შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 11 )


16-05-2018, 22:23
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 601

ერთხელ საღამოს ლიზამ „საქვეყნოდ“ გამოუცხადა რატის, რომ ორსულად იყო. ყავა გადამცდა და ხველა ამიტყდა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო რატიც და მზერა ეგრევე ჩემკენ გამოაპარა. ირონიულად გავიღიმე და „წყვილს“ მივულოცე. როგორც ნამდვილ „ვაჟკაცს“ შეეფერება, ტვილდიანიც ზუსტად ეგრე მოიქცა და აბა თუ გამოიცნობთ რა ქნა?! დიახ ! ლიზი ყიფიანი ცოლად მოიყვანა.
იმის შემდეგ მე და რატის მინიმალური კონტაქტიღა გვქონდა. მაქსიმალურად ვერიდებოდი მასთან ერთად სადმე წასვლებს. დღეები მიიწურა და სექტემბრის შუა რიცხვებში გადავწყვიტეთ თბილისში დაბრუნება. საერთოდ აღარ ვჩანდი სამეგობრო წრის შეხვედრებზე, ცოტნე ხუმრობით ამბობდა დილაობით აივანზე რო ვერ გხედავდე ვიფიქრებდი რომ ისევ ამერიკაში დაბრუნდიო. ძირითადად გოგოები ამოდიოდნენ ხოლმე ჩემთან ყავის დასალევად. ცოტნე და ვაკოც ასე თუ ისე მეკონტაქტებოდნენ. რეზი საღამოობით მხვდებოდა სატრენაჟორო დარბაზში. საბას რაც შეეხება, მუშაობა დაიწყო და დილით თუ ადრე გამეღვიძებოდა ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს როგორ მიდიოდა სამსახურში. რატი ტვილდიანი კი საერთოდ გასული იყო მომსახურეობის ზონიდან.
დაიშალა ჩვენი სასტავი.
დაიშალა ბახტრიონის ყველაზე ცნობილი სამეგობრო.
დაიშალა ურთიერთობები.
მაგრამ არ დაშლილა მოგონებები.
ეხლა კიდევ უფრო ვნანობდი ამერიკაში წასვლას და მშურდა ჩემი ბავშვების რო მათ 4 ჯერ 365 დღით მეტი მოგონება ჰქონდათ ჩემთან შედარებით. არ მქონია დეპრესია, არაფერი მსგავსი არ განმიცდია, უბრალოდ ყოველთვის გული მერეოდა მსგავსი მიზეზით შექმნილ ოჯახებზე, სადაც სიყვარულის ნატამალიც არ სუფევდა. რაღაც მომენტში ამერიკაში დაბრუნებაზეც დავფიქრდი მაგრამ ნუცას და ნიას რეაქციის წარმოდგენისთანავე გადავიფიქრე.
------------------------------

-დღეს რას იცვამ?- ჩვეული კითხვა დამისვა კაპანაძემ
-ვაფშე არ მოვდივარ - ხელი ავიქნიე და სავარძელში ჩავეშვი
-კაი ხო იცი ვაკოს როგორ გაუტყდება, ის ოთხი დაბადების დღე რო გაუმაზე ეგეც გეყოფა და ეხლა ვაფშე გადაირევა, ხო იცი შენ გარეშე რო მივიდეთ აწევს მთელ საბურთალოს- მითხრა ანკამ გაწონასწორებული ხმით და გაკაპასებულ ნიას და ნუცას გადახედა, რომლებმაც რაღაცის „თქმა“ გადაიფიქრეს. ნუ უფრო კივილი
-არაუშავს აიტანს როგორმე - ისევ მშვიდად ვაბოლებ სიგარეტს და ფანჯარაში ვიყურები
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ- არ დააყოვნა კენჭაძემ და ისეთი ჩამყვირა ყურში, ეჭვი გამიჩნდა რომ მეტს მაინც ვეღარაფერს გავიგებდი მათი საუბრიდან
-ხო იცი რო რატიც იქ იქნება, ლიზაც და მათი „სიყვარულის“ ნაყოფიც, შესაბამისად საერთოდ არ მინდა დღევანდელი დღის ჩაშხამება
-არ მაინტერესებს, ვაკო დაგვბრიდავს - სერიოზული ხმით განმიცხადა ნუცამ და ჩემი გარდერობიდან მეთხუთმეტე კაბა გამოიღო მოსაზომად
-არ მაინტერესებს, დაე დაგბრიდოთ- უდარდელად ავიჩეჩე მხრები და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი
-შენც მიგაყოლებს ზედ - „შემაშინა“ ანკამ
-ნწ - თვალი ჩავუკარი ვაშაყმაძეს - მე ვუყვარვარ
-ანუ მაგით რისი თქმა გინდა - წარბი ამიწია ნიამ
-არაფრის - ისევ მხრები ავიჩეჩე და მეორე ღერს გავუკიდე
-აუუ - მობეზრდა ნიას ანკას ჩემი ნაპასების რტყმა და სიგარეტი პირიდან გამომაცალა- კეთილი ინებე და როგორც მიეჩვიე ისე გადაეჩვიე. ოღონდ ეხლა აბრძანდი და ლამაზად ჩაიცვი, არ გეშლება შენ ეგ.
-ხო კარგი კარგი - ხელები ავწიე დანებების ნიშნად და აბაზანისკენ გავეშურე.
-------------------------------------
-ვაიმე ანიტა რა ლამაზი ხარ - აღფრთოვანება ვერ დამალა იუბილარმა და ხელში ამიტაცა
-ვაკო დამსვი სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს
-გვიყურონ მერე, შენ არ იცი რა ამაყი ვარ ეხლა თქვენნაირი გოგოების გვერდით რო ვდგავარ- თვალი ჩაგვიკრა ოთხივეს და მაგიდისკენ გაგვიძღვა
-ბავშვობაში მახსოვს ჩემს დაბადების დღეზე ჩემ გვერდით რო არ მჯდარიყავი ყველას იკლებდი - გამიხსენა წარსული ჩივაძემ და მის გვერდით მდგარი სკამი გამომიწია სიცილით
-გახსოვს გოგოს რო ეპრანჭებოდი და ადგილიდან ავაგდე? - ავყევი სიცილში მეც
-მაგას რა დამავიწყებს- მომიჯდა გვერდით ვაკო - ჩემი ადგილია და აქ რა გესაქმება ხო ვერ მეტყვიო
-ეგრე ზუსტად რანაირად გახსოვს- თვალები გადმომცვივდა გაკვირვებისგან
-რას ქვია არ მახსოვს, მაგ დღეს პირველად და უკანასკნელად მინდოდა შენი დახრჩობა - „შემომაპარა“ ღიმილით იუბილარმა და მოსულ ცოტნეს ჩემ გვერდით სკამზე მიანიშნა დაბრძანდიო
-ძმობას გაფიცებ ვაკო ქორწილს იხდი თუ ეს ნაყარ-ნუყარი ხალხი საიდან გაჩითე?- გადავუჩურჩულე ჩივაძეს
-რა ვქნა არ მინდოდა ვინმეს წყენოდა- მხრები აიჩეჩა მან და ახალ სტუმარს მიესალმა
-ეხლა ცოტა ხანში მამამისის ქვისლის ბებია გაიჩითება ნახე - ვუყვირე ყურში ცოტნეს და ხარხარისგან კინაღამ სკამიდან გადაყირავდა
-ნორმალურად მოიქეცი მეტრეველი- გადმომსისინა ანკამ და სირცხვილისგან ჭარხლისფერი დაედო
-შენ რატო გიტყდება, ორივეს რეზუს უარყოფითი სისხლი გაკავშირებთ? თუ ასეა მე ბოდიში - ხელები ავწიე და მოხარხარე ციბაძეს იდაყვი გავკარი- სირცხვილია ბიჭო, აქ იმდენი ხალხია შენი საგვარეულოდანაც იქნება ვიღაც უეჭველი და რო დაგინახოს რას იფიქრებს?!- ვუსაყვედურე ცოტნეს , რომელმაც სკამიდან მომენტალურად იატაკზე გადაინაცვლა და იქ გააგრძელა ხოხვა
-ეგრე თუ გააგრძელებ , ოლიმპიურ შებიჯრშიც გაიმარჯვებ - შევუქე ციბაძეს ხოხვის სტილი და ქათმის სალათა გადმოვაპირქვავე თეფშზე
-ბარემ ის თეფში დაგედგა- გადმომხედა ვაკომ სიცილით
-რა იყო ამ მაგიდაზე ჩვენ გარდა კიდე ვინმე აპირებს დაჯდომას?
-არა სულ ჩვენები ვიქნებით
-ხოდა ძაან არ მაინტერესებს, თუ მოუნდებათ თვითონ შეუკვეთავენ, არა მგონია მოერიდოთ - მხრები ავიჩეჩე და უდარდელად დავიწყე ჭამა
-რა გალექსილი ხარ ანიტ?!- როგორც იქნა ამოისუნთქა ცოტნემ და ისევ თავისი ადგილი დაიკავა
-აუ რავი დავდიოდი
-რაზე - გამოშტერდა ციბაძე
-გალექსვაზე- სიამაყით წამოვიძახე და კარებში იმ წუთას შემოსულ რატის და გაბერილ ლიზას გავხედე, რომლებიც ჩვენი მაგიდისკენ დაიძრნენ
-გამარჯობა - მოგვესალმა ყველას და სათითაოდ გადაგვკოცნა. ჩემამდე რო მოვიდა ლოყა ცივად მივუშვირე. შემეხო თუ არა რამდენიმე წამის მეასედით შეყოვნდა და იუბილარს გადაეხვია.
-აუ გეხვეწები ეკატერინე მეორესავით არაა გამოწყობილი? - გადავჩურჩულე ცოტნეს და ჩვენ წინ მჯდარ ლიზაზე ვანიშნე თვალებით, რაზეც ფხუკუნი აუტყდა- აი ვუყურებ და მგონია რომ იმ მუცელში ჩლიქებიანი პონი უზის- ამაზე თავი ვეღარ შეიკავა ბიჭმა და ისეთი ხარხარი ატეხა აბსოლუტურად ყველა ჩვენ მოგვაშტერდა. მეც ვეღარ შევიკავე ღიმილი, რომელიც შემდეგ სიცილში გადაიზარდა და ციბაძეზე აკრული ბოლო ხმაზე ვკიოდი
-სირცხვილია გვეყოს- ყურში მიყვირა ცოტნემ მაგრამ ამაზე უარესად ჩაბჟირდა
-მგონი ჯობია თქვენ ორი აივანზე გახვიდეთ და იქ მოითქვათ სული - მკაცრად გადმოგვხედა ვაკომ და სკამებიდან წამოგვყარა.
როგორც კი დავმშვიდდით, რაც მალე ნამდვილად არ მომხდარა, უკან დავბრუნდით და ჩვენი კუთვნილი ადგილები დავიკავეთ
-დამშვიდდით?- გადმოგვხედა რეზიმ
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-გოგოები სად არიან ?
-აი იქ ცეკვავენ- სცენისკენ გვანიშნა და წამოდგა როგორც კი მათთან მისული ბიჭი შეამჩნია- ეხლავე მოვალ
-როგორ ხარ რძალო?- თეფშზე დარჩენილი ქათმის სალათა გადმოვიღე და გოგოს ირონიულად მივაცქერდი
-კარგად შენ? - უხერხულად გაიღიმა და რატის აეკრო
-გადასარევად, არ მეტყობა? - გავუცინე და ვაკოს გავხედე- აუ კიდე შეუკვეთე რა, ხო იცი სუფრაზე ამის გარდა არაფერს ვჭამ
-რადგან შენ კიტრით და ლიმონათით სადილობას გადაეჩვიე, მაგაზე უარს როგორ გეტყვი - დამცინა მეგობარმა და იქვე მდგარ მიმტანს დაუძახა- უკაცრავად სამი თეფში ქათმის სალათა დაგვიმატე ამ მაგიდაზე
-სამი რა ამბავია- დავხედე რამხელა თეფშზე იდო წეღან ჩემი საჭმელი და წარმოდგენისას ული შემიწუხდა
-ორს შენ შეჭამ და იქნებ მოუნდეს ვინმესაც რა იცი - ისევ აგრძელებდა დაცინვას ჩივაძე
-იუბილარი არ იყო, ხო იცი რასაც გიზამდი- სიმწრის ღიმილით დავემუქრე და აივანზე გავედი.
თქვენ წარმოიდგინეთ და არ გამომყოლია. მშვიდად ვიდექი და ვეწეოდი სიგარეტს. რამდენიმე წუთის მერე ცრემლები შევიმშრალე, მაკიაჟი ვიტრინაში შევისწორე და უკან დავბრუნდი. ერთმა ბიჭმა გამომიცეკვა, ტვილდიანისკენ გავიხედე რომელიც მშვიდად ესაუბრებოდა ლიზას და ყურადღებაც კი არ მოუქცევია რაზეც ნერვები ამეშალა და უცნობს ცეკვაზე დავთანხმდი.

-ნერვებს მიშლის - ვიყვირე ბოლო ხმაზე და ატირებული ნუცას ჩავეხუტე, რომელიც საპირფარეშოს კარს კეტავდა.. არცერთი ხმას არ იღებდა. მშვიდად ელოდნენ ჩემს მორიგ ისტერიკას, რომელიც 5 წელია აღარ დამმართნია.
-მიკვირს, აქამდე როგორ იტანდი- გაიხსენა რამდენიმე „უდარდელად“ გავლილი დღე ნიამ
-მეგონა ვუყვარდი, მეგონა უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოიყვანა ცოლი, მაგრამ ტიპს ფეხებზე ვკი*ივარ- ვსლუკუნებდი და ლოყებზე ჩამოსულ ტუშს მუჭებით უშედეგოდ ვიშორებდი.
-და იქნებ უყვარხარ? - ხავსს ეჭიდებოდა ანკა
-როცა საქციელი სხვა რაღაცაზე მეტყველებს ეგეთი რაღაც არ უნდა დაიჯერო- დავარიგე ვაშაყმაძე ტაქსის გამოსაძახებლად ტელეფონი ამოვიღე
-უკვე მიდიხარ?
-ესე უკან ვეღარ დავბრუნდები- სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავის შემეშინდა ისეთ ფორმაში ვიყავი- როჩესტერის პირველ ცოლს ვგავარ - გამეცინა და გოგოებს გავხედე, რომლებიც გაკვირვებულები მიყურებდნენ- რა იყო ხალხო, კი არ მოკვდა ვინმე, სიცილიც არ შეიძლება?
-რანაირი ხარ ანიტა? - გულწრფელად გაუკვირდა ნუცას
-რანაირი- გავიკვირვე მე
-რავი, ამდენი წელია გიცნობ და მაინც ყოველთვის ახერხებ ჩემ გაოცებას
-ამოუცნობი ვარ - სიამაყით ჩავილაპარაკე და სარკის ანარეკლს რო მოვკარი თვალი, მივხვდი ცოტა უადგილოდ გამომივიდა- აფსუს რა დროს არაა ჰელოუინი- დანანებით ჩავილაპარაკე და გოგოებს გავხედე- მშვენიერი ფორმა მაქვს არჩეული პროსტა შემდეგ ოქტრომბრამდე ესე გამოწყობილი ვერ დაველოდები
-გიჟი ხარ შენ თავს ვფიცავარ - აღმოხდა ნიას
-ვიცი - თვალი ჩავუკარი და როგორც კი მძღოლის ზარმა მამცნო მოვედიო, უკანა კარიდან გავიპარე შეუმჩნევლად.
-ბახტრიონზე - გავუცინე გაკვირვებულ მძღოლს , რომელიც ისე მათვალიერებდა, მე მგონი დაყაჩაღების შეეშინდა. თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია , ყურსასმენები მოვირგე და madness- never knew your nameს თანმხლებით ვიმგზავრე სახლამდე.
ნუ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
ამერიკაში ვბრუნდები.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუ ძან არ მომწეონა რო რატი ლიზიზე დაქორწინდა ანიტა თუ უყვატდა ის რატო მიყვნა ........ შემეგი თავი მალე დადე

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

Auu saocarii xar raa!prosta cotas deb shesavlze avtirdi chemi mdgomareoba gamaxsenda sastavze da guli sashinlad amtkivda....magram shen xar saocarii male da gtxov

 


№3 სტუმარი Nuca

კარგია ნატა. მაგრამ ერთს გეტყვი.... სათაურს არ გადაუხვუაო...ანუ რას ვგულისხომბ, სხვაზე არ ჩააოჯახო

Nuca
კარგია ნატა. მაგრამ ერთს გეტყვი.... სათაურს არ გადაუხვუაო...ანუ რას ვგულისხომბ, სხვაზე არ ჩააოჯახო

ჩააოჯახო

Nuca
კარგია ნატა. მაგრამ ერთს გეტყვი.... სათაურს არ გადაუხვუაო...ანუ რას ვგულისხომბ, სხვაზე არ ჩააოჯახო

Nuca
კარგია ნატა. მაგრამ ერთს გეტყვი.... სათაურს არ გადაუხვუაო...ანუ რას ვგულისხომბ, სხვაზე არ ჩააოჯახო

ჩააოჯახო

ანიტა

ტელეფონი ჭედავს ,არ შეიმჩნიიოო დდდდ

 


№4 სტუმარი nia

ტყუილად დავხარჯე დრო ამ ისტოიაზე. არ გეწყინოს, ძალიან მომწონდა და ის პერიოდი როცა შეწყვეტილი გქონდა წერა მარტო იმიტო შემოვდიოდი საიტზე რომ მენახა ეს ისტორია და ასეთ უაზრო გაგრძელებას არ ველოდი. ჯერ ხო როგორი ცუდი პერსონაჟი გამოაჩინე ის ლიზა და იმ ამბების მერეც რო ატრიალე მათ წრეში და ახლა ეს ორსულობა და ქორწილი რაღაც არარეალურისკენ წავიდა. ნუ მე ვწყვეტ კითხვას მაგრამ მაინც წარმატებები

 


№5 სტუმარი Natia

Mal male Dade tavebii

 


№6  offline წევრი blondeangel631

კარგი იყო მაგრამ სულაც არ მომეწონა რატის და ლიზის ერთად ყოფნა შეგეძლო სხვანაირად განგევითარებინა სიყუაცია ისე ეხლაც შეგიძლია ლიზი და რატი დააშორო და ბავშვს რამე მოუხერხო ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი tikuna tika

ვგიჟდები ამ ისტორიაზე! იმედია ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდებაა

 


№8  offline წევრი tamuna.s

ანუ ხან ამას უვარდებოდა ოთხში და კოცნიდა და მერე ლიზასთან სექსაობდა? ამ რატიზე გული მერევა უკვე
ჯერ საერთოდ იმ ამბების მერე ამ სასტავში როგორღა გამოაჩინა ეს ლიზა და მერე დააორსულა კიდეც. ჩემი აზრით სათაურს უკვე გადაუხვიე, რადგან რატი კვე ლიზას ქმარია და არა შეყვარებული და საერთოდ დამეკარგა მაგ ბიჭზე წარმოდგენა. ამიტომ ჯობია ანოტაც თავის გზაზე წავიდეს და მანაც იპოვოს ბედნიერება ღირსეულ ბიჭთან.

 


№9 სტუმარი სტუმარი თაკო

მეც ვთვლი რომ რატის საქციელი ამაზრზენია,ვერ ვიტან კაცებს რომლებიც იფუცებიან სიყვარულს და მეორე ოთახში სხვასთან სესქსით კავდებიან, მხოლოდ ბავშვის გამო შექმნილი ოჯახებიც ამაზრზენია

 


№10  offline წევრი Kalina

რატის ანიტა არ უყვარს.
და არც არასდროს ყვარებია სამწუხაროდ:)
კარგია, მალე რომ გაირკვა ყველაფერი.
და ანიტა “ბავშვია” ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11 სტუმარი vikacirekidze

Male dade Ra gelodebi dzaan kargia

 


№12 სტუმარი სტუმარი თათა

აუუი როდის დაიდება შემდეგი თავიიი ????????????????

 


№13  offline წევრი NatatuKa

ანი ჩიხლაძე
ძალიან მომწონს შენი სარკასტული იუომორი :) აქტუალური ჟანრი გაქვს არჩეული :) ყოჩაღ კარგი გოგო ხარ :*



ძალიან დიდი მადლობა <3

 


№14  offline წევრი Somebody

კარგია..კარგია..კარგია..კარგია..კარგია..კარგია..კარგია..კარგია..კარგია..კარგია.. heart_eyes
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent