წამის მეასედი (თავი 1)
თავი 1 -არა დედა,არა...მაგას როგორ მეუბნები...ვიცი...ვიცი,რომ გვიჭირს, მაგრამ არ შემიძლია...გთხოვ.-ჩემი ბიძაშვილი დედამისის წინ იდგა მუხლებზე და სახეზე სიმწრის ცრემლები ნიაღვარად დასდიოდა,სახეზე საზარელი სასოწარკვეთილება გამოსახვოდა და თვალებით თითქოს დახმარებას ითხოვდა. -მორჩა შენს ხმას აღარ გავიგებ!-ქალბატონი ნინო გამართული იდგა და უემოციოდ დაჰყურებდა ერთადერთ ქალიშვილს.- არჩევანი არ გაქვს.როგორც გინდა ისე შეაყვარებ იმ ბიჭს თავს და ცოლად გაჰყვები. „-ქალბატონო ნინო ძალან ვწუხვარ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა...." ამ სიტყვებით დაიწყო ყველაფერი.აქამდე დიდი და ძლიერი ოჯახი ვიყავით...შემდეგ... შემდეგ კი ის საშინელი აეროკატასტროფა,სადაც მშობლები და საყვარელი ბიძა დავკარგე. საფრანგეთში მიფრინავდნენ, როდესაც მათი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დღემდე უცნობი იყო მათი ადგილ- სამყოფელი,ჩვენ კი უკვე ვხვდებოთ,რომ ისინი გარდაცვლილები იყვნენ. დაკრძალვაც იყო და დამშვიდობებაც. ორივე მშობლს ერთად დაკარგავამ იმხელა ტკივილი მომაყენა,რომ წამში გაქრა ძველი ელენა და ფიტულს დავემსგავსე,ერთ დროს ქალაქის ყველაზე ძლიერი ოჯახი ახლა დანაწევრებული იყო, რამდენიმე თვე მოგვცეს თითქოს ამოსასუნთქად, აი შემდე...შემდეგ კი დაიწყო პრობლემები. მამა და ბიძია მნიშვნელოვანი კონტრაქტის გასაფორმებლად მიდიოდნენ,მათი გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი ჩაიშალა.ასე კომპანიამ რამდენიმე მილიონი იზარალა,მამაჩემის ადვოკატმა კი დარცენილი ქონება მიითვისა და გაუჩინარდა. მე, ჩემი ბიძაშვილი ლიზა და ნინო ბიცოლა დიდი ვალების წინაშე აღმოვჩნდით.ახლა კი როგორც ჩანს ქალბატონი ნინო გამოსავალს შვილის სარფიანად გათხოვებაში ხედავდა. -კი მაგრამ,არც კი ვიცნობ დედა...ვერ ხვდები,რომ სრულიად შეუძლებელს მთხოვ?!რას ქვია თავი უნდა შევაყვარო?! -ხვალ მივემგზავრებით მის ოჯახში სტრუმრად რამდენიმე თვით... ლიზა ყელამდე ვალებში ვართ და თუ გინდა,რომ სიღატაკით სული არ ამოგვხვდეს,ამ წინადადებას უყოყმანოდ დასთანხმდები.- ამ სიტყვებით ქალბატონი ოთახიდან გავიდა, კიდევ ერთხელ მოავლო უემოციო მზერა ქალიშვილს და გაუჩინარდა. -არ მჯერა...ამას როგორ მიკეთებს?!მერამდენე საუკუნეა?!... საეეთოდ იმ ბიჭმა იცის რამე?!ელენა....-იატაკზე იჯდა და მოთქვამდა,მე კი გაუნძრევლად ვიჯექი და ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვერ ვეხმარებოდი.ამიტომაც უბრალოდ ავდექი და გამოვედი...იმ ადგილას წავედი სადაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში დიდ დროს ვატარებდი,ვიჯექი და წარსულზე ვფიქრობდი...ძველ ელენაზე... 6 თვის წინ... -ლიზ!-ბიძას სახლში ვიყავი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.ამ ოჯახში ჩემს სიგიჟეებს ყველა შეჩვეული იყო,მხოლოდ ნინო ბიცოლა მიყურებდა ხოლმე დაბღვერილი,ახლა კი სახლში არავინ იყო,რადგან კომპანიაში ახალი კონტრაქტის საბუთებს ამზადებდნენ.-თუ ოც წუთში ჩემს წინ არ იდგები გამზადებული უშენოდ წავალ! -რა გაყვირებს ამ დილაუთენია?-ლიზა პიჟამოებითა და ჩუსტებით გამოჩნდა კიბის თავში,თმა ჩალასავით ედო თავზე და ახლაგაღვიძებული ისრესდა დასიებულ თვალებს. -რვა საათია უკე!და შენ ზუსტად თვრამეტი წუთი და ორმოცდა სამი წამი დაგრჩა,იმისათვის რომ სპორტულად ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოხვიდე სარბენად. ბუზღუნის,წუწუნის და ისტერიკის შემდეგ,რომ გამოუძინებელი იყო და არსად წამოვიდოდა,საბოლოო ჯამში უკვე ჩემს გვერდით დარბოდა. -გუშინ ის შანელის ჩანთა რომ განახე,ორ კვირაში იმის პრეზენტაციაა მილანში და წასვლას ვაპირებ,ხო წამოხვალ?- მკითხა და ყურსასმენები მოირგო. -არაა მე არ მინდა...მამას თვითმფრინავით წადი და გოგოებიც წაიყვანე.- ამ და კიდევ სხვა „უმნიშვნელოვანეს" თემებზე ვსაუბრობდით, როდესაც ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და მალე თვალები სიმწრის ცრემლებმა დამიბინდა. -ღმერთო...გაიწიეთ თუ შეიძლება...ჰაერი სჭირდება...კარგად ხართ?- სასიამოვნო ხმა ჩამესმოდა და ვიღაც გრილ ხელებს მისვამდა სახეზე.-შემაშინეთ,ისე უცებ გადმოხტით,საჭე ვეღარ დავიმორჩილე... ხელების პატრონს დავაკვირდი და დავრწმუნდი რომ,მოვკვდი და სამოთხეში აღმოვჩნდი,იმიტომ რომ ასეთი ღმერთკაცი დრდამიწაზე ვერ იარსებებდა... ცოტა ხნის შემდეგ გავიაზრე,რომ სირბილის დროს ველოსიპედი დამეჯახა და ახლა ასფალტზე ვიყავი გართხმული. -თვალები სად გაქვს?თან მე გადმოვხტი არა?!წინ რომ უნდა იყურო არ გასწავლეს?!-შეტევაზე გადავედი.ბიჭი ასეთ რეაქციას არ ელოდა,ამიტომაც თავიდან დაიბნა,შემდეგ ირონიულად ჩაიცინა და წამოდგა. -კარგად ყოფილა. -რა კარგად?!რა კარგად?!რამე რომ მომსვლოდა,ახლა შენი ფერფლიც კი აღარ იარსებებდა!ხეპრე! -მისმინე პატარა ქალბატონო...ვიცნობ შენისთანა მამიკოს გათამამებულ გოგოებს და ვიცი რა ჩიტიც ხარ, ძალიან რომ არ ყოფილიყავი დაკავებული ჭორაობით,დარწმუნებული ვარ დაინახავდი, რომ ეს ბილიკი ველოსიპედით მოსიარულებისთვისაა. ლიზა გაკვირვებული გვიყურებდა ხან მე, ხან ჩემს პოტენციურ მკვლელს. -არაფერიც!-ხელი ავიქნიე.-იცი რაა...შენთან ლაპარაკის გაგრძელებას არ ვაპირებ და კარგად ბრძანდებოდე. ვთქვი და გაბრაზებული გამოვბრუნდი უკან. -არანორმალური ხარ გოგო?!-მაშინვე მეცა ლიზა. -რატო ვითომ?!-შევიცხადე. -ის ბიჭი რომ დავინახე,მე ლამის იქვე ჩავიკეცე,ხმაც კი ვერ ამოვიღე შენ კი ლამის დაახრჩე. -რათ გინდა გარეგნობა,ვერ დაინახე რეები მითხრა?! -ღირსი კი იყავი. -მე?! -კაი,ხო აღარ დაიწყო...თუმცა აუცილებლად გავიგებ ვინ არის. -რა იყო ლიზაა...ერთი დანახვით ხომ არ შეგიყვარდა...ან საიდან უნდა გაიგო ვინაა? -ეგ მე ვიცი. ჩუმად მივდიოდით,მე კი მომხდარზე ვფიქრობდი და უფრო ვრწმუნდებოდი,რომ გიჟივით მოვიქეცი და მართლაც ჩემი ბრალი იყო.აი საღამოს კი აღარც სიმპატიური უცნობი მახსოვდა და აღარც „ეპიკური დაცემა".მე და ლიზა მისაღებში ვისხედით და რაღაცაზე ვიცინოდით,როდესაც ოთახში ნინო ბიცოლა შემოვარდა, ქალს სახე გაფითრრბოდა და ცრემლები სდიოდა. -ელენე...ლიზა...რამდენიმე საათის წინ ჩვენი კომპანიის თვითმფრინავი ჩამოვარდა...ისინი...ვერ პოულობენ...თქვეს,რომ დიდი ალბათობით ცოცხლები აღარ არიან...-თითქოს იმ წამს თავში რაღაც ჩამარტყესო,თავიდან ვერ გავიაზრე,ბოლოს როდესაც განძრევა შევძელი ფეხზე წამოვდექი და კარისაკენ დავიძარი. -მე...მე მალე დავბრუნდები.-კარს უკან კიდევ ისმოდა ნინო ბიცოლასად და ლიზას გოდება. არ ვიცი სად მივდიოდი,უბრალოდ ბნელ ქუჩას მივყვებოდი და ვგრძნობდი რომ მარტო ვიყავი...ყველაზე მარტო სამყაროში... ჩემს წინ ავტობუსი გაჩერდა და მეც დაუფიქრებლად ავედი, ერთადერთი მგზავრი ვიყავი, თავი ფანჯარას მივადე და სიბნელეში გავიხედე...არ ვიცი რა დრო გავიდა..წამები...წუთები თუ საათები,ავტობუსი გაჩერდა. -ეს ბოლო გაჩერებაა.-შემატყობინა მძღოლმა,წამოვდექი და დაუდევრად მივეცი ფულის კუპიურა. -ხურდა დაიტოვეთ... -კი მაგრამ აქ ძალან ბევრია... მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე ისე დავუყევი ჩაბნელებულ ქუჩას. შემაღლებულ ადგილზე ვიყავი წინ ქალაქის ხედი იშლებოდა,იქვე ჩამოვჯექი და ახლა იწყეს ცრემლებმა დენა,თითქოს მხოლოდ ამ წამს მივეცი ჩემს თავს უფლება სუსტი ვყოფილიყავი,გვერდით მაღალი სილუეტი დავლანდე.ბიჭი მომიახლოვდა და ერთხელ გადმომხედა,მის სახეს კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ იმ უკუნითში კი ვიცანი. ***************** აბა რას იტყვით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.