შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა


8-05-2018, 00:51
ავტორი judi N
ნანახია 1 982

უმისამართო ფიქრებით, მზერით მივაბიჯებდი მეტროში. მატარებელი იდგა და გონებაში ათასჯერ გადავჭერი გაქცევა არ გაქცევის საკითხი. ფეხს ავუჩქარე ოდნავ, მეტროს ხმის გასმისთანავე შევედი ვაგონში. ბოლოსკენ წითლად მომღიმარი სკამი დავინახე და გავემართე. ძლივს ჩავეტიე სკამნახევარზე დაბრძანებულ დიდი ზომის კაცსა და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ფეხებ გადაშლილ 16-17 წლის ქუულ ბიჭობა მოწადინებულ ბავშვს შორის. ყურსასენები გავიკეთე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე სამიზნე , რომ მეპოვა და შემესწავლა, რაღაც ახალი დამენახა, შემემჩნია რიგით ადამიანში.. არჩევანი ჩემს წინ მჯდომზე შევაჩერე. ასე 21 წლის ბიჭი იყო, საშუალო სიმაღლი,ს შავი დაბალზე შეჭრილი თმით და მონაცრისფრო თვალებით , ხელზე ტატუ ჰქონდა ვარდი ეხატა, შავი ვარდი. ყურსასმენები არ ეკეთა და გამიკვირდა, თითქოს არ ცდილობდა რეალობისგან გაქცევას , არ აშინებდა მეტროს გამაყრუებელი ზუზუნი, ხანდახან ადამიანის განწირულ კივილსაც, რომ ემსგავსება ხოლმე. აქეთ-იქით იყურებოდა, რამდენჯერაც ჩემსკენ გამოიხედა სწრაფად გადავიტანე მზერა სხვაზე, მაგრამ ალბათ მამჩნევდა და ფიქრობდა, რომ ერთი სულელი გოგო ვიყავი, რომელიც მეტროში ბიჭს ეფლირტავებოდა. არადა რა იცოდა , რომ ჩემს ფიქრებ მასში ვატარებდი, ვდილობდი მის სულში შემეღწია და ხელები მეფათურებინა...
მარჯანიშვილზე წამოდგა და თითქოს ჩემს მიერ გაბმული უხილავი ძაფები წამში გამიწყვიტა. მიდიოდა და ჩემი მზერა უწვავდა ზურგს.. მიდიოდა და ჩემი ნაწილი მიჰყავდა. გავიდა ხალხის მასაში გაქრა, ჩემი ძაფები კარებში მოჰყვა, ჩემი ნაწილი ნუ მიეყრდნობის აქეთ მოჰყვა და მთელი ძალით მიენარცხა კარს..
რუსთაველზე გამოვედი და ფეხით ავუყევი უნივერსიტეტისკენ გზას, მასზე ვფიქრობდი, შემდეგ უკვე ათასჯერ დატყეპნილი გახუნებული გზის სიძველემ და საიდმლოებებმა ჩამითრია.. ნაცნობმა კაცმა, ძაღლთან ერთად, რომ იქცა ამ ქუჩის ნაწილად და ცოცხალ ისტორიად..
ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ, მაგრამ ვინაიდან პირველ კურსზე ვარ ჯერ ჟურნალისტიკის საგნებს არ გავდივარ და თითქოს სწავლა ჩემი მომავლიდან გადახვეულია.. პირველ ლექციას დავესწარი ქართული მქონდა. გრამატიკა ყოველთვის ჩემი ტკივილი იყო და ახლაც ჩემი ცხოვრების გასამწარებლად არ მანებებდა თავს.. შემდეგი სოც-მუშაობა იყო..სემინარზე შევედი, პრეზენტაციას აკეთებდა ჯგუფი.. თავიდან შემართებით ვუსენდი, შემდეგ ბლაბლაბლა ერთიდაიგივეს იმეორებდნენ და თავი მაგიდაზე დავდე..
ჩამეძინა.. გვერდზე ვიღაცის მოჯდომამ გამაღვიძა..
- ყოჩაღ ნინია ისევ ჩაგეძინა. წავიბურტყუნე..
- მე მითხარი რამე?
- არა ჩემთვის მოვთქვამ.
თვალები ნელ-ნელა გავაპარე გვერდზე მჯდომისკენ და მაგიდაზე დადებულ ხელს მიეკრა მზერა. ვარდი იყო შავი ვარდი.
-არ არსებობს, ახლა მოვკვდები. ისევ დავაბერტყე ხმამაღლა..
- უკაცრავად, მაგრამ კარგად ხარ? მგონი ბოდავ გაიცინა შავმა ვარდმა..
თვალები ნელ-ნელა გავაპარე მისკენ.. ის იყო. არსებობდა. თითქოს ძაფები ხელახლა გადაიკვანძა, სულელივით წამოვხტი და ოთახიდან გასვლა გადავწყიტე.
- მეტროშივე ეტყობოდა, რომ ვერ იყო. სიცილით ნათქვამი მომესმა..
მიცნო, შემამჩნია მეტროში.. მზერას არიდებდი არა ნინია?! ოხ როდის ისწავლი ჭკუას. მართლა გიჟივით ვბურტყნებდი და სულელური სიცილით გასასვლელისკენ მივაბიჯებდი.. ჰაერი მჭირდებოდა, ეს ბიჭი სულს მიხუთავდა.



№1  offline წევრი judi N

a.bochorishvili
ოჰოჰოჰოოო აქ რაები ტრიალეეებს

<3 <3 <3 დღეს დავდებ გაგრძელებას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent