შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტური ქორწინება, თავი 6


29-04-2018, 21:35
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 514

აბელი
-მე და ანა დაქორწინებას ვაპირებთ.
-რააა? ლუკა მართლა გამოშტერდა. ისე გაუკვირდა.
-ჰო რა იყო? არ შეიძლება?
-აბელ, დაფიქრდი. მოიცადე. ყველაფერი იცის? მე თავი დაუქნიე. და დარწმუნებული ხარ როცა დრო მოვა დაშორდები. ამაზე პასუხი არ მქონდა.
-რომ არ დავშორდეთ რა პრობლემაა რო?
-გიყვარს.
-რეებს მეკითხები?
-არ გეკითხები ზუსტად ვიცი რომ გიყვარს და ვერ იტან რომ არ გაქცევს ყურადღებას და ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ, მაგრამ მან რომ არ შეგიყვაროს რას გააკეთებ. მე დამცინი მგრძნობიარობაზე და ნეტა შენ როგორი ხარ?
-ნუ სულელობ არ მიყვარს. მომწონს კარგი გოგოა.
-ფრთხილად იყავი, იცოდე. მამამ იცის?
-კი მასაც დღეს ვუთხარი.
-მერე რაო?
-სხვათაშორის ძალიან გაუხარდა, ძალიან. ისიც მითხრა შვილიშვილი არ დააგვიანოთო.
-მაინცდამაინც ის რატო ააარჩი, გენახა ვინმე დებილი. ვერაფერს რო ვერ მიხვდებოდა.
-კაი რა დებილებთან საქმის დაჭერა, იმაზე დიდი შარია ვიდრე წარმოგიდგენია. ეს ჭკვიანია, სისულელეებს არ დააყრანტალებს.
-და ის არაა შარი რო ქალი რომელიც მოგწონს, შენი ფიქტიური ცოლია?
-ლუკა ძალიან გთხოვ. არ მომწონს ასე ძალიან, მასზე უკეთესებიც არსებობბენ , მასზე ლამაზებიც და ეს პრობლემა არაა. ჩემ თავს ვაკინტროლებ, გრძნობების კონტროლი გამომდის, აშკარად მასაც შეუძლია თავის გაკონტროლება, ამიტომ შევარჩიე ის და არა სულელე ქალი რომელიც დაშორებისას, იკივლებს, იწივლებს და ისტერკებს მომიწყობს...
-ეგ შენ არ აღმოჩნდე ბოლოს ფრთხილად იყავი..
-ყველაფერს შენი გადმოსახედიდან ნუ უყურებ. მხოლოდ ეს ვუთხარი და ოთახი დავტოვე, ახლა მთავარია მე ჩემი მივიღო და რაცა საჭიროა ორივე უმტკივნეულოდ დავშორდებით ერთმანეთს..
ქორწილები დიდად არასოდეს მომწონდა არც თეთრ კაბებზე და პრინცზე ვოცნებობდი, მაგრამ ამდენ ბოდიალში ისეთი ლამაზი კაბა შემოგვეყიდა მე და გოგოებს. თეთრი იყო სულ ბზინავდა, ბისერებით და თეთრი მძიბევით იყო გაწყობილი და ამავდროულად სადაც იყო.. წინ მრგვალად იყო ამოღებული. წვრილი ბრეტელებით კისერზე იყო შეკრული. რგოლით კი უკან სამკუთხედად ამოჭრილი ზურგი ჰქონდა მიმაგრებული. კაბა მუხლს ქვემოთ იყო და სჰუასჰი ოდნავ შეხსნილი. მართლა ულამაზესი იყო, მაგრამ საქორწინო კაბას საერთოდ არ ჰგავდა. საღამოს კაბა უფრო იყო. მაკიაჟი ლიკამ გამიკეთა ძალიან სადად , თმა შუაზე გავიყავი და უკან შევიკარი. ფეხსაცმელი მოვირგე და საბოლოო სახით დავენახე გოგოებს.
ნინა: აუუ რა ლამაზი ხარ, თუ მჯეროდეს რომ თხოვდები.
ლიკა: აუუ მართლა რა ლამაზი ხარ. გოგოო
ანა:გეხვეწები არ იტიროთ რა.
ნინა: უი მართლა ისინი სად არიან? ნიკოს დავურეკავ მე.
ლიკა: უთხარი ყვავილები არ დაავიწყდეთ.
ანა: აუუ არ მინდა რა ეს ყვავილები.
ნინა: შენ არავინ გეკითხება.
ანა: აბელს ვეტყვი.
ლიკა: ხედავ დაიწყო ამან უკვე. როგორც იქნა თავი მოვაბით და გავედით იქიდან. ჩვენი ქორწილი ნიკას აგარეკზე უნდა მოგვეწყო. ისე ლამაზად მოეწყოთ იქაურობა, გვირილებით გაეფორმებინათ, თეთრი სანათებით. ლამის გული ამიჩუყდა. ეზოში რომ შევედით, ბიჭებს უკვე დაეკავებინათ ადგილები. მე სწრაფად დავფარე ჩვენს შორის არსებული მანძილი და აბელს გვერდით ამოვუდექი. ისეთი სიმპატიური იყო, თეთრი პერანგი და ლუტჯი პიჯაკი ეცვა, თმა ნიავს აერია და ცოტა წინ ჩამოყროდა, თან ისე იღიმოდა, ისეთი ბედნიერი ჩანდა, ეჭვიც კი შემეპარა. ხომ არ მომატყუა? ხელი ჩამკიდა. ქალმა ცერემონიალი დაიწყო. სწრაფად ჩაუკითხა ტექსტი და ფურცელი მოგვაწოდა ხილის მოსაწერად. ორივე სწრაფად დავტოვეთ ჩვენი ხელმოწერა ფურცელზე. აბელმა კი ჯიბეში ბეჭდის ძებნა დაიწყო. ყველას სიცილი აგვიტყდა.
-მე მაქვს იდიოტო. ლუკამ გაუწოდა კოლოფი. ძალიან ნაზი, ბრილინტით გაწყობილი ბეჭედი თითზე წამომაცვა, მეც იგივე გავიმეორე. აბელმა სახე და ხელები დამიკოცნა.
-რა ლამაზი ხარ. მართლა ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები. იდიოტებივით ვუღიმოდით ერთმანეთს. კიდევ ერთხელ მაკოცა ლოყაზე. ცოტა ხანში უკვე მაგიდასთან ვისხედით, ვიცინოდით, ვსაუბრობდით, ასეთი უცნაური ქორწილი ალბათ არავის ჰქონია. შუაღამისას დავიშალეთ. მე და აბელი ჩვენს მომავალ სახლში სახლში წავედით, მე ისეთი დაღლილი ვიყავი. მანქანაში ჩამეძინა. ვიგრძენი აბელმა როგორ ამიყვანა ხელში და საწოლში ჩამაწვინა, ფეხსაცმელი გამხადა და პლედი გადამაფარა.
სამსახურიდან სამი დღით დამითხოვეს.ლოპოტაზე წავედით. სამი დღის მანძილზე სახლში ვიყავი ჩემთვის მშვიდად, არავინ მაწუხებდა, არავინ მიკიოდა, არავინ მაბრაზებდა. აბელი თავის საქმეებზე დადიოდა. სახლში გვიან მოდიოდა. იმ დროს მე რომ უკვე მეძინა. დედაჩემმა დამირეკა და გამლანძღა, მაგრამ უკვე ძალიან არ მაინტერესებდა, ბებიაჩემს კი ისე გაუხარდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. კვირის ბოლოს ვახშამზე დაგვპატიჟა.
კვირის ბოლოს უკვე ჩვენს სახლში ვიყავით. ძალიან ლამაზი სახლი იყო ზუსტად ისეთი როგორიც მე მომწონდა და როგორსაც ვგეგმამვდი, რომ ჩემთვის გამეკეთებინა. ფაქტობრივად არაფერი იყო შესაცვლელი. აბელმა მითხრა რომ სახლში უფროსი მე ვიყავი და რაც მინდოდა ის მეკეთებინა. ძალიან მარტივად მოვგვარდით. მარტივად ვურთიერთობდით, ერთად არ ვვახშბოდით, არც ვსაუზმობდით და ამით არაფერი შავდებოდა. პირიქით მეტად გვიადვილებდა საქმეს. გვერდიგვერდ ოთახებში გვეძინა. აბელი ჩემს წესებს არ არღვევდა. მას კი მხოლოდ ერთი წესი ჰქონდა. სახლში პიჟამათი არ უნდა მევლო. ამის შესრულბა ადვილიიყო. პატარა სახელოსნოც მომიწყო. ის კაბინეტიდან არ გამოდიოდა, მე სახელოსნოდან, კარგი მეზობლებივით ვცხოვრობდით. ასე გავიდა თვე ნახევარი და ზაფხულის შუა თვემაც მოგვიკაკუნა...
დილით თვალები ძლივს გავახილე, ოდნავ წამოვიწიე, გარეთ გავიხედე. საშინლად წვიმდა. ცოტა აზრზე რომ მოვედი, წელის და მუცლის არეში ტკივილი ვიგრგრძენი, მივხვდი რომ ქალური ბედნიერება დამატყდა თავს. ზანტად წამოვდექი და აბაზანისკენ ბარბაცით წავედი. ისე მტკიოდა ყველაფერი დღეს სამსახურში წასვლას ნამდვილად ვერ შევძლებდი. არ გეგონოთ რამეს ვაბუქებდე. წვიმიან ამინდებში ტკივილი მიორმაგდე და დასვენების მეტი არაფერი მშველის. თავი მოვიწესრიგე. ოთახში დავბრუნდი და ტელეფონი მოვძებნე. ანდრეას ნომერი ავკრიფე და ვთზოვე გავენთავისუფლებინე. გამიკვირდა უარი რომ არ მითხრა. ისე გათხოვება კიდევ ერთ რამეში წამადგა, ანდრეა საოცრად მოლბა ჩემს მიმართ. აღარ მატერორებდა, არც მეჩხუბებოდა, ნეტავ აქამდე მცოდნოდა..ტელეფონი ტუმბოზე დავდე და ისევ საწოლში შევწექი. ცოტა ხანში კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა.
-შემოდი. ძლივს ამოვიკვნესე მე.
-ან, ქვემოთ რატომ არ ჩამოხვედი? კარგად ხარ. აბელი მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ცუდად ვარ.
-რატომ? რა დაგემართა? გინდა საავადმყოფოში წავიდეთ ჩემს ძმასთან? ეხლავე დავურეკავ. მე სიცილი წამსკდა.
-რას იცინი.
-სერიოზული არაფერი, უბრალოდ დაწოლა და დასვენება მინდა.
-მაინც რა გტკივა? არ მეშვებოდა.
-პერიოდი მაქვს იდიოტო.სიცილი წასკდა.
-მოიცადე. გინდა წამალს მოგიტან,ან არ რავი, იმ რაღაცეებს.
-არ მინდა მაქვს, უბრალოდ წინდები მომიტანე რა, იმ უჯრაში დევს. თითით ვანიშნე. წამოდგა და გარდერობის ოთახში შევიდა. ცოტა ხანი იქექა და ხელში. გამჭვირვალე, მაქმანებიაბი ბიუსჰალტერით დაბრუნდა.
-ამას მართლა იცვამ ხოლმე? რა მაგარი რამეა.
-აბელ გეყოფა.
-ესეც მემეწონა. მეორე ბრაა ააფრიალა ჰაერში.
-თავის ადგილას დააბრუე და რაც გთხოვე ის მომიტანე. შებრუნდა და უკან წინდებით და ჩემი ტრუსით ხელში დაბრუნდა.
-ესეც ძალიან ლამაზია. საბანი აწია და წინდები თავისი ხელით ჩამაცვა. მე წინააღმდეგობა არ გამიწევია. გვერდი ვიცვალე და კარგად მოვთავსდი. ჩემთან უფრო ახლოს დაჯდა და თავზე რამდენჯერმე ნაზად გადამისვა ხელი. მერე საბანი გამისწორა. სანამ არ ჩამეძინა მანამდე იჯდა ჩემს გვერდით. ეს იყო ჩვენი პერველი ნორმალური კონტაქტი, მას შემდეგ რაც დავქორწინდით.
საღამოს გამეჭვიძა, ტკივილს ცოტა გაევლო. წამოვდექი ხალათი, მოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი. იქ ვიღაც ფართხალებდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აბელი იყო.
-აქ რას აკეთებ.
-ააააა, საჭმელს გიკეთებ და ყავას, ნამცხვარიც მოვიტანე.
-რა საჭიროა?
-შენ ხო ცუდად ხარ? ისე საყვარლად მითხრა. გამეცინა. ოთახში ადი და იქ ამიგიტან. და ჩუსტების გარშე ნუ დადიხარ შეგცივდება. მემგონი ეს უფროა ცუდად, ვიდრე მე. მის ნებას დავყევი და ისევ ოთახში დავბრუნდი. წიგნი მოვძებნე და კარგად მოვკალათდი.ისევ იმას ვკითხულობდი, ჯერ კიდევ ვერ დავამთავრე არადა როგორ მომწონდა. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. მალე მივიდა და ყველაფერი საწოლზე დააწყო, თვითონაც სწრაფად ამობოღდა და საწოლის მეორე მხარეს გადაწვა.
-მეც მშია. ერთად ვჭამოთ.
-არ მჯერა რომ ეს შენ გააკეთე.
-ძალიან კარგი მზარეული ვარ რომ იცოდე. ეს მითხრა და თეფში გამომიწოდა. თეფშზე ყველიანი ტოსტი და ქათმის სალა|თ|ი იდო, სალათის ფოთლებთან ერთად. -ეს სალათიც შენ გააკეთე?
-არა ეგ ვიყიდე. გაეცინა.
-აბა. ამ ტოსტისთვის დალეწე სამზარეულო.
-კარგი რა ფისო, დაიკიდე მე დავალაგებ. -ტორტიც გვაქვს. ჩუმად ვჭამდით. ყველაფერი ძალიან მეგემრიელა, ალბათ იმიტომ რომ მთელი დღის მშიერი ვიყავი. -ხო გემრიელი ტოსტია. სიცილი წამსკდა.
-იმდენი იწვალე..
-ნუ დამცინი ბოროტო ქალო..გაიცინა და თითზე მიკბინა. -აუუ გადადე წიგნი და ფილმს ვუყუროთ რაა. რამე კარგს.
-აბელ.ნიშნის მოგებითგადავხედე.
-ანა, ფილმის ყურება და ნორმალური ურთიერთობა, არაფერს შეცვლის. აბა ის ჯობია თითქმის ორი თვეა, რომ ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.
-კარგი, ნორმალურ ურთიერთობაზე არც მე მაქვს გართულება.
-შვებულება როდის გაქვს?
-ჯერ არ ვიცი ალბათ აგვისტოში.
-შენი დაბადების დღისთვის?
-წესით კი.
-კარგია. საფრანგეთში წავიდეთ.
-რაა? მართლა?
-ჰო აბა ხომ უნდა განახო რისთვის მოგიყვანე ცოლად. ორივეს გაგვეცინა. მე სიმწრისგან, ისევ გამახსებდა რისთვისაც ვიყავი აქ. მშვიდად კი ვარ , მაგრამ ეს უხერხული მომენტი მუდამ ჩემი თანმდევი იქნებოდა ალბათ.
ლიკას დაბადების დღეც მოვიდა. გოგოებს ასეთი ტრადიცია გვქონდა. მხოლოდ ჩვენ ვიკრიბებოდით. მხოლოდ ქალები და არავითარი ზედმეტი ხალხი, არავითარი კაცები, რომც გავთხოვილიყავით იმ შემთხვევაშიც კი. წინა დღეს ყველაფერი დავგეგმეთ. რუფთში მაგიდა დავჯავშნეთ, და მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა კარგად გამოვპრანჭულიყავით და მოვდუნებულიყავით.
ანდრეამ სამსახურიდან ერთი საათით ადრე გამოგვიშვა. ბარში რვა საათზე უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენი დაგვიანებების და პრაჭვის ამბავი რომ ვიცოდი, ცხრის ნახევარზე მაინც მივიდოდით იქმადე, ყველაზე კარგ ვარიანტში.. მე ჩემი პირველი ხელფასით ნაყიდი დეივიდ კომას ლურჯი მოკლე კაბა ჩავიცვი. წინა ნაწილი შავი როლებით იყო გაწყობილი და ქვემოთ ორივე მხარეს ელვა შესაკრავებით იყო შეხსნილი, ლამაზად ჩაჭრილი გული და წვრილი ბრეტელები ჰქონდა.ფეხზე შავი წვრილი ლენტით შეკრული ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაკიაჟი არ გამიკეთებია, მხოლოდ ტუჩსაცხი წავისვი და თმა უკან გადავიარე, სველი ეფექტისთვის ცოტა ლაქი შევისხი და ქვემოთ ჩავედი. ნინას უნდა გამოევლო ჩემთვის და ერთად ვაპირებდით წასვლას. აბელი დივანზე იწვა და დოკუმენტურ ფილმს უყურებდა. წელს ზემოთ შიშველი როგორც ყოველთვის. როცა მის წინ დავდექი. ფეხის წვერიდან, თმის ღერამდე შემათვალიერა და ტუჩი მოიკვნიტა, როგორც სჩვევია ხოლმე.
-რა ვიდზე ხარ. ძალიან სექსუალური ხარ. ძალიან. ასე გარეთ ვერ გაგიშვებ.
-ჰო აბა რა ამხელა გოგო შენ ჭკუაზე ვივლი.
-შენი თავი რომ ვინმემ მომტაცოს მერე რა გავაკეთო.
-ნუ მაიმუნობ.
-აუუ მართლა ძალიან მაგარ ფორმაში ხარ. კმაყოფილი სახით მიყურებდა. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ნინას ზარმა არ აცალა.
-აუუ საღამოს ხო გამომივლი?
-აბა რას ვიზამ. კარამდე მიმაცილა. მხარზე ნაზად მაკოცა. -იცოდე კაცები არ აიკიდო დღეს არ ვარ ჩხუბის ხასიათზე. ეს მითხრა და უკან შებრუნდა.
ცხრისთვის უკვე ყველანი ადგილზე ვიყავით.ადგილი ულამაზესი იყო. მუსიკა არაჩვეულებრივი, ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვიცეკვეთ, დავლიეთ. სასმელი ჩემი სუსტი წერილია ძალიან მალე ვთვრები. ცეკვის პროცესში და საღამოს განმავლობაში არაფერი შემეტყო და ძალიან გამიკვირდა. სამაგიეროდ როცა ბარი დავტოვე და გარეთ გამოვედი საშინლად ვბარბაცებდი. აბელი, ნიკო და გიგი გარეთ იდგნენ.
-თუ მჯეროდეს ჩემი ცოლი ნასვამია. ნელა მომიახლოვდა. -ბევრი დალიე?-ჯერ ისედაც ხო გახდილი იყავი, ახლა სულ გატიტვლებულხარ. უკმაყოფილოდ ჩაუბუზღუნა და ელლვა შესაკრავი ბოლომდე დაქაჩა ორივე მხარეს.
-არა. მაგრამ ძალიან მომეკიდა. ამის თქმის თავი რომ მქონდა ისიც კარგია.
-კარგი. მოდი აქ. ხელში ამიყვანა და კიბის საფეხურებს გადააბიჯა. -აი ასეა გოგოებო, დათვრება, მოვა სახლში და მაგინებს მერე. ყველამ გაიცინა. -ახლა კიდე სახლამდეც ვერ მოვიდა. კარგად მომათავსა მკლავებში და მანქანისკენ წავიდა.
-ჩემით გავივლი, როგორმე. მგონი ერთი სიტყვაც არ გაუგია. სწრაფად ჩამსვა წინა სავაძელში და მანქანა დაძრა.
-ცუდად ხო არ ხარ.
-არაა. სიცილით ვუპასუხე მე. წამში უკვე სახლთან ვიდექით.
-მისმინე შენით არ გადმოხვიდე თორემ დაიმტვრევი. მანქანას სწრაფად შემოუარა და კარი გააღო. ფეხები შემომხვიე თორე დავიმტვრევით.
-სხვანაირად რო ამიყვანო.
-გული აგერევა. და ქენი რასაც გეუბნები. სკამზე გავსწორდი. ნუ როგორც შემეძლო. წელზე ხელი მომკიდა და პატარა ბავშვივით ამიტატახელში. ხელები კისერზე შემომახვევინა. ფეხები კი წელზე მოვხვიე. ვიგრძენი რომ ამაზე ჩაეღიმა. ისედაც მოკლე კაბა მეცვა და ახლა ალბათ საერთოდ წამოხდილი მქონდა. ჭიშკრიდან სახლამდე მაძილი ნელა დაფარა. კარი შეღო და ძირს არ ჩამოუვციცარ ისე ჩამოჯდა სკამზე. ფეხები ძირს დავუშვი. აშკარად მას ვეჯექი კალთაში. თვითონ ხელები წელზე შემომხვია და ნელა დამარწია. ცატა ხანში თავს მოვერიე და გამოფხიზლება ვცადე.
-აბელ.
-რა ხდება საყვარელო. გინდა რომ მემესიყვარულო. მომეჩვენა რომ არ ხუმრობდა. მაგრამ არ შევიმჩნიე. თავზე ხელი გადამისვა.
-ფისოს მიყიდი. პატარა ბავშვივით ვკითხე.
-აბა რას ვიზამ ჩემო კნუტო.კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა და მომეხუტა.
-აბელ.
-შენი აზრით ლამაზი ვარ? თავი გვერძე გადახარა.
-ძალიან. ძალიან ლამაზი ხარ და ტკბილი. ნასვამი კიდევ უფრო ტკბილი ყოფილხარ.
-აბელ..
-ჰო. მინდოდა მეკითხა თუ შევუყვარდებოდი. მაგრამ თავი შევიკავე. მთვრალი ვიყავი, მაგრამ ამდენი მაინც მოვტვინე.
-დამაძინე რა.
-კარგი. ნელა წამოდგა ფეხზე და კიდეზე ავიდა. ფეხსაცმელი გამხადა, საწოლი გამიშალა, პირიც დამბანა. პიჟამა ჩემით ჩავიცვი.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. აბელს ჩემს გვერდით, საწოლის მეორე მხარეს ეძინა. ჩაცმულს. გული მერეოდა. ფეხაკრეფით გავედი სააბზანოში. ღმერთო საშინლად გამოვიყურებოდი. რომ გამახსენდა საერთოდ რეები ვთქვი უფრო ცუდად ვიგრძენი თავი. სამზარეულოში ჩავედი და მაცივრიდან მინერალური წყალი გამოვიღე და ისევ საწოლში დავბრუნდი. აბელს ეღვიძა, თვალებს იფშვნეტდა.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ლოთი ცოლი მეყოლებოდა. ეს რეები მაკადრე.
-აუუ აბელ შენი თავი არ მაქ.
-ახლა არ გაქ ჰოო გუშინ რო მეუბნებოდი, გაიხადე, დამნებდი და რაღაცეები ხომ კარგი იყო. სიცილი ამიტყდა.
-ღმერთო რა მასხარა კაცი ხარ. აუუ თავი მისკდება.
-რა დალიე.
-ჯერ კონიაკი, მერე მარტინი, და ტეკილაც.
-ცოცხალი როგორ ხარ გოგო. წამო გული აირიე არ მოიწამლო. ეს უკვე სერიოზული სახით თქვა.
-არაფერი არ მომივა. ნუ დარდობ. ისე რო დაქვრივდე, ვის მოყვან ცოლად.
-არავის ანა, არავის. არც დაქვრივება მინდა დიდად სიმართლე თუ გაინტერესებს. თმა შემიკრა და ბალიშებიც გამისწორა.
-მომივლი?გაეცინა.
-აფთიაქში წავალ და წამალს მოგიტან, მანამდე ეცადე არაფერი მოგივიდეს.
აბელმა კარგად მომიარა, საღამოს უკვე კარგად ვგრძნობდი თავს. მაგრამ მისი ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ მსიამოვნებდა, არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა უფრო შორს წასულიყო, თან მინდოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ამისთვის არ შევკრებილვართ.....


ძალიან მიხარია რომ მოთხრობა მოგწონთ და აქტიურობთ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ველი თქვენს შეფასებებს. ეს თავი შედარებით მსუბუქია, მაგრამ გპირდებით არ მოგადუნებთ...



№1 სტუმარი Tako

Dzalian momwons

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

აუუუ ძაან მაგარია მალ მალე დადე რაააა კარგი წყვილია და ერთად უნხა იყვნენ ასე მინდა მეეეეე

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგიააა მალე დადე გთხივვ რაა არ გვოდინო

 


№4  offline წევრი eka3

ძალიან კარგია აი უმაგრესი გოგოხარ მარა ვერმეყო მშუერი დავრჩი და ველოდები როდის დამიმატებ :)

 


№5  offline მოდერი N1penguin

მსუბუქია? სულ ასეთი მსუბუქები წერე რაა, ჩამოვდნი კითხვისას relaxed მოტვინოს იქნებ ანაბელმა, რომ აბელი უყვარს? ეს აბელი რა საყვარელი და მზრუნველია heart_eyes მაჩუქე რაა blush

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადე?

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

სად დაიკარგეეე?

 


№8 სტუმარი ana

როდის დადებ შემდეგ თავს? ❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუ მალე დადე რააა ყოველ წუთს ვამოწმებ გვეერდს დადე თუარაა.რამდენი ადამიანი გელოდებით უკვეეე.მალე რააა.

 


№10  offline წევრი khatia khatia

კააკაია კაია ძაააანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent