შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 2)


22-05-2018, 00:16
ავტორი Stranger things
ნანახია 1 663

მე უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა,ამიტომაც წასვლა ვარჩიე.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.-მითხრა ირონიულად.
-არ მეშინია.
-აბა რაა...ზარი მამიკოსთან და ჩემი ფერფლიც კი აღარ იარსებებს.-ჩემი სიტყვები გაიმეორა.-ეგ როგორ დამავიწყდა.
და იმ წამს თითქოს ტვინში რაღაც გადამეკეტა, ეს ალბათ უბრალო ირონია იყო მაგრამ მე თითქოს გავიაზრე, რომ ამიერიდან აღარ მყავდა მამა და ვეღარასდროს დამეხმარებოდა ისე როგორც ძველებურად,ვეღარასდროს ჩავეხუტებოდი და მივაჩერდებოდი კატის თვალებით,რომ ძვირადღირებული ჩანთა ან ფეხსაცმელი მინდოდა, ვეღარ შევძლებდი იმის დანახვას როგორ უბრწყინავდა თვალები ჩემი დანახვისას, ვეღარასდროს დავუძახებდი „მამას".მხოლოდ იმ წამს შევიგრძენი მთელი სიმძაფრით,რომ მარტო ვიყავი...თითქოს ჰაერი გამოილია, სუნთქვა მიჭირდა და უღონოდ ჩავიკეცე ცივ,ნამიან მიწაზე.
-ღმერთო...შემომხედე...-სადღაც შორიდან მესმოდა ბიჭის ხმა, მაგრამ ნათლად აღვიქვამდი ხელს,რომელსაც მონოტურად მისვამდა სახეზე.-ცუდად ხარ?...მისმინე, უნდა დამშვიდდე, ისუნთქე...ჯანდაბა!ნუ მაშინებ პატარა ქალბატონო, უბრალოდ ჩაისუნთქე.
ნელ-ნელა დავმშვიდდი,მაგრამ პირს მაინც ვერ ვაღებდი,რომ ერთი სიტყვა მაინც მეთქვა, საშინლად მეწვოდა ცხვირი და ყელი, რაც სუნთქვას მიძნელებდა, წინ ვიყურებოდი,მგარამ მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი ნათლად,თითქოს ღრმა უფსკრულში ვიძირებოდი,ირგვლივ კი არავინ და არაფერი იყო,რომ ხელი მომეკიდა და თავი დამეღწია სიცარიელისათვის, მხოლოდ შავ ფერს აღვიქვამდი...ვიძირებოდი...უსაშველოდ ვიძირებოდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე,მაგრამ ფაქტი ერთია, უცნობი ისევ ისე იჯდა,არ ინძრეოდა, მე კი თავი მის გულზე მედო და მის გულის ცემას ყურს ვუგდებდი. გულის ცემა, რა მარტივი სიტყვებია არა?!—გული,ცემა. მაგრამ წარმოიდგინე,რომ შეწყდა...შენი საყვარელი ადამიანის მკერდში გულის ცემა შეწყდა. რას იგრძნობ?!...სწორედ ასე ვგრძნობდი თავს...ცარიელად...სუსტად... მარტოდ.
-სახლში მინდა.-ამოვიკნავლე სუსტად.ვიცოდი, რომ სრულიად უცნობი იყო,რომელმაც არც ისე კარგი „პირველი შთაბეჭდილება" დატოვა,მაგრამ რაღაც მაზოხისტურად მექაჩებოდა მისკენ, ანდაც უბრალოდ ინსტიქტებს მივყვებოდი.
-უკეთესად ხარ?
-კი.
აღარაფერი უთქვამს,თითქოს ჩემს დარდს უთქმელად ხვდებოდა, მანქანში ჩავსხედით, მე ჩემი სახლის ზუსტი კორდინატები ვუთხარი,მან კი უბრალოდ მანქანა დაძრა.
-დღევანდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, ჩემი ბრალი იყო, უბრალოდ იმ წამს ძალიან ავნერვიულდი და დაუფიქრებლად გითხარი ის სიტყვები, დიდი ბოდიში.- დავიწყე, რადგან იმ წამს ყველაფერზე მინდოდა ფიქრი, გრადა ერთისა...
-მე...-დაიბნა,ალბათ არ ელოდა-არც მე დამიკლია,ასე რომ გავსწორდით.-თავი ისე გააქნია, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.-კარგია,როდესაც ადამიანს არ უჭირს პატიების თხოვნა.
-ხო,მითუმეტეს მამიკოს გათამამებულ პრინცესას.
-ხო,მართალი ხარ მანდ ზედმეტი მომივიდა...მგარამ.-ჩაფიქრდა თითქოს ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა,ბოლოს მაინც თქვა.-არ მეტყვი წეღან რა მოხდა?
-კი.-მაინც ვერ ავცდი.-დღეს...მშობლები დავკარგე...
უეცრად მანქანა მოწყვეტით გაჩერდა,მე კი წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და წინ გადავვარდი,ღვედი რომ არა ალბათ დავიმტვრეოდი.
-რა?!
-თვითმფრინავი ჩამოვარდა...
-მე...მე ძალიან ვწუხვარ.-სიტყვებს ვერ პოულობდა,მე კი უბრალოდ ტვინამდე არ ვუშვებდი იმფორმაციას.
-ჯერ არ ვიაზრებ...მეშინია...მეშინია,რომ შევეგუები.-გავჩუმდი- სხვა რამეზე მელაპარაკე რაა...
-კარგი...-ნელა დამიქნია თავი.-შენ რაზეც გინდა იმაზე ვილაპარაკოთ.-ცდილობდა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა.
-რა გქვია?
-ნოე.
-ნოე...-დავიჩურჩულე,თითქოს გემოს ვუსინჯავდი.-ლამაზი სახელია ნოე...
-მადლობა.-გაჩუმდა.-აბა....
-რა აბა?
-გინდა,რომ შენი სახელი გამოვიცნო და სასწაულებრივად დაემთხვას?
-ნამდვილად არ ვაპირებ,რომ ჩვენი საუბარი უაზრო ფილმის სენარად ვაქციო...ელენა მქვია.
-სასიამოვნოა ელენა.
-ახლა ნამდვილად.-გამეცინა.-მაგრამ აი დილის ინციდენტზე რა გითხრა...ახლაც მტკივა მხარი.
მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.
-შეიძლება?-ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა,მაგრამ თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი.-ერთს გირჩევ,შეიძლება არ ვარ ისეთი გამოცდილი ან ბრძენი როგორიც სხვები, მაგრამ ვიცი რასაც ნიშნავს დაკარგო ის ვინც მთელი ცხოვრებაა გიყვარს...ნუ მოკლავ ტკივილს, აიღე და ფორმა მიეცი.
ერთ წამს ჩუმად ვიჯექი, შემდეგ უბრალოდ მანქანიდან გადავედი და ცარიელ სახლში შევაბიჯე...

ახლანდელი დრო...
ისევ იმ ადგილას ვიყავი,სადაც 6 თვის წინ მივედი პირველად, ისევ იმ ისტორიას ვიხსენებდი და იგივენაირად ჩამესმოდა, მშვიდი,ხავერდოვანი ხმა.„ნუ მოკლავ ტკივილს, ფორმა მიეცი"
წამოვდექი და სახლისაკენ გავეშურე,არ ვიცოდი რა მელოდა ცხოვრებაში,ან რა მოხდებოდა მომავალში.მხოლოდ ერთი ვიცოდი...რა ფორმა ჰქონდა ჩემს ტკივილს.



№1  offline წევრი Kaxcha

ძალიან კარგია. თავები ცოტა გაადიდე❤❤

 


№2  offline წევრი Stranger things

Kaxcha
ძალიან კარგია. თავები ცოტა გაადიდე❤❤

დიდი მადლობა.ვეცდები ცოტა მაინც გავადიდო blush

 


№3  offline წევრი ბიბი

"ნუ მოკლავ ტკივილს, ფორმა მიეცი." ამ წინადადებისთვის ღირდა ეს თავი.
ცოტა გაზარდე თავები...
წარმატებები

 


№4  offline წევრი Stranger things

ბიბი
"ნუ მოკლავ ტკივილს, ფორმა მიეცი." ამ წინადადებისთვის ღირდა ეს თავი.
ცოტა გაზარდე თავები...
წარმატებები

გეთანხმები blush თავების გაზრდას ვეცდები და ძალიან დიდი მადლობა♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent