შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დიდებული იყო ის ზაფხული..." თავი III


21-04-2018, 16:55
ავტორი mariammeladze123
ნანახია 1 195

თუმცა ეს ღამე სულაც არ იყო მშვიდობიანი. მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი სიზმრებშიც კი მას ვხედავდი, ვერ გამერკვია ისევ ვგრძნობდი მის მიმართ რამეს თუ საბოლოოდ დავივიწყე..თავში იმდენი რამ ტრიალებდა მაგრამ მაინც ბევრ კითხვის ნიშანს ვყავდი შეპყრობილი. ეს ღამე საუკუნედ გაიწელა მეგონა აღარ გათენდებოდა. ორი წუთით თუ მოვხუჭავდი თვალს შემდეგ ისევ აუტანელი ფიქრები მაღვიძებდნენ სიზმრებშიც კი დემეტრე იყო იქაც კი არ მანებებდა თავს...

დილით როცა გავიღვიძე გოგოებს ჯერ კიდე ეძინათ ტელეფონს როცა დავხედე 7:00 საათი იყო. მივხვდი რომ აღარ დამეძინებოდა ამიტომ ავდექი მოვწესრიგდი წიგნი ავიღე მიხეილ ბულგაკოვის რომანი "ოსტატი და მარგარიტა" და ჰამაკისაკენ გავეშურე. გამიმართლა რადგან ჩემს გარდა არავის ეღვიძა. კომფორტულად მოვთავსდი, მოვირგე ყურსასმენები და სიმღერის ფონზე დავიწყე წიგნის კითხვა.
ცოტახნის მერე მხარზე შეხება ვიგრძენი, ისე შემეშინდა გაუაზრებლად შევხტი რომ ავიხედე დემეტრე შემრჩა ხელში. ისე გავბრაზდი მასზე მეგონა რამეს დავმართებდი.
-შენ რა სულ გამოშტერდი? არიცი რომ არშეიძლება ადამიანთან ჩუმად მიპარვა?!
- პატარა პრინცესა შეგაშინე?
- დემეტრე მე შენი პატარა პრინცესა არვარ და გაიგე ეს!!
ჩემი ნათქვამი დააიგნორა და ახალი შეკითხვით წამოიჭრა. -ესეთი ადრე რატომ გაიღვიძე? 
-ესეთი ადრე გამეღვიძა და მაგიტომ.
-კაი ხელს აღარ შეგიშლი.
-მიხარია რომ მიხვდი..
დემეტრე სახლში შევიდა, მე კი მივუბრუნდი ჩემს წიგნს რომელიც ძალზედ საინტერესო შინაარსის მატარებელია. იმდენად ვიყავი წიგნში ჩართული რომ ვერ მივხვდი როგორ გაიღვიძა ყველამ. როცა მარიამი მოვიდა ჩემთან.
-მაშკა კიდე დიდიხნით იქნები სამყაროს მოწყვეტილი?
-ვერც კი მივხვდი როდის გაიღვიძეთ..
გვერდიდან კი სანდრომ გადმოყო თავი და როგორც ყოველთვის კუთვნილი კლანჭები გამოაჩინა.
-შენ დაბნეულად ყოფნას დიდი ხნით აპირებ კიდე?
- შენ ჩემს კბენას დიდი ხნით აპირებ კიდე?
-გეყოფათ და წამოდი რამე გავამზადოთ თორემ ყველა მშიერია.
ბოლოს მაინც გამომგლიჯეს წიგნი ხელიდან და სახლში შესვლა მაიძულეს. მეც სხვა რაღა დამრჩენოდა შევედი სახლში და ბლინების მზადებას შევუდექი.ყველა რომ დანაყრდა და ჭორაობით გული იჯერა, გადავწყვიტეთ სახლიდან გასვლა და გასეირნება. როდესაც ეზო დავტოვეთ თოკა გვერდით ამომიდგა და ავის მომასწავებელი თვალებით შემომხედა.
-აფერისტობის გარეშე..თქვი რა გინდა.
-ცოტაოდენ საიდუმლო ინფორმაციაზე არვიტყოდი უარს, ნიას შესახებ..
-აი თურმე რა..
-ბოლოს და ბოლოს იტყვი?
-იქნებ პირდაპირ ნიასთან ლაპარაკი გეცადა?
-შენ ხომ ვერაფერს გათქმევინებ რა..
მე კი მას მხოლოდ გავუღიმე და ნიაკოს ამოვუდექი გვერდით..
-უკვე ილაპარაკეთ?
-კი მაგრამ არ უთქვამს მიზეზი, თავის გამართლებაც კი არ უცდია.
(რათქმაუნდა ჩემს და დემეტრეს საუბარზე მეკითხება)
ცოტახანში ისეთი თავსხმა წვიმა მოვიდა ერთმანეთის დანახვაც კი გვიჭირდა.. ამის და მიუხედავად მე მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან წვიმა ჩემის სულიერ მხარეს ნათლად გადმოსცემს. წვეთებს უბრალოდ კიარვგრძნობ მათ შევიგრძნობ.. თბილ სხეულზე ცივი წვეთები გაგორდება, მთელ ორგანიზმზე როგრძნობ მის სისველეს და ენდორფინის დონე რომ მთელს შენს ხასიეთს და სულიერ მდგომარეობას ცვლის უკეთესობისკენ.
საბოლოოდ მაინც მომიწია წვიმასთან გამომშვიდობება და შინ დაბრუნება. მარიამმა ამოსუნთქვის საშუალებაც არ მომცა პირდაპირ მომვარდა..
-გაგიჟდი შენ ხო?ამ ამინდში გარეთ როგორ დახეტიალობ..
-კაი რა მარუს..ნუ ბუზღუნებ.
შემდეგ გეზი ჩემი ოთახისკენ ავიღე რადგან მთლად სველი ვიყავი და რომ არ გამომეცვალა ჩემი იმუნური სისტემის გადამკიდე საღამოს უკვე ლოგინში ვიწვებოდი მაღალი სიცხით. ოთახში შევედი თუარა მაშინვე კარადას მივაშურე სამოსის არჩევაში ვიყავი გართული როდესაც არტერიაზე ვიგრძენი ცხელი სუნთქვა.. სურნელი მაშინვე ვიცანი მაგრამ ვეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა..სწორედ ახლა გავაცნობიერე რომ მხოლოდ ბიუსჰალტერის და საცვლის ამარა ვიდექი სახეზე ვიგრძენი ცხელმა ტალღამ როგორ გადამიარა სავარაუდოდ სიწითლეც არ დააყოვნებდა.
-მართლა შეიშალე?დაუკაკუნებლად ვინ შედის სხვის ოთახში? 
-პრინცესა ხოარ შეგრცხვა?
-შენ კიდე აქ რატომ დგეხარ?მომცემ ჩაცმის საშუალებას.?
-კაი პრინცესა ნუბრაზდები..
-მართლა რეპტილია ხარ.
როგორც იქნა ინება ვაჟბატონმა ოთახიდან გასვლა მეც მაშინვე ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.მთელი საღამო მოგვიწია სახლში ჯდომა რადგან წვიმიან ამინდში გარეთ გასვლას არავინ ვგეგმავდით.
და ამდროს ანდრია წამოიჭრა იდეით..
-ბავშვებო არ გინდათ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ?
ამაზე ყველამ ერთხმად თანხმობა განაცხადა. ტასუნა გაემართა სამზარეულოსკენ და უკან ბოთლით ხელში დაგვიბრუნდა. პირველმა როგორც იდეის ავტორმა ანდრიამ დაატრიალა და გაჩერდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent