შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (4თავი)


26-04-2018, 19:48
ავტორი Mathew
ნანახია 1 726

მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა,მაკანკალებდა და შინაგანად ყველაფერი მჭამდა.სუნამოს სუნი ცხვირში მიღიტინებდა და საერთოდ მიკარგავდა ჭკუას.ასე ვიდექი და ველოდი პასუხს.
მისი ბოხი ბარიტონით მეტყოდა “ყოჩაღ ქეთო,გამოიცანი“ ან შეიძლება ჩემი მოლოდინი არ გამართლდეს და მითხრას , “არა ქეთო,მე ერეკლე არ ვარ.აშკარად აგერია“ შეიძლება დაეცინა ან საერთოდ წყენოდა მისი ერეკლესთან შედარება,მაგრამ რადგან მას ეს ვუთხარი მე დარწმუნებული ვიყავი ჩემ სისწორეში.
ვერ ვითმენდი და ადილზე ვცქმუტავდი,ის კი იდგა,არ ჩქარობდა და არც ღელვა ეტყობოდა.მშვიდად იდგა და აუღელვებლად სუნთქავდა.
-ამოიღე ხმა-ვეღარ მოვითმინე და ხმის კანკალით ვთქვი ეს ორი სიტყვა.თავი გვერდით გადახარა,ჩაიცინა და ღრმად ჩაისუნთქა.
-იმაზე ნაკლები დრო დაგჭირდა ვიდრე ვფიქრობდი ქეთო-გამიცინა და ხელი მომკიდა.შეტრიალდა და მთვარის შუქზე გავიდა,შემდეგ ქაპიშონი გადაიძრო და ისევ შემომანათა მისი გასაოცარი თვალები. გამიხარდა,მაგრამ ეს მხოლოდ სიხარული არ იყო.თითქის თავიდან დავიბადე.ვუყურებდი მას,მის გასაოცარ თვალებს და ვხვდებოდი,რომ ამ ადამიანმა ჩემში გარდატეხა მოახდინა.აი ასე,უბრალოდ შეცვალა ყველაფერი მისმა გამოჩენამ.
მასზე ფიქრები თავს არ მანებებდა.წარმოვიდგენდი ხოლმე,როგორი იყო ის,მაგრამ მეშინოდა…მეშინოდა იმის,რომ ის სხვანაირი აღმოჩდებოდა.
ვფიქრობდი მის სახელზე,ოჯახზე და ყველაფერზე.მაგრამ ის რეალობაში,წარმოსახვაზე უკეთესი აღმოჩნდა.
-რაზე ფიქრობ?-მის ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ და რეალობაში მაბრუნებს.
-შენზე-მორცხვად ვამბობ და ოდნავ ვწითლდები.
-საინტერესოა.და მაინც რას?
-დღემდე ვდიქრობდი,როგორი იყავი და თურმე წარმოსახვაზე უკეთესი ხარ-ვიცინი და თვალს თვალში ვუყრი.
-ანუ მანამდეც ფიქრობდი ჩემზე?
-ასე გამოდის-მხრებს ვიჩეჩ და სკამზე ვჯდები.
-წამოდი გავისეირნოთ.
-უკვე გვიანია-გულდაწყვეტილი ვამბობ.
-სახლამდე მიგაცილებ-მიცინის და ხელს მიწვდის,რომ ავდგე.მეც ვტოვოებ სკამს და მის გვერდით ვიკავებ ადგილს.
-ღირს შენი ნდობა?იქნებ მკვლელი ხარ?-ერთხანს ჩუმად იყო,მაგრამ მალე ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი.
-აქამდე რატომ არ იფიქრე ამაზე?მართალი ხარ,უკვე გვიანია და თავს ვერ დაიხსნი ჩემგან.-ისეთი სერიოზული ტონით თქვა,წამით დავიჯერე კიდეც,მაგრამ ბოლოს მაინც გამიცინა.
-ზედმეტად ხარ თავდაჯერებული.-ამაყად ვამბობ.
-რატომ ფიქრობ ასე?.
-რადგან მე შემიძლია შენგან გაქცევა.-თვალს ვუკრავ და ისევ ვაგრძელებ გზას.
-გამოვცადოთ?
-არა,ახლა მეზარება.-ისევ გაიცინდა და ამჯერად აღარაფერი უთქვამს.ნელა და ჩუმად მივუყვებოდით ვიწრო,განათებულ ქუჩას.გამაყრუებელ სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა არღვევდა.მაგრამ მე ძალიან კარგად მესმოდა თუ როგორ ფეთქავდა ჩემი გული,მესმოდა მისი აჩქარებული ცემა.
ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და გზას უყურებდა.თითქოს გონებაში იბეჭდავდა და მის დამახსოვრებას ცდილობდა,გამეღიმა, მაგრამ დუმილი ისევ არ დამირღვევია.არ ვიცოდი რა მეთქვა.სიჩუმე ვამჯობინე და ნაბიჯების დათვლა დავიწყე,სანამ ნაცნობ სადარბაზოსთან არ გავჩერდი.მისკენ შევბრუნდი,გავუღიმე და დავემშვიდობე.
-ნახვამდის ბატონო ერეკლე.
-ღამე მშვიდობისა ქეთო-გამიღიმა და ლოყაზე მომაწება მისი გავარვარებული ტუჩები.სხვა გრძნობა ამასთან მოსატანიც არ იყო,იმდენად მეუცნაურა,მესიამოვნა და გამაჟრჟოლა.მთლიანად ავხურდი და ავწითლდი.მომშორდა,მაგრამ მაინც დამრჩენოდა მისი კოცნის კვალი ლოყაზე,მაინც ვხურდი და ვიწვოდი.
კიბეებს რეტიანივით ავუყევი,ალბათ მთვრალ კაცს ვგავდი რადგან ფეხი მერეოდა.სახლის კარები შევაღე და საძინებლისკენ გავეშურე.არ ვიცი როგორ,მაგრამ გამოვიცვალე და საწოლში კომფორტულად მოვთვასდი,მალე კი მორფეოსის სამყაროში ვიყავი.
დილით ისევ მაღვიძარამ გამაღვიძა,ახლა უფრო დიდი მიზეზი მქონდა სამსახურში წასასვლელად,მაგრამ იმაში ვარ დარწმუნებული,რომ არაფერს შეიმჩნევს.ისე დაიჭერს თავს როგორც ამას მანამდე აკეთებდა,მართალია ეს ძალიან არ მადარდებს მაგრამ ოდნავ მტკენს გულს.
ფიქრები უკუვაგდე,რადგან მაგვიანდებოდა.
მომზადება როგორც კი დავასრულე სარკის წინ დავტრიალდი,ჩემ ქცევაზე ჩამეცინა.შემდეგ ნივთებსაც დავავლე ხელი და სახლი ჩავკეტე.
ამჯერად ტაქსი გავაჩერე,შემეზარა ფეხით წასვლა.ასე უფრო სწრაფად მივიდოდი და ფიქრში ბევრ დროსაც არ დავხარჯავდი.
მძღოლს მისამართი ვუკარნახე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.სწრაფად ანაცვლებდა ერთ შენობას მეორე,მაგრამ ეს არ მადარდებდა,რადგან მათი ყურება უკვე მომბეზრდა.ამის მიუხედავად,მაინც ჯიუტად ვიყურებოდი ფანჯარაში და უეცრად თვალებში ცრემლი ჩამიდა,დავინახე ის,ვინც გული ნაწილებად დამიპო,გამანადგურა,მაგრამ დრო გავიდა და ტკივლის შევეჩვიე.
როგორ არა,ისევ მტკიოდა ჩემი ძმის მიერ მოყენებული იარები,მაგრამ დრომ ოდნაც ჩააცხრო ისინი.ახლა კი,როცა მას თვალი მოვკარი ისევ გაიხსნენ ისინი.ალბათ სულ არ ფიქრობს ჩემზე,სულ არ ფიქრობს იმაზე როგორ მატკინა და მომკლა.ის ისე უდარდელი იყო,მე კი ისევ მის მიერ დანაგლეჯი გულის გამთელებას ვცდილობდი და დღემდე ვცდილობ.
მახსოვს როგორ მიყვარდა ის,დღემდე მიყვარს ყველაფრის მიუხედავად.
სულ ვაწვალებდით ერთმანეთს,ღამით კი ჩახუტებულებს გვეძინა.
მე თუ ერთი მომწონდა,მას მეორე.
მე თუ ერთს ვგულშემატკივრობდი,ის მეორეს.
მუდამ ასე იყო,ხშირად გამხარებია კიდეც როცა მისი “რჩეული“ წააგებდა ან მსგავსი.შემდეგ ვაჯავრებდი,რომ ჯინზე არაფრის გაკეთება ღირდა და საუკეთესო ვიყავი.მუდამ ასე იყო,მაგრამ გავიზარდეთ.მე რა,ის გაიზარდა და შეიცვალა.საშინლად შეიცვალა,ყურადღებასაც არ მაქცევდა,ასე უბრალოდ ძმაკაცებთან ერთობოდა,მაშინ როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
კარგად მახსოვს დაბაბდებისდღეზე როგორ დამამცირა.როგორ ველოდი,მოვა,ჩამეხუტება და მომილოცავს-მეთქი,მაგრამ 20 წლის გოგომ,ამის ნაცვლად ყველას თვალში დაცემა მივიღე საჩუქრად.
მეტკინა?-საშინლად.
გავბრაზდი?-არანორმალურად.
ვეჩხუბე?-ბოლო ხმაზე გავკიოდი.
ვაპატიე?-უარესი გააკეთა,ვეღარ შევძელი.
იმ დღის შემდე ცხარე ცრემლებით ვტიროდი.ვიტიროდი იმიტომ,რომ მეტკინა,მაგრამ უფრო დაკარგულ გიგის მივტიროდი.ძველ გიგის,რომელიც გაქრა,აღარ იყო,გარდაიქმნა და ახლა მის სხეულში ჩასახული ურჩხული მყავდა.
-გოგონა,მოვედით-მძღოლის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა,თავი გავაქნიე და გავსწორდი.
-მადლობა-ფული გავუწოდე და მანქანა დავტოვე.სველ ლოყებზე რამდენიმეჯერ გავისვი ხელი და შენობაში შევედი.ნათიას მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე.
მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დავავლე ხელი,ჯერ გადავხედე,შემდეგ მათი დალაგება დავიწყე და ბოლოს სათითაოდ ვიღებდი და ვასწორებდი.“დღეს ბევრი წვალება მომიწევს“ჩემთვის გავიფიქრე და აცრემლებულ თვალებზე რამდენიმეჯერ გავისვი ხელი.
მონდომებით ვკითხულობდი,რომ შეცდომა არ გამპარვოდა.შემდეგ მეორეჯერ ვავლებდი თვალს და ახალ ფურცელს ვიღებდი.ასე ხდებოდა მანამდე, სანამ ნათია არ დამადგა თავზე.
-დასვენებაა-ბოლო ხმაზე მიყვირა,თავი სკოლის მოსწავკე მეგონა რომელიც ზარის დარეკვისთანავე ბოლო ხმაზე გაჰკივის.
-უი,უკვე?
-კი,მაგრამ…
-რა მაგრამ?-ეჭვისთავლით ავხედე.
-ბატონმა ერეკლემ ჩემთან შემოუშვიო,ცოტა მკაცრი ხმა ქონდა-დაჯღანული სახით მელაპარაკებოდა.მეც კი შემეშინდა მაგრამ შემდეგ მივუხვდი ჩანაფიქრს და გამეღიმა.
-კარგი,ჯანდაბას.წადი და მე ერეკლე ბატონთან შევალ-გავუცინე და ზურგი ვაქციე რათა უფროსის კაბინეტამდე მიმეღწია.კარებთან შევჩერდი და გულს ვუგდე ყური,ისევ ჩქარა ფეთქვადა.
დავაკაკუნე და შესვლის ნებართვა მივიღე,ნელა ჩამოვწიე სახელური და კაბინეტში შევაბიჯე.
-მეძახდით ბატონო ერეკლე?-ჩუმად დავიჩურჩულე.
-კი,გეძახდი.მაგრამ აქ სხვები არ არიან და შეგიძლია ოფიციალურობა მოაშორო.
-კარგი,რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს?შენთან ერთად მინდა შესვენების გატარება-მიღიმის და იქვე სკამზე ვიკავებ ადგილს,მის პირისპირ.
-ოფისიდან არასდროს გადიხარ?
-შესვენების დროს არა,აქ მირჩევნია.
-უცნაური ხარ-ვუცინი და იქვე დადებულ კალამს ვიღებ და თამაშს ვიწყებ.ის კი,უბრალოდ ჩუმად მიყურებს, სახეზე ღიმილი დასთანაშებს.
-კომპლიმენტად ჩავთვლი-ისევ მიღიმის,მე კი თვალებში შევყურებ.რაც არ უნდა ხდებოდეს მისი თვალების ყურებით ვერასდროს დავტკბები.თითქოს ყოველთვის სხვანაირი აქვს,მაგრამ თავისი მომაჯადოვებელი ეშხი მაინც არასდროს უქრება.
-ერეკლე.
-გისმენ.
-მინდა უფრო მეტი ვიცოდე შენზე.
-მაინც რა?
-არ ვიცი,ყველაფერი-ინტერესეით ვაკვირდები.
-მკითხე და გიპასუხებ.
-კარგი…რამდენი წლის ხარ?-რაც ენაზე მომადგანის ვკითხე,მაგრამ ასაკი მართლა მაინტერესებდა.
-27 წლის ვარ.
-კარგი,სიმაღლე.
-1,85.ფეხის ზომაც გითხრა?
-კარგი რა,მე მართლა მაინტერესებს.
-კარგი ხო,გააგრძელე.
-და ან ძმა გყავს?
-ტყუპისცალი ძმა.-მიცინის და თავს გვერდით აგდებს.
-რა?მართლა?
-ხო მართლა,ოღონდ ის საფრანგეთშია თავის ოჯახთან.
-ანუ დაოჯახებულია?
-კი და პატარა პრინცესა ყავს.
-რა ქვია?
-ვის?პრინცესას თუ ძმას?
-მთელ ოჯახს.
-ძმას რატი,რძალს თიკო,პრინცესას ლილე დაარქვეს.
-როგორ მინდა ვნახო.
-ქორწილში ნახავ,შეიძლება მანამდეც ნახო.-სკამიდან დგება და ჩემ წინ,მაგიდაზე ჯდება მე კი გონებაში ისევ ერთ სიტყვას, “ქორწილს“ ვატრიალებ.
-ვის ქორწილში?
-ჩვენ ქორწილში-თვალი ჩამიკრა და ხელზე დამქაჩა,წამში აღმოვჩდი მის წინ,ისე როგორც გუშინ.მსგავსად მეფრქვეოდა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე და ისევ მიფანტავდა გონებას.შემდეგ ხელები გაშალა და ჩამეხუტა.მისი სუნამოს სუნი საშინლად მიწვავდა ცხვირს და მსიამოვნებდა,ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვები მისი არომატით ავივსე.ნელა შემოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავმალე.
-იცი ახლა რა მინდა?-ჩურჩულით წარმოვთქვი.
-რა?
-მინდა,რომ დრო გაჩერდეს და მუდამ ასე დავრჩეთ.მხოლოდ მე და შენ.
-მხოლოდ ჩვენ-თავზე მაკოცა და თმებში თამაში დაიწყო.მართლა მინდოდა ახლა დროის გაჩერება,მინდოდა ასე დავრჩენილიყავით.ერთმანეთის მკლავებში განაბულები და ბედნიერები.
-ქეთო.
-გისმენ.
-დამატყვევე.
-რამდენიმე დღეში?
-არა,უკვე დიდი ხანია.
-მართლა?და მაინც როდის დაგატყვევე?
-პირველად მაშინ გნახე როცა მუშებთან ერთად ყუთები სახლში აგქონდა.
-როცა პირველად გადმოვადე მარტო საცხოვრებლად,მახსოვს.
-მაშინ ძმაკაცთან ვიყავი,უეცრად მოგკარი თავი და ღიმილით გაკვირდებოდი.ცდილობდი მათთვის საქმე შეგემსუბუქებია და შენზე ორჯერ დიდ ბარგს მიათრევდი.
-ასეთი სასაცილო ვიყავი?-უცებ გავიკვირვე.
-უფრო საყვარელი.
-ერთი ნახვით დაგატყვევე?
-არა,ამის შემდეგაც შეგხვდი რამდენიმეჯერ,დატყვევებულად კი თავი მაშინ გამოვაცხადე როცა შენზე ფიქრებს ვეღარ ვიგდებდი თავიდან და სიზმარშიც შენგარდა არავინ იყო.
-შენი აზრით მე გავხდები დატყვევებული?
-კი,დარწმუნებული ვარ!
-მაინც რატომ?
-გუშინ მითხრაი,იმაზე უკეთესი ხარ ვიდრე წარმოსახვა-ო…ხოდა,ჩემზე თუ ფიქრობდი მერე დაგესიზმრები,ბოლოს კი ვეღარ მომიშორებ.
-სულ ჩემთან იქნები?
-კი,სულ-ისევ გამიცინა და ხელები გამიშვა,რადგან კარებზე კაკუნი გაისმა.ისევ ძველ ადგილებს დავუბრუნდით და ისეთი სახეები მივიღეთ თითქოს საქმეზე ვსაუბრობდით.
-შემოდით-უცებ გადაიქცა მოსიყვარეულე,დატყვევებული კაციდან მკაცრ და დესპოტ უფროსად.
-უკაცრავად ბატონო ერეკლე,თქვენთან ქალბატონი ეთერია მოსული-ნათიამ თავი შემოყო და ორივე შეგვათვალიერე,შემდეგ კი ერეკლეს მიმართა.
-კარგი,შემოუშვი-გოგონამ თავი დაუქნია და კაბიმეტი დატოვა,გასვლას ვაპირებდი მაგრამ ერეკლემ ამის ნება არ მომცა.ხუთ წუთში კი კაბინეტში საშუალო სიმაღლის ქალბატონი შემოვიდა.ხასხასა ცისფერი თვალებით და სწორი ცხვირით,დიდი წითელი ტუჩებით და ოდნავ წითელი ლოყებით.
-დედა-ერეკლე ფეხზე ადგა და ქალს გადაეხვია.
-როგორ ხარ ერეკლე?
-არამიშავს,მოხდა რამე?
-არაფერი,მომენატრე და შენი ნახვა გადავწყვიტე.შენ არ გვკადრულობ-გაუცინა და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი,მივესალმე და თვითონაც იმავე გაიმეორა.შემდეგ ფეხზე ავდექი და ჩუმად განვაცხადე.
-ბატონო ერეკლე,მე დაგტოვებთ.
-ქეთევან.
-გისმენთ.
-უჩემოდ არ წახვიდე იცოდე,ახალი საბუთები უნდა გადმოგაბარო-თავი დავუქნიე,შევბრუნდი და სახეზე სულელური ღიმილი ავიკარი.
კაბინეტი დავტოვე და ისევ ჩემ მაგიდას მივუჯექი,საქმის კეთება განვაგრძე და დროც ნელ-ნელა გადიოდა.როცა საქმის კეთებას მოვრჩი საბუთები გვერდით გადავდე და ლოდინი დავიწყე.მალე გამოვიდა ქალბატონი ეთერი და მას ერეკლეც მოყვა.
-ქეთო,წამომყევი-ხელი დამიქნია.მეც ჩემ ნივთებს დავავლე ხელი და უკან გავყევი.
-რა ხდება?
-სახლში გაგიყვან-თვალი ჩამიკრა და გზა დამითმო.
-არ მინდა შეგაწუხოთ,თან დედათქვენთან ერთად ხართ.
-არ გინდა შვილო ოფიციალურობა,უბრალოდ ეთერი და დედა დამიძახე-გამიცინა და თვალი ჩამიკრა.მე კი ადგილზე გავქვავდი,ერთხანს ვერ ვიაზრებდი მის ნათქვამს,ბოლოს კი ერთიანად დამკრა წითელმა ფერმა.
-ნუ წითლდები შვილო-ლოყაზე მომითათურა ხელი და ხელკავი გამომდო.ნელი სვლით მივუყვებოდით კიბეებს,ბოლოს კი მანქანაში დავიკავეთ ადგილები.
გზაში ეთერიმ ჩემ შესახებ რაღაცეები მკითხა და დროც გაიყვანა.ძალაინ კარგი ქალია,მეგობრული,მოსიყვარულე და კარგი მოსაუბრეც.
-ქეთო.
-გისმენთ-გავუღიმე და უკან შევაბრუნე თავი.
-და ან ძმა გყავს-კითხვა ოდნავ არ მესიამოვნა,მაგრამ არ შევიმჩნიე,ნუ ვცადე მაინც.
-კი,უფროსი ძმა.
-უი რა კარგია,რა ქვია შვილო.
-გიგი,გიგი ქვია-ჩურჩულით ამოვილაპარაკე და წინ მივბრუნდი.
-დედა-ერეკლემ თითქოს შენიშვნა მისცა მას,მაგრამ მე არაფერი მითქვამს.მალე დანიშნულების ადგილამდეც მივედით და ორივეს დავემშვიდობე.
-ღამე მშვიდობისა.-გავიღიმე და მანქანა დავტოვე,შემდეგ კი ბნელ სადარბაზოში გავუჩინარდი.
სახლში როცა შევედი შუქი ავანთე,სამზარეულოში შევედი და წყალი დავადგი,მანამდე ონკანი მოვუშვი.ჭიქაში ცივი წუალი ჩავასხი და სწრაფად გადავკარი.თითქოს მწარე წამალი ყოფილიყო რომლიც შეგრძნებაც არ მინდოდა.ცივმა სითხემ ყელი გაიარა და სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.შემდეგ გაზზე დადგმული წყალი გამოვრთე და ჩაი გავიმზადე,მასთან ერთად მისაღებში სხვადასხვა სასუსნავებიც გავიტანე და ტელევიზორს მივუსკუპდი.
ფილმის ყურებაში დროც გავიდა და მეც ნასიამოვნები დავრჩი.შემდეგ ყველაფერი ავალაგე და საძინებელში გადავინაცვე,მაგრამ ძილი არ მერეოდა.ასე უბრალოდ ვიწექი,საბანში გახვეული და ვფიქრობდი რაღაც სისულელეებზე.უნებლიე ერეკლეს დედა და ჩვენი დღევანდელი დიალოგი გამახსენდა,რამაც ღიმილი მომგვარა.
უეცრად კი ტელეფონმა დაიწრიპინა.შეტყობინება გავხსენი რომელიც უცხო ნომრიდან იყო,მაგრამ მაშინვე მივხვდი თუ ვინ იქნებოდა ავტორი.
“არ გძინავს?“
“ვერ ვიძინებ“მაშინვე მივწერე და პასუხის ლოდინში გავიტრუნე.
“მოგეწონა ეთერი?“
“ძალიან კარგი ქალია,მაგრამ შენ მას ჩემზე ყველაფერი უთხარი?!“
“კი.იცი,როგორ გაუხარდა“ მის მონაწერზე გამეცინა.
“კარგი არაფერია,მაგრამ არ მოველოდი“
“არაუშავს,შეეჩვევი“
“ისევ გააკეთებ მსგავს რამეს?“
“შეიძლება მოგიტაცო“
“შენ რა იცი,იქნებ თანახმა ვარ ცოლობაზე?!“ ისევ გულისფანცქალით ველოდი პასუხს.
“ასე უფრო განსხვავებული იქნება,ან გავიპაროთ,ისე როგორც თინეიჯერები“
“არა,არ მინდა გაპარვა,მაგას კიდე მოტაცება მირჩევნია“
“რატომ?შენი მშობლები არ იქნებიან თანახმა ჩვენ ქორწინებაზე?“მის მონაწერზე გამეცინა,რადგან ნელი გამახსენდა.
“პირიქით,დედაჩემი სულ იმას მიჩიჩინებს გათხოვდი,თორემ დარჩი შინაბერაო“
“მაშინ დასაკარგი დრო არ გვქონია“
“ერეკლე“
“გისმენ“
“ჯერ ადრე არაა ქორწილზე საუბარი?“
“ასე ფიქრობ ქეთო?“
“მე ხომ მხოლომ რამდენიმე დღეა რაც გიცნობ“
“ერთი ნახვით შეყვარებაზე არაფერი გსმენია?“
“კარგი,შეიძლება შენ გიყვარვარ,მაგრამ მე?“
“შენ რა ქეთო?“
“ეს,რომ მხოლოდ გატაცება იყოს და არა ის რასაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ?“
“სულ ცოტაც და მაგასაც გავიგებთ,ახლა კი ტკბილი ძილი ქეთევან“
“ღამე მშვიდობისა ერეკლე“
ტელეფონის მკრთალი შუქი ჩემ სახეს და ოთახის ნახევარ ანათებდა.არ მეძინა,რამდენიმეჯერ გადავიკითხე შეტყობინებები,ბოლოს კი ერეკლეს ნომერი ჩავიწერე,გამოკვეთილი ასოებით კი ორი სიტყვა-ღამის აჩრდილი დავაწერე.



№1 სტუმარი ani gafrindashvili

Pirvel rigshi dzalian momenatre gelodi yovel dge magram bolos mivxvdi rom gadatvirtuli iyavi...
Rogorc yoveltvis arachveulebrivi xar ise qetos da ereklesac male mivechvie rogorc wina wyvilebs ar vici ra gitxra arachveulebrivad wer ase tu gaagrdzeleb momavalshi darwmunebuli var sakmaod sasurveli mwerali iqnebi saitze romlis motxrobebis kitxvac xalxs esiamovneba...
Warmatebebi chemo sayvarelo ar vici axals rodis dadeb magram isev molodinshi viqnebi es wyvili ragac gamorcheulad damamaxsovrdeba vatyob da kidev gtxov qetos da misi dzmis konfliqtic gamoachine warmatebebii

 


№2  offline მოდერი Mathew

ani gafrindashvili
Pirvel rigshi dzalian momenatre gelodi yovel dge magram bolos mivxvdi rom gadatvirtuli iyavi...
Rogorc yoveltvis arachveulebrivi xar ise qetos da ereklesac male mivechvie rogorc wina wyvilebs ar vici ra gitxra arachveulebrivad wer ase tu gaagrdzeleb momavalshi darwmunebuli var sakmaod sasurveli mwerali iqnebi saitze romlis motxrobebis kitxvac xalxs esiamovneba...
Warmatebebi chemo sayvarelo ar vici axals rodis dadeb magram isev molodinshi viqnebi es wyvili ragac gamorcheulad damamaxsovrdeba vatyob da kidev gtxov qetos da misi dzmis konfliqtic gamoachine warmatebebii

შენი გამოჩენა სულ,რომ მახარებს ხომ იცი^^
ახლაც გამახარე ან^^
მადლობა,რომ გასმის ჩემი^^
და მადლობა ამ სიტყვებისთვის,რომელიც მუდამ მმატებს სტიმულს ^^
ვცდილობ და მგონი გამომდის^^
შევეცდები არ დავაგვიანო და გიგის და ქეთოს კომფლიქტიც გამოვაჩინო ^^

 


№3 სტუმარი ani gafrindashvili

Girl with pretty smile
ani gafrindashvili
Pirvel rigshi dzalian momenatre gelodi yovel dge magram bolos mivxvdi rom gadatvirtuli iyavi...
Rogorc yoveltvis arachveulebrivi xar ise qetos da ereklesac male mivechvie rogorc wina wyvilebs ar vici ra gitxra arachveulebrivad wer ase tu gaagrdzeleb momavalshi darwmunebuli var sakmaod sasurveli mwerali iqnebi saitze romlis motxrobebis kitxvac xalxs esiamovneba...
Warmatebebi chemo sayvarelo ar vici axals rodis dadeb magram isev molodinshi viqnebi es wyvili ragac gamorcheulad damamaxsovrdeba vatyob da kidev gtxov qetos da misi dzmis konfliqtic gamoachine warmatebebii

შენი გამოჩენა სულ,რომ მახარებს ხომ იცი^^
ახლაც გამახარე ან^^
მადლობა,რომ გასმის ჩემი^^
და მადლობა ამ სიტყვებისთვის,რომელიც მუდამ მმატებს სტიმულს ^^
ვცდილობ და მგონი გამომდის^^
შევეცდები არ დავაგვიანო და გიგის და ქეთოს კომფლიქტიც გამოვაჩინო ^^

madloba shen rom arcert komentars ar toveb upasuxod da yvelas azrs itvaliswineb ise rom shens nawershi idealuroba yoveltvis chans warmatebebiiii

 


№4  offline წევრი teengirllove

rogorc yoveltvs dzalian kargi iyo, martla kargad wer ,tan saintereso siujetia..icode shemdegi ar daagviano

 


№5  offline მოდერი N1penguin

ვაიჰჰ, რა ტკბილი თავი იყო sweat_smile მაინც უცნობია რა მოხდა ქეთოს მე-20 დაბადების დღეზე, რა გააკეთა ასეთი მისმა ძმამ? ამისთანა რა ჩაიდინა, რომ ვერ ჰპატიობს? მაინტერესებს რა მოხდა, ნეტავ როდის გავიგებ? dizzy_face dizzy_face ცოტა კი შეგაგვიანდა თავის დადება, მაგრამ ეგ არაფერი laughing მაინც ვერ ვპოულობ ბევრ დროს laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent