ცხოვრება, ეს ზღაპარი არაა (თავი3)
- გამარჯობა საყვარელო. აბა როგორ ხარ? - ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი და წრიპინა ხმა მესმოდა. დიახ, ეს ლიკა იყო - რა იყო?ხმას რატომ ვერ იღებ? გეკითხები! - აქ რას აკეთებთ? აქ რა გინდათ? ვერ ხედავთ რა დღეში ვარ? ვერ ამჩნევთ? ფეხებსაც კი ვერ ვგრძნობ! - ამის გაგონებაზე, ნიკამ, ლიკამ და დათომ ერთმანეთს გადახედეს, კარგად არ მახსოვს მგონი ფერიც კი დაკარგეს - რრას ამბობ? გაგიჟდი? ჩვენ რა შუააში ვართ? - თქვენ რა გგონიათ რადგანაც პატარა ვარ ვერაფერს ვერ ვხდვდები? რა გგონიათ დებილი ვარ? მართალია თქვენზე ძალიან პატარა ვარ მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ დებილი ვარ! დიახ, თქვენი ბრალია ამ დღეში რომ ვარ და მე ამას პოლიციას ვეტყვი! - რა? - მომვარდა დათო - რას იტყვი? ვის ეტყვი? სულელი ხომ არ ხარ? გინდა უარესები გადაგხდეს? გინდა უარესად დაგასახიჩრო? თუ არ გინდა ჯობს მოკეტო - ამ დროს ექიმი შემოვიდა დათომ ხელი გადამისვა თავზე თითქოს მეფერებოდა და მარიგებდა - კარგი საყვარელო ჩვენ ეხლა წავალთ, იმედია გაიხსენებ მასე ვინ მოგექცა - გველურად გამიღიმა და ოთახიდან გავიდნენ სამივემ. ძალიან შემეშინდა. ამის მერე მალევე გამწერეს სახლში. ფეხებს ისევ ვერ ვგრძნობდი. ექიმმა გვითხრა, რომ ხერხემალი დაზიანებული მქონდა და შანსი იმისა რომ გავივლიდი 1% იყო. ამის შემდეგ რეგულარულად „ვსტუმრობდი“ ექიმის კაბინეტს, ერთ-ერთი სტუმრობისას კი მან გვითხრა რომ საკვერცხეებიც დაზიანებული მქონდა, ჩემ პრობლემათა სიას ესეც დაემატა. რათქმაუნდა არაფერი არ მითქვამს პოლიციისთვის ვიცოდი, რომ რამე რომ მეთქვა მერე უარესიც მელოდა. გვერდით ოჯახი მყავდა, და ჩემი ტასოც, მაგრამ ღამე მარტო დარჩენილს ძალიან მტკიოდა. თავისუფლად ვერ გადავადგილდებოდი, არ შემეძლო რაიმე მარტოს გამეკეთებინა. იმ დღის შძემდეგ 3 წელი გავიდა. საშინელი სამი წელი. მტკივნეული, მაგრამ მაინც შევძელი შევჩვეულიყავი გარემოს. რაც შეეხება სკოლას, 2 თვეში აღვადგინე სწავლა, მაგრამ ზედმეტად არსად არ გავდიოდი. ყველა სიბრალურის თვალით მიყურებდა. ყველა, მართალია ზოგი ვერ ბედავდა რაიმეს თქმას მაგრამ ყველაზე ზემოდან მიყურებდა. ყველა მახვედრებდა რომ მე ინვალიდი ვიყავი. ყველა მაჩვენებდა რომ მე მათ საზოგადოებას არ ვეკუთვნოდი, რომ მე მათი ნაწილი არ ვიყავი. მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო რომ, ხალხი, რომლებიც ჩემთვის მისაბაძი იყვნენ, ისინიც კი განსხვავებულად მიყურებდნენ. მათ თვალებშიც კი ვხედავდი სიბრარულს რაც მე მანადგურებდა. ბევრჯერ მომისმენია საუბარი, თუ როგორ ეუბნებოდნენ სხვა გოგონები ანასტასიას რომ მომშრებოდა, რომ ჩემისთანა საბრალო ადამიანთან არაფერი არ ესაქმებოდა. დღევანდელი დღესავეთ მახსოვს. სუსხიანი ამინდი იყო მოღრუბლური, გეგონება წვიმას აპირებსო. თვალები გახელილი არ მქონდა უკვე მესმოდა ყვირილსა და მტვრევის ხმა. ჰო, ისევ დედა და მამა ჩხუბობდნენ. ისინი ისევ ჩხუბობდნენ. ცოტახნის შემდეგ ჩემი ოთახის კარი გაიღო და მამა შემოვიდა. ისეთი სახე ქონდა რომ უკვე ვაანალიზებდი რაც უნდა ეთქვა, უკვე ვგრძნობდი რომ კარგ არაფერს არ მეტყოდა. - პატარავ. ხომ იცი არა რადმენსაც ნიშნავ შენ ჩემთვის? ვიცი ეხლა რასაც გეტყვი შეიძლება გული გეტკინოს. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ. - მამა?! ამიხსენი მასე უცნაურად რატომ საუბრობ? - პატარავ, ჩემო სათნოებავ, ჩემო ბედნიერების მიზეზო, ჩემო პირველო სიხარულო. არ გამიბრაზდე. მივდივარ მა. მე მივდივარ, მაგრამ არა შენი არამედ დედაშენის ცხოვრებიდან. მე სულ შენთან ვიქნები. გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ გეტკინოს. რომ ისე ძლიერი არ იყოს ტკივილი შენთვის, როგორც სხვა ბავშებისთვის. - მესმის მა, მესმის შენთვის ძნელია ყოველ დილით და საღამოთი ერთი და იგივე სცენის ყურება. მაგრამ მა, იმიტომ ხომ არ მიდიხარ რომ მე ინვალიდი ვარ? იმიტომ ხომ არ მიდიხარ, რომ მე არ შემიძილია ჩვეულებრივი ბავშვებივით ვითამაშო? მაგიტომ ხომ არ მიდიხარ? - არა მა, ეგ არც კი იფიქრო! ხომ იცი როგორც მიყვარხარ. გთხოვ ეგ აღარ გაიფიქრო! - და გულში ჩამიხუტა. იცით როგორ? ყველაზე თბილად. ეხლაც კიდე ვგრძნობ მის ჩახუტებას. ეხლაც ვგრძნობ, როგორ თბილად მეხუტებოდა. როგორი გემრიელი სუნი ქონდა. ეხლაც ვგრძნობ ჩემს მხარზე მის ცრემლებს. და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავაანალიზე, თუ როგორ ტკიოდა მაშინ მამაჩემს. გამარჯობა :) ისევ და ისევ მე . ძალიან მწყინს, რომ ვერ ვხედავ ჩემს ნაჯღაპნზე კომენტარებს :( ასე მგონია არ მოგწონთ :( გთხოვთ როცა წაიკითხავთ ერთი კომენტარი მაინც დამიტოვეთ მოგწონთ თუ არა თქვენ ის. გთხოვთ. ღირს გაგრძელებად? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.