შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს გინანებ... (IV ნაწილი )


24-04-2018, 20:50
ნანახია 1 463

წყალი დავლიე. ცივმა წყალმა გამომაფხიზლა. ჩავფიქრდი იქნებ დამესიზმრა,მაგრამ არა,ეს სიზმარი არ იყო.ეს ჩემი რესლობა იყო. მე შვილს ვატარებდი სხეულით, ჩემი და თორნიკეს შვილს. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი,ამიტომ იმოქმედა ასე ამ ამბავმა.
პირველი რაც უნდა გამეკეთებინა,ექიმთან ვიზიტი იყო.უნდა გამეგო რამდენი კვირის ვიყავი.მეორე საკითხი,თორნიკე იყო.როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი,ამ შეუფერებელ მომენტში.რა იქნებოდა მისი რეაქცის. ეწყინებოდა თუ გაუხარდებოდა. სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით ალბათ მის სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა,ახლა კი არც კი ვიცოდი უნდა სცოდნოდა თუ არა. ფიქრებში ავირიე და ისევ ჩამეძინა.
დასვენებული გონებით გამეღვიძა, ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტზე ჩავეწერე, 2 საათზე აღმოჩნდა თავისუფალი ექიმი. მაწყობდა დამსახუში გავლასაც ვასწრებდი და არც დღის გეგმები მეცვლებოდა. გავემზადე და წავედი.
კლინიკის კარი შევაღე თუ არა უამრავი ორსულ ქალს ერთდროულად გადააწყდა ჩემი მზერა.გეზი რეგისტრსტურისკებ ავიღე,ჩეკი და კაბინეტის ნომერი მომაწოდეს.გამოვართვი და კაბინეტის ნომრის ძებნას შევუდექი. ადვილად ვიპოვე.ჩამოვჯექი და ჩემს ნომერს დაველოდე.მალევე შევედი.
-გამარჯობა. დაბრძანდით.მომესალმა ახალგაზრდა გოგონა.
-გამარჯობა.გავუღიმე და ჩამოვჯექი.
-ექიმი ახლავე შემოვა გამიღიმა კვლავ.
რამოდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ ექიმიც მოვიდა. რამოდენიმე კითხვა დამისვა.ძირითადად ისეთი,ორსულ ქალებს რომ უსვამენ. მერე სისხლის საერთო ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა მთხოვა გამეკეთებინა. ანალიზმაც დაადასტურა ორსულობა. ბავშვის გულისცემაც მოვისმინე.ისე სწრაფად ურტყავდა. ჩანაწერს თვალი გადავავლე,სამედიცინო ტერმინებით იყო ფურცელი აჭრელებული.ერთადერთი რაც გავიგე ჩემი პატარა,7 კვირის იყო.16 მილიმეტრი და მისი გულისცემა 145 დარტყმა იყო წუთში. გამოკვლევის პასუხები ექიმთან შევიტანე. პასუხები მოეწონა და მითხრა ჯანსაღი საკვები მიმეღო,რძის პროდუქტები და იოდოფოლი.
ქუჩაში გამოსულს მიხაროდა,მეშინოდა,ვნერვიულობდი რა უნდა მექნა,როგორ მოვქცეულიყავი. თორნიკესთვის როგორ მეთქვა.
სახლში რომ დავბრუდი მეგის დავურეკე,ჩემს უახლოეს მეგობარს და მოვუყევი,რაც ხდებოდა.
გაუხარდა მაგრამ მირჩია ცოტახანს არ თქვააო.მეც ასე მიმაჩნდა სწორად.
მეგის დავემშვიდობე და ჩემ საქმეებს მივუბრუნდი.ტელეფონმა დარეკა,თორნიკე რეკავდა.საღამოს შემოგივლიო. ავფორიქდი,არასდროს მომიტყუებია,დღეს კი უნდა მეთამაშა.
კარზე ზარი იყო.გავაღე და უზარმაზარი გვირილების თაიგულს შევეჩეხე.თორნიკე არც ჩანდა. ჩამოსწია თაიგული და გამიღიმა,თან დააყოლა„რაღაც სხვანაირად ლამაზია,ქალი ვისაც უყვარს გვირილები!“
- მადლობა! გამოვართვი ყვავილები და ჩავეხუტე.მისი სუნი მომნატრებოდა,მისი შეხება,ხმა,ხელები,თითები,სიტყვები. ვიცოდი ის ერთადერთი იყო,ვერასდროს ვერავინ შეცვლიდა.
-მომენატრე.როგორ ხარ?
-კარგად,შენ? მეც მომენატრე. არ გშია? შენ რომ გიყვარს ისე შევწვათ კარტოფილი.
-კაი მინდა. სხვა რა ხდება სამსახურში? ვერ ვრეკავ ვერც გწერ.მთელი ჩემი დრო შენს გარდა ყველას გავუნაწილე.
-არსუშავს.მენატრებიხოლმე მაგრამ გავუძლებ. სხვას ჩემზე მეტად სჭირდება შენთან ყოფნა.ვთქვი და გავიღიმე.
-ვერაფერს ვცვლი.დამნაშავე ვარ ვიცი.გამისავალს ვერ ვპოულობ.სადღაც შუა გზაში გავიჭედე.
- რამე იქნება.გამოსავალს ვიპოვით ან შენ ან მე. მომეხმარე,თეფშები გამოიღე კარადიდან რაა.
-როგორც მიბრძაბებთ! მაკოცა და მაგრად ჩამეხუტვა,აი ისე მე რომ მჩვევია,გაგუდვამდე.
-გაგჭყლიტო?
-მიდი აბა! ვუთხარი და გადავიხარხარე. ჩამეხუტა,ძალიან მაგრად,ძალიან ძლიერად და მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ დროს.
არ ვიცი მართლა დღეს ჰქონდა განსაკუთრებული გემო თუ ,მე მომეჩვენა სხვანაირად გემრიელი ჩვენი ვახშამი.მერე ჩაი დავლიეთ.ეს ჩვენი ცხოვრების რიტუალი იყო.
-დარჩები?
-ხვალ გამოცდა მაქვს.
-ააა,მეც არ ვთქვი რატო მოდისთქო?გავიცინე.მე ხომ შენი თილისმა ვარ.მაღალი ქულა გინდა მიიღოო? გავუღიმე და კისერზე შემოვხვიე ხელები.
-მიმიხვდი ოინებს?!
-როდის მერე არის, შენს ყველა ჩანაფიქრს ,რომ ვეღარ ვხვდები?! გავბუსხე ტუჩები.მიყვარდა ასე განაწყენებულს რომ ვაჩვენებდი თავს.
- წავალ ეხლა და გამოგივლი.არ მოიწყინო.უშენოდ მაინც არაფრად ვვარგიგარ.თვალი ჩამიკრა და კიბეებს ჩაუყვა.
წავიდა და თითქოს გაიყინა მთელი სახლი.მივალაგე სამზარეულო,ჩაი დავისხი და დივანზე ჩამოვჯექი.
თითქოს სიცარიელე იყო ირგვლივ,მაგრამ ამ დროს გამახსენდა ჩემი პაწაწინა იმედი.ჩემი ხვალინდელი დღე,ჩემი ცხოვრების მიზანი,ჩვენი შვილი.ფრთხილად მოვეფერე თითებით,გავიღიმე და გავიფიქრე,ნეტავ ბიჭი ხარ თუ გოგო.დედიკოს ჰგავხარ თუ მამიკოს. პირველს დედას იტყვი თუ მამას. ჩაი დავლიეთ,ეხლა დავიძინოთ ,გვიანია.ერთხელ კიდევ მოვეფერე თითის წვერებით და დასაძინებლად წავედი.
ჩემი ყოველი დღე,იმაზე ფიქრით იწყებოდა,თუ როგორ მოვქცეულიყავი.გამოსავლის პოვნა მიჭირდა.თქმა სჯობდა თუ უთქმელობა ვერ ვხვდებოდი. სამსახური,ეს იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც მავიწყებდა ჩემს საფიქრალს.როგორც კი სამუშაო საათები სრულდებოდა,ისევ ისეთი დილემის წინაშე ვდგებოდი.
სახლში მოსვაც კი არ მინდოდა. გადვწყვიტე თორნიკესთვის მეთხოვა მოსულიყო. რაღაც გამოსავალი იქნებ მისი ნახვის შემდეგ მეპოვა.კითხვები მქომდა რომელზეც პასუხები მჭირდებოდა.
გზიდანვე მივწერე თორნიკეს,თუ შეეძლო საღამოს შემოევლო.
დამთანხმდა. მეც ვახშამი მოვამზადე და დავიწყე ლოდინი,როდის მოვიდოდა.
დიდხანს არ მომიწია ლოდინმა.კარზე ზარი იყო.გავაღე და თორნიკეს მომღიმარი და სიყვარულით სავსე სახე შემომეგება. გული გამითბა,თითქოს ფრთები შემასხეს.ჩავეხუტე და ჩემი ყველა პრობლემა დამავიწყდა. საოცარი სულიერი კავშირი გვქონდა.
-როგორ მომენატრე. ვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო.
-მეც მომენატრე ანო.რა გატირებს ამხელა გოგოს?! მითხრა და მომიღიტინა გვერდებში. გავიცინე და ცრემლებიც გაუჩინარდნენ.
-შენი შავი შოკოლადი გამოგიყოლე.
-რა კარგი ბიჭი ხარ. ჩემი ყველა სუსტი წერტილი იცი.
-ხოო,ვიცი.თან ძალიან კარგად.
-მე კი შენთვის ქათამი შევწვი. მაგიდას გავაწყობ,ხომ გშია?
- კი,თან შენთან ერთად ვახშამს რა სჯობია.
-რა ხდება შენსკენ?დედაშენი როგორაა?
-სუსტადაა.
-წამლებს იღებს?
-მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს.
- ძლიერი ტკივილები აქვს?
-როდის როგორ,ხან მეტად, ხან ნაკლებად.
- მამაშენი?
-მამაჩემი ძალიან განიცდის. უჭირს დიაგნოზს შეეგუოს.
- ხო,ძნელია როცა შენი საყვარელი ადამიანი ცუდადაა და ვერაფრით ეხმარები.
- ჩემს გამხნევებას ცდილობს და თვითონ
უარესადაა.
- გამაგრდი და გაუძელი. უნდა შეძლო იყო ძლიერი.
-შენგან შორს ყოფნა ,ცალკე მასუსტებს და მანერვიულებს.
-სხვანაირად რომ არ გამოდის?!
-ვცადე შენზე მეთქვა კიდევ ერთხელ,მაგრამ სიტყვის დაწყება არ დამაცადეს,ისე შემაჩერეს. დედაშენი ამის გამოა ცუდად და შენ კიდევ ცდილობ აზრი შეგვაცვკევინოვო,მამაჩემმა არც კი მომისმინა.
- კარგი,არ ინერვიულო.მთავარია ჩვენ არ ვიცვლით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას.პრობლემა ყველას აქვს.
-ხო მაგრამ,შენ უჩემოდ გიწევს იცხოვრო და ეს მე ძალიან მანერვიულებს.ვიცი განიცდი მარა არაფერს ამბობ.
- განვიცდი მარა, რაღაცნაირად გავუძლებ.მიხარია დღეს რომ აქ ხარ.ჩემს გვერდით.
- მეც. გინდა ფილმს ვუყუროთ?
-კაი.შენ აარჩიე და მე მაგიდას ავალაგებ.
თორნიკე ფილმს არჩევდა მე კი ფიქრებმა შემიყოლია. თქმა უადგილოა.უარესად ინერვიულებს.არჩევანს ვერ გავაკეთებინებ დედის სიყვარულსა და შვილის სიყვარულს შორის.მან ჯერ არ იცის,რა არის შვილის სიყვარული.დედამისს კი მის გარეშე ის დარჩენილი სიცოცხლის დღეებიც გაუნახევრდება. ეს ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა.ამიტომ არ უნდა გაეგო ბავშვზე.
ფილმს ვუყურეთ,მხიარული საღამო გამოვიდა.მელოდრამა მიყვარს მარა დღეს კომედიურ ჟამრსაც მშვენივრად ვუყურე. ვიცინეთ, იმდენი გულიც კი დაგვეღალა. თორნიკე გვიან წავიდა.ემოციებით სავსემ ტკბილად დავიძინე.სასიამოვნი შეგრძნებები მთელი ღამე გამყვა. ბედნიერი იმ წამით უნდა იყო რაც გაქვს და არა დაგეგმილი წამებით. ბედნიერი ვიყავი,მიუხედავად ჩემი პრობლემის.ეს ჩემი ცხოვრება იყო და მე კმაყოფილი ვიყავი მისით...
ჩემი დილა გაღიმებით იწყებოდა. არ მეშინოდა ამ ცვლილების ჩემში. მე დედა ვიყავი. უკვე ვთვლიდი,რომ მის გამო ყველაფერს შევძლებდი.შეუძლებელსაც კი. მიხაროდა რომ ჩემში არსებობდა,ის ვის გამოც ღირდა ჩემი სიცოცხლე. უკვე ვიცოდი თორნიკეს არ უნდა სცოდნოდა,რომ მე ჩვენს შვილს ვატარებდი სხეულით. ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს,დედამისის დარჩენილი დღეები გამენახევრებიმა დარდით. გამოსავლის ძებნაში,თითქმის მივედი დასკვნამდე,რა უნდა გამეკეთებიმა. უნდა წავსულიყავი.თორნიკესგან შორს რაღაც პერიოდი მაინც. ამ დროს თიკო გამხსენდა,ჩემი უახლოესი მეგობარი. ის გერმანიაში ცხოვრობს ,მუშაობს და ვიცი გვერდში დამიდგება, რაც არ უნდა ვთხოვო.გადავწყვიტე საღამოს დამერეკა და მომეყოლა ჩემს გეგმებზე.
დღის ბოლოს მოვიკალათე სავარძელში ,გვერდით ჩაი.მოვიდგი და თიკოსთან დავრეკე.
-ანო სად დაიკარგე?
-მოგიყვები. ძაან მომენატრე,რას ხდება შენსკენ?
- მთელი დღე თავდაყირა ვარ. საქმეებში ჩაფლული. თორნიკეს დედა როგორაა?
- ცუდად. ქიმიაც შეწყვიტა.
- უი რა ცუდია. თორნიკე მოდის ხშირად?
-ვეღარ. ვერ ახერხებს.
-შენ როგორ ხარ?
-ძალიან დაბნეული. ორსულად ვარ.
- რა? დაიფიცე?
-გეფიცები შენს თავს. 6 ან 7 კვირის ვარ.
- ხომ კრგად ხარ? ტოქსიკოზი ხომ არ გაქვს?
- იმდენად კარგად რომ ვერც ვგრძნობ ვერაფერს.
- თორნიკემ რაო?
-არ იცის და არც ვაპირებ თქმას.
-რატო?
- იმიტომ რომ გაორდება,არჩევანი მოუწევს დედასა და შვილს შორის. ეს კი არასწორად მიმაჩნია.მიმდა მის გვერდით იყოს ბოლო წუთამდე. არ მინდა ინერვიულოს ტყუილად არც მან და არც იმ ისედაც დღეებ დათვლილმა ქალმა.
-მაგაში გეთანხმები.რას აპირებ?
-ცოტახანს შენთან.მინდა წამოსვლა. რაღაც პერიოდი.
- თორნიკეს არ ეტყვი?
- ვეტყვი რომ შენთან მოვდივარ.სიმართლეს მერე ვეტყვი,როცა არჩევანს შვილთან ყოფნას და არ ყოფნას შორის გააკეთებს და არა შვილსა და დედას შორის.
-ხო ,გეთანხმები.სწორად მსჯელობ.
- ბილეთს ვიყიდი და წამოვალ.
-კაი,თუ მასე უკეთესად იგრძნობ თავს ჩამოდი. ეხლა წავედი და მერე დაგირეკავ,გამაგებინე ბილეთის ამბებს,რომ გაარკვევ.
-კაი დაგირეკავ.გკოცნი.
ძილი მომერია. ხვალ უკეთესად გავარკვევდი ყველაფერს თან სამსახურში შვებულების შესახებ განაცხადს გავაკეთებდი.
დილიდანვე შევუდექი საქმეებს.ჯერ ბილეთი დავჯავშნე.მერე შვებულების შესახებ განაცხადი გავაკეთე და თან იმ პირობით მივდიოდი,თუ დარჩენას გადავწყვეტდი,ერთი თვით ადრე დავრეკავდი.დამთანხმდნენ ამ პირობაზე სამსახურში.ეს გარდაუვალი იყო ,ვიცოდი უნდა დამერეკა და მეთქვა ვრჩებითქო. თორნიკეს ჩათვლით ყველასთვის უნდა მეთქვა თიკოსთან რომ მივდიოდი. დარჩენის ამბავს კი მერე გავაგებინებდი,ვითომ აღარ მოვინდომე დაბრუნება. თორნიკეს მივწერე საღამოს მოსულიყო. უნდა მეთქვა ჩემს გამგზავრებაზე. თან ერთი კვირა მრჩებოდა წასვლამდე. წინ რთული დღეები მელოდა,მაგრამ ჩემთვის ყველაზე სწორ არჩევანად ის მიმაჩნდა რაც გადავწყვიტე...
თორნიკეს მოსვლამდე სათქმელი თითქოს გეგმისმიხედვით დავაწყე. რა და როგორ უნდა მეთქვა,მაგრამ დავინახე თუ არა,ყველაფერი დამავიწყდა. ერთი შეხედვა და თავდაყირა დგებოდა მთელი ჩემი ცხოვრება. ჩავეხუტე... საშინლად მომნატრებოდა.
- როგორ მომნატრებიხარ.
-მეც ანო.მეც მომენატრე .
- რაღაც საქმე მაქვს ,ამიტომ გთხოვე მოსვლა.
-ხო მშვიდობა გაქვს.
-ხო. რაღაც გადავწყვიტე და მინდა საქმის კურსში იყო.
-რა ხდება?
- მოკლეთ თიკომ მთხოვა ჩამოდიო. რადგან ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობთ და ეს თვეები გაგძელდება და შეიძლება წლებიც კი,მე გადავწყვიტე წავიდე ცოტა ხნით თიკოსთან.
ძალიან განვიცდი ,იმას რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. უშენოდ წუთი არ შემეძლო და ახლა დღეები გადის და ტელეფონითაც არ ვკონტაქტობთ. წასვლა ამიტომ მინდა. გარემოს გამოვიცვლი,დავმშვიდდები და მერე ან შენ ჩამოხვალ ან მე. რაღაც იქნება.
-მეც მიჭირს უშენოდ მაგრამ ვერაფერს ვცვლი. არ შემიძლია გული ვატკინო,ისედაც საშინლადაა.
-ხო ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე არ გაგაკეთებინო არჩევნი. როცა არჩევანი ჩვენ ორს შორის აღარ მოგიწევს მაშინ მოიფიქრე გინდა თუ არა ჩემთან.
- მადლობა რომ ასე შეგიძლია გამიგო.
- მე მალე წავალ. წასვლამდე გნახვ კიდევ. ეხკა კი ვივახშმოთ.
-არ მშია. წავალ მელოდება,დამირეკა აქ რომ მოვდიოდი,მალე მოხვალო მკითხა.
-კარგი მაშინ. გაგაგებინებ ჩემს წასვლის თარიღს. მიყვარხარ. თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. გამიღიმა თვითონაც და კიბეებს ჩაუყვა.
კარი ჩავკეტე და საშინელი შიმშილი ვიგრძენი. გემრიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. მერე მოვწესრიგდი და დავწექი.ლეპტოპი ჩავრთე, კლინიკაში კონსულტაციაზე ჩავეწერე,უნდა გამერკვია,რამე საფრთხე ხომ არ შემექმნებოდა ფრენის გამო. ხვალ 4 საათზე აღმოჩნდა თავისუფალი დრო.კლინიკიდან გავივლი, ბილეთს წამოვიღებ, ჩემოდნის ჩალაგებასაც დავიწყებ.
ამ ბოლო დროს უცბათ ვგრძნობ დაღლას,წამში ისე ვიღლები, რომ არ დავწვე და დავიძინო წარმოუდგენელია. ეხლაც ასე ვიგრძენი თავი. ლეპტოპი გადავდე და დავიძინე...
ყოველი დღე, ახალი ემოციებით იყო სავსე,რაც გავიგე რომ ორსულად ვარ. დღესაც ასეთი ახალი და უცხო შეგრძნებებით დაიწყო დღე.
თვეზე მეტია,ჩემი დილის რიტუალი ყავა,მსუყე საუზმით და ხილით ჩავანაცვლე.ენერგიით და
დადებითი ემოციებით ვივსებოდი,როცა ვიცოდი,რძეს ჩემთვის კი არა,ჩემი პატარასთვის ვსვამდი.აქამდე სუნზეც კი ცუდად ვხდებოდი,ეხლა კი მასზე ვფიქრობ და გემრიელიც კი მეჩვენება. ვისაუზმე,მოვწესრიგდი და სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ დავტრიალდი სარკის წინ. იასმნისფერი პალტოს საყელოს ჩემი პაწია,მბრწყინავი ბროში დავაბნიე გულთან და ხალისიანად გავიჯახუნე კარი.
სამსახურიდან კლინიკაში შევიარე,ყველა ანალიზი,რომელიც გავიკეთე დამაკმაყოფილებელი იყო. ჩემი პატერა მეთერთმეთე კვირას ითვლიდა.გაზრდილი და გაცელქებულიც კი დამხვდა. თანხმობა მომცეს ფრენა, საფრთხეს არ შეუქმნიდა პატარას. ფოტოც კი მომცეს,სადაც ჩემი ცხოვრების მთავარი საზრუნავი ძლივს მოჩანდა მასზე. კლინიკიდან, ავიაბილეთი სადაც დავჯავშნე, იმ ოფისში შევიარე.
ბილეთს დავხედე,კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, თბილისი-სტამბული- ბრემენი. დილის 8 საათზე იყო ფრენა. 7 საათი ათათურქის აეროპორტში მომიწევდა ყოფნა და შემდებ გავფრინდებოდი ბრემენში.რაღაცნაირად,თითქოს ბილეთი რომ დავიკავე,შემეშინდა ჩემი გადაწყვეტილების. წამიერი იყო ეს შიში. მე ეს უნდა გამეკეთებინა.
სახლში მოშიებული და დაღლილი დავბრუნდი.ცოტა შევჭამე და ჩემს მშობლებთან წასვლა გადავწყვიღე.მათთვისაც უნდა მეთქვა, რომ თიკოსთან მივდიოდი.
კარი დედაჩემმა გააღო,არ მელოდა რომ დამინახა ჩამეხუტა,მომეფერა,მომიკითხა.ვიგრძენი როგორ მომნატრებოდა ეს ყველაფერი. ოთახში შესულს ჩემი და-ძმა და მამაჩემი შემომეგებნენ. დავსხედით ვილაპარაკეთ,ბევრი ვიცინეთ და როდესაც მე ჩემი გამგზავრების შესახებ ვუთხარი, გაუხარდათ,თიკო წლებია მათაც არ ენახათ და იცოდნენ, როგორ განვიცდიდი მეც მის გარეშე ყოფნას. მომიწონეს წასვლის გადაწყვეტილება,შენც არ დარჩეო გამეხუმრნენ.
მათთან დავრჩი,დედამ გემრიელი ვახშამი მოამზადა.ემოციებით სავსე ვიყავი,ჩემი დის გვერდით დავწექი და გამთენიისას ჩაგვეძინა,ჭორაობაში დაგვათენდა. მთელი დღე ემოციებით დაღლილს,როდის ჩამთვლიმა ვერც კი გავიგე...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგად წერ, მომწონს ეს ისტორია და მიხარია ხშირ-ხშირად რომ იტვირთება ახალი თავი.

 


გმადლობ. :-) ძალიან მიხარია თუ მოგწონთ!

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან მომწონს აქამდე კომენტარს არ ვტოვებდი მაგრამ ვეღარ მოვითმინე რომ არ დამეტოვა მართლა კარგია მომწონს ეს განვითარება თორნიკე რას მოიმოქმედებს მაინტერესებს წარმატებებიიი

 


სტუმარი ანი
ძალიან მომწონს აქამდე კომენტარს არ ვტოვებდი მაგრამ ვეღარ მოვითმინე რომ არ დამეტოვა მართლა კარგია მომწონს ეს განვითარება თორნიკე რას მოიმოქმედებს მაინტერესებს წარმატებებიიი

უღრმესი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ თუ მოგწონთ. დიდი ხანია ვწერ,მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი გამოქვეყნებისგან. თუ ასეთი შექება დავიმსახურე, ხშირად გაგანებივრებთ ჩემი ნაწერებით. :) :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent