შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუროგატი დედა.თავი 8


14-05-2018, 02:00
ავტორი zia-maria
ნანახია 2 586

-დრო გავა და დაგვავიწყდება ერთმანეთი,იცი?უკვე მივეჩვიე რომ ჩვენ ,,ჩვენ'' არ ვიქნებით და ამ გრძნობას გულში ჩავიკლავ.ყოველი ბედნიერი წუთი და წამი რომელიც მასთან ერთად გავატარე,გეფიცები ყველაზე ბედნიერი დრო იყო.ყველაზე ძნელი მონატრებაა, უიმედო მონატრება, თავს რომ იიმედებ იმით რომ ოდესღაც შენი იქნება, მაგრამ იცი რომ ეს არასდროს მოხდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ვიტირებდი, ვიტირებდი სიყვარულის და მწარე მონატრების გამო.უბრალოდ მინდა რომ იცოდეს, მე ყოველთვის მასთან ვიქნები სადაც არ უნდა ვიყო,ალექსანდრე მთავარია მარიტა იყოს ბედნიერი.
-დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.
-მენატრება,მიყვარს და სიგიჟემდე მიყვარს.მეშინია ამ სიყვარულმა სისულელე არ ჩამადენინოს, მარიტას გარეშე ნული ვარ,მკვდარი ვარ ყოველთვის და ყველგან.
-მე კარგ და საღ ჭკუაზე ვარ,შენზე ჭკვიანი ვარ.
-ვიცი,გადმოგდის ტვინი თავიდან.
-მეც მიყვარს,მაგრამ არ ვგიჟდები შენსავით.
-იმიტომ,რომ მასაც უყვარხარ და იცი,რომ საბოლოდ ერთად იქნებით.
-შენ,რა გგონია და დარწმუნებული ხარ მარიტას არ უყვარხარ?უყვარხარ ჯორჯ და ძალიან,მაგრამ ამ სიყვარულს და ამ დიდ გრძნობას ის ახერხებს და მალავს.
-სწორედ ეს მაგიჟებს მეც,როგორ შეუძლია ასე დაფაროს გრძნობები.
-ექიმთან როდის მიდიხართ.
-ამ დღებში,მელანომ დაგირეკავო და ველოდები მის ზარს.რამოდენიმე დღეში ორივე ექიმის წინ ისხდნენ და ყურადღებით უსმენდნენ ექიმის დარიგებებს.დამთავრდა იანვარიც და სუსხიანი და ცივი თებერვალი დადგა და მარიტას ხასიათებიც შეიცვალა.
-რა გჭირს მარგარიტა?კითხა ერთ საღამოს ალექსანდრემ ღიმილით.
-არაფერი.უპასუხა მშრალად და უხასიათოდ.
-დახმარება მინდა გთხოვო.
-რა,რაზე უნდა მთხოვო დახმარება.გაუკვირდა მარიტას.
-სულ მალე 14 თებერვალი დადგება,რას მირჩევ რა ვაჩუქო ჩემს გოგოს?
-რა აჩუქო?მე ვფიქრობ,თუ ძალიან,ძალიან უყვარხარ ამ დღეს ადამიანებმა ერთმანეთს სითბო და სიყვარული უნდა აგრძნობინონ.ასეთ სიცივეს ყველაზე მეტად ეგ თუ მოუხდება.
-მაგრამ საჩუქრი?
-საჩუქარი?გინდა,ორიგინალური და განსხვავებული?
-კი,მინდა.
-მაშინ,იყიდე კარგი წითელი ვარდების თაიგული,არა ვარდებს ხომ ყველა ყიდულობს,ია-ია იყიდე,ხო ია-ია ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული,რადგან ორ ადამიანს შორის სასიყვარულო ურთიერთობა განუმეორებელია,იდუმალი და განსაკუთრებული.ძნელია ზოგადად დააწესო საჩუქარი ამ დღისთვის,რომელიც ყველა შეყვარებულის გულს ერთნაირად მოხიბლავს და ასიამოვნებს.მაგრამ არსებობს თებერვალში განსხვავებული და ძალიან ნაზი ყვავილი ,,ია''მასთან ერთად კი ერთადერთი და მარადიული სიტყვა,რომელსაც ყველა ჩვენთაგანი როცა შეყვარებულია უდიდესი სითბოთი წარმოთქვამს და ეს სიტყვებია-მე შენ მიყვარხარ.
-საოცრება ხარ,მე შენ მიყვარხარ.მარიტას ალექსანდრეს შეხედა და თვალები გაუფართოვდა.
-რა გაკვირვებული და გაოცებული მიყურებ გოგო,უიმეეე,შე რა იფიქრე,ვაიმეეე ცუდად ვარ.ალექსანდრემ გულზე მიიდო ხელი და გულიანად იხარხარა.
-იდიოტო,გული ლამის გამიჩერდა.ხელი ჩაარტყა მკლავზე და იქვე დაჯდა.
-ვაიმე რა გულიანად გამაცაინე,შენ გაიხარე მარგარიტა. შენც გეტყვიან ნუ გეშინია ამ ჯადოსნურ სიტყვას,დამიჯერე დადგება შენთვისაც ეს ლამაზი დღე.
-შესაძლოა ბევრს მოვითხოვ,მაგრამ ძალიან მინდა ვინმე შემხვდეს და ერთი დიდი სიყვარული მომიტანოს,რომელიც თავბრუს დამახვევს,გრძნობებს ამიშლის და მთელი ცხოვრება ჩემს ერთგულ თანამგზავრად დარჩება,მაგრამ არსაიდან არ მოდის.
-იგვიანებს,მაგრამ მოვა.გაიარა 14-მა თებერვალმაც და 20-მაც,მაგრამ მარიტასათვის ყველა დღე ერთნაირია,შეიცვალა და უხასიათო გახდა.ალექსანდრე აკვირდებოდა მარიტას აქცევებს და ეჭვები ღრღნიდა,ამიტომ მელანოს დაურეკა და შეხვედრა თხოვა.ადრე მივიდა დათქმულ ადგილზე და ყოველ ხუთ წუთში საათს უცქერდა.დააგვიანდა და სირბილისგან გულამოვარდნილი დაჯდა ალექსანდრეს წინ.
-რას გავხარ,მოგდევდნენ უკან თუ ვინმემ რამე დაგიპირა და გამოექეცი.
-უზრდელო,უტაქტო,უსაქციელო.იცი რა უნდა მექნა?
-რა?
-უნდა მეთქვა,დროის უქონლობის გამო აქ მობრძანდითქო.
-დაასრულებ ბუზღუნს?სერიოზულ საკითხზე გთხოვე შეხვედრა.სერიოზულად უთხრა ალექსანდრემ და მელანოც დასერიოზულდა,მაგრამ ალექსანდრე არ იყო მიჩვეული მელანოს სერიოზულ სახეს და გაეცინა.
-რა გაცინებს შე არანორმალურო,ესაა შენი სერიოზული საქმე?
-სოფო სად გყავს,რატომ არ მოვიდა?
-არ ვიცი სად არის,მაგრამ შენ რატომ გიბრწყინავს თვალები.ალექსანდრე რამეს მიმალავთ?
-არა,არა არაფერს არ გიმალავ,აქ სულ სხვა თემაზე მოგიყვანე.
-ჰოდა გისმენ,რა ხდება.
-მელანო შენ თქვი რომ ქალი როცა ფეხმძიმდება ხასიათი ეცბლებაო,ასეა ხომ?
-კი ასეა,რაიყო ალექსანდრე ვინმე გაბერე და არ გიმხელს შენი რომ არის ბავშვი?თვალები გაუფართოვდა მელანოს.
-სიხარული აღფრთოვანებული შევხვდებოდი ამ ფაქტს და უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი ეს მე და სოფოს რომ გვეხებოდეს.მელანო წყალს სვამდა,რომ უეცრად ალექსანდრეს სიტყვებმა შოკში ჩააგდო და ხველა აუტყდა,თვალებიდან ცრემლები სცვიოდა და ალექსანდრე იჯდა და გაღიმებული უცქერდა და აიგნორებდა ირგვლივ ხალხის გაოცებულ და გაკვირვებულ ცქერას.მელანო ცოტა დაწყნარდა,მაგრამ უეცრად აფეთქდა და ხმა ვერ გააკონტროლა იმხელა იყვირა.
-ალექსანდრე რა თქვი?სოფი?ჩემი სოფი?ყველა მათ უცქერდა,მელანოს რაც კი ხელში მოყვა ალექსანდრეს დაუშინა ყველაფერი.
-დაჯექი გოგო რა დღეში ხარ,რა გახტუნებს ექიმი ქალი ხარ.
-მოგკლავ,ჯერ შენ და მერე იმას მოგაყოლებ უკან,ჩემი ხელით დავახრჩობ რატომ,რატომ არაფერი არ მითხარი ან შენ და ან იმან,ორი იდიოტი.
-ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ალბად იმიტომ.
-დაგამტვრევ ფეხებს,პირველ ნაბიჯებს დგამთ და პირველივე შეხვედრაზე საწოლში შეიტყუე?მხეცო,ნადირო.ჩემი გოგო, როგორ არაფერი არ მითხრა.
-ოხოხოხო,როგორ გამოგრჩა ეს ყველაფერი და აქამდე ვერ გაიგე,რა ბალიშად ხომ არ გინდოდა წამოყოლოდი.
-რა საზიზღარი ადამიანი ხარ,მითხარი აქ ამის გამო მომიყვანე რომ ჩემი ყვირილი გაეგონა ყველას?
-ჰოდა ნუ ყვირი შენც.
-ჰე,სერიოზულად არ მაქვს ბევრი დრო.
-მოიცა,მართლა დასერიოზულდი რა გჭირს.მელანო მარიტა ძალიან შეიცვალა და იქნებ გაამართლა ანალიზმა,იქნებ ის უკვე ორსულად არის?
-არა მგონია,ჯერ ადრეა პასუხი მაგრამ დავაკვირდეთ მაინც.ალექსანდრე როგორ ფიქრობ,მათ აქვთ ახლო ურთიერთობა ერთმანეთში?
-არა მგონია,ნატა ფეხ და ფეხ დასდევს და როდის მოახერდხებდნენ.არ ვიცი,არ ვარ დარწმუნებული.
-კარგი,მაგას მე მივხვდები რომ მოვა ეხოზე,მე რას გამომაპარებს.
-წამოდი,მარიტა გემრიელ სადილს დაგვახვედრებს არ გინდა?
-აუ არ მაქვს დრო,თორემ მართლა კარგი იყო.
-წავედი აბა მე დღეს ჩახოხბილი უნდა გააკეთოს,შენ ჭამე ჩინელების მოტიტყნილი ხაჭაპური ვითომ ქართულ ხაჭაპურს რომ ჰგავს და მიაყოლე მოხრაკული ჭიები.
-ნუ მაზიზღებ ამ ყავასაც თორემ თავზე გადაგასხამ,ხომ მიცნობ და ჭკუა არ დამიშლის.
-ვინ მოგცა დიპლომი შენ და ვინ გადმოგილოცა კაბინეტი.არ ეშვებოდა მელანოს წვალებას
-წავალ ახლა სანამ ამჭრი ჭკუიდან,აბა დროებით.და კიდევ ის დრო რომ დადგება შენც ცოლს ჩემთან მოიყვან სამშობიაროდ,ბავშვს ვუბრძანებ რომ გარეთ არ გამოვიდეს.
-რა საოცრად საშიში ქალი გახდი შენ მელანო.
-არაფერიც,შენისთანა უარგისი მამა არ უნდა ჰყავდეს პატარას.
-რატომ ვარ უარგიოსი შენ მართლა უარგისო ქალო.ხელი გადახვია მელანოს და სიცილ-სიცილით გამოვიდნენ კაფეტერიიდან.დაემშვიდობნენ ერთმანეთს,ლოყები დაუწელა და დაუწითლა ერთი წამოთაქებაც მიიღო მელანოდან და ასე დაშორდნენ ერთმანეთს.მარიტას ლექციები დაუსრულდა და სახლში ტაქსით მიდიოდა,რომ ტაქსმა წითელზე გაჩერდა და გვერდით მიიხედა სადაც ნატა შეამჩნია უცხო მამაკაცს ეკამათებოდა,უეცრად მამაკაცმა ჩანთა წაართვა,საფულე ამოუღო და ჩანთა იქვე მიუგდო ფეხებში.ნატამ შეეწინააღმდეგა,მაგრამ ყელში წაუჭირა ხელი და რაღაც უთხრა მკაცრად.გაოცებული უცქერდა ამ ყველაფერს და მომენტალურად ვიდეოში დააფიქსირა რომელმაც კმაყოფილმა ჩაიცინა.ბედნიერი სახით შევიდა სახლში და უეცრად გული შეუღონდა,ვერანდის კარები გააღო და სახლი გაანიავა.
-ღმერთო ეს რა სუნია სახლში.შემდეგ პირზე აიფარა ხელი და სამზარეულოში შევიდა,ცოტა რომ დამშვიდდა ძალა მოიკრიბა და სამზარეულოში რაც კი საკვები მოიპოვებოდა ყველაფერი ნაგავში გადაყარა.სახლი მიალაგა და სანამ პრიალი არ აუვიდა ყველაფერს არ დამჯდარა.დაღლილი იყო და წყლის გადავლება უნდოდა რომ ალექსანდრეც მოვიდა.
-მარგარიტა სახლში ხარ?რა გვაქვს საჭმელი მშია მარგო კუჭი მაგინებს.
-არაფერი,სახლში არაფერი არ გვაქვს.ალექსანდრემ გაკვირვებულმა შეხედა და ეგონა მარიტა თუ ხუმრობდა,მაცივარი გამოაღო და თვალები გაუფართოვდა.
-გოგო მაცივარი რატომ არის ცარიელი.
-რაც იყო შიგნით ყველაფერი გადავყარე.
-რა ქენი?
-გადავყარე.
-რატომ?
-რა რატომ ალექსანდრე ყველაფერს საშინელი სუნი ასდიოდა.
-მარიტა კარგად ხარ?ხილსაც სუნი ჰქონდა?
-შენ წარმოიდგინე და ჰქონდა.
-ვაშლს სუნი ჰქონდა გოგო?ნუ გადამრიე შენ მე.
-ჰქონდა ხო ჰქონდა და მეც გავწმინდე მაცივარი.
-რძეს ვადა ჰქონდა გასული?
-რად გინდა რძე.
-რძეს მაინც დავლევდი,მშია.
-რძე რა კატა ხარ?
-მარიტა შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ და მე არა.შაბათს ხომ ვიყავით მარკეტში,ხომ ვიყიდეთ ყველაფერი.
-კი.
-მერე დღეს ორშაბათია და შაბათიდან დღემდე გაუვიდა ყველაფერს ვადა?
-რა გინდა მაგითინ რომ თქვა,მე გავსულელდი და ასე უმიზეზოდ გადავყარე ყველაფერი?ან რის თქმას ცდილობ,მე არაფერი არ ვიცი,ვერ ვგებულობ კარგს და ცუდს და შენ ყველაფერი გესმის და გებულობ?
-რა გემართება,მარიტა რა გჭირს შენ.მართლა გაოცებული ვარ,რადგან შენს ქცევას ახსნა არ აქვს.
-რატომ მიყვირი,რა დავაშავე.უთხრა და გული ამოუჯდა ტირილით.
-ღმერთო,შენ რაღაც გჭირს,რა პრობლემა გაქვს მარიტა მითხარი გთხოვ.
-არაფერი არ მჭირს.უთხრა ტირილით.ადგა და ტირილით წავიდა თავის ოთახში.ალექსანდრემ რომ დარწმუნდა ეძინა მარიტას ტელეფონით ჯორჯს დაურეკა.
-სად ხარ,სახლში მიდიხარ?თუ არ ხარ შესული სახლში არ შეხვიდე და წამოდი ჩემთან.
-რატომ,მიწისძვრა გამოაცხადეს და შეგეშინდა?
-ჯორჯ ისედაც ნერვებ მოშლილი ვარ და შენ ნუღარ დამიმატებ.
-რა დაგემართა, ეეეე,რა გჭირს რა საშინელ ხასიათზე ხარ.
-მარიტამ მომშალა ნერვებზე.
-რა გინდა მაგ წყნარ გოგოსთან,ალბად გააბრაზე.
-რა გავაბრაზე,აქეთ გამაბრაზა.რაც კი საკვებად გამოსაყენებელი რამ მოიძებნებოდა სახლში ყველაფერი გადაუყრია.
-რააა?რატომ.
-სუნი ჰქონდა ყველაფერსო.ვაშლიც არ დატოვა ვაზაზე დაწყობილი რომ შევჭამო.წამოდი და წამოიღე რა რამე საჭმელი მშია საზიზღრად.
-ვაიმე მშიერი დაგტოვა?გულიანად გაიცინა ჯორჯმა.რამდენიმე წუთში კი ალექსანდრესთან მივიდა დატვირთული და ორივემ გემრიელად მირთვა,რაც ხელუხლებელი კერძი იყო მაცივარში შეაწყვეს.ტელევიზორთან სხდნენ და თან საუბრობდნენ,რომ მარიტა გამოვიდა გვერდი აუარა ორივეს და წარბაწეული იდგა შუა სამზარეულოში.
-რა ხდება,რა გჭირს რას ათვალიერებ ასე მკაცრი გამოხედვით.შეეკითხა ალექსანდრემ.
-გასაოცარია,დღეს ყველაფერი გავწმინდე და სახლში მაინც სუნი დგას.
-ნერვრვებზე ნუ მშლი მარიტა და თქვი მაინც რისი სუნი დგას.
-შენ რა ჭამე,ნიორი?პირზე მიიდო ხელი,ალექსანდრეს ხელი კრა და სააბაზანოში გავარდა და კარი ცხვირის წინ მიუხურა ალექსანდრეს.
-არ ჩაკეტო კარი,გესმის?მარიტა,კარი გააღე,გოგო კარგად ხარ?ალექსანდრე შეშლილი იდგა სააბაზანოს კართან და ზედ აბრახუნებდა,ჯორჯი კი გაფითრებული იდგა და ვერ ინძრეოდა,ერთიანად გაშეშებულიყო და ადგილზე გაყინულიყო.გაფითრებული,თვალებჩაცვენილი გამოვიდა მარიტა და ისევ მაცივართან მივიდა,გამოაცარიელა და ყველაფერი გადაყარა.
-მარიტა წავიდეთ ექიმთან და გავიგოთ რა გჭირს რა გთხოვ.
-არაფერიც არ მჭირს,თუ ამ საძაგლობებს არ მოიტანთ და სახლს არ ააქოთებთ ამათი სუნით.თქვა და ისევ საძინებელში შევიდა.
-შეიცვალა,ეს დღეებია ვერ ვცნობ.სულ სხვა მარიტა დგას ჩემს წინ ალექს.მოიცადე,ექიმმა ხომ თქვა რომ შეიცვლებოდა,ნუთუ ანალიზის პასუხი დადებითია?
-ჯერ ადრეა,მაგრამ მელანომ შესაძლებელი არისო.თქვა ღიმილით ალექსანდრემ.
-წავალ ტესტი თუ რაღაცაა იმას ვიყიდი და მოვალ.ჯორჯმა სიხარულისგან თვალებ გაბრწყინებულმა შევიდა აფთიაქში და რამოდენიმე ცალი ტესტი იყიდა გოგოების დახმარებით და მალე დაბრუნდა.ალექსანდრემ ითავა მარიტას გაღვიძება.
-მარიტა ადე,გეყოს დღეს მთელი დღე გძინავს
-შემეშვი არაფერი არ მინდა,მეძინება და დამაცადე.
-გინდა,გინდა რომ ადგე.შენ შეიცვალე და მიზეზი უნდა გავიგოთ,რატომ.
-რას გულისხმობ.
-დამიჯერე ადე და გეტყვი.მარიტა ადგა და ჯორჯმა ტესტი მისცა ხელში და უთხრა.
-მოხმარების წესი იცი ალბად,თუ შემოგყვე მეც შიგნით.
-მანდ დარჩი.შეუღრინა მარიტამ და კარები მიუხურა.მოუსვენრად ელოდნენ და როგორც იქნა გამოვიდა,იქვე დაჯდა ორივეს უცქერდა და ისინიც უხმოდ უცქერდნენ მარიტას.მარიტამ ჯორჯს შეხედა და ხელით ანიშნა დამჯდარიყო.
-რა ხდება მარიტა აღარ იტყვი?
-ჯორჯ ცუდი არაფერი არ ხდება,გარდა იმისა რომ მიზანს მივაღწიეთ და აქ უკვე პატარა ზის,ნანატრი პატარა.ჯორჯმა სიხარულისგან გულში ჩაიხუტა მარიტა და შემდეგ მელანოს დაურეკა,საავადმყოფოში თხოვა მისულიყვნენ რადგან დარწმუნებულიყო ტესტის სიზუსტეში.ორივე ნერვიულობდა,რამდენიმე წუთში ნატაც მათ გვერდით გაჩნდა პირდაპირ მარიტასკენ წავიდა,მაგრამ ალექსანდრე რომ დაინახა უკან დაიხია რადგან ალექსანდრესი ძალიან,ძალიან ეშინოდა.მელანომ დაკვირვებულად გასინჯა მარიტა გაოცებული უცქერდა კომპიუტერის მონიტორს,შემდეგ ჩაიცინა ტელეფონზე შეტყობინება გაგხავნა.ჯორჯი ნერვიულად გადი-გამოდიოდა და შეტყობინების ხმაზე ტელეფონი ამოიღო და ღიმილით წაიკითხა.
-შემოდი ჯორჯ შენი შვილის გულის ცემას მოგასმენინებ.ჯორჯმა გაიღიმა,ნატას გვერდი აუარა შევიდა ისიც სადაც სხვები იყვნენ,სულ მალე კი ოთახში პატარას გულის ცემის ხმა გაისმა.
-რამოდენიმე თავ წამალს გამოგიწერ,რომ უცნაური შეგრძნებები მოგიხსნას,გულის რევასაც შეგიმცირებს რადგან ტოქსიკოზი გაქვს და გაგტანჯავს.
-მელანო ეს უცნაური წიკები რომ მოიშალოს რამე წამალი მიეცი,თორემ დამტოვა დღეს მშიერი და ყოველ დღე ასეთ სტრესში ყოფნას ვერ გავუძლებ, ჩემი იმუნიტეტი დავარდება.
-იმუნიტეტი შენ ახლაც დავარდნილი გაქვს.უთხრა მელანომ სიცილით.ყველა იცინოდა,მელანომ მარიტას მიუბრუნდა და უთხრა.
-როგორ გრძნობ თავს მარიტა.
-არ ვიცი,რაღაც უცნაურად.
-მაინც?
-რაოდენ დიდი პატივი დამდო ღმერთმა რომ ეს უცნაური შეგრძნნება მომივლინა,მელანო მე ვალდებული ვარ აქ ჩასახულ ემბრიონს გავუფრთხილდე,რადგან ის ჩემი მეორე სიცოცხლეა.არ მინდა ამ პატარა არსებამ უსიყვარულობა, ნერვიულობა, მრისხანება და სიძულვილი აქედანვე იგრძნოს და მის პატარა სულმა არ მიიღოს ტრამვები.დედას ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის,შვილები აძლიერებს ოჯახს,ისინი უფლისაგან მოიცემიან არა როგორც ტვირთის და სასჯელის სახით, არამედ როგორც ყველა ქალის კურთხეული გზა,ცხოვრების ჯილდო და ნუგეში.
-ჯორჯმა ახლოს მივიდა და მარიტას წინ ჩაიცუცქა.
-გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ალექსანდრე ძალიან ნერვიულობდა მარიტაზე და თითქოს წინასწარ იცოდა,რა ტკივილით სავსე იქნებოდა მისი გოლგოთის გზა,უმძიმესი ჯვრით.ბედნიერება ცხრა თვე უნდა ატაროს მისი სხელით და ცხრა თვის შემდეგ სხვას უნდა აჩუქოს ეს ბედნიერება,მაგრამ გაუჭირდებოდა თავად მარიტას შვილის დათმობა.დიდ იმედს იტოვებდა გულში,რომ მარიტა მისი გადადგმული ნაბიჯით ცხოვრების ღირებულებებს კიდევ უფრო კარგად დაინახავს.ტკივილს ნახავს,მაგრამ ის ტკივილი,ცრემლი და ნერვიულბა კიდევ უფრო გაზრდის მას და გამოაწრთობს ფოლადივით პიროვნულად,სულ სხვა მტკიცე და ძლიერ ადამიანად აქცევს.
-ღმერთო ძალა მომეცი და შემაძლებინე,მასწავლე მოთმინებით ლოდინი.თქვა ერთ საღამოს მოულოდნელად და ალექსანდრეს გვერდით დაჯდა.
-რა ხდება,მარგარიტა ხომ იცი წინ დიდი სირთულეები გაქვს.ნატა პირველი, მას უნდა ერიდო.
-ალექს გავუძლებ,ჯორჯს სიტყვა მივეცი და გავუძლებ ყველას შემოტევას.როცა ჯორჯს ვხედავ როგორ ელოდბა ამ სიხარულს,მიჭირს გამოვნახო სიტყვები და გადმოვცე ის გრძნობები,ემოციები რასაც მის თვალებში ვხედავ.მეც მედება მისი სიხარული და ამით ძალა მემატება.ალექს შევძლებ,ხომ გჯერა შენ რომ შევძლებ.
-ნუ ნერვიულობ,ასე თუ ინერვიულე ვერაფერს ვერ გავხდებით.ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე,რომ ყველაფერი კარგად იქნება.წინ უკეთესი ცხოვრება გველოდება,შევძლებთ,მარიტა ყველა ერთად შევძლებთ სიხარული შევინარჩუნოთ.იცი ხანდახან რას ვფიქრობდი?არ ვიცი შეიძლება დებილობას ვამბობ და გეწყინოს კიდეც,მაგრამ თუ არ გაამართლებდა ეს ანალიზი პირველივე ჯერზე,მინდოდა თავი დაგენებებინა ამ ყველაფრისთვის,რადგან არ მინდოდა ნატა გადაგკიდებოდა.ის მას შემდეგ შეიცვალა,რაც შენ გამოჩნდი.
-ვერ გავიგე ალექს,ნატა ხომ იყო თავიდან თანახმა,რატომ შეიცვალა აზრი.
-ეჭვიანობს,მაგრად ეჭვიანობს შენზე და ჯორჯზე.არასოდეს რომ არ უთქვამს ჯორჯისთვის მიყვარხარო ახლა უთხრა,მეც იქ ვიყავი მათ წინ.ტელეფონზე ურეკავს,გიჟდება როცა ტელეფონი გათიშული აქვს,გეფიცები სულ შეიშალა.სულ სხვა სახე დაგვანახა,ძალიან საშიში ქალი.
-რაღაც მინდა გითხრა,უფრო სწორად გაჩვენო.
-რა,სერიოზულია რამე?მარიტან ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს მისი გადაღებული ვიდეო აჩვენა.
-ეს რა არის.
-უფრო სწორად ვინ არის,ნატა არის.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,ტაქსში ვიჯექი და მაშინ გადაუღე.
-ჯორჯმა იცის?
-არა,არ მითქვამს.
-ეს,ეს საშინელი კაცია,ეს ნარკომანია.
-რა საქმე აქვს ნატას ამ ნარკომანთან.
-ეს გრძელი ისტორიაა,მაგრამ სიმართლე არის რომ ნატას რეალური წარსულია.
-როგორ,ნატა ნარკომანი იყო?გაუკვირდა მარიტას.
-იყო,იყო და სწორედ ამ ჭაობიდან ამოათრია ჯორჯმა.ამ კაცს რომ ჩამოშორებოდა ცოლადაც მოიყვანა,ბევრი უშალა გივიკომ ჩვენმა საერთო მეგიბარმა,მაგრამ არავის არ გაუგონა.
-გივიკო ვინ არის.
-არ იცნობ,საზღვარგარეთ არის წასული.ასე რომ,არ გირჩევ ამ ისტორიის ცოდნას,ერთ დეს ჯორჯი თავად გიამბობს.
ძველი გრძნობები ძლივსღა სუნთქავდა, მას ნელა-ნელა ბოღმა ანაცვლებდა,დღე დღეს ემატებოდა და მათ ურთიერთობას წარსულში მიაქანებდა.სად წაიღო მისი ადამიანობა? საკუთარი ხელით მოკკლა და დაამახინჯა ის რაც ჰქონდათ შემორჩენილი.მათ შორის აღარ იყო,აღარც სიყვარული და აღარც პატივისცემას.სასწავლებლიდან მოდიოდა და თავს ცუდად გრძნობდა,სადაც იყო წაიქცეოდა ძლივს მიაღწია სახლამდე,კარებს აღებდა,რომ ვიღაცამ ხელი კრა და კედელზე ზურგით მიახეთქა.
-რაც გინდა ის ქენნი და ეს ბავშვი მოიშორე.
-გააფრინე?სულ გათავხედდი და თავს გაგივიდა,ქალი ხარ თუ ქაჯი ხარ.შეუყვირა მარიტამ და თავადაც ხელი კრა.ხმაურზე ალექსანდრე გამოვიდა გარეთ და მარიტას მკლავში ხელი მოკიდა სახლში შეუშვა და შემდეგ ნატას დაუდგა წინ.
-არ გაბედო და მარიტას არ შეეხო,თორემ ჩემთან გექნება პირადად სალაპარაკო,აქამდე პატივს გცემდი,მაგრამ უკვე ისე გადააჭარბე გული მერევა შენს შეხედვაზედაც კი.
-განანებთ,ყველა გადამიდექით და ამას განანებთ.
-მოწეულში ხარ,გაკეთებულში თუ ტაბლეტები გაქვს მიღებული.
-რას გულისხმობ.გაფითრდდა ნატა.
-იმას ვგულისხმობ,რომ ისევ იმ წუმპეში ბრუნდები საიდანაც ოთხი წლის წინ ამოგათრია გიორგიმ და მადლობას როგორ უხდი.
-ტყუილია,არ არის მართალი.
-არ არის მართალი?აბა ამ ვიდეოს შეხედე კარგად.ნატა სერგის დაუბრუნდი?ამ ადამიანმა გაგაუბედურა და ისევ ამ ადამიანს ხვდები?წადი,წადიიი,აქ არ არის შენი ადგილი.ნატამ თავი დახარა და სახლიდან გავიდა,ალექსანდრემ კი გაბრაზებულმა გააყოლა თვალი.მარიტა ისეთი გაბრაზებული იყო,ვერც დაიძინა,ვერც დაისვენა ბოლოს წამოდგა ჩაიცვა გამომწვევად და სახლიდან გავიდა.უკვე კარებში გადიოდა,ალექსანდრემ შეხედა და გაოცებულმა უთხრა.
-სად მიდიხარ მარიტა.
-მომბეზრდა,მომბეზრდა ყველაფერი.
-მერე ასეთი ჩაცმული სად მიდიხარ.
-ჰაერი არ მყოფნის და უნდა გავიარო,რა ესეც შეზღუდული მაქვს?
-არ წახვიდე ასეთი ჩაცმული,მაშინ მეც მოვდივარ.
-არ გაბედო და არ გამომყვე.მარიტამ ისე მკაცრად შეხედა ალექსანდრეს რომ ალექსანდრე ადგილზე გაჩერდა.გავიდა თუ არა მარიტა გარეთ,ჯორჯს დაურეკა და უთხრა ყველაფერი.
-სად წავიდა ისე გაბრაზებული.
-არ ვიცი არ გამიყოლა.
-კარგი,კარგი შევხედე ტაქსი გააჩერა და უკან გავყვები,მოტოციკლრტით ვარ.რა მოხდა,რამ გადარია ასე.
-ვერ გავამტყუნებ,ჯორჯ ამოუვიდა ყელში ნატას მუქარები კარებთან წავასწარი თორემ ალბად კიბეებზე დააგორებდა.მიუშვი,მაგრამ თვალყური ადევნე შორიდან.
-კარგი,ვიცი სადაც მიდის ნაცნობ ბართან მივიდა.ჯორჯმა ტელეფონი გათიშა მარიტას ფეხ და ფეხ შეყვა,მაგრამ არ დაენახვა შორი ახლოდან უთვალთვალებდა.მხოლოდ მაშინ აასხა სისხლმა თავში,როცა მარიტას მისთვის კარგად ნაცნობი,მაგრამ უსიამოვნო ადამიანი მიუახლოვდა და რაღაც შესთავაზა.მარიტას თვალებში შიში იდგა,მაგრამ მაინც გაბედულად ეჭირა თავი.უცნობმა სასმელი შესთავაზა და ბარმენს თვალი ჩაუკრა,ბარმენმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,მაგრამ მასზე მომზირალ მკაცრ თვალებს ვერ გაუძლო და მიხვდა,რომ მარიტას უთვალთვალებდნენ,არაფერი არ გაურევია რადგან ბარმენი ჯორჯს იცნობდა და ჯორჯმა ანიშნა ეს არ გაეკეთებინა.მარიტამ ერთი დალია,მეორე,მესამე და უკვე თავს კარგად გრძნობდა.ჯორჯი წრიალებდა და არ იცოდა რა ექნა,რომ მას მაღალი ცისფერთვალება მამაკაცი მიუახლოვდა.
-მე ზაზა ვარ და მარიტას მე მივხედავ,ჩვენ ახლო მეგობრები ვართ,სოფელში კი კიდევ მეზობლები.
-მადლობა,არ წამოგყვება და უბრალოდ მიუშვი ზედმეტი არ მოუვიდეს.გთხოვ..............
-ვიცი ყველაფერი,არ არის საჭირო თხოვნა.ზაზამ ჯორჯს თვალი ჩაუკრა,შემდეგ მარიტასთან მივიდა და თავზე აკოცა.
-ჩემი გოგო,აქ არ გელოდი მე მეძებ?
-ზაზა მოხვედი?გაუღიმა მარიტამ თითქოს იმ წუთში მან ზაზაში მისი ღმერთი დაინახა.
-არ მელოდი?ხომ იცი რომ მარტო არასდროს არ ხარ ტკბილო.
-იცნობთ?შეეკითხა მამაკაცმა და აშკარად ეტყობოდა,რომ ზაზას მოსვლა არ ესიამოვნა.
-რა თქმა უნდა ვიცნობ,ჩემი საცოლეა.მარიტამ თავი ასწია და ზაზას შეხედა,რომელმაც მამაკაცის ჩუმად თვალი ჩაუკრა.-წამოდი დავჯდეთ ცოტა ხნით და შემდეგ წავიდეთ.ხელი გადახვია და მყუდრო ადგილისაკენ წაიყვანა.
-არაფერი არ დალიო მათი მოწოდებული,გესმის?მხოლოდ მე რასაც მოგაწოდებ ის შეგიძლია დალიო უშიშრად.
-აქ რას აკეთებ ზაზა.
-მე თუ შენ რას აკეთებ აქ მარიტა.
-მე უნდა გავერთო,ამის გამო გამოვედი სახლიდან.
-და აქ მოდი ამ ბარში,სხვა ადგილი ვერ ნახე გასართობად?ქრისტის რატომ არ დაურეკე,მარტო რატომ წამოდი.
-რა გინდა,ვინ გამოგგზავნა.შეუტია მარიტამ.
-არავინ,გეფიცები მე მარტო მოვედი ჩემით და ისე მოგიახლოვდი ვითომ საცოლე ხარ ჩემი.მარიტას საკმაოდ ჰქონდა დალეული და მისი საყვარელი მუსიკა ჩაირთო,წამოდგა და ცეკვა დაიწყო.ყველა მის გარშემო შეიკრიბა.ზაზა უკვე ბრაზობდა,ჯორჯი კი უფრო მეტად.უკვე გაბრაზება სიმხეცეში გადავიდა,როცა უცნობმა მამაკაცმა მარიტას წელში შეუცურა ხელი და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა,თან თვალებში უცქერდა,თითქოს პარტნიორისგან ერთ სიტყვას ელოდებოდა და ისიც გააქრობდა ადგილიდან.ზაზა წამოდგა მკლავში მოკიდა ხელი და გასასვლელისაკენ გაიყვანა,მაგრამ დაუსხლტდა ხელიდან და ცეკვა გააგრძელა.კბილები დააკრაჭუნა და მკაცრად უთხრა.
-გარეთ გელოდები ერთ წუთში.გარეთ გავიდა და იქ შორი ახლო დამდგარი ჯორჯიც დანახა.მართლაც წუთნახევარში მარიტა გარეთ გამოვიდა და ზაზას შეხედა გაბრაზებული თვალებით.
-რამე მნიშვნელოვანი უნდა მითხრა,ცეკვა რომ არ დამაცადე?
-შეგიძლია მითხრა,რას აკეთებ იქ იმ მამაკაცთან ერთად?
-ვერთობი,რა არ შეიძლება თუ თანხმობა უნდა ვთხოვო ვინმეს?
-შენ გრძნობ,რომ ყველა მამრი წამოდგა ფეხზე და შენზე ნერწყვს ყლაპავენ?
-სწორედ ესაა რაც მინდოდა,მინდა დაინახონ რომ მეც ქალი ვარ,ცოცხალი ქალი.
-მერე?უკანალი უნდა უქიცინო ყველას რომ შეგამჩნიონ?ხვალ რომ გნახონ სადმე და გითხრან,წუხელ მაგარი იყავიო,რა პასუხს გასცემ მათ მარიტა.
-აქ არავინ მიცნობს და ამიტომ ვარ თავისუფლად.
-არც მე გეგონა თუ გიცნობდი,მაგრამ გიცანი.შენ იქ არ ხარ ის მარიტა მე ვისაც ვიცნობ,შენ იქ სულ სხვა ხარ,ვიღაც აღვირახსნილი ქალი ხარ და ახლავეს წამოდი სახლში.
-ხოოოო?და შენ ვინ ხარ,მე რომ მიფრთხილდები?შენ რა პრობლემა გაქვს,ვინ ხარ შენ რომ მე რამე დამიშალო.
-მე მაქვს უფლება დაგიშალო აქ ყოფნა.მარიტას წინ გაბრაზებული ჯორჯი დადგა.
-ჯორჯ?ოხ,ბტონი ჯორჯიც აქ ბრძაბულა.
-მარიტა ნუ დაივიწყებ,რომ შენს სხეულში ბავშვია.
-ნუ ნერვიულობ მე ბავშვს არაფერს არ ვავნებ,თქვენ მე არ მიცნობთ კარგად.
-მართლა მეგონა გიცნობდი,მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა,არ გიცნობ ვინ ხარ.
-რააა?მარიტა ფეხმძიმედ ხარ?გაოცებულმა შეეკითხა ზაზამ.
-ხვალ ვილაპარაკოთ,ჩვენ.თითი მიადო გულზე ზაზას.
-წამოდი ახლა სახლში.უთხრა მშვიდად ჯორჯმა და ზაზას მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი.-მადლობა ზაზა.
-ახ,თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
-დიახ ვიცნობთ,რამე პრობლემა გაქვს?
-არა,არანაირი.
-მაშინ ფეხი გამოადგი და წამოდი.
-რა ძილის-პირული უნდა მიმღერო?
-ხო უნდა გიმღერი და დაგაძინო.
-არ მინდა სახლში,შიგნით შევად რადგან შემცივდა.ჯორჯმა ვეღარ მოითმინა მარიტას უტაქტობა და მხარზე გადაკიდებული მიიყვანა მის მოტოციკლეტთან.
-ჯორჯ მოდი მე წამოვიყვან მარიტას.
-მანქანით ხარ?ზაზამ თავი დაუქნია და მარიტა თავის მანქანაში ჩააჯინა,მიდიოდნენ წყნარად და ჯორჯი უკან მიყვებოდა გაბრაზებული.ზაზამ ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში მარიტა და იქვე დააჯინა მდივანზე მისაღებში,ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა.
-მაგარი ყავა მოუდუღე,უშაქრო რომ გამოფხიზლდეს.
-შეიძლება?
-არც დალევა შეიძლებოდა,მაგრამ დალია.ჯორჯიც შემოვიდა სახლში და მარიტას გვერდით დაჯდა.მარიტამ მხარზე დაადო თავი და ჩუმად თქვა.
-დავიღალე,მართლა დავიღალე ჯორჯ.არ მინდოდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა.სწორედ ამ ტკივილს გავურბოდი,იცი რა მტკივა ყველაზე მეტად?მოდიხარ,შემდეგ მიდიხარ და დღეები,კვირეები აღარ ჩანხარ,იკარგები.უკეთესია სულ ნუ მოხვალ,ნუ დამენახვები.შენი შარმი ხომ აქ მყავს,ჩემს სხეულში და მას დაველაპარკები.
-ერთხელ ჩავიდინე შეცდომა და იმ შეცდომას დღემდე ვნანობ.ახლა ის იქნება ჩემი შეცდომა,შენ თუ გაგიშვი ჩემი გულიდან და საერთოდ ჩემგან.
-ამიტომ წავედი და დავლიე დღეს,რადგან ძლიერ მეტკინა.ვიტირე კიდეც,მაგრამ არ მომეშვა გულზე.მინდოდა ისე დამელია ვერ გამეგო ვინ შემეხებოდა.
-ჩუ,ჩუ ეს მეორედ არ თქვა.შენ ვერავინი ვერ შეგეხება,გესმის?ვერავინი.
-რამე ხდება ან მოხდა თქვენს შორის?წარბაწეულმა შეეკითხა ჯორჯს ალექსანდრემ.
-ალექსანდრე მაგის დრია ახლა?შეუღრინა ჯორჯმა და ზაზამ ჩაიცინა.
-ზაზა დრო რამდენი უნდა ბოქსის სწავლას კარგად რომ ისწავლო.სერიოზულად შეეკითხა ზაზას ალექსანდრემ.
-არ დამჭირვებია ბოქსი მესწავლა, რატომ კითხულობ.
-უნდა ვისწავლო აუცილებლად,რომ ვიღაც ჯორჯ გურენს ცხვირ-პირი გაუერთიანო.
-ძალას კი არ მაძლევ,მართმევ იდიოტო.შეუღრინა ალექსანდრეს და მარიტა ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში.დილით თავი ვერ ასწია ისე ჰქონდა გაბრუებული და უნდოდა სრულ სიწყნარეში ყოფნა,კარები ალექსანდრემ რომ შემოაღო.
-გაიღვიძე მარიტა დაგაგვიანდება სასწავლებელში.ხელით ანიშნა მოკეტეო და საბანი თავზე გადაიფარა.
-ადექი გოგო,დაგაგვიანდებააა.
-გეხვეწები ნუ ყვირიხარ.
-რომ ყლაპავდი, რა გეგონა აბა.ადე, გინდა მოგეხმარო?
-რა ჩავიცვა დღეს,სიცივეა ძალიან?
-მზიანი ამინდია,მაგრამ არის სიცივე მაინც.ადგა,ჩაიცვა თავი მოიწესრიგა და სასწავლებელში ალექსანდრემ წაიყვანა,მკვდარივით შევიდა ლექციაზე რომელიც უკვე დაწყილი იყო.ზაზამ შეხედა მარიტას და უთხრა.
-გაბუნია საათი არ გაქვს სახლში?რატომ მოდიოდი 10 წუთში დასრულდება ლექცია.
-ბატონო ზაზა ცუდად................ვეღარ დაასრულა სიტყვა რომ ზაზამ სახეზე ფერი არ ჰქონდა მარიტას და ჩქარი ნაბიჯით მივიდა,ხელი შეაშველა და იქვე დააჯინა.
-რატომ წამოდი ასე ცუდად თუ იყავი,გინდა დაურეკო ალექსანდრეს ან ჯორჯს?მარიტამ თავი ასწია და ზაზას შეხედა,შემდეგ კი უთხრა.
-არ მინდა არცერთის დანახვა.ცოტა ხანში კაფეტერიაში იჯდნენ და წყნარად საუბრობდნენ,რომ მარიტამ თქვა ჩუმად.
-მშია.
-გშია?ადე წავიდეთ,მეც მშია.
-ლექცია არ გაქვს?
-არა,დღეს მარტო თქვენთან მქონდა ლექცია.წამოდგნენ ფეხზე და წავიდნენ.
-რას მიირთმევ,რას გთხოვს გული.
-ხაშლამას შევჭამ, სალათას და ყველი.
-აუუუ,ჩვენი პატარა ვაჟკაცია რადგან ვაჟკაცური საჭმელები მოითხოვა.მარიტამ გემრიელად მიირთვა და ზაზამ სიცილით უთხრა.-მოგიტანო ლუდი?
-არა,არ მინდა.ახლა ვლოცულობ რაც ვჭამე შემრჩეს.



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი თავი იყო.მომწონს და ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia15
ძალიან კარგი თავი იყო.მომწონს და ველი შემდეგ თავს

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამაბრაზა მარიტას საქციელმა. angry რაც არ უნდა ტკენოდა თავიდანვე იცოდა რას აკეთებდა და პატარაზე საფრთხე არ უნდა შეექმნა.ველი შემდეგს heart_eyes
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

მომწონს ძაან მაგრამ რაღაცნაირად პლაგიატის სუნი მცემს. ერთ თურქულ სერიალის ვამსგავსებ. ვერ ვხვდები ასეთ მწერალს პლაგიატი რაში გჭირდება (თ) ♡

 


№5 სტუმარი marina

kohag,kohagzalian kargi iko.velodebi uketesibisjen sakmes.❤❤

 


№6  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მარიამი
მომწონს ძაან მაგრამ რაღაცნაირად პლაგიატის სუნი მცემს. ერთ თურქულ სერიალის ვამსგავსებ. ვერ ვხვდები ასეთ მწერალს პლაგიატი რაში გჭირდება (თ) ♡

ძალიან ცდები საყვარელო რასაც ამბობ, rage ამ ისტორიაში არანაირი თურქული სერიალის არაფერი არ არის,კარგად იყურე ის ფილმი რომელსაც მიადარე და კარგად წაიკითხე მერე ეს ისტორია და დასკვნები მერე გამოიტანე,არ ვარ ცხვირმოუხოცავი თინეიჯერი ბავშვი პლაგიატურას მივმართო. kissing_heart

marina
kohag,kohagzalian kargi iko.velodebi uketesibisjen sakmes.❤❤

მადლობა მარინა დეიდა,გაიხარე. kissing_heart

La-Na
გამაბრაზა მარიტას საქციელმა. angry რაც არ უნდა ტკენოდა თავიდანვე იცოდა რას აკეთებდა და პატარაზე საფრთხე არ უნდა შეექმნა.ველი შემდეგს heart_eyes

მე კი არ გავამტყუნებ მარიტას,ამოუვიდა ყელში და თავის თავს მისცა ერთ საღამოს თავისუფლება. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

zia-maria
სტუმარი მარიამი
მომწონს ძაან მაგრამ რაღაცნაირად პლაგიატის სუნი მცემს. ერთ თურქულ სერიალის ვამსგავსებ. ვერ ვხვდები ასეთ მწერალს პლაგიატი რაში გჭირდება (თ) ♡

ძალიან ცდები საყვარელო რასაც ამბობ, rage ამ ისტორიაში არანაირი თურქული სერიალის არაფერი არ არის,კარგად იყურე ის ფილმი რომელსაც მიადარე და კარგად წაიკითხე მერე ეს ისტორია და დასკვნები მერე გამოიტანე,არ ვარ ცხვირმოუხოცავი თინეიჯერი ბავშვი პლაგიატურას მივმართო. kissing_heart

marina
kohag,kohagzalian kargi iko.velodebi uketesibisjen sakmes.❤❤

მადლობა მარინა დეიდა,გაიხარე. kissing_heart

La-Na
გამაბრაზა მარიტას საქციელმა. angry რაც არ უნდა ტკენოდა თავიდანვე იცოდა რას აკეთებდა და პატარაზე საფრთხე არ უნდა შეექმნა.ველი შემდეგს heart_eyes

მე კი არ გავამტყუნებ მარიტას,ამოუვიდა ყელში და თავის თავს მისცა ერთ საღამოს თავისუფლება. kissing_heart kissing_heart kissing_heart

სხვაგვარად შეეძლო განტვირთვა და არა უამრავ მთვრალ ადამიანთან,როცა არ იცი ზუსტად იქ რა მოხდება.თორემ არ ვამბობ ეს ყველაფერი არ დაღლიდათქო, პირიქით ბევრი მოითმინა და ითმენს კიდეც.
ბარემ აქვე ვიტყვი ნატა ძალიან საშიში გახდა.ალბათ ის ფული ყველა სერგის გამო მოხსნა ანგარიშიდან. იმედია თავის ადგილზე მოსვამს გიორგი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent