ღამის აჩრდილი (7თავი)
მთელი ღამე,გესმით მთელი ღამე იმ კოცნაზე ვფიქრობდი.გიკვირთ არა,რა არის კოცნაში ასეთი განსაკუთრებული,რატომ ვფიქრობდი მასზე მთელი ღამე და რატომ ვანიჭებ ამას ამხელა უპირატესობას,მაგრამ იმას გეტყვით,რომ ეს კოცნა პირველი იყო ჩემთვის.ამიტომ მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემზე ამხელა რეაგირება,ამიტომ ამაღელვა და კიდევ უფრო მომისროლა ფიქრების მორევში.თვალი ძლივს მოვხუჭე,სიზმარშიც ერეკლე მედგა თვალწინ,მაგრამ ბოლოს მოვახერხე და დავიძინე. დილით კი როცა გავიღვიძე საათს გავხედე და მაშინვე წამოვხტი,რადგან ისევ ვაგვიანებდი. -ჯანდაბა,ქეთო რა გჭირს?-საკუთარ თავს დავუცაცხანე და სააბაზანოში შევვარდი,რეკორდული სისწრაფით ვიხეხავდი კბილებს და ვივარცხნიდი თმას,სწრაფად ჩავიცვი და „მომზადებულმა“ დავტოვე სახლი.კიბეებიც სირბილით ჩავიარე და ისევ გავაჩერე ტაქსი,დღეს გამიმართლა,რადგან საცობში არ მოვყევი და დროულად მივედი დანიშნულების ადგილზე. -როგორ ხარ ქეთო? -კარგად ნათია შენ?-სუნთქვა დავირეგულირე და მეგობარს მივესალმე. -არამიშავს,უნდა გაგაწბილო,მაგრამ დღეს ორმაგად გიწევს წვალება. -ჯანდაბას,გადავიტან.-ამოვიგმინე და ისევ ავუყევი აწ უკვე ნაცნობ კიბის საფეხურებს. ჩემი ადგილი დავიკავე და მუშაობა დავიწყე,ნათია მართალი იყო,დღეს გაორმაგებული ძალებით მიწევს მუშაობა,მალე კი სათვალით სიარულსაც დავიწყებ,სავავრაუდოდ. პირველ ფურცელს დავავლე ხელი და კითხვა დავიწყე,იქვე დადებულ წითელ კალამს ვსტაცე ხელი და თითებს შორის მოვიქციე,კითხვის დროს ვათამაშებდი და შეცდომებსაც ვასწორებდი.ზოგ მომენტში კალმის თავსახურს კბილს მოვდებდი და მისი დახმარებით ვაწვალებდი.პირველი ფურცლის შესწორებას მალე მოვრჩი,რადგან შეცდომები ბლომად არ ყოფილა,ამ ფაქტმა გამახარა და მაშინვე მეორე ფურცელს დავავლე ხელი. -ქალბატონო ქეთო,შეგიძლიათ კაბინეტში მეწვიოთ?-უცებ მომესმა ერეკლეს ბოხი ბარიტონი,გამაჟრჟოლა და წამის მეასედში მოვახდინე რეაგირება. -მე...ბევრი სამუშაო მაქვს-სულელივით დავიბენი,რატომღაც სიმორცხვემ შემიპყრო და თავის არიდება ვცადე. -მოითმენს მაგ საქმე,ახლა კი წამოდი-ხელი გამომიწონდა,მეც თითები მის ხელში მოვაქციე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი მისი კაბინეტისკენ მიმავალ დერეფანს. -რა ხდება? -შემოდი-კარები გააღო და შიგნით შემატარა.ისევ მოვავლე კაბინეტს თავლი,შემდეგ კი მისკენ მივბრუნდი,გამიკვირა ,როცა დავინახე,რომ კარები ჩაკეტა. -ერეკლე. -გისმენ-უცებ მობრუნდა. -რა ჯანდაბა ხდება?რატომ მაშინებ? -არაფერი ხდება,უბრალოდ გუშინდელს თავიდან ვერ ვიგდებ.-ისეთი ხრიწიანი ხმა ქონდა ცოტა არ იყოს შემეშინდა,პირველად ვნახე ასეთი. -კი მაგრამ... -თავს ნუ ისულელებ,კარგად იცი რასაც ვგულისხმობ! -ნუ მაშინებ. -ღმერტო ქეთო,მაკოცე-ისე სწრაფად გაჩნდა ჩემთან,რეაგირებაც ვერ მოვახერხე,იმავე გრძნობა დამეუფლა რაც გუშინ,ისევ ორმაგად დამიარა ტანში ჟრუანტემა.გავბედე,და კოცნა გავახანგრძლივე,ვეღარ გავძელი.უჰაერობამ ისევ თავისი გაიტანა და ერთმანეთს დაგვაშორა,რომ არა ის ალბათ ეს მომენტი უფრო დიდი ხნით გაგრძელდებოდა. -მიყვარხარ ქეთო. -მეც მიყვარხარ აჩრდილო-ჩუმად წარმოვთქვი სამი სიტყვა და თვალები დავხარე,მაინც შემრცხვა. -რა თქვ,ქეთო გაიმეორე-ჩემმა სიტყვებმა თითქოს ძველი ერეკლე დამიბრუნეს,თითქოს გამოაცოცხლეს ის. -მეც მიყვარხარ ერეკლე-ისევ გავიმეორე.წამში კი მისი ძლიერი მკლავები ჩემსაზე ვიგრძენი. _*_*_*_ -კარგად გაიგე რაც გევალება? -მივხვდი ლინდა,უკვე მეათედ გიმეორებ ყველაფერს. -კარგი,უბრალოდ ვნერვიულობ. -რას იზამ,რომ იპოვონ? -იპოვიან,მაგრამ მაშინ როცა ყველაფერი შესრულებული იქნება.-ირონიულად ჩაიცინა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა. -დარწმუნებული ხარ,რომ ერეკლესთან არ დაბრუნდება? -სრულებით.იმის შემდეგ რასაც ვუზამ სირცხვილი დაახრჩობს და თავს ვერ მისცემს მასთნ ყოფნის უფლებას. -ყველაფერი დაგიგეგმავს. -რა თქმა უნდა,ვიცი თუ როგორ მოვიშორო ის.-ისევ გაუპო ბაგეები ღიმილმა. -საშიში ქალი ხარ მაღლაკელიძე,ძალიან საშიში. -კომპლიმენტად ჩავთვლი. -შენი აზრით ერეკლეს ძალიან ეტკინება? -არ ვიცი,რაში მადარდებს?მთავარია მას მოშორდეს!-ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ მისი თავის გარდა სხვა არ ადარდებდა. -უგულოც ხარ! -ზედმეტებში არ გადახვიდე რეზი. -სიმართლე ზედმეტი არასდროსაა. -კარგი,გვეყოფა.მიხარია თუ ყველაფერი გაიგე,ახლა კი წადი და მოემზადე. -კარგი. -*-*-*- მართალია სამუშაო ფურცლებს დავყურებდი,მაგრამ ფიქრებით მაინც რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე ვიყავი გადართული.არცერთი კადრი ამომდიოდა გონებიდან და ყველაფერი ერთმანეთს ანაცვლებდა.ღიმილი კი სახიდან არ მშორდებოდა,ბოლოს ჩემ თავს შევძახე და სამუშაოსკენ გადართვა ვუბრძანე,სხვა გვარად სახლში ხვალაც ვერ დავბრუნდებოდი,თუ იმ ფურცლების ოდენობასაც ჩავთვლი,რომლებიც ჩემ მაგიდაზე ყრია.ამოვიგმინე,თავი გავაქნიე და ისევ დავიწყე წითელი კალმით შავი ნაწერების ჩასწორება.ყოველ ხუთ წუთში დროს ვამოწმებდი და ვერ ვითმენდი შესვენების დაწყებამდე,საშინლად მინდიდა,რომ ერეკლესთვის გამესწრო და მის წინაშე სირცხვილისგან არ დავიწვე,ამიტომ ვამოწმებ დროს,რომ ჩქარა მოვწყდე ადგილს და ვერ დამიჭიროს. ისევ გადავაგორე ფიქრები და ნაწერს მივუბრუნდი,მიუხედავად იმისა,რომ არ მხიბლავდა შინაარსი და მოვლენებიც აშკარა იყო,მაინც ვკითხულობდი და ვასწორებდი,ეს მოვალეობაა.არ ვიცი, დაახლოებით ორი საათი ვიჯექი ასე,ის ფაქტი მახარებდა,რომ ახლა ჩასწორებული ფურცლების ოდენობა,ჩასასწორებელს აღემატებოდა,მაგრამ შესვენება არა და არ ახლოვდებოდა,თითქოს ჩემ სასიკეთოთ ხდებოდა ასე,მაგრამ პირიქით,ეს უფრო მაწამებდა. ისევ დავხედე საათს და სასურველი დროის ამოკითხვისას ფეხზე წამოვხი და ნათისაკენ გავიქეცი. -რა ხდება ქეთო? -შესვენებაა-გავუცინე და საათისკენ მივანიშნე. -ღმერთო ჩემო,რა ხდეა? -რასთან დაკავშირებით? -შენ შესვენება გაგახსენდა? -უბრალოდ დავიღალე,მართალ ბევრი სამუშაო იყო. -კარგი ხო,წავიდეთ.-როგორც იქნა დავიყოლიე წამოსვლაზე და დავძარი ადგილიდან.შენობა დავტოვეთ,ქუჩის გადაჭრას ვაპირებდით როცა ნათიამ შემაჩერა. -ტელეფონი დამრჩა,მივირბენ და მოვალ კარგი? -კარგი,აქ ვარ იცოდე-გავუცინე და ერთ ადგილს დავერჭე სარივით.შენობაში გაუჩინარდა მე კი ლოდინის რეჟიმი ჩავრთე,ქუჩაში მივიხედე და გული ჩამწყდა რადგან წვიმიანი დღე იყო.მიუხედავად იმისა,რომ დღე იყო ნაცრისფერ ღრუბლებს ყველაფერი დაეჩრდილათ და ირგვლივ ერთ-ორ კაცს თუ მოკრავდი თვალს. უეცრად ფეხებთან დაბურულშუშუშებიანი მანქანა გაჩერდა,გამიკვირდა და უკან ვცადე დახევა.უეცრად კი კარები გაიღო და იქედან ვიღაც გადმოხტა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ხელი დამავლო და სახეზე რაღაც ამაფარა,მაშინვე დავიწყე კივილი,მაგრამ აფარებული ნაჭერი ამაში ხელს მიშლიდა,მისი ხელები კი მოძრაობის უნარს მიზღუდავდნენ.მალე აღმოჩნდი მანქნაში,საშინელი სუნი კი ჩემზე ზემოქმედებას ახდენდა და გონებას მიბინდავდა,ირგვლივ კი ყველაფერს აბნელებდა.ბოლოჯერ დავიკივლე და თვალები დამეხუჭა,შემდეგ კი არაფერი მახსოვს. -*-*-*- -მოვედი…ქეთო?-ირგვლივ გაკვირვებული აცეცებდა თვალებს და ცდილობდა სადმე მაინც მოეკრა თვალი მეგობრისთვის.-გაფრინდაშვილო,ასეთ ხუმრობას არ შეგარჩენ,სად ხარ?-გაიცინა და ისევ მოავლო ქუჩას თვალი,მაგრამ იქ მხოლოდ ცივი დღისგან აბუზული ხალხი დახვდა.შემდეგ კი გზა გადაკვეთა და ოფისის წინ მდებარე კაფეში შეაბიჯა.ყველა მაგიდას მოავლო თვალი,მაგრამ ვერ დაინახა დაქალის სხეული. -ჯანდაბა,სად წახვედი ქეთო?!-უკვე ისტერიკაში და აღელვებაში გადადიოდა მეგობრის “ხუმრობით“ გამოწვეული ღიმილი.საპირფარეშოც მოათვალიერე,მაგრამ ამაოდ,გოგონა არსად დაუხვდა.სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენოდა და ისევ ოფისში შეაბიჯა,ყველა კუთხე მოათვალიერა,მაგრამ მაინც ვერსად იპოვა ქეთო.ბოლოს სწრაფად არიბინა კიბეები და ერეკლეს კაბინეტთან შეჩერდა. დააკაკუნა და კარები შეგლიჯა. -ბატონო ერეკლე,ქეთო…ის-სულს ვეღარ ითქვამდა. -რა ქეთო ნათია?რა მოუვიდა?!-ერეკლესაც გაუკრთა თვალში შიშის სხივი. -არ ვიცი,ის…გარეთ მელოდა,როცა დავბრუნდი ის…ის იქ აღარ იყო…არსადაა-ძლივს წარმოთქვა წინადადება და იქვე,სავარძელში ჩაესვენა. -ნათია,რას ნიშნავს აღარაა?ამიხსენი-ბოლო ხმაზე უნდოდა ყვირილი,მაგრამ თავს ძალას ატანდა.გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო,ერეკლე კი გაგიჟდა,ადამიანს აღარ გავდა.ათას ადგილას გადარეკა,მაგრამ მაიმც ვერაფერი გაარკვია,შემდეგ ისევ კაფეში დაბრუნდა და ხალხის წინაშე დადგა. -ერთი წუთით-ყველას ყურადღება მიიქცია-შემთხვევით,რამდენიმე წუთის წინ,ქუჩაში მდგომი,მაღალი გოგონა ხომ არ დაგინახავთ?თმა მაღლა,ცხენის კუდად ქონდა აწეული,შავი კოსტუმი ეცვა…-არ იცოდა სათანადო სიტყვებს თუ გამონახავდა მის ასაღწერად,მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო,თუმცა სანამ გააგრძელებდა ვიღაც წამოდგა ფეხზე. -მე დავინახე,შავ მანქანაში ჩაჯდა ვიღაც კაცთან ერთად-ქალის ნათქვამმა ორივეს თავზარი დასცა. -შემთხვევით მანქანის ნომერი ხომ არ გახსოვთ? -კი-იმედი მიეცათ,მაშინვე ჩახტნენ სცენიდან და ქალთან მივიდნენ,ფურცელზე დააწერიეს მანქანის ნომერი და პოლიციაში გაემართნენ. -ახლა რა იქნება?-ჩუმად დაიწყო ნათიამ. -არ ვიცი,მაგრამ დაველოდოთ,შეიძლება ეს ნომერი დაგვეხმაროს რამეში.-ერეკლეს კი შიშტან ერთად ბრაზიც იპყრიბდა. -*-*-*- თვალები როცა გავახილე ცისფერი ფერის კედლებმა დამაბრმავეს,არ მესიამოვნა გახუმებული ფერის დანახვა და იმ კედლების რომლებსაც უკვე ბზარი ორად ყოფს.თვალების გახელასთან ერთად თავის მძაფრმა ტკივილმა შემიპყრო,შემდეგ კი ყველაფრის გახსენება და სიტუაციის გაანალიზება ვცადე.რამდენიმე წუთი ვიჯექი ასე,როცა ყველაფერი ამომიტივტივდა გონებაში ,ფეხზე წამოვხტი და თეთრ კარებს მივვარდი,ხელების ბრახუნი დავიწყე. -არის აქ ვინმე?გამიღეთ!გააღეთ კარები!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვცდილობდი ვინმესთვის მაინც მიმეწვდინა ხმა,ამ დაყრუებული ოთახიდან.მალე კი საკეტის ხმა გაისმა,მას კარის ჭრიალიც მოყვა და ისიც გაიღო,ნელა კი მასში დაახლოებით 27-28 წლის “კაცი“ შემოვიდა.უსიამოვნოდ გამცრა ჟრუანტელმა როცა მის სახეს დავაკვირდი,მარცხენა თვალს ქვემოთ,ოდნავ,სულ პატარა შრამი ქონდა,მაგრამ ის ძალიან კარგად ჩანდა.დიდი შავი თვალები და სწორი ცხვირი,თუმც მისი თვალები საშინლად ამაზრზენი იყო,მათში საშინელება ბუდობდა. -აბა ქალბატონო ქეთევან,როგორ გრძნობთ თავს? -ვინ ხარ?სად ვარ? ან საერთოდ რა მინდა აქ?-კითხევი ერთამენთ მივაყარე,მაგრამ მათზე პასუხს მაინც არ მოველოდი. -კარგი,მე რეზი ვარ.სად ხარ მაგას ვერ გეტყვიდა რა გინდა აქ? -ირონიულად ჩაიცინა -დაძაბე შენი პატარა ტვინი და პასუხსაც მიიღებ. -გამიშვი-დავუღრინე. -აქ ვერ შევთანხმდებით,ჯერ-ჯერობით ვერსად წახვალ. -გეფიცები,გეფიცები გიპოვიან და ინანებ. -ერეკლე მოგაკითხავს არა?ვიცი,მაგრამ უკვე გვიანი იქნება. -რა?უნდა მომკლა? -ასეთ სადისტიც არ ვარ-გაიცინა და მომიახლოვდა-უფრო სხვა მეთოდებს დავჯერდები. -არ მომეკარო იცოდე-თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე. -რას მიზამ პატარა ქალბატონო? -განანებ. -მაინც?-ირონიულ ღიმილს არ იშორებდა. -არ მომეკარო-თქო-ისევ დავუყვირე. -კარგი,ახლა მე გავალ და ცოტახნით დაგტოვებ-ოთახიდან გავიდა და კარები ისევ ჩაკეტა,მე კი კუთხეში ჩავიკეცე და ვცდილობდი გამეგო და გამეაზრებინა სიტუაცია. -*-*-*- -მოდიან-ნათია ფრხზე წამოდგა და მათქკენ მომავალ ოფიცერს წინ აესვეტა. -მოვიდა პასუხები ბატონო დიმიტრი?-ერეკლემ დინჯი ხმით იკითხა,მაგრამ მაინც იკითხებოდა მასში შიში და გაბრაზება. -კი,ყველაფერი გავარკვიეთ. -და? -ნომერი ყალბია,სამწუხაროდ ვერაფერს ვიზამთ.ის არ არის რეგისტრირებული ბაზაში და არც ვინმეს სახელზეა გაფორმებული. -ჯანდაბა-სახეზე ჩამოისვა ხელი და ფიქრებში გადაეშვა. -ახლა რა ვქნა? -გამოძიებას დავიწყებთ და მის მოძებნას შევეცდებით. -მადლობა ოფიცერო-ნათიამ დაიჩურჩულა და ტელეფონი ამოიღო. -რას აკეთებ? -კომპანიაში ყველას მშობლების ნომერი ან მისამართი მაქვს,ახლა კი მის ძმას ვურეკავ. -კარგი-დაეთანხმა და ისევ გადაეშვა ფიქრებში,ნათიას კი რამდენიმს ზარის შემდეგ უპასუხა გიგიმ. -გისმეთ. -გიგი გაფრინდაშვილი ბრძანდებით? -დიახ,და თქვენ? -მე ქეთის დაქალი ვარ,სამწუხარო ამბავი უნდა შეგატყობინოთ. -რა? რა ხდება? -სამწუხაროდ თქვენი და დაიკარგა,უფრო სწორედ მოიტაცეს-ემძიმებოდა ამის თქმა,მაგრამ ბოლოს თავს ძალა დაატანა -ჯანდაბა ქეთო,ღმერთო ჩემო,ჩემი გოგო-ტელეფონის მეორე მხრიდან კი საშინელი ხავილი გაისმა. დავბრუნდი უპასუხისმგებლო,არაპუნკტუალური და უსინდისო მე. გალოდინეთ და დაგტანჯეთ,ამიტომ ბოდიშო. უბრალოდ,ამ ბოლო დროს მართლა ბევრი სატკივარი დამატყდა თავს. დედამიწა ერეკლეს და ქეთოს წინააღმდეგაა,სამწუხაროდ. მაგრამ მაინც ვცდილობ,რომ მე წავიდე მის წინააღმდეგ )) მიყვარხართ ))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.