შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მოვკვდი (თავი პირველი (საცდელი))


16-05-2018, 22:09
ავტორი ბიბი
ნანახია 1 651

ბავშვთა სახლში ყოველდღე ველოდებოდით მშობლებს, ყოფილ მშობლებს დ არა მარტო, ზოგჯერ ახლებიც მოდიოდნენ ჩვენი რაოდენობა კი თითქმის არასდროს იცვლებოდა. მე ერთადერთი ვიყავი ვისაც არავინ ეკონტაქტებოდა საშიში ხარო მეუბნებოდნენ, ალბათ იმიტომ რომ ერთადერთი ვიყავი ვისაც მშობლები ახსოვდა, ზოგი ძალიან ადრე მიატოვეს და არ ახსოვდათ, ზოგსაც კიდევ უბრალოდ აღარ ყავდა ისინი, მე კი მახსოვდა დედა გრძელი რიჟა თმითა და წითლადშეხებილი თვალებით, მამა ჭაღარაშერეული წვერითა და ძირითადად მთვრალი. ხუთი წლის ვიყავი როცა დედამ ფეხებზე მოხვეული ხელები ძალით მომაშორებინა და უკანმოუხედავად წავიდა.
ამ არასრულწლოვან უდანაშაულოთა ციხეში თითქმის არ იყო ნათელი წერტილი, მუდმივად გაღიზიანებული აღმზრდელები ყოველმოსულ სტუმარს ყალბი ღიმილით ეგებებოდნენ, როცა ეს შევამჩნიე მაშინ დავინახე პირველად სიკვდილი, მინდოდა მივვარდნოდი და ის ყალბი მზერა მისი სახიდან დანით ამომეჩიჩქნა.
ჩემი მისვლიდან ორ წელიწადში გამოანათა სინათლემ ეს იყო დეა, გრძელი ქერა კულულებით და მუდმივი ღიმილით. ჩემი დაკომპლექსებული თავი ვერაფრით მოვთოკე რომ მასთან ახლოს მივსულიყავი.რაც შემეძლო მხოლოდ შორიდან ცქერა იყო. ორ კვირაში დეას თმები შეაჭრეს, მთელიღამე ნაგავში ვიქექებოდი მისი ქერა კულულების საპოვნად.
ყოველდილას აბაზანაში წოლისას ამ ქერა, დეას თმაზე ვფიქრობ რომელიც აგერ უკვე ოცი წელია ბალიშის ქვემოთ მიდევს. დეა მალევე წავიდა ბავშვთა სახლიდან სად ან რატომ არ ვიცი მაგრამ მახსოვს როგორ მომიახლოვდა წასვლის წინ ხელი დამიქნია გამიღიმა და გასასვლელისკენ სირბილით წავიდა. მისი ხმაც კი არასდროს გამიგია. იქნებ უკვე იყო ის მომენტი როცა გვერდი ჩავუარე და ვერ ვიცანი. ეს ჩემი პირველი სიყვარული იყო.
ახლაც, როცა საღამოა და აბაზანაში დაუგეგმავად ვწევარ მასზე ვფიქრო, მთელს სხეულში სისხლი მონდომებით მოძრაობს თითქმის მისი ხმაც კი მესმის როგორ ცდილობს გადახსნილი ვენებიდან თავის დაღწევას. დეას ქერა თმა მახსენდება, ჯერ კიდევ შემწევს ძალა სისხლი შევიჩერო, საკუთარ ხელებს თვითნებურად გადახსნილ ვენებს ვუჭერ და ვფიქრობ გადარჩენაზე, და ამჯერადაც გადავრჩი. გამარჯობა სამყარო, მე დღესაც დავიბადე იგივე სხეულითა და სახელით, მე მშობლებმა არცერთხელ დამინდეს და მზეო დამარქვეს.
ბევრისთვის ცხოვრების დაგეგმვა მოსაწყენია მაგრამ მე ამით ვცხოვრობ ყოველ დილას აბაზანაში ვწვები, სახლიდან ზუსტად 8:45ზე გავდივარ ერთსა და იმავე მაღაზიაში შევდივარ და სიგარეტს ვყიდულებ, მერე სამსახურისკენ ვიღებ გეზს სადაც ცხოვრების წესივით დაგეგმილი სამუშაო მელოდება, საბუთების მოწესრიგება, უფროსის დღის გეგმის დადგენა და წერილებზე პასუხი. საღამოს ექვსზე სამსახურიდან პირდაპირ ბარში მივდივარ სადაც ყველას ვიცნობ იქ ლუდის სუნი მომწონს მაგრამ ერთ კათხაზე მეტს არ ვსვამ. ზუსტად 8-ზე გამოვდივარ და 1 საათი ვსირნობ. მერე კი სახლში ვბრუნდები და მეორე დღეც იგივე მელის. ეს ჩემი მთელი ცხოვრებაა სამყარო რომელიც მე შევქმენი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხშირად ვიკლავ თავს. ერთადერთხელ შემაჩერეს როცა ხიდიდან გადახტომას ვაპირებდი ისე გავბრაზდი გეგონებათ არ მცოდნოდა რომ ამჯერადაც გადავრჩებოდი. სიზმრები ყოველთვის ერთიდაიგივეა ყოველი სიზმრის ბოლოს ვკვდები. ეს არც მაშინებს და არც მახარებს, სიცოცხლესთან თამაში ხანდახან მიყვარს კიდეც. რაც შეეხება ადამიანებს თითქმის არავინ არის ჩემს ირგვლივ თუ არ ჩავთვლით ჩემი დაქონქილი სახლის კარის მეზობელს, ბარმენს, უფროსს და შემთხვევითი პაემნების ბიჭებს. მაგრამ მყავს კატა პაოლო. რძეს პირდაპირ ჩემი ხელიდან სვამს და ყოველთვის ჩემს მკერდზე იძინებს.
ცხოვრება დაბადებიდანვე დამცინოდა, მზე მერქვა და არაფრით ვგავდი მას ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ქერა დეა იყო მზის მსგავსი და ისიც შორეული წარსულიდან. ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა როცა პირველად დავარღვიე დღის გეგმა და ბარიდა ჩვეულებრივზე უფრო გვიან დავბრუნდი. ჯერ კიდევ არ მქონდა ლუდის კათხა ბოლომდე დაცლილი როცა კარი შემოაღო მაღალმა რიჟა ბიჭმა, ბევრი ჭორფლებით, დედა გამახსენდა მისი გრძელი, სქელი უხეში, რიჟა თმა, ბიჭი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა მწვანე თვალები მომანათა და უკითხავად მრგვალ მაგიდას მოუჯდა. მის მწვანე თვალებს დაჟინებით მიმიზნებდა, არც კი უკითხავს ჩემი სივრცე ისე გაარღვია. ღიმილი დასთამაშებდა სახეზე თითქოს უნდა მცოდნოდა რა უნდოდა ან ვინ იყო.
-ჩემი სახელია ბესო და შენი არც კი მაინტერესებს უბრალოდ რაღაც მინდა გკითხო, რას ელოდები ცხოვრებისგან?-წამიერად გავიფიქრე რაღას უნდა ველოდო ყველა ჩემთვის განკუთვნილი წიხლი უკვე მითავაზათქო მაგრამ არაფერი ვუთხარი.-იცი რომ შენ არც კი ცხოვრობ? უბრალოდ არსებობ და ეს დავიჯერო მოგწონს? ყოველდღე აქ მოდიხარ და სვამ, მერე მიდიხარ ერთი და იმავე დროს გგონია ამით საკუთარ თავს ქმნი და ვინმესგან განსხვავებული ხარ?
-არც კი იცი რაზე ლაპარაკობ, ან საერთოდ რა შენი საქმეა-ჩავიბურტყუნე ისე რომ არც კი ვიცოდი გაიგებდა თუ არა.
-ყველა მეკითხება თუ ვინ ხარ, და რატომ დაგდევ.
-საქმე გამოგელია?-თითქოს არც კი გამიგია მისი სიტყვები
-ჩემი საქმე შენ ხარ.-კბილის პასტის რეკლამა ჰომ გინახავთ არაბუნებრივად თეთრი კბილები და ჰოლივუდის ღიმილი ზუსტად ასეთ იყო.
-ეგ კბილები ნამდვილია?-ღიმილი სახეზე შეეყინა და მწვანე თვალები გაურკვევლობით აევსო მერე მისი უზომოდ სექსუალური ხმით დაიწყო საუბარი ცხოვრების ამაოებაზე, რწმენაზე, მომავალზე, წასულზე, ქუჩაზე. სხვა გზა არ მქონდა უნდა მესმინა და პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი სითბო, სიმხურვალე რომელსაც მისი სხეული გამოსცემდა.
-საერთოდ არ გაწუხებს ფაქტი რომ ბუნების სილამაზეზე და ჩიტების ჭიკჭიკზე თითქმის გარდაცვლილს ესაუბრები?
-ბატონო?-ისევ გაურკვეველი მზერა მომაპყრო, დიდხანს აღარ დავლოდებივარ ავდექი და წამოვედი, ასე გაურკვევლად გაოცებული დავტოვე, წამოვედი მაგრამ ჩემი ცოცხალი ნაწილი მასთან დარჩა.

----
შეფასება თქვენთვის მომინდია გავაგრძელო თუ არა



№1  offline წევრი talia

Ganagrze sainteresoa.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lindemann

ძაან ლაითად წერ. აი, დაახლოებით ისე, როგორც მე ახლა ამ კომენტარს.
რაღაც კონკრეტული ამბისკენ ხარ მიმართული და მანამდე მსუბუქ, უინტერესო შესავალს უკეთებ, თითქოს.
პირიქით უნდა ქნა. რამე ძალან მაგარის დაწერა რო გინდა რაღაც თემაზე, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რო ჯერ შესავალი იყოს დეტალური და საინტერესო, თორე ვერაფერი ეგ იქნება.
ნუ, ეს, რაც დაწერე, არაა ჩემთვის საინტერესო. გირჩევ, ახლიდან დაიწყო და ბევრად საკაიფოოოდ გამოგივა, მერწმუნე. stuck_out_tongue
-თაყვანისცემით, ლინდემანი.

 


№3  offline წევრი ბიბი

სტუმარი Lindemann
ძაან ლაითად წერ. აი, დაახლოებით ისე, როგორც მე ახლა ამ კომენტარს.
რაღაც კონკრეტული ამბისკენ ხარ მიმართული და მანამდე მსუბუქ, უინტერესო შესავალს უკეთებ, თითქოს.
პირიქით უნდა ქნა. რამე ძალან მაგარის დაწერა რო გინდა რაღაც თემაზე, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რო ჯერ შესავალი იყოს დეტალური და საინტერესო, თორე ვერაფერი ეგ იქნება.
ნუ, ეს, რაც დაწერე, არაა ჩემთვის საინტერესო. გირჩევ, ახლიდან დაიწყო და ბევრად საკაიფოოოდ გამოგივა, მერწმუნე. stuck_out_tongue
-თაყვანისცემით, ლინდემანი.

დეტალური ნაღდად იყო, აი საინტერესო რატომ არა მაგას მე ვერ გიპასუხებ :დ
ვეცდები გავითვალისწინო რამდენადაც შევძლებ

 


№4  offline მოდერი N1penguin

გრამატიკულად თითქმის გამართულია. ისეთი უმნიშვნელო შეცდომებია, არ დავკონკრეტდები. სისულელეა ახლმა მათზე გავამახვილო ყურადღება. უბრალოდ ცოტა დავიბენი. თითქოს რაღაც მონაკვეთი აკლდაო, შეიძლება უბრალოდ მე გამეფანტა ყურადღება კითხვისას (მაპატიე, 12-ის მერე ვეღარ ვაზროვნებ sweat_smile ). ჯერ მხოლოდ ერთი თავია და სიუჟეტზე ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს, რადგან რეალურად ჯერ ვერც ვერაფერს ვერ ვხვდები. რამდენიმე თავის შემეგ უკვე სრულყოლი აზრი ჩამომიყალიბდება.
ყველას ამას ვეუბნები და შენც გეტყვი, არ წერო სხვებისთვის. წერე შენთვის, შენი სიამოვნებისთვის. რამდენჯერმე მიცდია სხვები მიმეზიდა და ჩემი თავით უკმაყოფილო დავრჩენილვარ. რაც გულით დავწერე, იმან დიდი გამოხმაურება ვერ მოიპოვა, მაგრამ იმით უფრო კმაყოფილი დავრჩი, რადგან უდიდესი სიამოვნება ვიგრძენი მისი დაწერისას. ჰოდა, შენც, რა თქმა უნდა, სხვისი კრიტიკა უნდა გაიტვალისწინო, მაგრამ ისე არ ქნა, რომ ბოლოს თავად აღარ გსიამოვნებდეს წერის პროცესი.

 


№5  offline წევრი ბიბი

N1penguin
გრამატიკულად თითქმის გამართულია. ისეთი უმნიშვნელო შეცდომებია, არ დავკონკრეტდები. სისულელეა ახლმა მათზე გავამახვილო ყურადღება. უბრალოდ ცოტა დავიბენი. თითქოს რაღაც მონაკვეთი აკლდაო, შეიძლება უბრალოდ მე გამეფანტა ყურადღება კითხვისას (მაპატიე, 12-ის მერე ვეღარ ვაზროვნებ sweat_smile ). ჯერ მხოლოდ ერთი თავია და სიუჟეტზე ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს, რადგან რეალურად ჯერ ვერც ვერაფერს ვერ ვხვდები. რამდენიმე თავის შემეგ უკვე სრულყოლი აზრი ჩამომიყალიბდება.
ყველას ამას ვეუბნები და შენც გეტყვი, არ წერო სხვებისთვის. წერე შენთვის, შენი სიამოვნებისთვის. რამდენჯერმე მიცდია სხვები მიმეზიდა და ჩემი თავით უკმაყოფილო დავრჩენილვარ. რაც გულით დავწერე, იმან დიდი გამოხმაურება ვერ მოიპოვა, მაგრამ იმით უფრო კმაყოფილი დავრჩი, რადგან უდიდესი სიამოვნება ვიგრძენი მისი დაწერისას. ჰოდა, შენც, რა თქმა უნდა, სხვისი კრიტიკა უნდა გაიტვალისწინო, მაგრამ ისე არ ქნა, რომ ბოლოს თავად აღარ გსიამოვნებდეს წერის პროცესი.

ძირითადად უბრალოდ ვისმენ ხოლმე კრიტიკას და თუ რაღაცაში დავეთანხმე იმას ვცვლი, მაგრამ სხვისთვის არასდროს მიწერია, მადლობა დიდი შენ **

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent