა.
ალექსანდრემ ნაზად მოხვია ხელი მხრებზე და ჩაეხუტა. ანამარიამ წვრილი, მაგრამ ნავარჯიშევი მკლავები მოხვია ბიჭს და გაიტრუნა.
ალექსანდრე რიტმულად უსმევდა ზურგზე ხელს და მეორე ხელით ლოყაზე ეფერებოდა.
-ანა, არ გინდა, სადმე წავიდეთ?
-მე... აქ არაფერი არ ვიცი. აქ დიდხანს დარჩენასაც არ ვაპირებ...
ალექსანდრე გახევდა.
-რა... რა თქვი?
-მე... საფრანგეთში ვცხოვრობ, ალექსანდრე. ეს ჩემი სახლი არ არის, აქ ჩემი არაფერია.
-რას ამბობ...
-მე უკვე იქ ვმუშაობ. პარიზში ყველაზე წარმატებული კომპანიის მთავარი მენეჯერი ვარ! მე აქ ვერ ვიცხოვრებ... ალბათ მალევე წავალ.
ალექსანდრე ზიზღით სავსე მზერით მოშორდა გოგონას.
-როგორ შეგიძლია... ასე მშვიდად ლაპარაკობდე შენს სამუდამოდ წასვლაზე, როცა იცი... როცა იცი...
უაზროდ ბლუკუნებდა და გოგონას პასუხს ელოდა.
-ალექსანდრე... მე ამისთვის ბევრი ვიწვალე.
-რისთვის?!
ანამარიას უცებ გაუნათდა სახე.
-ჩემთან ერთად წამოდი! წავიდეთ და ერთად ვიცხოვროთ!
ალექსანდრეს ირონიულად გაეცინა.
-ჰო?! კიდევ რა გინდა? შენს თანაშემწედაც ხომ არ დამაწყებინებდი მუშაობას?
ანამარია ისევ დაღონდა.
-არ ვიცი, რა გინდა რომ ვქნა.
ალექსანდრე ცეცხლს აფრქვევდა.
-იცხოვრე თბილისში, ქართველი არ ხარ?!
ანამარიამ თავი ჩახარა.
-ეს იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე შენ გგონია. მე ამ თანამდებობისთვის 1 წელი ვიბრძოდი. არავის ახსოვს, 20 წლის გოგო ამხელა კომპანიაში დასაქმებულიყოს. თან მოქალაქეობა დამიმტკიცეს. მე აქ ტურისტი ვარ, ალექსანდრე. აქ დარჩენის უფლება აღარ მაქვს. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე. მეტს ვერაფერს ვიზამ.
ალექსანდრემ უმწეოდ ჩაილაპარაკა:
-მე რომ მიყვარხარ? არ წახვიდე, რა.
ანამარიამ თავი სიმწრით გააქნია.
-წამოდი... ჩემთან ერთად. ერთად წავიდეთ.
ალექსანდრეს ძლივს გაეღიმა.
-მე ქართველი ვარ, ანამარია. არსად წავალ.
ანამარიამ თვალები დააკვესა:
-მაშინ მომავალ წელს გნახავ, ორი კვირით რომ ჩამოვალ!
ან შეიძლება არც ჩამოვიდე. ან არც გნახო. stupide(დებილი).
რამდენიმე ტკბილი სიტყვა ჩაიბურტყუნა ფრანგულად ალექსანდრეს მისამართით და სასტუმრო ოთახში გავიდა.

***
აეროპორტის შესასვლელთან იდგნენ.
ანამარია ანასტასიას და ნიკუშას გადაეხვია.
-წავედი და აბა თქვენ იცით, არ დახოცოთ ერთმანეთი ისევ.
ნიკუშამ ოდნავ მოხვია ანასტასიას ხელი წელზე.
ხმამაღლა იკითხა:
-ტასო, რაზე ლაპარაკობს ეს გოგო?
ანასტასიამ ეშმაკურად გაუცინა.
-არ ვიცი... რამე გაიგონე საერთოდ?
ანამარიამ თავი გააქნია.
-mon dieur(ღმერთო ჩემო)... თქვენი საშველი არ იქნება.

თვალებით ეძებდა ალექსანდრეს. მაგრამ არ ჩანდა.
იმედგაცრუებულმა აქეთ-იქით ყურება შეწყვიტა და თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის მოძრაობით მოიშორა.
ანასტასიამ გაუღიმა:
-მოვა.
ანამარიას გაეცინა.
-რაც უნდა ის ქნას, მე რაში მაინტერესებს.
მხრები აიჩეჩა.
არადა, საკუთარ თავსაც ძლივს გამოუტყდა ამაში, ბევრად ერჩივნა ანასტასიასა და ნიკუშას ნაცვლად ალექსანდრეს გაეცილებინა.
და აი...
ისიც გამოჩნდა.
ანამარიამ პირი დააღო:
-ეს... რა არის...
ანასტასიამ მოულოდნელობისგან წამოიკივლა.
ნიკუშას გაეცინა:
-მეჩვენება თუ მართლა ჩემოდანი მოაქვს?!

***

-წერილია თქვენს სახელზე, mademoiselle(ქალბატონო).
-რამდენჯერ გითხარი სოფი, მადმუაზელს ნუ მეძახითქო. მადამ ვარ მე უკვე.
-თითქმის! ჯერ არაფერიც არ ხარ!
სიცილით მიუგო გოგონამ.
წერილი გაღიმებულმა გახსნა.
ადრესანტს რომ დააკვირდა, გიჟივით გასწორდა სკამზე.
-როგორ...
წერილი სამჯერ მაინც წაიკითხა. სიტყვები ადგილს არ იცვლიდნენ.
"ძვირფასო ანამარია,

იქნებ გვიანია ამის გამოგზავნა. მაგრამ შემთხვევით წავაწყდი იმ დოკუმენტებში, რომლებიც გეგეს იმ იდიოტებმა თეზის სახლიდან წამოუღეს.

100-ივე პროცენტი შენია, ანამარია.

ბუბა."

თეზიმაც იცოდა, როდის მოვიდოდა დასასრული.

***
-ტასი, რას შვრები ამდენ ხანს!
-ვიცმევ, მოიცა!
ანასტასია გიჟივით გამოვარდა ოთახიდან.
ნიკუშას გაეღიმა.
-რა ლამაზი ხარ... დაგტოვებ უნივერსიტეტში და გავიქცევი, რაღაც საქმე მაქ.
ანასტასიამ თავი დაუქნია.

***
ანასტასია უნივერსიტეტში შედიოდა, ნიკუშას დედა, ნანა რომ დაინახა.
ნანამ ანიშნა, მისულიყო.
დაბნეული ანასტასია მართლაც მიუახლოვდა ქალს.
ნანა ნელა გადაეხვია სარძლოს და ლოყაზე მოეფერა.
-როგორ ხარ, ჩემო ლამაზო...
ანასტასიამ გულწრფელად გაუღიმა.
-კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ხართ?
-როგორ ვიქნები, ტასო დედი.
ანასტასიამ თავი დაუქნია.
ნანამ ჩუმად დაიწყო ლაპარაკი:
-ტასო, ნიკოს ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. ბოლო ერთი თვეა გამუდმებით ვურეკავ და არ მპასუხობს. იქნებ დაელაპარაკო. დაელაპარაკოს მამამისს, მე დამელაპარაკოს. დაგვანახოს, რომ არსებობს, ცოცხლობს. ხომ გესმის, არა?
ანასტასია გაკვირვებული იდგა და ვერაფერს ამბობდა.
მხოლოდ თავი დაუქნია.
-ზაალს შენთანაც უნდა ლაპარაკი, ანასტასია.
ანასტასიას გაეღიმა.
-მაგრამ მე არ მინდა მასთან ლაპარაკი, ქალბატონო ნანა. იმედია, გამიგებთ.
ნანამ დარცხვენილმა დახარა თავი.
ანასტასიამ ჩუმად ჩაილაპარაკა:
-მაპატიეთ, ამდენი დრო არ მაქვს. ლექცია მეწყება. გამიხარდა თქვენი ნახვა. ნიკუშას აუცილებლად დაველაპარაკები.
ნათელი ღიმილით შეაბიჯა უნივერსიტეტში. ახალ გარემოში, რომელიც ახალ თავგადასავლებსა და განსაცდელს უმზადებდა...
მაგრამ იღიმოდა.
ასეც უნდა ექნა.
ღიმილით უნდა დახვედროდა ყველა დაბრკოლებას და ღიმილითვე გადაელახა ყოველი მათგანი.
იღიმოდა და არემარეს სინათლეს ჰფენდა.
მისი თვალები ისე კაშკაშებდნენ, როგორც არასდროს.
ჰყავდა ნიკუშა, მეგობრები და უამრავი ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავდა.

***
ძალიან დაღლილი მივიდა სახლში.
ნიკუშა უკვე მისულიყო და მას ელოდა.
-ტასი...
-ნიკუშ, როგორ მეძინებაა...
დაქანცული ჩაესვენა სავარძელში და ნიკუშას გვერდით მიუწვა.
ბიჭმაც არ დააყოვნა, ღიმილით მოხვია ორივე ხელი და მთელი სხეულით მიიხუტა თავის თბილ გულზე.
-ნიკუშ, როგორი თბილი ხარ... როგორი კარგი...
ნიკუშას გაეღიმა.
-მიყვარხარ. მინდა, სულ ასე ვიყოთ.
ანასტასიამ მხნედ გაუღიმა.
-ასეც იქნება.

და ასეც იყო.



დასასრულები რომ არ გამომდის, ალბათ იცით ყველამ. მაგრამ მეტი ვერაფრით ვერ მოვახერხე.
ეს იყო, რაც გამოვიდა.
ჩემი "შემოქმედება"
იქნებ არ არის ისეთი საშინელი, როგორიც მგონია, რომ არის.
შეფასება თქვენთვის მომინდია.

თქვენი მარიკუნა :)



№1  offline წევრი marikuna18

უმაგრესი გოგო ხარ ♡♡♡♡

 


№2  offline წევრი Kalina

marikuna18
უმაგრესი გოგო ხარ ♡♡♡♡

დიდი მადლობა! ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Axla cavikitxe yvela ertad, sxva istoriebi arvici da es zalian magari rame iyo, ai cnobierebaze, fsiqoze da saertod yvela shegrznebaze rom revolucias mogicyobs, yochaggg

 


№4  offline წევრი Kalina

Qeti qimucadze
Axla cavikitxe yvela ertad, sxva istoriebi arvici da es zalian magari rame iyo, ai cnobierebaze, fsiqoze da saertod yvela shegrznebaze rom revolucias mogicyobs, yochaggg

დიდი მადლობა! ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent