შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (XIV თავი)


24-04-2018, 18:01
ავტორი teddy))
ნანახია 1 771

XIV თავი

***
-ავტოგრაფი მინდა თუ შეიძლება!-თავზე მადგება 14-15 წლის ხუჭუჭ თმიანი გოგონა.
-რა თქმა უდნა!-ჩემს წიგნს ვართმევ და სურვილსაც ვუსრულებ დიდი ბედნიერებით. სიამაყით ვივსები, როდესაც თაროებზე ჩემს წიგნს, თაია სოფრომაძის ,,ჩიტებს“ ვხედავ. რომანის წერისას ვგრძნობდი, თუ ოდესმე ჩავთვლითი რომ ცხოვრება დამთავრდა, მაშინ აუცილებლად წავიკითხავდი ჩემივე რომანს და მიწაზე მყარად დავდგებოდი. ვგრძნობდი რომ ბოროტი ვიყავი, ცივსისხლიანი, ჩემივე შექმნილს ვანგრევდი...
-მეც მინდა თქვენი ავტოგრაფი! - მესმის ნიკას ხმა და წიგნს მაგიდაზე მიდებს.
-ეს თქვენ, დანარჩენს კი მერე გეტყვით.-ვუღიმი და წიგნს ვაწვდი.
-მოხარული ვიქნები!-ამბობს და რიგს საშუალო სიმაღლის ქალბატონს უთმობს.


ნელ-ნელა ხალხი იშლება და მაგიდებისკენ მივდივარ, სადაც წითელი ღვინო ალაგია.
-ამაღამ გეტყვი, მომეწონება თუ არა შენი წიგნი.-გვერდზე მიდგება გაბაშვილი და პატარა ყუთს მაწვდის.
-ეს რა არის?-გაბრწყინებული თვალებით დავყურებ პატარა, წითელ ყუთს.
-გახსენი!
თავსახურს მაგიდაზე ვდებ, ყუთიდან კიოქროსფერ, პატარა ჩიტის გამოსახულებას ვხედავ.
-ჩემი ჩიტები!-აღტაცებული ვამბობ და ნიკას ხელებს ვხვევ.-როგორ გამახარე შენ ვერ წარმოიდგენ.
-შემთხვევით პერსონაჟი მე ხომ არ ვარ?
-არც იოცნებო, ნიკა გაბაშვილო, რომ შენ ჩემი წიგნის გმირი იქნები!
-რატომ მუზისთვის არ გამოვდგები?-გაშეშებული დგება და მაცდური მზერით მიყურებს.
-ნუ მაიმუნობ, წამოდი წავიდეთ უკვე.-შენობის ნარინჯისფერ კარს აღებს და გზას მითმობს.
-რა აზრის ხარ სადმე რომ დაგპატიჟო?-ამბობს და ხელს მკიდებს.
-მაინც სად უნდა დამპატიჟო?
-მაგალითად...
-გინდა ლუდი დავლიოთ?-წინადადების დამთავრებას არ ვიცდი, ჩემ ვარიანტს ვთავაზობ.
-მე უფრო რომანტიკულ ადგილს ავირჩევდი, მაგრამ სხვა რა გზაა...-იძახის ნიკა და კუთხეში გაჩერებულ ტაქსიში ვსხდებით.


-იმ თაიას და ნიკას გაუმარჯოს, რომლებმაც სიამაყეს გადააბიჯეს, დაივიწყეს ყველაფერი და ახლა აქ სხედან ერთად...
-ხოდა ახლანდელ თაიას და ნიკას გაუმარჯოს.-ლუდის ბოთლს ხელში ვიღებ და ჩაფიქრებული გარემოს ვათვალიერებ.
მკრთალად განათებული შუქი, ქვის კედლები, ძველებური სუვენირები, ხის მაგიდები... თავი რომელიღაც ძველი დროის ქალაქში მგონია, თითქოს წარსულში ვიმოგზაურე, რომელზეც სულ ვოცნებობდი... ვოცნებობდი, რომ დავბადებულიყავი გასულ საუკუნეებში, თუნდაც ინგლისის რომელიმე ქალაქში, სადაც ქვით ნაშენი სასახლეები, სახლები მომჭრიდა თვალს, გრძელი, გაშლილი კაბებით მოსიარულე ხალხს დავაკვირდებოდი, ეტლით მოსეირნეებს... მისტერ დარსის და მის ელიზაბედის დროში...

-გახსოვს სკოლის ეზოში ბიჭებმა რომ ლუდი დალიეს, თან დირექტორმა რომ დაინახა და მეორე დღეს მოსულს მეც რომ მიპირებდნენ გაგდებას? მაგრამ რატომ არ გამაგდეს...
-იმიტომ რომ მე დაგიცავი!-ვამბობ და მიწისთხილს ვაყოლებ.
-ცხოვრებაში პირველად მაშინ დამიცავი!
-მართლა დასაცავი იყავი, იმ დღეს სკოლაში არც ყოფილხარ ...
-დამრიგებელმა რამის შენც მიგაყოლა ჩემს თავს.
კვლავ ვაპირებ მოგონებების გახსენებას, თუმცა მობილურზე შეტყობინების მოსვლის ხმა მაწყვეტინებს:
,,ეგ ბედნიერი სახეები, დიდხანს არ შეგრჩებათ“
შეშინებული მაგიდაზე მობილურს ვაგდებ.
-რა გჭირს? რა მოხდა?-მეკითხება ნიკა. ვანიშნებ რომ შეტყობინება წაიკითხოს. სახეზე ზიზღი ეხატება და აქეთ-იქით იყურება რომ ვინმე საეჭვო პიროვნება შენიშნოს. ამ დროს ზუსტად სწრაფი ნაბიჯებით გადის გარეთ.
-ეს არის!-იძახის ნიკა. მაჯაში ხელს მკიდებს და გასასვლელისკენ მივემართებით. გარეთ გასულები, სიჩქარისგან ორ გოგონას ვეჯახებით და კვლავ მის ძებნას განვაგრძობთ.
-იქ არის!-ხელს ვიშვერ ბოძებს შორის ამოფარებული კაცისკენ. გვამჩნევს და სირბილით დაღმართზე ეშვება.
-წამოდი მალე!-იძახის და ნიკა ჩემს წინ მთელი სისწრაფით გარბის. მთელი ბავშვობა რაც არ მირბენია, მთელ ძალას ვიკრეფ და ვცდილობ მეც მას დავეწიო. გზა და გზა ჩემი ჩანთიდან სხვადასხვა ნივთები ცვივა, თუმცა არ ვიმჩნევ, არც იმას ჩემი კოლგოტი როგორ ედება რაღაცას, (ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის გავარკვიო, რატომ გაიხა ჩემი ხორცისფერი კოლგოტი) ნიკა ხანდახან ჩემკენ იყურება, ამოწმებს რომ მასთან ვარ და დამშვიდებული წინ იყურება.
-დაგიჭირე, ახლა ყველაფერს დაფქვავ ვინ ხარ და ჩვენგან რა გინდა!-მესმის ნიკას გამწარებული ხმა. მეც ისეთი სახით ვადგები მათ, რომ გეგონება რამის თავი მქონდეს და ყველაფერს დავაცდევინებ ამ ბიჭს.
-ჯერ გამიშვი ხელი და მეორეც რა გინდათ ჩემგან?
ნიკა ჯიბიდან მობილურს აცლის და შეტყობინებებში შედის.
-ვის მიწერე რომ ბარში ვართ? ამიხსენი, დროზე!-გაგზავნილ შეტყობინებაზე ანიშნებს.
-გამიშვი და გეტყვი!-შეშინებული სახით გვიყურებს, აშკარად ახალბედაა, თან ჩვენხელა ბიჭია.
-მაგაზე არც იოცნებო რომ ხელს გაგიშვებ!
-თაია ჩემი ჯიბიდან მობილური ამოიღე და დათოს ნომერი მონახე.
-ეს არის?-ნომერზე მივუთითებ.
-უთხარი სადაც ვართ და მანქანით მოვიდეს მალე.
ახალგაღვიძებული უცხო ადამიანის ხმა მესმის და რაც ნიკამ დამაბარა ყველაფერი გადავეცი.
-მალე მოგხედავთ, ძალიან მალე, ამიტომ შენთვისვე აჯობებს გაიაზრო ის რომ ყველაფერი დაფქვა!
რამდენიმე წუთში ჩვენ წინ ფარებანთებული მანქანა ჩერდება. ნიკა და მის მირ დაჭერილი ბიჭი უკანა სავარძელზე სხდებიან, უფრო სწორად რომ ვთქვათ ნიკამ ძალით ჩატენა მანქანაში, მე კი წინა სავარძელზე, მძღოლის წინ ვიკავებ ადგილს.
-გამარჯობა!-ვესალმები. მან ჯერ მე დამიქნია თავი, შემდეგ ნიკას გადახედა:
-იქ ხო?
-კი!
სად ,,იქ“ ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა მე რომ აქეთ-იქით დაბნეული ვიყურები მაგას კი მოგახსენებთ, ისე უცებ განვითარდა მოვლენები მხოლოდ ახლა ვაანალიზებ რა ხდება.
-შეტყობინებებს მე არ გწერდით!-გაიძახის უცნობი.
-ხოდა იმას გვეტყვი ვინ გვწერდა!-ამბობს ნიკა და ანიშნებს რომ გაჩუმდეს.



დიდ და ძველ შენობასთან მივდივართ, რომელიც ძველ საწყობს მოგაგონებდათ. გარშემო ტყე იყო, რომ მოვდიოდით მივხვდი რომ მაცხოვრებლებისგან აშაკარად მოწყვეტილი იყო ეს შელახული და მუქ ფერის შენობა.

-თაია, შენ მანქანაში დაგველოდე, კარგი?-მეუბნება ნიკა, როდესაც დათომ უცნობი ბიჭი საწყობში შეიყვანა.
-კი, მაგრამ...-მკოცნის, სიტყვას შუაზე მაწყვეტინებს და ისიც მათ ეწევა.

მანქანაში მარტო, თანაც ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მწყინდება და საწყობთან მივდივარ. რკინის კარები ბოლომდეა მოხურული, ამიტომ შენობის მეორე მხარეს გავდივარ, სადაც პატარა ფანჯარაა. ვუახლოვდები და ნიკას და დათოს ზურგით მდგომს ვხედავ, სახით მხოლოდ ის უცნობი პიროვნებაა. სამწუხაროდ ხმა არ ისმის. ნიკა რაღაცას ეუბნება, შემდეგ კი აქეთ-იქით სიარულს იწყებს, რაღაცას აჩვენებს, თუმცა ვერ ვხდები რა არის. დათოს თავს უქნევს და გასასვლელისკენ მოემართება. მეც სწრაფი ნაბიჯით კარებისკენ მივდივარ და კედელთან ატუზული ვხვდები.
-თქვა რამე?
-თვითონ არ წერს მესიჯებს. გახსოვს ერთხელ რესტორანში რომ შეგხვდა ვიღაც კაცი ღამურას რომ ეძახიან? მაგას ეუბნება ყველაფერს და შემეგ ის გვწერს. ეს მხოლოდ ამ საქმეში ფულს იღებს, ახლო კავშირში არაა მაგათთან.
-ღამურას კვალზე ადვილად გავალთ?
-იმ უბანში აღარავინაა ამათგან დარჩენილი, როგორც გავიგე, ზოგი საღვარგარეთაა, ზოგი აქეთ-იქით უბნებში გაფანტულები. მთავარია კვლავ მივაგნოთ საჭირო პიროვნებას და მათ კვალზე აუცილებლად გავალთ, აუცილებლად.
-დათო ვინ არის?-კვლავ კითხვების დასმას განვაგრძობ.
-ირაკლის ძმაკაცია. კიდევ კარგი იქვე ახლოს ცხოვრობს, თორემ მანქანის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით. ახლა წამოდი სახლში დაგტოვებ და ისევ აქ მოვალ.
-არა, არსად არ ვაპირებ წასვლას!
-წამოდი, წამოდი!-წელზე ხელს მხვევს, თავზე ნიკაპს მაყრდნობს და ავტომობილში ვსხდებით.
-ჭკუით იყავით კარგით? ზედმეტი არ მოგივიდეთ.-ვაფრთხილებ მე.
-მაგაზე ნუ იდარდებ.-ჩემკენ იხრება და მოშიშვლებულ მხარზე მკოცნის.-შეგპირდი პასუხის გეტყვი, როგორ მომეწონება შენი წიგნი მეთქი, მაგრამ როგორც ხედავ ჯერ ვერ ვახერხებ.-იღიმის ის.-თაიას და ნიკას წყვილს უყვართ სახიფათო ამბები.
-თანაც როგორ უყვართ!


***
-სად ხარ? დედაშენი გამწარებული დაგეძებს!-კიბეებზე ასვლისას მირეკავს თამთა.
-ნიკასთან ერთად ვიყავი.
-ხოდა ახლა მოიფიქრე მიზეზი თუ რას ეტყვი მანანას.
-თამთასთან ვიყავი მეთქი, არ გამოვა ხო?
-არა, ეგ არ გიშველის! და ხო არ დაგავიწყდეს ჩემთან გამოვლა, ახალი ამბები გაქვს მოსაყოლი.
-არ დამავიწყდება, არა!






--------------------
დავინახე რომ ერთი თვეა შემდეგი თავი არ დამიდია, სრული შოკი მივიღე, ამიტომ მომიტევეთ. არა, არ მომიტევოთ! მოკლედ ლექცია მოვისმინე რომ უპასუხისმგებლო ვარ, ხოდა იცოდეთ რომ ახლა ხშირად დავდებ! უბრალოდ ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი მოახლოება, გმირები... რომ დავუფიქრდი მართლა ძალიან ცუდი გოგო ვარ. ასე არც ერთ ისტორიაზე არ დამიგვიანებია! ხოდა დღეიდან ელოდეთ ჩემს გამოსწორებას, თუ დარჩით ისეთი ვინმე ვინც კვლავ წაიკითხავთ ჩემს მოახლოებას.
სიყვარულით ანი!




№1  offline წევრი უიღბლო

დამავიწყდა ისტორია რაზე იყო და სულ თავიდან დავიწყე კითხვა :დდდდ კარგი იყო მომეწონა

 


№2  offline წევრი teddy))

უიღბლო
დამავიწყდა ისტორია რაზე იყო და სულ თავიდან დავიწყე კითხვა :დდდდ კარგი იყო მომეწონა

საცემი ვარ! ამიერიდან აღარ დაგავიწყდებათ❤️

 


№3  offline მოდერი sopiko

მართლა საცემი ხარ ;დდ
მოგვანატრე თავი <3
მართლა არ მჯერა, აქ რაც ხდება ;დდ
ველოდები სულმოუთქმელად!!!

 


№4  offline წევრი teddy))

sopiko
მართლა საცემი ხარ ;დდ
მოგვანატრე თავი <3
მართლა არ მჯერა, აქ რაც ხდება ;დდ
ხოდა ძალიან კარგი რომ არ გჯერა ;დდდდ
ველოდები სულმოუთქმელად!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent