შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /სრულად/


15-05-2018, 00:19
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 63 199

მე თქვენ მაბედნიერებთ .მე თქვენ მიყვარხართ და მინდა რომ ეს ისტორია სრულიად უბრალო და მაინც ბრალიანი. თითქოს და მშვიდი ,მაგრამ მაინც მღელვარე ,მრავალი ემოციით სავსე ,ფერადი და თბილი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს ისე როგორც არაფრით გამორჩეული ბევრი შეპყრობილით სავსე ისტორია ჩემგან ,ავტორისგან რომელიც სრულიად გამოიფიტა,ემოციებისგან დაიცალა "შეპყრობილის" წერისას . იმედი მაქვს ბოლომდე წაიკითხავთ ისინი ვინც ახლა დაიწყებს კითხვას და არ ინანებთ რომ დრო დახარჯეთ "შეპყრობილებისთვის". არ ვიცი რამდენად არის ეს ისტორია ის რომანი რომელსაც კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებით,მაგრამ იმედია ცოტა ხანს მაინც დარჩება თქვენს გონებაში ჟღალი "ყვავილების ექიმი" და ნაცრისფერთვალება ფოტოგრაფი .
მაპატიეთ ყველა ემოცია რომელიც დაგაკლდათ, ყველა მომენტი რომელმაც იმედი გაგიცრუათ და ყველა შეცდომა რომელიც დარწმუნებული ვარ მრავლად იქნება...
................




შუქნიშანი წითელად ანათებდა ,მანქანები გაჩერდნენ, ზებრაზე გადაირბინა და შემდეგ შეჩერდა. ცხვირზე დაკოსილი სათვალე შეისწორა და სწრაფად ჩაირბინა საფეხურები. მეტროს სადგურში გრილოდა ,ისეთი შეგრძNება დაეუფლა თითქოს კანმაც შვება იგრძნო.
ხალხს შეერია ბაქანზე დადგა და მატარებლის გამოჩენას დაელოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, წინ იდგა და როგორც კი კარი გაიღო მაშინვე შევიდა თავისუფალი ადგილი იპოვნა და მაშინვე დაიკავა. საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა ამიტომ თითებში მოქცეული წიგნი გადაშალა და ჩანიშნული გვერდიდან განაგრძო კითხვა...
ერთი უცნაური თვისება ჰქონდა- ნებისმიერ ვითარებაში შეეძლო დაევიწყებინა ირგვლივ მყოფი ხალხი,ხმაური, გარემო და პირადი სიმშვიდით დამტკბარიყო. ახლაც იჯდა ხალხით სავსე გარემოში , იქ სადაც ხმაური არ წყდებოდა. უსმენდა რაღაც საოცარ მუსიკას და კითხულობდა სრულიად განსხვავებულ წიგნს,რომელიც არც გარემოს შეეფერებოდა,არც სიმღერას ,მაგრამ მაინც გატაცებით კითხულობდა, იღიმოდა ,ტუჩებს იკვნეტდდა და სახეზე უკითხავად ჩამოყრილ თმას ისწორებდა ,შიგადაშიგ ფეხს აყოლებდა მელოდიას.
თავად ვერავის ამჩნევდა,მაგრამ წინ მჯდომი ბიჭი უკვე თვალს ვეღარ აშორებდა. უყურებდა მის სპილენძისფერ თმას, ცხვირზე არსებულ პაწაწინა წინწკლებსაც კი ითვლიდა , წითელ ტუჩებზე თვალი გაუშეშდა, მისი თეთრი,გრძელი თითები და ჭრელი კაბიდან მომზირალი ფეხები ერთად ურევდნენ გონებას. ისე იღიმოდა თითქოს ნამდვილი არსების ნაცვლად საკუთარი წარმოსახვის ნაყოფს უყურებდა. საკუთარი გზაც კი დაავიწყდა, გოგონას მოძრაობებს მიჰყვებოდა.როგორც კი წიგნი დახურა მაშინვე დაეჭიმა სხეული ,შეეშინდა რომ დაკარგავდა. ჟღალთმიანს არც კი შეუმჩნევია ,ლაღად განაგრძო გზა. წიგნი ისევ თითებში ჰქონდა მოქცეული , პატარა ზურგჩანთაზე უამრავი ყვავილი იყო,ისეთივე ფერადი როგორიც მისი გრძელი ფრიალა კაბა. ამდენ ადამიანს შორის მხოლოდ ის ანათებდა, ბრწყინავდა და თან ბედნიერება მიჰქონდა. ბიჭს გულისცემა აუჩქარდა,მისი ხმა ესმოდა ყურებში და ისევ ისე იღიმოდა. შემთხვევით ვიღაცას შეეჯახა, პატარა გოგონა იყო ხელში წიგნებით, წონასწორობა ვერ დაიცვა და წიგნებიანად დაეშვა ძირს. უბრალოდ არ შეეძლო მისი მიტოვება, როდესაც გოგოს დაეხმარა,მოუბოდიშა და ირგვლივ მიმოიხედა ალისფერთმიანი გოგონა აღარსად იყო. მირბოდა, რამდენჯერმე დაეჯახა გამვლელებს,მაგრამ გოგონას მაინც ვერ მიაგნო . შუა გზაში იდგა თითებით თმას ირევდა და ისევ ცდილობდა წითელთმიანი გოგონას დანახვას ,თუმცა არაფერი გამოუვიდა . გოგონა უკვე ერთ-ერთ სადარბაზოში იყო, კიბეზე სწრაფად მიაბიჯებდა და ბოლოს ერთ-ერთი ბინის კარზე აკაკუნებდა
-მოხვედი ჟღალო?
-მოვედიი...როგორ ცხელა გარეთ მალე მზისგან დამცავი დამჭირდება- მეგობარს ლოყაზე აკოცა და ბინაში შევიდა. ჩანთა იქვე დადო წიგნს კი ხელს არ უშვებდა - ყავა მინდა ,ცივი ,ყინულიანი ყავა და ჭორაობაა
-პატარა ჭორიკანა რა გაინტერესებს?
-როდის გაჰყვები ჩემ ბიძაშვილს ცოლად...დაიტანჯა ბიჭი მე კი ხომ იცი ჯერ ის მიყვარს მერე შენ
-რა ცუდი ბავშვი ხარ ,მართალია ის შენი ბიძაშვილი
-ნუ მატყუებ ...ჩემი ბიჭი მაგას არ იტყოდა
-ისეთი საყავრელი ხარ ვერც კი გიბრაზდები
-ჩემი ლუკაჩოც საყვარელია , რატო არ მიყვები ცოლად?
-მთხოვოს ხელი და გავყვები ... შენ უფრო გინდა მგონი ჩვენი დაქორწინება ვიდრე შენს ლუკაჩოს
-მე პატარა ბავშვები მინდა...თან მათი მამიდა ვიქნები - ლაპარაკობდა, იღიმოდა და მთელი სახე უბრწყინავდა-ბანალური მიზეზია,მაგრამ მართლა დროა უკვე კარგიით რაა ორივე მუშაობთ,,ორივეს საკუთარი ცხოვრება და საქმე გაქვთ, ზრდასრულები ხართ მშობლებმაც იციან და გაახარეთ ჩემი საყვარელი ბიცო
-სად აპირებ ამ ზაფხულს წასვლას?
-მშობლების შვებულებას ველი და შემდეგ ერთად გადავწყვეტთ ... სავარაუდოდ ჩემი ძმის არჩევანს დავყვებით
-გამოცდებს როდის ასრულებს?
-ივლისში ... მე ისე ვღელავდი და მას არც ადარდებს,მგონი ჩვენ უფრო ცუდად ვართ ვიდრე თავად
-ჭკვიანი ბიჭია და ჩააბარებს ხომ იცი ,...აი შენი ყავაც
-მადლობა ტკბილოო - ყავის ჭიქას დახედა და ტუჩები გაილოკა- ეს რომ მიყვარს ისე არაფერი ...აი ყავაზე მეტად თუ მეყვარება ვინმე შეიძლება მეც გავთხოვდე- მოსვა ,ამოისუნტქა ისე თითქოს შვება იგრძნო და ფეხის თამაში განაგრძო
-გრეის 50 ელფერი თან მუქი ? ამას კითხულობ
-გუშინ ავიწყე, ხომ იცი ერთბაშად წაკითხვა არ მიყვარს და ნელ-ნელა მივყვები ... გზაში ვკითხულბდი
-მეტროში იჯექი და კითხულობდი ხომ? თან გრეის გარყვნილობებს
-საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის და ცეცხლოვანი სცენების გარდა ბევრი რამ არის ,ყველა წიგნს აქვს რაღაც რაც მას ღირებულებას აძლევს,...მთავარია დაინახო
-როგორ ახერხებ მეტროში კითხვას ვერ ვხვდები... მე საერთოდ მგზავრობის როს ვერ ვკითხულობ .მგონი უკვე მოვხუცდი
-სამსახურში რა ხდება? შენი ტირანი უფროსი როგორ გყავს
-კარგა, მოწოდების სიმაღლეზეა და ისე გვექცევა როგორც მონებს ,მალობა ღმერთს იგნორისა და თავშეკავების უნარი მაქვს
-ვინმეს ელოები თუ ფანჯარას რატომ არ შორდები?- არ გამორჩენია გოგოს მრელვარება და დაბნეული თვალები
-ორი დღეა შენი ლუკიტო არ გამოჩენილა და ვიცი ახლა რაღაც საოცრებას ამზადებს,ველი როდის მოვა...შენ გამოგაგზავნა?
-ჰმ, გგონია შიკრიკი ვარ?
-არ ვიცი ავირიე...მომენატრა - წარბები შეკრა და ტუჩები დაბრიცა- სად არის საერთოდ
-შენ ვერ მიწერე? ან ვერ დაურეკე ? როგორები ხართ ეს ქალები
-გამაბრაზა ,ხოდა კეთილი ინებოს და შემომირიგოს
-აი ხო უნდა შეურიგდე მაინც და ეს „შემომირიგოს“ რატო გჭირდება
-ჯერ კიდევ პატარა ხარ და არ გესმის ...თანაც შენი ბიძაშვილი არც ისეთი ანგელოზია როგორც შენ გგონია
-რამდენიც არ უნა ვისაუბროთ ასაკი არაფერ შუაშია ხასიათი განაპირობებს ყველაფერს, მმართველია და პირაად ჩემზე ასაკი არ იმოქმედებს - ყავას წრუპავდა და ისევ ისე მშვიდად იყო მიწოლილი სავარძელში - საღამოს გოგონები მოვლენ ჩემთან და ისე მეზარება კიდევ გარეთ გასვლა, ისეთი სიცხეა კანი მეწვის
-ჩემი ზამთრის გოგო ხარ შენ.. ფიფქებივით ფითქინა თეთრი რომ ხარ ერთად საოცრად ლამაზები ხართ...ხო მართლა ფოტოსესიაზე დათანხმდი იმ ფოტოგრაფს?
-არა ... ხომ ვერ მოვიშორე,გადამეკიდა -წარბები შეკრა და გაბრაზებული გამომეტყველება მიიღო - არ მინდა მოდელობა და თან ვიღაც უცხო კაცის წინ პოზიორობა ,არაბუნებრივი ფოტოები და მისი კარნახით მიღებული პოზები იმისთვის რომ კარგი ფოტო გამოვიდეს
-უარი ხომ უთხარი და რაღატომ ბრაზდები
-ვერ ვიტან როდესაც ერთ მტკიცე უარს ვერ იგებენ და მეორედ მიწევს განმეორება , მერე თანხები გაზარდა და ამან სულ გამაგიჟა...თან ფოტოგრაფი ის არ ყოფილა , სხვამ უნდა გადამიღოს თურმე და ის ბატონი არც კი კადრულობს მოსვლას ..ნუ რა შუაშია ,მაგრამ მაინც
-უნიკალური გარეგნობა გაქვს , შენს ადგილას დავთანხმდებოდი თანაც ჯერ კიდევ პატარა ხარ და არაა გვიანი ამ საქმის შესწავლა ...დარწმუნებული ვარ პროფესიონალი მოდელი გახდები
-არ მიყვარს, არ შემიძლია ზედმეტად შრომატევადი საქმეა, სულ ფორმაში უნდა ვიყო ,გადაღებებზე გადავიღლები და ჩემ ლამაზებს ვეღარ მოვუვლი ,მოვკვდები იმათ გარეშე ...ჩემთვის არაა სასიამოვნო სადღაც კედელთან ჯდომა და კამერასთან პოზირება ანდაც უცნაური სამოსის ტარება და მანეკენის როლში ყოფნა
-შენი „ლამაზები’ ჩემთან მოწყენილები არიან...აივანზე დავდე ქოთნები როგორც მითხარი,მაგრამ მაინც მოიწყინეს რა გავაკეთო?
-შეეჩვევიან გარემოს , წყალი ხშირად არ დაასხა ძალიან ცხელა და ისეთი ადგილი შეარჩიე სხივები საშუალოდ რო ხვდებოდეს
-მოვიდაააა - გოგო უცებ ჩამოხტა მაღალი სკამიდან და ტაში შემოჰკრა. 25 წლის ქალი პატარა ბავშვს ჰგავდა. ჟღალი კი სიცილს ვერ იკავებდა - ნუ დამცინი- უცებ აუწია წარბები და კარის გასაღებად გაიქცა. გოგონა შორიდან უყურებდა წყვილს, როგორ მოეხვია ანა ლუკას,ბიჭმა ჰაერში ასწია ,კარი მიხურა და ტუჩებზე დააცხრა
-ჩემო სიხარულებოო მეც აქ ვარ და ...კარს თუ მოშორდებით წავალ , „შერიგებაში“ ხელს არ შეგიშლით
-ჟღალო შენ აქ ხარ? - ბიჭი სიცილით მოშორდა შეყვარებულს და ბიძაშვილს გაუღიმა
-ზუსტად ვიცოდი რომ აქ გნახავდი ...- აკოცა და ჩანთა მხარზე მოიგდო- ახლა მე მივდივარ ჩემ ყვავილებთან , საღამოს თქვენც ამოდით
-მოიცა სად გარბიხარ
-მეჩქარება ,მართლა წიგნიც მინდა წავიკითხო ... ყვავილებსაც ვჭირდები ათასი საქმე მაქვს
ბინიდან ისევ მეტროში ჩასვლას აპირებდა ,მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ტაქსი გააჩერა. ქალაქიდან გადიოდა ამიტომ ეს საშუალება აწყობდა. ისევ ყურსასმენები მოირგო და წიგნის კითხვა განაგრძო . პარალელურად გზას ადევნებდა თვალს და როგორც კი ნაცნობი ჭიშკარი დაინახა მაშინვე გააჩერება სთხოვა მძღოლს .თანხა მიაწოდა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა.
ქვით ნაშენები ღობე მთლიანად ყვავილებით იყო დაფარული ,ხის ჭიშკარზეც ყვავილები იყო მიხატული და თაღს ცისარტყელას ფერები ქმნიდნენ . იქაურობის დანახვისას გაეღიმა , რამდენიმე წამს უყურებდა შემდეგ კი ეზოში შევიდა.
უზარმაზარი ეზოს ცენტრში პატარა აგურით ნაშენები სახლი იყო, წითელი სახურავით. ირგვლივ საოცრად იყო განაწილებული სხვადასხვა ხეები, ნაძვის , მუხის და ერთი უზარმაზარი პალმის ხე . ხეებს შორის ფერადი ყვავილები იყო მიმოფანტული . ჩიტებსი ხმა ყველა მხრიდან ისმოდა. გოგონა კი პირდაპირ ორანჟერიისკენ დაიძრა .მინის კარი გააღო და შიგნით შევიდა. მწკრივებში სხვადასხვა ყვავილები იყო ჩარგული, უამრავი ჯიში, ფერთა სიმრავლე და საოცარი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. მინის ჭერიდან მზის სხივებიც აღწევდნენ, უღრუბლო ცა საოცრად ჩანდა იქედან. პირადი სამოთხე ჰქონდა ჟღალს. პატარა ხის მმაგიდაზე დადო წიგნი ,ჩანთა სკამზე მოათავსა. თმები იქვე დადებული კალმით შეიკრა,ხელთათმანები მოირგო და საქმეს სეუდგა. რამდენიმე ყვავილი უნდა გადაერგო, ზოგიც უნდა მოეწყა, ყველას სხვადასხვა რამ სჭირდებოდა. დადიოდა და ღიღინებდა, საოცარი სანახავი იყო ყვავილებისა და გოგონას ურთიერთობა,თითქოს ერთმანეთს ავსებდნენ ,სილამაზეში ეჯიბრებოდნენ გამარჯვებული კი მაინც გაურკვეველი იყო. ღმერთმა აშკარად არ დაიშურა ძალები მათი შექმნისას ...
ყვავილებს რომ მიხედა სახლში გადაინაცვლა, იქაც ჰქონა რამდენიმე გამორჩეული ქოთნის ყვავილი . ყველაფერი მისი გემოვნებით იყო,ისე როგორც მას სურდა .ტბილი,კომფორტული, ბუნებრივი და უბრალო
საღამოს მეგობრებიც ესტუმრნენ. ყველანი ლუკამ მოიყვანა და ახმაურდა გარემოც.
-დაოოო ამაღამ მეც აქ ვრჩები ...
-ხვალ მასწავლებელთან არ ხარ ?
-ხვალ ვისვენებ...ზეგ გამოცდა მაქ და მშვიდად ყოფნა მჭირდება
-ანუ ჩვენ არ ამოვიდეთ პატარავ?
-გვანცაცუნააა პატარას ნუ მეძახი - თვალები აატრიალა ბიჭმა და ჟღალს გადახედა- შენი დაქალი მაბრაზებს
-კაი რა პაწაწო მიჭირს გააზრება რომ უკვე სკოლა დაამთავრე ჯერ კიდევ პატარა დრაკონიანი ტრუსით მორბენალი ბიჭი ხარ
-გვანცა გეყოფა თორემ მალე აფეთქდება
-შენ არ გახსოვს ლუკ ამის დრაკონიანი ტრუსი? აუუუ რამდენს ვიცინოდი ბავშვობაში - აკისკისდა გოგო ,მაგრამ ილიას მაინც არ ჰქონდა რეაქცია-რა ლოდი ხარ ბიჭო რა იყო ...აუ ის სპექტაკლი გახსოვთ? ცხვრის როლი რომ მისცეს ა რაღაც საოცრება ფორმა ეცვა,თავი კი აქვს ისედაც ხუჭუჭა
-შენ გახსოვს ყვავილების ფესტივალი რომ გაიმართა ვარდის როლი სხვას მისცეს და შენ სარეველა რომ იყავი
-ამ ბავშვს რატომ ახსოვს ჩემი ბავშვობის ყველა ტრამვა ვინმე მეტყის? -წამსვე აენთო გვანცა
-ილიკო შენ ის მითხარი გამოცდების დამთავრებას როდის ავღნიშნავთ
-ერთ კვირაში
-უკვე სტუდენტი იქნები...მოგვესწრო ბიჭი -ლუკამ მხარზე ხელი დაარტყა და მერე თავზე გადაუსვა ხელი- რატო მოიშორე კულულები ბიჭო რა არის ეს ხოტორა თავი
-ცხელა ... გაიზდება ისევ არ იცი როგორი თმა მაქვს -თავადაც გადაისვა გადაპარსულ თავზე ხელი.შემდეგ ფეხები გაშალა და თავი უკან გადასწია- რა სიმშვიდეა აქ არა?
-სულ მიყვარდა აქაურობა,მაგრამ ჩვენმა ჟღალმა ყველგან თავისი კვალი დატოვა
-რამდენ ხანს ვხატავდით გახსოვს? საღებავების საყიდლად რომ დავრბოდით
-უკვე სამი წელი გავიდა ...ახლაც მახსოვს დღის ბოლოს როგორი კამყოფილი ვიყავი იმ დაღლილობით.არასდროს განმიცდია დაღლისგან ასეთი სიამოვნება ,ვუყურებდი ჩვენს ნამუშევარს და ვბედნიერდებოდი- ანამ თქვა და ჟღალს გაუღიმა- შენ სადაც ხარ ყველაფერი მსგავს ეფექტს ატარებს
-მე კი ვიცი დაღლის შემდეგ კმაყოფილებას რა მოგანიჭებს, ამ დაღლით შექმნილი ნაუშევარიც ვიცი რომელი იქნება,მაგრამ ცოლად არ მოგყვებიო და რა გავაკეთო - მშვიდად თქვა ლუკამ,ისე თითქოს ძალიან სერიოზულ განცხადებას აკეთებდა. ანამ როგორც კი გაიაზრა მაშინვე წამოწითლდა და თვალები დაუბრიალა
-ისე იჭერს თავს თითქოს ჯერ არ დაღლილან იმ საქმით ... შედეგი არაა სახეზე თორემ არ კვდებით მუშაობით? - გვანცამ ეშმაკურად ააციმციმა თვალები და გაიცინა
-ამას ხო ვერაფერს გამოაპარებ...მე უკვე დიდი ხანია ეჭვი მაქვს რომ შენ რაღაც სახეობის ჯადოქარი ხარ დავამტკიცებ ერთხელაც
-კაი რა ლუკა ...კარგი რაა მეღადავები?
-აბა რატო ყოფ შენ პატარა ცხვირს ჩვენ საქმეში?
-შენ არ აჩუმებ ენას და იმიტომ...გვანცა რა შუაშია თავად წამოიწყე - ანა ჩაერთო და ასე დაიწყეს კინკლავი. ჟღალი უყურებდა და იღიმოდა, ყოველთვის ასეხდებოდა. სიმყუდროვე არ იყო თუ მსგავს კამათს არ დაიწყებდნენ. გიჟებოდნენ ერთმანეთზე, სულ ერთად იყვნენ ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ, ერთ ნაწილს წარმოადგენდნენ . ანა გვიან შეუერთდდათ ,მაგრამ ეს წლები საკმარისი იყო იმისთვის ,რომ მათი ნაწილი გამხდარიყო.ყველანი განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ბევრი რამ ჰქონდათ საერთო...
იმ ღამით სახლში მხოლოდ და-ძმა დარჩა. თავიანთ საძინებლებში ეძინათ , ირგვლივ ისევ ყვავილების სურნელი ტრიალებდა,სახლში მუდამ სითბო იყო როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო ,ტემპერატურის მიუხედავად სითბო მაინც იგრძნობოდა.
ჟღალს მშვიდად ეძინა,მაგრამ ბიჭი ვერ ისვენებდა. მშვიდ ზაფხულის ღამეს უცნობ წითურზე ფიქრობდა ,ბოლოს მიხვდა რომ ეს პირველი შეხვედრა არ იყო, მისი ფოტო ჰქონდა ნანახი რამდენიმე თვის წინ ,მაგრამ იქ პროფილში ჩანდა და ამიტომ დასჭირდა ამდენი დრო გასახსენებლად. შემდეგ მთელი გუნდი ააწრიალა და ბოლოს გოგონას ფოტოს უყურებდა
-მაინც ვერ გამექეცი ...გიპოვნე ლილია
მეორე დღე ჟღალისთვის ჩვეულებრივად დაიწყო,ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც გეგმაში ჰქონდა.არაფერი განსაკუთრებული,საუზმე, ყვავილები, სახლი და მშობლებთან გატარებული საღამო. ძმის გამხნევება გამოცდების წინ ჩვეულებად ექცა,მართალია არ ამბობდა რომ ღელავდა,მაგრამ მაინც არ ეშვებოდა საყვარელი დაიკო. თავს არ აბეზრებდა, ბუნებრივად უქმნიდა მშვიდ გარემოს.
ბიჭი სამსახურში მივიდა,მაგრამ ფოტოსესების ნაცვლად ახალი ხელშეკრულების დადება მოუხდა რის გამოც რამდენიმე თვით ქვეყნიდან წასვლა უწევდა. ვინაიდან არდადეგები იყო და უნივერსიტეტში პრობლემები არ შეექმნებოდა , შესანიშნავი შემოთავაზება იყო კარგი ანაზღაურებით დაისვენებდა კიდეც შესაბამისად სახლში წავიდა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა...
ერთ კვირაში ილია ბოლო გამოცდიდან გამოვიდა და იმ დღეს ყველაზე ბედნიერი იყო. სახლში როგორც კი შევიდნენ მაშინვე სიცილი დაიწყო
-აბა? სად მივდივართ ხვალ?
-მოიცა შვილო ჯერ ... შვებულება ხომ უნდა ავიღოთ მე და დედაშენმა
-მე და ლილია წავალთ მაშინ ბებოსთან... ლუკა მიდის ხვალ
-გვანცას მშობლები მთელი ზაფხული დაკავებულები არიან,მარტო იქნება და ისიც წამოვა
-კარგიი ახლა ისეთ ხასიათზე ვარ გვანცასაც ავიტან...მშია დედაააა ძალიან მინდა ქაბაბი ოღონდ შენი გაკეთებული და ხომ გამიკეთებ?- თვალები დააწვირლა და დედას ხელები მოხვია- დეეე-ლოყაზე აკოცა.ჯერ ერთზე მერე მეორეზე
-გამოვიცვლი და გავაკეთებ...
-მე შენ საყვარელ კრემიან ფუნთუშებს გავაკეთებ
-მეც გავალ გამოცებზე ასეთ პატივში თუ ვეყოლები დედაშენს და შენს დას- ხელი მოხვია შვილს მხარზე და გოგონებს გაუცინა
-რა გინდა მითხრა რომ ყურადღებას არ გაქცევ?
-მგონი ცოლი გამიბრაზდა...წავალთ ჩვენ გამოვიცვლით. მოწესრიგდით დაისვენეთ ბავშვებო და მერე მივირთვათ- ცოლს წელზე მოხვია ხელი გიგიმ და ლოყაზე აკოცა -ნუ გამებუტე ჟღალო
მშობლებს უყურებდა და იღიმოდა ილია რომ ჩაეხუტა . მის ხელებს თითები მოუჭირა და თავი მხარზე მიაბჯინა
-ჟღალო მიყვარხაარ
-მეც მეც მეც - ლოყაზე აკოცა და მერე კიბისკენ წავიდა-გამოვიცვლი და ჩამოვალ
მოწესრიგდა,კომფორტულად ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. დედასთან ერთად ამზადებდა. მამა ტელევიზორს უყურებდა და თან ლეპტოპში რაღაცას წერდა, მუშაობას სულ ახერხებდა. ბატონი ზემოთ ისვენებდა,მეგობრებს წერდა და გადაღლილ გონებას განტვირთვის საშუალებას აძლევდა
-აბა როდის დაასრულებთ? ისეთი სუნია მშია უკვე მეც
-მააა შეგიძლია გასინჯო
-არაა არ გაედო..ერთად დავსხდებით და მერე თან გჭია და ბოლომდე შეჭამ- დედამ ხელზე ხელი დაარტყა და ისიც წარბშეკრული უყურებდა ზემოდან
-როდის ვიყავი გაუმაძღარი ცოლო?
-როდის არ ხარ ქმარო?
-ასე ნუ მიყურებ
-დედა ,მამა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მესამე შვილზ ემუშაობას აპირებთ?- ილია გამოჩნდა და თეფშიდან ერთი აიღო -მმ რა გემრიელიააა
-რა წესია ილიკო?
-დეეეე დღეს გამონაკლისს ვიმსახურებ
-მსახიობი...
-აიღე ჭიქები და გამომყევი ვაჟბატონო- გიგიმ თეფსები აიღო და კარადის კარი ღია დატოვა-რაც მალე მით უკეთესი
-თეფშების და ჭიქების დაწყობა იცის მხოლოდ...ლილ ისეთ ბჭს გაჰყევი სუფრის გაწყობა შენ რომ გიხდებოდეს და სამზარეულოში თვითონ ტრიალებდეს
-უმადური რომ იქნები...ვის ჰყავს ჩემნაირი ქმარი
-რა დროს გათხოვებაა დედა? ბავშვია ჯერ
-ბავშვი შენ ხარ...მის ასაკში უკვე შენზე ვიყავი ფეხმძიმედ
-შენ და მამას ბაღიდან გიყვარდათ ერთმანეთი
-ტყუილია, ბაღში არ მიყვარდა. რომ ბრაზდებოდა თმებს მაწიწკნიდა, რა ანჩხლი გოგო იყავი
-არაა მე მოგეპარე და გაკოცე ლოყაზე
-ეს ისე გაკოცე ...დიდი ამბავი
-ხო როგორ არა ... გული გისკდებოდა ვინმე თმაზე რომ მეფერებოდა.ბავშვობიდან გიჟდებოდი ჩემზე
-ბავსვებო გესმით როგორ აუვარდა თავში? იცის ყველაზე კარგი ბიჭი რომ ვიყავი და ამაყობს ხედავთ?რა გაცინებთ - უცებ მოეგო გონს და უკან მდგომ ბავშვებს გახედა - უყურე რა უყურე როგორ დაგვცინიან ... რა იცით თქვენ სიყვარული ,მშვიდად ხარტ რა გენაღვლებათ 18 წლის რომ ვიყავი გეგმებს ვაწყობდი სად მემუშავა, რა მესწავლა
-და მე როგორ მოვეტაცებინე
-რომ არ მომეტაცებინე სულ არ გამომყვებოდი ცოლად და ლილია არ გვეყოლებოდა ...არც მომიტაცებიხარ, შენი ნებით ჩამიჯექი მანქანაში და სოფელში რომ წავედით არც გზაში კიოდი,არც სახლში და რომ გკოცნიდი რა ხმებსაც გამოსცემდი მგონი ეგ კივილი არ ყოფილა ხო?
-ნუ მიახლოვდები...ტუტუცო რას ლაპარაკობ ბავშვებთან
-რაღა ბავშვები ამხელები არიან ...იციან უკვე რომ წეროს დამსახურებით არ მოხვდნენ ჩვენთან...არც კომბოსტოში გვიპოვნია
-მე ხომ მინდორში მიპოვნეთ ,ლამაზ ყვავილებს შორის წითელთმიანი პაწაწინა ,თეთრი გუნდა დაინახეთ და ასე მომაგენით
-შვილო ჩემო,ლილია უმორჩილესად გთხოვ ჩემ შვილიშვილს ყვავილებს შორის ძებნას ნუ დაუწყებ
-ლილია არ გათოხვება,უახლოეს მომავალში ახლა კი მამავ ჩემო მივირთვათ სადილი თორემ გონებას დავკარგავ მალე - ლილიასთვის სკამი გამოსწია,გოგონაც დაჯდა .თავად გვერდით მიუჯდა
-ხანდახან მგონია რომ სერიოზულად რამეს დაუშავებს ლილიას შეყვარებულს
-მამა , ჯერ არ ჰყავს შეყვარებული და მერე ვნახოთ როგორი ბიჭი იქნება
-გეყოფა ხუმრობა,მართლა დაიჯერებენ მალე ხომ ხედავ
-კარგი ხო ... ჭამის დროს საუბარი არ შეიძლება
რა თქმა უნდ ავერ მოისვენეს და კიევ ბევრი ისაუბრეს. იცინეს და გაერთნენ, ბოლოს ყველანი მისაღებში ისხდნენ და ზაფხულის გეგმებს აწყობდნენ.
...........................
ბებოსთან და პაპასთან სოფელში დრო შესანიშნავად გაატარეს. გვანცა განსაკუთრებით დიდ პატივში იყო.ლუკას მშობლებიც თავს ევლებოდნენ და მოკლედ ამ გრილ,მშვიდ და ლამაზ ადგილას დრო სწრაფად გავიდა.
ზღვაზე წავიდნენ, ოთხივენი ერთად . მთელი შვებულების იქ გატარებას აპირებდნენ,მაგრამ ახალმა ამბავმა უკან ,თბილისში დააბრუნა ოჯახი. ლუკა და ანა დაქორწინდნენ... აი ასე ყველასგან შორს მთაში დაიწერეს ჯვარი და უკან სამი დღის შემდეგ დაბრუნდნენ. განაწყენებულ სიდედრს მარტო ლუკა ვერ შემოირიგებდა,მთელი ოჯახი სჭირდებოდა ამიტომ ერთად შეიკრიბდნენ ჩიქოვანები ახლად შეძენილი ნათესავების გასაცნობად .
-მგონი გადავრჩით და ნელ-ნელა ნებდება ჩემი სიდედრი
-მოიცა ახლა გადავრჩეთ და მერე მე მოგივლით ორივეს...როგორ დაგვჩაგრეთ და არაფერი გაგვაგებინეთ
-სიურპრიზი გაგიკეთეთ ყველას ,რატო ხარტ უმადურები?
-ანა რატომ ხარ ჩუმად-ლილიამ არ მიაქცია მათ კამათს ყურადღება და ახლად „გამომცხვარ“ რძალს გაუღიმა
-ვერ ვიფიქრებდი რომ ასე ეწყინებოდათ...თვითონ მეუბნებოდნენ როდის მიჰყვები იმ ბჭს ცოლად ჩვენც დავიტანჯეთ და ისიცო
-მიშველეთ რამე რა,მე უძლური ვარ...გული გამისკდება მალე ,ასეთს რომ ვუყურებ ცუდად ვხდები- ლუკამ წარბები შეკრა და ცოლს თვალი გაუსწორა -სადაცაა ვიფიქრებ რომ ნანობ
-ხომ იცი რომ არ ვნანობ, რატომ არ გესმის ჩემი
-მესმის,მაგრამ არ მინდა,არ შემიძლია ცუდად რომ ხარ- გოგოს წინ ჩაიმუხლა და ხელები დაუკოცნა.თავი ფეხებზე დაადო და ქვემოდან ახედა- ვუძლურდები ანიკო
-ვაიმეე ახლა ვიტირეეეეებ....სულ ასე მიშვებიან რომ მინდა ვბრაზობდე რამე სიყვარულობას ჩაიდენენ და გულს მიჩუყებეეეეენ რატომ ხართ ასეთი კარგებიიი - გვანცა აზლუქუნდა,ცრემლები სდიოდა და მუჭით იმშრალებდა
-ოხ ეს ქალები! რა გატირებს გვანცაა დადგა გუბე
-ნახე რა საყვარლები არიან...შენ როდის გახდები ასეთი კარგი ბიჭო წადი ისოვე გოგო
-დატკბობა და დამშვიდება შენ გჭირდება,მე ისედაც კარგად ვარ - თვალი ჩაუკრა და ფანჯრის რაფაზე შემოხტა
ლილია გვანცას ეხვეოდა და ერთად უყურებდნენ წყვილს,რომელსაც სავარაუდოდ არც კი ახსოვდა მათი არსებობა.
ბოლოს სუფრასთან ისხდნენ, ცეკვავნენ,მღეროდნენ,უკრავდნენ და დალოცვებს უსმენდნენ.
ლილია ისევ ანათებდა, ბედნიერეისგან,სიხარულისგან და ემოციებისგან . ისე იღლებოდა ბოლოს რომ ერთი ამოსუნთქვით მოდუნება სჭირდებოდა. საყვარელ საწოლში დაწვებოდა,ბალიშს ჩაეხუტებოდა და წამსვე მშვიდი,ჩვილის ძილით იძინებდა. ყოველთვის უშფოთველი ძილი ჰქონდა , ნებისმიერ ვითარებაში ,თითქოს მისი ანგელოზი არასდროს ტოვებდა.
ამჯერადაც გვიან დაბრუნდნენ,გიგი საკმაოდ მთვრალი იყო და იას ეხვეოდა
-იცი როგორ მიყვარხარ იაკო?
-ვიცი, ყველამ იცის და გთხოოვ ასე ნუ მიყურებ
-როდის უნდა გადაეჩვიო ამ გაწითლებებს 22 წელია ჩემი ცოლი ხარ ტო - გაიცინა და აწითლებულ ლოყაზე აკოცა- არ გადაეჩვიო რა ,მიყვარს მე შენი წითელი ლოყები
-მამა მოწოდების სიმაღლეზეა-ილიკომ გაიცინა და დედისგან თვალების ბრიალიც მიიღო-კარგი რა დე, ზოგი დალევის შემდეგ გიჟდება იგინება და ჩხუბობს შენ სიყვარულს გიხსნის, დააფასე ჩვენი მამიკო
-აი ჩემი კაცი, რატო მინდოდა ბიჭი ...აბა შენი ჟღალი დგას და იღიმის კი არ გამომესარჩლება ჩემი სიხარული,ჩემი პეპელა
-პეპელა და ია ... მე და შენ ვინ ვართ მამიკო?
-მე და შენ ვართ მებაღეები ლილიას და იას უნდა მოვუფრთხილდეთ და მოწყენის საშუალება არ მივცეთ... მერე შენ შენ ყვავილს იპოვნი და ლილიასაც გამოუჩნდება თავისი პირადი მებაღე ,რომელთანაც განსხვავებულად აყვავდება .მე კი ჩემი ლურჯთვალა ია დამრჩება მხოლოდ....- საუბრისას გაიაზრა თიტქოს მომავალი და უცებ დასერიოზულა- სწორი ხარ ჩემო ბიჭო შენ,ლილიას გათხოვება არ შეიძლება! მორჩა დაისვა წერტილი , მოსამართლემ განაჩენი გამოვიტანე ახლა გაიქეცით თქვენ ოთახებში ...გვიანია
-როგორც იტყვით ბატონო ჩემო - ილიკო რევერანსით დაემშვიდობა,დედას ლოყაზე აკოცა და სიცილით აირბინა კიბე. ლილია ისევ მშვიდად ისმენდა მათ საუბარს, ყოველთვის სწორად იღებდა ადამიანების სიტყვებს და უარყოფითი მხრიდან არ განიხილავდა. სხვა მის ადგილას იტყოდა რა უფლებით განსაზღვრავთ ჩემს ბედსო,ის კი უბრალოდ უსმენდა წინასწარ არასდროს ცოფდებოდა,თუმცა როცა საჭიროება იყო თავს იცავდა , არასდროს არღვევდა ზღვარს და სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებდა. არ ყოფილა მის ცხოვრებაში სიტუაცია როდესაც ბრაზი გონებას დაუბინდავდა და აზროვნების უნარს დაუკარგავდა.
ყველას უყვარდა, არავის შეეძლო მასთან კამათი,მიზეზს არავის აძლევდა ძალიან ბოროტი და ჩხუბისთავი უნდა ყოფილიყო მიზეზი რომ ეპოვნა . იმენად უცხო გარეგნობა ჰქონდა ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში იყო და ეს მაინც უმაღლებდა თვითშეფასებას, არასდროს ყოფილა ქედმაღალი ,მაგრამ მაინც გულის სიღრმეში კმაყოფილებას განიცდიდა როდესაც კომპლიმენტებით ავსებდნენ, ეფერებოდნენ და მის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ.
ქორწილის გამო იმდენა ბედნიერი იყო, ყველა წყვილზე საუბრობდა და მათზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი. ნივთების გადატანა, ახალ გარემოსთან შეჩვევა და ახალი სტატუსის მორგება სჭირდებოდა ანის,გოგონებიც მასთან იყვნენ ლუკა წუწუნებდა ცოლთან მარტო ვერ დავრჩიო,მაგრამ როგორც კი დალაგდნენ მაშინვე შეიცვალა სიტუაცია.
როგორც იქნა ილიკოს გამოცდების პასუხებიც გაირკვა და ისიც ცხადი გახდა რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდა და უკვე მართლა აღსაღნშნად ჰქონდათ საქმე. გიგიმ შვილის შრომა ასე უკვალოდ არ გაატარა და დაბადებისდღის საჩუქარი წინასწარ გადასცა. რა იქნებოდა თუ არა ილიკოს ნანატრი მანქანის გასაღები.
მანქანას იაკოს ნერვიულობა მოჰყვა, ყოველი სახლიდან გასვლის წინ გაფრთხილება“ნელა იარე“ და გახშირებული ზარები.
-აბა საით წავიდეთ ქალბატონებო?
-მანქანის მართვას როდის გვასწავლი?
-მე? მე რომელი მასწავლებელი მნახეთ იარე კურსებზე
-აუუ ვიღაც კაცისგან რას ვისწვალი ილიკოო გვასწავლე
-მრავლობითში ნუ საუბრობ, მე მანქანით სიარულს სულ ფეხით სიარული მირჩევნია .საჭესთან ჯდომისას ვერც წიგნს წაიკითხავ ვერც ყურადღებას მოადუნებ
-მით უკეთესი,მარტო მე მასწავლე
-მადროვე ... სხვა დროს გასწავლი.ხომ იცი ისედაც
-მოწმობას ასე ვერ ავიღებ...ცოტა პრაქტიკა მჭირდება
-პირდაპირ მიტხარი რომ ჩემი „ბიემდაბლიუს“ განადგურება გინდა , პირდაპირ ჯართში რომ მოხვდეს
-სამჯერ დააკაკუნე , ენამ არ გიყივლოს შე კაცო ...
-ამდენს რატომ საუბრობთ არ მესმის,კარგად ვიცით რომ ბოლოს გასწავლის და გვანცა რომ უპასუხისმგებლო არ არის და გიჟივით არ ატარებს შენს მანქანას მგონი ესეც ცხადზე ცხადია
-საყვარელო დარწმუნება გვჭირდება და გარკვევა,გვადროვე
-კარგი ,მაშინ ხმადაბლა ისაუბრეთ მე ხედებით მინდა დავტკბე- ისევ მინას მიადო თავი და ყურსასმენები მოირგო. გარეთ წვიმდა, უკვარდა ზაფხულის წვიმა, საოცარი შეგრძნება იყო როდესაც სითბო და სიცივე ერთმანეთს ერეოდა .
მანქანა რომ გააჩერა პირველი გადმოვიდა ქოლგა გაშალა და გოგონებს შემდეგ გაუღო კარი. ორივემ ხელკავი გამოსდო და ისე დაიძრნენ შენობისკენ
-როგორ წვიმს...დავსველდი
-სასიამოვნოდ გრილა არა?
-ეს გოგო გამაგიჟებს...
-16 წლია ასე გაგიჟებ
-მერე ვერ ხედავ როგორ ვარ?
-ჩემ დას შენს ბუნებრივ ,ღვთისგან ბოძებულ სიგიჟეს ნუ დააბრალებ
-კარგი ხო,მართალი ხარ
-როგორ მიყვარს როდესაც რამე გჭირდება,ამ დროს როგორი დამყოლი ხდები
-ბოროტო სულო !
-მეც მიყვარხარ არაბიოლოგიურო დაო
-ვერ გიტან ასეთი საყავრელი რომ ხარ- სახე დამანჭა და ლოყაზე აკოცა
მეგობრის დაბადებისდღე იყო და არდადეგების მიწურულს პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ლილია ხმაურმა დაღალა და აივანზე გასვლა გადაწყვიტა, გარეთ ჯერ კიდევ წვიმდა და ზუსტად იცოდა რომ იქ ამ დროს არავინ იქნებოდა. დადგებოდა ამ საოცარ სიგრილეში ,მკლავებს გაშლიდა და წვიმის წვეთებს შეიგრძნობდა . ისე როგორც ყვავილი წვიმისას.
ხელისგულზე ეცემოდა წვრილი წვეთები და იღიმოდა.თვალები დახუჭა ,კანი ნელ-ნელა ეყინებოდა,სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში. ბოლოს მიხვდა რომ სიცივის ზღვარზე იყო და სანამ კანკალი დაეწყებოდა უკან შებრუნდა. კართან ბიჭი იდგა, სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოექცია, ყურზე მობილური ჰქონდა მიდებული ,ვიღაცას ესაუბრებოდაა და ხელში კამერა ეჭირა . ლილიამ წონასწორობა ვერ დაიცვა, იმაზე მეტად სციოდა ვიდრე გრძნობდა და ბიჭს შეეჯახა. ბიჭმა გაურკვევლობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა, ინსტიქტურად გაუშვა კამერას ხელი და გოგონას წელს შემოხვია მკლავები. ლილიამ ინსტიქტურად წამოიკივლა და ხელები ყელზე შემოხვია ბიჭს ,სიგარეტის კვამლი თვალებში მოხვდა , უეცრად მონაბერმა ქარმა კაბაც აუფრიალა, მისი თმების სურნელი კი ბიჭს შეაფრქვია . ასე ერთმანეთზე აკრულები იდგნენ,ბიჭი უყურებდა და ვერ იჯერებდა რომ დაბრუნების პირველივე დღეს შეხვდა ჟღალს
-კარგად ხარ?
-მე ... მაპატიეთ ვერ დაგინახეთ იცით მე ...თქვენი კამერა და მობილური - თვალებს აცეცებდა და უკან დახევას ცდილობდა. ბიჭმა ხელები მოაშორა ,მაგრამ თვალს არ აშორებდა. სიგარეტი სასწრაფოდ მოიშორა და გოგონას გაუღიმა
-დამშვიდდი კამერას არაფერი მოსვლია და მობილურის გამოცვლას ისედაც ვაპირებდი,შენ უბრალოდ მოვლენები დააჩქარე-გოგონამ ახლაღა შეამჩნია კამერა რომ ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული,მობილური კი ძირს ეგდო და სავარაუდოდ სიკვდილს ებრძოდა-მეც ცუდად ვიდექი,ჩემი ბრალია ...ვერ დავინახე აივანზე თუ ვინმე იყო ,ბნელა .შენ სულ გაყინული ხარ, რა გინდოდა აივანზე ამ როს ?ნახე როგორ წვიმს - ისე ბუნებრივად მოხვია ხელი მხრებზე და მიხურა კარი ,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. მისი გაყინულ ხელებს თითები მოხვია და აკოცა კიდეც- მალე გათბები -ჯერ კიდევ მისი კანის გემო აბრუებდა, გოგონას სახეს აღარ უყურებდა ,ქვემოან რომ ახედა და მისი გაოცებული სახე დაინახა უცებ გამოფხიზლდა და წელში გასწორდა
-მაპატიეთ მობილურის გამო, სხვა რეაქცია რომ გქონოდათ გეტყოდით რომ ახალს გიყიდდით,მაგრამ აშკარად არ ღირს შემოთავაზება-უკან დაიხია, ბიჭს უყურებდა და გული საშინელი სისწრაფით უცემდა, ამას გაყინული სხეული და თითებზე შემორჩენილი სითბო ემატებოდა. წელის არეც თითქოს ისევ ეწვოდა მისი შეხების გამო. უცებ შებრუნდა და წავიდა,ისე თითქოს გარბოდა, უკან არ მიუხედავს ,მაგრამ გრძნობდა როგორ უყურებდა ბიჭი.
-სულ როგორ გარბიხარ, მგონი ჩემი გაცნობის გეშინია ...აქ საიდან გაჩნდი ,ღმერთო რა გინდა მითხრა?- თავზე ხელი გადაისვა და ამოიოხრა.შემდეგ აივანზე დავარდნილ მობილურს მიუბრუნდა.ბოლოს დაბრუნდა მაგიდასთან სადაც მისი მეგობრები ისხდნენ
-სად ხარ ამდენ ხანს...სუფთა ჰაერზე გახვედი თუ მთაში აირბინე შე ჩემა
-ფოტოებს გიღებდით...აჰა დაათვალიერე
-მოკლედ რაა...ეს და ამის ფოტოაპარატი
-მეტი არ მინდა ცუდად გამოვიყურებოდე
-აუ მეც მაჩვენეთ ამის შედერები არ შეიძლება?
-უმადურები ხართ რა ,ფოტო რო გადაუღოს ვინმეს იმდენ ფულს უხდიან თავისი ნებით გიღებთ და კიდე რო მიზეზს ეძებთ
ბიჭები საუბრობდნენ,ის კი შორს მდგომ ჟღალს უყურებდა.იმენად შორს იყო მათი მაგიდა რომ ვერც კი ხედავდა ნორმალურა,მაგრამ მაინც უყურებდა. ვერ ითმენდა ისე უნდოდა მისულიყო,მაგრამ რა ეთქვა ,როგორ მოქცეულიყო. ფოტო რომ გადაეღო ახლოს უნდა მისულიყო,ასე ზურგიდან ჩანდა ,რომ დაჯდა შემდეგ საერთოდ ვეღარ ხედავდა. რამდენიმე ჭიქა ისე დალია არც გაუგია ბიჭები რაზე საუბრობდნენ,ბოლოს მაინც შეიტყუეს საუბარში და ისე გაერთო რომ ჟღალი ვეღარ შეამჩნია,მისი ადგილი ცარიელი იყო.
პატარა ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს, მშობლებმა დაიჟინეს და უარი არ უთქვამთ. შესაბამისად ყველა სამზადისში იყო ჩართული
-ყვავილები,კაბა, ფეხსაცმელი, ბეჭდები გვაქვს...
-ყოჩაღ გვანცა ,ეს ყველაფერი შენ გააკეთე?
-აუუ დედოფლის მეჯვარემ იფიქროს რაა...ისე ლუკიტო შენი მეჯვარე სად არის?
-მეჯვარემ მე ფოტოგრაფს მოვიყვანო და დანარჩენი თქვენ იცითო...
-მოკლედ რა ,ისეთი ზარმაცია ეგ თვითონ საერთოდ არ მოიყვანს ცოლს
-გვანცა მორჩი სხვებზე საუბარს და დამეხმარე რა...
-რას აკეთებ ჩემო ყვავილო?
-ტორტს ვარჩევთ,მერე მე და შენ წავალთ და შევუკვეთავთ
-აუუ ერთი ისე ვიყიდოთ რაა,მინდაა ახლა ალუბლის ტორტი
-მე ალუბალი მინდა...არა ბალი მინდა თეთრი თან შენს ეზოში როგორი გემრიელია დიდი ნაყოფი აქვს - ანა ისე საუბრობდა ყველა მას უყურებდა- რა? მომინდა
-ლუკა რა სჭირს შენს ცოლს?
-რა სჭირს ჩემს ცოლს?- ლუკამ შეიცხადა და ისე შეხედა ანას- არაფერი რა უნდა სჭირდეს ბალი უნდა... მე წავალ და მოვუტან, რა ვიცი ხელი რომ არ მოაწეროს ამ ჩემ წვალებით გაკეთებულ ბავშვს ჩემი გვარი არ უნდა ჰქონდეს?
-მოიცა რააა?
-არ არსებოოოობ
-ანაააა
ყველა კიოდა ანა კი თვალებდაჭყეტილი უყურებდა ქმარს
-მოიცა შენ რა იცოდი? რამდენი ხანია იცი...საიდან იცი ?არავისთვის მითქვამს საერთოდ
-ახლა გავგიჟდები ...რანაირები ხართ
-რომ მივხვდი თორე შენ ცოლად მოგიყვანდი? რასს ამბობ ამ ახალგაზრდა ბიჭს ეს უღელი მინდოდა?
-რა უნამუსო ხარ, ბოროტო იმიტო მაწვალებდი ხო? როგორ ვერ მივხვდი - უცებ აენთო ანა და ხელები დაუშინა
-მეც მიყვარხარ...ორივე მიყვარხართ...ან იქნებ სამივე - უცებ დაიჭირა ცოლი და ტუჩები დაუკოცნა- მე ხო ტიპური ბანალურობები არ მიყვარ, შენ ჯერ კიდევ არ იცი რა საოცრება ჩამიგდე ხელთ
-ახლა მეც ვიტირეებ- ლილიამ თქვა და ორივეს ჩაეხუტა- როგორ მინდოდა თქვენი ბავშვიი... რა ბედნიერებაა,სასწაულია ნამდვილი
-ჩემო ყვავილო ... შენი პირველი ნათლული რამდენიმე თვეში დაიბადება. წადით ახლა დამტუეთ მარტო ჩემ ცოლთან
-მივდივართ...მივქრივართ ,მივფრინავთ ...ვაიმეე პირველი ბავშვი ჩვენს ოჯახში ,როგორც იქნააააააააააა
სახლში რომ შევიდნენ მაშინვე მისაღებისკენ გაიქცა და გიგის მოეხვია
-მამააა ,მამიკოოო
-მშვიდობაა?- გოგოს ხელზე აკოცა და ვაჟს გახედა
-ანა ფეხმძიმედაა
-ვაა მართლა ტო? ლუკა მამა გახდება ? აუუჰ რა მალე იზრდებით გუშინდელივით მახსოვს მე და მამამისს რო დაგვიტოვეს , საფენნი რომ გავხადე და მინი შადრევანში აბანავა მამამისი- ახარხარდა და იაც გამოჩნდა
-რა ხდება გიგი?
-ჩვენი ლუკა და ანა ბავშვეს ელოდებიან
-ვაიმეეე რა მაგარია? მოიცა ბიცოლათქვენმა იცის და არ მითხრა? წეხან ველაპარაკე არ ვიცი რას ვუზამ
-არ იცის არავინ და ნუ გაგიჟდებით ახლა...შეინახეთ თქვენთვის ეს სიხარული.სხვები გაიგებენ როგორმე
-სუფრა გაშალეთ,ღვინო მომიტანეთ ჩემი ძმისშვილიშვილი უნდა დავლოცო...იაკოო ბებია და ბაბუა ვხდებით
-შენი ძმა კი გაგიჟება რომ ეტყვი შენამდე მე გავიგეო
-ნახა საქეიფო მიზეზი ....
-ჟღალო შენ წარმოიდგინე ბიძაჩვენის სახე გიგი რომ ახარებს ირონიული სახით „ შენ ახლა გაიგე ბაბუა რომ ხდები?“
-შენ არ გამოგეპაროს დადექი და იხალისე .... ბავშვიი,პაწუწა და საყვარელი. ნეტავ გოგოა თუ ბიჭი? გოგო თუ იქნება ბეეევ რამეებს ვასწავლ,ბიჭი თუ იქნება თქვენნაირ ქაჯს გაზრდით და ჩემთან და ჩემ ყვაილებთან არ იქნება
-კაი რა ჟღალო მაგაზე ფიქრის დროა? ლუკა და მამა ერთად წარმოგიდგენია?
-ბავშვი ხომ არ არის...ყველაფერს შეეჩვევიან ნელ-ნელა
ორმაგად ბედნიერი იყო, სულ ბავშვზე ლაპარაკობდა და გეგმებს აწყობდა თავისთვის გონებაში. საუბრით თავს არავის ატკიებდა ,მაგრამ თავისთვის გულის სიღრმეში წარმოიდგენდა სხვადასხვა ვარიანტს და გული უთბებოდა.
კაფეში მიდიოდა, გვანცას უნდა შეხვედროდა ...ფეხით გადაწყვიტა გავლა ,ამინდიც ხელს უწყობდა და მშვიდად მიაბიჯებდა,იცოდა გვანცა მაინც დააგვიანებდა . ცხვირზე დაკოსილი სათვალიდან უყურებდა გარემოს, ათვალიერებდა გამვლელებს, უღიმოდა ბავშვებს რომლებიც ხშირად უყურებდნენ ხოლმე . სავარაუდოდ დადებით ემოციებს აღიქვამდნენ...
ერთ -ერთ ბავშვს უბრალოდ გვერდი ვერ აუარა და შეჩერდა. ახლაგაზრდა გოგოს ეჭირა ხელში და აშკარად ვიღაცას ელოდნენ, ბავშვს ხელზე აკოცა გაუღიმა და უკანსვლით წავიდა . რომ შებრუნდა წინ მოჩვენებასავით აესვეტა ბიჭი ,ამჯერად არ დაჯახებია ,მაგრამ თვალებგაფართოებლი და სუნთქვაშეკრული კი უყურებდა
-თქვენ?
-დიახ მე ... რა დამთხვევაა , თქვენ პოვნას ვაპირებდი და ყოველ ჯერზე თავად მხვდებით ქალბატონი ლილია
-ჩემი სახელი საიდან იცით?
-ძალიან მოვინდომე
-გადარჩა მობილური?
-ახალი შევიძინე და ფაქტობრივა ითხოვს შენს ნომერს,ლილია
-უკვე შენობით ფორმაზე გადახვედი? რა საინტერესოა...მე მეჩარება და შენ თუ ეცდები ნომერსაც გაიგებ , თუ ღირს რა თქმა უნდა
-რა მაცდური ხარ წითურო ...ასე არ შეიძლება . ბოროტებაა ასეთი მშვენიერება
-მე მართლა მეჩქარება და უნდა წავიდე - ბიჭის თვალებს მზერას ვერ აშორებდა, თითები ერთმანეთში ჰქონდა ახლართული , ცდილობდა ყურადღება გადაეტანა
-მეც წამოვალ...გზაში ვისაუბროთ ,გთხოვ- ხელით ანიშნა გზა გაეგრძელებინა ა გვერდით გადგა
-რაზე უნდა ვისაუბროთ
-შენზე ...ჩემზე ,თუ გინდა ამინდზე- ბოლოს გაიცინა და თავი გვერდით გადახარა- არ მთანხმდები?
-არ მიყვარს ბევრი საუბარი , ვინც უნდა მიცნობდეს მათ იციან ჩემზე
-ჩემ შესახებ კი არაფერი გაინტერესებს ხომ?
-მე ეს არ მითქვამს
-მაშ წავიდეთ - თითებზე შეეხო,სწრაფად აუყვა მკლავს და ხელკავი გამოსდო
-უცნაური ხარ ...ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან
-გზა და გზა მივხვდებით ორივე თუ რა გვინდა
-არ მიყვარს გაუგებრობები
-აი ხედავ? უკვე მიყვები...მეც არ მიყვარს ,კიდევ ერთი საერთო
-კედვ ერთ? სხვაც არის?
-ყველასთან საუბარი მეც არ მიყვარს,არც ყველა თემაზე
-შეგიძლია ხელი დამიბრუნო?- მაჯაზე შემოხვეულ მის თითებს დახედა და ფალანგები აამოძრავა
-ახლავე ...საით მივდივართ?
-მეგონა უბრალოდ მე მომყვებოდი და მისამართს მნიშვნელობა არ ჰქონდა
-იქნებ ამ სათნო სახის მიღმა რაიმე იდუმალი იმალება...ალქაჯებსაც აქვთ წითელი თმა,ჟღალო
-ყველგან შენ ჩნდები და ჩვენ შორის მე უნდა მეშინოდეს
-მაგრამ,მე ხომ საშიში არ ვარ ...შემომხედე როგორ შეიძლება მე რაიმე ცუდი გავაკეთო
-ცუდი და კარგი პირობითი ცნებებია ჩემთვის
-მაგრამ,ჩემი მაინც არ გეშინია ხომ ასეა
-არ ვიცი, ახლა მხოლოდ ინტერესს ვგრძნობ .მაინტერესებს რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი უეცარი შეხვედრები
-არ გინდა რა გთხოვ, კიდევ ერთ შემთხვევას ნუ დაველოდებით
-არ გგონია რომ ზედმეტად მონდომებული ხარ?
-მე ზედმეტად შეპყრობილი უფრო ვარ
-ჩემით ხარ შეპყრობილი?
-სულ შენზე რომ ვფიქრობ,გხედავ ლანდად და მოჩვენებად, შენი შეხებისას თხემით ტერფამდე რომ ჟრუანტელი მივლის და შენი სურნელი მაგიჟებს ესენი თუ ითვლება დიახ, შეპყრობილი ვარ
-შენ ... როგორაა ეს შასაძლებელი. არ მატყებ და არც აჭარბებ, არც მლიქვნელობ და ეს უბრალოდ გოგოს შესაბმელად ნათქვამი ბაბნიკის სიტყვებიც არ არის?!
-კითხვის ნიშანია ბოლოში?
-ასე ნუ მიყურებ , დავიბენი ...მართლა და მგონი დღეისთვის ზედმეტია სრულიად უცხო ადამიანთან ამდენი საუბარი ...ეს შეგრძნება რომ შენთან კარგად ვარ და ნაცნობად მიგიჩნევს მთელი ჩემი არსება საერთოდ მაგიჟებს ,ოო ღმერთო ჩემს ტვინში ქაოსია - თმაში თითები შეიცურა და მომღიმარ ბიჭს მზერა ისევ გაუსწორა- ნაცრისფერი თვალები გაქვს, შეიძლება შევიშალო
- მგონი მართლაც საკმარისია,საუკეთესო წამალიც კი დიდი დოზით საწამლავად იქცევა - მისი მტევნები ხელებში მოიქცია ,აკოცა ხანგრძლივად ,თვალები მინაბული ჰქონდა ,ბოლომდე შეიგრძნობდა ამ წამს. ლილია კი გულაჩქარებული, სუნთქვაგახსირებული უყურებდა და ტუჩებიდან წამოსულ საოცარ მუხტს შეიგრძნობდა, ენერგია სეხების წერტილიდან მთელს სხეულში ვრცელდებოდა და ეს ნამდვილი საოცრება იყო
-შენ ... არ შეიძლება რომ ნამდვილად ხდებოდეს ეს აბსურდია ასე როგორ - ბიჭი რო მოშორდა წამსვე დაიწყო საუბარი,ჩუმად და შეძლებისდაგვარად მშვიდად
-ყველაფერი ბუნებრივი ნამდვილია, ყველაფერი ნამდვილი კი საოცარია ... არ გვინდა ყალბი შესავლები გულის ხმას მივყვეთ, სხეულის ძახილს და ტვინიც იგრძნობს დადებით ემოციებს-ამჯერად თმაში შეუცურა თითები, თავზე ეფერებოდა და იღიმოდა . ლილიას მზერა,მისი დამრგვალებული შავი თვალები იზიდავდნენ. დაიხარა და შუბლზე აკოცა- მომავალ შეხვედრამდე ,ლილია
წავიდა, ლილია კი უყურებდა.უცებ გაახსენდა რომ მისი სახელი არ იცოდა, აი უბრალოდ არ იცოდა და წამსვე დაუძახა
-მოიცადე ... არ წახვიდე შენ ,სახელი სახელი არ გითქვამს ...შენი სახელი მინა ვიცოდე - რომ გამოხედა ბიჭმა მაშინვე უთხრა
-კონსტანტინე
ისევ მისი ღიმილი, სიცილის ზღვარზე მყოფი ღიმილი დაწვრილებული თვალები და ლოყაზე ღრმული რომელსაც ამ მანძილიდანაც კი ხედავდა ლილია. მიხვდა რომ მისი სახის ყველა ნაკვთი ახსოვდა,რეალურად ვერ ხედავდა მაგრამ იცოდა რომ იქ ტუჩის კუთხეში,ლოყაზე ნაკეცი ჰქონდა. ბოლოს ისიც გაიაზრა რომ ხმამაღლა იცინოდა ...
..................
სწრაფად მიაბიჯებდა კაფისაკენ, სესვლამდე დაინახა მაგიდასთან მჯდომი გვანცა, ცხოვრებაში პირველად მივიდა დროულად და ახლა ლილიას ელოდა. მაგიდას რომ მიუახლოვდა გვანცა მაშინვე აბობოქრდა
-რა ხდება? გზაში მიწა გასკდა, წყლის მილი, კანალიზაციის ჭა გაიხსნა, საცობი იყო ... რა მოხდა ასეთი რომ დაიგვიანე და თან ასე ანათებ, რა გაცინებს ლილია? კარგად ხარ ყვავილო?
-არა,არავარ კარგად გასაოცრად ვარ
-როგორ?
-გა-საოცრად
-შენმაა ყვავილებმა რამე ალერგია მოგცეს? რა ხდება ...
-ჩემი ნაყინი მინდა, შემდეგ ტორტი უნდა შევუკვეთოთ და მოგიყვები,არ ვიცი რა უნდა მოგიყვე ,მაგრამ მაინც
ნაყინს მიირთმევდა და ღიღინებდა, გვანცა კი გაოცებული უყურებდა ...ელოდა,ელოდა ელოდა და ბოლოს ამოიფრქვა
-ტორტი შევუკვეთეთ,ყველაფერი გავაკეთეთ ახლა მარტო ვართ და იქნებ მოყვე რა ხდება შენს თავს...შეეშვი მაგ ყვავილს და მე მელაპარაკე
-რა გაცხარებული ხარ
-ლილია!
-რესტორანში ერთ ბიჭს შევეჯახე, მობილური გაუტყდა...ამას რა მნიშვნელობაა აქ მოკლედ ეს ბიჭი დღესაც შემხვდა და მე მგონი ჩემ გულამდე მისასვლელი გზა გაიხსნა
-ორჯერ დაეჯახე და მეუბნები რომ გიყვარს?
-არა არ მიყვარს...ეს რაღაც მეტია .თითქოს ასე უბრალოდ მესმს, ვუგებ, გულახდილი ვარ და ვენდობი ,არა-ნორმალური ურთიერთობა გვაქ...მისი სახელიც კი არ ვიცოდი და შუა ქუჩაში ვეძახდი რომ სახელი ეთქვა. სახელიც კი ჩემი საყვარელი მწერლის აქვს
-უკაცრავად? შეიძლება ეს გოგონა გაიწიოს და ჩემი ლილია დამენახო?
-კონ-სტან-ტი-ნე ...ის ისე იღიმის მინდება რომ ამ ღიმილში ჩავიკარგო
-შეიშალა,ღმერთო ღიმილში როგორ უნდა ჩაიკარგო? სულ რომანტიკოსი იყავი ეს წიგნები,ეს ყვავილები,ფერები, სინათლე ,სისათუთე და სისაყვარლე ,მაგრამ ასე როგორ დაგაბოლა...იქნებ ლამაზმანებზე მონადირე მანიაკია
-თუ ღმერთი გწამს მორჩი ეჭვიანობას, ხომ იცი შენ ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ და სუულ ყოველთვის მექნება შენთვის დრო
-მეორედ შეხვდი და დაიგვაინე ჩემთან არ მოხვედ, რომ არ წასულიყო არც მოხვიდოდი ხო?
-გვანცა ნუ ტირიხარ...გვანცააა
-მაკოცე - ლოყა მიუშვირა და ტუჩები დაბრიცა- იცოდე ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკლავ სენს კოსტაიას და მერე ვისში გამცვლი ვნახოთ
-ჯერ არაფერია გარკვეული, კაცმა არ იცის კიდევ როდის შევხვდებით...
-როგორ პაემანი არ დაგინიშნა? არც ნომერი გამოგართვა ან
-ისევ შევხვდებით,ვიცი რომ მიპოვნის როცა მოუნდება ჩემი ნახვა და ვეჭვობ დიდხანს ვერ გაუძლებს
-საკუთარ თავში დარწმუნებული ლამაზმანი
-მხოლოდ იმასი ვარ დარწმუნებული რომ მას მხოლოდ ჩემი სხეული არ ხიბლავს...ისე როგორც მე
-სიმპათიურია? ძალიან ?
-საოცარი ღიმილი და ნაცრისფერი თვალები აქვს
-ნაცრისფერი თვალები და ქართველი ერთად არ მინახავს...იქნებ ღია მწვანეა
-არ ვიცი ,ჩემთვის ნაცრისფერია
-რა ჯანდაბაა მგონი უფრო გალამაზდი,მეც არ მომინდეს ახლა სიყვარული არ გავგიჟდე
-დამშვიდდი გვანციკო თავის დროზე მოვა,მოვა მოგხვევს მკლავებს ყველგან მტელს სხეულზე სუროსავით მოგეხვევა და თავს ვერ დაიხსნი
-შენ და შენი მცენარეები..ავიღებ დიდ მაკრატელს და დავჭრი მაგ სუროს
-ცუდო
-მე რომ შევიყვარო ჯერ უნდ აგამაგიჟოს,ცეცხლი უნდა იყოს, არვირახსნილი,გიჟი, ნამდვილი ვულკანი რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შემში გადმოიფრქვევა
-შენ სიყვარული კი არა საყვარელი გჭირდება და მაგ ორს შორის დიდი განსხვავებაა
-რომ ვერ ვიპოვე ვერც ეგ საყვარელი და ვერც სიყვარული ეგაა საქმე,თუმცა ჯერ ადრეა სად მეცქარება ვივლი ასე გამწარებული მარტოხელა, სისხლადუღებული ტემპერამენტიანი ქერა ქალი
-ქერას არცერტ სტერეოტიპს შეესაბამები ,ბავშვობიდან რომ არ გიცნობდე ვიფიქრები რომ არაბუნებრივი ქერა ხარ
-ამ რასისტულ რაღაცებზე ნუ იცინი ხოლმე...რა მნიშვნელობა აქ თმისფერს ,კანის და საერთოდ ფერს .ქერა რომ ვარ იმიტომ ვარ ასეთი საკვარელიიი
-ნუ იცინი ასეთ ხმაზე, ვინმეს შეაშინებ
-ცუდოოო მე ხომ სულ ვკისკისებ...ის არსება ვინ არის? -უცებ დადო ჭიქა ,ფეხები მაგიდიდან ჩამოსწია და ეზოში შესულ სილუეტს თვალი ააყოლა-შიშველია თუ მე მეჩვენება ? მგონი ჩემს წუწუნს ღმერთი უსმენდა და პირდაპირ შიშველი კაცი დამაბერტყა ...რაღა შორს დააგდო ბარემ აქვე დაესვა .სანამ აქამდე მოვა ხომ გავლიე სული
-ვინ ბიჭი..რას ამბობ- ქოთანის მოხატვას შეეშვა, ფუნჯი დადო ,გაიმართა და მატკენ მიმავალ წელს ზემოთ შიშველ ბიჭს შეხედა
-დამცხა...არადა მეგონა დღეს იწვიმებდა
-ნუ იქცევი ასე,გეყოფა ხუმრობა
-მართლა მცხელა,კარგი ხო ვიხუმრე რა იყო
-გამარჯობა, მე თქვები ახალი მეზობელი ვარ ... აქ არავინც ხოვრობს და ვიფიქრე რომ შანსი გამომეყენებინა
-არ ვიცოდი ის სახლი თუ გაიყიდა...მე ლილია მქვია ,მას გვანცა
-მე მიშო,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ამ ეზომ ჩემი ყურადღება მიიქცია,მინდოდა შემოსვლა,მაგრამ შემოპარვა გამიტყდა
-დაჯექი , ყავას ან ცივ წვენს ხომ არ დალევ?
-კი , გმადლობ თუ არ შეგაწუხებ
-ახლავე მოგიტან-ლილია წავიდა გვანცამ კი ბიჭს გაუღიმა
-სახლის მოწესრიგება მარტომ გადაწყვიტე?
-ხო და აშკარად ძნელი აღმოჩნდა...სჯობს ხელოსნები მოვიყვანო
-მეგობრებთან ერთად სულ სხვა მუხტი აქვს...რამენიმე წლის წინ ეს ეზო და სახლიც არაფრით გამოირჩეოდა
-თქვენ გააკეთეთ?
-დიახ, შემოქმედები ვართ ამ სამოთხის
-ხშირად მოხვალთ ხოლმე? მე აქ ცხოვრებას ვაპირებ და გესტუმრუმრებით
-მოიცა აქ ცხოვრებას აპირებ?
-ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნა მჭირდება...
ბიჭმა ისე თქვა გვანცა მიხვდა რომ მეტი კითხვა აღარ უდნა დაესვა . ლილიაც გამოჩნდა წვენთან ერთა ტკბილეულიც მოიტანა,ნაყინიც და გვანცას გევრდით ჩამოჯდა
-შეგაწუხეთ,მაგრამ ძალიან დავიღალე და მოვიწყინე
-აქ ცხოვრებას აპირებს...
-მართლა? ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა,მეც რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გადმოვცხოვრდებოდი ,მაგრამ ჯერ-ჯერობით არ შემიძლია
-სხვა სახლები სულ ცარიელია თუ ამოდიან სხვებიც
-ნუ ღელავ სულ მარტოც არ იქნები,ჩვენ ხშირად ვართ აქ.ფაქტობრივად ცხოვრობს ლილია...სანამ არდადეგები გვაქვს შეგვიძლია დაგეხმაროთ თუ რა თქმა უნდა გჭირდება
-ჩემ ბიჭებს დავურეკავ ამ საღამოს ... თქვენც თუ დამეხმრებით გამიხარდება
-ამ ღამით აქ ვრჩებით და ხვალაც არ წავალთ მაშინ...
-ეს ქოთნები მომეწონა ძალიან...რო რამე ყვავილებს არ მაჩუქებ? ან მომყიდი
-თუ დამპირდები რომ მოუვლი მაშინ გაჩუქებ
-პირობას ვდებ...ახლა წავალ ხვალ შეგხვდებით
-ხვალამდე
ლილია ქოთანს მიუბრუნდა, გვანცა კი ისევ ბიჭს უყურებდა
-იქნებ და ვინაა...რატომ უნდა მარტო ცხოვრება ამ ადგილას, იქნებ ვინმეს ემალება
-გვანცა ზოგჯერ მაოცებ - ლილი აკისკისდდა გვანცა კი ისევ ისეთი სახით იჯდა
-ხო რა არ შეიძლება?
-დამშვიდდი და მომეხმარე ...იმ ძველ ქვაბში მინდა ყვავილები ჩავრგო და მომიტანე რა
-ხო ახლავე ... ესენი ძალიან ლამაზებია, უცხო ფერია
-ხო ასეთი გამოვიდა ...კიდევ ვცდი და სხვა ფერს გამოვიყვან
-ნეტავ მეც რამე ისეთი ამერჩია რაც გამაბენიერებდა, შენ რომ სწავლობ სიამოვნებას იღებ და მე ? ბოლო კურსზე ვარ და წიგნებს ვასხამ ტვინს ... მერე მაგისტრატურა, დისერტაცია ჯანდაბა რამე ნიჭი მაინც მქონდეს
-შესანიშნავად მღერი ,მაგრამ მუსიკალურში არც კი სცადე სწავლა
-კარგი რა...დედაჩემმა გახსოვს პიანინოზე დაკვრა რომ მასწავლა? ნერვებს მაწყვეტდა ის ქალი მთელი 6 წელი რისთვის ვიარე არ ვიცი... ცეკვა აშკარად უკეთ გამომდიოდა
-გვანცა ლამის ყველა საკრავზე უკრავ ისეთის მენა გაქვს , თუმცა ტყუილად ვლაპააკობთ შენ ახლა იტყვი შემთხვევით გამომივიდაო მერე ისევ გავბრაზდები იმიტომ რომ საკუთარ ნიჭს არ იყენებ და ერთხელაც გული გამისკდება ...რომ მიხვდები რამდენ დროს კარგავ მერე გვიანი იქნება
-შენ მე ისე გიყვარვარ თვალები გაქვს დაბინდული,ყურები დახშული, მე მხოლოდ სააბაზანოში ვმღერი
-ერთხელაც ამომივა ყელში და მაგ სააბაზანოში გადაგიღებ ვიდეოს და ვაყურებინებ მთელ ქვეყანას
-არ იზამ მაგას
-კი როგორ არა, ჯერ კიდევ გელოდები ,მერე სულ ძალით მიგიყვან ვოკალის პედაგოგთან
-არ შემიძლია ეს კლასიკოსი მომღერლები ჯდომა და სიმღერა , აქ რა უდნა გავაკეთო სიმღერით მირჩევნია ისევ ჩემ საქმეს მივხედო ,ბოლოს და ბოლოს ვამთავრებ
ლილია არ აჭარბებდა, გვანცას ნამდვილი ტალანტი ჰქონდა ,მაგრამ ვერ აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და ამ ნიჭს შესაბამისად არ აფასებდა. ბევრმა არც იცოდა ამის შესახებ, ლილიას კი ხშირად უმღეროდა . ლილია თუ ყვავილებს უნაწილებდა ემოციებს და ამით ახდენდა განტვირთვას გვანცა სიმღერას უსმენდა ან თავად ღიღინებდა. სულ ერთად იყვნენ და ლილიაც მისი პირველი მსმენელი იყო .
საღამოს სახლში გადაინაცვლეს, ლილია ყვავილებს შეეშვა და პეროგის მომზადებას შეუდგა.გვანცა ნაყინს აკეთებდა თავისი რეცეპტით და ბოლოს გემრიელად მიირთმევდა. ტელევიზორის წინ ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ
-რა ქვია იმ ბიჭს?
-კონსტანტინე
-რამხელა სახელია რა არი ... მფლობელზე გრძელია ნეტავ თუ
-შენი ირნოია შენთვის შეინახე
-გამებუტე? აუუ ახლა მართლა შემთხვევითობას ელოდები?
-მერამდენედ მეკითხები მადროვე ვუყურებ
-არ მინდა ეს სიყვარულობები ...შენი მობილური ღიღინებს და სიმღერას ვუსმენთ თუ კინოს ვუყურებთ
ლილიას მობილური ეზოში მაგიდაზე იდო , უცხო ნომერი იყო და წამსვე უპასუხა
-გისმენთ
-უკვე ვფიქრობდი რომ მობილურის ნომერი შეცდომით მითხრეს
-კონსტანტინე -გაეღიმა და მაშინვე ჩამოჯდა- რა ხდება?
-ვფიქრობ მთელი დღეა და მივხვდი რომ შემთხვევით შეხვედრამე ზედმეტად მომენატრები
-რას მთავაზობ?
-სად ხარ მითხარი და მოვალ , მაქსიმალურად სწრაფად
-არ ვარ თბილისში
-რამდენად შორს ხარ
-მე მინდა რომ შემთხვევას დაველოდოთ
-კარგი, მაშინ დაგირეკავ ხოლმე შენი ხმა მაინც გავიგო
-ნომერი საიდან გაიგე?
-რომ შევხვდებით მერე გეტყვი
-კარგი,იცოდე აუცილებლად გკითხავ
-და მაინც სად ხარ ახლა ლილია?
-იქ სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს
-მაჩვენებ ოდესმე მაგ ადგილს?
-შეიძლება ,შეიძლება არა
-მაწვალებ,თან უარსად არ მეუბნები რატომ იქცევი ასე ლილია?
-სხვებისგან განსხვავებით შენ მხოლოდ ჩემი სხეული არ მოგწონს, მთლიანად მე გაინტერესებ ამიტომ საკუთარ თავს ვაძლევ შანსს
-მიუხედავად ამისა ჩემი ნახვა არ გინდა
-მინდა,მაგრამ მაინტერესებს კიდევ გაგრძედებოდა თუ არა ეს დამთხვევები
-რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?
-ნუთუ ახლა ფიქრობ როგორ მოაწყო ჩვენი ვითომ შემთხვევითი შეხვედრა
-ყალბი არაფერი მიყვარს,სპექტაკლის ცქერა მომწონს და არა დადგმა.მე არც რეჟისორი ვარ და არც მსახიობი
-ნუ მიბრაზდები, მე ხომ შენ არ გიცნობ
-არც მე გიცნობ,მაგრამ ვგრძნობ
-მე თუ ვერ ვგრძნობ ?
-გრძნობ, როგორ თუ ვერ გრძნობ ...ასე უბრალოდ ,კთხვების გარეშე რომ მესაუბრები აბა რა არის თუ არა გრძნობა .ჩვენ ყველას გვაქვს წინათგრძნობა ზოგჯერ გვაფრთხილებს საშისროების მოახლოებისას,მთავარია უნდა ხვდებოდე
-მართალია,იმედია მეც ვისწავლი ამ გრძნობის სწორად გაგებას...გავიგე რომ რეჟისორი არ ხარ,არც მსახიობი მაშ ვინ ხარ ?
-კონსტანტინე
-ამ კითხვაზეც შეხვედრისას რომ მიპასუხო?
-მერე მომდევნო შეხვედრაზე როგორ დაგითანხმო?
-მე ხომ პასუხებისთვის არ შეგხვდები
-ანუ მეხუთე შეხვედრაც შემთხვევითი იქნება?
-მეხუთე არა მეოთხე
-ნწ , მეხუთე
-ერთხელ რესტორანში, ერთიც ქუჩაში ...მომდევნო ორი გაურკვეველია
-ჩემამდე სამჯერ მოხვედი
-უკვე დავინტრიგდი... ე.ი შეჯხებამდე მიცნობდი
-მეექვსედ რომ შევხვდებით მოგიყვები
-ახლა გაგებუტები
-არ გინდა,გთხოვ ... ვერ გხედავ და ჩემი თვალებისგან შორს არ შეიძლება - ხმა შეეცვალა,იმდენად რომ ლილიამაც კი იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა ,თითქოს ხედავდა მის დაჭიმულ კუნთებსა და ყელზე გამობერილ ძარღვებს
-ჩემ ყველა ემოციას ხომ ვერ დაინახავ
-იცოდე რომ ყველა შენ ემოციას დავიმახსოვრებ არა თუ დავინახავ
-ძალიან ხომ არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული
-ზოგგადად საკუთარ თავს ვენდობი , მჯერა და ვერ ვიტყვი რომ თავდაჯერებული არ ვარ,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მე,არაფერ შუაშია უბრალოდ ასე გადაწყდა იქ ,მაღლა ზეცაში
-და მაინც დარწმუნებული ხარ, ეჭვი არ გეპარება? იქნებ უბრალოდ შთაბეჭდილების ქვეშ ხარ
-არ არის საჭირო ამაზე საუბარი, დრო ყველაფერს გვიჩვენებს ასე რომ განსახილველი არაფერია
-და მაინც რას გვიჩვენებს დრო, მინდა ვიცოდე ... რა იქნებ ათი წლის შემდეგ
-არც წინასწარმეტყველი ვარ,გაითვალისწინე ესეც-სიცილის ხმა რომ გაიგო ლილიამ მაშინვე მოდუნდა, თითქოს აქამდე ეკლებზე იჯდა. თავადაც გაეღიმა და უფრო კომფორტულად მოკალათდდა
-სულ ვერაფერს ხედავ? აბა როგორ მივხვდე რომ მართალი იყავი
-ათი წლის შემდეგ? ათი წლის შემდეგ მე ყველა შენი ემოცია დამახსოვრებული მექნება, მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი და თავად შევქმნი შენში ბევრ ,ძალიან ბევრ შენსავით ფერად გრძნობას ... მიხვდები რომ სრულიად სხვა ფერთა გამა არსებობს ,რომელიც მხოლოდ მე შემიძლია შევქმნა
-მიყვარს ფერები ,მაგრამ განსხვებული ემოციები არა
-მეც არ მიყვარს ბეჭდები მაგრამ არათითზე მორგებულ ქორწინების ბეჭედს არ ვიშორებ, სავარაუდოდ არ მოგეწონება რომ ვერ დაინახავ თორემ მე რაც დაგინახე მას მერე მგონია რომ უკვე დაკავებული კაცი ვარ...
-გამოდის რომ ათი წლის შემდეგ ჩემი ქმარი ხარ?
-ათი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე და შვილის ან შვილების დედა ხარ...ზუსტად ვერ გეტყვი რამდენი არიან, ან როგორები იქნებიან შენ უნდა ატარო ცხრა თვე მუცლით,შენ უნდა მაჩვენო ჩემი სემოქმედების ნაყოფები და როგორც გადაწყვეტ ისე იქნება
-არ მეგონა ოცნება ასე ძალიან თუ გიყვარდა-სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გული უკვე ისე ჰქონდა აჩქარებული ლამის თავადაც ხედავდა რამდენიმე ბავშვს.
-მომავალზე არასდროს ვფიქრობდი ხოლმე, მხოლოდ გეგმებს ვაწყობდი რომელიც ჩემ პროფესიასთან და სწავლასთან იყო დაკავშირებული ,ყველაფერი შენი ბრალია ...დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და ათი წლის შემდეგ რომ შეგახსენებ მერე არ მითხრა ასე არ გითქვამსო ...
-და ათი წლის შემდეგ თუ წარსულში დარჩენილი მოგონება ვიქნები?
-შენ ჩემი წარსულიც ხარ,აწმყოც და მომავალიც !
-ამას ნამდვილად დრო გვიჩვენებს
-მგონი მივედით საერთო დასკვნამდე...ახლა კი მითხარი როგორ ჩაიარა დღემ
-როგორც ყოველთვის,კარგად
-დავიჯერო შენი ყოველი დღე ასეთი კარგია?
-კარი და არა შესანიშნავი, იშვიათად ცუდი ,მაგრამ თუ რაიმე უბედურება არ მოხდება ვფიქრობ ყოველ დღეს აქვს შანსი რომ გაალამაზო
-გეთანხმები,მაგრამ ძნელია ხოლმე რთული დღეების გალამაზება. როდესაც უამრავი ვალდებულება გაქვს უბრალოდ დრო არ გრჩება საკუთარი თავისთვის
-მე საბედნიეროდ არ მაქვს რთული ცხოვრება, მეტიც ის იდეალურთან მიახლოებულიც კი არის ჩემი გარემოცვის დამსახურებით...წინასწარ გავთვალე და პროფესიად ის საქმე ავირჩიე რომელიც ძალას შემმატებდა,გამაბედნიერებდა
-მეც ის პროფესიები ავირჩიე რომელიც მომწონდა ,ის საქმე რაც მხიბლავდა,მაგრამ ზოგჯერ ძალიან ვიღლები და მინდება საწოლში დავრჩე მთელი დღით .სწავლაც დავიკიდო და სამსახურიც
-არასდროს მქონია ამის სურვილი, პირიქით ყოველთვის მინდა რომ მზის სხივებს მივყვე და ყოველი წამი გამოვიყენო
-ამ განსხვავებას გავაქრობ, საწოლშიც დავრჩებით და ყოველ წამსაც სასიამოვნოდ გავიყვანთ, პირობას გაძლევ
-გამოდის რომ ღამით ჩემი ენერგიის სრულ შეწოვას ვერ მოახერხებ?- იღიმოდა ეშმაკურად და ქვედა ტუჩს კბილებს უჭერდა რომ ხმამაღლა არ გაეცინა,თვალებში ჭნკები უხტოდნენ.ბიჭი დადუმდა, ზუსტად იცოდა ლილიამ რომ გააოცა და ახლა მისი სუნთქვის მოსმენით იყო დაკავებული- კონსტანტინე აქ ხარ?
-არ ველოდი უბრალოდ...ახლა ვფიქრობ თემა შევცვალო თუ ტრაბახი უნდა დავიწყო ჩემი შესაძლებლობებით
-იქნებ უბრალოდ შეეშვა მომავალზე ფიქრს და მითხრა შენმა დღემ როგორ ჩაიარა
-გაინტერესებს?
-ხომ არ გკითხავდი
-ცუდად, შენ რომ შეგხვდი მას შემდეგ გათიშული დავბოდიალებ. საქმეც ვერ დავასრულე და გათენება მომიწევს,იმიტომ რომ ვერ ვიტან გადადებულ საქმეებს
-ახლა იმის ნაცვლად რომ ჩემთან ისაუბრო არ სჯობს საქმეს მიხედო?
-გგონია შევძლებ?
-რაც უფრო დიდხანს მესაუბრები მით უფრო გაგიჭირდება
-მიხარია რომ ჩემი გესმის
-ვერ ვიტყოდი,რომ მესმის უბრალოდ ვვარაუდობ
-მაინც არ გინდა რომ ჩემი ერთი დღე გაალამაზო?
-დღეს ხომ შევხვდით ,საკმარისი არ იყო?
-არ გინდა ,ასე ნუ იქცევი
-საქმე გაქვს, სჯობს მიხედო...გვიანია უკვე
-მალე დაიძინებ?
-ძილისთვის ადრეა
-მაშინ ვილაპარაკოთ
-მეგობარი მელოდება,რომელიც მალე თავს დამაცხრება
-ბოლოს მასთან იქნები და მე კიდევ ერთი ღამე უნდა გავატარო ასე შენზე ფიქრებში .საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო ქალის სურვილებს რომ ემორჩილები...დავფიქრები ცოტას
-გადაწყვიტე ჩემი გაბრაზება სჯობს თუ ჩემზე ფიქრით დროის გაყვანა...ნახვამდის
-მაინც მტოვებ?
-თვალები დახუჭე ...
-რატომ
-დახუჭე და გეტყვი
-დავხუჭე
-ნუ მატყუებ
-მართლა დავხუჭე
-მხედავ?
-წესით თვითკმაყოფილი ხმა უნდა გქონდეს...გხედავ ხო
-შენკენ მოვდივარ,უკვე შენს წინ ვდგავარ,გიღიმი
-ლილია- ხმა ჩაუწყდა და დაუბოხდა
-ფეხის წვერებზე ვიწევი რომ მოგწვდე, შემდეგ ლოყაზე გკოცნი ,ხომ გრძნობ ტუჩების შეხებას...ისევ გიღიმი , საქმეს მიხედე და უშფოთველად დაიძინე- მისი ტკბილი ხმა ბიჭს გონებას ურევდა, ლილიამ რომ დაასრულა ზარი კიდევ ვერ მოვიდა გონს. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. ბოლოს გამოფხიზლდა და სიცილი დაიწყო
-შენ მე ჭკუიდან მშლი ,ჟღალო
ლილია სახლში დაბრუნდა, გვანცას დივანზე ჩასძინებოდა. ისე საყვარლად ეძინა გაღვიძება არც უცდია,პლედი დააფარა და შუქი ჩააქრო. დიდი დრო არ დასჭირვებია, თვალების დახუჭვამდე ბიჭის ხმა ჩაესმოდა და სიზმრების სამყაროშიც მასთან ერთად გადაინაცვლა.
დილით გვანცა შეკუსკუსდა, ნახევრად მძინარე მიუწვა გვერდით და ჩაეხუტა.
-გვანციკო არ გაიღვიძებ?- უყურებდა და იცინოდა
-ნწ ნწ ნწ - აბურდული თავი ბალიშში ჰონდა ჩარგული და ისე კრუტუნებდა
-მეზობელთან უნდა გადავიდეთ დაგავიწყდა?
-მახსოვს, წუხელ დამესიზმრა მიხეილი
-რაო რას გეუბნებოდა
-შენი შეღებილი კედელი არ მომწონსო მეჩხუბა...
-ცუდი ეგ
-ნუ დამცინი,მართლა მე ვღებავდი ის კიდე მოვიდა და მითხრა ეს რა არისო
-მერე ვერ ეჩხუბე>?
-ვეცადე ,მაგრამ არ მომისმინა
-მერე?
-გამეღვიძა და შენთან მოვედი...არ წავალ,იცოდე არაფერს შევღებავ
-უკვე ორი საათია იცი?
-მართლა?
-დიახ...საუზმე გაგმზადე.რამდენად ჰქვია საუზმე არ ვიცი,მაგრამ ბლნები მაგიდაზეა
-ბლინებიიი?-უცებ წამოვარდა და სააბაზანოსკენ გაიქცა,მალევე გამოვარდა და სამზარეულოსკენ გაიქცა. თმებს იკრავდა და ისედაც მოკლე პიჟამას ზედა უფრო მაღლა იწეოდა. კოპლებიანი შორტი და ტოპი ეცვა ,თმები ჩეჩილი ჰქონდა და ლოყები აწითლებული. ასე გაშეშებული ,თავზე ხელებსემოწყობილი და ტუჩებშორის თმის სამაგრით იდგა და უყურებდა კართან მდგომ მეზობელს
-დილამშვიდობისა გვანაცა- ბიჭმა ისე გაუღიმა თითქოს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო ნახევრად შიშველი გვანცას ცქერა
-დილა...დილა არაა ახლა
-შენ ხომ ახლა გაიღვიძე და მაგიტომ გითხარი ...ლილია სად არის?
-ოთახშია...ახლავე დავუძახებ- გასაქცევი მიზეზი ნახა და უცებ გავარდა-ყვავილოოო...ყვავილო შეეშვი მაგ საწოლს .ისაა აქ
-ვინ ის ...ილიკო?
-არა ის...აი ის წინა მეზობელი ამჯერად მაისურით და შორტითაა ...მე ასე დამინახა და ლილია სად არისო
-დამშვიდდი...რა მოხდა მერე
-როგორ ვარ ვერ მხედავ? სახე სულა ჭრელებული მაქვს თავი ქათმის ბუდეს მიგავს და ყველაფერი მიჩანს
-ჩაიცვი და ისე გამოდი...
-სირცხვილი და თავის მოჭრა
-შიშველი ხომ არ იყავი და საყვარელთან ხომ არ წაგასწრო...სირცხვილი რა არის. სახლში პიჟამათი რომ გაიარე? ნუ პანიკობ გთხოვ -ლილია ოთახიდან გავიდა,თვითონ საწოლზე დაეცა და სანამ კარის ხმა არ გაიგო მანამ არ გასულა გარეთ.
-რა უნდოდა?
-ნიჩაბი ... დახმარება ჯერ-ჯერობით არ მჭირდება საღამოს მესტუმრეთო
-შენ გადადი მე არ მინდა
-როგორი მორცხვი ხარ ხოლმე გვანცაცო- გაუცინა და ლოყაზე აკოცა
-ბიჭი რომ მოგეწონება და ასე დახვდები გაგიტყდება შენც
-მეეჭვება კონსტანტინე მესამედ თუ მეოთხედ ასე შემხვდეს
-რა იცი ,იქნებ და ნაცნობი აღმოჩნდეს...თბილისი პატარაა ყველა ყველას იცნობს
-მეეჭვება საერთო სამეგობრო გვყავდეს ...აქამდე გავიცნობდი ან გაგონილი მაინც მექნებოდა
-გვარი არ იცი და კონსტანტინე მარტო მას ხომ არ ჰქვია
-არ შეჭამ? გაცივდა
-მერე რა მე მაინც გრილი მიყვარს...ბანანთან ერთად შევჭამ და მერე ანას დავურეკავ
-დილას მელაპარაკა...ტოქსიკოზი აქვს,ვერაფერს ვჭამო
-ექიმმა რა უთხრა
-წამლები დაუნიშნა,მაგრამ ჩვეულებრივი მომენტიაო ზოგს ასეთი რთული ტოქსიკოზი აქვს ზოგიც საერთოდ ვერ იგებს პირველ ტრიმესტსო
-აუუ ორი თვე კიდე ასე უნდა იყოს? ქორწილამდე ხომ გამოიფიტება
-ტრაგედიად ნუ აქცევ ტოქსიკოზის გამო ფეხმძიმობას
-აბა წარმოიდგინე ახლა რომ ყოველ წამს უნიტაზს ეყუდები . ფერდაკარგული დადიხარ და ძალა აღარ გაქვს ,გავგიჟდებოდი
-ანა არა და ლუკა ნამდვილად გაგიჟებულია, ისე ნერვიულობდა ძლივს დავამშვიდე.ჩამოვალთ-თქო ვუთხარი და არ გინდაო სჯობს მარტო ვიყოთო
-იმედია მალე გადაუვლის
-იმედია...
-ნეტავ მე როგორი ფეხმძიმე ვიქნები?-რამდენიმე წამში დაიწყო ფიქრი რაზეც ლილიას სიცილი აუტყდა- რა იყო შენ არ გაინტერესებს??
-ათასი ვარიანტი არსებობს მარჩიელობას მირჩევნია უბრალოდ არ ვფიქრო,როცა ვიქნები მაშინ გავიგებ
-ვაიმე როგორი ხარ რააა არაფერი არ გიშლის ნერვებს, ზოგჯერ რკინის მგონიხარ ნერვები სულ არ გაქვს?
-წინასწარ ვიდარდო მოსალოდნელ ტოქსიკოზზე და სხვა ფეხმძიმობის თანმდევ მოვლენებზე ? ვერ ვხვდები აზრს... იმაზე უნდ აიფიქრო რომ ზოგ ქალს საერთოდ არ შეუძლია დაფეხმძიმება და დამიჯერე მათ მთელი 9 თვე ტოქსიკოზი გააბედნიერებთ თუნდაც ერთხელ მაინც რომ შეძლონ შვილის გაჩენა
-ადამიანები ხომ იმაზე ვდარდობთ რაც თავად გვაწუხებს ....უბრალოდ ადამიანური მომენტია თორემ ტკივილს ვერ გააქრობს იმაზე ფიქრი რომ ვიღაც უარესად იტანჯება
საღამოს მეზობელთან გადავიდნენ, რამდენიმე ბიჭი და გოგო იყვნენ მიშოსთან. ყველანი გაიცნეს და ცოტა ხნით დარჩნენ. ღამით თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ...
-ლამაზი პიჟამა გეცვა ...ჩემ სალიოს აქვს ზუსტად ეგეთი - ეზოში იყვნენ, მიშო ეწეოდა და არც უყურებდა გვანცას. ჩაიცინა და შემდეგ გახედა აწითლებულ გოგოს
-შენს სალიოსაც უყვარს კოპლიანი ტანსაცმელი?
-ყველაფერი უყვარს რაც მოსწონს...რატომ მიდიხართ ასე მალე? მეგონა კიდევ რჩებოდით აქ
-მეგობრის ქორწილია მალე და ბევრი საქმეა...კიდევ ამოვალთ . შენი მეგობრები არ რჩებიან?
-არა , მხოლოდ სახლის სანახავად ამოვიდნენ...ხვალიდან გადმოვცხოვრდები
-კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი
-სულ ცოტა დარჩა...ოთახები მზადაა ,სისუფთავეცაა და ეზოს მერე მივხედავ
-შენი გადასაწყვეტია... აი ლილიაც მოდის , მომავალ შეხვედრამდე- ლილიას უყურებდა და უკან იხევდა, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო .ბიჭმა ხელი მოხვია და ლოყაზე მიაწება ტუჩები. სიგარეტისა და სუნამოს სურნელი ერთმანეთს ერეოდა .გვანცა კი თვალების ცეცებით უყურებდა ბიჭს
-შეეცადე მალე მესტუმრო
-ნახვამდის...- ლილია დაემშვიდობა . გვანცამ ვერაფერი თქვა ,მიჰყვებოდა მეგობარს და გრძნობდა ბიჭის დაჟინებულ მზერას. გასვლამდე კიდევ ერთხელ გახედა და მის მზერას წააწყდა
-მალე გავგიჟდები... ის,ნამდვილი ეშმაკია ისე მიყურებს გონებას მირევს. შენც ამჩნევ რო ნორმალური მზერა არ აქვს?
-იურიდიულზე სწავლობ,მაგრამ ყველგან ჩახლართული ამბების ძიება არ გინდა... შენები როდის ჩამოვლენ?
-არ ვიცი ...ორი დღის წინ დამირეკა დედაჩემმა შეხვედრები გვაქვს და თუ მოვასწრებთ ჩამოვალთ ქორწილისთვისო
-ნუ მოიწყენ,ხომ იცი რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ
-ყელში მაქვს უკვე მააგთი არ შემიძლია...არასროს არაფერი შეუძლიათ.სკოლაშიც კი ვერ წამიყვანა მამამ... დედაც სასწაულებრივად აღმოჩნდა სახლში.არასდროს ყოფილან ჩემთან , შენი მშობლები უფრო ზრუნავენ ჩემზ ევიდრე ისინი
- ჰგონიათ რომ შენთვის აკეთებენ ამ ყველაფერს...გთხოვ ნუ მოიწყენ მე უბრალოდ მაინტერესებდა
-ტაქსი მოვიდა...არ მინდა მათზე საუბარი რომ ჩამოვლენ ვეტყვი რომ ცალკე გადავდივარ
-თანახმა რომ არ არიან?
-სისულელეა იმის თქმა რომ საფრთხე მემუქრება მარტოს...საერთოდ არ იციან სად ვარ და იმ სახლში ბანდიტების შევარდნის დიდი საფრთხეა . არ შემიძლია იმ მუზეუმში ყოფნა
-ვიცი რომ არ შეგიძლია,მაგრამ მათ როგორ დაარწმუნებ
-არ დავარწმუნებ უბრალოდ გადავალ...
-გვანცა კარგად დაფიქრდი ?
-ჩემთვის მინდა ცხოვრება ,მშვიდად და წყნარად
ლილია არ ეკამათებოდა, კარგად იცოდა მისი მდგომარეობა,განცდები და ემოციები. ცდილობდა მისი მსობლების გამართლებას, რომ გვანცა დაემშვიდებინა ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,თავად ვერ ხედავდა მათი დაცვისთვის მიზეზს. უყვარდათ,რა თქმა უნდა უყვარდათ გვანცა,მაგრამ არასდროს იყვნენ მასთან .ცხოვრების ყველა ეტაპი იაკოს და გიგის თვალწინ გაიარა. სკოლის შესვლიდან უნივერსიტეტის ბოლო კურსამდე ისინი უფრო ხსირად იყვნენ მის გვერდით ვიდრე ნამდვილი მშობლები. თითქოს სამი შვილი ჰყავდათ და სამივეს მოიკითხავდნენ.ხშირად იყო შემთხვევა როდესაც იაკო ურეკავდა და ეკითხებოდა სახლში იყო თუ არა, რომელსაათზე მივიდოდა და თუ შეზლებდა რომ დაერეკა რადგან ღელავდა. ერთხელ როდესაც გვანცას საშინელი ვირუსი ჰქონდა მოსამსახურეების გარემოცვაში იყო მხოლოდ, სიცხისგან ბოდავდა და გამოფხიზლებულს დივანზე მძინარე იაკო დახვდა. შეუჩერებლად ტიროდა, ისე რომ ვერავნ დაამშვიდა. ლილია ვერ მივიდა რადგან ისიც ცუდად იყო,არა იმდენად რამდენადაც გვანცა ,მაგრამ მაინც ვერ მივიდოდა. იაკოს თვალწინ არჩევდნენ საბანკეტოდ კაბებს, იაკო გულშემატკივრობდა ორივეს გამოცდების დროს და ბოლო ხმაზე კიოდა ქულების გაგებისას. მათთან ერთად აღნიშნა სრული დაფინანსებით მოპოვებული გრანტი. მშობლებმა საკრედიტო ბარათზე რამდენიმე ათასი დოლარი ჩაურიცხეს და საჩუქრის არჩევაც კი გვანცას დაავალეს“რამე შენ რაც გინდა“ არადა ერჩივნა სრულიად უაზრო საჩუქარი მიეღო ,მაგრამ არაფერი იცვლებოდა,მხოლოდ გვანცას დამოკიდებულება მათ მიმართ. ადრე თუ ელოდა მათ დაბრუნებას ახლა უბრალოდ იცოდა რომ ისინი მისთვის მნიშვნელოვან მომენტში იქ არ იქნებოდნენ. დედისერთა იყო,მაგრამ ილიკოს გამოჩენა მისთვის პატარა ძმის დაბადებას გავდა,მართალია უკვე ორი წლის იყო,მაგრამ მის თვალწინ გაიზარდა. ლილიას ნაცვლად აჯავრებდა, ეჩხუბებოდა და ჭკუასაც კი არიგებდა ხოლმე. ასეთი იყო, ასე მოექცეოდა საკუთარ ძმასაც. ილიკოსაც ყოველთვის ეგონა რომ ორი და ჰყავდა, ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ პირდაპირ ამბობდა რომ ჰყავდა უფროსი დები ლილია და გვანცა. ზოგ შორეულ ნათესავს გვანცა გიგის უკანონო შვილიც კი ეგონა და ამაზე ხშირად ხალისობდნენ.
სახლში მივიდა,მაგრამ ეზიზღებოდა იქაურობა. პირდაპირ საძინებელს შეაფარა თავი.გამოიცვალა და დაიძინა. ძილი ყოველთვის კარგი გამოსავალი იყო... დილა კი ისევ მეგობრებთან ერთა დაიწყებოდა,სახლიდან გავიდოდა და უკან საღამომდე აღარ დაბრუნდებოდა,უკეთეს შემთხვევაში ლილიასთან რჩებოდა.
ქორწილის წინა ღამეს ყველანი ერთად იყვნენ და გეგმებს კიდევ ერთხელ ამოწმებდნენ. ბოლოს რომ მიხვდნენ ყველაფერი მზად იყო მოდუნდნენ და უბრალოდ ჩვეული საუბარი დაიწყეს.
-მშია...
-მართლა? - ლუკა ისე უცებ გახალისდა თითქოს საოცრებას ამბობდა- რა მოგიტანო?
-ჩვენ გვითხარი და მოვამზადებთ
-ძეხვი მინდა...დაბრაწული აი სუნს ვგრძნობ . ძეხვი მინდა!
-არ გვაქ,მაგრამ მოგიტან ახლავე თუ გადაიფიქრებ და სხვა რამეც მოგინდება დამირეკე დრო რო არ დავკარგო კარგი?- შუბლზე აკოცა და გავარდა. ისხდნენ და თითქოს ვერ ცნობდნენ წყვილს. მათი სურვილით რამდენიმე დღე მარტონი დარჩნენ ახლა კი სრულიად სხვა სიტუაცია იყო
-როდის უნდა მიხვიდე ექიმთან?
-სამ კვირაში...ჯერ წამლებს ვსვამ. ბავშვი კარგადაა ნუ ემობრიონი ,ნელ-ნელა ყველა ანალიზს გავიკეთებ. ექიმმა თქვა რომ ბავშვი კარგად იქნება,უბრალოდ მე მექნება ბევრი დისკომფორტი,წონაში მომატების ნაცვლად ვიკლებ...სამი კილო დავიკელი შეგიძლიათ მითხრათ რომ მხოლოდ ცხვირი დავრჩი
-ნუ აწარბებ... ასე ხდება ხოლმე,წავიკითხე რომ მეორე ტრიმესტში ყველაფერი შეიზლება შეიცვალოს და სულ რაღაცის ჭამა მოგინდეს. ნორმალურად კვებას შეძლებ და გაფუმფულდები,ან საერთოდ რა საჭიროა მომატება მთავარია ბავშვი გაიზარდოს
-ასე თუ ვიკვებები ბავშვიც წამლების დამსახურებით გაიზრდება ,რაც არც თუ ისე კარგია
-მეჩვენება თუ პესიმისტურ განწყობაზე ხარ...ასე როგორ შეიძლება ანუშკი?
-რომ გავიგე სიხარულისგან დავფრინავდი,ახლა აღარ ვიცი რა ხდება ჩემს თავს მხოლოდ შიმშილის გრძნობა, საჭმლის დანახვისას გულისრევის შეგრძნება, თუ შევჭამ უკვე სააბაზანოში მიწევს გადანაცვლება და რამდენიმე საშინელი წამალი რომლის გადაყლაპვაც კი დიდი პრობლემაა
-დარწმუნებული ვარ პირველად რომ იგრძნობ მის მოძრაობას ყველაფერი დაგავიწყდება, წამალიც კი გემრიელი იქნება
-მეც სწორედ ამ მომენტს ველოდები...იმედია მალე იქნება და დინჯი არ იქნება
-მოვედი ...აი მოვიტანე .სხვადასხვანაირია და რომელიც გინდა იმას შევწვავ ან ცოტ-ცოტას ყველას - ძლივს სუნთქავდა, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა . ანაც გაჰყვა
-მე შევწვავ დაისვენე შენ - ლილია შევიდა,მაგრამ იქ მზარეულების ნაცვლად ჩახუტებული წყვილი დახვდა.ანა ტიროდა ,ლუკას დაღლილი სახე ჰქონდა .თავზე ეფერებოდა ,მაგრამ არაფერს ეუბნებოდა.ისევ უკან გავიდა და სხვებთან ერთად დატოვა სახლი
-ვაშლიც არ გინდა? ან ტისტი,ყველიანი შენ ხო გიყვარს ანიკო
-პურს შევჭამ ,ყველი არ მინდა
-მარტო პურს?
-ხო მარტო პურს...ღუმელში შედე სუხარს რომდ აემსგავსოს
-გვაქ და ბარემ ...
-არა მე პური მინდა დაბრაწული
-კარგი ახლავე ...
-შევჭამ,მაგას მართლა შევჭამ ნუ გაქვს ასეთი სახე გთხოვ - თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა- რვა თვე და მერე ორი შევჭამთ ცალ-ცალკე ... მე და ჩვენი ბიჭი
-გოგო რომ იყოს წარმოიდგინე როგორი იქნება...წინასწარ იცოდე რო ვერ გავათხოვებთ- ხუმრობა სცადა, ორივეს გაეცინა. ჯერ ტუჩებში აკოცა ,შემდეგ მთელი სახე დაუკოცნა .ამ მცირე დროში ისე შეიცვალა,რომ თითქოს სრულიად სხვა ქალს ეხებოდა,თან ზუსტად იგივე შეგრძნება ჰქონდა,გული ისევ ისე უცემდა ორივეს. - დავბრაწოთ პური ....
შეიძლება პურიც ვერ ეჭამა,უეცრად რაიმე სურნელი აღმოეჩინა,მაგრამ მაინც არ დაზარდა ლუკა. ყოველ ჯერზე როცა ყვირილი უნდა დაეწყო სიმშიდის წერტილს პოულობდა, აკოცებდა ანას და მიდიოდა .
ქორწილის დღეს ყველა მათ ირგვლივ ტრიალება და იმხელა მუხტი მოდიოდა უბრალოდ ცუდად ყოფნისთვის დრო არ ჰქონდა, არც ფიქრისთვის,მხოლოდ დადებითი ემოციები სიხარული და ერთი გაფერადებული დღე ამდენი ხნის შემდეგ. დღე რომელიც თავიდან ბოლომდე ერთი დიდი ჯაჭვი იყო...საყვარელი ადამიანი გვერდით, ირგვლივ მეგობრები,ნათესავები, საყავრელი მელოდიები და მას აყოლილი სხეული.
ლილია დილიდან მათთან იყო, გვანცაც არ შორდებოდა. დედოფალს უყურებდნენ ფოტოგრაფი მოვიდაო რომ გაიგონეს,ლილიას არც გაუხედავს ანას ფატას უსწორებდა. ფოტოაპარატისგან წამოსული სინათლე რომ დაინახა თავი შეაბრუნა და იმავე პოზაში გაქვავდა,კიდევ ერთხელ გადაუღეს ფოტო შემდეგ კი ხელი გაუშვა კამერას , გოგოს გაუღიმა ,ლოყაზე აკოცა ,სურნელიც მომენტალურად შეიგრძნო
-შენი გაოცებული სახე , შენელებული გულისცემა და მეოთხე შემთხვევითი შეხვედრა
-ნამდვილად?
-მგონი ვინმე სხვას უნდა დავურეკო, შოთიკოს ვეტყვი ,რომ მიკერძოებული ვიქნები და დედოფლის მეგობარ ჟღალს კამერის ობიექტივიდან ვერ გავაქრობ - ისევ ისე მონუსხული უყურებდა და უღიმოდა. ვერავინ ამჩნევდა მათ დიალოგს,ყველა დაკავებული იყო და ხესაც არავინ უშლიდა
-შენ ხარ მეჯვარის მეგობრის ფავორიტი ფოტოგრაფი?
-ხომ გითხარი მეოთხე შეხვედრისას გეტყვი-თქო...თქმაც არ დამჭირდა- თითები ლოყაზე შეახო, წამით და ისევ მის თვალებში ჩაიძირა- უღმერთოდ მშვენიერი ხარ
-დამპირდი რომ მხოლოდ ჩემი ფოტოები არ იქნება მანდ-კამერაზე ანიშნა და გაუღიმა
-არ ვიცი,ვერ დაგპირდები ...დღემდე ვნანობ პირველი დანახვისას რომ ვერ გადაგიღე ფოტო, ისე გავითიშე მობილურის არსებობაც კი დამავიწყდა ახლა შანსს ვერ გავუშვებ
-დღეს მათი დღეა, ყველა ფოტოზე ისინი უნდა იყვნენ !
-ავღელდი, რომ არ მოგეწონოს ფოტოები მერე რა გავაკეთო?
-სიმპატიურო ყმაწვილო კამერით ... ფოტოგრაფი თუ ბრძანდებით იქნებ გადაგვიღოთ სანამ ცრემლები დამახრჩობს?- გვანცა იყო რა თქმა უნდა .რომ მიკაკუნდა და წყვილს შეხედა უცებ გაჩუმდა- ეშმაკმაც დალახვროს ,მართლა ნაცრისფერია - ისე წავალი თითები ნიკაპზე და თავი დააწევინა ნორმალურის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა- სულ ეს ფერია თუ ქამელეონი ხარ კოსტია? - არც უკითხავს, არც უფიქრია გაჩუმება თითები გაუშვა და გაკვირვებულ ბიჭს კითხვები მიაყარა
-სულ ასეთია...როგორც ჩანს ჩემზე გიამო ჟღალმა,მაგრამ მე არ ვიცი რა გქვია
-აბა საიდან გეცოდინება, ჩემი და შენი სტატუსი ჩეეემი ყვავილის ცხოვრებაში არც კი შეედრება - უცებ გაკაპასდა ,პატარა ბავშვს ჰგავდა და კონსტანტინეს ღიმილი არც დაუმალავს
-კონსტანტინეს საქმე აქვს...ნუ მოვაცდენთ გვანცა, სხვა დროს გაესაუბრო იქნებ
-კარგი ხო, ნაცრისფერთვალებას სხვა დროს მივხედავ ათასი საქმე მაქვს სხვათაშორის შენც და გამომყევი
ასე წაიყვანა ლილია, როგორღაც გამოფხიზლდა და შემდეგ უბრალოდ საქმეებს მიხედა. ძალიან კი უნდოდა ლილიას ყოველი მოძრაობა დაეფიქსირებინა,მაგრამ მეგობარს დაჰპირდა და თანაც პასუხისმგებლობა ჰქონდა.ყოველ ჯერზე როდესაც მომენტი გამოუჩნდებოდა ლილიას უყურებდა. გიჟდებოდა მის ღიმილზე, ახლა როცა მის ობიექტივში მოხვდა გოგონა ,ასე ახლოს იყო თან ამდენი ხნით . ხედავდა მის დამოკიდებულებას მეგობრებისა და ნაცნობების მიმართ, მათ გაბრწყინებულ სახესაც აფიქსირებდა გოგონასთან საუბრის დროს. ბევრი ბიჭის მზერაც არ გამოჰპარვია და ცხოვრებაში პირველად შეიპყრო სულელურმა ეჭვინობამ
-ახლა ვხვდები რას გულისხმობდი საყვარელ ,მაგრამ ზოგჯერ დამღლელ საქმეში- ლილია გვერდით დაუდგა და საუბარი წამოიწყო
-ამ ამპლუაში მეორედ ვარ...ძალიან მთხოვეს თორემ ქორწილში გართობა მირჩევნია ,თუმცა არც ესაა ცუდი შეგრძნება როდესაც ნამდვილ ემოციებს აფიქსირებ და ბედნიერი წყვილის სამახსოვრო ფოტოებს ქმნი , თუ ცუდად გამოგივა წლების შემდეგ შვილებს სიტყვებით ვერ აუხსნიან როგორი კარგი იყო მათი ქორწილი
-ყველაფერს აქვს თავისი დადებითი ემოციური მხარე,მაგრამ გააჩნია შემთხვევას
-შენ თუ იქნები,თანახმა ვარ ქორწილების ფოტოგრაფად ვიქცე
-და სინამდვილეში ვის აფიქსირებ შენი კამერით?
-გააჩნია კონტრაქტს, ძირითადად მოდელეს...კომპანიაში ვმუშაობ
-საიდან გაიგე ჩემი ნომერი, ჩემი სახელი და როდის მნახე პირველად - თვალებში უყურებდა და მზერას არ აშორებდა
-მეხუთე შეხვედრისას გეტყვი,ნუ ჩქარობ
-შენ ხარ ხომ ის ფოტოგრაფი ასე ძალიან რომ სჭირდებოდა ჩემი სხეული იმ რაღაც პროექტისთვის- აშკარა ბრაზი ჩანდა მის თვალებში და სრულიად სხვა იყო იმ დროს
-მოდელებს მე არ ვარჩევ , თუმცა კი შენი ერთი ფოტო სადაც მხოლოდ პროფილია ჩემს მაგიდაზე იდო. გოგონა მჭირდებოდა თოვლივით თეთრი კანით რადგან თოვლში მინდოდა გადაღებები , შენი ფოტო მომიტანა სოსომ...რატომ მიბრაზდები ვერ ვხვდები, მე მართლა არ ვიცოდი,რომ მცოდნოდა შენ იყავი არც კი ვეცდებოდი გადაღებაზე დამეთანხმებინე ,იმისთვის ზედმეტად ეგოისტი ვარ შენი მშვენიერებით სხვის თვალებს მივცე ტკბობის საშუალება. შენ არ ხარ ფოტომოდელი, ვერასდროს იქნები ზედმეტად ბუნებრივი ხარ იმისთვის რომ ხელოვნურად შექმნილ გარემოს მოერგო
-იმედია ასეა და ყველა ჩვენი შეხვერა ნამდვილად დამთხვევა იყო
-ხომ ხედავ,შენ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მოსულიყავი ჩემთან ...გამექეცი ჩემგან დამოუკიდებლად,ახლა სულ სხვა მდგომარეობაა და გთხოვ ჩემში ეჭვი არ შეიტანო ,ყოველი სიტყვა სიმართლეა რაც მითქვამს და რასაც მომავალში გეტყვი
-რაც უფრო მალე ვისაუბრებთ და მივალთ ნაცნობიბის რაღაც დონემდე მით უფრო მარტივი იქნება ნდობა,დაჯერება და უსიტყვოდ გაგება!
ისე წავიდა კოსტამ ზუსტად ვერ გაიგო ისევ გაბრაზებული იყო თუ დაუჯერა. უყურებდა ისევ ისეთს და გონება ერეოდა,კონცენტრირება ძლივს მოახერხა.
-ქორწილების დიზაინერი ვიქნები თუ მოსამართლე ვერ გავხდი
-ნამდვილად საოცრება ჩაატარეთ ამ მცირე დროში...ჩვენ ვერაფერს მოვახერხებდით მარტო,საოცრება ხარ გვანც
-ანუშკებიი თქვენთვის ,მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის
-ისე მომეწონა ქორწილი შეიძლება მეორედაც მომინდეს
-დიდი დიდი ქორწინების წლისთავები მოვაწყოთ მე და შენ-ანამ გაუღიმა და აკოცა-მეტზე არც იფიქრო
-რა თქმა უნდა ჩემო ანიკო
-მოკლედ რა ისე იქცევიან ვითომ ამაღამ არ აცდება დედოფალს ...პირველად
-გვანცაააა
-ღმერთო როგორ არ მაცლით მხიარულებას, ცეკვა მინდა ...აბა ვინ მეცეკვება?- წამოდგა და ბიჭებს გადახედა კარგით ახლა ასეც ნუ წამოვარდებით ,უცხო დიდძუძუებიანი გოგო რომ ვიყო ხო დაიგლეჯდით ცხვირ-პირს
-შენ მხოლდ პროფესიონალ მოცეკვავესთან გეკადრება ცეკვა ჩემო გვანციკო
-თეძოს გარხევას რად უნდა პროფესიონალი მოცეკვავე ... ფოტოგრაფი ვისი მეგობარია? მეჯვარევ შოთა რომელია? - გიორგის მეჯვარეს შეხედა და მერე ბიჭებს გადახედა
-მე ვარ ... არ მითხრა რომ ფოტო არ გადაგიღო გვანცა
-ანუ შენი მეგობარია...როგორი მეგობარია ბავშვობის უნივერსიტეტის,სკოლის...უბრალოდ ნაცნობი? ვინაა საერთოდ
-გამომძიებელო რამე დავაშავე?- ბიჭის ხმა რომ გაიგო უცებ დაიბნა ,მაგრამ არ გატყდა
-ვნახოთ,ვნახოთ უშეცდომო არავინაა
-გეთანხმები ... -კამერა თვალთან მიიტანა და ფოტო გადაუღო -კარგია
-კარგი რაა ასე ახლოდან ცხვირი ცუდად გამომიჩდება
-ჩემ საქმეს ბოროტად არ ვიყენებ ასე რომ ცილს ნუ დამწამებ - ფოტო აჩვენა და გვანცაც წამსვე აღფრთოვანდა
-შენ მგონი ნიჭი გაქვს, ხედავ საოცარ კარს და წამსვე აფიქსირებ...ეს ფოტო პირადად მე მინდა ,ლილიკოს გაუგზავნე რომ შეძლებ...აიი ჩემი ყვავილიც შეგიძლია დატკბე - დაინახა როგორ იწყებდნენ ცეკვას გიგი და ლილია. გიგი თითქმის პროფესიონალი მოცეკვავე იყო და ლილიამაც შესანიშნავად იცოდა ცეკვა. ამჯერად ქართულის მელოდია ისმოდა და ლილიაც სრულიად დამატყვევებელი იყო. გიგის და მისი დუეტი ყველას აოცებდა, გარინდულები უცქერდნენ . გვანცას ათასჯერ ჰქონდა ეს სცენა ნანახი, ზოგადად ყოველ ჯერზე უცქერდა ახლა კი კოსტას უყურებდა და იღიმოდა... ვერ მოახერხა გონს მოსვლა, ტვინარეული ბიჭი რომ შეეჩერებინა, დიაანხა როგორ მიაჩეჩა კამერა ხელში ვიღაც ბიჭს და მამა-შვილს შორის აღმოჩნდა.
ლილიას დამფრთხალი მზერა შეამჩნია,მაგრამ იმდენად ჰქონდა მასთან ახლოს ყოფნის სურვილი რომ მკლავებგაშლილი არწივივით დასცქეროდა თავს. ლილიას მუქი თვალები გაფართოებული ჰქონა, სწრაფად აქცია ზურგი და გააფთრებული გიგისკენ დაიძრა,მაგრამ მამამ უკან დაიხია და ამიტომ მოედანზე ბიჭთან ერთად დარჩა
-არც კი იცი რას სჩადი
-ვცეკვავ...- ლილია ისევ მოშორდა დატრიალდა და ცეკვაც დასრულდა. შემდეგ გაიცინა აპლოდისმენტებს თავის დაკვრით შეეგება.შემდეგ კი კონსტანტინეს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა- გაიცანი , ის წარბშეკრული კაცი რომელსაც ჩემთან ცეკვა არ დააცადე გიგი ჩიქოვანია ,მამაჩემი
-მა-მა ? - ჯერ კი ტკბებოდა ლილიას სიახლოვით,მაგრამ მამაო რომ გაიგო და თან კაცის სახეც დაინახა ხველა აუტყდა- ჯანდაბა!
-ზუსტად ...შეგიძლია ესაუბრო
-მოიცა მტოვებ? რომ ვუთხრა შეყვარებული ვარ-თქო?
-თუ გინდა საქმრო უთხარი მთავარია მე რას ვეტყვი
-ლილია ნუ ერთობი ჩემი შეცომით
-სახალისოა - აკისკისდდა და თვალი ჩაუკრა -ნუ ღელავ ბრაზიანი მამიკო არ მყავს
-ხო ეტყობა ... ისეთი მშვიდი მზერა აქვს აშკარად ფიქრობს მე იდოტს რა მიყოს. პირდაპირ რომ ვუთხრა იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებით ვიეჭვიანე-თქო?
-ეჭვიანობა ცუდი სენია, სჯობს თავიდანვე ებრძოლო
-გმადლობთ რჩევისთვის , ახლა იქნებ დამეხმაროთ პირველი განსაცდელისას
-გინდა რომ ასე სულ შენ დააშავო და მე გამოვასწორო?
-ლილია!
-აი უკვე ბრაზდები კიდეც, სულ ასეთი ფიცხი ხარ? იმპულსური და ემოციური?
-კიდევ განაგრძობ ჩემს დაცინვას და მართლა ვეტყვი რომ საცოლე ხარ ,გიყვარვარ და ხვალვე მინდა ხელის სათხოვნელად მოსვლა
-მზად ხარ ასე სპონტანურად შემირთო ცოლად მიუხედავად იმისა რომ არავითარი გრძნობა არ მაქვს?
-რატომ უნდა დავხარჯოთ დრო ჟღალო?
-მგონი ზედმეტად მოსაწყენი ხარ, როგორ შეიძლება პირდაპირ დაქორწინება
-მუღამი არ ექნება? აბა მე მკითხე ?
-ვგრძნობ რომ შენ შენ არ ხარ, მგონი გადაიღალე . მე წავალ გაგეცლები ცოტა დამშვიდდი და მოიკრიბე გონება - თვალებში ისევ ჭინკები უხტოდნენ, იღიმოდა და ისე საუბრობდა
-არ შეიძლება ასე ...ერთ დღეს რომ დამინახავს ასე იტყვის შენ ის გიჟი ბიჭი არ ხარ ჩემ გოგოსთან ცეკვა რომ არ დამაცადეო?
-ფაქტს ვერაფერს მოუხერხებ უკვე მოხდა...დამშვიდდი გთხოვ ,ზედმეტი ღელვა დაგაბერებს და მერე იტყვიან პედოფილი ყოფლა რა პატარა ცოლი ჰყავსო,როგორ მოატყუა ეს გოგოო აი მაშინ 10 წლის შემდეგ
-შენთან საუბარი უფრო მახვევს თავბრუს და აშკარად შორიდან ცქერა სჯობდა
-უნდა შეეჩვიო სხვა გზა არაა ან უნდა დამივიწყო
ამჯერად წავიდა, მაგიდასთან მჯდომ მამას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. კაცმა ხელის ზურგზე მიაწება ტუჩები და ქვემოდან ახედა
-რაღაც ძალიან შეშინებული არ ჩანდა და ზედმეტად თავხედია თუ მე ვერ მივიღე შესაბამისი გამომეტყველება
-მაა ,უბრალოდ არ იცოდა ვინ იყავი ...აპატიე ამ ერთხელ
-ჰმ, მნიშვნელობა აქვს ჩემ აზრს ამ ბიჭზე?
-შეიძლება ჰქონდეს, წინასწარ ხომ არაფერი ვიცით მა,ასე არ ამბობ ხოლმე?
-უკვე ვიძაბები და ხომ არ გავიხსენო ახალგაზრდობის წლები? რაღაც ზედმეტად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს ახლა არავინაა და უკვე ცეკვისას მართმევს შენ თავს და მერე რას იზამს?
-მამა ,გთხოვ ნუ აჭარბებ .შევეშვათ ამ ამბავს ..უნდა გიხაროდეს ისე კარგად გამოიყურები რომ იეჭვიანა ბიჭმა
-იდიოტია? პირდაპირ მითხარი ,მზად რო ვიყო
-მამაა!
-კარგი ხო... მეტი არ მინდა ჩემი ფოტოები არ იყოს და ცუდად ვჩანდე
-გისმენთ,გისმენთ და რომელს გისაყვედუროთ ვეღარ გავიგე,მაგრამ ახლა უკვე ვიცი რომ შენი მხიარულება მაგჟებს გიგი- გვერდით მჯდომი იაკო გიგის ყურთან ჩურცულებდა, აქამდე უსმენდა მათ დიალოგს ისე რომ ცალი ყურით მეგობრისკენ იყო .
-ჩემო ლურჯთვალა შენ ჩემზე გიჟები უკვე წლებია...არ დამვიწყნია პატარავ რა საჭირო იყო შეხსენება?- უცებ სრულიად შეეცვალა გამომეტყველება,პპატარა თინეიჯერს დაემსგავსა და ცოლს ისეთი თვალებით შეხედა სიტყვის თქმა ვეღარ მოხერხა
-შენ...შენ არც კი ვიცი რა გითხრა.სახლში რომ მივალთ მერე დაგელაპარაკებით ორვეს
-მე და შენ ვილაპარაკებთ აუცლებლად,ჩვენთან საძინებელში და ჟღალს ხვალ გაესაუბრე გთხოვ
ლილიას არც უცდია მათი დიალოგის მოსმენა ,დატოვა წყვილი და ისევ მეგობრებთან გადაინაცვლა.
დილის ხუთამდე ნამდვილად არ გაგრძელებულა გართობა, ლუკა და ანა რომ წავიდნენ მალე დაიცალა დარბაზიც. ილია მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭებთან ერთად იყო, საკმაოზე მეტად მთვრალი და ჩვეულებრივზე მეტად მდუმარე.
მანქანისკენ მიდიოდა კონსტანტინემ რომ შეაჩერა და წამსვე წინ გადაეღობა
-დაუმშვიდობებლად ვერ გაგიშვებ- სხვა არაფერი იყო საჭირო, დაიხარა ლოყაზე აკოცა და წავიდა. ლილიამ კი მეტად ამაღლებული განწყობით განაგრძო გზა.
გიგი და იაკო რა თქმა უნდა პირველები დაიძრნენ საძინებლისკენ. ლილია კი ილიკოს გვრდით მიაბიჯებდა კიბეზე
-დამღლელი დღე იყო, ახლა ვიგრძენი კუნთების ტკივილი აქამდე თითქოს ენერგია მამოძრავებდა და ახლა სვლა რომ შევწყვიტე ერთად დამატყდა ყველაფერი თავს
-ფოტოგრაფი კოსტაც მათ შორის თუ ისიც შენი ტრფობის ალით დამწვარი რაინდია
-კონსტანტინეს ნუ შეეხები გთხოვ,წინასწარ გაფრთხილებ და დაიმახსოვრო რომ არც გაბედო ჩვენ ურთიერთობაში ჩარევა. ჯერ არაფერი ხდება , შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს ,მაგრამ გაითვალისწინე რომ ჩემთვის სხვა ყველაზე მაღლა დგას ....ძილინებისა ილიკო- უკვე საძინებლისკენ გადაუხვია ძმას დაემშვიდობა და მშვიდად შევიდა ოთახში. უკვე გამოცვლას იწყებდა,შხაპის მისაღებად უნდა გასულიყო ილიკო რომ შევიდა
-რომ ჩავერიო რას გააკეთებ...რატომ დგას მაღალ საფეხურზე ვითომ რით განსხვავდება სხვებისგან
-დარწმუნებული ვარ ბიჭებს უკვე გამოსტყუე ინფორმაცია, საძმოს საერთო აზრი მოისმინე შენებური ეშმაკური ხერხებით და როგორც ყველა სხვა ისიც არ მოგწონს ... მთავარი ისაა რომ შენ არ უნდა მოგწონდეს და გთხოვ კიდევ ერთხელ გთხოვ დამშვიდდი ,ნუ შფოთავ წინასწარ
-ყველა შენნაირი ანგელოზი ნუ გგონია
-არა ეს შენ არ უნდა გეგონო ანგელოზი , უნდა მიხვდე რომ შენი უფროსი და უფრთო ანგელოზი არ არის - მისი სახე ხელებში მოიქცია და გაუღიმა- ასე ნუ მიყურებ...ნუ მეტყვი მასზე რამეს, მინდა მისგან გავიგო ყველაფრი როცა ეს მომინდება , არ მინდა ვინმე ან რაიმე ჩაეიროს ჩვენ ორ შორის ...დაიძინე თორემ ხვალ ცუდად იქნები
......................
ქორწილის შემდეგ ლილიამ და კონსტანტინემ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს. კოსტა დაკავებული იყო , სამსახური,სახლი, ოჯახი და უამრავი სხვა საქმე ჰქონდა. ლილია კი მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ატარებდა ზაფხულს. ბოლო ერთი კვირა სწავლის დაწყებამდე გვანცასთან ერთად გაატარა ,ქალბატონმა ანტალიის საგზური ჩაიგდო ხელთ და ლილიაც თან წაიყვანა.მართალია ლილია რუჯის მიღებას ვერ ახერხებდა და დამწვრობის ასარიდებლად ათას საშუალებას იყენებდა,მაგრამ გვანცასთან გატარებული ერთი კვირა იმ მშვენიერ ადგილას ნამდვილი რელაქსაცია იყო .
ყველაფრისგან შორს ყოფნა საყვარელ ადამაინებს გახსენებს, დღის ბოლოს სიზმრების სამყაროში გადასვლამდე ლილია ფოტოგრაფზე ფიქრობდა ,გვანცა კი მიშოს მზერას ვერ იგდებდა თავიდან. არ აღიარებდა ,მაგრამ რაღაც განსხვავებულს გრძNობდა მისი დანახვისას,თითქმის თვე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს შეხვდა,მაგრამ მაინც ახსოვდა მისი მზერით გამოწვეული სიმხურვალე.
სექტემბრის თვე აკარგვინებდა გვანცას, ახლა უკვე ილიკოსაც და მხოლოდ ყვავილები რჩებოდა,ბაღი და წიგნები. გვანცა უკვე ხვდებოდა კურსელებს, ლექტორებს და წიგნებს ეძებდა . მეოთხე კურსზე იყო და ეს წელი მისთვის გადამწყვეტი იყო, იურიდულზე ჩაბარებამდე თქვა რომ წითელ დიპლომზე დაამთავრებდა და სიტყვა უნდა შეესრულებინა მშობლების ჯიბრით აკეთებდა,მაგრამ მაინც აზარტში იყო ,ბუნებრივ აზარტში და სწავლის დროს ლილიას გარდა მართლა არავის ეკონტაქტებოდა. მხოლოდ კვირა დღეს იცლიდა სხვებისთვის და ჩვეულებისამებრ გიჟ გვანცაცოს აბრუნებდა.
მარტო დარჩენილმა ლილიამ ბიბლიოთეკის განახლება გადაწყვიტა ,რადგან ხელთ არსებული ყველა წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა და რაიმე ახალი სჭირდებოდა.
წიგნების მაღაზიაში იყო,თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს ათვალიერებდა და სასურველ მათგანს ეძებდა.რამდენიმე რჩეული წიგნი უკვე ხელთ ჰქონდა ნაცნობი ხმა რომ გაიგო.წინა რიგში ზურგით მდგომი მაღალი სილუეტი დაინახა და გაეღიმა“მეოთხე შემთხვევითი შეხვედრა“ ჰქონდა.
-საქმე მაქვს ბიძი და მალე მოვალ ხო? კაი ტოოო მამიკო როგორ გაბრაზებს ...მერე შენც გააბრაზე ბიძი - გაიცინა და თაროდან წიგნი აიღო - საღამოს მოვალ კარგი? არ გამებუტო გთხოვ ,შევთანხმდით? - ისეთი მშვიდი იყო,იმდენი სიყვარული და სითბო ჩანდა მის ხმაში რომ ლილია ღიმილს ვერ იშორებდა. მის უკან იდგა და ელოდა როდის დაასრულებდა საუბარს. მობილური როგორც კი ჩააცურა ჯიბეში მაშინვე მიუახლოვდა და წვერმოზრდილ ლოყაზე აკოცა ,იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა ბიჭს და მისი სხეულიდან საკუთარზე შეიგრძნო ბუსუსების კვალი
-უკვე მეხუთეა და პირველის გახსენების დროა
-ლილია-ისეთი ხმა ჰქონდა გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა,მისი მზერა, სიტყვები,შეცვლილი გამომეტყველება და ხელში გაშეშებული წიგნი
-ვისთვის ეძებ წიგნს? გოგონაა თუ ვაჟი? რამდენი წლისაა?
-ჩემი ძმისშვილისთვის და დისთვის .... ძმისშვილს ლექსების კრებული მინდა ვუყიდო ან ზღაპრების 5 წლისაა ახლა სწავლობს კითხვას .... დას რაიმე უფრო საინტერესო და აზრზე არ ვარ რომელს რა ვუყიდო - უყურებდა ლაპარაკობდა და გრძელ თითებს თმაში დააცურებდა,თითქოს ეს მოიყვანდა გონს
-ძმა გყავს ,რომელსაც ცოლი და შვილი ჰყავს ....ასევე და რომელიც ჯერ კიდევ სკოლაშია?
-უკვე რამდენ ინფორმაციას ფლობ ხედავ?
-შენი დედაჩემიც ,მამაჩემიც და ჩემი ძმაც დააფიქსირე კამერით...მამაჩემთან ცეკვაც კი შემაწყვეტინე და აშკარად მეტ ინფორმაციას ფლობ
-ცეკვის ამბავს ალბათ სულ შემახსენებ ... შემიძლია დღესვე გაგაცნო ყველა თუ შენ მოინდომებ
-და შემთხვევითი შეხვედრები მეოთხეზე შევწყვიტოთ?
-მეხუთეზე ...
-პირველზე მომიყევი და შემდეგ დავფიქრდები - თვალებში ჭინკები უხტოდნენ,ერთობოდა სიტუაციით და თავად განცდილი ემოციებისგან სიამოვნებასაც იღებდა.საოცარი წუთები იყო,თითქოს დრო ისევ შეზღუდული ჰქონდა და რაღაც საოცარ უცნაურ ადრენალინის გამომუშავებას გრძნობდა
-წიგნების კითხვა შენც გიყვარს? აღარ მეგონა მკითხველები თუ კიდევ შემორჩნენ ჩემი ჩემი და ერთადერთი მეგონა
-შენ არ გიყვარს?
-სიმართლე გითხრა სქელი წიგნები სულ საშიში ჩანდა ჩემთვის... არ შემიძლია დრო დავუთმო ამ უზარმაზარ წიგნებს , რომ მქონდეს ალბათ სიამოვნებას მივიღებდი კითხვით ახლა მხოლოდ ძილის წინ თუ წავიკითხავ ისიც იმიტომ რომ მშვიდად დამეძინოს
-ამას არ უნდა მეუბნებოდე, მე ხომ აშკარად ვგიჟდები კითხვაზე და წიგნის გმირებთან ერთად მოგზაურობაზე
-ჩემი აზრით სხვის სამყაროში გადანაცვლება ხშირად არ უნდა გსურდეს,იმდენად მრავალფეროვანი უნდა იყოს შენი ცხოვრება...განა მოსაწყენი არ არის სხვისი განცდებისა და ემოციების მიტაცება? როდესაც კითხულობ სხვა ,არარეალურ გმირს ართმევ გრძნობებს, სიყვარულს ,ტკივილს ამას არ სჯობს თავად განიცადო? შენი საკუთარი სიხარული, ბედნიერება და თუნდაც ტკივილი ის ხომ არავის დაემსგავსება
-სიმართლე გითხრა მსგავსი აზრი არასდროს მომისმენია ... ვერ გეტყვი რომ დამაფიქრე ,მაგრამ ნაწილობრივ მართალიც ხარ იმას თუ არ ჩავთვლით რომ შეუძლებელია ამდენი ემოცია განიცადო ცხოვრების განმავლობაში მით უმეტეს ისეთმა ადამიანმა როგორიც მე ვარ,სურვილიც არ მაქვს ....მე და შენ ძლიერ განვსხვავდებით
-ეს წიგნი მცენარეებზეა?- ყდაზე გამოსახულ ყვავილებს დააკვირდა და შემდეგ სათაური ამოიკითხა- ამ ყვითელ ყვავილზე ალერგია მაქვს ... ცემინება მეწყება და ვერ ვჩერდები -ეს ისეთი სახით თქვა ლილიამ ისევ სიცილი დაიწყო,მოერიდა როდესაც გაახსენდა სად იმყოფებოდნენ -რა გაცინებს? იცი რა ცუდად ვხდები? ერთხელ გადაღებისას დამეწყო თურმე სადღაც ხე ყოფილა ამ მიმოზის თუ რაღაც უბედურების და ცემინებისგან გავწითლდი, ლამის დავიხრჩე...არცერთი ფოტო გამოვიდა კარგი და ლამის მოვჭერი ის ხე
-აი ეს ზღაპრების წიგნი შენი ძმისშვილისთვის.... აიი ეს რომანი კი შენი დისთვის - თაროებიდან წიგნები აიღო და წარბებშეჭმუხნულ კოსტას ხელში მიაჩეჩა -იმედია ენდობი ჩემს არჩევანს
-შენ უკვე აარჩიე ყველა?
-დღეისთვის კმარა ...- სალაროსაკენ დაიძრნენ ლილიასთან კონსულტანტი ბიჭი რომ მივიდა
-ლილია , აი ეს წიგნი მინდოდა მეჩვენებინა შენთვის...ვფიქრობ მოგეწონება
-იპოვნე? მეგონა აღარ იყო
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი- ისე უღიმოდა ბიჭი ლილიას და ისიც ისეთი ბედნიერი იყო წიგნის გამო .კონსტანტინე თან ბრაზობდა ბიჭის მზერაში კარგი კონსულტანტის აზრების გარდა სხვა ბევრ რამესაც რომ ხედავდა და თან გონება ეთიშებოდა ლილიას ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა. ველური რომ არ გამოჩენილიყო თავი უნდა შეეკავებინა,თაროებს მოავლო მზერა და ნაცნობი წიგნის ყდა რომ დაინახა გაეცინა. ზუსტად ის იყო რაც სჭირდებოდა ,თაროდან სამი წიგნი აიღო საუბარში გართული ლილიას წიგნების ტანხაც გადაიხადა და შემდეგ კარი გააღო
-წავედით?
-არ მიყვარს როდესაც ჩემს ნაცვლად იხდიან
-ერთ დღეს ხომ გაჩუქებდი წიგნებს იმის გამო რომ ვიცი კითხვა გიყვარს ,უნდა ამერჩია რამე მე კი არ მიყვარს ეს პროცესი და საქმე გავიიოლე
-შენი მახვილი გონება მაოცებს
-ამდენი წიგნი რომ არ ამირჩევია?
-მეც მქონდა წინასწარ გადაწყვეტილი რას ვუყიდდი თათას... იმედია ჩემთვის დრო გაქვს-იქვე დაპარკინგებული მანქანისკენ დაიძრა და კარი გაუღო გოგონას
-დრო თავზესაყრელად მაქვს ,არავის სცალია ჩემთვის ...მეტყვი რა შეარჩიე შენი დისთვის?
-ვერ დავიჯერებ რომ ვინმემ მიგატოვა ... რომ მივალთ გეტყვი
-ისე ნუ მიყურებ როგორც მიუსაფარ კნუტს
-კატებსაც ვერ ვიტან
-კიდევ რას ვერ იტან?
-ყვავილებს ...ხომ გითხარი ალერგია მაქვს-სახე ისე დამანჭა ლილიამ ძლივს შეიკავა ენის წვერზე მომდგარი სიტყვები ,როგორ უნდოდა ყვავილების სიძლვილისთვის გაეკიცხა,მაგრამ ეს სრული სიქაჯე იქნებოდა და დადუმდა.
რამდენიმე წამს მანქანაში ისხდნენ, არც კი ფიქრობდ აიმაზე რომ ამ ცოტათი შეშლილ,ექსცენტრიულ ბიჭს შეიძლება სადღაც გადაკარგულში წაეყვანა . ჩანთა მუხლებზე ედო და იქედანაც კი გრძNობდა ახალი წიგნებსი საოცარ სურნელს, ამ დროს ყოველთვის ემოციების ზენიტში იყო . ახლა ალბათ მეტროში იქნებოდა, წიგნით ხელში ,არავისზე და არაფერზე იფიქრებდა,მაგრამ კონსტანტინეს დაუთმო ის დრო რომელიც თავისი საყავრელი წიგნებისთვის ჰქონდა განკუთვნილი. მანქანა კაფესთან გააჩერა და როგორც ჯელტმენებს შეეფერებათ ლილიას თავად გაუღო კარი.
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ,თვალები განსაკუთრებულად უბრჭყვიალებდა ორივეს . ლილია ცქმუტავდა, მოეწონა ხედი და ეზოში განთავსებულ ყვავილებს უყურებდა, მინის კედლიდან რომ ჩანდა
-აკი ყვავილებს ვერ ვიტანო?
-აქ სურნელი არ აღწევს...აი იქ რომ ვისხდეთ სულ სხვა იქნებოდა ,თანაც შენთან იმდენი ყვავილია ვხვდები რომ მოგწონს მსგავსი ხედები
-მე ორი არასულიერი რამ მიყვარს ყველაზე მეტად ...
-არ მითხრა რომ მათ შორის წიგნებთან ერთად ყვავილებიცაა ,გთხოოვ
-ყვავილები პირველ ადგილზეა, ბოტანიკოსი ვარ და ყვავილები ზოგადად მცენარეები უბრალოდ ჩემი სულისა და ცხოვრების ნაწილი არიან. არ ვიცი შენ იქნები თუ არა 10 წლის შემდეგ,მაგრამ მცენარეები სულ ჩემს ცხოვრეაში იქნებიან ასე რომ აქედანვე გაითვალისწინე ეს ფაქტი
-იმედია ის მიმოზები არ გიყვარს გამორჩეულად
-არა...მიმოზის ხე არ მაქვს , არ ვიცი რატომ ალბათ ვგრძNობდი რომ ალერგია გექნებოდა
-უკვე შევთანხმდით ხედავ? არა მიმოზა და ყველაფერი რიგზე იქნება ... ბოტანიკოსობა როგორ გადაწყვიტე
-ხომ გითხარი ავირჩიე ის პროფესია რომელიც მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა, იგი არასდროს მომბეზრდება და სიამოვნების გარდა არავითარ ემოციას გამოიწვევს მათ შორის არც დაღლას
-თბილისში როგორ ახერხებ ყვავილებთან კონტაქტს?
-საკუთარი ორანჟერეა მაქვს თბილისთან ახლოს ... იქ არიან ჩემი ყვავილები
-ადგილი რომელიც გიყვარს ხომ?
-დიახ ...
-რას წარმოვიდგენდი თუ ყვავილების გარემოცვაში მომიხდებოდა ყოფნა, თავად გთხოვდი რომ გეჩვენებინა ჩემთვის ადგილი სადაც ირგვლივ ათასი ყვავილის ბუჩქი იქნება
-ასეთი გამომეტყველებით ნუ საუბრობ ყვავილებზე...ისინი ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან ბუნებაში
-კატებიც გიყვარს? ახლავე მიტხარი თუ იმ ორანჟერეაში კატები დარბიან და ბეწვებს ყრიან
-არადა ფოტოგრაფებს სილამაზის აღქმა საოცარი გაქვთ ...როგორ არ გიყვარს ყვავილები და ცხოველები
-როდესაც კამერით ვაფიქსირებ უნდა შევარჩიო გარემო დიდი ძიების შემდეგ სადაც ჩემთვის საჭირო მცენარეები იქნება,ხედი რომელიც დამჭირდება...ზოგჯერ მირჩევნია ფოტოშოპი გამოვიყენო ვიდრე ტყე -ღრე ვიხეტიალო ჩემი კამერებითა და მოდელებით
-არ მეგონა ამდენად ხელოვნური თუ იყო შენი პროფესია...ჩემთვის ფოტოგრაფებიც ხელოვნები არიან ისევე როგორც მხატვრები
-მაშინ როდესაც გადაღება ჩემთვის ჰობია...როდესაც სამსახურის ნაწილი ხდება რთულია ბუნებრიობის დაცვა სიამოვნებასა და სიძულვილს შორის ვიხლიჩები ამ დროს ...ზოგჯერ მინდება კამერა ვესროლო მოდელს რომელიც ორი საათი აკვირდება საკუთარ სახეს რათა ტუჩის კუთხეში პომადის კვალი არ ჰქონდეს...სიტყვებით ვერ აღვწერ ჩემი და კამერის ურთიერთობას ,ამას უნდა ხედავდე რომ ხვდებოდე
-მე და მცენარეებიც ასე ვართ... მესმის შენი
-მიხარია,რადგან არავინ იცის ამის შესახებ
-იმიტომ რომ არ გიყვარს საკუთარ საქმეზე საუბარი ...არც იმაზე რაც გიყვარს და რისგანაც სიამოვნებას იღებ
-ნამდვილად ასეა
-იმედია ჩვენ პირველ შეხვედრას გაიხსენებ და საიდუმლოდ არ დაიტოვებ
-არ მინდა გიამბო ...
-რატომ?
-მეექვსე შეხვედრისთვის არაფერი დაგვიგეგმავს ... რომ გიამბო და შემდეგ გაგიქრეს მომდევნო შეხვედრის მოლოდინი ?
-გეშინია?
-ზედმეტად მხდალი ვჩანვარ ,რომ მგონია ვერ დაგაინტერესე? ის კონსულტანტი ბიჭი აშკარად კარგად იცნობს შენს გემოვნებას
-თითქმის ყოველთვის ამ მაღაზიაში ვყიდულობ წიგნებს და იმიტომ დაიმახსოვრა... შენც მშვენივრად ისარგებლე დროით და ოთხი წიგნი ისე აიღე თაროდან ვერაფერი დავინახე...არადა ამბობდი არ მიყვარს წიგნის არჩევის პროცესიო
-შენ დამეხმარე არჩევაში
-მე როგორ?
-ოთხიდან პირველი იყო „ სხვა უდაბნოს საიდუმლო“ წიგნი რომელიც სულ ახლახანს დაიბეჭდა და მინდოდა დამესწრო სანამ თავად იყიდდა თათა...თანაც მისი ელ ვერსია გადავიკითხე და ურიგო არ იქნება თუ წაიკითხავს ...ვინ იცის მომავალში ვინ შეუყვარდება . ჩემი დის მოსანახულებლად უდაბნოს გადალახვა არ მინდა,მაგრამ ჩემი სიძეც თუ მთავარი გმირის მსგავსად მამაცი კაცი იქნება და ასე ძლიერ ეყვარება, ბედნიერი ვიქნები
-მე უკვე წავიკითხე ...ანტალიაში ყოფნის დროს დაემთხვა და გაორმაგებული სიამოვნება მივიღე უზრიულ ღაზალში მოგზაურობისას. დანარჩენ სამ წიგნზე რას მეტყვი?
-შენ დამეხმარე-თქო ხომ გითხარი...რომ დავინახე გამახსენდა წიგნი ,რომელმაც შენი აღმოჩენის საშუალება მომცა . გიკვირს ხომ? როგორ შეიძლება წიგნის საშუალებით აღმომეჩინე, გიკვირს რადგან არ იცი რა საოცარი საცქერია როდესაც კითხულობ, წიგნის გმირებთან ერთად ხარ და ვერ აღიქვამ ირგვლივ რა ხდება. არამიწიერ ქმნილებას ჰგავდი , ბრბოში ჩაკარგული,ხმაურში შთანთქმული წითური ,რომელიც პატარა ბავშვს ჰგავდა ჭრელი კაბითა და ჰაერში მოთამაშე ფეხით...ვიცოდი რომ ცოტა დრო მქონდა , ვიცოდი და ყველგან ვაცეცებდი თვალებს მინდოდა ბოლომდე შემესწავლა შენი საოცარი მოძრაობები, მიმიკბი რომელსაც იმ წამს იღებდა შენი ლამაზი სახე. ისიც მაინტერესებდა რამდენი პაწია ჭორფლი იყოს შენს ღაწვებზე ,მაგრამ ყველაზე მეტად შენი თვალების დანახვას ველოდი , რომელსაც ფურცლებზე დატანილი სიტყვები მართმევდა...როგორ მინდოდა შენც შეგემჩნიე ,იმ წამს ვერაფერს დიანახავდი ჩემში ისეთს რაც მეორედ შეხვედრის სურვილს აღგიძრავდა ,მაგრამ შენს თვალებთან გადაყრა მინდოდა ... ტუჩზე იკბინე და შემდეგ მივხვდი რომ კარგად ვერ ვსუნთქავდი,წამით დავხუჭე თვალები და უკვე მიდიოდი. კაბის ბოლოები ფრიალებდნენ, მიდიოდი და მოგყვებოდი ,არ ვიცოდი სად წახვიდოდი თუნდაც ჯოჯოხეთის კარამდე გამოგყვებოდი...დაგკარგე, თვალი მოგაშორე და ვეღარ დაგინახე,არსად იყავი იმ წამს ეშმაკსაც მივყიდდი სულს ოღონდ გამეგო რომ ისევ გნახავდი. წახვედი,არ ვიცი სად ,მაგრამ დამემალე და ასე დასრულდა ჩვენი პირველი შეხვედრა მეტროს სადგურიდან ხმაურიან ქალაქში ...
-„გრეის 50 ელფერი“ წიგნი რომლის დამსახურებითაც გამიცანი ?!
-ღმერთო ჩემო მე რომ ეს შემემჩნია ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...რომ მცოდნოდა გრეისთან ერთად იყავი შუა მატარებელში, მეტროს ხმაურში და ასე მიმზიდველად იღიმოდი ... გრეის გამო იკვნეტდდი ტუჩებს? ვეჭვიანობ - უცებ „დასერიოზულდა“ და წარბები შეკრა
-ვერასდროს ვიფიქრებდი ,რომ კითხვის დროს დამინახე და მოგეწონე
-ცდები!
-როგორ თუ ვცდები... მაშ კიდევ რა- ამჯერად ლილია იყო გაოცებული, სუნთქვაშეკრული უყურებდა კონსტანტინეს, თვალს ვერ აშორებდა უნდოდა მისი თითოეული ამოსუნთქვა შეეგრძნო, მის ნაცრისფერებში ჩაძირულიყო
-მომეწონე როდესაც შენი ფოტო დავინახე , შენი პროფილი მომეწონა ...როდესაც პირველად ვნახე როგორ კითხულობდი მას შემდეგ მოჯადოებული ვარ ...უკვე დიდი ხანია აღარ მომწონხარ . მე შენით შეპყრობილი ვარ,ლილია!
ლილიას სიტყვები ისევ არ ჰქონდა , გაყინულ თითებზე მხურვალე შეხება იგრძნო ტუჩებიდან წამოსული ცხელი ტალღები მთელს სხეულს მოიცავდა ,იმ წამს ისიც შეპყრობილი იყო არა თავად ბიჭით არამედ ამ გრძნობით რომელსაც განიცდიდა.
ეს იყო არა მატი მეოთხე ,არამედ მეხუთე შეხვედრა და ყოველი მომდევნოს ათვლა ამ დღიდან დაიწყებოდა , აღარ იქნებოდა შემთხვევითი შეხვედრები მხოლოდ წამიერ სურვილს აყოლილი .......
.....................
გვანცა კურსელებთან ერთად იყო რესტორანში, სწავლის დაწყების წინ ყველანი ერთად შეიკრიბნენ .წინ ისეთი წელი ჰქონდათ,რომ ნამდვილად არ აწყენდათ კარგი განწყობით დაწყება. რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი, ცეკვა, ხმამაღალი სიმღერა და განათება რომელიც გონებას ურევდა. ეს შეგრძნება კი ყოველთვის შველოდა, ის დღეც არ იყო გამონაკლისი. მშობლები დაბრუნდნენ, მათთან იკამათა , ბინის ყიდვაზე უარს აცხადებდნენ და ბარათზე თანხაც აღარ ჰქონდა, მუშაობა უნდა დაეწყო ყველაფერი აირეოდა და ვერ ხვდებოდა წინ რა ელოდა. ახლა კი ცეკვავდა , ზურგს უკან უცნობი ბიჭი იდგა , მუცელზე ხელებს ხვევდა და კოცნას ცდილობდა ხელიდან რომ დაუსხლტა. ჭიქა დაცალა, ჩანთა აიღო და წავიდა. იქ სადაც ყველაფრისგან შორს იქნებოდა, გრილმა ჰაერმა გამოაფხიზლა და ყვავილებიანი სახლის დანავხამდე უკვე მშვიდად იყო. ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და ჭიშკრის წინ გაჩერდა. ფეხსაცმელი ცუდად ხდიდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტერფებში ლურსმნებს არჭობდნენ,ყოველთვის ასე იყო და ახლა მხოლოდ სახლამე მისვლა სურდა. ძლიერი ქარი ქროდა და ყვავილების სურნელი მიჰქონდა. ღრმად ჩაისუნთქა, კარი გახსნა და ეზოში შევიდა. მიაბიჯებდა და კლაჩს ხელში ათამაშებდა,ღიღინი დაიწყო შემდეგ ხმამაღლა მღეროდა , მარტო ყოფნა და სიმღერა წამალივით იმოქმედებდა რომ არა სიბნელეში გამოჩენილი სილუეტი . უცებ დაიყვირა ,დეზორიენტირებულს კლაჩიც დაუვარდა, უკვე გახდილი ცალი ფეხსაცმელიც და აყირავდა კიდეც. მთელი ძალით დაეჯახა უკან მდგომს და მასთან ერთად დაეცა მინდორზე .თვალები რომ გაახილა და მიხვდა რომ მის ქვეშ მიშო იწვა, მისი მკლავები ეხვეოდნენ სხეულზე სუნთქვაც შეეკრა
-კარგად ხარ?- თითები სახეზე შეეხო, ცხელი იყო იმდენად რომ ქარისგან გაყინულ კანს უთბობდა .თმა ყურს უკან გადაუწია და მეორე ხელის თითები ხერხემალზე ააყოლა,შემდეგ გაიაზრა რომ გიპიურის ნაჭერი ზედმეტად თხელი იყო მისი სიმხურვალის შესაჩერებლად, წელთან შეგროვდა ჟრუანტელის ნაკადი და შემდეგ მთელი სხეული მოიარა- ამ დროს აქ რა გინდა ,ვიფიქრე რომ სხვა შემოიპარა
-მე...მძიმე ვარ ,უნდა წამოვდგე
-თუ გეტყვი რომ მსუბუქი ხარ ასე დარჩები?- აშკარა იყო მიშოსთვის გვანცას მდგომარეობა და აშკარად დასცინოდა. გაბრუებული გოგონა კი გაანჩხლდა
-რადგან გაირკვა რომ არავინ შემოპარულა შეგიძლია წახვიდე- მიწას დააბჯინა ხელები , წამოდგა და კაბაც სწრაფად გაისწორა. ფეხსაცმელი და კლაჩიც იპოვნა მკერდზე მიიკრა და ცალი ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა გაისწორა- კარგად იყავი... გმადლობ ყურადღებისთვის - ზურგი აქცია და სასწრაფოდ სცადა მისგან თავის დახსნა,მაგრამ არ გამოუვიდა. კართან მისულმა გაიაზრა რომ მიშო უკან მიჰყვებოდა. გასაღები რომ ვერ მოარგო კარს და ნერვები მოეშალა მისი თითები უკვე მტევანზე შემოეხვია , გასაღები გამოართვა და თავად მოარგო კარს
-ნუ ღელავ...აი უკვე ღიაა ,შეგიძლია შეხვიდე
-არ წახვედი? მომყვებოდი? - უკან სწრაფად შებრუნდა და ცხვირით მკერდზე შეასკდა ბიჭს,თავი უკან გადასწია და ქვემოდან ახედა-რატომ არ მიდიხარ?
-ნოზის ხმა მომესმა, მერე შენ გიპოვნე და ახლა ვეღარ გშორდები...მგონი მზად ვარ ყველა შენი სურვილი შევასრულო- ზემოდან დაჰყურებდა გოგონას და უკვე კედელთან მიმწყვდეულს წასვლის საშუალებას აღარ უტოვებდა
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ჩემი სიმთვრალით ისარგებლებ - გვანცა ის გოგო არ იყო ასე მარტივად რომ მოინუსხებოდა,რამდენადაც მოსწონდა იმდენად ფხიზლობდა
-მთვრალი ხარ? რაღაც მეეჭვება ალკოჰოლმა შენს გონებაზე იმოქმედოს
-ჰმ, გგონია ალკოჰოლზე ძლიერი ხარ და შენ იმოქმედებ ჩემ გონებაზე ?
-მხოლოდ გონებაზე ? მე უფრო დიდი მიზნები მაქვს - ცხვირის წვერით შეეხო ყელზე და შემდეგ ლოყისკენ გადაინაცვლა - მათრობელა სურნელი გაქვს , შეუძლებელია შენზე მსუბუქმა იმოქმედოს ,შენზე ძლიერი უნდა იყოს
-გგონია ჩემზე უფრო მათრობელა ხარ?
-ვგიჟდები ამ პატარა გოგოს საიდან გაქვს ამხელა ძალა
-იქნებ უბრალოდ არ მიზიდავ , ვერ მირევ გონებას - თითები ლოყაზე შეახო და თვალი თვალში გაუყარა- იქნებ მე ვარ შენზე მეტად მათრობელა
-უნდა გასინჯო რომ გაიგო გათრობს თუ არა
-შენგან განსხვავებით არ მჭირდება ცდის ჩატარება, კარგად ვიცი ჩვენ შორის ვინ უფრო მათრობელაა ...ვინ დაბორიალებს შუაღამით სხვის ეზოში, ვინ მიჰყვება უკან სიმღერის ხმას და ვერ ხვდება რომ სახლში წასვლის დროა - ხელები მოაშორა და კედელზე გაშალა ,თავი გვერდით გადასწია და გაიცინა, ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და მიშოს ღიმილიც გააფართოვა .ბიჭმა უკან დაიხია ხელები მაღლა აღმართა დანებების ნიშნად და ისევ კარისკენ ანიშნა
-სახლში შესვლის დროა
-რა თქმა უნდა ,დროა- ზღურბლზე გადააბიჯა და ისე დაიძრა საძინებლისკენ ,რომ უკან არც მიუხედავს. ისევ ისე იყო ,სულ დამძიმებული მიაბიჯებდა და ხვდებოდა რომ შვება ვერსად ჰპოვა,მარტო იყო,სრულიად მარტო საკუთარ პრობლემებთან . ლილიაც კი ვერ იაზრებდა მის ტკივილს სრულად , ძნელი იყო გვანცას ტყავში თავის წარმოდგენა ლილიას მსგავსი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა რომ სულ მის გვერდით იყო,მაინც მარტოობას გრძნობდა გვანცა.
ჩაბნელებულ დერეფანში იდგა, მთვარის შუქი ფანჯრიდან აღწევდა და მხოლოდ სახის გარჩევა შეეძლო გოგონას. სხვა დანარცენი ზეპირად იცოდა, ყველა ნივთი ხომ მისთვის ნაცნობი იყო. თვალები დახუჭა , ხელები გაითავისუფლა ,თმებში შეიცურა თითები და სარჭი მოიშორა შემდეგ სწრაფად შებრუნდა და სადღაც ახლოს მდგომ სილუეტამდე მიაღწია, ხელები ყელზე შემოხვია .წამსვე გაისმა კაცის გახშირებული სუნთქვა სახლში,ყველა ოთახს მოედო და გვანცას ღიმილიც უკან გაჰყვა
-და მაინც თრობის სიმძიმე უნდა დაადგინო ...ასე არ არის?
-გვანცა , ამ ღამით არა ...- ხედავდა კაცის თვალებში მოცეკვავე ჭინკებს და კარგად იცოდა რა ხდებოდა მის მთელს სხეულში . ისიც ციოდა რა სურდა თავად ... დიდხანს არ შეუყოვნებია მიშოს სიტყვებს ,თმებში შეუცურა თითები თავისკენ მიიზიდა ტუჩებზე ტუჩებით შეეხო ,ფრთხილად თითქოს ამოწმებდა შემდეგაც იგივე სურვილი ექნებოდა თუ ყველაფერი შეიცვლებოდა , როგორც ვარაუდობდა არაფერი შეცვლილა...
გაშმაგებით უკოცნიდნენ ბაგეებს ერთმანეთს და სხეულის ტემპერატურაც ყველა ზღვარს სცდებოდა, რეალობის აღქმა გაქრა, სივრცისა და დროის შეგრძნება არ არსებობდა , მხოლოდ ბარიერი სამოსის სახით ,რომელიც ორ მხურვალე სხეულს ერთმანეთისგან აშორებდა და რამდენიმე წამში ისიც არსად ჩანდა
-ჯანდაბა! - ნახევრად შიშველ გოგოს წამით მოშორდა და მზერა მოავლო მის ლიბრგადაკრულ თვალებს- იმაზე მეტად რომ იყო მთვრალი ვიდრე ვფიქრობ?-ისე ამოიხვნეშა გვანცას გაეცინა-სურვილისგან ათრთოლებული მკლავები მხრებზე შემოხვია და სახე სახესთან ახლოს მიუტანა
-არასექსუალურს გაჩენს ეს ისტერიკა,სრულიად უდროო ისტერიკა- ყურთან აკოცა და შემდეგ ბიბილოზე მოსდო კბილები - თრობის ძალას ასუსტებ და მალე სულ მთლად გამოვფხიზლდები - ყელში უკბინა კაცს და დაძარღვულ მკლავებზე ჩამოუსვა თითები .წამში აღმოჩნდა ჰაერში და შემდეგ რბილ საწოლზე მოწყვეტით დავარდა. ვნებას აყოლილი ორი სხეული და ჯერ არ განცდილი სიამოვნება...
რამდენიმე წამით გაუნძრევლად იწვა, მუცელზე დამხობილი ბალიშებს შორის თავჩარგული და ღრმად სუნთქავდა. უკვე სრულიად გამოფხიზლებული იყო, მხოლოდ სიამოვნებისგან არეული სხეული და აჩქარებული გულისცემა შემორჩა... სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია მიშომ და შემდეგ შიშველ წელზე შეუცურა ხელი,რეაქცია არ ჰქონია და უარესად ურევდა ტვინს გვერდით მყოფს. შემდეგ ზურგზე გადაბრუნდა, წამოჯდა და თმები ზურგზე გადაიყარა. მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და მიშოს გახედა,ტუჩები ენის წვერით დაისველა და ისევ უკან დაეშვა
-დავიჯერო მეტყველების უნარი აღარ დაგიბრუნდება?
-ასეთი მაგარიც არ ყოფილა,დარწმუნებული ვარ უკეთესადაც შეძლებ ასეთი არეული რომ არ გექნება ტვინი
-და მაინც მე უფრო მათრობელა ვარ თუ შენ
-ვენახები გააშენე მეღვინევ,შემდეგ შენივე ღვინის გრადუსი გაზომე
-უკვე მაქვს ვაზი და ღვინოც ,შენ ნუ იფიქრებ მაგაზე - ნიკაპზე მოუჭირა თუთები და ტუჩებში აკოცა-ახლა უფრო რბილი და ფაფუკია შენი ტუჩები
-უფრო დაკბენილი და დასიებული... ერთი ორად გამეზარდა ტუჩები , ამ მეთოდს არ ვცნობდი აქამდე - გაიცინა და ტუჩები ისევ გაილოკა -მგონი უკვე თენდება-უცებ შეამჩნია ფარდებიდან შემოსული სინათლე და მიშოს მკლავებიდან გამოძვრა-ლილია და ილიკო რომ მოვიდნენ შოკში ჩავარდებიან
-ჯერ ექვსიც არაა , არ მოვლენ ...დაიძინე
-არ მეძინება საერთოდ
-გვანცა დავიჯერო ისევ ენერგიის მოჭარბებას გრძნობ?
-ისევ არა...რომ მოვედი ცუდად ვიყავი , საშინელ ხასიათზე ,დაღლილი და განადგურებული ახლა უკეთ ვარ აშკარად.რა არ მიცდია განწყობის ამაღლებისთვის და თურმე მთავარი არ ვიცოდი - საბანში ჩაძვრა და ბალიშს მოხვია ხელები
-როგორი ხარ ... სრულიად ამირიე გონება უკვე აღარ ვიცი მომავალ ავოკატს ვუყურებ , ცივი გონებით მოაზროვნე თავისუფალ გოგონას თუ ერთ არანორმალურს რომელსაც ყველაფერი მაგრად ჰკიდია
-რატომ მიფუჭებ წარმოდგენას? რატომ გეგონა რომ ახლა ისტერიკა მექნებოდა თმებს დავიწიწკნიდი და ვიწიოკებდი ეს რა ვქენი უცხო კაცს როგორ ჩავუწექი,სიამოვნება როგორ მივიღე და თავი როგორ დავიმშვიდე-თქო ...
-შენ ჩემი გახდი და ხომ იცი რომ ყველაფერი შეიცვლება
-რა თქმა უნდა შეიცვლება, ცუდად რომ ვიქნები მარტივად დავმშვიდდები და ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტან
-გვანცა მე არ ვარ ის ტიპი ასე უბრალოდ რომ ატარებდეს ღამეს ვინმესთან .შენ ჩემთვის უბრალოდ გასართობი არ ხარ და იცოდე რომ ზედმეტად ეგოისტი ვარ , რაც ჩემია სამუდამოდ ჩემი იქნება !- სრულიად სერიოზული ჩანდა ბატონი ჩარკვიანი ,რაც გვანცას საერთოდ არ ადარდებდა იმ წამს მითუმეტეს
-არ შემიძლია ეს არაფრისმთქმელი წინადადებები ,რომლებიც ახალს არაფერს მეუბნებიან.რატომ გვიყვარს ადამიანებს ზედმეტი ფიქრითა და ამ ფიქრით შთაგონებული წინადადებებით სიტუაციის გაფუჭება
-არის ისეთი რამ რაც უნდა თქვა ,დააზუსტო და თავიდანვე გაარკვიო
-ასე რომ გვეფიქრა რამდენიმე საათის წინ სჯა-ბაასს დავიწყებდით და ბოლოს გადავწყვეტდით რომ ახლა და აქ არ უნდა გვქონოდა სექ*ი საერთოდაც არ უნდა ვიყოთ ერთად იმიტომ რომ მე და შენ არავინ ვართ ერთმანეთისთვის ! აი ეს არის ის რაც უნდა გაირკვეს ჩვენ შორის და სხვა არაფერია მიშიკო
-ხომ ვიცოდი რაც მოხდებოდა , რა ძნელი მისახვედრი იყო ,მაგრამ მაინც ავყევი შენს სურვილს ... ტვინს რომ აგირევს პატარა ჭირვეული ქალი
-ღმერთო ჩემო , ძალას მაცლის უკვე შენი ჯუჯღუნი... ნაოჭები გაგიჩნდება ამდენი დარდისგან . შეგიძლია წახვიდე და მარტომ დაიმშვიდო ნერვები, მე მეძინება დღეს უნდა დავისვენო ხვალ სწავლა იწყება დამიჯერე ისე გავა თვეები ვერც კი დამინახავ- საბანს მოხვია ისევ მკლავები და თვალები დახუჭა. ჩარკვიანი თვალებიდან ცეცხლს ისროდა, რამდენად დიდი იყო მათ შორის განსხვავება ,რამხელა უფსკრული იყო იმ წამს და მაინც ერთნაირები იყვნენ ერთი არსების ორი ნაწილი ეს კი მიხეილისთვის ცხადზე ცხადი იყო... გვანცას დაჰყურებდა ზემოდან თვალები ისევ რომ გაახილა ქალბატონმა, ტუჩები წინ გამოსწია და თითები მკლავზე მოხვია ჩარკვიანს-უბრალოდ დავიძინოთ ,ხომ შეიძლება არა? - წამში ისე გადაიქცა საყვარელ გვანციკოდ რომ მიშომ ღიმილი ვერ შეიკავა. საწოლში დაბრუნდა, მკლავები მოხვია გოგონას და მისი მშვიდი სუნთქვის ფონზე თავადაც ჩაეძინა.
დიდხანს ურეკავდა ლილია გვანცას, უნდოდა გაეგო როგორ ჩაიარა კურსელებთან შეხვედრამ თავისი ამბების მოყოლაც სურდა ,მაგრამ ვერაფერი მოახერხა სანამ ქალბატონი არ გამოფხიზლდა,მოწესრიგდა მიშიკოს დაემშვიდობა და თბილისში დაბრუნდა. ისევ მობილური ეჭირა ლილიას ოთახში რომ შევიდა და საწოლზე დაეშვა
-ტელეფონი სად გაქვს მთელი დღეა გირეკავ ...წუხელაც გირეკავდი და ვიფიქრე ხმა არ ესმის-თქო
-სულ ამბობ არ ღირს ზედმეტი ნევრიულობაო და ახლა რას დაპანიკდი ყვავილო? ჩემზე ნერვიულობ ხომ?- მისკენ მიცოცდა და თავი მუხლებზე დაადო
-გვანცა რა მოხდა წუხელ? სხვანაირად ჭიკჭიკებ...ახლა წესით გაბრაზებული უნდა იყო მშობლებთან კამათის გამო და გეგმებს აწყობდე
-გადავალ და მორჩა...
-ანგარიში რომ გაგიყინეს?
-ვიმუშავებ...ბავშვი ხომ არ ვარ,ისედაც ვაპირებდი მუშაობის დაწყებას.თანაც მაქვს ქეში და გამოვიყენებ.ვიცოდი რას გააკეთებდნენ და წინასწარ გავთვალე - გაიცინა და ლილიას ნაწნავის ბოლოს დაუწყო თამაში
-სწავლას და მუშაობას ერთად რომ არ აპირებდი?
-დროა გამცოდილება ავიმაღლო რაში მჭირდება ეს წითელი დიპლომი... რა უბედურებაა. მუშაობას დავიწყებ სადმე ნორმალურ საადვოკატო ფირმაში თუნდაც თანაშემწედ ვისწავლი ყველაფერს შემდეგ მაგისტრატურასაც გავივლი . არაფერია მოუგვარებელი
-მართალია,მაგრამ მაინც მშობლებს ხომ არ მიატოვებ?
-თვითონ მიმატოვეს დიდი ხნის წინათ და თავადვე უნდა დამიბრუნონ, დაიხიონ უკან და მიხვდნენ რომ მათზე დამოკიდებულია რასდროს ვყოფილვარ ,არც არასდროს ვიქნები
-ხომ იცი რომ შენი ოთახი ამ სახლში სულ მზად არის... იაკომ მითხრა ჩვენთან გადმოვიდეს,მარტოს რა უნდაო მოიწყენსო
-მარტოს მინდა, თქვენთან არ ვარ სულ? იაკოს მე დაველაპარაკები ...შენთან რა მოხდა? შენი მობილური რატომ წკრიალებს?
-გუშინ წიგნების მაღაზიაში შევხვდი კონსტანტინეს...ვისაუბრეთ
-მერე? რა მოხდა?
-შემთხვევით შეხვედრებს ვწყვეტთ
გვანცამ არ მოისვენა და ყველაფერი დეტალურად მოაყოლა ლილიას. უსმენდა და მთლიანად მეგობრის ამბავში იყო ჩართული,წინა ღამე არც კი გახსენებია სანამ ლილია არ ჩაეძია
-და მაინც? წუხელ სად იყავი
-შენთან სახლში... მივედი ვღიღინებდი და ამდენი თვის უნახავი მიხეილი გამოჩნდა ავყირავდი და ზედ დავეცი.მეგონა გული გამისკდებოდა ისე მიყურებდა. ნასვამი ვიყავი, დაღლილი და გაბრაზებული მითხრა რომ ალკოჰოლზე მათრობელა ვიყავი და კოცნა დააპირა.... ჯანდაბაააა რომ ვყვები მგონია რომ ცუდად ვიქცევი ეს იმდენად სასწაული რამე იყო სიტყვებით არ უნა ვაფუჭებდე ,მაგრამ მაინც მერე ვაკოცე და შენს სახლში,ჩემს ოთახში და ყველგან ჩემი კვნესის ხმა ისმოდა. არ მეგონა ასეთი ხმის გამოცემა თუ შემეძლო , რამდენი რამ არც მახსოვს ... ყველაზე კარგი ცოდვაა რაც კი ოდესმე შეიძლება ჩაიდინო ადამიანმა
-შენ და მიშო? რამდენი ჭიქა დალიე ასე რომ შეიშალე, სულ დაკარგე აზროვნების უნარი? არც კი იცნობ , შეყვარებულებს არ აძლევდი მოახლოებსი უფლებას ადამიანებს რომლებთანაც დროს ატარებდი ...ის კი რამდენჯერ ნახე სულ ,როგორ შეძელი
-იმ იდიოტებს ნუ მიხსენებ,მიშო სხვაა ნუ მკითხავ როგორ ვხვდები,ან რა ვიცი ...არ მაინტერესებს არაფერი ,არც მაქვს მოლოდინი მისი ცოლობა კი არ მინდა .არასდროს ვინანებ ამ ღამეს...ზედმეტი განხილვაც არ სჭირდება. იმედია მთელი დღე გამყვება დადებითი ემოციები და ხვალიდან სწავლასაც ასეთი მუხტით შევუდგები
-ყოველთვის ვიცოდი რომ იმპულსური იყავი, ყოველ ჯერზე მაოცებთ შენ და შენი ტვინი
-შენ ასე არასდროს მოიქცევი და ვერც გაიგებ რა სასიამოვნოა როდესაც არავისზე და არაფერზე ფიქრობ.არაფერი გაინტერესებს ,არავითარი აზრი,კითხვა მხოლოდ სურვილი გაქვს რომელიც გმართავს
ლილიას მუხლებზე ედო თავი ის კი გვანცას თმებში დაატარებდა თითებს და უნივერსიტეტის გეგმებს აწყობდნენ. ილიკომ დაურღვიათ იდილეა და ოთახში ისე შეიჭრა როგორც ქარბორბალა, ბატონი პირველად მიდიოდა უნივერსიტეტში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავიდან უჭერდნენ მარწუხებს რომელიც 12 წლის შემდეგ ძლივს გაწყვიტა. ბოლოს ყველანი აიშალნენ და მისაღებშ ჩავიდნენ სადილისთვის.
ვახშმადაც ერთად იყვნენ და ეს დღეც მშვიდად დასრულდა მეორე დღის მოლოდინში...
....................................................
შუაღამით გააღვიძა ანამ, ჯერ შიოდა, შემდეგ უბრალოდ ვერ იძინებდა და ისიც მასთან ერთად ათენებდა. ბოლოს ორივეს ჩაეძინა , დილით გაღვიძება ვერ მოახერხა მობილურიც გაითიშა და მაღვიძარას ხმაც არსაიდან ისმოდა. უკვე შუადღე იყო რომ გაიღვიძა , საათი ძლივს იპოვნა და საწოლიდან ლამის გადმოვარდა, იგინებოდა თან ჩუმად ძლივს ჩაძნებული ანა რომ არ გაეღვიძებინა. ჩაიცვა და ანას მობლურით დაურეკა უფროსს,მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა ტყუილის მოფიქრების დროც აღარ იყო თათბირი მის გარეშე დაიწყო და მის ნაცვლად სხვა წავიდა შეხვედრაზეც. უფროსისგან საყვედურიც აირტყა და ბოლოს კაბინეტში ამოჰყო თავი. ერთკვირიანი დასვენება ანასთან ერთად, შემდეგ საქორწილო სამზადისი, ქორწილი და ყველაფერი ეს სამსახურის ხარჯზე ხდებოდა. იმდენი დაგვიანება ჰქონდა უკვე , იმდენჯერ აურია საქმე ღამენათევმა და გამოუძინებელმა რომ ბოლოს სამსახურიდან გამოუშვეს. სრულიად ტვინარეულს აღარ ჰქონდა ხვერწნა მუდარის ნერვები, მაშინვე აკრიფა ნივთები და იქაურობას გაეცალა. მანქანის საჭესთან იჯდა , საცობში გაჭედილი სარკეში საკუთარ ანარეკლს რომ მოჰკრა თვალი. თითქოს იგივე ლუკა უყურებდა,მაგრამ მაინც სხვა იყო გადაღლილი, ღამენათევი, გაგიჟებული კაცი ,რომელსაც უკვე სამსახურიც აღარ ჰქონდა. საჭეს მუშტები დაუშინა და ღრმად ამოისუნთქა. შუა ქალაქში ღრიალს ვერ დაიწყებდა თორემ დიდი სიამოვნებით დაიცლებოდა . როგორც იქნა სახლამდე მიაღწია იმ იმედით რომ ცოტა ხნით მაინც დაისვენებდა,მაგრამ სახლში მშობლები დახვდნენ, შემდეგ გაახსენდა რომ ყველანი აპირებდნენ მისვლას და რა თქმა უნდა დრო საწოლთან მიახლოებისთვისაც არ ჰქონდა.
-ლუუკა დე მომეხმარე რა ...
-ხო ახლავე - სამზარეულოში გავიდა და კარიც მაშინვე მიიხურა-რა ხდება დედა?
-ვერ ხედავ რა ხდება? სოფელში წავედით ერთი კვირით და უკვე გადაწყდა ვინ ამშობიარებს ანას? ისიც დაგეგმეს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ დედამისი რომ გადმოვა აქ? მე მეგონა ცოტა ხანს ჩვენთან იქნებოდით . მე ვარ დედაშენი თუ ის ქალი , რამდენი რამე უნდა მოვითმინო გავაფრენ მალე ...არაფერი დაგვიჯერე მე და მამაშენს და ახლა ჩვენი შვილიშვილიც ვერ უნდა ვნახოთ?
ცოტაც და თავი გაუსკდებოდა, უკვე ყველაფერი ყელში ჰქონდა ჯერ ცდილობდა თავი შეეკავებინა შემდეგ სკამზე ჩამოდებული ხელი ძლიერად მოიქნია და იატაკზე დაანარცხა ხის სკამი.დაცემის ხმა მთელს სახლში გავრცელდა ,მაგრამ მისაღებიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ ისე უცებ მოჰყვა ლუკას ხმაც
-ყელში ამომიხვედით უკვე ... ჯერ სამი თვისაც არაა რა დროს მშობიარობაა, ისიც არ ვიცი ბიჭია თუ გოგო , ბუნებრივად იმშობიარებს თუ საკეისრო დასჭირდება...ვაფშე რატო უნდა შეიცვალოს ექიმი როცა ის ქალი კაგრი ექიმია .... ტვინი მომეტყ*** უკვე დედა ხო შეიძლება რო შემიცოდო და ერთხელ მაინც იფიქრო ჩემზე . ჯერ იყო და ვიღაცებს მირიგებდი , გულის წასვლები დაიწყე რომ გითხარი ანას ვნიშვან-თქო მერე ძლივს შეეგუე და ახლა რა გინდა რო ყველაფერთან ერთად შენც დაგვემატო პრობლემად? ნეტავ ჯანმრთელი დაიბადებოდეს და რა მნიშვნელობა აქ ჩემთვის შენთან წამოვა, ჩემთან ანას მშობლებთან თუ საერთოდ სოფელში. ახლა შენი აზრით ამაზე ფიქრი შემიძლია? მიპასუხე
-ლუკა რა ხდება? - ანამ რომ გააღო კარი და შევიდა მაშინვე შეწყვიტა ყვირილი . გაშეშებულ ქალს შეხედა და მისკენ დაიძრა-მასუნთე გთხოვ- თავზე აკოცა დედას და ანასთან ერთად გავიდა ოთახიდან-ნუ მიყურებ ასე, ხმამაღლა ვლაპარაკობ ხომ იცი
-ყვიროდი ლუკა ...
-ტირილი არ დაიწყო თორე გავაფრენ გეფიცები
-ისევ ჩემ გამო ეჩხუბე ხო? ვიცი რო არ მოვწონვარ , ტყუილად მალავს და დედაჩემს ისე კბენს თითქოს მას არ უყვარს ჩვენი შვილი
-მე რა გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ ... სადაც იგრძნობ ტავს მშვიდად, როგორც შენთვის იქნება კომფორტული იქ იქნები, ისე იქნება როგორც იტყვი და სხვა ყველაფერი რატომ არ გკიდია...მე ხომ გითხარი იქნება ისე როგორც გინდა . უბრალოდ უნდა მითხრა რა გინდა...ხომ არ დამესიზმრება არა?
-ჩვენ წავალთ... დაგირეკავთ დე - ანას დედა გამოჩნდა და ლუკას მხარზე ჩამოუსვა ხელი- მერე ვისაუბროთ შვილო სანერვიულო და მოუგვარებელი არაფერია ხომ იცი -თბილად გაუღიმა სიძეს და წავიდა.
-საძინებელში ავალ...წელი მტკივა და უნდა დავწვე - ანამ ზურგი აქცია და მეორე სართულისკენ დაიძრა. იდგა და უყურებდა არეულ სახლს, მაგიდაზე დაწყობილ კერძებს, კიბეზე მიმავალ ცოლს ,რომელიც ცუდად იყო და აშკარად ტიროდა. იმ წამს ისე უჭერდა თითზე მორგებული ბეჭედი როგორც არასდროს...
დივანზე დაწვა , ხელები მუცელზე დაიწყო და თვალები დახუჭა. სულ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა უბრალოდ რომ დამშიდებულიყო,გონებაში წარმოქმნილი ქაოსი დაელაგებინა და მოეფიქრებინა როგორ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. ნაბიჯების ხმა გაიგო და გაეღიმა, შემდეგ ნაცნობი სურნელი და სხეულზე აკრული საყვარელი ქალი. კანზე ტუჩების შეხება იგრძნო და შემდეგ კნუტივით მიეხუტა ცოლი
-ცუდად ხარ!
-ხოო
-არ მიკითხავს ...მაინტერესებს რატომ ხარ ცუდად
-სამსახური დავკარგე და ახალი უნდა ვიშოვო... ხვალიდანვე დავიწყო ძიებას
-რაა? სამსახურიდან გამოგიშვეს? ახლა უნდა მეუბნებოდე ამას? მე ვერ ვმუშაობ შენებიც პენსიაზე არიან და რა უნდა ვქნათ ...
-დანაზოგი ყველას გვაქ და არ ღირს ნერვიულობა , შიმშილი არ გვემუქრება...თავი მისკდება გთხოვ უკან დაბრუნდი
-ასე მარტივია? მე რომ დავბრუნდე /
-არც იფიქრო...სუსტად ხარ ისედაც და ვერ შელძებ მუშაობას შენც ხომ ხედავ არა?
-ასე მშვიდად ნუ საუბრობ! ორი სახლი შენს ხელფასზე იყო დამოკიდებული ახლა რა უნდა გააკეთო დანაზოგი ბავშვის გაჩენამდე გვეყოფა არც გვეყოფა მერე?
-6 თვე თუ სამსახური ვერ ვიპოვნე კარგად იქნება საქმე
-რატომ გამოგიშვეს
-ვიგვიანებდი, ვაცდენდი და დღეს საერთოდ ვერ მივედი შეხვედრაზე რა თქმა უნდა ის დანიშნეს ჩემს ადგილას ვინც სამსახურისთვის თავს სწირავს ... ყელში ამომივიდა ისედაც. მოვიფიქრებ რამეს უკეთესს
-ყველაფერი ჩემი ბრალია...შენზე აღარ ვფიქრობდი - უცებ აუწყლიანდა თვალები და ჩაეხუტა - ჩემი ბრალია
-უკვე მგონია რომ სხვა ქალი შევირთე ცოლად და მაგრად ვჭედავ-თავზე აკოცა და მკლავები შემოხვია-ყველაფერი კარგად იქნება, ამასაც გავუძლებთ
-გეუბნებოდი ქორწინება ყველაფერს ურევს-თქო და არ მიჯერებდი...არასდროს გესმოდა
-არ თქვა გთხოვ...არ გააგრძელო და არ თქვა რომ ცუდი აზრი იყო ახლა ბავშვის გაჩენა...მიყვარხარ,გიყვარვარ და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა .ხომ გიყვარვარ
-ნწ...რა დროს სიყვარულია მე შენ ოთხი წლის წინაც მიყვარდი .უკვე ჟანგბადი ხარ , უშენოდ არსებობა არ შემიძლია
-ცუდი შედარებაა...ჟანგბადი რომ არ არის შენზე დამოკიდებული? რა გამოდის რო შენი გრძნობა უფრო ძლიერია ვიდრე ჩემი? მააა თუ გესმის დაიმახსოვრე დედაშენის სიტყვები ,პირველად მეუბნება ამას და არც ვაპირებ შევედავო
-ლუკაააააააა - ხელი დაარტყა და ტუჩები გაბუსხა - რა ცუდი ბიჭი ხარ
-ცუდი ბიჭი რომელსაც ეძინება,მოფერება უნდა და ცუდი ბიჭი უკვე უსაქმურიცაა .არადა ერთ დროს როგორ მინდოდა ამ დედა აფეთქებული საქმისგან თავის დახსნა .ახლა დრო თავზე საყრელად მექნება
-საძინებელში ავიდეთ და დავწვეთ...რამეს ვუყუროთ ან დავიძინოთ - ფრთხილად წამოდგა და ხელი გაუწოდა. ლუკამ ჯერ ტუჩები დაუკოცნა მერე კი მასთან ერთად გადაინაცვლა საძინებლისკენ.
ითმენ, უძლებ, ძალას იკრებ მანამ სანამ ზღვრამდე არ მიხვალ შემდეგ უბრალოდ ნებდები და არავინ იცის ზღვარი სად არის ან რამდენს დანებდები შექმნილ მდგოამრეობას....
..........................................................
კონსტანტინე
კონსტანტინე მეტრეველი
სახელი და გვარი ,ხომ უბრალოდ სახელი და გვარი იყო ,მაგრამ ლილიას მათი გაგონებაც კი გულისცემას უჩქარებდა. ზუსტად შეიგრძნობდა ამ ცვლილებებს და ისე აკვირდებოდა თითქოს მეცნიერი იყო რომელიც ჯერ სიყვარულის მწვერვალისკენ მიიწევდა შემდეგ კი უფსკრულში გადაშვებისთვის ემზადებოდა. ყველაზე ლამაზი და ფერადი უფსკრული ჩანდა სადაც დიდხანს იფარფატებდა და ფსკერზე არასდროს დაეშვებოდა. აუხსნელი აზრები ჰქონდა, წიგნში წაკითხული ამბებიც კი ვერ ეხმარებოდნენ ისე გრძნობდა თავს როგორც არასდროს არცერთი გმირის სხეულში ყოფნისას...
საღამოს სახლში ატარებდა, სწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო და გვანცა ამ ხნის განმავლობაში ქალაქიდან არ გასულა. სამუშაოს ეძებდა და უკვე ნაპოვნ ბინაში გადასაბარგებლად ემზადებოდა.
მთელი დღე წვიმდა და ფანჯარასთან ჯდომა მოუხდა. ორანჟერეაში იყო ,შემდეგ სახლში გადანაცვლება გადაწყვიტა წიგნი აიღო და იქაურობას გაეცალა. წვრილი წვეთები ცვიოდნენ ციდან , იმდენად წვრილი რომ სასიამოვნო იყო მათი შეხება. ლილიას სვლა არც გაუგრძელებია სახლის წინ გაჩერდა და მანამ იდგა სანამ არ შესცივდა. ვახშმის მომზადებას შეუდგა ...მობილურიც ამღერდა, გაეღიმა სახელის დანახვისას ,მაშინვე უპასუხა ,სპიკერზე ჩართო და საქმე განაგრძო
-რომ მომენატრე თუ ხვდები-გაეცინა შესავლების გარეშე რომ გადავიდა საქმეზე კოსტა
-ვვარაუდობდი რომ შენც იგივეს გრძნობდი რასაც მე , ვფიქრობდი უფრო მძაფრადაც კი
-მიმოზები ნამდვილად არ არიან შენს ეზოში ხომ?
-კონსტანტინე - გული აუჩქარდა როგორც კი გაიფიქრა ,რომ ის იქ იყო მის ეზოში ან ჭიშკართან ან სულაც სახლის წინ იდგა და ელოდა
-აქაურობა იმაზე ლამაზია ვიდრე წარმომედგინა ... არადა მეშინოდა დამღლელი დღის შემდეგ ცემინებით მოვკვდებოდი შენს თოვლივით თეთრ მკლავებში- აღარ უსმენდა მის სიტყვებს სწრაფად დაიძრა კარისკენ , ეზოში მიმავალი სილუეტი რომ დაინახა პირდაპირ მისკენ გაიქცა და მალევე აღმოჩნდა ბიჭის მკლავებში მოქცეული. საოცარი შეგრძნება იყო,პირველი მონატრების შემდეგ შეხვედრა, აუხსნელი თავისუფლება რომელსაც მონატრებით შებოჭილი სული განიცდიდა...
-იცი ეს რა არის? ბედნიერება რომელიც შენ გამოიწვიე - ჯერ კიდევ ყელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული ისე უყურებდა ბიჭს და იღიმოდა
-ბედნიერების მარცვალი უფროა ...
-ნუთუ მხოლოდ ესაა შენთვის ჩემთან შეხვედრა-წამსვე მოაშორა მკლავები და უკან გადადგა ნაბიჯი. წვიმის წვეთები ისე გამსხვილდნენ თითქოს წყვილის შეხვედრას ალოდნენ
-ბედნიერება შენ ხარ ,სხვა ყველაფერი რასაც ერტად გავაკეთებთ მარცვლები იქნება ზოგი დიდი ზოგიც პატარა,მაგრამ მაინც ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი კადრებად გადაიქცევიან და დიდი ხნის შემდეგ შვილიშვილებს მოვუყვებით
-საუბარი რომ არ გვიყვარს? - წამსვე მოდუნდა, ისევ მისცა ჩახუტების საშუალება
-როცა საჭირო იქნება შევიყვარებთ,მათთვის მოვინდომებთ მთავარია ბევრი ამბავი ჰვქონდეს- წვიმის წვეთებით დასველებულ ლოყაზე მიაწება ტუჩები და წამსვე დაუარა ჟრუანტელმა- წვიმის სუნი გაქვს ,პირველად რომ გნახე მზის მხურვალე სხივების სურნელი დაგყვებოდა თან ...რომ ვეღარ დაგინახე ,თითქოს მზეც დაბნელდა უცებ ჩაქრა და ისე ვეღარ ანათებდა როგორც ადრე - წარსულში განცდილმა შეგრძნებამ ყელი აუწვა, მაგრამ ლილიამ მალევე გააქრო ყოველგვარი ტკივილი . თითები მის თითებში ახლართა და სახლისკენ დაიძრა
-სურნელი წვიმის შემდეგაა ყველაზე კარგი, მიწისა და მცენარეების სუნები ერთმანეთს ერევა და ირგვლივ საოცარი არომატი ტრიალებს ...მზის ამოსვლისას უნდა დახუჭო თვალები და შეიგრძნო როგორ ერწყმის ერთმანეთს მზისა და წვიმის სურნელი ამ დროს თითქოს ადგილებს ცვლიან და შენ ამ უხილავ მომენტს უყურებ
-ბევრჯერ დაუფიქსირებია ჩემს მზერას ეს მომენტი , რამდენიმე ფოტოც მაქვს ,მაგრამ სურნელზ არასდროს მიფიქრია ...ვხედავდი ,მაგრამ ვერ შევიგრძნობდი
-შენ ხედავ მე კი შევიგრძნობ მათ სურნელს, სითბოსა და მათგან წამოსულ ემოციებს
კონსტანტინე სახლს უყურებდა , კიბეზე მიაბიჯებდა და თვალსაც კი არ ახამხამებდა. სიბნელის გამო ეზო ვერც კი დაათვალიერა .სიბნელეც რომ არა ლილიას დანახვა სურდა ყველაზე მეტად ახლა კი თითქოს პატარა სამოთხეში მიაბიჯებდა -უბრალო,ლამაზი,გრძნობებით სავსე სახლი სადაც ყოველი კუთხე თვით ანგელოზის შექმნილი იყო .
დიდი ფანჯრის წინ ისხდნენ , იქვე ლილიას წიგნი იდო. სიჩუმეს შერწყმული წვიმის წვეთების ხმა საოცარ მელოდიას ქმნიდა
-აქედან წასვლას როგორ ახერხებ,როდესაც იცი იქ რა დაგხვდება
-სიმშვიდეც მიყვარს და ხმაურიც...სულ რომ აქ ვიყო მათი სილამაზის აღქმას შევასუსტებდი. როდესაც ქალაქის უფერულ შენობებსა და ხმაურს შორდები აქაურობა ერთი ორად აღმატებული გეჩვენება...
-მთელი ცხოვრებაა ვამტკიცებ ,რომ ასეთ ადგილას ყოფნა ჩემნაირი ადამიანისთვის არ არის
-მგონი ზედმეტად მცირე დროში შევცვალე შენი შეხედულებები
-არა,უბრალოდ შენთან ერთად ყოფნა ყველაფერს ცვლის
-უკვე ივახშმე თუ პირდაპირ სამსახურიდან მოდიხარ
-მაგრად მშია ,მაგრამ დაიგნორება სულ შემიძლია
-ვამზადებდი ვახშამს რომ მოხვედი და დამეწვევი ე.ი - სამზარეულოსკენ წავიდა და კოსტაც გაჰყვა
-სააბაზანო სად არის ...ხელებს დვაიბან და მოგეხმარები-ოთახში შესვლამდე გაჩერდა ,ლილიამ კარისკენ მიუთითა და ისიც წავიდა.
ლილიამ რამდენიმე პროდუქტი კიდევ გამოიღო მაცივრიდან და მზადება განაგრძო.
-აბაა რა გავაკეთო?
-სიმართლე გითხრა არ მიყვარს როდესაც სხვასტან ერთად ვაკეთებ კერძს,მირჩევნია თავად მოვამზადო ...მალე მომზადდება ასე რომ შეგიძლია უბრალოდ ჩამოჯდე , წვენი დაისხი მანამდე - მინის ბოთლზე ანიშნა და სახეზე ჩამოვარდნილ თმის ღერს სული შეუბერა . კონსტანტინეს ლილიას ცქერა უფრო სურდა ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწევია,თითებზე აკვირდებოდა და იღიმოდა
-მეგონა აქ მეგობართან ერთად მოდიოდი...მარტო რომ ხარ არ გეშინია? ირგვლივ სულ აგარაკებია და არავინ იქნება ამ დროს
-ძირითადად გვანცასთან ერთად ვარ, მაგრამ უკვე სწავლაზეა გადართული და ახლა ვერ მოახერხა წამოსვლა ... საშიში არაფერია, აქ ყველაზე მშვიდად ვარ, თანაც წინა სახლში ცხოვრობენ
-მართლა? ვინ ცხოვრობს?
-ბიჭია ,რომელსაც ვიცნობ და თუ რამე დარწმუნებული ვარ დამეხმარება,თუმცა საჭიროება არასდროს ყოფილა
-დახმარებაზე ვინ გეტყვის უარს- ისე უცებ მოეღრუბლა სახე ლილიამ რომ შეხედა სიცილი ვარ შეიკავა-რა გაცინებს ჟღალო?
-სულ ასეთი ეჭვიანი იყავი ?
-არასდროს !
-ასე თუ შეიცვლები ვერ გავიგებ როგორი ხარ სინამდვილეში,რაც არ მომწონს
-არც მე მომწონს, მაგრამ მაინც ასე ხდება საკუთარ გრძნობებთან ჭიდილი დიდად არ მიყვარს ასე რომ ვერაფერს შევცვლი,ყველაფერი დალაგდება ბოლოს
-აჰაამ...კერძები წიწაკიანი გიყვარს თუ ნაკლებად მწარე
-საშუალოდ ... ცეცხლის ფრქვევაც არ მიყვარს ,მაგრამ არც პილპილის გარეშე
ლილია გაზქურისკენ შებრუნდა და უკვე გამზადებული მასალის მოთუშვა დაიწყო. მალევე დასხდნენ მაგიდასთან , ჭამის დროს ბევრი არ ულაპარაკიათ . უბრალოდ ერთმანეთს აკვირდებოდნენ. პირველი ვახშამი იყო რომელიც ლილიამ მოუმზადა და გემოს აღქმაც არ ჰქონდა , რომ გეკითხათ გემრიელია თუ არაო ვერაფერს გეტყოდათ.
სამზარეულოდან ისევ მისაღებში გადაინაცვლეს, ყავის ფინჯნებით ხელში უცქერდნენ ნახევრად განათებულ ეზოს
-და მაინც როგორ მოხვდი ამ ადგილას, როგორ შექმენი შენი პირადი სამოთხე
-პაპა ცხოვრობდა ამ სახლში, ბებოს გარდაცვალების შემდეგ ქალაქში აღარ დარჩა და აგარაკზე გადმოცხოვრდა. ყვავილები რომ უყვარდა დედას სახელსაც ეტყობა -გაეღიმა და წამით თვალები აუწყლიანდა-ეს მიწები იყიდა და ხეები დარგო, ძალიან ბევრი ხილის ხეა , ასევე მუხა და ნაძვები . საკუთარი ბაღჩა ჰქონდა,მაგრამ არა ყვავილები . ბავშვობაში კვირაში რამდენიმე დღეს მასთან ვატარებდით, ხშირად ვრჩებოდით კიდევაც, მე სულ მიყვარდა მცენარეები ბაბუ კი მიყვებოდა მათზე და წიგნებს მათვალიერებინებდა, შემდეგ უკვე კითხვა რომ ვისწავლე ვიჯექი და მცენარეებზე ვკითხულობდი ყველაფერს. ბაბუ მასწავლიდა ყვავილების მოვლის წესებს და პირველი ვარდიც ერთად დავრგეთ, ვუვლიდი და მიხაროდა თითოეული ყვავილის დანახვა...პაპა ოთხი წლის წინ გარდაიცვალა და აქაურობა მე დამიტოვა, მითხრა შენი ლამაზი ხელებით დაამშვენე აქაურობაო... აიი ასეე შეიქმნა ჩემი პირადი სამოთხე
-კარგია მოგონებები რომ გაქვს, ეს სახლიც სულ გაგახსენებს მას.მე არცერთი მახსოვს, ჩემი მშობლები რომ დაქორწინდნენ უკვე მოხუცებულები იყვნენ .ჩემს ძმას ახსოვს მხოლოდ ,მაგრამ ბუნდოვნად კარგი იქნებოდა მეც რომ მქონოდა პირადი მოგონებები მათთან
-მამას მშობლები სოფელში ცხოვრობენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. 17 წლისები იყვნენ რომ დაქორწინდნენ მგონი ... მალე პირველი შვილთაშვილიც ეყოლებათ
-ლუკას და ანას შვილს გულისხმობ ხომ?
-აჰაამ, პირველი ბავშვი იქნება ჩვენს ოჯახში და ყველანი ველოდებით - გაეღიმა ისევ და თვალები გაუბრწყინდა
-ნეტავ ოდესმე თუ გამიქრება ეს სურვილი ...სურვილი რომ სულ ,ყველა შენი ემოცია ფოტოზე აღვბეჭდო. თავს ძლივს ვიკავებ ფოტო რომ არ გადაგიღო
-პროფესიული ჩვევაა ალბათ
-სულაც არა , არ მიყვარს ყველას და ყველაფერს რომ ვუღებ. სამსახურის გარეთ რომ მომინდეს ფოტოს გადაღება რაღაც საოცრად ლამაზს ან ემოციურს უნდა ვხედავდე შენში კი ყველაფერი ერთადაა
-ფოტოებს რაც შეეხება...როდის მაჩვენებ ქორწილის ფოტოებს?
-ხომ გავუგზავნე ანას და ლუკას?
-ვითომ არ ვიცი რომ იმ რამდენიმეს გარდა ჩემი ათობით ფოტო გაქვს
-შენი არა, ისინი ჩემებია
-ნუთუ
-დიახ !
-გვანცამ რომ გადაგვიღო ცეკვის დროს ისიც შენია?
-გავყოთ... რომელ მახერას მე ვარ შენ მოგცემ
-მკითხე იქნებ არ მინდა
-თუ არ გინდა მე მაქვს და არც გამოგიგზავნი-ყავა მოსვა და ისევ ხედს გახედა- ორანჟერეა სად არის?
-სახლის უკან ... აქედან არ ჩანს
-რამე ისეთი არის იქ რაც დამახრჩობს ან ცემინებას დამაწყებინებს?
-არამგონია, მე ხომ არ ვიცი ზუსტად რაზე გაქვს ალერგია
-სხვა არაფერზე,მხოლოდ იმ ყვითელ ყვავილზე ... მითხარი რომ შენც ვერ იტან იმ საშინელ ყვავილს
-მძაფრი სუნი აქვს ,ვერ ვიტყვი რომ ჩემი ფავორიტია ,მაგრამ ლამაზია
-ლამაზი იყოს ,ოღონდ ჩემგან შორს .კიდევ კარგი თბილისში არაა გავრცელებული და ქალაქიდან გასვლისას ბევრი არ მხვდება. ძირითადად დასავლეთშია და სულ ორჯერ მქონდა მისი სურნელით „ტკბიბის“ ბედნიერება
-მოეწონა წიგნი შენს დას?
-კითხულობს სულ ...დადის და დააქ წიგნი ყველგან. გუშინ ველაპარაკებოდი თურმე არ მისმენს ,შენც ასე იცი ხოლმე?
-მარტო რომ ვარ მხოლოდ მაშინ ვკითხულობ ასე რომ
-მე არ წამიკითხავ ხოლმე?
-არ ვიცი ,ვნახოთ
-მათესაც ძალიან მოეწონა ზღაპრები რძალი წაუკითხავს ჯერ-ჯერობით
-ის სამი ტომი სად არის? თაროსთვის გაიმეტე ?
-ჩემ დას მივუტანე ,წაიკითხავს სავარაუდოდ
-16 წლის გოგონას წასაკითხი მთლად არ არის,მაგრამ არც ისეთია როგორიც ჩანს
-თვითონ გადაწყვეტს როდის წაიკითხოს, ან არ წაიკითხოს ... წიგნი ვრაფერს შეცვლის თათას აზროვნება უკვე ჩამოყალიბებული აქვს
-ძალიან დაღლილი ხარ ხომ?- საუბრის მანერაზეც კი შეატყო ლილიამ და ლოყაზე თითები ჩამოუსვა
-მივეჩვიე ამ გრაფიკს და უარესი დღეებიც მქონია ,ცუდი დასასრულით ახლა კი შენთან ვარ - თითები ტუჩებთან მიიტანა და აკოცა .ხელისგულზე მიაწება ტუჩები და თვალები დახუჭა-თბილი ხარ ,თბილი და არა ცხელი
-კონსტანტინეე
-ჰოო- ჩუმად თქვა და თითები დაუკოცნა,ისე ნელა და ნაზად ახებდა ტუჩებს კანზე რომ ლილიას გონება ერეოდა
-კოცნას თუ არ შეწყვეტ მალე ცუდად გავხდები - ისეთი ხმა ჰქონდა კოსტას გაეღიმა, ხელი არ გაუშვია თვალები გაახილა და წელში გაიმართა ისე რომ ლილიას მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა
-იცი რა ძნელია შეჩერება? ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ წავიდოდი, აქ ვიქნებოდი შენთან ერთად
-ნუ წახვალ, აქ იყავი ჩემთან ერთად - თავი მხარზე დაადო ,ლოყაზე აკოცა
-ნწ, რომ დავრჩე მერე მართლა ვეღარ წავალ ...ჩემი მდგომარეობა გართულებას აღარ საჭიროებს-ტუჩები შუბლზე მიაწება ,ლოყაზე ეფერებოდა და იღიმოდა- რომ მოვდიოდი ვფიქრობდი ვნახავ და მალევე წამოვალ-თქო, მოსვლაც არ მქონდა დაგეგმილი უცებ მივხვდი რომ მჭირდებოდი
-რომ წახვიდე ვიცი აღარ დამეძინება შენზე და შენს სიტყვებზე უნდა ვიფიქრო
-და რომ დავრჩე დაგეძინება?
-ვილაპარაკოთ ,მიყვარს შენთან საუბარი ...
განა კონსტანტინეს შეეძლო მისი მიტოვება? მასთან დროის გატარებას არაფერი ერჩია და სულ რომ ყველა საქმე გაეფუჭებინა არაფერზე იდარდებდა. აი ასე ისხდნენ და საუბრობდნენ სანამ ლილიას არ ჩაეძინა. კონსტანტინე კი თვალს არ აშორებდა, ბოლოს საძინებელში გაიყვანა და პლედი დააფარა. წასვლა არ უნდოდა, მაგარამ არც დარჩენა შეეძლო, ამიტომ აკოცა და იქაურობას გაეცალა.
.......................................
გვანცა წინ მიკუსკუსებდა ლილიას ესაუბრებოდა უკან კი ილია მიჰყვებოდა ჩემოდნებით ხელში და გამწარებული სახით
-მოკლედ ავეჯი მივალაგე და ყველაფერი მზადაა...დავწმენდთ,დავასუფთავებთ და ამ ნივთებს ამოვალაგებთ
-იქნებ ეს ჩანთა მაინც გამომართვა თორემ გმირულად დავეცემი და მერე მეც ასაყვანი გავხდები და ეს ჩანთებიც ასათრევი იქნება
-ნუ წუწუნებ ამხელა აშენებული კაცი ხარ...ორი ჩანთა ვერ მოგაქვს?
-ჯერ ეს ერთი ოთხია ...მერე მეორეც უკვე მესამე წრეზე მივდივარ სულ არ გიყვარვარ გოგო?
-შენზე მეტად ვინ მიყვარს ილიკო? უბრალოდ შენ რო ჯენტლმენი ხარ და მე ხომ არ მათრევინებ ჩემოდნებს არა?- უცებ შებრუნდა და ბიჭს გაუღიმა
-მომე ამას მე წამოვიღებ- ყელზე ჩამოკიდებული პატარა სპორტული ჩანთა გამოართვა ლილიამ და მერე გვანცაც აბუზღუნდა
-კარგი ხოოო ...მე ამას გავაგორებ-ერთი ჩემოდანი აიღო და წინ წავიდა ისევ
როგორც იქნა ბინაშიც შევიდნენ. ილიკო მაშინვე დივანზე დაეცა და ისე მოავლო ბინას თვალი
-მაინც ვერ გავიგე როგორ დაითანხმე ბინის ყიდვაზე
-არ დავითანხმე,უბრალოდ ფული წავართვი ,რადგან საერთოდ არ მაქვს სინდისი და ნამუსი ,თანაც მეტს მაინც არაფერს აკეთებენ მხოლოდ ფუუულს
-მეც მასწავლე როგორ ახერხებ
-ჩემო კარგო შენი მშობლები მხოლოდ ფულზე არ ფიქრობენ და ძალიან გთხოვ არც იფიქრო მათ რაიმე მოსთხოვო .ჩემები იმსახურებენ
-სამსახურში პირველი დღე როდის გაქვს? -ლილიამ თემა შეცვალა და პირველი ყუთი გახსნა
-ორშაბათს ვიწყებ ,მანამდე ვისვენებ
-გადასარევია...საქმიანი გოგო გახდები ჩემო მომავალო დეტექტივო
-მე არ მინდა ადვოკატი, მოსამართლე არა ადვოკატი... მოსამართლე გავხდები აი ნახავ და ჩემი მშობლების მსგავს ადვოკატებს არ მივცემ უფლებას საქმეები მოაყომარონ და თავის ნებაზე ატრიალონ სასამართლო სისტემა
-შენ ყველაფერს შეძლებ ჩემო გვანცაცოო და კიდევ კარგი დანაშაულისკენ მიდრეკილი არ ვარ თორემ ხომ გამიშვებდი პირდაპირ სროკზე
-ეეჰ ჩემო ძმაოოო ნეტავ შენნაირი წესიერი იყოს ყველა, ხომ აშენდებოდა ჩვენი ქვეყანა- არეული თმა უარესად აურია და შუბლზე აკოცა
-აუ რა მრავლისმნახველი ბრძენივით მითხრა ჟღალო ხედავ? გვანცაცოს ყოველი სწავლის დაწყებისას რატო ეძალება ეს სიდასტოინე,სიმშვიდე და სიჭკვიანე?
-უსმინეთ რა აიი უსმინეთ...როდის იყო მე მშვიდი და ჭვიანი არ ვიყავი
-იქნებ შეწყვიტოთ საუბარი და საქმეს მიხედოთ...მე ხომ არ გადავწყვეტ რა სად დავალაგო
-ჩემო ჩიტუნიააა ჩემოო გვრიტუნიააააა
-რატომ მიმღერის იილიკოოო რა უნდააა ვითომ?
-ჟღალოო რ ამენდომება? შენი აზრით ამ ოთახში ეს კედელი რატომაა ცარიელი? იმიტომ ხომ არა რომ ყვავილებს ელოდება?
-რომელ ყვავილებს?
-ჟღალო თავს ნუ ისულელებ ,როდის დახატავ ამ კედელზე რამეს?
-არ ვიცი ვნახოთ ... მე ხომ მხატვარი არავარ ცუდი რომ გამომივიდეს?
-გადავღებავ , თანაც რაღა ჩემი ბინის კედელი გამოვა ცუდი
-რომ დავასრულებთ ყველაფერს მერე დავხატავთ მე და ილიკო
-ოოოჰ მეც ჩამრთო ახლა...რა დროს ხატვაა ამხელა სტუდენტ კაცს ხატვისთვის მცალია?
-ორივე და-ძმა მაბრაზებთ და მოგცხებთ იცოდეთ
-პროსტა ვის ემუქრება, ეს პატარა ხულიგანი აპირებს მოსამართლე გახდეს? რა სამყაროში ვცხოვრობთ ღმერთოოო ჩემოო
-ილიკო ყურებს დაგაჭრი იცოდე
-საზიზღარო ,როგორ მაშინებდა პატარა ბავშვს...ბოროტო ქალო. მე კაცი არ ვიყო მოსამართლის ქუდი თუ არ წაგართვა...გიჩივლებ და ბულინგში დაგადანაშაულებ
-ღმერთო რა არანორამლურები ხართ ორივენი - ლილია იცინოდა და ის ორი არანორმალური კი ყუთებიდან ნივთებს ალაგებდა .
კარი რომ გაიღო და ახალდაქორწინებულები გამოჩნდნენ სამივე გაჩერდა
-აბაა უჩვენოდ აპირებდით ბინის მოწესრიგებას?
-ეეე გვრიტებოოო როგორ ხართ?
-თავისუფლები და უსაქმურები როგორ ვიქნებით..თქვენ კიდე საქმეს აგვარიდეთ
-აჰა ბატონო აქაა ყველაფერი მიბრძანდით და იტრიალეთ...მე დავიღალე მაინც - ილიკომ მაშველი გროლი ნახა და ისევ დაუბრუნდა დივანს- აი რა კარგი ვქენი ეს დივანი რომ გაყიდინე...ამას ჩემის ახელი უნდა დავაწერო
-სამსახურზე რას შვები ლუკა?
-არაფერს...სივები დავგზავნე და ველი პასუხს.დაიკიდეთ, ახლა მითხარით როგორ დაგეხმაროთ
-მაგაზე უარს არ გეტყვით...რაც მეტი დამხმარე იქნება მით მალე დასრულდება საქმეც
ნამდვილად მალე დაასრულეს საქმე. ბინა მოაწესრიგეს და შემდეგ ერთად ივახშმეს. საუბრობდნენ, იცინოდნენ, სიმღერას უსმენდნენ.ბოლოს ყველანი წავიდნენ და დარჩა მარტო გვანცა. შხაპი მიიღო და საწოლზე დაწვა. ყველა კუნთი ტკიოდა , სრულიად გამოფიტული იყო . ის იყო უნდა ჩასძინებოდა მობილური რომ ამღერდა, მაშინვე უპასუხა
-გისმენთ
-როგორ მოეწყვე ახალ ბინაში?
-მიშო? საიდან გაიგე ბინის ამბავი?
-საიდუმლო იყო?
-მიშიკოო
-იქნებ მითხრა რატომ არ მოდიხარ ლილიას სახლში?
-სწავლა დაიწყო და საქმეები მაქვს .არ იცოდი?
-ანუ რომ შევხვდეთ აუცილებლად მე უნდა აღმოვჩნდე შენი ბინის კართან ...კარგი ხედია მეშვიდედან?
-შესანიშნავი ხედია,მაგრამ მეეჭვება რომ მნახავ ხედით ტკბობა დაიწყო
-დღეს მძიმე დღე იყო...ლექციები ,შემდეგ გასაუბრება ,ბოლოს ჩემოდნები და უამრავი ნივთი
-ნამდვილად დამღლელი პროცესია ... ხვალიდან შეეჩვევი ახალ გარემოს
-უკვე მომწონს აქაურობა, ყველაფერი ისეა როგორც მინდოდა
-გეძინება ხომ?
-ასე მეტყობა?
-დაიძინე...ტკბილი ძილი. იმედია სიზმარში მაინც მნახავ- ისე გაუთიშა როგორც დაურეკა. გვანცამ ერთი ამოიხვნეშა და ბალიშში ჩარგო თავი.
-შენღა მაკლდი ... ახლა ამ ძილის წინ რომ არ აგეფორიაქებინა ჩემი ტვინი ისე როგორ- დამპალო ...რატომ ხარ ასეთი საზიზღრად სიმპათიური .დამპალო- საკუთარ თავთან საუბრობდა , აბა ვის ესმოდა მისი ლანძღვა .შენ რო არ დაგერეკა კი არ მინდოდა მენახე. მოიცა მოვალ და მე შენ გაჩვენებ...
მეორე დღეს მაქსიმალურად ჭიმავდა დროს, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო და წავიდა. პირველად გაჩერდა სხვა ჭიშკართან,მანქანიდან გადავიდა თუ არა მაშინვე გააღო რკინის კარი და ეზოში შევიდა. რომ არ გადაეფიქრებინა მაშინვე სახლისკენ დაიძრა. არავინ ჩანდა ,ისეთი სიმშვიდე იყო ისიც კი იფიქრა რომ გასული იყო. კარი გააღო და სახლში შევიდა
-მიშოოოო ....მიშოოო აქ ხარ? - ხმაური რომ გაიგო მაშინვე სამზარეულოსკენ წავიდა და ადგილზე გაქვავდა .მაგიდაზე დასკუპული კიკნებიანი გოგონას დანახვისას, ნუთელას ქილა ფეხებშორის ედო და თითებს ილოკავდა. პირიც მოთხვრილი ჰქონდა და დიდ თაფლისფერ თვალებს საყვარლად აცეცებდა
-მიშო ზემოთაა...- უცებ თქვა და ქილა გადადო - მააააააააააა მამააა...მამუციიი სტუმარიაა შენთაან- მაგიდიდან ჩამოხტა მოკლე კაბა გაისწორა და ისე ჩაუქროლა გვანცას თითქოს იქ არც იდგა .კიბესთან დადგა და ხელები თეძოებზე შემოიწყო- მიშოოო სად დაიკარგე
-მოვდივააარ ...
მიშო გამოჩნდა გვანცამ კი სწრაფად დატოვა სახლი. არ გარბოდა, არც ბრაზობდა, ან რა იყო საწყენი ,უბრალოდ იქ ყოფნა არ შეეძლო . შუა ეზოში იყო მკლავში რომ სწვდა მიშო და შეაჩერა
-სად გარბიხარ?
-ხელი გამიშვი ,გთხოვ
-მოხვედი.ე.ი ჩემი ნახვა გინდოდა დამინახე და გარბიხარ?
-მაპატიე ,მაგრამ რატომაც მოვედი აშკარად ვერ და არ გამოვა. შესაძლოა ბავშვთან ერთად შენი ცოლიც იყოს სადმე მეორე სართულზე .აბა მე რა ვიცი- ირონიულად უღიმოდა ,შემდეგ ხელი გაინთავისუფლა - აშკარად არ ვყოფილვარ უბრალო გასართობი ... ღმერთო ჩემო რა საჭირო იყო ის დიალოგი
-შენ რა გგონია ასეთი ვარ ცოლიც მყავს და აქვე გავიგულავე?
-კი არ მგონია ნაყოფს ვხედავ...სხვათაშორის ძალიან ლამაზი ბავშვია , აშკარად კარგი გამოგივიდა . კარგად ბრძანდებოდე
-კაცმა რომ გკითხოს პატარა იმპულსური გოგო არ ხარ და როგორ იქცევი
-ღმერთო ჩემო სითავხედეც ასეთი უნდა რაა ...
-იქნებ მიხვდე რომ აქ მარტო არ ვიცხოვრებდი ცოლი რომ მყავდეს !
- არ ვიცი ვერაფერს ვხვდები... შენი თვალებხატულა შვილი გვიყურებს ,ისე თითქოს გვითვალთვალებს
-სალიოს შეეშვი...ცოლი არ მყავს და არც არავისთვის მიღალატია
-ჯანდაბა ! შენ რა სულ თავაცვის გარეშე გაქვს სექ*ი? მაშინაც როცა დაუგეგმავად არ ხდება? ეს ერთი გყავს თუ კიდევ რამდენიმე
-სალიოოო სახლში შედიი და ეგ მოთუთხნუული პირი დაიბანე- ბავშისკენ გაიხედა და ისიც წამსვე აორთქლდა- ფანჯრიდან ნუ იყურები !
-ტერორში გყავს შვილი?
-არა უბრალოდ ამას ვერ ვაყურებინებდი - ისევ ისეთი გაბრაზებული სახე ჰქონდა. ხელი წელზე შემოხვია გაკაპასებულ გვანცას და ტუჩებზე დააცხრა ,წინააღმდეგობის მიუხედავად არ შეეშვა და შემდეგ სულ ოდნავ მოშორდა- ახლა შეგიძლია წახვიდე, გავბრაზდი შენი ასეთი უაზრო დასკვნების გამო, რომ დამშვიდდები დაბრუნდი ან მე მითხარი როდის და სად მოვიდე ,მერე მოგიყვები ყველაფერს
-დიახაც რომ წავალ...არც დაგირეკავ და არც მოვალ!
-მაგასაც ვნახავთ - ხელი შეუშვა და გაიცინა.გვანცამ კი ზურგი აქცია და სწრაფად გაეცალა იქაურობას-არანორმალური! კიდე რამდენი გყავსო ...ცოლს ღალატობო ,გიჟი !
.......................
პრობლემა
მაინც რა არის პრობლემა თუ არა დაბრკოლება ,ღვთის მიერ მოვლენილი განსაცდელი .
საინტერესოა პრობლემებს თავად ადამიანები ვქმნით თუ უბრალოდ მახეში ვვარდებით და ბრძოლა გვიწევს ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო.
ანა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, ლუკა ისევ სამსახურს ეძებდა. უამრავი გასაუბრების მიუხედავად მაინც ვერ შეარჩია შესაფერისი ადგილი სადაც მუშაობას შეძლებდა,ანდაც უბრალოდ უარით ისტუმრებდნენ. წამლები, გადასახადები, ათასი წვრილმანი ხარჯი და თითქმის ბოლომდე დახარჯული დანაზოგი. დომინოს კენჭებივით მიეწყო ერთმანეთს და ერთი ხელის კვრით დაინგრა . ჯერ ანასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ფიქრობდა, შემდეგ სოფელშიც პრობლემები შეიქმნა. ვინაიდან იქაურობა ლუკას ეკუთვნოდა და ოჯახის ერთადერთი ვაჟი იყო თავისთავად მან მოაგვარა ყველაფერი. ამას ბაბუას ავადმყოფობა დაემატა, პენსიის ფული და მათი მცირე დანაზოგის გამოყენების საშუალება არ მისცა. იმდენად ჰქონდა ყველა ვალდებულება საკუთარ თავზე აღებული რომ სხვაგვარად არ შეეძლო.
-ლუკააა ...ლუკა
-აქ ვარ რა არი ?- კიბე ჩაირბინა და დედას მიესალმა-ვა ნანა? აქ რამ მოგიყვანა? ხო მშვიდობაა აბა სოფელში მივდივართო?
-მივდიოდით ,მაგრამ ბებიაშენმა დაგვირეკა იქნებ ბავშვებიც წამოიყვანოო...გვინდა ვნახოთო
-ბაბუაა ცუდად?
-არ ინერვიულო დეე რა, უბრალოდ თქვენი ნახვა უნდათ...თუ იმგზავრებს ანა-უცებ გადახედა იქვე მდგომ რძალს
-იმ დანგრეულ გზაზე ვერ ვატარებ ... არ იცი დედა? ვაფშე აღარ გახსოვს როგორ იყავი ფეხმძიმე?
-შესანიშნავად მახსოვს ... ყველაფერს ვაკეთებდი ,სოფელშ ვიყავი მთელი ცხრა თვე და ვეხმარებოდი ბებიაშენს . მაშინ ისეთი დრო იყო სად იყო ასეთია წყობილი ცხოვრება... ან ამდენი წამალი და ექიმი რო მოძრაობდი იმით ვიგებდი რომ კარგად იყავი
-დედა ,ბაბუა კარგად არის თუ არა
-კარგადაა...წნევები ჰქონდა უბრალოდ საგანგაშო არაფერია უბრალოდ რომ წამოსულიყავია რ იქნებოდა ცუდი .ენატრებით ორივეს , უფრო რომ მოვხუცდებით მე და მამაშენი ჩვენც ასე მიგვაგდებ?
-დედა მიგდებული ვინ არის? ყოველ კვირას იქ ხართ ... თუ გული შეგტკივა რატომ არ დარჩი მათთან , რას აკეთებ ქალაქში
-ამას როგორ მეუბნები...ქალაქში ჩემ გამო გადმოვედით ? იმ მიყრუებულ სოფელში მიიღებდი ასეთ განათლებას? იქედან უნდ ამეტარებინე უნივერსიტეტში თუ რა უნდა გამეკეთებინა
-დედა ახლა ხომ ორივე სახლში ხართ, არცერთი მუშაობთ და შეგიძლია მთელი კვირა სოფელში დარჩე სუფთა ჰაერზე და საქმეც ნაკლები გექნება...ბებოსაც მიეხმარები. მე რა გავაკეთო აქედან
-რა დღეში გაქვს შვილო ნერვები თუ აკვირდები საერთოდ...მოვედი ,მეთქი ერთად წავალთ ყველანი-თქო და მეჩხუბები
-არ გეჩხუბები ნანა!
-ნანას ნუ მეძახი! ბებიაშენი რომ დაგირეკავს უთხარი რომ მე მოვედი და გთხოვე წამოსვლა...
-ლუკაა წავიდეთ..სახლში მაინც არაფერს ვაკეთებთ .დღეს გასაუბრებაზეც არ ხარ და სუფთა ჰაერზე ყოფნა მომიხდება მეც და ბავშვსაც, ცოტა ხნით დავრჩეთ .რამდენი ხანია გვთხოვს ლილი ბებო ასვლას
-ანაა ნანას გულის მოსალბობად ვერ აგიყვან მთაში , ვერ გატარებ სამი საათი გზაში აგატკიებ წელს,მუცელს და დავუნგრევ თავ ყბას მუცელში მყოფ ჩემ შვილს...მერე ცუდად გახდები ,არ მეტყვი და იქედან საავადამყოფოებში უნდა ვირბინოთ ისევ.ძლივს კარგად ხარ და ნუ მეუბნები ისეთ რამეს რაც გამაგიჟებს... შენ კიდე დედაჩემო თუ მიდიხართ წადით,თუ არადა რადგან ორივე კარგადაა შენ გარეშე მგონი უფრო მშვიდად იქნებიან,მარტო თავისთვის იჟღურტულებენ .მამაჩემი სად არის
-სახლშია, ბიჭებმა დაურეკეს და დღეს რომა რ წავიდეს ისე რა გააჩერებს უნდა გამოთვრეს და გაილეშოს იქ თავის ლოთ ძმაკაცებთან ერთად
-მე რა ვიცი რომ მოდიან კი ტრიალებ და ბზრიალებ ,თუ არ გევასებიან რას აწყობ თეფშების კიბეს მაგიდაზე
-შენ სულ გაგიჟდი მგონი, სტუმარი რომ მოვა სუფრა უნდა გავუშალო აბა მჟავე სახით დავხვდე და ყავა ვაწრუპინო ? მასე შენ და ხვდი შენ ძმაკაცებს...ამას საჭმლის კეთება მაინც არ ეცოდინება და რესტორნიდან მოტანილი საჭმლის ფული სადღა გაქ . წავედი მე სანამ გავგიჟდები
-ღმერთო გაძლება მომეცი...სულ ცოტა ხანს მაინც ხომ შეიძლება. ყველა ერთად რომ გადარიე და ჩემკენ გამოშვი ნეტა თუ არ გეცოდები- ხელები გაშალა და კარისკენ წასულ დედას გახედა- მოვიდა დამცოფა და წავიდა, მამაჩემო ახლა მესმის რომ იძახდი სისხლს მიშრობსო რა ...ეს ვინაა ტო
-ჩემ გაკეთებულ საჭმელს რას ერჩის? მართლა უგემურია და იმიტო აკეთებ შენ? აბა რომ მეუბნებოდი გემრიელიაო?
-ანაა ,ანიკო ჩემო ცოლო, მეუღლევ ჩემო გევედრები ნუ გამაგიჟებ ხო?- მიუახლოვდა თვალებამღვრეულს და შუბლზე აკოცა- რა იყოო რაა ,ნანას არ იცნობ? თუ არ გიკბინა ცოტა ისე ვერ დაისვენებს რა გატირებს გოგო რძლები დედამთილებს ტაფებს ურტყამენ თავში და შენ რა გატირებს
-ყველაფერიიი...შენ რო ცუდად ხარ, რო დაიღალე ეგ მატირებს. რო ვერ ვისვენებთ ეგ მატირებს.ეს ფეხმძიმობა რო ჯოჯოხეთად გადაგვექცა ეგ მატირებს.იმის ნაცვლად რომ მშვიდი და ბედნიერი ფეხმძიმობა მქონდეს ჯერ ღებინებით ვკვდებოდი, ყოველ წამს გონებას ვკარგავდი, გავხდი და ძალა აღარ მაქვს.ახლა სულ მეძინება , მეტირება და ყველაფერს ისიც დაემატა რომ ფულიც აღარ გვაქვს. მალე ბავშვის ოთახის კი არა საწოლის ფული აღარ გვექნება შენ კიდე ისეთი ჯიუტი ხარ ჩემ მშობლებსაც არ აძლევ ნებას რომ ბავშვისთვის ნივთები მაყიდინონ... ასე თუ მიჰყვებით ტრადიციებს ჩემებს ევალებათ ბავშისთვის ყველაფრის შეძენა , სხვათაშორის ასე რომ არ მოიქცნენ მერე ნანა იტყვის სად გაგონილაო
-ანაა ,ანაა შენც გაჭედე ხო? კარგი მე ჩამოვჯდები და გიყურებ...მიყვარს ასე რომ ლაპარაკობ ცხვირი გეკეცება ...ოღონდ არ იტირო და ისე ამოაფრქვიე ემოციები მიდი ჰე გელოდები გამლანძღე და ხისთავიანი მეძახე
-ხისთავიანი ხარ დიახაც! სამი ოჯახია შენს კისერზე ,არც გიგის აძლევ დახმარების საშუალებას ვითომ უცხოა და მისი მშობლები არ არიან ისინი. კაცს ისე ელაპარაკე ვეღარაფერი გააკეთა , ჩემ მშობლებს ხომ საერთოდ არაფერის გაკეთების უფლებას აძლევ ...შენები არ მუშაობენ ჯერ პენსიაც არ აქვთ დანაზოგს იყენებენ ,მაგრამ რა მერე . როგორ ვერ ვიტან ფულზე საუბარი რომ მიხდება,მაგრამ ამ ფულის საშუალებით უნდ ავჭამოთ, ვსვათ, ვიაროთ განათებულ და თბილ სახლში . შენი ნათესავების ქორწილებში, გასვენებებში და ათას რამეზე კიდევ...ვიყიდოთ წამლები და უბრალოდ ვიარსებოთ
-რომ აღარ მექნება მაგ ყველაფრის ყიდვის და გაკეთების ტრ*კი მერე დამეხმარება გიგი. არსად წავა ბიძაჩემი .... მანამდე ჯერ კიდევ დროა და იქნებ სამსახურიც ვიპოვნო
-რატომ არ დაიწყე იმ ფირმაში მუშაობა ბოლოს რომ იყავი
-დილიდან საღამომდე მათხოვარივით ორი თეთრის გამო უნდა ვემსახურო ? ბებიამისისა სახლში არ ვიქნები ,სამსახურიდან ვერ გამოვალ ,მონასავით უნდ ავიჯდე იქ მაგათ ფული ვაშოვნინო და მე მაინც შიმშილმა მომკლას? ერთი მაგათი დედაც ...წამლის დალევის დროა და ვჭამოთ რამე ,მშია მეც და ჩემ კაცსაც
-სხვათაშორის არ შემობრუნდა და არ ვიცით კაცია თუ არა
-ექიმმა ივარაუდა ბიჭიაო თორე მე რა ...
-ხო ბიჭი გირჩევნია... ფიქრობ მეორედ მე შენს ფეხმძიმობას ვერ გადავიტანო და ბარემ გვარის გამრგძელებელი გეყოლება და არ გადარევ მამაშენს და ბაბუაშენს
-აუ შენ მგონი ნანას შეხედულებები დაიზეპირე და ტვინი შემოგიბრუნდა ხო? ვაფშე ვინ გითხრა რო შენი ფეხმძიმობაა გადასატანი ამბავი...ეს ბავშვი დავინახო და ეგრევე თუ მეორე არ გავაკეთო და ისევ იგივე თუ არ გავიარო შენ თუ გინდა უკანასკნელი ვიყო - ზურგიდან ჩაეხუტა წინ გაქცეულს და ყელი დაუკოცნა- ამხელა კაცმა ეს ცინტალივით ბავშვი რო გავაკეთე არ მეკადრება და მეორე უნდა გავაუმჯობესო...ეს ექსპრომტი იყო
-არანორმალურო- სიცილი მაინც ვერ შეიკავა და ხელები მოხვია-გოგო რომ იყოს ასეთი სუსტი არ იქნებოდა ,გოგონები უფრო ძლიერები არიან ასე რომ 98% ბიჭია
-მით უკეთესი მეორეს გოგოს ჩავხატავ და საკაიფო ფეხმძიმობა გექნება ... გუშინ რო ცისფერი კომბინიზონი მოგიტანე ისე გოგოსაც მოუხდება
-აუუუ ისეთი საყავრელია ის კომბინიზონი ... რომ დაიბადება მაშინ ჩავაცვამ
-ეე მოიცა ბავშვს არ გაახვევ და ხის აკვანში არ ჩააკრავ, გაუნძრევლად ტყვესავით? -ისე უცებ შეიცხადა ანა თავიდან დაიბნა მერე ხელი წამოარტყა
-გიჟი ხარ...არანორმალური ისე მითხრა მეთქი მართლა მომიტანს ხის აკვანს და გადამაკოჭინებს საწყლად ბავშვს-თქო
-კაი ტო რა იყო,თუ არ იცი ნანა გასწავლის
-მე საერთოდ მგონია რო ნანა ამ ბავშვს წამართმევს და გირჩევნია არ მეხუმრო თორე დედაშენს გავაქრობ
-მეტის ღირსია რა რო გამაჩინა და არ დარჩი უჩემოდ ...რა გეშველებოდა მე რო არ ვიყო , უსიყვარულოდ იბორიალებდი დედამიწაზე ეულად
-თევზი მინდა ... დამიჭერი რა და შევწვავ
-თევზს მეც შევჭამ დიდი სიამოვნებით...აუ გაყინული როა ?
-მაგას ვერ მოერევი ამხელა კაცი? ისე მართლა წავსულიყავით სოფელში...ექიმთანაც ვიყავით უკვე და
-მერე წავიდეთ ...ამინდები რომ გაუმჯობესდება
-როდის ზაფხულში?
-ანიკო სუსი არ გავიგო შენი... გავიჭრა იქნებ ხელი და მერე ვინ მოგეფერება ვნახავ.არც მაგ აბურდულ თავს დაგივარხნი და იწვალე მარტომ
-არც არავინ ამირევს თმას რომ მერე დასავარცხნი გახდეს
-მე მაბრალებ გოგო? უსირცხვილო ეს... რო კრუტუნებ მაშინ ხო კაია
-იდიოტი ხარ ლუკა ბატონო
-აბა რა ვარ, უმადური შევირთე ცოლად და ვერ გამიგია
-გეყოფა ახლა თორემ გამოგიქანებ ამ ქვაბს
-ქვაბში წვავ ჩემო კულინარო თევზს?
-არა ქვაბში სუპი უნდა გავაკეთო..ბოსტნეულის
-სუპი შენ ჭამე ,მე არ მინდა!
-დედიკო ბევრ სუპს გაჭმევდა ბავშობაში ხო?
-მაჭმევდა არა უფრო პირს მაღებინებდა და მასხავდა უზარმაზარი კოვზით... სუპს რო ვუყურებ მეშინია დღესაც
-ნწ ნწ ნწ რა რთული ბავშვობა გამოგივლია ... ძაანაც კარგი , აბა ჭირიანი იქნებოდი და მე სუსტი ბიჭები არ მომწონდა არასდროს
-ვაი ვაიიი შენ რა გითხარი მე...ჩემ გარდა ვინ მოგწონებია საერთოდ სუსტი ან მსუქანი რო ყოფილიყო . ჩემით იწყება და მთავრდება შენი გემოვნების მწვერვალი და არ გავიგო ახლა შენი ხმა -წარბები აათამაშა მერე გადაიხარა და ტუჩებში აკოცა
-შენ ...
-ჩშშ...
-ლუკააა
-გონებას ნუ მირევ თორემ დარჩებით მშივრები
ანამ სუპის მომზადება გადაიფიქრა და ისევ თევზზე შეაჩერა არჩევანი.
ბოლოს დივანზე ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ. ისე იცინოდნენ ფილმში მომხდარ ამბებზე თითქოს მათ ირგვლივ პრობლემა არ არსებობდა. პრობლემების გამარტივება თუ არა გაუფერულება სიცილს ნამდვილად შეუძლია, წრფელ და ნამდვილ სიცილს გულიდან რომ მოდის და თან შენი საყავრელი ადამიანის ხმა რომ გესმის,მის სურნელს და შეხებას გრძNობ სულ რომ მიწა გაიხსნეს მაინც კმაყოფილი იქნები იმ წამებით .
....................................
პირველმა სამუშაო დღემ იმაზე დამღლელად ჩაიარა ვიდრე ფიქრობდა. ბინაში რომ შევიდა და ლილია დახვდა ისე აუჩქარდა გული ცოტა აკლდა ტირილამდე. უცებ ჩაეხუტა და გაიტრუნა
-გვანცაცო დამეღალე? ადვოკატს ეხმარები და შენ რომ მოგიწევს საქმეების გადახედვა რამდენიმე ტომეულის ,შემდეგ პროცესებზე დასწრება მერე რას გააკეთებ?- ეფერებოდა და ისიც არ ტოკდებოდა
-დავიქანცეე...აქამდე უნდა დამეწყო და მივეჩვეოდი .ეს ადვოკატები ვინ ყოფილან რა ძალა აქვს იმ ქალს გამანადგურა
-ჩემი გოგო, ჩემი გვანცაცო ასე უცებ არ დაიღლებოდა
-მშიაა ...რას მაჭმევ ყვავილო?
-ყვავილო სულ სად გეყოლება გვანცაცო?მიდი შხაპი მიიღე, გამოფხიზლდი და ვივახშმოთ
-ამაღამ ხო ჩემთან რჩები ჩემო ჟღალუნია?- თვალების ფახუნით უყურებდა და იკრიჭებოდა
-დავრჩები,დავურეკავ კონსტანტინეს და ვეტყვი ,რომ ვერ შევხვდები
-ეეე სად მიდიოდით? - უცებ გამოვარდა ნახევრად შიშველი და წარბები მაღლა აზიდა- ღამე სად მიჰყვები ქალო არ გადამრიო
-გვანცააა ამ დროს თავისუფლდება
-ოოჰ ეს დაკავებული ხალხი რაა...ერთი უსაქმური ვერსად იპოვნე შე ქალო?
-შენც რო დაკავებული ხარ უკვე გავიწყდება?
-უიმეე როგორ იცი ხოლმე რაა ...წავედი ვიჭყუმპალავებ...ჭუპა ჭუპა
ცეკვა ცეკვით დაბრუნდა სააბაზანოში , გრილმა წყალმა ნამდვილად გამოაფხიზლა.მოწესრიგდა ,თავისუფლად გამოეწყო და ლილიასთან დაბრუნდა
-ყვავილოოო მე ხუ უფრო გიყვარვარ ვიდრე ის კოსტაია?- კედელს მიეყრდნოდა ლილიას გახედა
-გვანცაცოო მე და შენ ხო ვიცით რომ ერთადერთები და განუმეორებლები ვართ ერთმანეთისთის?
-ხოდა დაურეკე იმ შენს კოსტაიას და მოვიდეს ჩემთან თავისი ფოტოაპარატით... ვერ გავიგე გოგო მოსწონხარ და დაქალს არ უნდა გამეცნოს ნორმალურად? ეგრე სად არის გენაცვალე სად გაგონილა
-ვივახშმოთ და მერე მომიყევი დეტალურად რა გააკეთე დღეს ,როგორი კოლეგები გყავს
-არ დაურეკავ?
-რა თქმა უნდა არა, დაღლილი იქნება და არ ვართ ახლა იმ ეტაპზე აქ რომ დაჯდეს ჩვენთან ერთად და შენს ათას კითხვას უპასუხოს
-აუუ კარგი რაა ...
-სჯობს მომიყვე შაბათს რომ წახვედი მიშოსთან იქ რა მოხდა-გვანცას სიტყვის თქმა არ დასცალდა გადადებული ამბავი კიდევ ერთხელ ვერ უამბო ლილიას. კონსტანტინემ თავად დაურეკა და მეტი რა უნდოდა გვანციკოს
-როგორ ხარ? მეც კარგად ...გვანცასთან ვრჩები დღეს და ხვალ გნახავ კარგი? გვანც კონსტანტინემ მოკითხვა გადმოგცა, ფოტოს გამოგიგზავნი აუცილებლადო
-მობილური მათხოვე რა ...მოვიკითხავ მეც ასე როგორ შეიძლება - ლილიას მობილური გამოართვა და დაიწყო-ბიჭო კოსტია როგორ გიკითო?
-რავი არამიშავს გვანცა, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს, პირველ სამუშაო დღეს ავღნიშნავ და მოხვალ? ახლა მე რომ კარგი გოგო ვიყო ჩემ ყვავილს ვეტყოდი წადი შენს კოსტიასთან-თქო,მაგრამ არა ვარ
-ანუ იმ პონტში მპატიჟებ რო თან ვერ თმობ ლილიას და თან გინდა რომ შემხვდეს?
-ოოოხ ასეც არაა ...გპატიჟებ მთელი სულითა და გულით რათა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და კეთილგანწყობა შენდამი , შეგიძლია მოხვიდე შეგიძლია არ მოხვიდე შენი ნებაა -ლილიას მიაწოდა ისევ მობილური და სკამზე ჩამოჯდა.
-გინდა რომ მოვიდე?
-არ მინდა ჩემ გამო შენთვის არასასიამოვნო გარემოში გაატარო დრო ...
-რატომ გგონია რომ თქვენთან ერთად არასასიამოვნოდ გავატარებ დროს.მისამართს მომწერ?
-მოხვალ?
-მოვალ
ლილიამ მობილური რომ გადადო გვანცამ სიცილი დაიწყო
-აიი აიი სიყვარულო ძალსა შენსაო რა. ლილია დაუშვებდა ახლა აქ კოსტიას მოსვლას? მარა ისე გაგიხარდა რომ გითხრა მოვალო ლამისაა იფარფატო პეპელავ
-ხომ იცი რომ არ მიყვარს როდესაც არ მიჯერებ...რატომ უთხარი მოდიო?
-რომ არ მეთქვა ხო ვერ ნახავდი
-ხო, მაგრამ
-არავითარი ,მაგრამ არაფერს ვკითხავ ისეთს . ცოტა ხნით მოვა და წავა კარგი რა...მართლა და მართლა ხო უნდა ვიცნობდე ამ ბიჭს
-კარგი ხო
-ვაიმე როგორ ბრწყნააავ ახლა ვიტირეეებ რა არი ასე ყოველი ხსენებისას უნდა ანათო მზეო?
-ნუ ხარ ბოროტი
-ნუ მემანჭები ყვავილო ...
-ცუდო ცუდო ცუდო შენ - გვერდებზე ჩქმეტა რომ დაუწყო და გვანცა აკისკისდდა მერე ორივე საოცარ ხასიათზე დადგა და ქალბატონს აღარც კი ახსოვდა განვლილი დამღლელი დღე. კარზე ზარის ხმა რომ გაიგეს ლილია წავიდა გასაღებად და ასე გაბრწყინებული დახვდა კოსტას
-საღამომშვიდობისა ჟღალო- ლოყაზე აკოცა და ბინაში შევიდა
-აი ჩვენი ფოტოგრაფი ბიჭუნაც მოვიდა
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი... გილოცავ ,მშვენიერი არჩევანი გაგიკეთებია- გვანცაც გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა- იმედია მოგეწონება
-რა საჭირო იყო ...შემოდი
მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. გვანცა თავის სალაწიკს აგემოვნებდა. რა თქმა უნდა ზედმეტი არაფერი უკითხავს, თავად საუბრობდა თუმცა ლილია და კონსტანტინეც არ ყოფილან ჩუმად.
უყურებდა სრულიად სხვა ლილიას,გვანცას გვერდით სხვანაირად ბრწყინავდა .მომენტებში საუბარს სწყდებოდა და მათ დიალოგს უყურებდა. გვანცას ცვლილებასაც ამჩნევდა და ბედნიერი იყო რომ ლილიას ასეთი ადამიანი ჰყავდა გვერდით. კარგი მეგობარი ხომ ცხოვრებაში არსებული ყველაზე დიდი განძია.
დიდხანს არ დარჩა. ლილიას მონატრებაც მოიკლა განწყობაც გამოისწორა და გოგონები მარტო დატოვა. წასვლამდე დაემშვიდობა გვანცა და ისე გაქრა ოთახიდან თითქოს იქ არც ყოფილა
-ხვალ საღამოს დროს გამონახავ ჩემთვის?
-გამოვნახავ - ისეთი კეკლუცი ღიმილი ჰქონდა კოსტას თავბრუსხვევა არ უნელდებოდა-სად წავალთ?
-ხვალ გეტყვი...ახლა უბრალოდ უნდა მცოდნოდა რომ ხვალაც ჩემთან იქნებოდი
-სულ ,ყოველ საღამოს ჩემთან ხომ არ გაატარებ
-ყველას ვუთმობ თავის წილ დროს , შენ მთელ ცხოვრებას დაგითმობ ,მაგრამ ამ რამდენიმე წუთსაც ვჯერდები - ლოყაზე მოეფერა და თითები თმაში შეუცურა, დაიხარა და თმის სურნელი შეიგრძნო - წავალ თორემ ვეღარ წავალ
-ხვალამდე ... - ლოყაზე ცხვირის წვერი გაუსვა ,შემდეგ აკოცა .ყვრიმალზე თვალთან ახლოს იქ სადაც წვერი არ ჰქონდა და წამსვე მოშორდა
კარი მიხურა თუ არა მაშინვე დაიძრა საძნებლისკენ და გვანცას გვერდით დაწვა და ჭერს ახედა.ორივენი ერთ პოზაში იწვნენ და დუმდნენ
-მომენატრა
-უნდა ნახო
-ასე მარტივი არ არის ...
-ძალიან მარტივია ,უნდა მიხვიდე და ჩაეხუტო
-მხოლოდ ჩავეხუტო? არააა იყოს!
-რა მოხდა შაბათს?
-სახლში შევედი, უკვე წარმოვიდგინე როგორ შევეხებოდი მის ცხელ ტუჩებს და სამზარეულოში კიკინებიანი, თვალებხატულა მისი ქალიშვილი დამხვდა. გონება დავკარგე, ვიდექი, ვმოძრაობდი, მზერა და სხმენა არ დამიკარგავს ,მაგრამ გავითიშე იმ წამს ამ შოკოლადში ამოვლებულმა ფუმფულიკო გოგონამ წკრიალა ხმით რომ დაუძახა „ მამა“ . მე ისიც არ წარმომეგინა ჩემი შვილი როგორ დაუძახებდა მას მამას...მე მსოფლიოში ეჭვიანობის ქალღმერთს და უცებ ვხვდები რომ შვილი ჰყავს. სხვა ქალია მისი შვილის დედა , რა მნიშნელობა აქვს ცოლი იყო თუ საყვარელი, ერთი ღამე გაატარა მასთან თუ ათასი .ვიღაც სხვას მისი შვილის დედა ჰქვია
-მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლეს , შენ ისე გამოიტანე განაჩენი დაცვის მხარეს არ მოუსმინე ხვდები ამას?
-ვხვდები , მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი ვერ ვიფიქრე ...ვერ ვფიქრობ როდესაც მასთან ვარ .სწორედ ამიტომ იყო ის ღამე, სამყაროს ვწყდები როდესაც მასთან ვარ
-მიშო თუ არა შენი მონატრება იმსახურებს სიმართლის მოსმენას
-ისევ მე უნდა მივიდე? ის ზის მშიდად და ელის როდის მივალ,ანუ არ ვენატრები არ აინტერესებს მივალ თუ არა
-გელოდება, რომ არ მიხვალ თავად გიპოვნის
-დარწმუნებული ხარ?
-მას ვერ დაადანაშაულებ, ვერც შენ დაგდებს ბრალს თქვენ ვალდებულებები არ გაქვთ
-არ უნდა მენატრებოდეს ...
-მთავარია რას გრძნობ და არა ის რას არ უნდა გრძნობდე
-ასე ნუ მელაპარაკები თორემ წავალ
-არაფერიც! მე აქ დავრჩე და შენ წახვიდე?
-ხოხ ეჭვიანს მერე მე დამიძახებ- უცბე წამოიწია და წარბები შეკრა- ამ ღამით შენთან დავიძინებ ხვალ ვნახოთ-ჩაეხუტა და თვალები დახუჭა- ძილი მინდა ყვავილო
-დავიძინოთ გვანცაცო ...
კიდევ ერთი ღამე რომელიც ერთად გაატარეს. წლები ემატებოდათ და მაინც ერთსა და მავე პოზაში იძინებდნენ. ხელებს ჩაკიდებდნენ ერთმანეთს და თითქმის მთელ ღამეს ასე ატარებდნენ.
…………………………
სახლში რომ დაბრუნდა მაშინვე მისაღებისკენ დაიძრა. ყველანი ერთად საუზმობდნენ
-დილამშვიდობისა
-დაბრუნდა ჩემი პეპელა...რაო გვანცუნამ ცუდია მუშაობაო?- გიგის აკოცა და შემდეგ დედიკოს გვერდით დაჯდა
-დაიღალა,მაგრამ შეეჩვევა . თქვენმა დღემ როგორ ჩაიარა?
-კარგად დედუ...სამსახურში წავალთ მალე
-სოფელში გვინდა წასვლა პარასკევს და არაფერი დაგეგმო
-მაგარია, მომენატრენენ ბებო და ბაბუ
-ლუკა და ანუშა ხომ არ გინახავთ?
-არა,რა ხდება მა?
-არაფერი , შენი ჯიუტი ბიძაშვილი მაგიჟებს და მინდა რო რამე გავაკეთო
-ნუ გადარევ რა..ადროვე
-შენც მას გავხარ შვილო ჩემო ...
-წავედი მე...უნიში მეჩქარება. წითურო შენ მოდიხარ დღეს?
-კიი...უცებ გამოვიცვლი და წამოვალ.დამელოდები?
-აქ ვარ,მალე ხო?
-სად გეჩქარება...თერთმეტზე არ გაქ ლექცია?
-ბიჭები უნდა ვნახო ... ჩვენი კურსელის დაბადებისდღეა და სიურპრიზს ვუკეთებთ. ჰასკის ლეკვი უნდა და უნდა ვუჩალიჩოთ რა
-გოგოა თუ ბიჭი?
-გოგო...ჯიგარი გოგოა და უნდა ვუჯიგროთ ჩვენც
-აი რას ნიშნავს ჯიგარი გოგო ...ღმერთო მიშველე- გიგიმ თვალები აატრიალა და იაკოს გახედა- ამას გოგო რომ მოეწონება მხარზე დასცხებს ხელს და ეტყვის მიყვარხარ შე ჩემაო
-გიგიიი - ია რომ აკისკისდდა ილიკომ ყურებიდან ბოლი გამოუშვა
-მოკლედ რა ...ოღონდ შენ საღადაო მოგცა
-რანაირი კაცი ხარ ,ერთი შეყვარბეული არ უნდა გყავდეს? ბიჭები და ბიჭები
-წავედი მე ...მანქანაში დაველოდები წითურს. შუადღეს შემოვივლი მაშნ თქვენ სახლში არ იქნებით და მერე ისევ წავალ .სავარაუდოდ დამაგვიანდება
-მანამდე დაგირეკავ დე...გკოცნი.წარმატებული დღე . შენი პერანგები კარადაშია საკიდზე,ყველა დაუთოებულია
-ვიცი , ვნახე ამ დილით... თქვენც წარმატებული დღე
ლილიასთან ერთად მივიდა უნივერსიტეტში. პირველად არ იყვნენ ერთად,მაგრამ კურსელებმა ახლა შენიშნეს მშვენიერი ლილია. ილიკომ მათ გააცნო საყვარელი დაიკო და რა თქმა უნდა ისიც დაპატიჟეს დაბადებისდღეზე, ბოლოს იქაურობას გაეცალა და თავის კურსელებთან გადაინაცვლა.
საუბრობდნენ ერთ-ერთმა გოგონამ ფოტოგრაფი რომ ახსენა და წამსვე მიაპყრო ყურადღება
-ფოტოები დროულად უნდა გაგზავნოს სამოდელო სააგენტოში , შემდეგ შერჩევა მოხდება და თუ ცუდი ფოტოები იქნება გასაუბრებაზეც არ დაიბარებენ .მოკლედ ჩემი და ძალიან ღელავს
-არ დასთანხმდა მეტრეველი? ხომ გეუბნებოდი ასე ყველას არ სდებს პატივს-თქო ძალიან უხეშია და ჯმუხი
-ჩემი და ხომ იცით როგორია,იქ მოსახვედრად ყველაფერზეა წამსვლელი იძახის მეტრეველის გარდა ვერავინ გადამიღებს ისეთ ფოტოებს მათ რომ მოვეწონოო და აღარ ვიცი რა გავაკეთო თანხმა ვარ მთელი დანაზოგი მივცე ,მაგრამ აზრი არ აქვს ტიპს უბრალოდ არ ადარდებს არ უნდა და არ აკეთებს
-შეგიძლიათ ნორმალურად ამიხსნათ რაზე საუბრობთ?
-ჩემი და ნიაკო ხომ იცი რამდენიმე წელია ფოტო მოდელია, საკმაოდ წარმატებული ნუ ჩვენ ქვეყანაში კი იცი რა შესაძლებლობებიცაა ახლა შანსი აქვს რომ სერიოზულ სააგენტოსთან გააფორმოს ხელშეკრულება ამისთვის საჭიროა რომ ფოტოები გააგზავნოს , თუ მოეწონებათ შემდეგ დაიბარებენ გასაუბრებაზე იქ უნდა გაფრინდეს და ბოლოს შესაძლოა აიყვანონ კიდეც ,მაგრამ ამტკიცებს რომ კოსტა მეტრეველის გარდა ვერავინ გადაუღებს ისეთ ფოტოებს რომ შანსი ჰქონდეს ...ის მეტრეველი კი უარს აცხადებს
-ვუთხარი რომ არ დათანხმდებოდა, მის მეგობრებს ვიცნობ და რომ გამოვართვი მისი მისამართი სადაც შეიძლებოდა მისულიყო ნიაკო გამაფრთხილა რომ ტყუილად ეცდებოდნენ. ასე კონკრეტულ მოდელებს არ იღებსო
-სხვა კანდიდატი არ ჰყავს ნიაკოს? დვაიჯერო მთელს ქალაქში უკეთესი ფოტოგრაფი არ არის? ისეთი რომ ამ განხრით მუშაობდეს
-არააო თორემ ეგ მაშინვე ვკითხე ... არადა როგორ უნდა იმ სააგენტოში მოხვედრა იცი?
-მე ვიცნობ კონტსანტინეს და ვეცდები რომ დავითანხმო...
-მართლა? საიდან იცნობ... აზრი არ აქვს რა ტყუილად ნუ თხოვ , მითუმეტეს შენი ხასიათი რომ ვიცი ნერვებს მოგიშლის ის აუტანელი ბიჭი .ბევრს მიუმართავს მსგავსი თხოვნით ,მაგრამ უარით გამოუშვა ყველა
-ჩემო ქეთო წინასწარ ნუ იტყვი, ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგია ... შენ დას რომ დიდი მომავალი აქვს ეს მე ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გითხარით გახსოვს? იმდენად უცხო გარეგნობა აქვს ,რომ წარმატებას მიაღწევს ,თანაც ძალიან მობილიზებული და მონდომებულია
-მახსოვს რომ ამბობდი ,მაგრამ
-არავითარი მაგრამ,მე ასე ტყუილად არაფერს ვამბობ
-საიდან იცნობ კოსტას? როგორ გაიცანი არ გვეტყვი? თქვენი გზები როგორ უნდა გადაკვეთილიყო ვერ ვხვდები
-შემთხვევის დამსახურებააა...რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრის -ღიმილით თქვა და თვალები გაუბრწყინდა. ყავა კიდევ ერთხელ მოსვა და ფანჯრიდან ხალხით სავსე ქუჩას გახედა.
...................
სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა ბინაში. ლიფტიდან როგორც კი გამოვიდა მაშინვე ჩანთაში ქექვა დაიწყო გასაღები რომ ეპოვნა, უცებ ნაცნობი სურნელი იგრძნო და მიხვდა რომ იქვე ვიღაც იყო. თავი რომ ასწია და მიშო დაინახა წამით ისიც კი იფიქრა რომ ეჩვენებოდა
-ამდენ ხანს სამსახურში ყოფნა რომელმა ტირანმა გაიძულა?
-დიდი ხანია მელოდები და მოგბეზრდა?
-რომ მომბეზრებოდა აქ არ ვიქნებოდი
-მეგონა დაელოდებოდი ჩემს პირველ ნაბიჯს
-მინდოდა,მაგრამ გაბრაზებამ მალე გადამიარა ,არ ვიცი რატომ ყველაფერი შენი ბრალია
-ჩემი ბრალი რა არის?
-ასეთი მიმტევებელი რომ გავხდი- დაპატიჟებას არც დალოდებია როგორც კი შევიდა გვანცა მაშინვე უკან გაჰყვა
-მობრძანდი თუმც აუკვე შემოხვედი...
-მისაღები აქეთ ხომ?-თვალი მოავლო ბინას და მისაღებისკენ დაიძრა
-ასე თუ დაიღალე მანქანაში დამლოდებოდი
-ჩასვლა დამეზარა
-ლიფტი არსებობს იცი?
-არ მიყვარს ოთხ კედელშ გამომწყვდევა
-არ მითხრა რო კლაუსტროფობია გაქვს
-არა,მაგრამ ფეხით სიარული მირჩევნია -გვანცამ ჩანთა იქვე დადო. მარკეტიდან ამოტანილი პროდუქტი სამზარეულოში გაიტანა და ისევ უკან შებრუნდა,მაგრამ მიშო უკვე იქ იყო -წყალს დამალევინებ?
-ხო..ახლავე - უცებ სუნტქვა შეეკრა და ძლივს გადადგა ნაბიჯი. ზედმეტად პატარა ადგილი იყო მიშოსთან ისე ახლოს ყოფნა არ შეეძლო. წყალი როგორღაც დაასხა და ბიჭს მიაწოდა. ისე უყურებდა თითქოს რაღაც საოცრებას ხედავდა ,მიშომ რომ გამოხედა და თვალებიც აუბრჭყვიალდა მიხვდა რომ ბიჭი ყველა მის ფიქრს ნათლად ხვდებოდა-მაინც ვერ ვხვდები რატომ მოხვედი
-ხოო? საერთოდ ვერ ხვდები ?- მიუახლოვდა ,ერთი ხელი წელზე შემოხვია მეორე თმაში შეუცურა და მისკენ დაიხარა- მართლა ვერ ხვდები რატომ მოვედი?
-ალბათ ...უნდა მითხრა არ ვიცი რა უნდა მითხრა მე ..შენ ჯანდაბა ხელი გამიშვი ან არ ვიცი
-მითხარი რომ შენც ფიქრობდი ჩემზე, რომ გენატრებოდი - მისი სურნელი სახეზე ეფრქვეოდა,ხმა გონებას ურევდა და უკვე აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. აზროვნების უნარს კარგავდა ,ისე მოდუნდა მთელი სხეულით მიშოს მკლავებს დაეყრდნო და წამით რომ მოშორებოდა ძალაგამოცლილი დაენარცხებოდა -მითხარი - ყელისკენ დაიხარა და ცხვირის წვერი კანზე გაუსვა რასაც მაშინვე მოჰყვა საპასუხო რეაქცია
-მე არაფერს გეტყვი...ეს შენ უნდა მომიყვე და მითხრა ყველაფერი - ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. თითები თმაში შეუცურა და უფრო მიუახლოვდა ჩარკვიანის სხეულს.წამში იგრძნო სიმსუბუქე და შემდეგ მაგიდის მყარ ზედაპირზე აღმოჩნდა, ვერაფერს აღიქვამდა ჩარკვიანის ცხელი ტუჩების გარდა.კოცნაში აჰყვა, ჩუმი კვნესა წასკდა და სხეულზე ისე აეკრო თითქოს ვინმე მათ დაშორებას აპირებდა-სიტყვებს ველოდი,მაგრამ ჯანდაბას იყოს ასე - როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე თქვა და პერანგის ღილები თავად გაიხსნა
-ამიტომ მაგიჟებ - ჩამწყდარი ხმით თქვა მიშომ და მკერდზე მიაწება ტუჩები
-მოიცა!- თმაში ჩაავლო თითები და თავი ააწევინა- ცოლი გყავს თუ არა
-არა! - ისევ აატრიალა თვალები ჩარკვიანმა , გვანცამ მხოლოდ ტუჩზე იკბინა და თითები შეუშვა
-რადგან არ გყავს , მაკოცე ....-მაგიდაზე გადაწვა და კაბა მუცლამდე აიკეცა ,მიშოს დაბინდულ თვალებს რომ უყურებდა იღიმოდა
-სხვა თუ არაფერი გაინტერესებს არც არაფერს გეტყვი- მუცელზე მიაწება ტუჩები და მთლიანად გააშიშვლა ერთი ხელის მოსმით მიიზიდა თავისკენ და ძლიერი ბიძგით შეუერთდდა ქალის სხეულს. ხმა ვერ გააკონტოლა გვანცამ ,თავი უკან გადასწია და მაგიდის კიდეს ჩააფრინდა თითებით. მიშომ თმაში შეუცურა თითები თავი წამოაწევინა და ტუჩებზე დააცხრა . საერთო რიტმს აყოლილი ორი სხეული და ბინაში გავრცელებული არეული ხმები ნეტარი დასასრულით....
……
თითებს აკაკუნებდა სავარძლის სახელურებზე, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და უკვე მშვიდად მჯდომ ჩარკვიანს თვალს არ აშორებდა. თავი გვერდით გადახარა და წარბები შეკრა
-მიყურებ, ნერვებს მიშლი და არაფერს ამბობ
-მკითხე და გიპასუხე ...კიდევ გაინტერესებს რამე?
-ანუ კითხვები უნდა დაგისვა რომ რამე მითხრა?
-ფეხს თუ არ გააჩერებ საუბარი ისევ გადაიდება
-თუ არაფრის თქმას აპირებ შეგიძლია წახვიდე, დამღლელი დღე მქონდა და დასვენება მჭირდება
-ჰმ, გამომყენე და მაგდებ?
-ღმერთო რა ცინიკოსია ეს კაცი
-დავიჯერო გაინტერესებს ჩემზე და სალიოზე?
-თუ გგონია რომ არ მაინტერესებს მითუმეტეს უნდა წახვიდე
-აბა მე რა ვიცი , არაპროგნოზირებადი ხარ ...ისე მიყურებ მგონია რომ მალე ისევ გამაშიშვლებ და სულ ტყუილად ჩავიცვი , მე კიდე არ მიყვარს საუბარს რომ მაწყვეტინებენ
-იოცნებე ...
-წინა ორ შემთხვევაში ხომ სულ მე გაცდუნე
-უკაცრავად მომესმა?
-დამშვიდდი...არ ღირს აღელვებად , ძლივს დაგამშვიდე
-თურმე დამამშვიდა
-უმადური რომ იქნები ადამიანი
-მიშო გეყოფა ... მომიყევი სალომეზე
-სალომე არა სალიო
-სალიო?
- სალიო ჰქვია
-ვინ დაარქვა
-მე ... გოგოს სახელი სალომე გვინდოდა , ბიჭის იო და მერე გადავწყვიტე რომ სალიო ჯობდა და აღარ ვიჩხუბეთ მე და დედამისმა
-შესანიშნავი გადაწყვეტილებაა
-სალიოს დედის ხსენებაზე სულ ასეთი გამომეტყველება უნდა მიიღო?
-რატომ იღიმი ასე ირონიულად...
-ვხალისობ რომ წარმოვიდგენ საუბრის დასასრულს შენს გამომეტყველებას
-და იქნებ დააჩქარო საუბრის დასასრული
-რატომ? მე კარგად ვერთობი
-აუტანელი ხარ...შენთან საუბარი არ ღირს...საერთოდ არანაირი ურთიერთობა.მშვენიერი შევარჩიე,მაგრამ ამ ერთხელ ინტერესიც უნდა დამიკმაყოფილო
-ოხ გვანცა გვანცააა .... კარგი დაგიკმაყოფილებ ინტერესს და გეტყვი რომ სალიო ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის...ახლა მეტყვი რომ ვიშვილე ,მაგრამ არც ეგაა სწორი , სხვა ვარაუდებიც მცდარია. სალიო ჩემი დისშვილია და დაბადებიდან მე ვზრუნავ მასზე, ჩემი და ახლა ამერიკაშია სასწავლებლად წასული. ძალიან პატარა იყო სალიო რომ გააჩინა და გეგმები რომ არ არეოდა მე ვეხმარებოდი, მე იმიტომ ვეხმარებოდი რომ ჩემი მშობლები სალიოს უკანონო შვილს არ მიიღებდნენ და აი ასე სალიო ჩემთან არის. მამას იმიტომ მეძახის რომ ...მეც არ ვიცი რატომ მეძახის,მაგრამ არ მომწონს-თქო ვერ გეტყვი.თანაც ზედმეტ კითხვებს არ უსვამენ და თავდაცვითი მექანიზმი გამოიმუშავა
-ღმერთო ჩემო ...
-ჩემი შვილის დედის ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალია
-უნდა გავითვალისწინო?
-რა თქმა უნდა
-ვიფიქრებ ...
-არ იდარდო მეც დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში
-დამამშვიდე
ისევ აკოცა, თითქოს დამშიდდა. სრულიად სხვა შეგრძნება ჰქონდა,მოდუნდა და ბოლომდე მინდო გრძნობებს. მიშო იმ ღამით მასთან დარჩა, პირველად ივახშმეს ერთად, ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე და თითქოს სხვა თვალით შეხედა ჩარკვიანს.
ყველა ადამიანს მრავალფეროვანი ხასიათი აქვს,მთავარია დააკვირდე , შეამჩნიო და შეიგრძნო თითოეული მათგანი განიცადო მისგან წამოსული დადებითი და უარყოფითი ემოციები.
..........................................
საღამოს ბატონმა კონსტანტინემ თავისი მუსიკისადმი სიყვარული გაუმხილა ლილიას და ბარში წაიყვანა სადაც მისი მეგობრები უკრავდნენ. საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია დახვდა ლილიას, მელომანები უფრო იყვნენ ვიდრე კლუბური მუსიკის მოყვარულები . კოქტეილს მიირთმევდნენ მუსიკის ფონზე და საუბრობდნენ. შესვენებისას ბიჭები თავად მივიდნენ და სათითაოდ მიესალმნენ კოსტას
-ვაა კოსწიიკ რამდენი ხანია აღარ მოსულხარ ტო
-თავს მოვანატრე თქვენი სიმღერები და ახლა უფრო დიდი სიამოვნებით გისმენთ
-აუ ჩვენ დაგადექით და მგონი პაემანი ჩაგიშალეთ
-არა ...არა ისხედით .მე ლილია ვარ , ძალიან მაგრად უკრავთ და მღერით ჩემი სახით სმენელი შეიძინეთ
-გაიცანი ჩემი კურსელი გიგა, მომავალი ექიმი ზურიკო , კაცი დრამერი შაკო და მისტერ ვოკალი გიუშა
-აუუ რა წარდგენა იყოო ჩვენი ფოტოგრაფისგან გამისწორდა მაგრად - შაკომ გაიცინინა , მიმტანს ჭიქები და სასმელი გამოართვა თანვე დაასხა - გაშრა ყელი..მშვენიერო ლილია დალევ ხო?
-არაა მე კოქტეილზე შევჩერდები ...
-აბაა ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს...ჩვენი ბიჭთან გოგო ვინც გვინახავს თათუსა და ნინაჩკა იყვნენ მხოლოდ ,ნუუ ვინც გაგვაცნო- ბოლოს სიცილით დაამატა ზურამ და ჭიქა მაღლა ასწია -ამიტომ ამ დიდ დღეს გაუმარჯოს
-ნინაჩკა რძალია ... მე ავღნიშნავ მერე გაუგებრობა რომ არ იყოს- გიომ ჩაურთო და კოსტას მხარზე ჩამოსდო ხელი
-არ იყო საჭირო შენს ეჭვიან შეყვარებულს არ ჰგავს ლილია- კოსტამ მაშინვე მიუგო და თვალი ჩაუკრა - სად არის მართლა , რატო არ ესწრება ამ საღამოს ?
-იმდენი ხანია არ მოსულხარ ისიც არ იცი რო დაშორდნენ
-ნუ მიხსენებ თუ ძმა ხარ ... რადგან ცოცხალი გადავრჩი და არ გავხდი ზურაშას სამკურნალო რას დავეძებ
-რამდენი წლისაა თქვენი ბენდი? - ლილია მართლა აღფრთოვანებული იყო და ბევრი რამ აინტერესებდა. უკვე ზუსტად იცოდა რომ გვანცასთან ერთადაც მივიდოდა იმ ადგილას
-ჩვენ, გაჭირვებულ სტუდენტებს ჯიბის ფული რომ გვინდოდა ჩვენი ნიჭის დემონსტრირება გადავწყვიტეთ და ასე დავიწყეთ დაკვრა. თან ღამე გვიწევს და სწავლაშიც ხელს არ გვიშლის...ექიმი კი დადის უნიში და ჩვენ დიდად თავს არ ვიკლავთ ჩვენი კოსტიკა კიდე უსმენო გამოდა ვაფშე ყრუა მგონი ,მარტო მზერა აქ და კი აჩხაკუნებს თავის ფოტოაპარატს
-აუუ ეს მღერიის რო მოუსმინო ახლოს აღარ გაეკარები
-ერთხელ დავათრობთ დასვენების დროს და ვამღერებთ
-შენი დასათრობი ვინაა შე ჩემა - ისე შეკრა წარბები თითქოს დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს - არ უსმინო ამათ ჟღალო თორემ მსოფლიოს უნიჭოდ გამომიყვანენ
-შენ ის ნიჭი გაქვს რაც სხვას არავის ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა მღერი თუ ვერა...-ისე უყურებდა და ისეთი ხმა ჰქონდა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე წყვილს მიაპყრეს მზერა- რაც შეეხება სიმღერას ჩემი მეგობარი მღერის ძალიან კარგად, მაგრამ ვერ ვაიძულე საკუთარი ნიჭის დემონსტრაცია მოეხდინა ...იქნებ დამეხმაროთ , თქვენ რომ მოგისმენთ დარწმუნებული ვარ აგყვებათ
-ჩვენ მოგვიყვანე და ავამღერებთ...
-თავიდან მეც ვნერვიულობდი ამდენი ხალხი რომ მიყურებდა ვაახ მეთქი გიუუშ ცუდადაა შენი საქმე
-იმის მერე ორ ჭიქას გადაკრავს და ჩვენ სხვას ვუკრავთ ეს სხვას მღერის ხო გიიუნაა
ლილია ასეთ სასიამოვნო ხმაურში არასდროს ყოფილა და ესეც კონსტანტინეს დამსახურება იყო. ბიჭები მალევე დაუბრუნდნენ სცენას , შემდეგ წყვილს მიუძღვნეს სიმღერა და კონსტანტინემაც არ დააყოვნა
-ვიცეკვოთ?
-ვცადოთ - მის თლილ თითებს უყურებდა, სულ წამი დასჭირდა ცხელ ხელისგულს რომ შეხებოდა და თითქოს საუკუნე გავიდა,ჟრუანტელმა წამსვე დაუარა. ვალსი, სიმშვიდე და სითბო რომელიც მხოლოდ მეტრეველის ეკუთვნოდა. მომენტი როდესაც ორნი ხართ მხოლოდ, მელოდია და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სხეული . დახვეწილი, გრძნობით სავსე ნატიფი მოძრაობა , ბრუნი და ირგვლივ მოფრქვეული საყვარელი ქალის სურნელი, წამით თავს დატეხლი ეჭვიანობა ვაკუუმში მოხვედრის სურვილი რათა ჟღალი თმის სუნი ვერავინ შეიგრძნოს. ძლიერად მოხვეული მკლავი და სხეულებს შორის გამქრალი მანძილი. თვალები,თვალები რომლებიც მზერას ვერ სწყვეტენ ერთმანეთს...ცეკვა, გრძნობების კრებული რომელიც თითოეულ ნაბიჯზე ემოციათა ტალღებს ქმნის .
ბოლოს ისევ ჩიქოვანების სახლში დააბრუნა თავისი ჟღალი ქალბატონი. მანქანა სახლის წინ გააჩერა და ლილიას მიაპყრო მზერა,მანაც არ დააყოვნა ,კოცნის კვალი ლოყაზე დაუტოვა
-იმდენად საოცარი საღამო იყო რომ ჩემს მეხსიერებაში ძალიან ძალიან დიდხანს დარჩება
-მე კი ცოტა ვინერვიულე, ვიფიქრე რომ იქაური ხმაური და ცოტა არანორმალური მე დიდად არ მოგეწონებოდა
-ეს ის შემთხვევა იყო რომ მეც გავვოცდი, თითქოს ბუნებრივი ხმაური იყო
-ისე როგორც ჩემი მშვიდად ჯდომა ყვავილების გარემოცვაში?
-დაახლოებით
-ანუ ვაგრძელებთ ჩვენი საყვარელი ატმოსფეროს ერთმანეთისთვის გაზიარებას
-თან კარგად გამოდის , კარგად არა შესანიშნავად
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ სახლიდან ვიღაც გვიყურებს - უცებ გაიცინა ბიჭმა და სახლისკენ გაიხედა
-სულ ტყუილად ... მამაჩემს ახლა მშვიდად სძინავს, ან არ სძინავს დედაჩემის გვერდით
-და მაინც უკვე გვიანია ,ძილის დროა თორემ ხვალ გამოუძინებელი იქნები - ლოყაზე მოეფერა,უკვე ნაცნობი შეხება იყო ჩვეული ჟესტი და მაინც განსხვავებული ემოციის მატარებლი
-მშვიდად დამეძინება , შენი და მელოდიის ხმა ერთად მექნება გონებაში
-ნეტავ დაგესიზმრები?
-არ ვიცი - გაიცინა და თვალები აუციმციმდა
-მარტო მე მესიზმრები ხომ? ცალმხრივად
-ყველაფერი წინ არის ... ნახვამდის კონსტანტინე
-დილით რომ გაიღვიძებ დამირეკე რა,მაშინვე
-მაშინვე რატომ?
-დღემდე ვნანობ რომ იმ ღამით ვერ დავრჩი შენთან და დილით გაღვიძებისას შენი ხმა ვერ გავიგე ,დანაკლისს ხომ ამინაზღაურებ ჟღალო?
-ხვალამდე ფოტოგრაფო - არ უპასუხია, მანქანიდან გადავიდა და ეზოში მიიმალა. მხოლოდ კარის მიხურვის შემდეგ გაიგო მანქანის ხმა და კიბისკენ სწრაფად დაიძრა. მიფარფატებდა სანამ ილიკო არ გამოჩნდა
-პეპელა მოფრენილა...სად იფარფატე ფოტოგრაფთან ერთად?
-ძალიან მაგარ ადგილას...შენ და გვანციკოსაც წაგიყვანთ თავისუფალ დროს. შენ როგორ გაერთე დაბადებისდღეზე?
-მაგრად...ცოტა დავთვერი კიდეც ,ახლა წვენი მინდა და უნდა ჩავიდე
-კინდა ამოგიტან
-ნწ ,დაიძინე შენ. ტკბილი ძილი ,ჟღალო- შუბლზე აკოცა და კიბეზე სწრაფად დაეშვა
იმ ღამითაც მშვიდი ძილით ეძინა ლილიას . სადღაც ახლოს კი ათასი პრობლემით გონებაარეული წყვილი თვალის მოხუჭვას ვერ ახერხებდა, ვერ ისვენებდა, ოთახში დადიოდა ,მაგრამ მაინც არ მიდიოდა მასთან ძილი. სახლში შესულ კონსტანტინესაც კი არ ეძინა მშვიდად. დედის წინ იჯდა და მის ამღვრეულ თვალებს უყურებდა, ისმენდა ამბავს რომელიც მთელს სხეულში არსებულ ლილიას კვალს უქრობდა, ყველა სხივს რომელიც მან დაუტოვა და ისევ აბრუნებდა დედამიწაზე, სახლში სადაც ყოველთვის იყო პრობლემა.
..........
უნივერსიტეტის ეზოში ელოდა ლილიას. ფიქრებმა გაიტაცეს და დროის აღქმა დაკარგა. გაქვავებული იჯდა,თავი დახრილი ჰქონდა და ხელებს დაჰყურებდა ლილია რომ მიუახლოვდა
-კონსტანტინეე
-ჟღალო ,როგორ ხარ?- გამოფხიზლდა და გოგონას მოეხვია
-ამ დროს აქ რატომ ხარ?
-დღეს ვისვენებ...
-ხუთშაბათია და ხომ თქვი რომ კვირამდე უნდა დაასრულო გადაღებები
-ხო ,მაგრამ არ მქონა სამუშაო განწყობა ... სახლში მიდიხარ თუ ორანჟერეაში
-სახლში ამ დროს არავინააა...ორანჟერეაში გვანცასთან ერთად უნდა წავიდე საღამოს
-აქვე კაფეში დავსხდეთ გინდა?
-გემრიელ ნამცხვებს აცხობენ მანდ და მინდა
ლილია ამჩნევდა ,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ,მაგრამ არ უნდოდა კითხვებით აეკლო.ელოდა როდის უამბობდა, ან უბრალოდ გამოუსწორდებოდა განწყობა. ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი იყო ,ამიტომ იქ დასხდნენ და შეკვეთაც მისცეს. მაგიდაზე იდაყვებით დაეყრდნო და ლილიას უყურებდა
-როგორ ჩაიარა დღემ?
-ერთ-ერთ ენდემურ მცენარეზე მქონდა პრეზენტაცია... ამ ყვავილის ერთი ეგზემპლარი მოვიპოვე და ხელოვნურად გავამრავლე... როგორც ახალი სახეობა ასევე ძველი
-დიდი დრო დასჭირდებოდა არა?
-ცოტა მაწვალა კიდეც, არ იყო ბევრი ცნობა როგორ უნდა გამრავლებულიყო ხელოვნურ გარემოში და ექსპერიმენტების ჩატარება მომიხდა,მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამოვიდა .გარკვეულ რაოდენობამდე რომ მივიყვან შემდეგ იმ არეალში დავაბრუნებ სადაც არის გავრცელებული ...ნაკრძალის ადმინისტრაცია იზრუნებს შემდეგ მის გავრცელებაზე
-საოცარი სანახავია როგორ გიბრწყინავს თვალები პროფესიულ მიღწევაზე რომ საუბრობ
-ბედნიერი ვარ რომ ერთი ლამაზი ყვავილი გადავარჩინე...
-შენ ყვავილების ექიმი ხარ იცი?
-ყვავილების ექიმი? კარგად ჟღერს ,მომეწონა- გაიცინა და ყავის ფინჯანი თითებშორის მოიქცია- დღეს ძლიერ იწვიმებს
-უკვე ძალიან აცივდა ...ალბათ ზამთარი არ გიყვარს? ამ დროს ხომ ყვავილების უმრავლესობა იძინებს
-ჩემი ყვავილები მუდამ ყვავიან...ისე კი წელიწადის ყველა დრო მიყვარს. ჩემი კანის გამო სიცხეს ვერ ვიტან,მაგრამ მაინც განსხვავებულად ფერადია ყველაფერი ზაფხულში. წვიმის წვეთები კი ენერგიით მმუხტავენ ისე როგორც პაწაწინა ყლორტს
-მე ზამთარი დიდად არ მიყვარს...ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს მითუმეტეს ქალაქში ეს გამუდმებული სიცივე და შავი ღრუბლით დაფარული ცა რატომღაც ყველა ფოტოს ნოსტალგიურს ხდის, ქალაქიდან უნდა გავიდე რომ ბედნიერება აღვბეჭდო
-ბავშვები ,რომლებიც თოვლის გუნდებს ერთმანეთს ესვრიან..ცივათ,მაგრამ მაინც კისკისებენ.ზამთარში სოფელში წასვლა განსაკუთრებულად გვიყვარდა,იქედან წამოსვლა აღარ გვინდოდა ხო;ლმე
-შენი ჟღალი თმა თეთრ ფონზე წარმოვიდგინე და მგონი თოვლის მოლოდინის რეჟიმს ჩართავს ჩემი ტვინი
საუბარმა განწყობა აუმაღლა,ლილიასთან ყოფნისას სხვა რამეზე ვერ იფიქრებდა.მხოლოდ მას ხედავდა წარსულშიც,მომავალშიც და ყველა მომენტს აღიქვამდა მანამ სანამ შუა ხნის კაცმა მხარზე ტორი არ დაჰკრა
-ბიძი როგორ ხარ? ახლა ვაპირებდი თქვენთან მოსვლას...-ისეთი ხმა ჰქონდა კაცს ლილიას ყურადღება მიიქცია. პროფილში იდგა და კონსტანტინეს უყურებდა,რომელსაც აშკარად არ ახარებდა მისი ხილვა
-კარგად , თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მე რა მიჭირს ბიძი ... მამა როგორ არის ,ახალი ხომ არ არის რამე
-ვერ გეტყვით...თქვენ ჩემზე ადრე იღებთ ინფორმაციას
-დედა ხომ სახლშია? ამ საღამოს მოსვლა გვინდა
-დაუკავშირდით და დედას შეუთანხმდით , სავარაუდოდ სახლში იქნება
-კარგი ,თავს აღარ მოგაწყენთ. ეს კაფე ჩემია და ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე ბიძი...ჩათვალე რო აქ რასაც ხედავ ყველაფერი შენია ხომ იცი არა? კარგად ბრძანდებოდეთ...მშვენიერო ქალბატონო - ლილიას ახლაღა გაუღიმა თავი ოდნავ დაუკრა და წავიდა.
კონსტანტინეს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ,თითქოს მალე იფეთქებდა. საფეტქელზე ზარღვი გამოებერა, თვალები ჩაუწითლდა. მაგიდას დაეყრდნო და სწრაფად წამოდგა
-სხვაგან წავიდეთ ...გავისეირნოთ
ლილიას არაფერი უთქვამს ,მოსაცმელი ჩაიცვა, ჩანთა აიღო და გვერდით გაჰყვა. ღრმად სუნთქავდა მეტრეველი, დამშვიდებას ცდილობდა აშკარად და სიტყვას არ ამბობდა. თითები მუშტად ჰქონდა შეკრული ,ლილიამ ჯერ მაჯაზე გადაუსვა თითები შემდეგ ხელისგულზე და ბოლოს მის თითებში ახლართა გრძელი ფალანგები.ბიჭმაც არ დააყოვნა ხელი მაღლა ასწია და გოგოს ხელისზურგზე აკოცა ,წამით თვალებიც დახუჭა და შემდეგ გაუსწორა მზერა
-წავიდეთ?
-სად
-იქ სადაც თოვს
.............
თოვდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო და ამ სითეთრეში ლილიას ჟღალი თმა მზესავით ანათებდა. წითურ თმაზე თეთრი ფიფქები იდებდნენ ბინას , ქათქათა ხელისგულებზე ადნებოდნენ და ყოველივე ამას კონსტანტინე ფოტოზე ასახავდა.
-ასე არაფერი გამოვა!
-რამე დავაშავე? რად განმირისხდი წითურო?
-შენი ფოტოები საერთოდ არსებობს? ვინმეს დაუფიქსირებია როგორი ბედნიერი ხარ კამერით ხელში? - მობილური აიღო და რამდნეიმე ფოტო ისე გადაუღო კონსტანტინე გონს ვერ მოვიდა
-ასე არ შეიძლება, უსამართლობაა...ხომ უნდა გამაფრთხილო რომ ფოტოს გადაღებას აპირებ,თანაც
-მგონი ნიჭი მაქვს-ლილიამ ყურადღება არ მიაქცია და ტაში შემოჰკრა -აიი გაბრაზებულიც გნახე- კიდვ ერთი ფოტო და ლილიას ღიმილი- გაკრვივებულიც
-შენ რა ჩემი პირადი ფოტოგრაფი გინდა გახდე?
-ნწ ,როგორ გეკადრება ...რას კადრულობთ ახალგაზრდავ...განა შეიძლება თქვენს გვერდით მეც ფოტოგრაფი მეწოდოს? მე უბრალოდ საკუთარი მიზნებისთვის მექნება თქვენი ფოტოები ,პირადად ჩემთვის და არავინ სხვისთვის!
-ნუთუ - მიუახლოვდა და ხელები წელზე მოხვია - ცხვირი გაგიწითლდა იცი?
-მიმეყინა კიდეც- სახე დამანჭა და ცხვირი საყვარლად აებზიკა - ასე რომ მიყურებ მგონია რომ ჩემს თვალებში იძირები და მერე საერთოდ აღარ მისმენ - თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და შემდეგ აკოცა - არადა შენი თვალები უფრო ლამაზია ვიდრე ჩემი
-ნუთუ
-მგონი შეპყრობილის ბოლო სტადია გაგიაქტიურდა
-მე კი მგონია რომ ეს დღე ზამთარს შემაყვარებს
-ბავშვობაში ყველას უყვარს ზამთარი
-ღრმა ბავშვობაში მეც მიყვარდა,შემდეგ მივხვდი რომ ყველა მათგანისთვის ვინც თბილ სახლში ვერ გამოიკეტებოდა ყინვების დროს ზამთარი ყველაზე რთული დრო იყო, დრო როდესაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ და ერთხელ ვნახე ჩემი ასაკის ბიჭუნა როგორ კანკალებდა როდესაც მე თბილ ქურთუკში გამოწყობილი მანქანით ვმგზავრობდი და ერთი სული მქონდა თოვლში როდის ჩავხტებოდი ,მას შემდეგ გადამიყვარდა თოვლი
ლილიამ ქურთუკში შეუცურა თითები ისე თბილოდა იქ როდესაც კონსტანტინეს მკლავებიც შემოეხვია . ცხვირი მის თბილ ყელს გაუხახუნა და გაიტრუნა
-კონსტანტინეე
-ჰოო
-მამაზე ღელავ?- არ შეტოკებულა,ქვემოდან უყურებდა ბიჭს და მის ნაცრისფერებს არ აშორებდა მზერას
-არა,რადგან ვიცი რომ კარგად იქნება...დედა ღელავს და მეც ეს მაწუხებს
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნება?
-პატარა ვიყავი რომ მითხრა ყოველთვის,ყველაფერს გავუძლებ და ბოლოს ჩემი თამროს მკლავებში დავლევ სულსო ,მაშინ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა ,მაგრამ შემდეგ მივხვდი და დღემდე მჯერა რომ სიტყვას შეასრულებს -ლოყაზე აკოცა ლილიას, შემდეგ ყელში და თვალები დახუჭა- წავიდეთ თორემ გაიყინები
უკვე ბნელდებოდა სასტუმროში რომ შევიდნენ. გათბნენ და რესტორანში გადაინაცვლეს. ლილიას დედამ დაურეკა და ჰოლში გადაინაცვლა
-დე ხვალ დაბრუნდები? რა ვუთხრა მამაშენს
-ხვალ დილით დავბრუნდები
-იმედია არ გაჭედავს
-დედა უბრალოდ თოვლი მომენატრა და ამოვედით
-მარტო ხარ სასტუმროში დედი ბიჭთან ერთად რომელიც შეყვარებულის სტატუსსაც არ ატარებს ,იცი უნდა ვღელავდე ახლა მე
-შენ ხო ჩვეულებრივი ისტერიჩკა არა ხარ არა?
-ნუ ვარ,მაგრამ მომწონს ეგ ბიჭი,თანაც ძალიან...ჭკვიანად-თქო გეტყოდით ,მაგრამ რა ვიცი აზრი აქვს?
-დეეე
-თვალებს ნუ აწვრილებ და ნუ მებუზღუნები...კარგად გაერთე და მშვიდობით დაბრუნდი იცოდე ფრთხილად ატაროს...
-ფრთხილად ატარებს, გზაზე თოვლი არ არის დე ორ საათში მანდ ვარ . ხვალ სამსახურში უნდა წავიდეს ამიტომ საუზმეზეც მოგისწრებთ
-ასე ადრე წამოხვალთ? ღამე ნათევი საჭესთან უნდა დაჯდეს?
-დედააა
-შენი ძმა მოვიდა და ახლა გაჭედავს
-ახლა მე გავჭედავ...განწყობას მიქვეითებ შენი ხუმრობებით .წავედი მე ,გკოცნი
-მეც გკოცნი დე ,მიყვარხააარ
-მეც მიყვარხარ-გაუღიმა და მაგიდასთან მჯდომს გახედა. ისევ უკან დაბრუნდა და ჩაის ფინჯანს დაუბრუნდა-იმედია ჩემი ჩაი არ გაცივდა-ფინჯანს თითები შემოჰხვია და ცხელი ორთქლის სურნელი შეიგრძნო -ისევ თოვს ...იმედია ხვალ მოძრაობა არ შეფერხდება
-აქ გზები იშვიათად იკეტება, მალევე წმენდენ ... ყველაფერი რიგზეა სახლში?
-მადა არ გაქვს? - ლილიამ უბრალოდ გაიღიმა და მის ცარიელ თეფშს გაუსწორა მზერა, მხოლოდ ჩაის მიირთმევდა, სკამის საზურგეს იყო მიყრდნობილი და ფინჯანი თითებში მოიექცია-მე კი აქ ამოსვლის შემდეგ მადა გამიძლიერდა
-კარგი სურნელია,სავარაუდოდ გემრიელიც იქნება
-შენ არ შეჭამ?
-შენ უნდა ინერვიულო?- გაეცინა ლილიას სახის დანახვისა
-ეგოისტურად მოვიქეცი ... დედაშენს სჭირდები შენ კი ჩემთან ხარ - მზერა მოარიდა და თითები ერთმანეთში ახლართა
-თათა არის მასთან...ვინც არ უნდა იყოს ვერავინ დაამშვიდებს. დედას რომ იცნობდე ამაზე წამითაც არ იდარდებდი
-და როგორია თამარი?
-ვერ გეტყვი...არ შემიძლია , არ ვიცი რომელი თვისება უნდა გამოვყო რომ დავახასიათო . გაიცნობ და მიხვდები
-მას გავხარ თუ მამას
-ორივეს - ეს რომ თქვა ისევ ჩაეცინა -მამას ჩემი ძმა ჰგავს
საუბრისას რესტორანი გაივსო. უკვე ყველა სასტუმროში დაბრუნდა და საკმაოზე მეტად ახმაურდა იქაურობა. იქვე ბიჭები დასხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ლილიას ყურაღება არ მიუქცევია მათთვის,მაგრამ ის შეამჩნია როგორ უყურებდა კონსტანტინე მათ. წამში მოათვალიერა მთელი დარბაზი და ისე გააკეთა ეს რომ საუბარიც არ შეუწყვეტია,არც მიმიკა შეცვლია.
-დესერტად რა შევუკვეთოთ?
-ნომერში კიდევ ერთ ფინჯან ჩაის დავლევ სხვა არაფერი მინდა
-კარგი თუ რამე ოთახში შეუკვეთავ- მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით და ისე დაჯდა როგორც ჩვეოდა ხოლმე . აშკარად არ უყურებდა ლილიას, ის იყო იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა და ყურს მოხვდა „ლამაზი წითურია“ ამას მოყოლილი სიცილის ტალღა და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე გაქრა წინ მჯდომი მეტრეველი. მთელი სხეული დაეჭიმა ბიჭებთან რომ დადგა მხრებზე ხელი დაარტყა ორივეს და წინ მჯდომებსაც შეხედა. ლილიას არაფერი ესმოდა, მიშტერებაც არ სურდა ,მხოლოდ აჩქარებული გულისცემის ხმა ესმოდა შემდეგ ბიჭი ისევ უკან დაბრუნდა ,სკამი გაასწორა და კომფორტულად მოკალათდდა
-წავიდეთ ... ხო?
-ვახშმობა არ დაგისრულებია სად უნდა წავიდეთ აკი მშიაო? ეს იყო სულ შენი გაძლიერებული მადა?
-კონსტანტინე ისე ნუ იქცევი თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და ვერაფერს ვხედავდე
-და რა მოხდა ისეთი ? უბრალოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი ბიჭებს ნაცნობები აღმოჩდნენ
-ნაცნობები?
-ხო მე ბევრ ვინმეს ვიცნობ, ასე ჩემდაუნებურად
-წავიდეთ , ოთახში შევუკვეთოთ ჩაი
-როგორც გინდა- მოსაცმელი მოახურა და თმები გაუსწორა- წავედით?
-აჰაამ ...
-ისევ თოვს...გინდა ცოტა ხნით გავიეთ?
-მცივააა ,ყინავს
-ხო მერე გაიყინება შენი პაწაწო ცხვირი
-არც ეგეთი პაწაწოა...ჩემთან შემოდი რა , მერე გასვლა დამეზარება
-მე რომ დამეზაროს?
-მაშინ ნუ შემოხვალ- პატარა ბავშვივით გაიბუტა და თან ეცინებოდა
-როგორ მატარებს თავის ნებაზე...
-უკმაყოფილო ხარ ხომ?
-უსაზღვროდ...კმაყოფილი
ლილიასთან შევიდნენ.რამენიმე წუთში დივანზე მსხდომები მიირთმევდნენ ცხელ გემრიელ ჩაის და ამჯერად არავინ ურღვევდათ სიმყურდოვეს. ლილიამ მაინც ვერ თქვა ტკბილეულზე უარი და მეტრეველიც აიყოლია.
დივანზე მოკეცა ფეხები და კომფორტულად მოკალათდდა. კონსტანტინეს უყურებდა მანამ სანამ ბიჭმაც არ იცვალა პოზა და ლილიას ფეხებზე არ მოათავსა თავი ,მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე აკოცა
-თავისუფლების წუთები ალბათ ეს არის... შეგიძლია მოდუნდე და თქვა ყველაფერი რაც სულს გიმძიმებს ,მოყვე და გათავისუფლდე
-შენ არაფერს ამბობ , ისე იჭერ თავს თითქოს ჩემი გონების დამძმება არ გსურს მე კი მინდა რომ მშვიდად იყო, შეგეძლოს ჩემთან საუაბრი და ჩემი იმედგი გქონდეს
-რომ იცოდე როგორ გენდობი, შემიძლია ბრმად ვიქცე და სამუდამოდ შენი მითითებით ვიმოქმედო ,მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ შეიძლება ნებისმიერ დროს ისაუბრო...არ ინერვიულო ჩემ ცხოვრებაში დრამატული არაფერია , არაფერი ისეთი რაც სხვა ოჯახებში არ ხდება უბრალოდ არის მომენტები როდესაც რამდენიმე პრობლემა ერთად ჩნდება და ამ დროს მდგომარეობა იცვლება
-ყველა ოჯახში ასეა, მთავარია როგორ შეხვდები შექმნილ მდგომარეობას
-აი ამიტომაა შენთან საუაბრი ჩემთვის შვება, ისე ფიქრობ ძირითად მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც მე ... სწორედ ამიტომ არაა დრამა ,რადგან არ აღვიქვამ ყველაფერს მუქ ფერებში
-საქმე მამაშენს ეხება ხომ ასეა
-ასეაა... ამ პრობლემის ახსნა რამდენიმე სიტყვით შეიძლება ,მაგრამ ამ სიტყვების აღქმა ბევრნაირადაა შესაძლებელი
-მითხარი და ვნახოთ მე როგორ აღვიქვამ
კონსტანტინე ისევ დაჯდა და ლილიას მზერა გაუსწორა
-მამა ციხეშია, ბრალად ედება შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე და კიდევ რამდენიმე დაწესებულებაზე , უკვე მეათე წელია სასჯელს იხდის
-ამიტომ არ ფლობდი ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ...საქართველოში არ არის ხომ?
-გვირეკავს, გვწერს,მაგრამ თავის მეგობრებს უფრო ხშირად აწვდის ცნობებს...ახლა დაჭრილია და ციხის საავადმყოფოშია . მეგობარი იყო იმ კაფის მფლობელიც, კიდევ ბევრი ასეთი მეგობარი ჰყავს რომლებიც წლების განმავლობაში მოდიოდნენ ჩვენთან საჩუქრებით, ფულითა და მამას სხვა გზავნილებით - გაეღიმა ,თავზე გადაისვა ხელი და დივანს მიეყრდნო
-გასაგებია, რატომაც გქონდა ასეთი რეაქცია იმ კაცის დანახვისას. ვერ იტან მათ „მეგობრულ“ ჟესტებს
-სიმართლე გითხრა მხოლოდ მათ ფულს ვერ ვიტან, ისინი იმ დროს იყვნენ ჩვენს გვერდით როცა მამა არ იყო. მათ არც ეშინიათ და არც ერიდებათ მამასი, უბრალოდ პატივს სცემენ მას და უფრო მეტად დედას. მამა რომ წავიდა , მოდიოდნენ სხდებოდნენ დედას ამბავს იგებდნენ, ჩვენ მოგვიკითხავდნენ და კონვერტით ფულს მაგიდაზე ტოვებდნენ. ერთ დღესაც დედა საშინლად იყო გაბრაზებული,მამამ დაურეკა და იჩხუბეს. მალევე მოვიდა მამას მეგობარი ისევ დადო მაგიდაზე რაღაც კოლოფი და კონვერტი. უნდა წასულიყო დედამ კარადა რომ გახსნა და ყველა კონვერდი ერთად დაუდო მაგიდაზე
-ე.ი მხოლოდ მათი ნაცნობობი ხართ და სხვა არაფერი ... ამაყი ქალი ყოფილა დედაშენი,ამაყი და ძლიერი
-დედას არც ერთხელ გამოუყენებია მამას გამოგზავნილი ფული, მაშინ ციხეში არ იყო უბრალოდ „სამუშაოდ „ იყო წასული მაშინ ყველა ასე „მუშაობდა“ ისეთი დრო იყო .ჩემი ძმა ავად გახდა,დედას რა თქმა უნდა ფული ჰქონდა ,მაგრამ თითი არ დაუკარებია .მე ეს არ მახსოვს,მხოლოდ ის გვახსოვს როგორ უთხრა ერთხელ მამას შენი ფულით ნაყიდი წამალი შხამად შეერგებოდა და მერჩივნა ტკივილს დაეტანჯა ვიდრე შხამს დაეხრჩოო. მას შემდეგ არავის მოუტანია ჩვენს სახლში კონვერტი სადაც წერილის გარდა ფულიც იქნებოდა...იცი დიდხანს ვერ ვხვებოდი რატომ იქცეოდა დედა ასე, რატომ ვცხოვრობდით ჩვეულებრივად როდესაც ფუფუნებაში შეგვეძლო ყოფნა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი....
-და მაინც დედა მამას ცოლია ,მასზე ღელავს და მის სახლში ცხოვრობს ?
-მის სახლში არა ... დედას სახლში ვცხოვრობთ და მამა რომ მოდიოდა დედასთან იყო- ამის თქმისას გაეცინა - დედა მგონი ერთადერთია ვისთანაც მამა უძლურია
-სულ თუ კამათობდნენ, დედა თუ დამოუკიდებლად გზრდიდათ წლების განმავლობაში
- დედას და მამას ერთმანეთი არა-ნორმალურად უყვართ !
-აი ეს არის სიტყვები რომლებიც ყველაფერ რთულსა და ცახლართულს მარტივად ხსნიან
-სწორედაც რომ რთულსა და ჩახლართულს...ერთ დიდ ისტორიას რომელიც ტრაგი-კომედია უნდა იყოს
-მიამბობ?
-კიდევ რა უნდა გიამბო ? ესაა ის რაც აუცილებლად უნდა გცოდნოდა და რისი გახსენებაც ახლა ჰაერივით მჭირდებოდა - გაუღიმა და თმებზე ჩამოუსვა თითები-კიდევ რა ჟღალო?
-ის ამბავი ყველაზე რთული რომ არის და ყველაფერ სხვას ამარტივებს
-დედას და მამას სიყვარულის ისტორია? ბანალურად დაიწყო, ისე როგორც მამაჩემს ეკადრებოდა დედა მოიტაცა .დედისერთა მშობლების განებივრებული გოგონა მოიტაცა და მთელი ქალაქი დაეძებდა. მაგრად ეკიდა ვინ დაეძებდა , რომ ეპოვნათ დროულად ალბათ მოკლავდნენ ,ალბათ არა აუცილებლად მოკლავდნენ,მაგრამ კარგი მეგობრბეი ჰყავდა და ისეთ ადგილას შეაფარა თავი ,რომ ვერავინ მიაგნო
-და შეუყვარდა? მოიტაცა, ასე ხელი დაავლო სადღაც გამოკეტა და შეუყვარდა?
-მე მხოლოდ ამბავი ვიცი, ისტორია ხოლო გულის ძახილზე არაფერი მოუყოლიათ. არ ვიცი მამამ რა გააკეთა იქ ,ყველაფრისგან შორს ნახევარი წლის განმავლობაში ,მაგრამ ფაქტია რომ იქედან დაბრუნებულმა თამარამ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ გაილაშქრა ,მამას ხელი მაგრად ჩაკიდა და მიუხედავად ყველაფრისა არასდროს შეუქცევია ზურგი...
-ნახევარი წელი ყველაფრისგან შორს ?
-ისე გაიცინე მგონი იდეა მოგეწონა , ბუნება, მთა ,სუფთა ჰაერი ,რომანტიკა ...ხომ არ მოგიტაცო წითურო?
-რა საჭიროა მოტაცება...მკითხე იქნებ თავად ვარ თანახმა
-ნწ...მოტაცებას სხვა ეშხი აქვს - ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა,შემდეგ თმაში ჩამალა სახე - გპირდები ერთ დღეს ,მაშინ როცა ეს ამბავი მივიწყებული გექნება ,სრულიად მოულოდნელად ჩაგკიდებ ხელს და წაგიყვან ყველასგან და ყველაფრისგან შორს .იქ სადაც ვიქნებით მე ,შენ, ბუნება და წიგნები, რომლებსაც წამიკითხავ ხოლმე - უმზერდა ისე რომ თვალსაც არ აშორებდა- არამიწიერად მშვენიერი ხარ ,ლილია
არ არსებობს გარემოებები, გარეშე პირები, არავინ და არაფერი მხოლოდ ის და შენ .ის ვისი განუყოფელი ნაწილიც ხარ და ვისთანაც გაკავშირებს გარდაუვალი მომავალი...
.............
-ანიკოოო ....ანიკო ამდენ ხანს სად ხარ? - სასაუზმოდ ისხდნენ ანა რომ გავიდა . რამდენიმე წუთი რომ არ გამოჩნდა ლუკა მაშინვე მეორე სართულისკენ დაიძრა -ანიკო რას აკეთებ ?
-მტკივა...ნივთებს ვიღებ რომ მერე სირბილი არ დაგჭირდეს-ხელები უკანკალებდა და ისე ყრიდა ტანსაცმელს ჩანთაში. ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული ,ლუკა რომ მიუახლოვდა ჩანთა გამოართვა და მკერდზე მიიკრა
-დამშვიდდი გესმის? ექიმმა გაგვაფრთხილა
-აღარ შემიძლია...
-კიდევ ერთი თვეც ანიკო ... ახლა კი წავიდეთ,გავიგოთ რა ხდება
ისევ საავადმყოფოს დერეფანი, ანალიზბი, წამლების სუნი და თეთრი კედლები. იწვა გაუნძრევლად, უკეთებდნენ ნემსებს, სვამდა წამლებს . ერტ ხელზე წვეთოვანი ედგა,მეორეზე კი ლუკა ხვევდა თითებს.
-ილიკო რეკავს
-არაფერი უთხრა...სახლში რომ წავალთ მერე უთხარი
-უბრალოდ ვეტყვი რომ მოსვლა არ არის საჭირო
-მაინც მოვლენ ხომ იცი, ინერვიულებენ
-კარგი როგორც გინდა...
ისევ არავინ იცოდა რა ხდებოდა მათთან. სავარძელში იჯდა და ანას თმაზე ეფერებოდა, ისიც გატრუნული იწვა და არაფერს ამბობდა . გვიან ჩაეძინათ ,დილით კი სახლში დაბრუნდნენ. ისევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, კიბე ფრთხილად აიარა ,გამოიცვალა და საწოლში დაწვა.
-დედას დავურეკავ გთხოვ...შენ გასაუბრებაზე უნდა წახვიდე
-,ისიც რაღაც სირ*ბა იქნება .თუ გინდა მისი ნახვა დაურეკე მე რას გიშლი
-სცადე გთხოვიქნებ ესაა ის რაც გვჭირდება. დედა მოვა სახლსაც დაალაგებს და საჭმელსაც გააკეთებს. შენ ჩემთვის აკეთებ და მერე მშიერი დადიხარ
-ხო ვჭამ მეც ტო
-რას წვნიანებს, სალათებს და ხილს? არ ვიცოდე მაინც როგორი კერძები გიყვარს შეეშვი მაგ ტანსაცმელს და ჩემთან მოდი ,გთხოვ
-ანიკო
-ანიკოს ჩახუტება უნდა...კოცნა უნდა ანიკოს - ხელები გაშალა და ლუკაც მოეხვია, თავზე გადაუსვა თითები და ყელში აკოცა- ჯერ კიდევ გაქვს დრო...ზუსტად სამი საათი. ახლა შხაპი მიიღე, მოწესრიგდი, დედაჩემი რამე გემრიელს მოგიმზადებს ჭამე,გამოფხიზლდი და დაუმტკიცე ყველას რომ ჩემი ქმარი პროფესიონალია
-მუშაობა რომ დავიწყო მერე ?
-ლუკაა მერე მე ვიწვები...ვინმე სხვა იზრუნებს ჩემზე შენ კი იმუშავებ და საქმეზე გადაერთვები,ისე როგორც ადრე
-როგორ უნდა გადავერთო საქმეზე როცა მეცოდინება რომ შენ აქ ხარ ,გტკივა, ცუდად ხარ ანდაც უბრალოდ რამე გინდა
-იცი რა მინდა ყველაზე მეტად? შენ რომ კარგად იყო, იცი რას დაემსგავსე? გახდი, თვალები ჩაგიცვივდა, გამოუძინებელი და გაწამებული ხარ მე კი ყველაზე ცუდი ცოლი მგონია თავი და არ ინდა ასე იყოს! ახლა კი დაუბრუნდი საკუთარ თავს, მჭირდება რომ შენ იყო კარგად ისევ ისეთი როგორიც ადრე ...იცოდე იქ როგორი ლამაზი ქალიც არ უნდა დაგხვდეს შენ თვალს მოაშორებ და შენს ფეხმძიმე, გაჩხიკულ ცოლზე იფიქრებ
-როგორი ქალიც არ უნდა იყოს მაინც?
-ლუკაა იცოდე ახლა იმ მათრახს ვიპოვნი შენ რომ მაჩუქე და აქვე დავიდებ თავთან
-მოიცა ტო ...ის მათრახი კიდევ გაქვს? -უცებ ახარხარდა ,მაგრამ მალევე მიიღო სერიოზული სახე-და რა რამდენჯერაც გაბრაზდები უნდა გადამცხო? ტეტორში მაცხოვრებს დედაშენი შილო,უფლებადამცველს უნდ ამივმართო...ამ ქვეყანაში კაცებს არავინ გვიცავს
-ვგიჟდები შენზე - საუბარი არ აცადა, ხელები ისევ მოხვია და ტუჩებზე დაეკონა -არ დაგავიწყდეს, ქალს რომ დაინახავ 20 წელს გადაცილებულს თავს დახრი და ისე ჩაუვლი გვერდს
-ქვემოდან რომ გავხედო?
-ნუ მაიმუნობ ახლა! იცოდე მე რო ვწევარ იმას არ ნიშNავს რო ვერაფერს გავიგებ!
-ამიყვანონ ჯერ
-გული მიგრძნობს რომ აგიყვანენ...თანაც მაგ კომპანიაში კარგი უფროსი ჰყავთ ახალგაზრდა კაცია და მაღალი ხელფასები
-შენ რა იცი ის ბიჭი
-ვიცნობ...უფრო სწორად შევხვდი ერთხელ ჩემი ბოსის მეგობარია ,მეეჭვება ვახსოვდე,მაგრამ მე ვიცი როგორი ტიპიცაა
-სიმპათიურია? ჭორების მიხედვით მექალთანეა
-იყოს მერე, შენ კი არ უნდა აყვე,საქმეს უნდა მიხედო იქ
-ისიც იცი როგორი ქალები მუშაობენ მასთან ხო? იმიტომ გამიმეორე ამდენჯერ
-დროს კარგავ რა დროს ლაპარაკია...მიდი ტელევიზორი ჩამირთე,პულტი მესროლე და სააბაზნოსკენ გაიქეცი
-ბანაობაც მეზარება უკვე ,რომ ვიცი არ შემოხვალ მუღამს ვკარგავ და უცებ მინდა გამოვიდე
-ჩემი საწყალი ქმარიიი ვინ არიოო ვინაოო ... კარები დატოვე ღია და აქედან გიყურებ
-გიჟი ხარ
-აბა რა გავაკეთო ,როგორ მოვახერხო შენი მოტივირება ... თუ აგიყვანენ სამსახურში საღამოსთვის რამეს მოვიფიქრებ
-დედაშენთან მიტყდება ,რო მოვა არ უთხრა საჭმელი გააკეთეო...დედაჩემს დავურეკავ და ვეტყვი რამე დამავედროს
-იქ გაივლი,შეჭამ ნანა ნერვებს დაგაწყვეტს,გეტყვის მოიყვანე და ბავშვსაც ვერ აჩენსო გაგიჟდები და მერე აგიყვანენ სამსახურში?
-არასდროს უთქვამს მსგავსი წინადადება ...ხომ იცი რომ არ უთქვამს
-ხომ იცი დედაჩემს როგორ უყვარხარ, სიხარულით მოგიმზადებს ყველაფერს რასაც ვეტყვი
-მშიერი რო წავიდე არ შეიძლება?
-უკვე მაგიჟებ ლუკა!
-კარგი ხო რას ატრიალებ ამ თვალებს... წავედი მე ვიბანავებ იქნებ გამოვფხიზლდე თორე მეძინება და თუ დავდე ბალიშზე თავი მშვიდობით გასაუბრებავ
-პირსახოცები არ შემიტანია ...კარადიდან აიღე ,დედაჩემი რო მოვიდეს შიშველი ხო არ გამოტანტალდები დერეფანში -უცებ მიაზახა და უკან დააბრუნა. ბოლოს პულტით არხის არჩევა დაიწყო,საერთოდ არ ადარდებდა,მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადა თავის მოჩვენება,რომ კარგად იყო და ძალას ინარჩუნებდა. თან დედას მისწერა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.
ორ საათში ფორმაში მყოფ ლუკას უყურებდა , წასვლამდე აკოცა და წარმატებები უსურვა. მანამ იწვა გატრუნული სანამ შორიდან მანქანის ხმა არ მოესმა,რომ დარწმუნდა მარტო იყო ტელევიზორი გამორთო ,ბალშზე დადო თავი და პლედი ცხვირამდე აიტანა
-დეე ...დედუ გძინავს? წამლის დალევის დროა დედუ- თმაზე ხელის შეხება რომ იგრძნო შემდეგ გამოფხიზლდა- დეე ტიროდი?
-ნწ..არ ვტიროდი. მომე წამალი
-ლუკამ მითხრა ცუდი გემო აქვს და ეს წვენი დააყოლოს მერეო - წვენის ჭიქაც მიაწოდა და წამალიც
-ხო ცუდი გემო აქვს...ყველას ცუდი გემო აქვს- დალია და ისევ დაწვა
-ჩემო პატარავ...ჩემო ერთაერთო , როგორ გამიწვალდი დე- ისევ თავზე ეფერებოდა ქალი
-რატომ არ მითხარი ექიმთან მივსულიყავი...იქნებ გამეგო რომ ჩემი ფეხმძმობა რთულად ჩაივლიდა
-და რომ გცოდნოდა რას გააკეთებდი? ანდაც როგორ უნდა გცოდნოდა , შეიძლება მომდევნო ფეხმძიმობამ ჩვეულებრივად ჩაიაროს შენ ხომ არაფერი გჭირს დე
-არ ვიცი...არ ვიცი რას ვიზამდი, მხოლოდ ის ვიცი რომ ლუკას მდგომარეობა გულს მიკლავს
-დე ,ლუკა ძლიერი ბიჭია მთავარია თქვენ იყოთ კარგად და ყველა პრობლემა დროებითია, ხომ იცი დე ყველაფერი მოგვარდება...მთავარია ცოტა ხნით გაუძლოთ
-აღარ შემიძლია...არ მინდა გავუძლო. ყველაფერი ერთად აირია, ქორწილისთვის მაინც ბევრი დაიხარჯა, სამსახური ორივემ დავკარგეთ ამდენი რამე მოხდა კიდევ თუ ვერ დაიწყო მუშაობა მერე რა გავაკეთო ნანასთან ვიცხოვრო? გავაფრენ დედა, დიდ პატივს ვცემ მხოლოდ იმიტომ რომ ლუკას დედაა ,მაგრამ მასთან ერთად ვერ ვიცხოვრებ .არასდროს მოვეწონები, ლუკა ისედაც ეკამათება ჩემ გამო და შემდეგ არც კი ვიცი რა იქნა
-უნდა მოითმინო დე, ხომ იცი რთული ხასიათი აქვს ნანას. ბებიაშენსაც არ მოვწონდი,მხოლოდ იმიტომ რომ ღომის გაკეთება არ ვიცოდი,მერე ვისწვალე ,მაგრამ მაინც არ მოვწონდი ,თუმცა ერთად ვცხოვრობდით და არასდროს გვიჩხუბია
-მშვიდი ხარ შენ,ყველაფრის მოთმენა შეგიძლია,მე კი ახლა ისეტი არაპროგნოზირებადი var არ ვიცი რას გავაკეთებ … მხოლოდ ის ვიცი რომ ლუკასთვის ყველაფერს გავაკეთებ და მისგან შორს ყოფნას, ანდაც მასთან კამათს ვერ გადავიტან
-ჩვენ შენთან ვართ ხომ იცი დე, რაც არ უნდა გვთხოვო ყველაფერს გავაკეთებთ. მალე დამშვიდდება ყველაფერი, შენს პატარას ხელში აიყვან და მთელი ცხრა თვე დაგავიწყდება, პრობლემები ერთმანეთს ანაცვლებენ,მთავარია მოახერხო და მყარად დადგე
-შემდეგ სხვა ფაზა დაიწყება და ბოლოს როდის დავისვენებთ? როდის გვექნება დრო ერთმანეთისთვის?
-აქამდე ხომ ერთად იყავით...ზოგ წყვისლ ეს დროც არ აქვს პირდაპირ ქორწინდებიან და შემდეგ ერთმანეთის გარდა ყველაფერი ახსოვთ. წინასწარ რა იცი,იქნებ მშვიდი ბავშვია, ძილის საშუალებაც მოგცეს საერთოდაც უპრობლემო იყოს მხოლოდ მოფერება,კოცნა და ტიტინი უყვარდეს
-მოფერება ,კოცნა და ტიტინი ისედაც ეყვარება...როდის ვაკოცებ,როდის შევიგრNძობ მის სურნელს.როგორ მიყვარს , ვერ ვხედავ, არ ვიცი ბიჭია თუ გოგო და მაინც როგორ მიყვარს... ყველაფერზე მეტად მიყვარს ,მას რომ რამე დაემართოს
-არ თქვა, არც იფიქრო ამაზე... მესამე ტრიმეტრში დიდი იქნება და მერე უბრალოდ თავს უნა მოუფრთხილდე
-ცოტაც და მოძრაობას ვეღარ შევძლებ ამდენ ხანს დაწოლილი ბავშვობის შემდეგა რ ვყოფილვარ
-ხოდა უნდა გამოიყენო...სულ გინდოდა გამოძნება. სულ მეცაიდნეობდი,დადიოდი არ ჩერდებოდი ახლა კი დრო თავზე საყრელად გაქვს. წვიმიანი ამინდებია, ბალიში და ძილი
-ხოდა დავიძინებ...მერე ჩემი ბიჭიც მოვა და ჩამეხუტება
-მე მივალაგებ დე...ლუკა თუ შენ გაღვიძებამდე მოვიდა მე წავალ კაი? ვახშამს მომზადებულს დავტოვებ , ყველაფერს მაცივარში შევალაგებ ან გაზქურაზე დავტოვებ
-მიყვარხარ დედუ
-მე უფრო,ჩემო პაწაწინა - თავზე აკოცა, პლედი გაუსწორა და წავიდა
არ დაეძინა,მაგრამ თვალებიც არ გაუხელია. ფიქრობდა წარსულზე, ფერად და დატვირთულ წარსულზე, ლუკასთან პირველი შეხვედრაც კი გაახსენდა, ინსტიქტურად მოეფერა მუცელს და გაეღიმა.
ნაბიჯების ხმა რომ გაიგო , გული აუჩქარდა, კარში მდგომის დანახვისას კი თვალები გაუბრწყინდა
-როგორც ყოველთვის მართალი იყავი, ჭკვიანი და სიმპათიური უფროსი მეყოლება, უამრავი საქმე მექნება და ირგვლივ ბევრი ლამაზი ქალი მეყოლება,რაც მთავარია ხელფასი სამუშაოს შესაბამისია
-ჩემი ბიჭიი... მარტო ჩემი - ხელები გაშალა და საწოლში წამოჯდა. ლუკამ მთელი სახე დაუკოცნა, ყელზეც გადავიდა და შემდეგ მუცელზე
-ახლა უნდა მოვიფიქროთ მომდევნო ოთხი თვე ვინ იზრუნებს თქვენზე მამა რომ სახლში არ იქნება მააა
-ვინ და დედიკოოო...ხალხის მეტი რა გვყავს სულ გადმოსახლდებიან რომ ვთხოვოთ .როდის იწყებ მუშაობას მამიკო?
-მამიკო დაიღალა, ემოციურად გადაიღალა .მამიკო ახლა გამოიცვლის მოიშორებს ამ პერანგს ,ფეხსაცმელს და დედიკოს გვერდით დაწვება, მაგრად ჩაეხუტება
-მარტო ჩაეხუტება?
-ბევრს აკოცებს
-შევთანხმდებით როგორმე
და მაინც რა მარტივია ნაცრისფერი დღის გაფერადება....
.......................
სახლს უყურებდა და თითებს იმტვრევდა, ტუჩების დაკბენაზეც რომ გადავიდა გვერდიდან ხმა გაიგო
-მოსამართლე გინდა გახდე და 5 წლის ბავშვის გეშინია?
-პირველი შთაბეჭდილება ბავშვებზე მნიშვნელოვანია...იმ დღეს ისე მოვირბინე და გავიქეცი ალბათ არ მოვეწონე
-სალიო ყველას არ ჰგავს...ის მოსწონს ვინც მე
-ბევრი მოსწონებია ასე?
-ჰკითხე და გიპასუხებს
-ვისთან დატოვე ბავშვი?
-მისი ძიძააა...თბილისში ყოფნისას ის ზრუნავდა მასზე,ვთხოვე რამდენიმე საათით დაეტოვებინა
-მგონი გული მიჩერდება...
-მე კი ძალიან ვერთობი ,მაგრამ ნებას ვერ მოგცებ ტუჩები დაიზიანო,მითუმეტეს გული - დაიხარა და ყელში აკოცა- შევიდეთ თორემ შემომეჭმევა ეგ ტუჩები
-გგონია მემუქრები?-თავი გვერდით გადახარა და კოცნის საშუალება მისცა
- გვანცა !
-წავედით...მაგრამ რას ეტყვი ვინ არის ეს გოგოოო?
-იცის ვინც ხარ ...
-და ვინ ვარ?- ამჯერად ეზოში გაჩერდა და ქვემოდან ახედა
-საკუთარი სახელიც დაგავიწყდა?კიდევ კაგრი დედაჩემის გასაცნობად არ მივდივართ - გაიცინა და გვანცა სულ გააგიჟა
-სხვათაშორის დედაშენის გაცნობისას ასე არ ვიდარდებდი...ბავშვები სხვა განზომილებაა ჩემთვის და უბრალოდ ვერ ავიტან რომ არ მოვეწონო
-უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ და ბავშვების გულს მაშინვე მოიგებ
-დავიმახსოვრებ...სხვანაირად არც ვაპირებდი,მაგრამ მაინც
-შენთან ერთად კაცი არ მოიწყენს, სულ შეგიძლია გამაოცო -კარი გააღო და როგორც კი შევიდა მაშინვე გამოვარდა ქალბატონი
-მიშუუუ სად დაიკარგე ამდენ ხანს? მომწყინდა ... მარტო არ ხარ? -უცებ გაჩერდა, ხელები უკან წაიღო და გაკრეჭილმა ახედა გვანცას-გამარჯობა
-გამარჯობა ,როგორ ხარ სალიო?
-მე კარგად, შენ? ჩემ მიშუსთან ერთად მოხვედი?
-ხოო მიშოსთან ერთად მოვედი...რატომ მოიწყინე ? ძიძა არ გეთამაშა?
-მეთამაშა,მაგრამ მე მიშუსთან თამაში მიყვარს
-ხშირად გეთამაშება ხოლმე?
-სულ მეთამაშება ...მიშუს უყვარს ჩემთან თამაში
-არ მიკვირს...ჩემთან თამაშიც უყვარს- გაიცინა და მერე წარბები მაღლა აზიდა- გინდა მე და შენ ვითამაშოთ?
-მინდაა ...მიშუ ნამცხვარს მოგვიტანს ხო მიშუ?
-მიშუ გაგებუტა...ნამცხვარსაც არ მოგიტანს
-რატოომ
-მიშუს არ აკოცე და იმიტომ ... ახლა არც ფაზლს მოგცემს როგორმე თუ არ მოთაფლავ
-ფაზლი მომიტანე? - უცებ სემოჰკრა ტაში და მიშოს წინ აესვეტა- მაღალი ხარ ,არ დაიხარე და როგორ უნდა მეკოცნა?
-მოიფიქრე ხომ გამოსავალი...პატარა ჭიკარტო - ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა-მიშუს მოენატრე და ბევრი ფაზლი გიყიდა ,გვანცას შევეჯიბროთ ვნახოთ ვინ უფრო მალე ააწყობს
-ფაზლის ჩემპიონი ვარ
-ვნახოთ,ვნახოოოთ
მისაღებში სევიდნენ სადაც ძიძა ელოდათ. ქალი მიშომ გააცილა და მალევე დაბრუნდა ახალი ფაზლით ხელში. რამდენიმე ჰქონდა ნაყიდი და მაგიდაზე დააწყო.ცოტა ხანში მაგიდასთან ისხდნენ და დიდი მონდომებით აწყობდნენ ნახატს...გვანცა ისე იყო ჩართული საქმეში რომ ლამის კივილი დაიწყო მიშომ რომ აკოცა
-გული გამისკდა...
-ჩშშ...ბავშვი სანამ მოვა ერთი მაკოცო თორემ გაავფრენ.ამდენ ხანს ბოლოს კოცნის გარეშე როდის გიყურე არ ვიცი
-მარტო ცქერა არ მოგწონს?
-ნწ...ვაფშე არა
-საზიზღარო- ხელის მოშორება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა
-მაკოცე თორემ ამ სახლს ისეთი ოთხებიც აქვს საიდანაც ხმა არსად ისმის ... - ყურთან დაუტოვა კოცნის კვალი და თითები მაისურის ქვეშ შეუცურა -მაგალითად ჩემი საძინებელი
-ინტერესს ვერ აღძრავ,თორემ დავათვალიერებდი შენს საძინებელს
-ანუ დაინტერესებას ვერ ვიწვევ- თითები შარვალში ჩააცურა და წამსვე წამოვარდა გვანცაც
-სულ გადაირიე? ბავშვი წუთი წუთზე გამოვა...საერთოდაც ხუთი წლის ბავშვს საპირფარეშში მარტო როგორ უშვებ
-უნდა მიხვდე რომ არ ღირს ჩემთან კეკლუცი და გააკეთო ის რასაც გეუბნები ,ასე რთულია?
-უპასუხისმგებლობაა შენი ქცევა
-ნუ ჩურჩულებ,ნერვებს მიშლი
-თუ ვიყვირი აბა ბავშვიც გაიგებს
-მაააააააა უჩემოდ ხო არ აწყობთ?
-არააა ...მალე მოდი თორემ გვანცა ვეღარ უძლებს
-მოვდივაარ- უცებ გამოკუსკუსდდა და მაგიდასთან ,ტავის ბალისზე დაჯდა რომ დაენახა მაგიდის ზედაპირზე დაწყობილი ფაზლი- მააა
-გისმენ სალო
-მშიაა და რამეს არ გამიკეთებ?
-პიურე ყველით და ტყემალი გინდა?
-კიიი მინდა...კოტლეტიც მინდა
-ბაზარი არაა...თქვენ ეს ააწყვეთ და მე მანამდე გავაკეთებ
-მოიცა რა...სად მიდიხარ..შენ გააკეთებ პურეს და კოტლეტს
-გამზადებული მაქვს შევწვავ...პიურეს კიდე რა უნდა .შენ არ გინდა?
-მინდა,მაგრამ ბავშვს არ მოწამლავ ნამდვილად?
-მიშუ საუკეთესო მზარეულია...არ იცოდი?
-აბა ერთი კერძი ვიცი და იმიტოა ასეთი გემრიელიო?
-ის კერძი განსაკუთრებულად კარგად გამომდის
-ნუ ატყუებ...ყველა კარგად გამოგდის
-პატარა ჭინკა შენ ითამაშე თორე დესერტი არ იქნება...ისედაც მოპუტკუნდი
-მე ლამაზი ვარ...შენ არ მოპუტკუნდე- ენა გამოუყო და დაეჭყანა
-სალიოო მე რა გითხარი? ენას ნუ ყოფ თორე შემომეჭმევი-თქო
-არაააააა
-კიიიი
-მშიაა.ჯერ ვჭამოთ და მერე
-მეტიჩარა...
-მშიააააააააააააა
-ნუ თავხედობ
-მშია , მაშიმშილებ ?
-მოკლედ რააა დედაშენს რო არ გავდე ისე როგორ - ჩაიბურდღუნა, გაოცებულ გვანცას გვერდი აუარა და სამზარეულოსკენ წავიდა
მაინც ვერ მოისვენა, დრო იხელთა და სამზარეულოსკენ გაიპარა. კართან იდგა და უყურებდა როგორ ამზადებდა რამდენიმე კერძ ერთად მიშო , იმდენად ესიმპათიურა ისე დაცხა რომ ტვინმა აზროვნება შეწყვიტა.
-მზარეული ხარ?
-შეფ-მზარეული- არ გაუხედავს ისე უთხრა და რაღაც გასინჯა
-აქამდე რატომ არ მითხარი
-არ გიკითხავს და ხომ არ გეტყოდი .გამარჯობა მე მიშო ვარ შეფ-მზარეული
-და მითხარი მხოლოდ ვახშამს გავაკეთებო?
-შეთანხმება უკვე დავდეთ , განაჩენიც გამოიტანე
-მომინდა ,თან ძალიან- ტუჩები დაისველა და ისე შეხედა - არ მეგონა სამზარეულოში მყოფი კაცი ოდესმე ასე თუ მესექსუალურებოდა. ყველა მზარეული ვინც მინახავს ღიპიანი ტიპია, თავისი კერძებითა და აღმოცენებით რომ არის გასუქებული
-ცოტა გინახავს ,აშკარად - ხელი წელზე წაავლო და თავისკენ მიიზიდა - რა მომინდაო რა თქვი?
-რა და ...დამავიწყდა
-ალბათ ეს...- საიდანრაც ჭიქა გააჩინა და ტუჩთან მიუტანა- გასინჯე თუ მოგეწონება რეცეპტს მოგცემ და დილით მომიმზადე ხოლმე
-როგორ მიხვდიიი...ზუსტად წვენი მინდოდა რომ დილით მომერთმია შენთვის-თვალები აატრიალა,ჭიქა გამოგლიჯა და ისე დალია- მლაშეა....მე უფრო ტკბილი მიყვარს შაქარი არ გეშოვებოდა?
-ჯანსაღი ეს არის...შენს ჭიქაში შაქარი ჩაამატე
-საერთოდ არ მოგიტან ამას საუზმეზე
-კარგი
-ხოდა ძალიანაც კარგი...წავედი მე ბავშვთან მივალ
წასვლა არ დასცალდა ჯერ კოცნა მიიღო და შემდეგ შეაბრუნა კარისკენ მიშომ.
-ახლა შეგიძლია წახვიდე
-აუტანელი ხარ!
-ვიცი,გმადლობთ რომ შემახსენეთ.რომ დაიძინებს სალიო მერე განვავრცობ ამ თემას
ბავშვთან დაბრუნდა, შემდეგ ისეთი სურნელი დატრიალდა სახლში კუჭმა თავი შეახსენა. სალიო აშკარად მიჩვეული იყო ამ ამბავს და რეაქცია არ ჰქონია,მშვიდად იჯდა და თავის საქმეს აკეთებდა. ბოლოს დაასრულეს კიდეც აწყობა და მიშოს ხმაც გაისმა. ისე ლამაზად იდო ყველაფერი გვანცამ თავი ვერ შეიკავა და გამოხატა კიდეც აღფრთოვანება
-ჩემთანაც შეგეძლო იგივეს გაკეთება
-არ მინდოდა თავი ცუდ მზარეულად გეგრძნო
-როგორ დამცინოდი ჩუმად ხო?
-სტაფილოს დაჭრაც კი არ იცი...
-რა საჭიროა..მთავარია გემრიელი გამოვიდეს და ფორმას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს
-მიდი დაიმშვიდე თავი...
-მე მოსამართლე უნდა გავხდე და ჩემ კერძებს არავინ შეამოწმებს
-სალიოო მოვდივარ იცოდე და ხელები ქაფიანი გქონდეს- გვანცას აწეულ ცხვირზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. უკან ბავშვთან ერთად დაბრუნდა და მაგიდას მიუსხდნენ. სალიო მაღალ სკამზე იჯდა, კომფორტულად მოკალათებული და მშვიდად აგემოვნებდა სასურველ კერძს, შიგადაშიგ მიშოც ეხმარებოდა.ისეთი საყვარლები იყვნენ გვანცა ინსტიქტურად იბადრებოდა. სულ მთლად დაიშოკა პატარა ნამცეცა სკამიდან რომ ჩამოხტა და ტავისი თეფში ნიჟარაში ჩადო
-ახლა მომცემ შოკოლადს?
-წვენი და ტორტი ,შოკოლადი არა
-კარგიიი
ისევ დასკუპდა და დესერტს დაელოდა. მაგიდაზე აკაკუნებდა თითებს და სასაცილო მიმიკებს იღებდა.
ვახშმის შემდეგ ქალბატონი ენერგიულად დარბოდა, მერე იცეკვეო მიშომ უთხრა.სიმღერა ჩართო და დივანზე დაჯდა. უყურებდნენ პატარა მოცეკვავეს და იცინოდნენ. მერე გვანცაც აიყოლია და ბოლოს ძალაგამოცლილი წავიდა დასაძინებლად.მიშო გაჰყვა, აბანავა,პიჟამა ჩააცვა და ზღაპარიც წაუკითხა
-ხვალამდე მაა
-ხვალამდე პატარავ
თავზე აკოცა, საბანი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა. გვანცა დერეფანში იჯდა და ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა,რადგან არ უყვარდა სალიოს უცხო ხალხი რომ იყო მის საძინებელში.
-რაო რას ამბობდი როგორი ხარო?
-როგორი? რას ვამბობდი
-რაღაც აუტანელიოო ასე მახსოვს? ნეტავ ჩემი საწოლი უფრო კარგია თუ შენი?
-არ დაგიტესტავს ჯერ?
-არაა...პირველად გამოვცდით- ხელში აიყვანა და საძინებელში შესვა.კარი მიხურა,გადაკეტა და მაშინვე საქმეს შეუდგა
-ხმა ნამდვილად არ გადის?
-ძალიან თუ არ მოინდომე სალიოს ოთახი შორსაა და თანაც სქელი კედლები აქვს
-შენი კერძები უფრო გემრიელია თუ შენ- ზემოდან მოექცა და თვალებში ჩახედა
-არცერთი ... გემრიელი შენ ხარ -ტუჩებზე წაეტანა და ბოლო ნაჭერისგანაც გაათავისუფლა ქალის ათრთოლებული სხეული.
..........................................
შაბათ საღამოს სასიამოვნო მუსიკის მოსმენა გადაწყვიტა ქალბატონმა ლილიამ და გვანცასთან და ილიკოსთან ერთად წავიდა ბარში. იქ სადაც ყველაზე მეტად იგრძნობდა კონსტანტინეს ...
მანამ წუწუნებდნენ სხვაგან წავსულიყავითო,სანამ გიორგის ხმა არ გაიგეს წამსვე გაჩუმდა ორივე .ცოტა ხანს უყურებდნენ ბიჭებს შემდეგ კი გვანცამ დაიწყო
-შანსი არაა...შოკი ნუუ
-ხომ გეუბნებოდით
-ასწორებს...ჩემებსაც ვეტყვი და მოვალთ ხოლმე
-აყრის ახლა თავის უტვინო კურსელებს...უწვერული ღლაპები - გვანცა თან ბიჭებს უყურებდა და თან ილიკოს ებუზღუნებოდა
-ნუ იკბინები რა...მოდუნდი და ისიამოვნე
-ეგ უთხარი შვილო საყვარელი რო გეყოლება იმას...თუ გააბრიყვე ვინმე
-ერთხელ იქნება შენივე ენა მოგახრჩობს
-აუუუ მომწონს მომწონს და მომწოოოოოონს
-როგორ იპოვნე ეს ადგილი
-კონსტანტინეს მეგობრები არიან... სხვანაირი სიტუაციაა ხომ ხედავ და ნუ შემოყრი შენს კურსელებს ,მხოლოდ მელომანებისთვისაა ეს ადგილი
-ეს კონსტანტინე რა მასტია ვაფშე...ფოტოგრაფია, მაგისტრია ... ყველას იცნობს თუ რა ხდება
-იცნობ ამ ბიჭებს?- გვანცამ არ ადროვა ილიკოს საუბარი ,აჟიტირებული იყო და ვერ ისვენებდა
-ვიცნობ
-და ასე დადიხართ ბარებში შენ და კოსტა?
-ილიკო რატო ვერ ისვენებ რა გინდა? -გვანცამ თვალები აატრიალა
-შენ გაჩუმდი რა , მე ჩემ დას ველაპარაკები
-გააჩნია როგორ განწყობაზე ვართ , შეიძლება ზღვაზე წავიდეთ ერთ საღამოს , მეორე საღამოს უბრალოდ ბაღში სკამზე დავჯდეთ და ვილაპარაკოთ
-ახლა რატო არ ჩანს...ნორმალურად რო გამიცნოს არა?
-არ სცალია და აუცილებლად უნდა დაგიმეგობრდეს?
-ხო უნდა ვიცოდე მაინც როგორ ტიპს ხვდება ჩემი და ,ან ვისთან ერთად გაატარა ღამე ბაკურიანში
-აი ზუსტად ვიცოდი რო ამას გაიხსენებდა და სადღაც ჩაგიკვეხებდა...
-არალოგიკურს რას ხედავთ იმაში რო მინდა ნორმალურად ვიცნობდე ბიჭს რომელიც ჩემ დას ხვდება
-ახლა არ გინდა,გთხოვ სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე
-მთელი დღეა სახე ჩამოგტირის წითურო და რა ხდება არ მეტყვი?
-არაფერი,უბრალოდ მინდა მშვიდად მოვუსმინო ბიჭებს
-გინდა კიდე მოგიტან წვენს - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა -გვანცა შენ გინდა რამე?
-ალკოჰოლით მომიტანე რამე,მაგრამ არც ძაან ძლიერი...რა კარგი ხარ ბიჭო რო არ ბოდავ რაღაცებს
-სულ კარგი ვარ მე -გაიცინა და ბარმენისკენ წავიდა. სანამ სასმელი მიუტანა გოგონებს ბიჭებმა სიმღერა დაასრულეს და ლილიასკენ დაიძრნენ
-როგორ ხარ წითურო?
-ბიჭებო...კარგად თქვენ როგორ ხართ? როგორც ყოველთვის საოცრები ხართ
-გმადლობთ გეთაყვა...კოსწია არ მოვა?
-არა, საქმეები აქვს და ვერ ახერხებს ...გაიცანით ჩემი მეგობარი გვანცა
-სასიამოვნოა .... აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესრულების მანერით და გემოვნებით ხომ საერთოდ ,მართლა შოკში ვარ
-ჩვენთვისაც ...
-იმღერებ ჩვენთან ერთად ?
-მე? არააა ...არ შემიძლია
-დაიკიდე ყველაფერი , პროსტა გაერთობი რა
-მოსმენა და ცეკვა მირჩევნია
ლილიამ ილიაც გააცნო ბიჭებს რამდენიმე წუთს გაჩერდნენ და შემდეგ დაუბრუნდნენ ინსტრუმენტებს. რამდენიმე წუთი უნივერსიტეტზე საუბრობდნენ,ილიკოს ერთ-ერთ ლექტორზე ყვებოდა გვანცა . ლილია წვენს წრუპავდა და მელოდიას აყოლებდა სხეულს . მზერა გაუშეშდა წამით, მელოდიამ გააბრუა და უცებ დიდი სიჩქარით დაიწყო სისხლმა მოძრაობა. კონსტანტინეს ხმა გაიგო და წამსვე გაიბადრა
-საღამომშვიდობისა...
-კონსტანტინეე...აბა არ მცალიაო?-წამსვე წამოდგა და მოეხვია, ბიჭმა ცალი ხელი წელზე შემოხვია ,მეორე თმაში შეუცურა და ღიმილით აკოცა ლოყაზე
-მოვასწარი დასრულება და მოვედი
-ხვალ ხო მიფრინავ...თუ გადაიდო - გვანცა ჩაერთო ,მისალმებისას ჰკითხა და გადაკოცნა ბიჭი
-კი ხვალ დილით მივფრინავ...როგორ ხარ ილია?
-კარგად შენ?
-მეც კარგად...- ხელი ჩამოართვა და ლილიასთან ჩამოჯდა. ზუსტად იცოდა ილიკოს დამოკიდებულება,მაგრამ არაფერს ამბობდა. ლილია უცებ მოიღუშა და წარბები შეკრა
-ხუთ საათში ფრენაა , გამოძინების ნაცვლად აქ უნდა იყო? - ჩუმად უთხრა როგორც კი დრო გამონახა
-ხუთი დღე ვერ გნახავ , უშენოდ ძილს შენთან ერთად გათენება მირჩევნია ხომ იცი
-არ მომწონს ასე რომ იქცევი...დაიღლები
-შენთან ყოფნაზე უკეთ ძილი ვერ იმოქმედებს და არ გინდა ბუზღუნი, ხომ იცი რომ არ მიყვარს როცა ასე იბუტები - ხელის ზურგზე კოცნიდა და ქვემოდან უყურებდა
გვანცა და ილიკო რომ დაბრუნდნენ ისევ მათთან საუბრობდა, ლილიას მტევანზე თითები ჰქონდა მოხვეული და ეფერებოდა. ლილიამ გაიგო როგორ უთხრა ილიკოს შენთან საუბარი ვერ მოვახერხე და რომ დავბრუნდები იმედია შევხვდებითო .
გვანცამ იმ ღამით ცდუნებას გაუძლო და არცერთხელ აჰყვა მელოდიას. მხოლოდ ცეკვავდა და უსმენდა. მალევე დატოვეს იქაურობა,კონსტანტინეს განრიგი გაითვალიწინეს და წყვილი ცოტა ხნით მარტო დატოვეს.მართალია ილიკო მთლად ბედნიერი არ იყო,მაგრამ მაინც არ გაუწევია გვანცასთვის წინააღმდეგობა.
-მომენატრები იცი?
-ხუთი დღე მალე გავა ...
-მალე ,მაგრამ მაინც შენი მონატრებით
-წასვლის დროა, სულ ცოტა მაინც უნდა დაისვენო
-ჩემთან დარჩი რაა
-კონსტანტინე
-10 საათზეა ფრენა ,მანამდე დრო მაქვს ბარგს დედა ჩაალაგებდა მხოლოდ აეროპორტში უნდა მივიდე
-მაშინ ჩემთან წავიდეთ , სახლში
-სიამოვნებისგან ვგიჟდები ჩემზე რომ ზრუნავ- ამჯერად ხელისგულზე აკოცა და ლოყაზე მიიდო -პირველად მომინდა მარტო ცხოვრება...დროა ამაზე ვიზრუნო
-მაინც ჩემი ყვავილებიანი სახლი სჯობს ყველა ადგილს - ცხვირი მაღლა ასწია და კეკლუცად გაიღიმა- წავიდეთ?
-უარის თქმა არ შემიძლია,ჩემს ძალებს აღემატება
-ხომ დაიძინებ?
-აჰაამ
-იცოდე რომ ჩამეძინოს და ისევ ჩემი ცქერით გაიყვანო დრო გავგიჟდები
-მე კიდე მხოლოდ შენ მაგიჟებ
-კონსტანტინე,მე სერიოზულად გეუბნები
-მეც სერიოზულად ვგიჟდები
-სერიოზულად გიჟდები
-დიახ,შეპყრობილის სტადიაა ერთ-ერთი
-მართლა?
-დიახ,არ იცოდი?
-აბა მე საიდან,შეპყრობილი ხომ შენ ხარ
სახლში იყვნენ, ლილიას საწოლზე იწვნენ. პატარა ბავშვივით ჰქონდა ჩაბღუჯული ლილიას თითები, ის კი თმაზე ეფერებოდა და მანამ ელაპარაკებოდა სანამ არ ჩაეძინათ. ბაკურიანის შემდეგ მეორე ღამე იყო , მაშინ გაუაზრებლად ,უბრალოდ ჩაეძინათ. დილით ლილიას სახე რომ დაინახა ბედნიერებისგან ბრწყინავდა. მთელი სახე დაუკოცნა და მკლავები მოხვია, ამჯერადაც მშვიდად ეძინა,თითქოს ქვეყნად არავითარი პრობლემა არსებობდა. უდარდელი და მშვიდი იყო,როგორც პატარა უცოდველი ბავშვი, ლილია იყო ასეთი მის გვერდით სხვაგვარად ვერ იქნებოდი.
..........................
ანას ისევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ლუკა უკვე სამუშაოზე გადაერთო და გვიან ბრუნდებოდა სახლში, ყველაფერი უნდა შეესწავლა და ღამეც აგრძელებდა მუშაობას ანას რომ ჩაეძინებოდა შემდეგ. მოსწონდა ახალი სამუშაო გარემო, თანამშრომლებიც და უფროსიც, როდესაც გადაივლიდა ეს ქაოსი უფრო უკეთ იქნებოდა სამსახურში.
-ლუკაა...გაიღვიძე თორემ დაგაგვიანდება- კოცნამ გამოაფხიზლა,მაგრამ თვალებს მაინც არ ახელდა,იცოდა ანა კიდევ ბევრს აკოცებდა და სიამოვნებას არ იკლებდა-ლუუკ , გაიღვიძეე
-მოვა დრო და ყოველი გაღვიძებისთვის ისე გადაგიხდი როგორც ადრე
-ხოო? რა მაცდურად ჟღერს...მე ზედმეტად ბევრი რომ დამიგროვდება ამდენს შეძლებ?
-აგროვე,აგროვე სასჯელი ჩემზეა და მე მოვაგვარებ მაგას
-დღეს რომელზე მოხვალ?
-ექვსზე გამოვალ...შვიდისთვის ვიქნები
-გიგი და იაკო აპირებენ მოსვლას ,შენც ხო გინდა ნახო
-რაც მუშაობა დავიწყე არ მინახავს...ჩემ მოსვლამდე არ გაუშვა .დღეს მოვა დედაშენი?
-ნწ, მამა მიემგზავრება და მასთან იქნება საქმეები აქვთ. ლილია იქნება ჩემთან ,ილიკოც მოვა
-კარგი , ჭკვიანად იცოდე.თუ რამე დამირეკე კარგი?
-შენ დამირეკე დრო რომ გექნება ,თუ რამე დამჭირდება დაგირეკავ .გესმიიიის- სააბაზანოში მყოფს გასძახა და თვალები აატრიალა -რომ გელაპარაკები კარს რატომ ხურავ უუფ. ერთბაშად ვინმემ არ დაგიანხოს .შენი ტელეფონი ზუზუნებს - ტუმბოსკენ გადაიხარა და მობილური აიღო.სახელი რომ დაინახა გაუკვირდა ,არ აპირებდა საუბარს,მაგრამ რამდენჯერმე დაურეკა და ბოლოს უპასუხა
-როგორც იქნა მიპასუხე...გუშინ ჩემთან დაგრჩენია ის ფურცელი მე შევუტანე დღეს სოსოს ასე რო მეორედ დაწერა არ მოგიწევს -იმდენად უცებ უთხრა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ანამ, სამაგიეროდ იეჭვიანა ქალის წკრიალა ხმის გაგებისას
-იცით ლუკა ახლა გასულია, რომ მოვა გადავცემ აუცილებლად
-ააჰ არაუშავს ...გადაეცით აუცილებლად ხო? მნიშვნელოვანია
-გადავცემ ,გმადლობთ
მობილური გადადო და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა, ასე იჯდა საწოლის თავზე მიყრდნობილი და თვალებს ატრიალებდა
-რა გჭირს ანიკო?- ნახევრად შიშველი იყო ბატონი, დაცვარული კანი და სველი თმა იმდენად სექსუალურს ხდიდა რომ ანას ჟრუანტელმა დაუარა. რომ აკოცა სულ მთლად ჩაუვარდა ენა- ჩემი ტკბილი ანიკო
-დაგირეკეს...ვიღაც თაკუნამ ჩემთან დავარდნილა ის ფურცელი რომ ეძებდი ,არ ინევრიულო მე შევუტანე სოსოს და თავიდან გაკეთება აღარ მოგიწევსო
-ვაა მართლა? მე კიდე რამდენი ვეძებე გუშინ გადავქექე ყველაფერი ....ძაანაც კარგი, საქმე მომაკლდება ე.ი უფრო ადრეც მოვიდე შეიძლება
-თიკუნა რატო ვითომ თიკა ან თიკო ან თინა რომ ჩაგეწერა არ შეიძლებოდა? საერთოდ ვინ არის და სად მასთან დაგრჩა ის ფურცელი.შენი კაბინეტი არ გაქვს?
-თიკუნას ეძახის ყველა და ხო უნდა მივხვდე ვინ არის
-გვარი მიგეთითებინა წერა დაგეზარა? სად მასთან იყავი?
-სად და საძინებელში ამ ჩემი საბუთებით და ერთ-ერთი დამივარდა . რას მეეჭვიანები?
-მე რა ვიცი,ისეთი ხმა ჰქონდა ახალგაზრდა და ქორფა იქნება.მე კიდე ვწევარ აქ და ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ კოცნაც არ მოგინდება ჩემი -ხელებს შლიდა და ისე ლაპარაკობდა
-ვერ ვიტან რო ეჭვიანობ თან სერიოზულად და რო არ მეღადავები ... ვერც იმას ვიტან სისულელეებს რო ბაზრობ და საერთოდ არ გიპასუხებ
-რატომ ვითომ... იქნებ მოგწონს და იმიტომ არ ვიცოდე მაინც როგორი დაუკმაყოფილებელი ხარ და
-არც კი გაბედო, ნერვებს ნუ მომიშლი და ისე ნუ გამიშვებ სახლიდან თორემ ხო იცი ყველაზე მეტად ვერ ვიტან უაზროდ რომ მდებ ბრალს ისეთ რამეში რასაც ასი წელი არ ვაკადრებ საკუთარ თავს და მითუმეტეს შენ ! ხომ იცი ყველაფერს მოვითმენ შენგან უნდობლობის გარდა ,თუ გგონია რომ ახლა დავიწყებ ტავის დაცვას და არ აგანერვიულებ ცდები!
-ნუ მიყვირიი ... ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა ,ყველაფერი სხვაგვარადაა სრული ქაოსია ჩვენს ცხოვრებაში და ამ ყველაფრისგან გადაღლილი შენი ტვინი შეიძლება სრულიად გამოვიდეს მწყობრიდან ,ეს კი ჩემი ბრალია მხოლოდ
-რა არის შენი ბრალი , ჩემ შვილს რომ ატარებ მუცლით? ჩემი და შენი სიყვარულის ნაყოფს რომ ელოდები და ყველაზე დიდ საჩუქარს რომ მიკეთებ ეგ არის შენი ბრალი? იყოს შენი ბრალი,ჯანდაბას გავაქროთ ჩემი შრომა და წვალება .ბევრჯერ მინდა ასეთი დანაშაული ჩაიდინო , სახლი რომ ვეღარ იტევდეს მათ საძინებლებს,სირბილის დროს სახლი რომ ირყეოდეს და წამითაც არ წყდებოდეს ქაოსი ჩვენს ირგვლივ! მე ეს მინდა ,მე შენ გხედავ მხოლოდ , წლებია უკვე შენ გარდა ქალად ვერავის აღვიქვამ , რაც არ უნდა დაგემართოს, როგორიც არ უნდა გახდე მე მაინც შენი ცქერით ვიღებ სიამოვნებას, შენი ჩახუტებით და უბრალოდ ხმის მოსმენით.ნუ მეუბნები ისეთ რამეს რაც შენი სიტყვების დაიგნორებას მაიძულებს ,კარგი ანიკო?
-კარგიი...ჩაიცვი დროზე თორემ ასეთს რომ გიყურებ ცუდად მიხდება გული. ვიწვი და ტვინი მილღვება. -ბალიში აიღო და სახეზე აიფარა -რომ ჩაიცვამ ისევ მოდი და მაკოცეე ,აკოცე შენს ჰორმონებატრიალებულ ცოლს ,რომელიც ეჭვიანობას ვერა და ვერ გადაეჩვია .და საერთოდ რა მდგომარეობაში ვააარ ჩაიცვი-თქო გეუბნები,რას წარმოვიდგენდი ოდესმე ამას თუ გეტყოდი ისე რომ არ მოგეფერებოდი
-სულ გეუბნებოდი ზედმეტი მხურვალება და ცეცხლოვანება დაგღუპავს-თქო და არ მიჯერებდი
-ყველაფერი შენი ბრალია, შენ გადამიყვანე ჭყიდან შენ გამხადე ასეთი ახლა შეპყრობილივით ვარ ხომ ხედავ მთლიანად შენზე ვარ დამოკიდებული ,ყველა უჯრედით , არსებული და არარსებული რაც გამაჩნია ყველაფრით
-გახსოვს მსგავსი რამ მეც რომ გითხარი რა მიპასუხე?
-აჭარბებ-თქო
-მე კი გიპასუხე რომ ერთ დღეს შენც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი - ბალიში ხელიდან გამოართვა და აკოცა
-სამსახურში დაგაგვიანდება- ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა და ბოლოს ყელში აკოცა- მითქვამს შენი სუნი რომ მიყვარს? არ მითქვამს ხო? წვერს არ გაიპარსავ?- ფრჩხილები ჩამოუსვა მოზრდილ წვერზე და ცხვირი ისევ ყელზე გაუსვა -წადი თორემ ვიძალადებ და ისევ კლინიკაში მომიწევს წასვლა სრულიად გაუმართლებელი მიზეზის გამო
-ანიკოოო ატყობ როგორი გახდი? აქამდე მგონი ვერც მაფასებდი
-ნუ ხარ საზიზღარი,მე სულ გაფასებდი, უბრალოდ აქამდე ღირსია რ იყავი და არ გეუბნებოდი
-მე ხო ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ზედმეტი სიტყვები...წავედი ,დროა...მიყვარხართ .მობილური თუ გათიშული მექნება თათბირზ ევიქნები და რომ გამოვალ იმ წამსვე დაგირეკავ
-შესველებაზე სადმე გადი და ყავა მაინც დალიე ... მიყვარხარ -საბანში ჩაძვრა,თავი ბალიშზე დადო და ხელები მუცელზე მიიდო- დეე შენ თუ გოგო ხარ იცოდე ,რომ შენ დედიკოს ყველაზე კარგი კაცი ჰყავს ...ყველაზე ,ყველაზე მაგარი!
რამდენიმე წუთში გაიგო გოგონების ხმა და საწოლზე ჩამოჯდა
-რძალს სალამიიი...როგორ გვყავს უფროსი ჩიქოვანის ქალბატონი და უმცროსი ჩიქოვანი?
-კარგაად ...თქვენ როგორ ხართ ჩიქოვანებო?
-შესანიშნავად რძალოო - ილიკომ ლოყაზე აკოცა და უკან დაიხია- მე გავალ...თმა გაიშრე ,მოწერიგდი და შემოვალ მერე. თან მარკეტში გავირბენ სიგარეტი მინდა
-მოიცა როდის მერე ეწევი? სად წავიდა...როდის დაიწყო მოწევა?
-რამდენიმე თვეა...გინდა თმას გაგიშრობ
-აუ შენ თუ მაგ სიკეთეს იზააამ ...ისე მეზარება
ლილიამ თმა გაუშრო,მერე ჩაიცვა და ისე დაჯდა საწოლზე. ილიკოც მალევე დაბრუნდა, გვერდით მიუგორდა და ეჭორავებოდა. მოუყვა ამბები, გაამხიარულა რძალი.მერე ყველამ ერთად ისაუზმა და ბოლოს ქალაქობანას თამაში დაიწყეს. ისე გავიდა დრო ანამ ვერც კი შეამჩნია. უფროსი ჩიქოვანი რომ მოვიდა სამივე საწოლზე იწვნენ, სხვადასხვა მხარეს და დაობდნენ რომელიღაც ქალაქის არსებობაზე. კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი იდგა, დამღლელი დღის შემდეგ სახლამდე ძლივს მივიდა,მაგრამ ახლა უყურებდა ბედნიერ ცოლს, საყვარელ ბიძაშვილებს და ერთბაშად უქრებოდა ყველა უარყოფითი ემოცია. წამსვე გაუპო ბაგე ღიმილმა .... გვერდით როდესაც საყვარელი ადამიანები არიან სულის მარტოობა შორს,ძალიან შორს არის განდევნილი
................................
ლილია კონსტანტინესგან შორს ყოფნისგან გამოწვეულ მონატრებას მეგობრების გარემოცვაში ივიწყებდა. ანასთან რჩებოდა და მასთან ერთად იფერადებდა დღეს. გვიან გვანცა და ილიკოც უერთდდებოდათ , მიშო რომ დაბრუნდებოდა უკვე ყველანი დაქანცულები ისხდნენ.
გვანცამ როგორც კი გამონახა დრო მაშინვე წავიდა მიშოსთან. უბრალოდ საუბარი ვერ აკმაყოფილებდა და მისი მონატრება სრულიად სხვა ფაზაში გადადიოდა. სალიოს ხმის გაგება კი წამსვე ღიმილს გვრიდა. დიდხანს ელაპარაკებოდა გოგონას და განტვირთვის წამებს იწყობდა. ახლა კი მისი საყვარელი გასართობი ჰქონდა თან , ის რაც ბავშვობიდან უყვარდა და ფიქრობდა რომ სალიოსაც დააინტერესებდა.
სახლში რომ შევიდა, ისე გადაადგილდებოდა მისაღებისკენ თითქოს მოჩვენება იყო. მიშო დივანზე იწვა ,მის მუცელზე ქალბატონი იყო მოთავზებული და ისე უყურებდნენ მულტფილმს. მიშო გოგონას თმაზე ეფერებოდა მას კი აშკარად არ მოსწონდა და თავისი პაწაწინა თითებით იშორებდა. პირველმა სწორედ სალიომ შეამჩნია სახლში შეპარული გვანცა და წამსვე წამოხტა
-გვანცა მოვიდაააააა...
-პატარაავ...მომენატრეე - ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა. შემდეგ მიშოს გახედა და გაუღიმა- შენც
-რა მეც? - წამსვე მოხვია ხელი ბიჭმა და ყელში აკოცა- რა მეც?
-შენც ჩაგეხუტები-თქო ამის თქმა მინდოდა...აბაა რა მულტფილმს უყურებთ? - ბავშვს მიუბრუნდა ,რომელიც უკვე იქექებოდა ქაღალდის შეკვრაში
-ეს რა არის?
-მოგვიანებით გეტყვი , ახლა მულტფილმს ვუყუროთ მეც მინდა თქვენთან ერტად
-უკვე რომ სრულდება?
-ბოლო ნაწლს ვუყურებ-ქურთუკიც მოიშორა და დივანზე მოკალათდდა, ფეხები მოკეცა და პატარა ქალბატონი ისე ჩაისვა.
მიშოს მობილურმა ყველაფერი აურია, უკვე ყურთის გახსნას აპირებდნენ წასასვლელად მომზადება რომ დაიწყო
-რა ხდება?
-საქმე მაქვს აუცილებელი... ძიძას დავურეკავ და მოვა. თუ ვერ მოასწრო ცოტა ხნით ხო დარჩები? მაპატიე რა, რომ მცოდონა მოხვიდოდი
-ხომ ყველაფერი რიგზეა...
-ხო რა ...არის ,მაგრამ უნდა წავიდე აუცილებლად
-მე დავრჩები სალიოსთან
-არა ,არა დარლილი ხარ ისედაც ...მოვა მალე ძიძა
-აუუუ რა ძიძა? სად მიდიხართ? არ მინდა ძიძა - ოთახში შევარდა ქალბატონი
-ჩემთან დარჩები?-გვანცამ გაუღიმა და ისიც წამსვე მიეკრო
-კიი შენთან დავრჩები...არ მინდა ძიძა, მინდა გვანცაა ,გთხოოოვ
-იცოდე არ იცელქო ... მე შევეცდები მალე დავბრუნდე . დაძინებამდე მოვალ კარგი?
-არ იცელქებს, როდის ცელქობს? მე და სალიო ვითამაშებთ ,შენ მოსვლამდე დრო გაფრინდება
-დარწმუნებული ხარ?
-იმაში რომ სალიოსთან მინდა დავრჩე? რას მეკითხები მიშო?
-კარგი გამოვიცვლი უცებ და წავალ...- ბავშვი ,როგორც ყოველთვის, საჭირო დროს გავიდა ოთახიდან მიშომ კი ისარგებლა და გვანცას ტუჩებს დაეწაფა- ხომ ვერ დამეხმარები?
-გეჩქარებოდა შენ
-არც ამდენად
-ბავშვია ქვემოთ...
-რომ მოვალ მერე გავაგრძელებთ - თვალები დააწვრილა და ისევ აკოცა.
გვანცა და სალიო მარტო დარჩნენ. ქალბატონი ისევ ყუთს მიუბრუნდა და სწრაფად გახსნა
-ეს ფურცლები რაში გვჭირება?
-იცი ორიგამი რა არის? მე და შენ ამ ფურცლებისგან შეგვიძლია გავაკეთოთ ყვავილები ,პეპლები და შენს ოთახში დავაწყოთ ან კედლები მოვრთოთ. მე სულ ვაკეთებდი ხოლმე ,ჩემ ოთახში ერთი კუთხე მთლიანად სავსე იყო ამ ფერად ფურცლებით შექმნილი ყვავილებით, ფრინველებით
-მართლა? მეც მასწავლი?
-რა თქმა უნდა... ჯერ სულ ადვილით დავიწყოთ,ერთად გავაკეთოთ მე და შენ ,მაკრატლით რომ ხელი არ იტკინო ხო?
-ხოოო ...მინდა მინდააა -აჟიტირებული იყო ქალბატონი, ელოდა რა გამოვიდოდა. პირველი ყვავილი რომ დაინახა უფრო მეტად დაინტერესდდა. დრო მართლაც მალე გავიდა,ვახშმის მომზადება დაიწყეს, მართალია მიშოს უკვე ჰქონდა კერძები გამზადებული,მაგრამ გვანცამ სხვა რამ მოინდომა. პატარა ქალბატონიც დაიხმარა და ბოლოს გემრიელად მიირთვეს.უკვე გვიანი იყო, მიშო კი ისევ არ ჩანდა. სალიო ამჯერად თოჯინებით თამაშობდა მიშომ რომ დარეკა
-რას შვებით? როგორ იქცევა სალიო
-კარგად, შენ რას შვები? ყველაფერი კარგადაა?
-ისე არ მოხდა როგორც ვვარაუდობდი, დარჩენა მიწევს...როგორ მინდოდა შენთან ყოფნა ,მაგრამ ვერ წამოვალ
-არაუშავს...ხვალაც თავისუფალი ვარ, შენ საქმეს მიხედე ,თუ რამე შემიძლია
-არა,არაფერი... ძიძას უკვე დავურეკე და მოვა. შენ დარჩები თუ თბილისში წამოხვალ
-ძიძა არ გვინდა, მე დავრჩები სალიოსთან. არ უყვარს ამ ბავშვს ძიძები და ხომ შეიძლება გაიგო?
-არა ,არა და არა შენ ვერ გადაგაქცევ ძიძას არ ხარ ვალდებული ამდენი რამ გააკეთო . წადი დაისვენე, ძიძა მიხედავს სალიოს
-მიშო უკვე ვბრაზდები, ძიძას დაურეკე ა რმოვიდეს...თუ ბავშვს არ მანდობ ეს სხვა საქმეა
-რა სისულელეა უბრალოდ...
-ვთიშავ...ხვალ იმედია მოხვალ! წარმატება საქმეში...იმედია ყველაფერი კარგად იქნება ახლა სალიოს უნდა დალაპარაკება- ოთახში დაბრუნდა და სალიოს მისცა მოვიბილური.
ძილის დრო რომ მოვიდა და ქალბატონი ისევ თამაშობდა არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-სალიო არ გეძინება?
-ნწ...ჯერ არა
-ამ დროს უკვე რომ უნდა გეძინოს?
-ცოტა ხანს კიდევ ვიქნები
-ვიბანაოთ გინდა? თმას დაგიწნი და ისე დავსხდეთ
-კარგი ... მინდა თმის დაწნა .მიშო ცდილობს მაგრამ არ გამოსდის ასეთი რამეები,მხოლოდ გემრიელობებს აკეთებს- საყვარლად შეჭმუხნა ცხვირი და გვანცას წინ გაიქცა.
კომფორტულად არ იყო პატარა ქალბატონი,მაგრამ არაფერს ამბობდა,გვანცა კი ცდილობდა მის გართობას. ბოლოს საძინებელშიც შევიდნენ, საბანის ქვეშ შეძვრა და ბალიშს მიეყრდნო
-აბა რომელი ზღაპარი წაგიკითხო?
-მიშოს დაურეკე და ის წამიკითხავს, ძიძა რომ გვყავს ასე შვება... არ მეძინება სხვა რომ მიკითხავს
-მიშოს რომ არ სცალია?
-დაურეკე და ვნახოთ- მართლაც სცადა გვანცამ,მაგრამ მობილური გამორტული ჰქონდა-არ პასუხობს?
-არა, საქმე აქვს...ალბათ მობილურიც დაუჯდა . ვცადოთ იქნებ დაგეძინოს, მეც ძალიან მეძინება
-მოდი აქ დაწექი
-ასე დავწვე?
-პიჟამა გაქვს?
-წავალ რამეს ვიპოვნი და მოვალ- უცებ გადაწყვიტა და ოთახიდან გაიქცა. მიშოს მაისური და შარვალი მოირგო, წელში მაგრად შეკრა ქამარი და ისე შევიდა ოთახში. საბნის ქვეშ იწვნენ ორივენი,პატარა ქალბატონი ისე იყო თითქოს მართლაც არ აპირებდა დაძინებას და მხოლოდ იმიტომ უსმენდა რომ ჭკვიან ბავშვს ცელქობა არ უნდოდა. გვანცამ წიგნი გადადო და გოგონას ხელი მოხვია,მანაც თავი მკერდზე დაადო და ქვემოდან ახედა
-მოგეწონა ნაწნავები?
-კიი...ხვალაც ხო დამიწნავ?
-აუცილებლად... გინდა ახლა გიმღერო?
-მიმღერო?
-ხოო...დარწმუნებული ვარ მიშოს იავნანა არასდროს უმღერია
-დედა მიმღეროდა ხოლმე...ცოტას მაგრამ ქართულად არა
-მე ქართულად ვიცი , გიმღერო?
-მიმღერე
თმაზე ეფერებოდა და მღეროდა, თავისი ტკბილი,თბილი ხმით ამ საოცარ სიმღერას. სალიო ჯერ თვალებგაფართოებული უყურებდა და უსმენდა,შემდეგ ჩაეძინა და მშვიდად ფშვინავდა. გვანცა ისევ უყურებდა და მღეროდა, ძალიან ჩუმად და ნელა,ეშინოდა რომ ძილი გაუტყდებოდა პატარა ქალბატონს. ბოლოს როდესაც დარწმუნდა რომ ღრმად და მშვიდა ეძინა საწოლიდან წამოდგა, საბანი გაუსწორა ,ფეხისწვერებზე მდგომი გაიპარა ოთახიდან.ის იყო კარი უნდა დაეხურა უკნიდან ხმა რომ გაიგო.
-საოცრად მღერი იცი?
-მიშო? მოხვედი?
-ვიფიქრე რომ ვერ დაიძინებდა და წამოვედი...
-საშინლად წვიმს გარეთ...სულ სველი ხარ- თმაზე ხელი გააუსვა ,შემდეგ კი ქურთუკი მოაშორა- არ გაცივდე...ასე რატომ მიყურებ?
-მონუსხული ვარ....ჯერ კიდევ შენი ხმა ჩამესმის,როგორ მღეროდი ,საოცრებაა - დაიხარა და სველი გაყინული ტუჩები გვანცას მხურვალე ბაგეებს მიაწება- მარტო ჩემი ხომ ხარ ?
-მეკითხები? არ გიპასუხებ - ზურგი აქცია და საძინებლისკენ დაიძრა-წამოდი ,თორემ გაიყინები
უკან მიჰყვებოდა თავის სამოსში გამოწყობილ გოგონას, შარვლის ბოლოები იატაკს ეხებოდა, მაისური საჯდომს სცდებოდა,მაგრამ მაინც ისე გამოიყურებოდა რომ თვალს ვერ აშორებდა. არეული თმა კოსად ჰქონდა შეკრული სულ პატარა სამაგრით და თვალები უციმციმებდა.
-არ მეტყვი რა საქმე გქონდა ასეთი სახე რომ გაქვს?
-როგორი სახე მაქვს- სველ ტანსაცმელს იშორებდა და სპორტულ შარვალს ირგებდა
-დაღლილი ,ემოციურად გამოფიტული
-ვინერვიულე და იმიტომ
-ამდენ ნერვიულობად ღირდა?
-მამა იყო ცუდად...დედამ დამირეკა მითხრა რომ სასწრაფოდ ჩავსულიყავი, სულ ასე პანიკობს ხოლმე ყველაფერზე არ ვიცოდი მამას თუ ეხებოდა საქმე ,ვიფიქრე რომ ისე უბრალოდ სჭირდებოდა რამე. სახლში მისულს ოჯახის ექიმი დამხვდა
-ახლა როგორ არის...
-უკვე კარგად, ისედაც კარგად იყო ,მაგრამ ექიმის დანახვისას რომ ავნერვიულდი ვეღარ დავმშვიდდი ბოლომდე-საწოლზე დაწვა გვანცას გვერდით და თავი ბალიშზე დადო-ორივეს დაეძინა და წამოვედი,სალიოსაც რომ მშვიდად დასძინებოდა მე კი შენთან ვყოფილიყავი
-უნდა გეთქვა რაც ხდებოდა
-არ მიყვარს ,როდესაც ყველა პრობლემას სხვას ვუყვები
-სხვას არ უნდა მოუყვე , ახლა მე ვარ შენს ცხოვრებაში და კიდევ დიდხანს ვიქნები - მიეხუტა და თითები მის თითებში ახლართა-ყველაფერი კარგად იქნება ,ხომ ასეა?
-რა თქმა უნდა , ყველაფერი კარგად იქნება რადგან შენ ჩემ ცხოვრებაში ხარ - თითებზე აკოცა და უფრო მაგრად ჩაეხუტა -ხვალაც ხომ დარჩები?
-დავრჩები...
-როდის მეტყვი „სულ დავრჩები“
-არ ვიცი...ვნახოთ
დამღლელი დღის ბოლოს სახლის ყველა მცხოვრებს მშვიდად ეძინა, სალიო თავის საყვარელ დათუნიას ეხუტებოდა,მიშო კი ორი ზომით დიდ მაისურში გამოწყობილ საყვარელ ქალს...
დილით კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა ორივე, გვანცას თვალის გახელა დაეზარა,მაგრამ მიშო წამსვე წამოვარდა. აშკარად არ იყო უცხო ასე უცებ გამოფხიზლება
-მიშოოო....მიშიკოოო შეიძლება შემოვიდე?
-რა ხდება ნამცეცა? კარგად ხარ?- დაიხარა და პატარა ქალბატონს დააკვირდა
-დედა დამსიზმრა და შეიძლება დავურეკოთ?
-ამ დროს რომ ეძინება? იქ ახლა ღამეა თან ძალიან გვიანი...ცოტა ხანს დავიცადოთ რომ არ შეეშინდეს და შემდეგ დავურეკოთ- გვანცამ შორიდანაც კი იგრძNო როგორ მოდუნდა მიშო, ბავშვი ხელში აიყვანა და თავზე აკოცა- ცუდი სიზმარი იყო?
-ხოო...
-მე და შენ ხომ ვიცით რომ სიზმრები სინამდვილე არ არის ,რა ხდებოდა რაო დედამ
-შორის იყო, მივრდბოდი და ვეძახდი ის კი არ მაგონებდა...ვიღაც ბიჭთან იჯდა და მას უღიმოდა . ნეტავ ის ბიჭი იყო მაშინ რომ აკოცა?- ისე თქვა მიშოს მკერდს არ მოშორებია. ხელების ყელზე ჰქონდა მოხვეული და ისე ლაპარაკობდა
-ხომ იცი დედას შენზე მეტად არავინ უყვარს,იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე მე შენ
-ნწ, მატყუებ
-მე რომ არასდროს გატყუებ?
-შენზე მეტად რომ ვუყვარდე ჩემთან იქნებოდა...ჩემთან მხოლოდ შენ ხარ , მარტო შენ გიყვარვარ და მეც შენ მიყვარხარ
-მოდი ახლა დავიძინოთ და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე...მიყვარხარ პატარავ-თავზე აკოცა და ხელი ზურგზე ჩამოუსვა ,იმდენად პატარა იყო სალიო მის მკლავებში ,ისეთი უცხო სანახავი იყო მათი ურთიერთობა გვანცამ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა,უნდოდა გამქრალიყო რადგან მათთან ყველა ზედმეტი იყო,მათ ურთიერთობას სხვე ვერავინ გაიზიარებდა უბრალოდ შორიდან ტკბობა შეიძლებოდა. გვანცა კი ხვდებოდა რომ მათი ცქერა ძალიან ,ძალიან ცოტას შეეძლო. ისინი ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულები....
იწვა და კარს უყურებდა, შემდეგ მათ სანახავად წავიდა. დერეფანში ჩუმად მიაბიჯებდა ,ჯერ კიდევ დილის ექვსი საათი იყო . საძინებლის კარი ისევ ღია იყო,ესეც თითქოს ჩვეულებად ჰქონდათ . სალიო მიშოს მკერდზე ედო თავი და ისე ეძინა ის კი ისევ ეფერებოდა , წამით შეხედა გვანცას და თვალები დახუჭა, თითქოს ემოციის დამალვა სურდა. გვანცამ უკან დაიხია და ისევ საძინებელში დაბრუნდა , სრულიად ზედმეტად გრძნობდა თავს ,მაგრამ ასე წასვლაც არ შეეძლო. არ დაეძინა, იწვა და ელოდა მიშოს გამოჩენას, უკვე დილის ათი საათი იყო საძინებელში რომ გამოჩნდა მაღალი სილუეტი. გვანცა მოწესრიგებული იჯდა ფანჯრის წინ მდგომ სავარძელში და ხედს უყურებდა, გარეთ ისე წვიმდა თითქოს მის განწყობას ეხმიანებოდნენ წვიმის წვეთებიც
-ჩამეძინა და ვეღარ გამოვედი...
-მშურს იცი? მე არც მშობლებისგან ვიყავი განებივრებული ამგვარი სიყვარულით, არც სხვა რომელიმე ნათესავისგან.მის ასაკში სრულიად მარტო ვიყავი, უზარმაზარ სახლში, პრეინცესასავით ვიჯექი ნებისმიერი რამ შემეძლო მომეთხოვა ,მაგრამ ის არასდროს მქონდა რაც მინდოდა არავინ მეფერებოდა როდესაც კოშმარი მაღვიძებდა, ექიმთან მიმარბენინებდნენ როდესაც ვეცემოდი მე კი მხოლოდ ჩახუტება ,ცრემლების შემშრალება და კოცნა მინდოდა . სალიოს შენი სახით უდიდესი განძი ჰყავს, იღბლიანია შენი არსებობის გამო -ისევ ის იჯდა და წვიმის წვეთებს უყურებდა, ლოყაზე კი მათი მსგავსი მსხვილი წვეთები იკვლევდნენ გზას -შენი და ,შენი და კი უნდა ამაყობდეს რომ შენნაირი ძმა ჰყავს ... მეც მყავს ჩემი ლილია და ილიკო ,მაგრამ ისინი თავად ვიპოვნე შენს და კი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბა და იმედია ეს იცის
მიშოს არცერთი სიტყვა გაუგია, მხოლოდ მისი ღრმა სუნთქვა ესმოდა,რომელიც თანდათან უახლოვდებოდა,შემდეგ სიმსუბუქე იგრძნო და უსულო სავარძლის ნაცვლად მის ცხელ სხეულს აეკრო, პატარა ჩიტივით მოთავსდდა მის მკლავებში, თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა.
-ოდესმე შენი სევდა ვინმეს გაუზიარებია - ჩუმად უთხრა და თითები ლოყაზე ჩამოუსვა-არა, ხომ ასეა ...ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა, სულ მცირე პრობლემას მეორე ემატება,მესამე და შენც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები, უკან არ იხევ ,თანდათან მძიმდები,დრო კი ისე გადის რომ შეჩერებას ვერ ახერხებ სულის სიმძიმეს ვერავინ გიმსუბუქებს .რამდენადაც ძლიერი ხარ სხვისთვის იმდენად სუსტდება შენი არსება ,ბოლოს კი სულ მთლად უსუსური ხდება, იკეტება შორს, ყველასგან მიუწვდომელ კუთხეში და ისევ აგრძელებს გზას სრულიად მარტო
-თუ ვერ გრძნობ ამ სიმძიმეს? ამ ყველაფერს რომ არ ვაკეთებდე მაშინ დავეცემოდი ჩემი დის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი მაშინ როდესაც ყველამ ზურგი აქცია,მაშინ როდესაც თავადაც გადავაბიჯე საკუთარ თავს ახლა სალიო არ იქნებოდა, მე კი წამითაც არ მინდა იმაზე ფიქრი შემდეგ რა იქნებოდა...ვისთვის უნდა მეთქვა ჩემი 16 წლის და ფეხმძიმედაა ვიღაც ნაბიჭვრისგან , ჩემი მშობლები აბორტის გაკეთებას აძალებენ ახლა გზაშია და აპირებს რომ საკუთარი შვილი მოკლას, რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი სიცოცხლე და დედობის შესაძლებლობა-თქო....სად იყო ამის დრო, ვინმეს მანამდე რომ ეთქვა შენი პატარა და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება და რას გააკეთებო ვეტყოდი მოვკლავ-თქო, მაგრამ ამის ნაცვლად ვამშვიდებდი, ვარწმუნებდი რომ მის გვერდით ვიქნებოდი ,რომ მისი ოცნებები არ დაიმსხვრეოდნენ და ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევდა ,რომ უნდა დაეკიდებინა ყველა და ყველაფერი საკუთარი თავისა და ბავშვის გარდა ... ამას რომ ვეუბნებოდი გგონია ვაზროვნებდი? მერე საკუთარი თავის მიმართ მქონდა ბრაზი , მშობლებს რომ დავანებე მისი შორს გაშვება სადღაც კოლეჯში სადაც სრულიად მარტო იყო, ვგრძნობდი რომ მშორდებოდა, ყოველ ვიზიტზე უფრო ნაკლებს მესაუბრებოდა, ყოველი მომდევნო ზარი უფრო ხანმოკლე იყო ,მაგრამ არაფერი გავაკეთე ...წლები გავიდა და ახლა მიხარია რომ მაშინ იქედან არ წამოვიყვანე , ზოგჯერ ყველაზე დიდ შეცდომას ყველაზე კარგი დასასრული აქვს , შედეგი რომელიც საერთოდ გავიწყებს მომხდარს. როგორი დაღლილი და გაბრაზებულიც ა რუნდა ვიყო,რაც არ უნდა მხოდეს ჩემს ირგვლივ სალიოს ერთი შემოხედვა ყველაფერს მავიწყებს, იცი ხვდება ცუდად რომ ვარ. ჩუმად მომეპარება , ჩამეხუტება,ლოყაზე მაკოცებს და ყველაფერი ქრება
-რომ გაგაბრაზებ სალიოს გამოვიშვებ შენს დასამშვიდებლად
-უბრალოდ მაკოცე და შეეცადე გაჩუმდე,უარესად არ გამომიწვიო
-ჩემი კოცნაც იმოქმედებს?
-აუცილებელი არ არის შენ გამაბრაზო...ჯერ არც კი იცი მე როგორ ვბრაზდები ,რომ ნახავ შეგიძლია ხერხს მიმართო
-ანუ ორნი ვართ? მე და სალიო?
-ჩემი კონკურენტი გყავს?
-რა თავდაჯერებული ხარ...
-შენგან განსხვავებით ვიცი რას ვნიშნავ შენთვის...აბა გყავს ადამიანი რომელიც სულამდე აღწევს?
-ლილია...ლილია ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჭირში და ლხინში ჩემ გვერდით იყო ,მაგრამ ვერასდროს გაიგებს რას ვგრძნობ , ამისთვის საჭიროა რომ ჩემს ტყავში იყოს ნამყოფი. ლილია ყველაზე წმინდა არსებაა და არასდროს, არასდროს არ უნდა მოუვლინოს ღმერთმა განსაცდელი ისეთი ჩვენსავით რომ დაუმძიმოს სული. მაინც ლილიაა შენი კონკურენტი,მის ადგილს ჩემ ცხოვრებაში ვერავინ დაიკავებს ვინც არ უნდა იდგეს მის საპირისპირო მხარეს მე მაინც მისკენ წავალ ისე როგორც შენ სალიოსკენ
-ჩემი და ლილიას გზები არ გადაიკვეთება...ორივეს ჩვენი ადგილი გვაქვს ,საეჭვიანო არაფერია - მხოლოდ ღიმილის შემდეგ შეუმშრალა ცრემლები გვანცას, თითბით ლოყაზე მოეფერა და შემდეგ აკოცა- შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი ხარ! -გვანცამ მკლავები მოხვია და მის ტუჩებს თავისი შეახო...
გარეთ ისევ წვიმდა, წვეთების ხმა მთელს ოთახში ვრცელდებოდა ორი გული კი აჩქარებით ძგერდა, სულის თავისუფლებას ზეიმობდა...


..............
გავიდა ხუთი დღე, მეექვსეც მიილია,მაგრამ კონსტანტინე ისევ ვერ ბრუნებოდა. მორწყვის გარეშე დარჩენილ ყვავილს დაემსგავსა ლილია, მეოთხე დღე მიიწურა მას შემდეგ რაც ბოლოს ორანჟერეას ეწვია. სახლიდან არ გასულა, მხოლოდ ანასთან მიდიოდა და იქაც სული ეხუთებოდა უკვე. საწოლზე იწვა და მობილურს უყურებდა,ელოდა როდის დაურეკავდა მეტრეველი
-დეე...შეიძლება ?- ოთახში იამ შეიხედა და მკრთალად გაუღიმა შვილს. თანხმობა რომ მიიღო ოთახში შევიდა და საწოლზე ქალიშვილის გვერდით დაწვა .ზუსტად ისე როგორც ლილია იწვა , ლოყა ხელის ზურგზე დადო და თაფლისფერთვალებას შეხედა
-მოგენატრა?
-იმაზე მეტად ვიდრე თავიდან ვფიქრობდი...
-გიგი პირველად რომ წავიდა ქალაქიდან რამდენიმე დღით არც კი მინახავს წასვლამდე, ვფიქრობდი წავა და რამდენიმე დღეში დაბრუნდება თვით ხომ არ მიდის-თქო. ერთი დღე რომ გავიდა მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო. მაშინ მობილური სად იყო, ისეთ ადგილას იყო სახლის ტელეფონის ნომერი საერთოდ არ ვიცოდი, ალბათ არც იყო იქ სატელეფონო ჯიხურიც კი. სანამ დაბრუნდა ჭკუიდან გადავედი, შემდეგ სკოლის ეზოში რომ დავინახე ბიჭებთან მოსაუბრე მეგონა მეჩვენებოდა. ჩვეულ ამპლუაში იყო, ისე საუბრობდა როგორც ყოველთვის ,იცინოდა და ჩემკენ არც გამოუხედავს.
-არ მიხვედი ხომ?
-არა , მას არ ვენატრებოდი და მე მივვარდებოდი ყელზე ჩამოვეკიდებოდი და ვეტყოდი მომენატრე-თქო? თავის ძმაკაცებთან იდგა შუა ეზოში ვის ვაჩვენებდი ჩემს გრძნობებს
-არ გითქვამს რომ მოგენატრა?
-პირველ გაკვეთილზე დავაიგნორე, რომ შემობრძანდა და კოცნა დააპირა თავი გვერდით გავწიე. მასწავლებელს ვუსმენ-თქო ვუთხარი და მისკენ არც გამიხედავს, ის კი იჯდა კედელთან და მიყურებდა. მეორე მახსოვს ფიზკულტურა ჩასვეს რაღაც გვიცდებოდა და ყველას ქვემოთ ჩასვლა გვიწევდა. ჩანთაში წიგნებს ვალაგებდი უკნიდან რომ მომეპარა და ლოყაზე მაკოცა „ იმაზე მეტად ვერ მოგენატრებოდი ვიდრე მე მენატრებოდი და ნუ მიბრაზდები ყვავილო“ მითხრა და წავიდა
-ასე უბრალოდ წავიდა? მამა სხვანაირი მეგონა
-ახლაა სხვანაირი თორემ შენ არ იცი როგორ მაწამებდა...მაშინ სულ სხვანაირი იყო ურთიერთობები .ახლა მეტი თავისუფლებაა , იმას გააკეთებ რაც გინდა და არ გაქვს კოცნის,ჩახუტების, ემოციის გამოხატვის კომპლექსი
-როდის მიხვდი რომ გიყვარდა? ალბათ ძნელია როდესაც ადამიანი სულ შენს გვერდითაა ,რაც კი მეხსიერება გაქვს ისიც იქ არის და იმის გადაწყვეტა რომ უბრალოდ ნაცნობი ან მეგობარი კი არა ის ერთადერთი სიყვარულია რთული არ იყო?
-მე და გიგი არასდროს ვყოფილვართ მეგობრები,და-ძმასავით რომ არიან და მერე უცებ აღმოაჩენენ რომ თავიანთ მეგობრობას უღალატეს, ანდაც მტრებივით რომ არიან და ბოლოს ეს ქიმია სიყვარულამდე მიიყვანთ ....ამაზე დიდხანს არ ვსაუბრობდით, არც არასდროს გვისაუბრია უბრალოდ ვიცოდით რომ ჩვენ რაღაც მეტი ვიყავით, ყველაფერი ერთად და კიდევ უფრო მეტი ის რასაც ვერასდროს ამოვწურავდით
-ვგიჟდები თქვენზე
-შენც ხომ გრძნობ ამას
-მეორე უფრო სწორად მესამე შეხვედრის შემდეგ მივხვდი რომ კონსტანტინე ჩემთვის ყველაფერს დაიტევდა...ძნელი არ არის უყურებდე მის მზერას და ხვდებოდე რომ ისიც იგივეს განიცდის, იქნებ მეტსაც კი
-ბედნიერი ვარ დე , როგორიც არ უნდა იყოს მისი განვითარება ნამდვილი სიყვარულის განცდა მთელს შენს არსებას ავსებს ,თითქოს თავიდან იბადები იმ წამიდან როდესაც საყვარელ კაცთან ყოფნის საშუალება გაქვს . მე საშინლად ეჭვიანი გავხდის მას შემდეგ რაც ჩემად გავიხადე, რაც ჩემი დავარქვი იმ წამიდან მაგიჟებდა იმის გაფიქრება რომ შეიძლებოდა ოდესმე ვინმე სხვას შეხებოდა, სხვისთვის შეეხედა ისე როგორც მე მიყურებდა ყველაზე მეტად კი მისი ფიქრებიდან გაქრობის მეშინოდა,ჩემზე ფიქრისას გული თუ არ აუჩქარდებოდა დავკარგავდი და ვერაფერს გავაკეთებდი , ვიცოდი გავუშვებდი თუ ისე აღარ ვეყვარებოდი
-როდის გაგიქრა შიში დე
-არ გამქრალა...არასდროს გამიქრება ,მაგრამ წლები გადის და უფრო იშვიათად გამოვხატავ ჩემ ეჭვიანობას. ადრე ,სანამ შენ გაჩნდებოდი თვე ისე არ გავიდოდა რომ არ ამოვფრქვეულიყავი ის კი ხომ იცი როგორია, უარესად მაგიჟებდა არაფერს უარყოფდა, არც მამშვიდებდა, არც თავს იცავდა იდგა ან იჯდა, იცინოდა ირონიულად და ხალისობდა ჩემი სასოწარკვეთით
-კონსტანტინე მამას არ ჰგავს, არავის ჰგავს...ის ვერ აიტანს მე რომ ცუდად ვგრძნობდე თავს,ამით ვერ გაერთობა.იცი მეც მეშინია...მეშინია რამე რომ დამემართოს მხოლოდ შენ არ ჩაიცვამ შავს
-შენს გაჩენამდე მეც ასე ვფიქრობდი, შემდეგ ვიცოდი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო გიგი შენ არ დაგტოვებდა . სულ არ ეჭვიანობ? ის იქ უამრავი ლამაზი გოგოს გარემოცვაშია, ნახევრად შიშველი ლამაზმანები რომლებიც დარწმუნებული ვარ შანსი თუ მიეცემათ შენს ბიჭს ხელიდან არ გაუშვებენ
-ლამაზმანები მის გვერდით ჩემამდეც იყვნენ,მაგრამ მან მე ამირჩია . ის მათ ისე უყურებს როგორც საქმიან დოკუმენტებს...საქმეს რომლის სწორად ჩვენებაც უნა შეძლოს .მე არ მიყურებს, მე მხედავს და თუ მალე და არ მოვა , ლოყაზე არ შემეხება თავისი,ჩემი თითებით არ გამიღიმებს, თავის ნაცრისფერ ,გამჭვირვალე თვალებს არ გამისწორებს ,არ მაკოცებს და თავისი ბოხი, ხრინწიანი ხმით ჩემს სახელს არ იტყვის გავქრები, მგონია რომ მერე ვეღარავინ დამინახავს მხოლოდ ჩემი სხეული დარჩება - თვალები დახუჭა და ამღვრეული თვალები დაუმალა დედას
-ჩემო პატარავ...- წითელ თმაზე ეგებოდა დედის თბილი და საყვარელი თითები,მაგრამ ახლა სულ სხვა სჭირდებოდა ის სხვა კი რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა. ძლივს ჩაძინებულ ლილიას მობილურის ხმამ დაურღვია ძილი. თვალები რომ გაახილა და განათებულ ეკრანზე მისი სახე დაინახა გულისცემა აუჩქარდა, იქ იყო სადღაც ახლოს ძგერდა მეტრეველის გული.
ხმაც კი აუთრთოლდა ეკრანს რომ შეეხო.მისი ხმა უნდა გაეგო
-კონსტანტინე -სახელი რომ წარმოთქვა და ინსტიქტურად გაეღიმა გათავისუფლდა
-ჟღალო გარეთ ცივა, თბილად ჩაიცვი და ეზოში გამოდი - გგონიათ დაუჯერა>? მხოლოდ ის გაიგო რომ ეზოში იყო კონსტანტინე. გარეთ რომ ყინავდა ეგ არაფერს ნიშნავდა,პიჟამაზე ხალათი ეცვა და ესეც საკმარისად მიიჩნია. კიბე სწრაფად ჩაირბინა და ეზოში გავარდა. მაღალი სილუეტი რომ დაინახა გული უფრო აუჩქარდა, ისე მოეხვია ბიჭს გამოფხიზლება არ აცადა, აშკარად არ ელოდა ასე მალე თუ ჩავიდოდა. თავად აკოცა პირველმა კაპიშონი მოაშორა და თავზე გადაუსვა თითები
-ახლა უფრო მენატრები, ეს ნორმალური არ არის - ამოთქვა და თვალებგაბრწყინებულ ბიჭს ისევ მიაწება ტუჩები ლოყაზე
-ლილია...
-კონ-სტან-ტი-ნე - გაუღიმა ,მკლავები ყელზე მოხვია და ისე უყურებდა მის ნაცრისფერებს.
-გამეყინები-თქო არ გაგაფრთხილე ,ჟღალო?- ლოყაზე შეახო თითები და მანაც წამსვე მინაბა თვალები
-გამაფრთხილე? არ მახსოვს
-ვიცოდი რომ არ მომისმენდი და ამიტომ დავიწყე გაფრთხილებით
-იცოდი?
-ხო ვიცოდი- უკვე სახესთან ახლოს გრძნობდ ამის ცხელ სუნთქვას, იმ ადგილას სადაც წამის წინ თითები ეხებოდა ახლა ტუჩებ უტოვებდნენ კოცნის კვალს
-კიდევ რა იცოდი ,კონსტანტინე?
-იმაზე მეტად მენატრებოდი ვიდრე მონატრება შეიძლება - წვერიანი ლოყა ეხებოდა კანზე , თმის სურნელს ისრუტავდა მეტრეველი. სიმძიმე იგრძნო მხრებზე ქურთუკი რომ მოახურა ბიჭმა, თავზე კაპიუშონი წამოაფარა და მთლიანად მის სურნელში გაეხვა ,თავბრუსხვევას გრძნობდა , უთუოდ წაიქცეოდა რომ არა წელზე მოხვეული მეტრეველის მკლავები
-მე კი ასე არასდროს ვყოფილვარ, მონატრებისგან მტკიოდა -ისევ ჩუმად თქვა და კიდევ ერთხელ შეახო თითები ლოყაზე -ცივა , გამეყინები -ხმამაღლა გაეღიმა მეტრეველს, ჯერ კიდევ ლილიას თმებში თავჩარგულს -გამეყინები და მე ვერ გაგათბობ , ჩაიცვი ქურთუკი
-შენზე მეტად ვერავინ და ვერაფერი გამათბობს ,ლილია
-როდის ჩამოფრინდი
-ერთი საათის წინ
-აეროპორტიდან მოდიხარ?
-ვიფიქრე რომ ყვავილებთან იქნებოდი, მერე გამახსენდა ანასთან რომ რჩებოდი და აქეთ წამოვედი . გვიანია უკვე ხო?
-უნდა წახვიდე?
-ნწ...გიგის ვეტყვი ამაღამ შენი პეპელას გვერდით დავიძინებ-თქო
-ნუ იცინი...კანი მეხორკლება
-ღმერთო მაღალო ...- უცებ ამოიოხრა და მოშორდა- ხვალ გნახავ
-რომ გაიღვიძებ დამირეკავ? - ქურთუკი თავად მოიშორა და ფეხისწვერებზე აიწია მხრებზე რომ მოეფარებინა -დაისვენე , ოჯახთან ერთად გაატარე დრო, ალბათ საქმეებიც გექნება და მერე შევხვდეთ
-ახლა დაიძინე და ეგ ხვალ გავარკვიოთ - ქარისგან აერია ისევ ჟღალი თმა, კონსტანტინემ ხელით გაუსწორა და შუბლზე აკოცა -ტკბილი ძილი ჟღალო
-ხვალამდე კონსტანტინე
იმ ღამით უშფოთველად ეძინა, დილიდან კი ლილია დაბრუნდა, ისეთივე როგორიც ყოველთვის იყო. მეტრეველის ხმა გაიგო გაღვიძებისთანავე და ღიმილით დაიწყო დღე
-საქმეები თუ გაქვს მე რომ შემხვდები მალე წახვალ და არ მინდა
-ლილიააა
-რააა
-პატარა ბავშვს ნუ ემსგავსები,ვგიჟდები
-მე რომ მოვიდე შენთან შეძლებ მუშაობას?
-ვერ შევძლებ
-რატოომ?
-შენ იქნები ჩემთან და იმიტომ
-ხომ თქვი რომ ფოტოები უნდა დაამუშაო და მეც იქვე ვიქნები
-იქვე იქნები და ამირევ თავ გზას
-მე აგირევ?
-დიახ შენ
-თავ გზას?
-ყველაფერს
-როგორ ყველაფერს
-შეპყრობილი რომ ვარ დაგავიწყდა?
-მაშინ არ მინდა!
-რას ნიშნავს არ გინდა
-ცოტა ხნით არ მინდა
-დიდი ხნით რომ დავრჩე?
-მერე საქმეს ვერ დაასრულებ დროულად, გათენება მოგიწევს და არ მინდა
-რა უნდა ლილიას?
-შენ !
-ლილია - ერთხელ წარმოთქმული სახელი და ერთად გადმოცემული ყველა ემოცია-მისამართს მოგწერ , ჩემ კაბინეტი მიმღებში იკითხე და გაჩვენებ-დუმილის შემდეგ მაინც დასთანხმდა და ასე გაიმარჯვა ქალბატონმა ლილიამ.
კაბინეტში იჯდა და ლილიას ელოდა. თავიდან წინააღმდეგი იყო არ უნდოდა იქ ლილიას გამოკეტვა ,მაგრამ შემდეგ მოუთმენლად ელოდა, არ ეყო ეზოში გატარებული რამდენიმე წუთი. ქალბატონი იგვიანებდა, იცოდა რომ იმ წამსვე ვერ მივიდოდა ,მაგრამ შეთანხმების წამიდან აფორიაქდა ,ყველა რომ დაცოფა ირგვლივ ბოლოს მიხვდა რომ გადააჭარბა და გაჩერდა
-ყავას მომიტანს ვინმე?
-რა გჭირს რა ხდება
-ყავა მინდა ქეთინო ,პირველად გესმის?
-არა,მაგრამ რაღაც აღგზნებული ხარ და
-ყავა მინდა!
-უიმე უჟმური ,ერთხელ რამეს ჩაგიყრი და დავტოვებ თბილისს ფოტოგრაფის გარეშე
-რომ მწყევლი შენი ძუძუები მლოცავენ, ვიცი მე
-უკაცრავად? მე რასაც გამწარებულზე გწყევლი,გლანძრავ და გემუქრები მაგას ჩემი მკერდი არ ეყოფა
-მართლა ამდენს მლანძღავ გოგო? გადი გამეცალე არ გამაგიჟო ახლოს არ გაიარო მთელი დღე...თან გაიყოლე ყველა ჩემი გამწარებული თანამშრომელიც
-ანუ დღეს ვისვენებთ? ყველა წავიყვანო?
-ქეთინო
-რა ქეთინო ... ყველას ამწარებ, ეჩხუბები და არავინ მოგწონს შენ
-შენ რო გისმინოს ადამიანმა ნამდვილი ეშმაკი ვარ
-ეშმაკი ერთ დროს ანგელოზი იყო...შენ ბავშვობაშიც ასეთი იქნებოდი
-ქეთინო გაგაგდებ იცოდე
-არა სულ რო სიცილით მემუქრები ვგიჟდები...წავედი მოგიტან ყავას
-მაჭანკლები რომ მოვლენ ვეტყვი ქეთინო კარგი გოგოა-თქო
-ბოროტოოო ჯერ 30 წლის ვარ ნუ დამცინიიი
-ჯერ ყველაფერი წინ გაქვს ...მიდი ჰე ყავა მინდა
-დედა მშიას დამიძახებ ერთ დღეს - ქალი წამოდგა და კაკუნით გავიდა ოთახიდან.კონსტანტინე სავარძელში იჯდა, ერთხელ დატრიალდა და გაიცინა. მაგიდაზე თითები აათამაშა და საქმე განაგრძო,თვალით საათს ამოწმებდა ,კარს უყურებდა ,ყოველ მოძრაობას უსმენდა ,მაგრამ ლილია არ ჩანდა. ქეთოს მომზადებული ყავაც დააგემოვნა და ისევ უმტყუნა ნერვებმა ,ის იყო კაბინეტიდან უნდა გასულიყო ლილიამ კარი რომ გააღო და წამსვე გაანათა იქაურობა, წამებში მოახერხა კონსტანტინეს დამშვიდებაც ,ისე შეიცვალა თითქოს უმწეო ბავშვი იყო რომლის ყოველი ნაბიჯი ლილიაზე იყო დამოკიდებული
-ლილია
-მგონი დამაგვიანდა ...ანასთან გავიარე და
-არაუშავს...მთავარია მოხვედი თორემ აშკარად გადავიმტერებდი ჩემს თანამშრომლებს - მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა-გაყინულხარ
-ცივა გარეთ ...მგონი მალე იწვიმებს კიდეც
-ქურთუკი მომეცი ... დავკიდებ - ჩანთა გამოართვა და ქურთუკის გახდაშიც მიეხმარა, თმებზე ახლაც ჩამოუსვა თითები და მხარზე აკოცა. ჯინსის შარვალი და თეთრი ნაქსოვი ზედა ეცვა
-მომწონს აქაურობა,სულაც არ არის ისეთი როგორსაც აღწერდი
-მე როდის გავალ ხოლმე გარეთ გადასარებად ერთი სული მაქვს...ასე მგონია აქ ჟანგბადი არ არის
-აქური დიზაინი ვის ეკუთნის
-მე...ჩემი კაბინეტის და ამ სართულის სადაც გადაღებები მიდის
-შენივე დამოკიდებულების გამო გიჭირს აქ სუნთქვა ... ისე მოაწყვე ყველაფერი როგორც ხისტი ხასიათის მქონე კონსტანტინე მეტრეველს შეეფერებოდა, ყველაფერი მუქ ფერებშია, ყველგან ის ნივთებია რაც უშუალოდ გჭირება, მოწესრიგებულია ყოველი კუთხე და არსადაა ფერები ,მაშინ როცა ყველაზე მეტად ეს გიყვარს
-რა უნდა მექნა...აქაურობას ორანჟერეად ვერ ვაქცევდი, ვერც ჩემ საყავრელ ფოტოებს გამოვფენდი ამ ადგილას,სადაც ატას რამეს ვუკეთებთ რეკლამას და ვუღებ ამ გრძელფეხება მოდელებს,რომლებიც თითო გრამს ითვლიან რომ არ გასუქდნენ და უსაშინლესი გრაფიკით ცხოვრობენ, საკუთარი პროფესია რომ შეინარჩუნონ.ვხედავ დიზაინერებს თავიანთი საოცარი მოთხოვნებით და როგორ შეიძლება ამ საგიჟეთში თავისუფლად ყოფნა, ამას მხოლოდ შენ თუ შეძლებდი
-თავისუფლების პოვნა ყველგან შესაძლებელია, თუ საჭირო გახდება საკუთარი სივრცე უნდა შექმნა...რომ მოვდიოდი ყველა მიყურებდა, დარწმუნებული ვარ აქ ასე უბრალოდ არავინ მოდის
-რიგში ეწერებიან ,ზოგს არ ვუშვებ საერთოდ
-უჟმური ხარ იცი? საშინელი ხასიათი გაქვს
-ამას ღიმილით რომ მეუბნები ვერ ვიაზრებ რას ამბობ,განგებ მიკეთებ ხომ?- ხელისგულზე აკოცა და თვალები დახუჭა- დარჩი ჩემთან და ყველაფერი გაფერადდება
-მე რომ არ მივეკუთნები იმ ეგოისტ ქალთა რიცხვს რომელსაც საკუთარი სესაზლებლობების დემონსტრირება სურთ? მე მინდა რომ სულ ასეთი იყო,მოდუნებული,მშვიდი და თავისუფალი და არა მაშინ როდესაც მე ვარ ახლოს
-მე არ მინდა...შენნაირი არავინაა ირგვლივ, ყველას ის ემოცია უნდა უწილადო რასაც იმსახურებს .ყველა ადამიანთან სხვადასხვაგვარად უნდა დაამყარო ურთიერთობა ,შენც ხომ კარგად იცი ეს
-ვიცი,მაგრამ მაინც შენი სულის გაუფერულების უფლება არ უნდა მსიცე გარემოს...ახლა მე გყავარ - ეს რომ უთხრა ისე გაუღიმა მეტრეველს გული გაუჩერდა. იმ წამს რომ დაუკაკუნეს და კარი გაიღო ლამის გაგიჟდა
-შეიძლება?
-რა ხდება
-არაფერი... სხვა დროს შემოვალთ- წამსვე უკან დაიხია გოგონამ და კარი მიხურა
-კონსტანტინეე
-მალე გავგიჟდები! გავაფრთხილე დაკავებული ვიქნები ნუ შემაწუხებთ-თქო - თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა
-ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ?
-ვერ ვიტან ქვეყნიდან 2 დღეზე მეტხანს რომ მიხდება წასვლა... ყველაფერი ირევა სახლში. მაინცადამაინც მაშინ ხდება ყველა უბედურება
-მამას ეხება?
-არა ,ნუ ღელავ მამა კარგადაა ,როგორც ვვარაუდობდი ამჯერადაც გამოძვრა. მნიშვნელოვანი არაფერია...ჩემი ძმა და რძალი ჭედავენ ზოგჯერ
-და შენ რას გააკეთებდი აქ რომ ყოფილიყავი?
-ასე ნუ იცხადებ, ჩემი ძმა ისეთია თუ არ ჩაერიე მის ქცევაში ისე არაფერი გამოვა. რომ არ ვიცოდე სიგიჟემდე უყვარს ,ძირითადად მე ვეცხუბები სანამ რძალი გაიგებს ,მაგრამ ახლა ვერაფერი მოვახერხე...ამაზე დედამ ინერვიულა და ყველაზე მეტად ეგ მაცოფებს
-ყველაფერი მოგვარდება, დალაგდება თუ უყვართ და ცოტა მაინც ესმით ერთმანეთის
-ერთხელ ვკითხე თათა რომ შენნაირს გაჰყვეს ცოლად რას იზამ-თქო და არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა არ გავაყოლებ, უკან წამოვიყვანო ! მას მერე არაფერი მითქვამს ამ თემაზე ... დავიღალე და ამას შენ გარდა ვერავინ იგებს
-უნდა დამშვიდდე და ისე მიხვალ სწორ გადაწყვეტილებამდე, აჩვენებ შენს ძმას მიმართულებას. გადაღლილი და გონებაარეული ვერაფერს მოიფიქრებ- თმაში შეუცურა თითები და ლოყაზეც გადავიდა
-ვიცი,მაგრამ ძნელია ყოველთვის დამშვიდება ზოგჯერ ისე მიჭირს მგონია რომ ვეღარასდროს გავუგებ სიმშვიდეს გემოს ისეთს სხვა რომ არაფერი შემაწუხებს,რაღაც მიზეზის გამო რომ არ დამჭირდება დამშვიდებ , ასე უბრალოდ ვიქნები შენ გვერდით და სხვა არავისზე და არაფერზე მექნება სადარდებელი
-ეგ დღეც იქნება ,აუცილებლად. ღამეს დღე ყოველთვის ცვლის...მთვარე აუცილებლად ჩადის და მზე ამოდის , ნელ-ნელა ანათებს ყველაფერს და არა ერთბაშად
-ჩემი მზე წამსვე ანათებს მთელ ჩემ არსებას , გამოჩენაც კი არ არის საჭირო, მხოლოდ ფიქრიც კი იწვევს ღიმილს ,როგორი რთულიც არ უნდა იყოს მდგომარეობა შენი გამოჩენა ჩემს ფიქრებში ყველაფერს ცვლის
-კონსტანტინე დამოკიდებული ხდები , ის კი არასდროსაა კარგი
-ნუ მეუბნები...შენზე დამოკიდებულება ყველაზე კარგი რამაა
-არ უნდა არსებობდეს დედამიწაზე რაიმე რისი დაკარგვაც გაგანადგურებს, ვისი ტკივილიც ჭრილობებს გაგიჩენს
-ეს ხომ შეუძლებელია...ყველას ვისაც ოჯახი ჰყავს დამოკიდებულია მათზე . დამოკიდებულების ხარისხს გააჩნია მხოლოდ
-შენ ჩემი არასდროს გესმის, ჯიუტი ხარ
ის იყო ლილიას თმაში უნდა ჩამალულიყო კარი რომ გაიღო და ერთმანეთზე აკრული წყვილი დააშორა. იმდენად სწრაფად გამოჩნდა გოგონა ორივე გაკვირვებული დარჩა,მაგრამ უფრო ლილია
-კონსტანტინე უნდა მიშველო...გეფიცები გავაფრენ ,მარტო არ ხარ? მე მითხრეს საქმე აქვსო და ვიფიქრე
-რა ხდება თათა? მშვიდობაა?- წამსვე მასთან მივიდა და აღელვებულს ხელი მოხვია
-მერე გეტყვი...მარტო რომ იქნები
-მითხარი ახლავე ლილიასთან შეიძლება
-ლილია ? როგორც წყლის ნიმფა -უცებ გახედა გოგონას და გაეღიმა-მე თათა ვარ , კონსტანტინეს უმცროსი და
-ვიცი ვინც ხარ, მე
-ლილია ჩემი ჟღალია ...ახლა კი მითხარი რა ხდება
-ჩვენი არანორმალური ძმა მიუვარდა გაგას და თავ ყბა გაუერთიანა, ჩემ დას სიტყვასაც აღარ ეტყვი თორემ დედა ვეღარ გიცნობსო ...ბიჭს თვალი საერთოდ აღარ უჩანს
-ღმერთო ჩემო,მე კიდე რა არ ვიფიქრე ... მე რა გავაკეთო თვალი მოუშუშდება და თუ აღარ დაგელაპარაკება მეტიც არ მოხვდება. რატომ არ უთხარი ,რომ არ ჩარეულიყო
-როგორ არ ვუთხარი, ისიც ვუთხარი კონსტანტინე რომ ჩამოვა თუ საჭირო გახდება ის დაელაპარაკება-თქო ,მაგრამ ყვავილები რომ გამომიგზავნა უნახავს და გაგიჟდა როგორც იცის ხოლმე, ახლა ხომ საერთოდ შეშლილია და იმ საწყალზე იყარა ჯავრი. რომ გენახა როგორ იყო , გული მეტკინა
-დამშვიდდი ,გთხოვ .მეტჯერ არ განმეორდება ,ხომ იცი ახლა როგორაა არეული თვითონაც არ იცის რას სჩადის
-ძალიან კარგადაც იცის...შეუგნებელია უბრალოდ, ვერ შევასმინე რომ არაფერს არ მიშავებდა რა ჯანდაბააა სიყვარული დანაშაულია? ახლა რა რამდენი ვინმეს მოვეწონები ყველა უნდა ცემოს მეც თუ არ მეყვარება და არ ვეტყვი მასთან ვარ და არ შეეხო-თქო? რომ მეთქვა მიყვარს-თქო მერე რას გააკეთებდა
-პატარავ ახლა ხომ ვერაფერს შეცვლი,რატომ უნდა მოგეტყუებინა ეგ რომ გეთქვა მერე როგორ მოიქცეოდი? გგონია მშვიდად იქნებოდა ?
-შენ ვერ ხვდები ახლა როგორ ვგრძნობ თავს ...მისი და ისე მიყურებდა მეგონა კეთროვანი ვიყავი ..ჯერ რა უბედურებაა 17 წლის ბიჭს რომ დააცხრა თავს ამხელა კაცი .ასე ნუ მიყურებ ,ვიცი რომ საკუთარ თავს არ ვგავარ. აღშფოთებული ვარ კონსტანტინე
თათას ყორნისფერი თმა და გიშრისფერი თვალები ჰქონდა. სრულიად ნორმალური ხმით საუბრობდა, ტემბრს წამითაც არ უმატებდა მაგრამ თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა .კონსტანტინეს უყურებდა და თითქოს შვებას ეძებდა
-დაველაპარაკები და მეტჯერ აღარ გაიმეორებს იგივეს, შენ კი იმ ბიჭს აუხსენი სიტუაცია ანდაც შეეშვი და მე დაველაპარაკები . აქამდე რომ გეთქვა ჩემთვის ამ მდგომარეობამდე რომ არ მივიდოდით ხომ იცი
-შენ არ მეუბნებოდი ის მიამბე რაც გინდა რომ ვიცოდე , გინდა რომ გამინდოო? ამ ამბავს ჩემში განსაკუთრებული ემოციური ფონი არ გამოუწვევია არც დადებითი არც უარყოფითი და ამიტომ არ მითქვამს . საერთოდაც 16 წლის გოგონებს არ აცოფებთ ის ფაქტი ,ვიღაც ნორმალურ ბიჭს რომ მოსწონს და სრულიად ცივილიზებულად გამოხატავს თავის გრძნობას
-თათა - წამსვე შეამჩნია გოგონას აფერადებული ღაწვები და ზემოდან დახედა ლილიას გვერდით მჯდომს- მისი დახვეწილი ჟესტები მოგწონს თუ გაგა
-რა ტონალობით კითხულობ ?
-აბა არ მომწონსო?
-ბრაზდები თუ მეჩვენება
-მე კი არა შენ ბრაზდები და ჩვენ ძმაზე ამოსანთხევ ბრაზს ვატყობ ჩემკენ გამოუშვებ
-თვალებს ნუ მიბრიალებ კონსტანტინე
-თათა ადგილზე დაბრუნდი ,ნუ წიოკობ
-კონსტანტინე- ლილია აქამდე ჩუმად იყო,არ თვლიდა საჭიროდ და-ძმის დიალოგში ცარევას და საერთოდ ოთახიდან გასვლაც უნდოდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო .თანაც იცოდა კონსტანტინე რასაც ეტყოდა.ახლა კი არ მოეწონა სიტუაციის ასეთი ცვლილება- ხომ შეიძლება შემდეგ მოსწონებოდა, თუ ამდენი რამ გააკეთა,ასე კარგად იქცეოდა იქნებ დამოკიდებულება შეაცვლევინა თათას, რა არის აქ გასაოცარი
-ერთია როდესაც იმ ბიჭს სცემენ რომელიც შენს შებმას ცდილობს და მეორე როდესაც შენი ძმა იმ ბიჭს ულურჯებს თვალს , რომელიც მოგწონს
-შენ როდის გამოსცადე ეგ
-ლილია !
-ახლა თქვენც ნუ იჩხუბებთ რა ...
-ჩვენ არ ვიჩხუბებთ საყვარელო,შენი ძმა დამშვიდდება უბრალოდ
-დავმშვიდდები რა პრობლემაა...იკითხოს შეყვარებულმა გოგონამ
-შეყვარებული არ ვარ ,ნუ აჭარბებ ...უბრალოდ არ მინდა ასე იყოს
-გადაუვლის რამდენიმე კვირაში სილურჯე და თვალების ჟუჟუნს ისევ განაგრძობს შენი ცოსფერთვალება რომეო
-მეღადავები კონსტანტინე? - სავარძელში მიწოლილ ძმას გახედა და წარბები მაღლა აზიდა
-როგორ გეკადრება...წარმოვიდგენ როგორი გრძნობაა შენ ბიჭს თვალს რომ უსინიაკებენ
-წარმოდგენა არაა საჭირო გეტყვი ... გინდება რომ მოეფერო ,აკოცო და როგორმე გაუყუჩო ტკივილი
-თათააააა ,ტყუილად ცდილობ მაინც ვერ ამაგდებ
-ისე მიყურებდა ,მართლა მომინდა ჩავხუტებოდი და პატიება მეთხოვა ასეთი იდიოტი ძმა რომ მყავს ,მაგრამ გადავიფიქრე
-მაინც რაოო ...ეშინოდა დალაპარაკების თუ როგორ იყო
-გაგა ვიღაც მშიშარა კურდღელი ხომ არ გგონია, უბრალოდ უტყდებოდა ასეთი ნაცემი რომ იყო
-ამას უყურეთ რაა ...შენ ძმას ლანძღავ და ისეთი ბიჭი მოგწონს ცოტა ხანში შენ ძმას რომ არ ჩამორჩება ჩხუბისთაობით?
-არ არის ჩხუბისთავი, უბრალოდ არც ასე ცემა-ტყეპას არის მიჩვეული
-შენ მგონი ის გადარდებს მაგ ბიჭს რომ შეხვდე და ისევ სცემოს ჩვენმა ძმამ ამიტომ გინდა დაველაპარაკო .ხომ ასეა თათა?
-უხეში ინტერპრეტაციაა
-მაგრამ ზუსტი
-ასეც ვერ ვიტყოდი ,მაგრამ მაინც დაზღვეული უნდა ვიყო
-თავიდანვე გეთქვა იცი ჩემი მომავალი სეყვარებული ჩვენმა ძმამ სცემა, მიდი უთხარი რომ ნაცემი რომეო მომეწონა და მეტჯერ აღარ გაიმეოროს იგივეო
-ნუ იცინიკოსობ კონსტანტინე
-ლილია , მე ვერ ვიტან როდესაც შორიდან იწყებენ სათქმელს და შენ ეს კარგად იცი არაა აქ საჭირო ეს ქალური სოლიდარობა
- როგორ იცი ხოლმე ადამიანის გაწამება, მე მაინც ხომ ვიცი ბოლოს რასაც გააკეთებ. ხოდა ახლა მაკოცე და დამშვიდებული გამიშვი სახლში, სამეცადინო მაქვს
-წამის წინ ცეცხლს აფრქვევდი და ახლა როგორ მიჟუჟუნებ თვალებს.რომეოს გავლენაა?
-რომეოს ნუ ეძახი ,არ მომწონს
-ნუ გაგა რომეოს აშკარად ჯობს
-რა ეჭვიანი ძმასავით იქცევი ,რა გჭირს?
-წადი სახლში,იმეცადინე და მოფერება არაა საჭირო, ისედაც მოურჩება ის თვალი - აკოცა და ბოლოს წარბები შეკრა,თათამ ხმამაღლა გაიცინა და მერე ლილიას დაემშვიდობა
-გამიხრდა შენი გაცნობა, იმედია კიდევ შევხვდებით და ჩემი ძმა ეგოისტურად არ მიგისაკუთრებს
-მეც გამიხარდა,იმედია ყველაფერი მოგვარდება
-ნახვამდის...
კონსტანტინემ თავი უკან გადასწია და ღრმად ჩაისუნთქა . ფეხები გაშლილი ჰქონდა და თითებს მუხლებზე ათამაშებდა
-საგიჟეთია რა ...
-ნუ აზვიადებ, ლამაზია ძალიან და რომ მოეწონებათ ვერ ხვდები? იქნებ საერთოდ არ აპირებს სერიოზული ურთიერთობსი წამოწყებას 16 წლისაა მხოლოდ
-ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს, თათა გაართმევს თავს პირად ცხოვრებას თანაც ვიცი ის ბიჭი როგორია . ჩემი ძმა როგორც იქცევა ეს მაგიჟებს...საცემი რომ ყოფილიყო ის ბიჭი მე ასე მშვიდად ვიქნებოდი?
-შენ რომ წასული იყავი?
-კარგი რა ლილია, გგონია არ ვიცოდი ჩემი და ვის მოსწონს? სკოლაში რომ ვაკითხავ ხოლმე მარტივად ვიღებ ინფორმაციებს უბრალოდ რამდენიმე წუთი უნდა დააკვირდე ,უსმინო და თვალი ადევნო ყველას
-„ძმები“ საოცარი ფენომენი ხართ ყველანი განსხვავებულები ,მაგრამ მაინც ერთნაირები. არ შეიძლება რაიმე დეტალი გამოგრჩეთ საყვარელი დის ცხოვრებიდან
-საერთოდ არ ვფიქრობ რომ ცუდი ჩვევაა...მთავარია რომ ზედმეტად არ ჩაერიო, ცოდნა კი არაფერს აშავებს
-ვერ შეგედავები ,მთავარია საკუთარ თავზე ზედმეტი არ აიღო და იქ არ ჩაერიო სადაც ამის საჭიროება არ არის... ისე კარგი არ არის შენ ძმას რომ ეჩხუბები
-ამას ჩხუბი არ ქვია...სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან ,მაგრამ მაინც ერთმანეთზე ახლობელი არვაინ გვყავს . ზოგჯერ თვითონ მეჩხუბება , ბავშვობაში რამეს რომ ვაშავებდი თავზე დამადგებოდა და ისე მიბრიალებდა თვალებს სადღაც ჩაძვრომა მინდებოდა
-რამდენი წლითაა უფროსი
-სამი წლით ,როდესაც რაღაცის ახსნას ვცდილობ სულ ამ სამ წელს მახსენებს
-მუშაობას როდის დაასრულებ?
-ცოტა დამრჩა...შენ მოსვლამდე თითქმის დავასრულე. ახლა გავაგრძელებ და ერთად წავიდეთ,თუ სადმე არ გეჩქარება ,კარგი?
-კარგი...
ჩუმად იჯდა და უყურებდა საქმეში ნახევრად გართულს, ბოლომდე კონცენტრირებას ვერ ახერხებდა ლილიას იქ ყოფნა აფორიაქებდა. მაქსიმალურად ეცადა და თავს მოერია, როგორც კი დაასრულა მაშინვე წამოდგა და ლილიასთან ერთად დატოვა იქაურობა.
გასეირნება მაინც ვერ მოახერხეს, ლილიას დაურეკეს და გეგმები აურიეს კონსტანტინეს
-სად მიდიხარ?
-სოფელში ...ხვალ ბებოს და პაპას ქორწინების თარიღია და სიმბოლურად ყოველ წელს ავღნიშნავთ ამ დღეს. ყველა შვილი და შვილიშვილი ერთად ვულოცავთ უკვე სამოცი წელია სარეცელს იყოფენ და ჯვარი არ აქვთ დაწერილი...ხოდა ახლა გვინდა რომ ჯვარი დაიწერონ .ბაბუა უარზეა რა დროს ჯვრისწერააო ,მაგრამ ბებო დაარწმუნებს
-60 წელი ჭირსა და ლხინში ... საოცარია
-გარიგებით დაქორწინდნენ, შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს და ბაბუს რომ ჰკითხო გეტყვის საერთოდ არ მომწონდაო ,თვითონ მოვწონდი და ჩააწყო საქმეო
-აუუ მართლა ეგრე ამბობს?
-ბაბუას იუმორის გრძნობა და ბებოს გაგიჟება ჩვეული ამბავია ჩვენს ოჯახში...ბებო ძირითადად მასხარას ეძახის და ბაბუ ახსენებს რომ ლამის ოთხმოცი წლისაა და დროა ზედმეტსახელი შეუცვალოს
-არ გინდა ჯვრისწერაზე დამპატიჟო?
-გინდა რომ დაესწრო მათ ჯვრისწერას?
-ძალიან ოჯახური გარემოს თუ არ დავარღვევ რატომაც არა
-არა რას ამბობ...მე უბრალოდ
-კარგი , ჯერ ადრეა ნათესავებთან შენთან ერთად გამოჩენა მით უმეტეს გიგისთან საუბარიც გამიჭიანურდა. სხვა დროს გავიცნობ იმედია...მოვედით. თავისუფალ დროს დამირეკე და დიდხანს არ დარჩე ხო?
-ორ დღეში დავბრუნდებით და აუცილებლად დაგირეკავ ... შემიძლია დაგპატიჟო
-ხო ,მაგრამ უარის თქმა მომიხდება . ახლა ამის დრო არ არის, მეც საქმეები მაქვს და ქალაქიდან ვერ გავალ
-ხომ მომიყვები თათას და მისი შეყვარებულის ამბებს?-ლოყაზე აკოცა და გაუღიმა
-შეყავრებული არ არის და არ მოგიყვები
-ჰმ,კარგი ხო . წავედი...ორ დღეში გნახავ-კიდევ რამდენჯერმე აკოცა და მანამ გადვაიდა მანქანიდან სანამ გონს მოვიდოდა კონსტანტინე
-არ მაკოცნინა ისე წავიდა...ოხ ლილია მალე გულს გამიჩერებ- ღრმად ჩაისუნთქა ,ერთხანს თვალს ადევნებდა შემდეგ ისევ დაუბრუნდა საკუთარ პრობლემებსა და ფიქრებს. ლილიასთან განშორების შემდეგ თითქოს პრობლემების უზარმაზარ მთას ეჯახებოდა და ფიქრობდა მწვერვალზე როგორ აღმოჩენილიყო ....
.........................
ლილია სოფელში რომ წავიდა გვანცას გამოცდა ჰქონდა და მასთან ერთად წასვლა ვერ მოახერხა, ვინაიდან მარტო იყო ქალაქში და დილით აპირებდა სოფელში წასვლას გადაწყვიტა საღამოს განსატვირთად ბარში წასულიყო . ბიჭებია დგილზე იყვნენ,ამჯერად მაგიდასთან ისხდნენ და სვამდნენ, ჯერ კიდევ ცოტა ხალხი იყო ირგვლივ . პირდაპირ მათკენ დაიძრა და თავზე დაადგა
-მივესალმები საუკეთესო მუსიკოსებს ...როგორ ხართ ბიჭებოოო
-ვაა გვანცაა ,შენ როგორ ხარ? სად დაგვეკარგე
-გამოცდები მქონდა , ხან ქალაქში არ ვიყავი სამაგიეროდ ახლა მოვედი. აბა როგორ ხართ? თქვენ არ გაქვთ გამოცდები თუ მაგისტრები ისვენებთ
-გიო ჯერ კიდევ ბაკალავრისთვის იბრძვის
-რას დამცინი შე ჩემა ჩემი გამჭირვებია თქვენ მალე მაგისტრები იქნებით და მე ჯერ კიდევ ვერ ავიღე დიპლომი
-რას აბარებდი მერე ვინ გაძალებდა
-რომ დაგჭირდები გაგახსენებ
-მიდი ახლა ასეთ ექიმთან...შენ რა ქენი გვანციკო დაწერე კარგად?
-აჰაამ...შევაკვდი წუხელ და შრომამ შედეგი გამოიღო კიდეც . მერე სამსახურში ვიყავი და დავიღალე
-დალევ?
-დავლევ...ბევრს და მაგარს, იცოდეთ სახლის მისამართი ტელეფონში მიწერია და გასაღები ჩანთის წინა ჯიბეშია
-მიგიტანთ ,ჩვენი იმედი გქონდეს
-უუჰ დავმშვიდდი ...
დალია,თანაც საკმაოდ ბევრი. ბიჭებთან საუბრობდა, ბარი გაივსო, ახმაურდა და ყველაფერი აირია. იდგა მათ წინ როცა უკრავდნენ და ცეკვავდა ჭიქით ხელში, მოდუნდა, ყველაფერი დაავიწყდა და უბრალოდ მელოდიას მიანდო მთელი არსება. გათიშული ნამდვილად არ იყო, მაგრამ გრძნობებს რომ ჰყვებიან სწორედ იმ ეტაპზე იყო. გიორგიმაც ზუსტად ამ დროს დატოვა სცენა და წინ აესვეტა მიკროფონით ხელში .ცდუნებას ვეღარ გაუძლო გვანცამ, მისამღერი გაიმეორა და ყველას ყურადღება მიიქცია. დაიწყო და ვეღარ გაჩერდა,თითქოს ტვინის ნაცვლად სიმღერა მართავდა მის სხეულსა და სულს. ეს იყო ნამდვილი ბედნიერება და სხვა არაფერი, თავისფლება ყოველგვარი დაღლილობისგან, სიხარული სულისა და გულის... შეძახილები, ტაშის ხმა და უამრავი ადამიანისთვის განაწილებული ემოციები პირველად ეკუთნოდა გვანცას, ეს კი ნარკოტიკს ჰგავდა , რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა ....
მართალია გამოფხიზლდა,წაყვანაც არ სჭირდებოდა მაგრამ ბიჭებმა მაინც გააცილეს და კიდევ ერთხელ აავსეს კომპლიმენტებით.
ლიფტშიც გაღიმებული შევიდა, ისე გრძნობდა თავს თითქოს პირველ ნაბიჯებს დგამდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო და ცხოვრებას ახალი ფერი შესძინა. საწოლზე დაეცა და მიშოს დაურეკა , მანაც დიდხანს არ დააყოვნა და წამში გაიგო საყვარელი ხმა
-ამ დროს რომ გოგოს არ ეძინება
-მიშოოო ....მიშიკოოო
-მთვრალი ხარ გვანციკო? გამოცდის ჩაბარება აღნიშნეთ კურსელებმა?
-ნწ...მარტო ვიყავი ბიჭებთან ერთად
-ვინ ბიჭებთან
-გიორგისთან,გიგუნასთან,ზურიკელასთან და შაკუნასთან ერთად
-კარგია ,ყოჩაღ...დაათვრე თუ მარტო შენ დათვერი
-ნწ ...იმათ ცოტა დალიეს
-რა გაცინებს გოგო...ვიღაც ოთხ ბიჭთან ერთად სვამდი ?
-მომწონს შენი ბრაზისგან გაგიჟებული ხმა...ყელზე მოისვი თითები ძარღვები გამოგებერებოდა აუუუუ მანდ კოცნა მინდააა ,მინდა მინდა მინდააააააა
-ღმერთო ამას ვის გადავეყარე
-ნუ ღელავ...კარგი ბიჭები არიან,სახლამდეც მომაცილეს ლილიას კოსტას მეგობრები არიან
-დავმშვიდდი
-წარბებს ნუ კრავ ... რა უბედურებაა ეჭვიანი მზარეული...ჩემი შეფ-მზარეულის მომზადებული ვახშამი მომენატრა სხვათაშორის
-შეფ-მზარეულს გაბრაზებულია და არაფერს მოგიმზადებს
-რომ ვნახავ შემოვირიგებ და შეიძლება საუზმეც კი მომიმზადოს
-ვინ ,მე?
-დიახ,დიახ თქვენ ბატონო მიხეილ
-ნერვებს მიშლია გვანცა და გავგიჟდები მალე
-რას ხვნეში ჩარკვიანო? რატომ გინდა ისედაც აგზნებული ტვინიდან სხვაგან გადაინაცვლოს ამ აღგზნებამ? მცხელა ისედაც ,არადა გარეთ ცივა
-გვანცა შხაპი მიიღე და დაიძინე,ხვალ დავილაპარაკოთ
-დილით სოფელში უნდა წავიდე,იქ არ მეცლება მთლიანად უნდა ჩავიძრო ემოციებში.მობილური ნორმალურად არც იჭერს ,ადგილის პოვნაა საჭირო
-წასვლამდე დამირეკე ...
-მაგ დროს გძინავთ თქვენ
-გვანცა დაიძინე ... გელოდები
-სად მელოდები მანდ?
-ხო აბა რა ვიცი იქნებ ცუდად გახდე
-არ მაქვს ცუდი სიმთვრალე არ იცი რა საყავრელი ვარ მთვრალი?
-კიდევ კარგი რომ დამშვიდება არ გჭირდებოდა ,ისევ
-უკაცრავად მომესმა და მომეჩვენა თუ ის იგულისხმე რაც მგონია
-არაფერი მიგულისხმია გვანცა, დაიძნე და ხმას ნუ უწევ
-სულ კარგად ბრძანდებოდე! არ გაბედო და არ დამირეკო თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ...რომ დამჭირდება დამშვიდება სხვას ვიპოვნი ვინმეს ,ჩემთვის ხომ სულ- ერთია
-გვანცა არ გათიშო ...გვანცაააა-მეთქი
რა თქმა უნდა გათიშა,მობილური საერთოდ ისროლა და კივილიც მიაყოლა
-როგორ მეზიზღები ...როგორ ვერ გიტან იდიოტო გვანცა .როგორ ვერ გიტან დაწყევლილო ჩემო ბედო ......რატომ არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევირგო ბედნიერება .მეტის ღირსი ხარ ხომ მიენდე, სულით და გულით ხომ გაშიშვლდი , ხომ იფიქრე რომ იპოვნე ადამიანი რომელიც გაგიგებდა
-ბალიშში თავჩარგული მოთქვამდა, საბანში გაეხვიანახევრად შიშველი სხეულით და ასე ტირილისგან,ემოციებისგან გამოფიტული გაითიშა...
დაიწყო დღე , რომელიც ვიღაცისთვის ერთად გატარებულ მესამოცე წელს უდრიდა
კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა, თვაებდახუჭული წამოდგა და ისე გამოაღო კარს ეყრდნობოდა.მკლავებში რომ ჩაავლო ვიღაცამ და უკან გასწია თვალები შემდეგ გაახილა, ცივ კარს შიშველი ზურგით ეყრდნობოდა , გაფართოებული თვალებით უყურებდა გაცეცხლებულ მიშოს
-სულ გაგიჟდი ხომ? არანორმალურო შენ! გირეკავ არ მპასუხობ, ლამის შევიშალე , გამოვვარდი , ერთი საათია კართან ვარ და შენ შიშველი მიღებ კარს?
-ხომ გითხარი არ დამირეკო-თქო...- წამსვე გამოფხიზლდა , ინსტიქტმა სძლია, ხელი მკერდზე ჰკრა და მოიშორა- რატომ რეკავდი, ან საერთოდ რამ შეგშალა,რას წამოხვედი და რას დაეყუდე აქ... შიშველი ? როგორ შიშველი ამათ ვერ ხედავ?- საცვლებზე მიუთითა და გაიცინა-შენ ხომ არ გგონია რომ მთვრალს დამავიწყდა ,ერთი სიტყვაც არ დამვიწყნია და არც დავივიწყებ! მთვრალს მშვენიერი მახსოვრობა მაქვს შენ წარმოიდგინე - თითი მკერდზე მიარტყა და მისკენ დაიძრა
-გახსოვდეს მერე რა ... დიახაც შიშველი ხარ და საერთოდ ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო გათიშული,ნახევრად მძინარე ხვდებოდი ამ ფორმაში? საერთოდ რატომ მიბრაზდები ვერ ვხვდები, დავიჯერო არ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება და ის თუ
-მხოლოდ ის ვიცი რაც თქვი , მახსოვს და გავიგე მშვენივრად. ახლა კი უკაცრავად ,მაგრამ სტუმრობისთვის არაშესაფერისი დროა...თენდება და გამოძინება მჭირდება ჯვრისწერაზე მისვლამდე
-გვანცა ჭკუიდან ნუ გადამიყვან! არ შეიძლება მე და შენ უბრალო სიტყვების გამო ვიჩხუბოთ
-გგონია ვჩხუბობთ? ღმერთო ჩემოო მორჩა ! ახლა კიდევ თუ გააგრძელებ დამშვიდება დამჭირდება და ზედა მეზობელი უსიმპათიურსი ბიჭია ავალ ,თან დილაა უარს არ მეტყვის დარწმუნებული ვარ- ირონიული იყო,გამაღიზიანებლად,გამაგიჟებლად იქცეოდა
-ასე ნუ მექცევი...ნუ მაგიჟებ გვანცა
-ხოდა ნუ გიჟდები...უკვე სახლში შემოჭრის ფორმატში გადავდივარტ ჩარკვიანო?
-გვანცა...გვანცა- ხელი მოხვია და თავისკენ შეაბრუნა ისე უყურებდა გვანცა წამით შეჩერდა-მითხარი რომ დაივიწყებ იმ სიტყვებს, რომლებიც არაფერს ნიშნავს. მითხარი რომ ხვალ სოფლიდან დაბრუნებული ჩემთან მოხვალ , ისევ ისე როგორც ადრე
-სულ ტყუილად საუბრობ ამ მშვიდი ხმით, ნუ მიყურებ ასეთი მზერით და შემეშვი ! მე ასე მარტივად არაფერს ვივიწყებ, არ არსებობს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, შეიძლება დუმილით გამოთქმული გრძნობები,მაგრამ რასაც ამბობ ის აუცილებლად გამოხატავს აზრს. სადღაც ტვინის რომელიღაც წილში დაბუდებულ აზრს.... ახლა თუ არ წახვალ გეფიცები კონტროლს დავკარგავ
-ხოდა დაკარგე კონტროლი,ასე ნუ მელაპარაკები და ნუ მეუბნები იმას რაც მაგჟებს. შენ ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ, ვცოფდები რომ ისევ ვერ ხედავ ჩვენ შორის კავშირს და ეჭვი შეგაქვს ჩემ გრძნობებში, გავგიჟდი წუხელ ...გიჟი ვარ, ეჭვიანი ,არანორმალური და ვერ შევიცვლები .რომ წარმოვიდგინე ბარში იჯექი და სვამდი , ათასი ვინმე გიყურებდა და მე იქ არ ვიყავი, ჭკუიდან შევიშალე . ყველა სულელურ დეტალზე შეიძლება ვიეჭვიანო, ახლაც ვბრაზობ იმაზე რომ შიშველმა გააღე კარი ...ასე გიყურებ და ნერვები მეშლება რომ მოფერების ნაცვლად ვკამათობთ ამ სისულელეზე. სისულელეა იმიტომ რომ ჩემსა და შენს შორის ჯაჭვია ,რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს. ახლა რომ წავიდე, ხვალაც, ზეგაც....კიდევ დიდხანს რომ გამიბრაზდე, შენი სიჯიუტე,თავმოყვარეობა არ ვიცი რა კიდევ რომ არ დაივიწყო და არ შემირიგდე ბოლოს ხომ მაინც ჩემთან იქნები...ეს ხომ ორივემ ვიცით გვანცა , არ მინდა, არ ვაპირებ და არც შევეგუები შენთან ასეთ ურთიერთობას. მშვენივრად ვიცი რომ შენ ჩემი ხარ, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ ყველაზე ვინც გიყურებს, ვეჭვიანობ არა შენგამო , მინდა ყველას ავუხვიო თვალები და მხოლოდ მე გიყურებდე ვიცი ვნ ვარ და საკუთარ თავში ეჭვი არც მეპარება მაგრამ მაინც ბევრი მაგრამ იქნება და ამას უნდა შეეგუო...უნდა მიმიღო ისეთი ავადმყოფი როგორიც ვარ, რადგან მეც შენი არანორმალური სულით ვარ შეპყრობილი....
-მსოფლიოში ყველაზე სულელი ქალი ვარ, მაგრამ არ მადარდებს ...ამ სიტყვებს სულ გაგახსენებ და ჩემგან თავს ვერ დააღწევ. სწორედ მაგ ჯაჭვით დაგაბავ თუ დამჭირდება- პერანგის საყელოში წვდა და თავისკენ მიიზიდა
კოცნა ძლივს შეწყვიტა, ვერ სწყდებოდა გვანცას სხეულს,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა
-სალიო...სალიო მელოდება მანქანაში
-რააა? ბავშვი წამოიყვანე ამ დროს? სულ გადაირიე? - უცებ მოშორდა და გარდერობისკენ გავარდა- ახლავე ამოიყვანე ალბათ სძინავს სავარძელზე ...არანორმალუროოო ძიძას ვერ დაურეკე ან საერთოდ რა მოგარბებნინება
-10 -ზე მიდიოდი დაგეპასუხა მობილურზე
-ამ მობილურზე?- იატაკზე დავარდნილ მობილურზე ანიშნა და თვალები აატრიალა-რას ელოდები მანდ?
-ჩაცმული აღარ მომწონხარ - საწოლს იდაყვებით ეყრდნობოდა და ისე უყურებდა - დაიძინე, მერე უნდა იმგზავრო ,ჯვრისწერაზე ფორმაში ხომ უნდა იყო . მე და სალიო დავბრუნდებით სახლში და დაგელოდებით - ისევ აკოცა და თმაზე მოეფერა- მალე დაბრუნდი ხო?
-ხოო -ქვემოდან უყურებდა და წამწამებს ახამხამებდა - ხვალ მოვალ ან ზეგ დილით ,თუ საუზმეს დამახვედრებ დავრჩები
-ნწ,საუზმეს ქორწინების პირველი ღამის შემდეგ გამთენიისას მოგიმზადებ
ისევ აკოცა და წავიდა. გვანცა კი სრულიად არეული გრძნობებით სავსე იდგა ისევ იმ ადგილას სანამ გონს არ მოვიდა და ისევ საწოლში არ დაბრუნდა. ბალიშს ჩაეხუტა და ისევ დაიძინა , ამჯერად დადებითი ემოციების ზღვაში.....
.....................
მთის წვერზე აშენებულ ტაძარში იყვნენ ჩიქოვანები შეკრებილნი.ღიმილით ადევნებდნენ თვალს ოჯახის უხუცესების ჯვრისწერას. ეკლესიის მცირე დარბაზი მთლიანად სავსე იყო,ცერემონიის დასრულების შემდეგ კი სახლში დაბრუნდნენ და მისაღებში გაშლილ უზარმაზარ სუფრას მიუსხდნენ.
ლილიასთვის განსაკუთრებული ემოციების მატარებელი დღე იყო, ახალ წლამდე სულ ცოტა ხნით ადრე ,თოვლიან მთებში ჩაფლულ სოფელში ატარებდა ერთ ლამაზ დღეს მამას ნათესავებთან და საყვარელ ოჯახთან ერთად. ყველანი საოცრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ,მაგრამ მათ ძარღვებში ერთი სისხლი ჩქეფდა .
აივანზე იდგა , სახლიდან გამოსული სიმღერის ხმის ფონზე უყურებდა მზის ჩასვლას. კონსტანტინეს დაურეკა და მისი ხმის გაგებამდე ტუჩებს იკვნეტდდა , მთელი დღე ისე გავიდა დაკავშირება ვერ მოახერხა
-საღამომშვიდობისა კონსტანტინე
-ჟღალო...როგორ ჩაიარა დღემ?
-შესნიშნავად...შენ როგორ ხარ?
-კარგად ... ახლა სახლში ვარ საახალწლო სამზადისში მრთავენ , ძალდატანებით
-ვინ გაბედა
-დედამ ... ახალი წლის ბოლო კვირა განსაკუთრებით უყვარს და ითხოვს ამ დროს ყველანი სახლში ვიყოთ .ბავშვსაც კი ასაქმებს წარმოგიდგენია?
-შენ რა გააკეთე?
-ნათურები დავკიდე , ლამის დავილეწე ისეთ ადგილებშ მამაგრებინებს ამ მოსართავებს . ჩემი ძმა გარეთ გაუშვა და ეზო გაანათებინა ... ჩემი და და რძალი სამზარეულოში ჰყავს გამოკეტილი არც გვიშვებს შიგნით და მალე გული წამივა ისეთი სურნელი ტრიალებს სახლში
-ჩემი საბრალო ფოტოგრაფი...რა დღეში ყოფილხარ თურმე
-ნუ დამცინი...რომ მშია და არ მაჭმევენ ცუდად ვხდები
-აბა არ მაქვს გართულებაო? შემიძლია მოთმენაო?
-ეს სულ სხვა სიტუაციაა ... თან 29 დეკემბერს თამროს და თათას დაბადებისდღეა
-ორივესი?
-აჰაამ
-რას ჭამ მსუნაგო?
-გოზინაყი მოვიპარე ...ჩშშ
-მართლა?
-გოზინაყი არ გიყვარს?
-ნუ მაგიჟებ...გოზინაყის გამო ვერ იკავებდი თავს?
-მიყვარს და რა ვქნა?
-ახლა ვხედავ როგორი გამომეტყველება გაქვს იცი?
-ვიცი...
-რა იცი მე რას ვხედავ
-მეც სულ გხედავ და იმიტომ...შეპყრობის პირველი სტადიაა , ჯერ სად ხარ
-კონსტანტინეეე
-ნუ მებუზღუნები...მგონი იყინები შენ მანდ, წყვირი გაგიწითლდება და მიგეყინება.სახლში შედი
-ნწ, იქედან ვერ დაგირეკავ. აქ მთაა და ყველგან არ იჭერს
-მაშინ ხვალამდე ...
-გოზინაყის ჭამას მაინც შეეშვი ...თავიდან მიშორებ რო უფრო მშვიდად ჭამო?
-მიყვარს ამ ტონალობით რომ მესაუბრები და წარბებს სასაცილოდ კრავ
-გოზინაყის გარდა კიდევ რა გიყვარს ყველაზე ძალიან?
-გოზინაყი და შენ
-რა საოცრებაა გოზინაყის შემდეგ ვიკავებ მეორე ადგილს...დედა,მამა, ძმა ,და ,ძმისშვილი მაინც გეთქვა! ვერ ვიტან გოზინაყს
-ეჭვიანობ?
-დიახაც, საერთოდ არ ვიცოდი მომზადება, სულ ცუდად გამომდის წელს სწავლას ვაპირებდი და არ ვისწავლი!
-კარგი , დედაჩემი გასწავლის .ისე ცოლად არ შეგირთავ
-დედაშენმა მოგიმზადოს ,მე არ ვისწავლი
-ლილიააა
-ჰოოო
-ჩუმად რომ იცინი ცუდად ვხდები , მანდ მინდ ავიყო და გიყურებდე ნუ მაწვალებ
-გოზინაყი ჩაკბიჩე და გიშველის
-ლილიააა
-მომენატრე
-ცუდად მხდი
-რომ მოვალ გაკოცებ
-სულ არ გეცოდები?
-კონსტანტინეე, ხვალამდე
-ხვალამე ,ჟღალო
გაყინული თითები ერთმანეთში ახლართა ,ისევ აგხედა ხედს და სწრაფა დაბრუნა სახლში. გვანცა მის ბიძაშვილებთან ერთად მღეროდა, ბავშვები იქვე ცეკვავდნენ. თავად ანას გვერდით დაჯდა და ჩაეხუტა
-ჟღალო სად იყავი?
-კონსტანტინეს დავურეკე...მთელი დღეა არ გვისაუბრია
-როდის გაგვაცნობ უფრო ახლოს მაგ ბიჭს?
-როდესაც დრო გვექნება ... აი ბავშვს რომ გააჩენ მაშინ
-გინდა საიდუმლო გითხრა?- ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში და ტუჩი მოიკვნიტა
-რა საიდუმლო?
-წამომყევი- ფრთხილად წამოდგა ,ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა
-ასე სწრაფად ნუ დადიხარ ,არ შეიძლება.ჯერ წესით წოლითი რეჟიმი გაქვს
-ყველაფერი კარგადააო ექიმმა ... - კარს გახედა და ტუჩები წინ წამოსწია -გვანცა მომკლავს...
-გვანცა აქ არის გაბერილოოო...აბა რა ხდებაოო რაოო რაოო-უცებ გამოჩნდა და კარი საჯდომით მიხურა- რამე სეკრეტნი საუბარი გვაქ ანიკუშკი?
-აჰააამ
-ოო ეს გამოხედვაააა ჩემო ეშმაკუნა რა ხდება? ტყუპები გყავს?
-ნწ ... ერთია ,მაგრამ ევაა
-გოგოა? მოიცა ევა როდის გადაწყვიტეთ?
-პირველი ქალის სახელი უნდა დავარქვაო ლუკამ განაცხადა,ახლა აღარ ემახსოვრება,მაგრამ მე მომწონს ეს სახელი თან ყველას არ ჰქვია
-აუუ პაწაწოო გოგო გვეყოლება? ვარდისფერ ფუშფუშა კაბებს ვუყიდი, პაწაწო ბაჩუჩებს.მგოონი მთვრალი ვარ - უცებ გაწვა საწოლზე და ანას მუცელზე დაადო თავი
-ევა ...ევა ძალიან მომწონს. ლუკას როდის ეტყვი? გუშინ ხომ იყო შენთან ერთად
-იყო,მაგრამ მე მოვახერხე და საახალწლო სიურპრიზს გავუკეთებ. კლინიკაში ისიც ეყოფა ბავშვის გულსიცემას რომ ისმენს და ინაბება . მერე მთელი დღე გაკრეჭილი დადის ,მალე გამაგიჟებს
-არა ვინ იფიქრებდა ასეთი კარგი ქმარი თუ იქნებოდა,შენ იფიქრებდი ანიკო?
-მე ხომ სულ ვამბობდი - ლილიამ თავი მაღლა ასწია და გაიღიმა- ჩემი ლუკა საუკეთესო იქნება-თქო
-მეტიჩარა...მაგარი ბიძაშვილი მყავსო - გვანცა აკისკისდდა და ანაც აჰყვა- ჰეიი პაწაწოო რომ გამოხვალ დეიდა გვანცა ბევრს მოგეფერება
-დეიდა გვანცა მალე აკოჰოლოკი გახდება და ხელშ ვერ დაგიჭეერს
-რას ეუბნები ბავშვს?
-აბა რას ელაპარაკები ესმის? არ მიყვარს ეს დიალოგები მუცელთან, გაიზრდება და ეჭორავე მერე
-უიმე როგორ გაანჩხლდი ქალო რა გჭირს
-გუშინ სად იყავი გვანცაცო უშვენოდ?
-ბიჭებთან ვიყავი ...უი მართლა მოგიყვეთ - უცებ წამოჯდა და თითები ერთმანეთში ახლართა-გუშინ ვიმღერე, გიორგისთან ერთად...იცი რა კარგი იყო? საოცრება ვიგრძენი , ბევრი ვიცეკვე, ვიმღერე და ტაშს მიკრავდნენ იცი? ყველას მოეწონა
-იმღერე? შენ? გიორგი ვინ არის...კონსტანტინეს მეგობარიაო ის ბიჭი? აბა მიშოოო მომწონსო?
-აუუ ანიკო როგორ ჩამორჩი მოვლენებს
-არაფერს მიყვებით ბოლომდეე რა ჩემი ბრალია
-სხვა დროს მოგიყვებით...
-უჩემოდ როგორ იმღერე ...მე რომ მინდოდა მოსმენა? - ლილია“გაებუტა“ წამწამებს ახამხამებდა და ისე უყურებდა
-ჩემო სიყვარულიკო...შენთვის რამდენჯერ მიმღერია? ჩემო ერთაერთოოო- მისკენ მიცოცდდა და მოეხვია, თან ლოყებს უკოცნიდა
-რა ცუდები ხართ, რომ დაიწყებთ ლაპარაკს ყველაფერი გავიწყდებათ
-აქ რო ლუკა იყოს ჩვენ სულ არ გემახსოვრებოდით...
-მოიცა მოიცა ახლა რა გამოდის ,რომ სიმღერას იწყებ?
-არაა...უბრალოდ გიოსთან ერთად ვიმღერებ როცა ცუდად ვიქნები.საოცარი განტვირთვა იყო,ნუუ მიშოს ვერ შეედრება ,მაგრამ როცა მიშოსთან არ ვიქნები - ტუჩები გაილოკა და ეშმაკურად ჩაიცინა
-ოხ შე გარყვნილო ....ისე რა იყავი და ახლა ხომ საერთოდ გაშლი აფრებს
-მიშო უკმაყოფილო არ არის სხვათაშორის...აუ მეძინება მე . დავწვები ამაღამ შენთან
-ლუკასთან ჩხუბი მოგენატრა? მაშინ გაბედე და დაიძინე
-რა ცუდები ხართ ... წავალ მე ისევ მშია
-გოგო მთელი დღე რო იშიმშილე და ამ გაციებულ საჭმელებს ჭამ რა წესია?
-ხო იცი რო ვმოძრაობ ვერ ვჭამ, ახლა დავისვენე, დავმშვიდდი და უნდა დავნაყრდე.ხაჭაპური მინდა,ტაფაზე გავათბობ
-სულ გაგიჟდა...მთვრალი ხო საერთოდ სასწაულია.წაყევი შენც, მე დავრჩები არ მინდა გადავიღალო
-სოფელში დარჩებით ?
-ხო ცოტა ხნით... ლუკას საქმეები მოლეული აქვს, აქ იმუშავებს,ლეპტოპი წამოიღო და მეც დავისვენებ
-ძალიან კარგია, ბებოს გაუხარდება
-ლუკა იცინოდა თაფლობის თვეს ვუშლი ბაბუასო ,რას ვიფიქრებდი ამ დღეს თუ მოვესწრებოდიო.ხომ იცი რა არანორმალურია,მთელი გზა იცინოდა
-მეც დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი,მაგრამ ახლა არ შემიძლია
-ჩემო ცოლოო გვანცამ გადაჭამა ყველაფერი და რა უთხარით ასეთი?
-აუუ დალიე? ხომ გითხარი მეტი აღარ დალიო-თქოოო
-დედას გეფიცები ღვინის სუნი თუ მქონდეს
-ოო გაგებუტე
-ანიკოოო ატრაკებ
-რა სიტყვებიააა ...უზრდელო!
-რა ჭირს ჩემ ცოლს ,მოკლედ სამივე ერთად რომ დაიწყებთ ლაპარაკს ცალ-ცალკე აფრენს ორივე შენ გარდა
-მე დაგტოვებთ...ცოლ-ქმარმა გაარჩიეთ თქვენი ამბები-გაიცინა,ხელები მაღლა ასწია და ისე დატოვა ოთახი
-ცოლოო
-ნუ მოდიხარ...ბანცალებ?
-ნწ ... შენი სიყვარულით დავთვერი ახლა ამ წამს.თორე ღვინომ ვაფშე არ იმოქმედა,ხომ იცი ხარივით ქმარი გყავს
-რას ბოდავ ნეტა იცოდე...გაიხადე და ისე დაწექი
-ოოჰ როგორ ვერ ისვენებ რა, შანსს არ უშვებ ხელიდან ოღონდ შიშველს მიყურო მეტი არაფერი გინდა
-იოცნებე ...
-ცხვირს ნუ ჭმუხნი გოგო...აუუ რო გავიხადო გავიყინები ასე.ჩაცმის თავი არ მაქ
-წავიდნენ სხვები?
-წავიდნენ თორე შორს არ იყვნენ...ხვალ კი ვნახავთ. შენ რატო არ იხდი ცოლო?
-მეზარება
-გინდა გაგხადო?
-რა უნდა გამხადო ბიჭო ძლივს მოძრაობ
-ჰმ, ისე ამბობ ვითომ ჯერ მთვრალს არ გამიშიშვლებიხარ და მეტიც არ მიქნია
-ტრიპაჩი
-ტრიპაჩიო იძახდი და მშვენივრად გავაკეთე ბავშვი...ბიჭი ან გოგო .გოგო ან ბიჭი , აუ რატო არ გვითხრა ექიმმა ტო ,ბავშვი უსახელოდ დაგვრჩა მგონი
-მოდი ბიჭს ელვარდი დავარქვათ
-რააა?
-ბაბუას ერქვა
-ანა მეღადავები? რა ელვარდი..ბაბუაშენს გოგი არ ერქვა?
-დიდ ბაბუას ერქვა ელვარდი...სულ მომწონდა და დავარქვათ ,ვერ გავიგე ბავშვი მე უნდა ვატარო ამდენი თვე მუცლით და სახელიც არ დავარქვა?
-რა გაყვირებს გოგო...თუ გინდა დომენტი დაარქვი
-გოგო თუ იქნება ელპიტეს დავარქმევ
-ელპიტე? ელპიტე შესანიშნავია...ეგ ვისღა ერქვა
-ჭრიჭინაში რომ არის სულ მომწონდა ,ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ფილმი
-მგონი ის დროა რომ ბავშის კეთება შევწყვიტო თორემ გამიგიჟებს ძლივს ჩახატულ ბავშვებს
-ეს ჩახატული რაღა იყო
-რომ დაიბადება ლამაზი და იტყვიან დახატული ბავშვიაო ,რა გგონია მხატვარი ვინაა
-ნეტა არ აფრენდე
-რო არ ვაფრენდე შენნაირ ცოლს ვინ აიტანდა, საკუთარი ბაბუის სახელს არქმევს ბავშვს... დამაჩმორე გოგო? ჩემი ბაბუის სახელი დავარქვათ
-რა ერქვა
-გოჩა
-ოო რა გოჩააა ფუუუ.... მე დომენტი მომწონს მაგრამ უფრო ელვარდი
-მეღადავები ხო?
-რომ დავარქმევ მერე გაიგებ ... გაიხადე ბარემ იმდენჯერ წამოჯექი და დავარდა ისევ საწოლი ჩატყდება მალე
-მეტი რხევისთვისაც გაუძლია ამ საწოლს- ფეხსაცმელი მოისორა, წინდები და შარვალიც, მაისურისთვის ხელი არ უხლია ისე შეწვა საბანის ქვეშ და ცალ თვალ გახელილმა გახედა -არ დაწვები?
-ვწევარ
-ასე ვერ ჩაგეხუტები
-ღმერთო ჩემო ,როგორი საყვარელი ხარ ხოლმე
-ხოლმე? მე სულ საყვარელი ბიჭი ვარ
-მარტო ჩემი საყვარელი ბიჭი ხარ შენ- ჩაეხუტა და ყელში აკოცა- მაინც არ მიყვარს შენი თრობა
-მეც არ მიყვარს შენ რომ თვრები
-რა ცუდი ხარ ,მე როდის დავლიე ბოლოს არც კი მახსოვს
-სამი წლის წინ რომ გამოთვერი ჩემთან ერთად არ გახსოვს?
-მე კი არა შენ დათვერი...ჩშ ,ძილი გვინდა მე და ჩემ გოგოს- ტუჩის კუთხეზე იკბინა და გაიტრუნა. იგრძნო როგორ აუჩქარდა გულისცემა ბიჭს და წამსვე მოხვია თითები ნიკაპზე
-ელპიტე?
-აჰაამ
-ასეც ვიცოდი...იმიტომ დარჩი ხომ ექიმთან. როგორ ვერ მივხვდი , პირველ გოგოს ნამდვილი მამაკაცები აკეთებენო ხო ამბობენ ,თურმე მართალი ყოფილა
-ან კოცნა შეწყვიტე ან საუბარი
-ელპიტეე გოგო ელპიტე...იმედია ხვალაც მეხსომება ეს ამბავი და დედიკო არ დამიმალავს-ისეთი გათიშული იყო თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა .უფრო მაგრად ჩაეხუტა ცოლს და გაითიშა კიდეც. ანა ჯერ იცინოდა შემდეგ აკოცა და თავადაც დაიძინა.
ლილიას და გვანცას თავიანთ საყვარელ ოთახში მშვიდად ეძინათ. გვანცა ნახევრად შიშველი იწვა და საბანში ისე იყო გახვეული მხოლოდ თვალები უჩანდა. ბოლოს მაინც ვერ მოისვენა და ლილია რომ არა სულ მთლად გაიყინებოდა.
დილით ყველანი ლუკას ხმამ გააღვიძა
-გაიღვიძეეეთ ტო რა დროს ძილია ცოლი მჩაგრაავს
-რა ხდება ამ დილაადრიან რამ გადაგრია
-ზუსტად მახსოვს ზუხელ მითხრა ელპიტეს ველოდებიო ახლა კიდე მეუბნება გესიზმრა ალბათო...ბებოოოო
-გული გადამიცივდა ბებო ... რა დალიე ამდენი გუშინ
-აუუ ბებო შენც არ გჯერა?
-წადი თუ კაცი ხარ შარვალი მაინც ჩეიცვი შემოვა ვიღაც სირცხვილია
-აუუ ბაბუუ მითხრა წუხელ დაძინებამდე
-სულ გაგიჟდა ...
-თუ ვერ იტან ამ ღვინოს შე კაი კაცო რას ცალე ი ყანწები
-ბაბუ მაშაყირებ?
-რა გაშაყირებ ბიჭო ... გამიღვიძე ბავშვები ამ დილაადრიან შეხედე ამათ - გვანცაზე და ლილიაზე მიუთითა და თავი გააქნია- წამოდი ,წამოდი მივხედოთ საქმეს
-კარგით რააა ... ანაააააააა ,ანიკოოო - ისევ უკან დაბრუნდა, გვანცამ და ლილიამ მაშინვე სიცილი დაიწყეს და თავი გაყიდეს
-იცინით ხო? მოიცა რა გაცინებთ იცოდით ხო? წუხელ გითხრათ? ჩემზე ადრე გაიგეთ ? ანაააააააააა რომ სემოვალ მანდ არ დამხვდე
-ნუ დარბიხარ ნახევრად შიშველი წინ და უკან...გვახარბებს აქ თავის ჩამოსხმულ წივებს - გვანცამ გაიცინა და უზარმაზარ ხალათში გახვეული სამზარეულოსკენ წაფრატუნდა-თავი არ გტკივა? დავლიოთ მინერალური?
-მე და ელპიტეს ტორტი გვინდა -ანა გამოვიდა ოთახიდან და თვალებანთებულ ქმარს მშვიდად ჩაუარა
-რას მიკეთებს ხედავთ? როგორ მექცევა,მაშაყირებს ამხელა კაცს
- ტორტი გინდა თუ სნიკერსი?
-ნწ ტორტი მინდა ... წვენიც ხო გვაქ?
-კიი არის...ახლავე მოგართმევთ შენ და ელპიტეს
-ბავშვს ელპიტეს ნუ ეძახით რაა- ლილია თმებს იკრავდა და ისე მიაბიჯებდა ხის იატაკზე- იქნებ ესმის და გვიბრაზდება
-ჩემი სიყვარულიკოო ადრე გაგვიღვიძეს და როგორი გაბუტულია
-გვანციკოო მე და შენ უნდა წავიდეთ,გახსოვს?
-წადით ხო...თქვენს თქვენს ბიჭებთან გაიქეცით მე ჩემი ცელქობის შედეგს გამოვასწორებ და ქმარს შემოვირიგებ
-არა როგორ მოიფიქრე ეს სახელი
-თვითონ ხომ მეღადავება სულ ხოდა ამ ერთხელ მეც ვიხალისე ... რა სახე ჰქონდა ნეტავ დაგენახათ
-აღარ ჩანს,მგონი მართლა ძალიან გაბრაზდა
-ნწ...ახლა ზის და იკრიჭება . უხარია რო გოგოა,უბრალოდ მე რო შევალ გაბრაზებულ გამომეტყველებას მიიღებს
-თქვენ და თქვენი თამაშების მე არაფერი ვიცი... მიშიკო მელოდება დაამაღამ უნდა გადავუხადო სამაგიერო
-მეც აუცილებლად უნდა ვნახო კონსტანტინე , არ მშია მოვწესრიგდები და წავიდეთ ხო?
-მე თუ არ გამოვფხიზლდი სალიოს ასე ვერ შევხვდები
გოგონები წავიდნენ, წყვილი კი მარტო დარჩა სახლში. მანქანა რომ მოშორდა სახლს ანამ წარბშეკრულ ბიჭს ახედა და გვერდიდან ჩაეხუტა
-რამდნჯერ უნდა გაკოცო ცელქობის გამოსასყიდლად?
-ჰმ, ცელქობა იყო ეს?
-ცოტა ცოტაააა
-ცუდი გოგო ხარ
-ეს ცუდი გოგო ძალიან კარგ და მაგარ გოგოს ატარებს მუცლით და ამ ორ გოგოს ძალიან უყვარხარ ლუუკ
-ელპიტეს ?
-ნწ...ევას, როგორც პირველ ქალს ჩვენ ცხოვრებაში
-მიყვარხართ და მაინც ბიჭს სახელს მე მოვუფიქრებ- უცებ აიყვანა ხელში და სახლისკენ წავიდა
-რას აკეთებ ადამიანო,ნახევრად მთვრალი ხარ არ დაგივარდეე
-მომეხვიო უნდა,რით ვერ ისწავლე ანიკო?- ლოყაზე ხმაურით აკოცა და ისიც წამსვე მოეხვია
-ახალ წელსაც აქ დავრჩეთ რააა...მომწონს აქაურობა
-დავრჩეთ!
-ბებო ხაჭაპურებს კიდე ხო დაგვიცხობს?
-მსუნაგოოო
საძინებელში ჩამოსვა ქალბატონი, ფეხსაცმელი გახადა, ქურთუკიც მოაშორა და შემდეგ გვერდით მიუწვა. ევაზე საუბრობდნენ და უკვე გეგმებს აწყობდნენ ....
........................
ჯერ კიდევ რვა საათი იყო მიშოს საძინებლისკენ რომ მიაბიჯებდა, სახლში ისეთი სიჩუმე იყო ზუსტად იცოდა რომ ბატონს ისევ ეძინა. საზინებლის კარიც ჩუმად შეაღო და მაშინვე ჩაკეტა როგორც კი მიხურა. ზედმეტი სამოსი მოიშორა და მძინარეს საბანი მოაშორა, ისიც წამსვე გამოფხიზლდა მკლავში წვდა და ისე დაანარცხა საწოლზე თითქოს მკვლელი დაესხა თავს
-გვანცა?
-ასეთ დახვედრასაც არ ველოდი... შეგიძლია სხვაგან მომიჭირო , ყელში არა
-მე ...მე რა ვიცოდი შენ თუ იყავი...ასე ადრეც არ გელოდი. არც გათენებულა
-ღრუბლიანი დღეა ,წვიმს და იმიტომ გგონია ასე ...მზარეულებს ამ ილეთებს სად გასწავლიან? - ხელები ყელზე შემოჰხვია,კომფორტულად მოკალათდდა მის ქვეშ და ტუჩებზე აკოცა- შეგცივდა და მაისურით ძილი დაიწყე ?
-შეგვიძლია წამში გავაქროთ
-ნწ...მეძინება
-მე რო აღარ მეძინება?
-მე მეძინება
-შიშველს?
-აჰაამ...შენ ისეთი ცხელი ხარ ვიფიქრე რო არაფერი მჭირდებოდა
-ასე უნდა დამსაჯო?
-არ ვიცი ჯერ...არ მომიფიქრებია
-ორი საათი გვაქ , სალიოს გაღვიძებამდე და იქნებ მოიფიქრო
-ჩემ მკერდს ხელს თუ არ გაუშვებ ვერაფერს მოვიფიქრებ
-მეგონა გეხმარებოდი
-მასაჟია რამე?
-ოოხ გვანცა თუ გინდა როგორ დააიგნორებ ყველას და ყველაფერს...ნერვებს ყალყზე მიყენებ უკვე ყველაფერ სხვასთან ერთად
-მოიცა უნდა იძალადო?
-ვიძალადო? მალე ჩამოდნები ,ნუ პროცესში ხარ უკვე
-უზრდელი - გაიცინა და ტუჩებზე დააცხრა. დასჯის რა გითხრათ ,მაგრამ გონს რომ მოვიდნენ და ერთმანეთს მოშორდნენ. მიშომ მობილური იპოვნა და ცხვირწინ აუფრიალა გვანცას
-ეს ვიდეო რას ნიშნავს? რატომ არაფერი მითხარი
-რა ვიდეო?- სახეზე ჩამოყრილი თმა მოიშორა და ბალიშიდან თავი წამოყო- მოიცა ეს საიდან
-ყველგანაა...ათასობით გაზიარება აქვს. თავიდანვე გეთქვა რომ ბიჭებთან მღეროდი ,რომ გამაგიჟე იმ ღამით- მობილურს უყურებდა და მიშოს აღარ უსმენდა. იმდენი კომენტარი იყო, იმდენი ლაიქი რომ თვალები აუჭრელდა.
-ჯანდაბა...ესღა მაკლდა .ვინ გადამიღო...რა მომღერალი რის მომღერალი ერთხელ ვიმღერე და რა გააკეთეს
-ყველას მოსწონს...საოცრად მღერი, უბრალოდ გასაგიჟებლად ცეკვავ და ყოველ ჯერზე ნერვებმა მიმტყუნა
-რაზე
-კომენტარებზე ,რომლებსაც ბიჭები წერენ დაახლოებით 17 წლამდე ბიჭები
-ღმერთო ჩემო...ნეტა მეტი არაფერი მაფიქრებდეს. ახლა ეს ვიდეო როგორ გავაქრო, აიტაცებენ და იტრიალებს რამდენიმე თვე .ადამიანს ვეღარ გიმღერია რა
-რამდენიმე ვიდეო შემხვდა...როგორც ჩანს რამდენიმე იღებდა
-ჯანდაბა!
-ასე რატომ ღელავ ...- მოსისვლებულ მხარზე აკოცა და უკნიდან მიეხუტა
-შენ რა გაბრაზებს
-მე რომ არ მიმღერე და ჩემამდე ათობით ადამიანმა მოგისმინა...იმ ვიღაც გიორგის რომ უჟუჟუნებდი თვალებს სიმღერის დროს კიდევ იმან
-ეჭვიანობის მეფე ხარ რა
-დიახ, პრობლემაა რამე?
-ვერთობი ...იეჭვიანე მე რა - თავი მისკენ შეაბრუნა და ისევ აკოცა - თუ ჭკვიანად მოიქცევი რამეს გიმღერებ
-როდის...
-სექს*ს დროს გაწყობს?
-გიჟი ქალი ხარ
-ბანაობა მინდა, მალე სალიო გაიღვიძებს.მანამდე მინდა ჩემი გვერდი სევამოწმო დარწმუნებული ვარ აფეთქებული იქნება
-და უნდა ჩაუჯდე კომენტარებს?
-რას აკეთებ
-პლედში გახვევ...მეც მინდა ბანაობა- შარვალი ამოიცვა ,გვანცა ხელში აიყვანა და ოთახი დატოვა
-ჩუმად იარე რომ მიალაჯებ,ბავშვს არ გაეღვიძოს
-არ აქვს ფხიზელი ძილი
-შეეშვი ჩემს ყელს...მიშოო გამიწითლდება
-შემომეჭმები- სააბაზანოში შეიყვანა და კარი მიხურა. მაშინვე მოიშორა გვანცამ პლედი და ჯაკუზის წყლით ავსება დაიწყო -ეგ როდის გაივსება გინდა გამაგიჟო?
-შეგიძლია შხაპი მიიღო შენ
-ხოო აბა რაა - მუცელზე შემოხვია ხელი და ჰაერში ასწია, დუშის ქვეშ დააყენა და ტუჩებზე დააცხრა
-მე მართლა ბანაობა მინდოდა
-ხო აბაა სხვა რა უნდა გინდოდეს
-ჰმ,რაღაც გარყვნილობას მაბრალებ მაგ უზრდელობებით გამოტენილ თავში ხო?
-მე? როგორ გეკადრება
- მე მე მე
-შენ მგონი პოპულარული გოგო ხარ...რომ მომტაცონ შენი თავი მერე?
-არ დამიხსნი?
-მზარეული ვარ დეტექტივი ხომ არა
-ნწ...იმედები გამიცრუე, უცებ არასექსუალური გახდი
-დარწმუნებული ხარ?
-ოოოუუ მე არც კი ვიცი რა ვთქვა...აღფრთოვანებული ვარ თქვენით ორივე თქვენგანით
-გარყვნილო ქალო შენ !
გვანცამ მაინც დაიხსნა თავი და ჯაკუზიში ნებივრობა გადაწყვიტა. მგონი პირველად დარჩა ასეთი კმაყოფილი ბანაობის შემდეგ.
უკვე სამზარეულოში იყვნენ პატარა ქალბატონმა რომ გაიღვიძა და მაშინვე გაისმა მთელს სახლში მისი ხმა
-მააამუსიიი დედამ დამირეკაააააააააა მოდიიიიიიი
-რა დროს ზარია...კვდება? - უცებ დააგდო დანა და სირბილით გაიქცა მეორე სართულისკენ. გვანცა ქვემოთ იდგა და იქედან უყურებდა ბავშვს, ფუმფულა ჩუსტები და პიჟამა ეცვა, ხელში მობილური ეჭირა და აპუწულ თმებს თითებით ისწორებდა-რა ხდება ?
-ვერ ვიძინებ და დაგირეკეთ...როგორ ხართ?
-კაი რაა მეღადავები? გული გამისკდა.კარგად ვართ ,შენ რას შვები
-არაფერს...ვერ ვიძინებ საერთოდ. მენატრებით
-ახლა ნუ დაიწყებ რა
-დაბრუნდიით რააა...ერთ წელში მეც თქვენთან ერთად წამოვალ ,გთხოოოოვ
-ნუ ტირი ,ბავშვს ესმის
-მეტირებაა რა ვქნაააა ნუ ხარ ასეთი
-რო დაწყნარდები მერე დამირეკე.დალიე რამე და დაიძინე რაა
სალიო გვანცასთან იყო უკვე და გოგონას კოცნიდა. გვანცამ კარგად გაიგო გოგონას ტირილით ნათქვამი სიტყვები
-მალე ჩემთან ყოფნა აღარ ენდომება, არ ვენატრები...სულ შენთან უნდა
- მოგვიანებით დაგირეკავ !
მობილური ჯიბეში ჩაიცურა და სწრაფად დაეშვა კიბეზე. სალიო ხელში აიყვანა და მხარზე დაისვა
-გოჭუნია...გაცივდები, ასე ტანტალი არ შეიძლება. წამო ჩაიცვი და მერე ეჭორავე გვანცას
-შენ ჩამაცმევ?
-მეზარება...შენით რო ჩაიცვა არა? მე თმებს დაგივარცხნი თორე ნახე როგორ აგეწეწა
-გვანცააააა უთხარი რო მეც მეზარება
-ეე გვანცას რა პონტში ეწუწუნები?
-მიშოოო
-ჩემი გოგო ვინ არისო?
-მეეეე მე მე ვარ
საუზმის მომზადება მარტომ განაგრძო. სალიო გვერდიდან არ შორდებოდათ, ერთად გაერთნენ, გარეთაც გავიდნენ ცოტა ხნით არ წვიმდა და ისარგებლეს შემთხვევით. სალიომ რომ დაიძინა და მარტონი დარჩნენ გვანცამ ვერ მოითმინა და საუბარი სასურველი თემისკენ წაიყვანა
-რატომ წამოხვედი თუ შენი და წინააღმდეგი იყო
-იქ გაჩერება ბავშვისთვის საზიანო იყო უკვე
-და ეს როგორ გადაწყვიტე ...
-გვანცა რა გინდა პირდაპირ მითხარი
-არ გგონია ,რომ ბავშვი დედასთან ახლოს უნდ აიყოს და მთელი წლით მისგან შორს ყოფნა შენს დაზეც ცუდად იმოქმედებს?
-არა, არ მგონია
-შენი და იტანჯება იქ...წარმოდგენააც არ მინდა შვილისგან სორს ყოფნა რომ მიხდებოდეს თან ასეთი პატარა როდესაცაა ,ეჭვიანობაც გამაგიჟებდა ყველაფერთან ერთად
-16 წლისას შვილის გაჩენისგან თავი უნდა შეეკავებნა, შემდეგ მაინც უნდა ესწავლა ჭკუა და ს*რ*ბთან ურთიერთობა შეეწყვიტა და იმ ყველაფრის კეთება რასაც ბავშვი არ უნდა ხედავდეს, რაც ბავშვზე არ უნდა მოქმედებდეს! შენ არ იცი ჩემი ქცევსი მიზეზი და დასკვნები ზეპირად გამოგაქვს, მოსამართლევ ასე არ შეიძლება
-რა უნდა გააკეთოს, აღარასდროს შეუყვარდეს და არავისთან დაწვეს? მეგონა შეიცვალე დამოკიდებულება და სხვაგვარად ფიქრობდი
-მის ცხოვრებაში ისევ არ ვერევი, ამჯერად არც ვცდილობ. ყელში მაქვს მისი თავნებობა, მიყვარს, ველაპარაკები, ვეხმარები და სალიოს ვიცავ მისი ზეგავლენისგან
-და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ ზრდი? ისეთს შენს დას რომ არ დაემსგავსოს? და მასაც რომ შეუყვარდეს, მასაც რომ მოუნდეს მეგობარი ბიჭის ყოლა 17 წლის ასაკში რას გააკეთებ
-არასწორად გესმის და ჭკუიდან ნუ გადამიყვან ახლა
-წამსვე გიჟდები...ყოველთვის ასეთი ხარ ?
-ასე მშვიდად რომ მელაპარაკები და მაგიჟებ ძალიან მაღიზიანებ- ხელი მოხვია და მუხლებზე დაისვა- აღმაგზნებს კიდეც
-არ იქცევი სწორად...
-გთხოვ ამას როგორმე თავად გადავწყვეტ-ყელში აკოცა და თითები მაისურის ქვეშ შეუცურა-თბილი ყოფილა ეს სვიტერი
-გეყოფა ...
-ხვალ წახვალ...ეს დღე ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ -დივანზე დააწვინა და ზემოდან მოექცა- რაც შეიძლება ჩუმად უნდა ვიყოთ
-მიშოოო
-ჩშშშ
-მირეკავენ
-მოიცაა რაა სად მიდიხარ- გვანცა უცებ გადაბობღდა დივნის მეორე მხარეს და ზარს უპასუხა-ვააა გიო როგორ ხარ?
-მე კარგად ... ნახე ვიდეო სავარაუდოდ ხო?
-კიი ვნახეე ,ერთხელ ვიმღერე და ისიც მთელმა ქვეყანამ ნახა
-საოცრება ხარ ნუუ რა გავაკეთოთ ... დღეს ვერ გამოხვალ?
-აუ არ ვარ ქალაქში თორე მოვიდოდი...ხვალ გამოგივლით
-დაბადებისდღე დღეს რომ მაქვს?
-მართლა? ვაიმეე გილოცავ
-მადლობა ,მოდი და ისე მომილოცე...დღეს დავხურეთ და ჩვენ პონტში ავღნიშნავთ. თუ მოხვალ გამიხარდება
-რა გაჩუქო გიუშ? რამდენი წლის გახდი?
-23 წლის გახლავართ უკვე
-ანუ სათამაშო მანქანა გამოირიცხა ...ვიფიქრებ მანამდე
-მოდი და ერთხელ იმღერე ...მიმღერე
-კარგი მოსვლამდე მოვიფიქრებ რამეს, ან გიმღერებ - მობილური გათიშა და წარბშეკრულ მიშოს დახედა- ადექი და ჩაიცვი ეგ ზედა, გაიყინები
-ამაღამ აქ რჩებოდი შენ
-დაბადებისდღე აქვს მეგობარს და ხომ უნდა წავიდე
-ეს ის გიოა დუეტში ვისთანაც მღეროდი?
-აჰაამ- ზედა გაისწორა და არეულ თმებსაც შეავლო ხელი
-ასე უცებ როგორ დაუმეგობრდი...
-ლილია და კოსტაც იქ იქნებიან ალბათ...რომელი საათია ჯერ . აუ რა ჩავიცვა, აქამდე ვერ დამირეკა? რომ მივალ პასუხს მოვთხოვ,საჩუქარიც ხო უნდა ვუყიდო
-არ მისმენ?
-რას მოვუსმინო , მივდივარ დაბადებისდღეზე, მთელი დღე ხომ ვიყავი შენთან , კვირის ბოლოს ისევ მოვალ.მეც მინდოდა დარცენა,მაგრამ რა ვქნა რა ვუთხრა გიო მაპატიე დაბადებისდღეზე ვერ მოვალ ჩემს ეჭვიან კაცთან უნდა დავრჩე-თქო?
-ვერ მოვალ,ქალაქში არ ვარ და დაკავებული ვარ-თქო ასე უნდა გეთქვა
-უკვე ვუთხარი პასუხი...ტაქსს გამოვიძახებ და წავალ .ასე ნუ მიყურებ! მე გიტხარი თუ შევძლებ დავრცები-თქო
-ვერ ვიტან მეორე ადგილას რომ ვდგავარ და რაღაც უფრო რომ გინდა ვიდრე ჩემთან ყოფნა
-ძაან რო ჭედავ არა?
-მიბრძანდი...რომ მოიცლი შემომიარე რამდენიმე წუთით და მერე გაიქეცი ისევ. იმდია კიდევ არ დათვრები,სულ არ მინდა იმ ბიჭმა მიგაცილოს სახლში
-ისევ თავიდან იწყებ?
-ტიპი თვალებით გჭამდა...ჩართე ვიდეო და უყურე
-სიმღერა იყო ისეთი,მომღერალი კი არტისტია და აუცილებელი იყო ასე შეესრულებინა . რას მახსნევინებ საერთოდ?
-ხმას ნუ უწევ
-ამიშალე ნერვები...ჯერ ეს ერთი მერე მეორეც შენ რომ მოგწონვარ და გინდივარ ყველა ბიჭი ეგრე არ არის
-ნუ მასწავლი კაცის აზროვნებას,გამოხედვას და აზრებს
-კარგი გიორგის მოვწონვარ და ერთი სული აქვს როდის გამჟიმ*** ახლა წავალ და მივულოცავ დაბადების დღეს მშვენიერ მომღერალსა და მომავალ ექიმს - ნიკაპზე მოუჭირა თითები და ტუჩებზე დააცხრა- ტაქსის მოსვლამდე დრო გვაქვს ისე
-აღარ მინდა !
-პატარა ბავშვივით ხარ , მაგიჟებ- ამჯერად ყელში აკოცა ,ენის წვერი შეახო კანზე და შემდეგ გამობერილ ძარღვზე უკბინა - მმმ რა კარგი ხარ რომ ბრაზდები -ყელს უკოცნიდა და თითებს დივნის თავს უჭერდა, ცდილობდა სხეულზე არ გადაეტანა ,მაგრამ არ გამოუვიდა მაინც ჩაავლო ზედის ბოლოებს და კანზე ააყოლა ფრჩხილები ,კოცნიდა და თან კრუტუნებდა
-არ წახვიდე ...
-უნდა წავიდე !
-მაშინ მოვიდოდა ტაქსი და ნუ მაგიჟებ ...
-რა ცუდი ბიჭი ხარ , ხისთავიანი - ისევ არ ადარდებდა მისი სიტყვები, გაიცინა და ქვედა ტუჩი ტუჩებშორის მოიქცია - ძიძას რომ დაურეკო და ჩემთან დარჩე ამ ღამით? თან კონსტანტინეს გაგაცნობ , ბიჭებსაც გაიცნობ ...არ გინდა ჩემთან ერთად გაერთო?
-დაუპატიჟებლად არსად დავდივარ
-გეყოფა ეს სულელური გაჭედვები და ზრდასრულივით იაზროვნე... დამპატიჟეს მე და შესაბამისად ის ვისთან ერთადაც მივალ! თუ არ გინდა ჩემთან ერთად წასვლა ეგ სხვა საქმეა...მხოლოდ შენ სახლში ჩემი გამოკეტვა და ს*ქსი თუ გინდა უბრალოდ უნდა თქვა
-მინდა გავიცნო ლილიას კონსტანტინე, ილიკოც უკეთ გავიცნო და სხვა შენი მეგობრებიც,მაგრამ არა იქ სადაც შენთვისაც უცხო ადამიანები იქნებიან. არა ახლა და არა გიორგის დაბადებისდღეზე! მინდა გავიცნო ნორმალურად,მაშინ როდესაც შემთხვევით სადღაც ბარში კი არ შევხვდები არამედ ნორმალურ ადგილას სადაც დავილაპარაკებთ და გავიცნობ არა ზედაპირულად არამედ როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ! წადი ახლა მოვიდა ტაქსი...დამირეკე სახლში რომ დაბრუნდები
-ზოგჯერ რა კარგი ხარ - ისევ ისე აკოცა ,ჩანთა აიღო და წავიდა.
მიშომ ერთი ამოიხვნეშა, თავი უკან გადასწია და დივანზე გაწვა. მერე წიქა სასმელით აავსო და რამდენიმე მიყოლებით დაცალა. ბოლოს მობილური აიღო დასთან რომ ესაუბრა ...
......................................................
კონსტანტინეს უყურებდა და იღიმოდა,ხელები ყელზე შემოჰხვია და ლოყაზე აკოცა ,რამდენჯერმე ნაზად მიაკრო ბაგეები და თავი უკან გადასწია
-ასე ადრეც არ გელოდი
-შეპყრობილებს თურმე მონატრების შეგრძნება გაასმაგებულად აქვთ
-ჟღალოო სად წავიდეთ? - თმებში შეუცურა თითები და ჩვეული ჟესტი გაიმეორა - ჩვენი დაკარგული წამები რომ გამოვისყიდოთ?
-უბრალოდ გავისეირნოთ ...მომწონს რომ ცივა და შენთან თბილად ვარ -ხელისგულზე აკოცა და შემდეგ თითები შემოჰხვია
ქუჩაში სეირნობდნენ და საუბრობდნენ, ხანაც უბრალოდ ჩუმად მიაბიჯებდნენ. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ, უგემრიელეს ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ დონატებთან ერთად ლილიამ ცალი წარბი რომ აზიდა და ბიჭს გახედა
-გამოგიჭირეს გუშინ თუ მშვიდად მიირთვი შენი გოზინაყი
-დახელოვნებული ვარ ...
-მორთეთ სახლი?
-ყველაფერი მზადაა უკვე, მხოლოდ ახალი წლის მოსვლაა საჭირო და საჩუქრები
-ყოველთვის სახლში ხარ ახალ წელს?
-ყოველთვის ერთად ვხვდებით, შემდეგ თუ რაიმე წვეუებაზე ვარ მიწვეული მივდივარ , გააჩნია სიტუაციას. წელს არსად წავალ ,სავარაუდოდ სახლში შევხვდები...შენ? სახლში ხართ თუ სოფელშ მიდიხართ
-სახლში ვხვდებით ან სადმე ერთად მივდივართ
- ლილია ...შეძლებ დაბადებისდღეზე მოსვლას? -მცირე პაუზის შემდეგ უთხრა და მზერა გაუსწორა- თათა მეკითხებოდა შენზე დედა რომ შემოვიდა და თუ წინააღმდაგი არ ხარ მინდა შემთხვევა გამოვიყენო, ახალ წელს შენებთან ერთად იქნები და რამდენიმე წუთით მოგვიწევს შეხვედრა
-მოვალ- შეაწყვეტინა და თითებზე მოეფერა. კონსტანტინემ რომ ამოისუნთქა სიცილი ვერ შეიკავა- ნეტავ ის ხალხი გიყურებდეს ვისაც აწვალებ ხოლმე, ჩემთან რომ ჯდები და პატარა ბიჭივით ნერვიულობ- თითებზე უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა,იმდენად საყავრელი იყო მეტრეველს არაფერი ადარდებდა . მობილური მოიმარჯვა და წამსვე გადაუღო - რა გააკეთე ?
-რა? არ შეიძლება?
-ასე ნუ მიყურებ...- ხელზე ხელი არ გაუსვია ისე აიღო მაგიდიდან მობილური და თავადაც გადაუღო- აი ასე ,მიყვარს ასე რომ მიყურებ თან საშინლად მოქმედებ და მგონია რომ ამ მზერით ყველანაირ გაბრაზებას დამავიწყებ
-ხოო?- თავი გვერდით გადახარა და წარბები აათაამაშა-საინტერესოა,მაგრამ მე შენს გაბრაზებას არ ვაპირებ , ისე გამოვიყენებ სხვა რამეებისთვის - ტუჩზე ინსტიქტურად იკბინა და ლილიამაც მზერა ვერ მოაშორა
-ასე არასდროს გააკეთო სხვასთან, გიკრძალავ
-რას ..მზერას?
-აი იმას...წეხან რაც ქენი
-რას ლილია?-მართლა ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა
-ტუჩზე არ იკბინო, მერე კოცნა მოუნდებათ -ისე საყვარლად ატიტინდა კონსტანტინე ჯერ უყურებდა მერე რომ გაიაზრა რას ეუბნებოდა ხარხარი აუტყდა- რას დამცინი? სერიოზულად გეუბნები
-ეჭვიანი გოგო ხარ ,ჟღალო?- წინ გადაიხარა,მაგიდას ეყრდნობიდა და ლილიასთან სულ უფრო ახლოს იყო, წალბატონს სახე აელეწა, უცებ აიღო ფინჯანი და უკან გასწია თავი
-მესაკუთრე!
-მართლა?
-არა ...არ ვიცი,მაგრამ მაგრამ ვერ გავიგე - წარბები შეკრა და ტუჩები დაბრიცა -სულ ავირიე
-საინტერესოა...მალე ჩემ მდგომარეობასაც გაიზიარებ
-შეპყრობილები უკონტროლოები ხდებით?
-მარტონი შეიძლება,მაგრამ ორნი ერთად ერთმანეთზე ვიმოქმედებთ -ისევ გაუსწორა მზერა და ტუჩზე იკბინა ამჯერად განგებ,მერე უცებ გაიცინა , წამში დაიხარა და აწითლებულ ღაწვზე აკოცა ლილიას ....
...........................
გიორგის დაბადების დღის წვეულებამ ისე ჩაიარა როგორც ელოდა ქალბატონი გვანცა. კარგად გაერთო.კონსტანტინე ლილია და ილიკოც იქ იყვნენ. რამდენიმე საერთო ნაცნობიც აღმოაჩინა,მაგრამ სიმღერა მაინც არ აჩუქა გიორგის .
-მიდიხარ?- ჩანთა რომ აიღო ლილიამ მაშინვე შენიშნა -ილიკო გაგვიყვანს
-მე სხვაგან მივდივარ- გაიღიმა და ტუჩები გაილოკა
-ოოჰ გვანცაცოო რა ცელქი გოგო ხარ?- გაიცინა და მოეხვია- რომ მიხვალ მომწერე „მივედი ჟღალუნა“ და მერე გადაეშვი ვნებების მორევში
-იცინე იცინე და ერთ დღესაც რომ ჩაიძირები მაგ მორევში მერე როგორ იქნები ვნახავ მაგასაც.სავარაუდოდ შოკიდან ვერავინ გამოგიყვანს, კონსტანტინეს გარდა- ჩუმად უთხრა გაიცინა და მანამ წავიდა სანამ ლილია რამეს ეტყოდა.
-სად წავიდა?- დაბარებულივით გამოჩნდა მეტრეველი და უკნიდან ჩაეხუტა
-მიშოსთან წავიდა ...ვიცეკვოთ?- თავი მხარზე მიადო და ქვემოდან ახედა, იქაც კი გრძნობდა კონსტანტინეს სურნელს, ალკოჰოლის,სიგარეტისა და სხვადასხვა სუნამოს სურნელში არეულ მეტრეველის სურნელს
-ვიცეკვოთ- თითები მის ფალანგებში ახლართა და მოცეკვავეებისკენ დაიძრენენ. მალევე შემოხვია მკლავები წელზე და სხეულებს შორის მანძილი შეამცირა, ზემოდან დაჰყურებდა შავთვალებას და მელოდიას გონების დაპყრობის უფლებას აძლევდა.
საოცარი სანახავები იყვნენ ჟღალისა და ფოტოგრაფის მელოდიას აყოლილი სხეულების მოძრაობა. თითქოს ყველა ნაბიჯს, წამს გრძNობდნენ და ორი სხეულის ნაცვლად ერთი იყო მხოლოდ ....
გვანცა ისევ ფეხშიშველი მიაბიჯებდა სახლში, კარი დახურა და კიბისკენ დაიძრა. საძინებელში უნდა შეპარულიყო, სხეული ეწვოდა, წამებს ითვლიდა და ვერც კი გაიაზრა როგორ მიეპარა მიშო და მხოლოდ მაშნ მოვიდა გონს ჰაერში რომ აღმოჩნდა, კივილიც ვერ მოახერხა ისე სწრაფად დააცხრა ტუჩებზე ჩარკვიანი. მუცელზე შეისვა და წამსვე გაუხსნა კაბის ელვა, შიშველ ზურგზე აასრიალა ცხელი თითები და ტუჩების დაგემოვნება გაანგრძო
-მოხვედი...
-მოვედი ან სიზმარი ვარ
-შეიძლება- ჩაიცინა და კაბა სრულიად მოაშორა სხეულიდან- უფრო ცხადს გავხარ
-როგორ ვერ ვიტან დათმობაზე წასვლას
-ისე გავაკეთებ რომ არ ინანო- თვალებამღვრეული უყურებდა და კოცნას არ წყვეტდდა.
-დალიე?- თავი წამით ააწევინა და ყბაზე მოუჭირა თითები- ვგიჟდები რომ გაგიჟებ
ისევ წაეტანა კაცის ტუჩებს ....
მალევე გაისმა ერთმანეთს შერწყმული ხმები ,რომლებიც მთელ სივრცეს ფარავდა და ყოველ კუთხეს ეხებოდა
....................................
დილით მამლის ხმამ რომ გააღვიძა უცებ ვერ გამოერკვა,შემდეგ გაახსენდა სადაც იმყოფებოდა და სიგრილისგან შემცივნული უფრო მიეკრო გვერდით მწოლიარე სხეულს. სითბოს შეგრძნება ესიამოვნა და წამსვე უცნაური ხმები ამოუშვა
-ანიკოო ნუ კრუტუნებ...- გადაბრუნდა, ხელი წელზე დაადო და ისე აკოცა თვალები არც გაუხელია- დილამშვიდობისა
-უკვე დიდი ხანია გათენდა ? უკვე ორი დღეა გათიშულს მძინავს- საათს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა
-სად მიდიხარ...აქ დაბრუნდი, კიდე დავიძინოთ სანამ დრო გვაქ ანიკოო
-რამდენი თვეა ასე მშვიდად არ მიძინია, როგორი სიგრილეა სასიამოვნო ჰაერია აუუუ ლუკაა
-ახლა არ მითხრა სოფელში ცხოვრება მინდაო
-მინდააა ცოტა ხანს რომ დავრჩეთ
-მერე სამსახურს რა ვუყო?
-მარტო მე დავრჩები?
-არ მოგენატრები?- უცებ გაახილა თვალები და ანიკოს ხელი სახიდან მოიშორა- არ მოგენატრები ანიკო?- თითებზე კოცნიდა და ისე უყურებდა
-მომენატრები
-ანუ ვერ დარჩები...
-მინდაააა ..აქ მომწონს
-შენ ბებოს ხაჭაპურები მოგწონს
-ბუხართან ჯდომა და მათი ყურებაც მომწონს,მათი საუბრის მოსმენა ძველი ისტორიების ...აქ სულ სხვანაირია ყველაფერი
-ზაფხულში დავრჩეთ
-ზაფხულში ბავშვთან ერთად შეიძლება ვერ დავრცეთ...კარგი რა გზაა სხვა , ეს რამდენიმე დღე და შემდეგ დავბრუნდეთ ქალაქში
-ახლა დავიძინოთ...- საბანში ჩაძვრა თავი მკერდზე დაადი და თვალები დახუჭა-ვგიჟდები შენ სუნზე - აკოცა და ცხვირი კანზე გაუხახუნა. ანა თმაზე ეფერებოდა , ძილის შებრუნება გაუჭირდა,ამიტომ მძინარე ქმარს უყურებდა და ტკბებოდა.
სასაუზმოდ რომ ჩავიდნენ მოხუცებს უკვე დასრულებული ჰქონდათ დილის საქმე და ორივენი სახლში იყვნენ. საყვარელ,ამოჩემებულ სავარძელში მოკალათდდა პლედიც მოიფარა რომელიც ბებოს მოქსოვილი იყო და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს შეხედა
-ბებო ღუმელიც გაქვთ და მაინცადამაინც ბუხარს რატომ ანთებთ?
-ერთნაირად ათბობს ორივე ჩემო გოგო...პატარა ოთახია და თან მე ბუხართან ყოფნა მირჩევნია ეს რკინის ჯართი არ მომწონს. შენ თუ გცივა ბებო იმასაც დავანთებთ და გათბები
-არა ...არა სითბოა ,უბრალოდ დამაინტერესა . მეც მომწონს ბუხრის წინ ჯდომა. ლუკა სად წავიდა?
-ბიჭები იყვნენ გარეთ და მათთან წავიდა...რამე ხომ არ გინდა ბებო,რამე ხომ არ გაწუხებს .არ მოგერიდოს მითხარი
-ისე ცუდადაც არ ვარ ნანა როგორც აღწერს... ახლა უკვე გადავლახეთ საშიში პერიოდი და ყველაფერი კარგადაა
-ნანას მე არ ვუგდებ ყურს...მაგი ყველაფერს მასე აბუქებს. ბუზი რომ იყოს იტყვის სპილოაო. არაა ცუდი ქალი, უბრალოდ ზედმეტად რთული ხასიათი აქ მთავარია არ აყვე . დრო გავა და შეგეჩვევა...ძნელია ახალ ოჯახისწევრს შეეჩვიო . ნანა რომ შეირთო ჩემმა ბიჭმა საერთოდ არ ვიცოდით , თურმე მოსწონდათ ერთმანეთი და ასე უცებ დაქორწინდნენ. ნანას მშობლები დაეძებდნენ , ისე ვიყავი გაბრაზებული ნანა ჩემთან შედარებით მშვიდია კიდევ. დრო დამჭირდა რომ შევჩვეოდი შევგუებოდი ყველაფერს. გიგი თავიდანვე ამბობდა რომ ია მისი ცოლი გახდებოდა და ჩვენც ყველანი ველოდით ამ დღეს
-რთულია ბიჭების დედა რომ ხარ?
-ალბათ გოგოს გატხოვება უფრო ძნელი იქნებოდა... მარტივი რა არის მაგ არავინ იცის ჩემო გოგო
-კეცებს რატომ აცხელებთ? მჭადებს დააცხობთ?
-არაა...მე ახლა შენ გაგიკეთებ ხაჭაპურს კეცზე. იცი როგორია?
-არაა არასდროს გამისინჯავს
ტაში შემოჰკრა და დაკვირვება დაიწყო. ბებოც სიცილით უხსნიდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. ლუკაც მოვიდა და უკნიდან მოეპარა ცოლს
-რას აკეთებ ცოლო? შემოვედი ვერ გაიგე
-ოოო ლუკ ნახე ბებო კეცზე აცხობს ხაჭაპურს...შენ გაგისინჯავს?
-შენ არ იცი? აუუ რა გემრიელია იცი?
-აქამდე რატომ არ მიტხარი ოოო აქამდე გავაკეთებინებდი ,ვთხოვდიიი
-ოუუუ კაი რააა მიბაზდება ანუშკებიი- ტუჩები წინ გამოსწია და ისე თქვა. ანა სულ მთლად გააგიჟა
-ლუკა ,,გამეცალე!
-გამიფსიხდა ცოლი ბებოო წამო ჩვენთან არ გინდა? რაც აქ ჩამოვედით მოიმატა წონაში,მგონი გვეშველა
-გამოუცხვე მერე ბებო ხაჭაპურები
-მე? მე რა ვიცი ხაჭაპური...ნაყიდი არ მოსწონს სად არ ვიყავით და შენ რას უშვები ასეთს
-ყველია გემრიელი
-მაშინ წავიყვან ძროხას
-ვაი ბებიკო შენ რო არ იტყვი რა არი
-ხშირად მოდით რა იქნება ვეხვერწები რამდენი ხანია დამიცხვე კეცზე ხაჭაპურითქვა მარა აქამდე ყურს არ იბერტყავდა...
-ხო რა გეშველება შენ შიმშილით გკლავ სულ
-ახალგაზრდობაში სულ მიკეთებდი კეცზე ხაჭაპურს მერე გასვეცკდი
-ხედავ ? ესენი ჯიშად ერთნაირები არიან...არასერიოზულები
-ერთნაირები ვიქნებით აბა სხვას ხო არ დავემსგავსებოდით ბებო?
-გოგოს რას არქმევთ იცით?
-ევას
-ევას? ნამდვილად?
-ხომ თქვი მომწონსო ხოდა ჩვენი გოგო იქნება ევა
-არ მეგონა თუ დაგამახსოვრდებოდა...არადა ელპიტეც მომწონდა- ლოყაზე აკოცა და მუცელზე მოხვია ხელები .
კიდევ ერთი დღე გაატარეს მშვიდად,ყოველგვარი ნეგატივის გარეშე მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე გარემოში.
.........................
სუნთქვაგახშირებულ ქალს უყურებდა და თითებს ისევ მის მკერდზე დაასრიალებდა. ნეკნებზე გადაინაცვლა,შემდეგ მუცელზე და ისევ მკერდს დაუბრუნდა
-ახალ წელს შეხვდები ჩემთან?
-ყოველ წელს ლილიასთან ვხვდები...პირობა მივეცი გიგის ,ძალიან დიდი ხნის წინ დავპირდი
-მეეჭვება ეწყინოს თუ ეტყვი რომ ...კარგი არ აქვს მნიშვნელობა -ზურგზე დაწვა და მზერა ჭერს მიაპყრო -ხვალ რომელ საათზე წახვალ
-სამსახურში უნდა შევიარო რამდენიმე საათით, საღამოს წვეულებაა და დროზე ადრე გვათავისუფლებს ბოსი
-რომელი ბოსი
-პირადად ჩემი არა...სულ სულ მთლად უფროსი
-იცნობ?
-აჰაამ...ლიფტში შემხვდა და გავიცანი ,იშვიათად მოდის ხოლმე - მაისური აიღო და გადაიცვა , არეულ თმებში თითები შეიცურა და ისე გაისწორა. მუხლებზე დაადო თავი და მიშოს გახედა -შენ სახლში იქნები ახალ წელს? მშობლებთან არ წახვალ?
-არა ... მხოლოდ მე და სალიო ვიქნებით.წელს ასე გამოვიდა
-ყოველ წელს განსხვავებულად ხვდები ალბათ ხომ?
-ხო
-ნუ ბრაზდები ყველაფერზე !
-რა გინდა გვანცა?
-ნერვებს მიშლი
-მეც
-შენ რა გიშლის ნერვებს ახალ წელს რომ შენთან ერტად არ ვიქნები ? ბარემ სამზარეულოშიც ვიფუსფუსებ ფქვილიანი ხელებით ან არ ვიცი ...
-ახალი წელს ჩემთან ყოფნა ავტომატურად მოვალეობებს, უფრო ახლოს ყოფნას და იმ ყველაფერს რისი შიშიც გაქვს არ ნიშნავს...
-დიახ შიში მაქვს, ვერ ვიტან ამ ოჯახურ ამბებში გადასულ ურთიერთობებს . მთელი კვირაა ლამის აქ ვრჩები , სახლში არ ვყოფილვარ რამდენი ხანია. უკვე ტანსაცმელიც კი მაქვს აქ ,რადგან სხვა გზა აღარ იყო. მიშვებ, მივდივარ და მერე ისევ ვბრუნდები
-რომ ბრუნდები არ უნდა ნანობდე, თუ არ გინდა და არ მოგწონს ნუ მოხვალ მე ხომ გიშვებ. მაშინ მოდი როდესაც მოგინდება
-საქმეც იმაშია რომ მინდა, თორემ დამიჯერე შენი ბრაზი და სურვილი სულ ერთი იქნებოდა მე რომ არ მინდოდეს . დამოკიდებული ვხდები,მე კი ვერაფერზე დამოკიდებულებას ვერ ვიტან, მითუმეტეს არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ
-შენი აზრით მე მშვიდად ვარ, ჩემში არაფერი იცვლება და ძალიან მარტივად ვიტან ამ ყველაფერს? რა გგონია რომ ყველა ქალს ვაძლევ ამდენის უფლებას, ყველა იცნობს სალიოს და ამდენად ახლოს ვუშვებ ჩემს ცხოვრებაში ? ამდენს ვითმენ, ამდენს ვცდილობ, ამდენს ვეჭვიანობ,ვბრაზდები და საერთოდ
-მე ასე მარტივად ვერ გადვაიტან ამ ცვლილებებს და ხომ შეიძლება რომ ეტაპობრივად მოხდეს სხვა დანარჩენი...შენც ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს, მეც და ხომ შეიძლება რომ არ გავართულოთ
-არ შეიძლება, არ შემიძლია დავაიგნორო ის რაც შენს ირგვლივ ხდება . არ შემიძლია მშვიდად ვიყო როდესაც არ ვიცი სად ხარ,როგორ ხარ და რას აკეთებ. იმის წარმოდგენა რომ ვიღაც უფრო მეტ დროს ატარებს შენთან ვიდრე მე . სისხლი მიდუღს როცა თენდება და მიდიხარ , თან ისე რომ არ ვიცი კიდევ როდის მოხვალ და არც მაქვს უფლება გთხოვო ან მოვითხოვო რომ ყოველი დღე ჩემთან დაასრულო ....ვერ გაიგებ ,ვერაფერს გაიგებ ამას უნდა გრძნობდე თუ ვერ განიცდი ისე ვერ მიხვდები- გვანცას სახე ხელებში მოიქცია, უცებ დამშვიდდა, საუბარიც შეწყვიტა და აკოცა - დამოკიებული ვარ ,შენზე დამოკიდებული შენ კი ჯერ პირველ საფეხურზეც არ ხარ
-დამოკიდებულებაც აღარაა ეს უკვე...შეპყრობილს უფრო ჰგავს შენი მდგომარეობა . დამოკიდებული როდესაც ხარ უბრალოდ მის გარეშე ვერ არსებობ შენ კი დამატებით ეჭვიანობა, ეგოიზმი და ათასი რამ გიტევს
-საერთოდ არ ვწუხვარ მაგ ამბავზე და არც ვგეგმავ გამოსწორებას
-ჯერ თავს აკონტროლებ და სტატუსი რომ შევიცვალო ალბათ კონტროლსაც დაკარგავ და ვინმემ რომ შემომხედოს ცემა-ტყეპასაც გამართავ
-მთავარია შენ არ შეხედო , სხვას- ყბაზე მოუჭირა თითები და ტუჩები დაუკოცნა - რომ ბრაზდები უფრო მინდები
-ძლივს ჩემ მდგომარეობას იზიარებ, ხვდები ახლა რას ვგრძნობ როცა ცეცხლს აფრქვევ თვალებიდან?
-დაახლოებით...და მაინც მოსამართლე გვანცა უფრო მარტივი იყო ვიდრე პოპულარული გვანცა
-უკაცრავად?
-რა...რაც ჩემთან ხარ რამდენმა მოგწერა,დგამატაა რა ვიცი რა ქნა კიდევ. ბუმი არ წყდება,მე კი ისევ არ მიმღერი
-ხოდა არც გიმღერებ- თავი მაღლა ასწია და წარბებიც შეკრა
-ხო აქ გიორგი არ გვყავს და ისე როგორ , ამდენი ვინმე გთხოვდა იმღერეო და მაინცადამაინც მან დაგარწმუნა
-უკვე ტვინს მტკენ , აღარ შემიძლია- საფეთქლებთან თითები მიიტანა და წრიული მოძრაობა დაიწყო-შაკიკი მაქ უკვე ... აუტანელი ხარ . საერთოდ რომ არ მელაპარაკებოდე კარგი იქნებოდა
-ღმერთო დამეხმარე რაა ...დამეხმარე თავი შევიკავო და ენა არ ამოვაცალო
-ისევ შენ დაგაკლდება თორემ მე რა- თვალები აატრიალა და ბალიშზე დაეშვა, ხელები მოხვია და თვალები დახუჭა, მერე ამოიხვნეშა, მიშოსკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა- მეძინება
-ხოდა დაიძინე
- ხოდა დავიძინებ -ჯერ მშვიდად დაწვა შემდეგ მიშოსკენ მიჩოჩდა და თავი მკერდზე დაადო-მცივა...ჩამეხუტე თორემ ვიძალადებ ისევ
-ასე დამუქრება არ შეიძლება- მკლავები მოხვია ,საბანი გაუსწორა და თვალები დახუჭა-შენც შეპყრობილი გახდები და მერე გამიგებ ,აი ნახავ
-იოცნებე -გაიცინა და ყელში აკოცა
-ცუდო გოგო!
მშვიდად ეძინა,მაგრამ მობილურის ხმა რომ გაისმა და მიშო უცებ მოშორდა წამსვე დაერღვა ძილი. ბოლომდე ვე რგამოფხიზლდა ,მაგრამ სიტყვები კარგად ესმოდა
-რა ხდება...შუაღამეა აქ
-ცუდად ვარ...აქ გაჩერება აღარ შემიძლია . მალე გავგიჟდები ,გავგიჟდები გესმის? ეს კედლები , ეს არანორმალური ხალხი ,ექიმები ჩაკეტილი სივრცე . უნდა წამოვიდე ... სალიოსთან მინდა ,სალიოსთან მინდა მიშო გთხოვ-ტიროდა და სუნთქვასაც ვერ ახერხებდა
-კიდევ ექვსი თვე უნდა დარჩე მანდ, ბოლომდე გაიარო კურსი და რომ დავრწმუნდები სრულიად გამოჯანმრთელდი შემდეგ დაბრუნდები ბავშვთან
-მიშოო ,გთხოვ დამიჯერე
-შენი მჯერა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ისევ არ დაუბრუნდები წამალს პირველივე პრობლემის გამოჩენისას.
-ვიმუშავებ, სწავლა ხომ დავასრულე ,შენ თვითონაც ხომ ესაუბრე ლექტორებს ,ჩემი ქულებიც ხომ ნახე არა? მანდ მუშაობას დავიწყებ ,სალიოს მივხედავ და დრო აღარ დამრჩება
-მაპატიე , მაგრამ აქ სალიოსთან ისე ვერ დაგაბრუნებ თუ დარწმუნებული არ ვიქნები.მიყვარხარ, შენთან ვარ და მჯერა ხომ იცი, მჯერა რომ შეძლებ ...მალე ჩამოვალ და გნახავ
-მომიყვები რამეს ? ძილი მინდა და ვერ ვიძინებ
-მოგიყვები ... - ხალიჩაზე დაჯდა, თავი საწოლზე დადო და ამბის თხრობა დაიწყო-თოვდა, ისე რომ ცაც არ ჩანდა,სულ ფიფქები იყო. საშინელი ქარი ქროდა.არც შუქი იყო, მე კი ფანჯარასთან ვიდექი და დედას ვთხოვდი გარეთ გავეშვი. უკვე დიდი თოვლი იყო და თოვლის ბაბუა მინდოდა გამეკეთებინა. დედამ რამდენჯერმე რომ მითხრა უარი შემდეგ მამამ დამიბრიალა თვალები „დედას ნერვიულობა არ შეიძლება შენი და მუცელშიი გაბრაზდება და რომ გამოვა მოსვენებას არ მოგცემსო“
-სწორი უთქვამს ... დაბადების დღიდან რაღაცას გართმევ
-უნდა მოგესმინა
-აქამდე რატომ მიყვებოდი სხვა ამბებს...ახლა მანდ თოვს?
-ისე არა როგორც 21 ქლის წინ...მაგრამ აქაც თოვს
-გააგრძელე ... მერე რა მოხდა გაიპარე?
-არა , ფანჯარასთან ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ძიძამ მითხრა რომ დედა საავადმყოფოში იყო შენთან ერთად. ძიძას გავეპარე და თოვლში ვთამაშობდი სახლში რომ მოგიყვანეს. გაყინული შემოვვარდი და თავზე დაგადექი. ზუსტად არ მახსოვს ,მაგრამ ვიცი რომ სახე დავმანჭე და შევიცხადე „ეს უთვალებო ბავშვი ვინ არის- თქო
-იდიოტოო
-ვაფშე არ გქონდა თვალები სულ დახუჭული გქონდა და იმ ძუძუს რძეს აგემოვნებდი წესით ჩემი რომ უნდა ყოფილიყო ... საყვარელი საჭმელი წამართვი . ორ თვეში უკვე ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი ვეღარ გიბრაზდებოდი. რამეს რომ აშავებდი ვერასდროს გეჩხუბებოდი, წამწამებს რომ აახამხამებდი პატარა საყვარელ კნუტს ემსგავსებოდი.რა კარგი იყო მაშინ , ყველანი მშვიდად ვცხოვრობდით. ერთი უბრალო ოჯახი ვიყავით...შენ შენს საყვარელ ბაჭიას არ უშვებდი ხელს, სულ თან დაგქონდა, ზუსტად შენხელა იყო ,თათზე ჰკიდებდი ხელს და ისე მიგყავდა .საკმზე სვამდი ან მის ფებზე ჯდებოდი თუ სკამი არ იყო. ხან ეფერებოდი ,ხანაც უბრაზდებოდი . სახლში მშობლები რომ არ იყვნენ და ძილის წინ არავინ გიყვებოდა ამბებს ჩემთან შემოდიოდი, ჩემი პატარა საწოლის კიდეში მაგდებდი და შენ კურდღელს უთმობდი მთელ ადგილს .ერთხელ საერთოდ გადამაგდე და შენს ბაჭიასთან ერთად გეძინა...ნინ მშვიდად დაიძინე ნინ ,ჩემო პატარა ნინ


გვანცას სუნთქვა შეეკრა უსმენდა მის ხმას და გული უჩერდებოდა. ამბის დასრულებამდე ჩაეძინა გოგოს, მიშო კი ისევ უყურებდა მობილურს და ხმას არ იღებდა.თვალები დახუჭა ,ცრემლმა გზა გაიკვალა ნიკაპისკენ მიიწევდა ტუჩების გავლით. ცრემლით დასველებულ ტუჩზე ცხელი ტუჩები რომ შეეხო მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. გვანცაც მის გვერდით იჯდა, სახეზე ეფერებოდა და თვალებში უყურებდა . მიშომ ისევ დახუჭა თვალები, თავი მხარზე დაადო და მისი სურნელით გაბრუებულს ჩაეძინა. გვანცა დიდხანს ეფერებოდა, თითქოს ასე აქრობდა მის ტკივილს. სხვა დროს ტყუილის გამო გაბრაზდებოდა,მაგრამ ახლა არაფერი ადარდებდა მიშოს ტკივილის გარდა.
.......................................
ყვავილების გარემოცვაში იყო და თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა კონსტანტინემ რომ დაურეკა
-ლილია
-იმედია არ ვიგვიანებ ხომ? ორანჟერერაში ვარ ... გამოვიცვლი და წამოვალ
-იქნებ კარი გამიღო
-აქ ხარ?
-რომ მითხარი ორანჟერეაში მივდივარო მივხვდი რომ ყვავილებს მარტივად ვერ დატოვებდი
-მომენატრნენ ... მოწყენილები არიან უჩემოდ
-ისინიც? მეგონა მხოლოდ მე ვიყავი
-ჰმ, შენ გოზინაყი ცალმხრივად გიყვარს და მე და ჩემ ყვავილებს ორმხრივი სიყვარული გვაკავშირებს- გაიცინა და სახლისაკენ დაიძრა- უცებ გამოვიცვლი და წავიდეთ... მისაღებში დამელოდე
-გიხდება ეს კომბინზონი...
- მიყვარს და იმიტომ -გაუღიმა , კიბე სწრაფად აირბინა . შეკრული თმა გაიშალა და საძინებელში მიიმალა
-არ იჩქარო , უბრალოდ ვახშამი იქნება
-ვიცი .არ ვჩქარობ კონსტანტინე და მშვიდად ვარ .შენც ნუ ღელავ - კარი გააღო და გაუღიმა-სხვათაშორის მამამ მითხრა რაღაც
-რა გითხრა?
-ვაიმე რა გჭირს ...რა უნდა ეთქვა ისეთი
-მამაშენს რომ ახსენებ უცებ წარმოვიდგენ მის ადგილას თავს ..რა გითხრა ზუსტი ციტირება მჭირდება
-„მართალია მომწონს და ვიცი რომ კარგი ბიჭია,მაგრამ ერთხელ თუ დამდებს პატივს და პირადად გამიცნობს არ იქნება ურიგო“ ზუსტად ასე მითხრა - ხმა შეიცვალა და მაქსიმალურად ირონიული ტონი მისცა- თან იცინოდა
-მითქვამს რომ მე მისი მსგავსი მამა არ ვიქნები ქალიშვილისთვის? რომ იცოდე წინასწარ
-ვიცი ,მამაჩემი ერთადერთი და განუმეორებელია ... ხო მართლა ,ჩემ ძმას რა უთხარი ასეთი შენზე არაფერს რომ აღარ ამბობ
-არაფერი,რა უნდა მეთქვა- კედელს იყო მიყრდნობილი და ისე ესაუბრებოდა ოთახში მყოფს
-კარგი რაა
-უბრალოდ მიხვდა რომ შეპყრობილი ვარ და თუ გატკენ დავიტანჯები
-უშენოდ რომ მოვკვდები იცის?- ოთახიდან გავიდა და თვალებდახუჭულ მეტრეველს ლოყაზე აკოცა- მგონია რომ ჰაერზე მეტი ხარ, რაც უფრო შორს ხარ მით უფრო კრიტიკული ხდება ჩემი მდგომარეობაც - თითები წვერიან ლოყაზე შეახო და მის ნაცრისფერებს მზერა გაუსწორა-რაც უფრო ახლოს ხარ მით უკეთ ვგრძნობ თავს და მგონია რომ სულ სხვა შენს მოსვლამდე ცხოვრებაც არ მქონდა
-ლილია...
-აღარ გვინდა სიტყვები ისინი უფერულები არიან
იცით შეპყრობილს რა მოსდის ამ დროს? მხოლოდ გულისცემა ესმის, მის სურნელს გრძნობს, მის თვალებში იძირება . მანძილს ამცირებს, კიდევ უფრო უახლოვდება, ტუჩებს კანზე ახებს და თვალებს ხუჭავს. პირველი კოცნა ყველა სხვას რომ გავიწყებს და სრულიად დამოკიდებულს გხდის , ტრამპლინი ხდება ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპისაკენ.ახალი ფერები ,ახალი გრძნობები საფეხური სადაც სიტყვები უფერულდება .....
მანქანაში ისხდნენ, კონსტანტინე საჭეზე თითებს ათამაშებდა .ლილია უყურებდა და იღიმოდა
-ასე ნუ მიყურებ თორემ რამეს შევეჯახები ,ყურადღება მეფანტება
-არ გინდა წვერი გაიპარსო? ცოტა მაინც ...ისევ მოგეზარდა და კოცნისას კანზე მჩხვლეტს-ყურადღება არ მიუქცევია კონსტანტინეს სიტყვებისთვის, თითები ლოყაზე შეახო და წვერზე ჩამოუსვა- თან გიხდება...ძალიან მომწონს ...რატომ იცინი კონსტანტინე?
-უკვე იმ ეტაპზე ხარ ყველაფერი მომიხდება და ყველაზე კარგი ვიქნები
-კი არ იქნები ხარ და კი არ მოგიხდება გიხდება!
-კარგიი...მოვედით იქ სადაც ქალია რომლის დამსახურებითაც ვარ ასეთი სიმპათიური - გაუცინა და მანქანა შესასვლელთან გააჩერა .კარი თავად გაუღო და ხელიც გაუწოდა, წვიმდა ამიტომ ქოლგაც დააფარა , სახლამდე სწრაფად მიდიოდნენ. შემდეგ კარი დაუკაკუნებლად შეაღო და ლილია პირველი შეატარა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყოველ დღე ასე ხდებოდა. კარი რომ მიხურა და ჩიქოვანი თავისთან დაიგულა სრულიად განსხვავებულად აუძგერდა გული. ლილია იყო მასთან,მის სახლში,მის ოჯახთან.
ლილია კი დერეფანში გამოჩენილ ქალს უყურებდა. საშუალო სიმაღლის , ყავისფერთმიან ქალს, რომელმაც წამსვე გაუღიმა,მის თვალებში კი ის ნაცნობი სხივი დაინახა კონსტანტინეს რომ არ შორდებოდა.
-საღამომშვიდობის...კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა ქალბატონო
-საღამომშვიდობის...გილოცავთ თქვენს დღეს - მის თითებს საკუთარი რომ შეაღო წამსვე იგრძნო თბილი კანის შეხება და მუხტი ,რომელიც არაფერს ჰგავდა,რაღაც სხვა იყო . საჩუქარი გაუწოდა და პატარა ბიჭუნაც გამოჩნდა
-ბიძიიიიი .... - კონსტანტინესკენ მორბოდა, მის ფეხებთან გაჩერდა და ხელები მაღლა ასწია ,მანაც წამსვე აიყვანა ,ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა შემდეგ კი ლილიას მოხვია ხელი-აქეთ წავიდეთ
მისაღებში იყვნენ ყველანი. თათა ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას მობილურით ესაუბრებოდა. ახალგაზრდა გოგონა სუფრას დაჰყურებდა და აშკარად რაღაცის დაგემოვნებას აპირებდა. ბიჭი კი ტელევიზორის წინ სავარძელში იყო მოკალათებული, წამსვე გამოერკვა .ოთახში შესულებს მიაპყრეს ყურადღება,თათა მაშინვე ლილიასკენ დაიძრა და თბილად მოეხვია
-ლილია...როგორ გამიხარდა რომ მოხვედი,მეგონა არ გეტყოდა კონსტანტინე
-გილოცავ თათა, ეს შენ ...იმედია მოგეწონება - თათასაც გაუწოდა თავისი საჩუქრის ყუთი და შემდეგ წყვილს მიაპყრო მზერა
-ერეკლე და თეკლა, საყვარელი ძმა და რძალი -კონსტანტინემ დაასწრო და გააცნო
-ლილია ...სასიამოვნოა შენი გაცნობა .გვიხარია რომ ჩვენთან ხარ
-ახლა აღარ მიკვირს რატომ არის ჩემი კოსტა ასეთი შეყვარებული ...სასიამოვნოა ,ძალზეც სასიამოვნოა შენი გაცნობა ლილია - ხელზე ეამბორა ბატონი ერეკლე და შემდეგ ძმას ჩამოსდო მხარზე ხელი- აღფრთოვანებული ვარ
სუფრასთან ისხდნენ, მშვიდად საუბრობდნენ. ლილია კომფორტულად გრძნობდა თავს ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობებს ხვდებოდა .ადამიანებს რომლებიც უბრალოდ უყვარდა, მარტივი მიზეზით ისინი კონსტანტინეს ცხოვრების ნაწილი იყვნენ, ისინი მეტრეველის ოჯახს წარმოადგენდნენ. ბავშვი კი სრულიად საოცრება იყო, ბევრს არ ლაპარაკობდა , დაკვირვებით უყურებდა დედიკოს კალთასი მოკალათებული ჟღალ გოგონას და ჩუმად ეჩურჩულებოდა. ის იყო ტორტზე სანთლები უნდა ჩაექრო თათას კარი რომ გაიღო და ძლიერი ქარის გამო სწრაფადვე დაიხურა. მისაღებამდეც მოაღწია ამ ხმამ და ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა. სტუმარს არ ელოდნენ, არავინ იცოდა ვინ უნდა ყოფილიყო მძიმე ნაბიჯების პატრონი მხოლოდ თამარი დაიძრა კარისკენ და ოთახის შუა გულში გაშეშდა, ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა ის კი იდგა და ელოდა. შემდეგ მაღალი სილუეტი გამოჩნდა, მაღალი გამხდარი,ჭაღარა კაცი , ქალმა წამში გადალახა მანძილი და იმდენად ძლიერად მოეხვია კაცს რომ თითქოს მთლიანად დაფარა. ყველანი წამოიშალნენ,ლილიასაც არ გასჭირვებია კაცის ვინაობის გამოცნობა. კონსტანტინეს გულისცემა ესმოდა, მის ამღვრეულ თვალებს უყურებდა , მზერას რომელიც ერთმანთზე მოხვეულ წყვილს არ შორდებოდა. ქალი ისევ არ აშორებდა მკლავებს,კაცს კი მის ყელში ჰქონდა ჩამალული სახე და ძალიან ჩუმად ,ჩურჩულით საუბრობდნენ. ისევ ქალმა გაზარდა მანძილი, სულ ოდნავ მოშორდა ხელები ჯერ ჭაღარა თმაზე გადაუსვა შემდეგ სახეზე გადავიდა .იღიმოდა და თან ცრემლები სდიოდა. კაცი კი თითებს უკოცნიდა
-თამრო .... ჩემო თამრო
-დაბრუნდი? მართლა აქ ხარ ? ხომ არ მეჩვენები გიორგი ... გთხოვ არ მეჩვენებოდე რა
კონსტანტინე თუ შორიდან უყურებდა წყვილს,ერეკლემ ვეღარ მოითმინა და მათკენ დაიძრა. თათა ცრემლებს ვერ იკავებდა
-ჩემო პრინცესა...ჩემო ანგელოზო.მამას გოგო როგორ გალამაზებულხარ მაა
-მომენატრე...საშინლად მომენატრე...უზომოდ მააა - მკერდზე მიეკრა და ქვითინებდა
-მამა ... მამაა დაბრუნდი -ერეკლე თითქოს გვიან გამოერკვა. თათა რომ დამშვიდდა და ტირილი სიცილით ჩაანაცვლა მან დაიკავა დის ადგილი.
-ჩემო ბიჭო - ისეთი დიდი იყო მათ შორის მსგავსება თითქოს ერთმანეთის წარსულსა და მომავალს უყურებდნენ. ერეკლეს რომ მოეხვია შემდეგ კონსტანტინეც გამოერქვა გაიცინა და მამას მკერდთან მანაც დაიკავა ადგილი-რამხელები ხართ...როგორი შეცვლილები- ბიჭებს უყურებდა და იღიმოდა ,ისე იღიმოდა როგორც კონსტანტინე თვალები უწვრილდებოდა და უბრჭყვიალებდა. ბავშვი რომ დაინახა სულ მთლად შეეცვალა გამომეტყველება, ბიჭებიც კი დაივიწყა და პატარასთან ჩაიმუხლა -გამარჯობა
-გამარჯობა გიორგი ბაბუ - გაწვდილ ხელს თავისი პაწაწნა ხელი შეაგება და თავად ჩაეხუტა. ბავშვი არ მოუშორებია, ხელში აიყვანა და ისე გადახედა გოგონებს.შემდეგ შვილებს მიაპყრო მზერა და ისევ გოგონებს დაუბრუნდა
-თამრო ბოლო ინფორმაციით მხოლოდ ერთი რძალი გვყავდა და რამე ვერ გავიგე? ეს ლურჯთვალა თეკლაა
-ჩემი დედიკო
-დიახ ,შენი დედიკო- ბავშვს გაუღიმა და ისე აკოცა რძალს ხელზე - წითური ქალბატონი ? კონსტანტინე - ისე გახედა ბიჭს თითქოს მის დასჯას აპირებდა
-ლილია, ჩემი მომავალი - გოგონას სიტყვის თქმა არ დააცადა ისე მოხვია ხელი და თავად წარუდგინა მამას
-ლილია...მომავალი - ღიმილით გაიმეორა შვილის სიტყვები და მასაც ხელზე აკოცა- ბედნიერი კაცი ვარ ... ულამაზესი რძლები მეყოლება და საოცარი შვილიშვილები - ბავშვს ისევ აკოცა და ოჯახისწევრებს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა- კარგია ,რომ მესამე კაცი არ დამხვდა ოჯახში ახალი წევრის სტატუსით - ქალიშვილს თვალი ჩაუკრა და შემდეგ ისევ საუბარი განაგრძო- გთხოვთ სუფრასთან დაბრუნდით ... მგონი სანთლების ჩაქრობის დრო იყო ...მალე სულ მთლად დაიწვება . პრინცესაა უნდა იჩქარო სურვილის ჩაფიქრება
-საჭირო აღარაა ...ამიხდა უკვე
-ახალი უნდა მოიფიქრო პრინცესა ... ბოლოს ეს სცენა რომ ვნახე ტორტზე 6 სანთელი იყო მხოლოდ
-ჩააქრე დე- თამარმა გაუღიმა შვილს და ისიც წამსვე გაიქცა ტორტისაკენ. თითები ერთმანეთში ახლართა და სანთლებს შეხედა
-იმღერეეეთ ასე როგორ შეიძლება? რძალოოო - უცებ დააბრიალა თვალები და ყველა გამოერკვა. სიმღერის ხმა, ტაში და ბედნიერება, რომელსაც საზღვარი არ აქვს ვერასდროს მიხვდები როდის მიაღწევს ზენიტს. რამდენიმე წუთის წინაც ეჭმაკუნები უხტოდნენ თვალებში, სანთლების ჩაქრობისთვის ემზადებოდა ახლა კი სრულიად სხვაგვარ ემოციას გრძნობდა.
მეტრეველები სრული შემადგენლობით ისხდნენ მაგიდის ირგვლივ. საუბრობდნენ ისე თითქოს განვლილი ათი წელი არც არსებულა. გიორგი თამარის თითებს იყო ჩაბღაუჭებული და მხოლოდ წამიერად შორდებოდა, ყველა ამჩნევდა ,ყველას ეღიმებოდა . იყო მომენტები როდესაც ქალი დიალოგს სწყდებოდა და უბრალოდ თვალს ვერ აშორებდა ქმარს. ყველა მის ნაკვთს სწავლობდა, თავიდან იმახსოვრებდა თითოეულ ცვლილებას და მაშინვე ერკვეოდა როგორც კი უფროსი მეტრეველის მზერას დაიმსახურებდა.
-მიყვარს ,როდესაც შენი ბედნიერებისგან აცქარებული გულისცემა მესმის - ლილიამ ჩუმად უთხრა , ისე რომ ღიმილიანი მზერა არ მოუშორებია ბიჭისთვის.საპასუხოდ ხელზე კოცნა მიიღო და ღიმილი,რომელიც პირადად მას ეკუთვნოდა და სხვას არავის
-შენ ჩემი საჩუქარი ხარ, ბედნიერების მომტანი სხივი .მოხვედი და თან სიხარულიც მოგყვა
-ყველა სასწაულს მე ნუ დამაბრალებ კონსტანტინე
-შენ რომ ხარ ჩემთან ყველაფერი სხვა ფერია ... შენ რომ ახლა აქ არ იყო სიცარიელეს ვიგრძნობდი. ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მეყოლებოდა შენს გარდა და ახლა გონებაში მხოლოდ ის გზა მექნებოდა რომელიც შენთან მომიყვანდა
დიდხანს არ დარჩა, როდესაც მიხვდა რომ ოჯახისწევრების მარტო დატოვებსი დრო იყო და თავისი წილი ემოცია მიიღო განვლილი დღისგან . კონსტანტინესთან გადაინაცვლა
-ჩემი წასვლის დროა...
-უკვე? - მობილური გადადო და თვალი გაუსწორა- კარგი ,როგორც გინდა. გაგიყვან
-ჩემ ძმას დავურეკავ და მოვა
-ნწ , მე მიგიყვან -გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა-მამა ისედაც დაკავებულია-თვალით ანიშნა გიორგიზე, რომელიც კიდევ ბავშვს ეთამაშებოდა და თან თათას უსმენდა- დღეს ხომ აღარ წახვალ ორანჟერეაში? სახლში მიგიყვან ხო?
-კარგი , აღარ წავალ .ხვალ დილით მივალ
-ცუდი ამინდებია ,მალე ახალი წელია და მარტო არ გინდა იქ ,გთხოვ
-გითხარი რომ სახლის დეკორაცია საოცრად მომეწონა? - ოთახს მოავლო ისევ მზერა და გაიღიმა
-ლილია ხომ არ წახვალ?
-არ ვიცი ,ვნახოთ...ახლა სახლში მინდა
-ჯიუტო !
კონსტანტინეს შეკრულ წარბებს არ მიაქცია ყურადრება,ზურგი აქცია და დივანზე მსხდომ ოჯახის წევრებს გამოემშვიდობა.
-ჩემი წასვლის დროა...ძალიან მიხარია რომ გაგიცანით
ყველანი წამოიშალნენ. დაემშვიდობნენ ჟღალ ქალბატონს. გიორგიმ ისევ ხელზე აკოცა და კარამდე მიაცილა
-იმედია ისევ შევხვდებით მშვენიერო,ლილია
-იმედია...თამარ- ქალსაც გაუღიმა და თავის დაკვრით დაემშვიდობა. კონსტანტინემ გასვლისას ინსტიქტურად გაუსწორა თმები და კაპიუშონი წამოაფარა. ქოლგაც გაშალა და ხელი მოხვია. ცოლ-ქმარი სახლიდან უყურებდა მიმავალ წყვილს და იღიმოდა
-თამროოო
-გიორგი
-გახსოვს გეუბნებოდი ერთ დღეს ,როდესაც ყველაფერი დასრულდება მე და შენ დავიწყებთ-თქო
-დასრულდა?
-იწყება !-მკლავები მოხვია და რამდენჯერმე აკოცა, თავი ისევ მხარზე დაადო ,სურნელი შეიგრძნო და თვალები დახუჭა-მაპატიე, ყველაფრისთვის
-საკუთარ თავს აპატიე დაკარგული ათი წელი ...მე შენ სამ სხეულში გხედავდი
...........
-შენც არ იცოდი ხომ?-ლილია ისევ უყურებდა საჭესთან მჯდომს
-როცა საქმე მამას ეხება მხოლოდ ის ვიცით რაც თავად სურს რომ ვიცოდეთ
-საერთოდ არ ელოდით რომ დაბრუნდებოდა?
-წესით კიდევ ორი წელი უნდა გაეტარებინა ციხეში...ამ საქმესთან დაკავშირებით არასდროს გვესაუბრებოდა. ერთგვარი შეთანხმება გვქონდა დადებული
-მისი ღიმილი გაქვს,მაგრამ ერეკლე ძალიან ჰგავს როგორც ამბობდი
-ბოლოს რომ ვნახე სულ სხვანაირი იყო...სულ რამდენიმე ღერი თეთრი თმა ერია წვერში.თავი სულ გადაპარსული ჰქონდა
-ძალიან სიმპატიურია ...საოცარი წყვილია ,ვგიჟდები მათზე
-ნწ,შენ მხოლოდ ჩემზე გიჟდები !
-ღმერთო ჩემოო
-სახლში რომ დავბრუნდები შენზე საუბარი მომიწევს...რძალი განსაკუთრებით დიდხანს დამკითხავს
-ძალიან საყვარელია ,საოცარი თვალები აქ არა?
-მაგ თვალებით დაატყვევა ჩემი ძმა , ერეკლე ასე ამბობს ყოველი ჩხუბის დროს ...მზად იყავი,დღეიდან აღარ მოგასვენებენ
-თეკლა ფეხმძიმედაა? - დუმილის შემდეგ იკითხა და კონსტანტინეს გაკვირვებული გამომეტყველება რომ დაინახა წარბები საყვარლად შეკრა- რაღაცნაირი რეაქციები ჰქონდა, უცნაურად უყურებდა კერძებს. უცებ ანა გამახსენდა და ვიფიქრე რომ მეორე ძმიშვილი გეყოლებოდა, პირველი ისეთი საოცრებაა ,მაგრამ სულ არ მოვეწონე
-პირიქით , ძალიან მოეწონე იმდენად რომ შენთან საუბრის შერცხვა, ჩემი მორიდებული ბიჭია. ლამაზ გოგოს რომ ხედავს სულ ასე ემართება, შეგეჩვევა და მერე გამოვა კონტაქტზე
-მართლა? მე კი მეგონა რომ არ მოვეწონე და აღარ შევაწუხე ,თორემ ისე მინდოდა მოვფერებოდი
-მე აქ ვარ,ნებისმიერ დროს შეგიძლია მომეფერო
-კონსტანტინეეე
-რაა ,უბრალოდ გაგაფრთხილე რომ არ მოგერიდოს და არ იფიქრო რომ შემაწუხებ
-ღმერთო, რა ცუდი ბიჭი ხარ
-ცუდი ბიჭი გემრიელი ტუჩებით არა?
-უკაცრავად ?
-არა?
-კოცნამდე უგემური იყავი თუ რა ...საერთოდ არ მიყვარს მსგავსი სიტყვები !
-მე კიდე მიყვარს ასე რომ იბუტები , ვგიჟდები ისე მინდა ჩაგეხუტო
-მოვედით...შეგიძლია გააჩერო მანქანა და ჩამეხუტო -წამწამებს ახამხამებდა და უღიმოდა,კონსტანტინეს გაეცინა.მანქანა მართლაც გააჩერა და მაშინვე მისკენ გადაიხარა . სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია, ლოყაზე აკოცა ,შემდეგ ტუჩის კუთხეში და ის იყი ტუჩებსაც უნდა შეხებოდა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე
-მამა მოდის...
-გიგი ასე ატარებს?
-უყვარს სიჩქარე ... მისი ასაკი ნუ მოგატყუებს - გაიცინა ,თითები თმაში შეუცურა და თავად აკოცა. ისე მოშორდა კონსტანტინე იგივე პოზაში დატოვა გაშეშებული ,მანქანის კარიც გააღო და გადავიდა-შეხვედრამდე ნაცრისფერთვალებავ
-როგორ ახერხებს ყოველ ჯერზე ასე დამტოვოს...- ეზოში მირბოდა ქალბატონი , კონსტანტინე კი მანქანიდან გადავიდა და გიგის მიესალმა
-საღამომშვიდობისა
-კონსტანტინე, გამარჯობა -ხელი ჩამოართვა გიგიმ
-როგორ ბრძანდებით
-კარგად,გმადლობ დროულად მოგიყვანია ჩემი გოგონა
-ყოველთვის ასე არ გამოდის,მაგრამ ...
-თუ ღმერთი გწამს ისე ნუ მელაპარაკები როგორც მოხუც კაცს, სხვათაშორის მე და ჩემი ცოლიც ვიყავით შეყვარებულები და კარგად მახსოვს ყველაფერი. არ არის საჭირო ჩემთან ასე საუბარი- მხარზე დაკრა ხელი და გაუღიმა როგორც იქნა - უბრალოდ გახსოვდეს რომ თუ ჩემი პეპელა ოდესმე შენ გამო ფარფატს შეწყვეტს ყველა კიდურს დაგამტვრევ ...
-შესანიშნავია , უკვე მშვიდად ვარ . მომდევნო შეხვედრისას უკვე თავისუფლად ვიგრძნობ თავს
-აღარ შეყოვნდე, იწვიმებს ისევ შენ კი აშკარად გეჩქარებოდა . მომავალ შეხვედრამდე
-ნახვამდის
მანქანაში დაბრუნდა და სიცილი მაინც ვერ შეიკავა. სულ აოცებდა გიგის დამოკიდებულება, გაახსენდა სახლში მამა რომ ელოდა და წამით წარმოიდგინა მისი რეაქცია თათას შეყვარბეულის გაცნობისას რომ ექნებოდა და უფრო უმატა სიჩქარეს. ნამდვილად უცნაური დღე ჰქონდა, დაუჯერებლად ბევრი კარგი რამ ხდებოდა რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. სახლში შესვლისას მამის ხმა რომ გაიგო სრულიად გამორჩეული შეგრძნება დაეუფლა. სწრაფად გაიარა დერეფანი და თათას გვერდით დაიკავა ადგილი
-თოკო სად არის რძალო?-მაშინვე ბავშვი მოიკითხა,არ იყო ჩვეული ასე მშვიდად ჯდომას
-დაეძინა და საძინებელში გაიყვანა ერეკლემ...
-შენ რატომ ხარ ასე მშვიდად მამამამთილს აწონებ თავს?
-ღმერთო ჩემოო რა აუტანელი ხარ... უბრალოდ დავიღალე . მამამთილს ისედაც მოვწონვარ და ჩემ თავდაჯერებულობას ნუ უმიზნებ
-ზუსტად ისე გიპასუხა ჩემ რძალს რომ შეეფერებოდა, ყოჩაღ -გიორგიმ გაიღიმა და თვალი ჩაუკრა რძალს - აიი შენი ლილია კი სულ სხვა თემაა
-ასეც ვიცოდი... ათი წლის შემდეგ ჩემ ლილიაზე უნდ ავისაუბროთ
-სხვა ყველაფერი ვიცი და ლილიაზე მაინტერესებს
-გაცნობისას ხომ ვთქვი არა?ლილია,ჩემი მომავალი
-სიტყვასაც აღარ გვეტყვის მეტს- ერეკლე გამოჩნდა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა, მერე თმები აურია კონსტანტინეს და თან იცინოდა- რა გემოვნება გქონია შე პატარა მაიმუნო მე კი მეგონა გოგოს ვერ ვნახავდი შენ გვერდით
-გეყოფა !
-კარგიი ,გვეყოფა შენ ოღონდ არ გაფსიხდე ...შენ რატომ ხარ ჩუმად პრინცესა? საჩუქრები არ მოგეწონა?
-ყველა არ მინახავს...მოგვიანებით ვნახავ
-ცხოვრებაში პირველად საჩუქრებს არ ნახულობს
-მეტი არ მინდა შენი საჩუქარი ტელეფონი არ იყოს - მაინც ვერ მოისვენა, მამას მხარზე ედო თავი და ისე იყო მოკალათებული როგორც ბავშვობაში - თეკლა დაქვრივდება იცოდე
-ალქაჯია რაა ,ცოლო გემუქრებიან არ უნდა დამიცვა?
-თორნიკეს გახადე თუ ისე დააწვინე როგორც იყო ...უნდა ვნახო შენ ვერ გენდობი
-რას ნიშნავს...როდის იყო.მოიცა მართლა მიდიხარ? წავიდა? - თვალი გააყოლა და მერე კონსტანტინეს გახედა- გამაგიჟებს რააა ,როდის იყო ისე ვაწვენდი რა მოიგონა ახლა
-ისევ ისეთები ხართ,უბრალოდ სხვა თემებზე წუწუნებთ. მარტო გემოვნების გამო ხართ ორივენი ჭკვიანები
-მე ? მე არ ვარ ჭკვიანი?- ისევ გატრუნული იყო,მაგრამ თვალები გაახილა და ქვემოდან ახედა მამიკოს
-შენ არა მა, ის შენი გულადი გაბრიელია ჭკვიანი. იცის ვინ უნდა უყვარდეს ,აქვს გემოვნება ბიჭს- ისე მშვიდად უთხრა თავიდან ვერც კი მიხვდა გოგონა ვისზე საუბრობდა. რომ გაიაზრა უცებ დაეჭიმა მთელი სხეული, წამში მოშორდა და თვალებგაფართოებული მიაშტერდა
-რა...რა ? როგორ
-დაბრუნდი სად წახვედი...მოდი აქ .დღეს არ გვინდა ,სხვა დროს ვილაპარაკოთ- ხელი გაუწოდა და უკან დააბრუნა გოგონა.
-ხო ,მაგრამ
-არავითარი ,მაგრამ თათა დღეს უმნიშვნელო თემებზე საუბარს დუმილი არჩიეთ, ყველამ ხო?
-დედა სულ ასეთი დესპოტია თუ მე რომ მოვედი მეუბნება ოჯახის უფროსი ვარო
-დედა ოჯახის უფროსის მმართველია მხოლოდ ! - მიდიოდა,მაგრამ გაჩერდა შებრუნდა ღიმილით უთხრა და შემდეგ განაგრძო გზა .სამივეს რომ ჩაეცინა გიორგიმ მხოლოდ მაშინ მოაშორა თვალი ცოლს და წარბაწეულმა ჩაახველა
-რა იყოთ?
-არაფერი მაა ...
ერეკლე ვეღარ ისვენებდა დერეფნისკენ იხედებოდა და ცოლის გამოჩენას ელოდა. კონსტანტინემ რომ ჰკრა ხელი და თვალები აატრიალა
-წადი რა , დამღალე
-მოდის და ჩუ შენ -ჩუმად გადაულაპარაკა და თეკლას მიაპყრო მზერა -აბა ? დაგაკმაყოფილა ბავშვის მდგომარეობამ?
-ყოჩაღ - გაუღიმა და თავზე ისე გადაუსვა ხელი თითქოს პატარა ბავშვს ეფერებოდა.
-თეკლაა
-რა?
-ძილის დროა ...
-მე თამარს უნდა დავეხმარო ,შენ შეგიძლია დაიძინო.საბანს დაგაფარებ რომ შემოვალ- თავზე აკოცა და კუსკუსით წავიდა სამზარეულოსკენ
-მეღადავება? არა რაღაც ხდება ასე ლაპარაკს რომ იწყებს თავდაცვისთვის სულ აქვს რაღაც
-ჩემ პატარა გოგოს ნამდვილად ეძინება- გიორგიმ შუბლზე აკოცა თათას და მერე თავზე მოეფერა
-რომ გავიღვიძებ ისევ ხომ იქნები სახლში -ეს რომ თქვა ყველას შეეცვალა გამომეტყველება-მამა , ხომ აღარ იქნები ჩვენგან შორს
-აღარასდროს წავალ,პრინცესა .ყოველ დილას ერთად დავიწყებთ ,გპირდები- ისევ აკოცა და ჩაეხუტა - ახლა კი წადი ,მშვიდად დაიძინე
-ძილინებისა...- ძმებს აკოცა და სამზარეულოშიც შეირბინა. ბოლოს კი საძინებლისკენ გადაინაცვლა. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და ხელები სახეზე ჩამოისვა. ჩვევად ჰქონდა ღელვის დროს ეს ჟესტი და ბიჭებს არ გაჰკვირვებიათ .
-მე უნდა გავიდე ... საქმე მაქვს . რომელიმემ მანქანა მათხოვეთ - წამოდგა და ბიჭებს გადახედა. კონსტანტინემ გასაღები მიაწოდა და თან თვალი გაუსწორა-ასე ნუ მიყურებ...ბევრი ვინმე მყავს სანახავი. დავბრუნდი-თქო ხომ გითხარით არა?
-არაფერი მიკითხავს!
-ნუ მასწავლი რას ფიქრობ და რას არა ,გამომძიებელო- ბოლო სიტყვა ირონიულად ჩაილაპარაკა კარისკენ დაიძრა. სახლიდან იყო უკვე გასული ეზოს ბოლოსკენ გაჩერებული მანქანისკენ მიდიოდა თამარის ხმა რომ გაიგო
-გიორგი - წვიმასა და ქარში ისე მკაფიოდ ისმოდა ქალის ხმა რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა.სწრაფად შებრუნდა და თვალი გაუსწორა
-წვიმს თამრო...სახლში შედი ,გაცივდები
-დაგელოდო თუ არა
-ორივემ ვიცით რომ ვერ დაიძინებ, ამიტომ ვეცდები მალე დავბრუნდე - გაუღიმა და უკან დაიხია-წვიმს თამრო!- ქალმა კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და ისე შებრუნდა სიტყვაც აღარ უთქვამს.
სახლში სიმშვიდემ დაისადგურა, სრულიად განსხვავებული სიჩუმე იყო გამეფებული.
ცოლ -ქმარს მშვიდად ეძინა , თორნიკეც იქვე თავის საძინებელში სიზმრების სამყაროში მოგზაურობდა. კონტანტინემ ძილის წინ ლილიას ფოტოს შეავლო მზერა, ემოციური დღის დასასრულს მშვიდად მაინც არ ეძინებოდა. თითქოს ჩიქოვანმაც იგრძნო და დაურეკა
-ლილია რატომ არ გძინავს ამ დროს?
-ვერ დავიძინე...როგორ ხარ?
-კარგად ... დაძინებას ვაპირებდი
-მაგრამ ვერ იძინებ ხომ? ემოციური დღის დამსახურებაა
-ხო ... იცი გიგის რომ ვესაუბრე?
-კი ... სახლში რომ შემოვიდა მითხრა ეს ბიჭი ასეთი კარგია თუ მაბოლებსო ,მერე იაკომ თვალები აატრიალა და შენ როგორი სიდედრი იქნები ახლავე მის მხარეს ხარო,მგონი ჩიქოვანის ქალები მოგაჯადოვათო, ჩემი გავლენის შესუსტებას ვგრძNობო და კიდევ ბევრი რამ თქვა სანამ დედამ გააჩუმა და ილიკოს უნივერსიტეტის ამბებზე გადაერთო
-მე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მშვიდად შემიძლია ვიყო მამაშენთან დაკავშირებითაც კი გამიმართლა
-უცნაური შეგრძნებაა ამდენი წლის შემდეგ მამა მეზობელ ოთახში რომ არის? რომ იცი ახლოსაა და დილასაც თქვენთან იქნება
-რეალურად სახლში არ არის ...თათამ როგორც კი დაიძინა მაშინვე წავიდა,მაგრამ დაბრუნდება
-წავიდა?
-სავარაუდოდ მეგობრებთან ...მეორე ოჯახთან წავიდა და მალევე დაბრუნდება. დილას აუცილებლად დედასთან ერთად შეხვდება, ამ შანსს არ გაუშვებს
-და შენ მანამ არ დაიძინებ სანამ არ დაბრუნდება?
-შენთან საუბრის შემდეგ მშვიდად დამეძინება
-მე უკვე მძინავს...საოცრად მოქმედებ.მგონი მამაჩემი მართალია
-მოგაჯადოვე? შეიძლება ასეც ითქვას
-აჰაამ
-ტკბილი ძილი ,ჟღალო
-სიზმარში გნახავ...- ჩუმად თქვა და კონსტანტინემ ზუსტად იცოდა იმ წამს როგორი გამომეტყველება ჰქონდა ჟღალს. როგორ მშვიდად იწვა და სიზმრების სამყაროში გადადიოდა. მისი სუნთქვის ხმა ესმოდა და თავადაც ეთიშებოდა გონება,ბოლოს ჩასთვლიმა და სადღაც გონების რომელიღაც კუნჭულში აღიქვა მანქანის ხმა , მიხვდა რომ გიორგი სახლში იყო თამროს გვერდით.....
......................................................
-პეპელააა მოფრინდააა - გიგიმ ქალიშვილი რომ დაინახა მაშინვე გაიღიმა და ლოყა მიუშვირა. ლილიამ ხმაურით აკოცა და მუხლზე დასკუპდა -რაო პეპელა მოეწონე დედამთილს?
-მაააა მამიკოო
-რა ხდება წითურო პეპელა? - თმებზე ჩამოუსვა ხელი და გაუღიმა - იაკოოოოოოოო დავიღუპეთ მგონი ჩვენი გოგო დაიწუნეს აიი ხედავ> შენ მოგწონს სასიძო და იმათ გოგო დაგვიწუნეს ჩემი წვალებით დახატული ბავშვი
-გეყოს გიგი!
-რა იყო გოგო რას მიბრიალებ ამ თვალებს რა ეტაკა ამ ბოლო დროს ეს ჩემი შაქარყინული ქალი წიწაკასავით გამწარდა
-სახლი აღარ უნდა მოვრთოთ?
-ილიკოც გაიღვიძებს და თქვენ მორთეთ...მე ათასი საქმე მაქვს
-სოფელში ხო არ წავსულიყავით? ლუკა და ანიკო იქ ხვდებიან,ჩვენც წავიდეთ ჰა ცოლო რას იტყვი?
-როგორც გინდა...კერძები მაინც უნდ ამოვამზადო .ისე თუ აბრძანდები მაგ დივნიდან და მომეხმარები პატივს დამდებ
-ნახე როგორ მიქაცავს წარბებს ,მაშინებ იაკო
-ხო არა? ჯერ სად ხარ
-უკაცრავად? რამე მითხარი?
-არააა საყვარელო ერთგულო და ერთაერთო ქმარო ,მინდა კაკალი დატეხო და გაამზადო რომ შენი საყვარელი საცივი და გოზინაყი გავაკეთო
-მოვალ , სხვა რა გზაა
-თუ გეზარება საერთოდ არ გავაკეთებ!
-რა ჭირს ამ ქალს- სამზარეულოში მყოფს მზერა მოაშორა და ამჯერად ლილიას ჩასჩურჩულა-ბოლო დღეებია მიღრენს და ვერ გავიგე რა უნდა ,შენ ხომ არაფერი იცი პეპელა?
-ეტყობა გააბრაზე
-მე? გამორიცხულია 22 წელია ჩემი ცოლია და ისე არ გამიბრაზებია კოცნაზე რომ უარი ეთქვა
-მამაა
-რა მამა ,სერიოზულად ვნერვიულობ იქნებ დაელაპარაკო პეპელა უშველე მამას თორემ ვიტანჯები უკვე
-შევეცდები დაგეხმარო- ჩუმად უპასუხა ისევ აკოცა და სწრაფად წამოდგა- წავალ ილარიონს გავაღვიძებ
- შუაღამით მობრძანდა ბატონი და სავარაუდოდ გათიშულს სძინავს, მერე მთელი დღე იჯუჯღუნებს და ნუ გააღვიძებ .მამაშენი მაინც უსაქმოდაა და ჩამოიტანოს სხვენიდან ნაძვის ხე
-მისი აწყობა ილიკომ იცის
-მოინდომე და შენ რას ვერ მოახერხებ
-რატო მეცინიკოსები ია რა გინდა?
-სახლია მოსართავი,ათასი საქმეა და რატომ უნდა შეაწუხო ბავშვი როცა უსაქმოდ ზიხარ დივანზე და ვიღაცას გაკრეჭილი წერ
-ვის ვწერ გოგო ....მოიცა ეჭვიანობ? რამ გამომაშტერა აქამდე როგორ ვერ მივხვდი ჩემი ია ია ეჭვიანობის შემოტევის მსხვერპლია?- უცებ მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია - ბიჭებს ვწერდი , ახალი წლის გეგმებს ვათანხმებდით -ყელში აკოცა და ხელები გაუთავისუფლა- და ვისზე ეჭვიანობს ჩემი ლამაზი ცოლი?
-არ ვეჭვიანობ...რატომ უნდა ვეჭვიანობდე ვიღაც 30 წლის გრძელფეხება დიდ ძ*ძუებიან შავგვრემან ქალზე სახელად თინა - ხელზე ხელი დაარტყა,მოიშორა და მისკენ შებრუნდა -ასე ნუ მიყურებ ,ასეე ნუ მიყურებ ერთად დაგინახეთ. უღიმოდი, სკამი გამოუწიე მოსაცმელი თავად გახადე და წელზე შეეხე ...აი ამ თითებით - მაჯაზე მოუჭირა თითები და ხელი სახესთან მიუტანა- აბა კარგად დააკვირდი ეს თითებია ხომ?
-ია რას მეუბნები სულ გადაირიე? სკამი გამოვუწიე უბრალოდ როგორც ჯელ...
-უღიმოდი,თვალებს უჟუჟუნებდი და მისი დეკოლტისკენ აპარებდი მზერას არ გიცნობდე მაინც. წამიც საკმარისი იყო ყველა შენი ფიქრის დასანახად
-მეღადავები? სამი დღე ამის გამო მიბღვერდი და არაფერი მითხარი? ამის გამო მიშორებდი თავიდან ? გინდა გავგიჟდე ხომ?
-დიახ ,მინდა თანაც ძალიან მინდა
-გავგიჟდები რაა ამდენი წელია არ გიეჭვიანია ახლა რა ხდება ხასაითი შეგეცვალა? ახლა უნდა გითხრა შენ ჩემთვის ვინ ხარ ?
-შენ იცი რომ მე მხოლოდ შენი გული არ მიმიღია,მთლიანად შენ მიგიღე და ბოლომდე ასე უნდა დარჩეს!
-რო გავმელოტდდე და ჩემ თმებზე თამაში აღარ შეგეძლება მერე რა გამეყრები?
-იდიოტოო ნერვებს ნუ მიშლი უარესად, ისედაც თვალებიდნა ვერ ვიშორებ იმ წამს
-ხომ იცი ვინც არის ,ვერ გავიგე მართლა ვერ გავიგე რატომ ეჭვიანობ შენზე ახალგაზრდა რომ არის იმიტომ?
-ღმერთო ჩემო არც კი გრცხვენია? ანუ მეუბნები რომ ჩემზე ლამაზი ახალგაზრდაა ,ჩემზე კარგ ფორმაშია და შენც მოგწონს?
-რა მომწონს გოგო შვილის ტოლია
-შვილის ტოლი როგორ არის , რა მოიგონე ახლა
-რა განსხვავებაა...მე ბავშვივით ვუყურებ
-ხოდა თვითონ არ გიყურებს მამასავით და ძალიანაც მოსწონხარ
-მე სულ მოვწონდი გოგონებს, მაგრამ მე შენ მიყვარდი მაშინაც ახლაც და მერეც შენ მეყვარები .გსმენიათ ამის შესახებ?- ისევ თვალების ჟუჟუნი დაუწყო ცოლს, ოთახის კუთხეში მიიმწყვდია და ხელები წელზე მოხვია - ისე მე შავტუხები არასდროს მომწონდნენ ,წითური რომ იყოს კიდევ სხვა საქმეა
-როგორ მეჯავრები ასე უცებ რომ მაიძულებ შეგირიგდე
-მე კი ვერ ვიტან როცა ეჭვიანობ...წელიწადში ერთხელ შეიძლება და ეს ბარემ მომდევნო წლის ეჭვიანობად ჩავთვალოთ - სახეზე კოცნიდა და ეფერებოდა
-ბავშვები სად არიან
-ილიკოს ისევ სძინავს,ლილიას კარი ცხვირ წინ მივუხურე და სავარაუდოდ ისიც ზემოთ წავიდა
-ნაძვის მორთვის დროა
-ილიკო მიხედავს მე შენთან ვიქნები,სამზარეულოში და მოგეხმარები
-ანუ ყველაფერს აურევ
-ისე მოვიქცევი როგორც მეტყვი ,ჭკვიანი ბიჭი ვიქნები
-ხოო?
-აჰაამ ...მერე სოფელში წავიდეთ ხო?
-წავიდეთ
-გიყვარვარ ხო?
-მე?შენ?
-ნწ ეგრე არა“ მე შენ კითხვის ნიშნების გარეშე
-ხოო?
-დიახ ,არ იცოდი?
-არა
-აბა როგორო?
-მე შენო
-მერე რაო ?
-არ ვიცი აღარ მახსოვს
-ია ია ლურჯთვალა რატო მაბრაზებ?
-გამახსენე და გეტყვი
-მე შენ
-მე შენ
-გვრიტებოოო მოვდივარტ და იმედია ამდენი წლის შემდეგ პირველად არ ვიხილავ მშობლების ხვევნა კოცნას და პირდაპირ არ შევესწრები ბავშვის ჩასახვის წინა პროცეს- კარი უცებ გაიღო ილიკო შემოვიდა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი,თვალებზე ხელაფარებული მიაბიჯებდა და თითებშორის იჭყიტებოდა . სახლის მორთვას დავიწყებ თუ რამეს მაჭმევს დედიკო
-მშიერ მამაზე არავინ ფიქრობს,გააკეთე ახლა ასეთი ბიჭი არა რა სულ გოგოებზე უნდა მემუშავა აიტეხე ბიჭი ბიჭიო და აჰაა
-მე ? შენ არ გინდოდა ბიჭი?
-მე ? მე როდის მინდოდა პირველი გოგო კარგი გამოვიდა და იქნებ ბიჭი ვნახოთ თქო...ისე ცდის პონტში ვიგულისხმე
-იქნებ შეწყვიტოთ და მომაქციოთ ყურადღება? დედააააა
-ტოსტებს გაგიკეთებ უცებ...მეტი არაფერია. ლიმნის წვენს გაგიკეთებ და კიდევ გაკოცებ-უცებ მივიდა თავზე ხელი გადაუსვა თმაარეულ ბიჭს და შუბლზე აკოცა- უყვარხარ დედას
-აიი კარგად გხსომებიაა როცა მოგინდა? -უცებ გამოცოცხლდა გიგი და სკამიდან წამოვარდა
-მანდ დაჯექი და ნიგოზი გაამზადე თორემ საცივი არ გექნება
-ნუ მაშანტაჟებ ასე მტკივნეულად ...
-აბა რა ხდება აქ? შერიგდით? - ლილია შევიდა და მშობლებს გადახედა
-შერიგდნენ და ახლა ჟღურტულებენ,მე მაიგნორებენ
-ასეთიეჭვიანი ვის გავხარ შვილო დედაშენია ეჭვიანი თუ დედაშენი - გიგი თან ნიგოზს ყრიდა ჯამში თან ილიკოს ესაუბრებოდა
-დედაააააააა გესმის რას ამბობს?
-სულ წავიდა ხელიდან ღმერთო ჩემო ასეთი არასერიოზული შვილი მე როგორ უნდა მყავდეს?-სრულიად სერიოზული გამომეტყველებით შეიცხადა და თავადაც ვერ შეიკავა სიცილი სხვები რომ აკისკისდნენ
-მეტი ორგანიზება გვჭირდება , უკვე შუადღეა და ჩვენ სახლიც არ მოგვირთავს. ჩემი გვანციკო რომ იყოს ყველას გამოგაფხიზლებდათ,სად არის ჩემი გოგო?
-შენი გოგო თავის ბიჭთანაა და მოვა 31 დეკემბერს ალბათ
-ილიკო!
-რა? მიშოსთან არ არის? ამათ არ იციან მიშოზე და გვანციკოზე? ჩემი დრო მოსულა...მოკლედ მამაა შენი ორივე გოგონას გულს გტაცებენ და შენ ამ დროს ასე მშვიდად ამტვრევ კაკალს? ღმერთო ჩემოო რა დღეში ხარ გიგიიიიიიიი
-მასხარა შენ გაჩუმდი,ჟღალო მოდი აქ. რაო ვინ მიშოოო ჩემი გვანცას გული ვინ მომპარა, ჩემი გოგო ვინ მოაჯადოვა,, ვინ მოახერხა,ვინ გაბედა
-რომ მოვა ჰკითხე და მოგიყვება...ჩვენ წავედით სახლის მორთვის დროა - ხელი ჩაავლო ილიკოს და ოთახიდან გაათრია
-მოიცა გოგო დავიხრჩო გინდა? გადამცდა ლუკმა
-გვანცა მოგკლავს იცოდე
-ჩემ შეყვარებულზე რო ეჭორავა ხომ კარგი იყო,მერე რომ დამცინოდნენ ორივენი
-მაშინ მეხუთე კლასში იყავი ბიჭო
-მერე მითუმეტეს,რატომ დამცინოდნენ.დაჯდეს ახლა და ისმინოს გიგის ნოტაციები,მერე ღადაობა და ბოლოს არ ვიცი რამეს მოიფიქრებს მამა
სხვენიდან ნაძვის ხე ჩამოიტანა, მოსარტავები,სათამაშოები და შეუდგნენ საქმეს . გიგი მართლაც არ გასულა სამზარუელოდან სანამ ყველაფერი არ მოამზადა იამ. ბოლოს დაქანცულები დასხდნენ ტელევიზორის წინ . ის იყო ლილიას უნდა ჩახუტებოდა მისი მობილური რომ ამღერდა ,ეკრანს რომ დახედა და კონსტანტინეს სახე დაინახა წარბები შეკრა და ისე მიაჩეცა ხელში
-მერამდენედ გირეკავს რა ხდება ლომკა აქ?
-დაახლოებით - გაიცინა და უცებ დაუსხლტა ხელიდან
-ასეთი რა უნდა უთხრა აქ რომ ვერ ეტყვი და ოთხიდან გარბიხარ ...ლილიააა
-მალე მოვალ მაა- უცებ დაუძახა და კარში გაუჩინარდა.
ფანჯარასთან იდგა რომ უპასუხა და თან გაეღიმა
-ქურთუკი ჩაიცვი და ქუდი დაიფარე , კაშნეც არ დაგავიწყდეს თორემ მერე მეც გამყინავ
-აქ ხარ?
-ლილია კაშნე, ქუდი
-ხო ხო ...გავიგეე
-ყინავს ლილიაააააააა
-სად მიფრინავ ასე სწრაფად პეპელა? რა ხდება ამ სახლში მოკლედ რა ბარემ წაიყვანოს სახლში- თვალები აატრიალა და წარბები შეკრა. ლილია სწრაფად გავიდა ეზოში და მანქანასთან მდგომს ჩაეხუტა
-კონსტანტინე...-მკლავები ყელზე შემოხვია და ბიჭის გაყინულ ტუჩებს თავისი ცხელი ბაგეები შეახო - გაყინულხარ
-მგონი გული გამიჩერდა...ასე უცებ კოცნა რა იყო,საერთოდ კოცნაც არ იყო ასე არ შეიძლება- ჩაიცინა და თავად წაეტანა ტუჩებზე
-კონსტანტინეე
-ჩშშ თორე ცუდად გავხდები-ისევ იღიმოდა და კოცნას არ წყვეტდდა ,ლილიას ფაფუკ ტუჩებს ვერ ელეოდა.მონაცვლეობით უკოცნიდა ტუჩებს და აჩქარებას არც აპირებდა
-გეყოფა - ისევ ქალბატონს აუწითლდა ლოყები მკერდზე კრა ხელი და მანქანის კარი გააღო-ჩემი ტუჩები ვერ გაგათბობენ ამ ყინვაში
-მე რატო არ მეკითხები?
- კონსტანტინე დაჯექი ,ან სახლში შემოდი
-სახლში არ მინდა ,იყოს - უცებ მიხურა კარი და საჭესთან დაიკავა ადგილი.მალევე დაძრა და ლილია სულ გადარია
-სად მიდიხარ, ფეხსაცმელიც არ მაცვია ...ნახე როგორ ვარ გამოსული
-გიტაცებ
-უკაცრავად?
-სოფელში ვერ გაგიშვებ,პირველ ახალ წელს შენთან ერთად რომ ვერ შევხვდე ვერ გადავიტან
-კონსტანტინეე
-შუაღამეს მიგიყვან სოფელში, გპირდები
-მეხუმრები ხომ? ასეთი ქცევა და შენ ...მოიცა მართლა?
-ხომ შევთანხმდით რომ მოტაცებისას ცოტას მაინც იკივლებდი ასე აზარტში ვერ შევდივართ ხომ ხედავ
-ასე ნუ იცინი,გონება უარესად მერევა
-მაგ ქურთუკის ქვეშ იმედია რამე თბილი გაცვია...ანდაც კარგი ჩემ ზედას გათხოვებ,ან თბილ პერანგს შენ რომ გიყვარს იმას
-არ მინდა
-რატომ?
-არ მინდა და იმიტომ
-გამებუტე?
-დიახ!
-აღარ შემომხედავ?
-არა!
-გიყვარვარ?
-კი-ისევ იგივე ტონალობით უთხრა და ტუჩები უფრო მოკუმა
-გულს მტკენ ლილია,თუ გიყვარვარ აღარ მოგიტაცებ. არ მჭირდება ქალი რომელსაც ვუყვარვარ
-სულ გაგიჟდი ხომ?
-მე გავგიჟდი , შევიშალე და შენ გიყვარვარ?
-კონსტანტინე
-როგორც იქნა გამომხედე, ახლა ასე იჯექი და მიყურე, დავმშვიდდე და გადავიტანო ის ფაქტი რომ შენ უბრალოდ გიყვარვარ
-რა ცუდი ხარ ხოლმე
-გიყვარვარ?
-არა , გაღმერთებ
-ამდენსაც არ ველოდი,მაგრამ მით უკეთესი ახლა მშვიდად ვიქნები ჩემ შენით შეპყრობილ არსებას დავამშვიდებ - მაჯაზე შემოხვია თითები და მის ხელის ზურგს ტუჩები მიაწება
-კონსტანტინეე- რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ წარმოთქვა მისი სახელი,თავი სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი და ისე უყურებდა ბიჭს -მაინც სად მივდივართ?
-იქ სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით...წლის ბოლო დღეს ერთად შევხვდებით .მაპატიე რომ უშენოდ გადავწყვიტე, ვიეგოისტე
-მობილური სახლში დამრჩა ისე სწრაფად გამოვვარდი ...გიგი გადაირევა
-ნუ ღელავ...მე ველაპარაკე
-მოიცა რა? აბა რომ მეკითხებოდა სად მიდიხარო?
-ეგ ისე ,მეტი დამაჯერებლობისთვის
-როგორ დაითანხმე
-ვუთხარი რომ საღამოს დანიშნულების ადგილას იქნებოდი და წლის ბოლო დღეს საუცხოოდ გაატარებდი
-მალე მივალთ?
-იქ თოვლია
-მთაში მივდივართ?
-ტყეში ...
-მაინტრიგებ ?
-ცოტას
-ისევ მიღიმი...ამ ღიმილს როგორ გადაგაჩვიო,რომ გადაგაჩვიო ცუდად გავხდები ასეც ცუდად მხდი, რა გავაკეთო?
-თვითკონტროლს უნდა დავუბრუნდეთ
-ძნელი იქნება
-მაგრამ სასიამოვნო
-მაცდურად ჟღერს
კონსტანტინეს გაეღიმა, ისევ თითებზე ეფერებოდა ლილიას და მანქანას შედარებით სწრაფად მართავდა. გზა თავისუფალი იყო და არც შეფერხებულან.ლილიაზე იმდენად იმოქმედა სითბომ,სალონში გამეფებულმა სურნელმა,მისმა სიახლოვემ რომ სრულიად მოდუნდა რამდენიმე წუთი მშვიდად ეძინა და გონს რომ მოვიდა უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. კონსტანტინე უყურებდა და ლოყაზე ეფერებოდა ,იმდენად ახლოს იყო რომ მის თვალებში ჩაიძირა
-მოვედით?
-მოვედით-აკოცა და გაუღიმა- დიდი თოვლია,არ გადმოხვიდე კარგი?- გააფრთხილა და შემდეგ გადავიდა . კარი გააღო დაიხარა და წამში აიყვანა ხელში ჟღალი ქალბატონი
-კონსტანტინეეეე დამსვი...
-ნუ ფართხალებ თორემ თოვლში მიმოვფანტავ შენ ჟღალ თმას
-რა გაუგონარი მუქარაა ღმერთო ჩემო
-მე მომმართავ? თუ ზემოთ ღმერთს
-ასეთი თბილი როგორ ხარ...წელი დამწვი მგონი
-ღმერთო რატომ მაგიჟებს? ასეთი სიტყვების თქმა ასე მშვიდი მეამიტური გამომეტყველებით როგორ შეუძლია
-გაჩერდიი რაა...არ შეხვიდე - უცებ წამოიკივლა და კონსტანტინეც ადგილზე გაშეშდა
-რა ..რა ხდება
-ნახეეე ნახე რა ლამაზიაა აქედან საოცარი ხედია - სახლის აივანზე იდგნენ და ლილია იქედან მტელ ხედს უყურებდა- ულამაზესია
-შევიდეთ ჯერ და მერე მთელი ორი დღე გვექნება ამ ხედისთვის
-შენ მგონი ჩემ გარდა სილამაზეს ვეღარ აღიქვამ
-საიდან ამდენი თავმდაბლობა ლილია?
-შენი დამსახურებაა...რა არ არის ასე?
-ღმერთო ბარემ ისიც მითხარი ასე უცებ ეშმაკი როგორ იღვიძებს მასში? ნახე როგორ მიჟუჟუნებს თვალებს შეიძლება ხელიდანაც დამივარდეს
როგორც იქნა სახლის კარი გააღო და ქალბატონი იატაკზე დასვა. ისე უცებ გაიქცა თვალი ძლივს მიადევნა. წამში მოარა ყველა ოთახი და ბოლოს უზარმაზარი მინის კართან გაჩერდა, საძინებლიდან საოცარი ხედი იშლებოდა
-ლილიააა
-საძინებელში ვარ
-ასეც ვიცოდი, ამ ხედის გამო შენც კი პირდაპირ საძინებელში გამოიქეცი
-მეც? და კიდევ ვინ გამოიქცა პირდაპირ საძინებელში?
-არ ვიცი ვინ,მაგრამ ფაქტია რომ შენ აქ ხარ . სხვათაშორის მისაღებში ბუხარია და იქედანაც კარგი ხედია . აქ იყავი, გამათბობელს ჩავრთავ და მეც მოვალ- ქურთუკის ღილები გაუხსნა ,ქუდის მოაშორა და პლედი მოახურა
-სახლში რომ შევდივარ უკვე მგონია რომ გამოჩნდები, ქურთუკს მომაშორებ და თმებს გამისწორებ
-არც ეგაა მოუგვარებელი პრობლემა
-ხო არა? რას მთავაზობ?
-მე? მე ჯერ ჯერობით არაფერს ... მომავალი წლის ბოლოს ვნახოთ
სახლი მალე გათბა და ორივე კომფორტულად მოეწყო. ლილია ოთახში დაფარფატებდა ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანს თითებს არ უშვებდა და ხედით ტკბებოდა. ბოლოს დივანზე მჯდომ კონსტანტინეს მიუახლოვდა და აკოცა , სწრაფად, ხმაურით და ღიმილით
-უკვე მაბრაზებ, სულ არ ფიქრობ ხომ ჩემზე. ასეთი კოცნა ცუდად მხდის-თქო
-ხო?
-აი ასე უნდა მაკოცო- ხელი წელზე მოხვია მუხლებზე დაისვა, ფინჯანი გამოართვა და თითები თმაში შეუცურა. კიდევ ერთი კოცნა, კიდევ ერთი განსხვავებული ემოცია და ერთი დიდი გრძნობის ტოტი რომელიც ათას სხვა განშტოებას ქმნიდა ...
მეტრეველის თმებში დააცოცებდა თითებს და ზემდოან დაჰყურებდა ბიჭმა ფოტო რომ გადაუღო. მას შემდეგ კიდევ უამრავი ფოტო გადაუღო სანამ ლილიამ არ შეაჩერა
-რა ? აღარ გადავიღო?
-არ გინდა შენი ერთადერთი ბუნებრივი ფოტომოდელი ვიყო? ემოციებით სავსე არა წამიერი შემთხვევით დაფქისირებული გრძნობებით. წლის ბოლო დღეს გავხდები შენი ფოტომოდელი
-არ შემიძლია ... -შეყოვნდა,მაგრამ ლილია ხომ კარგად ხედავდა მის თვალებში აღბეჭდილ სურვილს
-მხოლოდ აქ ,ამ სახლში წლის დასასრულს გახდეს შენი პროფესია სეიამოვნების საშუალება. გახდი ბედნიერი
-მე შენ გხედავ და ესაა ბედნიერება .არ მინდა ჩემ გამო ...
-შენ გამო? მე შენთან ვიყავი ვნახე როგორ უღებდი ფოტოებს ნახევრად შიშველ ულამაზეს გოგონებს ,მათთან მიდიოდი თავად უსწორებდი თმას, კაბას, ერთს წვივზეც კი მოხვიე თითები და ისე დააჯინე როგორც გინდოდა. წარბშეკრული დადიოდი და განკარგულებებს გასცემდი,მაგრამ მაინც მინდოდა მათ ადგილას მე ვყოფილიყავი და მინდა რომ მხოლოდ მე და შენ დავრჩეთ კამერის წინ ამ საოცარ ადგილას
-ასე რომ მელაპარაკები იცი ხომ ყველაფერზე რომ დამითანხმებ
-რა თქმა უნდა ვიცი - ხელები ყელზე მოხვია და სხეულზე აეკრო
-მაცდუნებ ლილია და იცოდე შიშველიც პოზიორობენ ჩემი კამერის წინ ის მოდელები
-ჯერ ჯერობით არა,მომავალი წლის ბოლოს ვნახოთ- ზუსტად იგივე ტონით უთხრა და ყელში აკოცა
-ლილიააა
-აბა? საიდან დავიწყოთ?
-ეზოდან
ლილია და კონსტანტინე საოცარ ფოტოებს ქმნიდნენ, მეხსიერების წარუშლელი კვალის სახით . ეს იყო დრო ,როდესაც მეტრეველი ყველაზე ბედნიერი ფოტოგრაფი გახლდათ..ბოლოს სრულიად ემოციების პიკზე მყოფმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და სრულიად შეიშალა -თავად გადაინაცვლა ფოტოებზე,ლილია კი კამერით ხელში აძლევდა მითითებებს ,იცინოდა სრულიად თავშეუკავებლად ბოლოს ხარხარებდა კიდეც ეს სიტუაცია იმდენად დიდი სიგიჟე იყო მისთვის,ისეთი ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა ,რომ ვერ გაიგებდა და მხოლოდ სამს რომ ეცოდინებოდა მეტრეველს,ჩიქოვანს და მათ თითებში მოქცეულ კამერას ....
სანამ ლილია კონსტანტინესთან ერთად ატარებდა დროს ჩიქოვანები სოფლისაკენ მიდიოდნენ გვანცასთან ერთად . გიგი ისე გაახარა ქალბატონის დანახვამ გვერდიდან არ იშორებდა, მიშოზე არაფერს ეკითხებოდა და სულ გააგიჟა ილიკო,არადა როგორ ელოდა მათ დიალოგს ლამის პოპკორნი მოიმარაგა დიალოგის მოსმენამდე.
ანა დილიდან გააღვიძა ხმაურმა, თბილად იყო მოკალათებული ლუკას მკლავებში დერეფანში ნანას ხმა რომ გაისმა. საძინებლისკენ მიდიოდა და თან ქმარს მითითებებს აძლევდა, ბოლოს კაცმაც ვეღარ გაუძლო და რაღაც ხმამაღლა უთხრა შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა,მაგრამ ლუკამ დატოვა საწოლი. ძალიან უნდოდა ძილი,თავს ვერ ერეოდა მაგრამ ლუკას გარეშე გაიყინა. საბანში ჩაძვრა და როგორღაც ძილი შეიბრუნა,მაგრამ უკვე ყველა სიტყვა ესმოდა
-ჩემო ბიჭოო ...დილამშვიდობის,როგორ ხართ? ბავშვი როგორაა?
-კარგად ვართ დე,შენ როგორ ხარ? მამას რატო აბრაზებ?
-ვუთხარი წადი ქათმები დააკლევინე მამაშენს ცოდოა კაცი ყველაფერს ისედაც ის აკეთებს-თქო და შემომიღრინა არ იცი რა უჯიშოა?
-არა არ ვიცი...
-ანას სძინავს? გუშინ სავაჭრო ცენტრში რომ ვიყავით საჩუქრების ყიდვა მინდოდა და რაღაც ვუყიდე
-ხო? იმედია რამე საშინელება არ არის
-რა გინდა ლუკა?
-კარგი ასე ნუ მიყურებ...საჩუქარი ახალ წელს უნდა გადასცე ახლა შეინახე
-არ შემიძლია ეს წესები...მაინტერესებს მოეწონება თუ არა . როდის გაიღვიძებს? რა დროა ახლა საერთოდ
-8 საათია
-უი უი ადრე ყოფილა, ჯერ რას გაიღვიძებს . წავედი მე ... დედას მივეხმარები.შენც ჩამოდი ათასი საქმეა რა დროს ძილია
-ჩავიცვამ და ჩამოვალ- ქალი გაუშვა და თავად ოთახში დაბრუნდა, ჩაცმა დაიწყო ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და საბანში ჩამალულ ცოლს აკოცა - გამოიძინე ,არ იჩქარო ჩამოსვლა .საბანზე შალის პლედიც დააფარა და ფარდები შეასწორა სხივებს რომ არ შეეწუხებინა მძინარე ანიკო.
ნანა მივიდა და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებდა. დაიწყო სამზარეულოში ფუსფუსი ,დედამთილს ასვენებდა მხოლოდ ხაჭაპურის გაკეთებაში დამეხმარეო უთხრა და საქმეს შეუდგა. აღიარებდა რომ მის მსგავს ხაჭაპურს ვერასდროს აკეთებდა და მაინც წლების განმავლობაში ცდილობდა . ინდაურის მომზადება ლუკას დაავალა და ღუმელში როგორც კი შედეს თავად გადაიბარა. მწვადი, გოჭი და ხორცის დაჭრა ქმარს მიაბარა თავად მხოლოდ წვნიანების გაკეთებას გეგმავდა. ნამცხვრები იყიდა და გამზადებული ედო მაგიდაზე. ანა რომ ჩავიდა ლუკა დივანზე იყო მიწოლილი
-ლუუკ შენ რატო არაფერს აკეთებ?
-აუუ ეგ დედაჩემმა არ გაიგოს...მამაჩემი ჭრის ხორცს მე რა ვქნა?
-ნანა სამზარეულოშია?
-ხო იქაა ...რაღაცებს აკეთებს
-რო შევიდე და ვუთხრა მოგეხმარები-თქო რას მეტყვის შენი მოხმარება რაში მჭირდება არ დავბერებულვარ ჯერო თუ შენ არაფრის კეთება გეცოდინება მომჭრი სტუმრებთან თავსო? -ჩუმად ელაპარაკებოდა წარბშეკრული და ტუჩებგაბუსხული
-არც ერთი და არც მეორე- ნანას ხმა რომ გაიგო ლამის წამსვე დაეწყო მშობიარობა,ლუკამ სიცილი ძლივს შეიკავა და თავი ჩახარა მერე რომ არ დატყდომოდა თავს ქარიშხალი- ძლივს ბავშვი კარგადაა და ახლა სამზარეულოში ტრიალით ვერ გადაგღლი,მაგრამ მაინც მეეჭვება ბევრი რამის კეთება იცოდე
-მე რასაც მიკეთებს ყველაფერი კარგად გამოსდის - უცებ ჩაერთო ლუკა და ცოლს ხელზე აკოცა
-როგორ ხართ ნანა დეიდა? მეგონა გუშინ ჩამოხვიდოდით
-გუშინ ვეღარ მოვახერხე...შენ როგორ ხარ- გაუღიმა და მუცელზე მოეფერა- ჩვენი გოგო როგორ არის? გავიგე ევას არქმევთ
-ხოო ,ევას ლუკას მოსწონს ეს სახელი
-ასე ნუ მიყურებ საერთოდ არ მინდა ნანა ერქვეს ბავშვს...ახლა მოდური სახელი აღარაა. ევა უცხო სახელია და მომწონს მეც ,ჩემი შვილიშვილი ყველაფრით გამორჩეული უნდა იყოს -უცებ მიაყოლა თავი მაღლა ასწია და მერე ლუკას შეუბღვირა- ბუხარი დაანთე კარგად, კეცები დაალაგე და მჭადებს დავაცხობ
-ჯერ ადრე არ არის? საღამომდე გაცივდება
-სადილობას არ აპირებ? ორი ლუკმა პური და ჩაი გეყოფათ დღეს? მაშინ კარგი
-აუუ არაა რა მეყოფა,მშია დეედაა ...აუუ დედაა ღომს არ გააკეთებ?
-რა დროს ღომია ბიჭო ვიწვი ქალი ვერ ხედავ? მამაშენს უთხარი სწრაფად დაჭრას ხორცი თორემ მივაყოლებ იმ ხორცის მანქანაში
-მოვედი ნანა, ტყუილად ნუ მემუქრები
-აჰ მობრძანდი? კიდევ კარგი,შენნაირი ნელი ნეტავ მეორე თუ არის ვინმე - უცებ გამოართვა ხორცით სავსე ორი ჯამი და ქმრის თვალების ბრიალს ყურადღება არ მიაქცია
-ერთხელ იქნება გამაგიჟებს და გავიხსენებ ძველ დროს- ჩაიბურდღუნა და ანას გაუღიმა- როგორ ხარ შვილო?
-კარგად ,თქვენ როგორ ხართ?
-ლუკა ბიჭო გადააჩვიე ეს გოგო ამ თქვენობით საუბარს ვინმეს დაქირავებული რძალი ეგონება
-გადაეჩვევა, ადროვე ჯერ .ბუხარის აგიზგიზებაა საჭირო და შეშას ვერ მოიტან?
-კი როგორ არა მამიი, შეშა მე დავჩეხე ხოდა ახლა კიდე წავალ და აქამდე მოგიტან. ორი ნაბიჯი არ გადადგა ...შენ ბავშვსაც ვერ გააკეთებდი წოლა რო არ ჭირდებდოეს
-ეე მე არ დავჩეხე? რატო მტეხავ საქმიდან მამაჩემო?
სახლი ისე ახმაურდა ყველაფერი გამოცოცხლდა,მაგრამ ანა მაინც კარგად გრძნობდა თავს. ნანა ისე იქცეოდა თავიდან ეშინოდა კიდეც რამე ხომ არ დაემართა ამ ქალსო,ბოლოს რომ დაასკვნა საშიში არაფერი იყო სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა
-რამე გინდა? ხილი ჩამოვიტანეთ...კივი ხო არ გინდა? ან ფორთოხალი
-არაა ...მოგეხმარებით, მთელი დღეები უქმად ვზივარ, კარგად ვარ და თან სიარული არ სჭირდება დავჯდები და რამეს დავჭრი
-სალათს გააკეთებ? მოხარშულია ყველაფერი მაგათ დაჭრას დრო უნდა...მერე ეს ხორცისთვის მწვანილიც მიაყოლე და მეტი არაფერი მინდა. ხახვს მე დავჭრი ,წყალში ჩავალაგე უკვე -უცებ გადახედა ყველაფერს და იქვე დაუწყო ანას თავისი ბოსტნეული.
ლუკამ ბუხარში კეცები დააწყო და შემდეგ შევიდა სამზარეულოში
-ნანიკოო კეცები ცხელდება, ცომი მზადაა?
-შენ ხო არ დააჯენ
-მეღადავები დე? ვაა ცოლო რას აკეთებ?- სტაფილო ააცალა და ყბისკენ გააქანა-ამ სუნებზე გული არ გერევა?
-ნწ ... მომწონს , ხორცის სუნია და რაღაც მომინდა,რო მოიხარშება უნდა შევჭამო
-ღმერთო ახალ წელს სასწაულები ხდება...გოზინაყი როდის იქნება? აუუ დეე არ გინდა ანას ასწავლო? წინა წელს რომ გამასინჯა თავისი გაკეთებული კბილები იქ დავტოვე
-რააა? საზიზღარო მაგას როგორ ამბობ ერთი თეფში გოზინაყი შეჭამე ძლივს მოგაშორე- უცებ გაბრაზდა ანა და ნანას არ მორიდებია ისე წამოარტყა ხელი
-მაინტერესებდა ერთი მაინც თუ იყო,კარგი მაგრამ შენც არ მომიკვდე არცერთი იყო გემრიელი
-მატყუარა...ძაანაც გემრიელი იყო,შენ მასე იძახი ყველაფერზე რომ გამაბრაზო და მერე ყველაფერს შთანთქავ
-მე? პროსტა ვის ეუბნება მე და ჭამა? ძლივს ორ ლუკმას ძალით შემომაჩეჩებენ
-მასხარა ...არ მომეკარო საერთოდ
-კაი რაა ანიკოო შენნაირი მზარეული მეორე არ დადის ...ანიკოო -უცებ მიუჩოჩდა და კოცნა დააპირა თვალები რომ დაუბრიალა გოგომ-აუუჰ მგონი დამ*ნძ*ა
-რა სიტყვებია?- ორივემ ერთად დაუძახა და აქამდე ჩუმად მყოფი ნანაც თავს დააცხრა- ამდენ ლაპარაკს გირჩევნია გახვიდე, პატარა სამზარეულოა შენი ადგილი აღარაა
-რატო მეჩხუბები დე?
-ამ თვალების ციმციმი რომ არ იცოდე რა გეშველებოდა?
-მამას თვალები მაქვს...ამით არ მოგხიბლა?
-მამაშენი და მამაშენის თვალები არ დაიკარგ...- სიტყვა არ დაასრულა კაცი რომ გამოჩნდა კარში და უცებ მოკუმა ტუჩები
-რაო რაოო რაა არ დაიკარგოსო?
-არაფერი,რას ვამბობდი იმას ვამბობდი რომ...ასე რატომ მიყურებ
-როგორ გიყურებ
-თვალებს ნუ მიბრიალებ და საერთოდ ჩიქოვანები გაეცალეთ აქაურობას
-ინდაურის შესამოწმებლად მოვედი- ცოლს წარბშეკრულმა გახედა და ღუმელის კარი გახსნა-ხუთ წუთში მზად იქნება და გამოიღე ,არ დაანახშირო შარშან რომ ქენი ისე
-ჯერ ეს ერთი დაბრაწული იყო და არა დანახშირებული
-ხო როგორ არა
-მამა წავედით თორემ ნანა აგვაფეთქებს ორივეს - კაცი გაიყვანა და კარი მიხურა
-იდიოტი...დანახშირებული ტვინი გაქვს შენ- ისე ჩაილაპარაკა ანამ სიცილი ვერ შეიკავა- შენ რა გაცინებს,შენი ქმარი ჭკვიანი გგონია? ორივე ერთნაირები არიან, ღმერთმა მეტი შვილი არ მომცა თორემ ერთი მაინც უნდა დამმსგავსებოდა ,გოგო მინდოდა სულ
-მეორე რატომ არ გააჩინეთ?
-არ ვიცი...მეგონა რომ საკმარისი შესაძლებლობა არ გვქონდა ბევრი შვილის აღსაზრდელად და გადავწყვიტე ლუკასთვის დამეთმო მთელი დრო,ენერგია და ყველა რესურსი... ეგ ოხრახუში ძალიან წვრილად დაჭერი ხო?
-ნიორიც დავარჩიო თუ თქვენ მიხედავთ...სუნი ცუდად მოქმედებს და
-ნიორი გამზადებული მაქვს უკვე...გავატარე და ხორცის გვერდით მიდევს . მალე იაკო მოვა და საცივს ის გააკეთებს ... სხვა არც არაფერი დარჩა -მაგიდასთან ჩამოჯდა და ანას თვალი გაუსწორა
-არ მოგშივდა?
-მჭადს და ყველს მეც შევჭამ...ბებო ხაჭაპურს როდის დააცხობს?
-მე რომ გავალ და ავალაგებთ ყველაფერს მერე დაიწყებს...კეცზე გამოგიცხო? ფეხმძიმედ რომ ვიყავი მაშინ დამიცხო პირველად და ლუკა გიჟდება დღემდე ამ ხაჭაპურზე
-დედაააააააააა დაიწვა კეცები მოხვალ თუ არა ...
-მოვდივარ ..რას ავიჩემე ეს კეცზე მჭადი უნდა დვაიწვა თავი .დამეცხო ტაფაზე - ბუზღუნით ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან გავიდა
ყველანი მისაღებში იყვნენ მანქანის ხმა რომ გაისმა და სახლში ილიკო შევარდა.
-ესეც ასეეეეე მე აქ ვარ .ბებიკოოოოოო ხაჭაპური დააცხვე უკვე?-უცებ აკოცა ქალს და ყურებამდე გაეკრიჭა-ბაბუ მწვადი მალე იქნება? მშიაააააა ხალხოოო იმათ ისე წამომიყვანეს არაფერი მაჭამეს. ჩემი ღიპუცა ანუშკები სად არისო სადაო?
-ქარიშხალივით სემოვარდნას როდის უნდა გადაეჩვიო ბიცო ?
-ვაა ბიცოოო როგორ ხარ? აუ ბიცო შენ მაინც მაჭამე თორე დედაჩემი მაშიმშილებს- ნანას მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-რა გეშველებათ ამ ჩიქოვანებს არ ვიცი რა აი არ ვიცი
-ლილია სად არის გვანციკო?- ყველანი რომ შელაგდნენ მაშინ მოიკითხეს ლილია . გიგიმ თვალები აატრიალა და ერთი ამოიხვნეშა
-საქმე აქვს...საღამოს მოვა
-რა საქმე აქვს ასეთი ?
-კონსტანტინესთანაა- ჩუმად უთხრა ანას და გაიცინა
-შენ რატო არ ხარ შენს ბიჭთან?
-მერე აქ ვინ იქნებოდა? აბაა რაში დაგეხმაროთ?
-არაფერში გენაცვალე...სადილი მზადა.სუფრა გავშალოთ და დავსხდეთ
ყველანი ერთად იყვნენ, ამჯერად ოჯახის ახალი წევრიც ხვდებოდა მათთან ერთად ახალ წელს,რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იყო. გვანცა ანიკოს გვერდით იჯდა და მთელი საღამო ბავშვზე ელაპარაკებოდა.
ლილია უკვე გზაში იყო და ბოლო წუთებით ტკბებოდა, იმ წელს მეტჯერ ვეღარ შეხვდებოდა ფოტოგრაფს
-აღიარე რომ ნიჭიერი ვარ
-არაფერიც, ეს უბრალოდ მე ვარ სიმპათიური და ჩემი კამერა შესანიშნავი
-არასდროს დავივიწყებ შენ სახეს, ასე ძალიან გეშინოდა კამერისთვის არაფერი დამეშავებინა?
-უბრალოდ უცხო იყო ჩემი კამერა ჩემგან შორს
-მე ხომ ერთადერთი გამონაკლისი ვარ - გაიღიმა და ლოყაზე აკოცა- ხომ ასეა?
-ჰმ, რა კმაყოფილი ხარ
-დიახაც- თავი მაღლა ასწია და გაიცინა- დარჩენას შემოგთავაზებდი,მაგრამ დარწმუნებული ვარ ამდენი წლის შემდეგ გინდა მთელ ოჯახთან ერთად შეხვდე ახალ წელს
-იმედია მომავალ წელს შენც ჩემ გვერდით იქნები
-არ ვიცი,ვნახოთ თუ ჭკვიანად მოიქცევი დავფიქრდები
-როგორ გაცუღლუტდდი ,არადა როგორი მშვიდი და საყვარელი იყავი
-მე სულ ასეთი ვიყავი ... გვანცა მწერს დარწმუნებული ვარ რაღაც საოცრად უხამსს მომწერს- ჩუმად ჩაილაპარაკა და წინასწარ გაუწითლდა ლოყები.არც შემცდარა „ჟღალუნა იმედია ერთმანეთით ტკბობას არ შეჰყევით ,მოსწყდით ერთურთს და მოდიხარ სოფელში თორემ ვატყობ გიგი მალე იფეთქებს“ „ჟღალუნაა იმედია ისევე უმწიკლო ბრუნდები როგორიც წაგიყვანა ხო? „ -არანორმალური
-რას გწერს ასეთს
-არაფერი ისეთი რაც აქამდე არ უთქვამს...აი მარჯვნივ პირველივე ჩიხში შეუხვიე-ხელით ანიშნა და კონსტანტინეს მობილური უკან დააბრუნა. მერე გაახსენდა რომ შეტყობინებები არ წაუშლია,მაგრამ ბატონმა უკან აღარ დაუბრუნა- კონსტანტინეეე
-ჰოო
-დამიბრუნე ერთ წუთს, რაღაც უნდა მივწერო
-ნწ
-კონსტანტინე დამიბრუნე
-რომ მორბოდი წამოგეღო მობილურიც, გაიგონებ ჩემ ხმას და ჭკუას კარგავ
-კარგი რაა
-აი გიგის მანქანას ვხედავ ეს სახლია?
-ხოო ეს არის ...სად მიდიხარ
-მივულოცავ დამდეგს და მერე დაგემშიდობები,თანაც ხომ უნდა აღინიშნოს რომ პირობა შევასრულე
-თქვენ და თქვენი პირობები ,ზოგჯერ მაგიჟებენ...რას აკეთებ გაგიჟდება ბაბუ ასე რომ დაგვინახოს .გიგის კი არ ჰგავს - კონსტანტინე რომ დაიხარა და მისი ხელში აყვანა დააპირა უცებ აფართხალდა
-ხო ,მართალია თანაც ეზოში დიდი თოვლი არ არის...მაშინ შესვლამდე უნდა მოვასწრო- უცებ „ჩაფიქრდა“ და ასე ჩაფიქრებული დაეწაფა ლილიას ტუჩებს . გოგოს წინააღმდეგობა არ გაუწევია-ახლა შეგვიძლია შევიდეთ
-სულ ეს იყო?
-ლილიაა ასე ნუ მექცევი - ამოისუნთქა და ისევ აკოცა ,ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა შემდეგ კი მოშორდა და ხელი ჩაკიდა ,რამდენჯერმე აკოცა თითებზე და ქვემოდან ახედა-ხვალ ხომ დაბრუნდები?
-დავბრუნდები - ლოყაზე მოეფერა და ამჯერად თავად აკოცა თვალთან ახლოს-წავიდეთ , არ მინდა ღამით იარო
ეზოში წყვილი რომ შენიშნეს გიგი პირველი გავიდა. ყველაფრის მიუხედავად საერთოდ არ დაფრინავდა სიხარულით როდესაც ლილია მის გვერდით არ იყო. კონსტანტინემ ხელი გაუწოდა და მანაც თავისი მარჯვენა შეაგება
-დამდეგს გილოცავთ
-მეც გილოცავ...დაე მშვიდობიანი წელი იყოს. შემოხვალ ცოტა ხნით?-ხელით ანიშნა სახლისკენ და ისიც შეჰყვა. უბრალოდ არ სურდა იქედან ისე წამოსულიყო ლილიას ბებია და ბაბუა რომ არ გაეცნო. მოხუცებმა უცხო ბიჭი რომ დაინახეს იფიქრეს უთუოდ გაგვითხოვდა ჩვენი გოგო და აქამდე გვიმალავდნენო. შემდეგ დამშვიდდნენ და თბილად მიიღეს ბიჭი. ნანა და ირაკლი ისედაც იცნობდნენ,უბრალოდ გაუკვირდათ მისი ლილიას გვერდით ხილვა. თხოვნის მიუხედავად არ დარჩა,დამდეგი მიულოცა ოჯახს და შემდეგ ლილიასთან ერთად დატოვა სახლი
-არაა საჭირო გაცილება ლილია, ნუ ღელავ ხომ იცი სწრაფად არ ვივლი - თითები თმაში შეუცურა და თან ლოყაზე მოეფერა -შემომხედე
-რომ მიხვალ სახლში დამირეკე ხო? ან მომწერე ... დარეკვა სჯობს,ხმას რომ გავიგებ აღარ ვინერვიულებ
-ასე რომ ნერვიულობ აღარ მომწონს ხომ იცი? ასე რომ მიყურებ გაშვება მიძნელდება რა გავაკეთო აღარ ვიცი - შუბლზე მიაწება ტუჩები და გულში ჩაიკრა- ყოველ ჯერზე უფრო მიჭირს შენი დატოვება და წასვლა
-მალე შევხვდებით - როგორც ყოველთვის თავად არ გამოამჟღავნა ზედმეტი ემოიცია, უფრო არ ააღელვა ბიჭი. ყელში აკოცა და ცოტა ხანი მის მკლავებში მოქცეულმა დაჰყო . შემდეგ ერთბაშად მოშორდა მეტრეველის სხეული და ისე წავიდა რომ უკან აღარ მოუხედავს. თავად არ აშორებდა თვალს ,ბოლოს მანქანაში ჩაჯდობისას გაუსწორა მზერა და ისე გაუღიმა როგორც სჩვეოდა .
უკან დაბრუნდა, იქ სადაც მთელი ოჯახი ელოდა. იქ სადაც გვანცაც იყო და მაინც კვლავ გრძნობდა დანაკლისს, ისევ ვერ იყო სრულყოფილი ნაწილი აკლდა , სითბო რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა და მეტრეველის კვალიც აღარ იყო. ფოტოს უყურებდა და თან საათს ამოწმებდა. არ უნდოდა მგზავრობის დროს საუბარი,ამიტომ არ ურეკავდა და მის ზარს ელოდა. ოჯახისწევრებმა კითხვებით აავსეს, ბებო და ბაბუ არც ისეთი კმაყოფილები ჩანდნენ შვილიშვილის ქცევით,მაგრამ ბიჭს ვერაფერს უწუნებდნენ .
გვანცამ საახალწლო სიმღერა რომ დაიწყო ყველასთან თავიდან მივიდა ბედნიერება.სიცილის ხმა ისმოდა მთელ სახლში, მილოცვები, ჭიქების ჟღარურნი და მაინც გვანცა საათს არ აშორებდა თვალს. გაახსენდა როგორ წამოვიდა მიშოსგან, როგორ უბრალოდ აიღო ჩანთა,აკოცა ახალგაღვიძებულ სალიოს და ისე აქცია ზურგი ბიჭს თითქოს რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდებოდა. თავიდანვე იცოდა რასაც გააკეთებდა,მაგრამ უკვე ნანობდა რომ ასეთი რამ ჩაიფიქრა. თითქოს ისევ გრძნობდა მიშოს სევდიან მზერას და ჩაესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა.
ლილიამ ახალი წლის პირველივე წამებზე გაიგო კონსტანტინეს ხმა და ღიმილმა გაუპო ბაგე. უკვე იცოდა რომ სახლში იყო და მილოცვა მის ოჯახისწევრებსაც გადასცა. რამდენიმე წიტყვა მოისმინა და მაინც ესეც საკმარისი იყო მშვიდი ძილისთვის.
ახალ წელს ჩიქოვანებთან შეხვდა, ისევ ისე როგორც ადრე. რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინოც დააგემოვნა და მაშინ როცა ყველა დასაძინებლად მიდიოდა გვანცა წასასვლელად მოემზადა.
-მეტი არ მინდა იმ ბიჭმა რამე მიქაროს და არ დაგაფასოს , მოვკლავ- ილიკომ ჩაილაპარაკა და გვანცას ლოყები დაუკოცნა- რომ ჩახვალ მომწერე იცოდე ალქაჯო
-როგორ მიყვარხარ ბავშვო!- ლოყები დაუწელა და მერე დაუკოცნა- მოგწერ მამიკო,მოგწერ. გიგისთან რომ ჩამიშვი მაგას არ გაპატიებ იცოდე, რომ დავბრუნდები გაგისწორდები!- გასვლამდე დაემუქრა და მერე ჟღალს მოეხვია- ჟღალუნააა შენც გადამირჩი, რომ შევხვდებით ოთახში გამოგკეტავ და უკვე ახალ წელს მოვისმენ წინა წლის შენს ცოდვებს - თვალების ჟუჟუნით უყურებდა და ტუჩებს იკვნეტდდა- რა ტკბილი გახდი ფისო ატყობ? ჩემი ჟღალი კნუტიი .წავედი ...იმ გალეშილს ხვალ ჩემ მაგივრად ვინ შეუვარდება ოთახში და დაასხამს წყალს? თუ ანიკოს პონტში ვაპატიოთ ეს წელი? - უცებ გაახსენდა ლუკა ,მაგრამ შვილმა იხსნა ბატონი ჩიქოვანი.მერე კი ნამდვილად დატოვა სახლი და წავიდა იქ სადაც ყველაზე მეტად უყვარდა .
გზაში საკუთარ თავზე ეცინებოდა,უკვე მერამდენედ აკეთებდ აიგივეს,მერამდენედ ბრუნდებოდა და მაინც არ ნანობდა.ყველაფრის მიუხედავად, სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საკუთარ თავთან,მაგრამ არ ფიქრობდა,არ ბრაზობდა,პირიქით კმაყოფილი იყო რომ არსებობდა ადამიანი ვინც ყველა მის პრინციპს არღვევდა, ყველას და ყველაფერს აქრობდა ირგვლივ და მხოლოდ თავად რჩებოდა .
სახლის წინ იდგა რომელიც სალიოსთან და მიშოსთან ერთად თავად გაალამაზა. კიდევ ჩაესმოდა სალიოს კისკისის ხმა მიშოს მხრებზე რომ იჯდა და სათამაშოებს ამაგრებდა ხეზე. ისევ იგრძნო ჩარკვიანის დაძარღვული მკლავები წელზე და ამოუსუნთქავად გაიარა მანძილი სახლამდე. ნაცნობი სახლის, შინაური სურნელი რომ იგრძნო შემდეგ შეისუნთქა ღრმად და თვალები დახუჭა. ნათურები ანათებდა ოთახს, კიბესაც მიუყვებოდნენ სხვადასხვა ფერად განათებული ციმციმა ნათურები,მაგრმა ყველაზე მეტად ჩარკვიანის თვალები ანათებდნენ. კარის წინ სავარძელში რომ იჯდა ჭიქით ხელში და გვანცას ღიმილით უყურებდა, აი იმ კმაყოფილი ღიმილით ასე ძალიან რომ უხდებოდა და მხოლოდ მისი რომ იყო
-ახალ წელს გილოცავ გვანციკო - ჭიქა მაღლა ასწია და გოგონასკენ დაიძრა
-შენ როგორ...
-მეგონა აღარ მოხვიდოდი,დაგაგვიანდა კიდეც- წელზე წაავლო ხელი და ისე დააცხრა ტუჩებზე გვანცამ გონს მოსვლაც კი ვერ მოახერხა.ისე კოცნიდა როგორც არასდროს,თითქოს მთლიანად უნდოდა მოეცვა მთელი მისი არსება . ტუჩებს რომ შეშვა მთელი სახე დაუკოცნა თან თითებით თმაზე ეფერებოდა და იღიმოდა-რა მეშველებოდა რომ არ არებობდე,კიდევ რამდენ წელს გავუძლებდი შენ გარეშე
-მიშოო...-ხელისგულზე აკოცა და შემდეგ თავი ააწევინა.ამღვრეულ თვალებში უყურებდა და უღიმოდა
-მთვრალი ვარ, ისარგებლებ ჩემი სიმთვრალით?
-შეფ-მზარეულმა ახალ წელს არაფერი მოამზადა?
-მოვიწყინე და მთელი მაცივარი გავავსე...შენ ყველაფერი რომ გასინჯო გასუქდები - იღიმოდა და ყელს უკოცნიდა,ქურთუკი მოაშორა და ისე დაკიდა არც გაუხედავს- სამზარუელო თუ საძინებელი
-რამე ტკბილი მინდა
-ანუ საძინებელი
-ანუ სამზარეულო და მერე სუპერ დესერტად შენ დაგაყოლებ- უცებ მოშორდა ხელი ჩაკიდა და თან წაიყვანა.
-შენც ნასვამი ხარ ხო?
-აჰაამ,მე და გიგიმ ვახტანგურები დავლიეთ. ბაბუს მაგარი ღვინო აქვს...თუ ჭკვიანად მოიქცევი გაგასინჯებ და ჩემ გიგისაც გაგაცნობ, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი უნდ აიყო ეგ რომ დაიმსახურო-ტიტინებდა და თან ტორტის დიდ ნაჭერს ჭრიდა- მმ გემრიელად გამოიყურება...ნამდვილად საოცრებებს ახდენენ შენი ხელები, შენი თითები თავად ქმნიან შედევრებს .ახალ წელს გილოცავ ჩარკვიანო- ჭიქები შეავსო და რამდენიმე ყლუპიც დააგემოვნა
-ახალ წელს გილოცავ ჩემო არანორმალურო...მინდა უკანასკნელ ახალ წელსაც შენთან ერთად შევხვდე
-ზედმეტად გამირომანტიკოსდდი ,მონატრების ბრალია?
-რა უგულო ქალი გამომიგზავნე ღმერთო
-თავხედი ნუუ,გული წამართვა და ახლა იძახის უგულოო - უცებ შეიცხადა და საყელოში წვდა-რაო რას მეუბნებოდი ტკბილზე რას დავაყოლებო?
-მე? მე თუ შენ
-არ მახსოვს,მგონი შენ
-შეიძლება მე ,შეიძლება შენ -ხელში აიყვანა და ისევ აკოცა
-ახალი წლის ჯადოსნური ღამეო რომ ამბობენ რა ჯადოსნობა ხდება?- ფეხებს ათამაშებდა,თავი უკან ჰქონდა გადაწეული და მიშოს ყელზე გამობერილ ძარღვებზე დაატარებდა თითებს
-სიტყვებით ვერ გადმოვცემ,ნიჭი არ მაქვს
-უიი ვერა ? აბა როგორ მოვიქცეთ მიშიკო?
-შემიძლია გაჩვენო ხ
-მოიცა შენ რა ჯადოქარი ხარ? ჯოხიც გაქვს? ოოო ღმერთოოო ჩემოო აქმდე როგორ ვერ მივხვდი
-გაჩუმების დროა ... ჯადოქრობას ვიწყებ- საწოლზე დააწვინა და გახდა დაიწყო
არ ვიცი რამდენად ჰქონდათ საქმე ჯადოქრობასთან,მაგრამ ახალი წლის პირველი საათები ნამდვილად საოცრად გაატარეს.მიშოს ისევ მშვიდად ეძინა, ემოციებისგან გადაღლილს საყვარელი ქალის მხარზე ედო თავი და მკლავებს სხეულიდან არ აშორებდა. შეპყრობილსაც კი ჰგავდა ......
...................................................
თეთრი ზამთარი ფერადმა გაზაფხულმა შეცვალა. დრო იმდენად სწრაფად გადის რომ ზოგჯერ გგონია დაწევას ვერ მოახერხებ სადღაც გაჩერდები ის კი მარტო აგრძელებს გზას, კვირები ,თვეები მიდიან და შენ უკან ვეღარ დაბრუნდები .
მარტის პირველი კვირა ისეთივე ცივი იყო როგორიც თებერვლის ჩვეულებრივი დღე, წვიმდა და ანას ძილის გარდა არაფერი სურდა. მოძრაობა ისედაც უჭირდა , განსაკუთრებით წამოდგომა ან დაჯდომა.სიარულით კი ბევრს დადიოდა და ექიმის რჩევით ვარჯიშობდა კიდეც. ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე თვეების წინ წარმოიდგენდნენ. უკვე ყველანი ელოდნენ პატარა ჩიქოვანის დაბადებას, ლუკა როდესაც სამსახურში იყო ოჯახის რომელიმე წევრი ატარებდა დროს ანასთან მისი ერთი სიტყვა და ყველანი შეშინებულები უყურებდნენ. ქალბატონი ევა კი არ ჩქარობდა კომფორტული ზონის დატოვებას და აშკარად არ აინტერესებდა მშობლებისა და ნათესავების ხილვა.
-ლუუკ -წამწამებს აფახუნებდა და თითებს კაცის მხრებზე დაატარებდა -რესტორანში შეხვედრამ როგორ ჩაიარა?- ჰალსტუხი მოაშორა და შემდეგ პერანგის ღილებს დაუყვა.ნელა ხსნიდა და თან თვალს არ აშორებდა
-კარგად...ჩემი ბოსი ბიზნესმენობისთვისაა დაბადებული, ისე შემოატრიალა სიტუაცია ყბა ჩამომივარდა - ქალის ხელი ტუჩებთან მიიტანა და კოცნა დაუწყო- ჩვენმა გოგომ რაო დღეს როგორ იქცეოდა
-მოუსვენრად...ცელქობს - ხელი პერანგის შიგნით შეუცურა და ბეჭებზე გადავიდა,პერანგი რომ მოაშორა იქვე სავარძელზე დადო და გამოკვეთილ ლავიწზე მიაწება ტუჩები-ექიმს დავურეკე დღეს ისე მირტყავდა ფეხებს ,კარგიაო ე.ი ძლიერი გოგოაო ყველაფერი რიგზეა და მაქსიმუმ 5 დღეში იმშობიარებო -მშვიდად ლაპარაკობდა თითებს ქმრის სხეულზე დაატარებდა და თან კოცნიდა -მიყვარს კანი რომ გეხორკლება - გაიცინა და ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა .ლუკამ ვეღარ მოითმინა თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე დააცხრა, ძლიერად ვერ ეხვეოდა მუცელი ხელს უშლიდათ ,მაგრამ კოცნას მაინც არ წყვეტდდა .ყელზე რომ გადავიდა ანა იღიმოდა, თმაზე ეფერებოდა და უცებ წამოიკივლა .თითები კი ისე მოუჭირა თმაზე ლამის სკალპი ააძრო საწყალ ბიჭს-ლუკაააააააააააა
-აააააა რა რა იყოოო
-მგონი მოდის
-ახლა? აი ამ წამს? წეხან მშვიდად იყავი
-რას დარბიხარ არანორმალუროოო ჩანთა აიღეე ჩემი ქურთუკი მომახურე და ექიმს დაურეკე- იდგა მუცელზე ხელებმოხვეული ,ღრმად სუნთქავდა და კიოდა-დედას გოგოო მოდიიის იცოდე რომ გადაგვაგდო არ გაპატიებ და მართლა ელპიტეს დაგარქმევ...გესმის ქალბატონო? ცხრა თვეა ველოდები შენს ნახვას და თან მამაშენიც მომენატრა თუ არ გინდა დედაშენი ჭკუიდან შეიშალოს გამოდი ხო? - იცინოდა და თან ღრმად სუნთქავდა - ჩიქოვანოოოო რაჭველი როდის გახდი რას აკეთებ ამდენ ხანს
-აქ ვარ მოვდივარ, ექიმს დავურეკე კლინიკაშია და გველოდება...გტკივა? ძალიან?- ხელი მოხვია და სიარულში დაეხმარა- აგიყვან გინდა?
-არ მინდა აყვანა...ჩემითაც მოვდივარ ვერ ხედავ? დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება
-ასე მშვიდად რატომ ხარ? იქნებ ცრუ განგაშია ჰა?
-ექიმთან მაინც უნდა მივიდე და ააააა არ არის ცრუ...ვიცი რომ მალე დაიბადება .დედა ,დედაჩემს დაურეკე - ხელზე ხელი მოუჭირა და სუნთქვა განაგრძო- არა ვინ თქვა ეს სუნთქვა შველისო,იდიოტიიი
-მამა ვხდები...ხო ვხდები? როგორც იქნა -ჩუმად ბურტყუნებდა და იცინოდა. ანა მანქანაში ჩასვა და სწრაფად დაჯდა საჭესთან. ღვედი შეუკრა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. ქალბატონი აშკარად არ ჩქარობდა,მაგრამ რამდენიმე საათში კი უთუოდ დატოვებდა თავის პირველ საცხოვრებელს.
პალატაში იწვა , ხელზე წვეთოვანით. ექიმები თავს ეხვივნენ ამოწმებდნენ მდგოამრეობას ტკივილები უძლიერდებოდა და თანდათან უფრო ბრაზიანი ხდებოდა. ლუკა იქვე იყო და ხელს არ უშვებდა
-მოიშორე ეს ნიღაბი და მაკოცეეე ,გავგიჟდებიი გეფიცები - საყელოში ჩაავლო და თავისკენ დაქაჩა, პირბადე მოაშორა და ტუჩებზე დაცხრა,უცებ უკბინა და ლამის მოაგლიჯა ტუჩი საწყალ ბიჭს-ააააააააა ღმერთო რა უსამართლო ხარ რატომ არ შეუძლიათ კაცებს მშობიარობა? რატომ? ესენი ხომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები არიან არა? ძლიერიოოოო ამას ვინ გაუძლეეებს ქალი თუ არაა ვაიმეეეეეეეეეეეე დედააააააა ჩემო დედიკოოოო იმედია არასდროს გამიბრაზებიხარ დედააააააააა
-ანიკოოო რა გავაკეთოო , არ შემიძლია და რა ჩემი ბრალია ,რომ შემეძლოს გეფიცები ერთხელაც არ შეგაწუხებდი
-იდიოტოოო- აკისკისდდა და თან სახე დამანჭა- გამახსენე ნანას მადლობა ვუთხრა ამ საშინელი ტკივილის მიუხედავად რომ გაგაჩინა ერთი და ისიც ჩემთვის - სახეზე ეფერებოდა და თვალებს ატრიალებდა. სახე სულ დაცვარული ჰქონდა და მთელი სხეული ეწვოდა. ნორმალურად ვერაფერს იაზრებდა, წუთები გადიოდა და ტკივილიც იმატებდა ბოლოს ექიმმა ღიმილით ამცნო რომ სამშობიარო ბლოკში უნდა გადასულიყვნენ . აი იქ უკვე ლუკამ დაკარგა ფერი, წამით გაიხედა იქეთ საითაც არ უნდა გაეხედა და თვალები რომ აატრიალა ანას რომ არ მოეჭირა ხელი უთუოდ იქვე შეწუხდებოდა
-არ გაბედოოო ჩიქოვანო თორემ მთელი საძმაკაცოს დასაცინს გაგხდი ახლა რომ შეწუხდე
-არაა...არა კარგად ვარ შენ ?
-მე ? მეეე 3 კილოიან ბავშვს ვაჩენ როგორ უნდა ვიყოოოოოო- წამოიკივლა და ისევ არ მიაქცია ყურადღება ექიმებისა და ექთნების სიცილს. მათ დიალოგს რომ მოუსმენდი ისე როგორ უნდა გაგეძლო. უკვე რომ ეგონა აღარასდროს დასრულდებოდა ეს ყველაფერი სრულიად მოდუნდა და ბავშვის ტირილიც გაიგო
-ევაა - ლუკამ ბავშვი რომ დაინახა სიცილი დაიწყო ცრემლიან თვალებს იწმენდდა და პატარა გოგონას უყურებდა. აღარც ექიმის სიტყვები ესმოდა, იქვე დაჯდა და ანას ხელს კოცნიდა,თან დედა შვილს უყურებდა .
ყოველი წამი გაქრა, ყველა ტკივილი, პრობლემა რომელიც ევას დაბადებამდე გადაიტანეს.
დერეფანში ამ დროს ჩიქოვანები სრული შემადგენლობით იყვნენ შეკრებილები. ყველა თავისებურად ღელავდა, ბაბუ ეწეოდა, გიგი წრეებს არტყავდა დერეფანს
-მაჟრიალებს რა, გამახსენდა ლილიას და ილიკოს დაბადებას როგორ ველოდი ტოო რამდენ ხანს გაგრძელდა ეს გოგო აშკარად ჯიუტი ვინმე იქნება .შენ გემსგავსება ძმაო ჩემო
-ოღონდ ჯანმრთელი იყოს და დაემსგავსოს არ დავეძებ- ნანამ თქვა და სახე ხელებში ჩამალა- ღმერთო შენ გადმოგვხედე ნუ გააწვალებ ჩემ შვილებს...
ანას დედა და მამა საერთოდ ფერდაკარგულები იყვნენ, მთელი ცხრა თვის განმავლობაში იმდენი ინერვიულეს ახლა უკვე ყველაფერს წარმოიდგენდნენ. კარს ვერ აშორებდნენ თვალს და ახალი ამბის მოლოდინში გული ეწურებოდათ.
-მოკლედ რაა ლუკა იქ შეწუხდებოდა მაინც შევსულიყავი უნდა მეც..რა არის ეს რა წესებია . დამემართა ნევროზი - გვანცა ფეხებს აბაკუნებდა და ვერ ისვენებდა- წადი ილარიონ წყალი მომიტანე გამიშრა ხახა. მიდი მიდი უცებ - წამოაგდო ბიჭი და მერე ლილიასკენ მიჩოჩდა-ჟღალუნა რას ფიქრობ? ხო ყველაფერი კარგად იქნება ჰა? ახლა დამეწყო ნერვიულობა, ცუდად ვარ მგონი -ჩუმად უთხრა ისე სხვას რო არ გაეგონა და თვალები აემღვრა
-კარგად იქნებიან ორივენი, ექიმს ველაპარაკეთ შეყვანამდე ...ხომ გაიგე რა თქვა .მალე გამოვა აგერ ნახე და აქვე დაკარგავს გონს
-აქამდე ველოდი როგორ გამოიყვანდნენ შეწუხებულ ლუკინოს- უცებ გაიცინა და მერე ამღერებულ მობილურს დახედა- მაი რომიო მირეკავს გავალ ორ წუთს და მოვალ - უცებ გაიარა დერეფანი, ისეთ ადგილას დადგა მისი ხმა რომ გაეგო და სწრაფად უპასუხა.
-დაიბადა ჩიქოვანის ქალბატონი?
-არა ჯერ გვალოდინებს, ჯიუტი გოგოა
-ყველაფერი კარგად იქნება ...სალიომაც გვალოდინა
-ლუკაა...ლუკა გამოვიდა და იცინის , ახლა შებარბაცდა მიშოოოოოო ევანგელია დაიბადააა- დაიყვირა თან მობილურს არ იშორებდა თან გარბოდა და ლამის პრველი შემოეხვია ახლადგამომცხვარ მამას-ლუუკინიოოო გილოცაააააააააავ ჩემიი სუპერ მამიკო ხარ შეეენ სუპერ სუპერ გოგოს სუპერ მამიკო
ყველა ლუკას ეხვია გარს, ლილიამ რომ მიულოცა შორიდან უყურებდა და იღიმოდა. უცებ ზურგიდან რომ მოეხვია მკლავები ადგილზე შეხტა ,მერე მოდუნდა კონსტანტინეს სურნელი რომ ამოიცნო
-დროულად მოვსულვარ,გილოცავ ჟღალო - ლოყაზე აკოცა და შემდეგ ლუკასკენ დაიძრა. გაკვრივებული უყურებდა ბიჭს და ვერ იჯერებდა რომ იქ იყო. როგორც კი მოახერხა მაშინმე ჩაავლო ხელი და ყველასგან შორს გაიყვანა
-აქ რა გინდა კონსტანტინე?
-ბავშვს როდის გვანახებენ ჟღალო?
-ფოტოგრაფო, ახლა ხევსურეთში არ უნდა იყო? სამი დღეა ვერ მიკავშირდები , მონატრებისგან გავგიჟდი ისეთი გათიშული ვიყავი ერთი ყვავილი სამჯერ მოვრწყე და ახლა აქ საიდან გაჩნდი
-მომენატრე და წამოვედი...ეტყობა გულმა მიგრძნო და იმიტომ წამოვედი დღეს და არა გუშინ- ლოყაზე აკოცა და შემდეგ ტუჩებისკენ გაიკვლია გზა- ძალიან მოგენატრე?
-დარჩები?- გაიტრუნა და თვალებდაწვრილებულმა ქვემოდან ახედა
-უნდა დავბრუნდე, გოგონები პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დავტოვე...
-კარგი...მე ევასთან ვიქნები . ორ დღეში სახლში წავიყვანთ .ერთი სული მაქვს როდის ვნახავ
-ლუკამ თქვა დიდი გოგოაო, უფრო პუტკუნაა ვიდრე ველოდითო- ელაპარაკებოდა და თან ეფერებოდა - რომ დავბრუნდები ხომ დამიბრუნდები თუ იმ ნამცეცაზე ვიეჭვიანო?
-ორივეს გეყოფით
-ხოო?
-თუ გინდა ცოტა იეჭვიანე
-ნწ,არ მინდა
-როდის დაბრუნდები?
-ორ დღეში ,ზუსტად ამ დროს შენთან ვიქნები
კონსტანტინე დიდხანს ვერ დარჩა, ბავშვის ფოტოს დასჯერდა მხოლოდ და შემდეგ უკან დაბრუნდა. ლილია კი მთელი ღამე კლინიკაში იყო. ყველანი იქ იყვნენ დილით ქალბატონი ევა მოინახულეს დედიკოსთან ერთად და შემდეგ წავიდნენ სახლში.
ლუკა პირველად რომ შევიდა პალატაში უკვე გონს იყო მოსული, ფერიც დაბრუნებული ჰქონდა და ჩვეული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
-დეე ნახე მამიკო მოვიდა- წამით შეხედა ქმარს და ისევ ბავშვს აკოცა-შეიძლება შევიშალო,საოცრებაა, ვერ ვწყდები, ისეთი სუნი აქვს, ისეთი ტკბილია, ნახე როგორი ლამაზია ,რა პაწაწუნააა
-აი რას არჩევ ანიკო? კუკლასავითაა ცხვირიც არ აქვს , მარტო ხელები ფეხები და კრუტუნებს
-არაფერიც, საყვარელი ცხვირი აქვს დედას გოგოს
-ჰმ,მამას გოგო არა? - ლოყაზე აკოცა ცოლს და მერე ბავშვს მოეფერა,მაგრამ ანამ არ ადროვა
-სახეზე არ მოეფერო,კლინიკაში ვართ და ათასი ბაქტერიაა სახლში რომ მივალთ მერე მოეფერე . ხვალ გაგვწერონ რა არ მინდა აქ ყოფნა, ბავშვი ცუდ აურას მიეჩვევა .საწოლი ჩვენთან დადგით ხო? ახლოს მოსწიე ჩვენ ლოგინთან ... ბავშვის ტანსაცმელებიც რომელიმე თაროზე დაალაგე ხო?
-დამშვიდდი,ყველაფერს მივხედავ, ჯერ უნდა დაისვენო.ექიმმა გაგსინჯოს,დაგაკვრიდეთ და რომ დარწმუნდება ყველაფერი კარგადაა შემდეგ წავალთ სახლში
-კარგად ვართ დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ - გაუღიმა და აკოცა- მე და შენი გოგო კარგად ვართ
-მიყვარხართ
-ჩვენ უფრო -ისევ ბავშვს მიუბრუნდა და თითები დაუკოცნა- დედას სიყვარული,დედას სიხარული
-მაა დედიკო მამიკოს შენ თავს ართმევს , დავიჯერო დაავიწყდა რომ ორივენი ჩემები ხართ?
-არაფერიც, შენი მარტო მე ვარ! ევა ჩემია
-ანიკოო ,ოხ ანიკოო- ყელში აკოცა და თავი მხარზე დაადო-ისე ნეტა მე მგავს თუ შენ?
-შენი ცხვირი აქ
-დამცინი? სადააქ გოგო ცხვირი , ნახე წერტილია თვითონ
-გაიზრდება და გაგახსენებ...
ლუკა კიდევ რამენიმე წუთს დარჩა,შემდეგდარჩენის უფლება აღარ მისცეს და დერეფანში გადაინაცვლა. ანა კი მთელი ღამე მოუსვენრად იყო, ბავშვს უყურებდა, სუნთქვას აკვირდებოდა, ყოველ მოძრაობას სწავლობდა და როგორც კი ტირილს იწყებდა მაშინვე მკერდზე იკრავდა .გული ისე უჩქარდებოდა სუნთქვაც კი უჭირდა. გამთენიისას ჩაეძინა და მეორე დღესაც სუსტად გრძნობდა თავს,მაგრამ ლუკას დანახვისთანავე იღიმოდა. უამრავი მნახველი ჰყავდათ ჩიქოვანის ქალბატონებს. ორი დღე ისე სწრაფად გავიდა გონს ვერ მოვიდნენ, შემდეგ კი სახლში დაბრუნდნენ. პატარა ქალბატონი ანას ჰყავდა ხელში, ლუკა კი გვერდით მიჰყვებოდა,ხვდებოდა რომ ისე კარგადაც არ იყო როგორც თავს აჩვენებდა და ცდილობდა გვერდიდან არ მოშორებოდა.
-დაიძინა?
-აჰაამ...პლედი მომიტანე აქ დააფინე და დავაწვენ. ყველანი წავიდნენ?
-ჩვენ ვართ მხოლოდ - ლილია და გვანცა გამოჩნდა უკან ილიკოც იდგა
-შემოვალთ რააა...ხელები დავიბანეთ - ილიკომ თითები აათამაშა და გოგოები განზე გასწია, ცოტას მოვეფერები ამხელა ბიძა კაცი ვარ რ აიყო რძალო
-ძინავს ილიკო, ხელში არ აიყვანო ისე აკოცე
-გავა დრო დაიღლებით და მერე სულ მე დამიტოვებთ აიი ნახავთ - საწოლთან ჩაიმუხლა და პატარა ქალბატონს დააკვირდა- ისე ვის გავს? მე რომ ვუყურებ სულ ლუკას ბავშობა მახსენდება შემოევლოს დედა- წამში შეიცვალა ხმა
-მასხარა გამოეცალე ბავშვს...მიმიშვი
-აუ გვანცაა შენ ბავშვს არ გაეკარო რა ,გააგიჟებ და გიჟი ჩიქოვანი გვარში არ გვჭირდება
-შენ გვარი შეიცვალე თუ რა ხდება ილარიონ?
-იქნებ შეწყვიტოთ ჩუმად ჩხუბი და რიგ რიგობით მოეფეროთ
-აუუ ლილია შენ რაღატო ჭედავ?
-მგონია რო მალე ცემა-ტყეპას გამართავთ...წავიდეთ სჯობს. დაისვენებენ, სახლს მოერგებიან თავიდან და მერე მოვიდეთ.მიდით უცებ რას მიყურებთ
-ოოო არ გვინდაა
-რო დავრჩეთ? მე მიშომ გემრიელი კერძების მომზადება მასწავლააა და კარგა დუნდა იკვებო რო პრინცესას აჭამო
-მე გემრიელ ჩაის ვაკეთებ..ჰა? რძალო
-კარგი ხო ,გავდივართ. ყველა ჩვენ ჩვენ ბავშვებს გავაჩენთ და მერე მეტი არ მინდა რომელიმემ მითხრათ გვაკოცნინეო- გვანცამ თავი მაღლა ასწია და ისე დაიძრა კარისკენ- წავედით...მიყვარხაააააააართ
-დაგვირეკეთ და მოვალთ ,როდესაც მოგენატრებით და მიხვდებით რომ გჭირდებით- ლილიამ ღიმილით აკოცა ორივეს ბავშვს თითები დაუკოცნა და შემდეგ გაჰყვა წინ მიმავალ წყვილს რომელიც ისევ კამათობდა ...
ანა საწოლზე იწვა და ბავშვს უყურებდა .ლუკა სააბაზანოდან გამოვიდა და გვერდით დაუჯდა
-ანიკოო ,დაიძინე შენც ჯერ ხო არ მოშივდება
-არ მინდა ,სააბაზანოში შევალ აქ დარჩი ,არსად წახვიდე - ფრთხილად წამოდგა, ლუკას ლოყაზე აკოცა და სააბაზანოსკენ წავიდა. უკან მალევე დაბრუნდა, ლუკას ევას გვერდით ედო თავი და ისე უყურებდა თითქოს მისი ყველა ნაკვთი უკვე დამახსოვრებული არ ჰქონდა. ანაც გვერდით მიუწვა და ბოლოს მაინც ჩასთვლიმა, ლუკა თმაზე ეფერებოდა თვალს არ აშორებდა და მანამ კოცნიდა სანამ ბავშვმა ტირილი არ დაიწყო.
ლუკა უყურებდა ცოლს და ხვდებოდა რომ ახალი ეტაპი იწყებოდა ,სრულიად განსხვავებული ბარიერებითა და ემოციებით სავსე გზა ...
...................................
ხევსურეთიდან დაბრუნდა, პირდაპირ კაბინეტში მოკალათდდა, საქმე ბოლომდე დაასრულა ენერგიის ბოლო მუხტიც იქ დატოვა და შემდეგ სრულიად თავისუფალი ყოველგვარი მოვალეობისგან გათავისუფლებული მივიდა ლილიასთან. სახლის აივანზე იჯდა პლედში გახვეული ფინჯანი ყავით და სივრცეს უყურებდა. მისი დანახვისას წამსვე შვება იგრძნო ,მანძილი წამებში დაფარა, მკლავები მოხვია და სხეულზე აიკრა
-გული გამისკდა კონსტანტინეე
-მთელი კვირა თავისუფალი ვარ
-მთელი კვირა ჩემი ხარ?
-ნწ, სულ შენი ვარ - სავარძელში ლილიასთან ერთად დაჯდა, პლედი ისევ მოახურა და მთელი სახე დაუკოცნა
-კონსტანტინეეეეე
-რა - ზემოდან დახედა და გაიღიმა- ასე რატო მიყურებ ავასთან გინდოდა დარჩენა?
-ნწ ,მე კი მინდოდა,მაგრამ ჯერ ანა და ლუკა უნდა შეეჩვიონ სახლში ბავშვს მერე გადავუსახლდები -თავი მის ყელში ჩამალა და თან წვერიან ლოყაზე ეფერებოდა - ძალიან დაიღალე?
-მინდოდა იქ ყოფილიყავი, ერთხელ წავიდეთ ბევრ ფოტოს გადაგიღებ
-ნწ, წლის ბოლომდე არა
-ლილიაა რამდენიმეს მაინც ... ამ დროს იქაურობა ძალიან ლამაზია. ამინდებიც გაუმჯობესდება მალე და წავიდეთ - ხელისგულზე აკოცა ,შემდეგ თვალები დახუჭა და ყვავილების სურნელში არეული ლილიას სუნი შეიგრძნო
-სახლში რატომ არ მიხვედი?
-თათამ მოგწერა?
-ხო ... დღეს არ დაურეკავს და თუ ნახავ უთხარი რომ მოვიდესო
-ხვალ მივალ...შენ მაგაზე ნუ ფიქრობ
-როგორ არ უნდა ვიფიქრო შენ ...
-ხომ გინდა რომ კარგად ვიყო? მშვიდად ვიგრძნო თავი ,ყოველგვარი ნეგატივის გარეშე
-რა თქმა უნდა მინდა,მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ ეგოისტურად ვიქცევი ,რომ ზოგჯერ უნდა გაგიშვა
-რა დაემართა ჩემ ლილიას? ადრე ასეთი არ იყო, არ ღელავდა ასეთ ამბებზე
-შენით შეპყრობილი ლილია ემოციური გახდა
-ჩემით შეპყრობილი ,ლილია - გაიღიმა და ლილიას გაყინულ ტუჩებს თავისი შეახო- ეგოისტურად დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ - ხელში აიყვანა და მკერდზე მიიკრა- დავიძინოთ, ზედმეტად დიდხანს მელოდი
-უბრალოდ არ დამეძინა
-ჩემი ლილია
-მართლა არ დამეძინა
-აშკარად მე გჭირდებოდი
-ვითომ?
-ვნახოთ
-თვითკმაყოფილო ფოტოგრაფო
-ასე ნუ მიყურებ თორემ არც ისეთი დაღლილი ვარ
-კონსტანტინეეე - იატაკზე როგორც კი დადგა მაშინვე ფეხების ბაკუნი დაიწყო , მერე ზურგი აქცია და სააბაზანოსკენ დაიძრა
-სად გაიქეცი ლილია?
-გაგებუტე
-ხოდა უშენოდ დავიძინებ
კონსტანტინე მობილურით საუბრობდა ლილია რომ საძინებელში დაბრუნდა. მშვიდად მოკალათდდა საწოლში და საბანზე თითების თამაში დაიწყო. კონსტანტინე მაინც აგრძელებდა საუბარს
-კონსტანტინეეე- ჩუმად დაუძახა და წარბები შეკრა,მანაც ინება და მობილური გათიშა.
-ვიძინებთ- ლილიას გვერდით დაწვა ,მკლავები მოხვია და რამდენჯერმე აკოცა .
გიორგის დაბრუნების შემდეგ მშვიდად მხოლოდ ლილიასთან იყო, გრძნობა არეული ვეღარ ხვდებოდა ბედნიერება ჭარბობდა თუ შიში. უხაროდა,სიგიჟემდე უხაროდა თათას რომ ხედავდა , თამარი სულ სხვანაირი გახდა ისე უბრწყინავდა თვალები თითქოს მზემ მის სფეროებში გადაინაცვლა. ყველაფერი ერთი შეხედვით კარგად იყო,მაგრამ ვერ იჯერებდა რომ გიორგი მეტრეველის ირგვლივ სიმშვიდემ დაისადგურა. სახლში რომ შედიოდა მთელი სხეული ეძაბებოდა, მთელი არსებით გრძNობდა რაღაც ცუდის მოახლოებას , შესაძლოა უბრალოდ ეჩვენებოდა ან მართლაც არ იყო ყველაფერი ისე კარგად როგორც შორიდან ჩანდა. ფაქტია სახლში თანდათან უფრო იშვიათად მიდიოდა, მუშაობდა ან ლილიასთან იყო, როცა ქალაქიდან ვერ გადიოდა მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს. ყველაფრის მიუხედავად არ უნდოდა კონტროლის დაკარგვა, ყურადღებას არ ადუნებდა და ისევ ისე შორიდან ადევნებდა თვალს ოჯახისწევრების პირად ცხოვრებას. თავად კი ლილიას სამეგობროს წევრი გახდა, მათ გარემოცვას დაუახლოვდა და მათი სიმშვიდე გაიზიარა. იცოდა რომ არასწორად იქცეოდა,მისი ქცევა გაქცევასაც კი ჰგავდა ,მაგრამ მაინც ელოდა დროს როდესაც ყველაფერთან დაპირისპირებას შეძლებდა ახლა კი უმოქმედოდ ყოფნის დრო იყო .
..........................
გვანცამ სახლის კარი გააღო და მშვიდად დაიძრა კიბისაკენ . დაღლილი იყო და მხოლოდ მიშოს გვერდით მშვიდად ძილი სურდა, ენერგიის მოკრება და ახალი დღის დაწყება. სამზარეულოში სინათლე იყო ,იფიქრა რომ მიშოს დარჩა და თან წყლის დალევაც სურდა ამიტომ მიმართულება შეიცვალა . სამზარეულოს კართან იდგა და ზურგით მდგომ ნახევრად შიშველ გოგოს უყურებდა, მოკლე პენუარი საჯდომის ნაწილს უფარავდა , მკლავი მოშიშვლებული ჰქონდა .გვანცა ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა გოგო რომ შემობრუნდა დანით ხელში
-ვინ ხარ ?
-მე ? მე თუ შენ
-შუაღამით სხვის სახლში შენ შედიხარ და მე მეკითხები?
-ოოხ მიშო ჩარკვიანო ცოცხლად გაგატყავებ - კედელს ხელი მიარტყა დანიან ხელს ხელი დაკრა გოგოს და თვალები აატრიალა. თითები თმაში შეიცურა და თვალები დახუჭა მერე უცებ შებრუნდა კიბე წამში აირა , მიშოს საძინებელში შევარდა და მძინარეს ყელში წვდა. ბიჭს სუნთქვა შეეკრა ,უცებ გაახილა თვალები და წამსვე მოიქცია მკლავებში გააფთრებული გვანცა
-რა ჯანდაბაა ... სხვანაირად ვერ გამაღვიძებდი? აბა არ მოვალო? შენები ხვალ არ ჩამოდიან?
-ჩარკვიანოოო სამზარეულოში ნახევრად შიშველი გოგო რატომ გყავს? -ხელი კრა და ისევ ზემოდან მოექცა- მიპასუხე
-ვინ გოგო...აა მია ნახე? იეჭვიანე ფისო? - გაიცინა , მკლავები გაუკავა და ტუჩებზე დააცხრა,იმდენ ხანს კოცნიდა გვანცამ ვეღარ გაუძლო და თავადაც აჰყვა
-ვინ მია? შენი და მია?- როგორც კი სუნთქვა შეძლო მაშინვე უთხრა და თვალები დახუჭა-ჯანდაბა შენს თავს გვანცა,სულ მთლად დაშტერდი -სახეზე ხელები აიფარა და კრუსუნი დაიწყო მიშო კი თითებს უკოცნიდა და იცინოდა
-ჩემი ეჭვიანი გოგოოო ... იმას არ ვიცი რას ვუზამ ,ვერ გითხრა ვინ იყო?
-უკაცრავად ?- ღია კარზე დააკაკუნა და არც დალოდებია პასუხს ისე შევიდა - თქვენ იმედია სულ ასე ღია კარიან ოთახში არ ჟიმ***
-გამეცალე- გვანცამ ხელი ჰკრა მიშოს და საწოლიდან გადაბობღდა- გვანცა-ხელი გაუწოდა და გაუღიმა
-მია ... ასეთ დროს მოდიხარ სულ ?
-არა,მხოლოდ მაშინ როცა მუშაობას გვიან ვასრულებ
-ამ დროს უკვე დასრულებული გაქვს მუშაობა?
-მია გეყოფა! გვანცა ჩემი მომავალი ცოლია..ნუ ცოლად თუ არ გამომყვება შვილების დედა ყველა ვარიანტში იქნება და ახლა სწერვა მულის როლში ნუ შეხვალ არ გამაგიჟო !
-ნუ მიყვირი იდიოტო...გასაგებად უნდა მითხრა, შენ სულ ერთობოდი და რა ვიცოდი ამჯერად თუ სერიოზულად იყო საქმე, საერთოდ რატომ არ ვიცოდი? - უცებ შეკრა წარბები და ძმას შეუბღვირა- ჩემი სალიო გიცნობს?- მერე გვანცას გახედა და თვალები გაუბრწყინდა
-რა თქმა უნდა იცნობს...
-შენ არ გეკითხება
-რა იყოთ ახლა ორივემ უნდა მიბრიალოთ თვალები? საერთოდ შუაღამეა,მეძინება ხვალ თვალები დასიებული მექნება. შენ შენ შვილთან წადი და დაიძინე, შენ ჩემთან მოდი - მიას ხელი დაავლო და ოთახიდან გასვა,კარიც მიუხურა გვანცას კაბა მოაშორა აკოცა და მერე თავისი მაისური გადააცვა- დავიძინოთ ,დღეს ზედმეტად ბევრი ვართ სახლში -თვალბანთებულმა უთხრა და ტუჩები დაუკოცნა- არადა აღარ მეძინება
-ხვალ ვისაუბრებთ ...ახლა დავიძინოთ- საწოლისკენ წავიდა და კომფორტულად მოკალათდდა
-მიაზე როგორ იეჭვიანე- გაიცინა და ისე ჩაეხუტა-რას ვიფიქრებდი პირველად ჩემ დაზე თუ იეჭვიანებდი
-სულ დამაშტერე ,გილოცავ
-ჯერ სად ხარ...ორი წუთი ეჭვიანობა არაფერია ჩემ ეჭვიანობასთან შედარებით
-სადისტო
-რას კადრულობ
-გაჩუმდი !
-აღარ მეძინება
-ნუ დაიძინებ, უბრალოდ გაჩუმდი
-არ მეძინება და ვერ ვჩუმდები ,აჟიტირებული ვარ მომეწონა ეჭვიანი გვან..
-არა ხომ? კარგი ასე იყოს- ხელი დაარტყა და ზემოდან მოექცა ხელი ტუჩებზე ააფარა - რატომ არ მითხარი მია რომ ჩამოვიდა
-ცოტ..
-უნამუსო ხარ...როგორ არ მითხარი ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი დამიმალე უსინისო კაცო , საერთოდ არ ხარ ლაპარაკის ღირსი
-გვანცაა...
-არავითარი გვანცა,შენი ხმა არ გავიგო! -ისევ დააფარა თითები პირზე და თვალებგაფართოებულ მიშოს მზერა გაუსწორა- არ გაპატიებ და თავიდან ბოლომდე მოგაყოლებ სალიოს ყველა ემოციას
-მოგიყვები ...მოკლეედ
-ახლა გაჩუმდი!
-გვანცაა
-გაბრაზებული ვარ
-ამ ბოლო დროს სულ გაბრაზებული ხარ, მარტო ევასთან ყოფნის დროს იცინი
-საყვარელი ბავშვია და იმიტომ
-მე არ ვარ საყვარელი?
-ნწ
-გავბრაზდი
გვანცამ არაერი უპასუხა,ზურგი აქცია,ბალიშს მოხვია ხელები და გაჩუმდა.მიშო ისევ ვერ ისვენებდა
-ნუ მებუტები რა,მართლა გავითიშე საერთოდ არ ველოდი მიას დაბრუნებას .რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. ბავშვი დასაძინებლად მიმყავდა, რომ დაინახა სიხარულისგან გაგიჟდა საერთოდ არ აპირებდა დაძინებას,ეგონა ცოტა ხნით იყო .მარტო დავტოვე მერე ორივე და ჩამეძინა კიდეც ...ჯერ საერთოდ არ უნდა დაბრუნებულიყო,მაგრამ უკან ვეღარ დავაბრუნებ ასე რომ მალე მარტო ვიცხოვრებ
-როგორ მარტო
-მია არ აპირებს ჩემთან ცხოვრებას, მე არ მინდა მათი გაშვება ჯერ ვერ ვენდობი ,მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ავუკრძალო
-შენ აქ დარჩები?
-ჯერ-ჯერობით გარკვეული არ არის არაფერი, სექტემბრამდე არ მინდოდა დაბრუნება მია ყველაფერს თავდაყირა დააყენებს , მეც უნდა მივყვე და ყველაფერი ახლებურად დავალაგო
-არ გინდა ჩემთან რომ გადმოხვიდე? - თავი მკერდზე დაადო და დამრგვალებული თვალებით ახედა
-მე?
-ზოგჯერ რო შტერდები ვგიჟდები ... თან სიშტერისგან რა შორსაა ეს შენი სიცილი რა სრულ დისონანსში ხარ- წამოჯდა და მერე ისევ დაებერტყა საწოლზე- რომ კითხო მობეზრდა ასე წინ და უკან რომ დავდივარ
-აბა თუ გაჩუმდები და შეწყვეტ ქოთქოთს
-არაფერსაც არ შევწყვეტ... შემეშვი საერთოდ
-ჩემი ბინა უფრო დიდია და ლამაზი ხედი აქვს
-ხო გოგოსთან გადასვლა არ შეიძლება აუცილებლად მე უნდა გადმოვიდე -ისევ ბუტბუტებდა
-ხვალ ვილაპარაკოთ . დღეს ბევრი რამ მოხდა...დაიძინე- ჩაეხუტა და თავზე აკოცა. მანამ ეფერებოდა სანამ თანადაც არ ჩაეძინა.გვანცა კი იმდენად იყო გადაღლილი,რომ კიდევ ერთ გამოფხიზლებას ვერ გაუძლებდა.
დილით სიცილის ხმამ გააღვიძა ორივე, მიშოსთვის უცნაური იყო სალიო რომ მასთან არ შევიდა მაგრამ მაინც ღიმილი ვერ შეიკავა მიას ხმაც რომ ამოიცნო
-დაგიჭერ და გადაგყლაპავ იცოდე...მოვედიი ეე სად გაიქეცი. დედაას ბუშტიიი დედას შოკოლადოოოოოოო დედუციი
-აქ ვააარ
-ოოო ასე ნუ მემალები მე არ ვიცი ამ სახლში სად რა არის. რა წესია?
-გამებუტე? - მიუახლოვდა და ხელები მოხვია მიამაც ისარგებლა ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა- დედაააა
-ჩემო ტკბილო უყვარხარ დედას იცი? -კოცნიდა და იცინოდა - კნოპკა ცხვირზე გიკბინო?
-არააა
-კიიი
-უკაცრავად რაა გვძინავს ჩვენ აქ
-მამუციიიიიი მიშველეე...
-მამუცის ნუ ეძახი რააა ტეხავს დედუ
-რას ტეხავს? - თვალებდამრგვალებულმა გახედა და პასუხს დაელოდა
-სალიოო მეძინება დედაშენს არეული აქ დღე და ღამე გამაგიჟებს მეც .წამო დავიძინოთ არ გინდა?
-იქ გვანცა არის? აბა არ მოვაო?- ოთახში რომ შეიჭყიტა წამსვე გაიქცა და საწოლზე ახტა-დილამშვიდობისა გვანცაცო
-დილამშვიდობისა პატარავ ...
-ასე შემოდის ხოლმე ოთახში?რა წესია
-ხო არ ა*რ*კებ?
-სულაც არ მინდა ნახევრად შიშველ შენს საყვარელს ეკვროდეს ჩემი შვილი , თუნდაც საცოლეს ან ცოლს .არაესტეტიურია
-შხამი ხარ,მოსიარულე შხამი
-მაგიჟებ უკვე,რატომ ხარ ასეთი დამშვიდებული? მისი დამსახურებაა ხომ? კარგი სექ** კარგად მოქმედებს ნერვებზე -ტუჩზე იკბინა და საძინებლისკენ წავიდა
-არც იფიქრო
-რა ?
-ცოტა ხანს ხომ შეიძლება მარტო იყო ,არ შეიძლება?
-არაა არ შეიძლება ...შენ თავს მიხედე და საუზმე მოგვიმზადე
-სამი ქალი ხართ სახლში საუზმე მე რატომ უნდა მოვამზადო
-მზარეული შენ ხარ და იმიტომ...
გვანცაც არ დაეხმარა,სალიოსთან ერთად იყო სანამ მია სააბაზანოდან გამოვიდა შემდეგ ყველამ ერთად ისაუზმა გვანცა კი სირბილით გაიქცა სახლიდან სამსახურში რომ არ დაეგვიანა.
........................
ლილია ეზოში იჯდა და ყავას მიირთმევდა ჭიშკარი რომ გაიღო და სალიო გამოჩნდა. ქალბატონი სირბილით მიდიოდა და ლილიას ეძახდა. უკან მია და მიშო მიჰყვებოდნენ,მაგრამ სალიო დაწინაურდა და ჟღალს მაგრად ჩაეხუტა
-ლილიაააა
-პრინცესა როგორ ხარ? სად დაიკარგე რამდენი ხანია ჩემთან არ მოსულხარ
-იცი დედა ჩამოვიდა ...ჩემი დედიკო
-ვიცი,მითხრა გვანცამ - ლოყები დუაკოცნა და შემდეგ და-ძმას გაუღიმა
-მია გაიცანი ლილია ამ სამოთხის სულისჩამდგმელი
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც...შორიდან ვაკვირდბეი ამ ეზოს რამდენიმე დღეა მინდა გადმვიდე,მაგრამ იმდენი რამ მქონდა გასაკეთებელი რომ ვეღარ მოვიცალეთ.სამაგიეროდ შენ შესახებ ბევრი გავიგე
-მეც მითხრა გვანცამ...შეგიძლია ხშირად მესტუმრო
-დიდად არ ვგიჟდები ყვავილებზე, მოვლა ძნელია ,მაგრამ აქაურობა ისეთი ლამაზია ნამდვილად ხშირი სტუმარი ვიქნები,თანაც ისე ჩანს რომ დავნათესავდებით -გაიცინა და სალიოს ხელი ჩაკიდა- იქეთ არ წახვიდე დე ...ბალახი ნამიანია და გაცივდები ხო? - სახეზე მოეფერა და აკოცა
-ყავას მიირთმევთ? სალიოს საყვარელი წვენიც მაქვს
-ჩემი ქადები?- ქალბატონი სკამზე დასკუპდა და ფეხების თამაში დაიწყო- არ გაქვს დაბრაწული ქადები?
-მაქვს და მოვიტან - გაუცინა და სწრაფად წავიდა სახლისაკენ. უკან რომ დაბრუნდა ეზოში მანქანაც გამოჩნდა და ერთმანეთის მიყოლებით გადმოლაგდნენ ილიკო ,გვანცა,გიორგი და შაკო
-ჩვენი მოკრძალებული სალამი წითურ ქალბატონს- მიყოლებით აკოცეს ხელზე და მერე მაგიდასთან მსხდომებს გახედეს
-ვაა მომავალი სასიძო ორი აქ ყოფილა თავის პატარა ქალბატონთან და უცნობ ქერასთან ერთად - ილიკომ სიცილი შეწყვიტა და მიშოს მიესალმა
-ილიკოოოო - პატარა ქალბატონი წამოხტა და ილიკოსაც მეტი რ აუნდოდა მაშინვე ხელში აიყვანა-გაიცანი მიაა ჩემი დედიკო
-დედიკო? მეც არ ვთქვი მიშო უცნობ ქალთან ერთადაა და გვანცა მშვიდად როგორ მუშაობს-თქო? სასიამოვნოა მია...მე ლილიას ბიოლოგიური და გვანცას არაბიოლოგიური ძმა ვარ
-სასიამოვნოა - ხელი ჩამოართვა და გაუღიმა
-გაიცანი გიორგი და შაკო...
-სასიამოვნოა- ბიჭებიც მიესალმნენ და მაგიდის ირგვლივ დასხდნენ
-წითუროოო- შუა საუბრის დროს ფინჯანი დადო გიომ და ლილიასკენ გადაიხარა
-რა ხდება მშვიდობაა?
-ნწ ,არ არის
-არ არის?
-არააა
-თქვი გიორგი რა ხდება
-ყვავილები მჭირდება... ლამაზი და უცხო აი ძაან უცხო არაბანალური რა
-ვინმეს უნდა აჩუქო?
-ხო ...- წარბები შეკრა,ისეთი საყვარელი იყო ლილიამ სიცილი ვერ შეიკავა
-იმ გოგოს კოსტა რომ დაგცინოდა?
-ხოო გვირილებიც ვაჩუქე, მინდვრის ყვავილებიც, ვარდები ხო საერთოდ მარა რეაქცია არაააქ
-მაინცადამაინც ყვავილი რატომ აიჩემე...ბანალურად თვლის ზოგი
-სხვა რამეებსაც ვჩუქნი,მაგრამ ან ამტვრევს ან უკან მიგზავნის .ახლა ისეთი რამე მინდა ვერც გადასაგდებად გაიმეტოს და ვერც უკან დასაბრუნებლად .ხო დამეხმარები?
-რომ გააფუჭოს? მე ჩემ ყვავილს ვერ გავიმეტებ - სრულიად სერიოზული გამომეტყველება მიიღო და თავი მარლა ასწია
-აუ რძალოო კაი რაა...სულ არ გეცოდები? იცი როგორ მომწონს? ღამე ვეღარ ვიძინებ საოცრებაა ნამდვილი,ჭკუიდან გადამიყვანა. თეთრ ხალათს რომ იცვამს და დერეფანში მიდის ანგელოზს გავს
-ექიმები რა უცნაურები ხართ ... წამომყევი ორანჟერეაში და შევარჩიოთ ჩემი გოგოებიდან რომელიმე
-გოგოებიც გყავს? მოიცა ბიჭები არა?
-ნწ..ბიჭებიც მყავს,მაგრამ გოგონები სულ სხვაა
დიდხანს ათვალიერებდა ყვავილებს, გიორგი ყოველ წამს გაიძახდა“რამდენია“ „რალამაზია“ „ესენი ერთნაირებია“ მოკლედ თავად ვერაფერი გადაწყვიტა და ბოლოს წუწუნი დაიწყო . სამაგიეროდ ლილიამ შეარჩია საჭირო ყვავილი და შემდეგ მოვლის წესებიც აუხსნა ,ისეთი ლამაზი იყო მის გადაგდებას ნამდვილად ვერავინ შეძლებდა.
-მეც მომწონს,სახლში რომ დავიტოვო ? შეიძლება მაინც ვერ მოვარჯულო და ამ ლამას ყვავილს ტყუილად დავკარგავ
-გიორგიიი
-კარგი ხო გავუგზავნი,იმედია გაჭრის. უი მართლა კონსტანტინეს გასაუბრებამ როგორ ჩაიარა? ვეღარ დავურეკე მითხრა მე თვითონ დაგირეკავთო,მაგრამ არ ჩანს
-გასაუბრებამ?
-ხო ...დღეს არ ჰქონდა?
ლილიამ არაფერი იცოდა ,მაგრამ სიტყვა არ უთქვამს. ბიჭებს ეჩქარებოდათ და გიორგიც გაიქცა. თან მადლობას უხდიდა და ხელებს უკოცნიდა
-გეყოფაა და მოვლის წესები არ დაგავიწყდეს
-მაგაზე არ იდარდო კაცი ექიმია და ყვავილის მოვლის წესებს ვერ დაიმახსოვრებს? აუუ ისე მეც რო მაჩუქო ერთი ყვავილი არ გინდა?
-შენ კაკტუსს გაჩუქებს ,მოგიხდება შაქროოო
-ეს ბიჭი ვინმემ მომაშორეთ რა იქნება,გამითეთრა თმა
-სად გაქ თმა შე ჩემა
-ნუ დამცინი ექიმო შენ მაინც ნუ დამცინი
-წამოდით ათასი საქმე მაქვს თქვენნაირი მოუცლელი კი არ ვაქ...აბა კარგად.სალიოო მომავალ შეხვედრამდე- ბავშვს თვალი ჩაუკრა და საჭესთან დაჯდა.
-ჩვენც წავალთ... საქმეები გვაქ. ისევ გესტუმრებით ჟღალო
ყველანი წავიდნენ ლილია კი მარტო დარჩა ამჯერად არეული ფიქრებით. ბრაზობდა? არა ,მაგრამ წყინდა კონსტანტინემ რომ არაფერი უთხრა.
უკვე დაძინებას აპირებდა კონსტანტინე რომ გამოჩნდა უცებ მივარდა და ხელში აიტაცა
-ჟღალოოო ...ჩემო ჟღალოო
-რა ...რა ხდება კონსტანტინეეე გული გამისკდა ,რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ ასე არ
-მუშაობა დავიწყე...ამიყვანეს. გამოცდა ჩავაბარე ,სად? ხო შენთვის არ მითქვამს არ მეგონა თუ მოვახერხებდი აქეთ გიორგი იქეთ გადაღებები, ვერ მოვახერხე დამშვიდება და ჩემ საქმეზე კონცენტრირება და ისე უბრალოდ ვცადე,მაგრამ ამიყვანაა სტაჟიორად წარმოგიდგენია?-კოცნიდა და ტრიალებდა -ქვეყნის საუკეთესო დეტექტივთან ვიმუშავებ და უამრავ რამეს ვისწვალი
-კონსტანტინეე -უცებ გაიაზრა ყველაფერი თავბრუსხვევა დააიგნორა მკლავები მოხვია ბიჭს და ძლიერად ჩაეხუტა-გილოცავ ...შენ ყველაფერი გამოგივა ,ყველაზე წარმატებული გამომზიებელი იქნები - ტუჩებზე ტუჩები შეახო და კიდევ ერთი გრძNობებით სავსე კოცნა მიიღო
მთელი ღამე საუბრობდნენ,გვიან ჩაეძინათ.კონსტანტინე ორშაბატიდან იწყებდა მუშაობას.მანამდე სახლსი უნდა დაბრუნებულიყო.ყველაფერი მოსაგვარებელი ჰქონდა, სწავლა, ფოტოგრაფობა და სტაჟიორობა უნდა შეეფარდებინა ერთმანეთისთვის . ლილიასთან ერთად დაბრუნდა თბილისში, ლილია ჩიქოვანებთან დატოვა თავად კი სახლისაკენ გაემართა.
ჯერ კიდევ დილა იყო, თამარი საუზმეს ამზადებდა. პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და დედას მიესამლა
-როგორ ხარ?
-კარგად დე შენ?
-საუზმეზე დარჩები თუ მიდიხარ
-დავრჩები ... გამოვიცვლი და ჩამოვალ.ერეკლე და თეკლა აქ არიან?
-თავიანთ ოთახში სძინავთ...
კონსტანტინე კიბისკენ მიდიოდა გიორგი რომ გამოვიდა საძინებლიდან
-თამრო გინდა მოგეხმარო? ოოჰ ბატონი კონსტანტინე დაბრუნებულა ... რა ხანია არ მოსულხარ ვიფიქრე სახლის მისამართი დაგავიწყდა
-როგორ ხარ მამა? მე კარგად იცი 13 წლის აღარ ვარ 23 -ის ვარ უკვე არ დავიკარგები, არც მისამართი დამავიწყდება და თავსაც მივხედავ- ისე უთხრა თითქოს მის ირონიას ვერც კი გრძნობდა. კიბე სწრაფად აირბინა და საძინებელში მიიმალა
-კონსტანტინეს შეეშვი !
-რას ვაშავებ ,უბრალოდ მომენატრა
-გიორგი ნუ გამაბრაზებ- ერთხელ გახედა მხოლოდ ,თვალი თვალში გაუყარა და საქმეები განაგრძო
მალე გაიღვიძა წყვილმა,პატარა ბატონიც გამოფხიზლდა და სახლიც ახმაურდა. თათა ყველაზე ბოლოს შევიდა მისაღებში და ოჯახისწევრებს მიესალმა. კონსტანტინეს მოეხვია და მუხლებზე დაუჯდა
-მომენატრე ...დღეს საქმეები გაქვს? სალაპარაკო მაქვს- ჩუმად უთხრა და ლოყაზე აკოცა
-რამე მოხდა?
-ჭორაობა მინდა- ჩუმად ჩასჩურჩულა და თავი მხარზე დაადო -მიყვარხარ მე შენ
-ნუთუ
-ცუდო
-ვიცი რაღაც ხდება ,მაგრამ დაველოდები ჭორაობის საათებს მეც მაქვს ახალი ამბავი - შუბლზე აკოცა და ჩურჩული განაგრძო
-დილიდან თავი მისკდება...ვინმემ მომიტანეთ მინერალური რა.ცოლო ვინმემ-თქო თეკლააა
-რა გაღრიალებს?
-რა გჭირს შენ?
-ბავშვს ვაცმევ ვერ ხედავ?
-თორნიკე გაჩერდი და ადროვე დედას შეგიკრას ღილები
-არ მინდაა მიჭეერს ...მე ჯარისკაცის პერანგი მინდა
-ეს უფრო გიხდება დე , ხომ გინდა გოგონებს მოეწონო?
-არ მინდა, ყველანი სულელები არიან
-ყოჩაღ მამა ,ყოჩააღ შენ
-რას ეუბნები ბავშვს
-მიხვდა ახლავე, მე ზედმეტად გვიან მივხვდი რომ ქალების გაგება გამორიცხულია.
-ანუ სულელები ვართ , ისე მართალია ჭკვიანი შენ არ გამოგყვებოდა
-სულ ვამბობდი არ მომიტაცებია თავად გამომყვა-თქო და აჰაა აღიარა თუ არა
-მასხარა !
-გაბრაზდა ახლა და არ შემირიგდება მთელი თვე...კაროჩეე რა სად მიდიხარ
-დედას უნდა მივეხმარო ... დღეს ბაღში შენ წაიყვან თორნიკეს
-თორნიი მა ის აღმზრდელი ისევ გყავთ ბაღში?მაღალი ქერა
-კიი საყვარელო ისევ იქ მუშაობს შეგიძლია გაესაუბრო არც შენ გაწყენს ბაღის აღმზრდელი.შეგიძლიათ ინფორმაციები ,ცოდნა და გამოცდილება გაცვალოთ და საერთოდ გადაიკარგო აქედან
-საიდან გადვაიკარგო ჩემი სახლიდან?
-თქვენ ისევ კამათობთ? შვილო ჩემ რეკორდს თუ ვინმე მოხსნიდა რას წარმოვიდგენდი,არადა რა საყვარელი გოგოა დედაშენს კი არ ჰგავს რა გაჩხუბებთ
-ორი ერთნაირი...ხისთავიანი - თამრომ ჩაილაპარაკა და თეკლას თვალი ჩაუკრა- მოდი რძალო ვისაუზმოთ
-საუზმემდე ახალი ამბავი მაქვს ...
-რა ხდება კოსტიკ?
-მუშაობას ვიწყებ
-მუშაობა 17 წლის არ იყავი რომ დაიწყე ძმაო ჩემო
-ამჯერად საკუთარი პროფესიით ვიწყებ მუშაობას იქ სადაც ყოველთვის მინდოდა. გამომძიებელ ვაჟა ჭყონიასთან ...გუშინ ვიყავი გასაუბრებაზე და ამიყვანა
-ეეე რა მაგარი ხარ - თათა წამსვე მოეხვია და ლოყები დაუკოცნა- მოიცა ახლა დეტექტივი რომ იქნები სულ დაკავებული იქნები და ამდენი რამისთვის როგორ მოიცლიი კოოოსტააა
-გილოცავ დეე ... მეგონა გამოცდაზე გასვლას აღარ აპირებდი - თამრომ სახეზე ჩამოუსვა ხელები და მერე ლოყაზე აკოცა. კონსტანინე კარგად ცნობდა ამ მზერას, სიამაყით სავსეს და თვითკმაყოფილებაც უფრო მაღლა იწევდა.
-კოოსტ მაგარი ხარ...- თეკლა მოეხვია თამროს შემდეგ. ერეკლემ უნდა ავღნიშნოთო და ოთახიდან გავარდა. გიორგი კი სულაც არ ჩანდა კმაყოფილი
-ყოჩაღ შვილო ... ყოჩაღ მაინცადამაინც ის პროფესია აირჩიე მე რომ გაგეგიჟებინე. ბავშვობიდან ასე იყავი ყველანაირად დედაშენს გავდი ჯიუტი და თავნება
-შენ კი ერთადერთი მამა ხარ რომელსაც შვილის წარმატება არ ახარებს, სანთლით საძებარი მამა ხარ გიორგი - ზუსტად იცოდა მისი რეაქცია და მზადაც იყო,მართალია ტკიოდა მამის წილ მილოცვას რომ ვერ იღებდა,მაგრამ მაინც ჩვეული მშვიდი მზერით უყურებდა გაცეცხლებულ კაცს
-იურისტობა რომ გადაწყვიტე გადვაიტანე,ვიფიქრე ადვოკატი იქნებოდი და მშვენიერიც იქნებოდა , არაო რომ განგიცხადებია პროკურორი და მოსამართლე გამახსენდა შენ კი მაინცადამაინც დეტექტივობა მოინდომე .პირდაპირ ძაღლი გინდა გახდე და გადამამტერო ყველა ნაცნობი
-ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ მითუმეტეს ახლა და ამ გარემოცვაში ...ვისაუზმოთ თორემ თორნიკე აშკარად გაკვირვებულია და ვერ იგებს რატომ ყვირის საყვარელი და მშვიდი გიორგი ბაბუ - ბავშვი ხელსი აიყვანა მამას გამჭოლი მზერა ესროლა და ოჯახისწევრებს გვერდი აუარა.-ერეე არაა აღნიშვნა საჭირო ... სამსახურში ხარ შენც დღეს ამ დილაადრიან ხო არ დალევ
-დაიკიდე...ჩემი ძმა სულ კი არ იწყებს იმ ადგილას მუშაობა სადაც მთელი ბავშობა სურდა - ჭიქები აავსო - შენ გაგიმარჯოს ჩემო პატარა მიზანდასახულო ბიჭო - ისე დაჰკრა მხარზე ხელი როგორც ბავშვობაში ჩვეოდა, სულ აჯავრებდა და ცოტა არ იყოს აბრაზებდა კიდეც თავისზე უმცროს ძმას ასე რომ მიმართავდა.
გიორგის ერთხელაც არ გაუხედავს კონსტანტინესკენ.თამარი კი ქმარს არ უყურებდა , მიუხედავად კოსტას თხოვნისა ყველანი მაინც მის წარმატებას აღნიშნავდნენ.
...........................
ბიბლიოთეკაში ისხდნენ ,იქ სადაც კონსტანტინე ერთ დროს მთელ დღეს ატარებდა. ტყავის სკამზე გიორგი იჯდა სავარძელში კი კონსტანტინე.
-რა გავაკეთო მამა?
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს მაგრად გკიდია ჩემი აზრი
-ხომ იცი რომ არ
-რაღაც არ გეტყობა
-რას ითხოვ
-საპროცესო შეთანხმებაზე წამოვიდე თუ რა გინდა ...რას ვითხოვ რას ვითხოვ და შეეშვი ამ დეტექტივობანას .გახდი ადვოკატი, პროკურორი ან თუნდაც მოსამართლე. წადი სისხლის სამართალში , თუნდაც სამოქალაქოში შენი პროფესიის და ჭკუის ადამიანს ათასი შანსი აქვს რაღა მაინცადამაინც ის აირჩიე რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან
-მე თუ სწორად ვიცი უკვე 20 წელზე მეტია დანაშაული არ ჩაგიდენია ,ნუ ყოველ შემთხვევაში ციხის გარეთ და როგორც ამბობ არც აპირებ დაუბრუნდე ძველ „საქმიანობას“ . სად იკვეთება ჩემი და შენი გზები ვერ მეტყვი? მე ვერ ვხვდები მამა
-რას ვერ ხვდები მერე რა რო მე 25 წელია არაფერი დამიშავებია , მთელი სამეგობრო ,სანაცნობო ერთი სხვა ოჯახი მყავს და აზრზე არ ვარ როგორ უნდა ავხსნა ან რატო უნდ ამიწევდეს ახსნა რომ ჩემმა შვილმა სხვა პროფესია არ აირჩია .ერთ დღეს რომელიმე ჩემი მეგობრის შვილს ან თვითონ მეგობარს დაიჭერ და მე ბოზ** გავიჩითები .საერთოდ ვერ ხვდები რაზე ვსაუბრობ?
-მაპატიე ,მაგრამ მაგრად არ მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი ვის გამოც მთელი 10 წლით მამა ციხეში იჯდა. კიდევ მეტხანს სახლში არ იყო, სულ ვიღაცას გაურბოდა,სულ რაღაც შარში იყო და ძირითადად სწორედ ამ მეგობრების და ოჯახის გამო . ეგ შენი ოჯახი იყო შენ ნამდვილ ოჯახზე წინ...მთელი ცხოვრება ისე გავატარე რომ შენ თეორიული მამა იყავი ისიც იმიტომ რომ დედა აკეთებდა ყველაფერს ისე რომ არ იყავი ,მაგრამ მაინც იყო ყველა შენი სიტყვა ჩვენ ირგვლივ
-შენი აზრით მე ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით რომ ჩემი სამი შვილი ,ჩემი საყვარელი ქალი ჩემგან შორს იყო . ვერ ვნახულობდი, ვერ ვუყურებდი უბრალოდ ამბავს ვისმენდი და რეალურად ვერაფერს ვაკეთებდი. ერთადერთი იმ შენთვის აუტანელი ხალხის იმედი მქონდა და ზუსტად ვიცოდი რომ დედაშენის უარის მიუხედავად რაც არ უნდა მომხდარიყო წაქცეულს არ დაგტოვებდნენ. თამროს იმედი რომ არ მქონოდა, თამრო რომ თამრო არ ყოფილიყო დამიჯერე ცოცხალიც არ ვიქნებოდი და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა .შენც სხვანაირი იქნებოდი ,მეც და მთელი ჩვენი ოჯახი . რომ გაიგო მე რას ვფიქრობ ყველაფერზე, მე რას ვგრძNობ და რა შეხედულება მაქვს უბრალოდ ჩემნაირი უნდა იყო , მიუხედავად მსგავსებისა ერეკლეც ვერ გამიგებს რადგან მე და თამრო სულ სხვა ვართ . ვიცი აზრი არ აქვს ამ დიალოგს,მაგრამ არც ჩუმად ყოფნა ღირს ხომ იცი ვერ ვიტან პირფერობას
-მე და შენ ხომ ვიცით რო ყველაზე მეტად შენ გისწორდება
-რა ჩემმა შვილმა იარაღით რომ უნდა ირბინოს ათას გარეწარს,ნაბიჭვარს და კაი ბიჭსაც უნდა სდიოს . ვიღაცამ ესროლოს, ვიღაც შემოაკვდეს, ან ვიღაცამ დაჭრას. მერე ჩემი თამრო ჩემ ნაცვლად მასზე ღელავდეს და ასე დაუსრულებლად მთელი ცხოვრება გავატაროთ ამ დიდ ქაოსში ,როცა რეალურად შანსი გვაქვს რომ საერთოდ გამოვეყოთ ამ უზარმაზარ ტორნადოს და სადღაც შორიდან ვუყუროთ
-მე შენი შვილი ვარ , არაფერი მარტივი არ მიყვარს. უბრალოდ ვეცდები რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ საყვარელ ქალს არ ვატკინო
-შენ ყველაზე ნაზი და სიფრიფანა ქალი გყავს არჩეული და მისთვის მშვიდი გარემოს შექმნა შენი პროფესიის ადამიანისთვის იცი როგორი ძნელი იქნება? ფაქტობრივად შეუძლებელიც კი
-ცდები ...ლილია იმაზე ძლიერია ვიდრე წარმოგიდგენია და ვერავინ რომ ვერ დაინახავს მისი სილამაზის მიღმა ამ სიზლიერეს სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა.
-შენ რომ გიყურებ მგონია საკუთარ თავს ვხედავ, უბრალოდ მე არ ვნებდებოდი და შენი ძმასავით ვჭედავდი .შენ ბოლომდე დანებდი შენს ჟღალს -გაიღიმა და სავარძელს მიეყრდნო-და მაინც მე არასდროს ვიქნები მშვიდად ,არც კმაყოფილი ვიქნები შენი საქმით
-და მაინც შენ ბედნიერი ხარ რომ ბოლომდე მივიყვანე მიზნისაკენ მიმავალი გზა ისე როგორც შევძელი
-მე ეგ არ მითქვამს,შენ ამბობ
-გეყოფა რა
-მაინც არ გეტყვი რომ ვამაყობ შენი სიჯიუტით ,იმით რომ ბავშვობიდან იმას აკეთებ რაც გინდა, ისე იქცევი სწორად როგორც მიგაჩნია, თინეიჯერობიდან დამოუკიდებელი ხარ და ლამის მთელს ოჯახს შენ უვლიდი 17 წლის მერე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობაშიც კაცი იყავი და ბოლო ამოსუნთქამდე ასე იქნება .ამაყი,თავდაჯერებული,ჯიუტი კაცი ხარ და თუ მოინდომებ მთებს გადადგამ.სულ ვიძახდი ეს ბავშვი ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს-თქო და დღემდე ასე ვფიქრობ! გასაგებია ახლა თუ არა
-გასაგები იყო ისედაც, მაგრამ ვილაპარაკოთო არ დაიშალე და მეც გელაპარაკე -გაიღიმა და წამოდგა-წავედი
-სად მიდიხარ
-ლილიასთან
......................
-გაზაფხულიის საღამოა მშვიდი ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი- მაშომ მთელი ემოციით თქვა და ლილიას გვერდით დაჯდა,ლოყაზე ხმაურით აკოცა -ყვავილოოოო რად მოგიწყენია?
-კონსტანტინე მომენატრა- თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა- როდის გადადიან ქალაქში მია და სალიო?
-ბინას აწესრიგებენ და გადავლენ ... რა ქნას იმ ბიჭმა საქმეები აქვს მითუმეტეს ახლა . ფოტოგრაფობას შეეშვება? გაგიჟდებიან
-არ ვიცი, არ გვილაპარაკია მაგაზე, უნდა გადაწყვიტოს როგორ გადაანაწილებს დროს
-რა გჭირს ლილიაა?
-ხომ იცი კონფერენციაზე წასასვლელ ბოტანიკოსებს რომ არჩევდნენ, დამირეკეს
-ეე რა მაგარია, როდის მიდიხარ ჟღალო?
-ზეგ , დილის სამზეა ფრენა
-წასვლა არ გინდა? ისეთი აჟიტირებული იყავი ჩემი ყვავილით წავალ ყველას ვაჩვენებო და იქ ვიღაცებს შევხვდებიო რაღაც სახელებს რომ იძახდი აღარ გინდა წასვლა? რა გჭირს ლილია?
-მთელი თვე იქ უნდა დავრჩე ,რამდენიმე ორანჟერეაში უნდა მივიდეთ სხვადასხვა ქალაქში
-შესანიშნავი დასვენება გამოგივა, შენ შენი ყვავილები და შენნაირი აზროვნების ხალხი
-ერთი თვე კონსტანტინეს გარეშე არ მინდა
-ახლა რა კალთაზე უნდა გამოიბა და ავად გახდე რამდენჯერაც მოშორდები? მალე ავადმყოფებს დაემსგავსებით მართლა . მეც მიჭირს მიშოსგან შორს ყოფნა,მაგრამ საქმეს თუ დასჭირდება წამითაც არ დავფიქრდები. დავურეკავ ათასჯერ და მივწერ ათი ათასჯერ ,მაგრამ საშინლად მომენატრება მეც ავად ვარ უკვე ხო?
-სიყვარული ყველაზე რთული ავადმყოფობაა
-მთელი ცხოვრება ისეთი ჯანმრთელი ვიყავი რაღაც ხომ უნდა შემყროდა და აჰააა...მოიცა შენ არ წახვალ?
-არ ვიცი მოვიფიქრებ ....მომიყევი როგორ ჩაიარა შენმა დღემ და რას აპირებ - დაწვა ,გვანცას მუხლებზე დაადო თავი და გაიტრუნა. ქალბატონმა დაიწყო ყველაფრის მოყოლა მაქსიმალურად მხიარულად და თან ჟღალს თმებზე ეფერებოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო და ჩასთვლიმა. გვანცამ შუბლზე აკოცა და პლედი დააფარა.
-ჩემი ჟღალუნა
წასვლას აპირებდა კონსტანტინე რომ გამოჩნდა, უცებ შეეშინდა და მერე გაეცინა
-ნეტა რომელი უფრო ავადაა ჟღალი თუ ფოტოგრაფი- ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭის მზერა რომ შენიშნა. მძინარე ლილიას ისე უყურებდა გული გაგითბებოდა- სიძეე შენ გიტოვებ ჩემ გოგოს...იცოდე არ გააღვიძო - ფრთხილად წამოდგა ბიჭს აკოცა და ისე გაეცალა სიტყვის თქმა არ დააცადა.
საძინებელში შეიყვანა , კომფორტულად დააწვინა და შემდეგ დატოვა სახლი. იმ ღამით დარჩენა არ შეეძლო.თათასთან უნდა ესაუბრა, ისედაც დაუგვიანდა დასთან განმარტოებით საუბარი.
ლილიამ იგრძნო კონსტანტინეს სიახლოვე,მაგრამ ემოციებისგან გადაღლილმა გამოფხიზლება ვერ მოახერხა. საყვარელი სურნელი ოთახსი იყო გამეფებული და მისი კვალი დილამდეც დარჩებოდა...
თათა საწოლზე იჯდა და ფეხებს აბაკუნებდა კონსტანტინე რომ დაინახა წარბები შეკრა
-მეგონა კიდე გადამაგდე , გებუტებოდი უკვე
-ხომ გითხარი დღეს ვისაუბრებთ-თქო ... დამაწვენ?- პირდაპირ დაწვა და საწოლის თავს მიეყრდნო-მოდი აქ ,ჩემთაან
-აუუ კონსტანტინეეეეეეეე - ტუჩები დაბრიცა და მისკენ გადაბობღდა
-რაოო თათუუ?
-ორი საქმე მაქვს
-რთულით დაიწყე
-მამა ჭედავს ,გაგა არ მოსწონს სულ ყოველ წინადადებაში ახსენებს და ნერვებს მიშლის . გავუბრაზდი,მაგრამ მაინც აგრძელებს მაბრაზებს . ერეკლე არაფერს ამბობს,მაგრამ მამას რა ვუყო?
-რა კარგია ყოვლისშემძლე რომ გგონივარ და ფიქრობ გეტყვი გიორგი როგორ გააჩერო
-კოსტა კაი რაა
-ხო არ აუკრძალავს ურტიერთობა, გაგასთვის ხომ არაფერი უთქვამს ,ხომ არ ერევა
-ნწ
-აბა იღადაოს ცოტა ხანს და მერე მობეზრდება .უნდა გიხაროდეს ეს რეაქცია რომ აქვს ,დამიჯერე
-ზოგჯერ სულ არ ღადაობს
-აუ თათუუ ნუ ფიქრობ ისეთ რამეებზე რაც არ ღირს ამდენ ფიქრად, ხასიათი გაგიფუჭდება და ნაოჭები გაგიჩნდება მერე აღარ მოეწონები შენ გაგას
-ძალიანაც მოვეწონები...სულ მოვეწონები
-ხვდები რომ ისეთი ბიჭი მოგწონს გიორგის რომ ჰგავს და ერეკლეზე უარესია?
-მაგას ნუ მეუბნები თორემ მეშინია მერე ...მგონია რომ რაღაც ისეთი იცი რაზეც წარმოდგენა არ მაქვს და რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს
-ხასიათს ვგულისხმობ მხოლოდ ,სხვა რამ რომ იყოს ხომ იცი ასეთი ლმობიერი არ ვიქნებოდი და ახლა შეყვარებულებიც არ გერქმეოდათ თათა
-ხო ,მაგრამ ...მოიცა და რას იზამდი?
-კაცმა არ იცის რას ...კარგს არაფერს თუ გონს არ მოხვიდოდი და არ დამიჯერებდი
-დაგიჯერებდი რას ნიშნავს
-თათა ნუ ჭედავ,ხომ მიცნობ არა? რამდენადაც მშვიდი ვარ იმდენად ვგიჟდები თუ ზღვარზე მივალ
-ძალიანზე მეტად რომ მომწონს მასთან ნორმალურია? თითქოს მაწუხებს , არაბუნებრივად ვარ კონსტანტინე
-ჩემი პატარა - ლოყაზე აკოცა და ღიმილი ვერ შეიკავა
-ოო მართლა ასე ვარ...არაკომფორტულად ვარ, ტვინი მეუბნება რომ ნელ-ნელა მოქმედების უნარს კარგავს .ზოგჯერ რომ მელაპარაკება ვითიშები და იდიოტივით ვუყურებ,თითქოს ახალ რამეს დავინახავ
-გიყვარს თათუ
-მიყვარს? არაა არა და არა , ჯერ არ მიყვარს . რამდენიმე თვის წინ არც მომწონდა და ახლა მიყვარს? რომ ვუთხრა მიყვარხარ-თქო ხომ გაგიჟდება
-მიყვარხარ რომ აღარ გეყოფა გრძნობის გადმოსაცემად აი მაშინ იქნება ნამდვილი სიყვარული ...
-აბა მერე რა იქნება? კიდევ არის რამე? მეგონა მიყვარხარს რომ ვეტყოდი მერე დასრულდებოდა და ცხოვრებაში ერთხელ,ერთადერთს ვეტყოდი
-მე არაფერს გეტყვი მეტს, რომ იგრძნობ შემდეგ გაიხსენებ ჩემ სიტყვებს
-ოოოო
-ნუ ბუზღუნებ
-რა დროს სიყვარული იყო...ამდენი საქმე მაქვს. ახლა მესმის ასე ცუდად რატომ სწავლობდა გაგა ,საწყალი ბიჭი სულ თუ ჩემზე ფიქრობდა რას ისწავლიდა
-აბაა საწყალი ნწ ნწ ნწ
-კონსტანტინე მაბრაზებ
-რას ფიქრობდა იცი? იქნებ უნდა ბრაზობდე
-კონსტანტინე რატო გინდა ვეჩხუბო?
-რაზე უნდა ეჩხუბო...ვიფიქრე შეყვარებულია ახლა უფრო დამშვიდდება, გაიზრდება შენ კი მგონი ბავშვობაში ბრუნდები
-ახლა ვხვდები რომ შენც მამას ჰგავხარ
-აქამდე არ იცოდი ? მხოლოდ შენ გავხარ დედას
-ნუ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ
-ჯერ ყველაფერი წინაა, იქნებ მეორე გოგოც გააჩინოს თამრომ
-რა ხასიათზე ხარ დღეს?
-შესანიშნავ ხასიათზე ვარ ,როდის ვარ ჯმუხი?
-მეორე ამბავს არ გეტყვი იცოდე და დარჩი ხახამშრალი
-რა ამბავს?
-არ გეტყვი
-რას თეკლა რომ ფეხმძიმედაა და იმიტომ აგიჯებს ერეკლეს?
-რააააა რანაირად აი რანაირად
-მოიცა მოიცააა ახლა რა გინდა რო მოგიყვე ბავშვი როგორ ჩაისახა ? 17 წლის ხარ დაო რა დროს ეგეთებია? წავიდე გაგა ვცემო?
-სულ გაგიჟდი ხო? როგორ მიხვდი, მე გამოვიჭირე შენ სახლში არ ხარ და როგორ გაიგე
-კარგად ვიცნობ თეკლას
-ერეკლე არ იცნობს?
-შენ ხო ითიშები გაგა რომ გელაპარაკება ახლა წარმოიდგინე ერეკლეს რა ემართბა თეკლას ყურებისას,მოსმენისას გგონია აზროვნებს?
-მოიცა მეც უნდა დავშტერდე? ამას მეუბნები?
-თათა მეღადავები?
-ცოტას ,რა იყო გიკვირს?
-ნეტა გოგოა თუ ბიჭი? მე გოგო მინდა რო იყოს თოკოსაც გოგო უნდა
-ეს უფროსი ძმების კულტი კია ჩვენ ოჯახში, თორნიკე იმედია მამას არ დაემსგავსება .მეც გოგო მინდა, საყვარელ კაბებს ჩავაცვამ და კიკინებს გავუკეთებ ...აუუ მინდაააა მალე გაჩნდეს. ვგიჟდები პატარა როა, თორნიკე აღარ მაკოცნინებს ხოლმე არადა ჩემ კოცნას ნატრულ...ხოო მოკლედ ეს იყო ორი ამბავი
-ცოტა ხანს ინატროს ხო? არაა საჭირო ყველას ყველა სურვილი ნაადრევად აუხდეს ... გვიანია ძილის დროა, მიხედე ამ მობილურს თორე გაუსკდა გული გაგუნას
-გაგუნას ნუ ეძახი რა უბედურებაა
-მე მაპატიეთ ,მე ბოდიში ეს როგორ მომივიდა - ისევ აკოცა და საწოლიდან წამოდგა- წავედი, მალე დაიძინე
-ხვალ სახლში იქნები?
-ტკბილი ძილი თათ
-ლილიაზე ვეჭვიანობ და გადაეცი
-ვინმემ მაინც იეჭვიანოს... მიყვარხარ,მშვიდი ძილი
საძინებელში იყო, ვერ იძინებდა.ლილიასთან საუბარი უნდოდა,მაგრამ მისი გაღვიძება არ შეეძლო ამიტომ ფიქრის გარდა სხვა გზაა რ ჰქონდა. ლილიას კი შუაღამით გაეღვიძა , საწოლში რომ იწვა იფიქრა მიშომ შემიყვანაო და გამგზავრებასთან დაკავშირებით დაიწყო ფიქრი. გაუკვირდა კონსტანტინემ რომ არ დაურეკა საღამოს,მაგრამ აღარ შეაწუხა იფიქრა საქმეები აქვს და ალბათ დაღლილს ჩაეძინაო.
................
პატარა ჩიქოვანმა რომ დაიძინა და ანაც მოდუნდა ლუკა მხოლოდ მაშინ მიუახლოვდა ცოლს. უკვე რამდენიმე კვირა იყო გასული და ანა ისევ ისე უყურებდა ბავშვს თითქოს ყოველ წამოტირებაზე რაღაც საშინელება ემართებოდა. ღამით აღარ ეძინა, თვალები დაუშავდა და სრულიად შეეცვალა გამომეტყველება. მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა და ირგვლივ არავინ და არაფერი აინტერესებდა მათ შორის არც საკუთარი თავი.
-ანიკოო - ხელები მოხვია და ნაზად აკოცა
-ჰოო
-არ უნდა ივახშმო? გინდა წვენს მოგიმზადებ და რამე გემრიელ სალათს - ცხვირი ლოყაზე გაუსვა და შემდეგ ყელში აკოცა
-მეძინება...არ მშია,მერე ჩაის დავლევ
-არ გინდა ამდენი ჩაი, ისედაც გაქვს რძე და ნუ გეშინია თუ რამე ფაფებს ვაჭმევთ
-ფაფას მერეც ვაჭმევთ,რამდენიმე თვე ბუნებრივ კვებაზე უნდა იყოს,მითუმეტეს აშკარად არაა პრობლემა წონაშიც იმატებს და კარგადაცაა- ზურგი აქცია, დაუდევრად შეკრული თმა გაიშალა და სააბაზანოსკენ წავიდა. რამდენიმე წუთი იდგა დუშის ქვეშ. ხელების მოძრაობაც აღარ შეეძლო,ბავშვი სულ ხელში ჰყავდა და მკლავები დაღლილი ჰქონდა. თავი კედელს მიაყრდნო და ისე იდგა ცხელი წყლის ქვეშ. თმაში თითები რომ შეუცურა ლუკამ და ქაფი სხეულზეც გაანაწილა სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. თვალები არ გაუხელია ისევ ისე იდგა გატრუნული და მთელი სხეულით გრძნობდა დადებით იმპულსებს. უცებ გონება ჩაერთო რაღაც გაახსენდა და სასწრაფოდ შებრუნდა,ლუკას ზურგი აქცია და თვალები გაახილა
-არ გინდა...
-არ გადახვიდე, გელი არ მომიშორებია
-შენ გადაივლე და წადი, ჩემითაც მოვახერხებ როგორმე
-რა გჭირს ანა? შემობრუნდი ზურგს ველაპარაკო? არა ცუდი ხედი არ არის,მაგრამ წინიდან უფრო მომწონხარ -მხარზე აკოცა და თითები მკერდიდან მუცლისკენ ჩააცოცა ანა უცებ შეხტა და ისევ გაიწია- მეღადავები?
-ახლა არ მინდა ,გაუგებარია?
-რას ვაკეთებ ისეთს რომ არ გინდოდეს
-მეძინება - კაბინიდან ისე გავიდა ლუკასთვის არ შეუხედავს, სწრაფად გაიმშრალა სხეული და პენუარის ნაცვლად პიჟამას გრძელი შარვალი და ზედა ჩაიცვა. არ ეძინა , ლუკა რომ გვერდით მიუწვა მის სუნთქვას უსმენდა და ელოდა როდის დაიძინებდა რომ შებრუნებულიყო და ჩახუტებოდა
-გადმობრუნდები თუ ისევ უნდა დამეძინოს...ვიცი რომ არ გძინავს არ ჩაგეხუტები იცოდე თუ არ დამელაპარაკები
-ვიძინებ, ჩახუტების გარეშეც
-კი, როგორ არა
-მშვენივრად მძინავს
-ანა ,შემომხედე და მითხარი რა გჭირს- მკლავში ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა,ზემოდან დაჰყურებდა ,თვალები ისე ჰქონდა ანთებული ანას რომ აგიჟებდა-ხომ იცი ვერ ვიტან რაღაც რომ გაწუხებს და მე არ ვიცი . ჩემი შეხება თუ გაღიზიანებს ხომ შეიძლება უბრალოდ მითხრა, მშობიარობის შემდეგ ასეც ხდება და გავიგებ რა პრობლემაა ...რამდენი კვირაა უკვე მემალები.აქამდე სულ შიშველი დატანტალებდი და ახლა მაისურის გამოსაცვლელადაც სააბაზანოში გარბიხარ . გინდა სხვა ოთახში გადავალ ,უფრო მშვიდად თუ იქნები ...აღარ ვიცი რა გავაკეთო ზოგჯერ მგონია რომ ძალა გამოგეცლება და წაიქცევი .არც გძინავს,არც ჭამ ძილშიც ევას სახელს აბოდებ უკვე.როდის დამშვიდდები და მიხვდები რომ სრულიად ჯანმრთელი შვილი გვყავს ,მშვიდი წყნარი და საერთოდ არაფერს აკეთებს ისეთს რაც მისი ასაკის ბავშვებს არ ახასიათებთ.რომ ტირის უბრალოდ შია , აი მაშინ უნდ აგაიღვიძო აჭამო და მშვიდად დაიძინო ისევ.როცა მე მყავს არაა საჭირო მიყურებდე, არაფერს ვატკენ და ჩემთანაც კარგად გრძნობს თავს,მამამისი ვარ ვიღაც უცხო ხო არა.ასე ნუ მიყურებ ,თვალები ნუ გემღვრევა გთხოვ -ხმა ჩაუწყდა და უკან დაიხია .ანას ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები,გული ამოვარდნას ჰქონდა სწრაფად მოხვია მკლავები და ტუჩებზე დააცხრა.ცრემლები სდიოდა და თან კოცნიდა, მთელი ძალით ეკვროდა და არ შორდებოდა
-ვგიჟდები შენზე...ვაბოდებ შენზე ჩიქოვანო საოცრება ხარ და მაგრამ არ გაპატიებ
-რას არ მაპატიებ-უცებ გამოფხიზლდა, მილულული თვალები გაუფართოვდა და ზემოდან მოქცეულ ცოლს ახედა
-როგორ მითხარი სხვაგან დავიძინებო .დასჯის ღირსი ხარ - ნიკაპზე მოუჭირა თითები და ისევ აკოცა .სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა-როგორ მომენატრე...
-ჩემზე მეტად? გამორიცხულია - ყელზე გადავიდა და მაისურის ბოლოებს დაწვდა რომ მოეშორებინა. მაშინვე მოიშორა ანამ ხელები
-ბავშვთან შიშველი ხო არ ვიტანტალებ...
-ანა- უცებ გაჩერდა,კოცნა არ ადროვა თავად მოექცა ზემოდან და მაისური მოაშორა
-ლუკააა ხომ გითხარი-მაშინვე მაისურის აღება სცადა,მაგრამ ვერაფერს გახდა -დამიბრუნე თორემ აღარ გაკოცნინებ
-თვითონ მეტაკე, მე როდის გკოცნიდი ...- წარბები შეკრა და გვერდით გადაიხარა.ტუმბოს უჯრებში რაღაცას ეძებდა და ანას მოძრაობის საშუალებასაც არ აძლევდა. ბოლოს გასწორდა,ხელში კონტური ეჭირა სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა ანას მუცელსა და თეძოებს მერე ხატვა დაიწყო ზუსტად იმ ადგილას სადაც მშობიარობის შემდგომ დარჩენილი ხაზები ჩანდა
-რას აკეთებ ... ეგ რა არის...რას ხატავ გაგიჟდი ? ლუკააა
-ჩშ თორე პირს აგიხვევ
-ლუ
-ჩშშ ხელს მიშლი
-გეყოფა რა ,ასე ნუ აკეთებ
-გააჩერე ხელები თორე ცუდად გამომივა და ლამაზი აღარ იქნება
-ლამაზი? ვერ ხედავ რას დაემსგავსა მუცელი? რა ლამაზი ლუკა?
-შენ ვინ გეკითხება შენი სხეული ჩემია და გულიც! აქამდე არ იცოდი?
-ავადმყოფი ხარ ხო?
-ნწ
-არა? აბა ვინ ხარ ავადმყოფის გარდა ვინ უყურებს ამდენ ხანს ასეთი ნეტარებით ჩემს დანაოჭებულ მუცელს
-შეპყრობილი !
-ვინ?
-შეპყრობილი რა აი როგორც მე ვარ...ესენი თუ არ გაქრება ვარჯიშის და სხვა პროცედურების მერე რომელსაც მალევე გაიკეთებ ასე გავაკეთოთ ტატუ
-ვერ გიტან - მოხატულ კანს დახედა სადაც ულამაზესი ხე იყო დახატული და ტირილი დაიწყო
-ამათ გავაფერადებთ...ესენი შავი იქნება რა გატირებს . ისედაც ვაპირებდი კოცნას ტირილი არ იყო საჭირო
-მართლა ვერ გიტან ასეთი რომ ხარ და რომ მაგრძნობინებ რომ იმაზე მეტად გიყვარვარ ვიდრე მე მგონია, ყოველ ჯერზე რომ მაშტერებ და ასე იდიოტი გამოგყავარ ,რომ მაფიქრებინებ რომ ...ჯანდაბა როგორ ვგიჟდები შენზე,საერთოდ არ გიმსახურებ ,მაგრამ მაინც მარტო ჩემი ხარ .სულ სულ სულ ჩემი -მთელი სახე დაუკოცნა
-ანიკოო
-ჩშშ არაფერი თქვა ორი საათი გვაქვს ევას გაღვიძებამდე
-არც ისე ცოტა დროა - მუცელზე შისვა და საწოლიდან წამოდგა
-სად მიდიხარ
-აქ ვერ ვიხმაურებთ, გაეღვიძება -ყელს უკოცნიდა და ისე მიაბიჯებდა-მომწყდა წელი როგორ გასუქდი რა იყო?
-ბოროტო მე კი არ გავსუქდი შენ დასუსტდდი და დაბეჩავდი
-ისეთი ცოლი მყავს კიდე კარგად ვარ ...სულ არ მივლის
-საწყალო...საბრალოვ
-მიშველი ძალების დაბრუნებაში დამეხმარები?
-მე უფრო წაგლეჯვა, წართმევა, გამოძალვა და მითვისება
-ცუდი გოგო,ცუდი გოგო
-რამდენს ლაპარაკობ რა იყო?
-მე რა ვიცი მელაპარაკები და მარტოს ხო არ დაგტოვებ
-ხოდა ჩუ
-რგორ მიყვარს რომ მაჩუმებ...რომ გაჩუმებ ეგეც- ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა და მერე ნამდვილად გაჩუმდა,უბრალოდ სიტყვას ვეღარ გამოთქვამდა და ბგერები რჩებოდნენ მხოლოდ . ჰაერში მიმოფანტული ბგერები ....
...................
ყველანი ბარში იყვნენ და ბიჭებს უსმენდნე. მია პირველად იყო და ჩუმად უსმენდა ბიჭებს. გვანცა და მიშო ცეკვავდნენ. ლილია წვენს მიირთმევდა,კონსტანტინე კი აშკარად ვერ ისვენებდა უცებ ჩაკიდა ხელი
-წავიდეთ რა , გარეთ გავიდეთ
-მეც ცოტა თავი ამტკივდა...ჩანთა წამოვიღო ,სხვაგან წავიდეთ?
-წამოიღე
არ მოეწონა მისი ტონი,მაგრამ მოითმინა.გარეთ რომ გავიდნენ მაშინ გაიბუტა
-ასე რატო მიყურებ? წინ გარბიხარ და არ მიყურებ
-გაბრაზებული ვარ ...დაჯექი-მანქანის კარი გააღო და დაელოდა
-რატომ ხარ გაბრაზებული?
-რატო არ მითხარი თუ მიგიწვიეს იმ ბოტანიკოსების კრებაზე ...
-არ მივდივარ
-ვიცი რომ არ მიდიხარ და მეც ეგ მაინტერესებს რატომ არ მიდიხარ
-ერთი თვით უცხო ქვეყანაში ყოფნა და სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა არ მინდა ... მირჩევნია სახლში დავრჩე
-ძალიანაც გინდა უბრალოდ მე უფრო მოგენატრები ... მე კი არ მინდა უარი თქვა ასეთ შემოთავაზებაზე ,დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება
-არ მომეწონება, არ მინდა წამიერი სიხარული რომელსაც მონატრება გადაფარავს მერე მოვიწყენ და უარესად გავხდები
-არ მოგცემ მოწყენის საშუალებას, პირობას ვდებ
-ისევ გაბრაზებული მიყურებ და არ მომწონს
-ისევ გაბრაზებული ვარ თუ არ წახვალ კიდევ დიდხანს ვიქნები
-ნუ მაშანტაჟებ
-მე რომ არ მიცნობდე წახვიდოდი? უბრალოდ წარმოიდგინე და მიპასუხე
-წავიდოდი
-ხოდა მიდიხარ
-ასე ნუ იცინი
-ჟღალოო მალე გამაქვავებ, ნუ მიყურებო ასე ნუ იცინიო მთრგუნავ მალე მორცხვი ბიჭი გავხდები- უცებ მოდუნდა და ლილია მკლავებში მოიქცია. რამდენჯერმე აკოცა,ტუჩებით დაიწყო და ყელით დაასრულა .ბოლოს როგორც ჩვევია მხარზე დაადო თავი და ქვემოდან გაუღიმა-ბარგის ჩალაგებას ხო მოასწრებ?
-მომეხმარები?
-არ მინდა...დავისტრესები
-შეპყრობილს რა მოუვა უჩემოდ მთელი თვე?
-იმედია სანამ ჟანგბადი გამომელევა მანამ დამიბრუნდები...წავიდეთ სახლში,ცოტა დაისვენე და წასვლის დროც მოვა
სახლში მიიყვანა ლილია და თავად უკან დაბრუნდა, სხვებსაც შეატყობინა ახალი ამბავი. მარტო ნამდვილად ვერ დარჩებოდა, მომდევნო რამდენიმე საათი კრიტიკული იქნებოდა მეტრეველისთვის. რომ წარმოიგენდა ერთი თვე ლილიას ვერ შეეხებოდა, მის სურნელს ვერ იგრძნობდა გული უჩერდებოდა,მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლებოდა.
სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე გაიგო გიგის ხმა ,იას ეჯუჯღუნებოდა და მისი სახეც კი წარმოიდგინა იმ წამს
-რას ვიფიქრებდი ჩემ პეპლას ვინმე ასე თუ დააშტერებდა ...არა რა ქვია ახლა ამ ქცევას? როგორ უნდოდა იქ წასვლა სულ იძახდა ნეტა მოვხვდებოდეო და ახლა რას აკეთებს ?უარს ამბობს...იმ ყვავილის გამრავლებას თავი შეაკლა და რისთვის თვითონ რომ ემზირა? გადავირევი
-დამღალე გიგი...ერთ ადგილას მაინც გაჩერდი ხო შეიძლება არა?
-ასე მშვიდად ნუ ხარ ,რატო მოგწონთ ყველას ის ბიჭი
-შენც არ მოგწონდა ორი დღის წინ?
-ორი დღე დიდი დროა...
-ხო როგორ არა ...შენ უბრალოდ ეჭვიანობ
-არაფერიც , მე მე ვარ ის ვინ არის საერთოდ ქმრებიც კი ცილდებიან და მამა სულ რჩება ეგ არც ქმარია,არც საქმრო და საერთოდ გააკეთე რამე და დაარწმუნე რომ წავიდეს მერე ინანებს
-თავად გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს,რა იქნება მისთვის უკეთესი დარცენა თუ წასვლა
-მეტი არ მინდა გავიგო რომ იმან უთხრა დარჩიო ...მეტი არ მინდა
-იპოვნი ხო მიზეზს
-რა არა?
-გიგი ნუ მაგიჟებ თორემ ცოტას მივითმენ და მერე რამეს გამოგიქანებ
-შენ თვითონ რომ გამოიქცე და დამამშვიდო არ გინდა?
-ვიფიქრებ
-რას იფიქრებ გოგო
-უკაცრავად სანამ დამშვიდებას დაიწყებთ მე მოვედი ...- ლილიამ უცებ შეიცვალა მიმართულება და ოთახში შევიდა- შეგიძლია მშვიდად იყო,მივდივარ
- ასე უცებ რატომ მოხვედი დე?
-მიდიხარ? როგორ მიდიხარ ასე უცებ გადაწყვიტე?
-დამეხმარებით ბარგის ჩალაგებაში? გამოგზავნილი ბილეთები ხო შენ გაქ დე?
-კიი მაქვს...ახლავე მოგიტან საფულეში ჩაიდე არ დაგრჩეს. პასპორტი და სხვა რამეებიც ... ყვავილი? თუ აქ გაქვს ხო ...ანუ ჩემოდანი დარჩა? რატომ გადაწყვიტე დე არ მეტყვი?
-კონსტანტინემ არ იცოდა და გვანცამ თქვა შემთხვევით .თავიდან გაბრაზდა რომ არ ვუთხარი მერე დამარწმუნა რომ წასვლა სჯობს
-ო ღმერთო როგორ მაგიჟეებ? გინდა მოვკლა ხომ? შვილი წამართვააა .ჩემი პეპელაა ,ჩემი გოგო, ჩემი ერთადერთი გოგო ,ჩემი თვალის ჩინიიი. ღმერთო რატომ?
-გიგი მორჩი ამ დრამას და წამოდი მოგვეხმარე
-ვერ ვიტან ბარგის ჩალაგებას...ისე წამოვალ ცოტა ხანს მაინც გიყურებ პეპელა - უცებ გაიცინა და ხელი მოხვია შვილს-ის ბიჭი მაინც არ მომწონს, შენი შესაფერისი არავინაა მარტო მე
-ავადმყოფი - იამ ჩაილაპარაკა და თვალები აატრიალა
-იაკო ცოტა ხანში გაგახსენებ მაგ ავადმყოფს რა შეუძლია - ჩუმად უთხრა თვალი ჩაუკრა და წინ წავიდა .
რა თქმა უნდა ბარგის ჩალაგების დროს საწოლზე იყო გაწოლილი და ორივეს აცინებდა. საოცრებებს არიგებდა მგზავრობის წინ შვილს. დაიწყო თვითმფრინავით და დაასრულა ქალაქებში მოგზაურობით. ქალაქების მარშრუტს უყურებდა, მერე გუგლში ეძებდა და საოცრებებს კითხულობდა. ლილია ისე გაერთო,იმდენი იცინა უკვე ცრემლები სდიოდა.
-ეე ჩიქოვანები რა დღეში ხართ უჩემოდ? მომტეხე გიგი პონტიდან? პროსტა თუ გაპატიო რაა აი თუ გაპატიო- გვანცა შევიდა და საწოლზე ახტა პირდაპირ,ხმაურით აკოცა კაცს და მერე ხტუნვა დაიწყოო- ასეც ვიცოდიი...ხედავ ბიძი რა ჭკვიანი გოგო გყავს? ერთი ვახსენე წასვლა და ეგრევე მოგვარდა ყველაფერი. მე ხო ვიცოდი რო იმან არ იცოდა, რატომ არ უთხრა ნეტავ ხო იცი ყველაფერს ეუბნებიან ერთმანეთს დამღალეს ვფიცავ
-ახლა შენ ჩემი იკითხე შვილო...დამღალეს კი არა იმ ბიჭს გავაქრობ.შენ არ გინდა რო მოვიშოროთ?
-ჰმ,თანამძრახველობას მთავაზობ ?- ჩუმად უთხრა და მერე ტუჩებზე აიფარა ხელი- მოვიშოროთ და ლილია მხოლოდ მე და შენ დაგვრჩება
-ზუსტადაც...მხოლოდ მე და შენ ,მესამე რა საჭიროა?
-დედა ამათ რა სჭირთ? გვანცამ დალია და მამაც მთვრალია?
-ოოჰ ილარიონი მოვიდაა...ისე გიგი ასეთი შეცდომა როგორ მოგივიდა ? ასეთ კაცს ასეთი ბიჭი როგორ გამოგივიდა
-რა ვიცი იმ ღამით იაკომ იძალადა და მე ფაქტობრივად
-ენას ამოგაცლი- იამ ლილიას კაბა ესროლა და პირდაპირ სახეზე დააფარა
-სხვათაშორის 20 წელზე მეტია მაგას მეუბნები და ორივემ ვიცით რომ ჩემ ვერცერთ ორგანოს გაიმეტებ .რამდენჯერ უნდა ვუთხრა ერთი და იგივე? ეს კაბა არ დაგრჩეთ -კაბა უკან ესროლა და თავი ისევ ბალიშზე დადო-შვილო იმ ბიჭს როდის გამაცნობ? ვიცოდე ბარემ შენ თავს ვინ მართმევს
-შეგიძლია მშვიდად იყო ჩემში არავინ გეცილება გიგი და გვანცა ფორევა ...კარგი ხო ასე ნუ მიყურებ .გაგაცნობ აუცილებლად ,ნუ ხომ იცი ისედაც
-შორიდან გაცნობა არ მინდა
-მე კი სიტუაციის მეტად დასერიოზულება არ მინდა შენ რომ გაიცნობ მერე ეგონება მოსვლა და ხელის თხოვნაც შემიძლიაო.ეგღა მაკლია ახლა
-მერე კაცებზე ამბობენ სერიოზული ურთიერთობები აშინებთო...მამას გოგო შენც ჩემი გოგოს მსგავსად ფიქრობ?
-ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჯერ ნამდვილად არ ვაპირებთ დაქორწინებას .მშვიდად იყავი
-ბარემ წაგიყვანოს და მეცოდინება რომ...რას ვამბობ? სად წაგიყვანოს მოიცა რომ გატხოვდები იქ უნდა გადახვიდე იმათთან? ჩემთან როდის მოხვალ აბა ...მე უნდა მოვიდე მეტრეველის სახლში? ბარემ წამიყვანე თან ...მალე გავგიჟდები - თავადვე დაასკვნა და გაჩუმდა- რა გაცინებს პეპელა? მამას დასცინი?
-მიყვარხარ
-მე უფრო თუ ის ?
-ის არ მიყვარს
-არ უყვარს?- უცებ წამოჯდა და შვილს თვალებში ჩახედა-აბა აღმერთებ?
-შენ გაღმერთებ ,შენ მიყვარხარ მისით შეპყრობილი ვარ-მშვიდად,სრულიად დარწმუნებით განაცხადა და საბოლოოდ გააჩუმა გიგი. გვანცას ჩაეხუტა და ისე უყურებდნენ ლილიას.ილიკო ჩალაგებაში ეხმარებოდა და თან წუწუნებდა ერთი თვე რა გაუძლებს უშენოდო.
რამდენიმე საათის შემდეგ აეროპორტში იყვნენ ყველანი ერთად და ლილიას აცილებდნენ. გიგი კონსტანტინეს უყურებდა და თვალებს ატრიალებდა .ია ყოველ წამს ჩქმეტდდა ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა. წასვლის დრო იყო უკვე ყველას დაემშვიდობა და ბოლოს კონსტანტინეს მკლავებში აღმოჩნდა. ისე უყურებდა ყველა და ყველაფერი შთანთქა,მხოლოდ მისი ნაცრისფერები და მათში დანახული საკუთარი გამოსახულება იყო. ლოყაზე აკოცა , თითები თმაში შეუცურა და სურნელი ისე შეიგრძნო თითქოს ბოლოჯერ ჩაისუნთქა
-კონსტანტინე ...
-ლილია რამდენადაც ბედნიერი იქნები ნაკლებად მეტკინება უშენობა ასე რომ ჩემზე ზრუნვა არ დაგავიწყდეს და მაქსიმალურად გამოიყენე ყველა შესაძლებლობა - ჟღალის სახე გრძელ თითებში მოიქცია ზემოდან უყურებდა და უღიმოდა
-შეპყრობილისფრად მომენატრები - მკლავები ყელზე მოხვია და ტუჩებიზე შეეხო, სუნთქვას ვერ შეძლებდა ამ ამბორის გარეშე.
სწრაფად მოშორდა ,ზურგი აქცია და წავიდა. თვალებდაბინდული უყურებდა მეტრეველი მიმავალ სილუეტს და მანამ არ დაუწყია სუნთქვა სანამ საბოლოოდ არ გაქრა ლილიას გამოსახულება.
...........................
დღეები ლილიასთან ერთად და მაინც ლილიას გარეშე გადიოდა. ყოველ წამს ურეკავდნენ, უკვე ერთად კრებდა ყველას და ისე საუბრობდნენ. გვანცა განსაკუთრებით აქტიურობდა,გიგიც კი არ ურეკავდა ისე ხსირად თანაც ყველაფერს უყვებოდა. პირველად დაშორდა ამდენი ხნით მეგობარს და ისე იყო აღელვებული მიშოც კი გააგიჟა. ბოლოს გადწყვიტა ქალაქში დარჩენილიყო და ბიჭებთან ერთად მღეროდა ყოველ საღამოს.
-მოვედიი ...დავაგვიანე? უბრალოდ სამსახურიდან რომ მივედი დამეძინა და ძლივს გამოვფხიზლდი
-რა ლამაზი ხარ ქალბატონო
-გმადლობთ გეტაყვა...ახალი კაბაა -წამწამების ფახუნით გახედა ბიჭს და გაიცინა-მიკროფონი მიბოძეთ თუ შეიძლება
-ინებეთ ქალბატონო ,გთხოვთ დაგვდეთ პატივი - თავი დაუკრა და ისე მიაწოდა მიკროფონი.
რამდენიმე სიმღერა იმღერა, შემდეგ უბრალოდ ცეკვავდა. ყოფილ კურსელს შემთხვევით შეხვდა და მასთან ერთად იყო
-ასე თუ მღეროდი რას ვიფიქრებდი...
-ტანგოს ისევ ცეკვავ?
-ბოლოს რომ ვიცეკვეთ ფეხები დამამტვრიე
-იმ დღეს იმიტირებული სასამართლო გვქონდა და გამაბრაზე ... სულ დაბრუნდი თუ დროებით ჩამოხვედი
-დავბრუნდი ... მომენატრა აქაურობა
-მაშ შენს დაბრუნებას გაუმარჯოს...სამშობლოს დაკარგული შვილი დაუბრუნდი- ჭიქა მაღლა ასწია და მის ჭიქას შეახო
-ვიცეკვოთ?- ბიჭმა ჭიქა დადო და ხელი გაუწოდა
-ტანგო?
-არ მითხრა რომ გეშინია , ნუ ღელავ ცეკვაც სიმღერასავით არ გამოგდის,მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება
-წინა ცეკვის დროს რომ გადამტეხე ისე არ გააკეთო
-მაშინ კოცნას ვაპირებდი მეტი ეფექტისთვის ,მაგრამ დროზე ადრე გასწორდი - ხელი წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა . გვანცამ მისი სიტყვების გადახარშვა დაიწყო სასმელისგან დაბინდებულ გონებაში და გაისმა კიდეც მელოდია
-როგორ კოცნას ...- ნაბიჯები ინსტიქტურად გადადგა და თვალებანთებულმა შეხედა-მოგწონდი?- დატრიალდა და უკან გადაიწია
-იმაზე მეტად ვიდრე შენ
-რა მე...მოიცა იცოდი რომ მომწონდი?
-როგორ შეიძლება არ მომწონებოდი გვანცა - მის ბარძაყზე თითები აასრიალა. კაბა ჩახსნილი იყო და ისე გაიშალა მთელი ფეხი გაუშიშვლდა
-ვიცოდი რომ მოგწონდიო...როგორ შეიძლება არ მომწონებოდიო და უბრალოდ კურსელი იყავი
-წასვლას ვაპირებდი და არ მინდოდა ყველაფერი გამერთულებინა- დაატრიალა და სხეულზე აიკა. ისე დაასრიალებდა თითებს თანდათან უფრო ვნებიანს ხდიდა ცეკვას.თვალებში ჭინკები უხტოდნენ გვანცას თვალს არ აშორებდა და მთელს მის სხეულს სწავლობდა . მკლავზე გადაიწვინა და მისკენ დაიხარა- მაგრამ ახლა არსად წასვლას ვაპირებ-ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა და კოცნა დააპირა გვანცა რომ დაუსხლტა ხელიდან. ცეკვით ნამდვილად ისიამოვნა,მაგრამ მის მიმართ არაფერს გრძნობდა. წელზე მოხვეულ მკლავებს თითები მოხვია და მოიშორა
-გმადლობ შესანიშნავი ცეკვისთვის...შენსავით არავინ ცეკვავს ,მაგრამ ჩვენ შორის არაფერი გამოვა .ჩემი გული ,სხეული,ტვინი და მთლიანად არსება დაკავებულია შეპყრობილი ჰყავს ერთ არა-ნორმალურ კაცს ...რომელიც სადღაც ახლოსაა ან თუ არ არის სასწრაფოდ უნდა გაჩნდეს თორემ მალე ლომკა მექნება და შეიძლება კრუნჩხვები დამეწყოს. გამიხარდა რომ დაბრუნდი ,კიდევ შევხვდებით ადვოკატო ნიკუშა
-გული მომიკალი იცი? იმედია გავიცნობ შენს სიყვარულს შევაფასებ თუ რამდენად არანორმალურია იქნებ ვიბრძოლო კიდეც
-შეწყვიტე ხუმრობა...არასერიოზული კაცი ნუ იქნები .ასეთები არავის მოსწონს - გაიცინა და შემდეგ მართლა მოშორდა. ჩანთა აიღო და კარისკენ დაიძრა, განათების ფონზე კარგად ვერ არჩევდა გამოსახულებებს,მაგრამ მიშოსთან მიახლოებას სულ გრძნობდა. ზუსტად იქეთ გაიხედა სადაც ბატონი ჩარკვიანი იდგა და მისი თვალებიდან წამოსულ ნათებაში ჩაიკარგა. თვალი გაუსწორა ბიჭმა და შემდეგ ზურგი აქცია ისიც უკან გაჰყვა, საკმაოდ გრილოდა თან მირბოდა მაღალ ქუსლებზე მდგომი და ნერვები ეშლებოდა მიშო რომ არ ჩერდებოდა-ჩარკვიანო!
-რა გგნებავს ქალბატონო გვანცა?
-მოგეწონა ცეკვა? - ღრმად ჩაისუნთქა და გაიცინა -რამდენი ვირბინე გული ამიჩქარდა
-ცეკვის ბრალი ხომ არ არის...ან იქნებ იმის რომ ის ბიჭი შესანიშნავად დაატარებდა ხელებს შენს შიშველ სხეულზე
-ხო შეიძლება,თუმცა შენ უკეთ გამოგდის ახლა არც ისე ჩქარა მიცემს გული
-რა დიდი ბედნიერება ანუ მე უფრო მოგწონვარ
-მომწონხარ? ხო შევთანხმდით რომ საერთოდ არ მომწონხარ?
-ახლა შენი ნერვები არ მაქვს, ვიცი გამაგიჟებ და მერე ყველაფერი მორჩება. წავალ დავმშვიდდე იქნებ ,იქნებ ვიპოვნო შენი გასამართლებელი მიზეზი და მერე
-მეც წამოვალ...დავლიე და მეზარება მარტო სიარული.ხომ მიმიყვან სახლში?- უცებ დაიძრა კარისკენ და სანამ მიშო რამეს ეტყოდა მანამ ჩასკუპდა- დაჯექი გარეთ ცივა,მგონი წვიმას დაიწყებს და ნუ გაცივდები მერე მეც გადმომადებ
-გვანცა ტაქსით წადი სახლში...ან იმ ბიჭს გაყევი,უარს არ გეტყვის შანსი მიეცი იქნებ მარტოები რომ იქნებით უკეთ გამოუვიდეს
-ნწ,არ მინდა - თავი გააქნია და გაუღიმა - ცეკვა ღალატი არ არის! აბა ერთად გავიმეოროთ ცეკვა ღალატი არ არის
-გაჩუმდი !
-კარგი გავჩუმდი...თბილისში რჩები ? თუ რჩები მაშინ ჩემთან წავიდეთ თუ არ რჩები შენთან წავიდეთ
-ბინაში მიგიყვან
_შენ მიდიხარ?
-ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები და მორჩი ჩემ ყურებას ,მაინც არ გადამივლის
-კარგი, ნუ გადაგივლის ხისთავიანი ხარ და ხისტავიანად დარჩები. არ მაინტერესებს ! დროზე მიმიყვანე სახლში მომინდი და როგორმე თავი უნდა დავიმშვიდო
-ხელებს სხვა გიფათურებდა და დარწმუნებული ხარ რომ მე გინდივარ?
-მოკეტე,ნერვებს ნუ მომიშლი თორემ ყველა სურვილს დაგავიწყებ იცოდე და გაგაქრობ დედამიწიდან ! ხეც არა რა აი კლდე ხარ, ლოდი, ქვა რა ვიცი რაღაც ძალიან მაგარი და აუუუუუ რომ ვიცი გაგიჟებული ხარ ძალიან ,ძალიან აღმაგზნებ არ შეიძლება ასე-თითები დამანჭა და მერე სახეზე ჩამოისვა
-გაჩუმდი!
-გავჩუმდი მორჩა საერთოდ აღარ დაგელაპარაკები- ორი წუთი გაჩუმდა და მერე ისევ ამეტყველდა-ეს ჩემოდნები ვისია უკან?
-ჩემი დის
-ხომ გადაიტანა რაღა დარჩა
-დარჩა ე.ი...მოვედით შეგიძლია გადაბრძანდე
-ვერ გიტან ,იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ,იმიტომ რომ დამოკიდებული გამხადე,შვიდი დამამშვიდებელი არ მიშველის ისე მაგიჟებ. შეპყრობილი კი არა აღარც ვიცი რა ვარ და შენ,შე ეგოისტო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ .უუხ როგორ მინდა მოგშორდე და დავისვენო ყველა ამ არამიწეირი გრძნობისგან რასაც შენ მმართებ შენ შენი სიტყვებით, დუმილით,შეხებით და საერთოდ ყველაფრით - უცებ მიაყარა, როგორც ჩვეოდა არ ადროვა სიტყვის თქმაც და წავიდა - ახლა როცა ლილია არ მყავს,მენატრება, გიჟს ვგავარ, ვარ სულიერად გადარეული და ვცდილობ როგორმე დავმშვიდდე შენ სწორედ ახლა დაგეწყო თვის შემოტევა.გმადლობ რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ ან ყველაზე ჩემ გარდა
ბინაში შევიდა თუ არა ფეხსაცმელი მოისროლა და კივილი დაიწყო. ჩანთაში მობილური ძლივს იპოვნა ხელები ისე უკანკალებდა საათს რომ დახედა მიხვდა რომ ლილიას ვერ დაურეკავდა. საშინელი ტკივილი იგრძნო და ტირილის სურვილი გაუჩნდა. ლილია ჭირდებოდა ,მაგრამ არ ჰყავდა. ჩიქოვანებთან წავიდოდა,მაგრამ გიგი ამ დროს რომ დაინახავდა გული გაუსკდებოდა და ვერ დაამშვიდებდა.
დადიოდა ხელებს შლიდა და ღრმად სუნთქავდა. თვალები დახუჭა, სიმღერა ჩართო და ეცადა ღიღინი დაეწყო.იმდენად ცუდად იყო სიმღერაც ვერ შეძლო,ისევ მოძრაობა განაგრძო მანამ სანამ კაკუნის ხმა არ გაიგო. მაშინვე აიღო გეზი კარისკენ,მიშოს გარდა ყველას ელოდა,მაგრამ სწორედ ჩარკვიანი დახვდა ზღურბლს მიღმა. სუნთქვა შეწყვიტა,თვალები გაუფართოვდა იდგა გაშეშებული და უყურებდა ჩემოდნით ხელში მიმავალ ჩარკვიანს,.როგორ დახურა კარი,როგორ გააგორა ჩემოდანი საძინებლისკენ და ეგონა რომ მოჩვენებები ჰქონდა
-გაფრთხილებ და კარგად დაიმახსოვრე დილით საუზმეს შენ მომიმზადებ, სადილსაც თუ სახლში იქნები აი საღამო კი მთლიანად ჩემია . დილით კოცნის გარდა რამემ რომ გამარვიძოს ვფიცავ დაგსჯი! იმღერებ ხშირად და იცეკვებ უფრო მეტჯერ მხოლოდ ჩემთვის და კიდევ კარადაში დიდი კუთხე მჭირდება არ ვაპირებ ჩემი ტანსაცმელი შენ რომ გიყვარს ჩაცმა და ტანტალი სადღაც მივყარო. გასაგებია?
-გასაგებია...სრულიად ნათელია -უყურებდა, იღიმოდა ,ბრწყინავდა-ბედნიერება ხარ , შეპყრობილი ვარ !
-დარწმუნებული ხარ თუ ისევ უნდა ვეცადო - მკლავები მოხვია და სახე დაუკოცნა-მე უფრო შეპყრობილი ვარ ,მიხარია რომ შენც დამოკიდებული გახდი .ეგოისტი ნამდვილად ვარ,მაგრამ შენს გარდა ვერავისზე ვერასდროს ვიფიქრებ
გამოფხიზლდა, დრო გავიდა, მიხვდა რომ არ ეჩვენებოდა ათასჯერ აკოცა გახარებულმა. გამთენიისას ჩაძინებულიც კი არ მოასვენა .ბალიშში რომ ჩამალა სახე ყელი და მხრები დაუკოცნა ,თითებს ზურგზე დაატარებდა და თვალებში ჭინკები უხტოდნენ
-გვანა დამაძინე
-ნწ ... უნდა გაიღვიძო და მაკოცნინო. შენი ტუჩები მინდა
-მე ძილი მინდოდა,მაგრამ არ მომასვენებ ვიცი- გადაბრუნდა და გვანცა თავისკენ მიიზიდა -რატომ ვერ ისვენებ ?
-ჩემთან გადმოხვედი ჩარკვიანო ...
-მართლა? შოკირებული ვარ..როდის? მე რატომ არ ვიცოდი? - ყელში აკოცა მერე ლოყაზე და ბოლოს ცხვირზე- დაიჯერებ თუ რა გავაკეთო...იქნებ წავიდე და სახლში დავბრუნდე
-ნწ ,აწი ვერ წახვალ არ გაგიშვებ აღარასდროს ... უკვე ჩემი ტყვე ხარ
- მე თვეებია უკვე ტყვეობაში ვარ და შენ ახლა მიხდვი ?
-სამსახურში უნდა წავიდე...
-მეც საქმეები მაქ ...გაგიყვან
-რა საქმეები?
-საღამოს მოგიყვები თუ გამოვიდა ... სად მიღოღავ
-ლილიას უნდ ადავურეკო...უკვე გაიღვიძებდა...მერე ვიბანავებ , საუზმესაც მოვამზადებ იწექი შენ ...დაიძინე
-ლილიაა დაბრუნდი გევედრები თორემ ცალკე კონსტანტინეს გამომეტყველება მკლავს ცალკე გვანცას ფორიაქი - ხელები მაღლა ასწია და ისე თქვა თითქოს ლილია დაჰყურებდა ზემოდან- ნეტა მასაცისე თუ ენატრები როგორც შენ
-არა...იმას მხოლოდ კონსტანტინე ენატრება, მე იმდენჯერ ვურეკავ თავს არ ვანატრებ .... ჟღალუნააააააააააააა დილამშვიდობისა ჩემო მზეოოო ,როგორ ხარ? დღეს სად მიდიხართ? დარჩა 10 დღე და ჩემთან იქნები .
-დილამშვიდობისა გვანცაცო...ახლა ვაპირებდი დარეკვას. იცი დღეს წვიმს, ყველაფერი ისეთი ლამაზია...ფოტოებს გამოგიგზავნი მოგვიანებით. ვისაუზმებთ და წავალთ მალევე
-ხოო მე და მიშუნაც ვიისაუზმებთ მალე...რა მოამზადებს ყოველ დილას საუზმეს არ ვიცი,მაგრამ გადვაიტან როგორმე - უცებ თქვა და ტუჩები მოკუმა
-შენთანაა? მერე არ ძინავს? ასე ხმამაღლა რომ ლაპარაკობ ...ამ დილაადრიან როგორ გაიღვიძე
-უნდა შეეჩვიოს გენაცვალე ჩემ გრაფიკს,ასე თუ იძინა ყოველ დილით მარტო ღამით ვის უნდა?
-ისეთი სახე გაქვს ,რომ რაღაც სხვა ამბავია მეტყვი თუ გამოვიცნო
-გამოიცანი ...
-გადმოვიდა?
-შენ არ გიყვარვარ თორემ ხომ ხედავ ჩარკვიანიც კი ტყვეობაში მყავს, შენ კი ვისში გამცვალე
-გვანცაცოოო შენთან ვეღარ დავრჩები?
-ეჭვიანობ? გინდა გავუშვა?
-გვანცააა იცოდე წავალ! - საძინებლიდან გამობრძანდა ნახევრად შიშველი ბატონი და თვალები დაუბრიალა
-მიშიკოო ბედნიერ თანაცხოვრებას გისურვებთ...იცოდე ფრთხილად,ჩემი გოგო რომ გააბრაზო მაგ საძინებელში ვეღარ შეაღწევ
-წითურო შენც ? როგორი დაუნდობლები ხართ ეს ქალები ... მე არ ვაბრაზებ,თვითონ მაბრაზებს
-მიყვარხართ...წავედი , დრო აღარ მაქვს არ მინდა დავიგვიანო
-გათიშა...აუ საუზმე მართლა მე უნდა მოვამზადო?
-ზარმაცო
-სად მიდიხარ
-სააბაზანოში
-უჩემოდ?
მთელი დღე განსხვავებულად ბედნიერი იყო. დილა მიშოსთან ერთად დაიწყო,ისაუზმეს,ერთად წავიდნენ.სახლში მიშოსთან ერთად რომ იქნებოდა დამღლელი დღის შემდეგ ეს ფაქტი ენერგიით ავსებდა.
სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო მის ცხოვრებაში, ასე მარტივად გადავიდა მისთვის მნიშვნელოვან და რთულ საფეხურზე,ყოველგვარი შიშის გარეშე მხოლოდ დადებითი აზრები,ფიქრები და ემოციები აწუხებდა.ზუსტად იცოდა რომ არასდროს ინანებდა...
............................
კიდევ ერთმა დღემ ჩაიარა უცხო ქვეყანაში. ემოციებისგან გადაღლილი შევიდა სასტუმროში,ერთ ქალაქში რამდენიმე დღით უხდებოდა გაჩერება . თითქმის ყოველ დღე სემინარები იყო და ყოველ დღე თავისი საყვარელი საქმის შესწავლით იყო დაკავებული . დღე იმდენად სწრაფად გადიოდა რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ ჰქონდა. იმდენად ლამაზ გარმეოში იყო სურდა კონსტანტინეც გვერდით ყოლოდა ,ზუსტად იცოდა რომ საოცრად აღბეჭდავდა ამ ხედებს და სრულიად სხვა მხრიდან დაანახებდა ყოველ დეტალს. თავისუფალ დროს მეტროთი მგზავრობდა, წიგნს კითხულობდა და მუსიკას უსმენდა. ერთი საათი მაინც ატარებდა ასე სრულიად სამყაროსგან მოწყვეტილი. ახლაც სასტუმროში დასვენებას გასეირნება არჩია. ჭრელ კაბაზე ჯინსის ქურთუკი მოიცვა, ჟღალი თმა ფერადი თავსაფრით შეიკრა და უზარმაზარი ბანტი გააკეთა. ცხვირზე სათვალე დაიკოსა და შენობიდან გავიდა. გრილოდა ,მაგრამ მზე მაინც ანათებდა. ტროტუარს მიუყვებოდა ვიტრინებს აკვირდებოდა ყველა ქალაქიდან მიჰქონდა რაღაც გვანცასთვის,სრულიად სხვადასხვა რამ რაც პირველივე დანახვისას მოეწონებოდა. მისი ყურადღება ამჯერად ვიტრინიდან მომზირალმა მანეკენმა მიიქცია ,რომელსაც ზუსტად ისეთი კაბა ეცვა გვანცასთვის რომ იყო შექმნილი. არც დაფიქრებულა ისე უთხრა კონსულტანტს ზომა და კაბით ხელში სალაროსკენ დაიძრა. მაღაზიიდან გამოსულმა ისევ განაგრძო გზა ,უცნაური შეგრნძება ჰქონდა, თითქოს იქ ყოფნისას არსებული სიცარიელე შეივსო , წამიერად ბოლომდე გაბედნიერდა და მსუბუქად მიაბიჯებდა, მიფარფატებდა და ღიმილს ვერ იშორებდა. კონსტანტინესთან დარეკვაც კი სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა, გაუკვირდა რომ ვერ დაუკავშირდა და ამჯერად გვანცას ნომერი აკრიბა
-ტკბილოო დაბრუნდი? მორჩა მცენარეებზე ბაასი?
-კიი ,უკვე თავისუფალი ვარ. ქალაქს ვათვალიერებ. შენ რას შვები?
-სახლში მივდივარ წუხელ ვერ მოვახერხე მიშოსთან საუბარი და მაინტერესებს ერთი რა საქმეებზე დადის
-ვერცერთ საღამოს მოახერხებთ თქვენ საუბარს და იქნებ დილით მაინც გეკითხა
-ნუ დამცინი ცუდოოო,რა ვქნა საუბარს რომ იწყებს ისეთი სერიოზულია ჩავყლაპო მინდა თან კოცნა და თან კონცენტრირება არ გამომდის და რომც ილაპარაკოს ვერაფერს გავიგებ
-სუპერმარკეტში ხარ?
-აჰაამ...რამე გემრიელი უნდა მოვუმზადო და ვაჩვენო სახლში ვინ ამზდებს ყველაზე კარგად
-გიჟი ხარ
-გუშინ მითხრა შენი კერძების შეფასება რომ დავიწყო ისე გამიბრაზდები აღარც მაკოცებო.წარმოგიდგენია?
-მთავარია რომ ჭამს და უარს არ ამბობს
-ზოგჯერ ვფიქრობ რომ საშინელია და უბრალოდ შიმშილის გამო ჭამს ...გუშინ დავაკვირდი ხომ არ გადაყარა-თქო,გაგიჟდა რას მაკვირდები ჭამასაც არ მაცლი და მალე სულ გამოვიფიტები რა ხარ ასეთი გაუმაძღარიო
-მართლა გაუმაძღარი ხარ
-შენ რა იცი ერთი , ნუ დამცინი ცუდო გაგებუტები ....აუ ეგ ის ბენდენა არაა მე რომ გაჩუქე? სიყვარულიკოა ასე .ქალო თმის სამაგრი არ გქონდა ეგ რო არ წაგეკრა? ბავშვობა გამახსენდა დიდი ბანწიკებით რო დადიოდი
-შენ არასდროს იკეთებდი...არადა რა საყვარელი იყავი
-დედაჩემი ჩამოვიდა ... მამაც მოდის თურმე. მაინცადამაინც ახლა მოუნდა ჩემთან მოსვლა, მიშიკომ გააღო კარი ილიკო გვეგონა თუ იქნებოდა და არც ეცვა ნორმალურად. ის გაგიჟდა და გადაფსიხდა
-ერთ დღეში რამდენი რამე მომხდარა ...
-შენ გენაცვალე მთელი დღე ვიღაცას უსმენ, ან ყვავილებს უყურებ მე კიდე ერთ პაწუა დღეში რამდენ აქტივობას ვასრულებ. გუშინ დედასაც ვეჩხუბე,მომნატრებია იცი? მერე ისე კარგი იყო ამ მოჭარბებული ემოციის ჩარკვიანთან გადმოფრქვევაა რას ვილაპარაკებდით
-და მიშომ რაო?
-არაფერი,არ იცი რა ტიპია? მაგრად კიდია ჩემ გარდა ყველაფერი სხვა . როგორ მიყვარს რომ მგავს თავისი იდიოტური აზრების მიუხედავად
-ეჭვიანი შენც ხარ , უფრო მეტადაც კი
-რა გინდა მითხრა რომ სულ ვგავართ?
-უკვე ათასჯერ მითქვამს რომ ერთნაირი ხასიათი გაქვთ
-ხოო მოკლედ დედა გადაირია სავარაუდოდ მიშიკო ვიღაც გიჟი ჰგონია, უსახლკარო, ვიგინდარა -ტონალობა შეცვალა და ზუსტად ისე თქვა როგორც დედამისი იტყოდა- აუუ როგორ ვიხალისე რომ იცოდეეე ლამის ისეთი რამეების თქმა დავიწყე მიშიკოზე რაც უეჭველი გააგიჯებდა,მერე შემეცოდა მეთქი იქვე არ მოკვდეს და გავჩუმდი,ისიც ვიფიქრე მიშუნას არ ამოეწუროს მოთმინება და არ გამიბრაზდეს-თქო. არ მოეწონა ჩვენი დიალოგი,მითხრა როგორიც არ უნდა იყოს დედაა და ვერავინ შეცვლის რომ დაკარგოო.
-აი რატომ მიყვარს ...გგავს,მაგრამ მაინც იმას გეუბნება რაც საჭიროა
-შენ გიყვარდეს და თვითონ ეჭვიანობს შენზე. ყოველ დილას იძახის როდის დაბრუნდები ლილიაო
-შენც ცოტა გვიან დამირეკე რა იქნება
-ნწ პირველი ჩემი ხმა უნდა გაიგო...მოიცა ასე რატო გამოიხედე? ის გირეკავს ხო დილასაც...რო ვნახავ მოვკლავ და მარტო მე დამრჩები,მორჩა ! როგორ გაბედა,ძილის წინ გელაპარაკება და დილით რო მე დამრეკა პირველს რა იქნებოდა. საზიზღარი
-ნუ გააგიჟებ ხალხს , დაგავიწყდება რაღაცის ყიდვა და თაროებს უყურე
-შენ გზას უყურე ვინმეს არ შეეჯახო ... აუუ აუუ ვიგვიანებ უნდა მივასწრო სახლში .გკოცნი წავედი ,გავიქეცი- რამდენიმე ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გათიშა.
ლილია მეტროში იყო ,მატარებელს ელოდა ,მაგრამ ისევ მოუსვენრად იყო გული ისე უცემდა თითქოს მალე სხეულს დატოვებდა და სადღაც შორს გაფრინდებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და ვაგონში შეაბიჯა. ცარიელ ადგილას დაჯდა ყურსასმენები მოირგო და წიგნი გადაშალა. ცოტა ხალხი იყო , მოშორებით იჯდა რამდენიმე ადამიანი. ფიქრობდა რომ წიგნის კითხვა უშველიდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ერთი წინადადება ცხრაჯერ რომ წაიკითხა თავი მაღლა ასწია და ნაცრისფერებს გაუსწორა მზერა. დიახ, თავისი სხივებით გაბრწყინებულ ნაცრისფერებში ჩაიძირა და სრულიად სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ. საკუთარი გულის ხმა ესმოდა ,რომელსაც მეტრეველის გულის მელოდიაც უერთდდებოდა. იღიმოდა, უღიმოდა მათ შორის ხალხი გადაადგილდებოდა, მატარებლი ჩერდებოდა და ისევ აგრძელებდა მოძრაობას ისინი კი ერთმანეთს უყურებდნენ. ერთი წლის შემდეგ ისევ ისე მიჰყვებოდა უკან, უკვე ნაცნობ საყვარელ ქალს და მონატრებისგან შეშლილი მიახლოებასაც ვერ ახერხებდა.უყურებდა და ტკბებოდა...
-ჩემთან ხარ ... იქაც შენ იყავი მეტროში, გზაში ახლაც აქ ხარ ,ჩემთან - შუა ქუჩაში იდგნენ, ლილია სახეს უკოცნიდა და მის მკლავებში მოქცეული ემოციებს ვერ ფარავდა
-შენთან ვარ და წასვლამდე შენთან ვიქნები - ლოყაზე მოეფერა, თმა გაუშალა და სურნელი შეიგრძნო-უსასრულოდ მენატრებოდი...ახლაც მენატრები ,მგონია რომ ვეღარ გავუძლებ- თვალები დახუჭა და სხეულზე აიკრა სიფრიფანა სხეული
-სიზმარი არაა და არ გამეღვიძება ხო? - ქვემოდან უყურებდა,დამრგვალებული ამღვრეული თვალებით და მის ღიმილზე გონება ებინდებოდა-ასე ნუ აკეთებ, თორემ ვეღარ გავუძლებ.გული გამიჩერდება ...მგონი დრო გაჩერდა
დრო ნამდვილად არ ჩერდება, მთავარია რომ მიჰყვე და ყოველი წამი გამოიყენო. არც ერთი წამი გაფლანგო ტყუილად და ემოციებით დახუნძლულმა განაგრძო გზა. ლილიას და კონსტანტინეს ერთად ყოველი წამის ათვისება შეეძლოთ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ყველაფერი ფერადი ხდებოდა, მათთვის სამყაროს სხვა ფერი ჰქონდა …

………………………….
დილაადრიან გაეღვიძა ,მშობლიურ მიწას მონატრებული ყველაფერს ისე უყურებდა თითქოს საუკუნის განმავლობაში მოუხდა სამშობლოსგან შორს ყოფნა. დაბრუნების შემდეგ ჩიქოვანებისა და მეტრეველებისთვის ცხადზე ცხადი გახდა რომ კონსტანტინე და ლილია ყოველგვარი სტატუსების გარეშე ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის,ერთი სული და ერთი ხორცი. ისე დაახლოვდნენ თითქოს წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, გასარკვევი არც არაფერი იყო ყველას საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი სიყვარულის ძალა. ისევ ჩვეულ კალაპოტში აგრძელებდნენ ცხოვრებას და მაინც სულ სხვა საფეხურზე იყვნენ. გრძნობების ახალი ნაკადი დაატყდათ თავს, მეტად ენატრებოდათ ვიდრე ადრე. ორივეს საქმე ჰქონდა, ორივე დაკავებული იყო და მაინც ერთად იყვნენ.
საძინებლიდან გავიდა, ფეხშიშველი მიაბიჯებდა ხის იატაკზე და სახლში გამეფებულ სურნელს შეიგრძნობდა. ჩუმად შეაღო საძინებლის კარი და საწოლში მშვიდად მძინარე ბიძა -ძმისშვილს მიუახლოვდა. თორნიკეს ლოყები დაწითლებული ჰქონდა ,აშკარად ათბობდა ზურგს უკან მძინარე ძია. კონსტანტინეს მკლავები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული და მშვიდად ეძინა,უდარდელად უცოდველი ბავშვის გამომეტყველებით ლილიას კი მაშინვე მზერა გაუშეშდა. იდგა და გაღიმებული უყურებდა , წამით თვალები დახუჭა სულ სხვა სურნელი იყო ოთახში ,მეტრეველის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. წამით დაიხარა ერთხელ რომ ეკოცნა და სანამ ტუჩებს შეახებდა მანამ წააწყდა ნაცრისფერებს, თვალები გაუფართოვდა ,გაქვავდა დამნაშავე ბავშვივით წამოწითლდა ,თითქოს დანაშაულზე გამოიჭირესო
-ახლა რაღას მეტყვი? ვიცოდი,ხომ ვიცოდი რომ შენ იყავი - ჩუმად უთხრა ხელი მოხვია და თვითონ აკოცა- შენი ტუჩების მსგავს კვალს არაფერი მიტოვებს, ყველაჯერ დაღი დამასვი
-დილამშვიდობისა ფოტოგრაფო
-დილამშვიდობისა ყვავილების ექიმო და მბრძანებელო - ყელში აკოცა და თმაზე მოეფერა- მივუსწრებთ ?
-თუ ვიჩქარებთ კი - გაიღიმა და ბიჭს მკლავზე თითები მოხვია. სწრაფად გაიქცნენ სახლიდან, მთის წვერზე უნდა ასულიყვნენ სახლთან ახლოს და მზის პირველი სხვივებით განათებული არემარე უნდა ენახათ. მირბოდნენ , იცინოდნენ კონსტანტინე ფოტოაპარატსაც აჩხაკუნებდა და ლილიას თითებსაც კოცნიდა.წამში შეაბრუნა და თმაგაწეწილ პიჟამაში გამოწყობილ ყურებამდე გაკრეჭილ გოგოს მთის წვერზე გადაუღო ფოტო
-მზე მზის ამოსვლისას ... ერთადერთი ვარ ვისაც ამ სანახაობით ტკბობა შეუძლია- თვალები დაუწვრილდა,ისეთი საყავრელი იყო ლილიას ძალა გამოეცალა
-აღარ შემიძლია...ცუდად მხდი, ვსუსტდდები
-ხოო?
-როგორ არ მიყვარს წამსვე რომ შემოძვრები ჩემ გონებაში და ყველაფერს გაიგებ- ტუჩები დაბრიცა და ისევ აუწითლდა ლოყები
-ამ ბოლო დროს იმაზე მეტად საყვარელი ხარ ვიდრე ადრე და რა ხდება? პირიქით არ უნდა იყოს?
-შენ ხდები, სხვა რა უნდა ხდებოდეს უფრო დიდი და საოცარი - ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა, კოცნის ბილიკით მივიდა ტუჩებთან და შემდეგ ყელისკენ განაგრძო გზა- მიყვარს ასე რომ გიხდი სამაგიეროს-გამობერილ ძარღვზე აკოცა და თავი დახარა-არ მითხრა ცუდი გოგო ხარო თორემ გაგებუტები
-როგორ მაწვალებ, სულ არ გეცოდები ...დილაადრიან ოთახში მივარდები მკოცნი მერე ...მერე ოოხ ლილია ,ჟღალო ჭკუა დამაკარგვინე
-აიი ხომ გეუბნებოდი ... შენ კი არ მოდიოდი ვიპოვნე თუ არა არის თუ არა ეს ჩემი ყვავილი - გვანცას ხმა რომ გაიგეს ორივეს გაეცინა. მიაბიჯებდა და მიშოს მიათრევდა, ბიჭს ნახევრად ეძინა ის კი მკლავზე ხელს არ უშვებდა და თავისკენ ექაჩებოდა-ჟღალუნააააააააააა ჩემო სიტკბოებავ ეს მაღალი ყმაწვილი რატომ იცინის რა უნდა? წავიდეს თავის ფეხმძიმე რძალს მიხედოს გააგიჟა დილიდან ერეკლე.საერთოდ რა ჭირვეული წყვილია? ვერ გავიგე აქ მე რომ ვარ ვინმე რატომ იქცევს ყურადღებას თავისი მოუსვენრობით...ან ეს ბავშვი როგორ გამოუვიდათ ასეთი ტკბილუნიაა შენ გგავს მგონი სასიძოვ...ახლა მეტყვით სასიძოს ნუ მეძახიო ხო? არ მაინტერესებს...მაინც სასიძოს დაგიძახებ -ამოისუნთქა და გულზე ხელი მიიდო- დამღალა გზამ ვეღარ ვსუნთქავ
-არ ამოგისუნთქავს მთელი გზაა ქოთქოთებ გააღვიძე მთელი სოფელი და აბა რა იქნება...კიდე მიკვირს ჰაერი როგორ გყოფნის
-რომ მეტაკები და მაკოცებ მაშინ გაგახსენებ - წარბები შეკრა და მინდორზე დავარდა, დაჯდომა არ იყო ნამდვილად
-გვანციკო რა ჰიპერაქტიული ხარ წუხელ მშვიდად გეძინა როგორც ჩანს
-ნუ რა გავაკეთო გიგიმ ამ სახლში დარჩენა თუ გინდათ ჯვარდაუწერელმა ხალხმა ცალ-ცალკე უნდა დაიძინოთო და ესეც არ იბერტყავს ყურს ...ეს არარომანტიკული კაცი ეს...აბა ავდგე გამოვიპარო მივუწვე გვერდით ამ ანგელოზივით ქალს , თან იცის როგორ მძინავს . იდიოტი არაა ახლა ეს? მარა შენ რას გეუბნები მგონი დაქორწინების შემდეგაც ჩახუტებულები დაიძინებთ ..ფუუ რა უინტერესოები ხართ ზოგჯერ.მოსაწყენებო თქვენ
-უთხარით ვინმემ რო არასწორი იქნება პატარა ბიჭივით რო ავდგე გამოვიპარო და ვითომ მოვატყუო ამხელა ხალხი. დამღალა უკვე...გავიქცევი სადაცაა
-გვანცა არ გინდა გთხოვ...სიმშვიდე შეინარჩუნე- ლილიამ თვალით რაღაც ანიშნა მანამც ჩაისუნთქა და გაჩუმდა. მიშოც გვერდით მიუჯდა და ხედს გახედა-დავბრუნდეთ...ევა გაიღვიძებს მალე
-მაინც ცუდი ბიჭი ხარ... სახლში რომ დავბრუნდებით სხვა ოთახსი დაგაძინებ
-ბარემ გამაგდე სახლიდან...საერთოდაც ცოლად უნდა გამომყვე და აღარავინ გეტყვის სხვაგან დაიძინეო
-გიგის შეუთანხმდი?
-რა სისულელეა
-დაიწყებენ ახლა...წავიდეთ ჩვენ- კონსტანტინემ ჩურჩულით უთხრა და ისე წაიყვანა გვანცას და მიშოს არაფერი გაუგიათ.
ევა პირველად იყო სოფლის სახლში, იქ სადაც ყველა ჩიქოვანი ერთად იკრიბებოდა. დიდი და პატარა მის ირგვლივ ტრიალებდა, სტუმრებიც მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდნენ. მშობლები კი მშვიდად იყვნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. გაღვიძების წამიდან მიჰყავდა ლილიას ,შემდეგ ბებოსთან ერთად უვლიდნენ ქალბატონ ევანგელიას. ამჯერადაც არ დააყოვნა ჩიქოვანის ქალბატონმა ევამ ტირილი რომ დაიწყო კარიც გაიღო
-დილამშვიდობისა გვრიტებოო ჩვენ მივდივაართ...ლუუკ მზადააა - თვალი ჩაუკრა ბიზაშვილს და პატარა გოგონა ხელში აიყვანა-მამიდას სიხარული ხარ შენ? - ყელში აკოცა,მისი ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ოთახიდან გაიპარა.
-ლუუუკ - ნახევრად მძინარე მიჩოჩდა ქმრისკენ და თავი მკერდზე დაადო- ბავშვი მომენატრა მგონი-გაიცინა და ყელში აკოცა
-ხვალ დავბრუნდებით სახლში და მერე სულ ჩვენ გვეყოლება- აკოცა და თითები პენუარის ქვეშ შეუცურა -დღეს სად გავიპაროთ მე და შენ?
-სირცხვილია უკვე..გიგიც დაგვცინის
-გიგი სულ ეგრეა...მთავარია ბაბუმ არ დაგვცინოს
-არასერიოზული ჩიქოვანები
-ჩვენი ბიჭიც ასეთი იქნება
-არც იფიქრო...- თვალები გაახილა და მუცლიდან ხელი მოიშორა
-კარგი ხო...ჯერ არა ,მაგრამ როცა იქნება
-იყოს...დაე ყველა შენ გგავდეს. მდინარეზე წავიდეთ...იქ ,ჩვენ რომ ვიცით - თვალები დააწვრილა და ეშმაკურად გაიცინა
ლუკას თავისი გეგმები ჰქონდა, ამიტომ მისთვის ერთადერთი რამ იყო მთავარი ანიკოს სახლიდან დიდი ხნით გაყვანა,რაც არ გაუჭირდებოდა. ბავშვის გამო პანკები აღარ ჰქონდა,რადგან იცოდა სახლში მყოფი ყველა ქალი იმ ერთ ციდა გოგოს უვლიდა და შეუძლებელი იყო რამე შემთხვეოდა როცა ამდენი გამოცდილი დედა იყო მის გვერდით. განსაკუთრებით ბებოსთან ურთიერთობა მოსწონდა, ქალი პირველ შვილთაშვილს რომ აიყვანდა ხელში სულ სხვანაირად უბრწყინავდა თვალები,თითქოს ახალგაზრდავდებოდა. ბაბუსაც იგივე რეაქცია ჰქონდა, აღარაფერი ახსოვდათ ბავშვის გარდა, ეზოში გასვლაც კი აღარ უნდოდათ.სულ დაივიწყეს საქმეები , ამდენი ხალხი ხართ თქვენთვის მოგვინდვია სახლის საქმეებიო და დასხდნენ ევანგელიასთან.
-ერეკლეეეე
-ჰოო
-თორნიკესთან თამაშს შეეშვი და მე და მულიკოს წვენი მოგვირბენინე რა
-შენი მულიკო მიიტყიპებაა-ბავშვისთვის ხელი არ გაუშვია,ისევ კოცნიდა და რძალ-მულისკენ არც გაუხედავს
-მოკლედ რა თვითონ ერთობა ცოლ-შილთან ერთად, ორივე ძმები სავარელ ქალებთან არიან და მე ? მე და ჩემი ბიჭი ვის ვახსოვართ
-მე მახსოვხართ ტკბილუნა...რომ ჩავალთ დაველაპარაკები გიორგის და მოუხსნის სასჯელს სასიძოს
-მოტოციკლის მართვის გამო ვინ ისჯება, მეტი ვერაფერი მოიფიქრა ეჭვიანობს
-გაჩუმდი თორემ იმ ძლივს შეხორცებულ ხელს მე გავუტეხავ თავიდან...შენ გათხოვებაც ხო არ მოგინდა პატარავ- ირონიულად გაიცინა და გააგიჟა თათა
-სხვის სახლში არ ვიყოთ გამოგიქანებდი რამეს,მაგრამ სირცხვილია
-ხვალ მივდივართ და მერე ვნახოთ რას იზამ...წიგნებს მესვრი ალბათ
-გაგამ სროლას გასწავლიო და
-გაგა ასწავლის სროლას გიორგი მეტრეველის შვილს...ვაი საცოდაო მამა, ხო გინდოდა გოგო ხოდა გაგიჟდი ახლა
-ეს ბავშვი გოგო იქნება აი ნახავ- თათამ გაიცინა და რძალს მუცელზე მოეფერა- ია დედიაა ხომ გოგო იქნება?- იაკო დაინახა ტკბილეული მოჰქონდა და მაშინვე გაუღიმა
-სავარაუდოდ ხო ,მაგრამ მაინც ვერაფერს ვიტყვით
-არაა...შანსი არაა მე მზად არ ვარ გოგოს მამობისთვის.რომ მოვემზადები მერე
-ღმერთო ჩემოო ამას ვის გადავეყარე
-მე რომ ვიყავი შვილო მზად რა მივიღე...მეგონა გოგო მყავს ჩემი პეპელა ჩემთან იფარფატებს-თქო მოვიდა შენი ძმა,საიდანღაც ჩამოვარდა და წამართვა ჩემი პეპელა
-მამააა კარგი რაა , სერიოზულად არ იფიქრონ რო არ მოგწონს სასიძო
-ილარიონ შენ გაჩუმდი რა...მამა მე ვარ ,შენ რომ გეყოლება გოგო მოვესწრები მაგ დღეასაც იმედია და მერე ვიცინებ ბევრს
-შვილიშვილზე არ გაჭედავ?
-გააჩნია...თუ ბაბუკოს გოგო იქნება?
-და პირველი გოგო ლილიამ რომ გააჩინოს?
-რა იყო ახლა ეს...რას ნიშნავს პირველი გოგო ლილიამ გაჩინოს . ლილია ჯერ არ თხოვდება სად არიან საერთოდ...ამდენ ხანს . გვანცას ჰყავს ევა? ისინი სად არიან -ისე წამოვარდა სიცილი ვერავინ შეიკავა- იააა საყვარელო სად დადის შენი შვილი?
-გაჩერდი თუ კაცი ხარ...მორჩი მასხარაობას გადარიე ბოვშ ვერ გაიგო საით გაიხედოს - ბაბუს ჰყავდა პატარა ევა და სანამ გვანცა იცინოდა ეფერებოდა.აბა მერე ქალბატონი საით გააქანებდა კაცმა არ იცის.
ლილია და კონსტანტინე რომ მივიდნენ მუხის ძირში შეკრებილებს შორიდან უყურებდნენ,ისე იყვნენ საუბარში გართულები წყვილს ვერც კი ამჩნევდნენ. გვანცა ბავშვს უმღეოდა რაღაც საოცარ სიმღერას და ყველა იცინოდა.მიშო ჩუმად უღებდა ვიდეოს და ისე უცებ დამაალა მობილური ქალბატონმა ვერაფერი შენიშნა.
-მოვლენ გიორგი და თამარი?
-მამამ თქვა ერთი დღეც დამესვენა თქვენგან კარგი იყო,მაგრამ მომავალ მძახალთანაც მშვენივრად გავატარებ დროსო .თაფლობის თვე მოიწყვეს ...დედა გაგიჟებულია
-მიყვარს ეგ ორი
-რატომაც არა...მამა ყოველ წამს კი არ გეუბნება ჩემი ბიჭი წამართვიო
-კონსტანტინეეე
-ჟღალოო რა გავაკეთო? მიშოზე გადაერთო-თქო ვიფიქრე ,გავერთობი ცოტას-თქო და ბატონმა თავისი ხასიათით მოიგო გიგის გული
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ... დროა მზადება დავიწყოთ თორემ დაბრუნდებიან
-მგონია რომ არ დაბრუნდებიან
-აბა ჩვენ უნდა ავღნიშნოთ ანიკოს და ლუკანორის ქორწინების წლისთავი?
-ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბებით...ლუკა კი ანასთან მარტო ყოფნის შანსს არ გაუშვებს
-ასე რომ საუბრობ წინასწარმეტყველი მგონიხარ, სულ ყველაფერი ხდება ზუსტად ისე როგორც ამბობ
-მალე ყველა აქ იქნება,მთელი ჩვენი ოჯახი
-მიყვარს როდესაც შორიდან ვუყურებ ჩემ საყვარელ ოჯახს...
-ჰეეიი გვრიტებოო მოდით აქ - ერეკლემ დაუძახა და ისინიც შეუერთდნენ ოჯახს.
ყველანი ერთად ემზადებოდნენ, სულ ცოტა დრო დასჭირდათ. მალე მია და პატარა სალიოც გამოჩნდნენ,მიშოს გაკვირვებული გამომეტყველება ჰქონდა, გვანცა კი ისე იყურებოდა თითქოს არაფერი მომხდარა.
-უუჰ ყველანი აქ ხართ? გიგი ბაბუუ შენც აქ ხარ? ეს შენი სახლია? ის სახლი რომ მეუბნებოდი?- პატარა ქალბატონი ატიტინდა და ძიას როგორც კი მოშორდა მაშინვე დაიწყო კითხვების დასმა. იმდენ კითხვას სვამდა რომ ყველას ღიმილს იწვევდა. მოხუცები უკვე სამი ბავშვის გარემოცვაში იყვნენ და იხსენებდნენ შვილიშილების ბავშვობას.
გვანცა სამზარეულოში იყო მიშო რომ დაადგა თავზე, თვალებში უყურებდა და წამით არ აშორებდა მზერას. გვანცამ ზურგი აქცია და საქმე განაგრძო
-რა? აქ ჩემი ბებო და ბაბუ ცხოვრობენ და მათი საყვარელი შვილიშვილის საყვარელი კაცი ბედნიერი უნდა იყოს ხომ? მიყურე ხო მიყურე, იყავი შეპყრობილი მე რა...მიყურე შორიდან ახლა მოგიწვენ შენს დას გვერდით სალიოს მე წავიყვან ჩემთან -ტიტინებდა ცხვირაპრეხილი და წამწამებს აფახუნებდა.მიშომ ვეღარ გაუძლო ხელი ჩაავლო და შორს წაიყვანა, შემდეგ სხეულზე აიკრა და ტუჩებზე დააცხრა. სახლიდან იმდენად შორს იყვნენ რომ ირგვლივ არავინ ჩანდა. მინდორი ჯერ კიდევ არ იყო საღამოს ნამით დაფარული ან იქნებ იყო კიდეც, ორ ერთმანეთში ახლათულ,ვნებისგან გონებაარეულ არსებას აღქმა უთუოდ გაუჭირდებოდა....
სანამ ჩიქოვანებთან სტუმრების რაოდენობა იზრდებოდა ლუკა ცოლთან ერთად სეირნობდა. ძალიან მშვიდად იხსენებდა ძველ ამბებს და ანიკოს გონებას ურევდა
-ლუკაა აღარ დავბრუნდეთ? ბავშვთან მინდა ...მომენატრააა.გოგოებიც წავლენ ხვალ დაა აუუუ სახლში მინდა
-ჩვენ არ წავიდეთ?
-მივდივართ ხო აბა სამსახური? მაგრამ აქედან რომ წავალთ ყველანი ერთად აღარ ვიქნებით
-ე.ი მხოლოდ მე არ გინდივარ, ჩემი ოჯახიც გინდა . ეჰ რა დროს დაიშაქრა ნანა?
-ნუ ხარ ბოროტი...თვალი არ ეცეს ჩემ დედამთილს,ღმერთო ამას არ უსმინო იყოს ნანა ისეთი როგორიც არის.დავბრუნდეთ ,მორჩა სახლში მინდა დამღალა ამდენმა ცურვამ და ხეტიალმა
-ხელში აგიყვანო გინდა?
-არა, მთელი სოფელი ჩვენ რომ გვიყურებდეს არ მინდა.მერე იტყვიან ავადმყოფი ცოლი მოუყვანია ამ ანგელოზივით ბიჭსო
-ნანას ემსგავსები
-ნუ დაგვცინი მე და ნანას ... ლუკააა
-ლუკა მოგიტაცეეებს ახლააა- ხელში აიყვანა, სწრაფად წავიდა სახლისაკენ და იცინოდა ანა ნებისმიერი გამვლელის დანახვისას რომ ჩუმდებოდა და ფართხალსაც წყვეტდდა. შესასვლელში დასვა და ჭიშკარი გაუღო. აივანზე უკვე სუფრა გაშლილი იყო, სახლიც მოერთოთ და ყველა ტაშს უკრავდა წყვილს
-რა ხდება?
-სხვათაშორის ამ დღეს დავქორწინდით...ხელის მოწერები და ამბები სხვაა აი ეს დღეა ჩვენი ,ჩემი და შენი .
-ჩიქოვანოოო....ჩიქოვანებოოო ვგიჟდები თქვენზეეე - ხმამაღლა დაიძახა ხელები გაშალა ქმარს აკოცა და შემდეგ სახლისკენ გაიქცა.მშობლები რომ დაინახა სულ მთლად გაუნათდდა სახე, ბავშვი ხელში აიყვანა და ოჯახთან ერთად განაგრძო დღე.
-პირველად ვართ ყველანი ერთად ჩემი შვილები, შვილიშვილები ,რძლები და მათი საყვარელი ოჯახები რომლებიც უკვე ჩვენი ნაწილი გახდნენ...დღეს ლუკას და ანიკოს ქორწინების დღეა .ეს ბიჭი ჩვენი პირველი შვილიშვილია, პირველი სიხარული და ანიკოს წყალობით ჩვენი საყვარელი ევაც პირველი შვილთაშვილია . რა უნდა გისურვოთ სიყვარულის გარდა...ახლა რომ გაქვთ ასჯერ მეტად გაძლიერდება და ერთ დღეს თქვენც ასე ჩვენსავით დასხდებით შვილებთან ,შვილიშვილებთან და იმათ შვილიშვილებთან ერთად
ბაბუმ სასმისი ბოლომდე დაცალა და გულიდან წამოსული სიტყვებით ყველა იქ მყოფის სულში შეაღწია. დაჯდომისას ცოლს ხელზე მოეფერა და ამღვრეული თავლისფერი თვალები მოავლო სუფრას.
იშვიათია დღეები როდესაც ქაოსს აღწევ თავს, ისვენებ იმ ადამიანების გარემოცვაში ვისთან ყოფნაც ყოველ წამს გილამაზებს,უყურებ და არ გბეზრდება ,უსმენ და ისევ გიხარია რომ იქ არის შენ გვერდით და იზიარებს შენს ემოციებს.
შუა ღამე იყო, ევას მშვიდად ეძინა ლუკა და მისი ანიკო კი პატარა ბავშვებივით ჩუმად მიუყვებოდნენ ეზოს ბილიკს. სიცილის დროს პირზე ხელს იფარებდნენ სიმშვიდეში ჩაკარგული სახლი რომ არ გამოეფხიზლებინათ, სოფელსაც კი ეძინა ისეთი დრო იყო.
განთიადს ისევ ერთად ხვდებოდნენ, რამდენიმე საათშიი წავიდოდნენ სამოთხიდან და დაუბრუნდებოდნენ ჩვეულ ცხოვრებას უამრავი საქმით, პრობლემით ,ქაოსით სავსეს ....
ჩუმად ისხდნენ და ხედს უყურებდნენ
-წავიდეთ?- დუმილი დაარღვია მეტრეველმა .ერთხანს თვალებში უყურებდა ჩიქოვანის ქალს შემდეგ ლოყაზე თითები შეახო,ისე მოეფერა როგორც ჩვეოდა
-წავიდეთ! -ლილიას კონსტანტინეს ნაცრისფერებში საკუთარ ანარეკლს ხედავდა ,გზას რომელსაც თვალდახუჭული გაჰყვებოდა. უსასრულოდ მანამ სანამ შეპყრობილები იარსებებენ...
...........
სიყვარული ყველაზე ძლიერი ეპიდემიაა ,რომელიც ყველას სრულიად მთელ სამყაროზე უნდა გავრცელდეს
შეპყრობილები ერთეულები არიან
შეპყრობილები დაავადებულები არიან სიყვარულით, ყველაზე ძლიერი სენით
ირგლივ მიმოიხედეთ შესაძლოა დაინახოთ შეპყრობილები ლუკა და ანა ჩიქოვანები.იქნებ მიშო და გვანცა ჩარკვიანები არიან თქვენს გვერდით
სრულიად შეპყრობილი კონსტანტინე მეტრეველი და ლილია ჩიქოვანი !



№1  offline მოდერი abezara98

აი, ძალიან, ძალიან კარგი იყო! heart_eyes უბრალოდ მინდოდა, რომ არ დამთავრებულიყო kissing_heart მითხარი, ახლა რაღა წავიკითხო? smile საუკეთესო ხარ და შენს ქალბატონო პროკუროროს ველოდები პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ახალ ისტორიებსაც heart_eyes წარმატებები შენ! heart_eyes kissing_heart

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
აი, ძალიან, ძალიან კარგი იყო! heart_eyes უბრალოდ მინდოდა, რომ არ დამთავრებულიყო kissing_heart მითხარი, ახლა რაღა წავიკითხო? smile საუკეთესო ხარ და შენს ქალბატონო პროკუროროს ველოდები პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ახალ ისტორიებსაც heart_eyes წარმატებები შენ! heart_eyes kissing_heart

ვაიმე დიდი მადლობა smile heart_eyes
ახალს დავიწყებ მალე და თუ მოგეწონება ის წაიკითხე smile smile laughing laughing
ალბათ "ქალბატონო გამომძიებელო"-ს გულისხმობ ხო? არ ვიცი როდის მექნება რედაქტირების დრო და ხალისი disappointed_relieved
მადლობა დიდი

mirandaa31
ვაიმე როგორ ველოდი ამ ისტორიის დასრულებას ❤️ უჰ წავედი ჩავუჯექი ეხლა ვფიქრობ ძილი არ მიწერია :დდ რო წავიკითხავ ჩემს აზრსაც მერე მოგახსენებ.. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ შეუდარებელია ❤️❤️

დაგელოდები kissing_heart იმედია მოგეწონება და ემოციის გამოხატვა მოგინდება

 


№3 სტუმარი თამუნე

შენით მოვედი ხო იცი
შენით დავასრულებ ეგეც ხო იცი
მარტო შენ და არავინ სხვა
უბრალოდ შენ
ჩემი სასწაული ხარ
ჩემი თბილი ნიავი
ჩემი ბედნიერების მარცვალი
აი ასე უბრალოდ შენთვის
როგორც დავიწყე შენით
ისე გრძელდება
უბრალოდ ეს ის ბოლო იყო
რასაც ველოდი
უკიდეგანო სივრცის გარეშე
ფოტოგრაფი
ყვავილების ექიმი
უბრალოდ მეტია ემიციაზე
არ ვიცი
აი მართლა არ ვიცი
ვერ ვხდები რა დავწერო
დამამუნჯე არა გადამამუნჯე
აი ასე უბრალოდ მომწყვიტე
გამომაშტერე
ემოცისგან გადამწვარი ვარ
ხო იცი ერთხელ არა მილიონერთხელ წავიკითხავ
ხო ყოველი ახალი წაკითხვა
ახალი გრძნობის
ემოცის
სიტყვის
თუ წერტილის აღმოჩენა
უბრალოდ ჩემი გულების დედოფალი ხარ
ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი
ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება
სიტყვები გაგჩხერია ყელში
მე კი ეხა ამ წამს
მიყვარხარ
მაგიჟებ
სასწაულზე მეტი ხარ
ემოცის ზღვა
სიყვარულის მთა
სიმშვიდის ცა
წუწუნის დავ <3
მიყვარხარზე მეტი ხარ <3
უკეთესად რო გავიაზრებ
რო დავაწყობ გულსიმშვიდეს
რო მოვალ ჭკუაზე
გავიაზრებ მერე გეტყვი კიდო
უკეთესად
უბრალოდ შენთვის
დასაწყისიდნ და ბოლოსკენ
მიყვარხარ
გულების დედოფალო

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

თამუნე
შენით მოვედი ხო იცი
შენით დავასრულებ ეგეც ხო იცი
მარტო შენ და არავინ სხვა
უბრალოდ შენ
ჩემი სასწაული ხარ
ჩემი თბილი ნიავი
ჩემი ბედნიერების მარცვალი
აი ასე უბრალოდ შენთვის
როგორც დავიწყე შენით
ისე გრძელდება
უბრალოდ ეს ის ბოლო იყო
რასაც ველოდი
უკიდეგანო სივრცის გარეშე
ფოტოგრაფი
ყვავილების ექიმი
უბრალოდ მეტია ემიციაზე
არ ვიცი
აი მართლა არ ვიცი
ვერ ვხდები რა დავწერო
დამამუნჯე არა გადამამუნჯე
აი ასე უბრალოდ მომწყვიტე
გამომაშტერე
ემოცისგან გადამწვარი ვარ
ხო იცი ერთხელ არა მილიონერთხელ წავიკითხავ
ხო ყოველი ახალი წაკითხვა
ახალი გრძნობის
ემოცის
სიტყვის
თუ წერტილის აღმოჩენა
უბრალოდ ჩემი გულების დედოფალი ხარ
ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი
ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება
სიტყვები გაგჩხერია ყელში
მე კი ეხა ამ წამს
მიყვარხარ
მაგიჟებ
სასწაულზე მეტი ხარ
ემოცის ზღვა
სიყვარულის მთა
სიმშვიდის ცა
წუწუნის დავ <3
მიყვარხარზე მეტი ხარ <3
უკეთესად რო გავიაზრებ
რო დავაწყობ გულსიმშვიდეს
რო მოვალ ჭკუაზე
გავიაზრებ მერე გეტყვი კიდო
უკეთესად
უბრალოდ შენთვის
დასაწყისიდნ და ბოლოსკენ
მიყვარხარ
გულების დედოფალო

ჩემი თამუნიეეე მიყვარსო მეო ძალიანო heart_eyes heart_eyes რა ვქნა რა გავაკეთო რა გითხრააა heart_eyes kissing_heart

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ra magari da gemrieli gogo xaro, ertianad cavikitxee, mokled chem gaocebas arcyvet, iseti muxti mivige, bednierebis cremlebi da sitbo, roca vkitxulob, mjera, rom cxovreba gacilebit lamazia, vidre me agviqvam, da adamianebi ki ufro tbilebi, saocari gogo xar, arasodes shecyvito cera, shen arici ramden adamians abedniereb

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Vaime ra magari da gemrieli gogo xaro, ertianad cavikitxee, mokled chem gaocebas arcyvet, iseti muxti mivige, bednierebis cremlebi da sitbo, roca vkitxulob, mjera, rom cxovreba gacilebit lamazia, vidre me agviqvam, da adamianebi ki ufro tbilebi, saocari gogo xar, arasodes shecyvito cera, shen arici ramden adamians abedniereb

ქეთიი მადლობა დიდი kissing_heart kissing_heart უზომოდ მიხარია რომ სამყარო ცოტა ხნით მაინც სხვანაირი გავხადე kissing_heart მეც იგივეს ვგრძნობდი წერის დროს და რომ ვკითხულობ იგივე ემოციებს ვბედნიერდები

 


№7 სტუმარი ჯუნა

მარიამ! საოცრება ხარ... შენი თითოეული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ისეთი დადებითი და პოზიტიური განწყობა მაქვს ვერ წარმოიდგენ. სასწაული ხარ და საოცრად წერ... შენი მოთხრობის პერსონაჟები ხომ საერთოდ სასწაულები არიან, თითქოს ერთი შეხედვით ერთმანეთს გვანან მაგრამ ამ დროს ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან...(როგორი დიდი სურვილი მაქვს ესეთები სინამდვილეშიც არსებობდნენ, ბევრნი იყვნენ და ალამაზებდნენ თავისი ყოფნით სიცოცხლეს). იმდენად კარგად წერ და იმდენად კარგად გადმოცემ იმ ემოციას რაც ჩადებული გაქვს ყოველ მოთხრობაში მე პირადად აღფრთოვანებული ვარ და ემოციებით ვივსები კითხვის დროს. ისე მიკვირს, რომ წერ ხოლმე რაღაც არ გამომივიდა ან კრიტიკული თვალით უყურებ შენს ნაწერს... ყველაფერი ძალიან კარგად გამოგდის და მშვენივრად წერ. ეს ზოგადად, მე იშვიათად ვწერ კომემტარს და მინდა ზოგადად იცოდე ჩემი აზრი შენს საოცარ შემოქმედებაზე. ახლა რაც შეეხება "შეპყრობილი" რაღაც სკეპტიკურად უყურებ, თუმცა მინდა გითხრა, რომ ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეულია თავისი გმირებ, სიყვარულით, აქ ძალიან ნათლადაა აღწერილი სხვადასხვანაირი სიყვარული, რომელიც ერთნაირად კარგია და საოცრებაა ზოგადად ეს გრძნობა. (მე ჯერ არ ვიცი ეს გრძნობა რა არის სინამდვილეში და ვისურვებდი ამ მრავალი წყვილიდან ერთ-ერთის მსგავსი სიყვარული მეწვიოს და მინდა სინამდვილეშიც ესეთი კარგი იყოს, როგორადაც შენ გაქვს აღწერილი). წყვილენს რაც შეეხება ია და გიგიი მინდა გამოვყო, როგორი კარგები არიან და გიგიი როგორი გიჟი მამაა :-D (რა ცუდია, რომ ყველა მშობლები ასეთი კარგი არააა). დანარჩენ წყვილებზე კომენტარს არ ვაკეთებ ჩბეულებრივი გიჟები და სასწაულები არიან... შენ ქმნი ამ სასწაულებს და მოუთმენლად ველოდები შემდეგ სასწაულს

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

ჯუნა
მარიამ! საოცრება ხარ... შენი თითოეული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ისეთი დადებითი და პოზიტიური განწყობა მაქვს ვერ წარმოიდგენ. სასწაული ხარ და საოცრად წერ... შენი მოთხრობის პერსონაჟები ხომ საერთოდ სასწაულები არიან, თითქოს ერთი შეხედვით ერთმანეთს გვანან მაგრამ ამ დროს ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან...(როგორი დიდი სურვილი მაქვს ესეთები სინამდვილეშიც არსებობდნენ, ბევრნი იყვნენ და ალამაზებდნენ თავისი ყოფნით სიცოცხლეს). იმდენად კარგად წერ და იმდენად კარგად გადმოცემ იმ ემოციას რაც ჩადებული გაქვს ყოველ მოთხრობაში მე პირადად აღფრთოვანებული ვარ და ემოციებით ვივსები კითხვის დროს. ისე მიკვირს, რომ წერ ხოლმე რაღაც არ გამომივიდა ან კრიტიკული თვალით უყურებ შენს ნაწერს... ყველაფერი ძალიან კარგად გამოგდის და მშვენივრად წერ. ეს ზოგადად, მე იშვიათად ვწერ კომემტარს და მინდა ზოგადად იცოდე ჩემი აზრი შენს საოცარ შემოქმედებაზე. ახლა რაც შეეხება "შეპყრობილი" რაღაც სკეპტიკურად უყურებ, თუმცა მინდა გითხრა, რომ ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეულია თავისი გმირებ, სიყვარულით, აქ ძალიან ნათლადაა აღწერილი სხვადასხვანაირი სიყვარული, რომელიც ერთნაირად კარგია და საოცრებაა ზოგადად ეს გრძნობა. (მე ჯერ არ ვიცი ეს გრძნობა რა არის სინამდვილეში და ვისურვებდი ამ მრავალი წყვილიდან ერთ-ერთის მსგავსი სიყვარული მეწვიოს და მინდა სინამდვილეშიც ესეთი კარგი იყოს, როგორადაც შენ გაქვს აღწერილი). წყვილენს რაც შეეხება ია და გიგიი მინდა გამოვყო, როგორი კარგები არიან და გიგიი როგორი გიჟი მამაა :-D (რა ცუდია, რომ ყველა მშობლები ასეთი კარგი არააა). დანარჩენ წყვილებზე კომენტარს არ ვაკეთებ ჩბეულებრივი გიჟები და სასწაულები არიან... შენ ქმნი ამ სასწაულებს და მოუთმენლად ველოდები შემდეგ სასწაულს

ძალიან მიხარია რომ კომენტარის დაწერა და ემოციის გადმოცემა გადაწყვიტე ე.ი ნამდვილად მოვიდა შენთან ჩემი სასურველი გრძნობები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
არ ვიცი რა ვთქვა,მართლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასე მოგწონთ და თქვენი აზრი ჩემსას ემთხვევა იმას რისი თქმა და გაკეთებაც მინდოდა ამ ისტორიიით heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№9  offline მოდერი Mathew

საიტზე პირველად შენი დამსახურებით მოვხვდი.
პირველად შენი დამსახურებით მივხდი-თუ რამდენად ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის.
ამ ყველაფრის მთავარი ნაწილი ხარ შენ.
მახსოვს საიტზე როცა შემოვდიოდი ისტორიაში შენ ნიკს ვეძებდი.ერთხელ სათაურმა მიმიზიდა,შენი ნიკი როცა დავინახე საწოლზე ვხტუნავდი.
ჩემში მუდამ რაღაც უჩვეულოს იწვევ შენი პერსობაჟებით,გეფიცები მუდამ ახერხებ იმას,რომ შენი თითოეული პერსონაჟი შევიყვარო.
ახლაც,ვკითხულობ და ვხვდები თუ როგორ მიყვარს თითოეული მათგანი.
დროის თითოეული წუთი უნდა გამოიყენოო.
დავფიქრდი-ახლა საწოლზე გაწოლილი ამ ისტორიას ვკითხილობ და ვხვდები-ეს ჩემთვის დროის ფუჭი კარგვა არაა,პირიქით,რაღაც უჩვეულოა.
მადლობა შენ ყველა იმ გრძნობისთვის რაც განმაცდევინე,მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე.
და იმისთვისაც,რომ შენი დამსახურებით მე ახლა აქ ვარ.

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

ცხელი სურნელი მაინც სულ სხვაა :*

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
საიტზე პირველად შენი დამსახურებით მოვხვდი.
პირველად შენი დამსახურებით მივხდი-თუ რამდენად ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის.
ამ ყველაფრის მთავარი ნაწილი ხარ შენ.
მახსოვს საიტზე როცა შემოვდიოდი ისტორიაში შენ ნიკს ვეძებდი.ერთხელ სათაურმა მიმიზიდა,შენი ნიკი როცა დავინახე საწოლზე ვხტუნავდი.
ჩემში მუდამ რაღაც უჩვეულოს იწვევ შენი პერსობაჟებით,გეფიცები მუდამ ახერხებ იმას,რომ შენი თითოეული პერსონაჟი შევიყვარო.
ახლაც,ვკითხულობ და ვხვდები თუ როგორ მიყვარს თითოეული მათგანი.
დროის თითოეული წუთი უნდა გამოიყენოო.
დავფიქრდი-ახლა საწოლზე გაწოლილი ამ ისტორიას ვკითხილობ და ვხვდები-ეს ჩემთვის დროის ფუჭი კარგვა არაა,პირიქით,რაღაც უჩვეულოა.
მადლობა შენ ყველა იმ გრძნობისთვის რაც განმაცდევინე,მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე.
და იმისთვისაც,რომ შენი დამსახურებით მე ახლა აქ ვარ.

მიხარია რომ საიტზე ჩემი ისტორიით მოხვედი და წერაც დაიწყე heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart უზომოდ კმაყოფილი ვარ თუ თვლი რომ ჩემი ისტორიისთვის დროის დათმობა ფუჭად დროის ხარჯვა არ არის ეს ყველაფერია ჩემთვის მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

სტუმარი ქეთი
ცხელი სურნელი მაინც სულ სხვაა :*

ცხელი სურნელი სრულიად განსხვავებულია და ამათი შედარება არც კი შეიძლება smile

 


№12 სტუმარი kati

Auuu,esec davamtavre da Ra wavikitxo axla me?zalian kargi iyo da tanac srulad.uhh kidev minda...

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

kati
Auuu,esec davamtavre da Ra wavikitxo axla me?zalian kargi iyo da tanac srulad.uhh kidev minda...

მადლობა smile heart_eyes heart_eyes ეს კიდევ აღარ იქნება ,მაგრამ ახალს დავიწყებ მალე

 


№14 სტუმარი შეპყრობილი მარიაა

და მე შენზე ვარ შეპყრობილი მარიამ))) შენს ისტორიებზე ხომ ვაფანატებ საოცრება ხარ. ზოგჯერ იმდენად ახლოს მოდიხარ ჩემთან შენი სიტყვებით, რომ მაეჭვებ და ჩემი ნაწერი მგონიხარ. საოცრება რომ ხარ და შენი ყოველი პერსონაჟი რომ საოცრებაა განურჩევლად სქესისა ასაკისა ბებიისა თუ საყვარლისა:დდ თქმა არ სჭირდება. აუუ ვჭედავ შენზე)) ოღონდ ჩემს ორიენტაციაში ეჭვი არ შეგეპაროს ???? ???? მიყვარხარ მეე შენ ♡

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

შეპყრობილი მარიაა
და მე შენზე ვარ შეპყრობილი მარიამ))) შენს ისტორიებზე ხომ ვაფანატებ საოცრება ხარ. ზოგჯერ იმდენად ახლოს მოდიხარ ჩემთან შენი სიტყვებით, რომ მაეჭვებ და ჩემი ნაწერი მგონიხარ. საოცრება რომ ხარ და შენი ყოველი პერსონაჟი რომ საოცრებაა განურჩევლად სქესისა ასაკისა ბებიისა თუ საყვარლისა:დდ თქმა არ სჭირდება. აუუ ვჭედავ შენზე)) ოღონდ ჩემს ორიენტაციაში ეჭვი არ შეგეპაროს ???? ???? მიყვარხარ მეე შენ ♡

smile smile smile smile აუუ ძაან გამეცინა ორიენტაციაზე bowtie smile smile
მადლობა რო გამაგებინე როგორ მოგეწონა ჩემი ისტორია და ძალიააან ძალიან მაგარია ასე ყველანი თუ მოგწონს განურჩევლად სქესისა და ასაკისა heart_eyes heart_eyes

 


№16 სტუმარი ქარიშხალი

კლავიატურას ვუყურებ და ვერ ვხვდები როგორ დავიწყო ჩემი სათქმელი heart_eyes heart_eyes არ მახსენსენდება პერსონაჟი რომ მიმეთვისებინოს, მაგრამ ლილიას და კონსტანტინეს ჩემად თუ დავიგულებ ამაზე იმედია გული არ დაგწყდება blush blush ჩემი დამუნჯება ისეთი რთულია ვერავინ ახერხებს და ეს შენ გამოგდის, მინდა გითხრა relaxed relaxed ეს იყო შესანიშნავი ისტორია, რომლის კითხვაც მე პირადად არ მბეზრდება. შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო და ვიკითხო heart_eyes heart_eyes მიყვარს მე ეს ისტორია და მისი პერსონაჟებით ვარ შეპყრობილი heart_eyes heart_eyes გყვარობ მე შენ მარიამ და გისურვებ წარმატებებს ცხოვრებაში heart_eyes

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

ქარიშხალი
კლავიატურას ვუყურებ და ვერ ვხვდები როგორ დავიწყო ჩემი სათქმელი heart_eyes heart_eyes არ მახსენსენდება პერსონაჟი რომ მიმეთვისებინოს, მაგრამ ლილიას და კონსტანტინეს ჩემად თუ დავიგულებ ამაზე იმედია გული არ დაგწყდება blush blush ჩემი დამუნჯება ისეთი რთულია ვერავინ ახერხებს და ეს შენ გამოგდის, მინდა გითხრა relaxed relaxed ეს იყო შესანიშნავი ისტორია, რომლის კითხვაც მე პირადად არ მბეზრდება. შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო და ვიკითხო heart_eyes heart_eyes მიყვარს მე ეს ისტორია და მისი პერსონაჟებით ვარ შეპყრობილი heart_eyes heart_eyes გყვარობ მე შენ მარიამ და გისურვებ წარმატებებს ცხოვრებაში heart_eyes

ვაიმეე გული გამითბაა flushed flushed flushed flushed გავწითლდი ცოტა relieved
უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის
უზომოდ მიხარია თუ მოგწონს და თან ისე მოგწონს რომ კიდევ დაუბრუნდები ხოლლმე heart_eyes heart_eyes

 


№18  offline წევრი Indigo

მარიამო, იმის შემდეგ, რაც გაგიცანი, ერგი კითხვა მაწუხებს. რატო მაგიჟებ?
მართლა მაინტერესებს, ვფიქრობ და ვერ ვხვდები.
რა გინდა? რატო გინდა ჭკუიდან შემშალო?
შეიძლება სულ ესე მრევდე და გან მალაგებდე?
სულ რატო მაფორიაქებ?
არადა თან ამ ფორიაქით რო მგვრი სიმშვიდეს...
ვერაფერს ვამბობ, მარიამო, უბრალოდ შეპყრობილი ვარ და ამით მგონი ისედაც ყველაფერი ითქმის!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
მარიამო, იმის შემდეგ, რაც გაგიცანი, ერგი კითხვა მაწუხებს. რატო მაგიჟებ?
მართლა მაინტერესებს, ვფიქრობ და ვერ ვხვდები.
რა გინდა? რატო გინდა ჭკუიდან შემშალო?
შეიძლება სულ ესე მრევდე და გან მალაგებდე?
სულ რატო მაფორიაქებ?
არადა თან ამ ფორიაქით რო მგვრი სიმშვიდეს...
ვერაფერს ვამბობ, მარიამო, უბრალოდ შეპყრობილი ვარ და ამით მგონი ისედაც ყველაფერი ითქმის!

ვაიმეე ჩემი გოგოო ხარ შენ რაა აი ვგიჟდები ისე მიხარია რო გამოჩნდები ხოლმე და ვხვდები რო მოგეწონა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart
სიმშვიდემდე შეშლილი შეპყრობილი გამოდიხარ თუ რა მაფიაა smile smile

 


№20  offline წევრი Indigo

ეგრე გამოდის :დდ სულ'არეული და შენზე უღმერთოდ შეყვარებული არ დაგავიწყდეს♡♡
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
ეგრე გამოდის :დდ სულ'არეული და შენზე უღმერთოდ შეყვარებული არ დაგავიწყდეს♡♡

ოოო მაი გად smile smile smile

 


№22  offline წევრი Mrs grey

ნაცრისფერთვალება ბიჭი რომ მომენატრება რა ვქნა მე ?? ამ ისტორიამ ისე გამათბო მარიამ, ისე გამაფერადა, ამის დამთავრება იქნებოდა ? მომენატრებიან ❤️კიდევ ერთხელ გამოვიდა მაარ ❤️ მალე დაბრუნდი ❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

Mrs grey
ნაცრისფერთვალება ბიჭი რომ მომენატრება რა ვქნა მე ?? ამ ისტორიამ ისე გამათბო მარიამ, ისე გამაფერადა, ამის დამთავრება იქნებოდა ? მომენატრებიან ❤️კიდევ ერთხელ გამოვიდა მაარ ❤️ მალე დაბრუნდი ❤️

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
მადლობა საყვარელო თბილო და ტკბილოო heart_eyes heart_eyes
მალე დავბრუნდები ამ ისტორიისგან სრულიად განსხვავებული ისტორიიით ,სულ სხვანაირი გმირებით ბევრი ბევრი გმირით smile smile smile

 


№24 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარი გოგო ხარ შენ.სიტყვებია რ მყოფნის ისევ ემოციებში ვარ.ვერ წარმოიდგენ როგორ მომეწონა აი არვიცი სასწაული იყო.სულ მინდოდა გაგრძელებულიყო და არ დასრულებულიყო.შენ კიდე ჩემო ტკბილო გოგო კიდევ და კიდევ დიდი მადლობა რომ წერ ასეთ სასწაულ ისტორიებს.მიყვარხარ მარიაამ

 


№25  offline წევრი tikuna tika

საოცრებაააა open_mouth kissing_heart

 


№26 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარი გოგო ხარ შენ.სიტყვებია რ მყოფნის ისევ ემოციებში ვარ.ვერ წარმოიდგენ როგორ მომეწონა აი არვიცი სასწაული იყო.სულ მინდოდა გაგრძელებულიყო და არ დასრულებულიყო.შენ კიდე ჩემო ტკბილო გოგო კიდევ და კიდევ დიდი მადლობა რომ წერ ასეთ სასწაულ ისტორიებს.მიყვარხარ მარიაამ

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
საოცარი გოგო ხარ შენ.სიტყვებია რ მყოფნის ისევ ემოციებში ვარ.ვერ წარმოიდგენ როგორ მომეწონა აი არვიცი სასწაული იყო.სულ მინდოდა გაგრძელებულიყო და არ დასრულებულიყო.შენ კიდე ჩემო ტკბილო გოგო კიდევ და კიდევ დიდი მადლობა რომ წერ ასეთ სასწაულ ისტორიებს.მიყვარხარ მარიაამ

უღრმესი მადლობაა საოცრებები თქვენ ხართ ყველანი ასე რომ მიფერადებტ განწყობას წერის დასრულების შემდეგაც მიხანგრზლივებთ სიხარულს kissing_heart kissing_heart

tikuna tika
საოცრებაააა open_mouth kissing_heart

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№28 სტუმარი Maria

იცით,როგორი საკითხავი?! აი,კითხულობ,კითხულობ და უეცრად ბედნიერდები! გიხარია ცხოვრება და შენს ირგვლივ არსებული ფერადი სამყარო! მე პირადად, „შეპყრობილის“ კითხვისას სრულიად დამავიწყდა,ნაცრისფერი სამყარო და დარჩა მხოლოდ ფერადი! ბედნიერებააა შენი თითოეული ნაწარმოების კითხვა და არასოდეს,აი არასოდეს დამეზარება ან მომბეზრდება ამის გამეორება! ამდენი პოზიტივი უბრალოდ წარმოუდგენელია.. არც ერთი ნეგატიური პერსონაჟი,არც ერთი შავი ლაქა.. უბრალოდ საოცრებაა.. შენს ნაწარმოებში ნეგატიური პერსონაჟიც,კი პოზიტიური და საყვარელია! სულმოუთქმრლად ველი შენს ახალ რომანს! იმედია დიდხან არ მომიწევს ლოდინი ???? <3 <3

 


№29 სტუმარი mariami

ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. ეშხში შევედი და დამთავრდა. სიამოვნებით წავიკითხავდი ლილიას და გვანცას ოჯახური ცხოვრების ამბებს. სასწაულად , რომ წერ , ამაზე ორი აზრი არ არსებობოს.

 


№30  offline წევრი Taattu

ყველაზე
საყვარელი
ლამაზი
ფერადი
დადებითი heart_eyes heart_eyes
არ ვიცი რა ვთქვა ყოველ ჯერზე მაოცებ ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და შენ. საოცრება ხარ მარიამ. ვგიჟდები შენს ისტორიებზე და შენზე.
მადლობა რომ შენი ისტორიებით მილამაზებ დღეს და ამ ნაცრისფერ სამყაროს ფერებით და სითბოთი ავსებ საუკეთესო ხარ, ყოველთვის დადებით განწყობაზე მაყენებ heart_eyes
სიტყვები ზედმეტია ეს იყო საყვარელი, ტკბილი, თბილი ისტორია რაღაც სასწაული .
P.S პირველად გიწერ კომენტარს,საუკეთესო ხარ ძალიან მიყვარხარ მე შენ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent