სუროგატი დედა.თავი 9
სიცოცხელე დროებითი საჩუქარია, მეგობარი დროებითი ცხოვრების საჩუქარი.სიყვარული კი დროებითი ცხოვრების მთავარი საჩუქარი.ამიტომ ეცადეთ,მხოლოდ შექმნათ ლეგენდები თქვენს სიყვარულზე.იყავით მაგალითი სიყვარულის, სიკეთის და მეგობრობის.მართალია ამ დროს გზა იქნება რთული და გრძელი, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს!მომავალ დედას ყველამ უნდა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მის სულიერ სიმშვიდეს,რადგან თუ დედა მშვიდად ვერ არის,თუ დედა ღელავს, მაშინ მისი ჩანასახიც ღელავს, ამიტომ ახლობლებმა ხელი უნდა შეუწყონ მის სიმშვიდეს -მარგარიტა?რას აკეთებ.კითხა ღიმილით ალექსანდრემ მარიტას რომელიც ისე იყო გართული კითხვაში,რომ ვერც კი გაიგო ალექსანდრეს შესვლა სახლში. -მოხვედი?ასე ადრე რატომ დაბრუნდი. -ადრე?საათი წინ გიდევს ნახე რომელი საათია. -დაღამებულა,როგორ გამეპარა დრო. -ისე ხარ გართული კითხვაში,ალბად რომ არ მოვსულიყავი დილამდე აქ იჯდებოდი.აბა როგორ ხარ,იზრდება ჩვენი პატარა?გიხდება ორსულობა,სულ შეიცვალე. -ალექსანდრე დედობა შვებაა, დედობა სიამაყეა, სინაზეა, ქალად შექმნაა.ნუთუ შეედრება რამე იმ სიხარულს როცა პირველად უნდა შეეხო შენს შვილს?ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა და გაიგოს რა შეგრძნებაა როცა შენში ახალი სიცოცხლეა,როცა პაწაწა ფეხს გირტყამს მომშივდა და მაჭამეო,იცი?ეს სასაცილოა,მაგრამ სინამდვილეა ის ხომ უკვე ცოცხალი არსებაა რომელიც გარკვეული დრო უნდა იცხოვროს თბილად დედის სხეულში. -მამები?რას იტყვი მამებზე. -ის ყველაზე ბედნიერი მამაკაცია, მის გარშემო იცვლება მთელი სამყარო და ცხოვრობს მოლოდინით როდის დაიბადება მისი სხეულის ნაწილი. -საოცარი დედა იქნები,გიჟი დედა და არა მარტო დედა შენ მეგობარიც იქნები მისი.მარიტა რისი კეთება გიყვარს. -მიყვარს ის რაზედაც ვსწავლობ,ასევე მიყვარს კითხვა და მიყვარს ყვავილები.მათთან დაჯდომა და საუბარი მიყვარს,მათზე ზრუნვა. -ესაუბრები ალბად იმ თემებზე,რაზედაც არ შეგიძლია უთხრა სხვას. -მიმიხვდი,ისინი ჩემი მესაიდუმლეები არიან,კარგად იციან საიდუმლოს შენახვა. -ადე დაისვენე,მეც დავწვები დაღლილი ვარ.12 საათი იყო ალექსანდრემ რომ გაიღვიძა და მარიტას ისევ ეძინა.ყავა მოიდუღა და მოწყინდა მარტო ყოფნა,შევიდა და მარიტა ძალით გააღვიძა. -რა არ გასვენებს, ალექსანდრე რა გინდა. -მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი და არც წუხელ დამეძინა. -მერე,ფიქრებმა რაო რა გითხრეს წადი მარიტა გააღვიძეო? -ის რომ ძალიან ვაფასებ შენს გადადგმულ ნაბიჯს,ნაბიჯს რომელსაც ძალიან ბევრი არ გააკეთებდა შენს ასაკში. -ალექსანდრე მე ამას არ ვაკეთებ იმის გამო,რომ მე ვიღაც გაუნათლებელი გოგოს მსხვერპლი ვარ.მეც რომ დავფიქრდი,მეც მომეწონა ჩემი აზრი,რომ ჩემი სურვილით ოჯახში ნანატრი ბედნიერება დადგება. -ვისაც კი ვიცნობ,ყველასგან განსხვავებული ხარ,არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ შენთან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ.ხარ ძალიან უბრალო,მაგრამ ძლიერი და კლდემამოსილი.შენს იქით ძალიან იდუმალი და ძლიერი ქალი დგას მარგარიტა. -მე მართლა არ ვიცი ვინ ვარ,ვიცი მხოლოდ სად გავიზარდე ეს არ დამიფიცავს შენთვის.მაგრამ ის რომ მე ღარიბმა ადამიანებმა აღმზარდა,გამიწია დედობა,მამობა და მათმა ჩემში ადამიანის თვისებები ყველაზე მაღლა დააფასეს,ყველაზე მეტად ეს მეამაყება.მერე რა რომ სოფლიდან ვარ და ღარიბი ვარ,რა ჩვენ არ გვაქვს უფლება თუნდაც ერთხელ ჩვენს თავს ვუყიდოთ კარგი სუნამო და კარგი ტანისამოსი?თუ მხოლოდ წარმატებული ქალებს და მდიდარი მამიკოს შვილებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ კარგი სუნამოს სუნი?მეც მსურს ვიყო მიმზიდველი,არა ნუ იფიქრებ სხვაგვარად,მინდა ვიყო უბრალო მაგრამ მიმზიდველი რომ ჩემი სუნამოს სუნი შორიდან იგრძნოს სხვამ.ეჰ,ალბად ოდესღაც ასეც მოხდება. -რატომ ოდესღაც?არა,დღესვე ადე და წავიდეთ. -სად?გაუკვირდა მარიტას. -იქ სადაც შენს უბრალოებას უფრო გაალამაზებს.წავიდნენ და მარიტას ბევრი წინააღმდეგობისა უამრავი რამ უყიდა ალექსანდრემ მისივე გემოვნებით.მოულოდნელად ქრისტის შეხვდა მარიტამ და ერთად დასხდნენ,ყავაც მიირთვეს და ბევრი იხალისეს,ისე შემოაღამდათ რომ ვერც კი გაიგეს.დაღლილებმა შეაღეს სახლის კარი და იქ წარბებშეკრული ჯორჯი დახვდათ.არ ელოდნენ და ორივემ ერთმანეთს გადახედეს,ისე ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს ეს ორი ჯორჯს არ სცოდნოდა ალექსანდრე ვინ იყო,აუცილებლად იფიქრებდა და-ძმა არისო. -ჯორჯ? -წარმოდგენაც არ გაქვთ,უკვე რამდენი ხანი გელოდებით. -მაღაზიაში გავედით,მარიტას როგორც ხვდები ბევრი რამ ჭირდება,ასე რომ არ გაქვს სიბრაზის მიზეზი. -დაგერეკა და მეც წამოვიდოდი. -ისე უცებ გადავწყვიტეთ,შენ არც კი გამახსენდი. -ვიცი რომ არ ფიქრობ საერთოდ ჩემზე.მარიტამ გვერდი აუარა ორივეს და სამზარეულოში გავიდა,ცოტა ხანში ორივემ სამზარეულოში გავიდნენ და შეხედეს მაროტა მაცივარში შემძვრალიყო. -ალექს მშია,რა ვჭამო?იკითხა მოწყენილი ხმით. -გოგო რამ გადაგრია,ერთად არ ვჭამეთ? -კიდევ მშია და არ ვჭამო?ჯორჯს გაეცინა და მის თვალებში ბედნიერი სხივი გაჩნდა. -მითხარი რა გინდა,რას გთხოვს გული და მე მოგიტან. -ხოდა მეც მაგას ვფიქრობ რა ვჭამო. -მიდი რა მოიფიქრე,დღეს ჩემს ცხოვრებაში უნიკალური დღე არის,ძალიან მშვენიერი და ხმამაღლა ვიტყვი,რომ რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.ჩემი ცხოვრების შენთან გატარებული ყოველი მომენტი შეუფასებლად დიდი ჯილდოა.მარიტა იდგა და გაოცებული უცქერდა ჯორჯს,ალექსანდრეს კი ჩაეცინა,მარიტას თვალი ჩაუკრა და ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.ჯორჯმა დაიხარა და მარიტას ლამაზად გამობერილ მუცელზე ორივე ხელები დაადო და თითქოს იგრძნო ბავშვმა მამის სითბო,პატარა მამას მიესალმა,ორივემ ერთმანეთს შეხედა და მარიტამ ჩამწყდარი ხმით უთხრა. -იგრძნო, რომ აქ ხარ. -იგრძნო,რომ დედა და მამა მას ეფერება. -არ გინდა,ჯორჯ ჩვენ თავიდანვე ვიცით რომ ბავშვი შენია და შენთან დარჩება. -შეძლებ?მარიტა შემომხედე და მითხარი, შეძლებ? -უნდა შევძლო,რაც არ უნდა ძნელი იყოს,უნდა შევძლო.ჯორჯმა შუბლზე მიადო შუბლი და უთხრა. -ღმერთო,ამ შეგრძნების შემდეგ,შორს როგორ უნდა ვიყო თქვენგან.მარიტას ცრემლი მოერია და ჯორჯს შეხედა,შემდეგ თავი დახარა და უხმოდ წავიდა თავის საძინებელში სადაც ბევრი ტირილის შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა.ჯორჯმა კი სახლის გზას გვერდი აუარა და ის ღამე თავის ოფისში გაათენა და ასე გრძელდებოდა დღეები.ერთ დღეს ძალიან ამაღელვებელი და დაძაბული დღის შემდეგ ჯორჯის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა მისი კაბინეტის კარი ხმაურით მიკეტა ნატამ მამამისთან ერთად.ჯორჯმა უამრავ ფურცლებიდან თავი ასწია და გაოცებულმა შეხედა ჯერ ნატას და შემდეგ მიშას. -მშვიდობაა?იკითხა სიჩუმის შემდეგ. -ეს თავად უნდა მითხრა ბატონო გიორგი. -რა ხდება შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ თქვნი აღელვების მიზეზი ბატონო მიშა. -როგორც გავიგე შვილს ელოდებით. -დიახ,რამდენიმე თვეში. -შეიძლება გავიგო ვინ არის ის ქალი,ვინც ჩემი შვილის ადგილზე უნდა დადგეს?ჯორჯს სიბრაზისაგან ყელში ძარღვები დაებერა,თვალებში სისხლი მოაწვა და ფეხზე წამოიჭრა. -არც ერთს და არც მეორეს,არ გაქვთ უფლება ცუდად შეეხოთ იმას რაც ჩემთვის ძვირფასია.შენ?შენს სხეულში ნატა ძალიან ბინძური ბაქტერიებია,ეგოისტი ხარ და ძალიან დაუნახავი ადამიანი.მამაშენი რომ მომიყვანე,რა შემაშინებ მისი აქ მოსვლით?თუ ვეღარ გავბედავ და ვერ გეტყვი იმას რომ ყელში ამოხვედი უკვე შენი გამოხტომებით.მეჩვენება თუ უკვე დაივიწყე საიდან ამოგიყვანე,დაგავიწყდა როგორ აღმოჩნდი ჩემს გვერდით?სირცხვილია რომ მე მიწევს ეს შეგახსენო,სირცხვილია და იცი?მეცოდები რადგან ფეხზე მოსიარულე ბაქტერია ხართ უკვე ორივე მამაც და შვილიც,თუმცა გპირდებით,რომ თქვენი სახით გაჩენილ ბაქტერიებს მოვსპობ. -გიორგი ზედმეტი მოგდის. -მე მომდის ზედმეტი?თქვენს შვილზე რას მეტყვით ოთხი წელია ერთად ვართ და ის სიხარული რაც ოჯახს ახასიათებს და ამყარებს მან ვერ შეძლო ან უფრი სწორად უკვე დარწმუნებული ვარ არ შეძლო და სხვამ უნდა მომანიჭოს.რათ ვერ გაიგე,რათ ვერ დავიდა შენს გონებამდე,რომ მარიტა შვილს გააჩენს და წავა ჩვენი ცხოვრებიდან. -ამით,რისი თქმა გინდა გიორგი რას გულისხმობ.ჯორჯმა ამოიოხრა და მიშას დაღლილი თვალები მიანათა და უთხრა. -ის რომ,ის სუროგატი დედაა და თუ ასე გააგრძელეთ ჩემი თვალთვალი და შებოჭვა ის ყველაფერი გახდება ჩემთვის.ამ ყველაფრისკენ კი შენ მიბიძგებ თავად,შენი ეჭვიანობით და შენი კაპრიზებით.ახლა კი მიბრძანდით დღეს რთული დღე მქონდა და გილოცავთ,გამოგივიდათ კიდევ უფრო დაგეძაბათ სიტუაცია ჩემთვის. -მე,მე სულ სხვაგვარად მითხრა ნატამ. -ახლა ხომ იცი,ამიტომ სანამ სხვას მოუსმენ იქნებ კაცურად მოსულიყავი და ერთად დაგველაპარაკა,მაგრამ არაფლით არ განსხვავდები თქვენც თქვენი შვილისგან,ვერ ეგუებით წაგებას და ეს გაცოფებთ.შენ კი არაფლით არ განსხვავდები იმ ქალებისგან რომლებიც ნადირობენ,შენც მათნაირი ხარ. -მე ჩემსას ვიცავ,რა ეს ცუდია? -ცუდს იცი რას ვხედავ შენში?ძალიან თავისუფლად შეგიძლია ისრიალო ჩემს არტერიაში რომ სისხლი სვა იქედან ნატა.შენი საქციელით რაც გრძნობა მქონდა ვგრძნობ,რომ ნელა ნელა ქრება და სულ მალე აღარაფერი აღარ დარჩება მისგან.ხვდები და ათვითცნობიერებ,რომ ჩვენ ,,ჩვენ''აღარ გვქვია და ჩვენ საერთო თემაც აღარ გვაქვს რომ განვიხილოთ და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ ეს როგორც ადრე?ეს ყველაფერი შენ გააკეთე და მოიყვანე აქამდე ნატა.ყოველ საღამოს შენით სახლიდან გაქცევა მინდა,იცი მაინც რამდენჯერ მომიხდა გაუთვალოსწინებელი შემთხვევა გზაში გათიშულს?იცი რომ ეს დღეები სახლში რომ არ მოვდივარ აქ ვათევ ღამეს?არ იცი,რადგან შენ მხოლოდ შენი თავი გადარდებს და სხვა არავინ. -ნუთუ ასეთი მომაბეზრებელი გავხდი შენთვის? -ლაინერი ტიტანიკის კატასტროფამდე 14 წლით ადრე დაწერა რომანი სახელწოდებით ,,ამაოება'' სადაც მოთხრობილია გემი ,,ტიტანის''ჩაძირვის ამბავი,ეს კინოდ გადაიღეს რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა,მაგრამ მე შენ ჩამძირე ნატა მე.საზღვარი აღარ აქვს უკვე შენს კაპრიზებს,შენს ეჭვიანობას,ვერცერთი მხრიდან ვერ ვხედავ სინათლეს,ჩემს გარშემო მხოლოდ სიბნელეა.ძალიან იშვიათად გამოვდივარ წყობიდან,მაგრამ შენ ჯილდო და ოსკარი გეკუთნის ამას ყოველ დღე ახერხებ.ბრძანებას გავცემ,რომ შენზე დიპლომი გამოცენ.მიშას არასოდეს ენახა ჯორჯი ასეთი გაბრაზებული და არეული,უხმოდ მოკიდა ხელი ნატას წამოაყენა და კარებისაკენ წაიყვანა. -გიორგი მწარედ ინანებ მარიტას გამოჩენას,დაიმახსოვრე მწარედ ინანებ.უთხრა ნატამ და კაბინეტი დატოვა. -სულ გააფრინე?სულ დაკარგე რაც კი თავმოყვარეობა გქონდა?შენ რა ეს რაც მოვისმინე მართალია?ამის მერე გინდა გიორგის მე რამე ვუთხრა?შენ,შენ ხარ დამნაშავე,შენ თავად მიიყვანე ამ მდგომარეობამდე შენი ცხოვრება.ახლა არ გვაქვს დრო ჩხუბისთვის,გვერდში დაუდექი და ძალა აგრძნობინე. -მე თავად ვნახავ გამოსავალს,რომ ის გზიდან ჩამოვიშორო. -რა ჩაიფიქრე,არც კი გაბედო და პატარას არაფერი არ დაუშავო,თორემ გეფიცები არ შეგიცოდებ ნატა.უკვე ძალიან გაგივიდა თავს და ეს ჩემი ბრალია,შენ რომ ასეთი თავნება ხარ.ძალიან რთულად იიღო მარიტას ორსულობა ნატამ,ამიტომ სულ ჩხუბი და კამათი მოსაწყენია,მორიგი კამათის დროს ჯორჯმა სახლი დატოვა და უაზროდ დადიოდა ქუჩებში. -ჯორჯ?რომელი საათია,რა ხდება რატომ არ გძინავს? -გაგაღვიძე?მეგონა ბარში იყავი და სად იყავი გაგება მინდოდა,მეც მოვიდოდი. -სახლში ვარ და მოდი. -ხუთ წუთში მოვალ შენს კარებთან და გამიღე.ალექსანდრე წამოდგა და კარები გააღო,სამზარეულოში გავიდა ყავა მოადუღა და ჯორჯს წინ დაუდო დიდი ფინჯანით,თავადაც მის წინ დაჯდა და ჩუმად უცქერდა ჯორჯს. -იტყვი რა მოხდა,რატომ ხარ ამ დროს აქ? -ეს ბოლო თვეებია,არაფერი კარგი არ ხდება ალექსანდრე. -იჩხუბეთ? -ვიჩხუბეთ,ან როდის არ ვჩხუბობთ. -მიზეზი? -მიზეზი,მიზეზი ისევ ის. -ეს როგორ,ჯორჯ ბავშვი უკვე გრძნობს რომ დედის სხეულშია. -არა მარტო ბავშვი,უკვე მეც ვგრძნობ მას ალექსანდრე. -იმედია შეიცვლება,ბავშვს რომ შეხედავს და მარიტა აღარ იქნება შენს სიახლოვეს. -შეიცვლება,არ შეიცვლება სულერთია უკვე ეს ჩემთვის. -ადე 4 საათია,მიდი დაისვენე. -უცნაური რამ ხდება ამ ბოლო დროს ჩემს თავს. -რა ხდება,რამე შეამჩნიე? -ფული ქრება ჩემი ანგარიშიდან და არა პატარა თანხა. -როდის შეამჩნიე. -შევამჩნიე უკვე ორი კვირაა,და არა მარტო ეს, მარიტას სახელზე მქონდა ანგარიში გახსნილი და ზედ დავდე 35,000$ დღეს ვნახე და 20,000$-ია.ვინ მოხსნა,როდის მოხსნა ვერაფერი ვერ გავიგე. -ჯორჯ გაიფიქრე,რომ ნატას შეეძლო ხელი მიწვდეს თანხაზე? -ჩემს ანგარიშზე კი მაგრამ მარიტას ანგარიშზე არა,ან კოდი თუ არ გატეხა ვინმემ. -ახლა რაღაცას გაჩვენებ და შენს ეჭვებს ფარდა აეხდება. -რა ხდება,რამე ხდება და არ ვიცი? -ვფიქრობ,რომ ნატა ისევ დაბრუნდა იქ საიდანაც შენ ამოიყვანე. -შენ საიდან იცი. -აი ეს იყურე.ალექსანდრემ ტელეფონში ვიდეო აჩვენა და ჯორჯმა თვალებ გაფართოვებული უცქერდა. -ნატა,ნატა სხვა ვინ თუ არა ნატა.ეს სერგეი არის ვისგანაც დავიხსენი,კარგ გზაზე ხარ მეტის ღირსი არც ყოფილხარ ნატა.ვინ გადაუღო ეს ვიდეო. -შემთხვევით დაინახა მარიტამ და გადაიღო,კარგი დაისვენე,ხომ გაიგე უკვე სიმართლე. -შეიძლება ვნახო? -ჯორჯ ძინავს და ასე უფრო გაგიჭირდება მასთან დაშორება და დავიწყება.შეცვლილი ხარ და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი. -როგორ ფიქრობ ადვილია ჩემთვის ჩემი საყვარელი ქალი ჩემს შვილს ატარებდეს მისი სხეულით და ვერ ვუახლოვდები,ვერ ვეკარები და ვერ ვესაუბრები ისე როგორც მინდა?ან ამ ვიდეოს შემდეგ,როგორ ფიქრობ უნდა დავივიწყო მარიტა? -მართალი ხარ,დაწყნარდი და დრო გზას თავად გვიჩვენებს -ალექსანდრე ამ რამდენიმე თვეში როგორ შეიცვალა ყველაფერი,სად წავიდა ის ბედნიერი და უპრობლემო წლები? -რამ მოგიტანა პრობლემები ბატონო ჯორჯ? -რამ არა,ვინ თავად ბატონო ალექსანდრე. -ჯორჯ?ალექსანდრე?მშვიდობა არის?რატომ ხართ ამ დროს აქ,რას აკეთებთ. -შენ რატომ ადექი.უთხრა ღიმილით თმაგაჩეჩილ მარიტას ალექსანდრემ. -ჩვენ მოგვშივდა.ღიმილით დაუბრუნა პასუხი და სამზარეულოში შევიდა უკან კი ალექსანდრეს სიცილით ნათქვამი მოესმა. -ჯორჯ ეს ბავშვია მარიტას სხეულში, თუ სპილო. -სპილო შენ ხარ,თუ მოშივდა რა ქნას არ ჭამოს?შეუღრინა ჯორჯმა და მერე თავადაც გაეცინა. -მე წავედი,სახლიც თქვენს განკარგულებაშია და სამზარეულოც.მარიტა სულ არ უსმენდა ალექსანდრეს და გემრიელად მიირთმევდა სალათას,ყველს და პურს.ისე გაუარა გვერდი ჯორჯს ფიქრებში წასულმა ჯორჯმა ფეხის ხმაც კი ვერ გაიგონა,უეცრად წამოდგა სამზარეულოში შევიდა იქ არავინი არ დახვდა,მარიტას საძინებლის კარი შეაღო და დაინახა თხელ პენუარში მარიტა მისი ლამაზი მუცლით და თვალი ვერ მოწყვიტა. -შეგეშალა,აქ არა გვერდით საძინებელში დაისვენე.უთხრა მარიტამ და ზურგი აქცია,უნდა შეწოლილიყო უკვე საწოლში,რომ ჯორჯმა მარიტასკენ გადადგა ნაბიჯი. -რას აკეთებ,აქ არათქო გითხარი. -ნუ გამაგდებ,შენთან,თქვენთან მინდა ახლოს რომ ვიყო. -არა,არ შეიძლება აქ იყო და უნდა ხვდებოდე,რომ ასეთი ქცევით მეც ზიანს მაყენებ და შენს თავსაც. -დარწმუნებული ხარ,რომ გულით ამბობ იმას რასაც ამბობ? -რატომ არ უნდა ვიყო დარწმუნებული,რა ასე არ არის? -არა,არ არის ასე და ჩემზე უკეთ შენც იცი ეს. -ვერ გავიგე ჯორჯ რისი თქმა გინდა. -ყველაფერი კარგად გაიგე მარიტა უბრალოდ არ გინდა თავს გამოუტყდე,მაგრამ ვერც მე ვერევი უკვე ჩემს თავს,მიჭირს უშენობა.სულ რაღაც თვეების წინ მშვიდად ვიძინებდი,დღეს ძილიც აღარ არის ჩემთვის.იმ დღეს,როცა პირველად შეგხედე,პირველად დაგხატე მაშინ როცა ჩუმად გითვალთვალებდი,მერე შენი ტუჩების გემოც ვიგემე პირველი კოცნა მოგპარე,ახლა აქ ხარ ჩემს წინ და მეუბნები არ შეგეხო,მითხარი როგორ არ შეგეხო როცა პირველი წუთიდანვე ვთქვი,რომ შენ ჩემი იქნებოდი და გპირდები შენ ჩემი იქნები,ჩვენ ერთად ვიქნებით. -გთხოვ,ჯორჯ კიდევ უფრო ნუ მირთულებ შენს არსებობას. -რატომ გეშინია?ვისი გეშინია მარიტა ჩემი თუ შენი გრძნობების. -არა,შენი არა მაგრამ არ დაგიფიცავ და ნატასი მეშინია ისეთი თვალებით მიყურებს. -არ შეგეშინდეს,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მე ყოველთვის დაგოცავ.ხანდახან ცხოვრებაში უცნაური რამ ხდება და ეს უცნაურობები და დაუგეგმავად შემოიჭრება ხოლმე ისე რომ აგვირევს და დაგვირევს ტვინში ყველაფერს და საერთოდ გაგვთიშავს,აზროვნების უნარს გვართმევს.შეუძლებელია ამ ყველაფერს მარტომ გავუმკლავდე,ამ ტუჩებს ახლა ჩემს წინ რომ თრთოლვით შემომყურებს როგორ არ შევეხო.ათრთოლებულ ბაგეებზე თითი გადაუსვა და შემდეგ ნაზად შეეხო,რომ ცეცხლი დაუტოვა არა მარტო ბაგეებზე გადანაწილდა და ცეცხლის აგონიამ მთელ სხეულის წერტილებში გაიარა. -რატომ უნდა შევიკავოთ თავი,რატომ არ უნდა გავაკეთოთ ის რაც ორივეს ძალიან გვინდა.ჩვენი გრძნობებით ვუშავებთ ვინმეს რამეს?ეჩურჩულებოდა უკვე სამყაროდან გამოთიშულს და ნაზად უკოცნიდა სახეს,ნაზი კოცნა მომთხოვნი და ვნების ამღძვრელი გახდა. -ნუ ხარ დაძაბული,მე დაგიჭერ და მე ვიქნები შენი საყრდენი. -მინდა დილით გაღვიძებულს შენს თვალებს ვხედავდე. -ჯორჯ,ჯორჯ შეწყვიტე გთხოვ,ისე ამბობ რომ თითქოს გვაქვს შესაძლებლობა ყოველ დილით ერთად გავიღვიძოთ. -შენ წარმოდგენა არ გაქვს,რამდენჯერ ვნახე ეს სურათი უკვე ძილში. -ეს არასოდეს არ მოხდება და ნუ გაქვს ის ფიქრები და ოცნებები რომლებიც არასოდეს არ ახდება,ასე ხომ თავს იტანჯავ.ეს რაც ჩვენს შორის ხდება ეს ორი ადამიანის სისუსტე იყო,ვსო მორჩა აქ დასრულდა ეს სისუსტე და ეს აღარ განმეორდება. -სცდები,ძალიან სცდები.ჩვენში არა სისუსტემ,ვნებამ გაიღვიძა მარიტა. -წუთიერი ვნების არ შეკავების გამო,არ შემიძლია მთელი ჩემი მომავალი დავაყრდნო მხოლოდ ოცნებებზე. -წუთიერი სისუსტე?შენ ამბობ რომ ჩემში შენდამი კოცნა და შენზე შეხება წუთიერი სისუსტე იყო? -ჯორჯ რატომ გიკვირს?როდის გვქონდა ისეთი ძლიერი სიყვარული,რომ ჩვენზე ლეგენდები დადის? -მარიტა გაჩუმდი,კარგად ვიცი შენს გულში რაც ხდება.ვერ დამალავ გრძნობებს ის შენს გამოხედვაშია,შენს გულშია და დაუგდე ყური მას როგორ ძლიერად ფეთქავს როცა ჩემს წინ არის და ჩემი შეხების მოლოდინშია.დაიმახსოვრე,შენ არასოდეს არ იქნები ჩემთვის წუთიერი სისუსტე.რატომ არ შეგიძლია გამიგო,რატომ მარიტა. -რა უნდა გაგიგო ჯორჯ შენ ხომ ცოლი გყავს,ოჯახი გაქვს,ეს შეუძლებელია რაც ჩვენს შორის ხდება. -ჩემი ქორწინება ნატასთან ნელა-ნელა იშლება და იმსხვრევა მარიტა. -ძალიან გთხოვ ჯორჯ ნუ ამირევ ისედაც არეულ ტვინს,მე შენს ცხოვრებაში კიდევ ხუთი თვე ვიქნები და ჩვენი გზები გაიყრება და არ მინდა მტკივნეული იყოს ჩემი წასვლა. -გაჩუმდი,გაჩუმდი გთხოვ.როგორ იფიქრე რომ მე შენ გაგიშვებ.რატომ არ გინდა რომ დაიჯერო,რომ მხოლოდ შენსკენ იწევს ჩემი გული,მხოლოდ შენთან მინდა ვიყო,შენ მინდებხარ მარტო და სხვა არავინ. -და ნატა?არ შეიძლება ის ასე ადვილად გაუშვა შენი ცხოვრებიდან,თქვენ ხომ უკვე რამდენიმე წელია ერთმანრეთის ცხოვრებით ცხოვრობთ.მისი არსებოდა ხომ არ დაგავიწყდა? -არა,არ ვამბობ,რომ დამავიწყდა მისი არსებობა,მაგრამ ცხოვრება არ არის რამე ყუთი,ძველი და მობეზრებული ცხოვრება რომელიც შეცდომითაა შენი ცხოვრების ნაწილი რაიმე ყუთი ავიღოთ და შიგ ჩავდოთ გვერძე რომ მივდოთ.ნატასთან ცხოვრებამ არ მომცა ის ბედნიერება,როცა განვიცდი შენთან შენს სიახლოვეს.დანაშაულს არ ჩავდივართ,მარიტა ეს სიყვარულია.ნუ კანკალებ,მოდი ჩემთან.ჯორჯმა გულში ჩაიკრა ტირილამდე მისული მარიტა და ნელა-ნელა საწოლთან მიიყვანა,ცალი ხელით საბანი გადაწია ფრთხილად დააწვინა,თავადაც გვერდით მიუწვა რადგან მარიტა ისე იყო მის პერანგს ჩაბღაუჭებული თავადაც მოხვია ხელი და მისივე სხეულზე აიკრა,მისი თმების სურნელი ღრმად შეისუნთქა,შუბლზეც აკოცა და მზად იყო თავადაც მოეტყუებინა თვალი ცოტა რომ მარიტას ჩურჩული გაიგონა. -შენ არ იცი რა რთულ მდგომარეობაში მაყენებ,შენ ისიც არ იცი როგორ ფეხ და ფეხ გვითვალთვალებს ნატა.მინდა შენთან ვიყო,მაგრამ არ მინდა რამე დაგიშავდეთ არც შენ და არც ჩვენს პატარას.,,ჩვენს პატარას''რა საყვარლად მოხვდა ეს სიტყვები მის ყურს.ზემოდან დახედა უკვე ჩაძინებულ მარიტას და ასევე ჩურჩულით უთხრა. -ჩემით არ შეგიქმნი პრობლემებს ჩემო ტკბილო,ვიცი რომ რის გამოც იხევ უკან,მაგრამ დამიჯერე,რომ არ შემიძლია შენი დაკარგვა,ვერ გაგიშვებ ჩემგან.რომ იცოდე რა ძნელია ჩემთვის უშენოდ ყოფნა,ძალან ძნელი.ჯორჯმა იგრძნო თუ არა მარიტას ღრმად ჩაეძინა,ფრთხილად წამოდგა და ასევე ფრთხილად დატოვა ალექსანდრეს სახლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.