ქარის მოტანილს ქარი წაიღებს სულ...
გავსულვარ... დაწყევლილი 4 წელიწადი... უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა... -პატიმარი #13 გათავისუფლებული ხართ. გაკვირვებას ვერ ვმალავდი 1 წლით ადრე განმათავისუფლეს! ზედამხედველის უკან ჩემი ადვოკატი გამოჩნდა... -გიგა-მეუბნება ადვოკატი -თორნიკე ასე ადრე რატომ განმანთავისუფლეს? -მოსამართლემ გადაწყვიტა... თუმცა ამ ერთი წლის განმავლბაში საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურში იქნები -მითხრა და რაღაც საბუთებს ჩახედა -ანაზღაურება? -ამას შენივე სიამოვნებისთვის გააკეთებ-მითხრა ისე საბუთებიდან არც კი ამოუხედავს. -ამას ჯობია ისევ აქ ვიყო -ვთქვი და საკნის ლოგინზე გავწექი -ნუ სულელობ -მითხრა მკაცრად - ეს შენი ახალი შანსია დაიწყო ცხოვრება თავიდან და რაც მოხდა წარსულში დატოვო - მითხრა და საბუთებიდან თავ ამოყო -1 წელი საზოგადოებრივ სამსახურში თან ანაზღაურების გარეშე იცი ეს რას ნიშნავს?! - ვკითხე და თვალებში შევხედე -დიახ ვიცი ახალ ცხოვრებას - მითხრა და წამოდგა - ხვალ მოგაკითხავენ - საკნიდან გავიდა თუმცა კარებიში მოტრიალდა და დაამატა - დროა გარეთ გახვიდე - გამიღიმა და წავიდა. მთელი ღამე ფიქრში გავათენე, მინდოდა გარეთ გასვლა თუმცა მუშაობა, თანაც ანაზღაურების გარეშე საშინლად არ მომწონდა. თუმცა აქედან გამეღწია და ამაზეც თანახმა ვიყავი... მომენატრნენ... ყველანი მომენატრნენ... მონატრებულ ადამიანებზე ფიქრში ვერც კი შევამჩნიე როგორ გათენდაა. საკნის კარი გაიღო და ზედამხედველი შემოვიდა. -მზად ხარ? - მკითხა და გამიღიმა. -თითქმის, გარეთ დამელოდე და გამოვალ - ვუთხარი და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან კალამი ამოვიღე, კედელზე დათვლილ დღეებს დიდი ხაზი გადავუსვი და საკანს გავშორდი. -ჭიშკარი გააღეთ - ჩაჰყვირა რაციაში ზედამხედველმა და ნაცნობი ხმით ჭიშკარიც გაიღო, ღმერთო როგორ მძულდა ეს ხმა. ნელ-ნელა გავედი გარეთ და იმწამსვე ვიგრძენი თავისუფლება. როგორ მომნატრებია ეს გრძნობა. თავისუფლების წყურვილში გატარებული 4 წელიწადიც უკან მოვიტოვე, ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო, თუმცა ისე არა როგორც ადრე... სანამ აქ ჩამაყუდებდნენ. როგორც ყოველთვის გარეთ ჩემი საუკეთესო მეგობარი დამხვდა. ჩემი გამოჩენისას მანქანას მოშორდა მოვიდა და გადამეხვია -გილოცავ - მითხრა და გაეცინა -მადლობა - ვუთხარი და ტუჩის კუთხე ჩავტეხე რომ გამღიმებოდა -წავედით? - მკითხა და მანქანისკენ წავიდა -წავედით - მეც იგივე გავაკეთე და მანქანაში ჩავჯექი. დაიქოქა თუ არა მანქანა იმწამს გული სხვანაირად ძგერდა. ნანატრი თავისუფლება და შეგრძნება რომელიც მენატრებოდა. გზაში ჩამეძინა და არ მახსოვს ზურას სახლამდე როგორ მივედით. ზუსტად 4 წელი მხოლოდ ერთი და იმავე აზრი მიტრიალებდა... ერთი და იგივე ადამიანი... სულ ერთ რამეზე ვფიქრობდი დამხვდებოდა თუ არა ის გოგო ვინც დავტოვე... ყველაფერს მალე გავიგებდი... უბრალოდ მენახა მხოლოდ დამენახა... მოუთმენლად ველოდი ლილუსთან შეხვედრას... ზურასთან ავედით როგორც ყოველთვის საძმო იქ იყო... -კვლავ ოთხეული... - თქვა გახარებულმა ნიკამ და გადამეხვია, გამეცინა და მეც გადახვევით ვუპასუხე, მერე ყველა მოცვივდა და მილოცავდნენ გათავისუფლებას... ჩვენ ოთხნი: მე, ზურა, ნიკა და ერეკლე ბავშვობის ძმაკაცები ვართ. ზუსტად ეს სამი ადამიანია ვინც ციხეში ყოველ დღე მაკითხავდა და ყველანაირად მანუგეშებდა, ამ სამ ადამიანის დახმარებით მოვაღწიე დღემდე. ზურამ სუფთა ტანსაცმელი და პირსახოცი მომცა...სააბაზანოში შესვლის თანავე სარკეში საკუთარი ანარეკლი დავინახე... ხუჭუჭა თმა რომელიც ბოლოებში ქერავდებოდა თითქმის ჩემს სწორ ცხვირამდე მწვდებოდა, წვერი კი ისე გამოიყურებოდა თითქმის საუკუნეა არ გაუპარსიაო. სინამდვილეშიც ასეა... რაც ჩავჯექი იმ დღის მერეა არც წვერი გამიპარსია და არც თმა შემიჭრია... ეხლა კი უბრალოდ პირველ ყოფილს ვგავდი. თმები უკან გადავიწიე და ჩასისხლიანებული მუქი მწვანე თვალები რომელიც ძალიან ბევრს შავშიც კი ერევა უჩვეულოდ იყურებოდა სარკეში.ღმერთო როგორც იქნა, შემეძლო ადამიანს დავმსგავსებოდი. დიდი ხანი ვიყავი აბაზანაში ბოლოს როგორც იქნა გამოვედი და დიდ საკეში საკუთარი თავი ავათვალიერე წვერის გაპარსვის შემდეგ საკუთარ თავს თითქმის ძლივს ვცნობდი, კულულები უკან გადავიყარე და სუფთა ტანსამელში გამოვეწყვე. პირველ სართულზე ჩავედი და ბიჭებს გაოცებისგან თცალები შუბლზე აუვიდათ. გამეცინა და მდივანზე წამოვწექი. დიდი ხანია რბილი საწოლის გემო აღარ გამისინჯავს. -გშია? -მკითხა ერეკლემ. -რას მეკითხები რათქმაუნდა კი - ვეცადე გამცინებოდა. -გამიხადა რომ დაბრუნდი -მითხრა და სამზარეულოში გაუჩინარდა. -მეც -ჩავილაპარაკე ჩემთვის და საჭმლის ოლოდინში ლილუზე ფიქრით გავერთე. ნეტავ სადაა? რას შვრება? როგორაა... ერთხელაც კი არ მოსულა ამ ოთხი წლის განმავლობაში სანახავად. საჭმელიც მალევე მოვიდა და მალევე დავნაყრდი. საჭმლის გემოც კი დამვიწყებოდა. ბიჭები მალევე დაიშალნენ, მე ზურასთან ვრჩებოდი... ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ უნდა დავბრუნებულიყავი სახლში. ------------------------------------------------------------- მოგესალმებით. ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან მაინტერესებს როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე. კომენტარებში დაწერეთ ღირს თუ არა გაგრძელება. ველი თქვენს კრიტიკას :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.