შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშანსოდ მტოვებ?! (1)


14-05-2018, 23:35
ავტორი jina
ნანახია 3 579

თბილისში ხმა გავრცელდა
–მარიამ გოდერძიშვილი დაბრუნდა...
– მეტრეველის ქალი ჩამოვიდა...
–აპატია და დაბრუნდა?!
–შესარიგებლად დაბრუნდა?!
–უყვარს და აპატია! რა მოხდა მერე?!
–სამაგიერო უნდა გადაუხადოს და იმიტომ დაბრუნდა!
ბევრი ასეთი ჭორი დადიოდა მარიამ გოდერძიშვილის საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნებაზე, დიდიი მითქმა–მოთქმა გამოიწვია ამ ფაქტმა, თუმცა გოგონას დაბრუნების მიზეზი მხოლოდ ამ უკანასკნელმა იცოდა...
***
–კეთილი იყოს შენი დაბრუნდება! დიდი სიყვარულითა და მონატრებით გადაეხვია ერთადერთი და
–ბარბარე... მხიარულად გადეხვია დას
–აღარსად გაგიშვებ! გეფიცები აღარსად გაგიშვებ! შენი დაბმა რომ დამჭირდეს არ გაგიშვებ! გადაჭრით თუმცა მაინც ღიმილიანი სახით „აფრთხილებდა“ ბარბარე.
მარიამი მისაღებ ოთახში შევიდა, ჩანთა სავარძელზე დადო, თავად კი დივანზე წამოგორდა
–მორჩა! აღარსად წავალ!
–ანუ რეაბილიტაცია დასრულდა? წარბაწეულმა, ეჭვნარევი მზერით ჰკითხა
–დასრულდა! თვალებდახუჭულმა წარმოთქვა–ცივი ყავა გამიკეთე რაა... არ გაუხელია თვალი ისე სთხოვა... ბარბარეც წამოხტა და მალევე ჭიქით ხელში დაბრუნდა
–იციი... (დაიწყო შეპარვით ბარბარემ) მთელი თბილისი შენზე ჭორაობს
–ანუ ხალხს ისევ არ აქვს საკუთარი ცხოვრება... მობეზრებულად უპასუხა
–შენზეც და მეტრეველზეც...(პაუზა გააკეთა) ამბობენ შესარიგებლად დაბრუნდაო...
მარიამს სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე
–დაე იჭორაონ! მე ვერაფერს გავაწყობ...
–მიკვირს რეაქცია რომ არ გაქვს... გულწრფელად უთხრა დამ
–ორი წელი დიდი დროა იმის გასაანალიზებლად რომ სისულელეებზე ისტერიკები არაა საჭირო...
–მიხარია... მართლა მიხარია რომ ძველი მარიამი დაბრუნდა... კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს...
–მიდი აბაზანაც გამიმზადე და ხვალიდან შენი მონა მე ვიქნები.. გაეკრიჭა მარიამი
–ოღონდ მიბრძანეთ თქვენო უდიდებულესობავ! რევერანსი გააკეთა და გაუცინა...
***
მარიამ და ბარბარე გოდერძიშვილები ძალიან ცნობილი არქიტექტორის–მერაბ გოდერძიშვილის ქალიშვილები არიან...
ბარბარე 21 წლის, ხოლო მარიამი 23 წლის არის...
დედა ბარბარეს დაბადებიდან 3 საათში გარდაიცვალა, მიზეზი გართულებული მშობიარობა იყო... ცალკე თემაა ის თუ როგორ გაზარდა მერაბმა ორი ქალიშვილი სრულიად მარტომ, ცოლის ერთგულად... ბავშვების მამა, დედა, ბებია, და, ძმა, მეგობარი, მრჩეველი თუ მასწავლებელი–ყველაფერი იყო და არის გოგონებისთვის! ურთულესი მოვალეობა დიდი შრომის და გარჯის ფასად საუკეთესოდ შეასრულა...
ბარბარე მესამე კურსის სტუდენტია, ჟურნალისტიკაზე სწავლობს, რასაც ხელს უწყობს მისი ხასიათი: ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, მეგობრული და ცნობისმოყვარეა...
მარიამი კი პირიქით, სერიოზული, გაწონასწორებული, დინჯი და მოზომილი სიტყვებით მოსაუბრე პიროვნებაა... თუმცა სამეგობროში მისგან მხოლოდ რჩება უდარდელი და ზეემხიარული გოგონა...
***
მეორე დილით მარიამი გაემზადა და დასთან დამშვიდობების გარეშე მამამისის ფირმისკენ გასწია...
კომპანიაში შესვლისთანავე ატყდა ჩურჩული, მასზე დაკვირვება, გადალაპარაკებები, კომენტარები და რეპლიკები ერთმანეთში, მარიამი კი თავაწეული ამაყი ნაბიჯებით მიდიოდა ლიფტისკენ, ღილაკს დააჭირა თითი და მის მოლოდინში მდგომი სწრაფად შებრუნდა უკან დ საზოგადოებას მიაპყრო მზერა
–თითოეული თქვენგანი საკუთარ ცხოვრებას ისე გულდასმით რომ განიხილავდეს როგორც სხვისას დარწმუნებული ვარ ბევრად საინტერესოს გახდიდით მას! სრულიად მშვიდად განუცხადა და ლიფტში შევიდა...
რომ გითხრათ საშინლად იყო ამ ფაქტის გამო, ან სული ეხუთებოდამეთქი მოგატყუებთ... იცოდა, რაც საქართველოში დაბრუნებისას ელოდა, მზადაც იყო...
ლიფტიდან გასვლის შემდეგ დაუკაკუნებლად შევიდა მამის კაბინეტში და წამსვე ადგილზე შედგა...
–უკაცრავად... გამშრალი პირიდან ძლივს ამოიღო ხმა
–მარიამ! მოესმა საშინლად ნაცნობი ხმა, საშინლად გამაღიზიანებელი, დამთრგუნველი, თითქოს ჭრილობები ხელახლა გაეხსნა, ყველა მტკივნეული კადრი ამოუტივტივდა...
ასეთი მწარეც არ ეგონა
ასეთი რთული არ ეგონა...
–გამარჯობა სანდრო! რამდენიმე წამში გონს მოეგო და უემოციოდ გააჟღერა სიტყვა...
–გამარჯობა... თავიდან ფეხებამდე აათვალიერი ბიჭმა მარიამი და გამომწვევი ღიმილით მიესალმა
მერაბი მისკენ წავიდა და ქალიშვილი გულში ძლიერად ჩაიკრა, მისი სურნელი ძლიერად შეისუნთქა... მარიამმა განიერ მხარ–ბეჭზე მკლავები შემოხვია და მონატრებულ სხეულს ძლიერად მიეკრა... იმ წამს იქ მათ გარდა არავინ არსებობდა, მხოლოდ მარიამი დამერაბი, მამა და შვილი, ორი ერთმანეთის ნაწილი...
–აღარ წახვიდე რაა! ბოხი და თბილი ხმით უთხრა
–აღარ წავალ! ნაზი ხმა გააჭღერა გოგომ...
–ბატონო მერაბ დაგტოვებთ! თორნიკემ უფრო ყურადღების მისაქცევად თქვა
–კარგი იქნება! უხეშობა არ დააკლო მარიამმა
–რაც შეეხება მარიამ შენს ჩამოსვლას! (ამჯერად მამა მომთხოვნი იყო) მგონი დროა სანდროსთან ურთიერთობა გაარკვიო
–მამა! შენთან კამათი არ მინდა, მითუმეტეს უსარგებლო თემაზე, ამიტომ ძალიან გთხოვ ნუ ჩაერევი...
–მართალია! სჯობს მე და მარიამმა გავარკვიოთ!
–შენ გაჩუმდი! თვალებიდან ტყვიის სროლა რომ შესძლებოდა მარიამს ალბათ თორნიკე სისხლად დაიცლებოდა, რადგან მრისხანებას აფრქვევდა...
–ბატონო მერაბ თურქი ინვესტორტები ჩამოვიდნენ, თათბირი ათ წუთში გაქვთ! მდივანმა თავი შემოყო და გააფრთხილა უფროსი გოდერძიშვილი
–კარგი საკონფერენციოში შეიყვანე მაგდა...–მარიამ უნდა დაგტოვო (წამოდგა და გოგონას გადაეხვია)–საღამოს შენ და ბარბარეს გელოდებით ჩემთან, რაც ცალკე გადავიდა მასაც ვეღარ ვხედავ! ამოიოხრა კაცმა
–კარგი! მხოლოდეს სიტყვა უთხრა, ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა, ამიტომ მიმავალ მერაბს ფეხებში მიჰყვა და კაბინეტი დატოვა..
სწრაფად ჩაირბინა კიბე, მანქანას რომ მიუახლოვდა ფანჯარაში უკანმდგომი სილუეტი დაინახა და მისკენ შებრუნდა
–მარიამ...
–ალექსანდრე მეტრეველო ერთ სიტყვასაც მეტყვი და აქვე გაგაფრთხობინებ სულს! მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ!
–არაფერს გეუბნები რა პონტში ვარდები?! საკმაოდ გამომწვევად ესაუბრებოდა
–შენი სახე მაღიზიანებს, საერთოდ რომ გიყურებ ვღიზიანდები! მაქსიმალურად ცდიოლობდა მარიამი რომ ემოციები არ გამოეხატა
–სადმე დავსხდეთ! უბრძანა ბიჭმა და ხელმკლავი გამოსდო, რატმქუნდა მარიამი ქაჯობას და ჯიკაობას არ დაუწყებდა ამიტომ დაჰყვა მის ნებას...
ოდნავ მოშორებით მყუდრო კაფეში ისხდნენ...
–გისმენ, დაიწყე რისი თქმაც გინდა, მაგრამ ძალიან გთხოვ ბოდიშები და გაცვეთილი ფრაზის „ეს ის არ იყო რაც გეგონა“–ს გარეშე... აგდებულად მიმართა
მეტრეველს ჩაეცინა
–ღადაობ?!
–და შენ?!
–ალექსანდრე მეტრეველი ბოდიშს რომ არავის მოუხდის უცხოა შენთვის?
–ნუთუ?! ვითომ შეიცხადა მარიამმა
–ცინიკის გარეშე რაა..(სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა) მოკლედ ბევრი ჭორი აგორდა შენ წასვლაზე, მერე ჩამოსვლაზე
–იჭორაონ მერე... სულერთია ჩემთვის... მხერები აიჩეჩა გოდერძიშვილმა
–რატომ ჩამოხვედი?! გოგონასთან ახლოს მივიდა და კვამლი შეაბოლა
–რაღაცეები დამრჩა მოსაწესრიგებელი...
–არადა ვიფიქრე ჩემ გამო დაბრუნდათქო, გაეცინა მეტრეველს
–შენს გამოც! ცალი წარბი ზემოთ ასწია
–თურმე მაგ ლამაზი ცისფერი თვალებიდან ისევ ვერ იუყურები კარგად! ირონია არ დააკლო სანდრომ–ჩვენი ურთიერთობა წუთიერი გატაცება იყო, უბრალოდ ერთი ღამის გართობა, ერთი ღამის სისულელე... ალექსანდრეს ირონია და ცივი ლაპარაკი მაინც სტკენდა, მისი უგულო ლაპარაკი, ცივი გრძნობები
–მაგრამ გული არ გაიტეხო! (თვალი ჩაუკრა წამიერად) მაინც მაგარი წყვილი ვიყავით, აბა ერთ ღამეში ცოლის მოყვანა ყველას კიარ შეუძლია, თან შენნაირი სექსუალურის!
–გაყრა მინდა! მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ...
–მოიცა, ცოტახანიც ვიყოთ რა ცოლ–ქმარი! ცინიკურად გაუცინა
–ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თავს არასრულფასოვნად გრძნობ, აბა საიდან ამხელა ღვარძლი და ბოღმა?!
–არასრულფასოვნება ჩემო კარგო ეს ჩემი საქმე არაა, უფრო მათი ვინც ვერ მაკმაყოფილებს! მაგრამ იქნებ რამე შეცვალე, ან ტექნიკა დახვეწე... ხრინწიანად წარმოთქვა ბოლო წინადადება
–რაიყო ბო*ი ეგაძე ვეღარ გაკმაყოფილებს? სიძულვილით ჰკითხა და ისე რომ მამაკაცის პასუხს არ დალოდებია კაფე დატოვა....
***
ძვირფასო მკითხველებო, ახალი ისტორიით დავბრუნდი...
ძალიან გთხოვთ ვინც წაიკიტხავთ ერთი სიტყვით მაინც დააფიქსირეთ აზრი, რადგან გავიგო ღირს თუ არა გაგრძელება ან რა კუთხით წავიყვანო სიუჟეტი...
პ.ს. სურათზე ჩემი ახალი გმირები მარიამი და ალექსი



№1  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს .მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი jina

mia15
საინტერესო ჩანს .მომეწონა.ველი შემდეგ თავს

მადლობაა <3

 


№3  offline წევრი black angel555

საინტერესო დასაწყისია :)

 


№4  offline წევრი jina

black angel555
საინტერესო დასაწყისია :)

ვეცდები მალე დავდო ახალი თავი

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Saintereso dasacyisiaaa, velodebi gagrzelebass

 


№6  offline წევრი Firefly

გააგრძელე მაგარია ძალიან. მალე დადებ?
--------------------
M.T

 


№7  offline წევრი jina

Firefly
გააგრძელე მაგარია ძალიან. მალე დადებ?

Vecdebi sagamos davdo, tu ver movaxerxe shuagamit davdeb ❤️❤️

 


№8  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ოჰოო უკვე მომწონს
მითუმეტეს
მთავარ გმირს მარიამიო,
ალექსანდრეოო :დ
ეხლა რა მოხდა წარსულშიი??
ინტრიგანოოო შეეეენ :დ :*
#ხოიციმიხარიხარმეშენ <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

პირველივე თავიდან რაღაცეები ახსენი და მომეწონა. სიუჟეტიც საინტერესო ჩანს. მარიამის სიძლიერც მომწონს. აი სანდრო კი საშინლად გამაღიზიანებელი და ცინიზმით სავსე ტიპია. მინდა მარიამმა ასეთი შესაშური სიმშვიდე არ დაკარგოს და როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება თავი არ დაკარგოს. მაინტერესებს შენებური მოვლენების განვითარება. თვალს აუცილებლად მივადევნებ ამ ისტორიას, ძალიან დიდი ინტერესი დამიტოვა. პ.ს. შენი წინა ისტორია რაღაც მიზეზების გამო ვერ წავიკითხე, ახლა მაგასაც ჩავუჯდები

 


№10  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
ოჰოო უკვე მომწონს
მითუმეტეს
მთავარ გმირს მარიამიო,
ალექსანდრეოო :დ
ეხლა რა მოხდა წარსულშიი??
ინტრიგანოოო შეეეენ :დ :*
#ხოიციმიხარიხარმეშენ <3

Chemo tkbilo <3 <3

Chikochiko
პირველივე თავიდან რაღაცეები ახსენი და მომეწონა. სიუჟეტიც საინტერესო ჩანს. მარიამის სიძლიერც მომწონს. აი სანდრო კი საშინლად გამაღიზიანებელი და ცინიზმით სავსე ტიპია. მინდა მარიამმა ასეთი შესაშური სიმშვიდე არ დაკარგოს და როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება თავი არ დაკარგოს. მაინტერესებს შენებური მოვლენების განვითარება. თვალს აუცილებლად მივადევნებ ამ ისტორიას, ძალიან დიდი ინტერესი დამიტოვა. პ.ს. შენი წინა ისტორია რაღაც მიზეზების გამო ვერ წავიკითხე, ახლა მაგასაც ჩავუჯდები

Dzalian gamexarda rom sakutari mosazreba daapiqsire<3 dzalian mnishvnelovaniA chemtvis <3
Imedia im istoriazec daapiqsireb azrs <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ველოდები შემდეგ თავს აუცილებლად და თან მალე

 


№12  offline წევრი jina

სტუმარი ნინა
ველოდები შემდეგ თავს აუცილებლად და თან მალე

Maqsimalurad vecdebi swrapi viyo :D

 


№13 სტუმარი დიკოსია

მომწონს მე მარიამი
ისიც მომწონს რო ბარბარეც ჩანს
მიყვარს ბევრი მრავალფეროვანი წყვილები
რაღაცას ვხდები ფაქტია ვიცი
მაგრამ არ მინდა გაბანალურო
და უბრალოდ დაშორო
მომწონს ეს ორი ერთად
და იმედია მარტო მე არ მომწონს
ისე უკეთესი იქმება ამათი წყვილი
სანდროს რო მოაგრეხს კისერს
რავქნა მიყვარს და ჰახო აბა
შენ იცი
და იმედია კაი ბოლო ექნება

 


№14  offline წევრი jina

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო,ცოტა ინტრიგაცაა რაც იმის საბაბს
მაძლევს შემდეგ თავებს მოუთმენლად დაველოდო

Madloba chemo kargo mixaria rom mogwons <3

დიკოსია
მომწონს მე მარიამი
ისიც მომწონს რო ბარბარეც ჩანს
მიყვარს ბევრი მრავალფეროვანი წყვილები
რაღაცას ვხდები ფაქტია ვიცი
მაგრამ არ მინდა გაბანალურო
და უბრალოდ დაშორო
მომწონს ეს ორი ერთად
და იმედია მარტო მე არ მომწონს
ისე უკეთესი იქმება ამათი წყვილი
სანდროს რო მოაგრეხს კისერს
რავქნა მიყვარს და ჰახო აბა
შენ იცი
და იმედია კაი ბოლო ექნება

Chemi es istoria winasgan gansxvavebit happy endit damtavrdeba <3 barbarec mnishvnelovani am istoriashi namdvilad :)

 


№15 სტუმარი დიკოსია

jina
meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო,ცოტა ინტრიგაცაა რაც იმის საბაბს
მაძლევს შემდეგ თავებს მოუთმენლად დაველოდო

Madloba chemo kargo mixaria rom mogwons <3

დიკოსია
მომწონს მე მარიამი
ისიც მომწონს რო ბარბარეც ჩანს
მიყვარს ბევრი მრავალფეროვანი წყვილები
რაღაცას ვხდები ფაქტია ვიცი
მაგრამ არ მინდა გაბანალურო
და უბრალოდ დაშორო
მომწონს ეს ორი ერთად
და იმედია მარტო მე არ მომწონს
ისე უკეთესი იქმება ამათი წყვილი
სანდროს რო მოაგრეხს კისერს
რავქნა მიყვარს და ჰახო აბა
შენ იცი
და იმედია კაი ბოლო ექნება

Chemi es istoria winasgan gansxvavebit happy endit damtavrdeba <3 barbarec mnishvnelovani am istoriashi namdvilad :)

ოჰო ეგ მომწონს მაშინ მიგულე შენს გვერდით;)))მომწონს მრავლფეროვანი გმირები თან ბევრი რო აი :)))ვიცი რო საოცარი ისტორია გამოგდის წარმატებები

 


№16  offline წევრი jina

დიკოსია
jina
meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო,ცოტა ინტრიგაცაა რაც იმის საბაბს
მაძლევს შემდეგ თავებს მოუთმენლად დაველოდო

Madloba chemo kargo mixaria rom mogwons <3

დიკოსია
მომწონს მე მარიამი
ისიც მომწონს რო ბარბარეც ჩანს
მიყვარს ბევრი მრავალფეროვანი წყვილები
რაღაცას ვხდები ფაქტია ვიცი
მაგრამ არ მინდა გაბანალურო
და უბრალოდ დაშორო
მომწონს ეს ორი ერთად
და იმედია მარტო მე არ მომწონს
ისე უკეთესი იქმება ამათი წყვილი
სანდროს რო მოაგრეხს კისერს
რავქნა მიყვარს და ჰახო აბა
შენ იცი
და იმედია კაი ბოლო ექნება

Chemi es istoria winasgan gansxvavebit happy endit damtavrdeba <3 barbarec mnishvnelovani am istoriashi namdvilad :)

ოჰო ეგ მომწონს მაშინ მიგულე შენს გვერდით;)))მომწონს მრავლფეროვანი გმირები თან ბევრი რო აი :)))ვიცი რო საოცარი ისტორია გამოგდის წარმატებები

Madlobasayvarelo<3

barbarebibileishvilii
გეფიცები, პირველი აბზაცი, რომ წავიკითხე კინაღამ გულმა მხეთქა. რამდენჯერმე დავიწყე მაგ სტილის ისტორიის წერა და სულ როგორც შენ დაიწყე, ისე ვიწყებდი მეც მაგრამ ბოლომდე ვერცერთი დავასრულე. მართლა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც დაიწყე ისე გააგრძელებ და ჩემი ისტორიით თუ არა აშენით მაინც ვისიამოვნო, თანაც ჩემს ისტორიას, რომ ვკითხულობ იმდენად ვერ ვგრძნობ როგორც წერისას და სხვის ისტორიას, რომ ვკითხულობ სხვანაირად ვგრძნობ, რომ არ იცი რა უნდა მოხდეს, რას იზამს და ა.შ.
ყველაფერზე მეტად მინდა, ეს ისტორია იმაზე უკეთ გაგრძელდეს ვიდრე დაიწყო და საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. იმედია, სხვების მსგავსად მეორე თავში არ გააფუჭებ პირველ შთაბეჭდილებას.
❤️❤️❤️❤️❤️

Vecdebi yvelamxriv gamartuli iyos da imedebi ar ggicruot<3

 


№17  offline წევრი jina

ლათინო
აუცილებლად გააგრძელე! საინტერესო სიუჟეტია და მეც დავინტერესდი იმით,თუ როგორ განვითარდება.
გელოდები :)))

Dzalian mixaria <3

 


№18 სტუმარი სასკე

აუუ რა კარგი იყოო❤❤ როდის დადებ გაგრძელებას?

 


№19  offline წევრი jina

სასკე
აუუ რა კარგი იყოო❤❤ როდის დადებ გაგრძელებას?

სავარაუდოდ ხვალ ღამით<3

 


№20  offline წევრი kaisha13

ძალიან მომეწონა კარგად წერ,თუმცა ვთვლი რო როგორც ავტორმა.შენ უნდა გადაწყვიტო რა როგორ წაიყვანო და გააგრძელო მოვლენები და არა მკითხველის აზრებით,ჩვენ უბრალოდ შეგიფასებთ...))) წარმატებები შენ

 


№21  offline წევრი jina

kaisha13
ძალიან მომეწონა კარგად წერ,თუმცა ვთვლი რო როგორც ავტორმა.შენ უნდა გადაწყვიტო რა როგორ წაიყვანო და გააგრძელო მოვლენები და არა მკითხველის აზრებით,ჩვენ უბრალოდ შეგიფასებთ...))) წარმატებები შენ

დიდი მადლობაძვირფასო <3

 


№22 სტუმარი სტუმარი ხატია

გაგრძელება არ დადეთ?

 


№23  offline წევრი jina

სტუმარი ხატია
გაგრძელება არ დადეთ?


Davde am wutas magram ar vici rodis atvirtavs admini

 


№24  offline წევრი sofo_sofia13

ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent