შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან.. თავი 2


19-05-2018, 19:22
ავტორი katiusha
ნანახია 3 682

დოლიძეებთან დიდი არეულობა და გაურკვევლობა სუფევდა,მამამისი ქალაქში ცნობილი პროკურორი კაბინეტში გამოიკეტა და ხმას არავის არ სცემდა,ვისკის ბოთლი დაედგა წინ და ნახევრამდე ჩაეყვანა,დედა და თეკლა უზარმაზარ მისაღებში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ,მხოლოდ მარინა მოთქვამდა ხმამაღლა და შვილზე ბრაზობდა.თეკლა დუმდა.კარგად ესმოდა მას სიტუაციის სირთულე,ესმოდა მეგობრისაც და უგებდა მის მშობლებსაც რომ ფაქტიურად მთელ ქალაქში შერცხვნენ,მაგრამ ვერაფერს ამბობდა,დუმდა და ნინის ზარს ელოდა. უკვე შუაღამე იყო ის კი არ რეკავდა.
-სად წავიდა თეკლა?შენ უნდა იცოდე.მისი მეგობარი ხარ და გეტყოდა, აუცილებლად გეტყოდა ასე რატომ მოიქცა.
-არ ვიცი ნათლია,მართლა არ ვიცი,არაფერი უთქვამს.გთხოვ დამშვიდდი,ნუ ინერვიულებ. აი ნახავ გამოჩნდება და ყველაფერს აგვიხსნის.თუ ასე გააგრძელებთ ნერვიულობას წნევა აგიწევთ.
-ვის ადარდებს ახლა ჩემი წნევა და ცუდად ყოფნა.-იყვირა მოთმინებადაკარგულმა ქალმა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.-არა გოგიც რომ არ იღებს ხმას და არაფერს აკეთებს ეს უფრო მაცოფებს.ამდენი ნაცნობი ჰყავს,ხომ შეიძლება დაურეკოს ვინმეს და დაადგინოს სად წავიდა.
-კარგით ნათლია,დაადგენს და ყველაფერს გაიგებს ასე უმოქმედოთ არ იქნება. თეკლამ თითქმის ძალით წაიყვანა მარინა საწოლ ოთახში,დამამშვიდებელი დაალევინა და მანამდე დარჩა მასთნ სანამ ჩეძინებოდა, მერე უკან დაბრუნდა, ნინის ნომერი აკრიფა,მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.თანხმობის შემდეგ შევიდა
-როგორ ხარ ნათლია?გული ისევ ხომ არ გაწუხებს?
-ახლა ისე კარგად ვარ როგორც არასდროს. ჩაეღიმა კაცს.
-ეგ როგორ გავიგო?დაიბნა გოგო და წინ დაუჯდა
-არასოდეს არ მომწონდა ეგ ბიჭი და მისი ნინიკოსთან ურთიერთობა,მაგრამ რადგან ჩემს გოგოს უნდოდა ხმას არ ვიღებდი,ახლა თთქოს გულზე მომეშვა
-ესეგი არ ხართ გაბრაზებული?
-არა ვარ.ვარ იმიტომ რომ აქამდე მიიყვანა საქმე,თუმცა დარწმუნებული ვარ იმ დილით რაღაც ისეთი მოხდა რამაც ნინის ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს შენც იცი..
-მეე ..მეე ვერ გეტვით ამას.- დაიბნა თეკლა.
-კარგი,ნუ მეტყვი,წადი დაიძინე,შენც ძალიან დაიღალე და ინერვიულე, დაველოდები ჩემი შვილის გამოჩენას და მის ახსნას.-გაუღიმა კაცმა და კიდევ ერთი ჭიქა დაისხა
-წავალ და ამასაც წავიღებ,-ხელი დაავლო ბოთლს და თან გაიყოლა თეკლამ. გოგიმ ღიმილით გააყოლა თვალი ნათლულს და ზარს უპასუხა
-სად წავიდა?..მარტო?..კარგი ისიც დამიდგინე სად გაჩერდება და როგორ იქნება.ოღონდ არ შეგამჩნიოს.კმაყოფილმა გათიშა მობილური და წამოდგა საძინებლისკენ წავიდა.
განა ვინმე დაიჯერებდა რომ პროკურორი გოგი დოლიძე შვილის შესახებ არაფერს დაადგენდა და ასე უმოქმედოდ იჯდებოდა...
ნინიკომ მძიმედ დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს,საწოლში გაიზმორა და უცებ კარგად დააჭყიტა ორივე თვალი,ნაცნობი ოთახი არ იყო და გუშინდელის გახსენებას შეეცადა,მალე აღიდგინა გონებაში ყველაფერი.ისევ ტკივილმა შეახსენა თავი,მაგრამ იმის მერე რაც გიორგისთან დალევა დაიწყო აღარაფერი ახსოვდა.თავი უსკდებოდა ტკივილისგან,თითქოს შიგნიდა უხარუხებდნენ უროს და გაჩერებას არ ცდილობდნენ. კარზე კაკუნი გაისმა და მალე გიორგიც გამოჩნდა
-როგორ ხარ?-ღიმილით ჰკითხა.
-საშინლად.შეგიძლია მითხრა სად ვარ.?
-ჩემს სახლში,უფრო ზუსტად თუ გაინტერესებს შუა ბერლინში ხარ. ნინიკოს ამის გაგონებაზე ფერი ეცვალა სახეზე და უსიამონოდ შეიშმუშნა,რაც გიორგის გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია.
-შეგიძლია მშვიდად იგრძნო თავი, აქ ჩემთან ერთად ჩემი და დისშვილი ცხოვრობენ.ახლა ისინი პიკნიკზე არიან წასულები, რომ დაბრუნდებიან აუცილებლად გაგაცნობ,მანამდე კი ადექი,მოწესრიგდი და ქვემოთ ჩმოდი ვივახშმოდ
-ცუდად ვარ,დაიკვნესა გოგომ
-ეგ ნაბახუსევია,გაეცინა ბიჭს.-მაგის წამალი კი სამზარეულოშია.სწრაფად და დიდხანს არ მალოდინო.გიორგი ოთახიდან გაუჩინარდა სანამ ნინი რამეს ეტყოდა.
-ო,რა სულელი ხარ ნინიკო,ისე როგორ დათვერი და ამდენი როგორ დალიე რომ უცხო ადამიანის სახლში აღმოჩნდი,ბრაზობდა საკუთარ თავზე.ამას ნამდვილად არ გეგმავდა მარტო ყოფნა უნდოდა და სრულიად უცნობთან აღმოჩნდა,მერე რა რომ ის დათოს მეგობარი იყო,ახლა ისიც უცხო იყო მისთვის,თურმე სულ არ იცნოდა აქამდე მასაც.
ოთახს თვალი მოავლო და ახლა შამჩნია რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ოთახი. დიდი ოთხი იყო,საკუთრი სააბაზანოთი და ცალკე ტანსაცმლის ოთახით,სადად და გემოვნებიანად მოწყობილი,არასოდეს ყვარებია დიდი ოთახები,ყოველთვის თვისი პატარა მყუდრო საძინებელი ერჩივნა ყველაფერს,მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო.
-ნეტავ სად ვარ? მდიდარი პრინცის აპარტამენტებში?უნებურად საკუთარ აზრზე ჩაეღიმა.ვისთვის ვინ არის პრინცი. ზოგისთვის მდიდარი ფულიანი ბიზნესმენი, ზოგისთვის კი ღარიბი ოჯახის შვილი,მისთვის მთავარი პატივიცემა,დაფასება და სიყვარული იყო და სულ არ ჰქონდა არასოდეს მნიშვნლობა ადამიანის შესაძლებლობას.
.მერე ოთახიდან გავიდა და პატარა დერეფანში აღმოჩნდა,ჩაყოლებაზე, ორივე მხარეს რამდენიმე ოთახის კარი შეამჩნია. დერეფნის ბოლოს პირველ სართულზე ჩასასვლელი კიბე იყო,რომელსაც გვერდით ნაზი მოჩუქურთმებული სახელური მიუყვებოდა. კიბეზე რომ ჩავიდა დიდი მისაღები ოთახი გამოჩნდა. ოთახის ბოლოს სამზარეულოში მოფუსფუსე გიორგი დაინახა, წინსაფარი აეფარებინა და სუფრას შლიდა. წამით ნინიკოს გაეცინა და ძალიან მოუნდა დათოც ასეთი მზრუნველი ყოფილიყო.. იქვე მდგარ პატარა მაგიდას დაეჯახა და კინაღამ ლარნაკი გადმოაგდო. ხმაურზე გიორგიმ მოიხედა და დააბნეული ნინიკო რომ დაინახა მასაც გაეცინა.
-მოდი, მოდი. არაუშავს გატყდეს, ბედნიერების ნიშანია.
-მაპატიე, არ მინდოდა..დაიმორცხვა მან
-იცი ახლა ისეთი სახე გაქვს, ბავშვს რომ წაასწრებენ ხოლმე დანაშაულზე, თუმცა შენც ხომ ბავშვი ხარ ჯერ კიდევ.-გაეცინა გიორგის
-ბავშვი არ ვარ,-ეწყინა ნინიკოს.გიორგიმ შეამჩნია,რომ ადგილიდან არ იძვროდა, მასთან მივიდა, ხელზე ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით მიიყვანა სუფრასთან
-ძალიან ხომ არ დავაგვიანე?
-არა
-გმადლობ ასე რომ წუხდები ჩემთვის,ბოდიშს გიხდი და გპირდები დიდხანს არ შაგწუხებ
-სულაც არ მაწუხებ,დამიჯერე იმით უფრო შევწუხდები აქედან რომ წახვალ და მარტო დარჩები ამ უზარმაზარ და ცივ ქალაქში.
-ესეგი ეს ქალაქი კარგად იცი?
კი,რამდენიმე წელია აქ ვცხოვრობ,ბებია მყავდა გერმანელი და ხშირად მიწევდა აქ ჩამოსვლა.ბოლო პერიოდი ხომ საერთოდ აქ ვართ მე და ჩემი და.
გიორგი ისე მხიარულად ლაპარაკობდა და ისე თავისუფლად რომ ნინიც აიყოლიადა ის დაძაზბულობა რასაც გრძნობდა მოეხსნა
. -მიხარია რომ გეხმარები.მითუმეტეს ჩემი მეგობრის საცოლე ხარ.
-გიორგი დაიმახსოვრე დათო ჩემთან აღარასოდეს ახსენო,მისი დანახვაც არ მინდა და არც მასზე რამის გაგება,ჩემთვის ის მოკვდა. სახე მოეღრუბლა გოგოს
-კარგი როგორც გინდა,მაგრამ არა მგონია ასე ზიზრით და სიძულვილით ცხოვრება ღირდეს,არ ვიცი რა დააშავა მან მაგრამ აუცილებლად უნდა დაილაპარაკოთ.ოღონდ ახლა არა,რო დამშვიდდებით მერე, შენთვის ასე ჯობია პატარა კუდრაჭა,ცხვირზე თითი დაჰკრა ღიმილით.ნინიმ დაიმორცხვა და დარცხვენილმა გამობუსხა ტუჩები..
-ბავშვივით ნუ მექცევი,პატარა არ ვარ.
-რაო გამებუტე პატარა ქალბატონო?-ჰკითხა გიორგიმ თან სიამოვნებდა მისი გაბრაზება.
-არა,უბრალოდ მე პატარა არ ვარ.დიდი ხანია გავიზრდე.
-მოდი გვეყო ამაზე ლაპარაკი და ახლა ვივახშოთ.მეც მომშივდა.ბიჭმა ცხელი წვნინიათ სავსე თეფში დაუდო წინ და თავისთვისაც დაისხა.მის წინ ჩამოჯდა და ჭამა დაიწყო.
-გემრიელი იყო თან თავის ტკივილმაც გამიარა,შენ მოამზადე?
-კი მე მოვამზადე.მიხარია რომ მოგეწონა.
-უკვე მეორედ გადამარჩინე,-გაეცინა გოგო
-ეგ არაფერია.ნიჟარაში ჩაალაგა თეფშები და სუფრა აალაგა.
-ნინი გინდა სადმე გავისეირნოთ?-შეაპარა გიორგიმ
-მაპატიე გიორგი,მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვარ ამის ხასიათზე და თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. სხვა დროს იყოს თუ არ გეწყინება.
-არა არ მეწყინება,ვიფიქრე განტვირთვაში დავეხმარები-თქო?
-მადლობა რომ წუხდები,მაგრამ ახლა არა,თუ წინააღმდეგი არ ხარ ოთახში ავალ და წამოვწვები.მეძინება.ეტყობა აკლიმატიზაციას განიცდის ჩემი ორგანიზმი ისევ.გაუღიმა გოგომ
-მალე ისინის მოვლენ და სანამ დაიძინებ ხომ არ გაიცნობ?
--მაშინ დაგეხმარები და ჭურჭელს მაინც დავრეცხავ.წამოხტა გოგო და დასვრილ თეფშებს წაეტანა,--დაჯექი მანდ დაიღლებოდი,ახლა მე დავასრულებ,გასცა ბრძანება თითოს მასპინძელი ყოფილიყო და გიორგისაც წინააღმდეგობა აღარ გაუწევია,ნინი მონდომებით რეცხავდა და საშრობში ალაგებდა ყველაფერს. გიორგი კი უყურებდა და ფიქრობდა:
-ოჰ.მოსაკლავი ხარ დათო ეს გოგო ასეთ დღეში რომ ჩააგდე
*****************************

საღამო იყო,უკვე მეორე დღე მიიწურა რა ნინი გაუჩინარდა,დილიძეებში ისევ დაძაბულობა იყო.საღამოს ვერანდაზე მაგიდას უსხდნენ გოგი და მარინა და ვახშმობდნენ.არც ერთი არ იღებდა ხმას,მარინა დროდადრო ქმარს გახედავდა და ბრაზისგან ლუკმა ძლივს გადასდიოდა ყელში.ის კი შვიდად მიირთმევდა საჭმელს.
-გამაგებინე ასე მშვიდად როგორ ხარ როცა შენმა შვილმა ასე საქვეყნოდ მოგვჭრა თავი?-დაელია მოთმინება და იფეთქა
-ნინიკო შენი შვილიცაა.აუღელვებლად უპასუხა კაცმა
-შენი ბრალია,შენ გაათამამე,ასე ამიტომ მოიქცა რომ მას შენი არ ეშინოდა, ყოველთვის ლმობიერი მამა იყავი.ის მაინც გამაგებინა სად არის და როგორაა?რამე იღონე გოგი,მოიმოქმედე რამე,
-დარწმუნებული ვარ იცის რასაც აკეთებს და ასე მოქცევის სერიოზული მიზეზი ჰქონდა, ასე რომ ახლა მორჩი ისტერიკებს და მშვიდად ვივახშმოთ.
პასუხად მარინამ ხელსახოცი დაახეთქა მაგიდაზე და პროტესტის ნიშანად დატოვა გაბრაზეულმა. სულ არ მიუქცევია ყურადღება იმ წუთას დაბრუნებული თეკლასთვის.
-ოო,ეს ვინ მოსულა,მოდი შვილო ჩემთან ერთად ივახშმე .-გაუღიმა კაცმა-ხომ იცი არ მიყვარს მარტო როცა ვვახშმობ.გაუღიმა ნათლულს და გადაკოცნა,თეკლაც სუფრას მიუჯდა,მაგრამ არაფერი გადაუღია
-რატომ არ ჭამ?
-ნათლია ნინიმ დამირეკა,მითხრა რომ კარგადაა და როცა დაბრუნდება ყველაფერს აგვიხსნის. მშვიდად შეაპარა გოგომ
-ნინის გადაეცი რომ მწყინს როცა ჩემს გარდა ყველას აყენებს საქმის კურსში,იმიტომ კი არა რომ მამა ვარ და გავამართლებ ან გავამტყუნებ,იმიტომ რომ არასოდეს არ ვყოფილვარ ჩვეულებრივი მამა,ყოველთვის მისი მესაიდუმლე და მეგობარი ვიყავი და მგონი ვიმსახურებ რომ დამელაპარაკო
-კი ვიცი, ნათლია და აუცილებლად გადავცემ.თუ დამირეკა.
- ვიცი ნინიკოს სერიოზული მიზეზი ექნება და ამიტომ მშვიდად ვარ, თან ისიც ვიცი რომ ცუდს არაფერს ჩაიდენს, ამიტომ დაველოდოთ მის დაბრუნებას, ვნახოთ რას გვეტყვის. შენ კი დიდი მადლობა რომ ჩემ შვილს გვერდით უდგახარ და მისი ერთგული ხარ.
-იმიტომ რომ ნინიკოც ასეთია და თქვენც ძალიან მიყვარხართ, თქვენ ხომ მამობას მიწევთ მას შემდეგ რაც მამა დამეღუპა, დიდი მადლობა ამისთვის, თეკლამ თბილად გაუგიმა გოგის.
-ახლა მივირთვათ, თორემ ცივი უგემურია, -უთხრა გოგიმ და მშვიდად განაგრძო ჭამა



№1  offline წევრი დარინა

პატაა თავებია და არ მყოფნის, ძალიან მომწონს მათლა კარგი ისტორიააა, ხო გიორგიზე უკვე შეყვარებული რომ ვარ ეს წნა თავშიც დავწერეე.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
პატაა თავებია და არ მყოფნის, ძალიან მომწონს მათლა კარგი ისტორიააა, ხო გიორგიზე უკვე შეყვარებული რომ ვარ ეს წნა თავშიც დავწერეე.

Gpirdrbi xval did da msuye tavs dabdeb da kmayofili darchebi :-D

 


№3 სტუმარი ani

Dzalian kargia niniko momwons giorgic kargi bichia warmatebebiiii

 


№4 სტუმარი Izolda nioradze

Momecona mec agar gisakvedureb patara taviatko.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent