შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არასოდეს" (სრულად)


2-05-2018, 17:31
ავტორი naida
ნანახია 5 996

როდესმე უცხო ადამიანი თუ შეგყვარებიათ? რა სულელურად ჟღერს, არა? ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, იცი რაა?, ადამიანი შემიყვარდა რომელსაც საერთოდ არ ვიცნობო, სასაცილოდაც არ მეყოფოდა და ალბათ, გულის სიღრმეში შემეცოდებოდა კიდეც. თუმცა, ცხოვრებაში არაერთხელ გამოვცადე ფრაზის–არასოდეს თქვა არასოდეს–ძალა და სისწორე და ახლა სასტიკად ავუკრძალე საკუთარ თავს როდესმე ვთქვა „არასოდეს“.. მოკლედ, შემიყვარდა, ერთი ნახვით და სრულიად უცხო ადამიანი.. მოდით ცოტას ჩემს თავზე მოგიყვებით და მერე დავუბრუნდები ჩემი „არარეალური სიყვარულის“ ამბავს.. ესე იგი, მე ვარ ლილია გოგაძე, 23 წლის გათამამებული გოგო, რომელსაც სულ ცოტა პროტესტის და წინააღმდეგობის შემდეგ მშობლები მაინც ყველა ხუშტურს უსრულებს.. 18 წლის რომ გავხდი და უნივერსიტეტში ჩავაბარე, ერთი წლის მერე მივხვდი რომ საერთოდაც არ მომწონდა იქაურობა.. ავდექი და ჩუმად საბუთები გადავიტანე სხვაგან.. რა თქმა უნდა ჩემს ამ საქციელს საშინელი რეაქცია მოყვა მშობლების.. ალბათ მთელი წელი მაძახებდნენ და მეჩხუბებოდნენ როდესაც ისევ მივხვდი რომ არც ეს უნივერსიტეტი იყო საჩემო და საერთოდ შევიჩერე სტუდენტის სტატუსი.. ამ საქციელს კი დღემდე ვერ მპატიობენ მშობლები და ზუსტად აქედან დაიწყო ჩვენი დიდი უთანხმოება.. არც მიკვირს რომ აღარ სჯერათ ჩემი, მაგრამ თან მიკვირს, ხომ იცოდნენ როგორი ცვალებადი ვარ?! დავჯექი და დავფიქრდი რისი კეთება მიყვარდა ყველაზე მეტად.. თავში ერთადერთი რაღაც მიტრიალებდა–კულინარია.. ბავშვობიდან მიყვარდა როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში დედა და ათას გემრიელობას აკეთებდა.. ყოველთვის მემახსოვრება, ახალი კერძის გასინჯვისას რომ კარგ შეფასებას მივცემდი, როგორ მომენტალურად გაუჩნდებოდა ვარსკვლავები თვალებში.. ჩემი კულინარიისადმი სიყვარული დედამ თავისდა უნებურად ჩამინერგა, თან, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს თუ დავუჯერებთ, საშინლად გემრიელი ხელი მქონდა.. სულ მეცინებოდა ჩემი დაქალის შეფასებაზე–საშინლად გემრიელი.. ანუ, ვერ მივხვდი, საშინელი და თან გემრიელი? თუ როგორ?! ნუ მოკლედ.. ავდექი და მეორე დღესვე შევიტანე საბუთები.. ერთი წელი მომიწია რიგში ყოფნა.. ამ ერთმა წელმა ჩემს გართობაში, მშობლების ჩხუბში და ჩემს „დავიღალე ყოველდღე ერთიდაიგივეში“ გაიარა.. და აი დადგა ის ნანატრი დღეს და ჩემი კოლეჯის პირველი დღეც მოვიდა.. იქ შესვლის მომენტიდან მივხვდი, რომ რაღაც საოცარ ადგილას მოვხვდი და ზუსტად ვიცოდი, აქედან ჩუმად თუ არა ჩუმად გადასვლა არასდროს მომინდებოდა.. ახლა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, წინა უნივერსიტეტებიდან განსხვავებით, აქ ყველა გამოცდას ვაბარებდი და თან საკმაოდ წარმატებითაც.. მიკვირდა ჩემი თავის იქ მისვლა, სახლში მოსულს მეცადინეობა რომ არ მეზარებოდა და გამოცდის წინ არ ნერვიულობა საერთოდ პიკი იყო.. რამდენიმე გამოცდის უნერვიულოდ ჩაბარების შემდეგ გავაცნობიერე, რომ რაც გიყვარს იმისთვის არც სწავლა გეზარება, არც 6–7 საათი ფეხზე დგომა, და თურმე, როცა გამოცდისთვის მზად ხარ, მხოლოდ მაშინ არ ნერვიულობ და არ გეშინია.. სწავლა სექტემბერში დავიწყე და ახალი წლის არდადეგები სრული კოშმარი აღმოჩნდა ჩემთვის.. ისე მენატრებოდა ჩემი საყვარელი ლექტორებიც, ბავშვებიც და გარემოც, ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი უკან.. ამ დროს უკვე შევამჩნიე, რომ ჩემი მშობლებიც აღარ ბრაზობდნენ იმდენად ჩემზე და უკვე უხაროდათ კიდეც ჩემი წარმატება.. კოლეჯში დაბრუნება 9 იანვარს მომიწია, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე და სიხარულით მთელი სამზარეულო შემოვირბინე მონატრებულზე.. ბოლოსთვის მოვიტოვე ჩემი ადმინისტრაციის გოგოების ნახვა, რომლებიც უზომოდ თბილები, ყურადღებიანები და საყვარლები იყვნენ.. იმათთან შესულს საოცარი სიურპრიზი შემრჩა ხელში, უზარმაზარი ტორტით დამხვდა ჩემი ჯგუფი, (თითქმის) ყველა ლექტორი და ვიღაც უცხო, უსაშველოდ სქელი წვერით.. (წვერზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ ვერასდროს ვიტანდი წვერიან ბიჭებს და სულ ვიძახდი არასოდეს შემიყვარდება წვერიანი ბიჭითქო.. სასაცილოა ხომ? ახლა მეც მეცინება.. და აი, ესეც, პირველი „არასოდეს“) უცებ გავშეშდი მის თვალებს როდესაც გადავაწყდი, მაგრამ ჩემი მეგობრების ყვირილმა მალევე მომიყვანა გონს.. სანამ ყველა სათითაოდ გადამეხვია ვერც გავიგე როდის დატოვა ოთახი.. მოკლედ, ის დღე საოცრად მხიარულმა და ბედნიერმა გავატარე.. სახლში როდესაც დავბრუნდი, მივხვდი, რომ რაღაცნაირ სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცოდი რატომ.. ჩავვარდი პოსტდაბადებისდღიურ დეპრესიაში, რომელსაც ასაკის მატებით ვხსნიდი.. დაახლოებით ერთი კვირა მთელს კოლეჯში ჩემი წუწუნი ისმოდა დავბერდი, დავბერდითქო.. ერთ დღესაც, როდესაც სამზარეულოში ვიყავი და შეფის მითითებებს ვასრულებდი, ანუ კერძს ვამზადებდი, ვერანდაზე დავინახე ის წვერიანი ბიჭი.. ძალიან მომინდა გავსულიყავი და რამე მაინც მეთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფრით გავბედე.. თითქოს თამამი ვიყავი და ათას სისულელეს ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ არასდროს ბიჭებთან მიმართებაში.. მამა ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ პირველი არსება, რომელსაც არ უნდა ენდო–ბიჭია.. ძალიან მეცინებოდა ყოველთვის, მაგრამ როგორც ჩანს იმოქმედა მამას შთაგონებამ და ისე გავხდი 23 წლის არასდროს მქონია ბიჭთან ურთიერთობა.. ხანდახან ზედმეტადაც კი მაშინებდა ეს ფაქტი.. ხო, დავუბრუნდეთ თემას.. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდი ამ ბიჭს, რომელიც ყოველ წამს მხვდებოდა თვალში და ვიფიქრე ალბათ ახალიათქო.. შემდეგ როდესაც მის ჯგუფთან ერთად ვნახე მივხვდი, რომ სექტემბერში ერთად დაგვიწყია სწავლა და მიკვირდა სექტემბრიდან მოყოლებული ახლა რატო შევამჩნიე პირველად.. ძალიან დავინტერესდი ამ ბიჭით, გავიგე მისი სახელი და გვარი, დავინახე რომელ მანქანაში ჩაჯდა პარკინგზე, დავიმახსოვრე მანქანის ნომერი (არვიცი რატომ მაგრამ ყველაფერს ვაკვირდები ხოლმე).. იმ საღამოს მთელი სოციალური ქსელი გადავატრიალე, მაგრამ ვერსად ვიპოვე.. სამაგიეროდ, ვიპოვე მისი საძმაკაცო, და, დისშვილი, ახლო ნათესავები და ასე შემდეგ.. ყველა მის ირგვლივ გავიცანი შორიდან მაგრამ თვითონ მას ვერსად მივაგენი.. ძალიან დიდი ინფორმაცია მოვიკრიბე მის შესახებ.. მეორე დღეს კი თვითონაც გაჩნა სოციალურ ქსელზე.. გადმოვიწერე ყველა სურათი რაც კი ოდესმე ვინმეს დაუდევს.. ესეც მეორე „არასოდეს“.. ვერ გაიგეთ ხო? ახლავე აგიხსნით.. ჩემს დაქალს, რომელიც მისი შეყვარებულის ფეისბუკს ქექავდა ხოლმე, გამუდმებით დავცინოდი და ვიძახდი–ღმერთო არასოდეს შემაყვარო ისე, რომ ამასავით დავშტერდეთქო.. ახლა ეს დაქალი ირონიით სავსე მზერით მიყურებს ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.. მეც მეცინება ჩემს თავზე, ხან გულით, ხანაც ირონიულად.. ერთ დღეს, როდესაც გოგოები კაფეში ვიყავით, მამამ დამირეკა რომ წამოხვალ ტკივილგამაყუჩებელი წამომიღე აფთიაქიდანო.. ჩემ ქუჩაზე აფთიაქი, ნორმალური მარკეტი და მსგავსი ცივილიზაციასთან ახლოს მყოფ რაღაცებს ვერ გადააწყდებოდით, ასე რომ მიწევდა პარალელურ ქუჩაზე სიარული.. მანქანა აფთიაქთან გავაჩერე, გადავედი, ზუსტად ორი ნაბიჯი გადავდგი და უკან მანქანაში დავბრუნდი.. ჩემს გვერდით მჯდომი ანუკა გაკვირვებული მიყურებდა
–ლილია, რახდება?
–ანუკა, ამას აქ რა უნდა?_ვკითხულობდი გაფართოებული თვალებით და ხელს ჩემი მანქანის წინ მდგომ მანქანისკენ ვიშვერდი
–არ მითხრა რომ ეს ლუკას მანქანაა
–ვაიმე ანუკა ხოო, აქ რა უნდა?
–ვაიმე ლილია, ახლა შეიძლება გავაფრინო.. მეორე სართულის აივანს ახედე, ლუკა არ არი ის?
–ვაიმე კიიი.. ვაიმე ანუკა აქ ცხოვრობს?
–მე რა ვიცი გოგო, ალბათ..
ისე წამოვედით სახლში მე და ანუკა აფთიაქი სულ დაგვავიწყდა.. მხოლოდ კორპუსთან მისულებმა გავიაზრეთ რაც დაგვემართა
-ვაიმე ლილია, შენ გამოშტერდი, გამოშტერდი მაგრამ მე რაღა დამმართე?
-რაგინდა?_ვერაფრით მივხვდი რის თქმას ცდილობდა
-აფთიაქში რომ აღარ შესულხარ?!
-ფუ ჯანდაბა ლუკა შენ.. წამოდი წამოდი
ასე ფრუტუნით გავბრუნდი აფთიაქში.. იქ მისულმა შიშით გავაპარე თვალი მეორე სართულისკენ, მაგრამ როდესაც შუქები ჩამქრალი დამხვდა, რაღაცნაირად დავმშვიდდი.. აფთიაქში კი ანუკა გადავიდა..
-ანუკა, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ დამცინო რა
-გისმენ
-ანუკააა_ამოვიკნავლე
-ზუსტადაც, ანუკა ვარ ანუკა და არა ვანგა.. თქვი რა გინდა, ვერც ვწინასწარმეტყველებ და ვერც აზრებს ვკითხულობ და ვერც რამე მსგავსი კიდე_მომაყარა ქოთქოთით
-ფჰჰჰ, კარგი ხო, კარგი.. რანაირი აუტანელი ხარ ხოლმე.. მოკლედ ... მე
მგონი უცხო ადამიანი მიყვარს
-ახ ლილია, აახ.. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა.. არ გიყვარს.. არ იცნობ ადამიანს და როგორ უნდა გიყვარდეს?
-არვიცი.. ხო შეიძლება სიყვარული არ არი ეს, მაგრამ რასაც ახლა მე ვგრძნობ, სხვა სახელს ვერ დავარქმევ..
იმდღეს ემოციებით დაღლილს მალევე ჩაგვეძინა მაგრამ
მეორე დღიდან დაიწყო ჩემი უხასიათობა.. ლუკასგან გამუდმებით ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, მაგრამ არაფერი ხდებოდა სხვა.. ეს ფაქტი კი ჭკუიდან მშლიდა.. ხშირად დავიწყე პარალელურ ქუჩაზე სიარული და მისი ფანჯრების ყურება.. ყოველთვის ვიცინოდი ბიჭი ვარ და გოგოდ შემთხვევით დავიბადეთქო მაგრამ ესე თუ ოდესმე მოვიქცეოდი, ვერასდროს ვიფიქრებდი.. (აქაც არის ერთი „არასოდეს“..) ერთ საღამოს, როდესაც მე, ანუკა და ჩვენი ერთი მეგობარი ნინია მანქანით ვსეირნობდით, ჩვენი მარშუტი რა თქმა უნდა ლუკას კორპუსთან დამთავრდა.. ვიჯექით, სიგარეტს ვეწეოდით და თან ვჭორაობდით როდესაც ანუკას თავზე ნათურა ანათდა
-გოგოებო, ერთი იდეა მომივიდა
-იტყვის ახლა სიბრძნეს_წაკბინა ნინიამ და სამივეს გაგვეცინა
-ლიი (ასე მაშინ მეძახის როდესაც რაღაც სასწაულს მთხოვს ან რამეს აფუჭებს)
-უკვე არ მომწონს ეგ იდეა_ამოვიფრუტუნე და სიგარეტის ნამწვი გადავაგდე..
-არა, არა მომისმინე.. მოდი, რამე წერილი დავუტოვოთ მანქანაზე
მოსმენილმა ლამის შემშალა და ჭკუიდან გადამიყვანა, მომენტალურად გავაპროტესტე
-რა სისულელეს იძახი.. თავი უკვე მაგარ ნაშაზე შეყვარებული კაცი მგონია, იმის მოსაპოვებლად რომ ყველაფერს აკეთებს
-აუ მაგარი იდეაა_რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნინიაც აყვა..
ჩემი დიდ ხნიანი პროტესტის, ჩხუბის და წუწუნის მიუხედავად 5 წუთში უკვე გამზადებული ქონდათ წერილი და ანუკა მანქანიდან გადადიოდა.. დავქოქე მანქანა და როგორც კი ანუკა კივილით ჩაჯდა, ადგილიდან მოვწყდი.. რაღაც საოცარმა გრძნობამ
მომიცვა.. მსგავსი რამ, მითუმეტეს ბიჭისთვის არასდროს გამიკეთებია.. დროთა განმავლობაში ერთ წერილს მეორე მოყვა, მეორეს მესამე.. მესამეს კიდე მეოთხე და ისიც რომ ვერ გავიგე ნახულობდა თუ არა ამ წერილებს, ავდექი და სხვა სახელით და გვარით ფეისბუკი გავაკეთე და დამატება გავუგზავნე.. რამდენიმე დღე ველოდი თანხმობას.. გამუდმებით ვამოწმებდი მესენჯერს და ერთ საღამოსაც პასუხი მივიღე.. საშინლად უხეში აღმოჩნდა.. საერთოდ არ მომწონდა როგორც მწერდა, მაგრამ როგორ გამემტყუნებინა, არც იცოდა ვინ ვიყავი.. ბოლოს მივახვედრე რომ წერილების ავტორი, სწორედაც რომ მე ვიყავი.. მითხრა, რომ არანაირი აზრი არ ქონდა ჩემს ნებისმიერ საქციელს თუ კი არ ეცოდინებოდა ვინ ვიყავი.. როგორ უნდა მეთქვა? გეკითხებით.. ან რა მეთქვა? შენზე უზომოდ შეყვარებული 23 წლის გოგო ვარ, რომელიც მანქანაზე წერილებს გიტოვებსთქო? ძალიან სასაცილოა, ძალიან.. მაგრამ ამ დროს იმის წარმოდგენაც კი მაბედნიერებდა, თუ როგორ კითხულობდა წერილებს და ეღიმებოდა.. რამდენიმე დღეს გაგრძელდა ასე.. ხან მპასუხობდა, ხან არა..
როდესმე ადამიანი თუ გიგრძვნიათ? მე ყოველთვის ვგრძნობდი ლუკას.. კოლეჯში მისული მის მანქანას რომ ვერ დავინახავდი, გული მიკვდებოდა მაგრამ ყოველთვის ვიცოდი როდის მოვიდოდა და როდის არა.. გეფიცებით, მართლა ვგრძნობდი.. რაღაც მემართებოდა, ვითიშებოდი, ხან ხელს ვიჭრიდი უაზროდ ყოფნისგან, ხანაც რა გამივარდებოდა ხელიდან.. თვალებს რომ დავხუჭავდი გონზე მოსასვლელად, ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ის იყო, რომ ლუკა ახლოს იყო.. რამდენიმე წუთიც არ ჭირდებოდა და ისიც გამოჩნდებოდა ხოლმე.. როდესაც ანუკა მეუბნებოდა მის შეყვარებულზე, ვგრძნობ როდესაც რაღაც ხდებაო, დავცინოდი, რანაირად უნდა იგრძნოთქო.. ესეც კიდე ერთი „არასოდესმაგვარი“ რაღაც.. ანუკას რომ ვუყურებდი როგორ იქცეოდა და რაზეც ვეჩხუბებოდი, ყველაფერი უკან შემომიტრიალდა.. ანუკასგან კიდე ყოველთვის ვიღებდი_ხომ გეუბნებოდი, გნახავ შეყვარებულს და სხვანაირად იჭუკჭუკებო.. რაღა უნდა მეთქვა, ვიწამე ანუკასი და ახლა 100 კი არა 10000%ით მესმოდა მისი..
რამდენიმე კვირა გრძელდებოდა ჩვენი მესიჯობა ან უპასუხოდ დატოვებული მესიჯები.. ბოლოს, გადავწყვიტე რომ მეთქვა, მაგრამ მინდოდა შევხვედროდი და მისი თითოეული რეაქცია მენახა.. ზუსტად იმ საღამოს, როდესაც მის კორპუსთან ვაპირებდი ასვლას და თქმას, მანქანა გამიფუჭდა.. ბედის ირონიაა, არა? ბოლოს მივწერე
–ლუკა, მინდოდა მენახე და ისე მეთქვა ვინ ვიყავი
–ბევრს ნუ ფიქრობ_ხომ გითხარით, საშინლად უხეშიათქო.. გული მწყდებოდა მაგრამ თან ვერც ვუბრაზდებოდი, რადგან მის ადგილას ალბათ მეც ესე მოვიქცეოდი
–მოკლედ, ლილია მქვია.. გოგაძე.. ფოტოც ხომ არ გინდა?_მივწერე სიცილით
–რა მნიშვნელობა აქვს.._იყო პასუხი.. გავშეშდი, აღაც ვიცოდი რა უნდა მეთქვა..
–კარგი..
დამთავრდა ყველაფერი.. არ დაწყებული ამბავი, ესე ერთი ხელის მოსმით დაამთავრა.. რაღა უნდა გამეკეთებინა..
–ერთს გთხოვ.. კოლეჯში როცა მნახავ, თუ შეგიძლია არაფერი შეიმჩნიო და ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახე.. კარგიო მიპასუხა და მორჩა კიდეც ყველაფერი..
კოლეჯში მისვლა აღარ მინდოდა მისი შიშით, თუმცა მაინც ამაყად დავიოდი.. ამ ამბის მერე რამდენიმე თვე ისე გავიდა, ლუკა საერთოდ აღარ მინახავს კოლეჯში.. გავიგე რომ მისმა ჯგუფმა სწავლა დაამთავრა.. მის ჯგუფელებს კი ვხედავდი ხოლმე იქ, მაგრამ ლუკას არა.. საშინლად მენატრებოდა, მაკლდა თუნდაც მისი ერთი გამოხედვაც.. რაღაცნაირად შევიცვალე, აღარ ვიყავი ისეთი ლაღი, ხუმარა და ბედნიერი როგორც ადრე და ამას სულ აპროტესტებდნენ ჩემი მეგობრებიც და ლექტორებიც.. ვცდილობდი მემხიარულა, მაგრამ მაინც მეტყობოდა რომ რაღაც მჭირდა.. ლუკას ქუჩაზე სიარულსაც საგრძნობლად მოვუკელი და სხვა ყველაფერზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.. ასე გავატარე დაახლოებით 2 თვე..
ერთ დღეს ძალიან აფორიაქებულმა გავიღვიძე.. ალბათ რამე ცუდი დამესიზმრა და აღარ მახსოვსთქო გავიფიქრე.. ავდექი, ვიბანავე, თავი მოვიწესრიგე და ნინიასთან წავედით მე და ანუკა.. მთელ დღეს გამყვა რაღაცაზე ნერვიულობა და დარდი, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცოდი რაზე.. ნინიადან წამოსულებმა ლუკას ქუჩაზე გავიარეთ.. მაღაზიაში გადავედი და ანუკა მანქანაში დავტოვე.. სანამ რიგში ვიდექი ანუკას მესიჯი მომივიდა „ლიი, მშვიდად გამოდი მაქედან და არაფერი შეიმჩნიო, გვერდით მანქანაში ლუკა და დათო არიან..“ დავიძაბე და კარგითქო მივწერე.. იქედან გამოსულმა პარკები მანქანაში ჩავდე და გამახსენდა რომ სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა.. უკან გავბრუნდი როდესაც ნაცნობმა, მაგრამ არასასიამოვნო ხმამ გამომაფხიზლა.. მოვბრუნდი და ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ის შემეჩეხა.. ნიკა იყო, ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ველაპარაკებოდი, თუმცა ჩვენი ურთიერთობა უბრალო ლაპარაკს ვერ გასცდა
–ლილიაა, როგორ ხარ?_გადაკოცნა უნდოდა მაგრამ თავი გავწიე.. ანუკასკენ გავაპარე მზერა და დავინახე როგორ ნერვიულობდა.. გვერდზე მანქანისკენ კი შემეშინდა გახედვა..
–ნიკა_ჩავილაპარაკე უღიმღამოდ
–როგორ ხარ ჩემო ლამაზო?_როგორ მაღიზიანდებდა ეს ბიჭი..
–კარგად.. შენ?_ძლივს ამოვთქვი
–კარგად.. რა ლამაზად გამოიყურები, როგორ მომენატრე
–ნიკა გეყოფა
–რა მეყოფა ლილია? მომენატრემეთქი_საგრძნობლად შეამცირა ჩვენ შორის მანძილი და უკან დავიხიე..
–ნუ გამირბიხარ, ვიცი რომ შენც მოგენატრე
–ნიკა, აცნობიერებ რომ სამ წელზე მეტია გასული? რაღა დროს ეგ არის
–მე სულ მიყვარდი და მენატრებოდი ლილია
–ნიკა გთხოვ_გამეცინა_რა სიყვარულზე მელაპარაკები, მითუმეტეს ახლა.. მოვბრუნდი, წამოსვლას ვაპირებდი და დავინახე ანუკაც გადმოსულიყო მანქანიდან, მაგრამ მისმა ხელმა გამაჩერა, უხეშად შემატრიალა მისკენ და მაკოცა.. გავცოფდი, უხეშად მოვიცილე სილა გავაწანი.. მომენტალურად ლოყა ძალიან ამეწვა და როდესაც ანუკას კივილი გავიგონე, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ ამ ნაგავმა გამარტყა.. ანუკასკენ მოვბრუნდი მაგრამ ცხვირით ლუკას გულზე დავეჯახე..
–ლილია, კარგად ხარ?_საოცარი შიში და გაბრაზება ვიგრძენი მის ხმაში ერთდროულად.. თავი დავუქნიე და ლუკაც ადგილიდან მოწყდა.. ვხედავდი როგორ უმოწყალოდ სცემდა ლუკა ნიკას და ახლა მას მივვარდი
–ლუკა გთხოვ, ლუკა შეეშვი, მოკვდება, ლუკა გთხოვ_საერთოდ არ მისმდენდა.._ლუკა ჩემ თავს გაფიცებ, შეეშვი, ლუკაა..
უცებ გაჩერდა, ფეხზე წამოდგა და ჩემთან გაჩნდა.. ტუჩზე მიყურებდა და ხელი რომ მოვისვი, მხოლოდ მერე შევამჩნიე რომ ტუჩის კუთხიდან სისხლი მდიოდა.. ხელი მომკიდა და კორპუსისკენ წამიყვანა.. ვერ შევეწინააღმდეგე.. ვიცოდი სახლში მივყავდი, მაგრამ არ მქონდა არაფრის თავი.. სააბაზანოში შემიყვანა, ონკანი მოუშვა და პირი მომბანა.. იქვე ჩამომსცა, პირი შემიმშრალა და გავიდა.. ორ წუთში სადეზინფექციო ხსნარით და ბამბით დაბრუნდა.. ჭრილობა დამიმუშავა და აწვისგან სახე დავმანჭე.. ხმას ვერ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა.. საშინლად მრცხვენოდა რომ არ სცენას ლუკა შეესწრო, თან მისი ასეთი სიახლოვეც თავბრუს მახვევდა.. სააბაზანოდან გამოსულს ანუკა და დათოც იქ დამხვდნენ.. დათოს, ისევე როგორც სხვა დანარჩენებს, სოციალური ქსელიდან ვიცნობდი და ვიცოდი ვინც იყო.. ლუკას ბიძაშვილი და მისი საუკეთესო ძმაკაცი იყო.. ყოველთვის ვგრძნობდი დათო რომ კარგი ადამიანი იყო და რაღაცნაირად მიყვარდა.. გულწრფელად გავუღიმე, როდესაც მის შეშინებულ თვალებს გადავაწყდი..
–ლიი, როგორ ხარ ჩემო ლამაზო?_მომვარდა ანუკა და თმაზე მეფერებოდა.. ხმას ვერ ვიღებდი.. გახევებული ვიდექი და არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი.. ლუკას სახე კიდე უფრო მაბნევდა, ასეთი არასდროს მენახა.. სიგარეტს გაუკიდა
–მეც მოვწევ რა_საკუთარი ხმა ვერ ვიცანი
–აუ მანქანაშია სიგარეტი_თქვა ანუკამ.. დათომ თავისი გამომიწოდა მაგრამ ლუკას ხმამ შემაკრთო
–მართო თავისას ეწევა, არ უნდა ეგ_დათოს მიუბრუნდა.. გამიკვირდა, მართლა არ ვეწეოდი სხვა სიგარეტს ჩემის გარდა.. რაღაცნაირად სიხარულმა მომიცვა..
–მე ჩავალ და ამოვიტან_წამოდგა ანუკა.. დათოც თან გაყვა, მარტო ნუ ჩახვალო..
იქვე სავარძელში ჩავჯექი და დაველოდე ბავშვებს.. ლუკა თვალს არ მაშორებდა.. ვხედავდი, როგორ უნდოდა კითხვები დაეყარა ჩემთვის, მაგრამ თავს იკავებდა.. არც მე მქონდა ახსნის თავი, ამიტომ ჩუმად ვიჯექი.. სიგარეტი ჩააქრო და ჩემკენ წამოვიდა.. შევიშმუშნე.. უხერხულობა ვიგრძენი.. ჩემს წინ ჩაიმუხლა
–კარგად ხარ?_მის თვალებში ყველანაირ ემოციას ვკითხულობდი
–კი.. ლუკა, დიდი მადლობა
–გაჩუმდი.. შენ რომ არ გაგეჩერებინე, მოვკლავდი იმ ნაბი.ვარს.._ადგა და კიდე ერთ ღერს გაუკიდა.. არვიცი როგორ ვიპოვე ჩემს თავში ძალა.. ავდექი, ზურგით იდგა, მივედი და უკნიდან მოვეხვიე.. ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა.. შემოტრიალდა და მაგრად ჩამიკრა გულში.. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ვაცნობიერებდი რომ იმ გულის აჩქარების მიზეზი მე ვიყავი და ეგოისტურად მიხაროდა.. თავზე მაკოცა და ჩემიანად ჩაჯდა სავარძელში.. ესე ერთმანეთზე აკრულები ვიყავით როდესაც ანუკა და დათო შემოვიდნენ.. ანუკას თვალებში გაკვირვება ეხატა, აი დათოს კიდე კმაყოფილს ეღიმებოდა..
–დღეს აქ დარჩებით_თქვა ლუკამ
–არა, ვერ დავრჩებით_გავაპროტესტე
–ხმა არ გავიგო შენი, ასეთი ტუჩით სახლში ვერ მიხვალ_ახლაღა გამახსენდა ჩემი გახეთქილი ტუჩი.. წამოდგომა ვცადე მაგრამ არ გამიშვა, ანუკას ანიშნა სიგარეტი მოეცა..
–აქ მოწიე.._მითხრა და ტუჩები მომაკლა საფეთქელზე.. დავემორჩილე უსიტყვოს.. შეწინააღმდეგების არც თავი მქონდა და მითუმეტეს არც სურვილი..
ცოტახანი ასე ჩუმად ვიყავით ყველა.. ჯიბიდან ტელეფონი ამოვაცურე და დედას დავურეკე..
–დე რას შვები?
–არაფერს დე, დაძინებას ვაპირებდი.. სად ხარ, აღარ მოდიხარ?
–დე, დღეს მე და ანუკა ნინიასთან ვრჩებით და არ დაგველოდოთ.._ლუკას ჩაეღიმა, ვიგრძენი და ჩემს თმაზე დაიწყო თამაში..
–კარგი დე, მაგრამ ხომ ხარ კარგად? რაღაც არ მომწონს შენი ხმა.._დედაჩემს ვერაფერს გამოაპარებ
–არა დე, არაფერი მიჭირს, კარგად ვარ..
–კაი ლი, ჭკვიანად იყავით..
ლუკას ავხედე და მის თვალებში იმხელა სიყვარული დავინახე, ბედნიერებისგან დავკარგე აზროვნების უნარი.. ჩემს თმაში აეხლართა თითები და არაფრის დიდებით არ მაძლევდა ადგომის საშუალებას..
–მოდით, რამე ვითამაშოთ_თქვა დათომ.. ლუკას უკმაყოფილებაზე გაგვეცინა, არ უნდოდა ჩემი მოშორება..
–ბიჭო, დაანებე მაგ გოგოს თავი, ვეღარ სუნთქავს ვერ ხედავ?_აგრძელებდა სიცილს დათო
–ნახე რა წითელია, ვიწვი შენი საცოდაობით_აყვა ხუმრობაში ანუკაც
–ესენი ნახე რაა.. რას მეღადავებით_ავბურტყუნდი.. ლუკა სიცილით მომშორდა და ახლა ლოყაზე მომაკრო ცხელი ტუჩები.. გავთავისუფლდი და ამოვისუნთქე როდესაც ხელი შემიშვა..
დიდხანს ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ და მეც ნელ–ნელა დაძაბულობა მომეხსნა.. გამიჩნდა ისეთი შეგრძნება, თითქოს დიდი ხანია ლუკას და დათოც ვიცნობ.. საერთოდ არ მქონდა უცხოობის მომენტი და თავს კარგად ვგრძნობდი.. ხანდახან ტუჩის ტკივილი თავს მახსენებდა და როდესაც სახეც ვმანჭავდი ლუკას უკმაყოფიო მზერასაც ვაწყდებოდი მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.. ცოტა ხანში დათო წავიდა.. ანუკაც დაწვა და დავრჩით მე და ლუკა..
–ლილ, იცი? დღეს ძალიან ცუდ ხასითზე ვიყავი მთელი დღე.. საღამომდე გავძელი და მერე დათოს დავურეკე გამოდი ცოტახანსთქო.. მანქანაში ვიჯექით და ვლაპარაკობდით იცი რაზე?_თავი გავაქნია უარყოფის ნიშნად.. ახლოს მოვიდა და წელზე ხელები მომხვია.. კარგად ვგრძნობდი მის მკლავებში თავს და მეც კისერზე მოვხვიე ხელები.. კმაყოფილს ჩაეღიმა_შენზე ვლაპარაკობდით.. დათო ერთადერთი ადამიანია ვინ იმ წერილების ამბავი იცის_.. ცოტა შემრცხვა ჩემს ბავშვურ საქციელზე.. ლოყები ამიწითლდა და ლუკას სიცილმაც არ დააყოვნა.._როგორი პარატა ბავშვი ხარ.._შუბლზე მაკოცა
–და რას ლაპარაკობდით ჩემზე?_საცოდავი თვალებით ავხედე ქვევიდან
–რას და როგორ მომენატრა შენი წერილები_ორივეს გაგვეცინა.._ლილ, არ გეტყვი რომ მიყვარხარ, არ იქნება მართალი მაგრამ ძალიან მინდა ვცადოთ.. ვნახოთ როგორ აეწყობა ჩვენი ურთიერთობა..
რა თქმა უნდა დავთანხმდი.. თავის დაფასებას და მსგავს სისულელეებს ნამდვილად არ ვაპირებდი.. ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე.. კისერზე მისი ცხელი ტუჩების შეგრძნებისას ჟრუანტელმა დამიარა.. ნელ–ნელა ზემოთ ამოუყვა და ტუჩებთან გაჩერდა.. ნატკენ ადგილას ფრთხილად მაკოცა, მერე კი ტუჩებსაც წაეტანა.. ვცდილობდი გამოუცდელობა არ დამტყობოდა, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა
–პირველი კოცნა მოგპარეს?_მითხრა სიცილით და როდესაც ჩემ უკმაყოფილო სახეს გადააწყდა ბოდიშების ხდით უსევ ტუჩებზე დამაცხრა.. ისე მომთხოვნი იყო მისი კოცნა, არც გაბრაზება მახსოვდა, არც ტუჩის ტკივილი, არც ცოტა ხნის წინანდელი ინციდენტი და საერთოდ, არაღაფერი მახსოვდა ქვეყნის გულზე მისი ცხელი ტუჩების გარდა.. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა და კიდევ უფრო ქვემოთ ჩაუყვა.. თითებით მისი პერანგის ღილებს წავეტანე და გახსნა დავიწყე.. ვიგრძენი სიამოვნების ტალღამ როგორ დაუარა როდესაც მკერდზე ხელი ავასრიალე.. ერთი ხელის მოძრაობით გადამაძრო მაიკა და ჩემს მკერდს დააკვირდა.. ოთახამდე მანძილი კოცნით გავიარეთ.. საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა და ზემოდან მომექცა.. ერთიანად სურვილს ვყავდი მოცული და გაჩერებას არც ვაპირებდი.. თვალებში ჩამხედა და სურვილის მეტი რომ ვერაფერი დაინახა მკერდზე მომაწება ტუჩები.. სიამოვნებისგან ამოვიკვნესე.. ისევ ტუჩებზე მაკოცა და მეც მის ქამარს დავუწყე წვალება.. ვერაფრით გავხსენი, გაეცინა და თავისით გათავისუფლდა შარვლისგან.. ცოტახანში სულ მთლად შიშველი ვეკვროდით და ვტკბებოდით ერთმანეთისგან წამოსული სითბოთი..
–რა ტკბილი ხარ_თვალებამღვრეული დამაშტერდა ზემოდან.. ხელები მოვხვიე და ახლა მე გავხდი კოცნის ინიციატორი.. გაეღიმა.. უზომოდ დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი იმ მომენტში და ზუსტად ვიცი არასოდეს ვინანებდი ამ საქციელს..
დილით რომ გავიღვიძე, საწოლში მარტო ვიყავი.. ყრუ ტკივილს ვგრძნობდი მაგრამ ბედნიერება მას მთლიანად ფარავდა.. იქვე მდგარ ტუმბოზე წერილი შევამჩნიე, ავიღე და გამეღიმა_“ლილ, მე და ანუკა გავედით შენი ტანსაცმელების მოსატანად.. მალე დავბრუნდებით“ მოვრჩი თუ არა წერილის კითხვას საკეტის გადატრიალების ხმაც გავიგონე და სახლში ანუკას სიცილიც გაისმა.. ლუკას ხალათს დავწვი, მოვიცვი და ოთახიდან გავედი..
–ოჰ, გაუღვიძია ქალბატონს_ირონიულად შემომხედა ანუკამ
ლუკა წამში ჩემთან გაჩნდა და მთელი მონდომებით დამიკოცნა ტუჩები.. მეც კმაყოფილი მის მკერდს ავეკარი..
–ჰე გეყოთ ახლა ერთმანეთით ტკბობა_ქოთქოთებდა ანუკა და ჩვენც ვიცინოდით მის საქციელზე..
–სად იყავით?
–დილით ლუკას ვუთხარი, თუ არ იბანავა და გამოიცვალა არაფრით გაჩერდებათქო, ავდექით და ტანსაცმელები მოგიტანეთ.. შენი დუშგელიც წამოგიღე_კმაყოფილი გაიჯგიმა ანუკა
–რა გიჟი ხარ გოგო_ვუთხარი სიცილით.._
–რა საყვარელია_გადმომილაპარაკა ლუკამ როდესაც ანუკა სამზარეულოში გავიდა.. იქედან ყავის ჭიქებით ხელში დაბრუნდა..
–ჩემი სუპერ გოგონა ვინარი?_მივედი და მაგრად ჩავეხუტე..
–რა დამტკბარი ხარ, ვერ გეგუები_სიცილის მომიშორა თავიდან
–არ გინდა, ნუ გინდა.. ლუკა არ იტყვის უარს ჩემს ჩახუტებაზე_ბუზღუნით გადავედი ლუკასთან და კისერზე ჩამოვეკიდე
–არასოდეს!_თქვა და ტუჩებზე ნაზად შემეხო
ვიჯექით, ყავას ვსვამდით, ლუკა და ანუკა გაცხარებული კამათობდნენ რაღაც თემაზე.. არცერთი სიტყვა არ მესმოდა, ბედნიერი ვუყურებდი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს და ვერ ვიჯერებდი, რომ ლუკას სახლში, მისივე ხალათში გახვეული ვიჯექი და ვუყურებდი როგორ სასაცილოდ კამათობდნენ.. ცოტახანში ანუკა სამსახურში წავიდა.. მე ლუკასთან დავრჩი..
–ჩემი ტკბილი გოგო ხარ_მეფერებოდა ლუკა..
–ძალიან ბედნიერი რომ ვარ იცი?
–მეც.._ცოტახანს გაჩერდა.._ლილ, ხო ხარ კარგად? ხო არაფერი გტკივა?_გამეცინა მის მზრუნველობაზე და თავი გავუქნიე..
ერთმანეთის ალერსში ვიყავით გართულები ტელეფონის ხმამ რომ გამოგვაფხიზლა.. დათო იყო და აქ მოდისო უკმაყოფილოდ ამოთქვა ლუკამ.. გამეცინა.. მივხვდი მარტო ყოფნა უნდოდა ჩემთან.. ავდექი, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და აბაზანაში შევედი.. სარკეში ჩახედვისას ლამის გული გამისკდა გახეთქილ ტუჩს რომ შევხედე.. რა უნდა მეთქვა სახლში, რა დამემართათქო? დიდხანს მომიწია ნებივრობა ცხელი წყლის ქვეშ.. იქედან გამოსულს დათო მოსული დამხვდა და თბილად გადამეხვია..
–სალამი რძალო_გაოცებულმა გავხედე_ნუ დაიმორცხვებ ახლა.. მიდი ყავა გამიკეთე რა, ვნახო ერთი როგორ ყავას აკეთებ
–მოვიდა და დაიწყო შეკვეთები_თავზე ხელი წამოკრა ლუკამ.. მათ შემყურეს ბედნიერს გამეღიმა და სამზარეულოში გავედი..
–რძალუკ, ნახე, შენი საყვარელი ნამცხვარი მოვიტანე.. ლუკამ მიბრძანა_ხელში ბრაუნის ყუთი შემომაჩეჩა..
–საიდან იცი ამდენი რამე?_სიცილით მივუბრუნდი ლუკას
–საიდანაც შენ იცი ჩემზე რაღაცები_თვალი ჩამიკრა.. გამეცინა..
მთელი დღე დათო გვერდიდან არ მოგვცილებია და ლუკაც სულ ებუზღუნებოდა წაეთრიე აწიო.. დათოს ჭინკებათამაშებულ თვალებზე და ლუკას მრისხანე სახეზე ძალიან ბევრს ვიცინოდი.. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.. ანუკამ დამირეკა თავი მისკდება და გთხოვ სამსახურში მომაკითხეო.. დათოს მანქანით წავედით.. ბევრი ჩხუბის მერე დამითანხმეს დღესაც ლუკასთან დარჩენაზე.. დედას უკმაყოფილება მიყვარხარ, მიყვარხარს ძახილით ჩავახშე და მშვიდად წავედით ლუკასთან.. ანუკას მერე ნინიასაც გავუარეთ.. უზომოდ გაკვირვებული ჩახტა მანქანაში მაგრამ ლუკას დანახვაზე წამში შეეცვალა სახე ბედნიერებით
–ოჰ სიძეე, გვეღირსა?_სიცილით დაკრა ხელი მხარზე ლუკას
–ნინიააა_ჩხუბს ვაპირებდი ლუკას ტუჩებმა რომ გამაჩუმა.. რაღა აზრი ქონდა ჩემს გაპროტესტებას..
გზად მარკეტში შეიარეს.. სასმელები იყიდეს.. დათო კი მთელი გზა სადღაც რეკავდა და ხალხს ეპატიჟებოდა გამოდით ლუკასთან, მაგარი ამბავი გვაქვსო.. მთელი ღამე ვსვამდით.. ლუკას საძმაკაცოც გავიცანი.. გოგოებიც ისე კარგად გრძნობდნენ თავს.. მეც ლუკაზე აკრული დიდი სიყვარულით და ბედნიერებით ვუყურებდი ირგვლივ მყოფებს და ზუსტად ვიცოდი მსგავსი სიტუაცია ხშირად იქნებოდა ჩვენს სახლში, თუ კი ლუკას ცოლი გავხდებოდი..
ჩემი და ლუკას ურთიერთობა საკმაოდ კარგად აეწყო.. კიდეც ერთი არასდროს ის იყო, როდესაც ვამბობდი არასდროს მოვატყუებ მშობლებს დაქალთან ვრჩები და სხვაგან დავრჩეთქო.. აქაც არ გამიმართლა.. ლუკა მებუტებოდა როცა მასთან არ ვრჩებოდი და მეც უძლური ვიყავი მის წინაშე.. მალე მოისურვა ლუკამ ჩემი მშობლების გაცნობა მაგრამ მე ვიყავი სასტიკ უარზე, ჯერ ადრეათქო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემებმა უკვე იცოდნენ ლუკაზე..
6 თვე გაგვეპარა ესე.. ერთ დღეს, როდესაც კოლეჯში ვიყავი და ახალ კერძს ვაკეთებდი, უკნიდან ლუკა ამეკრა..
–გაგიჟდი? ჯერ შემეშინდა და მერე ხალხია აქ, რას აკეთებ?_თვალებს ვუბრიალებდი ლუკას, რომელიც საერთოდ არ აქცევდა ჩემს გაბრაზებას ყურადღებას.. დავინახე როგორ შემოიკრიბა ხალხი ჩვენს ირგვლივ.. ვერაფრით ვაცნობიერებდი რა ხდებოდა სანამ ჩენს წინ მუხლჩახრილ ლუკაზე არ გადავიტანე მზედა რომელსაც პატარა ლამაზი ყუთით ბეჭედი ეჭირა..
–ლილია, გახდები ჩემი ცოლი?_მთელს სამზარეულოში შეძახილები ისმოდა, მე კიდე ლუკას გარდა ვერავის ვამჩნევდი..
–ლუკააა_ამოვკნავლე
–მეტკინა ლილია ფეხი, მალე_დაძაბულობას ვერ მალავდა_წამოვაყენე, თავი დავუქნიე და მაგრად ჩავეკარი გულში..
მერე იყო მოლოცვები, სტვენები,ჟრიამული.. მე ისევ ლუკას და ჩემს თითზე წამოცმული ბეჭდის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი..
–შეხედე რაა, იმდენად გამოშტერდა ჩვენც კი ვეღაც გვამჩნევს_წუწუნით მიუბრუნდი ნინია ანუკას
–ვაიმე ჩემო გოგოებოოოო_ჩავეხუტე ორივეს..
მერე იყო ქორწილისთვის მზადება, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი.. ჩემმა მშობლებმა ძალიან კარგად მიიღეს ლუკა.. ბოლოს ქორწილზე მაინც დამითანხმეს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მხოლოდ ახალგაზრდები ვიყავით.. პატარა და ულამაზესი ქორწილი მქონდა.. უამრავი თამაშით, გართობით და ცეკვით..
სულ თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.. თავიდან ბოლომდე ვგრძნობდი ლუკას.. ახლაც მეცინება სხვა თვალით რომ ვუყურებ ხოლმე ჩემს ამბავს, მაგრამ ფაქტია შემიყვარდა უცხო ადამიანი, ვგრძნობდი მთელი არსებით და ყველაფერი ისე იყო, როგორც გული მკარნახობდა..



P.S. კიდევ ერთი პატარა ისტორია ჩემგან.. ბოდიში შეცდომებისთვის.. გადაკითხვის თავი აღარ მქონდა..



№1  offline წევრი goddess

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი მშვენიერი ისტორია heart_eyes

 


№2  offline წევრი naida

goddess
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი მშვენიერი ისტორია heart_eyes

მადლობა <3

 


№3  offline წევრი Chameleon ))

საყვარლობაა♡ თუმცა გავრცობა შეგეძლო♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent